შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ იზომება ბედნიერება..? ( სრულად )


21-04-2024, 03:42
ავტორი Edna
ნანახია 13 856

ბაბუაწვერად თავი ოდესმე გიგრძვნიათ..? აი ამ წამსს თავს ისე ვგრძნობ თითქოს მიწას მომწყვიტეს, მთელი ძალით სული შემიბერეს და ჩემმა ნაწილებმა ჰაერში დაიწყეს გაშლა..
რამოდენიმე წამი საკმარისი აღმოჩნდა ყველაფრის დასაწყებად და დასამთავრებლად, სამაგიეროდ ამ ყველაფრის გამოსწორებას ზუსტად ვიცი რამოდენიმე წამზე ბევრად მეტი დასჭირდება..
მანქანას ბოლი ასდის, გამაყრუებელი წრიპინის ხმა არ ჩერდება და მაინც ვერ ვიჯერებ ავარიაში მოვყევი.. ჯებირების შუაში მოქცეული მივხვდი კარების გაღება შეუძლებელია, ამიტომაც უკან საბარგულიდან მიწევს საბოლო ჯამში გადმოსვლა.. მალევე ვხვდები ფეხები იმდენად მიკანკალებს დიდხანს დგომას ვერ შევძლებ..
ოდნავ მოშორებით მეორე მანქანას ვხედავ, ხეს იმდენად ძლიერად შეეჯახა ჩემი მანქანის მდგომარეობას დიდად არ ჩამოუვარდება.. რამოდენიმე ნაბიჯი ძლივს გადავდგი, დავინახე როგორ გაიღო კარი, სადაცაა დავინახავ და პოლიციის სირენების ნათება და ხმა ხელს მიშლის..
მანქანას ვეყრდნობი, რომ არ წავიქცე, ამ დროს პოლიციის თანამშრომელი ჩემთან მოდის..
-სასწრაფო გზაშია..-უნდა რაღაც გამამხნევებელი მითხრას, არაფერს ამბობს და მკრთალ ღიმილს ჯერდება..
-საჭირო არაა..მე მე კარგად..
-კარგად ყოფნის არაფერი გეტყობა..-პოლიციელს მაღალი სილუეტი უდგება გვერდით..
-თქვენ..-ყურადღება ჩემიდან ამ უცნობზე გადაიტანა და მიუტრიალდა..
-მეორე მანქანის მფლობელი.. უტა უშიშარაისძე..
-თქვენი სახელიც მჭირდება, საუბარი თუ შეგიძლიათ..
-სალი ანჯაფარიძე..
-გასაგებია.. - სასწრაფომ მოსვლა არ დააყოვნა, მეც გამსინჯა, მასთან ერთად..
-ორივეს დასვენება სჭირდება, სერიოზული არაფერია..
-დასვენება დროებით უნდა გადავდოთ, განყოფილებაში მივდივართ..-მხოლოდ იმ პატარა ჩანთის წაღება მოვახერხე სადაც მნიშვნელოვანი ნივთები მედო და მალევე იმ ვაჟბატონის გვერდით, პოლიციის მანქანაში ამოვყავი თავი..შემდეგ კი უკვე განყოფილებაში..
საათზე მეტი მოგვიხდა ლოდინი, ხმის ამოუღებლად ვისხედით.. ბოლოს როგორც იქნა ინებეს გასაუბრება..
-კამერები გადავამოწმეთ..
-მისი ბრალი ხომ..? - თავის ოდნავ გადაწევით ვანიშნე ჩემს გვერდით მჯდომისკენ..
-უკაცრავად.. მე მაბრალებ..? -შეცხადების დროსაც ასეთი ემოციური როგორააა, მგონი ემოცია არც გააჩნია..
-დიახ..
-შენი სულელური ქცევები სხვას არ უნდა გადააბრალო, თავადვე ჩაიგდე მაგ მდგომარეობაში თავი..
-დამშვიდდით თუ შეიძლება, მდგომარეობას ტყუილად დაიმძიმებთ.. მოკლედ, კამერებმა აჩვენა, ავარია ორივემ გამოიწვიეთ, გადაჭარბებული სიჩქარით პირველ რიგში..
-ჩემს გზაზე იყო გადმოსული..
-გასწრების უფლება მქონდა..
-კამათის გარეშე.. აქ ხელი მომიწერეთ.. ზარალს აანაზღაურებთ ჯარიმის მეშვეობით და თავისუფლები ხართ.. -სანამ კალამი არ დავიკავე, მანამდე ვერ მივხვდი რამდენად მიკანკალებდა ხელი.. უცებ მოვაწერე, დიდად შესამჩნევი რომ არ ყოფილიყო და წამოვდექი..
-მანქანა..
-ორივე მანქანა გადაიყვანეს.. იმდენად საშინელ მდგომარეობაშია შეკეთებაზე ფიქრს ახლის ყიდვა არჩიოთ აჯობებს..-დავემშვიდობე და გასავლელისკენ გავემართე, მალევე გამომგყვა და გვერდით ამომიდგა..
-მოხარული ვარ რომ ჩვენი პირველი და უკანასკნელი გადაკვეთაა..
-იმედია..
-ნახვამდის..
-აბა მშვიდობიანი დღე..-მომიგო სარკასტულად.. თავი გავაქნიე და კიბეებს ჩავუყევი.. ჯერ მისამართი ვუკარნახე, ფული მივაწოდე ამის შემდეგ ტაქსიში ჩავჯექი..
მე ასეთი მშვიდობიანი დილა გამითენდა, თქვენ როგორი დღე გქონდათ..?
. . .
-დაო ჩემო ასეთი სახე ნუ გაქვს ძალიან გთხოვ..-ჩემი უფროსი დის ლექცისგან დაღლილს მაქვს ხომ მცირეოდენი წუწუნის უფლება..
-ავარიაში მოყოლილხარ და როგორ რეაქციას ელოდები ჩემგან საინტერესოა..
-დარია აბუქებ..
-მშვიდობა გაქვთ..? რა ამბავია..-ჩემი ძვირფასი სიძეც გამოჩნდა ჰორიზონტზე..
-ბაჩანას ვახლავარ.. კი მშვიდობა გვაქვს, შენი ცოლია რაღაც აღელვებული..
-ამ მინგრეული დალეწილი მანქანის ფოტოები ნახე აბა..-ტელეფონი გაუწოდა..
-მოიცადე ეს ხომ შენი მანქანა..? რა მოხდა..
-რამოდენიმე დღის წინ მოვყევი ავარიაში, ისეთი არაფერი, არც არავინ დაშავებულა//
-ვისი ბრალი იყო..
-როგორც პოლიცია ამბობს ჩემი და იმ ერთი გამოთაყვანებულის.. რანაირად ვართ ორივე თანაბრად დამნაშავე გაგებარია.. მოკლედ რაც მოხდა მოხდა..
-ვისზე ამბობს..-ტელეფონი მიაწოდა და პასუხს დაელოდა..
-არ აქვს მნიშვნელობა, ხსენებაც აღარ მინდა..-დარიას მაგივრად ვუპასუხე..
-თუ ორივე დამნაშავე ხართ, რატომ არ მოგწონს..?
-არ მეჭაშნიკება და მორჩა..
-მეტჯერ აღარ შეხვდები რაც მთავარია..
-კიი თორემ.. აი მაშინაც გონზე არ ვიყავი წესიერად თორემ შეხლა-შემოხლამდეც მივიდოდა საქმე..
-გვიკვირდეს მაინც, სულ ასეთ ამბებში არ ხარ..?
-არადა სიმშვიდის მეტი განა რა მინდა..
-შენ და სიმშვიდე სალი..? ვერ წარმომიდგენია..
-ჩემზე არასწორი წარმოდგენა გაქვს ძმაო..
-დავიჯერო ამ ხნის განმავლობაში ვერ გაგიცანი..?-ტელეფონზე შემომავალმა ზარმა მაიძულა პასუხის გაცემა გადამედო და ბოდიშის მოხდით ვუპასუხე..
-კი მაკა მცალია, მოხდა რამე..? ყველა დეტალი მეილზე გამოგიგზავნე.. არ მოსულა..? კარგი გადავამოწმებ, თუმცა უკვე უკვე გამოვდივარ.. სამწუხაროდ ვერ გაგიყოლებ მანქანას დროებით დავემშვიდობე.. აბა შენ იცი..
-როგორც ჩანს წასასვლელი ხარ..
-ჩემო ძვირფასებო.. მართლაც დარია სწორია, წავედი და შეირგეთ უბავშობა სიხალისის არაფერი გეტყობათ.. როდის ჩამოდის ჩემი სიხარული..?
-გაგიგოს მასე მოიხსენიებ.. 17 წლისაა უკვე..
-მის გაზრდას ჯერ არ ვაღიარებ.. როდის ჩამოდის..
-ვერ გეტყვი.. დაზუსტებული არაა..
-კარგო აბა წავედი..
-მშვიდობიანი მგზავრობა..-გამეცინა, ასეთ დამშვიდობებას ალბათ ამიერიდან ხშირად მოვისმენ.. ტაქსი ჩემდა გასაკვირად მალევე გავაჩერე, სამსახურისკენ ადრე გავემართე, იმის იმედით, არ დავაგვიანებ.. მნიშვნელოვანი შეხვედრა მელის წინ და ამ საცობების გადამკიდე იქნებ გადავურჩე საყვედურებს..
ყველას გვაქვს ალბათ ასეთი მავნე ჩვევა, მე კი ამ დაგვიანებას ვერ ვეჩვევი.. თითქოს ყველამ და ყველაფერმა იცის ამის შესახებ და ადრე გასვლა რომც მოვინდომო რაღაც ხდება და მაგვიანდება.. დღეს აშკარად გამორჩეულად კარგი და მზიანი დღეა.. მიუხედავად იმისა ზამთრის სეზონი ახლახანს დაიწყო.. “მაშ ასე დეკემბრის 3-ია..” რადიო იმდენად ხმამაღლაა ჩართული, სიგნალების გამაყრუებელი ხმის სიმძაფრეს საგრძნობლად ამცირებს...
ხომ არ მძინავს მეთქი მაინც გამეფიქრა და ჩემს ფიქრებზე გამეცინა.. აი ახლა კი არ ვაგვიანებ მაგრამ მაინც ვჩქარობ, იმდენად მაქვს გამჯდარი ასე უნდა ვიქცეოდე..
როგორც იქნა მივაღწიე ოფისამდე, დერეფანში კი მაკა შემომხარის..
-რა სახე გაქვს მშვიდობაა..?
-მშვიდობა..? რომელ მშვიდობაზე ლაპარაკობ, ტყემალზე ზიხარ ჰო..?
-მაშინებ უკვე, რა ხდება..
-პირველ რიგში გავიგე შემცირებები მიდის და სიას ხვალ გავიგებთ.. მეორე რეორგანიზაცია ახსენეს და რასთან დაკავშირებით, შეხვედრაზე გავიგებთ..
-რასაც ამბობენ ყველაფერი დასაჯერებელი არაა ჩემო კარგო..
-მე ხომ იცი ესე ჭორებს არ მოგიტანდი..
-წინასწარ აღელვებად არ ღირს..
-შენ რა გენაღვლება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ინტერიერის დიზაინერი ხარ.. ჩენ ვიკითხოთ..
-აჭარბებ.. იმას იაზრებ რომ ჩემი უფროსი ხარ..? პროექტს შენ ხელმძღვანელობ..
-ეგ როდემდე გაგრძელდება ვერ გაიგებ..
-პესიმისტურად ხარ განწყობილი..
-როგორც კი ამ ამბებს მოვკარი ყური, მთლიანად მშთანთქა.. რა მემართება..
-ეცადე დამშვიდდე, არაფერია..- ვიცი ისე ჩანს თითქოს ნერვიც არ მიტოკავს, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს.. მთელი სხეულით ვრძნობ მოახლოებულ კატასტროფას.. და დაიწყო..
-მოგესალმებით, ვიცი გარკვეული სახის ინფორმაცია მოვიდოდა თქვენამდე, ამიტომაც დეტალურად ჩავშალოთ რა ხდება ჩვენი კომპანიის თავს..-დაიწყო შეხვედრა ბატონმა ჯაბამ- პირველ რიგში შემცირებასთან დაკავშირებით, ეს სიმართლეა, მაქსიმალურად ვეცადეთ მინიმუმამდე დაგვეყვანა, სამწუხაროდ ამას ვერ გავექეცით.. ალბათ გაინტერესებთ ესე ჰაერში რატომ დავიწყეთ შემცირებები, ამას თავისი მიზეზი აქვს, მოკლედ გეტყვით კომპანიასთან ვერთიანდებით..
-რას ამბობთ..
-დიახ ეს ასეა, ეს არის ერთდროულად გაფართოება და გადარჩენაა შესაძლო კატასტროფისგან, რომელიც დიდი ხანია უკვე მიმდინარეობს..
-იმდენად მოულოდნელია გააზრება გვიჭირს..
-თქვენი მესმის, თუმცა რაც მალე გავიაზრებთ ჩვენს ახალ რეალობას, მით უკეთესი..
-სადმე გადავინაცვლებთ, ისევ აქ ვიმუშავებთ..?
-ყველაფერს თანდათანობით გაიგებთ..
-ვინც დარჩება..
-დიახ..
-ვიცით რამდენად რთულ მდგომარეობაში ჩავარდებით ზოგიერთები, ამიტომაც წინასწარ დახასიათებას გავამზადებთ, იმისთვის რომ საქმე გაგიადვილდეთ ახალი სამსახურის პოვნისთვის..- როცა ცოტნემ ჯაბას შვილმა სიტუაციას დამძიმება შეატყო თავისი სიტყვით გამოვიდა..
შეხვედრამ დიდხანს აღარც გასტანა.. მუშაობა გააგრძელეთო ისე თქვეს თითქოს ვინმეს ამის თავი ჰქონოდეს.. ვინაიდან დღეს პარასკევია, თავს მაქსიმალურად ვიტვირთავ შაბათ-კვირას ნორმალურად დასვენება შევძლო იქნებ.. თუმცა ვინ იცის შეიძლება კარგა ხანს დამასვენონ..
- 2D-ში დასრულებული დიზაინი აჩვენე../?
-კი ვაჩვენე, ორშაბათისთვის გაგაგებინებთ რამის შეცვლა თუ გახდა საჭიროო..
-ზედმეტად წელავენ პროცესს..
-გიკვირს..?
-არა, მათი სახლია, მართალია თავადაც გრძნობენ სიახლის დრო რომაა, მაგრამ განა მარტივია მოგონებებს დაემშვიდობო, მითუმეტეს ტკბილს..
-ჰოდა დაე ჰქონდეთ იმდენი დრო რამდენიც სჭირდებათ შესაგუებლად..
-შენც კარგად იცი ასე მარტივადაც არ ხდება, ვადები გვაქვს რომელში ჩატევაც აუცილებელია..
-მესმის თუმცა რა გინდა ამ სიტუაციაში გააკეთო..
-რა გაეწყობა, წავედით..?
-წავედით, ტაქსი გველოდება..-სულ მალე ოფიციალურად გავამდიდრებ ტაქსებს .. მე სახლთან ჩამოვედი და მაკა თავის გზას გაუყვა..
დღევანდელი დღეს გადავაგორე.. ხანდახან მიკვირს როგორ ვახერხებ ბრაზის შეკავებას, ვიცი ამაზე ვმუშაობ, მაგრამ ზოგჯერ ჩემს თავს ვაკვირვებ. იმდენი ჩავარდნა მაქვს მეფიქრება რომ გაგრძელებას აზრი არ აქვს, ვითმენ ვითმენ ვითმენ და ბოლოს ვულკანივით ამოვხეთქავ.. ყველაფერს მიწასთან გავასწორებ.. აქვს კი აზრი იმ მოგებულ დროს როდესაც სიჩუმე ვარჩიე თუ ბოლოს ყველაფერს წყალში ჩავყრი..? კარგი შეიძლება ოდნავ გავამძაფრე, უბრალოდ ბევრ ისეთ რამეს ვამბობ რის თქმასაც ალბათ სხვა შემთხვევაში არ ვიტყოდი, გაჩუმებას ვარჩევდი..რატომ. ტონის კონტროლიც არაა მარტივი.. შეიძლება სხვისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდეს მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანებს..საყვარელ ადამიანებს გული არ ვატკინო.. ისევ მირჩევნია მე დავზარალდე..
ამრიგად არ ვაპირებ სამსახურზე ფიქრებმა მომიცვას, რაც იქნება იქნება, გამოსავალს გამოვნახავ..
ალბათ გახსოვთ როგორ თქვა ხვალ შეგატყობინებთო.. ასე არ მომხდარა, არანაირი სიახლის ნასახი.. კვირას როდესაც დასაძინებლად მოვემზადე, აი თვალები დავხუჭე თუ არა მაკამ დამირეკა..
-მაკა..
-ვიცი ვიცი ცუდ დროს ვრეკავ, მეილი შეამოწმე..
-..?
-გაიგებ სამსახურში დაგტოვეს თუ არა..
-შენზე რას მეტყვი-წამოვფრინდი, ლეპტოპისკენ გავეშურე და ჩავრთე.. -დავრჩი.. -გილოცავ.. -ახლა შენი ამბავი უნდა მახარო..
-მოიცადე..მოიცადე და.. აი ისიც.. დამტოვეს..
-ძალიან მაგარი ამბავია, საწუწუნოდ საქმე აღარ მაქვს..
-ამიტომაც ტყუილად ნუ გიყვარს საკუთარ თავზე ცუდად საუბარი..
-აბა ჩემო კარგო ტკბილი ძილი.. ხვალ შევხვდებით..-რომელ ტკბილ ძილზეა ლაპარაკი, ხვალინდელი დღის მომლოდინემ დაძინება ძლივს მოვახერხე.. და რა თქმა უნდა, დილიდან ქაოსი არ ამცდა, გათვლილი მქონდა რა უნდა ჩამეცვა და არჩევაში დროც არ დამიკარგავს.. საუზმის გარეშე დავრჩი, ყავა გზაში დავლიე და 5 წუთით ადრე მივედი დანიშნულების ადგილას.. უკვე დაეწყოთ შეკრება, მეც ცოტა ამოვისუნთქე, თმები შევისწორე და შევედი.. -მოგესალმებით, როგორც მიხვდით თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც დარჩნენ.. ორივე კომპანიიდან..- ორივე კომპანია ახსენა..? ჩვენი კომპანიიდან რამდენიმე ადამიანიღაა შემორჩენილი, მგონი ორი კომპანია კი არ გაერთიანდა, ჩვენ შევუერთდით..
-მოხარულები ვართ თქვენი აქ ყოფნით, გვინდა იმაზე მეტი მონდომებით გავაგრძელოთ მუშაობა ვიდრე აქამდე, ოღონდ შეთანხმებულად-ცოტნე
-ვიცი მარტივი არაა ესე ერთბაშად ერთმანეთთან შეგუება, სამაგიეროდ დარწმუნებული ვარ ამას შევძლებთ..
-მინდა გაიცნოთ კახა, მეორე კომპანიის მფლობელი..
-ახლა უკვე საერთო კომპანიის მეწილეები ჩემო ჯაბა და დიახ მაქსიმალურად შეთანხმებულ მუშაობას მოველით..
-შენი მთავარი არქიტექტორი სადაა..
-მალე აქ იქნება..
-კარგი მანამდე კი მინდა გაგაცნო მნიშვნელოვანი ადამიანები, მაკა, დაორგანიზებაში საუკეთესოა, მუშაობაში დაგვეხმარება..-კარების გაღების ხმა იყო, თუმცა მთელი ყურადღება ჯაბასკენ მაქვს მიმართული და ყურადღება აღარ მივაქციე..-და რა თქმა უნდა სალი ანჯაფარიძე, საუკეთესო ინტერიერის დიზაინერი ვინც კი მყოლია..
-მოხარული ვარ.. მსმენია კიდევაც..
-მადლობა..
-ლონდონში მუშაობდი არაა აქამდე..
-დიახ..-თავი დამიქნია..
-ახლა მე გაგაცნობ, მთავარ არქიტექტორს, უტა უშიშარაისძე..
-მომიტევეთ დაგვიანებისთვის და სასიამოვნოა..-არ არსებობს, ნეტავ არ მივტრიალებულიყავი და მისი ხმა არ გამეგონა.. ხუმრობთ ხომ..? ამ თავხედს აქ რა უნდა.. -მოდი შვილო..-კახამ ჩემს მოპირდაპირედ ადგილზე მიუთითა, ისიც დაჯდა ოდნავ თავი დაუკრა, კიდევ ერთხელ მისალმების ნიშნად და შემდეგ მე შემომხედა.. ცივად, თვალი თვალში გამიყარა.. მაგრძნობინა რამდენად არ გახლავთ გახარებული ჩემი ხილვით.. -ვფიქრობთ საუკეთესოები ხართ თქვენს საქმეში, ახლა კი უნდა გვაჩვენოთ როგორ შეგიძლიათ ამის გაერთიანება..
-გადაკვეთა საკმაოდ ხშირად მოგიწევთ და გვინდა ერთმანეთს გაუგოთ..
-თქვენს ახალ მაგიდებთან ჩემი ასისტენტი მიგასწავლით, ახლა კი თუ შეკითხვა არ გაქვთ ჩვენი წასვლის დროა..- ცოტნეს კახას და ჯაბას გარდა ოთახი არავის დაუტოვებია.. მთელი
სიმძიმით ვიგრძენი არსებული დაძაბულობა.. ხმის ამოღება ისევე მაკამ აიღო საკუთარ თავზე..
-მოდი სანამ ერთმანეთთან შეწყობაზე და ვითომ ერთ ოჯახად ყოფნაზე დავიწყებ საუბარს, ჩვენს სამუშაო ადგილებამდე მივიდეთ..
-მართალია და ვინ არის ასისტენტი რომელიც ახსენა../.?
-მე ვარ.. წამოდით, მითხარით თქვენი სახელი გვარი და მიგასწავლით.. მანამდე კი სალი..
-გისმენ..
-შენც შეიცვალე ადგილი..-ჩემს გაკვირვებას ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო..
-ერთი სართულით მაღლა ხარ..
-ბოლო სართულზე?-თავი დამიქნია..
-თქვენც ბოლო სართულზე ხართ, სალის გვერდით-მზერა უტასკენ აქვს მიმართული თუ მეჩვენება.. არა ეს რა დღე გამითენდა..
-სალი ბევრი საქმე მაქვს, მე წავალ, თუ რამეა ახლოს ვარ ხომ იცი..-ღიმილით დავუქნიე თავი ისიც გავიდა..
-იმედია თეთრი დროშის უაზროდ ფრიალს არ აპირებ..-ჩაცინებით გავუსწორე მზერა..
-როგორ გეტყობა არ მიცნობ.. დაპირებას არ ვიძლევი მისი შესრულებაში დარწმუნებული თუ არ ვარ..-წამოვდექი ჩემი ნივთები ავიღე და გასავლელისკენ დავიძარი, ისიც წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა, უფრო სწორედ გასასვლელისკენ.. და დიახ ზუსტად ამ დროს იჩინა თავი ჩემმა მოუხერხებლობამ, ნივთები დამეყარა..
-იქნებ მაცალო გასვლა..ყოველთვის ასეთი ზოზინა ხარ..?
-უკაცრავად, ჩემი რა ბრალია გაქანებული ნევროზი თუ გაქვს და 2 წუთი ვერ მოგითმენია..-სანამ ნივთებს ვიღებდი წამით ავხედე, კედელს მიყრდნობილი უემოციო სახით შემომცქერის.. აღარაფერი მითქვამს წამოვდექი და ჩემი მაგიდისკენ გავეშურე.. ჩემი ნივთები შევაგროვე და ბოლო სართულისკენ წავედი.. მიგნება წესით არ უნდა გამიჭირდეს.. და მაინც გამიხარდა მაკა შემომხვდა.. ვანიშნე ეთქვა საით უნდა წავსულიყავი.. დერეფნის ბოლოსკენო მიმითითა.. ჩემი სახელის წარწერა შევნიშნე და გამეღიმა.. ორ დღისთვის ბევრი რამ მოუსწრიათ..
-ჰოო მართლა.. შენი ბოლო პროექტი ხომ გახსოვს..
-მოიფიქრეს უნდათ თუ არა რამის შეცვლა..?
-ეგ შენ აღარ გეხება..
-რა..? მაკა წესიერად ამიხსენი რა ხდება..
-სხვას გადააბარეს.. ცოტნეს დავალებაა ჩემი კი არა.. დიდად კი არ მოეწონათ შენი შეცვლა მაგრამ დავითანხმე..
-იცი მაინც ვის გადასცეს.. ?
-იქით კომპანიიდან, არ ვიცნობ..
-კარგი მადლობა.. მაგრამ აბა რა მევალება..-მთლიანად მზად ვიყავი, სწორი სიტყვაა განწყობილი, დღეს რაზეც უნდა მემუშავა, როგორც ჩანს ასე არ მოხდება..
-რამდენიმე პროექტს უნდა გადახედო, დასრულებული ვარიანტია მაგრამ შესწორებებს თუ შეიტან კარგი იქნება..
-ჩემი პროექტი არ მექნება..? ეგ უკვე არ მომწონს..
-ჯერ დალაგდეს სიტუაცია, არ იდარდო.. როგორც შენ ბოლო პერიოდში მუშაობ, ცოტა ამოისუნთქებ..-გამიღიმა და წავიდა.. ნივთები უცებ დავალაგე.. შემდეგ კი მოცემულ დავალებების შესრულებას შევუდექი.. წესით შესწორება ხომ უფრო მარტივი საქმე ჩანს მაგრამ დამიჯერეთ ასე საერთოდ არაა.. თან მითუმეტეს თუ სხვის გაკეთებულს ასწორებ..
სუფთა ფურცლიდან ახლის დაწყება უფრო მარტივია ვიდრე უკვე არსებულის გასწორება.. ამ მოცემულობაში კი ამოტრიალება და მიწასთან გასწორება..
ზარმა გარე სამყაროსთან დამაბრუნა..
-გისმენთ..შენ ხარ..? გთხოვ მითხარი მანქანაზე სიახალე გაქვს..კარგი სამსახურის მერე გამოგივლი.. დაგაგვიანებ..? ძალიან კარგი, აუცილებლად მოვალ..-აი ახლა ოდნავ ვიგრძენი დაღლა, ამოვიხვნეშე.. ვიცი უნდა მოვბილიზდე მაგრამ ყველაფერთან ერთად მივხვდი რამდენად მომშივდა.. და რა თქმა უნდა კართან მდგომი უტა გვიან შევამჩნიე..
-რა გინდა..
-მაკას ეჩქარებოდა და გამომატანა.. ინებე..-საბუთები წინ დამიდო..
-გასაგებია.. შეგიძლია წახვიდე..
-მაკას მიმართ ვარ კარგად განწყობილი თორემ..
-გასაგებია, მაგრამ შენთვის არ მცალია, ვმუშაობ, რაც მალე დატოვებ აქაურობას მით უკეთესი..
-თითქოს მე მიხაროდეს აქ ყოფნა..-გავიდა.. მუშაობა განვაგრძე..ამ ბარემითობით ლანჩამდე მივაღწიე.. დიდად არც დამიკარგავს დრო, მუშაობა განვაგრძე..რაც შეიძლება მალე მინდა მოვრჩე.. წასასვლელი ვარ..
მაკას დატოვებულ საბუთებს ახლაღა გადავხედე.. დარჩენილ საქმესაც მივხედე და გასასვლელისკენ გავემართე..
ამჯერად მეტროს მივმართე, ყოველთვის ტაქსით თუ ვივლი გავკოტრდები.. შემდეგ ცოტა ფეხით და ნაცნობ ადგილამდე მივედი კიდეც..
-სალის ვახლავარ..
-კლიენტი არ გყავს..?
-ახლახანს გავუშვი..
-მითხარი, კარგი ამბები გაქვს..?
-მაინც არ მესმის მანქანის გაკეთება ასე ძალიან რატომ გინდა.. ნაწილებს თუ გაყიდი უკეთესი იქნება..
-ასე მარტივადაც არაა..
-გაკეთება უფრო ძვირი დაგიჯდება, ვიდრე ყიდვა სალი..
-გამოდის გაკეთდება..
-შენსას არ იშლი..?
-თუ გაკეთდება გავაკეთოთ..ახალი არ მინდა..
-ძვირი დაგიჯდება..მე რაც შემიძლია ყველანაირად ვეცდები ხარჯები არ გქონდეს მაგრამ მაინც.. ალბათ რაც ღირდა თავის დროზე იმაზე მეტი..
-გასაგებია.. შენ კარგად შეავლე თვალი, ხარჯები გამომითვალე.. გაკეთება დავიწყოთ ნელ-ნელა.. თანხაზე არ იდარდო.. რასაც გააკეთებ გადავიხდი..
-როგორც გინდა, მე გაგაფრთხილე..
-მადლობა, ასე მირჩევნია..-დაახლოებით რისი გაკეთება იყო პირველ რიგში აუცილებელი იმაზე დამიწყო ლაპარაკი.. პირველი ეტაპისთვის წარმოდგენა გქონდესო.. ნახევარ საათში იქაურობა დავტოვე, სხვებსაც დავემშვიდობე და სახლისკენ გავემართე..
რაც არ უნდა იყოს დღეს დამღლელი დღე გამოდგა..
როგორც კი ბალიშზე თავი დავდე ჩამეძინა..
. . .
დილით ღიმილით რომ გაგეღვიძება, მიხვდები საუზმესაც ასწრებ ყავის დალევასაც და ამ ყველაფრის შემდეგ გახსენდება ვინ დაგხვდება სამსახურში.. საშინელი გრძნობაა, თვალები ავატრიალე და იმ პატარა გოგოს დავემსაგვსე მარკეტში სასურველ პროდუქტს არ ყიდულობენ და ფეხებს აბაკუნებს თითქოს რამე შეიცვლებოდეს..
ის თავისთვის იქნება მე ჩემთვის.. ყველაფერი კარგად იქნება.. არაა მე მაინც მჯეროდეს საკუთარი სიტყვების.. მოკლედ მეგობრებო რაც იქნება იქნება.. სხვა გზა არაა წასასვლელი ვარ.. როდემდე გავწელავ..
ათი წუთით დამაგვიანდა, ვცდილობ მის კაბინეტს სწრაფად ჩავუარო, ვიხედები არავინაა, მეღიმება ავცდითქო და შემდეგ ისე მოულოდნელად ვჩერდები, განცდა მაქვს კედელს შევეჯახე.. ორი ნაბიჯი უკან და ჩემს წინ მდგარ წინაღობას შევხედე..
-სალივან წინ იყურე..
-სალივან..?-თავი გავაქნიე და ჩემს კაბინეტში შევედი, ჩანთა დავდე დავჯექი ნივთები გადმოვალაგე, ლეპტოპი ჩავრთე და გონება გამინათდა.. სალივანო მითხრა.. კი მაგრამ სალივანი ხომ მონსტრების კორპორაციიდან ის დიდი ცისფერი მონსტრია.. თავხედი რა დამიძახა.. კინაღამ წამოვფრინდი მის გასალანძღად მაგრამ ამის დრო არაა.. ღრმად ჩავისუნთქე და საქმეს შევუდექი.. სერიოზულად არც მიკვირს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, იმდენი ხანია ლეპტოპს მივშტერებივარ..
ლანჩის მერე დაბრუნებას ვაპირებდი, ცოტნემ როცა გამაჩერა..
-შეხვედრა გვაქვს არ მოდიხარ..?
-არ ვიცოდი..
-ჯაბასთან კაბინეტში..
-მიდი წადი მეც მოვალ..-გამიკვირდა შეხვედრის შესახებ ცოტნესგან ვიგებდე.. რას ვიზამ, ჯაბას კაბინეტისკენ გავემართე..
-შეიძლება..?
-სალი შემოდი..-როგორც ჩანს შეხვედრას ის თავხედიც ესწრება.. მოიცა და მეტი არავინ..?-დაჯექი..
-უკაცრავად თუ დავაგვიანე არ ვიცოდი..
-არაფერია..-მის გვერდით../? კარგით რაა..-მოკლედ ორივე რაზეც მუშაობდით სხვებს გადავაბარეთ და ალბათ გაგიკვირდათ, ამისთვის სათანადო მიზეზი მაქვს და ახლავე გაგიმხელთ.. მოკლედ ერთ მნიშვნელოვან პროექტზე უნდა დაიწყოთ მუშობა..
-ერთად..?
-დიახ..
-კი მაგრამ ის არქიტექტორია, მე ჯერ რა საჭირო ვარ..
-ყველაფერი თავიდანვე უნდა იყოს განსაზღვრული, შენობა ინტერიერი თითოეული სანტიმეტრი.. იმისთვის, რომ შემდგომ გაუგებრობა არ მოხდეს ერთად უნდა იმუშაოთ.. თავიდანვე..
-მაპატიეთ მე თუ ვერ ვიგებ რამეს სწორად.. სანამ ელემენტარული ნახაზები არ მექნება მან რა უნდა გააკეთოს..
-ნახაზების აგებაში დაგეხმარება იმის მიხედვით როგორი ინტერიერია საჭირო..
-საჭიროება არ მოითხოვს..
-უტა მე არ მიკითხავს, დაგავალეთ.. ნაბიჯ-ნაბიჯ ერთად იმუშავებთ..
-დამკვეთი ვინ არის..? გასაუბრებას როდის შევძლებ..
-ვერ შეძლებ, მეილზე გადმოგიგზავნი მოთხოვნებს..
-პირადად შეხვედრა უცილებელია, ხომ გესმით..
-ყოველთვის იმ პირობებში ვერ შეძლებ მუშაობას როგორშიც გინდა.. მოკლედ მეილები შეამოწმეთ.. რაც მალე ჩამაბარებთ მით უკეთესი..-აი ასე დაგვემშვიდობა და გამოგვაბუნძულა.. ეს უკვე მეტისმეტი იყო.. ერთ შენობაში კარგი ვიტანდი.. ერთად მუშაობა..? მეგონა მკრთალი ხაზით გადაიკვეთებოდა ჩვენი გზები..
-მოკლედ, მოთხოვნებს გადავხედოთ და შემდეგ შევხვდეთ.. დაახლოებით მოსაზრებები მაინც გვქონდეს.. რაც მალე მით უკეთესი..
-უტა იმის გამო, რომ საერთოდ არ მინდა და არ მიხარია შენთან მუშაობა, არ ნიშნავს იმას რომ საქმეს ზერელედ მოვეკიდები..
-მაგას არ ვამბობ მაგრამ არც შენთვის დამახასიათებელი კუს ეფექტი არ გვაწყობს..
-ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ, ამაში მიხდიან..
-ეგ ჯერ კიდევ საკითხავია..-სარკასტული ჩაცინება..-დროებით სალივან
-დროებით ვაზოვსკი..-სასაცილოა ამ ახმახს ცალთვალ, დაბალ მონსტრს როცა ვადარებ.. რას ვიზამთ ბუმერანგი თავის როლს ასრულებს..
ოთახში დავბრუნდი და ლეპტოპს მივუჯექი.. ჩამოვყევი ჩამოვყევი და სია დაუსრულებელია.. ნამდვილად არ მეგონა ამდენად დეტალურად თუ იქნებოდა მოთხოვნები წაყენებული.. რა თქმა უნდა, სულ არაფერს რომ გაძლევენ ცუდია თუმცა ამდენი დეტალი, დიდი რაოდენობით შეზღუდვასაც მოიაზრებს..
თითოეული დეტალის ხმამაღლა კითხვა და გააზრება დავიწყე.. რა მეხებოდა მე, რომელი დეტალი იყო მეტად მნიშვნელოვანი.. ჯაბა თუ ამდენად მკაცრად უდგება საქმეს ეს ნიშნავს მისთვის მნიშვნელოვანი კლიენტია.. ამრიგად საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ მაქვს..
სამუშაოს დარჩენილი ნაწილი, დაგეგმავს შევუდექი, დაახლოებით რაზე უნდა ვიმუშაო, თუმცა იმ თავხედის მიერ მოწოდებული დასრულებული ვერსია თუ არ მექნება ჩემს საქმეს სრულყოფილად ვერ გავაკეთებ.. ჯაბამ კიდევ თქვა თავიდანვე ერთად დაიწყეთ მუშაობაო, გაურკვეველია ასეთი ტემპის სახის თანამშრომლობას ჩვენგან რატომ მოითხოვს. ოთახი დავტოვე.. წინიდან გამჭვირვალეა, ამიტომაც შევნიშნე როგორ მისჩერებია ლეპტოპს, ეტყობა რამდენად ფოკუსირებულია საქმეზე.. კარები ღიაა, მაინც მივაკაკუნე.. უსიამოვნოდ ამოიხედა..
-მე მივდივარ..
-ჩემგან ნებართვა გჭირდება..? გიშვებ..
-მივდივარ და მოკლედ გეტყვი, ხვალ ჩვენი მონახაზები რას ვაპირებთ როგორ ვაპირებთ შევაჯამოთ..- თავი დამიქნია და ყურადღება ისევ ლეპტოპისკენ გადაიტანა..
შენობა მალევე დავტოვე და გზას ფეხით გავუყევი, ახლა ყველაზე მეტად ცივი ჰაერის მასა თუ შეძლებს ჩემს გამოფხიზლებას.. თავბრუსხვევის შეგრძნება ნელ-ნელა ქრება და თავისუფლად სუნთქვას ვიწყებ..
ვცდილობ განვლილი დღე დროებით მაინც ამოვიგდო გონებიდან და არც ხვალინდელზე ვიფიქრო.. ამის გაკეთებაში კი ვიცი რა დამეხმარება.. ნახევარი გზა ფეხით, შემდეგ მეტრო, ისევ ფეხით და მივადექი კიდევაც, ჩემთვის კარგად ნაცნობ ადგილს..
“Jazz Yatra Cafe” კარგად ნაცნობი ადგილი კი არა შეიძლება ითქვას ჩემი თავშესაფარია.. ცოცხალი შესრულება, თანაც როგორი.. უთქმელად თითქოს აქაურობაც გრძნობს ჩემს შინაგან განწყობას და ჩემი სულის საამებლად შესაბამისს მელოდიებს აჟღერებს..
ეს მხოლოდ მუსიკა არ არის, ეს ადგილი მთლიანად, ადამიანები, ერთ დიდ და სასიამოვნო სურათს ქმნის, რომელში ყოფნაც აუცილებლად მოგინდება..
სახელი შესასვლელთან წესით უნდა ანათებდეს მაგრამ ვასკვნი, რომ გაფუჭებულია.. შორიდან უკვე მესმის სასიამოვნო ჟღერადობების მთელი კორიანტელი და ფეხს ვუჩქარებ, როგორც კი შესასვლელს ვცდები თითქოს სხვა სამყაროში ვინაცვლებ.. მეღიმება და ვხვდები საკუთარ თავს რეცეპტს როცა ვუწერდი არ შევმცდარვარ.. ნაცნობმა მელოდიით როგორც კი შეიცვალა მაშინვე ამოვიცანი “You're Driving Me Crazy (What Did I Do?) “
-სალის ვახლავარ..
-ნატა, როგორც ჩანს დღეს “სცენაზე’” ვერ გიხილავ..
-დღეს სასმლით გიმასპინძლდები, აბა რას მიირთმევ../?
-კოსმოს..
-ახლავე იქნება..-დღეს სიახლისგან თავი შევიკავე და ნაცნობ კოქტეილს მივადექი..სიმჟავის და სიტკბოს შესანიშნავი ნაზავი.. არომატულია და ყოველ ჯერზე ახერხებს შთაბეჭდილების მოხდენას..
დრო შეუმჩნევლად გავიდა.. ნელ-ნელა მიიწურა, რამდენი ხანიც არ უნდა დავყო, მაინც მაქვს განცდა რომ კიდევ ალბათ საათები მოვისმენდი.. სამაგიეროდ კმაყოფილების და სიმშვიდით ვივსები, რომელიც ვინ იცის იმ მომენტში როგორი საჭირო იყო..
-სანამ გამაგდებთ ჩემით წავალ..-ხელები ავწიე დანებების ნიშნად, ნატას გაეცინა..
-პრეტენზია არ მაქვს მეგობართან ერთად დროის გატარებაზე..-გვერდით მომიჯდა..
-დღეს შენ კეტავ..?-თავი დამიქნია..-რაღაც უხასიათოდ მეჩვენები, ხომ მშვიდობაა..?
-ყველაფერი რიგზეა..
-მოყოლა თუ არ გინდა უბრალოდ თქვი..
-რაც მოხვედი ხასიათი გამოგისწორდა, მაგრამ არც შენ გაქვს გადასარევი მდგომარეობა..
-მნიშვნელოვანი არაფერია..
-განწყობას კი გიფუჭებს..
-მიმღებლობა არ მაქვს ნატა..
-ეგ რას ნიშნავს..?
-ვიცი რაღაც მოხდა, რაღაც არ შეიცვლება და საკმარისი არაა ჩემს თავს ეს გავუმეორო.. ვერ ვმშვიდდები.. არა მისმინე, ხომ შეიძლება ვთქვა არაფერი შეიცვლება და გზა გავაგრძელო.. ჩემი გონება ჩაციკლულია..
-სათქმელად ყველაფერი მარტივია, ეს თავადაც იცი.. მაგრამ გაშვებას თუ არ ისწავლი, ამ მოკიდებულ ტომარაში ქვების დამატება იმდენად დაგამძიმებს სიარული კი არა ადრე თუ გვიან ხოხვა გაგიჭირდება..
-სერიოზულ რჩევას მაძლევ და თან იცინი..?
-ხაფანგი მშობლებისთვის ნანახი გაქვს..?
-კლასიკაა, რა თქმა უნდა..
-სადედინაცვლოს..
-ეგ საერთოდ სიტყვა..?
-მაცადე.. ჩანთაში ქვებს უწყობენ..-თავი დავუქნიე იმის ნიშნად რომ მახსოვს..- ნებით თუ უნებურად ადამიანები ჩვენს სატარებელს მძიმე ქვებს უმატებენ, შენი არჩევანია მოიშორებ თუ გაუფრთხილდები სადმე არ დაგეკარგოს..
-მადლობა.. საკმარისია ჩემზე, შენთან რა ხდება..?
-მუსიკასთან შეხება ბავშვობიდან მქონდა ხომ იცი, მეგონა გამომივიდოდა თავად იმავეს გაკეთება.. ის არ არის რაც ჩემს წარმოდგენაში, კარგს კი არა შესანიშნავს თუ არ შევქმნი კეთებას აზრი არ აქვს..
-რატომ გგონია ზუსტად იმავეს გაკეთება ბედნიერებას მოგიტანს.. დარწმუნებული ხარ შენსას აკეთებ..?
-ფიქრისგან სადაცაა თავი გამისკდება..
-შესანიშნავი კი პირველივე ცდაზე არ იქმნება ნატა.. დრო გჭირდება დასახვეწად, ადამიანებს კი შესაფერისი დრო მოსასმენად.. თუ ხვდები ზოგადად შენი არ არის კიბატონო, თუმცა მე ვიცი რამდენადაა მუსიკა შენთვის და მე ისეთ ნატას ვიცნობ რომელსაც დანებება ლექსიკონში ფიზიკურად არ მოეპოვება.

“ სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი... შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ღამე იყო. ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი...
ადამიანი ადამიანისთვის დღეა” - სამოსელი პირველი
. . .
-რენესანსი..? მეხუმრები სალივან..?
-მეილი არ გინახავს..? მითითებები არ წაგიკითხავს..?
-წავიკითხე..
-წაგიკითხავს, კარგად ვერ გაგიგია..
-თავი მართლა ჩარლზ v ხომ არ ჰგონია.. მდებარეობა ნახე სად აპირებს აშენებას..?
-კლიენტს ჩვენ ვერგებით და არა პირიქით.. როდესაც საქმე რენესანსის პერიოდის შენობას ეხება დელიკატური ბალანსის დაცვაა საჭირო, რაც შენ გაქვს ეს ამაში არ იგრძნობა..
-შიდა სივრცეები ისე უნდა იყოს შექმნილი, რომ შეუფერხებლად ერწყმოდეს რენესანსისთვის დამახასიათებელი სტრუქტურა, თანამედროვე კომფორტს..
-ზედმეტად თანამედროვეა ვერ ხედავ დავიჯერო..? გასათვალისწინებელია განლაგება, ოთახის პროპორციები და დეკორატიული დეტალები, როგორიცაა მორთული ჩამოსხმები, ჭერის დიზაინი და რთული ხის ნაკეთობები.
-აუცილებელია მდგრადი სამშენებლო მასალების გამოყენება, ენერგოეფექტური სისტემების ჩართვა ან ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიის ინტეგრირება, ამ ყველაფერს შეუძლია თანამედროვე ელფერი შესძინოს საერთო რენესანსის ესთეტიკას, კომპრომისის გარეშე..
-სამუდამოდ კომპრომისებს ვერ აცდები, თუ ერთად გვინდა მუშაობა..
-არ გვინდა..
-გვიწევს.. ამ კუთხით შენზე მეტი გამოცდილება მაქვს, აქამდეც მიმუშავია და როცა გეუბნები საკმარისი არაა ესე იგი არაა..
-და ნახეთ ვის უჭირს კომპრომისზე წასვლა..
-ავთენტური რენესანსული ატმოსფერო უნდა შევქმნათ.. შენ საძირკველი უნდა შექმნა შემდეგ მე მეტად რომ შევძლო მუშაობა.. შენ თუ შენს საქმეს კარგად ვერ გააკეთებ, ჩემს აქ ყოფნას აზრი არ აქვს..
-რადგან რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით და შენ შენს 9 ხედავ არ ნიშნავს რომ ჩემს საქმეს კარგად ვერ ვაკეთებ, სიტყვებს დაუკვირდი..
-კარგი..
-კარგი..?
-მოდი შენს თანამედროვეობას ჩემი რჩევებიც დაუმატე, თუ საბოლოოდ არ ევარგება ძველ გეგმას დავუბრუნდებით..
-რას მთავაზობ..?-კაკუნის ხმაც გაისმა..
-ხელს გიშლით არაა, სალი შენი დახმარება მჭირდება..
-ახლავე..
-გავალ და გამოდი რაა როგორც კი შეძლებ..
-მისმინე, კლასიკურ მოტივებზე იფიქრე როდესაც ინფორმაციის მოძიებას ეცდები, მეილში მითითებების გათვალისწინებთ..-მის პასუხს აღარ დავლოდებივარ, მაკასთან გავედი..
-სალ კიდევ კარგი მოიცალე..
-რა სახე გაქვს მშვიდობაა..?
-დღეს ჩემი საქმე რომ შეითავსო შეგიძლიაა, ოჯახს არ ეხებოდეს არ გთხოვდი.. აი ეს ჩემი დღევანდელი გეგმაა, ვიცი შეძლებ და ამიტომ..
-მაკა დამშვიდდი, მივხედავ..
-ასისტენტს გავაფრთხილებ და გავიქცევი..
-მიდი მიდი, სულ ესაა რითაც შემიძლია დახმარება..?
-ეს იმაზე მეტია მართლა, მადლობა..- ჩამოწერილ სიას უცებ გადავხედე.. ლეპტოპია საჭირო ორგანიზებისთვის.. ჩემს ოთახში გადავინაცვლე და კიდევ ერთხელ გავიაზრე, ფაქტი რომელიც სულ მავიწყდება.. რამდენი სამუშაო აქვს მაკას, მისი მდგომარეობიდან კიდევ მარტივი არააა ყველაფერს გაუძღვეს..
რამოდენიმე საკითხის ორგანიზებას დიდი დრო მიაქვს, თითოეულში წამიც კი გათვლილი უნდა გქონდეს და თან უნდა შეამოწმო ერთ გუნდად მუშაობენ თუ არა..
ფურცლები მაგიდაზე მიმოვფანტე დიდი სურათის დასანახად, თმები მაღლა ავიწიე და სათვალეები მოვირგე.. ლეპტოპთან როცა დიდი ხანი ვზივარ ვიყენებ ანუ სულ..
საქმეში გართულს მოულოდნელად გაჟღერებულმა ხმამ რეალობაში დამაბრუნა და ვინაიდან მართლა მოულოდნელი იყო თვითნებურად შევხტი..
-არ შეგეძლო დაგეკაკუნებინაა..?-გაბრაზებულმა ავხედე მისტერ სითავხედის განსაზღვრებას.
-მე დავაკაკუნე, შენ ვერ გაიგე, ეგეც მე დამაბრალე..
-რა გინდა..
-დღეს მეტად მუშობას აღარ..
-გაჩუმდი..-შეწინააღმდეგებას აპირებდა მაგრამ დავამატე..-შემოდი და კარები მოხურე..
-რა ხდება..?-მობეზრებული ლოდინის რეჟიმში გადავიდა..
-გაუთვალისწინებელი რამ.. მაკას პირადი ოჯახური პრობლემების გამო წასვლა მოუწია და მე ვცდილობ მის ჩანაცვლებას..
-ანუ საქმეს წყალში უყრი, გასაგებია..
-მასავით კარგად არ გამომდის ვაღიარებ თუმცა ამ საქმესაც შენ წარმოიდგინე მშვენივრად ვართმევ თავს..
-გამოდის დღეს მეტად აღარ ვმუშაობთ, ერთდროულად მიხარია და მწყინს იციი..?
-ხანდახან მავიწყდება რომ ადამიანი ხარ და არა რობოტი..
-მაკა მომწონს მაგრამ ცუდია პირადს და საქმეს თუ ვერ არჩევს ერთმანეთისგან..
-იც რაა, რამდენადაც არ უნდა ვეცადოთ ყველაფერს ვერ გავაკონტროლებთ, ზოგჯერ რამდენადაც პროფესიონალი არ უნდა იყო, მაინც გადაიკვეთება პირადი და საქმე..-მომეჩვენა თუ წამიერად მზერა შეეცვალა..- როცა ოჯახის წევრი გიხდება ავად შენი საქმე სულ აღარ გაინტერესებს..
-ვინმე ჰყავს ცუდად..?
-პირადად შეგიძლია კითხო და სანამ წახვალ.. რამოდენიმე ვარიანტი გადმოგიგზავნე, გადახედე.. ვგულისხმობ ოთახის დიზაინს.. შეიძლება დაგეხმაროს..
-ეგ როდის მოასწარი..
-შენ მაგაზე არ იდარდო, გადახედე.. ხვალ გავაგრძელოთ მუშაობა..-მაკამ გვიან მომწერა და იკითხა როგორ მიდიოდა საქმე, მოკლედ მივწერე ყველაფერი რიგზე იყო და საქმეს დავუბრუნდი.. ორი საათით გვიან კი მომიწია კაბინეტიდან გამოღწევა მაგრამ ჩემი საქმის რაღაც ნაწილიც რომ მომესწრო სხვა გზა არ იყო.. ფიქრობთ ახლა მშვიდად დავტოვებ შენობას..? რა თქმა უნდა, არა..
-აქ რას აკეთებ..ამ დროს..?
-შენი აზრით..? ვმუშაობდი..
-გვიანია.. არადა მეგონა გვიან მორჩენის ერთადერთი + ის იყო, წასვლისას შენ არ გნახავდი..
-როგორ ამბობ ხოლმე..? ყველაფერი ჩვენი კონტროლის ქვეშ ვერ იქნებაო..? ჰოდა უყურე ჩემს სახეს და დატკბი, რა იცი იქნებ დაგესიზმროს კიდეც..
-საკუთარ სახლშიც არ მქონდეს მოსვენება..? ეგღა მაკლია..
-სალი.. როგორც ჩანს შემორჩი საქმეს..- ცოტნეს ხმა გავიგე თუ არა მექანიკურად გვერდით ორი ნაბიჯით გავიწიე..
-კი ასეაა..
-როგორ მიდის საქმე..?
-კარგად..
-შენი მანქანა ვერ დავინახე..? გინდა გაგიყვან..
-მე არა იყოს..
-პრობლემა არაა მართლა..
-უტა გამიყვანს..-გავხედე და თვალები წარბით..მთელი მიმიკებით ვანიშნე ამყოლოდა..-მან შემომთავაზა და გასვლას ვაპირებდით.. ასე არაა.. უტა..
-მართლაა.. სამწუხაროა..-კიდევ ერთხელ გავხედე.. მიმიკა არ ეცვლება..
-ცოტნე, სალი მართალია, გასვლას ვაპირებდით უკვე, აბა შენი იცი დარჩენილი საღამოს კარგად გატარებას გისურვებ..-თავის ქნევით დაეთანხმა, მაგრამ დაეტყო როგორ არ ესიამოვნა ფაქტი, უტას მივყვები.. შენობა დატოვა..
შენობიდან გამოვედით და სვლა განვაგრძე..
-საით მიბრძანდები.. თავად არ თქვი მე რომ მომყვები..?
-ვთქვი ცოტნეს თავის ასარიდებლად, ეს იმას არ ნიშნავს, მართლა მოგყვები..
-ჩაჯექი..
-არ გახსოვს როგორ შევხდით ერთმანეთს..? გგონია შენ ჩაგიჯდები..?
-რადგან გაჟღერდა ჩემთან ერთად მოდიხარ, ესე იგი წამოხვალ//
-არანაირად..
-სალივან უკვე გვიანია, არ მეხუმრება..
-და რატომ გგონია, მე ვხუმრობ..?
-კარგი ასე გინდა..? მიდი წადი, მაგრამ მთელი გზა მანქანით გამოგყვები..
-აი ეგ სისულელე საიდან მოიტანე.. გასაგებად გითხარი ცოტნესგან თავის ასარიდებლად გავაჟღერე შენთან ერთად მოვდივართქო.. ახლა შენ დამემატე კიდევ..
-უკან ჩაჯექი სახლში მიგიყვან და მორჩა..
-იცი რაა..
-თქვენ კიდევ აქ ხართ..?-არსაიდან ცოტნეს გამოჩენას არ ველოდი, მეგონა უკვე წავიდა..-მშვიდობაა..?
-კი რატომ არ უნდა იყოს..
-მეგონა კამათობდით..
-მოგეჩვენა.. მივდიოდით..-უტამ მანიშნა დავმჯდარიყავი.. კარები გამოვაღე და ჩავჯექი.. ფანჯარას ჩავუწიე და ცოტნეს დავემშვიდობე.. ჩემდა სამწუხაროდ ცოტნეს დასანახად წინ მომიწია დაჯდომა.. მანქანა ადგილიდან მოწყდა და სხვა მანქანების რიგს შეუერთდა..
-ასეთი რა დაგიშავა მასთან ყოფნას, ჩემთან დროის გატარება გერჩივნოს..
-შენი საქმე არაა..-ამოვიხვნეშე, საზურგეს მივეყრდენი და წამიერად თვალები მაგრად დავხუჭე.. ყველაფერი კარგადაა..ყველაფერი კარგადაა..
-მისამართს თუ არ მეტყვი დანიშნულების ადგილას ვერ მიგიყვან..-მისამართი ვუკარნახე.. როგორც დარია იტყვის ხოლმე ავიფოფრე.. ვერ ვიტან ისეთ სიტუაციაში ყოფნას როგორშიც ახლა ვარ, ძალით მიწევდეს რაღაცის გაკეთება, სხვა გზა არ მქონდეს..
ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი უტას თუ ოდესმე მანქანაში ჩავუჯდებოდი, უბრალოდ შეხედეთ ახლა სად ვარ.. წამებს ვითვლი ჩემს სახლამდე როდის მივა.. როგორც იტყვიან ეკლებზე ვზივარ..
დანიშნულების ადგილას მივედით თუ არა, სწრაფად გადმოვდივარ მანქანიდან, თუმცა მალევე ვიზარებ ესე ქაჯივით გადმოსვლა მთლად სწორი არ არის.. კარებს ხელმეორედ ვაღებ..
-თურმე შენც ყოფილხარ ზოგჯერ გამოსადეგი.. თუმცა გაითვალისწინე გამოუვალი სიტუაციის არარსებობის შემთხვევაში, აქ არ ვიქნებოდი..
-არაფრის სალივან..-ირონიული ღიმილს არ იშურებს.. თავს მობეზრებული ვატრიალებ და კარებს ფრთხილად ვკეტავ..
როგორც კი სახლში შევდივარ, ვმშვიდდები.. ყველანაირი საქმე გვერდით გადავდე და აბაზანას მივაშურე.. ცხელი უფრო სწორედ ჩემს შემთხვევაში მდუღარე წყალი თუ გამომიყვანს მდგომარეობიდან..
დღეს არაფერი წავიდა ისე როგორც მინდოდა, როგორც დაგეგმილი მქონდა. ამიტომაც დავფიქრდი, როგორი უცნაურია ეს ცხოვრება.. თითქოს მარტივია შენი მთელი ცხოვრება გაწერილი გქონდეს, თუნდაც იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით რომელსაც თანდათან მიიღებ.. და მაინც როდესაც უკან იხედები იაზრებ, სულ პატარა შემთხვევითობები თუ დეტალები განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას..
. . .
ანგარიშგასაწევი მდგომარეობისადა გამო დავაგვიანე, ამჯერად მართლა არ ყოფილა ჩემი ბრალი.. ადრე ავდექი ჩემი რუტინა ჩავიტარე ადრე გამოვედი სახლიდან და რად გინდა, მაინც დამაგვიანდა..
მინდოდა დილიდან დამეწყო მუშაობა უხსენებელთან ერთად სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამჯერად მას გამოუჩნდა საქმე.. მეც ჩემს საქმეს შევუდექი.. ერთადერთი მაკას გავახსენდი რამდენიმე საათის განმავლობაში..
-აქ რომ გამოკეტილი არავის ჰყავხარ და გამოსვლა შეგიძლია იცი ხომ..?
-მაგის დრო სადაა ჩემო მაკა..
-არის გამოინახება, მთლად გადავარდნაზე როდემდე უნდა იყო..?
-რა გითხრა ჯერ-ჯერობით გაძლებადია..
-კიდევ ერთხელ მადლობა შენ რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა..
-კარგი რაა არაფერია, მთავარია ახლა ყველაფერი რიგზეა..
-კი არის.. დარწმუნებული ხარ არაფერი გჭირდება..?
-არა, შენ ის მითხარი დღეს რამე შეხვედრა ხომ არ არის, არ გამომრჩეს..
-შენ არ იდარდო, თუ რამე გაგაფრთხილებ..
-მადლობაა, ბედნიერი დღე..
-ასევე..-შესვენებამდე თავი მეტად აღარ ამიწევია.. სენდვიჩი უცებ შევმუსრე და ყავა თან გავიყოლე.. როგორც კი დავინახე უტა თავის ადგილს დაუბრუნდა გაუაზრებლად ვერ მოვზომე და კარები ფაქტობრივად შევგლიჯე.. სულ ოდნავ დაეტყო გაკვირვება მაგრამ ისიც წამიერად..
-ეს ყავა ჩემთვისაა..?
-არა..მასე რატომ იფიქრე..?
-ორი ჭიქა გიჭირავს..
-ორივე ჩემთვისაა, ვეღარ მოვიცლი ასადგომად და მეორეს მოსატანად..-თავი გააქნია..
-ისეთი შემოსვლა გქონდა უნდა ვიფიქრო, მზად ხარ სამუშაოდ..-ყავა იქვე ნაპირში დავდე სკამი ავიღე და მის მარცხნივ დავჯექი..
-აუცილებელია, შენს წინ თუ ვიჯდები კისერი მომტყდება..
-არ მიკითხავს, მაგრამ კარგი..
-გახსენი მიდი დავიწყოთ..
-ამ შენს პოზიტივს და ნათებას რომ დაუწიო ცოტა არ გინდა..? დავბრმავდები მალე..
-მადარდებდეს მაინც.. გახსენი თავის დროზე საჭირო ფაილი..
-კმაყოფილი ხარ..
-ნამეტნავად.. ჩემს მეილს გადახედე..?
-ვნახე კიი..
-შემდეგ?
-მოდი ჯერ ჩემი ნახაზები ვნახოთ..-თმის მაღლა აწევა დავაპირე როცა გავიაზრე რეზინი არ მაქვს..მაგიდაზე მიმოვიხედე და ფანქარი როგორც კი მოვიხელთე ავიღე.. თმები მაღლა ავიწიე და დავიმაგრე.. სათვალის გაკეთება კინაღამ დამავიწყდა..
ახლა კი მთელი ფოკუსი ნახაზებზე გადავიტანე..
-ჰარმონია მეტად შესამჩნევია..პროპორცია კარგი.. სიმეტრიულობაც..-წესით მას უნდა ვესაუბრებოდე, თუმცა მგონი უფრო ჩემთვის ვბუტბუტებ..
-იქნებ ნორმალურად გამარკვიო რას ამბობ..
-უკეთესია ნამდვილად, მაგრამ.. არ ფიქრობ საჭირო ყურადღება უნდა მიექცეს გარე სივრცეების დიზაინში ინტეგრაციას..?
-ჯერ კონკრეტულად შეხედე, ამ დეტალებზე მინდოდა ყურადღების გამახვილება..
-მესმის, თუმცა რენესანსის არქიტექტურა ხშირად ხაზს უსვამდა კავშირს შიდა და გარე ტერიტორიებს შორის ისეთი ელემენტებით, როგორიცაა ეზოები, ბაღები და ტერასები..-ნახაზს კიდევ ერთხელ დააკვირდა..-თუ ამაზე ახლავე დავიწყებთ მუშაობას მთლიანი სურათის დანახვა გაადვილდება..
-ტერასას აქ ფიქრობ.?-მიმითითა..
-ზუსტად არ ვიცი მაგრამ საჭიროა აი ეგ ვიცი.. შენ რას იტყვი..?
-ვფიქრობ..-ახლა გამახსენდა ყავის არსებობის შესახებ მაგრამ მე მარცხნივ ვზივარ უხსენებელი მარჯვნივ, რადგან საუბარი დაიწყო აღარ მინდა გავაწყვეტინო.. ოდნავ წამოვიწიე, ცალი ხელით მაგდას დავეყრდენი და ჭიქა ავიღე.. რადგან არ მინდა დამეღვაროს ნელა წამოვიწიე უკან.. ნეტავ არ მიმეხედა მაგრამ მისკენ გავიხედე და იმ მომენტში მივხვდი არასწორი არჩევანი გავაკეთე.. უბრალოდ შემეძლო მეკითხა და ჭიქა ჩემკენ გადმოედგა.. ახლა კი თითქოს ადგილზე გავიყინე, არც მე ვარიდებ მზერას არც ის, ამას კი ემატება იმის გააზრება რომ ზედმეტად ახლოსაა.. ისევ ნელაა ჩემს ადგილს დავუბრუნდი.. საუბარი განაგრძო, თითქოს არაფერი მომხდარა, არა რეალურად არაფერი მომხდარა, არსებული მომენტი უბრალო სარეკლამო ჭრას გავდა..
-შეგიძლია ყავა დალიო..
-დარწმუნებული ხარ..?
-სანამ ამას დავლევ გაცივდება.. დალიე რაა..
-მითხარი, უშაქროა..?
-ნეტავ შაქრით ამეღო, იქნებ ცოტა ეშველა, თუმცა უშაქროა..-ჩემკენ წამოიწია სულ ოდნავ, ვერ მივხვდი რას აკეთებდა სანამ თავიდან ფანქარი არ ამაცალა..-რას აკეთებ..?
-მჭირდება..
-დავიჯერო სხვა არ გქონდა..?
-მაცალე და ნახე..-ფურცელზე დაიწყო ხაზვა..-კონკრეტულად აი ამ ნაწილს დააკვირდი..
-და..?
-ამ დეტალებს თუ დავამატებთ..?
-შენ რა გულისხმობ..
-დამალული კარები.. დიახ.. როგორც ვიცი რენესანსის სასახლეები ხშირად აერთიანებდნენ ფარულ კარებს და მბრუნავ ტიხრებს საიდუმლო გადასასვლელების შესაქმნელად და ძვირფასი ნივთების დასამალად..
-კიბატონო მაგრამ ამას თანამედროვე დროს როგორ მოვარგებთ..
-თანამედროვე არქიტექტურაში? მოტორიზებული კედლები, მოცურების პანელები ან მბრუნავი წიგნების კარადებს შეუძლია მრავალფეროვნების ელფერი შესძინოს საცხოვრებელს..
-ინტრიგები და ამბები.. ასეთ სასახლეს რომ ვიშენებდე მე აუცილებლად დავამატებდი.. მიდი ნახაზში როგორ ჩაჯდება მაინტერესებს..-აღფრთოვანებულმა შემოვკარი ტაში.. ძველ ფილმებსა და წიგნების იმ ფურცლებზე გადამიყვანა ამ პატარა დეტალმა, რომელიც არ კი მახსოვდა..
-ცოტა დრო მჭირდება შეგიძლია შეისვენო..
-პროცესში მაქსიმალურად ჩართული უნდა ვიყო, ასე რომ მიხედე შენს საქმეს..-ჩემი არსებობა ჩვეულებრივად დააიგნორა და საქმეს შეუდგა.. მე ყავის დალევასთან ერთად დაკვირვების რეჟიმში გადავედი.. თავიდან ნახაზებს შემდეგ კი ნელნელა თვალები..მზერა ისე გამექცეოდა მისკენ, ლამის გემრიელად სილა არ ვუთავაზე თავს გამოსაფხიზლებლად.. ის რომ შინაგანად მომხიბვლელი არ არის, არ ნიშნავს გარეგნულადაც ასე უნდა იყოს.. თავი გავაქნიე აზრების გასაფანტად და ამასობაში გარკვეული სურათი შეიქმნა..
-ჯერ-ჯერობით სულ ესაა..
-რეალობაში როგორი იქნება წარმოგიდგენიაა.. თავისი დეტალებით..- სხვადასხვა მხარეზე მსჯელობა დავიწყეთ..კარგი კამათი.. როცა მგონია ყველაფერი კარგად მიდის და რაღაცაზე ვთანხმდებით, ახალი თემა წამოიჭრება და შეთანხმებულად მუშაობა ვიღას ახსოვს.. ეს აწეწილი თმა უფრო ამეწეწა, ფანქარი ხელიდან გამოვგლიჯე და გაბრაზებულმა ჯავრით დავიმაგრე თმა..
-ბავშვივით იქცევი..
-ამით რის დახაზვასაც აპირებ, დროის კარგვაა, ასე უფრო გამოყენებადი ნივთი იქნება დამიჯერე..
-არა ეს უკვე პრინციპის ამბავია, მომეცი..
-არა, სახლში კი არ მიმაქვს დაგიბრუნებ..
-რაც ჩემი ჩემია, თუნდაც ფანქარი ნუ ეხები..
-ახლა ვინ იქცევა ბავშვივით..-თავი გაიქნია და მობეზრებულმა ამოიხვნეშა..
მუშაობა თუ ამას მუშაობა ჰქვია გავაგრძელეთ… გზადაგზა ერთმანეთს კინაღამ ვხოცავდით მაგრამ ეს ხომ პატარა დეტალია, მთავარია საქმე კეთდება..
-დღეისთვის საკმარისია..
-ერთადერთი რაღაც დაგევალა და ისიც არ გააკეთე.. ყავა გაგიცივდა..
-მერე რაა..
-იმის გამო მოგეცი უფლება დალიეთქო, არ მინდოდა ჩემი ფული და იმ ადამიანის დრო რომელმაც იწვალა და გააკეთა გაფლანგულიყო.. შენ კიდევ როგორ მოიქეცი.. არ დალიე..
-ამაზე სერიოზულად მეკამათები..?
-ყავა როგორ არ დალიე არ მესმის, ჩემმიერ მოტანილი ძლიერი გემრიელი ყავა.. იმედგაცრუებული ვარ მე წავედი რაა..-ჩაეცინა-ეგ რა იყო...
-ჩემი ხარჯებით დაგაფინანსებ და მიდი ფსიქოლოგთან, იქნებ იყოს იმედი შენს გადასარჩენად..
-რა მითხარიი..?
-არ ხარ შენ ნორმალური არაა..-მის მფლობელობაში არსებული ფანქარი, რომელსაც სარჭედ ვიყენებდი გამოვაცურე, თმა ჩამომეშალა.. ფანქარი მაგიდაზე დავდე და სანამ ოთახიდან გამოვიდოდი მივაძახე..
-არსად დაგეკარგოს..-თავხედი..
. . .
-ისე გამახარე.. აბა როგორი იყო, დაისვენე..?
-შენც რო ყოფილიყავი უფრო კარგი იქნებოდა..
-ეგ თავისთავად.. ბავშვები არ იყვნენ..?
-იყვნენ კი..
-დაჩი რაღაც ვერ მეჩვენები ხასიათზე.. რა ხდება არ იტყვი..?
-რა უნდა ხდებოდეს. არაფერია..
-კარგი ახლა, ხომ იცი კარგად გიცნობ.. ვერ გამომაპარებ..
-სხვა დროს რაა დეიდა სალი..- დეიდას არასდროს მეძახის, ახლაც ჩვეულებრივად გამამასხარავა, გამეცინა და გზა განვაგრძე.. სახლამდე მიყვანა დამევალა, ვერ ასწრებდნენ ისინი..
-მოვედით.. ახლა კაი დაისვენე, ოღონდ მერე მაინც მოგიწევს თქმა ჰო იცი..
-მოხვედით..?-კარის გაღების ხმა როგორც კი გაიგო დარია გამოქანდა..-დეე როგორ მომენატრე..
-აბა როგორ იყავით უჩემოდ..
-ენატრებოდი ორივეს, მომსწრე ვარ..
-მამა სადაა..
-ბაჩანაა დაჩი ჩამოვიდა.. იქნებ ინებო გამოსვლა..
-მოვდივარ მაცადე- მალევე გამოჩნდა მიესალმა გადაეხვია და სანამ ამბებს გამოჰკითხავს დრო ვიხელთე და აბაზანაში ხელები გადავიბანე, ბავშობიდან ასეთი ჩვევა მაქვს, სახლში შესული არ ვარ აბაზანისკენ გავრბივარ..
-რაო დეიდაშენმა მოგიყვანა მშვიდობით..?
-რატომ არ უნდა მოვეყვანე..
-აი ასე დაჩი შენ მაინც დამიცავი შენი მშობლები მამასხარავებენ..
-მოხდა რამე..?
-ავარიაში მოვყევი, ისეთი არაფერი..
-ცოცხალს რომ ვხედავთ უნდა გვიხაროდეს შვილო..
-გაბუქების გარეშე.. გემრიელი სუნი ვიგრძენი თუ მეჩვენება..
-დაჩის საყვარელი საჭმელი მოვუმზადე.. ამ დღეების განმავლობაში თუ არ შეეცვალა გემოვნება შეჭამს გემრიელად..
-გამოვიცვლი და მოვალ..
-ამას რა ჭირს..-გადმომჩურჩულა დარიამ..
-მე რა ვიცი..
-შენ ემეგობრები, არაფერი უთქვამს..?
-არაფერიო და ნუ პანიკიორობ, ნამგზავრია დაასვენე ცოტა..
-მართალი ხარ..-დაჩის კარგი გემოვნება აქვს მაშასადამე გემრიელად ვისადილეთ, შიგადაშიგ ბანაკის ამბებიც მოაყოლეს.. ცოტა ვიცინეთ და კარგ ნოტაზე დავემშვიდობე ოჯახობას..
გონებაში უკვე დავგეგმე დაჩისთან სეანსი.. რამე უჭირდეს არ ვეხმარებოდე რა მომასვენებს.. ახლაც მახსოვს პირველად როცა დამაჭერინეს.. მისი ნაბიჯები.. იმდენი ვუჩიჩინე ჩემი სახელი, მაინც ვათქმევინე აღუს და დედას შემდეგ..
თავიდანვე ის ვიფიქრე მეგობრული დამოკიდებულება მქონოდა, მშობლებისთვის რაიმეს ვერ თქმის შემთხვევაში ჩემთვის მაინც ეთქვა და მოსალოდნელი კატასტროფა აგვეცილებინა თავიდან.. ეს უკიდურეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა..
სერიოზულად, ჩემს დასთან თავიდანვე დიდ დროს ვატარებდი, სამუშაოს ან სხვა ადგილზე შვილებზე მათ აღზრდაზე როდესაც დაიწყებდნენ საუბარს ჩვეულებრივ ვერთვებოდი, შენ რამდენი გყავსო რომ მეუბნებოდნენ არ მყავს მეთქი და უკვირდათ.. დედად არა მაგრამ დეიდობის მწირე გამოციდლებაა ყოველივე ეს თქო.. მოკლედ, დაჩი ჩემთვის პატარა მეგობარია და ფარულად შვილობილი..
. . .
-ჰოო დე.- იმედია მიხვდით დეიდას შემოკლებული ვარიანტი გავაჟღერე დაჩისთან საუბარში.. მეგობარი მყავდა იმერელი და აღმოვაჩინე იქ მეტად იციან ასე..
ჩემი ასეთი მიმართვა და დაჩის გაეცინა.. - სამსახურში ვარ და სჯობს მალე მითხრა რამ გაგაჭირვა ჩემი თავი..
-ეს საბუთები-მაკამ მაგიდასთან დამიწყო, თავი დავუქნიე.. ჩემს წინ მყოფ მისტერ სითავხედესაც მისცა რაღაც..ოთახიდან გავიდა
-ახლა ცოტა დამშვიდდი და ისე მითხარი.. მანქანას ვაკეთებ დედი, ძალიან გაფუჭდა.. ცოტა ფეხით გავლა არ გაწყენს, ძალიან გაგათამამა მამაშენმა.. კარგი ვიცი ხშირად არ თხოულობ.. მოკლედ შეძლებ შენით მოგვარებას..? ძალიან კარგი.. უახლოეს პერიოდში თავად წაგიყვან.. აბა შენ იცი..
-სერიოზულად სალივან..?
-რამე მითხარი..?
-შენ დედად..? ვერანაირად წარმომედგინე..
-უკაცრავად..?
-რა ვერ გაიგე საკვირველია.. როგორც დედა ვერ წარმომედგინე მეთქი..-გაკვირვებული მივჩერებოდი და უცებ ნათურამ გაანათა.. ახლა მივხვდი ჩემი საუბარი როგორ ჟღერდა მისთვის .. მას ჰგონია შვილი მყავს…
-რატომ ვითომ, მშვენიერი დედა ვარ..
-ეჭვი მეპარება..
-არანაირად არ გაქვს უფლება ჩემს დედობაში ეჭვი შეიტანო..
-სადმე წაყვანა გთხოვა..? შენც უცებ მოიშორე..
-სულ თავიდან თუ დავიწყებთ, შენი ბრალია მანქანა არ მყავს ამ წუთებში, მეორეც როდესაც მთლიან სურათს ვერ ხედავ დასკვნები ტყუილად გამოგაქვს..- თავიდან გავეხუმრები მეთქი თუმცა ზედმეტი მოუვიდა.. წამიერად წარმოვიდგინე მართლა რომ მყავდეს შვილი და ასე მელაპარაკებოდეს.. საშინლად გავბრაზდი.. იქნებ წესით სულ ტყუილად მაგრამ მაინც..
-ვისთან გაქვს მიტანილი საინტერესოა, არ გინდა მიგასწავლო ადგილი..?
-და უარესი დამართოს..? არა მადლობა..
-გაკეთება უფრო ძვირი დაგიჯდება, არ უთქვამთ..? ჯობდა ახალზე ფიქრი დაგეწყო.
-შენ წარმოიდგინე მითხრეს მაგრამ არ მინდა და საერთოდაც შენი საქმე არაა ვისთან ვაკეთებ და რატომ ვაკეთებ..საქმეზე ვკონცენტრირდეთ თუ შეიძლება..
-დღეს რაღაც ადვილად ღიზიანდები..
-საქმე მეთქი უტა საქმე..
-როდესაც საპასუხოდ არაფერი გაქვს, ნამდვილად სჯობს საქმეზე გადასვლა..
-რომელი მნიშვნელოვანი კითხვა გააჟღერე, უფრო სწორედ აზრიანი და მე მივაყურადე.. მიდი გამახსენე ერთი.. შენ წარმოიდგინე სწორედ გაჩუმება ნიშნავს კარგი ნერვების ქონას, თითოეულ შენ გამოხტომას თუ ავყევი კარგად მქონია საქმე..
-აბა რაშვრებით..-ეტყობა როგორ გაწამაწიაშია..
-არაფერს მაკა, ბოდიში წეღან ვსაუბრობდი და ვერ გავიგე ეს საბუთები რასთან დაკავშირებითაა..
-უნდა გავიქცე, გადახედეთ რაა.. საგიჟეთი მაქვს..-ამ სიჩქარეში კარი იმდენად ძლიერად მოაჯახუნა თვალები თვითნებურად დავაჭყიტე..
-სად ვიყავი..? მოკლედ ვფიქრობ პირველი ეტაპი გადავლახეთ.. თავადაც იცი პირველ ნახაზზე იწყობა დეტალები და აქ თუ შევცდით შემდეგ აზრი აღარ ექნება.. დროა ეს ნახაზი უფროსს აჩვენე რომ კლიენტთან გადაამოწმოს..
-შენ რა იცი პირველ ნახაზზე რომაა ყველაფერი დამოკიდებული..
-არქიტექტურასთანაც მაქვს შეხება.. მოკლედ ჯერ ეს გადააგზავნე, შენიშვნები მრავლად იქნება და შემდეგ შეგვიძლია მუშაობის გაგრძელება..
-სალივან რას გულისხმობ შენიშვნებში, თან მათ სიმრავლეში..
-კარგი რაა ვითომ არ იცი, ასეთ ადამიანებს ნახაზს როდესაც აჩვენებ გამორიცხულია ყველაფერი მოგიწონონ, მიუხედავად იმისა რეალურად რას ფიქრობენ.. უნდა გვაჩვენონ ჩვენზე მაღლა დგანან, ჩვენ საქმეს კარგად ვერ ვაკეთებთ..
-არასწორი შეხედულებები გაქვს, თან ძალიან.. ვერ ხვდები..? რაღაც მონახაზი სულ თავიდან კლიენტებსაც აქვთ გონებაში, მაგრამ როდესაც ამას რეალურად ხედავენ ხვდებიან რომ წარმოდგენებისგან განსხვავევბით არ მოსწონს.. ადამიანები წარმოდგენებს იცვლიან, ეს ბუნებრივია და არ ნიშნავს ქედმაღლობას.. ადამიანები ისეთი იდეალურები ვერ იქნებიან როგორებიც გინდა რომ იყვნენ.. რა გაცინებს..
-სასაცილოა თავმდაბლობაზე ლექციას შენ რომ მიკითხავ, ადამიანები წარმოდგენებს იცვლიანო ამბობს ადამიანი რომელიც თუ თავისი პირველნახაზის იქით ერთი არასწორი ხაზი გაევლება ჭკუიდა იშლება.. “ოო ადამიანები იდეალურები არ არიან” ამბობს მისტერ ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს მშვიდად დაძინება რომ შევძლო..
-ცხოვრებისგან მაქსიმუმი მინდა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ..
-ცხოვრებისგან თუ ადამიანებისგან.. არ გგონია ადამიანებს იმაზე მეტს სთხოვ ვიდრე შეუძლიათ..
-თუ ვითხოვ კონკრეტული პროფესიის მქონე ადამიანმა, თავისი საქმე შეასრულოს არა არ ვფიქრობ ზედმეტს ვითხოვდე..
-ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს იდეოლოგიას ყველასა და ყველაფერზე ავრცელებ..
-შენ რა პრობლემა გაქვს ჩემს შეხედულებებთან საინტერესოა, შენნაირად მინიმუმს ვჯერდებოდე ეგ გინდა..?
-მინიმუმს როდის ვჯერდები..
-შენს ცხოვრებას გადახედე და მიხვდები..
-ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს მიცნობდე.. -იმავე ენერგიით შემოვიდა მაკა, როგორც გავიდა..
-აქ რა ხდება გამაგებინეთ.. დაგავიწყდათ რისთვის ხართ..? სამუშაოდ და არა სცენების მოსაწყობად.. როგორმე თავი ხელში აიყვანეთ და ტონს მიაქციეთ ყურადღება საუბრისას.. თუ რა თქმა უნდა არ გინდათ ყველას ესმოდეს თქვენი გულთბილი საუბრები..-უტამ ოთახი დატოვა, მე კი ჩემს ადგილს დავუბრუნდი..-სალი რა დაგემართა ვერ მეტყვი..? ეს შენ არ გგავს..
-მწყობრიდან გამომიყვანა, რა უნდა დამმართოდა..
-სიტუაცია შეიცვალა, შენი მესმის გგონია მე არ მიჭირს უცხო გარემოში მუშაობის გაგრძელება..? თუ აქ ან სადმე მუშაობა გინდა თავი ხელში აიყვანე ძალიან გთხოვ.. -თავი დავუქნიე- მე პირადად თუ შემიძლია დაგეხმარო მითხარი..
-არაფერია მართლა..
-მაინც შენს გვერდით მიგულე..-გავიდა.. მე კი მთელი სიმძიმით ვიგრძენი ბრაზი საკუთარ თავზე მოთმინების არ ქონისთვის.. და იმ თავხედის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში დახმარებისთვის..
ღრმად ჩავისუნთქე თითქოს ამ სიტუაციას ოდნავ მაინც უშველიდეს.. დავალებული საქმის კეთება განვაგრძე, ჩემი და უტას პროექტის გარდა საქმე თავზე საყრელად მაქვს.. ხომ თავიდან ისე ჩანდა ჩემი საქმე სხვას გადააბარეს, ახლა დამიმატეს, გამიორმაგეს. უკვე ნერვებზე ვზივარ რომელი მოვასწრო არ ვიცი..
დღეს გასვლითი მიწევს, მხოლოდ ოფისში ჯდომით საქმე არ კეთდება.. დამკვეთთან შესახვედრად გავემართე..კონსულტაციის გავლის და ცვლილებების შემდეგ, საჭირო ადამიანებთან მიწევს დაკავშირება რადგან ყველაფერი მოესწროს.. თავი ჩექმებიანი კატა მგონია ახლა ისე გამოვიყურები, ამის გამოა ზუსტად მთელი დღე დავრბივარ და მიკვირს რატომ მატყდება დღის ბოლოს ფეხები..
მერამდენედ ვუმეორებ ჩემს თავს.. რაც არის არის.. ცოტა მამშვიდებს, კონკრეტულად მაშინ როცა სიტუაციას ვერ ვცვლი, უფრო კონკრეტულად იმ ადამიანს რომ ვერ იტან ვისთან ერთადაც მუშაობ..
ოფისში მნიშვნელოვანი ნივთის დარჩენის გამო უკან მიბრუნება მიწევს, იმდენად გადამწვარი ვარ, ნერვების მოშლის თავიც აღარ მაქვს, სავარაუდოდ წაშლილი სახით ვმოძრაობ ბოლო საათებია.. ჩემს მაგიდაზე სადაც სრული ქაოსია და ჩემს გარდა ვერავინ ვერ მიხვდება სად რა დევს.. ნივთს ვიღებ, უკვე გასვლას ვაპირებ, თუმცა მივხვდი რაღაც რიგზე არაა.. წამიერად ვყოყმანობ და უკან ვბრუნდები.. მაგიდას თვალს ვავლებ და აი ისიც.. ლეპტოპზე პატარა ბარათია მიკრული, ბარათს ვიღებ და ახლოდან ვაკვირდები რა წერია..
“რამდენადაც არ გვსურს ერთ სივრცეში ყოფნა იმდენადვე აუცილებელია, ორშაბათს ნაკვეთის სანახავად ერთად წასვლა და მზად იყავი..- უტა”
ბარათს ვაბრუნებ და ოფისს ვტოვებ.. რა გინდათ, მშვენიერი ხერხი გამოუძებნია ჩემთან ვერბალური კომუნიკაციის ასაცილებლად.. მეც უნდა ვცადო..
. . .
უკვირთ ხოლმე როდესაც ადამიანებთან საუბრის დროს დამცდება რამდენად მაკლია გამბედაობა.. ასეთი წარმატებული ხარ და ბევრჯერ გაგირისკავსო, ჩემი სიტყვები ზღაპრად ეჩვენებათ, შემდეგ კიდევ ერთხელ დავფიქრდები მარტო დარჩენისას რამ გამაბედინა ჩემი გაბედული ნაბიჯები ცხოვრებაში და მაშინვე ტივტივებს პასუხი.. გარკვეული გადაწყვეტილებების შემდეგ არ დავსვა კითხვა.. რა იქნებოდა..? არ მომეძალოს სევდა რატომ არ გადავხტი როდესაც უნდა გადავმხტარიყავი, მიუხედავად იმისა ვიცი თუ არა რა მოელის ამ ნახტომს..
საიდუმლოს გაგანდობთ, ყოველთვის ვერ ვახერხებ გაბედული ვიყო და საკუთარი თავით კმაყოფილი რა და როგორ გავაკეთე. ამ გაუკეთებელ საქმეებსაც მოტივაციისთვის ვიყენებ, თავს ვახსენებ რამდენად შესაზარი გამოცდილება მივიღე.. კიდევ ერთ კითხვას ვსვამ.. მინდა იგივე განმეორდეს..? როდესაც პასუხს ვიღებ ვიწყებ მოქმედებას.. ეს კი რა თქმა უნდა საუკეთესო შემთხვევაში..
მახსოვს როგორია დამარცხება, მახსოვს როგორია გამარჯვება და მაინც ვინ მოთვლის რამდენჯერ დავმარცხებულვარ საკუთარ თავთან როდესაც გამარჯვება შემეძლო, მთელი მონდომებით რომ გამეკეთებინა..
რას მოვაყოლე ეს ყოველივე.. ქუჩაში სიარულის დროს ახლად გაჩენილ წარწერას.. საიდან ვიცი რომ ახალია..? თითქმის ყოველდღე მიწევს ამ გზით გავლა და აქამდე აქ არ ყოფილა..
კედელზე გაჩენილ წარწერებზე მეფიქრება ხოლმე, რამ დააწერინა ეს სიტყვა ან ფრაზა.. უბრალოდ ელამაზა თუ ამ ერთ წინადადებას მთელი ისტორია უდევს საფუძვლად.. მეორეს ვამჯობინებ.. მომწონს იდეა ვიგებდე უცნობი ადამიანის შესახებ ამ პატარა წინადადებით საინტერესო ისტორიას, თუნდაც იმ მომენტში მე ვიგონებდე..
ამ ადგილსაც გავცდი.. ზარდაცემით წვიმს, მე კი ვერ ვიტან ქოლგას.. ვერ ვიტან აზრს, რაღაც მშვენიერს მანამდე ვემალო სანამ არ გაქრება.. ყველამ კარგად ვიცით წვიმა უფრო მეტია ვიდრე მოვლენა..ამინდი.. ჩემთვის მაინცაა ასე.. ამიტომაც მხოლოდ მაშინ ვემშვიდობები როდესაც დანიშნულების ადგილს მივუახლოვდი.. “Jazz Yatra Cafe”
ჯერ ადრეა, ამიტომაც წარწერა არ ანათებს.. როგორც ნატას მეგობარი პრივილეგიით ვსარგებლობ და გახსნამდე შემესვლება.. რამოდენიმე ნაბიჯის შემდეგ პიანინოს სასიამოვნო მელოდია აღწევს ჩემამდე.. გამიკვირდა თუმცა დიდად ყურადღება არ მიმიქცევია, კიბეები უცებ ავირბინე.. კარი შევაღე ღიმილით.. როიალის გვერდით მდგომი ნატა მალევე შევნიშნე, გონებამ ვერ აღიქვა ვინ უკრავდა სანამ მელოდია არ შეწყდა და შემსრულებელი არ მოტრიალდა.. ვითომ კარის გაღების ხმა გაიგო თუ ჩემი ნაბიჯების..
როდესაც გინებამ ფუნქციონირება განაგრძო და აღიქვა ვინ გახლდათ ჩემგან ორიოდე მეტრის მოშორებით ღიმილი სახეზე შემეყინა.. აქ რას აკეთებს..
-სალივან..
-უტა..
-როგორც ჩანს ერთურთს იცნობთ..
-სამწუხაროდ..
-საუბედუროდ, დიახ..
-კარგი.. ვაიმე სალიი გასაგებია წვიმიანი ამინდი გიყვარდეს თუმცა ქოლგის გამოყენება არ გეკრძალება.. ტანსაცმელი სულ დაგსველებია.. მოდი მოსაცმელი მაინც გაიხადე.. გაშრეს..-ნატას მითითებებს ვასრულებ.. ქურთუკს იქვე ვდებ და მისტერ სითავხედისგან ოდნავ მოშორებით ვჯდები..
-ისევ კოსმო თუ რამე სხვა..
-ისევ..
-უტა..იგივე..?-თავი დაუქნია.. სასმელების მოსატანად დიდი დრო არ დასჭირვებია..-სალი ეს შენ..
-მადლობა..
-და უტა ინებე Sazerac..-სასმლის სახელი აქცენტით და გამოკვეთით წარმოთქვა.. გამეღიმა
-საზერაკს ამ დროს რა გასმევს..
-გასინჯული გაქვს..?-ალმაცერად შემომხედა..
-არა მაგრამ სადაც ვისკია გარეული.. ამ დროს არ უხდება..
-თუ გასინჯული არ გაქვს, ხვდები შენს აზრს რამდენად ეკარგება მნიშვნელობა..?
-ისე გახსოვდეთ მაინც, მეც აქ ვარ და იმედი მაქვს თქვენი კინკლაობით თავს მეტად აღარ ამატკივებთ..
-როგორ გეკადრება ნატაშ..
-ტყუილად მთაფლავ, შეპირება შეპირებაა დღეს საღამოს უნდა დაუკრა..
-რომელი პროფესიონალი მე მნახე..
-მშვენივრად უკრავ, შენ კი შემპირდი.. ტყუილად ვდაობთ..
-სამწუხაროდ, პირობას ვერ გადავალ..
-ძალიან კარგი.. მიდი თუ გსურს გაიხსენე, ივარჯიშე..
-მოგვიანებით..
-რა მოხდა კრიტიკული მსმენელი გაშინებს..?-ჩემს თავზე მივუთითე..
-კიი როგორ არა.. შენღა მაკლიხარ..-სასმელი მოსვა.. გამახსენდა წინ ჩემი სასმელი მიდევს და მეც მოვსვი.. ამ დროს დაურეკეს ნაატს..
-ბავშვებო.. უნდა გავიქცე, პირადულია.. თან რამოდენიმე ინგრედიენტსაც გამოვაყოლებ..
-ახლა..?
-ჩემზე არ არის დამოკიდებული მომიტევეთ, მალევე დავბრუნდები.. მართლა..-უცებ აიღო ქურთუკი..
-მანქანა აქ გყავს..? თუ გინდა ჩემი გაიყოლე..-გასაღები ჯიბიდან ამოიღო და გააქნია..
-უტაა ძმაზე ძმა ხარ ხომ იცი..-გასაღები გამოართვა და გაუჩინარდა..
-როგორიც ხარ ისეთ სასმელს სვამ..?-კითხვის ნიშნები გამომესახებოდა ალბათ გაჟღერებული კითხვის მერე სახეზე..
-იქნებ დაკონკრეტდეთ..
-კოსმო ტკბილი თუმცა ძირითადად მჟავე არომატებისგან შედგება.. სასმელი შენსავით მჟავეა..
-სასმელისებურ ფილოსოფიას თუ გავყვებით.. შენს თავს კომპლიმენტს უკეთებ, რასაც არანაირად არ ვეთანხმები..
-პირველად გავიგე სასმელზე ამდენი იცოდე და გასინჯული არ გქონდეს.. მოდი გასინჯე..
-საიდან იცი სასმელზე რაიმე ინფორმაცია მქონოდეს..
-უბრალოდ ვიცი, გეტყობა..-ჭიქა ოდნავ გამოაცურა იმის ნიშნად, რომ დამელია..
-თავად სვამდი და იმაში დარწმუნებული ვარ რომ არ მოგიწამლია, ჰოდა იქნებ გამარკვიო შენი შემოთავაზების მოტივში..
-ზოგჯერ რასაც ხედავ სულ ისაა და სიღრმე არ აქვს.. უბრალოდ გთავაზობ დააგემოვნო, შემდეგში არასწორი დასკვნებისგან თავი რომ შეიკავო..
-ვითომ ხომ კარგ რაღაცას აკეთებ და ამ ლაიმის დამატება როგორ გიყვარს..-მხრები აიჩეჩა.. ახლა უკვე ინტერესმა ამაგდო ფეხზე და როიალთან ახლოს მიმიყვანა.. ჯერ უტას დავხედე შემდეგ სასმელს.. ჭიქა შევატრიალე და მოვსვი.. ჭიქა მაშინვე ადგილზე დავაბრუნე და სახეზეც დამეტყო წამიერი უკმაყოფილება, რომელიც სასიამოვნომ მალევე ჩაანაცვლა, რამაც მიბიძგა კიდევ ერთხელ მომესვა..
ამჯერად შედარებით ახლოს დავჯექი..
-რას იტყვი..?
-ეს სასმელი არ არის სუსტი გულის ადამიანისთვის.. ამაში დავრწმუნდი..-ჩაეცინა..
-საშუალება მომეცა და მომპარავდი კიდეც..
-რომ მდომოდა მოგპარავდი..
-რატომ არ მომპარე..?
-სპეციალურად ჩემთვის როდესაც იქნება დასხმული მაშინ დავლევ მთლიანად.. ასეთი მდიდარი ისტორიის მქონე სასმელი ბოლომდე თუ არ გაითავისე რა აზრი აქვს..
-სასმელისებური ფილოსოფია არა..?
-თუმცა ვგონებ კოსმოს ვერ ჩამინაცვლებს..
-სიძლიერის გამო..-ნიშნის მოგებით გადმომხედა..
-თამამი არომატის გამო, კოსმო ჩემი კომფორტია.. მისმინე ნატას საიდან იცნობ..?
-კლასელია ჩემი..
-რას იძახი..
-შენ..
-ერთად ვმუშაობდით დიდი ხნის წინ და ცოტახნით..- დრო არ დამინიშნავს რამდენი ხანი გავიდა სანამ ნატა არ დაბრუნდა, თუმცა ვიცი იატრა მალევე გაიხსნა.. ნატას სიმღერით.. როგორც იტყვიან ხოლმე რაც იცის იცის..
-სამწუხაროდ თქვენს მეგობრობაზე იმავეს თქმა არ შემიძლია..-მის ვითომდა დამცინავ კომენტარზე გამეცინა.. რეალურად კარგი იქნებოდა ახალი საერთო არ გამოგვჩენოდა.. არ ვიცი რას ხედავს ნატა მასში თუნდაც როგორც მეგობარს ან მეტს ვინ იცის.. ვითომ სკოლის ნოსტალგიის და ბავშვურობის ბრალია../? როგორც არ უნდა იყოს დიდად მოხარული არ ვარ მე და მას საერთო მეგობარი გვყავდეს.. რას ვიზამთ..
ზემოხსენებულ საერთო მეგობარზე მეტად ნერვები იმაზე მეშლება ამ ადგილის შესახებ იცის და აქაა.. თითქოს ეს ადგილი ჩემი იყო, ახლა კი ამ სივრცეში მისი ატანა შეუძლებელია.. არ ვამბობ აქ მხოლოდ მე უნდა დავდიოდე, აქაურობა ზოგადად სავსეა ხოლმე საღამოობით, მაგრამ განსხვავება ისაა რომ ჩემთვის სრულიად უცნობები არიან, მცირეოდენი ადამიანური ემპათიისაა არაფერია.. მათ არ ვიცნობ და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს სწორედ ამიტომაც არ მაქვს პრობლემა მათთან ერთად ერთ სივრცეში ვიყო..
საკუთარ თავს შემოვუძახე, ეს პატარა დამთხვევაა, ერთმანეთს აღარ გადავეყრებით.. და მაინც ვინ იცის.. სამწუხაროდ ეს თავად დამთხვევებზეა დამოკიდებული.. დამთხვევები კი საშიში რამეა..
ნატა სცენიდან ბრუნდება, გასაღებს აწვდის და ცდილობს გაიღიმოს, ადვილი მისახვედრია არ ეღიმება.. აშკარაა რაღაც მოხდა.. სევდა სიმღერას დავაბრალე, თუმცა მთლად სიმღერის ბრალი არ უნდა იყოს..
ჯაზის ნაცნობი მელოდები და დღევანდელი დღის ნახევარს ბურუსი ეფინება.. როიალისკენ გამეპარა მზერა და უხსენებელი იქ აღარ დამხვდა.. სადღაც შუა პერიოდში ნატას სევდიანი ჟღერადობის ნაზი ხმით გაიჟღინთა კედლები.. ისევ.. თითქოს ყველამ შეწყვიტა საუბარი და მას უსმენდნენ, მთელი ყურადღებით.. როდესაც დაასრულა დაეტყო უკეთ ყოფნა მაგრამ ეს უხილავი ტვირთი ბოლომდე არ მოშორებია..
საღამო გაგრძელდა და მალევე გავიაზრე მოლოდინის რეჟიმში გახლდით, დავიბენი, წამები ვერ ვიხსენებდი რას ველოდებოდი ასე ძალიან.. და ოო არა.. სერიოზულად სალი.. ? იმედი გამიცრუე.. უკვე მოისმინე და რატომ გსურს კიდევ გაიგონო მის მიერ შესრულებული ნებისმიერი რამ.. თავი გავაქნიე.. ამდენად სულელურმა ფიქრებმა როგორ გამიტაცათქო და ყურადღება შემსრულებელზე გადავიტანე..
რატომღაც გამახსენდა..თუმცა რაღა რატომღაც.. დღეს უტასთან ხომ ვახსენე ნატა სად გავიცანი.. ყოველთვის მეუცნაურებოდა და ვფიქრობდი აი ახლა შენი მომავალი მეგობარი იმ გზას გადის რომლის შესახებაც მოგიყვება როცა დამეგობრდებით.. სადღაც წავიკითხე მსგავსი აზრი და მეფიქრება ხოლმე..
ვერ წარმოიდგენ ვისთან შეიძლება გამონახო საერთო, შეიძლება ახლა იმ ადამიანის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვს, მაგრამ როდესაც გაიცნობ დაუმეგობრდები დაახლოვდებით.. მოგიყვება რა გადახდენია თავს, რა გადაიტანა.. შეიძლება ახლა ამ წამს გადის რთულ პერიოდს და შენ წარმოდგენა არ გაქვს… პატარა ვიყავი როდესაც მსგავს აზრს გადავაწყდი და სიცილით ვთქვი ჩემი მომავალი მეგობრები კარგად უნდა იყვნენ თორემ ახლა მათ დახმარებას ვერ შევძლებ მეთქი.. დარიას გაეცინა..
მე და ნატა საჭირო დროს გადავაწყდით ერთმანეთს, ორივეს გვჭირდებოდა მეგობარი.. სხვანაირად ახლო რომაა შენთან..
მაშინვე გავუგეთ, კომუნიკაცია მეხერხება მაგრამ ასე ახლოს თითქმის არავისთან არ ვარ..
ჰოდა თქვენს მომავალ მეგობრებსაც უსურვეთ მშვიდად ყოფნა და იმ პრობლემასთან გამკლავება რომლის გადატანა თქვენს გარეშე უწევთ..
ფიქრებიდან ნელ-ნელა გამოვერკვიე.. უტა როიალთან შევნიშნე, ახლა უკვე ნათლად ვხედავ თითებს როგორ დაატარებს კლავიშებზე..
Duke Ellington - It Don't Mean A Thing.. აქამდე რატომ ვერ ამოვიცანი.. აშკარად ვერ ვარ დღეს..და მაინც ამ სიმღერას სხვანაირი რიტმი და ენერგია აქვს..
მოიცადეთ.. მხოლოდ როიალს მივშტერებივარ, მე კი ახლა გავიაზრე, გვერდით ვიღაც უდგას და მღერის.. როგორ შეიძლებოდა ვერ გამეგო.. სერიოზულად ვამბობ ტექსტი არ გამიგია.. როიალის ჟღერადობის იქით არაფერი გამიგია.. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რაღაც მჭირს.. იმ ორი ყლუპი საზერაკის ბრალია ვითომ..? საერთოდ რას მთავაზობდა გამესინჯა.. ან იმ იდიოტს რას ვაბრალებ, მე რა მინდოდა როცა ვსინჯავდი.. ანდაც საზერაკი რა შუაშია..
წამოვდექი ჩემი სასმელი თან გავიყოლე და გასავლელისკენ გავემართე, სანამ გავიდოდი მივხვდი სულ სხვა ხასიათის სიმღერით ჩანაცვლდა.. გამოვედი და ზემოთ გავემართე..
სახურავზე.. ისეთი არ არის აქაურობა როგორიც წარმოიდგინეთ.. ბევრ რაღაცას ინახავენ მათ შორის საშუალო ზომის დივანს რომელსაც წლებია ვერაფერი მოუხერხეს და ამ ადგილს შემორჩა.. ამინდებს უძლებს ხან რაღაცას გადააფარებენ და ეგაა..
დივანზე ჩამოვჯექი, მივეყრდენი და ჰაერი ჩავისუნთქე.. დიდხანს ვერ გავჩერდები სიცივის გამო მაგრამ გამოფხიზლება ნამდვილად მჭირდება..
გაუგებარმა სევდამ შემიპყრო, აი ასე რამოდენიმე წამში.. ასეთ დროს კი ჩემი საყვარელი ოთარ ჭილაძის სიტყვები მახსენდება ყოველთვის.. მიუხედავად იმისა რამდენად ჩემია..

“ამ სახლში ისევ უკრავენ შოპენს
და მავთულები ნაცრისფერ ცაში
იჭიმებიან და თითქოს გრძნობენ
რაღაცას დღემდე უცნობს და საშიშს,
სახლში ცხოვრობენ, შრომობენ, უყვართ
და ნებდებიან საყვარელ ხელებს
და ახარჯავენ ერთმანეთს უხვად
მას, რაც ისედაც გაქრება მერე.
და სურვილებიც ჩნდებიან ისევ
და ძველ სურვილებს აგლეჯენ ღვედებს,
და აღარ თვლიან სიცოცხლის ღირსად
და სულის მაღალ კედელებთან ხვრეტენ.
მაგრამ ზამთარში ღამდება ადრე
და ღამე შუბლით აწვება კარებს,
გარეთ კი ამტვრევს პროტესტის ჭადრებს
იანვრის ქარი... და ცივა გარეთ.
და მავთულებიც რაღაცას გრძნობენ,
რაღაცას, დღემდე უცნობს და საშიშს,
და ნუგეშივით უსმენენ შოპენს,
დაჭიმულები ნაცრისფერ ცაში.”

კიბეებს ნელა მივუყვები.. იმდენად მძიმედ მგონია ჩემს თითოეულ ნაბიჯს გამაყრუებელი ხმა სდევს თან.. გასვლას ვაპირებდი თუმცა ნატა მაჩერებს..
-დაუმშვიდობებლად რატომ მიიპარებოდი..?
-მაპატიე..
-კარგი რა სახე გაქვს და რას მებოდიშები, ვერ ხარ ხოო ხასიათზე..
-დაღლილობის ბრალია..
-რითი მიდიხარ..?
-ტაქსით..
-უტას იმდენად ვერ იტან, არ შეგიძლია ახლა გაყვე..?
-მიყვარხარ ნატ მაგრამ მოდი დავა არ გვინდა.. არ მაქვს სამაგისო განწყობა..
-კარგი, უბრალოდ მომწერე როცა მიხვალ..
-კარგი..სანამ წავალ, ახლა მე თვითონ არ შემიძლია, იცოდე ჩვენ ვილაპარაკებთ..
-რაზე..?
-რის გამოც დღეს ასეთ მდგომარეობაში ხარ, რადგან იღიმები ნუ გგონია შენს ნამდვილ შინაგან მდგომარეობას ვერ შევამჩნევ..
-სალი..ახლა მეც არ შემიძლია ლაპარაკი..
-ვიცი მაგიტომ არ ვიწყებ საუბარს, ოღონდ არანაირი სალი.. სახლში მივალ და მოგწერ, შენც მომწერე, უტა მიგიყვანს როგორც ვხვდები.. ნატ ამასაც გადაიტან ხომ იცი..
-ვიცი..
-თან მინდა გახსოვდეს რომ შენს გვერდით ვარ.. ვალდებული არ ხარ მარტო გაუმკლავდე, გყავს ადამიანები გვერდით.. მე გყავარ..
-ვიცი, მადლობა..
-რა მადლობა გოგო მეგობრები ვართ.. მშვიდობიანი ღამე..
-ასევე..
. . .
-მაინცდამაინც გასწორებული ზედაპირი უნდა..?-ისედაც უჟმური გამომეტყველების მქონემ მოახერხა მეტად გაემძაფრებინა ეს გრძნობა და სახეზე გამოეხატა..
-მოთხოვნაა ასეთი..-მხრები ავიჩეჩე..
-ეზოს აწევა, ძვირი დაუჯდება..
-რას ვიზამთ..
-სალივან 25 მეტრიანი ვარდნაა, თან როგორც კი ნაკვეთზე შემოდიხარ.. -ხელებით მიმანიშნა..
-იქნებ გამარკვიო ამ დროს რა ხდება..?
-ძალიან დიდი პილონები უნდა ამოვწიოთ, რადგან შეიქმნას ზედაპირი/ ეზო..
-ბეტონი უნდა დაისხას..
-ყველაფერს რომ თავი დაანებო კონსტრუქციაზე დიდი მუშაობა იქნება საჭირო..გასათვალისწინებელი დეტალები ჩაინიშნე..?-მიმართა ასისტენტს..
-დიახ.. თუ სხვა არაფერი უნდა დამავალოთ შემიძლია წავიდე..?
-კიი რა საკვირველია.. -რადგან თავისი მანქანით გახლდათ, დიდად არ მიფიქრია გზას როგორ გაუდგებოდა..
-კიდევ ერთხელ შევათვალიეროთ და წავიდეთ..-თავი დამიქნია..-და მგონი დღეს დავასრულეთ..
-ოფისში აპირებ დაბრუნებას..?
-ნატას უნდა ვესტუმრო..
-მისამართი ჩემთვის ცნობილია..
-ამიტომაც გდებ ამ უდიდეს პატივს და მიმიყვან..
-აა პატივს..//? როგორც ჩანს დღეს განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე ხარ..
-ამ თითქმის უკაცრიელ ადგილში სხვა ვარიანტი რომ მქონდეს არ დავფიქრდებოდი..
-დარწმუნებული ვარ..
-მოიცადე..
-რა მოხდა..
-ნახაზი ჩემსკენ გადმოწიე.. ამას შეხედე..
-იქნებ დაკონკრეტდე..
-აი ნახე შესასვლელი ამ მხრიდან უნდა იყოს..
-მერე რა..?
-უკანა ეზოებზე დიდი ყურადღება არაა გამახვილებული ამ დროს აქეთ ნახე ჩრდილოეთისკენ იყურება.. მზე სახლში საერთოდ არ შევა..
-უკანა ეზოებზეც უნდა მივხედო..?
-მოგიწევს..
-კარგი ამაზე დავიწყებ მუშაობას, თუმცა წასვლის დროა, ნატა არ ვალოდინოთ..
-აქ თ რა შუაში იყო.. ?
-წავიდეთ წავიდეთ..
-მაქანა გასაყიდად რატომ გაქვს გამზადებული..
-საიდან მოიტანე ეგ სისულელე..
-ზედმეტად მოწესრიგებულია, თითქოს ადამიანი არ მჯდარა..
-ეგ რას ნიშნავს..? ვუფრთხილდები..
-არა, იდენტობა არ აქვს, ვერავინ მიხვდება რომ შენია, რაღაც შენი ხომ უნდა ჰქონდეს..
-მომწონს ისე როგორც არის და მოდი ასე სიჩუმეში ვიმგზავროთ.. ორივესთვის აჯობებს..-როგორც იქნა მივაღწიეთ ნატას სახლამდე, ფანჯრიდან გადმოიხედა თუ არა თვალები გაუნათდა..მანქანიდან გადმოვედი, უტა უკვე წასვლას აპირებდა, ნატამ გააჩერა..
-სად მიბრძანდები..?
-მეგობარი მოგიყვანე ჩემგან რაღა გინდა..
-შენ რას მიკეთებ ამოდი შენც..
-არ უნდა..
-უტას ვინ ეკითხება..
-სხვა დროს შემოგივლი..
-მაგრად მაწყენინებ, ვინ იცის მერე რა მემართება..
-როგორ გიყვარს დრამატიზება, კარგი 5 წუთით..-თვალები ავატრიალე და ნატას სახლისკენ დავიძარი.. კარგი, თ შეგიძლიათ მიამატოთ..
-მობრძანდით, თან ამოთქვით ჩაი ყავა.. რისი განწყობა გვაქვს..?
-აქ შენს მომსახურებას უარვყოფ და ჩემს თავს თავად მოვემსახურები ხომ გახსოვს..?-ღიმილით ვუთხარი და როგორც კი ზამთრის ჩვეული აღჭურვილობა მოვიშორე შესასვლელში, სამზარეულოსკენ წავედი..
-რა მალე გაშინაურდი..
-ახლო მეგობართან გაშინაურება აღარ მჭირდება..-წყალი დავადგი, ყავა ისე მჭირდება როგორც ჰაერი..-ნატ გინდა რამე..?
-ყავისთვის შენ გელოდებოდი.. უტა რას დალევ..?
-ამის გაკეთებულს არაფერს..
-ჩემზე “ამის” თქვი../? გირჩევნია წესიერად მესაუბრო..
-იცი რა კარგ ყავას აკეთებს..?
-მომწამლავს, რა გაცინებს მომწამლავს, გინდა ახლა შენ მეგობრის დაკარგვა..?
-თქვენ ახლა.. სალი მისმინე.. ორივე ნეიტრალურ ტერიტორიაზე ხართ.. ასე რომ ბარემ ამასაც გაუკეთე შენი გემრიელი ყავა.. ოღონდ არ მოწამლო..-საერთოდ ამ თავხედისთვის ყავის გაკეთებას არ ვაპირებდი, მითუმეტეს მოწამვლას მაგრამ რადგან ახსენეს იქნებ..
-არა სალი ახლა შენი გამოხედვა ჩემთვის ნაცნობია შენ ფიქრებსაც ვცნობ.. ნუ ფიქრობ უტას მოწამვლაზე..
-კარგი სხვა დროისთვის გადავდებ.. -ხელი იმედგაცრუებით ჩავიქნიე, ამასობაში წყალი გაცხელდა.. მე და ნატა სულ ვლაპარაკობთ იმაზე, ყავის აპარატის ყიდვას რომელიმემ მაინც დავადგათ საშველი, ბოლოს მაინც არაფერი ხდება..
-ესეც ასე.. ეს შენ, ეს შენს მეგობარს..-შავმა ღრუბელმაც გამომართვა.. ჭიქას დახედა, შემდეგ ისევ მე შემომხედა ისევ დახედა და ისე რომ ნატასკენ არც გაუხედია ჭიქა გაუწოდა..
-რა გინდა..?
-გამიცვალე.. მაინც არ ვენდობი..
-თუ მოწამლულია გინდა მე დამემართოს რამე..?
-გამოდის საკუთარი მეგობრის არ გჯერა.. თუ მოწამლულია გაგაჩერებს..
-დავლიო..?
-ნება შენია..-მზერა უტასკენ მივმართე, ოდნავ ჩამეღიმა მის პატარა თეატრალურ გამოსვლაზე მაგრამ უფრო იმაზე მის ადგილას მეც მასე მოვიქცეოდი..
ბოლოს ჭიქები გაცვალეს და იმდენად სიმშვიდით მოცულმა განაგრძო ყავის დალევა, თითქმის დავრწმუნდი მის თეორიაში, ყავაში საწამლავი გავურიე.. ჭიქა გაუცვალა და დამშვიდდა.. იდიოტი..
-რას იტყვი..?
-წავა გაჭირვებაში..
-ბოდავ რაა, ძალიანაც გემრიელია..-ამ დროს ჩემი ტელეტონის ხმაც გაისმა..
-გისმენ..მეგობართან ვარ დეე.. ხომ გითხარი..მეილზე..?? რაო მამაშენმა დროებით სოციალური ქსელის გამოყენება ისევ აგიკგრძალაა..? ამჯერად რა დააშავე.. კარგი გადავამოწმებ.. მეც მეც.. ჭკვიანად..
-რაო რა მინდაო..
-სკოლასთან დაკავშირებით ჩემი დახმარება სჭირდება..
-შენი შვილი შენნაირია, რაღაც სერიოზული დააშავა ალბათ..
-სალის არ..
-სალის არ ძალუძს ასეთ პოვოკაციულ სიტყვებს წამოეგოს..-თვალები დავუბრიალე ხმა არ ამოეღო.. მიხვდა შინაარს მაგრამ მიზანს ვერა და ცოტა დაბნეულმა თავი დამიქნია..
-მართალია, ისე უტა თქვენი კინკლაობების არ ვიცი და შენ სალის როგორც დედას არ იცნობ.. ძალიან მზრუნველი დედაა..
-ვერ შევატყვე..
-ქმარიც ისეთი კარგი ჰყავს..
-საწყალი.. სანამ გაჰყვებოდი ანგელოზად აჩვენებდი არაა თავს..
-შენ წარმოიდგინე ისეთი ვუყვარვარ როგორიც ვარ..
-კარგი ნერვების პატრონი ყოფილა..
-თან ისეთი სიმპათიური-ნატამ ღიმილით გადმომხედა, ერთია არ დამაბეზღა მეორეა ამყვა..სიცილს ძლივს ვიკავებ როგორც ცდილობს უტა ჩემი არარსებული ოჯახის მიწასთან გასწორებას..-მოკლედ ძალიან კარგი წყვილია, ვერ წარმომიდგენია სალი სხვა კაცთან..
-აჭარბებ..
-ნახე წყვილი და მერე ილაპარაკე..
-თუ გამაცნობს ქმარს..
-დაკავებული გახლავს, აუცილებლად გამონახავს დროს..-მთელი ირონიით თითქოს გულით ვეპატიჟებოდე..
-ისე ცოტა უჟმური კია, მაგრამ ეწყობიან ერთმანეთს და ვინ ჩივის არაა..?- როგორც ვატყობ ნატა ეშხში შევიდა ჩემს არარსებულ ქმართან დაკავშირებით ისტორიების მოყოლაში და დროა გავაჩერო..
-ნატ მგონი საკმარისია ჩემი ქმრის ქება დიდება..
-ჩემი წასვლის დროა, მეჩქარება, სხვა დროს შემოგივლი..-ნატა დაემშვიდობა გააცილა და როდესაც კარების დაკეტვის ხმა გავიგე მაშინ დამარტყა გონებაში.. სასწრაფოდ გასავლელისკენ გავიქეცი უცებ ჩავირბინე კიბეები და ახლად დაქოქილ მანქანას შევუხტი ფაქტობრივად..
-გოგო შენ სულ გადაირიეე, გაგიტანე კინაღამ..არ ხარ შენ ნორმალური არაა..
-ნივთები დამრჩა..
-ისე რომ გამაჩერო არ შეიძლებოდაა.. კინაღამ ახალი შარი ამკიდე..
-ნუ ადრამატიზებ, არაფერი მომხდარა..- ვიცი მოხდა, მაგრამ ამასთან არ ვიმჩნევ..
-ჩქარა აიღე შენი ნივთები და მიბრძანდი, მაყოვნებ თუ ვერ ხვდები..
-თითქოს მე მინდოდეს შენთან დროის გატარება, დამატებით 5 წუთით..- დასარჩენი პატარა ჩანთა ავიღე და გავიაზრე, ჩემი ყელსაბამი არ მიკეთია, არადა მახსოვს მანქანაში ჩაჯდომამდე მეკეთა..
-რას ეძებ ასეთი გამწარებული..?.
-ჩემი ყელსაბამი..
-ყელსაბამი..?
-ვან გოგის. კი არადა მზესუმზირების.. აქ ჩამომივარდებოდა.. -ახლა წინა კარი გამოვაღე..-რას მიკეთე, მომაძებნინე..
-შენი ნივთი შეგიძლია დამოუკიდებლად მოძებნო..
-გინდა მალე წახვიდე დანიშნულების ადგილას თუ არა, ჰოდა მომაძებნინე..
-ასე ძალიან რატომ განიცდი ქმრის ნაჩუქარია..?
-შენ წარმოიდგინე არა.. მომაძებნინე..-და რა თქმა უნდა არსად ჩანს..
-დარწმუნებული ხარ, სადმე სხვაგან არ ჩამოგვარდნია..?
-მნიშვნელობა აღარ აქვს, აღარ შეგაყოვნებ..-კარგი უიმედოდ მივუჯახუნე და ნატასკენ გავემართე, ვიცი ყელსაბამის გამო ისე არ უნდა ვიქცეოდე თითქოს ცხოვრება თავზე დამენგრა მაგრამ ჩემთვს მნიშვნელოვანი იყო..
-რისთვის გაქანდი მოხდა რამე..?
-ისე ნუ მეკითხები თითქოს ფანჯრიდან არ მითვალთვალებდი..
-კარგი შეიძლება მართალი ხარ..ისე არ გშია პირდაპირ ყავას რომ მიადექი..?
-ახლა მომშივდა ცოტა არ იყოს..
-ჰოდა გავაკეთოთ რამე..
-მოგეხმარებოდი რამე მაინც მეხერხებოდეს..-თავი მოვისაწ...... გაეცინა..
-მიყურე მაინც და ესე ნუ მიმაგდებ..
-ძალიან კარგი გეგმაა..აბა რას მიმზადებ..?
-დასაწყისისთვის კარტოშკაზე რას იტყვი..
-დასაწყისისთვის თანახმა ვარ..
-შენ ვერ შეამჩნიე და კარტოფილი წინასწარ მქონდა გათლილი, უცებ დავჭრი და უცებ შევწვავ..
-ნეტა მეც მეხერხებოდეს ესე უცებ უცებ რაღაცების გაკეთება.. რამდენჯერაც რამე ვცადე იმდენჯერ გადასაგდები გამოდგა..
-როგორც ბებიაჩემი ამბობდა თუ ცოცხალი ხარ პრობლემას მოევლებაო..
-არა მგონია ოდესმე რამე გავაკეთო და ცხოველების გარდა ვინმე სულიერმა პირი დააკაროს..
-ეგეთი განწყობა რომ გაქვს მაგის ბრალია, საკუთარი თავის თუ არ გჯერა ვერაფერს გააკეთებ..
-მართალი ხარ ისე ნატაშ.. არ გინდა იმის მოყოლა დაიწყო იმ დღეს რა გჭირდა..? ხომ გითხარი მოგაყოლებთქო..
-მე მეგონა დაგავიწყდებოდა..
-კიი მეგობარს რამე უჭირდეს და მე მივაყურადო..? ვინ გგონივარ საინტერესოა..
-ისეთი არაფერი.. ერთთან დავიწყე შეხვედრა, ოღონდ ოფიციალურობამდე არ მივსულვართ.. ვეღარ ვიშორებ.. მაშინაც მაგან დამირეკა, ამ ერთხელ შემხვდი და თავს გაგანებებო.. არ ვიცი როგორ გაგრძელდება..
-აქამდე რატომ არ მითხარი..?
-სერიოზული არაფერი იყო და იმიტომ.. იმ მომენტისთვის..
-ვინ არის არ ვიცნობ..? მიდი ფოტო მაჩვენე..-ტელეფონი გადმოიღო და როგორც კი ეკრანი მომიტრიალდა პირი ღია დამრჩა..
-რა იყო იცნობ..?
-ჩემი უფროსის შვილია..
-რაა..?
-კიი შენთან მიხსენებია ცოტნე..
-არ არსებობს..ეს ის ცოტნე მაშინ..
-ის არის.. და საერთოდაც არ მიკვირს რომ აგეკიდა.. მე სულ ვცდილობ თავი ავარიდო..
-იმედია შემეშვება..
-შენ მაქსიმალურად იფრთხილე, არ იფიქრო მე არ დამემართებაო, არავინ ვართ დაზღვეული..
-ვეცდები..
-მაშინ რამე გითხრა ისეთი ?
-არ ვიცი არაფრის მომცემი საუბარი გვქონდა, საშინელ განწყობაზე დამაყენა..
-ცოტნეს გამო ნერვების მოშლა არ ღირს, არ გესწავლება..
-ხანდახან საკუთარ თავს რომ შემოვუძახო ენერგა არ მაქვს, თითქოს არაფერი შველის..
-მერე მე აქ რისთვის ვარ.. შენ ახლა კარიერაზე უნდა კონცენტრირდე.. ხალხს უყვარხარ..
-აბუქებ..
-საქართველოში ასე თუ ისე გიცნობს ხალხი, ახლა მოუკელი ვიდეოების ატვირთვას თორემ.. დამიჯერე გისმენენ.. იატრაშც ბევრი შენს მოსასმენად დაიარება..
-ამერიკაში მინდოდა წასვლა მაგრამ ალბათ ამას უნდა დავჯერდე..
-სანამ რაღაც ოცნებას აიხდენ იმით დატკბი რაც გაქვს, ამ პროცესით..
-ვერ ვხვდები თავს რატომ ვიუბედურებ, როცა შემიძლია ცხოვრებით დავტკბე.. თითქოს ყველაფერი მაქვს ამისთვის და მე მაინც უბედურად ვგრძნობ თავს..
-ბედნიერება დეტალებშია ნატა, ყოველშემთხვევაში ჩემთვის.. ახლა ხომ რეალურად იმას აკეთებ რაც გიყვარს, ანუ მუსიკას.. ყოველდღე იატრაში მღერი.. საყვარელი ადამიანებით ხარ მოცული.. ამ კუთხით შეხედე ცხოვრებას.. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს მასკა ჩამოიცვა და თავი ბედნიერად მოაჩვენო, უბრალოდ შეამჩნიე პატარა ბედნიერებები შენს ყოველდღიურობაში..
-ნეტა შენნაირად შემეძლოს საკუთარი თავის ხელში აყვანა.. მოუშორებელი სევდის გარეშე.
-ყველა ჩვენს სევდასთან ერთად დავაბიჯებთ.. მათ შორის მეც.. მე ჩემს შინაგანი ბრძოლები მაქვს შენ შენი.. ერთი თქმით მარტივია ვიღაცის ადგილას წარმოიდგინო თავი და თქვა რა მარტივი ცხოვრება აქვსო, რეალურად მისი ცხოვრებით იცხოვრო შეიძლება 3 დღე ვერ გაქაჩო.. შენ არ იცი ვის რისი გადატანა უწევს ყოველდღიურად, ის ადამიანი იმას გაჩვენებს რაც უნდა, ეს კი არ ნიშნავს რომ მთლიან სურთს ხედავ..
-ჰოო ამაზე არ ვფიქრობ ხოლმე, თუმცა ისეთი განცდა მაინც მეუფლება თითქოს მე რომ განვიცდი თუნდაც წუხილს ისე არავინ ამქვეყნად, არადა ბევრი უარესად გრძნობს თავს..
-უფლება გაქვს შენი განცდები ბოლომდე შეიგრძნო და გაიაზრო.. თუნდაც სევდა წუხილი, მთავარია მათი გაშვება დროულად შეძლო..
-ნეტავ ხელში ქვიშა რომ გიყრია ხელს გაუშვებ და ჰაერშივე იფანტება ასეთივე სიმარტივით ხდებოდეს..
-რეალურად მეც მინდა ცოხვრება 2 x 2 ვით იყოს მაგრამ არ არის.. ყოველდღირად ზუსტად რომც გაწერო გეგმა რას გააკეთებ, იმდენი გაუთვალისწინელებლი რამ ხდება.. სიმარტივე გვავიწყდება, ყველას თავისი გეგმა აქვს და ვერ ვემთხვევით., ჩვენივე დაწერილ გეგმას რომც მივყვეთ ახლა ჩვენი გრძნობები არ მოგვდევენ სათანადოთ და ასე.. ერთი დიდი არეულობაა..
-როგორი მიხარია შენი დარჩენა, ისე მამშვიდებს ხოლმე შენი საუბრები, მჭირდებოდა..
-ყოველთვის მიხარია მეგობრისთვის გამსადეგი თუ ვარ..
-ნელნელა ყველაფერს დავალაგებ.. აირევა ისევ..
-შენ რა წარმოდგენაც გაქვს შენს შესაძლებობებთან, რეალობასთან შედარებით არაფერია.. ბევრად ბევრად მეტი შეგიძლია და შენი თავი ჩარჩოებიდან გამოიყვანე..
-ვნახოთ რაღაცა იქნება..
-რაღაც ნამდვილად იქნება..
-ახლა შენზე გადავიდეთ..
-რას გულისხმობ..?
-მაგალითად რატომ გძულს ასე უტა..
-არ მძულს, ასე მარტივად, არ მეჭაშნიკება.. უბრალოდ გულზე არ მეხატება..
-რაც მე ვნახე მაგაზე მეტი იყო..საერთოდ როგორ შეხვდით..?-ავარიის ამბები მოვყევი..-არ არსებობს..
-დიახ ეს იყო ერთი ნახვით არ მოწონება..
-რა ირონიაა, ერთად მუშაობთ, ფაქტობრივად პარტნიორები ხართ..
-ჩემი ტკივილია.. ყოველდღიურად მოტივაციას მინადგურებს სამსახურში წასვლის და საქმის კეთების..
-კარგი ადამიანია არადა, იმდენჯერ დამხმარებია, ძმა რომ მყავდეს უტასგან ვერც გავარჩევდი ალბათ.. დაიცადე უკეთესად გაიცნობ და იქნებ აზრი შეიცვალო..
-არა მგონია, ესე მინიმუმამდე დაყვანილი ურთიერთობა მირჩევნია.. ეს პროექტი მოვრჩეთ და სულ რომ გამათავისუფლონ ამასთან აღარ ვიმუშავებ..
-ვნახოთ, ესე შორიდან კი ჭიკჭიკებ მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა ვინ იცის რას იზავ..
-თავად ნახავ..
-ამასობაში კარტოშკა მზადაა..
-მითხარი გემრიელი ტყემალიც თან მაქვსო და რაღა მომკლავს..
-თავისთავად.. მაცივარშია, ინებე ადექი და დადე მაგიდაზე..
-აი ეგ შემიძლია..
. . .
ისევ წარწერა ამჯერად პატარა ყუთთან ერთად.. ეს რაღაც ახალია.. ფურცელი ავიღე და კითხვა დავიწყე.. “ როგორც ოთარ ჭილაძემ თქვა : “მიჩვეულს ნუ გადააჩვევ და მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ, ამაშია ადამიანის ბუნების მთელი საიდუმლო.”
ჰოდა გიბრუნებ შენს დაკარგულ მზესუმზირების ყელსაბამს, მათი დანაკლისის გამო მეტად რომ არ იყო შარზე და მეც მეტად არ მომიშალო ნერვები.. “
ყუთი გავხსენი და ჩემმა ყელსაბამმა ამოანათა.. სამსახურში არ ვიყო და ხტუნვასაც დავიწყებდი სიხარულისგან.. მაშინვე გავიკეთე, ცოტა არ იყოს წვალებით მაგრამ მაინც..
ფურცელი უჯრაში ჩავდე ცარიელ ყუთთან ერთად და მუშაობა განვაგრძე.. როგორც კი შესვენების დრო დადგა და შევნიშნე როგორ გავიდა უტა მაშინევ კალამი წებოვან ფურცელთან ბარათთან ერთად მოვიმარჯვე.. ოთახი დავტოვე და მის კაბინეტში შევიპარე იქვე ლეპტოპთან მივაკარი და მალევე გამოვედი.. ამ რამოდენიმე წუთის განმავლობაში მოვასწარი კინაღამ ამომვარდნოდა გული საგულედან, თითქოს მსოფლიო კრიმინალურ დანაშაულს ჩავდიოდე..
შესვენების დროს ყავას დავეშურე, სართულის და შენობის დატოვება ხომ მესიკვდილება ამიტომაც მადლობელი ვარ ამავე სართულზე მაინც მომეპოვება ყავის აპარატი.. ზოგადად მწარეზე მწარეს და ძლიერ შავ ყავას ვეტანები მაგრამ ამჯერად ლატეს ვჯერდები.. დღეისთვის მერამდენე ჭიქაა არ მკითხოთ, ეს ისე თქვენ რომ მშვიდად დაიძინოთ და თავი არ გააქნიოთ ტყუილ უბრალოდ არ არის ნორმალურიო.. არ ვარ მაგრამ მაინც..
არ ვიცი უტას ალბათ საქმე გამოუჩნდა აღარ დაბრუნებულა, ამიტომაც მის ასისტენტს შევუარე როგორც კი დაბრუნდა..
-შეირგე შესვენება..?
-საკმარისი არასდროსაა..
-გეთანხმები.. მოკლედ თავი რომ არ მოგაწყინო, ეს საბუთებია რომელსაც მინდა ჯერ შენ გაეცნო და კომპანიას გადაუგზავნო, მითითებულია..
-გასაგებია, როგორც კი შევძლებ..
-მადლობა დიდი..
-ბატონ უტას ყელსაბამი მალე დაუბრუნებია..
-შენ საიდან იცი..
-ობიექტზე არ დაგრჩა..?
-შენ ხომ..
-ვითომ მივდიოდი მაგრამ ჩემი ყოფნის საჭიროება გახდა და მივბრუნდი.. ოდნავ მოგვიანებით ბატონი უტაც დაბრუნდა, მე მეგონა რამე საქმე ჰქონდა მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა მაგ ყელსაბამს ეძებდა.. როგორც კი იპოვა ოდნავ წასცდა ღიმილი.. და უკან დაბრუნდა..
-გინდა მითხრა, ჩემი ყელსაბამის გამო ობიექტზე დაბრუნდა..?
-კი და მალევე არ უპოვია, ამბობენ ერთმანეთს ვერ იტანენო და თუ ვერ იტანთ ერთმანეთს, ამას ხომ არ გააკეთებდა..
-კარგი, ამაზე დიდად სხვებთან თუ არ ისაუბრებ დამავალებ..მშვიდობიანი დღე..
-ასევე..-სამუშაო მაგიდასთან დავბრუნდი, მინდა საქმეზე ვკონცენტრირდე თუმცა მაინც მეფიქრება.. რატომ შეიწუხა ასე თავი.. რა მოეპრიანა..
ჩემს გარშემო ღრუბლების არმია თავის გაქნევით გავფანტე და ვეცადე მაქსიმალური კონცენტრაციით სამუშაოს იქით არაფერზე მეფიქრა.. რამდენად კარგად შევასრულე საკუთარი თავის მიერ დაკისრებული, ეგ ჯერ საკითხავია..
მგონი პირველად სამუშაო საათი როგორც კი დასრულდა სასწრაფო წესით დავტოვე შენობა, დარიამ მიმიწვია დღევანდელ შეკრებაზე, ნატაც და კიდევ ვინ იქნება არ ვიცი.. ვივახშმოთ და კარგ ღვინოსაც დაგალევინებო.. სიმართლეს თუ ვიტყვით ღვინომ მძლია თორე ისეთი დაღლილი ვარ სად ვიყავი მისაკონწიალებელი..
-დაო ჩემო, შენი უძვირფასესი და გეწვია სტუმრად.. სად ხარ..?-როგორც ჩანს ბოლო მივსულვარ.. შემომჩერებიან დარია, სიძე, ნატა და უტა.. ჯერ კიდევ იმის გარკვევაში ვარ აქ რა ჯანდაბას აკეთებს..
-რას გაშეშებულხარ, მოდი ჩამოჯექი..
-სუფრის გაშლა მალე დასრულდება..
-ნატ შენც დაგასაქმა ჩემმა დამ ხომ..?
-თავი დავისაქმე..
-როდის თქვენ დამირეკეთ ასე დავაგვიანე..?
-შენ წარმოიდგინე..
-საშინელი საცობი, თუ არ მოვკვდებოდი.. ჩემი ბრალი არაა..
-ყოველთვის აგვიანებ და შენი ბრალი არასდროსაა..-უტას კომენტარს ვაიგნორებ..
-მოიცადე სულ გამომრჩა, თქვენ ერთმანეთს იცნობთ?
-თანაც როგორ იცნობენ..
-აბა გამარკვიეთ აქ რა ხდება..?
-თანა მეავარიე და თანამშრომელი..
-მოიცა რაა.. შენ ავარიაში მოყევი.. და უტა..
-კი კი და კი შეგვიძლია ამაზე არ ვილაპარაკოთ..? არაფრის თავი არ მაქვს..
-როგორც გენებოს..
-თქვენ საიდან იცნობთ..?
-ჩემი ძმა და მეგობარი..
-მოიცადე, სიძე შენი მეგობარია..?
-გახლავარ..
-შვილო გამოაღწიე ოთახიდან..?
-დეე მეგონა სახლში არ იყავი..-მივაჭერი დაჩისთან და ჩვენებური ხელისჩამორთმევა განვახორციელეთ..
-ამ ბოლო დროს უკვე ცუდად ხუმრობ დეიდ..
-შენ რომ მაოფიციალურებ კარგია..? თან ისე მივეჩვიე, შენც მოგიწევს შეჩვევა..
-ბავშობიდან ისე უყვარხარ გენაცვალე, ერთხელ მეუბნებოდა შენ წადი სალი დარჩესო..-ამ დროს გამახსენდა, უტას ჰგონია ქმარი და შვილი მყავს.. მზერა გავაპარე, იმდენად განრისხებული მზერით მიყურებს სადაცაა მის თავზე წყალი ადუღდება..
გაქცევა მოგინდება კაცს, ოღონდ ახლა ისე ვარ ხუთ ნაბიჯში გადავიქცევი, მოკლედ მაგასაც არ აქვს აზრი..იქვე გავფორთხიალდები..
ნატა ჩუმად ხითხითებს და თავს ძლივს იკავებს ბოლო ხმაზე არ დაიწყოს ხარხარი..
-არ დავსხდეთ..?
-ვიღაცას არ შიოდა..
-იქნებ მომშივდა..- როცა მივედი დიდად არც არაფერი აკლდა, მალევე დამთავრდა სუფრის გაშლაგამოშლა.. ჩემს წინ დაბრძანდა .. ცოტა შორს მაინც მოუწია, ვინღა ჩივის რამეს..
-თქვენ თანამშრომლები ხართ..ანუ გაქვთ შეხება..?
-სამწუხაროდ იმაზე ხშირად ვიდრე სასურველია..
-ისე ამბობ თითქოს მე მიხაროდეს.. - თვალები ავატრიალე..
-მიდი გადაიღეთ რაა..
-უფრო ადრე რატომ არ დამირეკე..-მივუბრუნდი ჩემს დას..
-მზადების პროცესში ვიყავით დაო ჩემო..
-შენ ხომ არ დაგირეკავდა საჭმლის მომზადების პროცესში..
-დაგეხმარებოდით..
-ყურებით და ხანდახან ინგრედიენტების მოპარვით.. კიი როგორ არა..
-სახელი ტყუილად გამიტეხეთ..
-ვცდები..?
-არა მაგრამ მაინც..
-არ მიკვირს მზადება არ გეხერხებოდეს, ისეთი მოუხერხებელი ხარ..
-და შენ რა გამოგდის..?
-სხვათაშორის უტა საკმაოდ კარგად ამზადებს..წარსულში ხშირად შიმშილისგან გადავურჩენივარ..
-ამისი გაკეთებული და გემრიელი..? კიი მჯერა..
-შენსას ათასჯერ აჯობებს რომ იცოდე..
-გეგონოს..
-დაო მიყვარხარ მაგრამ სამზარეულოში რამე თუ არ დაწვი ან გტეხე ისე ვერ ისვენებ..
-ვის მხარეს ხარ შენ..?
-აქ მხარეები რა შუაშია..
-თავშია..
-ხელები გადააჯვარედინოს და ორი წლის ბავშვისგან ვერ გავარჩევ..ოო პატარავ არ იტირო რაა..-მთელი ირონია ჩააქსოვა, თავი მართლა ორი წლის ბავშვად ვიგრძენი, წაქცევის შემდეგ ამშვიდებენ..
-რითი დამამშვიდებ, მიდი მითხარი, იქნებ მართლა აღარ ვიტირო..
-შენი დამშვიდებაღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის..
-ცოტაც დააცადეთ, ეშხში როცა შევლენ მერე უფრო სახალისოა.-ნატამ ისე გადაულაპარაკო ცოლ-ქმარს გეგონება ჩვენ არ გვესმოდეს.
-ერთად პირველად არ ხედავ აშკარაა..
-მქონდა პატივი..
-ისე რა უცნაურია, ნატა შენი კლასელი იყო და შენი მხრიდან არ ვიცნობდი..
-როგორი ძვირფასი ადამიანები გვაერთიანებენ და არ გვცოდნია..
-გეთანხმებით, ისე მაინც ვერ გავიგე შენ და ბაჩანა სად ხართ გადაკვეთილნი..
-მე და ბაჩანა ბავშვობიდან მოყოლებულნი ერთად ვართ..
-იყო დისტანციები მაგრამ მეგობრობა არ დაკარგულა..
-ნამდვილი მეგობრობა არც დაიკარგებოდა..
-ცდები..-რა თქმა უნდა, ჩემს აზრს გამოესარჩლა..
-ვცდები..? ვითომ რატომ..
-ძალისხმევა თუ არ მიაშველე ისეთ დროში ვცხოვრობთ, ადვილად დაკარგავ კონტაქტს ადამიანთან..
-თუ შენთვის ადამიანი მნიშვნელოვანია, ადვილად რანაირად უნდა დაკარგო..?
-დრო თუ არ გამონახე, ნელ-ნელა ჩამოშორდები..
-წარმოუდგენელია..
-წარმოუდგენელი რა არის..? მეგობრები არ გაგიშვია ან ახლობელი ადამიანები..?
-მარტივად არასდროს.. მოიცადე შენთვის უცილებელია ყოველდღე წეროთ ან ურეკოთ..?
-ყოველდღე არა მაგრამ წელიწადში ერთხელ თუ ვეკონტაქტე. მეგობრობის აზრს ვერ ვხვდები..
-ჩვენ ხომ არ დაგტოვოთ, მგონია გვერდითა მაგიდიდან პაემანზე მყოფი წყვილის კამათს ვისმენ..
-სიძე არ გინდა შენი სანაქებო ღვინო დამისხა..?
-შენ ახსენე და დაგზარდები..?-მადლობა თითქმის ჩურჩულთ რატომ გადავუხადე არ ვიცი მაგრამ ღვინის დალევა დავიწყე, იქნებ მაგან მაინც მომიყვანოს ხასიათზე.. თუმცა ძირითად შემთხვევაში სასმელი განწყობას არ მიცვლის თუ წინაპირობა ამდენად საშინელია..
როგორმე ისე მორჩეს ეს საღამო, ამ იდიოტმა არ შემომიტიოს უკვე დალეულ მეს და გადავრჩები..
. . .
-უტაა რაღაც დაგაგვიანდა..
-ნატა ისეთი დაღლილი ვარ გონება არ მიმუშავებს..
-მუშაობა კარგია, თუმცა დასვენებაც საჭიროა..
-აქ რისთვის ვარ, ჯაზი ცოტას გამომაფხიზლებს, ის თუ არ..
-არ იდარდო სალი.. თუ სალივანი როგორც შენ უწოდებ, დღე არ იქნება..
-რატომ..?
-ვერ გეტყვი, მხოლოდ ეს ვიცი დაზუსტებით, არ იქნება..
-ძალიან კარგი..
-აღიარე ელოდებოდი..
-შენი მეგობარია და აქ ხშირად დადის, რა გასაკვირია ველოდებოდე აქ გამოჩნდეს..
-არა მე სხვანაირ ლოდინს ვგულისხმობ, თითქოს გული დაგწყდა..
-კარგი რაა, პირიქით, ენერგიას მაცლის ორმაგად მაგასთან მუშაობას, დამატებით რამდენიმე საათი თუ არ ვნახავ ჩემთვის უკეთესი..
-როგორც იტყვი.. იმ საღამოს მერე ერთმანეთს არაფერი არ დამართეთ..? მიკვირს..
-კარგი გამახსენე შენზეც გაბრაზებული ვარ..
-ჩემზე..?
-იქ რა სპექტაკლი დამიდგით, სალის ქმარი ჰყავს, შვილი.. ეგ რა იყო გამაგებინე..
-გავერთე, შენს მიმიკებზე საერთოდ, თავი როგორ შევიკავე არ გამეცინა არ ვიცი..
-თავსაც არ იმართლებს, ნახეთ რაა..
-რეალურად მე ვიცი მაგ დღეს სალის მაგ თემაზე რატომ არ წაეკამათე..
-ვითომ რატომ..?
-გაბრაზებულზე მეტად გულზე მოგეშვა ჩემს ძვირფას მეგობარს ქმარშვილი არ ჰყავს და ეგ შენი ბრაზი სულ გადაგავიწყდა..
-საიდან რეები მოგაქვს უფიქრდები ნატაა..
-ძალიან კარგად გიცნობ, მე რას გამომაპარებ..
-გულზე მოგეშვა რას ნიშნავს..?
-იცი რასაც..
-შენ რა ფიქრობ..არა სერიოზულად შეგიძლია მსგავსი ფიქრები შეწყვიტო..? სისულელეა..
-როგორც იტყვი.. მე მაინც მჯერა თქვენს შორის რაღაც ხდება..
-რა უნდა ხდებოდეს იმ ადამიანთან რომელსაც ფაქტობრივად დასანახად ვერ ვიტან..
-სიძულვილი ხელისშემშლელი არ არის, ორი ადამიანს შორის..ქიმ..
-არ დაასრულო.. ამ დროს რა გახითხითებს ეგ გამაგებინა..
-ნეტა საკუთარ თავს შორიდან უყურებდე უტა.. ჯერ კიდევ ვერ იაზრებ შენს თავს რა ხდება და როგორ განვითარდება მოვლენები.. მე კი ყველაფერს ცხადად ვხედავ..
. . .
საქმე გართულდა, უტა ჩემს მაქსიმალურ თავის არიდების რეჟიმზე გადავიდა, სხვა შემთხვევაში არ ვიქნებოდი ამის წინააღმდეგი, გარკვეულ წილად სიმშვიდის მომტანიცაა მაგრამ საქმეს ხელს უშლის.. ერთმანეთს ბარათებს ვუტოვებთ, მეილებს ვუგზავნით და მიუხედავად იმისა, კაბინეტი ჩემს გვერდით აქვს იგრძნობა რეალურად რამდენად დაშორებულია.. არ ვიცი სადამდე გაგრძელდება, თუმცა დაე გაგრძელდეს..
პირადად მე მირჩევნია საქმე პირისპირ განვიხილო, თუმცა რას ვიზამთ., ვითომ ასე განსაკუთრებულად ჩემი შემთხვევითი ტყუილის ანუ გამოგონილი ოჯახის გამოა გაბრაზებული..? ვინ უწყის..
ახლა უკვე მომეცა შესაძლებლობა საქმეში მაქსიმალურად ჩავერთო და თავი გამოვავლინო.. ის ხომ მორჩა ნახაზს.. მშენებლობა კარგა ხნის დაწყებულია.. წესით სად მეჩქარება მაგრამ დამკვეთებს რომ კითხო სანამ შეკვეთას მოგცემენ, საქმე მანამდე უნდა გქონდეს დასრულებული..
ყოველთვის როდესაც მუშაობას ვიწყებ, ვცდილობ გახსნილი გონებით მივუდგე და ჩარჩოებში არ გამოვკეტო თავი, ახლა კი არ ვიცი რა შეიცვალა, წესიერად არაფერი გამომდის.. მალე ჭკუიდან გადავალ..
საკმაოდ გვიანია, კარგა ხნის წინ დასრულდა სამუშაო საათები.. თვალებს ძლივს ვახელ ისე მივლასლასებ ჩემი კაბინეტიდან.. არ ვიცი რამ მაგრამ მაინც მძლია უტას ოთახისკენ, შევედი და რას ვხედავ.. რასაც ნამდვილად არ ველოდი.. უტას ჩასძინებია.. მთელი მაგიდა საბუთებს და ნახაზებს დაუკავია.. ალბათ ერთადერთია რომელმაც მოახერხა და არეულობა მაინც არ იგრძნობა.. მისი არეული ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის დალაგებული და მოწესრიგებულია..
რამოდენიმე წამი მზერა გამიშეშდა.. თავი გავაქნიე და თავს ვუსაყვედურე მიშტერებისთვის.. წინ ნაბიჯები გადავდგი, ძალიან ჩუმად ავიღე კალამი და წებოვანი ქაღალდი.. უცებ დავწერე რაც მინდოდა და შუბლზე მივაკარი.. კიდევ კარგი არ გაეღვიძა, გადავრჩენილვარ..
სახლში მისულს, მალევე დაწოლილს და შემდგომ ამდგარს ისეთი განცდა დამეუფლა თითქოს წამიც არ დამისვენია..
ყავის თერაპიას მივმართე და ჯერ მოქმედებაში ვერ მოდის.. ამ დღეს ისეთი პირი უჩანს რამოდნეიმე ჭიქის დალევა აუცილებლად მომიწევს..
-მომიტევე, ვერ დაგინახე და დაგეჯახე..
-ეგ არაფერი..-მომართა ნაცნობმა..გზა ზრდილობისგან დავალებული ღიმილი რამოდენიმე წამი გამყვა.. ნაცნობი ხმა შემომესმა..
-როგორც ყოველთვის ცოტახანიც ვერ ძლებ რაღაც არ გააფუჭო..
-ისე ლაპარაკობ თითქოს ჩემი გაფუჭებული საქმეები შენ გიკავშირდებოდეს..
-შენ წარმოიდგინე მიკავშირდება..
-ესეთ კარგ ხასიათზე რატომ ხარ დილიდან, ჩემი წერილი მიიღე..?
-შუბლზე მომაკარი, უცნაური იქნებოდა არ მიმეღო..
-შენგან არ იქნებოდა გასაკვირი, დაგვარდნოდა, ვერ შეგემჩნია.. ასაკში შედიხარ უკვე..-ჩაეღიმა და ოდნავ თავი გააქნია..
-ასე სად მიიჩქარი..?
-არ მინდა დრო დავკარგო, საქმეები მელოდება..
-ამბობს ადამიანი რომელიც ყოველთვის აგვიანებს..
-არა ჩემი ნებით..
-მიზეზი არ გელევა..
-უნდა გიხაროდეს ჩემი დაგვიანება..-სვლა ერთად გავაგრძელეთ.. ლიფტის ერთად სარგებლობას ვერ ავცდით..
-რატომ..?
-5 წუთით მეტი დრო გექნება სანამ დამინახავ და სიმშვიდე დაგერღვევა..
-გგონია ახერხებ ჩემი სიმშვიდის დარღვევას..?-ალმაცერად გადმომხედა..
-რა არა..? ეს კიდევ არაფერია..
-ნუთუ..
-შენთან გადაკვეთა მეტად არ მინდა თორემ ცხოვრებას ნამდვილად გაგიმწარებდი..
-მაგალითად როგორ..
-გგონია ჩემს სტრატეგიებს გაგაცნობ..?
-გამოდის გეგმავ, მომავლისთვის მაინც..
-ვიმედოვნებ ასე არ მოხდება, ვინ იცის..
-კარგი რა სალივან, ერთი პუნქტი მაინც გამაცანი.. ყველაზე უარესი რა შეგიძლია გამიკეთო..
-ყველაზე უარესი..? ცოლად გამოგყვებოდი შენი გამწარება რომ მინდოდეს..-სიჩუმე და სიცილი აუტყდა.. მგონი პირველად ვხედავ მის სიცილს.. მინდოდა თავი შემეკავებინა მაგრამ მაინც ჩამეღიმა..
-და რამ გაფიქრებინა რომ ცოლად მოგიყვან..დი..-რამოდენიმე ნაბიჯი მისკენ გადავდგი..მხარზე არარსებული მტვერი მოვაცილე და ძალდატანებითი ღიმილით ავხედე..
-დამიჯერე მე რომ მინდოდეს..ოღონდ მართლა რომ მინდოდეს..
-მაიძულებდი ცოლად მომეყვანე..
-ძალდატანება ვინ ახსენა.. აქეთ მთხოვდი თანაც როგორ-ლიფტის კარგი გაიღო, უცებ მოვშორდი და დერეფანს გავუყევი.. წამებში დამეწია..
-საინტერესო თეორიაა, მაგრამ ზღაპარს უფრო გავს..
-კარგად არ მიცნობ და ზღაპრად იმიტომ გეჩვენება.. -სანამ კაბინეტში შევიდოდი ოდნავ უკან დავიხიე რომ გავსწორებოდი..-რაღაც უნდა გახსოვდეს.. ეს მხოლოდ ერთი პუნქტია, თან საიდუმლოსაც გეტყვი.. ყველაზე უარესი არაა..
-სალივან, არასწორად მაფასებ.. მეც მაქვს საკმაოდ გრძელი ჩამონათვალი, ვიმედოვნოთ არცერთს არ მოგვიწევს ჩვენი სიებიდან, რომელიმე პუნქტის გამოყენება.. თორემ მოსალოდნელია//
-კატასტროფა..-ძალდატანებითი ღიმილით დამემშვიდობა.. რამოდენიმე ნაბიჯი და მაგიდას მივუჯექი..
როგორც ყოველთვის მოვახერხე დალაგებული ოთახის წამში არევა.. ეს კი ამჯერად იმითაა გამოწვეული, რამდენად მირთულებენ საქმეს, მძაგს როდესაც სახლს ვერ ვხედავ და მიდი ინტერიერის მოწყობას მთხოვენ, როდესაც კლიენტს პირადად ვერ ვესაუბრები.. ეს ნამდვილად ართულებს ყველაფერს..
მუშაობა განვაგრძე, რა თქმა უნდა, სხვა საქმეების გარეშე არავის დავუტოვებივარ და კი არ მომაკლეს დამიმატეს..
შესვენების შემდეგ გულმა არ მომითმინა უხსენებლის კაბინეტში არ შევსულიყავი..
-ასე რამ შეგაწუხა, პირადად მოსვლა გადაგიწყვიტავს..-არც კი ამოუხედია ისე იკითხა..მაგიდას მივუახლოვდი და ხმა მანამდე არ ამომიღია სანამ არ ინება ყურადღება მთლიანად ჩემკენ მოემართა და არ შემოეხედა..-გისმენ..
-ჩვენი საერთო პროექტის განხილვა მინდა..
-რა არის ისეთი რასაც მეილით ვერ მეტყოდი..-მაგიდას შემოვუარე, თან სკამიც გავაყოლე და მის გვერდით დავჯექი..
-სალი რას აკეთებ..?
-მაუსი მომაწოდე..-სულ ოდნავ უკან გაიწიე, მაუსი თავად ავიღე..-ჯაბასთვის ჯერ არ მიჩვენებია, შეაფასე..
-უკვე მორჩი..?
-ეს რეალურად არ განხორციელდება, სანამ სახლი აშენდება კიდევ ათასჯერ შეიცვლიან აზრს მაგრამ.. რაც მთხოვეს საერთოდ გაუგებარი მიზეზით, აი ახლა რაში სჭირდებათ ინტერიერი არ მესმის.. ხომ შეიძლებოდა შენ შენთვის გემუშავა და დასრულების შემდეგ..
-სალივან, ამოისუნთქე.. შენს ფიქრებს ზედმეტად ხომ არ შეყევი.. თუ მაჩვენებ მაჩვენე..
-მხოლოდ იმიტომ რომ საერთო პროექტია..-ფაილი გავხსენი და მაუსი გავუცურე.. თვალიერება დაიწყო, დეტალურად.. არ ვიცი მისგან რას ველი, ჩემთვის მნიშვნელოვანია ისეთი დეტალები, რომელსაც მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.. ფერების და ინტერიერისთვის დამახასიათებელი ერთობლიობა.. რატომ ველოდები მისგან დასტურს გაუგებარია..
-რამ აგაღელვა ..-ისევ მიყურებს და კითხვას სვამს..
-საიდან მოიტანე რომ აღელვებული ვარ..?
-ასეთ დროს, როცა ნერვიულობ შენს ხელსაბამს აწვალებ..
-ტყუილია..
-ტყუილი რომ იყოს ახლა ასე შეუმჩნევლად ხელის დაწევას არ ეცდებოდი, თითქოს ზუსტად ისე არ იქცეოდი როგორც ვთქვი..
-ადამიანზე რაღაც რომ იცოდე ჩვევა თუნდაც.. უნდა აკვირდებოდე..
-შეიძლება ადამიანს აკვირდებოდე და კარგი მოტივი არ გქონდეს იცი..? თუმცა ამ შემთხვევაში ცდები, უბრალოდ კარგი მეხსიერება მაქვს.. ახლა საქმე..
-დღეს უნდა ვაჩვენო ჯაბას..
-ურიგო არ არის, ვარგისია..
-უტა მინდოდა..-მაკა შემოვიდა..-ისევ ხელს გიშლით არა..? რა ვქნა ჩემი ნებით არ ხდება.. მადლობა მინდოდა გადამეხადა, საკმაოდ კარგად გაართვი მონახაზებს თავი.. დამეხმარა..
-არაფერია..-კარი დღე გვისურვა და ოთახი დატოვა..
-გემრიელი პასტა მინდა და არა ჯაბასთან ვიზიტი.. კარგი ჩემი წასვლის დროა..-უკმაყოფილო სახით წამოვდექი..
-ჯაბამ საუკეთესო თანამშრომლად დაგასახელა და გაუგებარია ფეხს რატომ ითრევ..
-ახლა მაშინდელივით ისიც თუ დაემატა..-თითქოს მისი ნათქვამი ვერ გავიგეო კიდევ ჩემს სტიქიებში ვარ..
-ისიც..?
-ცოტნე.. კარგი წავედი, მადლობა ასეთი კარგი შეფასებებისთვის.. - პირდაპირ ჯაბას კაბინეტისკენ გავემართე.. ოფიციალური მისალმება და პრეზენტაციის ნაწილს სულ ოდნავ თუ გადავახტებით დამავალებთ..
-ვიცი ჩემი ჩართულობა მხოლოდ სრული სურათის უკეთ აღქმაში დასახმრებლადაა, მაგრამ ვეცადე მაქსიმალურად კარგი გამოსულიყო..
-ხომ იცი თვალდახუჭული ვენდობი შენს პროფესიონალიზმს./ ძალიან კარგია, შენს თავს აჯობე მართლა. თავადაც იცი კლიენტთან ურთიერთობისას დროთა განმავლობაში როგორ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს..
-დიახ რა საკვირველია, თუმცა მაქსიმალური გავაკეთე რა ინფორმაციაც მქონდა, ვინაიდან კლიენტთან პირისპირ კომუნიკაციის შესაძლებლობა არ მქონია..
-სწორედ ამიტომაც ვამბობ რომ თქვენ თავს გადააჭარბეთ, შენ და უტას ვგულისხმობ, არ შევცდი როდესაც თქვენ თანამშრომლობის პოტენციალი დავინახე. კარგი დღეისთვის თავისუფალი ხარ, ამ პროექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეგატყობინებთ..
-კარგით, პირიქით მადლობა დროის გამოყოფისთვის, ნახვამდის..-როგორც კი გამოვედი ამოვისუნთქე, დროებით მაინც უტასგან თავისუფალი ვარ..
-რა ბედნიერი ჩანხარ, აშკარად მოგიწონა ნამუშევარი..
-მაკაა, არ თქვა.. ხომ იცი მაინც როგორ მენერვიულება ხოლმე..
-მერამდენედ გეუბნები არაფერი გეტყობა.. ჰოო რა მინდოდა, მეილი შეამოწმე შენიშვნებია ბოლო მონახაზებზე რაც გადმოგიგზავნე.. უფროსწორედ ცვლილებები, თავადაც იცი კლიენტები ზოგჯერ როგორი რთულები შეიძლება იყვნენ..
-სირთულეები მცირდება როცა კლიენტს კარგად იცნობ, ახლა დამცადე მთლიანად გადავეშვები ახალ პროექტში..
-შენ მაინც იყავი შემართებით, აშკარად დასვენება გვესაჭიროება ყველას..-მაკას დავემშვიდობე და სამუშოა მაგიდას დავუბრუნდი..
მე არ ვიყავი ორი წუთის წინ შემართებით..? ნელი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა და მუშაობას მე თუ არა, ჩემს მაგივრად არავინ დაიწყებს. დიდი ხანი თუ ვიფიქრე რამდენი მაქვს გასაკეთებელი საბოლოდ არაფერს გავაკეთებ და ამიტომაც მალევე ვიწყებ მუშაობას.
-10 წუთში შეხვედრა გვაქვს..
-სერიოზულად..? თან ასე მოულოდნელად..
-მნიშვნელოვანია..
-კარგი ახლავე გამოვალ..- მაგიდა რაღაც დონზე საჩქაროდ მოვაწესრიგე და ოთახი დავტოვე..
-მეგობრებო, ვხვდებით ეს ცვლილება რამდენად რთული შესაგუებელი შეიძლება იყოს თქვენთვის, ამიტომაც ცოტნეს იდეა აქვს..
-რამოდენიმე დღით კომპანიის ხარჯებით გასვლით დღეებს გთავაზობთ, ცოტა განვიტვირთებით და ახალ მნიშვნელოვან პროექტებს ახალი შემართებით შევუდგებით..
-რამოდენიმე დღით..? ახლა დასვენების დროა..? კომპანიები ახლა გაერთიანდა..
-რამოდენიმე დღე არაფერს ცვლის, თანაც მთელი კომპანია არ წავა..
-თქვენი ნებაა..
-სალი ჩვენ ყველაფერზე ვიფიქრეთ და შესაძლო თავსატეხებით ამოხსნილია..
-შეიძლებ გვიგოთ სად არის დაგეგმილი წასვლა..?
-ზამთრის პერიოდს სად წავალთ თუ არა გუდაურში..-წესით ასეთი შემოთავაზება ხომ უნდა მიხაროდეს, მაგრამ რატომღაც ცუდი წინათგრძნობა მაქვს. -მოვემზადოთ და რაც შეიძლება მალე გავემართოთ..
-რამდენად მალე..
-2 დღეში.. თუ არსებობს მნიშვნელოვანი მიზეზი რის გამოც ვერ ახერხებთ, თავის დროზე მაკას შეატყობინეთ, გვინდა ორგანიზება თავის დროზე მოვახდინოთ და მალევე დავჯავშნოთ ყველაფერი..-კიდევ გაგრძელდა საუბარი დაახლოებით რა იგეგმება, რას აპირებენ მაგრამ რაღაცნაირად ვეღარც დავუდე გული მომესმინა..
-სალი კარგად ხარ..?-შეხვედრის დასასრულს მაკამ გადმომჩურჩულა..
-კი კი..
-რაც აუცილებლად მოსაწესრიგებელი გაქვს მოაგვარე, ვგულისხმობ რასაც სხვას ვერ გადააბარებ..
-მივხედავ არ იდარდო.- კაბინეტში შესვლისას ზარის ხმა გაისმა, ნატაა..-გისმენ ძვირფასო..
-რასა იქმ, ვერ მორჩი სამუშაოს..?
-მალე გამოვდივარ, მოხდა რამე..?
-თუ გცალია გავიაროთ არ გინდა..? ვერ ვარ ხასიათზე..
-მეც მასე ვარ..
-ჰოდა უცებ მოაგვარე რაც დაგრჩა და გამომიარე..
-საით ხარ..?
-არც იატრაში ვარ არც სახლში..მაღაზიებში დავწოწიალობ, როცა გამოხვალ დამირეკე..
-კარგი აბა შენ იცი, ფული გაფლანგე თუ მე მელოდები ძვირფასო..?
-პირიქით არ უნდა მეუბნებოდე..?
-ეგ შეგაჩერებს თუ რამის ყიდვა მართლა მოგინდა..?
-შენც მართალი ხარ.. მიდი მიდი უაზროდ გაცდენ უკვე..-ცოტა არ იყოს გავითიშე, ის რომ მეგობარი უნდა ვნახო და თან მალე უკვე მიმსუბუქებს უხასიათობას.. საქმის დახარისხებას მეტი შემართებითაც ვაკეთებ და მალევე ვრჩები კიდეც.. შენობას დაღლილი მაგრამ ბედნიერი ვტოვებ და ნატასკენ მივემართები.. როგორც იქნა მივაგენი იმ მაღაზიას, რომელშიც იმყოფება..
-კიდევ ვერ მორჩი..?
-დრო გამყავდა, მაგრამ ნახე რა მაგარი ადგილია ათასი ხარახურაა..
-შენ კი გიჟდები ხარახურაზე..-თავი ღიმილით დამიქნია..
-მოდი ცოტახანიც ვიყოთ და გავიდეთ.. ნახე რა საყვარელი სკივრებია..
-სკივირი დიდი არ უნდა იყოს.. ნუ კარგი გააჩნია რისთვის გინდა..
-აბა გათიშე შენი პროფესიული ტვინის მხარე და ისიამოვნე..
-პირდაპირ პროპორციულია ჩემს საქმიანობასთან აქ რასაც ხედავ, როგორ გავთიშო..კარგი მასე ნუ მიყურებ..
-შეხედე ეს მუქი წითელი ყველაზე მეტად მომწონს..
-რისთვის გინდა თორე კი..
-ყოველთვის მომწონდა იდეა რომ სკივრში საიდუმლოები ინახება..
-გაქვს საიდუმლო ეტყობა შესანახად..
-ვინ იცის..-წარბები აათამაშა..-ოდესმე დავტოვებ დიდ სკივრს, ჩემი სიკვდილის მერე რომ გახსნიან..
-თუ ოცნებობ არ გინდა რამე ნორმალურზე იოცნებო და არა იმაზე რას დაუტოვებ შენს შვილიშვილებს 30 წლის შემდეგ..?
-კარგი ამას სხვა დროს ვიყიდი, უკვე იმდენი რამე ვიყიდე..
-ბევრი პარკი არ გაქვს..
-აქ რაც დევს ფასები ადევს სამაგიეროდ კარგად..შენ არაფერი გინდა..?
-აი ნახე ყელსაბამი, ამას მე გიყიდი..საშენოა..
-აბა დამანახე.. პატარა საყვირი..? ლამაზია..
-ჰოდა ვიყიდი..-სალაროსთან მივედით და მალევე გავუდექით გზას..
-შენ რატომ ვერ ხარ ხასიათზე..?
-აქეთ სამუშაო იქით გუდაური..
-რა გუდაური..
-უფროსობას მივყავართ რამოდენიმე პიროვნება..
-მერე არ უნდა გიხაროდეს..? გაერთობი..
-პირველ რიგში ზამთარს ვერ ვიტან, სრიალი მე არ ვიცი და რა მინდა გუდაურში..
-კარგადაც იცი, იმხელა სიმაღლიდან მე დავეშვი მაშინ..?
-მაგას ცოდნა არ ჰქვია, ძლივს გადავრჩი.. არ არის ეს თოვლი ჩემი და რა გავაკეთო..
-შანსი მეძლეოდეს და არ წავიდოდი..? შენც ახლა ფულს არ იხდიდე.. გაერთობი მოხვალ ხასიათზე..
-ხომ არ დავრჩე..?
-რა უნდა დარჩე არ გადამრიო, წახვალ, გარემოს შეიცვლი.. შესაძლებლობა როცა გეძლევა უნდა გამოიყენო..
-ისე ჩემი რა მიდის..
-ჰოდა გადაწყვეტილია.. მე მოგამზადებ, ყველაფერი მაქვს..
-მაშინაც შენ მათხოვე..
-ცოტნეც მოდის..?
-მაგის იდეა იყო საერთოდ..
-გამოუნათებს ხოლმე ტვინი მაგასაც ხანდახან..
-შენ რომ წამოხვიდე ძაან ცუდი იდეაა..?
-მე და შენ მერე.. ისე შენს მანქანას კი ვაძაგებდი მაგრამ როგორ დამაკლდა..
-მალე იქნება არ იდარდო, ახლა კიდევ ტაქსით..-გავაჩერეთ და წავედით ჩემი სახლისკენ..
-მოიცა შენთან ვრჩები..?
-ქმრის გაფრთხილება დაგავიწყდა თუ შვილის, რა სახე გაქვს..?
-შენ გყავს გამოგონილი ქმარიცა და შვილიც მე ნუ გადმომწვდი..-სანამ ნივთები დაალაგა და მოვწესრიგდით კი გავიდა დრო..-სალი უტაც მოდის..?
-რა გამახსენე.. დიდი ალბათობით, არ ვიცი..
-მქონდეს მაინც იმედი იქ არაფერი მოგივა..
-და უტათი იმშვიდებ გულს..? აქეთ არ მკრას ხელი და არ გადამჩეხოს სადმე.. ეგ უფრო საშიშია..
-შენ უფრო ხარ მისთვის რამის დამშავებელი..
-მოიცა ახლა იმას იცავ..?
-ვიცავ კი არა ვიცნობ.. ისევე როგორც შენ..
-რა მაკადრე..
-თითქოს ვცდებოდე..
-სრიალი იცის..?
-გაინტერესებს ხელი რომ ჰკრა გადარჩება თუ არა..?
-დაახლოებით..
-იმედია ორივე მეგობარი ცოცხალი ჩამომივა..
-კაი ახლა მთლად მასეთ საოცრებას კი არ ჩავიდენ, თუ რამე სულ ცოტა..
-ნეტა შენი თავის მაინც თუ გესმის სალი..რამოდენიმე დღეში ვნახავ ვინ ჩამოვა საკუთარი ორი ფეხით და ვინ არა..
-კარგი წამო რამეს ვუყუროთ და დავწვეთ..
-არ გშია..?
-სნექებიც გავაყოლოთ..
-წამო უცებ გავაკეთებ რამეს და ისე ჩავრთოთ ფილმი//
-რა კარგი იდეა იყო შენი აქ დარჩენა..
-სულ მიკვირს შენი კვების რაციონის გადამკიდე როგორ ხარ ცოცხალი ოღონდ მართლა სალი..
-რაღაცას ვახერხებ..-თავის ქნევით გაუყვა სამზარეულოსკენ..მე კი სახე გამებადრა ვიცი რაღაც კარგს მოამზადებს..
. . .
-მოიცადე არ მითხრა შენთან ერთად მოვდივარ..?-ჩემს წინ უტაა.. ჯერ კიდევ ვფიქრობ ამ სიტუაციიდან გასაღწევ გზებზე..
-ცოტნე მოდიოდა შენკენ და თუ გინდა გადავურეკავ სალივანს ძალიან უნდა შენთან ერთად კილომეტრების გავლათქო.. გინდა..? ასეც ვიცოდი.. მოიცადე მხოლოდ ეს ერთი ჩანთა..?
-რამოდენიმე დღით მივდივართ, მეტი რათ მინდა..-მე რომ ორი ხელით მეჭირა და ცოტა არ იყოს ძლივს, ერთი ხელით გამომართვა თან ისე თითქოს შიგნით ბამბის მეტი არაფერი იყოს.. უკან საბარგულში მოათავსა დაკეტა და მიმითითა ჩავმჯდარიყავი..-მე კარგი არ მინდა იმ არსებასთან ერთად მგზავრობა, შენ რატომ მითვალისწინებ..?
-შენ არ მეუბნები რა პრეტენზია გაქვს ცოტნიკოსთან, მე შეკითხვაზე პასუხი რატომ უნდა გაგცე..?
-როგორც გინდა..მოიცა ცოტნიკო..?-გამეცინა..
-დიდად გულზე არც მე მეხატება..
-საინტერესოა შენ რაღა დაგიშავა..
-დაშავებით..? ცოტნემ? -ისე შეიცხადა თითქოს გასაოცარი რამ მეთქვას..
-შეგვიძლია მასზე არაფრის მომცემი საუბრის ნაცლად მშვიდად ვიმგზავროთ..?- მიუხედავად იმისა თუ როგორი ამინდია გარეთ მაინც გადავწყვიტე ფანჯრის ჩაწევა.. ხმა არ გაუცია აუწია, მე ისევ ჩავუწიე მან ისევ აუწია..
-მხედველობასთან ამდენად რთულად გაქვს საქმე..? ვერ ხედავ რა ამინდია..?
-ვიხუთები ჰაერი მჭირდება, ჩაწეული ფანჯრის გარეშე ვერ ვიმგზავრებ..
-ეგ ჩემი პრობლემა არ არის, შენი უაზრო წიკების გამო გაციებას არ ვაპირებ..-ისევ აუწია მე ისევ ჩამოვუწიე..
-ასე მთელი გზა შემიძლია გავაგრძელო..
-ფუნქციას გავუთიშავ და ვერ შეძლებ..
-ლაპარაკით თავს მოგაბეზრებ, საბოლოოდ მაინც მოგიწევს დათმობაზე წასვლა..
-არა, ჩემს მანქანაში ზიხარ, დათმობაზე შენ მოგიწევს წასვლა..
-იცი ახლა რომელ ბავშვს გავხარ..? საკუთარი ბურთით ჩამოსული ეზოში, სასურველ პოზიციას თუ არ მიიღებდა ბურთის წაღებით რომ იმუქრებოდა..
-გგონია დამამცირე თუ..
-ცუდად ვხვდები მეთქი ფანჯარას ჩაუწიე..-ჩემდა გასაკვირად ფანჯარა ჩამოსწია მაგრამ სულ ოდნავ..
-ან ეს ან არაფერი..
-აუტანელი ადამიანი ხარ, ჩემი მანქანა გაკეთებული იყოს.. შენთან ერთად არ მომიწევდა მგზავრობა..
-ძლივს რომ მიღოღავს იმ მანქანაზეა საუბარი..?
-ჩემს მანქანაზე წესიერად ილაპარაკე..
-რამდენი ხანია გიძლებს..?
-22 წლის ვიყავი რომ ვიყიდე..
-22..? ამდენი წელია..? კიდევ კარგად გიძლებს..
-რომელ გაძლებაზე ლაპარაკობ, შენი წვლილიცაა ახლა კეთების პროცესში რომაა..
-კარგი ვთქვათ ეგ ჩემი ბრალია, ისე არ უჭირდა არაფერი..? დავიჯერო ხშირად არ მიგყავდა ხელოსანთან..?
-რა მნიშვნელობა აქვს..
-თუ სარგებლის მაგივრად ზარალში ხარ, აქამდე უნდა გაგეყიდა..
-შენთვის ყველაფერი მართლა სარგებელზეა..? რადგან რაღაც გასაკეთებელი აქვს ან ხშირად ფუჭდება ასე უბრალოდ მოვისროლო..?
-ადამიანი არ არის, გრძნობები არ აქვს..
-სამაგიეროდ მე ვარ ადამიანი და მე მაქვს გრძნობები, შენგან განსხვავებით..
-ლოგიკურ..
-არ არის ყველაფერი ლოგიკაზე დამყარებული.. დარწმუნებული ვარ რობოტი ხარ, არა სერიოზულად როგორ მოგთხოვო ადამიანური გრძნობები გაგაჩნდეს..
-რადგან შენს მსგავსად მიჯაჭვულობის პრობლემები არ მაქვს არ ნიშნავს რომ რობოტი ვარ..-გამეცინა თანაც საკამოდ ხმამაღლა..
-სერიოზული პრობლემები გაქვს..
-თუ დავფიქრდებით მარტივი მისახვედრია ვის აქვს სინამდვილეში აქ პრობლემები..
-საერთოდაც ამდენი ხანი რატომ უნდა მანქანის გაკეთებას, ნორმალურთან მაინც აკეთებ..?
-არ გამაგიჟო იქ არ იყავი..? არ ნახე რამდენად დალეწილია..?
-პროფესიონალთან არ გაქვს მეთქი მიტანილი..
-შენ რა იცი, ძალიანაც პროფესიონალია.. როცა წამოვიყვან ახალივით იქნება..
-სიკვდილის პირასაა და მაინც გინდა გააწვალო..?
-შემეშვი რაა..
-მომიტევე რამდენად სენსიტიურ თემას შევეხე..-ამ სარკაზმიანად ვისვრი მანქანიდან..-მოდი მუსიკას აუწიე და გავჩუმდეთ, უკვე დამღალე..მერამდენედ ვიძახი და არაფერს აკეთებ, როგორ ძალიან გინდა ჩემთან კომუნიკაცია..-ჩემდა გასაკვირად არაფერიც აღარ მიპასუხა და მუსიკას საგრძნობლად აუწია.. მართალია მანძილი ძალიან დიდი არაა გასავლელი, თუმცა მაინც მივეყრდენი საზურგეს და თვალები დავხუჭე.. ის გვერდით არ მიზის ვერ ვხედავ და მისი არ მესმის… მარტივად გადასატანია არაა..
როგორღაც ამ დრომაც ჩაიარა.. გუდაურის აბრა რომ დავინახე გამიხარდა, ერთი სული მაქვს ნომერში შევიდე და დავიძინო, იქ ჩაბარგება ეს ის და წესიერად არ მიძინია..
ვერავის რომ ვერ დავუკავშირდით და ძლივს მივედით სასტუმრომდე ცოტაღა დამაკლდა არ გამეჭედა.. ნაცნობ მანქანებს მოვკარი თვალი, ყველა მოსულა ჩვენს გარდა, მშვენიერი..
შემოსასვლელში მაკა დამხვდა, არ ეღიმება მაგრამ მაინც გამიღიმა, შემდეგ ჩვენკენ წამოვიდა.. ნომრისთვის ბარათები ავიღეთ და მოინიშნა..
-ესეც ასე თქვენც დაგაბინავეთ რაღა მიჭირს..
-გალოდინეთ..?
-არაა ახალახანს მოვედით ჩვენც..
-მიდი მიდი დაისვენეთ და საღამოს გარეთ გავდივართ..-არ მიკითხავს უტასთვის რომელი ნომერი შეხვდა მაგრამ იმის მიხედვით ერთი გზა გვაქვს, მინიმუმ სართულს უნდა ვიზიარებდეთ.. როგორ მინდოდა აქ მაინც ამეცილებინა, თუმცა წუწუნის და გაცვლა გამოცვლის თავიც არ მაქვს დიდად და წამსვე შევეგუე..
ბოლოს აღმოჩნდა, ლიფტი როგორც კი გაჩერდა ორივემ მარცხნივ გავუხვიეთ, შემდეგ კი გზები იყოფა, ის მარჯვნივ წავიდა მე მარცხნივ.. შეიძლება ერთ სართულზე ვართ სამაგიეროდ ერთმანეთისგან ასე თუ ისე მოშორებით.
ნომერში შევედი, საწყალი ჩანთა მივაგდე, რომელიც ლიფტში შესვლისას უტას ეჭირა.. ჩვენს სართულზე როცა გაჩერდა ძირს მაშინ დადო, აღება და გასვლა მე ძლივს მოვასწარი.. შემდეგ კი ჩავეხუტე საწოლს და მალევე გავითიშე./
. . .
-სალის ისეთი სახე აქვს ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულა..
-იქნებ ჩემზე ლაპარაკს ოდესმე მოვრჩეთ და ამიხსნათ სად არის უმეტესი ჩვენგანი..?
-ძირითადად სასრიალოდ, საკითხავი ის არის შენ რას აპირებ..
-არაა სრიალის ხასიათზე ნამდვილად არ ვარ.. გავივლი, ყავა უნდა დავლიო აუცილებლად..
-მეგონა სრიალი გიყვარდა..
-დიდი ხანი მეძინა, ახლა თუ იქიდან დავეშვები, იმის საკმაოდ მაღალი შანსია, ჩამეძინება და დავეცემი..
-როგორ უნდა ჩაგეძინოს სრიალის დროს, სიცივეში, ქარში და უბედურებაში..
-ძალიან მარტივად..
-შენგან ეგ ნამდვილად არ იქნებოდა გასაკვირი..-უკნიდან ხმა როგორც კი შემომესმა მივხვდი ვინ იყო, მოდი ასე ვთქვათ პირველივე ნოტებიდან..
-მაკა როგორც გითხარი გავივლი, მაქსიმალურად უნდა შევამცირო ნეგატივი, აქ კი რაღაც გამძაფრდა..
-არ მეგონა ასე მალე თუ დაფრთხებოდი..
-დავფრთხებოდი..?-მივუტრიალადი იმდენად სწრაფად, წამიერად თავბრუ დამეხვა..
-გამოფხიზლება მართლა გჭირდება..-მისკენ მიტრიალება არც კი ღირდა, მისი სახის დანახვა.. ახლა მეტად შემომიტია ახალგაღვიძებულის ზედმეტად უჟმურმა განწყობამ.. ვგონებ ხასიათის გამოკეთება, მხოლოდ ყავას გაუჭირდება..
-იცი რაა, შენი თავი არ მაქვს და შენთან დროის დაკარგვას ნამდვილად არ ვაპირებ..-მაკას ღიმილით დავემშვიდობე, კარგი ამას მთლად გაღიმება არ ჰქვია, უბრალოდ ჩემსას ვეცადე.. ისეთი თავდაჯერებით დავიწყე წინსვლა თითქოს ვიცოდე სად მივდივარ ან საით რა არის.. სანამ ნისლს არ გაცდები ვერ დაინახავ, ამრიგად თან ვივლი და თან გაირკვევა რა მინდა..
ისეთი გრილი სასიამოვნო ჰაერია, არც კი მაქვს სინანულის განცდა ნომერში დავრჩენილიყავი..
რა თქმა უნდა, ზამთრისეულმა თოვლის რომანტიკამ დიდხანს არ გასტანა და მალევე გავიაზრე რამდენად ვიყინები.. მოვიძიე უახლოესი კაფე ფეხით ორ ნაბიჯში მყოფი და მისკენ გავემართე..
-არა მენიუს გარეშე-ყავა შევუკვეთე ღიმილით თავი დამიქნია და ჩემს პატარა მაგიდას მოშორდა..
ხომ შემიძლია ვისიამოვნო შანსით, ადგილით გარემოთი..უფრო მეტად დროის კარგვის განცდით ვარ მოცული. საერთოდ რატომ მომეჩვენა კარგი იდეა თანამშრომლებთან ერთად გუდაურში დროის გატარება არ ვიცი. არა სამუშაო მიყვარს გარემოც, მაგრამ იმის იქით კიდევ ისე ვგრძნობდე თითქოს სამსახურში ვარ..
არა მოიცადე, ნეგატიური ფიქრები მაკონტროლებენ.. ისევ.. მე კარგ დროს გავატარებ.. ჯერ კიდევ რამოდენიმე დღეა წინ და ახალგამოღვიძებულ საკუთარ თავს თუ დავუჯერე კარგად მქონია საქმე..
ძლიერ და მწარე გემოს როგორც კი აღიქვამს ჩემი რეცეპტორები მეღიმება.. ყველაფერი არც ისე ცუდადაა როგორც ერთი შეხედვით..
. . .
-იმედია კარგ დროს ატარებთ, გუშინ ფაქტობრივად არ გაგვიტარებია ერთად დრო მაგრამ ეგ არაფერი, მინდა გითხრათ დღეს საღამოს ყველას ვახშამზე გეპატიჟებით, როგორც იცით სასტუმროშივე შესაძლებელია დრო სასიამოვნოდ გავატაროთ.. თუ რამე კითხვა გაქვთ მაკას მიმართეთ, მანამდე გემშვიდობებით..-ცოტნეს გამოსვლა დასრულდა, გაიღიმა და დამშვიდობებისთანავე დაგვტოვა..
-შენ რატომ ხარ ესეთ კარგ ხასიათზე დილიდან..?-მომიტრიალდა მაკა..
-არასოდეს მისრიალია ციგურებით, გუშინ თვალი მოვკარი მოედანს მაგრამ უკვე დაკეტილი იყო.. მანდ მივდივარ..
-და ხალხი უკვე მიმოიფანტა.. კითხვა არავის დაუსვამს, დავიჯერო ცოტნეს ნათქვამიდან გაიგეს სად მიდიან და რომელ საათზე..?
-მაკ მართალი ხარ იციი, არც გამხსენებია მეკითხა, მომწერე რაა, მაინც დამავიწყდება.. მოკლედ მე წავედიი..-იმდენად კარგ ხასიათზე ვარ თავხედის არსებობასაც არ ვიმჩნევ.. სასტუმროდან გამოვედი, ერთადერთი რაც ცოტნეს ლაქშერულ ცხოვრებას უნდა ვუმადლოდეთ იცის რომელი სასტუმროა ყველაზე კარგი და ყველაფერთან ახლოს.. ყინულის მოედანთან მალევე მივედი.. როგორც კი ციგურები მოვისინჯე მივხვდი როგორ გამიჭირდება მოედანზე გასვლა, სანამ საკმაო რაოდენობით კიბეებს საწყლად ჩავივლი..
მოედანზე ხალხი ირევა, ყველა თავის სტიქიაშია და დიდად არ მაწუხებს ფაქტი წავიქცევი და დამინახავენთქო.. მთავარია წაქცევის შემდეგ ზედ არ გადამიარონ..
სხვებს ვუყურებ და ვცდილობ მივხვდე მე რა უნდა გავაკეთო, გაუბედაობის გამო ნახევარი საათია მოაჯირს ვერ ვცილდები..
-დაგეხმაროთ..?-ახალგაზრდა ყმაწვილი მიახლოვდება, იღიმის თან ისე კბილების თანწყობას თვალს რომ ვერ მოაცილებ..
-მეხმარება უკვე-მოაჯირზე ვანიშნებ..
-მოაჯირს თუ იქნები ჩაჭიდებული ნამდვილ სიამოვნებას დიდად ვერ მიიღებ..
-მაინც მირჩევნია ჩემით..
-არადა შემეძლო იმაზე მოკლე დროში მესწავლებინა..-თითქოს უკან დაიხია, თუმცა მაინც ეპოტინება იმედს..
-მადლობა შემოთავაზებისთვის, თუ დახმარებაა საჭირო მე დავეხმარები..
-უტა..-გაკვირვებულმა საწყლად მივტრიალდი..
-აა უკაცრავად მაშინ, ნახვამდის..
-შენ აქ რას აკეთებ..?
-გავიგე აქ აპირებდი მოსვლას და ვიფიქრე დღის გახალისებაში დავეხმარებოდი..-ისეთი სახით ამბობს უკვე კმაყოფილია როგორ მიშხამებს დღეს..
-საქმე ვერ ნახე..? ან ის ბიჭი რას გამიქციე..
-თუ გინდოდა არ გაქცეულიყო გაგეჩერებინა..
-არ გაქვს უფლება ჩაერიო საუბარში, რომელიც არანაირად არ გეხება..-მხრები აიჩეჩა, რაში ადარდებს რას ვუხსნი, მეც მაგარი ვარ.. დაინახა ჩემი გაღიზიანების შესაძლო კარტი და ჩამოვიდა..
ისევ დაიგნორება ჯობია, გავაგრძელე “სრიალი”.. იმ ბიჭის სიტყვები გამახსენდა და ვცადე მოაჯირს მოვცილებოდი, მეც სასწაულად რთული ილეთები ხომ არ უნდა ვაკეთოთო და ნელ-ნელა ვცადე გათამამება.. როგორც ჩანს თავი გამანება მეტად აღარ შევუწუხებივარ..
უფრო მეტად გავთამამდი მაგრამ მოხვევას ვერ ვამუღამებ.. ესე ხაზზე წინ და უკან დავდივარ..
შედარებით საგრძნობლად როცა ავჩქარდი და არსაიდან, სრულიად მოულოდნელად ჩემს წინ თავხედი გამოჩნდა.. ვანიშნე გაწეულიყო, არ იმჩნევს და ღიმილით მომჩერებია.. მე კი უკვე პანიკამ მომიცვა რადგან ვერ გავჩერდები.. უნდა რომ შევეჯახო თუ.. და სანამ შევეჯახებოდი გამეცალა.. ახლა საერთოდ ვერ მოვიფიქრე ესე უცებ რა უნდა გამეკეთებინა, ვცადე შემენელებინა მაინც, თუ ვერ გავაჩერებდი.. საბოლოოდ ვერ ავცდი კედელს შევსკდომოდი.. ისე ძლიერად არა საბედნიეროდ მაგრამ მაინც..
-შენ მართლა არ ხარ ნორამლურიი ეს რა სისულელე იყო.. რა გააკეთე ხვდები მაინც..?-ისევ ღიმილით ხელი გამომიწოდა ავმდგარიყავი..-არ მჭირდება, შენს გამო დამემართა..
-სასწაული სიჩქარით შენ არ მოდიოდი და რა დაშავდა..?
-შეიძლება შენთვის სასწაული სიჩქარე არაა მაგრამ პირველად ვდგავარ ციგურებზე ჩემთვის ესეც ჩქარია, ვერ მიხვდი დავიბნეოდი..? ელემენტარული ადამიანის მდგომარეობაში ხომ უნდა შეხვიდე და ასეთი ბავშვური რაღაც არ გააკეთო..
-სასაცილო იყო, კარგი რაა..
-შენი აზრით ეს..აი ეს სასაცილო იყო..?
-არ მეგონა თუ..
-რა კედელს მივეჯახებოდი..? თურმე ნელა მოვდიოდი.. არ უნდა გაგეკეთა.. მიდი თქვი, სიტუაციის დრამატიზმს ახდენო.. კაცებს ხომ გაქვთ ყველაფერზე რეაქციის უფლება ჩვენ ოდნავ სახეზე გამომეტყველება თუ შეგვეცვალა დრამატულია არაა..
-ახლა უკვე ისეთ თემას გადაწვდი, რომელთან დაკავშირებითაც ხმა არ ამომიღია და უკვე მაბრალებ სალივან..
-არც სრიალი მინდა და არც შენთან ლაპარაკის გაგრძელება..შემეშვი.. ნახე რამდენი გოგოა გარშემო.. კარგი დრო გაატარე..ოღონდ მე შემეშვი..-უკვე წამომდგარი ვიყავი, გასასვლელისკენ გავემართე.. საწყლად მაგრამ მაინც.. ციგურები ჩავაბარე და სასტუმროსკენ წავედი.. ავიფოფრე, დამაწყდა ნერვები, თავხედის არ ყოფნის შემთხვევაში მშვენიერ დროს გვატარებდი.. რა იცი დროზე დავთანხმებულიყავი იმ ბიჭის შემოთავაზებას.. ეს ხომ ვეღარ მომიშლიდა ნერვებს.. ახლა ცალკე იმაზე მეშლება ნერვები ამას რატომ ვაშლევინებ ნერვებს.. დარჩენილ დღეებსაც არ შემარგებს მაგას რომ ვუყურო..
ნომრამდე მივაღწიე, საათს დავხედე ჯერ დრო მაქვს საღამოსთვის გასამზადებლად, აბაზანაში წყალი მოვუშვი, სანამ წყალი ცხელდება ტანსაცმელი ჩემოდნიდან ამოვქექე..
40 წუთი აბაზანაში და მომზადება განვაგრძე, ნელა აუღელვებლად ვერ ვიტან როცა მაჩქარებენ..
თითქმის ორი საათი გავიდა კარზე კაკუნი შემომესმა, მაკაა..
-რამით დაგეხმარო..?
-მაკიაჟისთვის რაღაცები მაკლია, ასევე ტანისამოსის არჩევაში უნდა დამეხმარო..
-მობრძანდი..
-ეს უნდა ჩაიცვაა, ისეა გადაკიდებული..
-კი მოდი აქ მაქვს ყველაფერი გაშლილი რაც გენებოს გამოიყენე, როგორც მივხვდი ხელთ გაქვს რის ჩაცმასაც გეგმავ.. აბა მაჩვენე, მე ავარჩევ შენ მანამდე მაკიაჟის კეთება გააგრძელე..-მაკამ ცოტა მომიყვანა ხასიათზე, დღევანდელი ისე აღარ მოქმედებს, რაღაცაზე მაცინებს..
საბოლოოდ საღამოც დაიწყო..
-რა კარგი ადგილია..
-ცოტნეს ნაკლები ხომ არ ეკადრება, რას ამბობ.. -ვითომ შეიცხადა და გაეცინა..-ძაან ლაქშერი უფროსი გვყავს..
-უფროსის შვილი..
-მალე უფროსი..
-იმ დღესვე წავალ სამსახურიდან..
-დღემდე გაუგებარი ცოტნეს რატომ ვერ იტან, არა კიი გათამამებული შვილია მაგრამ..
-რაღა მაგრამ მაკა რაღა მაგრამ.. ცხოვრებაზე არაფერი იცის.. ფულის უაზროდ ფლანგვის მეტი..-ნელნელა ყველა მოვიდა და ცოტნემ მაგიდასთან მიგვიწვია. ვეცადე მაქსიმალურად თავი შორს დამეჭირა, თუმცა ვაის გავეყარე ვუის შევეყარე გამოვიდა როცა უტა აღმოჩნდა ჩემთან ახლოს.. თითქმის ჩემს წინ..
-მიხარია ამ საღამოს ერთად ვატარებთ..
-მე არა..-მაკას გადავუჩურჩულე, ღიმილით არ შეიმჩნია ნათქვამი..
-მართალი ხარ, ერთად დროის გატარება დაგვაახლოებს, ეს კი უზრუნველყოფს სამუშაო ხარისხს..-მალევე დაიწყეს სხვებმაც საუბარი, თუნდაც იმაზე რა კარგ დროს ატარებენ და რამდენად შესანიშნავი იდეა იყო აქ წამოსვლა.. მე კი ვიღიმი თუ ვინმე რამეს თუ არ მეკითხება არაფერს ვამბობ.. არ მჩვევია უხასიათოდ ყოფნა, ასეთ დროს ძალიანაც კარგ დროს ვატარებ ხოლმე მაგრამ არ ვიცი.. ადამიანებსაც ხომ გააჩნია არა, სიტუაციას.. ჯერ-ჯერობით უტას დღევანდელს არაფერი დაუმატებია, მთლად მას დავაბრალო ჩემი ასე ყოფნა, მგონი უკვე მისი არსებობაც მაღიზიანებს ერთ სივრცეში.. კარგი სამართლიანი უნდა ვიყო, მას ვერ მივაწერ, მთლად მას ვერა..
მალევე ყველა თავის სტიქიაში მყოფი შევნიშნე, ზოგი მოაკლდა მაგიდას, ზოგმა დროებით დატოვა..მაკას გვერდით ადგილი გათავისუფლდა და ჩემდა გასაკვირად უტამ დაიკავა..რაღაცას ეკითხება..
-სალი, ჩანთას აქ დავტოვებ რაა, ყურადღება მიაქციე არ დამრჩეს..-თავი დავუქნიე..
-მაკა წავიდა, არ გინდა შენი ადგილი დაიკავო../?-მისკენ არ გამიხედია ისე ვუთხარი..
-არა.. ხელს ხომ არ გიშლი..? გასაგებია, დღეს შენთვის ყველაზე ნაკლებ საყვარელი ადამიანი ვარ..
-მხოლოდ დღეს არა, სულ მასეა..
-სალი ახლა ვფიქრობდი მივუსწროთქო წასული მეგონე..-როდის მომიახლოვდა ცოტნე და როდის შეავსო ჩემს გვერდით ცარიელი ადგილი ბატონმა სითავხედემ ვერ შევნიშნე..თავის დროზე..
-რატომ, რამე საქმე გაქვთ..?
-რამდენჯერ გითხრა თ-ს გარეშე
-ასე მირჩევნია..
-გატყობ ვერ ხარ ხასიათზე და..
-მინდა გითხრათ მშვენიერ ხასითზე ვარ.. მოგეჩვენათ..
-იმედია, მინდა ყველა კმაყოფილი იყოს.
-და ასეცაა..
-მაკა გავიდა..?
-მალე დაბრუნდება.. აი ისიც მოდის..-წამოვდექი, უტაც წამოდგა.. მაკას მივუახლოვდი და ვუთხრი მე წასვლას ვაპირებთქო, დავემშვიდობე და გამოვედი..-შენ რაღა გინდა..?
-შენი კარგად ყოფნა, არ უნდა მინდოდეს..
-ისემც შენ რა გითხარი..მაგიტო მიმაჯახე კედელს დიდი სიხარულით ჰო..
-ზუსტადაც..
-რატომ მომყვები..?
-არ მოგყვებოდი, ჩვენი წამოსვლის დრო ერთმანეთს დაემთხვა..
-კიი როგორ არა..
-შენი აზრით ჩემი საკუთარი ნებით შენთან ყოფნის წუთებს გავიხანგრძლივებდი..?- ისე შეეცვალა გამომეტყველება თითქოს უკადრებელი ვაკადრე.. ტელეფონის ზარმა გაგვაწყეტიდა მისი გულის ჯიბიდან რომ ისმის..-გისმენ..კი ახლოსაა საუბედუროდ.. კარგი ჩავრთავ..
-ბავშვებოო..-ეკრანიდან ნატას სახეს მოვკარი თვალი და საერთოდ გადამავიწყდა უსიამოვნო შემთხვევები დღეს..
-ნატაშკა მომენატრე..
-მე ორივე მომენატრეთ, იმედია კარგ დროს ატარებთ..
-ამის ხელში..?- ანიშნა ჩემზე ნატას კი რეაქცია არ ჰქონია თითქოს არ გაუგიაო..
-მელას თავისი მახრჩობელა უყვარსო, თქვენზეა ნათქვამი..
-უკაცრავად ეგ სისულელე უკან წაიღე..
-გინდა უფრო დიდი სისულელე და სიმართლე გითხრათ..?
-მიდი აბა..
-თქვენს ქორწილში ვიმღერებ თუ მივაღწიე ცოცხალი, ისე კინკლაობთ დიდხანს არ დააყენებთ საშველს..-სიცილი ამიტყდა უტასაც.. წარმოვიდგინე და ნეტა არ წარმომედგინა..-კარგია გეცინებათ მაინც, მერე გაგახსენებთ..
-დალიე რამეე? აშკარად შეიჭერი ფანტაზიებში..
-უფრო ზღაპარია სწორი სიტყვა..
-კარგი ცოტას ვსულელობ შეიძლება მაგრამ რა ვქნა მე თუ ვხედავ იმას რასაც თქვენ ჯერ ვერ..
-კარგ ხასიათზე ვარ და გიტარებ ნატუშ..
-მოკლედ მეგობრებო, კარგი დრო ატარეთ რაა, შეირგეთ ცხოვრება ესეთი მოჟამული სახეები არ მინდა.. მომენატრეთ და გულმა არ მძლია არ დამერეკა.. მიყვარხართ ორივე..აბა ჰე//
-ჩვენც..-ერთდროულად ვთქვით, ვითომ არაფერი და მალევე გავიაზრე ნათქვამი “ჩვენ” და შევიშმუშნე..იმდენად მეუცხოვა..
. . .
ორი დღე გავიდა, იმდენად შევიჭერი მის იგნორში თითქმის ვეღარ ვხედავ.. სრული 24 საათი როცა გავიდა მის უნახავად, კინაღამ მაღაზიაში არ გავიქეცი ტორტის საყიდლად და აღსანიშნად.. რატომღაც კარგ ხასიათზე დამაყენა ამ ფაქტმა..
შუაღამეა, მე კი გარეთ ვარ და გარშემო ხალხი საერთოდ არ ირევა.. ნელ-ნელა შეცოტავდნენ.. როგორ მოვახერხე ამ დროს სრიალი არ იკითხოთ.. ძალიან გვიანია.. სადღაც საათზე მეტი ვისრიალე, თითქმის შუა ნაწილს მივუახლოვდი მაქსიმალური სიფრთხილით გავჩერდი, ვგრძნობ თხილამურები მჭიდროდ არ მაქვს..ჩამოვჯექი.. ყოველთვის მჭირდებოდა დამხმარე გასაკეთებლად ჩემით ვერ ვიკეთებ, სამწუხაროდ მარტო ვარ. ორი წამით მივეცი თავს ნერვების მოშლისთვის დრო, შემდეგ დავიწყე კეთება..
-დახმარება ხომ არ გჭირდება..-მომესმა უკნიდან ხმა, არ მივტრიალებულვარ ისე ვპასუხობ..
-გავართმევ თავს როგორმე..-ეს არ არის ნამდვილი დახმარების სურვილით ნათქვამი, უფრო სიხარული იმისა ასეთ მდგომარეობაში მხედავს..
-რაღაც არ გეტყობა..-ჩემს წინ გამოჩნდა..
-შენი საქმე არაა, შემეშვი..-ახლა დავხედე და თხილამურები არ უკეთია.. ამოცანა გვეკითხება აქ რანაირად გაჩნდა..
-ხელთათმანები რა უყავი..-ხელით მივანიშნე გვერდით მიდევსთქო-კარგი მართლა, მოდი დაგეხმარები ასე უფრო მალე დავშორდებით ერთმანეთს..- თხილამურებთან ბრძოლაში დაღლილს უტას მივეცი უფლება დამხმარებოდა..
-არ სრიალებ, აბა აქ რა გინდა..?
-როგორ გაქვს..?-დამაიგნორა..
-მგონი კარგად..-ხელი გამომიწოდა, თუ დახმარებაა დახმარება იყოს-თქო და დავეყრდენი წამოსადგომად. ხელები გამიშვა, ორი ნაბიჯით გაიწია, უნდა მეთქვა მეტად გაწეულიყო მაგრამ რაღაც მოხდა.. შუქი წავიდა.. არა გაგიგონიათ შუქი წავიდა, მთლიანთ შთაინთქა. გარშემო ვიხედები და არაფერი ანათებს, შორიახლოს სასტუმროსკენ გავიხედე, სრული სიბნელე.. ასეთი მასშტაბური დენის წასვლა..? როგორც ჩანს სერიოზული პრობლემაა ..
სამწუხარო ინფორმაცია, სიბნელის სასტიკად მეშინია.. პატარა სინათლეს საძინებელშიც ყოველთვის ვტოვებ. საკუთარ სახლში მგონია მკვლელი დამხვდება, მობილურის სანათით კი არა, ოთახში ყველგან სინათლე თუ არაა ვერ ვმოძრაობ..
ახლა კი უკუნითი სიბნელე დადგა, მთლიანად შიშმა მომიცვა, ამ არაფრობაში და პანიკაში მახსენდება ჩემგან ორ ნაბიჯში დგას..თუ აღარ, ისევ ჩემს წინა..
-უ..უტა-ხელების ქნევა დავიწყე მივმხვდარიყავი სად იყო, მალევე მივაგენი..მხარზე დავადე ხელი, უფრო დასარწმუნებლად სახის ძებნა დავიწყე..-უტა ხომ შენ ხარ..
-სხვა ვინ უნდა იყოს გოგო ნუ გადამრევ..ძლივს სუნთქავ, კარგად ხარ..?- ერთი ხელით მის მხარს ვეყრდნობი, მეორე ხელით სახესთან.
-მე…მე..
-სიბნელის გეშინია..?-თავი დავუქნიე ისე თითქოს დამინახავდა..თუმცა უკვე იმდენად ახლოს აღმოვჩნდი მარტივად მისახვედრი აღმოჩნდა პასუხი..-მყარად დადექი, ეს გასრიალდები და მერე სად გდიო ამ სიბნელეში..
-არ შემიძლია..ჩემი კოშმარია, თვალები გახელილი მაქვს და ვერაფერს ვხედავ, რა გავაკეთო..
-მოდი პირველ რიგში ღრმად ისუნთქე..
-არ შემიძლია..
-სალივან თავს თუ ხელში არ აიყვან არაფერი გამოვა..
-შენ გეშინოდეს სიბნელის მერე ვნახავდი როგორ მდგომარეობაში ჩავარდებოდი..
-იმის კვალობაზე რამდენად გეშინია, დიდ გულზე ხარ..
-როგორ მელაპარაკები.. ახლა..
-ჩვეულებრივად გელაპარაკები, განსხვავებას ვერ ვხედავ ჩვენი ყოველდღიური საუბრებისგან..
-აა განსხვავებას ვერ ხედავ..? ვერ ამჩნევ ჩვენს გარშემო არსებულ მდგომარეობას..? ამ სიბნელეში ნაბიჯს ვერ გადადგამ. მე მეშინია, დიახაც მეშინია და ეს თურმე ჩვეულებრივი ყოველდღიურობა ყოფილა.. რამდენადაც ვერ უნდა მიტანდე, ადამიანური გათვალისწინება არ უნდა გქონდეს რომ არ გამაღიზიანო მაინც დამშვიდების მაგიერ..? კიევ დავრწმუნდი რამდენად ვერ გიტან..-მოულოდნელად დენი ჩაირთო..-უტა..
-ესეც ასე..-იღიმის..
-საქმე გასაღიმებლად გაქვს..?
-ისევ ჩემზე ბრაზმა გიშველა და ყურადღება გადგატანინა შენი შიშისგან, ნახე რა მარტივად გამოვძვერით..? -ცალი ხელით ისევ ვეყრდნობი, ახლა ვამჩნევ მეორე ხელი მის სახესთან მაქვს მიტანილი, წამიერად თვალს ვაპარებ და ნელნელა დაბლა ვაცურებ, ამჯერად თვალს არ ვაცილებ იქნებ ნაკლებად შესამჩნევი იყოს ჩემი მოქმედება, ანდაც უხერხული..
ნელნელა ღიმილს იშორებს სახიდან.. თითქოს სწორედ ახლა იგრძნო ჩვენს გარშემო არსებული სიცივე, ნიავი რომელიც ახლა ქარიშხალს უდრის..-აქამდე ხელები როგორ არ გაგეყინა..
-სანამ დენი ისევ არ წასულა, მიჯობს წავიდე..
-ხელს მე გიშლი..? თავიდანვე შენ ამეკარი და არ მშორდები..
-თუ ასე გაწუხებ რატომ არ მიშორებ..?
-მე არ მითქვას რომ მაწუხებ..
-ვიყოთ მაშინ ასე..
-ტყუილად მეჯიბრები..-მომშორდა, იქვე დაგდებულ ხელთათმანები აიღო და უკითხავად გამიკეთა-შენი მოუხერხებლობის გადამკიდე, იქნებ ის მაინც მოახერხო სასტუმრომდე სახსალამათმა მიაღწიო..
-შენთვის უკეთესი არაა რამე დამემართოს და ჩემგან დაისვენო..?
-შენგან დასვენება ნამდვლად მინდა მაგრამ ეგ ჯერ არ გამოვა..
-რატომ..?
-ისეთ კითხვებს სხვამ რომლებზედაც პასუხი მშვენივრად იცი..
. . .
-წარმოგიდგენია, ხვალ ვბრუნდებით..?-ღიმილით მეუბნება მაკა..
-დრო მალე გავიდა..
-ჩემი ოჯახი იცი როგორც მიყვარს მაგრამ ეს დღეები ნამდვილად მჭირდებოდა..
-მიხარია კარგი დრო თუ გაატარე..
-კარგია რუტინას მოწყდე, დროებით მაინც..-უტაზე ფიქრში, მცდელობა მისი იგნორისა.. მასზე ასეთი ფოკუსი არ მქონოდა, ვინ იცის იქნებ მეც მაკსავით კარგი დრო გაემტარებინა.. თუმცაღა არც ჩემი ყოფილა ცუდი..-ესე უცებ ბარგი რანაირდ ჩააბარგე..
-ბევრი არაფერი მქონია წამოღებული..
-და დღესვე რატომ გაამზადე, ამ დილაადრიან..
-მე დღესვე მივდივარ..
-რატომ, რა გეჩქარება..?
-მოსვენება დავკარგე, ვეღარ მოვითმენ..
-კარგი რაა, შევირგოთ..
-გონება უკვე განვაწყე წასასვლელად, ესეც საკმარისი იყო.. წავედი საუზმე ნამდვილად გემრიელი იყო, მაგრამ ბარგი მაქვს ჩამოსატანი..
-რითი მიდიხარ..?
-ეგ არ მომიგვარებია, რამეს ვნახავ..
-მე მოსაცდელში დაგელოდები, გაგაცილებ..
-მადლობა მაკუ..-ნომერში ავედი, ბარგი ავიღე და კიდევ ერთხელ მოვავლე თავლი რამე ხომ არ მრჩებოდა.. გულმშვიდად დავტოვე ოთახი და მაკას დავუბრუნდი, უფროსწორედ მას და მის გარშემო ახლად შემოკრებილ საზოგადოებას..
-აი სალიც დაბრუნდა, შენთვის კარგი ამბავი მაქვს..
-რა ხდება..?
-ჯერ ხომ არ იცი რითი მიდიხარ, გავიგე უტაც ახლა მიდის, ტრანსპორტის მოძებნა აღარ მოგიწევს..-იმედგაცრუებულმა შევხედე უტას, რომელიც ასეთივე მზერით მიყურებს.. გარდა იმისა სახლში დაბრუნება მართლა მინდა, ჩემი გეგმა იმასაც მოიცავდა მასთან ერთად არ მომიწევდა მგზავრობა..
-არ არის საჭირო, ტაქსითაც მშვენივრად წავალ..
-მარტო..? არა ვინერვიულებ სანამ შენ ჩახვალ, ასე კიდევ მშვიდად ვიქნები..
-არა მგონია კარგი იდეა იყოს..-თავხედი ჩემკენ გადმოიწია და ჩურჩულით მითხრა..
-რამდენადაც არ უნდა გვდომოდა ერთმანეთს ვერ ავცდით სალივან-ჩანთა გამომართვა, ისე მზერა ჩემთვის არ მოუცილებია..-იჩქარე მე უკვე გავდივარ..
-აბა კარგად იყავით, ფრთხილად ატარე იცოდე..
-არ ინერვიულო..-სასტუმროც დავტოვეთ..-სალივან..
-გირჩევნია სწრაფად ვიარო თუ ფეხი გამისრიალდეს და სიტუაცია გართულდეს..?-როგორღაც მანქანამდე მივედით, ჩავჯექი და მუსიკას ავუწიე როგორც კი დაქოქა..
-იქნებ მკითხო მინდა თუ არა მოსმენა..
-ჩემთან ლაპარაკი თუ გინდა ისე, ნერვები არ დამაწყდეს დავუწევ.. მოდი შენ ატარე და რომ არ ავიჩეხოთ ამას მე მივხედავ..-წამიერად გაიცინა თითქოს რამე სასაცილო მეთქვას და სახე მალევე დაასერიოზულა..
-დიდ გულზე ხარ მეთქი გეუბნები და არ მისმენ..
-რამე მითხარიი..? ამ ხმაში არ ისმის..-გარკვეული მანძილი გავიარეთ და შორიდან როგორც კი დავინახეთ ჩამწკრივებული მანქანების დიდი სიგრძე, რომელიც ადგილიდან ოდნავადაც არ იძვროდა უკვე მივხვდი კარგი ამბავი არ გველის.. -რა ხდება ნეტა..?
-გავარკვევ..-მანქანიდან გადავიდა, ოდნავ წინ მანძილი გაიარა და ვიღაცას მიუკაკუნა ფანჯარაზე.. მისი უკმაყოფილო გამომეტყველებიდან გამომდინარე იმაზე ცუდი ამბავია ვიდრე მეგონა..
-აბა რა ხდება..?
-თოვლის გამო გზა ჩაიკეტა, ასუფთავებენ და არ იციან რამდენი დრო დასჭირდება..
-უკანაც ვერ გავბრუნდებით არაა..
-შეხედე ამასობაში უკან რამდენი მანქანა დაგროვდა, ფიზიკურად ვერ გავალთ, უკან წახვიდე კიდე დროს ვკარგავთ..
-და რაა აქ უნდა ვიყოთ, შეიძლება საათები..?
-გვიწევს..
-რა საშინელებაა.. მაგდენი ხანი ვერ გავჩერდები..
-მიდი წადი მაინც გზის გაკვალვაში დაეხმარე და დაგვეწევი..
-როგორი სასაცილოაა..
-ძალიან..
-სრული კოშმარი, მეც მოვინდომე ადრე წამოსვლა..რა მინდოდა..
-მართლა რა გინდოდა, ახლა მშვიდად მაინც ვიჯდებოდი, ორი წუთით არ შეგიძლია გაჩერება..
-შემიძლია..
-მაშინ გაჩუმდი..
-შენს ნათქვამზე რატომ უნდა გავჩუმდე, ახლა დავიწყებ და არ გავჩერდები..
-წესიერად დამუქრებაც არ გამოგდის, ხვდები ხო..?
-რატომ უნდა გამომდიოდეს დამუქრება ან ვინმეს დამუქრება კარგად რატომ უნდა გამოსდიოდეს..
-საჭიროა იცოდე როგორ გამოხატო შენი აზრი დამაჯერებლად..
-ეგ სხვაა, მუქარა სხვაა..
-გადაკვეთა მაინც აქვთ..-და ფანჯარაზე მოკაკუნების ხმა, პოლიციის თანამშრომელი..
-დიახ გისმენთ..
-დაახლოებით ორ საათში წასვლას შეძლებთ, შესაფერისი საბურავები გიყენიათ..?
-თუ სურვილი გაქვთ შეამოწმეთ..
-გასაგებია..-ვითომ არაფერიო ისე გაბრუნდა..
-ბედნიერი ორი საათი, თუ ამ დროში მორჩებიან.. ამას დამატებული დარჩენილი გზა..
-არცერთი არ ვართ ამ სიახლით გახარებული, მოდი ერთმანეთს მაინც ნუ გავურთულებთ =..
-რას მთავაზობ..?
-თუ გეტყვი, რომ თან ლეპტოპი მაქვს, რომელშიც ფილმებია გადმოწერილი, გაჩუმდები..?-ნელნელა სახე გამინათდა..
-სერიოზულად..აქამდე სად იყავი.. მე ხმის ამომღები არ ვარ, მიდი მიდი ლეპტოპი მოიტანე-ჩანთიდან ლეპტოპი გადმოიღო..-მითხარი კარგი თუ არა ნორმალური გემოვნება მაინც გაქვს-რა სისულელეს მეუბნები მზერით დამაჯილდოვა..
-ჩართე რაც გინდა და მშვიდად ყოფნა მაცადე..-ლეპტოპი გადმომილოცა..
-შენ არ ნახავ..?
-ჩართე თუ რთავ..-მის სიას თუ გადავხედავთ გემოვნება აქვს, ამას კი პირადად არ ვეტყვი მაგრამ თქვენ მაინც იცოდეთ.. სათურმა მიმიზიდა და მგონი პირველად ამდენი ხნის განმავლობაში აღწერის, მსახიობების ნახვის გარეშე ჩავრთე ფილმი “უხილავი სტუმარი”..
-ნანახი გაქვს..?
-არა..-ეს ერთი კითხვა და ხმა აღარ ამომიღია, იმდენად საინტერესო ფილმი აღმოჩნდა ვის ეცალა კითხვებისთვის.. ის კი შევამჩნიე დააინტერესა და არ იმჩნევს, თვალს კიაპარებს. როგორც ადამიანი რომელსაც მცირეოდენი ადამიანურობა შერჩენილი აქვს ვითომ ადგილი შევიცვალე და ისე დავიჭირე ლეპტოპი მასაც დაენახა..
მე ზოგადად ემოციური ვარ და ყურებითაც თუ მთლიანად ჩართული ვარ, ემოციები არ მენანება.. ის თუ გაქვავებული იჯდა მე შეძახილები არ დამიკლია.. ზარის ხმა გაისმა და ვუპასუხე
-რასამბობ.. მართლა მეუბნები..? როგორ გამახარე ვერ წარმოიდგენ.. ახლა თბილისში არ ვარ, როგორც კი შევძლებ მოვალ.. მოკლედ შენ რომ არ მყავდე რაა.. ერთი სული მაქვს ჩამოვიდე..კარგი მადლობა დიდი.. ნახვამდის..-ასეთი დაძაბული მომენტი თუ იყო ფილმში სულ დამავიწყდა ისე გამაბედნიერა ახალმა ამბავმა.. მისკენ მივტრიალდი.. უნდა მეხარებინა, მაგრამ მივხვდი ჩამაშხამებდა თავისი კომენტარით და თავი შევიკავე.. ფილმის ყურება განვაგრძე..თ.. ჩავრთე.. ცოტაც..ცოტაც კიდევ ცოტაც და დასრულდა..-ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა..?
-საინტერესო იყო..-ლეპტოპი დავხურე..
-მხოლოდ საინტერესო..? რა მოხდა უბრალოდ გავგიჟდი.. წარმოგედგინა ასე თუ დასრულდებოდა..? როგორ მიყვარს ფილმები რომლის დასასრულის გამოცნობაც არ შემიძლია.. თან სწორად შერჩეულ დასასრული საერთოდ- ზედმეტი მომივიდა, ლაპარაკს შევყევი.. ლეპტოპი თავის ადგილას დავაბრუნე.. ოცი წუთიც არ იყო გასული დავიძარით..მალე მივალ სახლში..
. . .
დარჩენილი დღე არაფერი მიკეთებია, როგორც კი მოვწესრიგდი თბილ საწოლს მივაშურე.. მე მეგონა სახლში დაბრუნება მინდოდა ძალიან და ამის გამო ვერ ვისვენებდი მაგრამ მოუსვენრობის განცდა არ მტოვებს.. ადგილს ვერ ვპოულობ..
ახლა დავბრუნდი, ამის ბრალი იქნება, მაქსიმალურად ვაიგნორებ ამ განცდას და ვცდილობ მგზავრობის დაღლა ავინაზღაურო მთელი დღე წოლით..
მეორე დღეს დილითვე წავედი ჩემი მანქანის წამოსაღებად, სწორედ ეს იყო სიახლე, ჩემი მანქანა მზადაა.. იმდენი დამიჯდა უნდა დაფრინავდეს და ვნახოთ რას იზავს.. ისევ მადლობებით ავამკე ჩემი ნაცნობი რომ გამოაცოცხლა. გახარებული ჩავჯექი მანქანაში თითქოს პირველად ვატარებდე.. ნატასკენ გავეშურე, ტელეფონზე არ მპასუხობს, ახლა სახლში იქნება და მუსიკის ხმაში არაფერი ესმის.. სამაგიეროდ ახლა მე მირეკავენ..
-სალივან, ხომ არ იცი ნატა საითაა..?
-ახლა მასთან მივდივარ..
-სახლშია..?
-დიდი ალბათობით, სხვაგან სად იქნება იატრას გარდა, გახსნამდე კი ადრეა..
-მეც მოვალ..
-სხვა დრო ვერ ნახეე..
-ჩემი მეგობარიცაა..-გათიშა, თავი გავაქნიე.. მოკლედ ჯერ კი იატრა არ იხსნება მაგრამ მეცადინეობს ალბათ.. მისი საყვარელი გაზიანი სასმელი გავაყოლე.. იქვე გავაჩერე მანქანა..უცებ ავირბინე კიბეები..
-ნატაშკაა დაგიბრუნდი და ნახე რა მოგიტ..-ღიმილით შევდგი ფეხი, წინ გადაშლილი სურათის შემდეგ კი ნაბიჯი ვეღარ გადავდგი, თვალები მაგრად დავხუჭე გავახილე და სურათი არ იშლება, რამდენჯერმე დავახამხამე, არაფერი.. ეს მართალია რაც ჩემს წინაა? არა შეუძლებელია.. სასმელი ხელიდან გამივარდა..
შეუძლებელია ჩემს წინ იატაკზე მკვდარი ნატა იწვეს.. დანასთან ერთად, რომელიც მუცლის არეში აქვს ჩატოვებული, ამის ბრალი უნდა იყოს დიდი სისხლის გუბეც..
გავიყინე, თვალები ცრემლებით ამევსო.. ოღონდ ახლა ეს საშინელი კოშმარი იყოს, მეტი არაფერი არ მინდა..
-იცით ხომ კარი ღია არ უნდა დატოვოთ..-შორიდან ხმა შემომესმა, ვერც ვტრიალდები.. ნაბიჯების ხმა ახლოვდება და შემდეგ სიჩუმე.. ჩემს წინ ინაცვლებს, ხელის მოძრაობით მაიძულებს შევხედო.. ცრემლები უნებართვოდ მიედინება..თავს მხარზე ვადებ, ცრემლები მატულობს..
-უტა..მითხარი რომ მეჩვენება და შენც იმავეს არ ხედავ..ძალიან გთხოვ მითხარი..
-სალი..-ავხედე..თვალები აუწყლიანდა..
-ნატა..ნატა მართლა აღარ გვყავს..?-ნატას გავხედე.. მალევე დავრეკეთ პოლიციაში, ვერასდროს ვიფიქრებდი მეგობრის მკვლელობის შესახებ განცხადება თუ მომიწევდა.. სამზარეულოში დაგვკითხეს ზედაპირულად, როდის ვიპოვეთ ვინ იყო ჩვენი.. ზარს დაელოდეთო გვითხრეს და გამოგვიშვეს.. გამოვედით, კარებს გამოვცდით თუ არა ყვითელი ლენტა გააკრეს..
მოძრაობა მიჭირს, კიბეები ძლივს ჩავიარე.. დამავიწყდა სად გავაჩერე მანქანა.. დგომაც აღარ შემიძლია, აცრემლიანებული თვალების გამო წესიერად ვერაფერს ვხედავ..
-სალი..-მივიხედე..
-წამოდი წაგიყვან..
-ჩემი მანქანა..
-ასეთ მდგომარეობაში ტარებას ვერ შეძლებ.. მოდი რაა..-შეწინააღმდეგების ძალა ნამდვილად არ შემრჩა, ამიტომაც გავყევი..ჩავჯექი, რემენი თავად გამიკეთა.. -მანქანის გასაღები..
-რა..?
-მანქანის გასაღები მომეცი,მოგვიანებით მოგიყვან..-მივაწოდე.. უხმოდ ვიმგზავრეთ, გაჩერდა, მივხვდი ჩემს სახლთან არ ვართ, მიმოვიხედე ჩემს დასთნ ვართ.
-აქ რატომ..?
-ახლა მარტო არ უნდა იყო..
-და შენ..-პასუხი არ გაუცია, დააკაკუნა, კარები გაიღო და ჩემი დის მომღიმარი სახე მალევე შეეცვალა ჩვენი დანახვისას.. უტას ფაქტობრივად ვეყრდნობი, ფეხებში ძალა საერთოდ აღარ მაქვს..
-რა ხდება..?-შევედით, იქვე დივანთან მიმიყვანა, გადაუჩურჩულა რაც მოხდა.. გამომხედა.. უტა წავიდა.. დარია მომიახლოვდა გვერდით ჩამომიჯდა და მიმიხუტა.. ვეღარ გავჩერდი და ტირილს ვუმატე.. იმდენად რომ სუნთქვა გამიჭირდა..-გული მოიოხე დაგამშვიდებს.. ამასაც გადაიტან, ერთად გადავიტანთ..
-მეორე და დავკარგე დარია მეორე და..ეს როგორ გადავიტანო..
-დროა საჭირო, უნდა გადახარშო..
-არა არ მინდა, ჩემი საუკეთესო მეგობრის..სიკვ.. ჩემი.. ის..
-დამშვიდდი..
-ნეტა არ წავსულიყავი, იქნებ..
-შენს თავს ნუ დაადანაშაულებ, შენი ბრალი არ არის სალი..
-იქნებ გადამერჩინა.. -ვთხოვე ოთახი გაემზადებინა, ვუთხარი ახლა ლაპარაკი არ მინდოდა.. დავწექი.. ცრემლები მოდიან და უბრალოდ ვერ ვჩერდები..
ნატა ვნახე ასეთ მდგომარეობაში, უსიცოცხლოდ როგორ ცურავდა სისხლში, როგორ აღარ ედო ფერი.. ვერ ვწყვეტ ფიქრს იმაზე, რომ უახლოესი მეგობარი დავკარგე..
. . .
-საჭიროა წამოდგე, მესმის რთულია მაგრამ აუცილებელია..
-ახლა არ შემიძლია.. ჩვენება ხომ მივეცი, მაშინ ავდექი სახლი დავტოვე.. ისევ იგივეს თავი არ მაქვს იციი..
-სალი უნდა წამოდგე, რამდენი ხანია უკვე ასე ხარ.. არ შეიძლება თავს დაიზიანებ..
-დარია..
-ახლა ადგები, ჩამოხვალ და ერთად ვივახშმებთ..
-თხოვნას არ გავს..
-შენთან თხოვნა არ ჭრის და აღარც გთხოვ.. ვნერვიულობ შენზე.. თავიდან მესმის მაგრამ ეს უკვე ზედმეტია..-ჩემი დის დაჟინებული მოთხოვნით და დაძალებით მასთან ერთად დავტოვე ოთახი.. ბაჩანა დამხვდა, თბილად გამიღიმა..
-მოდი მოდი ცოლის დავ..
-ამდენი ხანი ჩემთან არ დარჩენილხარ, მე კი ვერც კი გხედავ დეიდ..-გავუღიმე და მის გვერდით დავიკავე ადგილი..
-დაჩის თხოვნით პიცა გამოვაცხვე, უნდა ჭამო..
-მეგობრებო არ არის აუცილებელი ჩემს ირგვლივ ფეხის წვერებზე იაროთ, სიტყვები შეარჩიოთ და ასე შემდეგ..
-გვინდა დაგეხმაროთ, სულ ესაა..
-მესმის.. -დარიას კარგი ხელი აქვს რაც თავი მახსოვს, პიცაც გემრიელია.. მგონი ორი კვირის მანძილზე პირველად ვჭამე ნორმალურად..
არ იყო ცუდი გადაწყვეტილება დარიამ ფაქტობრივად ძალით რომ გამომიყვანა.. დანაკლისი ოდნავ შემიმსუბუქდა.. ტკივილი რომლის გამომწვევი მიზეზს ჯერ კიდევ ვერ ვაღიარებ..
მომდევნო რამოდენიმე დღე ოთახში ყოფნას მოვუკელი, ვერ ვიტყვი შინაგანი ტკივილი და სევდა მტოვებსთქო მაგრამ თავს ასე უკეთესად ვგრძნობ..
ახლა ყველაზე მეტად ის მაწუხებს მკვლელი ჯერ კიდევ არ უპოვიათ და არავის წარმოდგენა არ აქვს რა მოხდა..
ვერ გავექეცი იმ ფაქტს, სამსახურში დაბრუნების დროა, იქნებ გული ოდნავ მაინც გადავაყოლო..
-მოიცადე შენ რა ახლა სამსახურში მიდიხარ..?
-კი დაო ჩემო, მივდივარ..
-ძალიან კარგი..
-ოღონდ აქ აღარ დავბრუნდები..
-ეგ რას ნიშნავს..?
-სახლი მაქვს დაო სახლი, მადლობელი ვარ ამდენი ხანი ჩემი გაძლებისათვის მაგრამ სახლში დაბრუნების დროა..
-რომელ გაძლებაზეა ლაპარაკი, ახლა რთული პერიოდი გვაქვს, განსაკუთრებით შენ..
-საკმარისად დამეხმარეთ..
-დარწმუნებული ხარ..? -თავი დავუქნიე.. -მაშინ ეს დაგჭირდება..
-ჩემი მანქანის გასაღები..
-უტამ მოიტანა, მანქანა აქვეა გაჩერებული..-კიდევ ერთხელ დავემშვიდობე.. სახლი დავტოვე და ჩემი მანქანისკენ წავედი.. ჩავჯექი ამომიტივტივდა სიხარული როგორც იქნა დასრულდა გაკეთება მეთქი..შემდეგ უცებ ნატას ამბავიც დაერთო.. ისეთი განცდა მაქვს თითქოს იმ დღეს დავუბრუნდი თითქოს ისევ ნატასთან მივდივარ და.. არა სალი გამოფხიზლდი ასეთ მდგომარეობაში თუ იქნები მუშაობას ვერ შეძლებ..
მანქანა დაიძრა, მთელი ფოკუსი ტარებაზე გადავიტანე.. მივაღწიე შენობამდე.. მთელი ძალები მოვიკრიბე და შენობაშიც შევედი..
-სალი დაბრუნდი..?-მაკა შემომხვდა..
-როგორც ხედავ..
-გავიგე რაც მოხდა, ვწუხვარ..
-მადლობა მაკა..-შენობის ბოლო სართულამდე უხმოდ ავედით..
-შეგიძლია ეს საბუთები უტას შეუტანო..? ახლა გამახსენდა რაღაც, უნდა გავიქცე..
-კიი რა თქმა უნდა..
-ოქრო ხარ..მადლობა..-რამოდენიმე ნაბიჯიც ჯერ ჩემს კაბინეტში შევედი, ჩემი ნივთები დავდე და უტასკენ დავიძარი.. მივაკაკუნე..
-შემოდით..-თავი არ აუწევია..
-მაკამ გამომატანა-ამომხედა..-რაღაც საქმე გამოუჩნდა.. მე წავალ..
-მოიცადე..მადლობა..
-არაფერია..
-როგორ ხარ..?
-რამდენადაც შემიძლია ვცდილობ..ახალი არაფერია..?
-საქმე წინ არ მიდის..
-როგორ შეიძლება მკვლელი ასე თავისუფლად უნდა დაიარებოდეს..
-ანაბეჭდები ვერ იპოვეს.. საქმე რთულადაა..
-არა.. ფიქრიც აღარ მინდა…
-თუ რამეა პირველი მე გავიგებ და გაგაგებინებ..
-კარგი მე წავალ..-ჩემს კაბინეტში დავბრუნდი, ბევრი საქმე დამიგროვდა.. მთელი დღე თავი არ ამიწევია და თუ გულწრფელი ვიქნები სურვილიც არ გამჩენია.. ყავაც არ დამილევია.. როდესაც წასასვლელად მოვემზადე მივხვდი უმეტესობამ შენობა უკვე დატოვა.. დრო სწრაფად გადის.. ყველაფერი ავალაგე სანამ ლიფტში შევიდოდი უტამ დამასწრო შესვლა, მეც შევყევი..
-გვიანობამდე მუშაობას არ გადაჩვეულხარ..
-ბევრი საქმე დამიგროვდა, თუმცა შენც გვიანობამდე ხარ, საკმაოდ ხშირად..
-საქმეს რა გამოლევს..
-მითხარი რომ თუ რამეა პირველი შენ გაიგებდი.. საიდან..?
-რა..?
-დღეს მითხარი..
-ახლობელი მყავს, ვისაც საქმესთან შეხება აქვს.. მე რაც შემიძლია ვაკეთებ მაგრამ მოტივიც არაა საიდანღაც ხომ უნდა დაიწყო.. შენზე რას მეტყვი..?
-ჩემზე..? მე რა უნდა გითხრა..
-მომისმინე, შეიძლება ახლა ვერ იაზრებ მაგრამ ისეთი ინფორმაცია გქონდეს, რომელიც საქმეს წაადგებოდა.. მისი მეგობარი იყავი..
-შენც მისი მეგობარი იყავი..
-კი მაგრამ მე დიდი ხანი წასული ვიყავი, ამ დროის განმავლობაში იშვიათად თუ ვკონტაქტობდით.. იქნებ არის რამე.. არ ვიცი ხავსს ვეჭიდები უკვე დაივიწყე..-როგორც კი ლიფტი გაიღო წავიდა.. კიდევ კარგი მანქანის ახლო გაჩერება მოვახერხე..
სახლის გზას დავადექი, საცობისდა მიუხედავად დიდად არ დამგვიანებია მისვლა.. კარები გავაღე.. შესვლისას კი ტანში გამცრა, არადა გარეთ დიდი სხვაობით ყინავს.. შუქები სწრაფად ავანთე.. უნდა დავშვიდდე, არავინაა..არავინაა.. კარები გადავკეტე..
არ ვიცი საკუთარ სახლში თავს უცხოდ რატომ ვგრძნობ, მაგრამ ჩემს დასთან ვერ გავიქცევი საშველად.. უნდა შევძლო და დასაძინებლად წავიდე.. წამლების ყუთის მოსაძებნად წავედი, არამგონია დამამშვიდებლის გარეშე 10 წუთი კიდევ გავძლო..
. . .
-შეხვედრა დამთავრდა, დღეისთვის სულ ეს იყო..-ნელნელა ყველა გავიდა ცოტნეს ჩემი და უტას გარდა.. ჩემი ნივთები ავიღე, გასასვლელისკენ უნდა წავსულიყავი როდესაც ცოტნემ გამაჩერა.. თვალების ატრიალებისგან თავი ძლივს შევიკავე..-გავიგე მეგობარი დაგიკარგავს, ვიზიარებ..
-მადლობა..
-სამწუხაროა ახალგაზრდა რომ გვტოვებს ადამიანი..
-დიახ..
-ახალი არაფერია გამოძიებასთან დაკავშირებით..?
-არაფერი..
-სამწუხაროა..
-დაგტოვებთ..-სანამ ოთახი არ დავტოვე ვერ ამოვისუნთქე, უტა უკან მომყვება..
ახლა ამ წამს ცოტნეს ნათქვამი შენელებული კადრივით გამეორდა..როგორ თქვა..? სამწუხაროაო..მოიცადე..-ჩემი კაბინეტისკენ, საქმე მაქვს..
-კარგი..აბა რა ხდება..?
-ვერ დაინახე..?
-რა უნდა დამენახა..
-გამოძიებაზე მკითხა ცოტნემ..
-მერე..
-ახალი არაფერია მეთქი და სამწუხაროაო..
-მაინც ვერ მივხვდი საით მიგყავს საუბარი..
-წამიერად ჩაეღიმა..
-ჩაეღიმა../? მაგისგან არაფერი მიკვირს..და ..?
-კარგი არ გაბრაზდე..
-არ მიყვარს წინასწარ მსგავსი შეპირებები წინასწარ, უბრალოდ მითხარი..
-მოკლედ ნატას და ცოტნეს გზები გადაკვეთილა წარსულში..
-განმიმარტე..
-რამოდენიმე პაემანზე ყოფილან.. ნატა მალევე შეეშვა, ეს არ ანებებდა თავს.. ბოლოს მიწყნარდა სიტუაცია..
-რას მეუბნები, ამ არსებასთან ნატას ურთიერთობა ჰქონდა..?
-პაემანზე გაყოლა ურთიერთობას არ ნიშნავს..
-მისი ჩაღიმება რატომ მოგხვდა თვალში..?
-არ ვიცი, მგონია გაუხარდა საქმე წინ რომ არ მიდის..
-შეიძლება გაუხარდა ეგ არაფერს გვაძლევს..
-სერიოზულად, რომ არ ვიცოდე ნატას მკვლელობისას ცოტნე ჩვენთან ერთად ბრძანდებოდა, მეგონებოდა ისაა დამნაშავე..
-ამაზეა წამსვლელი..?
-მას არ იცნობ..
-ასეთ ადამიანთან რატომ მუშაობ..?
-არც შენ მეხატები გულზე მაგრამ მაგის გამო სამსახურიდან არ მივდივარ..
-ცოტნე კავშირში გგონია.?
-ფაქტობრივად შეუძლებელი გამოდის, თუმცა ყველაფერს ვეჭიდები, სხვა თუ არაფერი თვალი მაინც ვადევნოთ იქნებ დამატებით რამე გავიგოთ..
-ცუდი აზრი არაა.. შეიძლება რაღაც იცოდეს..
-რადგან ბარემ აქ ხარ, მაინტერესებდა ჯაბამ ახალი ინფორმაცია ხომ არ მოგაწოდა პროექტზე..
-არა, ცოტნე გამოგზავნა საქმის გასაკეთებლად და ვერ ხედავ ვითომ თათბირი როგორ ჩაატარა..? მამამისი არარსებობის შემთხვევაში ასეთ კომპანიაში არავინ გააჩერებდა..
-რაც მაგისი არ არის, არ არსი რას ვიზამთ..
-მოვა ჯაბა და გაირკვევა..კარგი მოკლედ მე ვეცდები ცოტნეზე დამატებითი ინფორმაცია მოვიძიო, იქნებ რამე გავიგოთ..
-შემატყობინე..-გავიდა, ორ წუთში ისევ შემობრუნდა..
-მოიცადე, ჩვენ ახლა სამუშაოს გარეთაც დავიწყეთ თანამშრომლობა..?
-სამწუხაროდ მასე გამოდის..
-ეგღა გვაკლდა..-თავი გააქნია და ოთახი დატოვა, მის რეაქციაზე გამეცინა.. თუმცა რეალურად რა მაცინებს.. მართალია..
თუ რამე შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ ოღონდაც ნატას საქმე გაიხსნას, ზუსტად ვიცი მანამდე ვერ მოვისვენებ, ამიტომაც თუ ბატონ სითავხედის განსაზღვრებასთან თანამშრომლობა მიწევს დაე ასეც იყოს..
. . .
-მეგობრებო, თქვენ საქმეს ტყუილად არ მოგწყვიტეთ, მნიშვნელოვანი ახალი ამბავი გვაქვს.. მოკლედ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს წლევანდელ ტენდერში მონაწილეობას არ მივიღებდით გაერთიანების გამო, სინამდვილეში ასე ნამდვილად არაა.. ჩვენ გარკვეული გამოცდებიც მოგიწყვეთ, ვნახეთ როგორ შეგიძლიათ ერთად მუშაობა, როგორ გაართვით საქმეს თავი და ამიტომაც გადავწყვიტეთ წლევანდელ, ყველასათვის ცნობილ და მნიშვნელოვან ტენდერს არ გამოვაკლდეთ..
-გადატვირთულად მოგვიწევს მუშაობა, გვესმის ამან შეიძლება გეგმები შეგიცვალოთ მაგრამ გაერთიანებული ძალებით მეტი შანსი გვაქვს..
-საბოლოოდ კი რადგან აქ ხართ მიხვდებოდით, თქვენ იმ ჯგუფის ნაწილი ხართ, რომელიც ამ ახალ პროექტზე დაიწყებს მუშაობას..-მექანიკურად ყველამ გარშემო მიმოიხედა თითქოს არ იცოდნენ და ერთმანეთს პირველად ხედავენ..-უტა ამ შემთხვევაში მთავარი არქიტექტორი შენ ხარ, სალი როგორც ინტერიერის დიზაინერი კარგ პარტნიორობას გიწევს.. ქმნით ხელშესახებ კონცეფციას. პროექტის მენეჯერი მაკა, პროექტის საერთო კოორდინაციას ყოველთვის კარგად ხელმძღვანელობ. ტატა ტექნიკური ნახაზების, გეგმების და სამშენებლო დოკუმენტების შექმნაში საუკეთესოა, დაგეხმარებათ ზუსტი და დეტალური გეგმების შესაქმნელად, რომლებიც წარმართავს მშენებლობის პროცესს.
ურბანულ დამგეგმავებს რაც შეეხება ვისთანაც უკეთ თანამშრომლობთ თქვენი სურვილისამებრ ითანამშრომლეთ, მაგრამ თავის დროზე მოაგვარეთ დეტალები.
იგივე შემიძლია ვთქვა მდგრადობის ექსპერტებზე.
-ტენდერის პირობებს შეგიძლიათ მალე გაეცნოთ თქვენს მეილებზე, ვიწყებთ რაც შეიძლება მალე, ბევრი დრო არ გვაქვს.. რამე კითხვები ხომ არ გაქვთ..?
-მოკლედ თუ შეგვიძლია ვისაუბროთ ეტაპებზე..
-ახლა მთავარი პირველი ეტაპია, როგორც იცით პირველადი წარდგენაა თვის ბოლომდე..
-ინფორმაცია დეტალურად იქნება განხილული მეილზე, დანარჩენზე შემდეგ ვისაუბრებთ..-ოთახი მალევე დაცარიელდა, ამ შემთხვევაში მე პირველი ვიყავი ვინც დატოვა, არ მეგონა ტენდერზე მუშაობას თუ დავიწყებდით, ამ შემთხვევაში კი იმაზე მეტი სამუშაოა ვიდრე ჩვეულებრივ თან უტასთან ერთად..
-აბა გიხარია ახალი ამბავი..?
-შერეული გრძნობები მაქვს..
-ახალ გუნდთან ერთად მგონია გავიმარჯვებთ..
-ის რომ ახალი გუნდია და ერთმანეთთან მუშობას ისე არ ვართ მიჩვეული როგორც სხვა კომპანიები არ გაშინებს..?
-გასათვალისწინებელია კიი მაგრამ რაღაც დრო გვქონდა კიდევაც..
-ტატას იცნობ..?
-მეორე კომპანიიდანაა, პირადად შეხება არ მქონია თუმცა პროფესიონალია, ყოველ შემთხვევაში ასე მსმენია..
-ვინ იცის წინ რა გველის..
-ვეღარ გცნობ, ადრე მხოლოდ პოზიტიურზე ამახვილებდი ყურადღებას და ახლა პირიქით..
-ყოველთვის კარგ განწყობაზე ყველაზე პოზიტიური ადამიანიც არაა სამყაროში.. მუშაობას როდის ვიწყებთ..?
-ხვალიდან, დღეს ყველაფერს დავგეგმავ.. უტამ მთხოვა ურბანულ დამგეგმავებთან მალე მოვაგვარო სიტუაცია..
-ეგ განსაზღვრავს საითკენ წავალთ.. მართალია..
-დაგეტყო უტასთან გატარებული დრო ჰო იცი..
- არქიტექტურასთან მქონია შეხება..
-ამდენად ახლოს არა..
-კარგი მაკა მე წავედი, თუ რამე ყოველთვის ხაზზე ვარ..
-ტელეფონი ყოველთვის უხმო რეჟიმზე გაქვს, ვის ატყუებ..
-მხოლოდ შენთვის უტა..მხოლოდ შენთვის..-არსაიდან გაჩნდა..
-ოცნება აგისრულდა..
-რაზე ლაპარაკობ..
-ჩემთან მეტი დროის გატარებას ვგულისხმობ..
-სერიოზულად..? ეგ უფრო სასჯელია ვიდრე ოცნების ასრულება..
-საოცნებო სასჯელი..-დამცინავი პასუხი უნდა გამეცა, რაღაცისთქმა დავაპირე მისმა ღიმილმა ყურადღება გამიფანტა.. წამიერად, სამწუხაროდ ეს წამიც შესამჩნევი აღმოჩნდა.
-შენს სიზმრებში.. კი ნამდვილად..-რადგან არსად გასვლა არ მინდა, ლანჩი მელოდება თან, ამიტოამც მიმეჩქარება კაბინეტისკენ, თავხედისგან თავის დაღწევის მცდელობა არაფერ შუაშია მართლა..
ჩამოვჯექი და ამოვისუნთქე ჩემი ლანჩი ამოვიღე უჯრიდან.. თან ლეპტოპი ჩავრთე და მუშაობა განვაგრძე.. ვისღა აქვს დასაკარგი დრო.. თუმცა ეს მუშაობა ინტერიერთან არაფერ შუაშია..
. . .
-კი უტა გაშენიანების რეგულაციას მე მივხედავ, როგორც კი წარმოდგენა შემექმნება და პირველი მონახაზი მექნება..
-თავისთავად.. მოკლედ პირობებს თუ გაეცანით გარკვეული წარმოდგენაც გექნებათ შექმნილი.. ჯერ კიდევ ველოდები შედეგებს როგორ მიწასთან მოგვიწევს მუშაობა მაგრამ პირველადი ნახაზი ეს არის.. წარმოიდგინეთ ეს ვერსა, გაუმჯობესებული..
-მათემატიკის გაკვეთილიდან მოდიხართ ბატონო უტა..?- ინტერესიანი მზერა მივაპყარი, საკმაოდ დამაჯერებელი ხმით..
-უკაცრავად..?
-ასე მგონია ცალკეულად ფიგურებს ვუყურებ და არა ნახაზს..
-მეგონა უკეთესი ხედვა გქონდა.. სამწუხაროდ შევცდი.. იმედი მაქვს გაცვეთილ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ ნახაზს არ ელოდი, უნდა იაზრებდე რამდენად მნიშვნელვანია ავთენტურობა გაგვაჩნდეს.. მოკლედ მეგობრებო პირველი შეხედვითვე უნდა დავაინტერესოთ, კარების გაღების სურვილი უნდა გაუჩნდეთ..სურვილი მეტის გაგებისა, შიგნიდან როგორ გამოიყურება..
-უტა გეთანხმები მაგრამ ისეთს ნუ შევწვდებით რასაც ვერ გავაკეთებთ.. ცოტა არ იყოს შეუძლებელს გავს, უფროსწორედ საკმაოდ რთულს..
-მერე მაკა ცოტა არ იყოს შეუძლებელის შექმნა უფრო სასიამოვნო არაა.. ბოლოსდაბოლოს გამარჯვებისთვის ვიბრძვით და არა სხვა ნომინაციებისთვის.. რაც შეეხება ამ ნახაზს მაგიდაზე არც კი დავდებდი საკუთარ თავში ან თქვენს პროფესიონალიზმში ეჭვი რომ მეპარებოდეს..
-შორეული ხედვებისთვის შიგნით დიზაინზე რას ვაპირებთ..?
-სალი ტატას პასუხი გაეცი, ინტერიერის დიზაინერი შენ ხარ..
-მინიმალიზმი.. სკანდინავურს ვფიქრობ ჯერ-ჯერობთ თუმცა ვნახოთ..
-მინიმალიზმი..?- ტატამ გაკვირვებულმა გამომხედა, თითქოს უტას ნათქვამიდან ვერაფერი გაიგეო მზერით..
-შენი დოსიე არ მაქვს და არ ვიცი რამდენად გაქვს შეხება მაგრამ თუ მინიმალიზმთან გიმუშავია უნდა იცოდე რამდენი მუშაობა სჭირდება ისე გამოიყურებოდეს თითქოს სახლი ცარიელია და ამავდროულად იმაზე სავსე ვეღარც იქნება.. თუ ჩვენს ძვირფას არქიტექტორს ეს მხარე აქვს არჩეული, ეს საუკეთესო არჩევანია, შეიძლება გარკვეულწილად გარეგნულად დაკომპლექსებული იყოს მაგრამ თუ შიგნითაც იგივე დაგხვდება გადაიტვირთება..- ამ თავხედს კმაყოფილი ღიმილი რატომ დასთამაშებს..?
-სალის აზრი მხედველობაში გვექნება, მანამდე ამ ნახაზს მიხედე, გაციფრულების თვალსაზრისით.. დავინახავთ საით წავიდეთ..
-გასაგებია..
-შეგიძლია წახვიდე..
-მაკა რას იტყვი, ამ ეტაპზე მშენებლობაზე ლაპარაკი ზედმეტია, ჯერ ეს ეტაპი უნდა გადავლახოთ თუმცა ადრე ხომ არ არის..?
-ადრე არ არის მივხედავ.. საქმე წინ წავიგდოთ.. მგონი საკმარისი განვიხილეთ, ბევრი საქმე მაქვს მე წავალ..-მაკა დაგვემშვიდობა და გავიდა, მე კითხვა არც დავაპირე ისე წამოვდექი..
-შენ სად მიდიხარ..?
-შეხვედრა დასრულებულია.
-ჩვენთვის არა.. -ხელით მაშინა ჩემს ადგილს დავბრუნებოდი, უკმაყოფილო მზერით უხმოდ ჩამოვჯექი..
-მაშინ გისმენ..
-ნატას ეხება..
-მაგიტომ ვზივარ, იქნებ განაგრძო..
-ახალი რაც გავიგე ისაა რომ ბრძოლის კვალი საერთოდ არ შეინიშნება..
-შეუძლებელია, ნატა ესე მარტივად არ..
-ვიცი მაგრამ ეგ სხვა რამეზე მიგვანიშნებს.
-მკვლელს იცნობდა..?
-მაგაში დარწმუნებული ვარ.. ასევე ბინა დააცარიელეს, შესვლა შეგვიძლია, უფრო სწორედ მის მშობლებს..
-არ აპირებენ..
-რას ნიშნავს არ აპირებენ..?
-ზედმეტად მძიმეა მათთვის, მე მთხოვა დედამისმა ამ ყველაფრისთვის მიმეხედა, ბოლო ბოლო ნატას მეტი შვილი არ ყავთ, ნათესავები კი..
-გასაგებია და როდის აპირებ..?
-ფეხს ვითრევ ჩემთვისაც არაა მარტივი..
-აუცილებელია ისეთ მდგომარეობაში დავათვალიეროთ ბინა როგორშიც ახლაა..
-იმაზე მეტს რას ვიპოვით რაც მათ..
-ნატას უახლოესი მეგობრები ვართ, არ ფიქრობ იმ ექსპერტებზე უპირატესობა გვაქვს და ყველაფერს სხვანაირად შევხედავთ..? შენ მაინც.. მოდი ხვალ შაბათია ერთად წავიდეთ..
-კარგი..
-უარი რატომ რ უთხარი.. თუ ასე გიჭირს..?
-შვილი მოუკვდათ გგონია ამ თხოვნაზე უარს ვეტყოდი..? თუ რამე შემიძლია სიტუაცია ოდნავ მაინც შევუმსუბუქო გავაკეთებ..
-და შენ..?
-მე რა..
-შენი გრძნობები..
-არ არის ეგ ახლა მნიშვნელოვანი.. ხვალ ათზე იქ შევხვდებით..
-არა მოგაკითხავ..
-ძიძა არ მჭირდება..
-შენს ძიძად თავი არც გამომიცხადებია, ვთქვი მოგაკითხავ მეთქი და მოგაკითხავ.. აი ახლა შეხვედრა მართლა დასრულდა სალივან..
-როგორ გამახარე..მე მივდივარ დღეს ვეღარ გნახავ ამიტომაც..ხვალამდე ტკბილ კოშმარებს გისურვებ- სამუშაოს დავუბრუნდი, საბუთები შევაგროვე და ჩემს კლიენტთან შესახვედრად წავედი..დეტალების შეცვლა უნდოდა შენიშვნები ჩავასწორე და მითხრეს ეს იყო საბოლოო, შემდეგ მუშაობა უნდა დამეწყო პროექტზე. საჭირო ადამიანებთან რამოდენიმე ზარი და შეთანხმება, რაც მალე დაიწყებდნენ მუშაობას მით უკეთესი..
რას ვიზამთ, კლიენტებს რომ კითხოთ ორ საათში გასისინებულ სახლს უნდა ვაბარებდე, მაგრამ ვერ იაზრებენ ყველაფერს თავისი დრო აქვს, რამდენადაც კარგად და პროფესიონალურად არ უნდა შეასრულო შენი საქმე, მითუმეტეს ამ გაუთვალისწინებელი შემთხვევებით სავსე სამყაროში..
. . .
-ღვედი გავიწყდება..
-ჩაჯდომა მაცადო იქნებ..რაღას ელოდები..?
-არაფერს..
-ზედმეტად სწრაფად ხომ არ მიდიხარ..?
-სიჩქარის შენელება დანიშნულების ადგილს ვერ შეცვლის..-ჩემი აზრები წაიკითხა..
-შენთვის რთული არ არის..? დავიჯერო არ გიჭირს..?
-რა თქმა უნდა, მაგრამ უკან დახევის დრო არ გვაქვს.. - მანქანა გაჩერდა კორპუსთან შორიახლოს.. გადმოვედი.. სანამ უტა არ გადმოვიდა, ჩემს გვერდით არ დადგა, ნაბიჯი არ გადამიდგამს..
ნატას სართულამდეც ავედით..
-სალივან..
-რა..
-ჩემი არ გესმის..? გასაღები..
-აა კი ახლავე..-ჩანთიდან გასაღები ამოვიღე და მივაწოდე.-შენ გააღე..
-როგორც გინდა..-კარები გაიღო შევიდა რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და ჩემსკენ გამოიხედა..-შემოსვლას არ აპირებ..?
-ახლავე..-საკუთარ თავს მხოლოდ იმას ვუმეორებ უკან დახევის დრო არ არის..მას დავეწიე მის ზურგს ამოფარებული კი ოდნავ გადავიწიე ჩემს წინ არსებული სივრცე დამენახა.. მეშინოდა ის არ მომხდარიყო რაც ახლა ხდება.. ყველაფერი ცოცხლდება თითქოს ნატას სხეული არც გამქრალა და ყველაფერი ისევ ისეა.. თვალები მაგრად დავხუჭე თავი თუ ხელში არ ავიყვანე არაფერი გამოვა.. ამას მისთვის ვაკეთებ.. ეს გამომივა უნდა გამომივიდეს..-კარგი, დავიწყოთ, დავათვალიეროთ, რა იცი რას გადავაწყდებით..
-ყველაფერი რიგზეა..?
-მაგას არ აქვს მნიშვნელობა..
-თუ არ..
-შევძლებ..-ცალ-ცალკე დავიწყეთ ძებნა..
ნეტავ ვიცოდეთ მაინც ზუსტად რას ვეძებთ.. ამიტომაც საჭიროა გამიჩნდეს უცხოობის განცდა, დიდი ალბათობით ამით მივხვდები, რა არის ნაცნობი სურათისგან განსხვავებული და რა გვჭირდება.. ამ სახლში იმდენჯერ დავრჩენილვარ წესით ხომ უნდა მივხდე რამე თუ ისე ვერაა..წესით უნდა მივხვდე..
გადავქექეთ სამზარეულო. ყველა ოთახი.. არაფერია..
-დარწმუნებული ხარ, ყველაფერი ვნახეთ..?
-არ ვიცი დავიჯერო რამე გამოგვრჩა..?
-თუ რამე იქნებოდა ისინი წაიღებდნენ.. დამიჯერე ათასჯერ მაინც ვყოფილვარ აქ, უცნაური არაფერია..
-ცდად ღირდა..
-მალე აქ მხოლოდ ცარიელი კედლები დარჩება, აღარავის გაახსენდება რომ ოდესღაც ნატა ცხოვრობდა, ეს ყველაფერი კი მისი ნაწილი იყო..
-მთავარია ნატა არ დავივიწყოთ, ნივთები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის როგორც მისი არსებობა ჩვენს გონებაში..
-უფრო აქ..-თითები გულთან მივადე..
-შეიძლება..-სახლი დავტოვეთ ამ ჯერად მე დავკეტე.. საღამოს იატრაში მივდივარ.. მის გარეშე რთული იქნება მაგრამ უნდა წავიდე.. ნატას რამოდენიმე ახლობელმა ვინც იქ მღერის ან უკრავს შემომეხმიანა, მომიკითხეს.. ამიტომაც გავბედე წასვლა..
ყავა დავადგი და მოწესრიგებას შევუდექი.. თავს ისე მოვაჩვენებ თითქოს ისევ მის მოსასმენად მივდივარ, თითქოს არც არაფერი შეცვლილა..
მწარე ყავის ფასი არაფერია, არც ისე დიდხნიანი მზადება დავასრულე და ჩემი პატარა საყვარელი მანქანით გზას გავუდექი..
-დაკარგული დაგვიბრუნდაა..
-როგორ ხართ მეგობრებო..?
-ჩვენი მანათობელი ვარსკვლავის გარეშე როგორ ვიქნებით სალი.. შენ როგორ ხარ..?
-ვცდილობ წონასწორობა მაინც არ დავკარგო..
-რთულია კიი.. არაფერს დალევ..?
-შენი გემოვნებისამებრ.. ახალს ვცდი..-როგორ ვაღიარო ჩემი საყვარელი სასმლის გასინჯვა სხვისი ხელიდან მეშინიათქო, დღეს საკმარისი გავაკეთე ეს ნამეტანია..
-კარგი ახლავე..
-ხალხი რატომ არაა..
-მოვლენ სად წავლენ..ჯერ ახლახანს გავიხსენით..-ჩვეულ ადგილას ჩამოვჯექი, მართლაც ნელ-ნელა დაიწყეს სვლა.. შემოემატნენ.. მე ადგილს მივეჯაჭვე, ვერ ვტოკდები.. თითქოს გათიშული ვარ და მუსიკა დაბალი ტონალობითღა თუ აღწევს ჩემამდე..
უცნობები ემატებოდნენ აკლდებოდნენ მე კი მთელი საღამო, ფიზიკურად მაგიდას ვერ მოვშორდი .. ბოლოსკენ ძალიან ცოტა ადამიანიღა შემორჩა.. ალბათ ესენიც მალე წავლენ.. წამოვდექი სახლში წასვლის დროა.. სხვებს დავემშვიდობე და სანამ გასასვლელისკენ წავიდოდი ერთ-ერთმა გამაჩერა..
-არ ვიცოდით როგორ მოვქცეულიყავით და ვფიქრობ ამ ყუთის შენთვის მოცემა ყველაზე სწორი საქციელია ჩვენი მხრიდან, მისი საუკეთესო მეგობარი იყავი ბოლო-ბოლო..
-ეს რა არის..?
-მისი ნივთებია, რაც აქ ჰქონდა..
-კარგი, მადლობა..
-პირიქით მადლობა მოსვლისთვის, გაგვიხარდა..
-ასევე..
-ხანდახან მოდი ხოლმე რაა სულ ნუ დაგვივიწყებ..
-აუცილებლად..-ყუთი გამოვართვი, მანქანაში ჩავჯექი, დავქოქე და გვერდით გადავდე.. ვერ მოვითმინე რომ არ მენახა რა არის ყუთში..
შარფი, ყელსაბამი რომლის არსებობის შესახებ არ ვიცოდი, კიდევ რამოდენიმე ნივთი გადადება დავაპირე მერე უფრო კარგად დავათვალიერებთქო, თვალები გამიფართოვდა..შუქი მივანათე იქნებ მეჩვენებათქო მაგრამ არა.. მუქმა წითელმა სკივრმა თვალი მომჭრა, იმ სკივრმა მაღაზიაში რომ არ იყიდა.. სხვა ყველაფერი გადავდე ამ სკივრის გარდა.. გავხსენი და რა დამხვდა, სამკაულები..? მეუცნაურა, ყველაფერი ამოვიღე და.. ის რასაც ვეძებდით..
სასწრაფოდ გავემართე დანიშნულების ადგილისკენ, რომელმაც გონებაში გამიელვა.. ვრეკავ..
-შენი მისამართი მიკარნახე..
-რაა..
-მისამართი მიკარნახე მეთქი რამე გაუგებრად ვთქვი..?-სისწრაფეს ავუჩქარე, ამიტომაც არანორმალურ დროში მივაღწიე მის სახლამდე.. ეზოს კარი გამოვაღე, სახლში შესასვლელ კარზე მივაკაკუნე.. ნუ ეს რბილი ნათქვამია მაგრამ იქამადე ვაკაკუნებდი სანამ არ გამიღო..
-იმედია კარგი მიზეზი გაქვს-სახლში შევედი..-მოსასვლელად..
-ეგ ჯერ კიდევ საკითხავია..
-ეგ რას ნიშნავს..?
-გახსოვს დღეს რაღაცას ვეძებდით..
-მერე..
-ვიპოვე..
-სახლში იყავი..?
-არა იატრში..
-შეგიძლია მთლიანი წინადადებებით, გასაგებად ჩამოაყლიბო..? აზრი მინდა გამოვიტანო..-სკივრი გავუწოდე..
-სამკაულები..? გგონია ეს რამეს..-სამკაულები ამოვიღე, როგორც კი დაინახა მე შემომხედა..
-ნატასია..? ეს სკივირი ნატასია..?
-ერთად ვნახეთ მაღაზიაში, ოღონდ არ უყიდია მაშინ, როგორც მითხრა სულ მეგონა სკივრში საიდუმლოები უნდა ინახებოდესო.. უკან დააბრუნა და მორჩა დიდი ყურადღება არ მიმიქცევია.. წარმოდგენა არ მაქვს ამ USB მეხსიერებაზე რა ფაილია, მაგრამ დარწმუნებული ვარ მნიშვნელოვანია..
-კარგი დამშვიდდი, ვნახოთ..-ლეპტოპი გამოიტანა ჩართო.. შეაერთა..
-რა არის ვერ ვუყურებ..
-მხოლოდ ერთი ვიდეოა, მოდი დაჯექი..-გვერდით მივუჯექი გული ამიჩქარდა მოლოდინში..ვიდეო ჩაირთო, გამოჩნდა ნატა, ასე მალე საიდან გაჩნდნენ ცრემლები გაუგებარია..მაშინვე მოვიწმინდე და მთელი გულისყურით დავიწე მოსმენა..
-სალი უტა.. დარწმუნებული ვარ ამ ვიდეოს ორივე უყურებთ, სალის ეს მარტო გაუჭირდებოდა.. ბავშვებო თუ ამ ვიდეოს უყურებთ ესე იგი რაღაც მოხდა, რაღაც დამემართა.. იმედია ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია ამ ვიდეოს სამივე ერთად ვუყურებთ და ვიცინით მაგრამ ეჭვი მეპარება ასე იყოს..
ბოლო პერიოდი ადამიანს აღარ ვგავარ, ვგრძნობ საფრთხეს ყველა მხრიდან, ნორმალურად აღარ მძინავს, მგონია დამდევენ, მიყურებენ.. გავიხედავ არაფერია მაგრამ ამ გრძნობამ დამღალა.. არანაირი სამხილი არ მაქვს პოლიციაში წასასვლელად..
მხოლოდ თქვენ ორს გენდობით და მოგწონთ თუ არა ერთი მეორე, ერთმანეთს ენდეთ.. გარშემო სანდო არავინაა..
ყველაფრის თქმა არ შემიძლია, თავადაც გაიგებთ იმედი მაქვს.. თუმცა მაქვს ეჭვები რატომ შეიძლება საფრთხეში ვიყო.. ხანდახან სწორი გზის არჩევას, ხრამამდე მივყავართ..
გამეწელა საუბარი მაგრამ ვერ გელევით. ორივე მიყვარხართ, მადლობა ჩემს გვერდით გატარებული დროისთვის.. კარგი მოგონებებისთვის..-თვალცრემლიანი ღიმილით ხელს გვიქნევს და ვიდეოც სრულდება.. ვერცერთი ვიღებთ ხმას, სიტყვებს ვერ ვპოულობთ ალბათ.. ყველაფერმა გაიელვა გონებაში მაგრამ მისგან დამშვიდობებას არ ველოდი..
-ნეტავ რატომ არ თქვა ბოლომდე, რა მიზეზით იყო საფრთხეში.. ნეტავ ვიდეოში კი არა რეალურად ეთქვა რამე და მარტო არ შესჭიდებოდა..
-ხანდახან გვგონია გავუმკლავდებით, იქამდე მივდივართ როცა ხმის ამოღება დაგვიანებულია..
-დახმარების თხოვნა ასეთი რთულია..?
-ვერ წარმოიდგენ..მე და ნატას ეს საერთო გვქონდა..
-ჩაის დალევ..?-წამოდგა..
-ჩემით გავიკეთებ..-სამზარეულოსკენ გავყევი, ასეთი შეგრძნება მაქვს ამ სამზარეულოში არავინ არასდროს შემოსულა..’-არ იყენებ../? აქაურობას..
-ვიყენებ, უბრალოდ შემდეგ ისეთ მდგომარეობაში ვაბრუნებ როგორშიც იყო..
-დეტალებშიც პერფექციონოსტურ სულისკვეთებას არ კარგავ..
-არც შენ ჩამორჩები..
-შენს თავს ნუ მადრი, მე ვიაზრებ ჩემს ადამიანურ ნაკლოვანებებს და არ ვცდილობ ყველაფერი იდეალურად იყოს..
-ერთი გავიგე დახმარების თხოვნა არ გიყვარს, არის კი ეს საერთოდ ნაკლი..?
-ყველაფერს თავისი ზომა-წონა აქვს.. ერთხელ ბავშვობაში თითქმის თინეიჯერობის დასაწყისში, ვცხოვრობდით საკუთარ სახლში. პირველივე სართული ოდნავ შემაღლებული იყო, სკოლიდან დავბრუნდი და გავიაზრე სახლის კარები ჩაკეტილია, სახლში არავინ დამხვდა.. იცი რა გავაკეთე..? ოღნდ ჩემებისთვის არ დამერეკა და არ მეთქვა გასაღები სახლში დამრჩა თქო.. იქვე მაგიდა სკამი მივაცურე და ჩემი ოთახის ფანჯრიდან შევძვერი სახლში.. კიდევ კარგი ფანჯარა მაინც დავტოვე ღია..
-ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ რომ არ დაგერეკა..?-თავი დავუქნიე და ჩაი გავიმზადე..
-მწვანე ჩაის მეტი არაფერი გაქვს..? ცოტა მრავალფეროვნებისთვის მაინც გეყიდა..
-რასაც ვსვამ იმას ვყიდულობ.. რა გინდა, შენს ნერვებს კი მოუხდება მწვანე ჩაი..
-შენი არ მესმის..
-აუცილებელი არაა გამიგო.. ყოველთვის ადამიანის ამოხსნის რეჟიმში ყოფნა არ გღლის..?
-ასე ყველაფრის უინტერესოდ ყოფნა არ გღლის..? ცხოვრება მოსაწყენი არ გეჩვენება..?
-შენგან განსხვავებით ადამიანების ამოცნობა არ მიჭირს, დიდხანს თავს არ ვიწუხებ, ჩემი კომფორტი მაქვს შექმნილი, შენ წარმოიდგინე არა..
-კარგი ეგ თემა დაივიწყე, მთავარ თემას მივუბრუნდეთ.. არსებობს საბაბი, რომლის გამოც ნატა მოკლეს, ჩვენ კი ამას ვერ ვხედავთ..
-საუბრობს სწორ გზაზე, ეგ რას უნდა ნიშნავდეს..?
-ხომ იცი რამდენად ვერ იტანს უსამართლობას.. აშკარაა ამის გამო, ალბათ სამართლის დაცვისას “ხრამს” გადაეყარა.. რაღაც გამოგვრჩა თვალსაწიერიდან, რაღაც მნიშვნელოვანი..
-ყველაზე ჩახლართული კვანძებიც იხსნება ბოლოს, მოთმინებაა საჭირო..
. . .
-დეიდ საით ბრძანდები..?
-შეხვედრიდან გამოვდივარ..
-კვირას..?
-ხდება ხოლმე..
-თუ გცალია გამომივლი..?
-საით ხარ..?
-ინგლისურიდან გამოვდივარ..
-კარგი ახლავე..უტა იქნებ ააჩქარო, კომპანიასთან მიყენია მანქანა მე კიდევ მეჩქარება..
-სად მიბრძანდები, თუ შეიძლება ვიკითხო..?
-დაჩიმ დამირეკა..
-მერე ჯერ დაჩის მივაკითხოთ, თუ დაგირეკა ესე იგი სჭირდება..-მისამართი ვუკარნახე, როცა მივედით ზუსტად მაშინ გამოვიდა სახლიდან, აშკარად ხასიათზე არ არის..
-არ გელოდი, სულ მავიწყდება ერთად მუშაობთ და რამე -უტას მისამართით- სალამი..
-როგორი დღე გქონდა..?
-ნორმალური.. მანქანა სად გყავს?
-კომპანიასთან დავტოვე..
-დაჩი მე და შენ კარგა ხანია არსად გავსულვართ, გამოსასწორებელია ეგ საკითხი..
-ვნახოთ ჰოო..
-ახლა გცალია..?
-კი მაგრამ..
-ჰოდა გაკვეთილის მერე საჭმელად გავლა არ გაწყენს..
-რავიცი..
-მიდი მიდი მოიფიქრე, არადა კარგი ადგილი მქონდა მხედველობაში, საჩვენო..- დაჩის ხასიათის გამოსწორების მიზნით უარყოფითს არაფერს ვამბობ..
-მშობლებს თუ გადაურეკავს და ეტყვის მაგვიანდებაო, წინააღმდეგ შემთხვევაში დედამისი მომკლავს..
-საერთოდ დღეს, შენთან დავრჩები..
-ჩემთან..? იგივეს გავიმეორებ შენებს გადაურეკე, მე პრობლემა არ მაქვს..
-კაი..
-გამოდის გადაწყდა, ჯერ სადმე წავალთ შემდეგ დეიდაშენს გაგატან.. ოღონდ გულწრეფელად შენი ნებით როგორ მიყვები..-რეაქცია არ მაქვს ამ რეპლიკაზე, მგონი ნელნელა იმუნიტეტი მიმუშავდება..
-შენ დეიდაჩემს არ იცნობ კარგად.. მაგრად ვერთობით ხოლმე..
-მაგალითად რითი..
-ფილმები ფეხბურთი.. ათასი რამეა.. ოღონდ იმ სპორტს ვერ იტანს შენ რომ გიჟდები..
-დაჩ გამახსენე რომელ სპორტზეა საუბარი..?
-ჩოგბურთი..
-აა კი, გამახსენდა დიდად გულზე არ მეხატება.. ფეხბურთი უფრო ჩემია..
-მეც მიყვარს ფეხბურთი მაგრამ ეგ არ გამორიცხავს ჩოგბურთის სიყვარულს..
-ჩემთვის დიდად საინტერესო არაა, მართლა მოგწონს..?
-თანაძ ძალიან.-დაჩიმ გამცა პასუხი..-როგორც იქნა მანქანა გაჩერდა, იმდენად დიდი ზომის შრიფტი მანათებს ბურგერიო, რთული მისახვედრი არაა სად რისთვის ვართ..
-აი ძმა ხარ..- ათას უბედურებას ვჭამთ მე და დაჩი ერთად მაგრამ ასე თუ უყვარდა არ მეგონა.. შეკვეთა მისცეს, დაჩის ჩემ მაგივრად შევაკვეთინე იცის რა მიყვარს..
და რა თქმა უნდა, ახლა გამოჩნდა ჩემი ნაცნობი, მთლად თავზე რომ არ დაგვდგომოდა წამოვდექი.. ვითომ დამატებით რაღაცის შეკვეთა მინდა და მაშინ გადავაწყდები..
-სალი ეს შენ ხარ..? კინაღამ ვერ გიცანი..
-გახლავარ.. როგორ ხარ, დიდი ხანია არ შევხვედრილვართ..
-ჰო იცი ახლა როგორ შეიცვალა ცხოვრების რიტმი, როგორ ვიქნები..
-მესმის.
-ვისთან ერთად ხარ..-წარბების მაღლა აწევა დაწევით და ჩემს უკან საეჭვო გადახედვით მიხვდებით რაც იფიქრა..
-ჩემი დისშვილია, ჩვენი შეხვედრიდან მთლად ამდენი დროც არ გასულა..
-და..
-კოლეგა..
-უბრალო კოლეგას არ გავს..
-მაგრამ არის..
-რა გაეწყობა, აბა კარგად ჩემი ბავშვები წამოვიყვანე და უკვე მივდივართ..
-კარგი, ნახვამდის..-როგორც კი თვალსაწიერს მოსცილდა უკან დავბრუნდი, მათი მზერებიდან გამომდინარე საჭირო საუბარი მოასწრეს..
-ვინ იყო ასეთი..
-მნიშვნელოვანი არავინ..-ვცდილობ ხასიათი არ გავიფუჭო მაგრამ მაინც მოქმედებს..-რა გამოვტოვე..
-ცოტა მერე..
-როგორც გაგიხარდება..-ზოგადსაკაცობრიო თემებით შეიცვალა საუბარი, ბურგერები მივირთვით და დავიშალეთ.. თითქმის..
მანქანაში დაჩი გადაჯდა, მე კი ზუსტად მაშინ გავიაზრე იმ პირქუშის მანქანაში რაღაც დამრჩა, უკვე დეჟავუ მაქვს, გავიხედე და ისევ იქ დგას, კარგია არ გამასწრო.. მანქანას მივუახლოვდი იმ მხრიდან საიდანაც ის არ ზის, ფანჯარაზე მივუკაკუნე, მან ჩაუწია და პირდაპირ ჩემი ჩანთა გადმომიწოდა, დაგვიანებით გამოხედვაც იკადრა..
-მაინტერესებდა როდის მიხვდებოდი..
-საერთოდ რომ არ გამხსენებოდა რას აპირებდი..?
-ჩვენდა სამწუხაროდ ერთ დახურულ სივრცეში ვტრიალებთ, მაინც ხომ მოგვიწევდა შეხვედრა..
-მნიშვნელოვანი ნივთები მიდევს, რა იცი როგორ მიჭირს..
-ისეთი რა უნდა გედოს ხვალამდე ვერ მოგეთმინა..-კარი გამოვაღე ჩანთა ავიღე და სიდენიაზე დავყარე ყველაფერი..
-მოდი ვნახოთ.. ბარათები, სახლის გასაღები, წამლები კიდევ წამლები და კიდევ წამლები..საბუთები
-თვალები მაქვს, ვხედავ..
-არა კიდევ არის ბევრი რამ.. იქნებ ახლაც გქონდეს იგივე აზრი, თურმე ჩანთის მოცემას ხვალამდე არ აპირებდა.. რატომ გიყვართ სხვის მაგივრად ფიქრი..? იკითხე, იცი რა მარტივია..?, როგორ ამ ადამიანებმა თავის გამოდება, არ ვართ ერთნაირებიო და როგორც კი რაღაცას გავიფიქრებთ მორჩა, ზუსტადაც ეგ არის სიმართლე..-ისევ ისე ჩავყარე ყველაფერი როგორც გადმოვყარე..
და ისევ კითხვა რა მაბრაზებს..? არაფრის გამო რატომ ვიწყებ მონოლოგიური სახის კამათს.. ვერ ხედავთ არ ადარდებს..? ასე მიყურებს არაფრის მომცემი საით და ელოდება როდის მოვრჩები..
-გიხდება იცი..? კოპებშეკრული ამღვრეული გამომეტყველება.. უკვე იმაზე დაიწყე ფიქრი და ვერ ხვდები რატომ მიბრაზდები.. კარგი მთლად ისეთ სახესაც ნუ იღებ თითქოს დანაშაულზე წაგასწრეს..
-რას ბოდავ თუ იცი უტა… დიახაც ვიცი რაზე ვბრაზდები მე ის მიკვირს შენ რომ ვერ ხვდები.. ზოგჯერ ადამიანი უნდა გაითვალისწინო შენი მისდამი სიძულვილის მიუხედავად, ზოგჯერ უნდა დაფიქრდე იქნებ პატარა დეტალი, რომელიც მე არ მადარდებს სხვისთვის მნიშვნელოვანია.. ზოგჯერ სხვის გრძნობებზე უნდა დაფიქრდე მაგრამ ამას როგორ გეუბნები მე შენ .. უბრალოდ დაივიწყე.. ტკბილ კოშმარებს გისურვებ ძილის წინ..
-ყოველდღე გიყურებ და გასაკვირი არ იქნება სიზმარშიც გნახო..- მანქანაში დავბრუნდი დავქოქე და გზას გავუდექი..თ
-დიდები ყოველთვის ასე ხართ, ერთმანეთს ემშვიდობებით და საუბარს აგრძელებთ..
-ხდება ხოლმე, თუმცა მასეთი პატარაც აღარ ხარ შენ, აბა რამე გინდა გავიყოლოთ სახლში..?
-დიდად არაფერი..
-მარაგი მაინც მაქვს საჭირო რაღაცებით.. დარიას ელაპარაკე..?
-როდის იყო შენთან დარჩენაზე პრობლემა ჰქონდათ..
-მშობლის ნერვიულობა არ ღირს..-სახლში მივედით, რა თქმა უნდა, ჩემი წიკების გადამკიდემ საშინაო ტანსაცმლით შევიმოსე წამსვე.. სნექები გადმოვაწყე, კიდევ კარგი მანამდე მოვიმარაგე..
დაჩი მალევე გამოვიდა.. ბოლოსთვის უნდოდა დავალებების გადადება მაგრამ თუ გართობა გინდა დაასრულეთქო თავის დროზე, მალე აბიტურიენტი გახდება და სათანადოდ უნდა იზრუნოს სწავლაზე.. მე ჩემს საქმეს შევუდექი.. გარკვეული დროის შემდეგ კი საბოლოოდ დავასრულეთ..
-სალიი ფეხბურთის დროა, ამჯერად მე ვიგებ..
-იქნებ ახლა მაინც აარჩიო სწორად გუნდი..
-დამაცადე..
-მიდი მიდი გაამზადე ყველაფერი და მოვალ..-დარიას ზარისთვის ცოტა იქით გავედი..
-როგორ ხართ..? აბა რა ხდება თქვენკენ..
-კარგად ვართ ორივე, რა უნდა ხდებოდეს..
-იმეცადინა..?
-იმეცადინა არ იდარდო, ცოტაც ვითამაშებთ ეგაა..
-კარგი ისე დაგირეკეთ..
-სკოლაშიც გავაყოლებ, ქედან ცოტა შორია..
-კარგი აბა თქვენ იცით..-გამითიშა.. დაჩის ყველაფერი მზად ჰონდა და თამაშიც დავიწყეთ.. გულის მოსაოხებლად მგონი კიდევ დიდხანს მოგვიწევს თამაში.. რაღაც პერიოდიც გავიდა..
-გაინტერესებს რას ვეუბნებოდი უტას..?
-თუ მეტყვი კი.. მესმის მაინც არის რაღაცეები რისი თქმაც არ გენდომება..
-შენი ხედვაც დამეხმარებოდა..
-გოგოს ეხება საქმე..?
-საიდან იცი..
-გეტყობა.. აბა მიდი დეტალები მომაწოდე..
-ხომ იცი ბანაკში ვიყავი, იქ შევხვდი.. მეგონა ვეღარ ვნახავდი და ახლა ინგლისურზე ერთად დავდივართ..
-რა სასიამოვნო დამთხვევაა..
-ნაწილობრივ..
-ნაწილობრივ რატომ..?
-მიდი და ყურადღება მოიკრიბე არ გინდა..?
-მოიცა შენ სერიოზულად სერიოზულად მოგწონს..?
-კიი აბა..
-ოო რთულადაა საქმე.. რაო უტამ რა გითხრა..
-ჯერ არ უთხრა არაფერი დაუმეგობრდიო.. გაიცანიო..
-სწორი უთქვამს, ოღონდ მთლად იმდენხანს ნუ დაიცდი შეყვარებული ჰყავდეს, საერთოდაც იცი ყავს თუ არა..?
-ვიცი არ ჰყავს..
-ეგ უკვე კარგია.. ერთი რამ დაიმახსოვრე, შენ თუ არ შეარჩიე, სწორი დრო არ დადგება.. გაიცანი მაგრამ გაცნობის პერიოდს ნუ გაწელავ..
-შენთვის მარტივი სათქმელია, ოდესმე გითქვამს ვინმესთვის რომ მოგწონს როცა არ იცი მას მოსწონხარ თუ არა..?
-ერთი წუთით ეს ხომ აქამდე გაგიკეთებია ასე რამ შეგაშინა..
-ეს სხვა შემთხვევაა, ასე აქამდე არ ვყოფილვარ..
-შენ წარმოიდგინე ყოფილა ასეთი შემთხვევა..
-მერე..
-არაფერიც არ მომხდარა..-კიდევ დიდხანს გავაგრძელეთ თამაში მაგრამ არა იმდენად დიდხანს რომ მე დამბრალდეს მისი დილით ვერ ადგომა და სკოლაში ვერ წასვლა.
. . .
საკმაოდ ადრიანად გავიღვიძე, როგორ ვახერხებ გვიან დაძინებას და სისხამ დილით ისე წამოფრენას როგორც არაფერი ვერ გეტყვით. დილის რუტინის ჩატარების შემდეგ დამატებით პუნქტად დაჩის გაღვიძება დამევალა.. ეს ოპერაციაც როგორღაც განვახორციელე და საბოლოოდ სკოლაში წავიყვანე..
მიუხედავად იმისა დამაგვიანდა მაინც მაქვს კმაყოფილების განცდა და დაგვიანების ფაქტს ჩემი გონება სრულიად აიგნორებს.. ღიმილიანი სახით შევაბიჯე ჯერ შენობაში, შემდეგ ჩემს სართულზე, ყველა თავის სტიქიაშია თითქოს არც კი ახსოვთ მათ გარშემო სხვები არსებობდნენ..
ნაბიჯი შევდგი და მაშინვე უკან გადავდგი, თითქოს ისეთი რამ დავინახე რაც არ უნდა დამენახა.. ტატა მის კაბინეტშია, აშკარად მუშაობენ.. კი მაგრამ ამაში გასაკვირი რა არის, რა მეუცნაურა..
შევბრუნდი ნივთები დავაწყე.. კიდევ ერთ ჭიქა ყავას დალევდა კაცი, არა რატომ ვიფიქრე, დილით დალეული ჭიქა სამსახურამდე გამომყვებოდა.. სანამ დავიწყებ, ყავა მჭირდება სასწრაფოდ.. წინ და უკან დავდივარ მართალია მაგრამ ყავა აუცილებელია.. ისევ გამოვედი, მაკა შემომხვდა და მივესალმე..
-კარგ განწყობაზე ხარ..? ძალიან კარგი..
-კი მაგრამ უფრო კარგ განწყობაზე ვიქნები როცა ყავას გავიკეთებ..
-ახლახანს დავლიე, შესვენებამდე მეყოფა..
-ჩემთან ხომ არ მოდიოდი..
-არა, მიდი შენ ყავაზე გაიქეცი, შემოგივლი მერე..-თავი დავუქნიე იქვე სამზარეულოსკენ გავედი უცებ გავიკეთე ყავა, ისედაც დავაგვიანე და ამ ყავაზე გამოსვლაღა მაკლდა..
რაც არის არის ჩემს კაბინეტში დავბრუნდი და დიახ მოულოდნელობისგან კინაღამ ყავა დამექცა უტა რომ დამხვდა.. მშვიდად ზის ჩვეული მოჟამული სახით, როგორც ყოველთვის ზემოდან შავი ღრუბელი დაჰყვება თან და რაც მახსოვს ჯერ არ გამოუდარია..
სანამ არ დავჯექი ხმა არ ამომიღია, უფრო სწორედ სანამ არ ინება საუბარი დაეწყო..
-ეს ტატას დასრულებული ვარიანტია, მალე გამოგიგზავნის კიდეც..-გამოვართვი..-ზედაპირულად ხელი შეავლე, ვნახოთ რა გამოვა და შემდეგ კიდევ განვიხილოთ რა გვაკლია..
-გასაგებია.. არის კიდევ რამე..?
-არაფერი..
-ამისთვის მოხვედი..?
-კიდევ ელოდები რამეს..? -წამოდგა - დღეს საღამომდე რასაც მოასწრებ გადმომიგზავნე..
-დღეს..? დღეს საღამოს..?
-ყურთ მაინც არ გაკლია, ეგ უკვე კარგია..- უკმეხად არ დამიფარავს, სახეზე მაწერია რისი თქმაც მინდა. გავიდა მე კი მუშაობა დავიწყე და ის რისი გაკეთებაც გეგმაში მქონდა გადავდე.. ამ დროის განმავლობაში რა იდეებიც მქონდა ასე თუ ისე დეტალურად დავალაგე გონებაში და ის რა დროც მქონდა ვეცადე სწორად გამომეყენებინა..
ამასობაში მესამე ჭიქა ყავაზე ავედი.. ლანჩზე გასვლაც არ გამხსენებია, ყავის მოტანა მაკას ვთხოვე..
მთლიანობაში ვერ ვიტყოდი დღემ ცუდად ჩაიარათქო, მანამდე სანამ მის კაბინეტში არ ამოვყავი თავი გაცხარებული კამათისას..
-გაუმჯობესება შესაძლებელია..
-საკუთარი ნაშრომის გამართლებას როცა იწყებ სხვა უკვე ხვდება არაფრად ვარგა..
-შენი აზრით მარტივია თითოეული დეტალის გათვალისწინება ასე მოკლე დროში..? რამე კარგი ხარისხიანი თუ გინდა დროა საჭირო.. არქიტექტორი ხარ ამას მე არ უნდა გასწავლიდე..
-შეიძლება ყველა დეტალი ვერ გაითვალისწინო მაგრამ ელემენტარულზე რას იტყვი..? ფიქრს ვიწყებ, საერთოდ სხვა პროექტის ნამუშევარი მომიტანე..
-რაზეც შევთანხმდით ის გავაკეთე, შენ სხვა რამე მოითხოვე..?
-ემოციურად უყურებ.. დროა შენი კომფორტის ზონიდან გამოხვიდე..
-რას ვუყურებ ემოციურად, იქნებ დამიკონკრეტო..
-ახლის შექმნას ვცდილობთ, შენ კი ისევ ძველს დასტრიალებ..
-ზოგადსაკაცობრიოდ საუბარს იქნებ განმიარტოთქო, კიდევ განვმეორდე..?
-მსგავსი სახის დიზაინი რამდენჯერ გაგიკეთებია..
-გამოცდილება მაქვს საკმაოდ დიდი..
-მაგას ვამბობ, სიახლე გვჭირდება, სიახლე და არა ათასჯერ გადაღეჭილი დიზაინი..
-შენი აზრით ეს ათასჯერ გადაღეჭილი დიზაინია..?
-ცუდი არ არ არის მაგრამ არ მინდა ამ კუთხით გააგრძელო მუშაობა.. შეგიძლია, ამიტომაც ვამბობ კომპლექსურად მიუდექი.. შენ ადამიანებით საზრდოობ ისინი გაძლევენ თავიანთ სურვილებს როგორი დიზაინი უნდათ და მორჩა, მაგრამ როგორც კი კლიენტი აღარ გყავს, ამდენად დეტალურად არავინ გთხოვს სურვილების ასრულებას იკარგები, შუა ოკეანეში დაკარგულ პატარა ნავს გავხარ სალივან..
-შენ კი არ შეგიძლია სულ ოდნავ უკან დაიხიო და სურათს ფართოდ შეხედო, დეტალებზე ხარ ჩაციკლული თუ სულ ოდნავ მაინც რამე შენის წარმოდგენებს სცდება ჭკუიდან იშლები. ეს მე კი არა შენ ხარ კომფორტის ზონაში მოქცეული, საკუთარი თავი ყუთში გამოკეტე და ვეღარც ხვდები. რადგან ვამბობ გაუმჯობესება შემიძლია მეთქი ესე იგი შემიძლია, ოღონდ ეს არ ნიშნავს ჩემი ახლანდელი ნამუშევრით უკმაყოფილო ვარ. რაც შეეხება ჩემს დაკარგვას შუა ოკეანეში, სულ რომ ეგ შენი პატარა ნავიც არ მქონდეს, გადავცურავ არ მაქვს პრობლემა.. არც პირველია არც უკანასკნელი.. კიდევ გაქვს გამოსადეგი რჩევები..? გულისყურით გისმენ..
-მინიმალიზმზე გააგრძელე მუშაობა მაგრამ სკანდინავიური დაივიწყე..
-შენი ნახაზების მიხედვით ნეიტრალური ფერებია საჭირო, სკანდინავიურს რას ერჩი..?
-სხვა ალტერნატივა უნდა გამოვნახოთ.. რაღაც ისე არ არის.. არ გვიჭრდება სიმყუდროვის ასეთი მძაფრი განცდა..
-ნეიტრალური ფერები მაგრამ ნაცრისფერი ტონალობით..? ინდუსტრიული მინიმალიზმი..
-შეგვიძლია ვცადოთ.. სცადო..
-უტილიტარული ესთეტიკა.. სუფთა ხაზები.. როგორც ჩანს საუბარს მოვრჩით, როგორც კი შევძლებ გადმოგიგზავნი..-ოთახი დავტოვე და პირდაპირ გასასვლელისკენ გავემართე, ჩემს კაბინეტში აღარც შევსულვარ.. როგორღაც სახლამდე მივღოღდი და პირდაპირ დავიძინე, დღევანდელმა დღემ იმაზე მეტად დამქანცა ვიდრე ჩვეულებრივ..
დილით კი მინიმალური დაგვიანების ახალი რეკორდი დავამყარე.. მხოლოდ ხუთი წუთით დავაგვიანე.. არ ვიცი კარგი გამოძინების ბრალია თუ იმის კოშმარი არ მინახავს, რაც მთავარია დადებით განწყობას ვინარჩუნებ, ოღონდ ეს დადებითი მგონი სიმშვიდეში გადამივიდა.. მკრთალი ღიმილით შემოვიფარგლები.. შეიძლება ცოტა ჩავქრი მაგრამ მაინც ვანათებ, ან შეიძლება უბრალოდ ასე მინდა მჯეროდეს..
არეული მაგიდა ჩვეულებისამებრ დამხვდა, არ ვიცი რატომ მგონია რომ მეორე დღეს სხვანაირად დამხვდება, ეგ არაფერი ჩემთვის ყველაფერი გასაგებია სად რა დევს.. პირიქით ვინემ რომ რამე შეცვალოს შევიშლები..
პროექტის ახალ ვერსიაზე დავიწყე მუშაობა და ძველის დამუშავება რა იყო გამოსასწორებელი.. ამ ბედნიერ ტალღაზე შემოვიდა ტატაც..
-ხომ არ გაწუხებ, გცალია..?
-ვნახოთ.. ჯერ მითხარი რა გინდა..
-როგორც ვიცი რაღაც დონეზე მზად გაქვს და თუ გამომიგზავნიდი..
-ეგ გუშინ იყო, ახლა საერთოდ ახალ ვერსიაზე ვმუშაობ..
-დაახლოებით როდისთვის გექნება მზად, თუნდაც პირველი ვერსია..?
-ხვალ სამუშაო საათების დასრულებამდე გაწყობს..?
-კი კი.. კარგი იქნება.. რაღაცის ჩვენება მინდოდა, ცოტახანში გადმოგიგზავნი და მომწერე რას ფიქრობ..
-კარგი..
-ჩემს ნახაზებზეც მინდოდა თან მომეყოლა მაგრამ ბატონმა უტამ თქვა, საქმე მაქვს და ბარემ მე შევუტანო, ყველაფერი გასაგები იყო..?
-კი არ იდარდო..-გამიღიმა მეც გავუღიმე
-კარგი მაშინ წავალ..
-შეხვედრამდე..-სხვა საქმე არაფერი ჰქონია და რატომ შეიწუხა თავი გაუგებარია.. კარგი დამატებით მასზე ფიქრში დროს ნუ გავფლანგავ, ბევრი სამუშაოა..
მესიჯის ხმა და სანამ დავხედავდი უკვე ამოვიხვნეშე, ყველაფერი ხელს მიშლის საქმის დასაწყებად..მოიცა.. ოღონდ ეს არა.. არ ვიცი თუ შევძლებ.. წესით მოსული უნდა იყოს.. მასთან გავედი, მივუკაკუნე და შევედი.. ტელეფონი წინ დავუდე გახსნილი მესიჯით..
-კარგი და მერე..
-რაღა მერე რას იტყვი..?
-რა უნდა ვთქვა იმაზე ნატას დედა რომ გვეპატიჟება მე და შენ.. ისე მამამისი სად წავიდა..?
-სოფელშია წასული როგორც ვიცი, ცოლიც შეუერთდება მალე, როგორც ჩანს წასვლამდე უნდა ჩვენი ნახვა.. თან დღეს დღეს..
-და ანერვიულებული სახე რატომ გაქვს..?
-არ გაფიქრებს, არ ნერვიულობ..?
-რაზე უნდა ვნერვიულობდე..
-შეგიძლია ნატას სახლში მიხვიდე დედამისი გაგიმასპინძლდეს და ვითომ არაფერი..? მასზე ვისაუბრო გავიხსენო..მხოლოდ გავიხსენო წარსულ დროში..? არ შემიძლია.. უარსაც ვერ ვეუბნები..
-მოდი ასე შევთანხმდეთ, წავიდეთ და თუ ხვდები, მორჩა აღარ შეგიძლია წამოვალთ..
-ასე მარტივად არ არის..
-არის.. თუ შეატყობ რომ თავი ხელში ვეღარ აგყავს მანიშნებ და წავალთ..
-ახლა როგორ ვიმუშაო, ჩემი გონება უკვე იქაა.. კარი გავედი, არა როცა მგონია ყველაფერი შედარებით მშვიდადაა ისევ რაღაც ჩნდება..- ოთახში დავბრუნდი და მაქსიმალურად ვეცადე საქმეზე გადამეტანა ფოკუსი..
თვალისდახამხამებაში გავიდა დრო, აზრზე როცა მოვედი, კართან ვდგავარ და მის გაღებას ველოდები..
-მოდით მოდით, როგორ გამიხარდა, მოახერხეთ მოსვლა..
-რა თქმა უნდა..
-აქ დასხედით და მითხარით რას დალევთ.. სალი ყავა ხომ/?-თავი დავუქნიე.
-მეც ყავას დავლევ..
-წყალს დავადგამ, მანამდე მომიყევით როგორ ხართ..-სევდანარევი ღიმილით გვიღიმის.. აწყლიანებული თვალებით.. მე ჩემს თავზე ვფიქრობ მაგრამ მისთვის უფრო რთული არ უნდა იყოს..?
-არ ვიცი, ვცდილობ კარგად ვიყო..
-მესმის..
-ბარგი უკვე ჩალაგებული გქონიათ..- ერთი დიდი ჩანთისკენ გავიხედე, რომელიც იქვე დევს..
-ქმარი ვეღარ გავაჩერე, აქ ყოფნა უკვე სულს გვიხუთავს.. არ ვიცი რამდენი ხნით მაგრამ წასვლა აუცილებელია..
-ნეტავ მეც მქონდეს სოფელი..- გასაქცევი მყუდრო ადგილი..
-ჩამოდით თუ მოახერხებთ..
-აუცილებლად..
-ეჰ უტა როგორი შეცვლილი გაქვს იერსახე, გაზრდილი ხარ..
-დრო ყველას გვცვლის..
-ჩემს ნატას ვეღარ შეცვლის, მის მომავალს ვეღარ ვნახავ.. ალბათ გული უგრძნობდა რაღაც დაემართებოდა და იმ დღეს მაგიტომ დარჩა ჩვენთან..
-თქვენთან დარჩა..?
-სიკვდილამდე ორი დღით ადრე.. მთლიანი დღე სახლში ვიყავით არც კი გავსულვართ..ვლაპარაკობდით ვიცინოდით.. დამცინოდა ჩემს ოთახს რატომ არ მოუხერხე არაფერი როცა შემოვდივარ თავი ისევ სკოლაში მგონიაო, არადა ხომ ვიცი როგორ უყვარდა მისი ოთახი.. წყალი ადუღდა მოვალ..- უცებ ჩამოასხა ორი ჭიქა ყავა და ერთი ჩაი თავისთვის.. ტკბილეული უკვე გაშლილი დაგვხვდა..
-როგორც მახსოვს სოფელში ნათესავებიც გყავთ ხომ..?
-კი საბედნიეროდ, ვერასდროს ვერ ვიცლიდი ჩასასვლელად და მათთან დროის გასატარებლად.. ამას მაინც გავაკეთებ რა დამრჩენია..
-სულ იმას ვფიქრობ ნეტავ არ წავსულიყავი და დავრჩენილიყავი იქნებ..
-სალი ჩემო გოგო არც გაბედო თავის დადანაშაულება, რა იცოდი ასე თუ მოხდებოდა.. შენ არაფერ შუაში ხარ.. ნეტავ მეტად ჩავძიებოდი რაღაც როცა მეუცნაურა, ახლა ვინ იცის..
-რა გეუცნაურათ..?
-ისეთი არაფერი, ვიღაცამ დაურეკა ოთახში გავიდა, როცა დაბრუნდა ანერვიულებული იყო, ვკითხე ვინ დარეკათქო და შეეშალათო..
-ახლანდელი გადმოსახედიდანაა ყველაფერი საეჭვო თორემ თუ რამე იყო გეტყოდათ, ხომ იცით არაფერს გიმალავდათ..
-რა გითხრა, აღარაფერი გამეგება ქვეყანაზე..-ცოტახანს კიდევ ვისაუბრეთ, ისევ ნატას გარშემო, სკოლინდელი ამბები გაიხსენა.. დავემშვიდობეთ და წამოვედით, კიდევ დააყოლა გამიხარდა მოსვლა მოახერხეთქო..
როდესაც მოულოდნელად ტკივილის დიდი ქარიშხალი გვატყდება, ხანდახან იმდენად შორს მივყავართ გვავიწყდება მარტოები არ ვართ, გვავიწყდება ტკივილს ჩვენთან ერთად სხვებიც იზიარებენ. გვიტევს ხოლმე ეგოისტური ფიქრები, თითქოს მხოლოდ ჩვენ გვტკივა ასე, თითქოს ამ ტკივილს ვერაფერი გადაწონის.
როდესაც ძალიან ცუდად ვიყავი განსაკუთრებით პირველ დღეებში ზედაპირულად გამეფიქრა დამენანა ნატას დედას როგორ ეტკინებოდა მეთქი და მორჩა ისევ ჩემს ტკივილს დავუწყე ფოფინი, ფიქრი.. მაგრამ ახლა როდესაც შვილმკვდარმა ქალმა დედამ ღიმილიანი სახით დამიჯდა და ისე მელაპარაკა თითქოს მის თავს ტრაგედია არ დატეხილიყო, გავიაზრე სტკივა, არ ვიცი არ ვიცი და ალბათ ვერც წარმოვიდგენ ჯერ რამდენად მაგრამ ვიცი რომ გაუსაძლისად სტკივა. მე ნატას საუკეთესო მეგობარი ვარ, ვიყავი.. ალბათ ჩემი დანახვა კიდევ ერთხელ ჭრილობაზე მარილს დააყრიდა მაგრამ მაინც ინიციატივა გამოიჩინა და დამპატიჟა.. გასვენებაში დაკრძალვაზე ვნახე და იმის მერე პირადად არც მინახავს.. მე მეგონა მე მტკიოდა ნატას დედას ახლა როგორ ვნახავთქო, რამდენად ეგოისტური გადაწყვეტილება იყო.. განა ახლა არ წარმოუდგებოდა ნატა.. მე და ნატა ერთად.. ნატა და უტა ერთად.. თუმცა რატომ მიკვირს ის ხომ დედაა.. შვილის გამო რისი გაკეთება უნდა გაუჭირდეს..? ვფიქრობ არაფრის..
-მოვედით.. სალივან ჩემი გესმის..?
-რა..?
-მოვედით..
-აა ახლავე მე..
-რაღაც მომენტებში, არ მეგონა თუ გაუძლებდი..
-აღარ გვინდა რაა მაგაზე ლაპარაკი.. მომისმინე საქმეზე ახალი დეტალი გამოგვიჩნდა თუ იაზრებ..
-ზარს გულისხმობ..? ვიფიქრე მაგრამ ტელეფონი პოლიციას ექნება, თან ყველაფერი გადამოწმებული..
-ნაცნობი ხომ გყავს..
-მტკიცებულებას ვერ ვნახავთ, თან გგონია მკვლელი არ წაშლიდა..?
-წინასწარ დასკვნების გამოტანა რატომ გიყვარს..? არ ვიცით, ჰოდა იქნებ დარეკო და როცა გეცოდინება ჩემი აზრები მაშინ უარყო..
-დავრეკავ, თუმცა გეუბნები ახალს ვერაფერს გავიგებთ..
-შენ ეცადე, თუ არაფერი გავაკეთეთ არაფერი გაკეთდება, უკვე დროა წინ წავიდეთ.. მადლობა მოყვანისთვის ტკბილი კოშმარები..
. . .
-აქ რას აკეთებ ჩემი მესიჯი მიიღე..?
-ეს სულელური სტიკერი შუბლზე მომაკარი და შენი აზრით..?- შენიშვნა სამსახურში არ უნდა ჩაგეძინოთ..
-დაჯექი რას ელოდები..?
-ზედმეტად კარგ ხასიათზე ხარ თუ მეჩვენება..?
-ეს შენ ხარ ცხვირპირჩამოშვებული დღედაღამ და გიკვირს..-ჩამოჯდა, არაფერი უპასუხია მხოლოდ გამჭოლ მზერას დასჯერდა.. ელოდება როდის დავიწყებ საუბარს.- ტატა იყო მოსული და ეს დამიტოვა, რადგან შენ ვერ გნახა.. დასვენების დღე აიღო.. ჩემი გამოგზავნილი მეილი შეამოწმო და აქ შემოსვლის მაგივრად თუ მომწერ კარგი იქნება..
-უბრალოდ რომ დაგეტოვა ტატას ამანათი აქ დაბარების მაგივრად არა..?
-სხვა საქმეც მაქვს, არ დაგირეკია../?
-ახლა ვაპირებთ მაგის განხილვას..?
-მოკლედ მითხარი..-მიკეტილ კარებს გახედა და ჩემსკენ გადმოიწია..
-დავრეკე..
-ტელეფონში არაფერი უპოვიათ ხო..?
-ტელეფონი საერთოდ არ უპოვიათ..
-რაა../? გამორიცხულია თან არ ჰქონოდა..
-სავარაუდოდო მკვლელი გააყოლებდა..
-არა რაღაცაშია საქმე..
-მითხარი რას აპირებ..
-საიდან მოიტანე რომ რამეს ვაპირებ..
-ასეთ სახეს მაშინ იღებ როდესაც რაღაც იდეა გაქვს..
-თუ ტელეფონი ნაწილებად არ დაუშლიათ, შემიძლია ვიპოვო, უფროსწორედ ვიცნობ ადამიანს რომელსაც შეუძლია.. მოკლედ გეტყვი რას მეტყვის..
-უნდა ნახო../?
-კი..
-შენთან ერთად მოვდივარ, მარტო არ წახვალ..
-შენ გგონია შეიძლება..?
-არ მაინტერესებს, ამ საქმეში ერთად ვართ, დაგავიწყდა..?
-დიდი ხანია ვიცნობ, საფრთხე არ მემუქრება..
-მთლად შენზე დარდი არ მკლავს იცი..?
-შენი ქცევები სხვა რამეზე მეტყველებს..
-მთლიანად მინდა საქმეში ვიყო ჩართული..
-ასე გინდა../? კარგი მაგრამ დაიმახსოვრე, ორივეზე ვრცელდება..
-სამსახურის შემდეგ..?
-კი და ამჯერად ჩემი მანქანით წავალთ..
-არა..
-კი, სხვანირად არ მოხდება..
-ჩემი სიკვდილი გინდა? პირდაპირ მითხარი, ამ გზით ცდილობ..?
-შენზე დარდი რომ არ მკლავს ახალი ამბავი არ უნდა იყოს..-მისივე სიტყვებით შევუტიე- მაგრამ ამჯერად ეგ არ მამოძრავებს..
-ამჯერად..?
-ამჯერად ყველანაირად ვეცდები ცოცხალი დაგტოვო.. ან უბედურ შემთხვევას მაინც ჰგავდეს..
-ვიხუმრეთ..?როგორი სასაცილო ხარ..-ჩვეული მოჟამული გამომეტყველებით წარმოთქვა..
-ვიცი გიჭირს ჩემი ყურება შეწყვიტო და საქმე განაგრძო მაგრამ დროა..
-სალივან შენ..-ამ დროს გაისმა კაკუნის ხმაც და მოჟამულის ღიმილიანი სახით ჩანაცვლება..
-გცალია, თუ თქვენ..
-ბატონი უტა მიდიოდა უკვე, შემოდი..- საქმეს რა დალევს მითუმეტეს როდესაც პროექტზე მუშაობ რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა მოღუშული ღრუბელია.. უფრო სწორედ საქმიანი მოღუშული ღრუბელი..
წასვლის დროც მოვიდა, ზარი ახლობელთან განხორციელებულია და
რეზიც გამოჩნდა ჰორიზონტზე..
-რეზ რამდენი ხანია არ შევხვედრივართ..?
-მერე ვისი ბრალია..? დაკავებული გოგო ხარ..
-არც შენ გამოირჩევი თავისუფალი გრაფიკით იცი?
-ეგ კაი, და არ გამაცნობ შენს გვერდით მყოფს?
-უტა ჩემი..მოკლედ ერთად ვმუშაობთ..
-რადგან აქ მოიყვანე სანდოა და ზედმეტ კითხვებს აღარ დავსვამ.. მე რეზი.. - თავი დაუქნიეს ერთმანეთს ხელის ჩამორთმევის გარეშე.. - მოკლედ სალი წესიერად არც გითქვამს ჩემი დახმარება რაში გჭირდება, მოდი დავსხდეთ და დავილაპარაკოთ..
-მოკლედ რეზ ერთი ტელეფონი უნდა მომაძბენინო.. რაც შეგიძლია უნდა გააკეთო, ძალიან მჭირდება..
-უბრალო ტელეფონზე არ უნდა იყოს საუბარი..
-ხომ იცი არ არის..
-ტელეფონის პოვნა გინდა? რამე კონკრეტული ინფორმაცია?
-მოდი ჯერ-ჯერობით მდებარეობის გარკვევით დავიწყოთ
-კარგი, მითხარი ვისზეა დარეგისტრირებული, დაახლოებით ტერიტორია და რაც კი გაქვს ინფორმაცია- სახელი გვარი ცოტაოდენი ინფორმაცია და სახლის მისამართი ვუთხარი.. - გასაგებია ცოტა დრო დამჭირდება, თუ საერთოდ არ გაანადგურეს ვიპოვით არ იდარდო მასეთი სახე ნუ გაქვს.. რომც გაეცამტვერებინათ მოქმედების პერიოდში არსებულ ისტორიას მაინც დაგიდებ მაგიდაზე..
-რამდენი დრო დასჭირდება? - თითქოს განგაშის სიგნალის მოლოდინშია აშკარაა აქ თავს კომფორტულად არ გრძნობს და მესმის კიდეც.. თუმცა ისეთ შთაბეჭდილებას რატომ ტოვებს თითქოს სადაცაა რეზის რამეს დაუშავებს გაუგებარია..
-ზუსტად ვერ გეტყვი, სანამ მზად იქნება შეგიძლია მოეწყოთ.. - შემომხედა თითქოს მე ვიყო დამნაშავე, ეგაა და მე დამეძალებინოს წამოსვლა.. როგორ შემიძლია მეტად ვანანო აქ ყოფნა?
-მაცივარი როგორც ყოველთვის ცარიელია?
-ამაში ერთმანეთს ვგავართ მაგრამ რაღაც მოიძებნება..
-ახლავე მივალ, უტა გინდა რამე?
-არა.. - დიდად მართლა არაფერი აღმოჩნდა მაგრამ ნატურალურ წვენს მოვკარი თვალი და მაშინვე გადმოვიღე, ჭიქა მოვძებნე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.. ცოტა თავბრუ კი დამეხვა სანამ დავჯდებოდი მაგრამ ეგ არაფერი..
-კარგად ხარ?
-კი
-ისევ ყავაზე თუ გაქვს დღევანდელი დღე გადავლილი სალივან.. კამათს ვერ ავცდებით..
-ჩემს რაციონს ასე მონდომებით ტყუილად ჩაჰკირკიტებ..
-დღემდე მიკვირს ცოცხალი როგორ არის.. სულ ესე იყო.. ბოლოს ნორმალურად როდის ჭამე გახსოვს?
-თუ დაფიქრდი ცუდის ნიშანია..
-იქნებ ჩემი კვების რაციონზე საუბარს შევეშვათ და დავაცადოთ რეზის საქმეს მიხედოს.. - ვიღაც ურეკავს და გვერდით გადის
-ვერაფერი? - ვეკითხები რეზის შეწუხებული სახით..
-იცი ხომ, ფილმში არ ვართ სადაც ყველაფერი ერთი თითის დაჭერით გვარდება..
-ახლა მჭირდება, რომ ფილმში ვიყოთ..
-რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ.. - დაბრუნდა- მოდი ასე მოვიქცეთ, თქვენ წადით როგორც კი რამეს გავარკვევ დაგირეკავთ, მეც მშვიდად შევძლებ საქმის კეთებას..
-ჯობია, პატარა საქმე გამომიჩნდა თან..
-მე დავრჩ..
-უნდა მეთქვა გამოგვიჩნდა..
- კარგი რეზი ჩვენ წავალთ.. ხაზზე იყავი- თავი დამიქნია რეზის სახლი დავტოვეთ.. - აბა რა საქმე გვაქვს?
-ჯერ ვისადილოთ და აგიხსნი..
-არ მშია..
-სანამ გადავარდები, რაღაც მაინც უნდა ჭამო ..
-ჩემს კვებაზე ზრუნვა არ გევალება მეთქი გასაგებად არ ვამბობ? თუ გვაქვს საქმე წავიდეთ თუ არადა დროს ნუ მაკარგვინებ..
-საქმე ესე ვარჩიოთ? სადმე დავსხდებით პირი სულ რომ არაფერს დააკარო.. -დასჯილი ბავშვივით გავყევი უკან, სხვა გზა როცა არ დამიტოვა.. ფეხების ბაკუნამდე და ხელების გადაჯვარებამდე ცოტაღა მაკლდა..
მეგონა ახალი ჩამოსული იყო და დიდად არ სცნობდა გარემოს, რატომღაც ყველგან ეგულება კარგი ადგილი..თავისი ნაცნობებით..
-გისმენ..
-მე ჯერ შეკვეთას ველოდები..
-იცი რაა დროს მაკარგვინებ, შენ მიირთვი თუ გინდა, სუფრა გაგიშლია აქ გაჩერებას აღარ ვა..
-თქვენი შეკვეთა..
-მადლობა..
-აი ისიც გემრიელად არ გამოიყურება..?
-ახლა გასაგებია
-რა არის გასაგები..?
-საქმე არ გვაქვს ყოველ შემთხვევაში ჩვენ ორს ერთად, ის არის გაუგებარი ჩემი კომპანიონობა რატომ გინდა..
-მეგონა უფრო ადრე მიხვდებოდი და კარგა ხნის წინ დატოვებდი აქაურობას.. სინამდვილეში მე მაქვს პატარა საქმე, რომელშიც წესით საჭირო არ ხარ მაგრან აუცილებლად მივიჩნევ შეხვედრას დაესწრო..
-რომელ შეხვედრას..? თუმც მე არ მეხება და რატომ მეცოდინება..
-ჩვენი გეგმა ასეთია, გემრიელად მივირთმევთ მზარეულის ნაწვალებ ნახელავს და წავალთ შეხვედრაზე, რომელიც ჩვენს პროექტს ეხება..
-ჩემი წამოსვლა რატომ გინდა..?
-ინტერიერის დიზაინერი თავიდანვე ჩართული უნდა იყოს მთლიანად პროქტის მსვლელობაში ასე არ ფიქრობ..- გამომიჭირა, უარს როგორ ვეტყვიი..-შენს დუმილს პასუხად მივიღებ, ახლა კი ჩანთა ისევ გვერდით გადადე და მიირთვი..
-იქნებ ალერგია მაქვს, რას მთავაზობ იცი მაინც..?
-ამდენადაც არ გამიმართლებდა, შენ წარმოიდგინე შემიმჩნევია იმ იშვიათ დროს როდესაც ჭამ რას მიირთმევ..
-რატომ აკვირდები ჩემი კვების რაციონს..
-იმდენად იშვიათია რომ თვალში მოსახვედრია, მოკლედ, თუ არ გვაწყობს დაგვიანება, ამიტომაც უნდა ვიჩქაროთ სალივან..- როგორ შეუძლია ასეთ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება, თითქოს ჩემს იმ ნაწილს უბრალოდ არ იმჩნევს რომელიც საშინლად გაბრაზებულია, თითქოს ჩვეულებრივი დიალოგი გვქონოდეს და არა წარმოსახვითი ორთაბრძოლა..
-მადლობა მინდა გადაგიხადოთ ორივეს, ფორსმაჟორული სიტუაციის გამო მაინც მოახერხეთ შეხვედრა..
-გვიხარია, შეხვედრა შედგა თანაც წარმატებით..
-ბატონო უტა თქვენი სწორი განსჯის მეშვეობით, ხშირად ამ მხარეს არ ითვალისწინებენ რის გამოც პრობლემები თავს იჩენს ხოლმე..
-როგორც გითხარით ქალბატონ სალისთან ერთად ვმუშაობ, მისი იდეა იყო..
-მოხარულები ვართ კიდევ ერთხელ, იმედია თანამშრომლობას გავაგრძელებთ..
-იმედია..-დავრჩით ისევ მარტონი..
-უტა ეს რა გამიკეთე, რადგან იცი რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით თეორიული ცოდნა მაქვს არ ნიშნავს, გაუფრთხილებლად ამდენი ადამიანის წინაშე ძირფესვიანად უნდა მალაპარაკო, მზად არაფერი მქონია..
-თავი გაართვი..
-რა მნიშვნელობა აქვს..?
-შენ წარმოიდგინე უდიდესი, კი დეტალურად ვიცი შენი კარიერის შესახებ, რა ცოდნა გაქვს რეალურად ამასაც ვიგებ ნელნელა. რატომ გაქვს პრეტენზია თუ ეს ჩვენს პროექტს წაადგა..
-შენ თქვი ამ შეხვედრაში არანაირი როლი არ მქონდა, ორი საათი პირი არ გამიჩერებია..
-რატომ ბრაზდები იმაზე რაც კარგად გააკეთე..
-ვერაფერს ხვდები..? არ შეგიძლია ასე მოიქცე.. თუ საქმე გასაკეთებელია მე უკან არ ვიხევ მაგრამ მჭირდება ინფორმაცია მომაწოდო დროულად, არ უნდა დამებას ენა მხოლოდ იმის გამო რომ ნახო როგორ შემიძლია ასეთ სიტუაციებს თავი გავართვა.. მოგეპრიანა და არ გამაფრთხილე..
-შენ რა გგონია შეხვედრებისთვის ყოველთვის მზად იქნები..? ყველა შეკითხვაზე პასუხი გექნება..? თუნდაც იმ საქმესთან დაკავშირებით რომელშიც პროფესიონალი ხარ.. მნიშვნელოვან პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, შენი მხარე როგორც ინტერიერის დიზაინერმა საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინო, ჯობდა აქ დაგებას ენა ვიდრე იმ შეხვედრების დროს, რომელიც წინ გველოდება..
-და შენ რა გგონია ახლა მაგარი გაკვეთილი ჩამიტარე და შენით აღფრთოვანებული უნდა ვიყო..? შენი აზრით მგონია ყველაფერი ვიცი და ამ აზრით შევდივარ კლიენტებთან ან მსგავს სერიოზულ შეხვედრებზე..? არა მე კლიენტენთან შევდივარ აზრით, რომ მათთან ერთად შევქმნი ისეთ გარემოს, რომელიც მათი ყოველდღიურობის სასიამოვნო ნაწილი გახდება. თავს ჩარჩოებში არ ვაქცევ, შეხვედრების დროს კი ვიცი რაზე ვლაპარაკობ. მზად ვარ იმ კითხვებისთვის, რომელიც ერთი შეხედვით დამაბნეველი, რთულად გასაცემია.. თუ ვერაფერი გაიგე კიდევ ერთხელ გიმეორებ, შენ მე დღეს უპატივცემულოდ მომექეცი თუ ჯერ კიდევ ვერ იაზრებ რა მდგომარეობაში ჩამაგდე, ჩემი მასწავლებელი არ ხარ უტა კოლეგები ვართ, გაითვალისწინე..
. . .
-რეზი..? ამ დილაადრიან რატომ დამირეკე და გამომაქციე..?
-შენი აზრით..? რაც გინდოდა გავარკვიე..
-აღარ იტყვი მერე..?
-შენი სატრფო არ გვეახლება..?
-მესიჯი დავუტოვე, ზუსტად არ ვიცი..
-შეამოწმე ტელეფონი ნახა საერთოდ..?
-მასე არ დამიტოვებია..
-აბა შიკრიკი გაუგზავნე..?-ხმამაღლა გაეცინა.
-რეზი.. მცირე მოცულობის ბარათი, შენთვის უფრო გასაგებად წებოვანი ფურცელი..
-სერიოზულად..? ამ დროში..? თქვენი უცნაური ურთიერთობის დინამიურობიდან გამომდინარე ყველაფერია მოსალოდნელი..
-რაღაცები გეჩვენება.. მოკლედ მითხარი რა გაიგე..-ზარია.. ვგრძნობ ისაა, არადა ასე წერილი სპეციალურად დავტოვე იქნებ არ ენახა, გასამართლებელი მაინც მექნებოდა არ ნახე და მე გითხარი მეთქი..
-ისეთი სახე გაქვს კითხვის ნიშანი ქრება ვინ შეიძლება იყოს კარს მიღმა.. გააღებ თუ გავაღო..
-შენს სამფლობელოში ვართ.. გააღე..
-დროულად მოხვედი..-საბოლოოდ გახედა და მაგიდას მიუჯდა..
-სალივან გეგმა ჩაგეშალა..
-რომელ გეგმაზე საუბრობ..?
-თავადაც იცი.. აბა რეზი.. რა გაარკვიე..?
-გარკვეული დროს შემდეგ მობილურის აქტივობა საერთოდ აღარ ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას იპოვით გათიშულს, დამტვრეულს უფუნქციოდ ან საერთოდ კვალზე ვერ გახვალთ..
-მაგრამ..
-მაგრამ შემიძლია ბოლო მონაცემებით მობილურის ადგილმდებარეობა მოგაწოდოთ.. -ლეპტოპი შემოატრიალა..-მისამართი მონაცემები..
-აქ წერია ვისზეა ბინა რეგისტრირებული..?
-კი აქ არის..
-დარწმუნებული ხარ რომ ეს..
-ასეთი სახე რატომ გაქვს..?
-მე..მე ვიცი ვინც არის.. რეზი საბოლოოდ გეკითხები დარწმუნებული ხარ რომ მისი მობილური ბოლოს აქ გამოჩნდა აქტიური..?
-დარწმუნებული ვარ, ზარი განხორციელდა.. გვიან შევძლებ გაგებას ვისთან..
-კარგი მადლობა ამ ინფორმაციისთვის, დროებით..-რამდენადაც შევძელი სწრაფად დავტოვე რეზის სამფლობელო.
-მოიცადე.. სალივან..მოიცადე..
-რა გინდა..?
-ამიხსენი ვინ არის..
-ის.. გახსოვს ამას წინათ შენთან მოვედი, მისი ნივთები გადმომცეს მეთქი და ვიდეო აღმოვაჩინეთ..
-რა შუაშია საერთოდ..? არ შეგიძლია ამ დრამატული პაუზების გარეშე მითხრა სათქმელი..?
-ადამიანი რომლის ბინიდანაც ბოლო ზარი განხორციელდა ისაა ვინც ეგ ყუთი გადმომცა, ის არის ვინც იატრაში მუშაობს.. რანაირად ვერ იცანი.
-იქნებ ჯერ ეცადო დამშვიდდე.. ასე ნაუცბადევად ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ ყველაფერი უნდა გავთვალოთ..
-თვალებში მიყურებდა სინანულით თითქოს კარგი მეგობარი დაეკარგოს.
-ზარი მაინცდამაინც არ ნიშნავს მის დამნაშავეობას..
-არც უარყოფს.. სასწრაფოდ უნდა გავიგოთ ნატა მასთან რას აკეთებდა//
-შენი საუბრიდან გამომდინარე ლილი ნატასთან არ მეგობრობდა..
-თანამშრომელი იყო არაფერი განსაკუთრებული, დიდად არც უხსენებია.. თუმცა არ გამოვრიცხავ იყო რაღაც რაც ნატას არ უთქვამს..
-გეგმა გაქვს..
-საიდან მოი.. კარგი მაქვს, საღამოს იატრაში წავალ მოვიკითხავ დაველაპარაკები ვნახოთ რა იქნება..
-უფრო მოკლე გზა გვჭირდება..
-ფრთხილად მოკლე გზამ ყველაფერი არ გაართულოს..
-სახლში უნდა მიაკითხო..
-ხვდები ეს როგორ ჩანს..? გამორიცხულია..
-მისი ნომერი გვაქვს რეზის წყალობით, დაურეკე უთხარი რომ ლაპარაკი გინდა ნატაზე, რამე მოიფიქრე მისი სტუმრის როლში უნდა აღმოჩნდე..
-მის თვალწინ ტელეფონის მოძებნა დავიწყო..?
-აი აქ მე შემოვალ..პირდაპირი მნიშვნელობით არა, ყურადღებას გადავატანინებ და ტელეფონს მოძებნი ან რაიმეს რაც დაგვეხმარება..
-რითი გადაატანინებ ყურადღებას..?
-შენ მის სახლში აღმოჩნდი ფინჯანი ყავით ხელში და დანარჩენს მე მივხედავ..- ზარი..? ვინ უნდა მირეკავდე თუ არა..მაკა..-ახლა კი საქმეები გვაქვს მუშაობის დროა..
-უნდა ვიჩქაროთ..-ტელეფონი მივუტრიალე, ის იშვიათი მომენტი როდესაც ვთანხმდებით
. . .
-შენი ნომერი იატრაში მითხრეს, ბოდიში წინააღმდეგი ხომ არ ხარ..?
-არა რას ამბობ, გამიკვირდა შენი ზარი, მშვიდობაა…?
-კი კი, უბრალოდ მადლობა მინდოდა მეთქვა ყუთისთვის, ჩემთვის ბევრს ნიშნავს..
-რა მადლობა, ისეთი არაფერი გამიკეთებია.. ისე როგორ ხარ..?
-ვერ გეტყვი, ვცდილობ, რამდენად გამომდის საკითხავია..
-მესმის, ნატა გვაკლია იატრაში, შენც ვერ გხედავ ხშირად..
-მარტივი არაა იმ ადგილას მისვლა რაც მასთან ასე ძლიერადაა კავშირში..
-სრულიად გასაგებია, მაგრამ როდესაც მოსვლას დააპირებ შემეხმიანე, ვისაუბროთ..
-სიამოვნებით მაგრამ, უკეთესი ხომ არ იქნება, სადმე სხვაგან შევხვდეთ..
-რა პრობლემაა.. ჩემს სახლთან ახლოს კაფეა, თუ შეძლებდი..-
-სახლთან ახლოს..- უტამ ისეთი სახით შემომხედა თითქოს ჩემი ბრალი ყოფილიყოს-კარგი მისამართი მომწერე და როდისთვის..?
-საღამომდე მცალია, შენ თუ არ ხარ დაკავებული..
-საბედნიეროდ მცალია, შევხვდებით..-ზარი გაწყდა..
-სახლთან ახლოს..?
-უკაცრვად გაგიკვირდა..? მისთვის შორეული ნაცნობი ვარ, სახლში რატომ მიმიწვევდა.-ამასობაში წყლით სავსე ჭიქა დამექცა, კიდევ კარგი მნიშვნელოვან არაფერზე..
-იცი უკვე აღარც მიკვირს, შენი მოუხერხებლობა სულ სხვა ლეველზეა..
-წყალი ვის არ დაქცევია, ტყუილად ადრამატულებ..
-წყალი დაგექცა შეგეძლო..მოიცადე..
-იდეა გაქვს..? უცნაურია..
-შენ შეგიძლია ლილისთან შესახვედრად წახვიდე, ახალი და უკეთესი გეგმა მაქვს..-შესვენების ლილისთან გატარება სულაც არ მინდა მაგრამ განაღა მაქვს სხვა გზა..? ნატას გულისთვის რას აღარ ვაკეთებ ბოლო დღეებია..-ოღონდ სალივან..
-ახლა რაღა გინდა..?
-იმ იშვიათ მომენტებში როდესაც არ ლაპარაკობ..-რაღაცის თქმა დავაპირე მანიშნა დამაცადეო..-ყველაფერი სახეზე გაწერია, ეცადე ლილის არც სიტყვებით და არც გამომეტყველებით არ აგრძნობინო რამე..
-ამას მისტერ კოპებშეკრული მოღუშული მონაცრისფრო ღრუბელი რომ მეუბნება ცოტა სასაცილოა..
-საოცარი შედარებები გაქვს..
-ნამდვილად იმსახურებ.. წავედი და იცი რა..? რჩევების გაცემის კურსებზე ჩაგწერ, ხვალიდან გირჩევნია თუ შემდეგი კვირიდან..
-მხოლოდ მაშინ როდესაც რჩევის მიღების კურსებზე ჩაეწერები..ერთად მივიდეთ თუ შეძლებ მარტო მისვლას..?
ჩემი ნივთები ავიღე და მის მიერ შერჩეულ კაფისკენ გავემართე.. ჩემდა გასაკვირად მისვლა დამასწრო.. შორიდანვე გამიღიმა, მეც გავუღიმე..
-სალი, როგორ გამიხარდა შეხვედრა მოიწადინე..
-მიხარია, დამთანხმდი..
-მინდოდა შენთან საუბარი მაგრამ არ ვიცი როდის იყო სწორი დრო..
-რასთან დაკავშირებით../?
-ამ ყველაფერზე, ვიცი რამდენად ახლოს იყავი ნატასთან.. უბრალოდ მიჭირს საჭირო დროს სიტყვების პოვნა..
-მაგაზე ნუ იდარდებ.. იატრაში საქმე როგორ მიდის..?
-არ ვიცი დანაკლისის განცდით..
-შენ და ნატა ახლოს იყავით..?
-სიმართლე გითხრა კარგი თანამშრომლები, თბილი მოკითხვებით, მოკლე დიალოგებით.. ახლოს არ ვყოფილვარ მაგრამ ამ დროში ესეც თვალში მოსახვედრია, ელემენტარული ადამიანი შენთვის ცუდის გაკეთებას არ ცდილობს.. გეხმარება.. იატარში ყოფნის პირველი დღეები მისი წყალობით გამიმარტივდა..
-მესმის..
-დღემდე გამყვება სინანულად, მასთან მეტად დაახლოება არ მიცდია.. ვინ იცის როგორი კარგი მეგობრები შეიძლებოდა ვყოფილიყავით..
-ვეღარაფერს შეცვლი, ამაზე ნუ იფიქრებ..
-რთულია.. შენ როგორ უმკლავდები ფიქრებს..?
-არავისთვის მითქვამს..არ ვაღიარებ მის..მის ხომ ხვდები.. მგონია ან იატრაშია ან სახლშია.. ჩემს გონებაში ცოცხალია, არ ვიცი გადავიტან თუ არა თუ დავუშვებ..
-ყველას სხვადასხვანაირად გადააქვს, არ არის აუცილებელი სხვების მსგავსად განიცადო.. დროა საჭირო..-შეკვეთა მივეცით და მალევე მოგვიტანეს, ლაპარაკი კიდევ გავაგრძელეთ, ძირითადად ნატას გარშემო..
საუბარი მისი ტელეფონის ზარმა გაგვაწყვეტინა..
-ბოდიში, უნდა ვუპასუხო..
-არა რას ამბობ, რა პრობლემაა..
-დიახ.. კი მე ვარ..ჩემი ბინაა..ნომერი კი კი ჩემია, რამე პრობლემაა..? რაა, სერიოზულად..? მოვდივარ..
-ლილი რა ხდება, მშვიდობა არ უნდა იყოს..
-არ ვიცი როგორ და რანაირად მაგრამ ახლა ჩემი სახლი იტბორება..
-რამე დარჩა თუ..-გონებამ კადრი გააცოცხლა სადაც მე ჭიქა წყალი დამესხა და იმ თავხედმა თქვა ახალი გეგმა მომაფიქრდაო.. ოღონდ ეს არა, ესა მისი გეგმა..? კი მაგრამ როგორ შეძლო ამ საოცრად არანორმალური გეგმის განხორციელება..
-ბოდიში უნდა წავიდე, სხვა დროს შევხვდეთ..
-მარტო ცხოვრობ..?
-კი..
-მითუმეტეს ვერ დაგტოვებ, წავიდეთ იქნებ რამით დაგეხმარო..
-მადლობა..
-რა მადლობა უნდა ვიჩქაროთ..-სირბილით ავარიას ძლივს გადავურჩით, ლიფტის არსებობაც დავივიწყეთ და რამოდენიმე სართული ისე ავირბინეთ დაღლა ვის გახსენებია..
კარები შეგლიჯა ფაქტობრივად, დაბლა დაიხედა და წყალი რომ არ დაინახა აქამდე გადმოსული წამიერად შვება იგრძნო.. შევედით პატარა საყვარელ ბინაში, ჭერიდან წყალი გადმოდის, აბაზანისკენ გაიქცა და იქაურობა ნამდვილად გავდა დატბორილს, აბაზანის ზღურბლს საკმაოდ გადმოსცდენოდა.. ცოტაღა ეკლდა და ლილის პანიკა მოიცავდა..
-ეცადე თავი ხელში აიყვანო, მნიშვნელოვანი ნივთები რაც შეიძლება დაზიანდეს მე გავიტან, ეცადე როგორმე მილს რამე შემოახვიო და შეაკავო..-თავი დამიქნია..
-მეზობელთან უნდა წავიდე, ასე ყველაფერი გაფუჭდება..ჩემს საძინებელი ამჟამად ყველაზე უსაფრთხოა, შეგიძლია აქ რაც აწყვია ყველაფერი შეიტანო რასაც მოასწრებ..?
-რამე არ გაქვს ავეჯს გადავაფარო..?
-სამზარეულოში ნახე, ახლავე მოვალ..-სამზარეულოსკენ გავიქეცი პარკების თითქმის მთელი მარაგი გამოვიყენე გადასაფარებლად.. ნივთების გატანა დავიწყე მის საძინებელში.. ჩემი თავიც გავაკვირვე იმდენად აჩქარებული მაქვს ხელი..
-რაო რა ხდება..?
-სახლში არ არიან, რა უნდა გავაკეთო აღარ ვიცი..
-მოდი ნივთები ბოლომდე გავიტანოთ, ამ ფიქრში რამე მნიშვნელოვანი არ დაზიანდეს.. დავრეკავ ხელოსანთან..
-რამდენი რამ მოგისწრია, ამ წიგნების გატანა აუცილებელია..ესენიც..- რაც ხელში მოხვდა ყველაფერი აიღო და საძინებლისკენ გაემართა.. მეც ავიღე..
-პარკები გვჭირდება დამატებით..
-ახლავე მოვიტან.. -ძლიერი კაკუნის ხმა გაისმა, რომელსაც ზარი მოყვა, ერთმანეთს გავხედეთ აშკარაა არავის ელოდება.. ორივემ გავანებეთ ნივთებს თავი და შემოსასვლელისკენ გავემართეთ..
-გისმენთ..
-ეს სახლი თქვენია..?
-დიახ მაგრამ ახლა ისეთ სიტუაციაში ვარ, ამ ყველაფრის დრო ნამდვილად არ მაქვს..
-ზუსტად ამის დრო გაქვთ..
-ჩვენი კომპანიაა პასუხისმგებელი რაც ახლა ხდება, შეკეთებისას შემთხვევით პირიქით დავაზიანეთ, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა გაყვანილობა და ხედავთ რაც ხდება..
-და ახლა რა მეშველება ან ჩემს ზევით მეზობელს..
-ხარჯებს კომპანია აგინაზღაურებთ, შეიძლება შემოვიდეთ და აქაურობას მივხედოთ..?
-თუ უარეს არაფერს უზამთ, რა თქმა უნდა..
-მერწმუნეთ მსგავსი არაფერი განმეორდება.. -შიგნით შეატარა მოსაუბრე და რამოდენიმე ადამიანი ..
-ძირითადი პრობლემა აბაზანაშია..
-მაღლა სართულზე უკვე მუშაობენ არ იდარდოთ..-ზუსტად არ ვიცი რაზე დაიწყეს მუშაობა მაგრამ ჩვენ ისევ პარკების წიგნებით და ყველაფერ იმ ნივთით დავრბოდით აქეთ-იქით რაც გვხვდებოდა..
საათისთვის არ შემიხედია, ასე ორი საათი კი გავიდოდა.. რაღაც საბუთები მიაწოდეს ბოლოს და უთხრეს ყველაფერი შევამოწმეთ და ხვალ დაგიკავშირდებით ზარალის ანაზღაურებაზეო..
-არ ველოდი მოვლენების მსგავს განვითარებას, ყავის მშვიდად დალევაც არ შემიძლია უკვე..-აღმოხდა შეწუხებულს..
-მთავარია ყველაფერი კარგად დამთავრდა, დროზე მოვუსწარით..
-კიდევ კარგი დიდად არაფერი დაზიანებულია.. გავლა გინდოდა და მე კიდევ აქ წამოგიყვანე, როგორი უხერხულია..
-რას ამბობ, მსგავსი რამ არც კი იფიქრო.. მიხარია რამით თუ დაგეხმარე..
-ვერ წარმოიდგენ როგორ.. აბაზანაში გავალ, ახლავე მოვალ..
-წყალს დავისხამ კარგი..?
-რა შეკითხვაა, რა თქმა უნდა..-სამზარეულოსკენ წავედი წყალი ჩამოვისხი.. და საძინებლისკენ გავემართე ჩანთის ასაღებად.. ეს ოთახი იმდენი ნივთით გაივსო ამ მოკლე დროში, კარგად წვალება კი მოუწევს ლილის.. ჩანთა ცალკე არც დამიდია და დალაგებულ ნივთებში ჩაიკარგა.. ყველაფერი გვერდით გადავდე, ჩანთა ავიღე.. უნდა გავბრუნებულიყავი როცა რაღაც მომხვდა თვალში .. უკან მივბრუნდი, ისევ გადმოვალაგე ნივთები და.. ტელეფონი.. ამ მოკლე დროში ისეთი ამბავი დატრიალდა, სულ დამავიწყდა რისთვისაც მოვედი.. უცებ ჩავიდე ჩანთაში..
-ყველაფერი რიგზეა..?-მომესმა ლილის ხმა, სახე გავასწორე გავიღიმე და მივტრიალდი..
-ჩანთა ავიღე, ჩემი წასვლის დროა..
-კიბატონო..-გასასვლელისკენ გავემართეთ..-შენ რომ არა არ ვიცი რა მოხდებოდა, დიდი მადლობა გამოყოლისთვის..
-რა მადლობა ისეთი არაფერი გამიკეთებია.. ვინ არ გააკეთებდა..
-ხომ იცი როგორ დროშიც ვცხოვრობთ, შენს გამო ვინ შეიწუხებს თავს..
-ახლა მეჩქარება თორემ აუცილებლად დავრჩებოდი, გამიხარდა შენი ნახვა..
-ასევე, აუცილებლად შევხვდეთ მომავალში..
-აუცილებლად..
-ნახვამდის ლილი..
-ნახვამდის..-ასევე ღიმილით დამემშვიდობა.. როგორც კი შენობა დავტოვეთ ზარი გაისმა, დიდი მიხვედრა არ უნდო ვინ იყო, არ დამიხედია ისე ვუპასუხე..
-თავად მირეკავ იქნებ ხმის ამოღება იკადრო..
-მარცხნივ გამოიხედე და მანქანაში ჩაჯექი..
-ტონს დაუკვირდი..
-კამათს რატომ არ იწყებ..?
-მაცადე მანქანაში ჩავჯდე..-ჩავჯექი, მისკენ არც გამიხედავს ღვედი გავიკეთე და დაველოდე როდის წავიდოდა..-რეზისკენ გადაუხვიე..
-მოიცადე მობილური იპოვე..?
-ამიერიდან ნოე დაგიძახო..?
-რა შუაშია..
-აბა რა ჯანდაბა დაატრიალე იქ.. საერთოდ როგორ მოახერხე მილები გამსკდარიყო და მეზობლისგან წყალი ჩამოგეშვა.. რეები დაატრიალე იაზრებ მაინც..?
-ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს..
-მნიშვნელოვანი იყო ნატას ტელეფონი გვქონოდა მაგრამ მიზანი არ ამართლებს საშუალებას.. ეს არ უნდა გაგეკეთებინა ჩემთან შეუთანხმებლად, მითუმეტეს თავადაც თქვი ამ საქმეში ერთად ვართო..’
-დამშვიდდი ორი წუთით, ასე არ მქონდა დაგეგმილი.. მილი უნდა გამსკდარიყო აბაზანაში, ლილისთვის დაერეკათ და ამით შენ შეხვიდოდი მასთან, მალევე მოგვარებულიყო პრობლემა მაგრამ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო ის მოხდა რაც მოხდა, ზედა მეზობელსაც დაუზიანეს და მასაც, მოკლედ..
-ვიზე ლაპარაკობ..
-იმ კომპანიის უფროსს ვიცნობ, ვინც მაგ ბინაში წყალგაყვანილობაზე ზრუნავს, დამთანხმდა როგორც გითხარი ასეთი მაშტაბურობა გეგმაში არ ყოფილა..
-უთხრეს რომ ყველაფერი კომპანია აანაზღაურებდა.. დავიჯერო ამაზეც დათანხმდნენ..?
-ამაზე არ დათანხმებულან, მოდი აღარ გვინდა ამაზე საუბარი..
-თუ არ დათანხმდნენ გამოდის ყველაფერს შენ ანაზღაურებ..?
-ჩემი შეცდომაა და სხვა ვინ აანაზღაურებდა..
-და რა იცი ზარალი რამდენია იქნება..
-მე უნდა გადავიხადო და არა შენ, მგონი ეგ შენი სადარდებელი საერთოდ არაა..
-ჩემთან განგეხილა გეგმა ბევრად უკეთესი იქნებოდა..
-და რას იზამდი..?
-ვერ გავიგებთ რადგან საჭიროდ არ ჩაგითვლია გეთქვა.. მხოლოდ იმიტომ, ზარალს ანაზღაურებ, არ ნიშნავს თავიდან ბოლომდე მართალი იყო..
-არ ვამბობ რომ რაც გავაკეთე სწორია მაგრამ მომხდარზე უკვე ტყუილად ლაპარაკობ..
-შეიძლება ნივთები ახლით შეუცვალო მაგრამ გგონია ეს საკმარისია..?
-მეტი შემიძლია გავაკეთო და არ ვაკეთებ..?
-ნივთები მხოლოდ დეკორაციის ნაწილი არ არის, მათ ვინახავთ იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ისტორიის გამო რასაც ატარებენ, ასეთ რამეს ფულით ვერ იყიდი..
-არასდროს მესმოდა რატომ იყვნენ და არიან ადამიანები ნივთებზე ასე მიჯაჭვულები..
-ახლა არ გით..
-ისტორია ისტორიაა..
-მოგონებები საყვარელ ადამიანებთან, მათთან ერთად გატარებული ბედნიერი მომენტები..
-ნივთები საყვარელ ადამიანებს ვერ დააბრუნებს.. მათი არსებობით არაფერი იცვლება…
-მართლა რობოტი ხარ..? გრძნობები საერთოდ არ გაგაჩნია..?
-როგორ ახერხებ თითოეული დეტალი ოკეანის სიღრმემდე ჩაიყვანო და ყველაფერი გრძნობებს დაუკავშირო.. ?
-არ ვახერხებ ასეცაა..
-მოვედით ჩვენი სეანსი აქ დასრულდა..
-არ შეგიძლია სერიოზულად მიიღო..? შენთვის არაფერს ნიშნავს..?
-მოხარული არ ვარ ლილის ჩემს გამო რაც მოუვიდა, მაგრამ ამ დონემდე ასე ფსიქოლოგიურად და ფილოსოფიურად თემის გაშლა, ჩვენს მოცემულობაში..? ლოგიკას ვერ ვხედავ.. მოხდა, ვერ შევცლი გაკეთებულს, ვეცდები გამოსწორებას..
-ყველაფერი ასე მარტივია შენთვის არა..? ზედმეტ გრძნობების გარეშე..თავხედი რობოტი
-და ისევ საოცარი შედარებები-მანქანა ოდნავ მოშორებით გააჩერა და მოკლე მანძილზე მოგვიწია დამატებითი გზის ფეხით გავლა.. რეზი როგორც ყოველთვის თავის საქმეებში დაგვხვდა გართული, ხმა არ ამოუღია სანამ ტელეფონი წინ არ დავუდე..
-კონკრეტულად რა გაინტერესებს სალი..
-დასაწყისისთვის მობილურის ჩართვა, პაროლი ვიცი ზედმეტი წვალება არ მოგვიწევს.
-თუ ჩავრთე…
-უნდა ჩართო.. ახლავე..
-არსებობს დრო როდესაც არ გეჩქარება..?
-ხვდები ხომ შენთან მაშინ მოვიდვარ როცა სტანდარტული მომსახურება არაფერში მარგია..?
-კარგი ვერ ხარ შენ დღეს განწყობაზე და ჩემზე ნუ გადმოგაქვს თუ შეიძლება.. როგორც ვხვდები წასვლას არ აპირებთ და იქნებ ასე თავზე არ მედგათ, დასხედით მაინც..-რეზის ნებას დავყევით.. უტას ზარი შემოუვიდა და გაუსვლელად უპასუხა, მე არ ვიმჩნევ თითქოს არ მაინტერესებს..
-გასაგებია, თუა შესაძლებელი კიდევ ერთხელ დაუკავშირდით და თავად თუ ითხოვს..კი კი მაგას ვგულისხმობ.. მომწერე რიცხვი.. მადლობა კიდევ ერთხელ..-გათიშა.
-ჩაირთო, იქნებ ახლა მაინც მითხრათ რისი გაგება გინდათ..
-მომაწოდე..-ზარებში შევედი და ვეცადე გამეხსენებინა ნატას დედამ როდის თქვა დაურეკესო..-შენც ხედავ..?
-ის ზარი წაშლილია..
-აღდგენა შეგიძლია..? ამ ზარებს შორის განხორციელებულის..-მობილური მივაწოდე..თავი დამიქნია
-არ ვიკითხავ საიდან იცი, ზარი აკლია.. ჩემო სალი..-წამიერი პაუზა, უტას გახედა, ჩაეცინა და გააგრძელა-იმაზე შავ ბნელი ხარ ვიდრე მეგონა..
-ამში შავბნელი არაფერია რეზი..
-რა საქმესაც ატრიალებთ ნამდვილად არის..
-შენი ჰაკერული წინათგრძნობა..?
-ჰაკერი არ ვარ.. პროგრამის.. კარგი ცოტათი..
-საქმეს მიხედე გთხოვ..
-მოკლედ..ზარი აღდგენილია თუ გაინტერესებთ ვის მიმართ მაგას ვერ გავარკვევთ აღარც კი ფიქსირდება ერთჯერადი იყო და გაუქმებულია..
-ამდენი სულ ტყუილად ვიწვალეთ..?
-ერთი წუთით ტელეფონს ხომ აქვს ფუნქცია განხორციელებულ ზარს რომ იწერს, იქნებ ამასაც ჰქონდეს..
-მოიცადე..აქვს..აქედან შეიძლება აღდგენა-ერთმანეთს გავხედეთ..
-ეგ ჩართე..
-*ისევ შენ ხარ..? გგონია მაშინებ..? შეწყვიტე ზარები თუ ხმის ამოღებას არ აპირებ..*
-სულ ესაა..-კიდევ მოვისმინეთ რამოდენიმე ზარი ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი..
-ბოლო ზარიც ჩართე..
-*ლილი ეს მართალია..? ჩემთან მოდი სალაპარაკო გვაქვს, სასწრაფოდ..
-სალაპარაკო არაფერია
-გინდა გეგმები წყალში ჩაგვეყაროს..?
-ნატა ამის განხილვით დავიღალე.. იქნებ ცდები..
-მოდი ჩემთან, ბოლოჯერ ვილაპარაკოთ, თუ აზრს შეიცვლი ჰო კაი თუ არადა შენ თამაშიდან გახვალ..
-კარგი დამელოდე..*
-თქვენი სახეებიდან გამომდინარე კარგ რაღაცას მივაგენით..აქ ხართ.?
-რეზი ჩვენ უნდა წავიდეთ, შენ ყველანაირად გადაქექე ტელეფონი, რამე საეჭვოს თუ შეამჩნევ შემატყობინე.. - ნაცრისფერ ღრუბელს მივუბრუნდი..-წავედით..
-აბა თქვენ იცით..-თავი დავუქნიე და ჩქარი ნაბიჯებით გავემართე მანქანისკენ..
-სად გეჩქარება..?
-ისე მეკითხები თითქოს შენი საქმე იყოს..
-დაგავიწყდა რომ ჩემს მანქანაში ზიხარ..? მაშასადამე მძღოლი მე ვარ და მე უნდა მიგიყვანო?
-სახლი..
-რა გაეწყობა..
-დღეს სანამ შენს მიერ გამოწვეულ კატასტროფასთან მომიწევდა გამკლავება ლილისთან მცირე დიალოგი მქონდა..
-განაგრძე..
-თქვა ნატასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია, ვისურვებდი თავის დროზე დავახლოვებოდიო..
-თუმცა ზარიდან საპირისპირო გამოჩნდა..მოიტყუა..?
-რაში დასჭირდა არ ვიცი მაგრამ ეჭვმიტანილებში საპატიო ადგილს იკავებს..
-მინიმუმ კავშირი აქვს..
-შეიძლება ის საიდუმლო იცოდეს რაზე მუშაობდა ნატა..
-შეიძლება არა დარწმუნებული ვარ იცის, უნდა გავიგოთ..
-ახალ კატასტროფას ველოდო..? უფრო ძლიერს..
-შენზე ძლიერი კატასტროფა არავის და არაფერს დასტეხია თავს, მაგაზე არ იდარდო..
-ეს მხოლოდ ზედაპირია, ყველაფერი წინაა..
-მჯერა..-თავი ჩემკენ სულ ოდნავ გადმოხარა და ჩაიცინა.. მიწვევს..?
. . .
ისეც ხდება როცა იღვიძებ ენერგიით ფიქრობ კარგი დღე გექნება, იდუღებ ყავას სვამ ისე თითქოს ამაზე გემრიელი არსად დაგილევია მიდიხარ სამსახურში ყველაფერს იმაზე უკეთ ართმევ თავს ვიდრე ელოდი, დაღლილი თუმცა სასიამოვნო დღის შემდეგ მიდიხარ სახლში.. საყვარელი სერიალის ჩართვას აპირებ მაგრამ დაგავიწყდა რომ მეგობრისთვის არ დაგირეკავს არ მოგიყოლია როგორ ჩირა შენმა დღემ.. შემდგე უცებ როდესაც ნომრის აკრეფვა თითქმის დაამთავრე გახსენდება ის აღარაა, ვერ დაელაპარაკები, ვერ მოუყვები როგორ ჩაიარა შენმა დღემ, როგორ მოუშხამე განწყობა თანამშრომელს რისთვისაც შეგამკობდა შენ გაგეცინებოდა, ვერ ჰკითხავ მისი დღის შესახებ..
მთელი დღის კარგი განწყობა სადღაც ქრება და სევდა გიპყრობს, ყელში ბურთი გაწვება, რომელსაც ვერაფრით ყლაპავ.. ცრემლები თავისით ჩამოგდის და იაზრებ როგორი მნიშვნელოვანი იყო დღეები რიდესაც ზედმეტი ფიქრის გარეშე ერთმაენთს ურეკავდით, არა იმის გამო რაღაც გრანდიოზული მოხდა და უნდა მოუყვე, მიზეზის გარეშე როდესაც მეგობართან გინდა საუბარი, იცი წინასწარ კარგ განწყობაზე დაგაყენებს..
აკრეფილ ნომერს წაშლი მაგრამ ძველ მიმოწერების კითხვას დაიწყებ, ტირილს არ შეწყვეტ მაგრამ შიგადაშიგ გაგეღიმება, გაიცინებ..ჩაგეძინება, თუმცა მანამდე წამიერად გაგეფიქრება როგორ მინდა ახლა შენთან დარეკვა შემეძლოსო..
. . .
-შუაღამისას რატომ მირეკავდი..?
-რაა.. გამომეშვა..
-როგორც კი გიპასუხე გამითიშე..
-გამომეშვა მეთქი..
-სალივან..?
-რა მოხდა..
-ყველაფერი რიგზეა..?
-რატომ არ უნდა იყოს.. რა კითხვებს მისმევ საქმეზე გადადი..-ისეთი სახით მიყურებს არ სჯერა ჩემი სიტყვების. დიდ ეკრანზე როგორც ჩანს პირველი სლაიდი ჩართო.. სხვებს დაველოდეთ როგორც კი ყველა მოვიდა საუბარი დაიწყო.. ვიცი გულისყურით უნდა ვუსმენდე და მართლა ვცდილობ ფოკუსი არ დავკარგო, თუმცა გონება მეფანტება..
რაც მოვახერხე შენიშვნები მაინც ჩავიწერე, შეხვედრამ უფრო დამღალა თუ ჩემმა ამ სიტუაციამ საკითხავია..
-მოიცადე-ჩემს ნივთებს ხელი გავუშვი და უტას ავხედე.. ჩემს წინ დაჯდა..
-ლაპარაკს დაიწყებ თუ..
-შეგიძლია ამიხსნა რა ხდება..?
-რას გულისხმობ..?
-დარწმუნებული ვარ ნახევარზე მეტი არც გაგიგია რაც ვილაპარაკე.. აშკარაა გიჭირს ფოკუსირება.. ამიხსნი..?
-რატომ უნდა აგიხსნა რამე..? საქმეზე გავლენს არ იქონიებს, ყველაფერს ისე შევასრულებ როგორც საჭიროა..
-არ მითქვამს საქმეს ვერ გაართმევ თავს მეთქი, რაღაც ხდება და არ მეუბნები.
-რატომ უნდა გითხრა რამე, შენ არ გეხება..
-ერთად ვმუშაობთ როდესაც აისახება საქმეზე მეც მეხება და შენს გარშემომყოფებსაც..
-გითხარი შევას..
-საქმეს პირნათლად შეასრულებ..? დიახ მაგრამ ამ მომენტში სადღაც დაფრინავ, მე კი მჭირდება.. ჩვენ გვჭირდება 100 % აქ იყო, თუ რამე პრობლემაა და მარტივად შეგვიძლია მოგვარება თავის დროზე უნდა გაჟღერდეს..
-ჭიანჭველას სპილოდ ნუ აქცევ.. ჩემი პრობლემები შენ არ გეხება, მართალი ხარ ჩემი პირადი სამუშაოზე არ უნდა აისახოს, ეს აღარ განმეორდება ნახვამდის.. დავასრულეთ საუბარი..? ძალიან კარგი შეხვედრამდე..- რატომ ფიქრობს ჩემთვის მსგავსი შეკითხვების დასმის უფლება აქვს..? ალბათ კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი მასზე გაბრაზებას ჩემს ძვირფას დას რომ არ გაეწყვეტინა ფიქრები და არ დაერეკა..
-დარია, როგორ გიკითხო.. მოხდა რამე..?
-რა უნდა მომხდარიყო არ შეიძლება ჩემი და მოვიკითხო..?
-შეიძლება მაგრამ მაინც მგონია..
-სალ ყოველთვის განგაშის რეჟიმში მუშაობს შენი ტვინი, მაგის ბრალია სულ ცუდის მოლოდინში რატომაც ბრძანდები..
-კარგი.. მომიტევე..
-მოგიტევებ, დღეს თუ ჩემთან დარჩები..
-შენთან..?
-ჩემი ბიჭები წასულები არიან, დღეს მარტო უნდა ვიყო..არ მესტუმრები..?
-სამუშო საათები ჯერ არ დასრულებულა, როგორც კი მოვრჩები შენსკენ გამოვიქცევი..
-ძალიან კარგი, დღეს ჩვენი საღამოა..-ზარი გაწყდა, სამუშაოს დავუბრუნდი და ჩემს უაზროდ გაკეთებულ ჩანაწერებს.. მუშაობა განვაგრძე, ზოგადად ყოველთვის მაქსიმალურად ვმიჯნავ და მთლიანად ვარ ჩართული საქმეზე.. დღეს რა მჭირს არ ვიცი..
კარგის მოლოდინი დამღლელ სამუშაოს გიმსუბუქებს, როცა ვიცი დასთან უნდა წავიდე ეს ყველაფერი ნაკლებად მოქმედებს.. სამაგიეროდ ჩემი განწყობა კლიენტის ზარმა გააუარესა.. ეს არ მქონდა გეგმაშიო არ მომწონსო, არადა ის გავაკეთე რაც დამავალეს, გაუგებარი იყო ზარის დანიშნულება.. ხმამაღალზე მქონდა და ყვირილზე როცა გადავიდა უფრო ზუსტად დაუკრეფავში ღრმად ჩავისუნთქე და ახლოს მივიტანე.. გაისმა კაკუნი, ვანიშნე შემოსულიყო, როგორც ჩანს თავხედს კიდევ დარჩა სათქმელი..
-პირველ რიგში მე კლიენტის საწინააღმდეგოდ არაფერს ვაკეთებ, ეს თქვენი და თქვენი მეუღლის სურვილი იყო თუ არ მოგწონთ შეცვალა შესაძლებელია, მაგრამ არა იმ შემთხვევაში თუ ყვირილს კიდევ განაგრძობთ. რადგან დამიქირავეთ არ ნიშნავს თქვენგან შეურაცხყოფას ავიტან. ტონი და სიტყვები შეარჩიეთ რიდესაც მესაუბრებით.. ხვალ დამირეკეთ, ოღონდ მანამდე კარგად დაფიქრდით.. -ცოტა არ იყოს ხმამაღლაც კი მომივიდა.. ყურმილის დაკიდება არ შევიმჩნიე დიდად და ავხედე, გაუგებარია ასეთი კმაყოფილი გამომეტყველება რატომ გადაკრავს..-მეგონა ზარს უფრო მალე დავასრულებდი, მომიტევე და გისმენ..
-მეილზე პრეზენტაცია გადმოგიგზავნე, წითლად აქვს ხაზი გასმული რასაც მეტად უნდა მიაქციო ყურადღება, ეს კი-ფაილი მომაწოდა..- წინა კომპანია, რომელთანაც მანამდე მე და შენ ვიმუშავეთ არ გამოგვადგება, სხვა კომპანიების ჩამონათვალია მათი გამოცდილებიანად და ყველას გადახედე, ვიცოდე რომელს ამჯობინებ..
-რას აკეთებ..?
-რას ვაკეთებ..
-ეს რას ნიშნავს..? რას გეგმავ..?
-უკაცრავად..
-მოულოდნელი დარტყმა უნდა განახორციელო..? რატომ მეხმარები..
-ჩემი გუნდის წევრი ხარ სალივან, რაც იმას ნიშნავს რომ შენს დღევანდელ მდგომარეობას ვერც შენ და ვერც მე ვერ მივცემთ იმის უფლებას უკან დაგვხიოს.. მინდა ამ პროექტში ჩვენი მაქსიმალური ჩავდოთ, შენ ეს არ გინდა დავიჯერო..?
-მე ეგ არ მითქვამს..
-ნუ ღელავ ასეთი შეპარული თავდასხმები არ მჩვევია..თუმცა არ მიკვირს ეჭვი რატომ შეგეპარა..
-გადავხედავ..
-რა გაეწყობა..- მართალია მეხამუშა მისი ჟესტი თუმცა რას ვიზამთ, რაც მართალია მართალია მჭირდებოდა, სამაგიეროდ იმდონემდე აღარ მივალ მისი დახმარება დამჭირდეს.. მუშაობა გავაგრძელე და როგორც კი სამუშაო საათების დასრულებას ერთი წუთით გადასცდა წამოვემართე ნივთების ასაღებად.. ესე ადრიანად წასვლა არ მჩვევია, დღეს გამონაკლისია ვინაიდან დარიასკენ მიმიწევს გული და რაღა გამაჩერებს..
ღიმილიანი სახით, ბედნიერმა დავტოვე შენობა, ჩემს ბუზღუნა მანქანაშიც ჩავჯექი და გზას გავუდექი..
დაკაკუნება ბოლომდე არ მქონდა დასრულებული, შევაჭერი და შევბრძანდი..
-როგორც იქნა მოაღწიეე..
-დღეს როგორ დავიღალე ვერ წარმოიდგენ, შენ როგორი დღე გქონდა ლამაზო..?
-განსაკუთრებული არაფერი..შემოდი რას დამდგარხარ.. ყავა გინდა თუ ჯერ შეჭამ..
-გააჩნია რა გაქვს..
-რა არ მაქვს შენ ეგ იკითხე, სახლში ორი კაცი გეყოლება და ნახავ..
-მაშინ ვჭამოთ, შენ არ შეჭამ..?
-შევჭამ აბა რას ვიზამ.. მარტოს მეზარებოდა თორე..
-მარტო რომ იყო მშიერი უნდა მოკვდე..?
-რა ლაპარაკია, კაი ჰოო მშიერი არ მოვკვდები მაგრამ მეხამუშება..
-თქვენი გრაფიკის გადამკიდე როგორ ასწრებთ ერთად მაგიდასთან ყოფნას..?
-დღის განმავლობაში ერთხელ მაინც.. უმეტესად საღამოს.. კაი მოვრჩეთ ამაზე და ის მითხარი სამსახურში რა ხდება..?
-ახალ პროექტზე ვმუშაოაბთ და სრული ქაოსია, არა უტას გადამკიდე ქაოსი სად იარსეებებს უფრო გადარბენა დაღლილობა..
-ცოტა არ იყო სჩვევია კიი..
-დარია ცოტა..? ცოტა.. უკვე ნამეტანია, თავი სუპერმენი ჰგონია თუ ფიქრობს ყველაფერს გააკონტროლებს.. საშინელებაა.. მისი სახლიც კი..-ისეთი სახით გამომხედა მივხვდი ზედმეტი მომივიდა…
-სახლი..? რა გინდოდა მასთან ქალბატონო..?-ჩვეული დამრიგებლური ტონი გაურია ბოლოს..
-საქმესთან დაკავშირებით მეჩქარებოდა და მომიწია, ჩემი სურვლით არ ყოფილა..
-სადამსჯელოზე კი არ მყავხარ გაყვანილი რა გჭირს..? დამშვიდდი ცოტა..
-მასზე როცა საუბრობ როგორ უნდა დავმშვიდდე..?არა არა მასე არ მიგულისხმია..მე.. ტყუილად დამცინი..
-ტყუილად ნამდვილად არა..სალი ანჯაფრიძეს რომ მამრობითი სქესის წარმომდგენელზე საუბრისას ენა დაებმება.. რას მოვესწარიი..
-არასწორად იგებ.. მე მას ვერ ვიტან მაღიზიანებს, აბსოლუტურად ყველაფერი.. სიბრაზისგან კი ენას დამება..
-შენ მაინც თუ გჯერა კიბატონო..
-ზღაპარს კი არ გიყვები დაიჯერო ან არ დაიჯერო.. იმას რასაც ვფიქრობ.. მაგ თავხედის მიმართ რამეს ვგრძნობდე გეტყოდი..
-კარგი, როგორც ვატყობ თუ გვინდა დღევანდელმა საღამომ მშვიდობიანად ჩაიაროს მასზე ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ.. ცეცხლდები პირდაპირ..
-რა გვაქვს სალაპარაკო თორემ მოდი ვილაპარაკოთ..
-ახლა მაგის დრო არ არის..
-სამწუხაროა შენი ქმრის ძვირფასი მეგობარი რომაა.. მეტად ვიკვეთებით..
-პარტნიორები ხართ ფაქტობრივად, დააბრალა ჩემს ქმარს..
-შენს ქმარს დასაცავი არაფერი აქვს, მითუმეტეს ჩემთან. არა წარმოიდგინე, სამსახურიდან რომც წამოვიდე ან ის გადავიდეს.. მაინც მოგვიწევს გადაკვეთა..
-არ მოგიწევთ, შენ თუ მოინდომებ..
-მოიცადე შენ იმას ამბობ, შემიძლია არ ვნახო და მე ვიმიზეზებ..?
-ბავშვური გადაწყვეტილება იქნება თუმცა შეგიძლია ისე გაკეთო, არ ნახო..’
-ამ ეტაპზე მომიწევს ავიტანო..ეგ არაფერი ოდესმე ჩაბარდება წარსულს..
-მოვლენებს წინ ტყუილად უსწრებ..
-რის თქმას ცდილობ.. განა რამდენ ხანს მომიწევს მასთან ერთად მუშაობა.. ეს პროექტი მოვრჩეთ და მერე ნახე..
-შენ მართლა სამსახურიდან ხომ არ აპირებ წამოსვლას..?
-თავად ნახავ..
-მხოლოდ და მხოლოდ უტას ჩამოსაშორებლად..?
-ყველაფერი მის გარშემო კი არ ტრიალებს, გგონია მასე ავაწყობ ჩემი ცხოვრების გეგმებს..?
-რა გითხრა..
-წვეტიანი ფიქრები გაწუხებს, შენთან კამათს აზრი არ აქვს.. ახლა კი შენი მაცივრის დაცარიელების დროა..
-წინააღმდეგი არ ვარ.. ისე მაინტერესებდა დაჩისთან რამე ხომ არ მოხდა.?
-რა უნდა მომხდარიყო.. ამ ბოლო დროს ზედმეტი ნერვიულობა დაგჩემდა დაო..
-რამე გითხრა..?
-განვმეორდები, სანერვიულო არაფერი გაქვს, რა მოხდა ისევ გულჩათხრობილია..?
-გამოდის უთქვია სატრფოს ამბები..
-ოჰ მოგიყვათ..?
-მამამის ელაპარაკა მე ორი სიტყვა გადმომიგდო.. არადა მანამდე ისე ვინერვიულე..
-აბიტურიენტი გახდება მალე, როგორ მომენატრა ეს პერიოდიი.. გახსოვს ბაღიდანაც სულ შენ გამოგყავდი და სკოლიდანაც..
-შემდგე დაიწყე უკვე დიდი ვარო, აღარ მინდაო..
-ნაყინს გიყიდი იტყოდი და ყველაფრის წამალი იყო.. ვბუზღუნებდი ვითომ არ მინდოდა და შინაგანად ძალიან მიხაროდა..
-ვხედავდი და არ ვიმჩნევდი.. როგორც დიდი და..
-მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო, პატარა ბედნიერი მომენტების გარდა არაფერი გვქონდა..დანარჩენი კი..
-ვიცი, და მაინც ცოტახნით დავბრუნდებოდი..
-ისევ შენი საფიქრალი რომ გავმხდარიყავი და აღგეზარდე..?
-ჩემი და ხარ სალი ყოველთვის იქნები ჩემი საფიქრალი..
-არ მინდა შენი საფიქრალი ვიყო, ამ პერიოდში მაინც ხომ უნდა დაისვენო ჩემგან..
-რა ლაპარაკია.. მაგას რატომ ამბობ..?
-შენი ბავშვობის რაღაც ნაწილი მოვიპარე, ნაადრევად მოგიწია გაზრდა..-ცრემლი ჩამოუგორდა-რა კარგი გადასვლა იყო არაა.. დარია ახლა ტირილს ნუ დაიწყებ, საუბარს მოვაყოლე..
-ჩემთვის ბავშვობა არ მოგიპარავს, არაფერს ვნანობ, ზუსტად იგივეს გავაკეთებდი.. ამაზე დიდად ნუ იფიქრებ.. წარსულზე ასე დამწუხრება და ნერვიულობა არ ღირს..
-ჩემს თავს ვეუბნები, არ უნდა ვიფიქრო და ვილაპარაკო მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ..
-ისევ ფიქრობ დედაზე../?
-ხანდახან..თუმცა რეალურად დედად ვერასდროს ვერ აღვიქვამდი.. დარჩა როგორც ქალი, რომელმაც გამაჩინა და რომელსაც არ ვადარდებდი.. უფრო იმაზე მეშლება ნერვები მის მდგომარეობაშიც შევდივარ.. მინდა ადამიანზე გავბრაზდე მაგრამ წამში ვუძებნი გამართლებას.. ბოლომდე ვერ ვბრაზდები..
-ადამიანია, რომელიც შენთვის ძვირფასია და გიყვარდა..
-მიუხედავად ყველაფრისა..
-მიუხედავად ყველაფრისა.. მგონი წვენი საკმარისი აღარ არის და ჩემი ქმრის გადანახული ღვინო უნდა გამოვიტანო..-გაიღია, მეც გამეღიმა..
-მის გარეშე ხსნი..?
-ჩემს ქმართან როგორმე მოვაგვარებ ღვინო ბოთლს.. წამოდი წამოდი.. რამე კომედიურ ფილმს ჩავუსხდეთ თორემ, მთელი ღამე ტირილში მოგვიწევს გავატაროთ..
. . .
-ყველაფერი გასაგებია, მიხარია პროექტზე მუშაობა წარმატებით მიმდინარეობს..
-მადლობა ბატონო ჯაბა..
-პირიქით მადლობა თქვენ.. ცოტნე დარჩი ცოტახანს ,შეგიძლიათ წახვიდეთ..-მე მაკამ და უტამ ოთახი დავტოვეთ..ჩემი კაბინეტისკენ ვაპირებდი გასვლას როცა ლილი შევნიშნე..
-ლილი, სალამი აქ საიდან..?
-მოგესალმებით, მიხარი თქვენი დანახვა..
-ასევე.. უტას იცნობ მგონი..
-შორიდან..
-აქ საიდან..?
-იცი მე..
-მეგობრებო ბოდიში ხელს გიშლით მაგრამ, ჩემი ლილი უნდა მოგტაცოთ..-არსაიდან გამოგვეცხადა ცოტნე, ლილის გვერდით ამოუდგა და ღიმილით გვითხრა ჩვენი წასვლის დრო იყო..
-ნახვამდის ლილი, შევხმიანდეთ..
-აუცილებლად..-როგორც კი მოვცილდით, მე და უტამ ერთმანეთს გავხედეთ, იმაში დასარწმუნებლად, ერთი და იგივე დავინახეთ თუ არა ცოტა ხნის წინ.. ჩემი კაბინეტისკენ აღარც გამიხედავს უტას შევყევი..
-ეს რა იყო..დაინახე..?
-ცოტნე და ლილი ერთად არიან, ეს უკვე ბევრ რამეს ამბობს...
-ზარიდან ჩანდა ის რომ ნატა ლილის დარწმუნებას ცდილობდა რაღაცაში, მე მეგონა..
-ტყუილად გეგონა როგორც ჩანს ვერ დაითანხმა და ვხედავთ კიდევაც მიზეზს..
-ცოტნეს გამო..? დაუჯერებელია..
-რადგან შენ მის რეალურ სახეს ხედავ არ ნიშნავს რომ სხვებიც ხედავენ..
-ნატა ეტყოდა..
-თუ ადამიანს რამის დაჯერება არ უნდა, ვერ დააჯერებ, შეუძლებელია..
-შენი აზით ლილი ნატას საქმეში გარეულია..?
-არ ვიცი, გამორიცხული არაფერია..
-ლილის უნდა შევხვდე, მათ ურთიერთობაზე მეტი უნდა გავიგო..
-ფრთხილად უნდა იყო, ადვილად შეიძლება დაფრთხეს..
-რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიგებთ ყველაფერი მეტად დამაბნეველია, ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ..
-საბოლოო კვანძს როცა გავხსნით ყველაფერი ნათელი იქნება, ეს პატარა ნაწილები უნდა შევაგროვოთ მთავარ ამოცანამდე მისვლისთვის..- უტა მოკალათებულიყო თავის ადგილას და მშვიდი სახით მიყურებს სანამ მეც არ დავლაგდები.. მის წინ ვჯდები, უკვირს რადგან ჩემს წასვლას ელოდება.. ჯიუტად არ ვიმჩნევ, სახეზე კითხვის ნიშნები აწერია და მაინც არაფერს კითხულობს.. მე მეტად მეშლება ნერვები მის აუღელვებელ სახეზე.. რას ველოდებოდი ისიც ჩემს მსგავსად გაბრაზდებოდა..? მისი თვალები რომ არა დავიჯერებდი ჩემს წინ რობოტის არსებობას.
-არ მოვისვენებ სანამ არ გავიგებ ვინ მოუსწრაფა ჩემს მეგობარს სიცოცხლე, რამდენადაც ჩახლართული და გაუკვალავი არ უნდა იყოს ყველაფერი..
-ვიცი, შენი მოუსვენრობა კარგ რაღაცაში მაინც გამოვიყენოთ..
-მოუსვენარი არ ვარ..-წამოვდექი, დროს ვკარგავ აქ ყოფნით..
-ახლახანს არ თქვი..-აღარ დავამთავრებინე..
-ეგ არ მიგულისხმია, პატარა ბავშვი გამოგყავარ თანაც სულ ტყუილად, ჯერ კიდევ ვერ მაფასებ სათანადოდ..
-შენ რა იცი მე როგორ გაფასებ..-წამოდგა, მომიახლოვდა.. თვალს არ მაცილებს, იმ მომენტში რაც შევძელი მთელი ძალები მოვიკრიბე ერთი ნაბიჯიც კი არ გადამედგა უკან, გამოჩნდებოდა ჩემი სისუსტე, თუმცა იქნებ სჯობდეს სუსტი ვჩანდე ვიდრე..ვიდრე მე..
-აშკარაა, უბრალოდ შენვე დაზარალდები განსჯის უნარები თუ არ გაქვს სათანადოდ განვითარებული, ჩემთან მიმართებაში საერთოდ..
-რამდენად დიდი იქნება ზარალი..?
-დამიჯერე არ გინდა ცოდნა, თუმცა არც პირველი იქნები და არც უკანასკნელი..ვინც ზარალდება-ისე იღიმის თითქოს რამე სასიამოვნოს ვეუბნებოდე.. არ მეგონა კიდევ თუ შეიძლებოდა ახლოს მოსულიყო მაგრამ ახერხებს და მიახლოვდება.. მზერას არ ვაცილებ.. სწორედ ამ დროს გავიგე კარის გაღების ხმა და მაშინვე ერთი ნაბიჯით დავიწიე უკან..-სულ ეს იყო, მე დაგტოვებთ..
-რა გაეწყობა..-წამიერად სანამ ოთახიდან გამოვიდოდი დაბნეულმა გამომხედა.. კაბინეტში დავბრუნდი ვცდილობ საქმეს დავუბრუნდე მაგრამ ყველაფერზე მეფიქრება საქმის გარდა..
რა საქმეში გაეხვია ნატა, რასთან დაკავშირებით ცდილობდა ლილის დაყოლიებას, იმაში რომ ცოტნე კარგი ადამიანი არ არის, ეს უბრალოდ საქმეს ეხებოდა..? რატომ მომატყუა ნატასთან შეხება არ მქონდაო.. ლილის ნატას მკვლელობასთან კავშირი აქვს..? იქნებ საერთოდაც არ იყვნენ მეგობრები.. იქნებ ლილიმ იეჭვიანა ცოტნეზე და ნატაზე..
თავი გავაქნიე ფიქრების მოსაშორებლად..
შორიდან სრული სურათის დანახვას აზრი არ აქვს, თუ საკმარისი ნაწილები არ შეგიგროვებია და არ შეგიერთებია, როგორც იმ თავხედმა თქვა..
ჩემს ნაბიჯებს თუ არ შევცვლი არაფერი შეიცვლება, რაღაცას სწორად არ ვაკეთებ ან იქნებ არასაკმარისად.. და მაინც საბოლოოდ მესიჯმა გამომაფხიზლა..
-”ბოდიშს გიხდი წეღანდელისთვის მგონი ცუდად გამოვიდა, თუ გეცლება ხვალ შევხვდეთ..”- ძალიან კარგი თუ თავად მოიწადინა შეხვედრა, ვეცდები ახალი ინფორმაცია მივიღო..
წებოვან ქაღალდზე უცებ დავწერე რაღაც და იმ დროს როცა ვიცი ის გასული იქნება კაბინეტიდან შევიპარე და იქვე დავაკარი.. უბრალოდ ვუთხარი რომ მე და x ანუ ლილი ხვალ ერთმანეთს ვხვდებით, სახელი არ მიხსენებია.. და ბოლოს მივაყოლე რამდენად საზარელ სიზმრებს ვუსურვებ ძილის წინ..ბოლოში გულის სიმბოლოც დავურთე, ჩვევაა თორემ არ იმსახურებს..
ჩემი ნივთები ავიღე და როგორც კი შენობა დავტოვე მხოლოდ მაშინ გამახსენდა მანქანის გასაღები კაბინეტში დამრჩენია.. ამოვიხვნეშე, უკან დავბრუნდი, გასაღები ავიღე და უფრო სწრაფი ნაბიჯებით გავემართე გასავლელისკენ, შემდეგ კი მანქანისკენ.. კარები გამოვაღე და წინ სარკესთან ბარათი შევნიშნე, წამიერად კი გავიფიქრე რატომ დამაჯარიმებდნენ მეთქი და გავიაზრე არაფერიც არ დამიშავებია.. კარები თითქმის მივხურე, გადმოვედი და ფარატინა ფურცელი ავიღე..ჯერ არ წამიკითხავს მაგრამ ხელწერაზე ადვილი მისახვედრია ვისგანაა..როდის მოასწრო..
როგორც ვან გოგმა თქვა “მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ღამე გაცილებით უფრო ცოცხალი და ფერადია, ვიდრე დღე.” ღამეს კი სიზმრები ახლავს თან და იმედი მაქვს ზუსტად ისეთ სიზმარს ვნახავ როგორიც მისურვე, ცოცხალიც იქნება და ფერადიც.. შემდეგ კი როცა გულ აჩქარებულს გამომეღვიძება შენ გამახსენდები.. “
ბარათისთვის თვალი არ მომიცილებია ისე დავჯექი.. მოიცადეთ მოიცადეთ.. ერთი წუთით.. ეს თავხედი სერიოზულად მეარშიყება..?
თურმე მე გავახსენდები.. დამაცადე კოშმარის მერე კი არ გაგახსენდები, შენი კოშმარი გავხდები და სიზმარშიც არ მოგასვენებ.. ბარათი უჯრაში შევინახე და მანქანა დავქოქე..
. . .
-ჩემი ნაცნობისგან გავიგე აუტოფსიის პასუხები..
-რაიმე მნიშვნელოვანია..?
-დანის ჩარტყმამდე გარდაიცვალა..
-მოიცადე, ეგ რას ნიშნავს..?
-მოწამლული იყო მანამდე, სანამ დანით ღრმა ჭრილობას მიაყენებდნენ, რეალურად დანის ჩარტყმა არც გაუგია..
-ასეთი სისასტიკე..? დაუჯერებელია.. ვის რაში სჭირდებოდა ჭრილობების მიყენება თუ უკვე ცოცხალი აღარც კი იყო..
-დაზუსტებით ვერ გეტყვი მაგრამ ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი ზუსტად ვიცი..
-ერთი მხრივ კარგიცაა არ უწვალია მაინც.. მოიცადე უტა, სულ თავიდან ხომ ნატას მკვლელობა სერიული მკვლელობების მორიგ მკვლელობად მიიჩნიეს..
-გარკვეული ნაწილი ასე ფიქრობდა კი..
-და რატომ..?
-ნატასაც იგივე ადგილას აქვს ჭრილობა როგორც წინა..წინა მსხვერპლს..
-რაც იმას ნიშნავს რომ..
-ვიღაც ცდილობს მახე დაგვიგოს და გამოძიება არასწორი მიმართულებით წაიყვანოს..
-ვერ ვხვდები ეს აქამდე რატომ არ გაჟღერებულა, მოწამლული იყო სანამ ჭრილობას მიაყენებდნენ..
-რეალურად ეჭვმიტანილი არ ყავთ, ნატას მკვლელობასთან საეჭვო არაფერია, არც ხმაური ყოფილა ეს უკვე გასაგებია რატომ, არც ვინმე დაუნახავთ უცხო.. კვალი არ არის დატოვებული..
-შენმა ნაცნობმა სხვა არაფერი თქვა..?
-მიიჩნევენ რომ სერიულ მკვლელს ეძებენ და არა უბრალოდ მკვლელს, იმას ვერ ხსნიან რატომ არის მოწამლული.. სერიულ მკვლელი მოკვლის მეთოდებს იშვიათად ცვლის..
-დარწმუნებული ვარ უბრალოდ მიმბაძველობაა, ყურადღების გადასატანად.. გახსოვს იმ საქმესაც გადავხედეთ, ერთი შეხედვით ხელწერა ერთმანეთს გავს..
-წინ მივდივართ..
-მეტი კითხვები ჩნდება..
-ეგ კარგი, დღეს ხვდები ლილის..?-თავი დავუქნიე..- ეცადე მეტი ინფორმაცია მიიღო იქნებ რამეში დაგვეხმაროს..
-ჩვენი მეორე საქმიანობა დროებით უნდა გადავდოთ და ამ საბუთებს უნდა დავუბრუნდეთ.. მისმინე დეტალურად ავაწყე რამდენიმე სახის დიზაინი, რომელზეც ადრეც მქონია ნამუშევარი, ერთგვარი ნაზავიც კია ზოგიერთში. მართალი ხარ, სიახლე და ავთენტურობა აუცილებელია მაგრამ მე მიყვარს რაღაც ნაცნობის დატოვებაც, ამიტომაც ყველას გადახედე რომლიდან რომელი შეგვიძლია გამოვიყენოთ..
-როდის მოასწარი..?
-მაგაზე შენ ნუ ინერვიულებ დიდად, როგორც კი გადახედავ თანაც ზედმიწევნით ვისაუბროთ.. ამ საბუთებზე ხელი გაქვს მოსაწერი, ჩვენი პროექტისთვის სხვადასხვა დეპარტამენტები თანხმობას ითხოვენ, ხედავ ხანდახან შენს თანაშემწედ გადავიქცევი ხოლმე, შენს რეალურ თანაშემწესთან პრობლემა არ მაქვს მაგრამ იქნებ ბოლომდე შეასრულოს მისი მოვალეობები.
-მოიცადე მოიცადე.. ამდენი რამე მიაყარე, ცოტა ნელა..
-მომიტევეთ გადახარშვა ვერ მოასწრო თქვენმა ტვინმა.? ახლიდან გავიმეორებ იქნებ უფრო ნელა თუ..
-სალივან უბრალოდ ის მაინტერესებს სად მიგეჩქარება..
-ჩემი წასვლის დროა..
-დარწმუნებულიხარ..?
-სამუშო საათები დამთავრდა..
-იქნებ ჯერ არა..
-მოდი კარგად იყავი რაა, მილიონი გოგო დაიარება, რომელსაც შეგიძლია ეარშიყო, მე შემეშვი.. თუ გგონია ჩემს ნერვებზე იმოქმედებ ცდები..
-ვერ ვიტყოდი, საპირისპირო ჩანს..
-შენი არშიყობის თუ მოიცადე დღევანდელობა როგორც ეძახის..? ფლირტის უნარებს ტყუილად ფლანგავ. ამ თამაშსს ტყუილად წამოიწყებ, წაგებისთვის ხარ განწირული..
-გგონია დამამარცხებ..?
-შენი ბავშური არშიყობის უნარებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ..
-მიწვევ..?
-შენ როგორ გგონია.. მოკლედ -საათზე დავიხედე- ზედმეტი ხუთი წუთი დაგითმე უკვე, მეჩქარება იციი.. აბა შენ იცი, არ მოიწყინო..-ბედნიერი სახით გამოვედი მისი კაბინეტიდან და ღიმილი შემახმა, ეს რა ჩავიდინე ამის უაზრო თამაშებიღა მაკლდა ის კი არა მე ვარ ბავშვი..
შენობა დავტოვე თუ არა დათქმულ ადგილას გავემართე, ლილისთან შესახვედრად.. სანამ შევიდოდი კიდევ ერთხელ სახე გავასწორე, ამოვისუნთქე და გაღიმებულმა შევადგი ნაბიჯი, ლილი კი დავინახე მაგრამ მის წინ უცხო მამაკაცის დანახვამ გამაკვირვა, ნელნელა მივუახლოვდი და მივესალმე..
-მაპატიე ვერ შეგამჩნიე..
-რას ამბობ, მგონი კარგ დროს მოვედი..
-ნამდვილად..-გამომეხმაურა უცნობი..არ შევიმჩნიე..-გუგა
-დიახ..
-გუგა სხვადროს ვილაპარაკოთ, შენი წასვლის დროა..
-მშვენიერი დროა, ასე არ ფიქრობ..?
-გუგა..
-კარგი კარგი ახლა წავალ, მაგრამ ეს ბოლო შეხვედრა არაა..-როგორც კი გაგვეცალა ლილიმ ამოისუნთქა..
-მშვიდობაა..?
-არასასიამოვნო ადამიანს გადავეყარე, თავის დროზე მოხვედი თორემ თავს არ გამანებებდა..
-ყოფილია..?
-სამწუხაროდ- ლაპარაკი გავაგრძელეთ ამჯერად ნატაზე ხმა არ ამომიღია, არ მინდა ეჭვი გაუჩნდეს. გუგას გამოჩენის შემდეგ ვცდილობ სიტუაცია განვმუხტო, ბევრი ვიცინეთ. შემდეგ კი არსაიდან შეკითხვა დამისვა..-ისე გახსოვს ჩემს სახლში იყავი..
-მაგ დღეს რა დამავიწყებს..
-ტელეფონი დავკარგე, ხომ არ მოგიკრავს მეთქი თვალი, ვერ ვპოულობ არადა მნიშვნელოვანია..
-ტელეფნი დააკარე..? აბა ეს რა არის..-გავიცინე და მაგიდაზე დადებულ ტელეფონზე მივუთითე..
-არა ესეც ჩემია მაგრამ.. კარგი დაივიწყე შენ საიდან უნდა იცოდე, ალბათ იმ ხელოსნებიდან რომელიმემ გაიყოლა..
-ვერ გეტყვი, არც იმ ხელოსნებს ვიცნობ და არც შენი მეორე ტელეფონისთვის მომიკრავს თვალი..
-გასაგებია, დაივიწყე..
. . .
-შენს მეგობართან სერიოზულად მივდივართ..? დავიჯერო ახალ ინფორმაციას მოგვაწვდის..?
-სალივან, ხვდები ხომ თავად ამედევნე.. შენ არ გელოდება, შემიძლია სახლში მიგიყვანო და მე..
-მოვდივარ და მორჩა, ჩემი ყურით უნდა მოვისმინო თუ რამე სიახლეს გეტყვის..
-მე არასწორ ინფორმაციას მოგიტანდი..? არ მენდობი..?
-როდის მითქვამს რომ გენდობოდი..
-ასეთ სერიოზულ საქმეს ატრიალებ ჩემთან ერთად და არ მენდობი.. საინტერესოა..
-საერთო ინტერესი გვაქვს.. მიზანი.. ვიცი ამ მიზნის ერთგული ხარ, ეს არის მთავარი..
-შენთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა მე გენოდობი თუ არა..?
-არანაირი..
-არც მე გენდობი მაგრამ რაღაცნაირად გული გამიტყდა შენი უნდობლობის გამო..-გულზე ხელი მიიდო და თავი მომაჩვენა თითქოს მართლა ეგრძნოს რამე..
-მალე მივალთ..?
-მოთმინების უნარი საერთოდ არ გაგაჩნია ხო..? ეს კარგი წეღან რაც მითხარი სულ ეგ იყო, ლილიმ სხვა არაფერი გითხრა..?
-ტელეფონზე მკითხა, ვუპასუხე არ მინახავსთქო..
-იმედია დაიჯერა..-მანქანა გაჩერდა გადმოვედით.. მე კი ისეთი სახე მივიღე თითქოს წარმოდგენა მაინც მქონდეს აქ რისთვის ვარ..
-უტა გამიხარდა მოსვლა მოახერხე..
-პირიქით..
-ვინ გახლავს თან..
-სალი ანჯაფარიძე.. არ იდარდო სანდოა..-კინაღამ გამეცინა იმ დიალოგის გახსნებისას რაც ცოტახნის წინ წარიმართა ჩვენს შორის..- ახალია რამე..?
-წამოდი, საბუთებს ვერ გაგატან, სანამ აქ ხარ შეგიძლია დაათვალიერო-როგორც ჩანს თავისი კაბინეტისკენ წაგვიყვანა..-როგორც წესი საქმე იწელება ხოლმე მაგრამ ეს განსაკუთრებულად, არანაირი კვალი, კამერის ჩანაწერები, არა წარმოიდგინე სადაც წესით უნდა გამოჩენილიყო ვინ შედის და გადის ბინიდან, ზუსტად ის კამერა გათიშული იყო..
-საბუთები..
-ახლახანს ამოტივტივდა, ნატას სარჩელი ჰქონდა შეტანილი, აქამდე ყურადღება არ მიგვიქცევია მაგრამ შეგიძლია ნახო ვის უჩივის..?-საბუთს დახედა და წამსვე გადმომხედა, თან გადმომაწოდა..როგორც კი დავხედე თვალები გამიფართოვდა..
-ჩვენ გვიჩივის, უფრო სწორედ კომპანიას სადაც ვმუშაობთ..
-ამიტომაც მინდოდა მოსულიყავი, არც ახალი მაგრამ არც ძალიან ძველი პროექტია, ნატას თქმით ამ ადგილზე ასეთი მაშტაბური მშენებლობა უსაფრთხო არ იყო..
-პროექტს რა დაემართა.. ?
-დროებით შეჩერებული იყო თუმცა ისევ გაგრძელდა..
-უსაფრთხოება შეამოწმეს..? ეს აუცილებელია..
-შემოწმდა და დადასტურდა უსაფრთხოება მაგრამ..
-ეს თანხმობა საეჭვოა, არის იმის შანსი გაყალბებულიყო..?
-რეალურად გეტყვით, დარწმუნებული ვარ გაყალბებულია.. თუმცა საწინააღმდეგოს ვერ დავადასტურებ, საქმეც დახურულია..მარტივად შეიძლება ისევ გააყალბონ..
-ვთქვათ ცოტნემ გააყალბა და ნატამ უჩივლა, მის მკვლელობასთან ეს რა კავშირშია.. მას ვერ დავადანაშაულებთ, ალიბი აქვს, ამ ალიბს კი ვერ ავცდებით რადგან შენი ძვირფასი მეგობარიც და მეც იქ ვიყავით დარწმუნებული ვარ ეს გეცოდინება..
-ამ საქმესთან კავშირი აქვს, მინდა მაქსიმალურად ადევნოთ თვალი.. ერთად მუშაობთ..
-ვეცდებით..
-სულ დამავიწყდა, დამატებით მცირე დეტალი რაც ახლა გაირკვა.. ნატა ჯერ მოწამლეს და შემდეგ დაზიანებები მიაყენეს..ეს ხომ იცით..
-დიახ..
-გაირკვა რომ კროკუსისგან მოიწამლა..
-კროკუსი..?
-შხამიანი მცენარეა..ყვავილი..
-არც კი ვიცოდი შხამიანი თუ იყო..
-გარკვეული დოზა სასარგებლოც კია, მედიცინაში იყენებენ მაგრამ ზედოზირების შემთხვევაში წნევის ვარდნას და გულის გაჩერებას იწვევს.. ეს იცოდეთ შეიძლება მომავალში გამოგვადგეს..
-დიდი მადლობა..-მოკლე დიალოგის შემდეგ დავემშვიდობეთ. დერეფანიღა გვაქვს გასავლელი გასასვლელამდე, ამ დროს ისეთი ნაცნობი სახე დავინახე, რომელიც ნეტავ არ დამენახა..
-გამარჯობა..
-გამარჯობა..
-შენმა მეგობარმა მიჩივლა, თორემ აქ მოსვლა არ მიხარია..
-რასთან დაკავშირებით..?
-ზედმეტად მივუახლოვდი თურმე..
-გეჩქარება როგორც ჩანს იქნებ შენს გზას გაუდგე..-უტას გავხედე და ნაბიჯს ავუჩქარე/..
-ვინ იყო..?
-ლილის ყოფილი შეყვარებული..
-ლილის..? იქ შეგვხვდაო ვისზეც მითხარი ის..?
-კი.. არ მეგონა შემაკავებელი თუ ჰქონდა გამოწერილი..
-ღირსია აშკარად და მოხარული ვარ ლილიმ ხმა თუ ამოიღო..
-რა გამოდის, ეს არის ის რაზეც ნატა საუბრობდა..?
-მხოლოდ ეს არ იქნება, რაღაც უფრო დიდთან გვაქვს საქმე, აი ნახავ..
-ვთქვათ ამის თქმას ცდილობდა ლილისთვის, რომ მისი შეყვარებული ასეთ ამბავშია გარეული..
-საქმე რაშია იცი..? ყველანაირი მოტივით ცოტნეა დამნაშავე და მხოლოდ მას აქვს ალიბი..
-ცოტნე ჩიხია, ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ და ნამდვილ ნაკვალევს გავყვეთ..
-რაზე ფიქრობ..?
-იქიდან უნდა გავაგრძელოთ საიდანაც ნატას აიძულეს გაჩერებულიყო.. მოვითხოვთ პროექტის უსაფრთხოება გადამოწმდეს//
-კიბატონო მაგრამ რის საფუძველზე..
-იცი კორპუსში ამდენ ადამიანს საერთო რა აქვს..? ყველას აწუხებს მათი სახლის გაუმართაობა.. კარგი უმეტესობას მაინც..
-მათ უნდა ვკითხოთ, გამოჩნდება ის ვისაც აწუხებს სინამდვილეში.. რა ვარიანტი გვაქვს..?
-როდესაც ნატამ ეს აზრი საჯაროდ გააჟღერა, უკვე მიმდინარეობდა ბინების გაყიდვა. თავიდან ვითომდა გადამოწმებულიაო ყურადღებას არავინ მიაქცევდა, თუმცა შემდგომ, როცა დაინახავდნენ პრობლემა რეალურია, საჩივრები ექნებათ დაწერილი..
-ტყუილად გამოვბრუნდით..? საჩივრები გადავამოწმოთ..
-ამ პროექტთან დაკავშირებით საჩივარი რომც იყოს, შენი მეგობარი გვეტყოდა..
-მოიცადე სალივან ერთს ამბობ და შენს აზრს შენვე აბათილებ, იქნებ გარკვევით ილაპარაკო..
-იქნებოდნენ საჩივრის დაწერის მსურველები ან დაწერეს კიდეც მაგრამ შენი აზრით ვინ გააჩერებდა.. უნდა ვკითხოთ მას ვინც არსებულ პრობლემაზე ყველა აკითხავს..

“შვილო სახლი თავზე გვენგრევა, მთელი ფული ამ სახლს მივახარჯეთ და რა უნდა გავაკეთოთ არ ვიცი.. საჩივარი..? არა არა რამდენჯერ სცადეს ხელმოწერების შეგროვება, იმდენჯერ დაშინებებით და ათასი უბედურებით უკან დავიხიეთ.. რაც იქნება იქნება..”

“ეშინიათ და ვინ გარისკავს საჩივრის დაწერას, თორემ იმდენად საშიშია აქ ცხოვრება ადგილისთვის მაინც თუ შეგიხედავთ, ალბათ ერთ დღესაც მიწა ჩაგვიტანს თან და მერე მაინც მოგვაქცევენ ყურადღებას”

“ყველაფერზე კარგად უნდა დავფიქრებულიყავი და ახლა ამ დღეში არ ვიქნებოდი, ჩემი ბრალია შვილო ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე დავაყენე საფრთხის ქვეშ, ამ სახლის იქით კიდევ წასასვლელი არსად გვაქვს”
. . .
-თქვენ ორი კარგად ხართ..?-ამ კითხვაზე მე და უტამ ერთმანეთს გავხედეთ, შემდეგ კითხვის ავტორს ანუ ჩემს დას დარიას..
-რატომ არ უნდა ვიყოთ..?
-რაც დავსხედით ხმას არ იღებთ და უბრალოდ ჭამთ..
-სხვას რას ელოდები..
-ამ სიჩუმეს არა, ამას ისევ თქვენი კინკლაობა აჯობებს..
-ძვირფასო მეუღლევ გთხოვ კიდევ დაფიქრდი რას ნატრობ..
-აბა გინდა ესე ისხდნენ..? რამდენი წელია ერთად ვართ ესენი უფრო ჰგვანან მოხუც წყვილს ვიდრე ჩვენ..
-ჩვენ როგორც წყვილს რატომ მოგვიხსენიებ..? მოდი ამით დავიწყოთ..
-რა პრეტენზია გაქვს.. უტას უწუნებ რამეს..?
-დარია შენ ჩემი და ხარ თუ ამისი, მეორედ გისვამ ამ შეკითხვას და კარგად დაფიქრდი პასუხზე..
-მომიტევე ცოლის დავ მაგრამ მე ვიცი რაშიცაა საქმე.. საკუთარ კომპანიას უჩივით, მაგ ამბებზე წინ რა გელოდებათ ვინ იცის..ამიტომაც ნერვიულობა შენიღბულ სიმშვიდეში გადაგეზარდათ..
-როდის უთხარი და რატომ..
-პირველ რიგში როდიდან მიმალავ რამეს..
-შემთხვევით გაიგო, დამშვიდდი რაა, თან რომც მეთქვა არაფერია..
-ისე მეუბნებოდი საიდუმლო შეინახეო.. მაგიტო თორემ მე რა.. ჩემი სიძეა..
-ეგ რა ნიშნისმოგებით ნათქვამი იყო ახლა.. ჩემი ბავშობის მეგობარი მასე..
-იყოს..
-ეგ მზერა არაფერია, თუ გინდა ზემოდან მიყურო სკამზე უნდა დადგე..
-არ ვარ მე ეგ ადამიანი ვინმეს ზემოდან ვუყურებდე, არ აგყვები- სიმშვიდე მესაჭიროება სასწრაფოდ..-ტყუილად მიწვევ..
-თქვენ ერთ მხარეს რანაირად უნდა იყოთ, ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია, ან ეს საქმე საიდან გამოძებნეთ..
-საჭიროება მოითხოვს თორემ ამის გვერდით რა მინდა..
-ისე ამბობ თითქოს მე მკლავდეს სურვილი.
-მოკლედ სიძევ ხელმოწერები შეგროვებულია, ოფიციალურად საჩივარი დაწერილ არსს.. ველოდებით შედეგებს..
-მოიცადეთ და კომპანია რას ამბობს ამასთან დაკავშირებით..
-ჯერ არ იციან…
-თუ გაიგებენ..
-გაიგონ მერე მე პრობლემა არ მაქვს.. სამსახურის მოძებნა არ გამიჭირდება, თავად გაუჩნდებათ საფიქრალი, მნიშვნელოვან პროექტზე ვმუშაობთ, ჩვენი სახელებია იქ უკვე ნახსენები და სერიოზული მიზეზი თუ არ აქვს ვერ მოგვხსნიან..
-წარმატებები ყოველი შემთხვევისთვის..
-იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის, რაც მთავარია უსაფრთხოდ..
-მაგას ვიხილავთ, ყველა ერთობლივად..
. . .
-მე.. ის.. მიდის.. ჩვენ..
-იქნებ ჯერ ამოისუნთქო და გასაგებად მითხრა რა ხდება..
-ცოტნე მიდის და ჩვენც უნდა გავყვეთ…
-შესვენებაა და გიკვირს..?
-არ გესმის, ტელეფონზე გამწარებული ლაპარაკობდა და ახლა მიდის.. არ ფიქრობ..რაღაც ხდება და უნდა გავყვეთ..-სუნთქვა ჯერ კიდევ ვერ დავირეგულირე..
-კარგი წავიდეთ..
-მაკა სადაა არ იცი..? დილიდან ვეძებ და სანამ წავიდოდით..
-მაკა არც დღეს და არც მომდევნო რამოდენიმე დღე არ იქნება..
-მშვიდობაა..
-მისი ქმარი დაიკარგა..
-რას ნიშნავს დაიკარგა..
-რას უნდა ნიშნავდეს.. რამოდენიმე დღეა სახლში არ მისულა, საჩივარი დაუწერია.. ბავშვებს ვჭირდებიო და წავიდა..
-ალბათ როგორ სტრესშია..
-წავიდეთ თუ გვინდა ცოტნე არ დავკარგოთ..-ჩვენც მასთან ერთად დავტოვეთ შენობა. ვეღარც ვეკამათე ჩემი მანქანით წავიდეთ მეთქი, ისე გამომხედა და დააყოლა სანამ რამეს ვიტყოდი, ვერც გავყვებით ბოლომდე და დავრჩებითო შუა გზაშიო..
-ნეტა ჩემთვის ეთქვა რამე, როგორ დავეხმარო, საერთოდ რა ხდება მაკას თავს..
-არაფერში არ მინდა დახმარება ახლა მირჩევნია ბავშვებთან ვიყოო..
-იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება- აქვე ახლოს რესტორანთან გააჩერა და სწრაფი ნაბიჯებით აუყვა კიბეებს..
-ახლა რა, სავარაუდოდ ლილეს ხვდება..
-არ შევიდეთ..? იქნებ..
-თუ შევალთ დიდი ალბათობაა დაგვინახოს, მერე სად მიდიხარ..
-ჩვენც შესვენებაზე ვართ გამოსულები და თუ უბრალოდ ლილეს ხვდება უკეთესი იქნება მათი დიალოგიდან რამე გავიგოთ..
-როგორ შეიძლება მათთან ახლოს დავსხდეთ და საუბარი მოვისმინოთ ისე რომ არ დაგვინახონ..მაგრამ შევიდეთ, სხვა თუ არაფერი გემრიელად მაინც შევჭამ..
-შევიდეთ..
-როცა დაგთანხმდი, მაშინ შეგეშინდა სალივან..?
-არ მეშინია შევიდეთ..-შესვენებაზე რესტორანში არასდროს გამოვსულვარ მაგრამ კარგი.. შევედით არც ცარიელი იყო და არც სავსე.. რაოდენობამ მაინც გამაკვირვა ჯერ ადრეა..
რესტორანი თითქოს ორად არის გაყოფილი, ერთ მხრეს მაგიდები ისეა განლაგებული რომ ერთი მაგიდა მეორეს ვერ დაინახავს დაჯდომის შემდგომ, ჩამწკრივებულია.. მეორე მხარეს გაშლილია.. ცოტნემ გასაკვირი არაა პირველი ვარიანტი აირჩია ოღონდ როგორც აღმოჩნდა ჯერ მარტოა..
-წამოდი იქ დავსხდეთ..
-დაჯავშნილი გაქვთ..?
-არა..
-კარგი მაშინ თქვენ დასხედით და ახლავე მოგართმევთ მენიუს..
-ახლავე რომ შევუკვეთოთ და დრო არ დავხარჯოთ..-უტა დამეთანხმა საფირმო რა გაქვთო ვითომ დიდი ინტერესით ვიკითხეთ და შევუკვეთეთ..
-სალივან შენ დაჯექი მე ახლავე მოვალ..-როგორღაც მივაღწიე ცოტნეს მაგიდასთან ახლოს ისე რომ არ დავენახე, იმის შიში ცალკე მქონდა არ მომდგარიყო და არ შემფეთებოდა..
უტა დაბრუნდა, ცოტახანში კი გამოჩნდა ადამიანი რომლის ნახვასაც ნაკლებად კი არა საერთოდ არველოდი..
-ასეთი სახით რატომ იყურები-გადმოილაპარაკა და უკან გაიხედა..-ლილის ყოფილი..აქ რას აკეთებს..?
-ლილეზე საქმეები უნდა ურჩიოს ალბათ, მე მეგონა რამე საინტერესოს გავიგებდი..
-დაიცადო იქნებ და გაიგებ..
-შენივე რესტორნიდან დროულად გამოსვლა ვერ მოახერხე..-საუბარი ცოტნემ დაიწყო..
-ჩემს რესტორანში რომ ვარ იმიტომ ვერ მოვახერხე დროულად გამოსვლა..-სიცილის ხმა..
-ასეთი სასწრაფო რა ხდება, ვერ მეტყვი..?
-ლილეს არაფერი უთქვია ჩემთან შეხვედრის შესახებ../?
-რა უნდა ეთქვა ერთი შენც მაგარი ხარ.. ამ დროს მითუმეტეს უნდა მოერიდო, არ იცი..?
-ვიცი ვიცი და აწი ფიზიკურადაც ვერ გავეკარები..
-მაგ შენი შემაკავებელით, დიდი პრობლემა შექმენი.
-რეალურად ეგ პრობლემა არაა..
-უკეთესი იქნებოდა არ ყოფილიყო..
-ახლა მაგაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, რაც არის არის.. ის შეხვედრა გადაიტანეს და სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ..
-მაგის გამო დამიბარე..? მიდი და რამე მოიფიქრე.. პატარა ბავშვით კუდში დევნა გინდა..
-მნიშვნელოვანია თავადაც იცი..
-მამაჩემი მირეკავს, ახლა კომპანიაში თუ არ წავალ მომკლავს.. იქნებ რამე მოიფიქრო თუ არადა რამეს ვიზამთ.. გავიქეცი.. შევხდებით ამ დღეებში..-მალევე ჩვენს წინ მაგიდა დაცარიელდა.. ხმას ვერ ვიღებ, ვერ ხვდები ეს დიალოგი როგორ გავიგო.. მე მეგონა საქმეებს გაურჩევდა ჩემი შეყვარებულისგან თავი შორს დაიჭირეო და ამათ კიდევ ძმური საუბრები არ გამიმართეს..?
-ნამდვილად უცნაური იყო..
-ნამეტანი..
-დავიჯერო ცოტნე ლილესთან იმიტომაა, გუგას მაგივრად სამაგიერო გადაუხადოს..?
-მიატოვოს და გული ატკინოს..? ესაა მათი გეგმა..?
-აბა ეს რა საუბარი იყო ვერ მეტყვი..? აშკარად ახლობლობენ, საქმით იკვეთებიან ან ემეგობრებიან ერთმანეთს.. ლილეზე ისე საუბრობდნენ, დიდად არც ერთს აინტერესებს და არც მეორეს..
-ჩვენი წასვლის დროა..
-მოიცადე რადგან აქ წამოსვლა შენი იდეა იყო მე ამ დროს ვერ გავფლანგავ და უნდა შევჭამო.. ისიც მაგარია ჩემი რესტორანიო რეალურად ბიძამისისაა..
-მოიცადე შენ რა იცი.. აქ მოსვლისას ვერ მიხვდი სად ვიყავით..?
-მაშინ რომ დავინახეთ გავიკითხე ამბები.. ისე ვიყავი გადართული ცოტნეზე ვერ გავიაზრე..-შეკვეთა მოიტანეს.. სხვათაშორის ნამდვილად გემრიელი აღმოჩნდა.. საბოლოოდ დიდად არ გაგვიცვლია სიტყვები.. ამ საქმეზე სხვადასხვა თეორიას თუ ვახსენებდით ეგ იყო..
-იმედია ისიამოვნეთ..
-ჩეკი..-დაბნეული სახით შემომხედა ჯერ მე, შემდეგ უტას..
-თქვენ ხომ..
-დიახ..
-თქვენ რა..
-თქვენმა თანმხლებმა წინასწარ გადაიხადა.. იმედია კიდევ მობრძანდებით..-როგორც კი რესტორანი დავტოვეთ დავიწყე..
-ამიხსნი..?
-რაზე ამბობ..
-ვითომ არ იცის.. ჩემს მაგივრად რატომ გადაიხადე..?
-მაგ თემის განხილვას სერიოზულად ვაპირებთ.. ? ამას ასეთი ღრმა მნიშვნელობაც არ აქვს, გადავიხადე და მორჩა ასე მინდოდა. ასე ვიქცევი როდესაც მანდილოსანთან ერთად დროს ვატარებ კაფეში, რესტორანში, არ აქვს მნიშვნელობა.. ასე გამზარდეს და აქ მიზერული თანხის გაყოფას ნამდვილად არ ვაპირებ..
-მე მირჩევნია გადავიხადო და თავი ვალდებულად არ ვიგრძნო..
-ვალდებულად რის გამო..?-დაიბნა თუ მომეჩვენა..
-შეიძლება არაფრის მაგრამ არიან კატეგორია, რომელიც იმის გამო რომ მან გადაიხადა, ვალში ყოფნის განცდას გიტოვებენ.. შესაძლო მოლოდინები იზრდება და მირჩევნია ჩემი თავად გადავიხადო..
-იმის გამო რომ მე გადავიხადე გგონია რამეს მოველი..? საერთოდ ვინ გგონივარ სალივან.. ასე მიმაჩნია სწორად, ასე აღმზარდეს.. მასწავლეს რამდენად მნიშვნელოვანია ქალს პატივისცე, დაიცვა.. ჩემთვის საკრედიტო ბარათის მიწოდება იყო და მეტი არაფერი ზემოთ ხსენებულის გარდა, დიდი დატვირთვა არ ჰქონია და ამაზე აღარც მიფიქრია.. არ მეგონა ეს პრობლემას თუ წარმოადგენდა..-სანამ ვუპასუხებდი ზარის ხმამ შემაწყვეტინა..
-გისმენთ.. შეხვედრა როგორც ვიცი ხვალ არის დანიშნული.. დღეს გადმოიტანეს..? არა არ გინდა დარეკვა ჩემთან ერთადაა და გადავცემ.. კარგი მადლობა..
-რა ხდება..?
-სასწრაფოდ უნდა დავბრუნდეთ, პროექტთან დაკავშირებით სიახლეა და შეხვედრა დღეს გადმოიტანესო..
-ძალიან კარგი, ზუსტ დროს მივალთ..
-იმედია არ მომკლავ და კომპანიამდე მივაღწევთ..
-ისე ნუ იქცევი თითქოს ჩემთან ერთად პირველად მგზავრობდე, საკმაოდ უსაფრთხოდ ვატარებ.- ამ ნაწილში რაღას ვერჩი, წესებს მისდევს.. ალბათ გამოცდას რომ აბარებდეს წესის დაურღვევლად ჩააბარებდა.. გაურკვეველია ამის წარმოდგენა რატომ მიშლის ნერვებს..
საბოლოოდ შეხვედრაზე ადრეც კი მივედით, თავად დაიგივიანეს. ყველაფერმა კარგად ჩაიარა თუმცა, რა თქმა უნდა, ბატონ უტას მეტი უნდოდა და უკმაყოფილო დარჩა..
. . .
-რამდენჯერმე დაგირეკე და არ გამაგონე, ამიტომ მომიწია ესე მოსვლა, ბოდიში რაა მაკა..
-რას მებოდიშები, პირიქით გამიხარდა შენი ნახვა, შემოდი..
-ბავშვები სად არიან..? რაღაცები მოვუტანე..
-თამაშობენ, რატომ შეწუხდი..?
-რას ამბობ, რა შეწუხებაა..
-არც კი ვიცი რითი შემიძლია დაგეხმარო..
-შენი თანადგომა უკვე დახმარებაა..
-არაფერი ისმის..?
-არაფერი..საერთოდ არაფერი, უბრალოდ ადგა და გაქრა..
-ბავშვები..
-არ იციან, ვეუბნები წავიდათქო.. ამას ვერ ვეტყვი ახლა მაინც ვერ..
-გასაგებია, რა თქმა უნდა, გამოჩნდება მანამდე აი ნახავ..
-სიმართლე გითხრა კი იცოდა ხოლმე ორი-სამი დღით გადაკარგვები მაგრამ ესე არასდროს.. აღარ ვიცი რა ვიფიქრო..
-აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება..
-ჩიას დალევ..?
-კი მადლობა-სამზარეულოში გავიდა და ძალიან მალე დაბრუნდა ჭიქით ხელში..-რა კარგი გოგო ხარ, ეტყობა გემრიელია..
-საღ გონებაზე აღარ ვარ უკვე, ეს ლოდინი მკლავს..
-როგორ გითხრა არ ინერვიულო მეთქი თავისთავად სანერვიულო ამბავია, მაგრამ მთლად ნუ გადაყვები, ბავშვებზე იფიქრე..
-ამათ გამო თორემ.. ფეხზე აღარ უნდა ვიდგე..
-ასე ნუ ლაპარაკობ ძალიან გთხოვ.. მოდი მე ბავშვებს ვანახებ რა მოვუტანე, მაინტერესებს თუ მოეწონებათ..
-ბავშვებო მოდით აქ..-ოთახიდან გამოვიდნენ..-ნახეთ დეიდა სალიმ რა მოგიტანათ
-მოდით ჩემთან, დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ..
-სალი მეუხერხულება მაგრამ აქვე ჩავირბენ მაღაზიაში და ესევე ამოვალ, ვერავის დავუტოვე და..’
-რას ამბობ მიდი კაცო.. ხომ იცი ჩემთან კარგად იქნებიან..
-მადლობა დიდი..რამე ანიმაცია ჩაურთე თუ გინდა- ბავშვებს სათამაშოები და სხვადასხვა ნივთები დავათვალიერებინე, თავად ჩართეს ანიმაცია რაზეც წინააღმდეგობა არ გამიწევია, ვინაიდან დედამ ნება დართო..
ისე გაიყურსნენ თავს უფლება მივეცი ჭიქა წყლისთვის სამზარეულოში გავსულიყავი, თან მთელი ყურადღება ბავშვებისკენ მაქვს.. ისევ გავიჭყიტე ისევ ისე ისხდნენ ბოლომდე, წყალი დავისხი და ბავშვებთან დავბრუნდი.. მართალია მეც მათთან ერთად ვუყურებდი მაგრამ შიგადაშიგ მაინც ვათვალიერებდი გარემოს.. იქვე რამოდენიმე ქოთანში ჩარგული ყვავილი შევნიშნე.. ვფიქრობ რამდენად მინდა საკუთარი სახლი ყვავილებით სავსე, მართალია ვერ ვერკვევი მაგრამ ერთი მეცნო განსაკუთრებით.. ჩემს თავს ვეუბნები გაიხედავ თუ გამოიხედავ ადამიანს სულ აქვს ყვავილთან შეხება და მერე რა მოხდათქო მაგრამ არა ისევ გავიხედე ყვავილისკენ..იასამნისფერი..იასამნისფერი სად მინახავს..ბოლოს სად ვნახე..სალი გაიხსენე ბოლოს სად ნახ.. გონება ერთიანად გამინათდა.. ეს ხომ კროკუსია..
წამიერად სუნთქვა შემეკრა.. სწორედ ამით მოიწამლა ნატა, უფრო სწორედ მოწამლეს..შეუძლებელია ეს უბრალოდ დამთხვევაა, ვის არ აქვს კროკუსი, დარწმუნებული ვარ ბევრს აქვს ხომ ასეა..? მითხარით ასეა და..
-სალი კარგად ხარ..?
-რა..? არაფერი ჩავფიქრდი უბრალოდ.. მოაგვარე რაც გინდოდა..?
-კი მაღაზიაში მოვასწარი შერბენა და აფთიაქშიც..
-ძალიან კარგი..
-რაო ბავშებო მოგეწონათ სალი დეიდას საჩუქრები..
-ძალიან..
-კიი..
-უთხარით მადლობა..?
-მითხრეს აბა..-ნახევარი საათი ან ცოტა მეტი კიდევ გავჩერდი, ზარის ხმა გაისმა და მაკას ვუთხარი უნდა წავსულიყავი..გამაცილა.. სასწრაფოდ ჩავირბინე კიბეები, მანქანაში ჩავჯექი და აქაურობას გავეცალე..
ისეთი გაცხარებით ვაკაკუნებ კარზე, უტამ როცა გამიღო მაშინღა გავიაზრე მასთან მოვსულვარ.. ისევ.. არ ვიცი ალბათ ჩემი გამომეტყველებიდან მიხვდა რაღაც რიგზე არაა და შემატარა.. დაელოდა როდის ვიტყოდი რამეს მაგრამ მიხვდა თავად უნდა დაეწყო..
-ფერი არ გადევს სალივან..მშვიდობაა..-თავი გავაქნიე..-კარგი ეცადე დამშვიდდე და მითხრა რა ხდება.. მოდი დაჯექი.. ამოისუნთქე და მომიყევი..
-მაკასთან ვიყავი, ხომ იცი მისი ქმრის ამბავი..
-ვიცი მერე..-ყველაფერი მოვუყევი, ერთი ამოსუნთქვით.. -კროკუსი..? და რა მართლა ფიქრობ მაგაზე..
-არ ვიცი რას ვფიქრობ კარგი..? გიყვები იმას რაც მოხდა, დარწმუნებით არაფერიც არ ვიცი.. მაკა ჩვენთან ერთად იყო წამოსული, ის ვერ იქნება მაგრამ როგორც კი კროკუსი დავინახე.. ვაჭარბებ არა../? მითხარი ვაჭარბებ. წამიერად დავუშვი და..
-მაკა ნამდვილად იყო ჩვენთან ერთად..მაგრამ..
-მაგრამ..
-გახსოვს საღამოს გვითხრა, მგონი ვცივდები და წავალო..?
-მერე რა..
-მეორე დღე მთლიანად ნომერში გაატარა, დილით მოგვწერა შეუძლოდ ვარ და ჩემს გარეშე გადითო..
-გინდა თქვა რომ ..
-ჩვეულებრივად შესაძლებელია წასულიყო და უკან მობრუნებულიყო, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია..
-იქნებ შევამოწმოთ სასტუმროს ჩანაწერები.. თუმცა თუ რეზის ვთხოვ ეს რომც დადასტურდეს არალეგალურია და ფასი აღარ ექნება და..
-სალივან ერთი წუთით, შენს მეგობართან არაფრის თხოვნა არ მოგვიწევს რადგან შემიძლია ჩანაწერები მოვიპოვო..
-სასტუმროს მფლობელსაც იცნობ, გადამრევ..
-არა მაგრამ ვიცნობ ადამიანს, რომელიც მას იცნობს..
-ზედმეტად ბევრი ნაცნობი გყავს..- იქვე გავიდა როგორც ჩანს ზარის განსახორციელებლად..-აბა რა ხდება..
-დროა საჭირო, ალბათ ერთი ან ორი საათი..
-ამდენი ხანი..? თუმცა საერთოდ გადამოწმების საშუალება გვაქვს ეგეც კარგია..
-მგონი დროა დამამშვიდებელი დაგალევინო..
-რაა არ მჭირდება..
-ფეხს ათამაშებ ხან ყელსაბამს აწვალებ, ხან ისე უბრალოდ ხელებს.. ეცადე თავი ხელში აიყვანო..
-შენთვის მარტივი სათქმელია, ახლახანს მოხვედი..შედარებით.. რამოდენიმე თვეა მაკასთან ერთად ვმუშაობ, ისე მიმიღო თავიდანვე კარგი მეგობარივით, მეხმარებოდა.. ის ყოველთვის მიმაჩნდა კარგ ადამიანად, ახლა კი როცა წამით მაინც დავუშვი ის ამაში გარეულია..ეს უბრალოდ აუტანელია..
-მესმის მესმის გარკვეულწილად თუმცა ადამიანი ხშირად ისეთი არაა როგორიც გარეგნულად ჩანს.. შენ მის ერთ ნაწილს ხედავ, არ იცი მის გარშემო რა ხდება.. როგორია რეალურად და რაზეა წამსვლელი..
-ასე ნუ ლაპარაკობ..
-სიმართლეა..
-ესე ველოდოთ..
-წასვლა თუ გინდა წადი, დაგირეკავ და შეგატყობინებ..
-ხომ იცი, არ წავალ..
-მაშინ კი ესე უნდა ვილოდოთ..?
-ჩემს მოსვლამდე რას აკეთებდი..
-რაში გაინტერესებს..
-მიპასუხო რა მოგივა..-მანიშნა წინ გამეხედა..-წიგნს კითხულობდი..? არა ნერვები არ მეყოფა.. მოიცა რას კითხულობ..
-გინდა რამე მულტფილმი ჩაგირთო, ტელეფონში თამაშებიც მაქვს..
-არც მულტფილმის ყურებაზე მაქვს პრეტენზია და არც თამაშებზე, მხოლოდ თამაშს გააჩნია..-გავუღიმე როგორც და რანაირადაც შემეძლო იმ მომენტში..დრო საშინლად გაიწელა სანამ დაურეკავდნენ, ლეპტოპი გახსნა და იმდენად ფოკუსირებული გახლდით გონება გამეფანტა და ვეღარაფერს ვხედავდი წამიერად.. გავიაზრე რაღაც ფაილს ტვირთავ..-ვერაა..
-იტვირთება, უფრო სწრაფად როგორ და რანაირად გავაკეთო თუ იცი გზა კიბატონო დამითმია..
-მაცადე რაა ნერვიულობა..-ჩამოიტვირთა, გახსნა.. ვუყურეთ.. კიდევ ვუყურეთ და კიდევ ვუყურეთ..
-მგონი საკმარისი ვნახეთ..
-არ მჯერა.. დილით წავიდა, შუაღამით დაბრუნდა..არა ვერ ვიჯერებ, ნუთუ მაკამ..
-მისი წასვლის მონაკვეთი, ნატას სიკვდილის დაახლოებით დროს ემთხვევა.. მგონი მკვლელი ვიპოვეთ..
-კარგი კამერაზე ჩანს რომ მიდის ბრუნდება.. ვიცით რომ სახლში კროკსი აქვს მაგრამ ეს რეალურად არაფერს ამტკიცებს.. რეალური მტკიცებულებები არ გვაქვს..
-ხოდა უნდა მოვიპოვოთ რეალური მტკიცებულებები..
-მაგას როგორ აპირებ..-და აი ისიც.. მისი ჩაცინება კარგს არაფერს მოასწავებს..
. . .
-ქალბატონო მაკა ამ საქმეს სერიოზულად უნდა მოეკიდოთ, თქვენ შუა ღამისას შეიჭერით სალი ანჯაფარიძის ბინაში, ზარი განხორციელდა 112-ში მაგრამ სამწუხაროდ თქვენ განეიტრალებამდე მოასწარით ზემოთ ხსენებული პირის დაჭრა.. გადაგიყვანენ დაკავების იზოლატორში, თქვენი საქმე განხილული სასამართლოში. კიდევ გიმეორებთ, დარწმუნებული ხართ, ადვოკატის აყვანა არ გსურთ..?
-დარწმუნებული ვარ.. ზარის განხორციელების უფლება ხომ მაქვს..?
-დიახ..
-თუ შეიძლება..
. . .
-აქ საიდან გაჩნდი..
-ნორმალური თუ ხარ, ხომ გითხარი ჩემს გარეშე არაფერი მოიმოქმედოთქო, ახლა კი ხედავ სად ხარ..? ნაკერებს გადებენ..
-ყველაფერი კარგადაა..
-კი თავადაც ვხედავდი რამდენად კარგად..ჩვენს გეგმას რატომ არ მიყევი..
-ვერ მივყევი, დავურეკე და მოკლედ ყველაფერი სხვანაირად წავიდა..
-შეხვედრა უნდა დაგენიშნა, არ ვიცი სადმე კაფეში, პარკში.. დღისით ხალხმრავლობაში, შენ კიდევ რაა სახლში მიიპატიჟე..? გადამრევ..
-მაქსიმალურად ვფრთხილობდი კარგიი.. ვუთხარი დრო და ადგილი რამდენად აუცილებლი იყო გვესაუბრა, რადგან ვიცოდი რაც მოხდა..
-შენ სულ გადაირიე..? პირდაპირ უთხარი ვიცი მკვლელი ხარ და საუბარი მინდაო..?
-რაღატომ მეკამათები..? არ მაქვს მაგის თავი, ექიმი მალე მოვა და გასვლა მოგიწევს..
-არსადაც არ წავალ, მაგის იმედი ტყუილად გაქვს..
-ვუთხარი რაღაც ისე არ ჩანდა როგორც უნდა ყოფილიყო, რომ მისგან ახსნა უნდა მომესმინა.. ისეთი არაფერი მითქვამს სახლში მოვარდნის სურვილი გასჩენოდა.. წესით..
-სახლში მოვიდა, შემდეგ რა მოხდა..
-თავიდან ისეთი არაფერი, საუბარი დავიწყეთ, თავიდანვე აგრესიით იყო განწყობილი, ყველაფერი ჩავიწერე.. მუქარაზე გადავიდა, ვუთხარი მისი წასვლის დრო იყო 112ში დავრეკე და მეტად გაღიზიანდა, შეეშინდა და შენც ხედავ რა მოხდა..
-ტელეფონი უკვე პოლიციას აქვს..?-თავი დავუქნიე..ამასობაში ექიმიც დაბრუნდა…
-ყველაფერი რიგზეა..?
-დიახ..
-კარგი თითქმის დავასრულეთ, თქვენ არ ინერვიულოთ, ნაკერები დადებულია, გადავახვევთ და დაგინიშნავთ წამლებს, ასევე როგორ უნდა მოუაროთ.. კარგი იქნება თუ რამოდენიმე დღე თავს არ დაიტვირთავთ, თავს უნდა გაუფრთხილდეთ..
-ყველაფერი გასაგებია მადლობა..
-ჯერ არა მაგრამ თუ შემდეგ ტკივილმა შეგაწუხათ ეს გამაყუჩებელი მალევე მოგიხსნით.. მორჩა თავისუფალი ხართ..-უტას მიუბრუნდა და ჩემი ნივთები მიაჩეჩა- მისია, გაუფრთხილდით..
-რა თქმა უნდა..-ექიმი წავიდა და ჩვენც დავიძარით გასავლელისკენ, კიბეებზე ჩასვლისას კინაღამ უკან შესაბრუნებელი არ გავხდი, ფეხი დამიცდა და მოვახერხე ბალანსის დაცვა..
-ერთი ის გამაგებინე მარტო როგორ ფუნქციონირებ.. ასეთი მოუხერხებელი ადამიანი პირველად ვნახე..
-შენი პრობლემა არ ვარ და შენს თავს მიხედე რაა..
-მასე არ ჩანს იცი..? უბრალოდ პრობლემა კი არა ჩემი სასჯელი ხარ, ოღონდ რისთვის ეგ ჯერ ვერ დავადგინე..
-ისე ნუ ამბობ თითქოს უფრთო ანგელოზი იყო.. ვერ წარმოიდგენ შენს გარეშე გატარებული 27 წელი რა ბედნიერება იყო..
-დარწმუნებული ვარ..შენს დას რატომ არ დაურეკე, ის გამოვიქეცი თავიდან ამომივარდა.. არ იციან..?
-არც უნდა გაიგონ..
-შენმა დამ არ უნდა..
-არა უტა, შუა ღამისას ვერ დავურეკავ ვერ ვანერვიულებ დამჭრეს მეთქი.. ჩემმა ძვირფასმა თანამშრომელმა შენც იცნობ ჩაიზე დაგიპატიჟებია მეთქი.. არაფრის გამო ძილს ვერ დავუფრთხობ, ჩემს გამო დამატებით ნერვიულობა აკლია რას ამბობ..
-შეხედე შენს თავს რა ხდება შენი აზრით ეს არაფერია..? დაგჭრეს რა იცი რა მოხდებოდა..
-შენ არ გეხება, ჩემი უფლებაა და არ ვეტყვი..
-იმას ვერ ვხვდები მკლავში რატომ დაგჭრა..
-წესით ახლა მკვდარი უნდა ვიყო, თუმცა როგორღაც შეტრიალება მოვასწარი და უარესი ავირიდე..
-შენს დასთან უნდა დამეტოვე, ახლა მარტო შენს სახ..
-უტა არაფერია, მოდი საქმეების გარჩევას შევეშვათ და სახლში წამიყვანე.. ბოლოს შენთან მქონდა დარეკილი და ამიტომ დაგირეკეს თორემ აქაც არ იქნებოდი..-მარცხენა ხელს ფაქტობრივად ვერ ვიყენებ იმდენად გაბუჟებული მაქვს.. ნაცნობი გრძნობა დამეუფლა და ბავშვობა გამახსენდა, რაღა ბავშვობა არასდროს ვუკლებდი მოტეხილობებს.. ხელი ფეხი.. უბრალოდ დაასახელეთ.. კიდევ კარგი ამდენი ხანი არ გასტანს..
მანქანაში ჩავსხედით, ის ჩაჯდა, მე ღონემიხდილი მივესვენე.. მთელი ეს დაღლილობა, ტკივილი თითქოს ყველაფერმა ერთიანად შემომიტია.. წამლის გასვლამდე ჯერ დროა იქნებ მანამდე დავიძინო კიდევაც.. ოღონდ აქ არა, აქ არ..
ხმა ძალიან შორიდან სწვდება ჩემს ყურთასმენას.. დაბალი ბარიტონით, თითქოს ჩურჩულითაც.. შეხებaს ვგრძნობ მხარზე ან არა.. არ ვარ დარწმუნებული.. შეხების განცდა მალევე ქრება აღარაფერია.. არ ვიცი რამდენი დრო გადის და ამჯერად ყურთან ახლოს, თვალებს ვახელ.. არც ძალიან შორს არც ძალიან ახლოს.. ჩამოყრილი თმა გადამიწია.. ახლა მივხვდი სახელით მეძახდა და მე ყურიც არ შემიბერტყია.. საათს დავხედე და ეს საკმარისი იყო ჩემს გამოსაფხიზლებლად..
-რა ხდება.. ამდენი ხანი გზაში ვართ, შეუძლებელია..
-შენს სახლთან ,ვართ იქნებ დამშვიდდე..
-ამდენი ხანი ჩემს სახლამდე რა გვინდოდა.. ნახევარი საათი არც არის საჭირო და ორ საათზე მეტი გასულა..
-საცობი იყო..-გადმოვიდა, კარები გამიღო, გადმოვედი ჩემი ნივთები აიღო და ამაცილა.. მოიცადე რომელი საათია, იშვიათად თუ გაივლის მანქანა. რომელ საცობზეა ლაპარაკი.. აარაა მოიცადე მოიცადე.. ნახევარი საათი თუ ჩემს სახლამდე დაგვჭირდა ამდენი ხანი ჩემს გაღვიძებას ელოდა..? რისთვის…
გასაღები მთხოვა, გააღო შუქი აანთო და მე მხოლოდ ახლა გავიაზრე, სახლში დავბრუნდი.. რა უნდა გავაკეთო, დავწვე დავიძინო თითქოს არაფერი მომხდარა..? თითქოს დანის ბასრი ზედაპირის გემო არ გამეგოს..? თითოეული წამი, რომელიც მეხსიერებას ჩემს სიცოცხლემდე გაჰყვება თან./
ოთახი არეულია, ახლახანს შევნიშნე სისხლის წვეთები ჟურნალის მაგიდაზე, იატაკზე.. ყველაფერი მეორდება.. წამიერად მაგრად ვხუჭავ თვალებს..შემდეგ კი მისკენ ვტრიალდები..
-მადლობა.. უნდა წახვიდე..
-გგონია ახლა მარტოს დაგტოვებ სალივან..?
-ძიძა არ მჭირდება..
-გინდა შენს დას დავურეკო..?
-არ გაბედო..
-თუ საჭიროა გავაკეთებ..
-უტა ზედმეტად ერევი..
-შენ დაიძინე, მე აქ ვიქნები..
-რატომ არ შეგიძლია ისე მოიქცე როგორც ვამბობ და მარტივად წახვიდე.. საქმეს ართულებ..
-დავრეკო თუ დავრჩე სალივან..
-ნერვების მოშლის თავი არ მაქვს ვერც გაგაგდებ, ამჯერად ფიზიკურად ვერ მოგერევი..
-ამჯერად..?
-მნიშვნელობა არ აქვს, ეგ დივანი არ იშლება და არ გეგონოს გადასაფარებელს მოგიტან და მოგემსახურები.. ამიტომაც შენ ახლა წახვალ, მშვიდად და მე ოთახში შევალ და დავიძინებ.. აქ არ დამხვდე..- რატომ ვიფიქრე დამიჯერებდა და წავიდოდა.. როგორც მივხვდი იქვე ჩამოჯდა, მე ჩემი აღარ გავიტეხე და დასაფარებელი არ გამიტანია მე ხომ გავაფრთხილე წასულიყო კიდევ კარგი გამათბობელი მაღალზე მაქვს აწეული და მთლად საყინულეთში არ მყავს დატოვებული.. გატყუებთ, თავიდან ამ ფიქრებით ვინუგეშებდი თავს, გულმა ვერ მომითმინა და ოთახიდან თბილი პლედით გავედი.. თვალები დახუჭული აქვს, მე კი მაინც არ ვარ დარწმუნებული ეძინოს.. ვუახლოვდები და გაჭირვებით პლედს ვაფარებ.. არ მაინტერესებს, დაე მომაჩვენოს, ვითომ სძინავს, ახლა მის მზერას ვერ გავუძლებ.. ოთახში ვბრუნდები..
თავხედი, ვერ ვიტან.. მას კი არა ჩემს თავს ვერ ვიტან, უფრო მშვიდად რომ დამეძინა მისი ყოფნის გამო..
როდესაც გავიღვიძე ტკივილმა თავი შემახსენა.. ამ დროს შეუძლებელია საქმე გააგრძელო.. წამოვდექი ოთახიდან გამოვედი და რას ვხედავ, ყველაფერი წკრიალებს.. მოიცადე უტამ სახლი დამილაგა..? სამზარეულოსკენ გავემართე და მაცივარზე მიკრული ბარათი მომხვდა თვალში “ სამსახურში მისვლით ნუ შეიწუხებ თავს, დასვენების დღე აგიღე.. ნორმალური არაფერი გქონდა სახლში და იქნებ ახლა მაინც გაიგო როგორია ჯანსაღად კვება, რა იცი იქნებ შენი ტვინის უჯრედები გამოცოცხლდეს კიდეც “ თავხედი.. მაცივარი გამოვაღე და თვალები შუბლზე ამივიდა.. ყველაფერი ზედმეტად ჯანსაღია.. ყველზე უცნაური კი ის არის, მაცივარი სავსეა.. ვერასდროს ვიცლი პროდუქტებზე წავიდე, თითქმის სულ მზად ვიკვებები, ჩემს დასთან ვიზიტებს თუ არ ჩავთვლით..
მეტად გაუგებარია, ეს ყველაფერი რატომ გააკეთა..
მომდევნო დღეს გამოლანძღვა დავაპირე ათასი სცენარი მოვიფიქრე და ბოლოს მაინც ბარათზე დავწერე მადლობა და კაბინეტში დავუტოვე..
. . .
-როგორც გაირკვა ჯერ თავის დას და შემდეგ ცოტნეს დაურეკა..
-ცოტნეს..? ცოტნეს..
-კი მას დაურეკა.. წუთზე ნაკლები გაგრძელდა საუბარი.. ხმას არ იღებს..
-მაკამ ცოტნეს რატომ დაურეკა, გაუგებარია..
-ჩვენთვისაც გაუგებარი იყო მანამ სანამ მისი ტელეფონი არ შევამოწმეთ და მათი ფოტოები არ ვნახეთ ერთად..
-მოიცადე ბრაზილიურ სერიალში ვართ თუ რა ჯანდაბა ხდება.. მაკა და ცოტნე ერთად იყვნენ..?
-თარიღებით თუ ვიმსჯელებთ წესით არიან, მაგრამ ცოტნეს ვიზიტით თავი არ შეუწუხებია..
-თუ შესაძლებელია ფოტოები გვაჩვენო..-იყოყმანა თუმცა დაგვთანხმდა.. ფოტოებს ნელა გადაყვა.. მაკას მხოლოდ ბავშვებთან და ცოტნესთან ერთად გადაღებული ფოტოები აქვს.. ამას ნამდვილად არ ველოდი..
-მოიცადე მოიცადე უკან დაბრუნდი.. უტა ამას ხედავ..?
-გაუგებარია რაზე ამბობთ..
-ვერ იცანი..? მაკასთან და ცოტნესთან ერთად ფოტოში ვინ დგას..
-გუგა..-მეგობრის მაგივრად უტამ თქვა..
-შეცვლილა, რომ არ გეთქვა ვერც ვიცნობდი..
-აქ წვერითაა.. კარგი ეგ არ არის მნიშვნელოვანი ამ სამის ერთად ნახვა უცნაური არ არის..?
-არის მაგრამ.. მეძახიან, დავბრუნდები ახლავე
-ამ სამს ერთად რა უნდა..?
-სად არის გადაღებული..
-ტანისამოსით თუ ვიმსჯელებთ წვეულებაზე..-საუბარს კიდევ გავაგრძელებდით უტას მეგობარი დაბრუნდა და არ გვითხრა, სასწრაფო საქმე გამოუჩნდა.. დააყოლა ისიც რომ მაკას დიდხანს ვეღარ დააყოვნებდა.
ბავშვები მეცოდებიან მაგრამ თუ მაკამ ნამდვილად მოუსწრაფა ჩემს მეგობარს სიცოცხლე, მის გათავისუფლებას ვერ დავუშვებ.. რეალურად სულ სხვა მიზეზითაა საკანში, ეს ერთგვარი დროის მოგებაა მანამდე, სანამ გავიგებთ დამნაშავე არის თუ არა.. მისგან აღიარება მჭირდება, მაგრამ მანამდე უნდა გავიგო რომელ ივენთზე იყვნენ ერთად..
-ეს უკვე საინტერესოა..
-ყველაფერი ზედმეტად ჩახლართულია..
-ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი ჩახლართულია..
-ყველაფერი არა..
-კარგი მოკლედ შენს მიერ გამოგზავნილ ფაილებს გადავხედე.. მეორედან ან მეოთხედან ვფიქრობ რაღაც გამოვა, მათი მორგებული ვარიანტები უნდა ვნახოთ..
-გასაგებია..
-შემდეგი ეტაპისთვის უკეთ უნდა მოვემზადოთ. შეხვედრაზე განაწილებული დავალებები გახსოვს..? გავცვალოთ..
-ეგ როგორ შენ არქიტექტორი ხარ, მე ინტერიერის დიზაინერი..
-მთავარი ეგ არ არის, მე გეუბნები და გავალებ მაგრამ შენი გადმოსახედიდან შეიძლება ყველაფერი სხვანაირად ჩანდეს, ამიტომაც ამ შემთხვევაში შენ ჩემს ადგილს დაიკავებ, მე შენსას.. ვნახოთ რა გამოვა..
-სულ გადაირიე ხო..? თუ გინდა შემდეგ ეტაპამდე მივიდეთ ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს, რაც კარგად გამოსდის..
-მონოტორული ხდება ყველაფერი ერთი და იგივენაირად გააკეთებ ხელი მიგეჩვევა.. შენს ახლად გამომცხვარ საქმეს აზრი არ ექნება, რადგან ძველისგან არაფრით იქნება განსხვავებული.. არ გთხოვ ჩემი უნარებით გააკეთო, რაღაც ისე როგორც მე გავაკეთებდი, გთხოვ სცადო როგორც სალი ანჯაფაირიძემ შენი უნარებით.. პატარა ექსპერიმენტი არცერთს გვავნებს..
-კარგი მასე იყოს..-კომპანიაში დავბრუნდით და მუშაობას შევუდექით.. ერთ დღესაც თუ გააცდენ ორმაგად გიწევს მუშაობა, რაც იმას ნიშნავს, კაბინეტიდან თავი არ გამომიყოფია.. უტას დავალებაზე გადავედი და ვაღიარებ რთულია მისეული ხედვით არ გავაკეთო, როცა ვიცი მის პროფესიას ვეხები.. დღეს რაც შევძელი ყველაფერი გავაკეთე და ზედმეტად გამიხარდა სახლში წასვლის დრო როცა მოვიდა.. ლიფტამდე მივლასლასდი.. მობეზრებით ავიხედე ლიფტი რატომ შეყოვნდა, ვინ შემოვიდათქო და არ გაგიკვირდებათ, უტა შემრჩა..
-რაიყო გერთულა არქიტექტორისეული ელემენტების მქონე დავალება..?
-იოცნებე..
-ასეც ხდება ხოლმე.. შენი მე.. მე შენი.. -მოიცადე ერთი წუთით.. დღეს დილითაც იგივე თქვა.. მართალიცაა, მე მის დავალებას ვაკეთებ, ის ჩემსას.. სასწრაფოდ გავაჩერე ლიფტი.-სალივან რა ხდება.. ჩემთან მარტო დარჩენა თუ გინდოდა გეთქვა.
-გაიმეორე რა თქვი..
-რა ვთქვი..
-ჩემთან მარტო..
-ეგ არა მანამდე..
-მე შენს დავალებას ვაკეთებ, შენ ჩემსას ასე არაა.. მერე..
-გახსოვს რომ ვამბობდით ნატას მკვლელობის მოტივი რეალურად ცოტნეს აქვს მაგრამ ყველაზე მყარი ალიბი მას აქვსო..?
-სალივან მერე..
-და ჰიპოტეტურად ვინ მოკლა ნატა..?
-მაკამ..
-გახსოვს გაგვიკვირდა მაკა ცოტნე და გუგა ერთ ფოტოზე რას აკეთებდნენ.. ვერ ხვდები..?
-ერთმანეთის საქმეს მიხედეს, ერთი მეორეს ალიბი რომ ჰქონოდა..? მოიცადე ვის ვისი მოკვლა უნდოდა, კარგი ცოტნეს ნატას მოკვლა უნდოდა და მაკამ მოკლა.. გუგა კი..
-მაკას ქმარი გაუჩინარებულია, ეს აქამდე არაფერს გვეუბნებოდა მაგრამ ახლა სხვანაირად არ ჟღერს.?-ლიფტმა მოძრაობა გააგრძელა..-რას აკეთებ..
-აქ ვერ გავაგრძელებთ საუბარს.. როდემდე აპირებ შეყოვნებას..
-აბა საით..
-თეთრი დაფა გაქვს..?
-არა..
-მაშინ ჩემთან..
-რა იყო ჩემთან მარტო დარჩენა თუ გინდოდა უბრალოდ გეთქვა..-არ შეიმჩნია.. ტარება დროებით ამეკრძალა, მომიწია მას გავყვე. როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულებს ადგილს და ის თეთრი დაფაც გამოიტანა თავისი მარკერებით.. გამეცინა მაგრამ რას იზამ ახლა მართლა საჭიროა.. მაკას ცოტნეს და გუგას სახელები ჩამოწერა.. ქვეშ ცოტნეს ნატა მიაწერა, მაკას ქვეშ მისი ქმარი..
-და გუგა..
-სალივან რესტორანში მოსმენილი გაიხსენე.. ლილეზე ლაპარაკობდნენ გუგა ამბობდა შეხვედრაზე უნდა ვიყოო.. გამოდის რომ ლილეს მკვლელობა იგეგმება..
-მოკლედ თეორია ასეთია ცოტნე და მაკა ერთად არიან, გუგა ცოტნეს ეძმაკაცება.. როგორღაც ყველამ დაიწყო საუბარი რამდენად უშლის ხელს ცოტნეს ნატა, მაკას მისი ქმარი და გუგას ყოფილი შეყვარებული ლილე.. მივიდნენ იმ დასკვნამდე, ამას სერიოზულად თუ გააკეთებენ გეგმა სჭირდებათ.. უფრო კონკრეტულად ალიბი..
-ამიტომაც გადაწყვიტეს, ერთმანეთის ნაცვლად გააკეთებდნენ.. როგორც ჩვენ ვივარაუდეთ ცოტნე უნდა იყოს ნატას მკვლელი, მას აქვს მოტივი, ასევე ალიბიც რატომ..
-მის მაგივრად მაკამ მოკლა..
-თუ ლილეს მოკვლას ცოტნე აპირებს, გამოდის მაკას ქმარი გუგამ მოკლა..
-იმას ვერ ვხვდები, რა შუალედებით აკეთებენ..
-მოიცდე გახსოვს ვამბობდით უნდათ ყველაფერი სერიულ მკვლელს მიაწერონ..
-მერე..
-თუ უნდათ სერიულ მკვლელს მიაწერონ შუალედებშიც მას მიბაძავდნენ..
-და რამდენია შუალედი.. ეს ინფორმაცია ლილესთვის საციცოცხლოდ მნიშვნელვანია.
-მოიცადე მოვძებნი..თვეები გამოდის.. ლილეს შესაძლო მკვლელობამდე დარჩენილია ერთი კვირა..
-კარგი ვთქვათ მართლები ვართ, ამ ყველაფერს როგორ დავამტკიცებთ..
-სუსტი რგოლის წყალობით.. მაკა საკანშია, ცოტნე არ ეხმარება, მისი ზარის მიუხედავად.. ფულიც არ აქვს..ის უნდა გამოვტეხოთ..- თეთრი დაფა გადავავსეთ.. ეს თეორია ყველა მხრიდან ამოვატრიალეთ და გადავატრიალეთ.. უკვე იმდენად შევედით როლში, ტელეფონზე შემოსულმა ზარმა ძლივს გამომიყვანა მდგომარეობიდან..
-სიძე გისმენ.. უტას ჩემთან რა უნდა..არა ჩემს გვერდითაა მაგრამ მასთან რატომ მაკავშირებ.. კარგი ვიცი ერთად ვმუშაობთ..-ტელეფონი მივაწოდე..
-ბაჩანას ვახლავარ.. ვიცნობ კი მე დავურეკო თუ.. კარგი ნომერს გადმოგიგზავნი..-ტელეფონი დამიბრუნა.
-დაგრჩა რამე სათქმელი..? რას ნიშნავს ჩემი დაჭრის შესახებ გაიგო..ვინ დამინახა..? არა თბილისი რატოა ესეთი პატარა და ყველა ყველას რატომ იცნობს.. მშვიდადაც ვერ მოგსვლია რამე ვინემ რომ არ გაიგოს.. შენი ძვირფასი ცოლი დაამშვიდე და უთხარი არაფერია ჩავლილი ამბავიაო.. ხომ ვიცი მოთქვამს.. კარგი მოვალ..
-მაინც გამოგიჭირეს..?
-ზუსტად ეს არ მინდოდა მომხდარიყო.. წავედი მე..
-სად მიდიხარ საინტერესოა..
-სულ დამავიწყდა შენი წასაყვანი ვარ, არა ეს მანქანის ტარება არ შეიძლებოდეს..? რა მოიგონეს, ვის ხელში ჩამაგდეს..
-კარგადაც იცი ძალა ადგება და ახლა უნდა დაასვენო.. წავედით დარია დავამშვიდოთ..-სრულ ნეტარებაში ვიმგზავრეთ ანუ მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია.. შევედით თუ არა სახლში ჩემი და მეცა დამატრიალა შემათვალიერა, ჭრილობა მანახეო.. როცა მიხვდა რომ ცოცხალი ვარ ჩხუბზე გადავიდა..
-არა გადამრევ შენ, ეს რა დაგემართა და არ მითხარიი, რა მაკადრა გაიგონეე..
-ისეთი არაფერია..
-დაგჭრეს გოგო, რა ისეთი არაფერია..
-მსუბუქად..
-ესაა მსუბუქი..? შენი მანქანა სადაა.
-სახლთან..
-რატომ..
-ცოტახნით არ შეიძლება..
-აა ანუ არც ისეთი მსუბუქია როგორც ამბობ.. წამოდი..
-მოიოხებს გულს და დამშვიდდება- ისე თქვა ბაჩანამ თითქოს დარია ოთახში არ ყოფილიყოს.. ასეთია ჩემი და ამაში ერთმანეთს ვგავართ, ყველაფერი გულთან ახლოს მიგვაქვს. ჩემგან განსხვავებით გულში დაგროვილს ის გამოხატავს..
-გული მატკინე../
-დარია..
-ნუ მაწყვეტინებ, შენზე ასეთ ინფორმაციას ვიღაცისგან არ უნდა ვიგებდე და არ უნდა მიკვირდეს.. შენს გვერდით ყოფნა უნდა შემძლებოდა, უნდა დაგხმარებოდი.. იცი მაინც როგორც ვგრძნობ თავს..? რისი გადატანა მოგიწია და მე.. ღირსადაც არ ჩამთვალე გეთქვა.. თავად არ გამეგო არც მეტყოდი არაა..
-შუაღამისას გამეღვიძებინე ,დამჭრეს მოდი უყურე ნაკერს როგორ მადებენ მეთქი..?
-ზუსტად ეგ უნდა გაგეკეთებინა.. შენი და ვარ შენი და.. ამოიგდე გონებიდან თითქოს მაწუხებ და მანერვიულებ.. ხომ გამოვედით მაგ ასაკიდან, მერამდენედ გავიაროთ ეგ თემა, თუ გიჭირს თუ მაშინ არ დაგეხმარე მხოლოდ ერთად სიცილი ხომ არაა არა.. მე თუ დაგეხმარები ჩემთვის ეგაა ბედნიერება, თუნდაც უბრალოდ დგომით და ყურებით როგორ გადებენ ნაკერებს, რომელი საათიც არ უნდა იყოს..
-მაპატიე..
-იმ შემთხვევაში ასე თუ აღარ მომექცევი..
-ვეცდები..
-სალი..
-კარგი კარგი.. გავიდეთ იმათთან..
-მის გარეშე ვეღარ ძლებ..?
-ნუ ბოდავ.. ჩემს ძვირფას სიძეს უნდა ვეახლო..
-მიბრძანდი არ დაგეკარგოს..
-გადაიარა..?
-ამჟამად გადავრჩი..
-დღეს ჩემთან რჩები სალი.. არ მაინტერესებს..
-ვერ დარწმუნდი ჩემს კარგად ყოფნაში..?
-საკმარისად ვერა.. ან იმ ღამეს სახლში როგორ დარჩი მარტო.. ჩემთან უნდა წამოსულიყავი..
-ყველაფერმა ჩაიარა და ამ თემაზე აღარ გავაგრძელოთ კარგი..?
-არა კიდევ ბევრჯერ შეგახსენებ, შენ კიდევ მშვიდად მომისმენ.. მაგის ღირსი ხარ..
-კიბატონო ჩუმად ვარ, შენ კიდევ კმაყოფილი სახე ნუ გაქვს..
-მე რომ გიშლი ნერვებს ეგ უფრო სასიამოვნოა მაგრამ ამის ყურებასაც არაუშავს, დარია 100% შენს მხარეს ვარ..
-მაშინ სიძე ჩემს მხარესაა, ხოო..
-მგონია წრეში ბურთისთვის დავიყავით მაგრამ კარგის.. ვიქნები შენ მხარეს ცოლის დავ..
. . .
ჩემი დანახვისას წამიერად შეცბა, არ ვიცი ყველას და ყველაფერს ელოდა, მე არა.. წარბი არ შემირხევია მაკას წინ დავჯექი..
-აქ რას აკეთებ..?
-ვინც უნდა მოდიოდეს ის არ მოდის და არ გკითხულობს, მე მაინც მოვიდე..
-რაც არ იცი იმაზე ნუ ლაპარაკობ და წადი.. აქ საჭირო არ ხარ..
-რაც არ ვიცი..? მე ყველაფერი მშვენივრად ვიცი მაკა, აბსოლუტურად ყველაფერი..-ხმა აღარ ამოიღო და გვერდით გაიხედა..-დიდი ხანი დაგჭირდათ მკვლელობების დასაგეგმად..?
-რას ბოდავ..
-სიმართლეს..გამცემ პასუხს..? ვისი იდეა იყო, ცოტნესი ხომ არა, ნატა მის გამო მოკალი მან დაგავალა..? რაო მერე ისევ ძველ პოზიციაზე დარჩებოდი, ასე საიდუმლოდ შეინახავდით თქვენს ურთიერთობას და იცხოვრებდით ბედნიერად..? რა შემოგთავაზა როგორ დაგიყოლია.. არ მითხრა სიყვარულისთვისო, ხომ არ გეუბნებოდა ნატაა ჩვენს შორისააო, ის არ ის ყველა პრობლემის სათავეო.. არ გინდა მეც მომიყვე ის ზღაპრები, რომლებსაც გიყვებოდა..?- ფოტოები ამოვიღე მკვლელობის ადგილზე გადაღებული..თვალი მოარიდა..-რაზე ლაპარაკობდით სანამ მოწამლავდი, შემდეგ კი რამდენჯერმე დანას ჩაარტყამდი..არაფერი გიგრძვნია..? არ გიფიქრია რამდენი ბედნიერი მომენტი წაართვი ადამიანს, რომელსაც არაფერი დაუშავებია..? ვისი გულისთვის ცოტნესთვის, რომელსაც არც კი ადარდებ, არც კი მოსულა არ მოუკითხიხარ.. რაო რითი ამართლე.. ახლა რას იტყვი ღირდა ამ ყველაფრის გაკეთება ცოტნესთვის..?
-მისთვის არ გამიკეთებია, ჩემი შვილებისთვის გავაკეთე, გგონია მამამისი კარგი მამა ან ქმარი იყო, იცი მაინც როგორ მიმწარებდა შვილებს..? უბრალოდ მინდოდა შვილებთან ერთად მშვიდად მეცხოვრა, ბევრი მოვინდომე..?- ყვირილიდან ნელ-ნელა ხმას დაუწია, ამოისუნთქა და თითქოს გაიაზრა რაც თქვა, ახლახანს ადამიანის მკვლელობა აღიარა..
-ბევრი არ მოგინდომებია, მაგრამ ცუდი გზა აირჩიე მიზნამდე მისასვლელად.. ახლა კი მაკა კარგად მომისმინე, ამას მხოლოდ იმიტომ გეუბნები, შენს შვილებს არაფერი დაუშავებიათ მხოლოდ მათ გამო, დაწერე ჩვენება აბსოლუტურად ყველაფერი რა დაგეგმეთ როდის როგორ.. თუ გარიგებაზე წამოხვალ თუ ყველაფერს იტყვი შეგიმსუბუქდება..
-ჩემი შვილები ჩემს გარეშე გაიზრდებიან ეს რატომ..
-ბევრი შეცდომა დაუშვი, ამ ცოდვასაც ნუღა დაიმატებ, დაწერე ყველაფერი რაც იცი მაკა, ლილის მკვლელობასაც ხომ გეგმავთ, მეტ სიცოცხლეს ნუღარ შეიწირავთ.. ამ ყველაფრის მერე ერთი პატარ სწორი ნაბიჯი მაინც გადადგი.. -ფურცელი და კალამი კიდევ უფრო მივწიე მისკენ და წამოვედი ოთახი დავტოვე, მთელი ამ დროის განმავლობაში ყელში მობჯენილი ბურთი ვერ გადავყლაპე..
-სალივან..
-ახლა არა უტა.. ახლა არა..-ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე და მანქანისკენ წავედი..
. . .
-სალი სწორად გავიგე.?. რაც ახლა მომიყევი სიმართლეა..?
-ლილი ჩემთვისაც დაუჯერებელია მაგრამ ასეა.. ვიცი შენ და ცოტნე..
-მოიცადე გგონია მასთან მართლა ვიყავი..?
-არა..?
-თავიდანვე ვაფრთხილებდი ნატას ცოტნე კარგი ადამიანი არ ჩანს მეთქი, თავიდან არ დამიჯერა შემდეგ მისი საქმიანობის შესახებ გაიგო და გამოძიება დაიწყო, მეც გამანდო ყველაფერი და ამ საქმეში ერთად ჩავერთეთ.. შემდეგ იცი რაც მოხდა, ცოტნესთან იმიტომ გავჩერდი, დარწმუნებული ვიყავი ის იყო გარეული ნატას მკვლელობაში და კომპანიის შავ საქმეებში.. აღიარების მოპოვების გარდა ან უბრალოდ რამე ინფორმაცია მომეპოვებინა თორემ.. მასთან ერთად გამორიცხულია წუთზე მეტი გავჩერდე..
-მე კიდევ შენ გადანაშაულებდი, ახლა რამდენად სულელად ვგრძნობ თავს..
-მე..?
-თქვენი ზარის ჩანაწერი ვნახე, ახლა ყველაფერი გასაგებია..
-მესმის რატომ შეიძლებოდა მასე გეფიქრა მეგობრის ყოფილთან დამინახე, სხვა დეტალებიც და საეჭვო სიტუაცია იყო.. იმიტომ გითხარი ნატასთან არ ვმეგობრობდი მეთქი, ვერავის ვენდობოდი.. მიხარია შენ და უტამ, საქმე ბოლომდე მიიყვანეთ..
-სანამ მასთან იყავი რამე ხომ არ ჩაიგდე ხელთ, მტკიცებულების სახით..
-კი ყველაფერი ლეპტოპში გადავიტანე, მეგონა წარმატებით მაგრამ ჩემმა ლეპტოპმა აურია, გადატანაში ჰქონდა ხარვეზი თუ რა ხდება ვერ ვიგებ, ფაილებს ვერ ვხსნი ორიგინალი კი აღარ მომეპოვება.. ყველაფერი წყალში ჩამეყარა..
-ვიცნობ ადამიანს, რომელიც მაგ პრობლემას მოაგვარებს..
. . .
მივხვდი მთელი ეს დრო ნატაზე ფიქრი მაძლებინებდა, მის მშობლებზე ფიქრი რომ დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ მათი შვილის მკვლელი დაისაჯა.. თურმე ამას წამოვუყენებივარ ფეხზე.. ახლა კი ერთიანად მაქვს ძალა გამოცლილი.. ლონდონში დაბრუნებაზე ფიქრები არ მასვენებს.. ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო, არ გამომდის..
როგორც აღმოჩნდა მაკას ქმრის მკვლელობაში მხოლოდ გუგა არ იყო გარეული, არამედ ცოტნეც დაეხმარა.. თავიდან სხვანაირად დაგეგმეს მაგრამ გეგმის მიხედვით არ წავიდა ყველაფერი და ორივე ერთიანად დამნაშავედ ცნეს.. პირველი ეტაპისთვის ეს არის და სასამართლო კიდევ ელოდებათ..
მიხარია როგორც იქნა დასრულდა.. ზუსტად ვიცი კომპანიაში ჩემი ბოლო პროექტია და ნამდვილად წავალ აქედან, ეს აქამდე უნდა გამეკეთებინა..
უფროსმა დამიბარა შეხვედრაზე ალბათ ჩემი განაცხადის განხილვა უნდა.. როცა შევედი უტა დამხვდა..
-მოდი სალი დაჯექი..
-ყველაფერი რიგზეა..?
-ეგ თქვენ ორმა უნდა მითხრათ..
-რას გულისხმობთ..?
-რატომ მიდევს ორი საუკეთესო თანამშრომლის წასვლის განცხადება მაგიდაზე.-უტას გაკვირვებულმა გავხედე..
-ვფიქრობ ჩემი თავი ამ კომპანიაში ამოვწურე, დარწმუნებული ვარ იპოვოთ მეტად შესაფერისს..
-ცოტნეს გამო თუ ამბობთ უარს, მე ის უკვე შვილად არ მიმაჩნია, როგორც ჩანას კარგად ვერ აღმიზრდია ამ ყველაფერზე თუ წასულა..მე..
-თქვენი ბრალი არ არის რაც მოხდა, სხვანაირად არ გამოვა..
-უტა შენ რას იტყვი..?
-დიდი ალბათობით საზღვარგარეთ წავალ, განცხადება ადრე შემოვიტანე კადრის მოძებნა უნდა დაიწყოთ პროექტს დავასრულებთ და შემდგომ წავალ..თ..
-გასაგებია, თუმცა თუ აზრს შეიცვლით რომელიმე, ისე მოვიქცევი ვითომ განცხადებები არც მინახია..
-უღრმესი მადლობა მაგრამ არა მგონია..
-კარგით მაშინ მეტს აღარ მოგაცდენ..-კაბინეტი დავტოვეთ..
-მიდიხარ..
-შენც მიდიხარ..
-რა სახე გაქვს, უკვე გენატრები../.?
-იოცნებე, სანამ შენს მონატრებამდე მივალთ, სამუშაო გვაქვს, იარე ჩემი კაბინეტისკენ სალივან..
-ანუ მივალთ ჩემს მონატრებამდე ხომ..?
-ჩემი საუბრიდან სხვა ვერაფერი გაიგე..?
-ახალი ამბავი გაიგე..? ცოტნეს გამო ადამიანები თავიანთ სახლში ვერ გრძნობდნენ უსაფრხოთ, თავზე გვენგრევაო.. ხელმოწერებმა გაამართლა შემოწმდა და დადასტურდა სიცოხლისთვის სახიფათოა მანდ ცხოვრება, კომპანიას მოუწევს მათთვის ზარალის ანაზღაურება.. ამაში ლილეც დაგვეხმარა..
-რა გვიჭირს კომპანია გავაკოტრეთ და მივდივართ..-გამეცინა..თუმცა სიმართლესთან ახლოა..
. . .
-სალი უტა კიდევ ერთხელ გიხდით ყველაფრისთვის მადლობას თქვენი დაუღალავი შრომის შედეგია დღეს ჩვენი აქ ყოფნა..
-რას ამბობთ..
-იმედია ამ გარემოთი ისიამოვნებთ, მგონი კარგი გამოვა, მართალია დაწყება საკმაოდ ადრიანად გადაწყდა მაგრამ საშუალება გვექნება მეტი დრო გავატაროთ ერთად..
-არ გეთმობათ როგორც ჩანს მაგრამ ბატონო ჯაბა გელოდებიან დიდი ბოდიშის მოხდით..
-კარგი რა გაეწყობა დღევანდელი დღით ვისიამოვნოთ..-ჯაბა წავიდა და შევრჩით ერთმანეთს..
-დრო მალე გავიდა..მაისის შუა რიცხვებია, სადაცაა ზაფხული მოვა..
-გეტყობა ზაფხულის ადამიანი ხარ..
-მოგების ნიშნით ტყუილად ამბობ მაგას.. რა ჯობია ზაფხულს სითბოს, მეგობრებთან ერთად საღამოებს, დასვენებას..
-სიცხეს…
-არა არ გააგრძელო, შენი ნეგატივი სხვისკენ მმართე, შენი ნერვები არ მაქვს.. მოგაშლევინებ.
-დარწმუნებული ხარ..?
-მოდი შევთანხმდეთ, მთელი საღამო არ გამეკარები და დავიშალოთ..
-ვერ შეგპირდები..
-ისე იქცევი თითქოს ჩემს გვერდით ყოფნა შენთვის სასჯელი იყოს ეს გითქვამს კიდეც და მაინც არ მცილდები.. რა ფენომენი ხარ უტა გამაგებინე..
-ის ადამიანი არ ვარ, სასჯელს გაურბოდეს..
-ამდენი ხანი მაინც არ გავჩერდები, შეიძლება საღამომდე წავიდე და მერე სად გამომყვები საინტერესოა..
-მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებ სალივან, არ იცი რა მოხდება..
-რაც არ უნდა იყოს.. როგორმე შენს გვერდით დამატებით დღესაც გადავიტან..
-მაგას ვნახავთ.. - ვიცოდი გარკვეულწილად ყურადღების ცენტრში ვიქნებოდით მაგრამ ასეც არ მეგონა,, დაახლოებით ერთი საათი გავიდა და მე უკვე გაქცევაზე ვფიქრობ ისე ვერავინ შენიშნოს ჩემი წასვლა..
ცარიელი ჭიქა დავაბრუნე და ახლით ჩავანაცვლე.. მგონი უბრალოდ მომიწევს როგორმე ეს დღე გადავატარო, არადა რა ლამაზი კაბა მაცვია..
-აქედან წასვლაზე თუ ფიქრობ გეგმა მაქვს, უნდა ამყვე..-გადმომჩურჩულა, წამიერად ჩემს თავს შევეკითხე რამდენად სასოწარკვეთილი ვიყავი.. გავძლებდი კიდევ რამოდენიმე საათი თუ მოქუფრული შავი ღრუბლის გეგმას მივყოლოდი..
-რა გაქვს მხედველობაში.. -და ასე არსაიდან გადამასხა სასმელი, ვითომ შემთხვევით შემდეგ მთელი მონოლოგი წაიკითხა რამდენად წუხდა და თავისი მოსასხამი კარგით პიჯაკი მომაწოდა.. ვითომდა მოსაწესრიგებლად გავემართე და ისე დავტოვეთ შენობა ვითომ არაფერი..
-სასმლის გადასხმა გინდოდა უბრალოდ და ეს მოიფიქრე..
-არა ვაღიარებ რაღაც სასიამოვნო ნამდვილად იყო მაგრამ მხოლოდ ეგ არ მქონია მხედველობაში..
-კარგი წავედით სახლამდე მიმიყვანე და აღარ გნახავ, რა მაგარია არა..?
-ნუ ჩქარობ სახლში არ მიმყავხარ..
-აბა მიტაცებ..?
-ჭკუიდან კი არ გადავსულვარ, გთავაზობ წამომყვე..
-სად..
-მაგას სანამ არ მივალთ არ გეტყვი..
-რატომ უნდა წამოვიდე თუ არ ვიცი სად მიგყავარ..
-დაფიქრდი იქნებ კარგ დროს ატარებ..
-შენთან ერთად, გამორიცხულია..
-ანუ სახლში გინდა..
-დამაინტრიგე და გგონია ახლა სახლში წავალ..? მიდი წავიდეთ თუ რამე გამოვიქცევი..
-ამ კაბით და ქუსლიანებით..?
-ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ტყუილად გეპარება..- არა სულ გადავირიე, სად მივყვები ესე მშვიდად, მის გვერდით წამოსკუპებული.. ისე მშვიდად მართავს მანქანას ვითომ არაფერი ხდება..
როგორც იქნა მანქანა გაჩერდა თვალებს ვაცეცებ და მაინც ვერ ვხვდები სად ვართ, გადმოვედით მივყვები და..
-აქ რა მინდა უტა, მეხუმრები ხომ..? ჩოგბურთის კორტზე იმიტომ მომიყვანე, იცი დიდად გულზე არ მეხატება..? არა რატომ ვიფიქრე გამოყოლა კარგი იდეა იყო..
-ჩვენ ახლა უნდა ვითამაშოთ..
-სულ გადაირიე..? რა ფორმაში ვარ წამოსული ვერ ხედავ..? საერთოდაც ერთად წამოვედით მე თამაში არ ვიცი და უკან ვბრუნდებით სახლში მინდა..
-ესე მარტივად ნებდები..?
-სათამაშო ფორმაში არ ვარ..თან არ მინდა..
-წამოდი წამოდი..მოგეწონება..
-რაღაც არა მგონია..
-მოდი ასე შევთანხმდეთ, შენ სცადე ნახევარ საათში თუ იგივე აზრზე იქნები სახლში წაგიყვან პირდაპირ სიურპრიზების გარეშე..
-და საერთოდ შეგვიშვებენ რომც დაგთანხმდე..? დაჯავშნა არ არის საჭირო ესე ხომ არ დაადგები თავზე და..
-სალივან მოგვარებულია შენ მაგაზე ფიქრი არ გჭირდება.. შევთანხმდით..?
-მხოლოდ ნახევარი საათი..-როგორც ჩანს საჭირო ნივთები მანქანაში ჰქონია შენახული.. შესასვლელში გვარი უთხრა და მიბრძანდითო უპასუხეს..
-როგორი სირცხვილია..
-ასე ძალინ გადარდებს შენზე რას იტყვიან..?
-შემომხედე უტა, არა შემომხედე ქორწილში ხელისმომკიდესაც არ აცვია ისე როგორც მე ახლა..
-ყველა თავისთვის თამაშობს და შენ დიდად არ აინტერესებ, ბევრი ხალხი არცაა..თან შევთანხმდით..
-ნუ ღელავ შეთანხმებას არ დავარღვევ.. ახლა კი მითხარი როგორ გავაკეთო..-ჩოგანი აქეთ-იქით მოვიქნიე..
-მასე ნამდვილად არა, მოდი-მომიახლოვდა-ხომ გიჭირავს მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ, ასე უნდა დაიჭირო..
-დარწმუნებული ხარ რაღაც ისე არ არის..
-სწორად უნდა დაიჭირო ჩოგანი-კიდევ მომიახლოვდა -შეიძლება..?
-რაზე ამბობ..?- ნებართვა აიღო იმასთან დაკავშირებით, შეიძლებოდა თუ არა შემხებოდა იმისთვის რომ ეჩვენებინა როგორ უნდა მჭეროდა ჩოგანი სწორად, თავი დავუქნიე.. ჩემს წინ დგას, მეუნება ასე კარგიაო ჩემს გვერდით ინაცვლებს და კიდევ ასწორებს ახლა უკვე ჩემს დგომას..
-ახლა კი ვცადოთ..-ხელი არ გაუშვია მასთან ერთად ვისროლე..
-რა მაგარია, ახლა ჩემით..-ამაზე საშინლად მომენდომებინა ვერ გავაკეთებდი, წეღან უტასთან ერთად როცა გავაკეთე ზედმეტადაც კი მემარტივა..
-კარგი მასეთი სახე ნუ გაქვს, კიდევ სცადე ამჯერად ეცადე დაბლიდან..-რამოდენიმე წარუმატებლობის შემდეგ რაღაც გამომივიდა ასე რომ თავის პოზიციაზე გავუშვი დიდისამბით..-აბა რას იტყვი ცუდი არ არის არაა..
-ცუდი არაა მაგრამ იმას ვერ ვხდები თავი რატომ შეიწუხე..
-სპონტანური გადაწყვეტილება იყო..
-შენ და სპონტანურობაა..?
-რადგან შენთან ერთად ვმუშაობდი ბოლო პერიოდი განსაკუთრებით, არ ნიშნავს მიცნობ..
-იცი რაა.. ჯერ-ჯერობით მოხარშულს გიცნობ მაგრამ არა შემწვარს.. შეიძლება შენი ღრმა საიდუმლოებები არ ვიცი თუმცა ასე თუ ისე წარმოდგენა მაქვს შენზე..-საშინლად გამომდის, მის მიერ ნასროლს თითქმის ვერ ვერ ვიღებ და თუ ავიღე ეგ ბურთი სადღაც მიფრინავს მაგრამ არ ვიმჩნევ და ნაწილობრივ ყვირილით დიალოგს ვაგრძელებ..
-ჯერ-ჯერობით..?
-მართალი ხარ სადამდეც გიცნობ სრულიად საკმარისია, თან ხომ მიდიხარ..
-მივდივარ..
-საერთოდ ისიც არ მესმის იქ აწყობილი სამსახური..ცხოვრება რატომ დატოვე,.
-შენც ასევე მოიქეცი..
-ჩვენი სიტუაციები განსხვავდება..
-შესაძლოა..
-კარგი მაგას მნიშვნელობა არ აქვს, იქ ბრუნდები..
-შენ რას აპირებ..
-არ ვიცი, არ გადამიწყვეტია..-კიდევ ვაპირებდი რაღაცის თქმას, უტამ სერიოზული ჩაწოდება განახორციელა, ამ დროს კი არ ვიცი როგორ რას დავაბრალო მაგრამ აღება მოვახერხე.. ეტყობა იმდენად გაუკვირდა თავად აღება არც კი უცდია საპასუხოდ. ქუსლიანები გავიხადე და მისკენ გავიქეცი..შორიდანვე დავიწყე ყვირილი..-დაინახეე მითხარი რომ დაინახე..
-დავინახე დავინ..-ამ მოზღვავებული სიხარულის ბრალია, რატომაც ჩავეხუტე.. მოვრბოდი და ალბათ ამის გამო წამიერად შეტორტმანდა.. თავადაც მომხვია ხელები.
-არ მჯერაა გამომივიდა, თავი პროფესიონალი მოთამაშე მგონია..-გაეცინა..
-პოტენციალი ნამდვილად გაქვს, შეგიძლია იფიქრო პროფესიის შეცვლაზე..-გამეცინა და საათს მოვკარი თვალი.. რა დროს გასულა, ორ საათზე მეტი.. ნელ-ნელა მოვშორდი-წასვლის დროა..?
-ქუსლიანებს მოვიტან და წავიდეთ..
-მოიცადე მოვიტან..- მომიტანა, ჩაიმუხლა და წინ დამილაგა.. ხელით მხარზე მანიშნა, მეც დავეყრდენი და ისე მოვირგე..-წავედით..
-დღის არც თუ ისე ცუდი გაგრძელება იყო..
-გამოდის შეგაცვლევინე აზრი ჩოგბურთზე..?
-შეიძლება, რა გითხრა…-როგორც კი ჩემს სახლთან გავჩერდით, სასწრაფოდ მოვიხსენი ღვედი და გადმოვედი..- მადლობა, მშვიდობიან მგზავრობას გისურვებ..
. . .
ბავშვობიდან ჩემს თავს ბედნიერების საზღვრებს ვუწესებდი, მაგალითად რაღაც კონკრეტულ მიზანს სანამ არ მივაღწევდი არ ვთვლიდი თავს ბედნიერად.. ეს იყო დიდი შეცდომა და გავიაზრე რამდენადაც მნიშვნელოვანია ჩვენი დიდი მიზნები ცხოვრებაში, იმდენად მნიშვნელოვანია ისინი არ იყვნენ განმსაზღვრელი ჩვენი შინაგანი ბედნიერების.. ამიტომაც რაღაცის ამბიცია ხედვა ყოველთვის მქონდა მაგრამ ამას არ ვაძლევდი საშუალებას ყოველდღიურობით არ დავმტკბარიყავი.. არ იყო მარტივი და არც ახლაა, ჩემს თავს ვახსენებ რომ მიზნები კარგია, ბრძოლა კარგია მაგრამ მე ვწყვეტ ვიქნები თუ არა ბედნიერი..
მას შემდეგ რაც ამ ტალღებმა გადაიარა და შედარებით ჩაწყნარდა სიტუაცია, ამ დინებას მეც მივყევი და სამსახურის ძებნა არ დამიწყია, დროებით ლონდონში დაბრუნებაზე ფიქრიც გადავდე.. ჩემებთან მივდივარ ხშირად, ძველ მეგობრებს ვნახულობ.. ლილესთან დავახლოვდი..
ყველაფერი ნორმალურად მიდის..
ის მგონი წავიდა ჩემს დას და ძვირფას სიძეს გამოვუცხადე, მასზე აღარაფერი ეთქვათ არანაირი სიახლე თითქოს არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში.. რატომ განვიცდი გაურკვეველია, ალბათ რაღაცას როცა ეჩვევი, რამდენადაც მოგწონს თუ არა, როცა ქრება დანაკლისის განცდა მაინც გაქვს..
ბოლო დღე მახსენდება განსაკუთრებით, მაშინ ისეთ გაწამაწიაში ვიყავი დამაგვიანდა, ეს არავისთვის არ ყო გასაკვირი მაგრამ ჩემმა შესვლამ იმაზე დიდი ყურადღება მიიქცია ვიდრე ვისურვებდი, იმ მომენტში მგონი სიარულიც დამავიწყდა.. მახსოვს გარშემო მიმოვიხედე და სანამ კიბეებზე ჩავიდოდი უტას მოვკარი თვალი, უკვე მიყურებდა, ჩემი მზერის მიუხედავად თვალი არ მოუცილებია..დამცინოდა ხუმრობდა, სხვებს ვესაუბრებოდით თუ რაც არ უნდა ყოფილიყო ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს იმ წამიდან რაც მისი თვალსაწიერზე გამოვჩნდი მზერა კი არა ყურადღება სხვა რამისკენ არ გადაუტანია.. არ შემიმჩნევია, შემდეგ ჩოგბურთის სათამაშოდ წამიყვანა და ძალიან უცნაური დღე იყო.. არ ვიცი, ზედმეტად კარგად იქცეოდა, მის გამომშვიდობებას დავაბრალე და გავატარე, უბრალოდ ჩემს თავს იმ ჩახუტებას ვერ ვპატიობ, მეც არ ვიცი რა დამემართა..
ის წავიდა მაგრამ მისი შავი ღრუბელი თავს ზემოთ მაინც დამტრიალებს, ამიტომაც ახლაც ვცდილობ გავფანტო.. ყავას ჭიქაში ვასხამ და იმდენად არომატულია მეღიმება, სულ მალე დავაგემოვნებ..თან უნდა მოვასწრო, ძალიან ცხელი თუ არ არის ვერ დავლევ..
ყველაფრისდა მიუხედავად ვინარჩუნებ კარგ განწყობას, ამდენი ხნის შემდეგ იატრაში უნდა წავიდე, მთელი ფიქრები იქით მაქვს მიმართული
ჩავრთე ნაცნობი მელოდია “Oliver Nelson Septet - Stolen Moments”
ყოველთვის როცა ამ სიმღერას ვრთავ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ამ მელოდიაში ვიკარგები..აღარაფერი მესმის ჩემი თავისაც კი.. მაგრამ ვფიქრობ ხანდახან კარგია საკუთარი თავისგანაც დავისვენოთ.. თუნდაც 5 წუთით..
დრო მალე გადის ვემზადები, ტელეფონის გამაყრუებელი ხმა არ მასვენებს მაგრამ სამწუხარო ისაა ძლივს მივაგენი..
-ლილეე გისმენ..გამოვდივარ და გამოგივლი შენ თუ ხარ მზად.. კარგი მიდი მიდი..-სახლს ვტოვებ, კიდევ ერთხელ ვიხსენებ რამე ხომ არ მავიწყდება და გასაღებსღა ვატრიალებ..
ლილის მივაკითხე და იატრასკენ გავემართეთ..
თავიდან ხომ ადგილები, რომლებიც საყვარელ ადამიანს გახსენებს სათოფეზე არ ეკარები, არ გინდა გახსოვდეს გეტკინოს მაგრამ როცა დრო გადის და გენატრება, ამ ადგილებში მისი დარჩენილი ნაწილები აღარ გყოფნის..
მე და ლილე ნატას კიდევ ერთხელ ვიხსენებთ..ვიცინით და შენობაშიც შევდივართ.. ასე თუ ისე ხალხი ირევა..
უალკოჰოლო კოქტეილს ვუკვეთავ, რატომღაც არ ვარ მცირედის ხასიათზეც კი.. სასმელი მალევე მოაქვთ, მადლობას ვუხდით და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით საუბარს ვაგრძელებთ..
-თითქოს კარგ დროს ვატარებთ, არაფერი ხდება და მაინც სევდიანი თვალები გაქვს სალი.. მოხდა რამე..?
-საიდან მოიტანე, რა უნდა მომხდარიყო.. არაფერია გეჩვენება..
-როგორც იტყვი მაგრამ თუ რამეა შენს გვერდით მიგულე..
-მადლობელი ვარ, თუმცა არაფერია.. ისე თუ მზერებზე ვსაუბრობდით შენ თვალები გიციმციმებს და კითხვა უნდა შემოგიტრიალო.. რამე ხომ არ ხდება..
-ვნახოთ, ჯერ გარკვეული არაფერია..
-მოსასმენად მეც ასევე, ყოველთვის მზად ვარ..
-თუ გამოვა აუცილებლად, ნაადრევად არ მიყვარს საუბარი..
-შენ იყავი კარგად..-საღამო გრძელდება, ნაცნობებს ვესალმები, საუბარს ვაგრძელებთ.. ლილის თუ ასე გავუგებდი არ მეგონა, ჩემზე და ნატაზე უარესია კარგი კუთხით.. ნეტავ სამივეს ერთად შეგვძლებოდა მეგობრობა მაგრამ ამაზე ფიქრი აღარ მინდა..
ლილის მესიჯი მოსდის, ისეთი სახით ამომხედა დაახლოებით ვხვდები რა ხდება..
-წასავლელი ხომ არ ხარ..?
-რას ამბობ მარტო ხომ არ დაგტ..შენ საიდან იცი..
-გეტყობა..
-ასე ძალიან..? დაივიწყე მე უბრალოდ..
-ლილიი კარგი რაა, მე არ მოვიწყენ ხომ იცი ის უფრო მეწყინება თუ დარჩები.. გულით გეუბნები, ისედაც კარგი და საკმარისი დრო გვატარეთ, წადი..
-ესე ვერ დაგტოვებ, არ შემიძლია..
-არ მტოვებ, მე უბრალოდ არა ვამბობ თუ არ ვგულისხმობ.. ცუდადაც არ გამოგდის, მე არ ვიღებ ცუდად.. წადი მართლა ოღონდ მომიყევი მერე..-ძლივს დავიყოლიე წასულიყო, საერთოდ არ მიმაქვს გულთან ასეთი რაღაცები.. შეყვარებულობის პირველ ეტაპზე განსაკუთრებით ასე სულ ერთმანეთის ნახვა უნდათ ზოგადა და იყვნენ ერთად.. ყოველთვის თუ გადადო ადამიანმა შენთან დროის გატრება არა თუმცა ხანდახან და ამ დროს არაფერი შავდება..
სასმლისთვის მიმტანს აღარ ველოდები, ცარიელი ჭიქა მიმაქვს და ახალი უნდა წამომეღო იქვე ბართან გადავწყვიტე დარჩენა..
ვტრიალდები, გარშემო ვიხედები ჯერ მუსიკოსებს, ვუყურებ შემდეგ ისევ გარშემო და მზერა იქ ჩერდება სადაც ცოტახნისწინ ვიჯექი.. ჩემს თავს ვეუბნები ხომ არ მეჩვენება მეთქი..არა ჩემს წინ, შორიახლოს, ჩემს ადგილას უტა ზის.. მზერას არ მაცილებს, მე კი ისე ვიბნევი ვტრიალდები.. თუ არ გავიხედები ნეტა თუ გაქრება.. გული ისე მიჩქარდება ხელით მიჭირავს და არ ვიცი რამდენი ხანი შევძლებ შეკავებას.. რატომ იმოქმედა მისმა მოულოდნელმა დანახვამ ასე.. არც ძალიან დიდი ხანია არ მინახავს, არც ძალიან ცოტა.. კარგი რა მნიშვნელობა აქვს, რა მემართება..?
ვგრძნობ მიახლოვდება და სანამ მოვა სიმშვიდე მინდა შევინარჩუნო..
-არ მეგონა ასე თუ დაგაფრთხობდა ჩემი ხილვა..
-კარგ დროს ვატარებდი და უცებ შენ დაგინახე, შემეცვალა განწყობა.. გაგიკვირდა..?
-ისევ ისე ძლიერი ემოციებით ხარ დატვირთული ჩემს მიმართ..მოხარული ვარ..
-უკაცრავად..
-ხომ არ მოგწონვარ, ვერ მიტან..
-მერე რა გიხარია..
-ჩემს მიმართ რაღაცას რომ გრძნობ..
-ბევრი დალიე თუ რას ბოდავ უტა..-ჩაეღიმა, ვერ ვხვდები ჩემი ნათქვამი მის ყურთასმენამდე სხვანაირად მიდის..?-ასე მალე რატომ დაბრუნდი..
-რეალურად არც წავსულვარ..
-მთელი ეს დრო..
-აქ ვიყავი..
-მგონი ჩემი წასვლის დროა, ვერ გეტყვი შენი ნახვა გამიხარდათქო.. რადგან გადაგაწყდი რას ვიზამთ.. ნახვამდის უტა..-თითქოს ვერ გაიაზრა რა ვუთხარი, მე სწრაფი ნაბიჯებით გავემართე გასასვლელისკენ, წასვლას ვაპირებდი მაგრამ რატომღაც ზევით ასვლა გადავწყვიტე..ეს ხედი და ცივი ჰაერი ნამდვილად მჭირდება.. არა რა მემართება, ყოველდღე ვნახულობდი ესეთი ელეთმელეთი არ დამმართნია.. გაგიჟდები ადამიანი..
მოულოდნელად კარების ფაქტობრივად შემოგლეჯის ხმამ მაიძულა უკან გამეხედა, რამოდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და გაჩერდა..გადაიხედა და თითქოს პანიკამ მოიცვა..
-აქ..აქ რატომ..
-უტა კარგად ხარ..?
-ცუდად ყოფნის რა შემატყე..
-მაშინ დარჩენილი ნაბიჯებიც გადმოდგი..
-აქაც კარგად ვარ..მიპასუხე რატომ გამოიქეცი..
-არ გამოვქცეულვარ, წამოსვლის დრო იყო უკვე..
-თუ ჩემგან..ჩემგან გაქცევის..
-უტა..შენ რა სიმაღლის გეშინია..? როგორც ჩანს გვარს ვერ ამართლებ უშიშარაისძევ..
-”ამ ქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე, არც თუ ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას.”-დიდოსტატის მარჯვენიდან ციტატას არ ველოდი.. მისი კრიპტონიტის აღმოჩენის შემდეგ გავთამამდი და მივუახლოვდი..
-”შიშის დაძლევა და ტკივილის მოთმენაა სწორედ ვაჟკაცობა, თორემ, არაფრის შიში თუ არა გაქვს და არავითარი გრძნობა არ გაგაჩნია, არც ადამიანი ყოფილხარ და, აქედან გამომდინარე, არავისთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, გულადი იქნები თუ მხდალი”. - ოთარ ჭილაძე
-ნამდვილად..?
-აქამდე უნდა შემემჩნია..
-ჩემმა სიმაღლის შიშმა ასე თუ გაგახალისა გეტყოდი აქამდე..-ერთი ნაბიჯი უკან გადადგა თუ არა მექანიკურად ხელი ხელს შევახე..ჩავჭიდე-მოიცადე ყურადღებას თუ გადაიტან გაჩერებას შეძლებ..
-ასე მარტივად არაა სალი..
-დივანს ხედავ..? წამოდი ჩამოვსხდეთ..-დავინახე რამდენად არ უნდოდა ნაბიჯების წინ გადადგმა მაგრამ მეტად ჩამჭიდა ხელი და გამომყვა..დავსხედით..
-ხვდები რამდენად რთული იქნება უკან დაბრუნება..?
-ჯერ მაგაზე ფიქრი ადრე ხომ არ არის..
-ჯერ ჩემგან გარბოდი და ახლა მე არ მაძლევ იგივეს გაკეთების საშუალებას..
-მე შენგან გავრბოდი შენ შენი შიშისგან გარბიხარ, ერთი და იგივე არ არის..
-ანუ აღიარებ, ჩემგან გარბოდი..
-ეგ აღიარება რას შეცვლის..
-შეცვლის..-მიეყრდნო და თავი ჩემსკენ გადმოხარა..მეც მივეყრდენი ოღონდ მისთვის არ შემიხედავს..-სალივან ჩემგან რატომ გარბოდი..?
-აღარც მეგონა თუ კიდევ გნახავდი.. სიმართლე თუ გინდა წარმოდენა არ მაქვს.. რა გასაკვირია თუ შენი ნახვა აღარ მინდა..
-შეიძლება ადრე არ გინდოდა და მიზეზიც გქონდა მაგრამ ახლაც იგივეს ფიქრობ..?
-აზრი შენზე არ შემიცვლია..
-საერთოდ არ შეგიცვლია..?
-საერთოდ..
-არადა გადაგკრავს მონატრების ფერი..
-..სისულელეების გარეშე უტა..
-პაუზა ბევრ რამეზე მეტყველებს სალივან..
-ისეთ რაღაცებს ნუ მიანიჭებ მნიშვნელობას, რასაც მართლა არ აქვს ფასი..
-თავის დაცვის რეჟიმი გაქვს გააქტიურებული, მე კი აქ ამისთვის არ ვარ..
-აბა რისთვის ხარ..რატომ არ წახვედი და აქ ესე მოწმენდილ ცაზე რატომ გამომეცხადე..
-ვაპირებდი მართლა..აეროპორტიდან მოვბრუნდი.. არ ვიცი გამახსენდა რის გამო წამოვედი, აღარ მინდოდა ძველთან მიბრუნება.. სიცარიელესთან.. არიან ადამიანები რომლებისგანაც ასე შორს ყოფნა არ მინდა.. საკმარისი დრო დავკარგე..
-მარტივი არაა საყვარელი ადამიანები ამდენ ხანს არ ნახო.. ვერ დაგადანაშაუალებ..
-ზედმეტად წყნარი საღამოა, ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში..
-სიმღერების ხმა მაინც აღწევს აქამდე, თუმცა ვხვდები რასაც გულისხმობ/.. ახლა კი მართლა უნდა წავიდე..
-სად გეჩქარება, ჯერ წესიერად არც გვიკამათია..
-ახლა ნამდვილად არ მაქვს თავი, სხვა დროს იყოს..
-გამოდის სხვა დრო იქნება..?
-ჩვენი ერთად მუშაობის ნოსტალგია გაქვს თუ რა გჭირს შენ..
-შეიძლება, უცნაურია არაა ერთი სული მქონდა ჩვენი გზები გაყოფილიყო, ნერვები აღარ შემირჩინე და მაინც..
-მაინც რა.. არა უტა არ მითხრა, ჩემს მიმართ სიძულვილის გარდა რაიმეს განიცდი..
-ეს ყველაფერი ზედმეტად ჩახლართულია..
-მაშინებ უკვე.. არ გეტყობა ხუმრობდე..
-შენს მიმართ შესაძლო გრძნობების არსებობის საშიშროების წინაშე მე ვარ და შენ გეშინია..? ხვდები ეს ყველაფერი რამდენად პათეტიკურია..? ვიცი მაღიზიანებს შენთან ერთ სივრცეში არსებობა.. ანდაც მაღიზიანებდა და შემდეგ არსაიდან მესიზმრები, შენთან ყოფნისას გული მიჩქარდება, ჩემს თავს ვიჭერ შენზე ფიქრებში..
-კარგი რამოდენიმე შეკითხვა მაქვს.. გული მართლა გაქვს..? მეგონა რაიმე მექანიზმით ახერხებდი არსებობას..
-სალივან..-გამეცინა ალბათ ეს უფრო ნერვიულობისგან, ვინ არის ახლა შეშინებული..
-ხვდები რამდენად წარმოუდგენელია მე და შენი მოხსენიება როგორც..ერთად..? ცა და დედამიწასავით განვსხვავდებით, ერთმანეთის ყველაფერი გვაღიზიანებს..
-არ მითქვამს რომ შენთან ერთად ყოფნა მინდა..
-კარგი ახლა უკვე ვეღარ გავიგე რა ჯანდაბა გინდა უტა.. მეუბნები მოგწონვარ თუ რაღაც მასეთი, შემდეგ ამბობ ჩემს გვერდით ყოფნა არ გინდა// აბა რას აკეთებ..? თუ ჩემს გვერდით ყოფნა არ გინდა მთელი საღამო რაც აქ ვართ ხელი რატომ არ გაგიშვია..? იმ ადამიანს ხელს არ ჩასჭიდებ.. ასე არა ვისთან ერთადაც ყოფნა არ გინდა..-ჩვენი ჩაჭიდებული ხელები მაღლა წამოვწიე რათა დაენახა.. აი ახლა მაინც ნუ მეფერები.. რა გაცინებს..
-შენი რეაქციაზე, იმასთან დაკავშირებით, ვითომდა შენთან ყოფნა არ მინდა, მოხარული ვარ ამან თუ გაგაღიზიანა..
-ნორმალური თუ ხარ..? გადამრევ..ჭკუიდან გადამიყვან.. არა სადამდე დავეშვი, უბრალოდ უნდა წავსულიყავი და აქაც კი არ უნდა ამოვსულიყავი..
-მაინც გადაგეყრებოდი სადმე, შენ მაგაზე არ იდარდო..
-ასე მშვიდად რატომ ხარ, არ გინდა მითხრა..? წარბი არ შეგიხრია.. მორჩა მე მივდივარ..
-გგონია მარტო გასვლას მოვახერხებ..? ამ დივნამდე შენ მომიყვანე და შენვე უნდა გამიყვანო უკან..
-კიდევ რა გინდა ერთი..
-პაემანზე რომ დაგპატიჟო და დამთანხმდე..
-შემოთავაზებასაც გაჩნია იცი..? იქნებ ისე გაიჟღეროს დაგთანხმდე კიდეც.. მიდი გისმენ..-ხუმრობით გადავულაპარაკე, მას კი ჩაეღიმა და გამომხედა, მე კი წამიერად ამ მზერამ მიმახვედრა.. ის არ ხუმრობს..
. . .
კიბეებს ნელა დავუყევი, ვიცი როცა გავალ ის დამხვდება და იმდენი განცდა ირევა ერთმანეთში ვერ გაარჩევ კონკრეტულს..
ნუთუ ამას მართლა დავთანხმდი, მეცინება თან პანიკა მიპყრობს.. ნერვიულობისგან ხელები მიკანკალებს..
შენობა დავტოვე, ორი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული შემეგება..
-ოჰ მშვენიერზე უმშვენიერესი..
-შენც გამარჯობა..
-ზედმეტად თვალის მომჭრელი ხარ, ასე არ შეიძლება.
-თვალისმომჭრელი სერიოზულად?..შენგან რაც კომპლიემენტი არ მიმიღია ერთიანად უნდა დახარჯო..?
-რაც არ უნდა იყოს მომნუსხველი ხარ..
-ნუ სულელობ წასვლის დროა..-დანიშნულების ადგილას მალევე მივედით..-თიხასთან მას შემდეგ არ მქონია შეხება, ბავშობაში ეზოში ტორტებს და ათას სისულელეს როცა “ვაცხობდით”..
-ეგ მაინც გამოგდიოდა..
-უკაცრავად..
-სამზარეულოში შესაშვები არ ხარ სალივან, მარტო მითუმეტეს..
-მიწისგან თიხისგან და ცოტა ვარდებისაგან შესანიშნავ ტორტებს ვაცხობდი..შემეშვი..
-კარგი მჯერა მაგრამ აქ ტორტის გაკეთებას ნუ დაიწყებ..
-თავხედო..-შევედით ჩვენს გარდა რამოდენიმე კიდევ იმყოფებოდა ყველა ისხდა, ჩვენი და ერთი ქალის გარდა, სავარაუდოდა ეს უძღვება ყველაფერს..
-მოგესალმებით, ზუსტ დროს მოხვედით გთხოვთ დაბრძანდით.. მოკლედ მეგობრებო დარწმუნებული ვარ ამ საღამოს კარგ დროს გაატარებთ და თქვენთვის საინტერესო გამოცდილება იქნება.. საკუთარი ხელით შექმნით თეფშს, რომელსაც თქვენი სურვილისამებრ გააფორმებთ, ძირითადად ვიყენებთ ყვავილების ანაბეჭდს.. მოკლედ ყველაფერს გაჩვენებთ რათა გაგიადვილდეთ..-მისგან რას არ ველოდი და აქ თუ დამპატიჟებდა ნამდვილად არა, მე მიყვარს ასეთი რაღაცები სულ მინდოდა მსგავსი რამ გამეკეთებინა მაგრამ უტასთან ერთად ვერ წარმომიდგენია..
დავსხედით გვერდი-გვერდ.. თიხასთან მუშაობას როგორც კი მოვრჩით, სიხარულით გადავხედე მაგიდაზე დაწყობილ გაფორმებებს და უკვე გეგმაც შევიმუშავე..
-თითოეული ყვავილის გამოყენებას აპირებ რაც კი ხელთ მოგხვდება..?
-რა უჭირს მერე, მრავალფეროვნებისთვის.. გთხოვ აქაც სიზუსტეს ნუ იცავ და თეფში თითქმის ცარიელი ნუ გაქვს..
-რაღა დავამატო კარგი რაა..’
-ნუ მებუზღუნები მეტს მოველი, სიცოცხლე შესძინე, ისე მაინც არ მოიქცე სხვა როცა შეხედავს ტირილი დაიწყოს..
-ტირილი, სერიოზულად..?
-აბა შენი მოსაწყენი თეფშისგან სხვა რამეს მოელი..
-ბოლოში ვნახავთ ვისი იქნება მოსაწყენი..
-კიბატონო, უკვე დამარცხებულო..-გაფერადებაზე გადავედით..ყველა თავის სტიქიაშია, ერთმანეთს ეჩურჩულებიან..-გახსოვს ხომ ჩემი პროფესია..
-ტყუილად ცდილობ ყურადღება გამიფანტო..
-რას მაბრალებ, ვსაუბრობთ აბა გავჩუმდე..?- გაბრაზებულმა ავხედე..
-ჩემს გვერდით ზიხარ, თან ასე მესაუბრები, ორივე ვარიანტში საკმარისად მაქვს გონება გაფანტული და მიმატებ იცი..
-ჩემს გვერიდით როცა ზიხარ გონება გეფანტება..? ამდენი ხანი ჩემთან ერთად როგორ იმუშავე საინტერესოა…
-ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი პერიოდი გულზე არ მეხატებოდი, შემდეგ სიტუაცია გართულდა..-კიდევ რისი გაკეთება შემიძლია მისი ყურადღების გადასატანად..იფიქრე სალი იფიქრე.. სულ ოდნავ მივიწიე მის გვერდით, ოღონდ მანამდე მხარზე ხელი დავადე ვითომ დასაყრდნობად..
-შეხედე მგონი კარგი გამოდის, თან ამბობდი გადატვირთულიაო..-ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია დამაცადე..
-მეგონა მინიმალიზმი უფრო მოგწონდა..
-როდესაც სხვისი სახლის დეკორაციაზე ვზრუნავ მომწონს კიდეც, მაგრამ ჩემი სახლი მთლად მასეთი არ იქნება..
-რომელი შენი სახლი..
-მომავალში დიდი სახლი უნდა მქონდეს, ალბათ როგორც შენი მაგრამ ისეთი დეკორაციით ნამდვილად არა როგორც შენ გაქვს.. მოკლედ ორ უკიდურესობაში არ გადავვარდები..
-ჩემს სახლს რას ერჩი..
-სერიოზულად გინდა ამაზე საუბარი.. ყველაფერს ვერჩი.. მუქი ტონები, ყველაფერი ისეა მოწყობილი თითქოს გასაყიდად იყოს გამზადებული და შიგნით არავინ ცხოვრობსო.. სახლს თუ ადამიანის ხელი არ ეტყობა, მისი თავისებურებებით.. არ ვიცი.. ხომ უნდა გქონდეს შენეულობის განცდა..
-რა იცი არ მაქვს..
-ნამყოფი ვარ დაგავიწყდა..? შენც დაგინახე როგორი ხარ შენს სახლში..
-დაასრულეთ მეგობრებო..? მშვენიერი ახლა შესაბამის ტემპერატურაზე როგორც ხედავთ აი იქ.. წავიღებთ და როცა მზად იქნება შეგიძლიათ სახლში წაიღოთ.. ასევე შეგიძლიათ დააკვირდეთ კიდეც..-ჩვენი ჯერ არშემდგარი თეფშები ამ ქალბატონს გადავულოცეთ და დაიწყო ლოდინის რეჟიმი, ოთახში მიმოვიფანტეთ..
-სალივან უნდა დაკონკრეტდე ასე არ გამოვა..
-კარგი, აი მაგალითად თეფში რომელიც შენი ხელით გამოძერწე მოხატე, იცი როგორი ზედმეტი იქნება შენს სახლში..? ყველაფერი იმდენად მილიმეტრულ დონეზეა გაზომილი..გაწერილი.. თუმცა მე არაფერი მესაქმება, შენი სახლია, შენ წყვეტ ფერებს დეკორს.. ამიტომაცაა ინდივიდუალური, ამიტომ სჭირდება ამდენი დრო სახლის დიზაინს.. მარტივია არაა იპოვო შენეული რაც გაგრძნობინებს თავს სახლში.. - როგორც ყველაფერი თმებიც იდეალურად აქვს, მაგრამ მე მაინც “ვუსწორებ” მანაც მშვენივრად იცის შესასწორებელი არაფერი აქვს, მაინც არაფერი მეუბნება.. რეალურად კი არ ვუსწორებ ვურევ, როგორც დანარჩენ ყველაფერს მის გარშემო..
-გამოდის შენს თვალში მე და ჩემი სახლი არ შევეფერებით..-გაეცინა..
-ზედაპირულად შეიძლება მაგრამ არა მგონია რეალურად მასეთი იყო..-დროის დანარჩენი ნაწილი მალე გავიდა.. მანამდე მოვწესრიგდით და ჩვენი თეფშებიც გადმოგვილოცეს.. მადლობა გადავუხადეთ და წამოვედით..
-სალივან მოდი ჩვენი თეფშები გავცვალოთ..
-მანახე შენი თეფში დასრულებული არ მინახავს.. - კი გადავხედავდი ხოლმე, თუმცა როგორ ვერ აღვიქვი მის თეფშზე არსებული მზესუმზირები..
-და გამოჩნდა კიდეც ვის გაეფანტა რეალურად ყურადღება..
-ასეც არ იყო..- რაც დაეტია და როგორც დაეტია გამაკვირვა, ძალიან ლამაზია.. -ჩემი აიღე გაცვლას ვთანხმდები..
-გამდის მოგეწონა..
-შეიძლება..- სახლამდე მიმიყვანა.. გადმოვედით დავემშვიდობე, ის ჩაჯდა ფანჯარას ჩაუწია.. სხვა შემთხვევაში ალბათ თვალს არ მომაცილებდა, მზერა გაეფანტა..ბარათი აიღო, რომელიც ცოტახნისწინ იქვე მე დავტოვე..მადლობა გადავუხადე და ვუთხარი მზესუმზირები ძალიან მომეწონა.. ჩაეღიმა და სანამ გამოიხედებოდა ავორთქლდი..
. . .
-ჩვენ ამ ყველაფერს ახლა უნდა ვიგებდეთ..? -ერთი მხრიდან დარიამ გამომხედა მეორე მხრიდან ლილიმ..
-ისეთი არაფერი მომხდარა აბუქებთ იცი..? მოყოლას ნუ მანანებინებთ..
-აქეთ ჩვენ გამოგვიყვანა დამნაშავეები.. ამას დამიხედეთ.. დაჯექ დაჯექი მაგ უზარმაზარი ყავის ჭიქით რომ დაბრძანდებით აქეთ-იქით..
-თვით უტა უშიშარაისძესთან ყოფილხარ პაემანზე, ადამიანთან ერთად რომელსაც ვერ იტან..დი.. სამსახურიც აღარ გიხაროდა მის გამო, რამდენჯერ გვილაპარაკია არა როგორ გეკადრებათ, არფერი ხდებაო და აჰაა შეხვედრები პაემნები..
-ადამიანო ერთი პაემანი არ ნიშნავს, მორჩა ყველაფერი გადაწყვეტილია..
-სანთელივით იღვრები სალი, ეგ ჯერ თუ არ შეგიმჩნევია..
-აბუქებთ სერიოზულად.. ჭიანჭველას სპილოდ ნუ გადამიქცევთ..
-თავიდან ნამდვილად იყო ჭიანჭველა, იმდენად არ გინდოდა დანახვა ახლა ოთახში სპილოსაც ვერ ამჩნევ..-ჩემმა დამ კმაყოფილმა გამომხედა..
-შეიძლება საუბარი სხვა თემაზე გადავიტანოთ, უკვე დამღალეთ..
-სხვა თემაზე..? ცოლის დავ დახმარება ხომ არ გესაჭიროება, აშკარად ორი ერთზე ხართ..-მე ცოტა არ იყოს გავშრი..
-არაფერია..
-დღეს ადრე მოსულხარ..?
-შეხვედრა ადრე დამთავრდა.. მე გავალ და მოგვიანებით შემოგიერთდებით..
-როდის იყო ბაჩანას რამეს უმალავდი..
-არ ვუმალავ..
-რავიცი გენაცვალე, შენ ეძმაკაცები და კი აიწურე როგორც კი შემოვიდა..
-მართალია მე ვეძმაკაცები მაგრამ უტაც ეძმაკაცება თუ დაგავიწყდა..
-გგონია რამეს ეტყვის..?
-არა უბრალოდ ზედმეტად უცნაური და უხერხულია.. საერთოდ რატომ დავთანხმდი არ ვიცი..
-პაემანმა ცუდადა ჩაიარა..?
-პირიქით..
-მაშინ რა პრობლემაა..
-ადამიანის ატანა არ მქონდა დარია.. მისი ქცევები საუბრები.. ახლა კი რა ესე უცებ გრძნობები გამიჩნდა..?
-დარწმუნებული ხარ რომ ეგ უცებ იყო..? მე თუ მკითხავ ზედმეტად გაიწელა სიტუაცია..
-რას გულისხმობ..
-ვერ ხვდები..? გაიცანით არ მოგეწონათ ერთმანეთი, თუმცა თავიდანვე გქონდათ ქიმია, ნებისმიერი დამეთანხმება ვისაც თქვენ ორი ერთ სივრცეში უნახიხართ.. შემდეგ კი დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ეს აუტანლობა ასატანი გახდა..
-ესე არ ხდება ერთ დღეში არ მოგწონდეს და შემდეგ მოგეწონოს.. დარია მართალია, ეს სიტუაცია იმაზე დიდხანს ვითარდება ვიდრე შენ გგონია და გააზრებული გაქვს, ამაზე კიდევ უნდა დაფიქრდე..-ბაჩანა ჩამოვიდა, გაგვიღიმა და სამზარეულოში გავიდა, დარიამ გადმომჩურჩულა..
-სერიოზულად ნერვიულობ..? თუ მზად არ ხარ არ არის საჭირო ჩემს ქმართან და შენს მაგარ ძმაკაცთან ამ თემაზე საუბარი
-დარია არ მახსოვს მგონი დღეს დაჩის ინგლისური გადაუნაცვლდა ხომ..?
-კი ერთი საათის გასულია.. ორ საათში მოვა სადღაც.. თუ რამე დარეკავს და მოვიყვან დაისვენე შენ..
-თავის სატრფოსთან ერთად თუ მოდის ჩვენ ვის გავახსენდებით ძვირფასო მეუღლევ-გაეცინა-კარგი რამეს ხომ არ ინებებთ..?
-არაფერია მადლობა..
-თუ სიძე დაგვეწვევა მოხარული ვიქნებით..
-სასამართლომ საბოლოოდ გადაწყვიტა ჩემი მოწმედ გამოსვლა..?
-რაზე ამბობ..
-როცა შემოვდივარ ჩუმდებით ანუ რაღაც პირადულზე საუბრობთ, ჩემი ამ დივანზე დაჯდომა კი სახიფათოა.. მოწმედ გამომიძახეს, ასე გამოდის..
-ნუ აბუქებ შენი ჭირიმე დაგვეწვევი თუ არა..
-ამ კექსის ხათრით კიბატონო..ცოლის დავ შენი ნახელავია..?
-გახლავს..
-ყველაფერი რიგზეა..? ბოლოს როდის გამოაცხვე არც მახსოვს.. მაგრამ გემრიელად გამოიყურება.. აბა თან შევჭამ და გამაცანით საქმის ვითარება..
-არაფერი ისეთი, უტამ პაემანზე დამპატიჟა, გავყევი და ამათ ჰკითხო.. მოვლენებს საგრძნობლად უსწრებენ.. ყველაფერი ხომ ამდენად სერიოზულადაც არ არის არაა.. უტას იცნობ..გაკვირვებული რატომ არ ხარ..იცოდი..?
-სიმართლე თუ გინდა ვიცოდი..
-რატომ არ მითხარი თუ ისაუბრეთ..
-მის მაგივრად მე ვერ დაგელაპარაკები სალი.. მე ვიცი როგორი ადამიანიცაა თუ რამე ისე არ იქნებოდა გეტყოდი აქამდე.. შენ კი გადაგიწყვეტია უკვე და ახლა რამ შეგაშინა..
-ვინ გითხრა მეშინიაო..
-თქვენი ურთიერთობის დინამიკიდან გამომდინარე ელოდი ყველაფერი კრახით დასრულდებოდა და გზას გააგრძელებდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და შეგეშინდა.. არ იცი ამის მერე რა მოხდება..
-შენ რომ მითხრა არ გინდა..?
-ორი ზრდასრული ადამიანი ხართ, როგორმე მოახერხებთ და თავადაც გაარკვევთ..
-კარგი კარგი მაგრამ ის მაინც შეგიძლია მითხრა როდის ილაპარაკეთ..
-როდესაც მიფრინავდა და ვაცილებდი, უკვე წასვლას ვაპირებდი როცა მობრუნდა და მივხვდი რაღაც ხდებოდა.. მაშინ არაფერი უთქვამს თუმცა რამოდენიმე დღეში ვილაპარაკეთ..
-გინდა მითხრა რომ ჩემს გამო დარჩა..?
-ვერ გეტყვი რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შენ არ ყოფილხარ.. ახლა კი შეგვიძლია თემა შევცვალოთ..
. . .
-დარია იმედია კარგი მიზეზი გაქვს ამ დილა უთენია მირეკავდე..
-ბაჩანა ვარ სალი..
-მშვიდობაა რა ხმა გაქვს..
-დარია გახდა ცუდად, სასწრაფო გვყავდა და გადაყვანა ჯობია შემოწმებისთვისო.. ალიაქოთია, დაჩიც ჩვენთანაა და მოდი რაა თუ შეგიძლია დარია უფრო მშვიდად იქნება..
-რა ლაპარაკია, მომწერე სად გადაიყვანენ და მანდ გავჩნდები.. - ასე სწრაფად ცხოვრებაში არ გავმზადებულვარ, სარკეშიც არ ჩამიხედავს მხოლოდ მანქანის გასაღებს ვეძებდი გამალებით.. ტელეფონს დავხედე და ჩემი ჯაბახანა საკმაოდ მაღალი სიჩქარით მივიყვანე ადგილამდე.. გადავრეკე დამემოწმებინა სად მივსულიყავი კონკრეტულად..
ასეთი ბაჩანა ბოლოს როდის ვნახე არც მახსოვს, სახეზე ფერი არ ადევს.. დავინახე თუ არა გადავეხვიე..
-რა ხდება..ხომ კარგადაა..
-ანალიზებს უკეთებენ, სანამ დასაძინებლად წავიდოდით ვერ იყო კარგად და ალბათ დავიღალე გადამივლისო, შემდეგ ისეთი შეტევითი ტკივილები დაეწყო.. არ უნდოდა თავიდან მაგრამ იმდენად გაურთულდა..
-დაჩი სადაა..
-გავიდა და მოვა..
-არ იდარდო, ადამიანები ვართ ხდება ხოლმე, დარია კარგად იქნება დარწმუნებული ვარ..
-დარიას როცა ეხება საქმე, ვერ აღგიწერ შიგნიდან რა მემართება.. დროზე მითხრან ყველაფერი რიგზეა თორემ შევიშლები..
-რამდენადაც შეძლებ თავი ხელში აიყვანე.. დაჩი მოდის..-უტასთან ერთად..მოვიდა და ჩავეხუტე..-დეიდ არ ინერვიულო რაა, არ იცოდე მაინც დედაშენი როგორი ძლიერი ქალია, ამასაც ისე გადალახავს როგორც არაფერი..
-ახალი არაფერია..?
-არაფერი მაა, წამოდი ჩვენ გავიაროთ ცოტა..-დაჩის გადაეხვია, მე გამიღიმა რამდენადაც შემეძლო, მალე მოვალთო დაიბარა და წავიდნენ..
-გამარჯობა..
-გამარჯობა..
-შეტევები ჰქონდაო, როგორ იყო..
-ვეღარც ითმენდა ძლიერი შეტევები ჰქონდა,წამალი გაუკეთეს და ანალიზებზეა..
-არ მჯერა, რამე ისე ვერ წავიდეს..
-სხვებს ამშვიდებ და მგონი აქეთ დასამშვიდებელი ხარ..
-უტა ფეხზე ვერ ვდგავარ, მაგრამ თუ შემიძლია მათ ოდნავ მაინც შევუმსუბუქო ვის ადარდებს ჩემი განცდები..
-დარია ძლიერია, ეჭვი არ მეპარება რაც არ უნდა იყოს გაუმკლავდება..
-იმედია ისეთი არაფერია..-ბაჩანა და დაჩი დაბრუნდნენ, საშინლად გაწელილი დროის შემდეგ ექიმი გამოვიდა..
-ყველაფერი რიგზეა..? რისი ბრალი იყო..? გვითხარით ხომ კარგად იქნება..
-თქვენ ქმარი ბრძანდებით..?
-დიახ..
-ყველაფერი კარგადაა დედაც კარგადაა და უკვე ნაყოფიც..
-რა თქვით..?
-არ იცოდით..? მომიტევეთ.. თქვენი ცოლი ორსულადაა, მდგომარეობა გართულდა და თავის დროზე მოხვედით.. მართალია აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ თუ აქამდე არ იცოდით და არც გაივლიდით. თავისთავად გარკვეული პერიოდი მკაცრი რეჟიმი ექნება არ უნდა გადაიტვირთოს, კარგად უნდა უკვებოს.. ჯერ კიდევ არ არის პაციენტი სრულად გამოფხიზლებული, შეგიძლია თანდათან შეხვიდეთ.. გინახულებთ..
-მმმადლობა.. თქვენც გაიგეთ რა თქვა ხოომ..? მომესმა../?
-ბაჩანაა მამა ხდები.. ისევ..
-დედა მართლა ბავშვს ელოდება..
-არა მაა მარტო დედა კი არა უკვე ყველა ველოდებით.. არ მეგონა ამას თუ გეტყოდი მაგრამ დიდი ძმა ხდები..- დარიასთან გადავინაცვლეთ, როცა შევედით თვალები უკვე გახელილი ჰქონია და ნამტირალევი..? ბაჩანა მიუახლოვდა..
-ძვირფასო რა გატირებს..
-მე..მე მითხრეს..
-ორსულად ხარ.. ჩვენც გვითხრეს..
-იცი..? საფრთხის ქვეშ ყოფილა და არ ვიცოდი, იქნებ მე ჩავაგდე ამ მდგომარეობაში შემდეგ.. შვილი პატარა არა მეშინია.. როგორ გავუმკლავდებით თან რთული ორსულობა მექნება და.. შენ გიხარია და მე..
-დარია ამოისუნთქე დამშვიდდი შენთვის ნერვიულობა განსაკუთრებით არ შეიძლება.. რა თქმა უნდა, მიხარია შვილი რატომ არ უნდა გამხარებოდა.. არაფერზე არ იფიქრო იმის გარდა რომ მარტო არ ხარ, ყველაფერს გავუმკლავდებით..
-შენ გხედავ კარგად ხარ, რაღა მიჭირს.. შემაშინე..
-სალიი მეც შევაშინე ჩემი თავი.. კიდევ კარგი ყველაფერმა კარგად ჩაიარა.. დეე რატომ არ მოდიხარ ახლოს, მოდი მოდი.. რა ფერი გადევს შვილო ასე შეგეშინდა..?
-მთავარი ახლა კარგად ხარ.. თან ახლა ნახე უცებ გამოგიყვანთ მალე კარგად იქნები..
-შენი იმედი ნამდვილად მაქვს, მამას ჰგავხარ..- ამდენი ერთად დაგვინახეს თუ არა გვთხოვეს დაგვეტოვებინა, გვითხრეს პაციენტს დასვენება სჭირდებაო.. ბაჩანას გარდა გამოვედით, როცა დავრწმუნდით არ შეგვიშვებდნენ დაჩი ჩემთან წავიყვანე.. არ იმჩნევს და ეტყობა როგორც ინერვიულა, ახლა კი სიხარულის აქვს შეპარებული.. მე თუ ვიცი ისე ვინ როგორ უნდოდა და ან ძმა ჰყოლოდა.. მართალია ეს უკვე მაშინ როცა იმედი გადაეწურა მაგრამ მაინც..
-დეიდ ახლავე დავბრუნდები დამელოდე რაა..
-მიდი მიდი აქვე ვიქნები..-კიდევ ერთხელ ამოვისუნთქე, რაც აქ ვართ ემოციების ვიკავებ და როგორც კი დაჩი მოსწყდა თვალსაწიერს, ცრემლები მაინც გადმოგორდა თავისით..
-რაღა მატირებს..-სიცილით მოვიწმინდე ცრემლები..
-შენი დაა რაც არ უნდა იყოს განიცდი, ბუნებრივია..
-ათასმა სცენარმა გამიელვა თავში, ბაჩანასგან ზარი როცა შემოვიდა..
-სამაგიეროდ სასიხარულო ამბით ვბრუნდებით..
-კიდევ კარგი, არა ხედავ ახლა ვეღარ გავჩერდები..-თავი ხელში ვერ ამყავს..
-სიხარულის ცრემლებია არაუშავს..- ვითომ ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყოს ისე შემიშრო ცრემლები როგორც თავად თქვა სიხარულის და სულ რაღაც წამიერად დაყოვნდა.. მომეფერა.. შეიძლება შეხება წამიერო იყო თუმცა მისი თითების სითბოს კვალი კარგა ხანს გამყვა..
. . .
ორი დღის გადაგორება როგორღაც მოვახერხეთ..სახლში წამოსვლის შემდეგ მთელი რიგი დარიგებები რამდენად უნდა გაუფრთხილდეს თავს..დამიჯერეთ ბაჩანას ხელში ამის პრობლემა აღარ არსებობს..
-ასე თავზე უნდა მედგეთ სულ..? კი არ ვკვდები..
-შენ მეუბნებოდი სანამ გულს არ მოვიჯერებ მანამდე არ მოგასვენებო.. ხომ გახსოვს ჰოდა გვაცალე ჩვენც..
-კარგი წამალი აქვს დალეული და დაძინებამდე დიდი დრო აღარ დარჩა.. ჩვენ გავალთ, დაისვენე..
-მაგის მეტს რას ვაკეთებ..
-დაისვენე და თუ რამე დაგჭირდა დამირეკე..
-მაა კარგი რაა, იმდენად ხშირად შემოდიხარ დარეკვა არც დასჭირდება..
-კარგი გავიდეთ..-ქვემოთ მისაღებში დავსხედით..
-დაჩიი..
-რა გნებავთ..
-არ გინდა ყავა გამიკეთო..?
-თქვენც ხომ არ ინებებთ რამეს..
-მეორე ადამიანისთვისაც გააკეთე..
-ასე და ამგვარად ჩემო სიძევ, ხედავ რა დრო დადგა..? ვინ წარმოიდგენდა.. რაო დაგეწყო განგაშის სიგნალის აქტივაცია..?
-სალი ჩემი ტვინი ისედაც სულ მაგ რეჟიმზეა, ახლა გაასმაგდა..
-მე ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ..
-ჯერ ვერცერთი ჩვენგანი იჯერებს.. ცოტა მოძლიერდეს და
-დაიწყება სეირნობა ვარჯიში.. გახსოვს დაჩიზე როგორ იყავი..- კაკუნის ხმა გაისმა და მე გავემართე, ისედაც ყველაფერზე აწი ბაჩანა იქნება და ამ ერთხელ მე თუ გავაღებ არაფერი არ დაშავდება..გასაღები გადავატრიალე..
-გამარჯობა..
-გამარჯობა..შემოდი..
-დარია საითაა..
-ალბათ უკვე სძინავს.. რა იყო შენ, რამდენი რამე მოგიტანია..
-გამოდის მთლად კარგ დროს ვერ მოვსულვარ..
-რას ვიზამთ, დარიამ დაისვენოს და რას ვჩივი..
-კიბატონო.. ცოტახნით მოგაცდენთ მაშინ..
-ყავა მზადაა..
-უტას დაუდგი მეორე ჭიქა..
-მოიცა შენ არ გინდოდა../?
-არა სალი, თავიდანვე ჩემი ძმობილისთვის იყო გათვლილი..
-კარგით თქვენ ყავა მიირთვით, მე მასწავლებელთან მივდივარ..ჩანთა ზემოთ დამრჩა..
-ოღონდ ფრთხილად დედა არ გააღვიძო..-ტელეფონს დახედა და ამოიოხრა..
-ხდება რამე..?
-სამსახურში უნდა გავიქცე.. უარს ვერ ვეტყვი.. რამე საქმე ხომ არ გაქვს შეგიძლია დარჩე..?
-თქმაც არ იყო საჭირო აქ ვიქნები..
-მაა მეც საქმე გამომიჩნდა გაგაყოლო..?
-ასწრებ..?
-მოვასწრებ.. კარგი ჩვენ წავედით, სალი მართლა მომიტევე მაგრამ შეგიძლია რამე მარტივი მოუმზადო..? არა მგონია მაგ დროისთვის დავბრუნდე..
-სალივანს სთხოვ რამის მომზადებას..? შენს ცოლზე არ ფიქრობ..?
-პირველად ვეთანხმები..
-არ იდარდო მივხედავ..
-ძმა ხარ, გავიქეცით ამდენი დროც არ მაქვს..
-შენ მიხედავ..?
-უნდა მეთქვა, მივხედავთ..
-ახლა არ თქვი ჩემზე.. მე არ..
-მაგ აზრზე ვრჩები თუმცა მარტო სამზარეულოში ორ საათს არ გავატარებ.. წამოდი..
-და მე რა ორი საათი უნდა გიყურო../? არა ცუდად არ ჟღერს მაგრამ..
-სალივან უნდა მომეხმარო..
-მე..?
-წამოდი წამოდი..
-შენს თავს დააბრალე რაც მოხდება..
-მაგაზე არ ვდარდობ..-პროდუქტები ამოვალაგეთ, ყველაფერი გარეცხა..
-წინსაფარი არ გვჭირდება..? წინსაფრის გარეშე არაფერს გავაკეთებთ..
-მაგას ასეთი თავგამოდებით მხოლოდ იმიტომ ამბობ სასაცილო პრინტის წინსაფარში გინდა მნახო..?
-აი ისიც-მივაწოდე ჩემდა გასაკვირად პრეტენზია არ გამოუთქვამს..
-შენთვისაც უნდა ვიპოვ..ვიპოვე..-მომიახლოვდა გამიკეთდა და სანამ შეკვრას დავაპირებდი დამატებით ერთი ნაბიჯის შემდეგ თავად დაიწყო შეკვრა..
-არ ფიქრობ რომ ზედმეტად ახლოს ხარ.? თავადაც მოვახერხებდი..
-დავასრულე ახლა საქმეს მივხედოთ.. შენ სტაფილო დაჭერი..- დანა მოვიძიე დაფასთან ერთად და და ჭრა დავიწყე..-სალივან შემომხედე.. აი ნახე უფრო წვრილად, შემდეგ ასე და პატარა კუბიკები გამოვა..
-ასე კარგია..
- კი უბრალოდ დამატებით ერთხელ აი აქ კიდევ ერთხელ დაჭერი..-როლში შევიჭერი და ზედმეტად ფოკუსირებული აღმოვჩნდი ამის შემდეგ აქეთ უტა ცდილობდა ჩემს გამხიარულებას მგონი ადგილები გავცვალეთ..
-შემდეგზე რამის გამოცხობას როცა დავაპირებ შენ დაგიხმარებ და ნახავ როგორი იქნება.. შენთვის თუ მარტივია, არ ნიშნავს ყველასთვისაც მარტივია..
-მეორე პაემნისთვის ისევ ერთად მომზადება..? კარგად ჟღერს..
-მეორე პაემანზე არაფერი მითქვამს..
-სამაგიეროდ ჟღერდა სალივან ჟღერდა..
-არაფერიც..
-კარგი მეგონა შევძლებდი ყურადღება არ მიმექცია მაგრამ შეგიძლია ამიხსნა თავს ჩემგან რატომ იჭერ..?
-შემომხედე, შენგან თავს ვიჭერ, ეს ჩანს..?
-ნადირობის სეზონი ნანახი გაქვს..?-თავი გავანებე რასაც ვაკეთებდი და დანა დავდე..
-ჩემი ყურადღება 100% შენსკენაა მოპყრობილი, მაინტერესებს ეს ყველაფერი საით მიგყავს..
-ვასკა დაიბრალებს ტყიდან სახლისკენ მიმავალი გზა იცის და ერთი და იგივე ადგილას ხვდებიან რამოდენიმეჯერ ხომ გახსოვს..
-მერე..
-მათი ნებით კი არ მიდიოდნენ იმ ადგილას, შემთხვევით ხვდებოდნენ.. ჩვენც ასე ვართ.. შენი ნებით კი არ ხარ ჩემს გვერდით, საერთოდ წასვლას აპირებდი ბაჩანას თხოვნა რომ არა..
-კარგი ასეთ გაგრძელებას არ ველოდი.. ჯერ იმას ვერ ვიაზრებ ნადირობის სეზონი ნანახი გაქვს..
-ვინ გგონივარ..?
-რობოტი ადამიანის იერსახით.. კარგი კარგი მასე ნუ მიყურებ მოვრჩი..ან არა.. კარგი ახლა მართლა..
-სალივან..
-მეგონა პაემანი პირველი და უკანასკნელი იქნებოდა, საშინელ დროს გავატარებდი და ყველაფერი დასრულდებოდა.. ახლა არ ვიცი, არ შეგეძლო ჩემს დაგეგმილს გაყოლოდი..? ზოგადად მეხერხება ყველაფრის გაფუჭება მაგრამ მაშინ მაინცდამაინც მაშინ არაფერი გამიფუჭებია საგანგაშოდ..
-ვიღაც ჩემით იმედგაცრუებული იყოს და მე მსიამოვნებდეს პირველად ხდება..
-უტაა ესე მარტივად არაა მეორე პაემანზე წავიდეთ..
-ძალიან მარტივადაა, შენ ართულებ..
-არ არის მარტივად..
-ძალიანაც არის.. კინაღამ სიცილი წაგცდა როცა გითხარი, შენ მიმართ გრძნობები მქონდა.. რაღაც სასწაულით პაემანზე დაგითანხმე და შენ ნელ-ნელა იაზრებ რომ მოგწონვარ ეს გაშინებს..
-ორი ნაბიჯით უკან თუ შეიძლება..
-კიი მოგწონვარ თანაც ძალიან..
-მორჩა სისულელეებს მოსმენას აღარ ვაპირებ..
-თუ სიმართლის..
-მომწონხარ არ მომწონხარ დიდი ამბავი..და რა, რამე იცვლება..?
-შენი პასუხი ისედაც გასაგებია თქმა საჭირო არ არის, რაც შეეხება ცვლილებას.. შეიცვლება თანაც რადიკალურად უბრალოდ დაელოდე..
-ახლა შენ სად მიდიხარ, რას მემუქრები პირდაპირ მითხარი..
-რა დიდ გულზე ხარ შენ..
-რატომ არ უნდა ვიყო..
-მეორე პაემნის შემდეგ ვნახოთ რას იტყვი..
-ვინ გითხრა რომ მეორე პაემანი შედგება..არსადაც არ წამოვალ..არ წამოვალ.. გამახსენე სად არ მოვდივარ..?
-ერთად უნდა გამოვაცხოთ რამე.. ასე მალე დაგავიწყდა..?
-ზოგადად მარტო ვაცხობ ხოლმე, ვერ ვიტან ჩემთან ერთად სამზარეულოში ვინმე როცაა.. ასე რომ არა..
-შენ გგონია მე მიყვარს ვინმესთან ერთად საჭმლის კეთება..? სულ მარტო ვაკეთებ..
-შენ იდეა იყო დაგხმარებოდი..
-კი შენთან ერთად მინდა დრო გავატარო, თუნდაც ეს ყველა სახეობის ბოსტნეულის დაჭრას გულისხმობდეს.. თუ სიმართლე გაინტერესებს ეს შენი “დასჯის” მიზნით არ წამომიყენებია, არ გამოსდის და მოდი გავაწვალებ მეთქი.. არა გარკვეულწილად ესეც იყო მაგრამ მთავარი არის ის რომ ერთად ვაკეთებთ რაღაცას, ვსაუბრობთ და შენ არ ხარ შეშინებული “ჩვენი” ერთად არსებობის იდეით..
-არ გესმის ასე არასდროს ვყოფილვარ, უბრალოდ შემდეგ პაემანზე კი არა ყველაფერზე ვფიქრობ საერთოდ..თუ გამოგვივა რა მოხდება თუ არ გამოგვივა. როგორი მომავალი გვექნება, შევეფერებით.. ? რამდენად ხედავ ჩემთან მომავალს და..
-სალივან თუ არ ვცდით ვერ გავიგებთ რამდენად შევეფერებით ერთმანეთს, რამდენად გამოგვივა.. არ ვამბობ და ტყუილად არ შეგპირდები ყველაფერი იდეალურად იქნება, არც შენ ხარ მარტივი ადამიანი და არც მე, მითუმეტეს ჩვენ ორი ერთად.. მაგრამ რამდენადაც რთულად და დაუძლეველად არ უნდა ჟღერდეს მინდა ვცადოთ და გამოგვივდეს.. თუ შენ ამ რაღაცის მიუხედავად რასაც მე ვგრძნობ რომ ჩვენს შორისაა..
-ქიმია უტა..? სერიოზულად..?
-კარგი ამ ქიმიის მიუხედავად არ გინდა, თუ ცდადაც არ გიღირს კარგი, მე რამდენადაც არ უნდა მინდოდეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არაა.. ამ თემას შევეშვებით, თუ გადავიკვეთებით.. ისე მოვიქცევით..ჩვენ..
- არ მეგონა ამდენად სერიოზულად თუ იყავი განწყობილი..
-არ გგონია ზედმეტად მაწვალებ..?
-შენს წვალებას, გაბრაზებას, ნერვების მოშლას არასდროს შევეშვები.. კარგად დაიმახსოვრე.. თუმცა როგორც თავად თქვი, თუ არ ვცდით ვერ გავიგებთ.. - თითქოს დიდი ლოდი მოეხსნა, ეს სიმძიმე ამოსუნთქვას გააყოლა თან და გამიღიმა.. მისი თვალებიდან წამოსულმა სითბომ მთლიანად მომიცვა.. მაიძულა მეც გამეღიმა..
-დაე ასე იყოს..
. . .
-როგორც იქნა ყველა შევიკრიბეთ.. თითქმის..
-ლილი შენი სატრფო როდის მოვა, ასე გულითადად რომ მალავ ამდენი ხანია..
-მოვა სად წავა..
-სადაც სალი და უტა არიან ერთად, შენ ვეღარ გაგვაკვირვებ..
-რეალურად ერთმანეთი მოგწონთ ეგ არავის უკვირს, თქვენი ხასიათების გადამკიდე რომ აწ უკვე რამდენიმე თვეა მყარად დგახართ მიწაზე, ეგ გვიკვირს..
-კარზე ზარია მე ვაღებ..
-აცადე ლილიმ გააღოს..
-ასეთ დიდ აჟიოტაჟსაც ნუ შევქმნით თქვენი ჭირიმე..-კარები გააღო და..
-რეზი..?
-შემოდი შემოდი ასახსნელი გაქვს რაღაცები..
-დააგვიანე ამიტომაც სუფრა უკვე გაშლილია..სამაგიეროდ ლილის გვერდით ადგილი შენახულია..
-მოხარული ვარ..
-თქვენ ორი საიდან..
-სალის წყალობით..
-ჩემი..? აა მოიცადე მაშინ ჩანაწერებთან დაკავშირებით პრობლემა გქონდა და გითხარი ერთს ვიცნობ დაგეხმარებითქო.. რაც მაშინ ნახეთ, იმის მერე მიდის ეს ამბები..?
-კიი შენ რომ არა საკითხავია აქ ვიჯდებოდი თუ არა..
-ასეთ შემთხვევითობაში მოვყევი, რა პატივია.. სამაგიეროდ მთავარია შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები..
-თავიდან მაქსიმალურად საქმეზე იყო გადართული, წესიერად ზედაცა არ მიყურებდა მაგრამ მაინც დავითანხმე..
-როგორც ჩანს გამაცურა და მითხრა ესე უცებ ვერ მოაგვარებდა და მოწყობილობა უნდა დამეტოვა..
-კიდევ რომ ენახე..
-პირველად დამემართა ასეთი რამ და იმ მომენტში სხვა ვერაფერი მოვიფიქრე..
-რა გინდა შენმა გეგმამ კი გაჭრა და..
-დარია მსმენია, კარგი მზარეული ხარ შენი ნახელავია..?
-ნაწილობრივ.. დამეხმარნენ, შენი შეყვარებულიც სხვათაშორის..
-ჩვენ სულ სადღაც დავდივართ საჭმელად და ჯერ არ მქონია შესაძლებლობა, აბა მიდი ლილ რამე გამასინჯე..
-ეს უფრო მოგეწონება საშენოა..
-კარგით და თქვენი დანიშვნასთან დაკავშირებით რატომ არავინ არაფერს არ ამბობს.. გილოცავთ..
-რეზი რაზე ლაპარაკობ..-გადაულაპარაკა ლილიმ..
-მეჩვენება აბა და სალის ნიშნობის ბეჭედი არ უკეთია..?-ყველამ ჩემს ხელს შეხედა, ვითომ არ იცოდნენ, მეც ვითომ არ ვიცოდი პასუხი, მექანიკურად დავხედე..
-კი ახლახანს..
-დრო რა მალე გადის..
-არ თქვა თუ მჯეროდეს ამათი ამბავი..
-დარწმუნებული ვარ ერთადერთი ვარ, რომელმაც არ იცის ნიშნობის ისტორია.. აუცილებლად უნდა მომიყვეთ მერე მოგილოცავთ დამატებით კიდევ..
-რეალურად ბეჭედი დიდი ხნით ადრე მქონდა შერჩეული მაგრამ მინდოდა კარგად დამეგეგმა ყველაფერი.. ამ ფიქრებში ვიყავი სალიმ გაუთვითცნობიერებლად მომაწოდა იდეა.. საჩუქრები გავცვალოთო ოღონდ თავისი წესებით.. პირველი იყო..
-ის რაც ჩემს თავს გახსენებს..
-ის რაც გჭირდება.. რაღაც შემთხვევითი.. საყვარელი ფერი, სასმელი.. და ბოლოს ის რაც შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ..
-მე ფაზლი ვაჩუქე, მან კი არსაიდან ბეჭედი ამოიღო..
-მომილოცავს იმედია ბოლომდე აიტანთ ერთმანეთს.
-ვეცდებით მადლობა..
-თან ზუსტად ისეთი იყო როგორიც მინდოდა, არ მიყვარს საზოგადოდ უამრავი ადამიანის წინაშე..
-ლილი ამათ შეხედე, რიგში ჩვენ ვართ..-კინაღამ წყალი გადასცდა..-ხვალვე გთხოვ მეთქი ხელს ხომ არ მითქვამს, დამშვიდდი..
-ესე მოულოდნელად როცა წყლას ვსვამ..?
-მომიტევე..
-ყურადღებას ნუ მიაქცევთ ეს ყოველდღე ხელის თხოვნაშია, მივსეირნობთ რაღაცას ვაკეთებთ და მოულოდნელად დაიჩოქებს ვითომ ხელს მთხოვს..
-ვერ გაიგებ ერთ დღესაც ნამდვილი იქნება..
-სახელი გაგიფუჭდა რეზი ესე მარტივად აღარ გამოვა..-საუბარი გავაგრძელეთ.. ცოტა დავლიეთ ვიცინეთ ვიმხიარულეთ და ძალიან გვიან დავიშალეთ ისიც იმიტომ რომ ფიზიკურად თვალებს გახელა გართულდა..
. . .
-ყავას დალევ..? რიტორიკული შეკითხვა იყო.. ინებე შენი ყავა გამოგაფხიზლებს..
-რატომ არ გამაღვიძე, საუზმობას მაინც მოვასწრებდით ერთად..
-გვიანობამდე მუშაობდი გამოძინება გჭირდება.. ვეღარ დაგეწევი მაგრამ საუზმე მზადაა..
-მადლობა-ყავა დავაგემოვნე..-საუკეთესო ქმარიც კი შემიძლია გიწოდო ისეთი გემრიელია..
-მოხარული ვარ, მოკლედ წავედი ზუსტად არ ვიცი რომლისთვის მოვალ, შეგეხმიანები..-ყავა დავლიე საუზმე მივირთვი და მოვემზადე.. მეჩქარება ოღონდ ჯერ ისე არ დამიგვიანია, შევიმჩნიო..
მანქანაში ჩავჯექი, როგორც იქნა დაიქოქა და მივაღწიე კიდეც ჩემი ძვირფასი დის სახლამდე..
-მოვედიი…
-ჩუმად ბავშვს სძინავს..-არსაიდან ლილი გაჩნდა და გამომესარჩლა..
-სანამ სალი მიეჩვევა მეორე დისშვილიც ჰყავს და ხმაურით არ უნდა შემოვიდეს ბავშვი გაიზრდება კიდეც..
-არ მინდოდა, მომიტევეთ, რადგან ბავში არ ტირის ანუ გადავრჩი..?
-გადარჩი კი.. მოდი დაჯექი, არაფერს დალევ..?
-ახლახანს დავლიე ყავა, ცოტა დრო გავიდეს და მეორე ჭიქას მივაყოლებ..
-შენ რაც მთხოვე ყუთები შემომრჩა და გაგიმზადე, როცა წახვალ გააყოლე..
-რა ყუთები..?
-ჩემი სახლი მინდა ზედმეტი ნივთებისგან დავაცარიელო, გაქირავებას ვგეგმავ ან რამეს მოვიფიქრებ..
-ბოლომდე ჯერ არ გადაბარგებულხარ..? ამდენი ხანი რას აკეთებ..
-დრო ვერ მოვიხელთე.. მაგრამ მოკლედ ვნახოთ რა გამოვა..
-მეგონა გაყიდდი..
-საჭიროებას ვერ ვხედავ..მერე ვნახოთ.. პატარას სოფიოს გაღვიძება არ უწევს..
-ძლივს დავაძინე არც იფიქრო.. ჯერ არა..-ჩემი ყავის დროც მოვიდა, ბევრი ვილაპარაკეთ.. ლილის წასვლა მოუწია საქმის გამო..
-ესე მიყოლებაც არ შეიძლება, თუმცა ვის ვეუბნები..სალი..სალი მისმენ..
-კი ყურადღება გამეფანტა, რა იყო..
-ყველაფერი რიგზეა..?
-რატომ არ უნდა იყოს..
-არ ვიცი ჩაფიქრებული ხარ თითქოს..
-არაფერია..
-დარწმუნებული ხარ, თუ რამეა შეგიძლია მითხრა..
-ყველაფერი რიგზეა..შენ არაფერს დალევ..?
-ჩემი წილი არ დამიმთავრებია, მაცადე..-მათთან გვიანობამდე დავრჩი, როგორც კი პატარამ გაიღვიძა ხელიდან აღარ გამიშვია.. ჩემთან არ ტირის და ცოტა დარიასაც შევეშველებითქო ვიფიქრე.. ბაჩანაც მოვიდა, ვისადილეთ და მალევე წამოვედი..
ყუთები უკან ჩავალაგე და სახლში დავბრუნდი.. ჩემდა გასაკვირად უტა სახლში დამხვდა, მივესალმე ჭიქა წყალი დავისხი და სამუშაოდ გავემართე.. ესე კომპანიაში აღარ ვმუშაობ მაგრამ შეკვეთებს ვიღებ.. უფრო თავისუფალი გრაფიკი მაქვს და დიდად დამოკიდებული არავისზე ვარ..
დასაძინებლად წავედი.. უტა ალბათ ისევ მუშაობს..გვერდი ვიცვალე ისე რომ მისი ცარიელი მხარისთვის მეყურებინა.. ადგილისთვის რომელიც ცარიელია.. არ მესმის ჩვენ დავქორწინდით, ოჯახი შევქმენით.. ამან ხომ დროთა განმავლობაში უფრო უნდა დაგვაახლოვოს, ისეთი განცდა რატომ მაქვს თითქოს რაც დრო გადის სხვადასხვა გზაზე მივდივართ..
ძილბურანში ვიყავი როცა ვიგრძენი ისიც დაწვა..
. . .
ამჯერად ყავა დამხვდა მაგრამ თავად უტა არა.. ამოვიხვნეშე და ყავის დალევა დავიწყე.. მისი გამზადებული საუზმე მაცივარში შევდე..
დივანზე ჩამოვჯექი, ზარმა შემაწყვეტინა ფიქრი..
-გისმენ..
-დისშვილის ზარისთვის ზედმეტად ოფიციალური ხომ არ ხარ..
-დაჩი არც დამიხედია ისე ვუპასუხე, ხდება რამე..
-რამე უნდა ხდებოდეს დაგირეკო..?
-მთლად უბრალოდ არ დარეკავდი, გისმენ..
-ამ კვირაში ფეხბურთია დაგავიწყდა..? არ გინდა ერთად ვუყუროთ..?
-გამომრჩა მაგრამ აუცილებლად.. თან რადგან შენი დაიკოს შეწუხება არ გვინდა ჩემთან..
-კიბატონო, მოგწერ დეტალებს..
-ჩემთან დარჩი თან გვიანი იქნება გავერთობით..
-კარგი შევთანხმდით დეიდდ..-ზარი გაწყდა.. ლეპტოპი გამოვიტანე და აქ განვაახლე მუშაობა, ისე მიეწყო საქმე საქმეს სანამ არ მოსაღამოვდა ვერც გავიგე..დაბრუნებულიყო და მე ყურსასმენების გამო ვერ შევნიშნე.. ლეპტოპი გვერდით გადავდე..
-სალი ეს რა არის..
-რაზე ამბობ..
-საუზმე არ გიჭამია..?
-არ მშიოდა..
-დღეს ჭამე რამე..?
-არა..
-შენს თავზე რატომ არ ფიქრობ, ასე არ შეიძლება//
-არაფერი მომივა დამშვიდდი..-რადგან სამზარეულოში შემოვედი წყალს მაინც დავისხამ მეთქი გავიფიქრე.. ამ სიჩქარეში და სიბრაზეში წყლით სავსე ჭიქა ხელიდან გამივარდა..მექანიკურად დავიხარე ასაღებად, ოღონდ გვიან გვიაზრე რაც გავაკეთე, ხელის გულთან გამიჭრია..
-ჯანდაბა ჯანდაბა..-არ მტკივა ოდნავ მეწვის და მაინც მეტირება.. ისე ავტირდი რთული მისახვედრი არაა მხოლოდ პატარა ჭრილობის გამო აღარ მეტირება..
-დაანებე თავი უნდა გადაიბანო..
-არაფერია..-ცივი წყალი გადავივლე..
-ამბობ არაფერიაო და თვალები ცრემლებით გაქვს სავსე..
-ნუ შეწუხდები კარგი, მივხედავ ჩემს თავს..პატარა ნაკაწრია..-ჩქარი ნაბიჯებით ჩემი პატარა აფთიაქის ყუთი მოვძებნე, დავიმუშავე და გადავიხვიე..-ეს ნამდვილად შემიშლის მუშაობაში ხელს..
-სალი შეგიძლია ამიხსნა რა ხდება..?-ნამსხვრევები, დაღვრილი წყალი ყველაფერი ისე დამხვდა თითქოს არაფერი მომხდარაო..
-აქ არ იყავი? რა უნდა აგიხსნა..
-კარგად იცი მაგაზე არ მაქვს ლაპარაკი, შენი ლაპარაკიდან გამომდინარე გეტყობა გაღიზიანებული ხარ და მინდა გავიგო რასთან დაკავშირებით.. მოხდა რამე.. გაწყენინე..?
-ჩვენს ცხოვრებას გადახედე უტა, დღის განმავლობაში რამდენი საათი ვიკვეთებით, აქედან რამდენი ხანი ვსაუბრობთ.. განა მოასწრებდი ჩემთვის გეწყენინებინა..?
-ახლა ორმაგი დატვირთვით მიწევს მუშაობა და მერე..
-შეიცვლება..? დარწმუნებული ხარ..? დავიღალე უტა მართლა დავიღალე როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს.. ვერ ხედავ პრობლემას..?
-აქამდე რატომ არ მითხარი ეს თუ ასე გაწუხებდა..
-ჩემს თავს ვეუბნებოდი მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა მაგრამ უარესობისკენ მიდის..
-კარგი ეგ გასაგებია.. შენ რაღატომ იქცევი ასე და დისტანციას რატომ იჭერ..
-კუდში გდიო ყოველწამს იქნებ ხუთი წუთით ყურადღება მომაქციო../? მგონი სჯობია ცოტახნით ჩემს სახლში დავბრუნდე, დიდად განსხვავება მაინც არ იქნება..
-მოიცადე სალი, არასწორად იქცევი, ჯერ ეს ერთი შენი წასვლით პრობლემა არ მოგვარდება, მეორეც რას ნიშნავს შენი სახლი. არა გასაგებია იქ ცხოვრობდი მაგრამ ასეთი ტონით რატომ იხსენიებ.. ამ ადგილზე რას იტყვი.. ცოლ-ქმარი ვართ ერთი სახლი გვაქვს არა..?
-გვაქვს კი ერთი სახლი..
-რაზე ლაპარაკობ..
-ვერ ხვდები ამ სახლში სტუმარივით ვარ უტა.. არაფერი შეგვიცვლია, ეს გარემო, ნაცრისფერი ფერები ყველაფერი სანტიმეტრებითაა გაზომილი.. იმდენად იდეალურია მგონია რომ მე ვარ ზედმეტი.. თითქოს სახლის დიდი მაკეტია ყველაფერი იდეალურად რომაა განწყობილი და არა სახლი სადაც ცხოვრობენ.. სადაც ერთად შეუქმნიათ.. ამ სახლს ჩვენის არაფერი ეტყობა.. მითხარი შენთვის ამდენად უმნიშვნელო დამატება ვარ..? ამ სახლის დეკორაციაში ჩავიკარგები მალე..
-სალი სალი ერთი წუთით.. მესმის ბოლო დროს ყველაფერი იდეალურად არ ყოფილა, რაც არ უნდა ყოფილიყო არ უნდა დამეშვა ამ ზომამდე მივსულიყავით.. თავიდან სამუშაო საათების სულ ოდნავ გაზრდა და ნელ-ნელა თითქოს ჩვენს შორის რაღაც უხილავი კედელი გაჩნდა.. ამას მოვაგვარებთ, ხომ იცი არცერთი შენთვის მოცემული პირობა არ დამირღვევია და გპირდები რომ ამას გამოვასწორებთ..
რაც შეეხება სახლს მე თავიდანვე ვიცოდი ასეთ სახლში ცხოვრება არ გსურდა თუმცა მარტივი არაა ყველაფერი შეცვალო, ამიტომაც ავირიე.. ამდენი საქმე ერთად ავიღე მინდოდა რაც შეიძლება მალე მომეგროვებინა თანხები რათა ჩვენი ოცნების სახლი აგვეშენებინა თუმცა არასწორი გზა ავარჩიე თუ ასე გავაგრძელებთ ოცნების სახლი ასაშენებელიც აღარ იქნება..
-გამდის ასეთი გრაფიკი იმიტომ გაქვს რომ სახლის აშენება გინდა ჩვენთვის..? მე კიდევ რა არ ვიფიქრე..
-სალივან მაპატიე, რაც არ უნდა კარგი მიზნები მქონოდა არ ამართლებს სადამდეც მივიდა სიტუაცია.. თანხები კი მაქვს გადანახული, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის ესეც არ გვაწყენს მეთქი და..
-100% დამნაშავე არ ხარ.. შემეძლო ამაზე უფრო ადრე გველაპარაკა და არ გავჩუმებულიყავი, მგონია ხოლმე თუ არ ვილაპარაკებ და არ შევიმჩნევ პრობლემა გაქრება.. როდესაც ერთად ვმუშაობთ, გვიმუშავია და ამიტომ ვამბობ კარგი გუნდი ვართ, თუმცა ბოლო პერიოდი ცალ-ცალკე ვიბრძოდით და მინდა ეს შეიცვალოს..
-შეიცვლება კიდეც, იმდენი შენობა დამიპროექტებია შენ იმდენი სახლის დიზაინი გაგიკეთებია დრო საკუთარი სახლი დავაპროექტოთ..
-უტა დავიღალე ამდენი ლაპარაკით, ჩამეხუტე..
-როგორც ჩემი ქალბატონი ინებებს..-მომიახლოვდა ჯერ ნამტირალევი სახე დამიკოცნა და მიმიხუტა.. ერთიანად მოვეშვი.. თითქოს დიდი ლოდი მოვიცილე თავიდან..
. . .
-ჯერ ეს ერთი ფეხბურთის საღამოა მალე მოვლენ და მგონი აჯობებს სხვა დროისთვის გადავდოთ უაზრო და დაუსრულებელი კამათი..
-სალი კარგი რაა, გავყიდოთ ეს სახლი, ავაშენოთ ახალი, ამ სახლში არაფერი მოგწონს და რატომ გაქვს ამოჩემებული..
-ეს სახლი გავაკეთოთ რა უჭირს, არც ძალიან დიდი არც პატარა.. ეზოც აქვს..
-მე რომ მეთქვა მოდის ეს გავაკეთოთ მეთქი, მგონი ჩემს ჯიბრზე დაიწყებდი საუბარს..
-ამ სახლში ცხოვრება თავად აირჩიე, შენ ყველაფერის ვარაუდს უწევ და დარწმუნებული ვარ ადგილის თითოეულ ნიუანსს მიქცევდი ყურადღებას, ახლა რა არ მოგწონს ეგ არ მესმის..
-ეს სახლი მხოლოდ ჩემზეა გათვლილი, ჩემზეა მორგებული შენ არ იყავი გეგმაში.. მინდა ახლიდან დავიწყოთ, სადაც ჩვენ ორი და მომავალში ვინ იცის..იქნებ..
-ბავშვები გყავს მხედველობაში..? ხომ ვისაუბრეთ..
-ვიცი ჯერ ადრეა მაგრამ ოდესღაც ხომ ეგ დრო დადგება, არ გინდა თავიდანვე ისეთ სახლში დავიწყოთ ცხოვრება..?
-ვერ გიტან ასეთი ლოგიკური როცა ხდები და ქულას იწერ..
-მადლობა მაგრამ ქულის დაწერას არ ვცდილობ, მინდა ჩემი მხრიდან დაინახო რატომ მირჩევნია ახლიდან დავიწყოთ..
-არ ვიცი, ეს სახლი არ მეთმობა..
-კარგი სხვა დროს გავაგრძელოთ, აუცილებელი არაა დღეს გადაწყდეს.. ახლა ამ დივანზე დგახარ, ჩამოსვლას არ აპირებ..?
-ამაღლებულზე ხომ უნდა ვიდგე რათა ყველაფერი კარგად ამეხსნა..თან სიმაღლეში გეწევი კი არადა გასწრებ..
-მშვენივრად ახსენი..-მომიახლოვდა..
-აი იმის პლუსები ჩემზე მაღალი რომ ხარ..-ხელები გავშალე და მხრებზე შემოვხვიე ხელი, ვაიძულე უფრო ახლოს მოსულიყო..
-ასე ახლოს თუ იქნები და ასეთი მზერით განაგრძობ ყურებას, უარის ვერ გეტყვი რაც არ უნდა ალოგიკური იყოს..
-წესების დარღვევით არ ვთამაშობ..
-მე ვთამაშობ სამაგიეროდ..-მოულოდნელი აღმოჩნდა კოცნა, გამეღიმა და ძალაუნებურად თვალები მიმენაბა.. ზარის ხმა გაისმა.. ძლივს გავწიე გვერდით..
-გველოდებიან..
-არაუშავს..
-უტა..-უკმაყოფილო, ჩვეული მოქუფრული გამომეტყველება დაიბრუნა..დაბლა ჩამომსვა და კარისკენ წავიდა..-მობრძანდით მეგობრებო..
-აბა მგონი ზუსტ დროს მოვედით..-თავიდან მხოლოდ დაჩი აპირებდა მოსვლას მაგრამ დარია, სიძე ,რეზი და ლილეც დაემატნენ..
-ბავშვი დედაჩემთანაა ისიც გახარებულია და ჩვენც..
-მაგარი თამაში გველის დარწმუნებული ვარ..
-სასუსნავები, სასმელი ყველაფერი გამზადებულია, მალე დაიწყება თამაში..
-ადგილები დაიკავეთ, თავიდანვე დავიჭიროთ თადარიგი, მერე მე ესე არეულობას ვერ ავიტან..
-ზედმეტად დიდ დროს ხომ არ ატარებ უტასთან სალი..
-უტა რა შუაშია, იცი ჩემი დამოკიდებულება ფეხბურთზე..წამი არ უნდა გამომეპაროს..
-კომენტატორობის გარეშე.. არიან პროფესიონალები და აცადე..
-ასეთი პროფესიონალები თუ არიან მე რატომ ვასწრებ რაღაც რაღაცების თქმას..?
-სალი..
-კარგი დატკბით სიჩუმით და ისე უყურეთ..-ყველაფერი მოხდა და ჩუმად არავინ ყოფილა, დაძაბული თამაში იყო, მთლიანად გადავეშვით.. მე მაინც ჩემს კომენტარებს ვაკეთებდი რომელიც სიმართლეს შეესაბამებოდა, სიძე ამ კომენტარებს მიკრიტიკებდა.. უტა სერიოზულად იჯდა კონცენტრირებული, ხანდახან გამომხედავდა.. ვიცი დამცინოდა ახლა თუ ვეტყვი არ აღიარებს.. რა ვქნა ზოგადად ემოციური ვარ და ფეხბურთის დროს ორმაგად..
თამაში ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდა, ერთიანად ავხმაურდით და შუქი წავიდა..
-არა მეხუმრები ხო..? კარგი რაა..
-თამაშს მთლიანად უყურე და რა პრეტენზიები გაქვს..
-უტაა კარგი რაა, ხალხი გამოცვივდა, ბოლომდე მინდოდა მენახა..
-გადამრევ შენ ერთ დღესაც იქნება.. -არსაიდან სანთლები გააჩინა და აანთო..
-კიდევ კარგი თამაშის შემდეგ ჩაქრა..
-მგონი ელოდებოდნენ და მასე სპეციალურად გამიკეთეს.. დღეს არ უნდა ჩაექროთ..
-კი შენზე არიან ჩასაფრებულნი და იმ დროს თიშავენ, ყველაზე მეტად როცა მოგეშლება ნერვები..
-რა ვაკეთოთ, მგონი სახლში წასვლის დროა..
-არაა რამე ვითამაშოთ..
-ქალაქობანა..
-კარგი რაა ბოლოს როდის ვითამაშე არ მახსოვს..
-ფურცლებს მოვიტან, უტა შენს კაბინეტში ვნახავ რაა, კალმებიც იქვეა არაა..
-უჯრაში ნახე თუ არადა..-უტას კაბინეტში შევედი, ფურცლები გადმოვალაგე დავითვალე.. კალმები არ მეყო და ბოლო უჯრა გამოვაღე, არაფერი მეორე და პირველი გამოვხსენი, კალმები ვერ ვნახე უნდა მიმეხურა მაგრამ თითქოს რაღაც უცნაური მომხვდა თვალში და ისევ გამოვაღე..
-არ მჯერა..-მე და უტას პირველი პაემნიდან თეფში, რომელიც გავცვალეთ სავსე იყო ფურცლებით.. მალევე ვიცანი, ის ბარათებია რაც კი ოდესმე მისთვის დამიტოვია.. არ მეგონა თუ ინახავდა..
-სალი ამდენი ხანი რაში გჭირდება, რამეს ვერ პოულობ..?
-მე ფურცლები ვნახე და კალმები..მე..
-რა მოხდა..
-არ გითქვამს..-მალევე გაიაზრა რას ვუყურებ ასე..
-მნიშვნელოვანია..
-ბარათები..ზოგში ცოტა არ იყოს გლანძღავ იციი..
-თითოეულთან დაკავშირებით პატარა მოგონება მაქვს შენზე, ასე რომ არ მინდოდა დაკარგულიყო..
-როგორ გამახარე..
-გამოხვალთ ოდესმეე..
-ახლავეე..
-უნდა გავიდეთ, მაგრამ უტა ჩემთვის ბევრს ნიშნავს,მადლობა..
-სამადლობელი არაფერია..-თან სახლში წასვლა არ გინდა და იმაზეც თანხმდები დიდად რაც არ გეხალისება.. ყველაფერი გამოვიტანე და დაიწყო გაცხარებული თამაში.. რატომ უნდა მივიდეთ ზრდასრულები ამ დონემდე და ასეთ ემოციებში ქალაქობანას გამო..? არ მკითხოთ, უბრალოდ გაერთეთ..
დანდობა არ არისო და ერთხელ ორი გრაფის შევსება ძლივს მოასწრეს..
-აი თურმე როგორი შესაფერისი წყვილი ყოფილხართ, უკვე წარმომიდგენიხართ ასაკი როცა მოგემატებათ გაზეთით ხელში კროსვორდის შევსებისას, ეგ კი არ გაგიჭირდებათ.. კარგი რაა დამაცადეთ თქვენნაირად სხარტად ვერ ვწერ..
-ვითომ დამაკნინა ქალბატონმა ძალიანაც გასართობია კროსვორდების შევსება რაა, მითუმეტეს ასაკში მყოფი მე, ჩემი ქმრის გვერდით, უტა აბა წარმოიდგინე გვაკვდება ჰოო გაზეთები და ყავა..
-ახლავე ხომ არ დაგპატიჟო კროსვორდების შესავსებად პაემანზე რას იტყვი..
-ჯერ ადრეა მადლობა შემოთავაზებისთვის..-თამაში გაგრძელდა, უფრო სწორედ გემრიელ კამათში გადაიზარდა..ისევ..
-რა გიწერია მომესმა..?
-დოდო, რა გაგიკვირდათ
-შენი ყოფილი მასწავლებელი კი არ გეხატებოდა გულზე მაგრამ ასე..?
-რას მეხუმრებით ახლა დოდო როგორ არ იცით, ფრინველი..
-რა ფრინველი..
-არა რას დამცინით ერთი დამაცადეთ..-ტელეფონი მოვიმარჯვე და ბოლო პროცენტები დოდოს დაგუგლვაში გამოვიყენე -აი ნახეთ.. დოდო გადაშენებული ფრინველი, რანაირად არ გახსოვდათ..
-გადაშენებული, სერიოზულად..? გვამასხარავებს..
-ქალაქობანას რომელ წესში შედის გადაშენებული ფრინველი არ ჩაწეროვო მითხარი..-კრიტიკული სიტუაცია მანახე და ქალაქობანას გრაფაში ჩაწერილ ათას სისულელეს განახებო ნათქვამია.. დოდო რამ გამახსენა..
თამაში გაგრძელდა საკმაოდ გვიანობამდე.. კარგი დღე გახლდათ.. ფეხბურთი, ქალაქობანა და დოდო..
. . .
-სალიი თავს დაიზიანებ დადეე..
-მინდა გავაკეთოო..
-ოდესმე გამოგიყენებიაა, ახლაც კინაღამ..
-ნუ გიყვარს სიტყვა კინაღამ, არ მომხდარა..
-თუ არ დადებ დიდი ალბათობით მოხდება..
-როდესაც პროექტზე ვმუშაობ, მაქსიმალურად ვარ ხოლმე ჩართული თუმცა ასე ჩართულიც მეც შემეტანა წვლილი არა, ჰოდა რადგან შენი იდეა იყო სახლის აშენება მაქსიმალურად ჩავერთვები..
-კინატონო არ გეწინააღმდეგები მაგრამ იქნებ ისე გავაკეთოთ ეგ ჩართულობის საკითხი, სახლის დასასრულამდე ცოცხლებმა მივაღწიოთ.. რას იტყვი..?
-კარგი ამას დავადებ, ისე მოსაწყენია..
-წინ ბევრი საქმე გვაქვს არ იდარდო, მოწყენის საშუალება არ გექნება.. გამახსენე იმ მაგიდაზე უარი რატომ თქვი, თითქოს მოგეწონა..
-ხელოვნური სიძველის ეფექტი დიდად არ მიყვარს.. თუ იმ ავეჯმაც შენთან ერთად არ განვლო და თავისი ისტორია არ შეიძინა.. ან თუნდაც უკვე როცა იცი ისტორიას ატარებს სხვაა..
-გასაგებია, რამეს მოვიფიქრებთ.. მალე მოვლენ, ჩვენ ხომ არ წავიდეთ..
-წავიდეთ.. არ გშია..?
-რას ინებებ..
-მსუყე და გემრიელი.. ბურგერი..?
-უნდა გეთქვა ბურგერით დავიწყოთ..
-და მერე უკვირთ ჩვენი ერთად ყოფნა.. უტა რაღაც იდეა მაქვს და მითხარი რას ფიქრობ..
-რამ დაგასერიოზულა, ხდება რამე..?
-ორივე ვმუშაობთ და ჩვენი ძალები ისევ გავაერთიანოთ, რას იტყვი..?
-ერთად დავიწყოთ მუშაობა..?
-დავაარსოთ კომპანია ან რამე დავიწყოთ ერთად..
-მოგენატრა ჩემთან ერთად მუშაობაა..?
-კარგად გამოგვდის თუ რა თქმა უნდა, შენ არ გინდა ყველგან მე მხედავდე..-გამეცინა..
-ისედაც მასეა.. სალივან კარგად იცი მიყვარს შენთან ერთად მუშაობა, უბრალოდ უნდა გავიაზროთ არაა მარტივი ამბავი.. ბევრი რაღაცაა გასათვალისწინებელი..
-მაგრამ..
-დავფიქრდეთ რა და როგორ..გადავხედოთ ყველაფერს..
-ანუ შეიძლება გამოვიდეს..
-თუ მოვინდომეთ გამოვა..
. . .
5 წლის შემდეგ

-მე რე რა რომ ზამთარია ჩვენ ერთად ვათ მთავარიაა..
-ზაფხულია და ეგ არ შეგვესაბამება..
-ერთად ხომ ვართ ყველანი.. ძალიანაც უხდება..
-დადაგა ნანატრი დრო, დავემთხვიეთ..
-არა ესე უცებ რანაირად დავიშალეთ..
-ტყუილად აბუქებთ.. რაღაც პერიოდები იყო რომ არ გვიწევდა თუნდაც ერთ ქალაქში ყოფნა მაგრამ მაინც ვიკრიბებოდით, სამაგიეროდ რამდენი ხნით არ ვიცი მაგრამ თბილისში ვართ და შევირგოთ..
-დაჩი სასწავლებლად იყო, თქვენ ჯერ ვითომ სახლის შენება დაიწყეთ, თქვენც დატოვეთ ქვეყანა..
-ნაწილობრივ იქით ნაწილობრივ აქეთ.. ერთი და იგივე არაა.. მშენებლობა კი კარგა ხნის დასრულებულია..
-რა მნიშვნელობა აქვს იმის განხილვას ვინ სად იყო, ყველა აქ ვართ და მაქსიმალურად ვისიამოვნოთ.
-დაჩი 1 წელიც არაა რაც დაბრუნდი, როგორ ეგუები..
-ნორმალურად..
-იკითხე გაჩერებას აპირებს..? მოგზაურობა უკვე დაგეგმილი აქვს..
-ჩემო მეუღლევ შენი შვილი ახალგაზრდაა, უნდა იმოგზაუროს ასე ხომ არ იჯდება..
-ვინ დაუშალა მერე.. ოღონდ კისერზე რომ გყავს შემოსმული სოფიო ჯერ ჩამოსვი და ისე წადი..
-დაჩიი არაა წამიყვანეე..
-ჯერ პატარა ხარ გოგო, შენს თავს სად გამატანენ..
-არა რა სახლს კიდევ ეკუთვნის კომპლიმენტი ეტყობა ვინც ცხოვრობს..
-დიდი დრო დასჭირდა მაგრამ ღირდა..
-დაჩი წამოდი დამეხმარე მანქანიდან ნახევარი მარკეტის გადმოზიდვაში..
-ყველაფერი გვჭირდება, შეხედე რამდენი ვართ..
-სალიავნ დავიწუწუნე..? ფაქტი აღვნიშნე უბრალოდ..შენ ესენი აიღე ამათ მე მივხედავ..
-ნახევარი კი არა მარკეტში არაფერი დაგიტოვიათ..
-რაც მთხოვეს შევასრულე.. მისმინე ყველაფერი რიგზეა..?
-რას გულისხმობ.. არა რანაირად ხვდები ხოლმე–გაეცინა..
-მშვიდობა თუა აუცილებელი არაა მომიყვე..-აღებული პარკები უკან დაალაგა..
-ვერ დაიჯერებ რა მოხდა..
-ასეთი რა უნდა ამომხდარიყო..
-გახსოვს 17 წლის ასაკში გოგო მომწონდა, ჯერ შენ და დეიდაჩემი ერთადაც არ იყავით..
-მერე..
-ისევ გადავეყარე და თავი ისევ 17 წლის მგონია, თითქოს არაფერი შეცვლილა..
-და რა პრობლემაა..
-ჩახლართულია, არ ვიცი ღირს კი..
-თუ გრძნობები ისევ გაქვს, რას ელოდები.. ფაქტობრივად ბავშვები იყავით, დრომ და გარემოებამ დაგაშორათ. წარმოიდგინე რა მოხდება იგივე განმეორდეს და ხელმეორედ დაკარგო..თუ შენთვის მისი გაქრობა არაფერს ცვლის საკითხავიც არაფერია..
-მარტივი არ იქნება..
-ურთიერთობები მარტივი არაა, არასრულყოფილები ვართ და სრულყოფილი ურთიერთობები ვერ გვექნება.. მარტივს ტყუილად დაელოდები.. მე და სალის შემოგვხედე, შენთვის დეიდააა ჩემთვის ქალი, რომელიც მიყვარს, მისი განსხვავებულობით ჩვევებით შეცდომებით.. არც დაწყება ყოფილა მარტივი და არც გაგრეძლება.. მე რომ უარი მეთქვა სიძნელის გამო, არც ვაპირებ წარმოდგენას, დღეს შეიძლებოდა ის ჩემს გვერდით არ ყოფილიყო.. დაფიქრდი სანამ ნაბიჯს გადადგამ, ეს მხოლოდ შენზე კია არა მასზეც იქონიებს გავლენას.. სად გინდა რომ იყო 5 წლის შემდეგ და ვისთან ერთად..
-ხომ გახსოვს მალე ლაშქრობაში მივდივარ..
-დიდად არ გიყვარს მაგრამ..მოიცადე ისიც იქნება..? ახლა ყველაფერი გასაგებია რატომ ხარ ასეთი აჟიტირებული..
-იქ ყველაფერი გაირკვევა..მადლობა..
-რა მადლობა შენ ეს პარკები ტყუილად დადე, აიღე და შემატანინე სანამ დეიდაშენმა რამე არ დამმართა..
-რამის დამართნა რომ უნდოდეს ჰქონდა ბევრი შანსი..
-შენც მართალი ხარ..
-სად ხართ ამდენი ხანი..
-გემრიელობებით სავსეა აქაურობა და კიდევ მოიტანე რამე..?
-სასმელები, სასუსნავები და წვრილმანები..
-ნატა სადაა..
-სოფიო ასწავლის რაღაც თამაშს ნუ ანერვიულდები ხოლმე უცებ..
-არ მეგონა ასეთი დაფეთებული დედა თუ ვიქნებოდი.. ჯერ დათაზე და ახლა ნატაზე..
-მერე უარესი იქნება არ იდარდო..
-დარია როგორი გამხნევება იცი ხოლმე..
-მშვენიერი და დაჯექი აქეთ-იქით სიარულში ვერ ისვენებ შენ.. ოღონდ სერიოზულად, ყველაფერი ისეთი რთული ხომ აღარაა როგორც დათას შემთხვევაში, ჰოდა დამშვიდდი ცოტა.. მასეც არ შეიძლება..
-კარგი აქ ვარ, აბა მეგობრებო ძალიან კარგი იდეაა, სანამ ზაფხულია და აქ ვართ, სადმე ხომ არ წავიდეთ ერთად..?
-აუ კიი რა..
-დაჩი რამოდენიმე დღეში ლაშქრობაში მიდის, ისე წავიდეთ ყველა ერთად რაა..
-მთლად ჩემზე ნუ აეწყობით სამეგობრო..
-შეიძლება ჩვენზე პატარა ხარ, მაგრამ კარგა ხანია დიდების მაგიდაზე შენი საპატიო ადგილი გაქვს დაკავებული, მაგ არგუმენტს ვეღარ გამოიყენებ..
-კარგი როცა ჩამოვალ წავიდეთ სადმე., ყველა ერთად…
-საუკეთესო ზაფხული იქნება..
-ყოველ ზაფულს მაგას იძახი..
-ყოველ ზამთარსაც სალი..
-ასე უნდა იყოს, ყოველი შემდეგ ზაფხული უფრო მაგარი და მაგარი.. ტყუილს არ ვამბობ..
-ერთად ვიქნებით რაც მთავარია..
. . .
შეშინებულს გამომეღვიძა, წამიერად დავიბენი რატომ მაქვს გული ასე აჩქარებული.. მივხვდი უტა გვერდით არ მყავს, ალბათ მუშაობს.. ბავშვის ხმაც არ ისმის.. წამოვდექი, პირველ რიგში ნატას და დათას ოთახში შევიჭყიტე, კამერაა დაყენებული და ხმასაც გავუგებდი, მაგრამ ვიცი გული არ დამშვიდდება სანამ რეალურად არ ვნახავ.. უშფოთველად მძინარე როცა დავინახე ორივე ამოვისუნთქე, უტასკენ წავედი.. საქმეშია გართული და დაღლილობა ეტყობა..
-რამ გაგაღვიძა, ყველაფერი რიგზეა..?
-სულელურმა კოშმარმა..-ამომხედა..-დაძინებას არ აპირებ..?
-ძალიან მალე..თუმცა შეგიძლია ჩემთან მოხვიდე..
-ხელს არ შეგიშლი..?
-სალივან..მოდი ჩემთან..-ნელ-ნელა მივუახლოვდი, ჩემკენ მოტრიალდა წელზე ხელები მომკიდა და კალთაში ჩამისვა..-რა დაგესიზმრა..
-აღარ მინდა გახსენება..-მივეხუტე და კისერზე შემოვხვიე ხელები..
-უკეთ ხარ..?
-ახლა კი..-მისი სუნის ზემოქმედებას დავაბრალე მალევე თვალები რომ მიმელულა..-ვიცი ხელს გიშლი, ამ ნახაზებს უნდა მიხედო.. საქმეს რა დალევს..
-ახლა ამ ნახაზებზე დარდობ..?
-შენზე.. დღესვე რომ ამთავრებდე არ გაგაბედნიერებდა..?
-ჩემი პრიორიტეტები ნათლად მაქვს დალაგებული, ახლა კი სათავეში ჩემი ნახევრად მძინარე ცოლია, რომელმაც კოშმარები ნახა..
-არ მძინავს..
-უბრალოდ თვალებს ასვენებ..?
-ნუ დამცინი..-თვალები დავაჭყიტე-ხედავ..? საკმაოდ ფხიზლად ვარ.. მორჩა დასაძინებლად უნდა წავიდე..
-გგონია მარტოს გაგიშვებ..?-თითქოს არაფერიო ხელში აყვანილი მიმიყვანა ოთახამდე..
-ხომ თქვი, საქმე გქონდა..
-ამდენად დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევ მივხედავ.. ახლა დავიძინოთ..-მაინც ვერ ვისვენებ
-ბედნიერი ხარ..?-თვალებს ახელს..
-საიდან მოიტანე..რას დავაბრალო ეს შეკითხვა..
-უბრალოდ მიპასუხე.. ყველასთვის სხვადასხვა დეფინიცაა.. სხვადასხვანაირად განსაზღვრავს, შენთვის როგორ იზომება ბედნიერება..?
-შენ ხარ ჩემი ბედნიერების საზომი.. შენი ღიმილი, თვალები.. გავიაზრე რომ შენთან შეხვედრამდე რეალური ხანგრძლივი შინაგანი ბედნიერება არ მცოდნია რა იყო.. შენ ხარ წყარო.. შენ რომ არა ნატა და დათა არ გვეყოლებოდა.. ყველაფერი ხარ.. -მიმიხუტა..-აბა შევძელი შენი კოშმარული სიზმრიდან მეხსენი..?
-შენ რა იცი..
-მარტივი მისახვედრია შენი შეკითხვა როგრღაც შენს კოშმარს უკავშირდება, მაგრამ სალივან უნდა იცოდე.. სიზმარი სიზმრად რჩება, რეალობა კი სულ სხვანაირია..ჩვენდა სასიკეთოდ..
-გახსოვს მაშინ პირველად რომ მოვამზადეთ ერთად მე რომ გეხმარებოდი..
-მახსოვს..
-ცდად ღირდა, მოლოდინებს გადააჭარბა კიდეც.. ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს გვერდით ხარ, გვყავს პატარები და ასეთი ადამიანები გარშემო..-ჩავეხუტო, კიდევ უფრო მეტად მიმიხუტდა..
-სალივან, მიხარია ჯერ იმის გამო, ერთმანეთი ავირჩიეთ და მეორე იმის გამო, რომ ამ არჩევანმა ორივეს მოგვიტანა ჩვენი წილი ბედნიერება..ახლა კი დაძინების დროა..-შიშის გარეშე დავიძინებ, კოშმარი რომც დამესიზმროს, გაღვიძებისას გვერდით მეყოლება..
. . .

მიყვარხარ, მაგრამ ამ სიტყვას დღემდე,
როგორც სისხლიან დანას ვმალავდი,
დანას, რომელიც მკვლელობის შემდეგ,
შემომაჩეჩეს ხელში ძალათი.

ახლა კი მინდა აღმომხდეს იგი.
ვით ბოლო ოხვრა მომაკვდავისა.
აღარაფერი არ დარჩა ირგვლივ,
თვალმა და სულმა იცნოს თავისად.

მოხდა, აღსრულდა, ბოლოს და ბოლოს!
დამთავრდა კიდევ ერთი ცხოვრება.
ამქვეყნად ჩვენი ის არის მხოლოდ,
რაც სამუდამოდ გვემახსოვრება. - ოთარ ჭილაძე



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან კარგი ისტორია იყო,საინტერესო და ემოციებით სავსე სალივანის თავგადასავალი..

 


№2  offline წევრი Edna

Daldoni Daldoni
ძალიან ძალიან კარგი ისტორია იყო,საინტერესო და ემოციებით სავსე სალივანის თავგადასავალი..


მადლობა ᲨეფასებისაᲗვის <33

 


№3  offline წევრი Firefly

ძალიან მომეწონაა ♡
--------------------
M.T

 


№4  offline წევრი Edna

Firefly
ძალიან მომეწონაა ♡

მიხარია, მადლობაა <3

 


№5  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგი იყოო❤️❤️განართული და სასიამოვნოდ წასაკითხი❤️❤️წარმატებებიი

 


№6  offline წევრი Edna

TamoTi
ძალიან კარგი იყოო❤️❤️განართული და სასიამოვნოდ წასაკითხი❤️❤️წარმატებებიი

მადლობაა <3 <3

 


№7 სტუმარი Ana-maria

კარგი ისტორიაა სალივანის და უტას უცნაური,ხიფათით სავსე სიყვარულის. მომეწონა. წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს

 


№8  offline წევრი Edna

Ana-maria
კარგი ისტორიაა სალივანის და უტას უცნაური,ხიფათით სავსე სიყვარულის. მომეწონა. წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს

მადლობაა
ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ <3 <3

 


№9 სტუმარი ნესტან

ძალიან მომეწონა საინტერესო საოცარი და სასიამოვნო ნაწარმოებია მომწონა ეს წყვილი. როგორც ნაწარმოები ასევე წყვილიც განსხვავებული არიან არ მეგონა ამათი სიყვარული თუ გამოვიდოდა...ნაატა შემეცოდა არ მეგონა ასეთი მოკლე დროში გაუჩინარდებოდა ცოტა სევდიანიც იყო მაგრამ კარგი დასასრულით ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????????????

 


№10  offline წევრი Edna

ნესტან
დროში

გამიხარდა Თუ მოგეწონაᲗ მაგრამ ამ ისტორიას გაგრᲫელება არ აქვს, სულ ესაა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent