გაუჩინარება
ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო. არაფრით გამორჩეული მის ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ უემოციოდ უყურებდა როგორ ურტყამდნენ დედამისს. კიდევ ერთხელ უყურებდა როგორ მოათრიეს მთვრალი მამამისი მისმა ძმაკაცებმა. კიდევ ერთხელ უემოციოდ იჯდა სავარძელში და ბევრ რამეზე ფიქრობდა ერთდროულად. უყვარდა ასე ჯდომა და ფიქრი. ფიქრი მომავალზე, წარსულზე, აწმყოზე, სხვა სამყაროზე. ყოველთვის ჰქონდა დეჟა-ვუები. იცოდა სხვა სამყაროშიც ზუსტად იმას განიცდიდა რასაც აქ, ამ ცხოვრებაში. ყველაფერი რომ ჩაწყნარდა დაწვა. საყვარელი მუსიკის ფონზე ჩაეძინა. ეს მუსიკა მასში ერთდროულად ათას ემოციას იწვევდა. უყვარდა, მაგრამ თან ეშინოდა ამ მუსიკის. რაღაც აშინებდა მასში. მომღერლის ხმა და მუსიკის ტექსტი საოცარი კონტრასტი იყო. დაესიზმრა თუ როგორ შეხვდა იმ ბიჭს, ერთ დროს ასე ძალიან რომ უყვარდა. ასე ძალიან რომ ეტრფოდა, ეალერსებოდა. უცებ გამოეღვიძა, მიხვდა რაღაც ვერ იყო რიგზე, რაღაც ძალიან უჭერდა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ოთახში ჰაერი არ ჰყოფნიდა. დედას ეძახდა, თუმცა ამაოდ. მამას შველას სთხოვდა, თუმცა ვერავინ გაიგო მისი ხმა. დილით, მისმა პატარა ძმამ ნახა. კივილით შეძრა სახლი, ეზო, ქუჩა. ის პატარა გოგონა ყველას ასე ძალიან რომ უყვარდა, გარდაცვლილიყო. საყვარელმა დედამ ერთი ცრემლი ვერ გაიმეტა მისთვის. მამამ ვერც გააცნობიერა რა მოხდა. ან გააცნობიერა და ყველაფრის დასავიწყებლად ისევ დასალევად წავიდა. მეზობლებმა დაიტირეს. მანანა დეიდამ, რომელსაც საკუთარი შვილივით უყვარდა, იმდენი იტირა სასწრაფო დასჭირდა. ლელამ, საკუთარმა დაქალმა საფლავში ვერ გაიმეტა ჩასადებად, კივილით შეაზანზარა მთელი ქვეყანა. ყველა ტიროდა:ცაც, ღრუბლებიც, ზღვაც. დასაფლავების დღეს ბიჭი მივიდა. თვალცრემლიანი, უსაზღვრო ტკივილით სავსე, მაინც მივიდა მეუღლესთან ერთად. ის გოგონაც ისე ტიროდა, თითქოს ვინმე უძვირფასესი დაკარგა. უნდა ვაღიაროთ, ნამდვილად არ მოსწონდა ნატის არსებობა გეგას ცხოვრებაში, თუმცა გარკვეულ ფაქტებს ვერ შეცვლიდა. მასაც სტკიოდა, იცოდა რამდენად ძვირფასი დაკარგა მისმა მეუღლემ, ბავშვობის პირველი სიყვარული, რომელიც დღემდე ერთადერთი წმინდა რამ იყო გეგას ცხოვრებაში და ესეც დაკარგა. სანდროს ტირილით მიჰქონდა გოგონას გვამი. მისი ცივი სხეულის შეგრძნება ჩახუტებისას ჭუიდან შლიდა. ლელასთან ერთად ეხუტებოდა ნატის გვამს და დაჭრილი ცხოველივით ღრიალებდა. არ უნდოდა საუკეთესო მეგობრის დაკარგვა. არ უნდოდა მიწისთვის გაეზიარებინა ანცი, სიცოცხლის სხივით, ბედნიერებით და თან ტკივილით სავსე გოგონა, არა, არ უნდოდა. მარიამი იქვე იდგა, თავისთვის. შორიდან ერთი შეხედვით ჩუმად ტიროდა, თუმცა რეალურად, ყოველ მეორე წამს კიოდა, დედამისი იჭერდა. ძმა და ნათესავები ძლივს აკავებდნენ თან რომ არ ჩაჰყოლოდა გოგონას სხეულს, ბავშვობის სილაღეს, ბედნიერებას, ანც ღიმილის ერთმანეთის სახეებზე რომ ხედავდნენ. ყველა ცუდად იყო. 30 ოქტომბერს, საკუთარ დაბადების დღეზე, სამყაროს ერთი ძალიან ლაღი ადამიანი გამოაკლდა. ყველა ფიქრობდა რომ ღმერთმა თავისთან წაიყვანა, თუმცა ამაოდ. ნატის არ სჯეროდა, რომ ღმერთი თავისთან წაიყვანდა, არც იმის სჯეროდა, რომ ეშმაკთან მოუწევდა დროის გატარება. ყოველთვის იცოდა რომ გაქრებოდა, ასე უბრალოდ გაქრებოდა. შემდეგ წვიმად გადაიქცეოდა, თოვლად, მზის სხივებად ასე ძალიან რომ უყვარდა, ცივ ნაყინიან ყავად მეგობრებთან ერთად სულ რომ მიირთმევდა, ყველა იმ კერძში იქნებოდა ასე ძალიან რომ უყვარდა. იცოდა გაქრებოდა, თუმცა მაინც ყველგან, ყველასთან, ყველაფერში იქნებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.