შენი უღელი (3)
თინათე საღამომდე თავაუღებლად მუშაობდა, ჯერ აუცილებელი გეგმები შეასრულა საღამოსკენ კი ბაღში ყვავილების მოვლა დაიწყო. ეს საქმე ბავშვობიდან უყვარდა, გიჟდებოდა მცენარეებზე და მათ მოვლაზე. ლილატის ბაღის მოწყობაც მისი იდეა იყო, რომელსაც ზრუნვას არ აკლებდა , ერთი შეხედვითაც კი ეტყობოდა რადგან ირგვლივ ყველაფერი ყვაოდა. ფიქრებით შორს დაფრინავდა, საღამოს აპირებდა მეგობრებთან ერთად გასართობად წასვლას, იქნებ დაევიწყებინა ბოლო დროს აკვიატებული აზრები. -თინათე სულაც არ არის კატასტროფა თუ ვინმე მოგეწონა-გაოცებული იყო დადუნა მისი უეცარი მოწყენით. -არ მომწონებია ერთი პროცენტითაც კი-გაიბუტა თინათე. -უბრალოდ სიმპატიურია და მაღალი. მასეთი ხეც კია-ბაღში გაიხედა გოგონამ. -საერთოდ არ იცნობ ჯერ ჯაცს და ნუ იმსჯელებ ორი სიტყვით.-ხმა ამოიღო ანანომაც.რომელიც ყველაზე გამოცდილი იყო ამ ორში. მას ორი წლის წინ შეექმნა ოჯახი და ბედნიერად ცხოვრობდა თავის მეუღლესთან ერთად. დადუნა კი გაურკვეველ ურთიერთობაში იყო. წლებია შეყვარებული ყავდა რომელზეც გიჟდებოდა ისე უყვარდა თუმცა მისი ცივგულა შეყვარებული დიდი სითბოთი ვერ გამოირჩეოდა რის გამოც ხშირად მოსდიოდათ ჩხუბი. დადუნას გულისწყვეტა ამით არ მთავრდებოდა, მათი ურთიერთობა ერთ ფაზაში იყო გაყინული .არც წინ მიდიოდა და არც უკან, მას ძალიან უნდოდა ოჯახის შექმნა საყვარელ მამაკაცთან თუმცა ის თავს იკავებდა. ახლაც ნაჩხუბრები იყვნენ და დადუნა მის ზარებს წარბაწეული აიგნორებდა. -საღამოს სადმე გავიდეთ და ძველებურად გავერთოთ-მეგობრების გამხნევება სცადა ანანომ.-ჩემი დედამთილი ისვენებს დღეს და მითხრა ბავშვს დავიტოვებ სადმე გავიყვანო , ასე რომ მოვიფიქროთ სად წავიდეთ. -დედამთილი შენ გყოლია-აიმრიზა დადუნა, ბექას დედა სულ ორჯერ ყავდა ნანახი და ვერ გამოიდებდა თავს მისი სიკარგით. -გოგონებო, ყველა კარგი ურთიერთობა გაცნობის წამიდანვე არ იწყება ბრწყინვალედ. დრო აყალიბებს ურთიერთობებს ადამიანებში. მე და მაიკომაც ასე დავიწყეთ, ის ახლა ჩემთვის მეორე დედაა, სულ მხარში მიდგას და არ მიყურებს ისე როგორც რძალს რაც მე მახარებს, მისთვის მეორე შვილი ვარ.-გაინაზა ანანო. -ეს გათხოვილი ქალის საუბრები-ხელი აიქნია თინათემ.-სადმე გემრიელობების ჩასასუსნად წავიდეთ, მოვძებნი რამეს. ცოტას კი დალევდა კაცი... საღამოს გოგოებს თინათემ გაუარა მანქანით სახლებთან და მცხეთისკენ გაუყვნენ გზას. სამივე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. რატომღაც სამივეს შავი სამოსი ჩაეცვა რაც ჯამში უელეგანტურეს შთაბეჭდილებას დაუტოვებდა ნებისმიერს. დადუნას მთელი მონდომება ჩაედო სამზადისში და ნამდვილად ულამაზესი იყო, ბექასთვის უნდა ეჩვენებინა ვის კარგავდა. თინათეს შავ მინი ქვედაბოლოსთან თეთრი კლასიკური პერანგი ჩაეცვა, მოკლე თმაზე კი თავისი საყვარელი აქსესუარი, ლამაზი ბაფთა დაემაგრებინა. გოგონამ იცოდა როგორ უხდებოდა მის ლამაზ სახეს, წითელი ტუჩსაცხი სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ დღეებში ისვამდა. -დღეს შესანიშნავი დღეა, ნამდვილად აღსანიშნი-სიმწრით იცინიოდა დადუნა -მგონი ბექას ცოტა დაუმსახურებლად მოექეცი, ასე არ უნდა დაგესრულებინა.-გამოეპასუხა ანანო. -კიდევ კარგად დავასრულე. ყველანაირი კომფორტი შევუქმენი ირგვლივ, რა მაგარიაა არა? შენზე უგონოდ შეყვარებული ქალი , არანაირი წუწუნი ,არანაირი ჩხუბი და უაზრო გამოხტომები ,თავისუფალი ურთიერთობა, სექსი და მორჩა. იდეალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა .წინ არ წავიდა ურთიერთობა უკვე რამდენი ხანია ერთ ადგილს ვტკეპნით. მე მინდა ოჯახი, შვილები მას ამის გაგონება არ სურს ხოდა მორჩეს რა... ეს სიყვარული არ არის. -შენი კარგად ყოფნისთვის ეს თუ არის საჭირო, მაშინ ბედნიერი იყავი დად-სარკიდან გადმოხედა თინათემ. - დავივიწყებ მაგ თავ გასიებულს და მერე ვინმეზე რომ დავქორწინდები,ქორწილში მოვიწვევ- სასაცილოდ იმუქრებოდა გოგონა. კარგად ნიღბავდა თორემ გულში ცეცხლი ეკიდა , ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს იხრჩობოდა. პატარა ამბავი ხომ არ იყო 5 წლის ურთიერთობის გაწყვეტა. თუმცა, იქნებ ბევრად ადრე გაწყდა? იფრებში გადართულმა გვიან შეამჩბია რომ თინათე უკვე რესტორანთან აპარკინგებდა მანქანას . თინათეს ძალიან უყვარდა ლამაზ ადგილებში დროს გატარება და გოგონებს ხშირად თუ არა იშვიათად მაინც იყოლიებდა და ერთად დადიოდნენ სხვადასხვა ლოკაციებზე. ახლა არჩევანი რესტორან წისქვილზე შეეჩერებინა, მცხეთაში , სადაც გემრიელ საჭმელებთან ერთად არაჩვეულებრივი ღვინო და ხედები დახვდებოდათ. რესტორანი სავსე იყო და რომ არა გოგონას წინასწარი ჯავშანი ადგილი ალბათ არც შეხვდებოდათ. ქალბატონებმა ტერასაზე დასხდომა გადაწყვიტეს საიდანაც შთამბეჭდავი სანახაობა იშლებოდა . -ძალიან მშია და პირის გასველებაზეც არ ვიტყოდი უარს.-მენიუს ყურადღებით ჩახედა დადუნამ. -კაი ღვინოს კი მოვწრუპავდი -ტუჩები გაისველა თინათემ.- რატომღაც გოგონა გიჟდებოდა ტკბილ წითელ ღვინოსა და შუშხუნა შამპანიურებზე ამიტომაც როცა შესაძლებლობა ჰქონდა ცოტ-ცოტას გადაკრავდა ხოლმე. *** მეგობრები გულიანად საუბრობდნენ და მიირთმევდნენ წითელ ღვინოს. ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ თინათემ მას არ მოჰკრა თვალი.დამთხვევების არც ახლა სჯეროდა მაგრამ თვალი ნამდვილად არ ატყუებდა .დავითი ნამდვილად იჯდა მათგან სამი მაგიდით დაშორებით, რამდენიმე მამაკაცთან ერთად. თინათემ გულზე ხელი მიიჭირა , გული საგრძნობლად აჩქარებოდა და სახეზეც ეტყობოდა წამოწითლება.დავითს თეთრი პერანგი ეცვა, შავი კლასიკური შარვალი და საათი ხელზე. არხეინად იჯდა და კონიაკს მიირთმევდა. " ვერც შემამჩნია" გაიფიქრა თინათემ და ნაწყენმა მოაცილა თვალი . არ აპირებდა მის გამო ხასიათი გაეფუჭებინა. არცერთი წამით მისკენ არ გაუხედავს მას შემდეგ, საუბრობდა ანანოსა და დადუნასთან მიირთმევდა ღვინოს და ყველაფერს ათვალიერებდა აკრძალული ადამიანის გარდა სანამ მიმტანი არ გამოჩნდა მათ მანქანასთან. -უკაცრავად ქალბატონებო, თქვენი მანქანა ცოტა უხერხულად არის გაჩერებული-მორიდებით ჩაილაპარაკა გოგონამ რასაც ანანოსა და დადუნას ჩუმი კისკისი მოყვა ხოლო თინათემ წარბი მაღლა ასწია ვინ კადრებდა ამას? -ჩვენი სტუმარი გასვლას აპირებს და თქვენი მანქანა აფერხებს, იქნებ გასაღები გვათხოვოთ და ორიოდე წუთში უკან მოგიტანთ. -ახლავე ჩამოვალ და თავად მივხედავ- ამაყად წამოდგა თინათე. იდეალურად ჰქონდა მანქანა დაყენებული ვიღაც იდიოტი კი ვერ ახერხებდა გავლას. გოგონა მოხდელინად ჩავიდა კიბეზე და ქუსლების კაკუნით გავიდა პარკინგზე. საღამო იყო და გარე განათება ლამაზად ლიცლიცებდა მანქანების სახურავებზე. გოგონამ თავის შავ ავტომობილს გახედა და ადგილზე შედგა გაოცებული . ფეხს ძვრა ვერ უყო, დავითი მის, საკუთარ მანქანას მიყრდნობოდა ფეხებ გადაჯვარედინებული და ტელეფონს ჩაჰყურებდა ინტერესით. -დიდი დრო დაგჭირდა აქამდე ჩამოსასვლელად-უკმაყოფილო ჩანდა კაცი. თინათე ჯერ კიდევ გაოცებული იდგა ერთ ადგილას სანამ მამაკაცმა ხელი არ დაავლო და მასთან ახლოს არ მისწია. -რაღაც არ ჰგვხართ პაკრინგზე გაჭედილს!-ხმა ამოიღო გოგონამ და დისტანცია დაიცვა კაცთან . გოგონა ვერ ხვდებოდა რატომ ეხვეოდა თავბრუ, ეს ღვინის ბრალი იყო თუ დავითთან ახლოს ყოფნის გამო. -მაინტერესებდა რატომ ერთხელაც ვერ დავიმსახურე შენი ყურადღება?-ინტერესით უყურებდა კაცი თვალებში. -რატომ უნდა მომექცია ყურადღება თქვენთვის? არ გიცნობთ ფაქტიურად!- გაკაპასდა თინათე, განა თავად არ ცდილობდა მთელი მონდომებით მისკენ არ გაქცეოდა თვალები. -მე კი მგონია რომ დიდი ხნის ნაცნობობა არ არის საჭირო იმისვის რომ შემომხედო ხოლმე, თუნდაც ისე როგორც დანახვის დღიდან მიყურებ ხოლმე-ცალყბად გაუცინა დავითმა. -როგორ მიბედავ? -დამშვიდდი პატარავ-ხელი მხარზე ჩამოუსვა მამაკაცმა-ვხუმრობ. -მგონი ძალიან შემაჩვიეთ ხელი და ენა- გაბრაზდა თინათე ვერ მიხვდა რა ხდებოდა მის თავს. -ხელი შეიძლება, თუმცა ენა ჯერ არ შემიჩვევია-ხმადაბლა უპასუხა. თინათეს თვალები ლამის ბუდიდან გამოსცვივდა და გაგიჟებული მიეჭრა მანქანის კარებს სწრაფად გამოაღო და ჩაჯდებოდა რომ არა მუცელზე მოხვეული ხელი . -შენი ნახვა მინდოდა მხოლოდ,ახლოდან -თითქმის ყურთან უჩურჩულა დავითმა. თინათეს თითქოს დენმა დაარტყაო ისე გაუარა მისმა შეხებამ მთელ სხეულში. და სიტყვებმა ტვინამდე რომ მიაღწიეს მანამდე მამაკაცს მისი სახე ხელებში მოექცია -იმედია წინააღმდეგი არ იქნები რომ ერთმანეთს შევხვდეთ უახლოს დღეებში. გოგონას თვალებში ყოყმანი როცა შეამჩნია ხელები უშვა -ნუ მახვეწნიებ, ვიცი შენც მოგწონვარ . -მგონი ცოტა ვერ ხარ საღ ჭკუაზე- გაიცინა თინათემ. -შესაძლოა-გაიცინა თავითონაც -არ ვარ თანახმა!-მოჩვენებითი სიმკაცრე გამოიჩინა თინათემ ,საპასუხოდ კი ხანგრძლივი კოცნა მიიღო ლოყაზე. -დაგირეკავ პატარავ...სხვათაშორის არაჩვეულებრივად გამოიყურები.-ამ სიტყვებით მოშორდა მამაკაცი და საკუთარ მანქანაში ჩაჯდა. თინათეს არ შეუმჩნევია როდის წავიდა ის, ან როგორ აბრუნდა თვითონ მეგობრებთან ერთად. ვერც ის გაიგო როგორ მოახერხა დავითმა მათი ანგარიშის გადახდა. ვერც ანანოსა და დადუნას შეკითხვებს ვერ უპასუხა. სადღაც შორს დაფრინავდა და აზრებს ვერ უყრიდა თავს. საბამ როცა ნახა თავისი შეყვარებულის სთორები და ლოკაცია სადაც ბრძანდებოდა ქალბატონი გადაწყვიტა მისულიყო. ძალიან კარგად იცოდა სამივეს ხასიათი და ისიც ახლა რომ ცოტა ნასვამები იქნებოდნენ. თან გაერთობოდა დადუნას სახზეზე როცა მის ყოფილს დაინახავდა.სინამდვლეში საბა სულაც არ აპირებდა დადუნას ყოფილი გამხდარიყო ოდესმე, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ყველაფერი პირიქით გამოსდიოდა. -შენ აქ რას აკეთებ-ფეხზე წამოვარდნას აპირებდა დადუნა თუმცა წონასწორობის დაცვა გაუჭირდა. -მოგაკითხე-გაუცინა საბამ. -რა უფლებით? -ყოფილი შეყვარებულის უფლებით-გაიცინა საბამ და მის გვერდით ჩამომჯდარმა შუბლზე აკოცა. *** თინათე დილას თავის ტკივილმა და ზარის ხმამ ერთად გააღვიძა. დილის 10 ხდებოდა და ამ დროს არავის ელოდა, თუმცა ზარის ღილაკს თითს არ უშვებდა ბიღაც. ბუზღუნით წამოდგა და ხალათი მჭიდროდ შემოიჭრა ტანზე. კარი გააღო თუ არა ჯერ უზარმაზარი წითელი ვარდების გროვა დაინახა. -ამანათია ქალბატონი თინათეს სახელზე,სწორად მოვედი? -მე ვარ-გაბრუებულმა უპასუხა და ძლივს გამოართვა მართლაც უზარმაზარი თაიგული. ალბათ ასე იწყება ყველა გოგოს საოცნებო სიყვარულის ისტორია ფიქრობდა გოგონა და ყვავილებს ლარნაკში ალაგებდა.თავში ჯერ კიდევ ის სიტყვები უტრიალებდა რაც ვარდებთან,ჩადებულ ბარათზე წაიკითხა. "ზოგჯერ ისეთი რაღაცები რაც ბანალური გეჩვენება შეიძლება სულ არ იყოს ასე. სხვა დროს გავიგებ რომელი ყვავილი გიყვარს თავად ყვავილს... საღამოს 7 ზე მოგაკითხავ" ვერ ვიტყვი რომ დიდი თავია მაგრამ მგონი ცუდი არ უნდა იყოს.დამიფიქსირეთ თქვენი აზრები , როგორია? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.