შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მზეს დაგარქმევ შენ( თავი1)


22-04-2024, 11:38
ავტორი Ninogavtadze
ნანახია 487

გამთენია იდგა. მზე ნაზად იჭყიტებოდა ყველა სახლის ფანჯრებში. თითქოს სიცივის გაფანტვას ცდილობდნენ მზის ნაზი შუქები. ძალიან მძიმე ატმოსფერა იყო ბერიძეების სახლში. დიდი ტკივილი ტრიალებდა მათ ოჯახში. ოჯახის წევრები დასტიროდნენ მერაბ ბერიძეს. იწვა შუაგულში დიდი ტკივილი მათი. ერთ დროს როგორ კარგად იყო ყველაფერი. ეხლა კი წავიდა ოჯახის მამაკაცი. განა მარტო ერთი კაცია ამ ოჯახში ? არა ის ყველაზე უფროსი ადამიანი იყო. ის ყველას ძლიერ უყვარდა. ტიროილით დაღლილებს თვალები ისე დასიებოდათ რომ კაცი იტყოდა ეს რა ტკივილი მოუვლინა ღმერთმაო. იდგა ელენა ბერიძე მამის ცხედართან და ბოლო ხმაზე ტიროდა . მისი შინაგანი შემოძახილები ყველას ესმოდა. ატმოსფერო ისე ჩასქელებულიყო სუნთქვის საშვალებას არ იძლეოდა.
ასე ტიროდა მთელი ოჯახი ეს ტკივილი მომავალში დიდ სირთულეებს მოუტანდა არა მარტო ელენას არამედ მთლიან ოჯახს . ასე აცილებდნენ ბოლო გზაზე მათ დიდ იმედს. რა მოუვიდა ? დიახ ამას ყველა იკითხავთ . დიდი სატვირთო მის მანქანას დაეტაკა. დიახ ასე გარდაიცვალა. რთულია ადამიანს გიყვარდეს და მიდიოდეს. საყვარელი ადამიანების დაკარგვა დიდ ტკივილის აყენებს ყველა ადამიანს. იმ მომენტში არავის არ სურდა ცხოვრება მის გარეშე. სურდათ ეს ყველაფერი ტყუილი ყოფილიყო.მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით.

***
ელენას ორმოცამდე თვალს არ მოუშორებია ცრემლი. მისი თვალები ძალიან წითელი და ჩასიებული იყო. იგი თავის თავს არ გავდა . მაგრამ იგი უფრო დაჭკვიანდა ამ ორმოცი დღეის განმავლობაში. ისწავლა თუ როგორ მოიექცეს ისეთ ადამიანებს რომლებიც მისგან ავს მოელიან . დიახ მან ისწავლა საკუთარი თავის ფასი. საკუთარი თავის მოვლა და კიდევ ბევრი რამ. ამ ყველაფრის გადატანაში , მისი ძმა ზუკა დაეხმარა. ისინი ერთმანეთს ეხმარებოდნენ ყველაფერში. ელენამ მუშაობაც კი დაიწყო , რომ ოჯახი არჩინოს. სად მუშაობ ? იგი მუშაობს მიმტანად ნახევარგანაკვეთზე.ასე და ამგვარად მერაბ ბერიძის გარდაცვალების შემდეგ . მისი ოჯახი გაძლიერდა. ეს მისი სურვილი იყო ყოფილიყვნენ კარგად მომავალში მის გარეშე. მათ აღიდგინეს თავიანთი ცხოვრება. ზუკა , ელენა და ერეკლე ბერიძები , ცდილობდნენ კარგი ცხოვრების დაწყებას. სამივე მუშაობდა არა მარტო ეს ესენი არამედ დედაც კი მუშაობდა. ასე ყველა ერთად ცდილობდა მერაბ ბერიძის დანაკლისი აენაზღაურებინათ.
ზუკას ელენა მიყავს ხოლმე სამუშაო ადგილას . ეხლაც მის მანქანაში ზის, ისეთი სამარისებული სიჩუმეა ბოლოს მაინც ელენამ აარღვევს დუმილი.
- შენ რას აპირებ მართლა წახვალ , ამერიკაში სამუშაოდ?- ეკითხება და ცრემლიანი თვალებით აშტერდება, მის ძმას რომელიც გზას უყურებს და წამითაც არ აშორებს თვალს.
- და შენ ეს გინდა?- მის მხარეს იხედება ზუკა და თვალებში აშტერდება.
- მეტყობა რომ მინდა?- ეკითხება დაბღვერილი და თვალს არიდებს. ნერვიულობისგან თითები სულ დაეგლიჯა. ნერვიულობამ სულ შეიწირა ეს გოგონა.
- არც ვაპირებ თქვენი აქ დატოვება ასე არ შემიძლია. როგორ დაგტოვოთ? ან შენ ად ან დედა? ეს წარმოუდგენელია. არც კი გაიფიქრო გაიგე?- ხელები დაუკოცნა დაიკოს და თვალებში ჩააშტერდა.
- ბიჭო გზას უყურე გაგიჟდი? - ამოიკისკისა ელენამ . ზუკამაც გზას გახედა. როგორღაც მიაღწიეს .
ელენა გადმოვიდა და შევიდა ლამაზად გაწყობილ პატარა წიგნის სუნით გაჟღენთილ კაფეში. მისი საყვარელი წიგნის სუნი მუდამ თავბრუს ახვევდა კაფეში შესვლისას. ელენა მივიდა გაიკეთა წინსაფარი და შეუდგა მუშაობას. ძალზედ ბევრი კლიენტი ყავდა. ალბათ იმ კლიენტებსაც უყვარდათ ცხელი კაკაოს დალევა ამ მშვენიერი წიგნების ფონზე. ეს ხომ შესანიშნავია. მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა ცოტა დასვენება და ყავის დალევა. ჩამოჯდა ბარის სკამზე და ბარმენს ყავა გაამზადებინა. ნელ- ნელა სვამდა . არაფერი არ აჩქარებდა.უცებ თავის ტკივილმა შემოუტია წამალიც კი დალია მაგრამ არაფერმა უშველა.
უცებ კაფეში შემოდის, ტანადი, მწვანეთვალება, buzz cut შეჭრილი, სიმპატიური მამაკაცი. იქნება სადღაც 29 წლის. ელენა ისე იყო მიშტერებული ვერ იგრძნო როგორ მიუახლოვდა ეს უცხო პიროვნება მას.
- გამარჯობა , ელენა .- ამჯერად უფრო გაკვირვებული დარჩა . საიდან იცოდა მან მისი სახელი ? ჰაჰ სასაცილოა მას მისი სახელი გულთან ქონდა ამოპრინტერებული იმისთვის რომ კლიენტებს დაენახათ მისი სახელი .
- გისმენთ , რით შემიძლიათ დაგეხმაროთ ?- ეკითხება თავაზიანად . მის გამორჩეულობა ზუსტად ეს იყო. შეეძლო ისე კარგად დალაპარაკობოდა რომ კაცს ეგონებოდა , თავაზიანობის განსახიერებააო . მაგრამ არა ის ხომ ელენა ბერიძე არის.
- თუ შეგიძლია პატარა გოგონა რომ ამ ადგილის უფროსის კაბინეტი მიმასწავლო? - ეკითხება მამაკაცი. ელენა კი ხტება ბარის სკამიდან. იყუდებს ყავას და შემდეგ ხელით ანიშნებს წავიდეთო. ელენამ მამაკაცი კაბინეტამდე მიიყვანა . შემდეგ კარზე ორჯერ დაკრა თავისი პატარა და წვრილი ხელები შემდეგ კარი შეაღო.
- გამარჯობათ ბატონო უფროსო , ვიღაც მამაკაცი გკითხულობთ და შემოვუშვებ...- ამის შემდეგ უფროსი თავს უქნევს ელენას . მამაკაცი შედის და ელენა კი ისევ თავის ადგილზე აპირებს დაჯდომის როცა ხედავს კიდევ რამდენიმე კლიენტ. ამ კლიენტების გასტუმრების შემდეგ. თავს აძლევს საშვალებას დაისვენოს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent