შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიდი აღმოჩენა(ნაწილი ექვსი)


25-04-2024, 00:14
ავტორი Olivia255
ნანახია 797

ტელეფონმა დაიზმუვლა და გაღიზიანებული ავდექი საწოლიდან,სულ რაღაც ერთი საათით მეძინა,ნიკასგან იყო მესიჯი,
"გაემზადე,ნახევარ საათში სახლში ვიქნებით". მაშინვე გამოვფხიზლდი,კიდევ კარგი კურიერმა უკვე ყველაფერი მომიტანა. კარადა გამოვაღე და ჩემი ახალი კაბა გამოვაძვრინე.კაბა ულამაზესი იყო,მხრებზე გადასული,ყავისფერი,კორსეტით და გრძელი ფრიალა გამჭვირვალე სახელოებით,ძალიან მიხდებოდა,ბოლოში გაშვებული იყო და ისე ლამაზად ფრიალებდა სიარულის დროს,არც ისეთი მოკლე იყო,ამიტომ ძალიან თავისუფლად და კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ჩემი კრემისფერი ჩექმები გადმოვიღე,რომელიც მუხლს ქვემოთ ჩერდებოდა და კაბას ძალიან უხდებოდა,უჯრაში ჩავძვერი ბენდების მოსაძებნად და კმაყოფილმა წამოვიყვირე "არის",როცა თეთრ ბენდენას მოვკარი თვალი ყავისფერი ორნამენტებით გაფორმებულს. თმები წამებში დავისწორე,ბენდენაც გავიკეთე,რაც ძალიან უხდებოდა მთლიან ფორმას და რადგან მაკიაჟისთვის დიდი დრო არ მქონდა,ატმისფერი გლოსი წავისვი,თვალები ავიტუშე და ლაინერი წავისვი. სწორედ მაშინ გაისმა კარზე ზარი და სანამ ქვემოთ ჩავიდოდი გეგას ნაჩუქარი ყელსაბამი გავიკეთე, რომელიც ძალიან სადა და ელეგანტური იყო, ვერცხლის ყელსაბამს გულის ფორმის მბზინავი კულონი ამშვენებდა. ჩემი პატარა კრემისფერი ჩანთა და ტელეფონი ავიღე და ქვემოთ გავემართე. კარი რომ გავაღე, პირველი რაც თვალში მომხვდა ნიკას ჩაცმულობა იყო,ყავისფერი,ფართო თხელი საროჩკა ეცვა,კრემისფერი შარვალი და თეთრი ფეხსაცმელი,ამაშიც კი ერთმანეთს ვგავართ. ჩემი დანახვისას გაეღიმა და მის უკან მდგარ გეგას გახედა, რომელიც თვალს არ მაშორებდა
-ხომ გითხარი ყავისფერი ჩაიცვი მეთქი,შენ კი მაინც შავ-თეთრი არჩიე. გეგას შავი შარვალი,თეთრი საროჩკა და თეთრი ფეხსაცმელი ეცვა. კულონს დახედა და გაღიმებულმა შემომხედა
-ძალიან ლამაზი ხარ mi alma-მითხრა ნიკამ და ხელი მომკიდა გეგასკენ რომ გავეწიე,შემდეგ თვალი ჩამიკრა,მე გეგასთან დამტოვა, თვითონ კი მანქანისკენ წავიდა. გეგამ ხელი ლოყაზე მიმადო და ისე მაკოცა,თითქოს მთელი ერთი თვე არ ვენახე. კმაყოფილმა შემათვალიერა და ყურში ჩამჩურჩულა
-ისეთი ლამაზი ხარ ძალიან გამიჭირდება თავის გაკონტროლება პატარავ,-მივხვდი როგორ ამიწითლდა ლოყები, ყოველთვის ახერხებდა ჩემს დაბნევას,კარი გამოვხურე და ძლივს წავილუღლუღე ნიკა გველოდება მეთქი,მისი ხელი რომ ზურგზე ვიგრძენი ისედაც დაბნეული სულ მთლად ავირიე და რომ არა გეგა,რომელმაც მოასწრო წელზე ხელის შემოხვევა და ჩემი დაჭერა, ალბათ ძალიან მწარედ დავეცემოდი ასფალტზე. სწრაფად ჩავჯექი მანქანაში რომ თავიდან ამერიდებინა თავის შერცხვენა,ნიკას ხომ ვერაფერს გამოაპარებ,საჭესთან იჯდა,მაგრამ სარკეში რამოდენიმეჯერ გამომხედა და ჩაიხითხითა. გეგა ძალიან ჩუმად იჯდა წინა სავარძელზე,თუმცა ძალიან მოუსვენრად იყო და აღარ იცოდა ეს რით დაეფარა. გადავწყვიტე დავხმარებოდი და ნიკას ლაპარაკი გავუბი
-სად მივდივართ?-ვკითხე და წინა სიდენიებს შორის გავყავი თავი ნიკასთვის რომ შემეხედა. გეგამ ჩემი სიახლოვე რომ იგრძნო სულ მთლად დაიძაბა და ჩემთვის თვალი რომ აერიდებინა ფანჯრიდან დაიწყო ყურება
-სად და,გეგამ მითხრა რომ ძალიან კარგად მღერი,-მიპასუხა ნიკამ.
-ხოდა გადავწყვიტეთ შენს საყვარელ ბარში წაგვეყვანე,შენც განიტვირთები და მეც ვნახავ ჩემი და როგორ მღერის.-დაასრულა ნიკამ და წითელზე გააჩერა. გეგასკენ ვაპარებდი თვალს,ასე ჩუმად არასდროს არ ყოფილა,რა დაემართა....რადგან უკვე გვიანი იყო გზებიც თავისუფალი იყო და ძალიან მალე მივედით ბარში,შიგნით შესვლისას ყველამ ისევ ჩვენ დაგვიწყო ყურება,ნიკა კოქტეილების მოსატანად წავიდა,გეგა გვერდით მომიჯდა და ხელი ბარძაყზე ამისრიალა
-გეგა...-აღმომხდა და თვალებგაფართოებულმა გავხედე,მან კი იმის მაგივრად რომ გაჩერებულიყო პირიქით,ფეხზე მისი ძლიერი ხელი მომიჭირა და უფრო ზემოთ აასრიალა. სულ დავიბენი,თან თვალს ნიკასკენ ვაპარებდი რომელიც უკვე კოქტეილებით ხელში ბრუნდებოდა უკან,გეგამ მაშინვე მომაშორა ხელი და ვითომც არაფერიო ისე შეხვდა ნიკას,ჩემი დანახვისას წარბები შეკრა და მკითხა რა გჭირსო. მე კი მთლად აწითლებულმა და აფორიაქებულმა დავუწყე ახსნა,რომ ასე იმიტომ ვიყავი,რომ სიმღერის წინ ყოველთვის ასე ვნერვიულობდი,კიდევ კარგი დამიჯერა და მეტი არაფერი აღარ უკითხავს,კოქტეილს დავავლე ხელი იმის იმედით რომ ცივი სასმელი ცოტათი აზრზე მომიყვანდა,მაგრამ იმ ადგილას,სადაც გეგამ ხელი მომკიდა სიმხურვალეს ვგრძნობდი,ეს კი ჩემს ნერვებზე ძალიან მოქმედებდა....ოხ ეს გეგა....
*******
სცენაზე რომ ავედი და მოლაპარაკება დავიწყეთ თუ რა უნდა გვემღერა,შაკომ შემოგვთავაზა bad habits ჩვენებური ვერსია გვემღერა,რომელიც ნახევრად გარემიქსებული გვქონდა,რომ ხალხი ცოტა გამოგვეფხიზლებინა,მეც დავთანხმდი და რამოდენიმე წუთი ვთხოვე ბენდს,
-საღამო მშვიდობის მეგობრებო,-გამოვაცხადე მიკროფონში და გავიგე რამოდენიმემ ჩემი სახელი რომ დაიყვირა,რაზეც გამეღიმა,შემდეგ კი გავაგრძელე
-დღეს აქ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იმყოფება და ეს საღამო მინდა რომ მას მივუძღვნა, იმედია ყველა ისიამოვნებთ-ნიკას შევხედე, რომელიც გაღიმებული მიყურებდა. სიმღერა რომ დავიწყე შევატყვე რომ ხალხი გამოცოცხლდა,ჩვენმა გარემიქსებულმა სიმღერამ აშკარად მოწონება დაიმსახურა,შაკოს გავხედე, რომელმაც თვალი ჩამიკრა და კმაყოფილმა გააგრძელა გიტარაზე დაკვრა. სიმღერამ იმხელა მოწონება დაიმსახურა რომ ყველა ითხოვდა კიდევ მემღერა რამე,ჩვენც დაუფიქრებლად მივაყოლეთ რამოდენიმე სიმღერა, იმდენად გავთამამდი სცენაზე,რომ ცეკვას და ხტუნვას არ ვწყვეტდი,ყველა ნოტს ვგრძნობდი, სიმღერა ერთადერთი იყო,ნიკას თუ არ ჩავთვლით,რომელიც ძალიან მამშვიდებდა, არამარტო მსმენელი,არამედ მეც დიდ სიამოვნებას ვიღებდი მისგან. რამოდენიმე სიმღერის შემდეგ ნიცას ვანიშნე რომ დასვენება მჭირდებოდა,მანაც თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად. მაგიდას რომ მივუახლოვდი სადაც ნიკა და გეგა ისხდნენ,მაშინვე ნიკას ხელებში აღმოვჩნდი,ჰაერში ამიტაცა და ისე დამაბზრიალა რომ ალბათ სადღაც ხუთი წუთით თავბრუ მესხმოდა
-ლილე,პირდაპირ საოცრება ხარ,-შემაგულიანა ნიკამ და გვერდით მომისვა. გეგა კმაყოფილი მიყურებდა და ვისკის წრუპავდა. ნიკამ მეც გამომიწოდა ფერადი კოქტეილი, რომელიც ძალიან მომეწონა და მითხრა რომ დასვენების შემდეგ ისევ მომიწევდა მათთვის რამე მემღერა,თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და კოქტეილი მოვსვი...
არ ვიცი რამდენი დავლიე,მაგრამ დარბაზის შუაგულში რომ აღმოვჩნდი ნასვამ ნიკასთან ერთად მივხვდი რომ ბევრი მომივიდა,თავს იმდენად კარგად ვგრძნობდი,წამიერად ისიც კი დამავიწყდა რომ ჯერ კიდევ საფრთხეში ვიყავით. ნიკამ კიდევ ერთხელ დამაბზრიალა ტანი მუსიკის ტემპს ავაყოლე,ბენდი უჩემოდაც მშვენივრად ართმევდა თავს,ბარი სავსე იყო ხალხით და ყველანი კმაყოფილები დახტოდნენ მუსიკის ტემპის მიხედვით. თვალს მაინც გეგასკენ ვაპარებდი, რომელიც შორიდან მაკვირდებოდა,ცდილობდა რაც შეიძლებოდა მეტი დრო გამეტარებინა ნიკასთან და ეს ფაქტი ძალიან მაბედნიერებდა. ცეკვისგან ფეხები რომ ამტკივდა ნიკას ვუთხარი რომ ცოტა ხნით დავტოვებდი,თავი დამიქნია და ვიღაც გოგოსთან დაიწყო ცეკვა,თან თვალს არ მაშორებდა სანამ გეგას არ მივუახლოვდი. მაგიდასთან რომ მივედი გეგა წამოდგა,თან ნიკას გახედა და რომ დარწმუნდა ნიკა თავის სტიქიაში იყო ხელი დამავლო და საპირფარეშოსკენ გამიძღვა. ბიჭების საფირფარეშოში შესვლისას კარი ჩაკეტა და მომიბრუნდა.
-გეგა,აქ რას ვაკეთებთ?-ვკითხე დაბნეულმა და მშიერი თვალებით რომ შემომხედა და ტუჩებზე დამაცხრა პასუხიც მაშინვე გავიგე. კარებზე მიმაკრო ტანით და თითქოს მართლა შიოდა ისე მკოცნიდა, იმდენად ბევრი მქონდა დალეული რომ ისიც კი დამავიწყდა ნიკაც რომ აქ იყო,მეც ვკოცნიდი და ეს უფრო აგიჟებდა. ხელი კაბაში შემიცურა და ბარძაყზე რომ ოდნავ მომიჭირა წამოვიკვნესე.
-ლილე...-დაიღრინა და შემომხედა
-იცოდე თავს ვერ შევიკავებ,-ახლა ჩემს ყელს დააცხრა და თან მეჩურჩულებოდა
-მთელი საღამოა ვცდილობ თავი შევიკავო,მაგრამ იმდენად ლამაზი ხარ,რომ ძალიან ართულებ სიტუაციას,-ხელები კისერზე შემოვხვიე და ენაარეული ვცდილობდი სიტყვებისთვის თავი მომება თუმცა ამაოდ. ვიცოდი რომ აქ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა,ჩემი ძმაც ბარში იყო და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა კარი გაეღო,მაგრამ ალკოჰოლისგან იმდენად ვიყავი გათიშული არაფერი მაინტერესებდა გეგას გარდა. კიდევ ერთხელ დამაცხრა ტუჩებზე,შემდეგ კი ყურში ჩამჩურჩულა
-ამას სახლში დავამთავრებთ პატარავ,-მხარზე მაკოცა და ჩაკეტილი კარი ისევ გახსნა. აწითლებული და გონებაარეული მივყვებოდი უკან,ის კი ხელს არ მიშვებდა და მაგიდისკენ გზას მიიკვლევდა მოცეკვავე ხალხის გავლით....
*******
რამოდენიმე სიმღერაზე კიდევ ვიცეკვეთ ამჯერად გეგასთან ერთად,შემდეგ კი ყველანი მანქანაში ჩავსხედით და სახლისკენ წავედით,ნიკა სახლში დავტოვეთ,იმდენი მქონდა დალეული უკვე იმასაც კი ვერ ვარჩევდი სად ვიყავით,საშინლად მესხმოდა თავბრუ,ნიკას არაფერი ეტყობოდა,მთელი გზა ჩემზე ზრუნავდა და მანქანიდან სანამ გადავიდოდა გეგა გააფრთხილა რომ ჩემთვის კარგად მოეხედა,წამოსვლა უნდოდა თუმცა გეგამ დაამშვიდა და უთხრა რომ კარგად მომივლიდა,თან ეშმაკურად გამომხედა და მაშინვე ავწითლდული. ნიკა რომ მანქანიდან გადავიდა მეც კარი გავაღე და ლასლასით გადავედი მანქანიდან ნიკას რომ ჩავხუტებოდი.
-ლილე,შემდეგზე ამდენს აღარ დალევ,-გაიცინა ნიკამ და ისე ძლიერად ჩამიხუტა მეგონა ყველა ძვალი დამიმტვრია. შემდეგ თავზე მაკოცა და წინა სავარძელზე დაჯდომაში მომეხმარა. საშინლად მესხმოდა თავბრუ და მანქანა რომ მოძრაობდა ეს უარესად მოქმედებდა ჩემზე,საშინლად მცხელოდა და კაბა მუხლს ზემოთ ავიწიე და გრილი ჰაერის მოხვედრისას ცოტა უკეთ ვიგრძენი თავი.
-ლილე გინდა სადმე გავაჩერებ თუ ცუდად ხარ,-ვაი ვაგლახით დავუქნიე თავი და გეგამაც მალე მანქანა გააჩერა, მანქანიდან გადავიდა და რამოდენიმე წუთში დაბრუნდა ბორჯომით ხელში და მანქანაში ჩაჯდა.
-მიდი პატარავ დალიე,-გახსნილი ბოთლი პირთან მომიტანა და მეც მაშინვე მოვიყუდე.
-გეგაა,ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ,-ენის დაბმით ძლივს ვუთხარი და კალთაში ჩავუდე თავი. გეგამ ისე გემრიელად გადაიხარხარა რომ მეც გამეღიმა. სანამ მივხვდებოდი რას ვაკეთებდი მის მხარეს გადავძვერი და კალთაში ჩავუჯექი,ხელები კისერზე მოვხვიე,მანაც არ დააყოვნა და თავისი ძლიერი ხელები წელზე შემომხვია,თან თავისი ლამაზი მოციმციმე თვალებით მიყურებდა და იღიმოდა.
-მომწონს როცა ასეთი თამამი ხარ პატარავ,-გვერდულად გამიღიმა და ნაზად მაკოცა
-მაგრამ სახლამდე უნდა დაიცადო,-მითხრა და ჩემი გვერდით გადასმა სცადა,თუმცა არსად წასვლას არ ვაპირებდი,პირიქით უფრო მივეკარი და გავეკრიჭე.
-სახლამდე? რატომ? აქ რატომ არ შეიძლება?-არეულად დავიწყე ლაპარაკი და ყელზე ვაკოცე
-ლილეე!!-დაიღრინა და მისი ხელები წელზე უფრო მომიჭირა. მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებდი,ისე გავთამამდი,რომ ისიც არ მაინტერესებდა შუა გზაზე რომ ვიდექით და მანქანები რომ მოძრაობდნენ,გეგამაც ვეღარ მოითმინა და ვნებიანად დამიწყო კოცნა
-მოდი ცოტა უფრო მყუდრო ადგილას გავაჩერებ,-ჩამჩურჩულა და კიდევ ერთხელ სცადა ჩემი გვერდით გადასმა,ამჯერად დავნებდი და ჩემით გადავძვერი გვერდით სავარძელზე,მოვკალათდი და თვალები მივხუჭე იმ მიზნით რომ თავბრუსხვევა გადამივლიდა მაგრამ ამაოდ,ისევ გახელა ვამჯობინე,გეგამ მანქანა დაძრა და მივხვდი რომ სახლის მიმართულებით წავედით,მაგრამ  ტყეში რომ გადაუხვია,სულ მთლად ავცახცახდი როცა გავიაზრე რა გავაკეთე,მგონი ჯობდა ჩემთვის წყნარად დავმჯდარიყავი და ახლა უკვე თბილ საწოლში ვიქნებოდი....
მანქანის გასაჩერებელი ადგილი როგორც კი იპოვა დრო არ დაკარგა,ცალი ხელით როგორღაც მოახერხა ჩემი მის კალთაში ჩასმა და გაავებულმა დამიწყო კოცნა,ერთი წამით არ მშორდებოდა,ხელები მკერდზე მივადე და ვეცადე მოვშორებოდი ჰაერი რომ ჩამესუნთქა,გეგაც წამიერად მომშორდა მხოლოდ ამჯერად ყელზე დამიწყო კოცნა და როცა ოდნავ მიკბინა და წამოვიკვნესე სულ მთლად გადაირია,მისი ცხელი სუნთქვა ყურთან რომ ვიგრძენი სულ დამბურძგლა,კარგია რომ ვიჯექი,თორემ ალბათ ფეხები მომეკვეთებოდა როცა მისი ბოხი ხმა გავიგე
-ახლა გაჩვენებ რა მოხდება,როცა კიდევ ერთხელ გადაწყვეტ ჩემს გაღიზიანებას,- წამებში დამტოვა საცვლების ამარა. ისე რომ ტუჩები არ მოუშორებია შარვლის გახსნა დაიწყო,შემდეგ კი წამიერად მომშორდა და ჩამჩურჩულა
-ამჯერად აღარ დაგინდობ პატარა,-და მისი ნათქვამი დაამტკიცა კიდეც....
*******
არ მახსოვს სახლში როგორ მოვედით,ან გეგას საძინებელში როგორ აღმოვჩნდი,ისეთი დაღლილი ვიყავი არაფერს არ ვაქცევდი ყურადღებას....დილას რომ გავიღვიძე თავი საშინლად მტკიოდა,შევიშმუშნე და თვალები გავახილე,ხელით ტელეფონს დავუწყე ძებნა საათისთვის რომ დამეხედა,უკვე 12 საათი იყო და ნიკას სამი გამოტოვებული ზარიც დამხვდა,გამეღიმა და გადავურეკე.
-დილა მშვიდობის ძილისგუდა,-გაისმა ნიკას მხიარული ხმა
-დილა მშვიდობის,-ნამძინარები ხმით ვუპასუხე მეც
-თავს როგორ გრძნობ?-მკითხა ქოშინით
-კარგად,ცოტა თავის ტკივილს თუ არ ჩავთვლით,რატომ ქოშინობ?-ვკითხე და გაიცინა
-შენსავით ძილისგუდა კი არ ვარ,ვარჯიშზე ვარ და გირეკავდით რომ მეკითხა გინდოდა თუ არა ჩემთან ერთად წამოსვლა,მაგრამ რომ არ მიპასუხე ვიფიქრე გეძინა და შეგეშვი, როგორც ჩანს არ შვმცდარვარ-გული დამწყდა რომ ვერ გავიღვიძე და უკმაყოფილოდ ვუთხარი
-მინდოდა წამოსვლა,კიდევ გეცადა იქნებ გაგეღვიძებინე.
-სხვა დროს წაგიყოლებ,გული არ გაიტეხო,თან გეგამ დამირეკა და მითხრა რომ თურმე ისე გეძინა ბომბი რომ აეფეთქებინა მაინც ვერ გაიგებდი.-გავბრაზდი და გავაპროტესტე
-სხვათა შორის ძალიან ფხიზელი ძილი მაქვს და ნუ იგონებთ რაღაცებს,-ნიკას სიცილის ხმა რომ გავიგე მეც გამეღიმა და ვუთხარი რომ მოგვიანებით დავურეკავდი. ავდექი და აბაზანისკენ წავედი,გეგა არსად ჩანდა,ალბათ უკვე წავიდა. შხაპი მივიღე და გეზი სამზარეულოსკენ ავიღე,საშინლად მინდოდა ყავა და ჰოი საოცრებავ,გეგაც სამზარეულოში იყო, უხასიათოდ იჯდა მაგიდასთან და ჩემი ოთახში შესვლაც კი ვერ გაიგო
-დილა მშვიდობის,-ვუთხარი უკნიდან ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე,ხელებზე ხელი მომკიდა და გაღიმებულმა გადადო ტელეფონი გვერდით,თავი შემოატრიალა ჩემთვის რომ ეკოცნა, შემდეგ კი ხელები მომხვია და კალთაში ჩამისვა
-დილა მშვიდობის პატარავ,-ვნებიანად მაკოცა,მერე კი რამოდენიმე წამით გაღიმებული მომაჩერდა.
-მეგონა უკვე წახვედი,-ვუთხარი და არ შევიმჩნიე რომ მომაშტერდა
-დღეს სხვა გეგმები გვაქვს,-ამოიოხრა და თავი ჩემს კისერში ჩამალა,გამეღიმა და მეც ჩავეხუტე,პატარა ბავშვივით იყო რომელსაც სულ ყურადღება უნდოდა,
-რამე მოხდა?-ვკითხე და თან თითებს მის ლამაზ ტატუებს ვუსვამდი
-მამაჩემმა დარეკა,-მიპასუხა და მხარზე მაკოცა
-და მერე?-ვკითხე რომ არ გააგრძელა და ჩემით დაკავდა...
-შენი გაცნობა უნდათ,-მიპასუხა და მომაჩერდა ჩემი რეაქცია რომ დაენახა. არაფერი შევიმჩნიე,თუმცა ძალიან ვნერვიულობდი,მისმა ძმამ ნამდვილად არ დატოვა კარგი შთაბეჭდილება ჩემზე და წასვლა მართლა არ მინდოდა,მაგრამ გეგას გამო უარს არ ვიტყოდი,მისი ოჯახია და მათ პატივი უნდა ვცე.
-მისმინე,თუ არ გინდა შემიძლია...-გავაწყვეტინე
-რათქმაუნდა მინდა,ეს ხომ შენი ოჯახია,ხალხი რომელმაც გაგზარდა,ჩემთვის დიდი პატივი იქნება მათი გაცნობა,-ცოტა ხნით თვალებგაბრწყინებული მიყურებდა შემდეგ კი მითხრა
-ღმერთო როგორ მიყვარხარ და როგორ გამიმართლა რომ შენ მყავხარ,-მაკოცა და წამოდგა,ისე რომ მეც ხელში ამიტაცა,შემდეგ მაგიდაზე დამსვა და ეშმაკურად რომ შემომხედა მივხვდი საითაც მიდიოდა სიტუაცია
-მაგრამ წასვლამდე სხვა საქმე მაქვს,-თავი უკან გადავხარე და ავხარხარდი,როგორი მოუსვენარი იყო....



№1 სტუმარი სტუმარი Nono

Magari iyo axal tavs rodis dadebt gelit moutmenlad❤❤❤

 


№2  offline წევრი Olivia255

სტუმარი Nono
Magari iyo axal tavs rodis dadebt gelit moutmenlad❤❤❤

დღეს თორმეტის მერე დავდებ ისევ ❣️❣️❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent