შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივი თვალები (მეექვსე თავი)


13-04-2024, 22:31
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 3 235

ლიდია
ადრე ქალაქგარეთ გასვლას არაფერი მერჩივნა. ახლა შემძულდა. საკუთარი სახლის ოთხკედელში გამომწყვეული არსებობა მენატრებოდა. მანქანაში ვიჯექი. სახლში ვბრუნდებოდით უკვე. ჩემს გვერდით, საჭესთან მჯდომ კაცს სურდა, რამე მეთქვა, ვგრძნობდი, ჩემგან წარმოთქმულ სიტყვებს ელოდა. ყველა რაღაცას ელოდა ჩემგან. დავიღალე. ადამიანების ტრაგედიებში ჩავიკარგე. ამ კაცისამ საერთოდ მომინელა.
- შენს უმცროს შვილს ნაბოლარას ეძახდი? - ვკითხე. თავად დაიჟინა, შენობით გველაპარაკა. ასე გაცილებით ადვილი იქნებოდა ჩვენი ურთიერთობა, თუმცა თქვენობით მერჩივნა. მერჩივნა, იმათთან, ვინც ფულს მიხდიდა, გარკვეული ზღვარი მქონოდა.
თან რაღაცნაირად, ვბრაზობდი მის უბედურებაზე. ან უბედურებამ როგორიც გახადა, მაგაზე ვბრაზობდი.
- რაღა ნაბოლარა - ჩაეცინა - ოცდაათისაა.
- მაინც ენატრება მამა. ერთ დღეს, მშობლის სამყაროს ცენტრი იყო, მეორე დღეს, აღარავინ დაინტერესებულა, სად მიდიოდა, სიგარეტს თუ ეწეოდა, ხომ არ სვამდა, შეყვარებული თუ აბრაზებდა - ვიცი, გავაღიზიანებდი, მაგრამ სათქმელი უნდა მეთქვა. ამ კაცის ცხოვრების ტრაგედიაში, ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი ფიგურა ცოცხალი ბავშვი იყო, რომელიც მკვდარი ბავშვის ფონზე, ყველამ მიივიწყა.
ზოგჯერ, თავისუფლება ძალიან სჭირდება მოზარდს. ზოგჯერ უბრალოდ უნდა, ვინმე ეჩხუბოს რომ დარწმუნდეს, ჯერ კიდევ ნერვიულობენ მასზე.
სულ მარტო იყო. გამუდმებით აშავებდა საყვედურის მოსმენის მოლოდინში.
არც საყვედური ჩანდა, არც ყურადღება.
- განა ვერ ხვდებოდა, რომ... და მოუკვდა ბოლოს და ბოლოს- გაოგნდა.
- კი. გლოვაც არ დასცალდა. ძირითადად, იმაზე ნერვიულობდა, ჩემი მშობლები არ გადაყვნენ ირინას ამბავსო. ზოგადად, ოჯახში, ერთადერთი ბავშვი რომ ხარ, ეგ პრივილეგია არ არის, როცა ოდესღაც, ორნი იყავით - რაებს ვუხსნიდი? თავისი სადარდებელი ჰქონდა და ახლა კიდე იმას ვუმატებდი ზემოდან, გაკვეთილებს რატო არ ეკითხებოდი უმცროს ბავშვს უფროსის გასვენებაზე-თქო.
რა ჩემი საქმე იყო. უნდა გამეკეთებინა, რაშიც ფულს მიხდიდნენ და გავჩუმებულიყავი. ფულის მოლოდინიც აღარ მგვრიდა სიამოვნებას. რამდენი ნორმალური ადამიანის ვიზიტი გადავდე. ნორმალურში იმას ვგულისხმობ, გავთხოვდები თუ არაო, რო აინტერესებთ. ეგ მერჩივნა.
- ირა სახლში დაბრუნდება - წარმოთქვა კაცმა. მორჩა. აზრი არ ჰქონდა იმაზე საუბარს, რომ ცოცხალ შვილს „შენით ვამაყობ“ გამოიყვანდა 15 წლიანი დეპრესიიდან. ამ კაცის წამალიც ვიცოდი. ვიცოდი, მაგრამ ვიჯექი და ღმერთივით ვცდილობდი, გადამეწყვიტა, მემკურნალა თუ არა. ღმერთი არ ვიყავი. რითაც შემეძლო, უნდა დავხმარებოდი.
სახლში მიმიყვანა.
მისკენ მივტრიალდი მანქანიდან გადასვლამდე.
- თქვენი შვილის საფლავი რომ ვიპოვნეთ, ძალიან კარგია. მაგრამ თქვენთვისაა კარგი. ირას უკვე დიდი ხანია, აღარ სტკივა. კარგადაა ივანე. თქვენი შვილი კარგადაა. ვიცი, რთულია, რომ ერთმანეთის გარეშე დარჩით და მთელი ეს პერიოდი, გატაცებული ქალიშვილის საფლავს ეძებდით, მაგრამ ირა კარგად იყო. ჩვენ ყველანი, ჩვენი სიკვდილის მერე კარგად ვართ. ტკივილი მიწაზე რჩება.
ცრემლები წამოუვიდა.
მაინც არ მენდობოდა. სურდა, ჩემი სიტყვების ერწმუნა, მაგრამ ივანე აღარავის ენდობოდა. მიდი და განსაჯე. 20 წლის გოგო გასტაცეს, მოუკლეს და საფლავი იქამდე არავინ იცოდა, სანამ არსაიდან მოსული მკითხავი არ ჩაერთო საქმეში.
მკითხავი „რუსი ნაშის ვიდზე“. პირველად ეს გაიფიქრა ივანემ, როცა დამინახა და მგონი ჩემთან დაწოლაც მოუნდა. კაი, ნაშობას როგორმე ავიტანდი, მაგრამ ეს რუსი რაღაა. საქართველოში ქერები არ იბადებიან თუ რა ხდება?
ახლა ნდობაზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა პატივისცემას ნამდვილად ვგრძნობდი მისგან.
იყო სიტყვები, რომელსაც ივანეს ვერასოდეს ვეტყოდი. მამის ძალაუფლების წყურვილს შეეწირა ირინა. ოთხმოცდაათიანების დატოვებულ ძვლებს დღემდე მიწიდან ვთხრიდით და არ სრულდებოდა ჩონჩხების ამოქექვა. ჩონჩხები საფლავში, ჩონჩხები გარდერობში.
ივანემ თავის დროზე, მაგრად გააბრაზა კონკურენტი საძმო. მაშინ რაღაც უბედური პრინციპით დაიყვნენ: ოქროს საწმისის საძმო, ნათლიის საძმო, საძმო ყიფშიძეები, საძმო ყ*ლეები და რა ვიცი კიდე, ათასი ოხრობა. ისედაც ჯიბეგაფხეკილ ქალაქს, პლიუს ის ბიჭებიც ყვლეფდნენ, ქალაქი რომ უნდა დაეცვათ.
დაეტაკებოდნენ საძმოები. ერთმანეთის ამოჟლეტა მაინც ეკმარათ. მერე მისდგებოდნენ შურის ძიების მიზნით მტრების დებს, დედებს, შვილებს და აგერ, ჩვენი პატარა ირინკა. ისტორიის შავი ლაქის მსხვერპლი. ლაქა, რომელსაც ვერ ფეირით ამოვიყვანდით და ვეღარც სოდა უშველიდა.
გულის სიღრმეში, მშვენივრად იცოდა ივანემ, რომ თავისივე გასროლილი ტყვიების საფასურს იხდიდა. იმას ვერ ვხვდებოდი, გულის სიღრმე ან ქვეცნობიერი რაში სჭირდებოდა. განა ყველაფერი დღესავით ნათელი არ იყო?
მანქანიდან გადავედი. ნიკოს მეგობარმა დამინახა. ეგ გოგო არ მიცნობდა, მაგრამ მაინც დასანახად ვეჯავრებოდი. სახელი არ მახსოვდა. ახლა ასმაგად შემიძულებდა, ვიღაცის უზარმაზარი ჯიპიდან გადმოსულს. მაინცდამაინც არ მინერვიულია. ხალხის მხრიდან უმისამართო ჯავრს ისე ვიყავი შეგუებული, ვინმეს თუ მოვწონდი, ეგ უფრო მაშფოთებდა.
სახლში შევედი. ღრმად ვსუნთქავდი და ვცდილობდი, აკანკალებული ხელები არ შემემჩნია. იატაკის მეტლახზე ჩავიკეცე. ვერ მოვერიე. შორიდან მოახლოებული ფეხის ხმა თვალებზე ბინდს მაკრავდა. ღრმად ვსუნთქავდი. საკუთარი სუნთქვა თავბრუს მახვევდა. ალკოჰოლის სუნს ვგრძნობდი. როგორც არ უნდა მემტკიცა საკუთარი თავისთვის, რომ ეს ყველაფერი ღამის კოშმარში ცარჩენილი მოგონება იყო, ჩემი გონება მაინც საფრთხედ აღიქვავდა. ტელეფონს გაჭირვებით დავწვდი და ნიკოს ახალი სიმღერა ჩავრთე.
„You asked me, if I still dedicate the song to you.
There was an answer: no
I lied.
You think your soul is ruined,
I think It’s beautiful.”
სულელი ბიჭი! გამეღმა. კარზე კაკუნი იყო. ნამდვილი კაკუნი. სიმღერა გამოვრთე და კარი გავაღე. ევა იდგა. ცოტა შეშინებული.
- ჯიპიესი არ ჩაგირთავს?
- მგონი დამავიწყდა - თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ძალიან ნერვიულობდა, როცა მსგავს საქმეზე მივდიოდი.
- სიკვდილი გამოვიარე ლიდია! - ისეთი შეწუხებული ჩანდა, გული ჩამწყდა, მაგრამ თან გამახსენდა, რომ ვიღაცა ძალიან ნერვიულობს ჩემზე. ვიღაცას უნდა, კარგად ვიყო. ბედნიერია, როცა მხედავს. ჩავეხუტე.
ზოგადად, კოცნა, ჩახუტება და უწიპუწი არ მიყვარდა.
- ძალიან მძიმე დღე იყო, მაგრამ კარგად ვარ. მგონი აღარ მომიწევს მაგ კაცთან საქმის დაჭერა. დავამთავრე საქმე.
- მალდობა ღმერთს. წამო, ვჭამოთ სადმე. რახან დავრწმუნდი რო ცოცხალი ხარ, რაღა მიჭირს.
- სადღაც გავდივარ. ოღონდ არ გაბრაზდე - ცოტა შემრცხვა - და არც შეგეშინდეს.
- ვინმე თუ გყავს, პირდაპირ მითხარი.
- მეგობარი, მხოლოდ მეგობარი.
- აღარაფერს გკითხავ. - გაშლილი მტევნები მაღლა აღმართა.
ზედმეტ კითხვას არასდროს სვამდა. მთავარია დარწმუნებულიყო, რომ უსაფრთხოდ ვიყავი. ევა ალბათ ჩემზე უცნაური ქალი ჩანდა სხვებისთვის: ცივი, მკაცრი, საშიშად ჭკვიანი და ნაკლებად მეგობრული. რეალურად, ზომბი აპოკალიფსისას, ალბათ თავს შეაკლავდა და ყველას ეგ გადაგვარჩენდა. თავიდანვე მივხვდი გიორგის რო უყვარდა (ნიკოს ბიძას). თვითონ სულ ბოლოს მიხვდა. ერთი ენერგია ჰქონდათ. ადამიანები შეიძლება სულაც არ ჰგავდნენ ერთმანეთს თუმცა ენერგიით ძალიან ერგებოდნენ.
ცისფერი კაბა ჩავიცვი. მაცივრიდან მარწყვის ტარტი გამოვიღე და მუყაოს ყუთში ჩავდე. ჯერ კიდევ დრო მქონდა, ათი საათი იყო. ბასტეტს ეძინა. გარეთ გავედი. ისევ ბათინკებით. მაგრად მეზარებოდა ქუსლიანები. ჩემმა კლასელმა მითხრა ადრე, ქალი ცხენისგან უნდა გაირჩეოდესო და სიმაღლის კომპლექსი ამკიდა. ქუსლებზე მარტო მაშინ ვიცმევდი თუ ისეთ კაცთან მქონდა შეხვედრა, ვისთვისაც ვიზუალური პრივილეგიის დამტკიცება დამჭირდებოდა, რადგან სხვა სახისას არ ცნობდა.
ნიკოს ძალიან გაუკვირდა. აღარ მელოდებოდა. მარტო იყო. მე მის მარტო ყოფნას არ ველოდი. ვიფიქრე, ხალხი დამხვდება-თქო და სიმართლე ითქვას, მასთან მისვლა ჩემი მხრიდან, დიდი მსხვერპლი იყო. მსხვერპლი, რომელიც რატომ გავიღე, თავადაც არ ვიცოდი.
- ავოკადოს სალათას და ცივ ყავას ტარიც ემატება. მხოლოდ ამ სამის გაკეთება ვიცი - ვუთხარი.
- შემოდი - გაეცინა და ტარტი გამომართვა - ტორტი ისედაც არ მქონდა. ტკბილეულს ვერ ვაკეთებ. რა ლამაზია - მერე შემომხედა - შენც ძალიან ლამაზი ხარ.
- გმადლობ - მის ძაღლს შევხედე. მოსიარულე მემე იყო. საშინლად წაკლა თვალებით მიყურებდა. დაახლოებით, „ამ ძუ*კნას ჩემი ბიჭის წართმევა უნდა“. - რამდენის გახდი? ოღონდ, წლები არ მოიმატო, მაინც გავიგებ.
- ოცდარვა.
- ოცდაცხრა მახსოვდა.
- ერთი წელი აქეთ, ერთი-იქით. რა მნიშვნელობა აქვს, შენ მაინც გაცილებით უფროსი ხარ, თან ქერა - თავი დანანებით გააკანტურა - შეუძლებელი წყვილი ვართ.
გამეცინა პირველად, მთელი დღის განმავლობაში.
ტაფას თავი ახადა. ისეთი სუნი დადგა, მხოლოდ ახლა მივხვდო, გაგიჟებით რომ მშიოდა.
- შენ გააკეთე?
- კი. სოკო, ხორცი, კარტოფილი. ოჯახურის პონტია - თვალი ჩამიკრა. ისევ გამეცინა. რა სულელივით ვიცინოდი. - მაყვლის კომპოტი მაქვს, ძალიან გემრიელია. თინანიკო აკეთებს ხოლმე.
- დავლევ ცოტას - აღარ ვკითხე, ვინაა თინანოკო-თქო.
- რომანტიკული სანთლებიც მაქვს.
- ნუ მაიმუნობ ნიკო!
- მომწონს, ჩემს სახელს როგორც ამბობ. ისე, შენთვის არავის უთქვამს, რომ asmr-ს ვიდეოებისთვის შესაფერისი ხმა გაქვს? დაიცადე, მე გადმოგიღებ საჭმელს თორე მორიდებული რძალივით ზიხარ - თეფშზე დიდი მონდომებით გადმომილაგა ყველაფერი.
- ASMR რა არის? - რძლობის ამბავი დავაიგნორე.
- სრულ განმარტებას ვერ გეტყვი, არ ვიცი. ვიდეოები, სადაც ისეთი საუბარი და მოქმედებაა, რომელიც ადამიანს ადუნებს და ძილისკენ მიჰყავს. მე ხშირად ვიყენებ, მაგრამ შენ ძველი თაობა ხარ, არ გეცოდინება.
ვაღიარებ, გამეხარდამ რომ ჩემი ხმა მოსწონდა. ხშირად მეუბნებოდნენ, სასიამოვნო პირის აპარატი გაქვსო, ოღონდ მხოლოდ ქალები. კაცებს ჩემი სხეულის რომელი ნაწილებიც მოსწონდათ, ეგ ისედაც ცხადია.
- როგორ მიდის შენი საქმეები?
- მშვენივრად. ახალი ალბომისთვის ყველა სიმღერა მზადაა, მალე გამოვა. ხვალ საღამოდან, სხვადასხვა ღამის კლუბებში, კონცერტები გვექნება. დაპატიჟებული ხარ. შეგიძლია, მეგობრებიც წამოიყვანო. გოგოები. ნუ ბიჭიც, თუ გეია. სხვაგვარად, ფეის კონტროლს დავაბლოკინებ.
- გაგიმართლა, მეგობრები არ მყავს - თან ისე ვჭამდი, ცოტა შემრცხვა. ძალიან გემრიელი იყო. ყოველ დღე, ასეთი მზარეულის ხელში, კარგად გავფუმფულდებოდი და ბიძაჩემის ნატვრა ახდებოდა. სულ მეჩიჩინებოდა, ცოტა უნდა მოიმატოო - მოვალ. ბაბის წამოვიყვან. მთავარია, ასეთი გიჟური კვირა აღარ მქონდეს, თორემ ისეთი გამოფიტული ვარ, აღარაფრის თავი არ მაქვს.
- რატო გქონდა გიჟური კვირა?
- უცნაური შეკვეთა მქონდა. დიდი ენერგია მოითხოვა. ზოგჯერ მგონია, რომ ფულის გამოც აღარ მიღირს. ჯობია ისევ ჩვეულებრივ ხალხს დავეხმარო, რომელთაც აინტერესებთ, საყვარელი კაცი თუ შეიყვარებს, თუ დააწინაურებენ, რამდენი ბავშვი ეყოლებათ.
- მე რამდენი ბავშვი მეყოლება? - მკითხა ეშმაკურად.
- ძაღლი და ჩემი კატა ხო იშვილე უკვე?
- აღიარებ ხო რო შენი კატის მამა ვარ?
- ჯანდაბას. ვაღიარებ.
- ტარტი გავჭრათ?
- გავჭრათ.
მის სახლს მოვავლე თვალი. მარტოხელა კაცის კვალობაზე, ძალიან მყუდრო იყო. განსაკუთრებით, ხის საწერი მაგიდა მომეწონა, ვინტაჟური, პიანინოს ტიპის. რამდენიმე წიგნების თაროც ედგა, მთლიანად გადავსებული. იშვიათად მინახავს ამდენი წიგნი.
საწერ მაგიდაზე ქაღალდები ედო. სანამ ტკბილეულს ჭრიდა, ქაღალდებს ქურდულად მივეპარე. ყველგან ერთი და იმავე ტექსტი იყო. ზოგან, გადაშლილი სიტყვები, ზოგან გადაშლილი წინადადებები. ბოლოს, ერთი პატარა მონაკვეთი დავინახე, წითელი კალმის გარეშე აწყობილი:
This is the story about you - breaking my heart.
It’s time to stop playin hide and seek.
You wont hide,
I wont seek.
You said: “we are not meant to be together”,
You see ghosts inside of building,
But you can’t even guess what I’m feeling.
- რას მიეპარე? - ქურდობაში გამომიჭირა.
- მაპატიე. სულმა მძლია. არ მინდოდა.
- ვხუმრობ ლიდია. წაიკითხე თუ გინდა - თეფში მომიტანა.
- ინგლისურად წერა არ გიჭირს?
- კი. ძირითადად, არასწორად ვწერ, სისულელეებს, თუმცა ანიკოს მოსწონს. მერე გრამატიკულ შეცდომებს მისწორებს და თუ სადმე რითმაა ჩასამატებელი, შესაბამისს სიტყვებს იგონებს. მაგდენი მარაგი არ მაქვს.
- გული როდის გაგიტეხე? - ცოტა თამამად მომივიდა.
- როდის არ მიტეხავ რო? - საკმაოდ სამართლიანმა პასუხმა გაიჟღერა, რომელიც ამავე დროს, ჩემკენ მოშვერილი იარაღი იყო, კითხვის სახით.
- ყველაზე ნაკლებად ეგ მინდა - ამოვილუღლუღე საცოდავად. როგორ ამეხსნა? მხოლოდ მასთან ვიყავი მხიარული. მისი სიახლოვე მომწონდა, თუმცა არა ისეთი, მას რომ უნდოდა. დამღლელი დღის ბედნიერი დასასრული იყო ნიკო. ჩემი მხრიდან, ეგოისტური თამაში გამომდიოდა. ურთიერთობის ყველა გზას ვჭრიდი, მაგრამ მაინც მივდიოდი მასთან სახლში, ტყეში, მტკვართან.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს სახლი.
ნეტავ, ოდესმე თუ შევძლებდი ყიდვას. სიმართლე ითქვას, იმ სახლში მარტო ყოფნის ცოტა შემეშინდებოდა. ძალიან დიდი იყო. გალავნის ამშენებელი მე არ ვიყავი და ყოველი ადამიანის გავლისას, უნდა მენერვიულა, არ შემომივარდეს-თქო.
მე ხომ ადამიანების დახმარება მიყვარდა და ამავდროულად, ფობია მქონდა მათი. არც გველის, არც დიდი კალიის, არც ტარაკნის. მხოლოდ ადამიანების მეშინოდა. თან ცოცხლების.
მკვდარი იცოცხლე, ოხრად მყავდა. არაფერს მიშავებდნენ. იდგნენ მათ გვერდით, ვინც სიცოცხლეში, სიცოცხლეს ერჩივნა და მევედრებოდნენ, პატარ-პატარა გზავნილების გადაცემას, რომლის ნახევარსაც ვერ შევასრულებდი.
არ შემეძლო, მაღაზიის რიგში მდგარი ხალხისთვის დამევლო და მეთქვა: ბაბუაშენმა მოგიკითხა, დედიკომ ძილინებისა გისურვა, შენი ძმა კარგადაა, აღარ სტკივა, შენი განსხვენებული მეუღლე მუდამ გღალატობდა, მაგრამ სიკვდილის შემდეგ, გიერთგულა.
მოულოდნელად, თვალები გამიქვავდა. თაროზე ჩემი თმის საბნევი იდო - შავი ვარდი.
როდის დამივარდა? ვერ მივხვდი. ეგეთი ძალიან ბევრი მქონდა.
მაშინ, მთაწმინდის ფანთეონში, როცა სრულიად მოულოდნელად შევეჯახეთ ერთმანეთს? შეინახა!
- როგორ იყო ის სიმღერა? - ვკითხე ჩურჩულით. მგონი ყველაფერს მიხვდა. მგონი, მიხვდა, რომ მივხვდი. ნიკოს გავხედე. ლოყები აუწითლდა.
პატარა ბავშვი.
- რომელი სიმღერა? - თავი დარცხვენილმა ჩაღუნა.
- ცივი თვალები.
- შავი ვარდები დაგიბნევია, მზერაც სულივით ცივი - წარმოთქვა. მისკენ შევტრიალდი და ნიკაპზე მოვეფერე - შენთვის დაბადების დღე არ მომილოცავს.
თვალებში შემომხედა. ამბობდა, შენი მზერა მაქვავებსო. მე მისმა გამაქვავა - ბავშვურმა, გულწრფელმა. ბავშვური ასაკის გამო კი არა, თავისი ბუნების გამო ჰქონდა. არადა, ყველაზე ნამდვილი კაცი იყო, ვინც ცხოვრებაში მენახა.
- რა მემართება არ ვიცი. შენ ფიქრები ნიკო...
- ისევ გაწუხებენ?
- არა. ვეღარ ვხვდები რაზე ფიქრობ - ვუთხარი ჩურჩულით.
- გაჩვენო რაზე ვფიქრობ?
თავი მორჩილად დავუქნიე.
თუ ვინმეს შეეძლო, მორჩილი გავეხადე, ალბათ მხოლოდ ნიკოს. და პატარა ბაბის, თუმცა ახლა უმცროს ბიძაშვილზე ფიქრის დრო არ იყო.
ნელა გადმოწია ჩემკენ სახე. ნუთუ მართლა არ შევაჩერებდი? ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი, რომ შევაჩერებდი, სანამ მისი ტუჩები ჩემსაში არ ჩაიძირა. ვნებიანად ვკოცნიდით ერთმანეთს. ნიკოს საოცარი არომატი ჰქონდა. მის სურნელსაც ვგრძნობდი: თმის, კანის, კისრის. რამდენიმე წუთი, სუნთქვაც ერთი გვქონდა - ერთმანეთის ამონასუნთქს ვისუნთავდით. ლოყაზე ხელი დავადე. ტემპს უფრო მეტად ვუმატებდით, ვიგრძენი, რომ მხოლოდ კოცნა ვერ გამათბობდა. არ მეყოფოდა. წამით ჩამოვშორდი. ხელი ტუჩებზე ავაფარე. ხელზე მაკოცა.
- უნდა იცოდე, რომ ამ ურთიერთობას გაგრძელება არ ექნება - ვუთხარი გულწრფელად - დღეს მჭირდება, თავი ცოცხლად ვიგრძნო. მჭირდება, შევიგრძნო, რომ ჯერ კიდევ შემიძლია თბილი სხეული ვიყო, ვინმე ისეთთან, ვისაც ვენდობი, ვისთანაც უსაფრთხოდ ვარ.
- ანუ ერთი ღამის სე*ქსსა და მეგობრებად დარჩენას მთავაზობ?
- ჰო.
კაბას მკერდთან შესაკრავი შეუხსნა და ფეხებთან ჩამომიცურდა.
- ფირუზისფერი ძალიან გიხდება - ჩამჩურჩულა ყურში. თან კისერში მკოცნიდა. ბოლოს ასეთი ვნებით შეპყრობილი როდის ვყოფილვარ? ყოფილთან? არამგონია. ის სხვაგვარი ჟინით მიყურებდა. როგორც ჯილდოს, რომელიც დიდი ბრძოლის შემდეგ მოინადირა. ნიკოსთან ანთებულ თვალებს ვხედავდი, სულს.
მის საწოლზე აღმოვჩნდით. მკერდიდან, მუცლამდე მკოცნიდა. მერ ეუფრო დაბლა ჩავიდა. მსგავსი რამ არასოდეს მიგრძვნია. ჩემი სხეულის სისველე მისი ენის სისველეს შეერწყა და იძულებული გამხადა, ისეთი კვნესით გამეხმოვანებინა სიამოვნება, აქამდე რომ არასდროს აღმომხდენია.
თავისუფლებას ვგრძნობდი. მასთან თავისუფალი ვიყავი. შემეძლო, ყვირილის, ხმამაღალი კვნესის უფლება მიმეცა საკუთარი თავისთვის.
ჩემში შემოვიდა. ერთნი ვიყავით. ფეხებს წელზე ვუჭერდი და მთელი ძალით ვეხვეოდი მხრებზე, მკერდზე ვეკვროდი. საოცარი ორგ*აზმი მქონდა. ერთად გვქონდა. თვალებში ვუყურებდი, მასთან მსურდა. მსურდა, არ მომეხუჭა. ყოველ ჯერზე, როცა ჩემკენ მომავალი მთვრალი კაცის ნაბიჯები შემაწუხებდნენ, ნიკოს მზერაში ვიძირებოდი. მოგონებებს აფრთხობდა.
მთელი ღამე ვერ მოვშორდით ერთმანეთს. ეს ოხერი ვნება არა და არ დაცხრა. ვერც მაშინ დაცხრა, როცა გაოფლილებს, ერთმანეთის სხეულებზე ჩაგვეძინა. ძალა აღარ გვქონდა, თორემ სურვილი დიდი.
- ამის შემდეგ, პატარას ნამდვილად ვეღარ დაგიძახებ - აღმომხდა უკვე ძილის მორევში გადავარდნილს. მისი სიცილი ჩამესმა.
ერთად გაგვეღვიძა. ცხვირი ნიკაპზე გამიხახუნა და თავი მკერდზე დამადო. რა კარგი სუნი ჰქონდა თმაზე. ზოგადად, კაცებს არ უყვართ ხოლმე ქალის სურნელი?
- სახლში უნდა წავიდე, მოვწესრიგდე.
- საშხაპე მეც მაქვს - მკერდზე მაკოცა. რაღაც ვიგრძენი. ისეთი უცნაური ჟრუანტელი... წუხელის, მთელი ღამე ვგრძნობდი, მაგრამ ახლა განსაკუთრებით. თითქოს, მომინდა, რომ კიდე ეკოცნა. ან ჩემს მკერდს მოუნდა. ძნელი ასახსნელია. ვინც კი ოდესმე მყოლია, ყველას ჭკუა ეკეტებოდა ჩემს ძუ*უებზე, მაგრამ ახლა თითქოს ამათაც გადაეკეტათ ბიჭის ტუჩებზე.
ისევ ტუჩები უნდოდა ჩემს მკერდს. თან ისე ამიკანკალდა, ვიზუალურადაც დამეტყო. გვერდზე გადავაკოტრიალე და ზემოდან მოვექეცი. დავიხარე, მკერდი მის ტუჩებთან დავწიე. სრულ ნეტარებას ვგრძნობდი....
საღამოს გაგვეღვიძა. ყურთან მკოცნიდა.
- შენი ტარტი ნორმალურად ვერ ვჭამეთ - მითხრა.
- მაგრად მშია - ეგეც გამიკვირდა. ასეთი შიმშილი კარგა ხანია, არმიგრძვნია. ალბათ, არც ენერგია დამიხარჯავს ასეთი დოზით.
- ტარტი დესერტად. მანამდე, ჩემი საფირმო ომლეტი ყველით, თუმცა ქალი მე სამზარეულოში ვიცი და ცივი ყავა შენზეა.
გამეცინა.
თავისი პერანგი მომაწოდა. თან რა ლამაზი ხარო და სარკეში რო ჩავიხედე, ალქაჯს ვგავდი. ნამდვილად ყველაზე გემრიელი ომლეტი ვჭამე მთელ მსოფლიოში. ღვთიური ხმა რომ არ ჰქონოდა, უეჭველად შეფი გამოვიდოდა ნიკოსგან.
- ორ საათში, მონო ჰოლში უნდა ვიყო. წამოხვალ?
- ნიკო, როგორც მოვილაპარაკეთ ხო? უბრალოდ, ერთი ღამე იყო.
- კონცერტზე გეპატიჟები ბავშვების გასაჩენად კი არა - მგონი, ცოტა გავაბრაზე - არ გაძალებ. ნუ წამოხვალ თუ არ გინდა.
ახალმა თაობამ მიმასვა.
- ჯერ რო სახლში მივიდე და რამე ისეთი ჩავიცვა? ჩემებური. ხო ხვდები.
- გოთური?
- ჰო.
- კარგი. გიხდება.
გაეცინა. მემგონი ჩემი უცნაური სტილით უფრო მოვწონდი, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს როცა ვგავდი. ფერადი პარიკების დადგმა მიყვარდა, ლურჯი, შავი, იასამნისფერი და ზოგჯერ, მწვანე ტუჩსაცხიც, უცნაურად დიდი და ჯლაგუნა ფეხსაცმელები, ბადე კოლგოტები, კორსეტები, ტყავის აქსესუარები.
მაგრამ მეშინოდა. რაღაცნაირად, საკუთარ თავად ყოფნის მეშინოდა. ბავშვობაში, როგორღაც მიტარებდნენ, თუმცა ახლა ისეთ მზერას ვაწყდებოდი, ეს ქალი რამ გადარიაო.
მაინც გავრისკე. თბილისის ღამის კლუბებში დისკრიმინაციის შემთხვევები ამოიძირკვა, რასაც ქუჩაზე ვერ ვიტყოდი.
ნიკო მღეროდა. ცოცხლად მოსმენა სულ სხვა იყო. გული მეწვოდა, რომ იმხელა აუდიტორია არ ჰყავდა, რასაც იმსახურებდა. მისი მომავალიც ბუნდოვანი გამხდარიყო. ვეღარაფერს ვხედავდი. ჩემთვის, ბიჭის ფიქრები, მასთან დაკავშირებული ყველა სურათი ჩახურულიყო. ადრე, ცხადად ვხედავდი, როგორ იდგა ხალხით გადავსებულ ევროპის სცენებზე და სიგიჟეებს ჩადიოდა. ნუთუ სექ*სთან ერთად, მისი წაკითხვის უნარი დავკარგე?
სულ წინ ვიდექი. ხშირად მიყურებდა და მომწონდა. აქეთ-იქიდან კომენტარებს ვისმენდი, რომ ჩასაკბეჩი ბიჭია, რა ტანი აქვს, დიდი სიამოვნებით აკვნესებდნენ. არ იყო მარტივი მოსასმენი. აქეთ აკვნესებდა ყველას რო მოენდომებინა. ადამიანურად გაპრანჭულ გოგოებს შორის აღმართულ ვარდისფერთმიან ყვავს ვგავდი. ალბათ ნიკო რომ ასეთი კარგი არ ყოფილიყო, ყურადღების ცენტრში კვლავაც მე ვიქნებოდი, არც თუ ისე კარგი გაგებით.
unrequited love ორჯერ ამღერეს. მესამეს მოთხოვნაც იყო, მაგრამ კარგა ხნით გადასცდა დასასრულის დროს და ნიკომ აღარ გააგრძელა. მერე დიჯეი მოვიდა და კლუბური მუსიკები დაიწყო, რაც თავს ძალიან მტკენდა. ანიკოს ვხედავდი, ნიკოს მეგობარს. ძლივს გავიხსენე მაგ გოგოს სახელი. ერთმანეთის ასლები იყვნენ. მართალია, ხასიათით არ ემთხვეოდნენ, თუმცა რაღაც ჩვევები ისე ერთნაირი ჰქონდათ, და-ძმა გეგონებოდა.
- დალიე თუ გინდა. არ შემაწუხებს - ვუთხარი ნიკოს. რახან ალკოჰოლის სუნს ვერ ვიტანდი, არ ნიშნავდა რომ ეს ბიჭიც უნდა დამეტანჯა.
- ანუ ჩემ კოცნას აღარ აპირებ, არადა, სულ მაინტერესებდა შავი პომადის გემო.
ჩემკენ მოვიზიდე და ტუჩებში ვაკოცე.
ვაკოცე, რადგან უკან მინიმუმ ოთხი გოგო ედგა, რომელიც ჩემ ადგილზე ყოფნის სურვილით იტანჯებოდნენ და აინტერესებდათ, ვინ იყო ეს უცნაური „ნაშა“, რომელმაც ოცნების კაცი ცხვირწინ ასწაპნათ.



№1  offline წევრი ფარვანა

ვაიმეეეეეე!!!
წავიკითხავ და მოვალლ <3 <3 <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№2 სტუმარი Ana-maria

ვფიქრობდი,ბოლო თავში დავაკომენტარებდი,რომ ძალიან მომეწონა ლიდიას და ნიკოს სიყვარულის ისტორია. მაგრამ ნელნელა ეჭვმა შემიპყრო;იქნებიან კი ერთად?
წარმატებები

 


№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ფარვანა
ვაიმეეეეეე!!!
წავიკითხავ და მოვალლ <3 <3 <3


გელიიი

Ana-maria
ვფიქრობდი,ბოლო თავში დავაკომენტარებდი,რომ ძალიან მომეწონა ლიდიას და ნიკოს სიყვარულის ისტორია. მაგრამ ნელნელა ეჭვმა შემიპყრო;იქნებიან კი ერთად?
წარმატებები

მადლობა ან <3 არ დაგასპოილერებ

 


№4  offline წევრი ფარვანა

ერთი წამიიიიითთთთ!!

აი, რაები დამმართე ნეტა წარმოდგენა გქონდეს რა, ენ ჯეინ!
გაკრეჭილი ვზივარ და ვერ გავიგე პირველი რა აღვნიშნო და რით დავიწყო საერთოდ..

მოდი თავიდან მივყვები.

პირველ რიგში, ლიდიას გადმოსახედიდან მოყოლილი ამბავიც ძალიან, ძალიან უზომოდ საინტერესო, მშვენიერი და ისეთივე სასიამოვნოდ საკითხავია, როგორიც ნიკოსოს გადმოსახედიდან აღწერილი ამბები არის ხოლმე.

თან ისედაც ხო ახლოს მოდიოდა ლიდიას ტრაგიზმი, და ახლა კიდევ უფრო…
შოროდან ხო უზომოდ საინტერესო ჩანს ჩვენი დივას მსგავსი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანების ცხოვრება, მაგრამ რამდენად საინტერესოცაა, რამდენად “ჯილდოცაა” იმდენადაა ერთგვარი წყევლაც ალბათ მათთვის იმიტომ, რომ ლიდიას როგორც პერსონაჟის იქით ამ ყველაფერს რეალურად ახლავს თან ის ერთგვარი სიმძიმეც, რომელიც ამ “ძღვენს” ძალიან რთულად საზიდს ხდის. მაგრამ იმაზე ფიქრი, თუ რამხელა ძალა სჭირდება ამასთან შეჭიდებას კიდე ცალკე მხიბლავს მათში იმიტომ, რომ ყველას რომ არ გვაქვს მსგავსი შესაძლებლობები და კავშირები სამყაროსთან ფაქტია, და ამიტომაც ჩვენი ცივთვალებიანი ქალის დაკარგვისაც მესმის ადამიანური თვალსაზრისით იმ ყველაფრის ფონზე, რისი ტარებაც სხვა დანარჩენთან ერთად იმ ღამეული კოშმარების თრევის სახით უწევს რომლებიც თან სდევენ სულ…

ეს კარგი, და იქნებ ახლა აქეთ განმიმარტოს ვინმემ, მე რა უნდა მოვიმოქმედო ხოლმე მაშინ, როდესაც ყველა ისეთ მომენტზე, როცა ეს ორი არსება მსგავს კომფორტს პოულობს ერთმანეთის არსებობაში მე აქ წივილ-კივილები მემართება და აღარ ვიცი ხოლმე სად გადავხტე?!

“You asked me, if I still dedicate the song to you.
There was an answer: no
I lied.
You think your soul is ruined,
I think It’s beautiful.”
სულელი ბიჭი! გამეღმა.”

გთხოვთ!
გ თ ხ ო ვ თ!!!
აღარ შემიძლია!!

“და სიმართლე ითქვას, მასთან მისვლა ჩემი მხრიდან, დიდი მსხვერპლი იყო. მსხვერპლი, რომელიც რატომ გავიღე, თავადაც არ ვიცოდი.”

მე ხო ვიცოდი? ხო ვხედავდი, ხო მეგონა, რომ შემზდებული ვიყავი იმისთვის, რასაც ამ ორის ერთმანეთში დანახულ “სახლში”, სითბოში ლიდიასა და ნიკოს იმ ლტოლვაში ვხედავდი ერთმანეთისადმი, რომელსაც თვითონ ასე უმალავდნენ საკუთარ თავებს?!..
ნუ, ნიკო არა მთლად, მაგრამ… რეალურად არც, ვერც დივა იმიტომ, რომ გულის სიღრმეში ისიც ძალიან კარგად ხედავს და იცის რატომ მოსწონს მისი ახლოს ყოფნა და რატომ არის
“დამღლელი დღის ბედნიერი დასასრული”
ნიკოსთან.

დააააა მაინც რომ ცუდად გავხდი ამ ჩემი ვითომდა შემზადებულობისდა მიუხედავად?!

აააჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ!!!

ეს დღეც დადგა! :დ
და ეს პატარა, მაგრამ
უსაყვარლესი, უთბილესი, და უღუნღულესი დეტალებიიი?!

“შეინახა!”
და ნდობა რომელიც თითქოს გაორკეცდა, სადღაც საკულდაგულოდ შეჩურთული გრძნობა რომელიც აღარ დაელოდა “საღ აზრს” რომელიც გააჩერებდა პროცესს, რომელიც ლიდიაშიც ზუსტად მაშინ დაიწყო სადღაც, როცა ნიკომ შეინახა თავისი ცივთვალება ქალის შავი ვარდი.

“ნიკოს საოცარი არომატი ჰქონდა. მის სურნელსაც ვგრძნობდი: თმის, კანის, კისრის. რამდენიმე წუთი, სუნთქვაც ერთი გვქონდა. - ერთმანეთის ამონასუნთქს ვისუნთქავდით.”

“მხოლოდ კოცნა ვერ გამათბობდა, არ მეყოფოდა.”

“ბოლოს ასეთი ვნებით შეპყრობილი როდის ვყოფილვარ? ყოფილთან? არამგონია. ის სხვაგვარი ჟინით მიყურებდა. როგორც ჯილდოს, რომელიც დიდი ბრძოლის შემდეგ მოინადირა. ნიკოსთან ანთებულ თვალებს ვხედავდი, სულს.”
“ანთებულ თვალებს ვხედავდი, სულს.”
და

“ამბობდა, შენი მზერა მაქვავებსო. მე მისმა გამაქვავა-ბავშვურმა, გულწრფელმა. ბავშვური ასაკის გამო კი არა, თავისი ბუნების გამო ჰქონდა. არადა, ყველაზე ნამდვილი კაცი იყო ვინც ცხოვრებაში მენახა.”

მიყვარს!!!
ორივე რა თქმა უნდა, მაგრამ
ოხ ნიკო, ნიკო The man you’re!!

და ჩემო ბლუჩუუ!! შენც მიყვარხარ, აბა ისე როგორ ვიზამ, რომ ეს არ აღვნიშნო, მაგრამ მგინი მართლა “წაგართმევენ” შენ შენ ბიჭს :დდ <33

და ბოლო მომენტი?!
“ვაკოცე, რადგან უკან მინიმუმ ოთხი გოგო ედგა, რომელიც ჩემ ადგილზე ყოფნის სურვილით იტანჯებოდნენ და…”
და ვითომ მხოლოდ ეგ იყო მიზეზი? ერთი ღამე და მეგობრობა?!…

ენ!!!
ისეთი კარგი იყო, ისე გამიხარდი!!
მადლობა, მიყვარხარ დაა გელოდებით სულ!!
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№5 სტუმარი ნანე

ეს გოგო ფენომენალური ნიჭით არის დაჯილდოებული. არანორმალურად ძლიერია მწერლობაში. თავისი ნიშა აქვს და პირველია საუკეთესოთა შორის.

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ფარვანა
ერთი წამიიიიითთთთ!!

აი, რაები დამმართე ნეტა წარმოდგენა გქონდეს რა, ენ ჯეინ!
გაკრეჭილი ვზივარ და ვერ გავიგე პირველი რა აღვნიშნო და რით დავიწყო საერთოდ..

მოდი თავიდან მივყვები.

პირველ რიგში, ლიდიას გადმოსახედიდან მოყოლილი ამბავიც ძალიან, ძალიან უზომოდ საინტერესო, მშვენიერი და ისეთივე სასიამოვნოდ საკითხავია, როგორიც ნიკოსოს გადმოსახედიდან აღწერილი ამბები არის ხოლმე.

თან ისედაც ხო ახლოს მოდიოდა ლიდიას ტრაგიზმი, და ახლა კიდევ უფრო…
შოროდან ხო უზომოდ საინტერესო ჩანს ჩვენი დივას მსგავსი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანების ცხოვრება, მაგრამ რამდენად საინტერესოცაა, რამდენად “ჯილდოცაა” იმდენადაა ერთგვარი წყევლაც ალბათ მათთვის იმიტომ, რომ ლიდიას როგორც პერსონაჟის იქით ამ ყველაფერს რეალურად ახლავს თან ის ერთგვარი სიმძიმეც, რომელიც ამ “ძღვენს” ძალიან რთულად საზიდს ხდის. მაგრამ იმაზე ფიქრი, თუ რამხელა ძალა სჭირდება ამასთან შეჭიდებას კიდე ცალკე მხიბლავს მათში იმიტომ, რომ ყველას რომ არ გვაქვს მსგავსი შესაძლებლობები და კავშირები სამყაროსთან ფაქტია, და ამიტომაც ჩვენი ცივთვალებიანი ქალის დაკარგვისაც მესმის ადამიანური თვალსაზრისით იმ ყველაფრის ფონზე, რისი ტარებაც სხვა დანარჩენთან ერთად იმ ღამეული კოშმარების თრევის სახით უწევს რომლებიც თან სდევენ სულ…

ეს კარგი, და იქნებ ახლა აქეთ განმიმარტოს ვინმემ, მე რა უნდა მოვიმოქმედო ხოლმე მაშინ, როდესაც ყველა ისეთ მომენტზე, როცა ეს ორი არსება მსგავს კომფორტს პოულობს ერთმანეთის არსებობაში მე აქ წივილ-კივილები მემართება და აღარ ვიცი ხოლმე სად გადავხტე?!

“You asked me, if I still dedicate the song to you.
There was an answer: no
I lied.
You think your soul is ruined,
I think It’s beautiful.”
სულელი ბიჭი! გამეღმა.”

გთხოვთ!
გ თ ხ ო ვ თ!!!
აღარ შემიძლია!!

“და სიმართლე ითქვას, მასთან მისვლა ჩემი მხრიდან, დიდი მსხვერპლი იყო. მსხვერპლი, რომელიც რატომ გავიღე, თავადაც არ ვიცოდი.”

მე ხო ვიცოდი? ხო ვხედავდი, ხო მეგონა, რომ შემზდებული ვიყავი იმისთვის, რასაც ამ ორის ერთმანეთში დანახულ “სახლში”, სითბოში ლიდიასა და ნიკოს იმ ლტოლვაში ვხედავდი ერთმანეთისადმი, რომელსაც თვითონ ასე უმალავდნენ საკუთარ თავებს?!..
ნუ, ნიკო არა მთლად, მაგრამ… რეალურად არც, ვერც დივა იმიტომ, რომ გულის სიღრმეში ისიც ძალიან კარგად ხედავს და იცის რატომ მოსწონს მისი ახლოს ყოფნა და რატომ არის
“დამღლელი დღის ბედნიერი დასასრული”
ნიკოსთან.

დააააა მაინც რომ ცუდად გავხდი ამ ჩემი ვითომდა შემზადებულობისდა მიუხედავად?!

აააჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ!!!

ეს დღეც დადგა! :დ
და ეს პატარა, მაგრამ
უსაყვარლესი, უთბილესი, და უღუნღულესი დეტალებიიი?!

“შეინახა!”
და ნდობა რომელიც თითქოს გაორკეცდა, სადღაც საკულდაგულოდ შეჩურთული გრძნობა რომელიც აღარ დაელოდა “საღ აზრს” რომელიც გააჩერებდა პროცესს, რომელიც ლიდიაშიც ზუსტად მაშინ დაიწყო სადღაც, როცა ნიკომ შეინახა თავისი ცივთვალება ქალის შავი ვარდი.

“ნიკოს საოცარი არომატი ჰქონდა. მის სურნელსაც ვგრძნობდი: თმის, კანის, კისრის. რამდენიმე წუთი, სუნთქვაც ერთი გვქონდა. - ერთმანეთის ამონასუნთქს ვისუნთქავდით.”

“მხოლოდ კოცნა ვერ გამათბობდა, არ მეყოფოდა.”

“ბოლოს ასეთი ვნებით შეპყრობილი როდის ვყოფილვარ? ყოფილთან? არამგონია. ის სხვაგვარი ჟინით მიყურებდა. როგორც ჯილდოს, რომელიც დიდი ბრძოლის შემდეგ მოინადირა. ნიკოსთან ანთებულ თვალებს ვხედავდი, სულს.”
“ანთებულ თვალებს ვხედავდი, სულს.”
და

“ამბობდა, შენი მზერა მაქვავებსო. მე მისმა გამაქვავა-ბავშვურმა, გულწრფელმა. ბავშვური ასაკის გამო კი არა, თავისი ბუნების გამო ჰქონდა. არადა, ყველაზე ნამდვილი კაცი იყო ვინც ცხოვრებაში მენახა.”

მიყვარს!!!
ორივე რა თქმა უნდა, მაგრამ
ოხ ნიკო, ნიკო The man you’re!!

და ჩემო ბლუჩუუ!! შენც მიყვარხარ, აბა ისე როგორ ვიზამ, რომ ეს არ აღვნიშნო, მაგრამ მგინი მართლა “წაგართმევენ” შენ შენ ბიჭს :დდ <33

და ბოლო მომენტი?!
“ვაკოცე, რადგან უკან მინიმუმ ოთხი გოგო ედგა, რომელიც ჩემ ადგილზე ყოფნის სურვილით იტანჯებოდნენ და…”
და ვითომ მხოლოდ ეგ იყო მიზეზი? ერთი ღამე და მეგობრობა?!…

ენ!!!
ისეთი კარგი იყო, ისე გამიხარდი!!
მადლობა, მიყვარხარ დაა გელოდებით სულ!!



გეფიცები, გაგაოგნებ კიდევ :DDD
ვაიმე, არც კი ვიცი, რანაირად დაგიმსახურე. მადლობა ძალიან დიდი რო ყველაზე კარგად გესმის ჩემი <3

ნანე
ეს გოგო ფენომენალური ნიჭით არის დაჯილდოებული. არანორმალურად ძლიერია მწერლობაში. თავისი ნიშა აქვს და პირველია საუკეთესოთა შორის.

ნანე უდიდესი მადლობა <3

 


№7  offline წევრი შარზენ

ლიდიას თხრობამ უფრო ადამიანური და ცოტა ჩვეულებრივი გახადა ქალი,ისეთი ვისთანაც სექსი შესაძლებელია დდდდ ნიკოს თხრობისას სულ მექნებოდა განცდა რომ შუა პროცესში მიატოვებდა დდ

 


№8 სტუმარი სტუმარი ენ ჯეინი

შარზენ
ლიდიას თხრობამ უფრო ადამიანური და ცოტა ჩვეულებრივი გახადა ქალი,ისეთი ვისთანაც სექსი შესაძლებელია დდდდ ნიკოს თხრობისას სულ მექნებოდა განცდა რომ შუა პროცესში მიატოვებდა დდ


შენ კი არა, ნიკოსაც ეგრე ეგონა :D

 


№9  offline წევრი Chupa

ახალი თავი რამდენხანში იქნება მესაჭიროება ძალიან????

 


№10 სტუმარი სტუმარი ენ ჯეინი

Chupa
ახალი თავი რამდენხანში იქნება მესაჭიროება ძალიან????


პარასკევს ან შაბათს ვდებ ხოლმე. თუ მუზის პერედოზი მაქ, შეიძლება, ორჯერაც გამოვიდეს :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent