შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გემის ნაპირები! (თავი მეშვიდე)


25-04-2024, 16:23
ავტორი TuToo
ნანახია 654

-შეიძლება?- გველესიანის კაბინეტში თავი შემოყო ერეკლემ.
-შემოდი-საქაღალდე გვერდით გადადო, თვალები მოისრისა და დაღლილი მზერა შეავლო ერეკლეს.
-ლაშა ძალიან ნუ შეყვები ამ საქმეს, შენც გული გეტკინება და იმასაც ასე ძალიან რომ გაფორიაქებს ახლა..- სავარძელში ჩამოჯდა და კალამი ამოიღო, თითებ შორის ათაამაშა.
-რას გულისხმობ ერეკლე?- წარბები შეკრა გველესიანმა.
-ძალიან კარგად ხვდები რასაც ვგულისხმობ, რამდენი წელია მაგ ნაბი*ვარის დაჭერა გინდა? შენი დის გამო არ ხარ ახლა აქ?
-ვერ ხედავ ეგ რამდენ ანადგურებს? ჩემი დის გარდა კიდე რამდენს მოექცეოდა მსგავსად?-თვალები ჩაუსისხლიანდა, მხეცს დაემსგავსა წამით.
ამღერებულ ტელეფონს უპასუხა. ზუკა იყო, საღამოს  წვეულებაზე დავამთავრებთ ყველაფერსო და გაუთიშა. ახლა რა უნდა ექნა ? წასულიყო და მათთან მდგარიყო? ამ ყველაფერს რომ დასწრებოდა იძულებული გახდებოდა ისინი დაეკავებინა, თუმცა იყო მეორე მხარე თუ იგორი გაცურედებოდა გისოსებს მიღმა ამოჩნდებოდა.
ესემესი მოუვიდა.
"აუცილებლად მოდი წვეულებაზე, ვინც არუნდა დაისაჯოს და როგორც შენ იქ ხარ საჭირო ლაშა".
ფეხზე წამოდგა სიგარეტს გაუკვიდა და სადღაც წავიდა.
-გოგოებო რაშვებით?- მისაღებში ისხდნენ ყველანი მაიკო რომ შემოვიდა.
-საღამოს იგორის სახლში მივდივართ, ყველაფერი უნდა დავამთავროთო.- ნაღვიანად ამოხედა ირინამ ბავშვებს.
-მეშინია ძალიან, იმედია არაფერი მოხდება..-ხმა არავის აღარ ამოუღია, ისხდნენ ჩუმად გამოპრანჭულები და ბიჭებს ელოდნენ. კატოს ტელეფონზე შეტყიბინება რომ შემოვიდა, ელენე იყო.

"მე და გაბუნია უკვე გზაში ვართ"

"ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო"

-წავედით!- მისაღებში ბიჭები შემოლაგდნენ. მანქანებში გადანაწილდნენ.

რესტორან იმპერიალის ეზოში რამდენიმე მანქანა ერთდროულად შემვიდა. წყვილებად გადმოვიდნენ და რესტორანში შევიდნენ.
დიდი დარბაზი ხალხით იყო სავსე, უამრავი დაცვა და შავებში გამოწყობილი კაცები მთელს ობიექტზე გაენაწილებინა იგორს.
-ელენე წელზე ხელი უნდა მოგხვიო, არ დაგავიწყდეს დღეს ჩემი ხარ!- ვნებიანად გაუღიმა და ხელი მოხვია. ელენეს თვალები ლაშას თვალებს შეეჩეხა, ლაშას თვალები კი ხელს რომელიც მის წელს ამშვენებდა.
-ლევან..-შეიშმუშნა ელენე და იგორს გახედა.
-გაიხსენე როგორ გიყვარდი..- ყურში უჩურჩულა.
-გვრიტებიც მოსულან- ეჭვიანი მზერა მოავლო წყვილს და ხელი ჩამოართვა გაბუნიას.
-იგორ შენი ფინიები მომაცილე, ხომიცი ვერ ვიტან როცა მაკონტროლებენ!- ელენე კიდევ უფრო მიიკრო ტანზე და მერაბს გახედა.
-არ მომწონს ეს ყველაფერი!- ზუკა ვერ ისვენებდა და დისკენ დაიძრა.
-ზუკა!- კატო აედევნა ქმარს.
გააჩერა და საცეკვაოდ წაიყვანა.
-ყველაფერი კარგად არის, დამშვიდდი ლაშაც მოვიდა.- ქმარს ხელები ყელზე მოხვია და თვალებში ჩააჩერდა.
საშუნლად მძიმე ჰაერი ტრიალებდა გარშემო და თითეულ მათგანს რაღაც უცნაური მოლოდინის შეგრძლება ქონდა, შიშის და სისხლის სუნი ტრიალებდა თითქოს.
ელენემ ლაშასკენ მიმავალ იგორს თვალი გააყოლა და საშინლად დაეძაბა სხეული. კაცი რაღაცას ეუბნებოდა გველესიანს, ლაშა კი ნელ ნელა გამოდიოდა მდგომარეობიდან.
-ლევან, გთხოვ არცეთს არაფერი დაუშვადეს და ყველაფერს გავაკეთებ!- ცრემლიანი თვალებით ახედა.
-დამშვიდდი ფერია, გპირდები არავინ დაზარალდება!-შუბლზე აკოცა, გულზე მიიკრა მისი სურნელი ბლომად შეისუნთქა და მოსაუბრე კაცებისკენ დაიძრა.
სამივემ დატოვა რესტორნის შენობა. უეცრად ჩაბმელდა ყველაფერი და ხალხი აჩიჩქოლდა, ხმაურში და არეულობაში ერთმანეთს ეძებდნენ ბავშვები. ვიღაცამ ელენეს ხელი დაავლო და პირზე ხელი ააფარა, ბნელ კალიდორში გაათრია და რესტორნის ავტოსადგომზე ჩააიყვანა.
-ელენე ნუ გეშინია!- მერაბის ხმა რომ იცნობ ფართხალი შეწყვიტა.
-მერაბ!
- მისმინე ბავშვები ყველანი მეორე სართულის მესამე რიგში არიან წადი მალე და ბიჭები დაიყოლიეთ ჩემები მოვლენ და წადით!-ხელი მაჯაში დაავლო და მიამრთულება აჩვენა.
-მერაბ, კი მაგრამ..
-ელენე ვეცდები არავინ დაზარალდეს წადი გთხოვ!- ხელით ისევ უბიძგა და ელენეც გაიქცა, მირბოდა და ნიშნებს ათვალიერებდა. მესამე სართულის მეორე რიგი ჯანდაბა აქ რა უნდა!
-სიტყვები აკონტროლე! -ლაშას ღრიალი რომ გაიგონა ადგილზე შედგა, ერთ ერთ მანქანას ამოეფარა და ყური დაუგდო, სარკიდან დაინახა კიდეც, იგორმა იარაღი მიადო შუბლზე, გაბუნია არ ჩანდა.
-შენი და მალე დაგვნებდა! ელენე კი მაშინვე დათახმდა ლევანის ცოლობას!-ზიზღი და ტკივილი ჩაეღვარა ელენეს გულში. გველესიანის შეშლილ სახეს დააკვირდა და გაიაზრა რამხელა ტკივილი შეიძლება ქონოდა ახლა მას გულში.
-იგორ!- ლევანის ხმააა.
-ლევან! მოხვედი? ელენე სადარის! წადი მოიყვანე!- იარაღი გადატენა იგორმა.
-გოგოს ნუ გარევ!- ტონი შეეცვალა ლევანს.


- სად არის ელენე???- მეორე სართულზე იდგნენ უამრავი დაცვის პირებთან ერთად.
-გამიშვი!- ერთერთ შავოსანს მიმართა ზუკამ  მაგრამ არავინ მისცემდა უფლებას ტერიტორია დაეტოვებინა.
-მერაბის ბრძანებააა!- ერთერთმა მიმართლა გაგიჟებულ ზუკას და მხარზე ხელი დაადო.
-ზუკა!- კატო ქმარს აეკრო.
დანარჩენები უკვე წაყვანილი ყავდა მერაბს აქ მხოლოდ ანა, ჯეკი და ეს ორი იყვნენ.
ტელეფონი ამოიღო ჯეკიმ.
-მამა ელენე სადარის?
-გამივუშვი შვილო რასქვია სადარის?- ყურმილი გაითიშა და შეიკურთხა.
-ამის დედაცცც! გამატარეთ! -ზუკა და ჯეკომ რამდენიმე დაცვის წევრი გაიყოლა და რამდენიმე გოგოებთან დატოვა.
მეორედან პირდაპირ მესამე სართულზე ავიდნენ.
-ელენე!- ჩუმად დაუძახა დას და მასთან მივიდა.
-აქ არიანნ-თითი გაიშვირა და ამოიტირა.
-იგორ!-ჯეკიმ იარაღი ამოიღო და კაცს დაუმიზნა მისკენ დაიძრა
-ჩემი ძმისწულიც მოვიდა!- ხელები გაშალა, ხელი დაავლო გველესიანს და ზურგით აუკრო იარაღი საფეთქელზე მიადო.
-იგორ! ყველანი აქ არიან, მორჩა! ხაფანგში ხარ!
ამის მოსმენის მერე იგორმა გულიანად გაიცინა.
გაისროლეს!
მსხვერპლი უგონოდ დავარდა!
კიდევ ერთი გასროლა და
მას მეორე სხეული მიყვა უკან!

ზუკა გაგიჟებულ ელენეს ძლივს აკავებდა! შეტრიალების უფლება არ მისცა, გულზე ყავდა მიკრული და ამშვიდებდა!
-ვინარის ზუკა ვინარიის???- ტიროდა ელენე და თავის დახსნას ცდილობდა!

ორი სხეული ეგდო ძირს!
სირენების ხმა გაისმა. ელენე ზუკას დაეხსნა და ჯეკისთან გაიქცა.
-ლაშააა!- ძირს დავარდნილი კაცს დააცხრა ზემოდან და ხელები სახეზე მოკიდა.
-ლაშაა- თავი ააწევინა და კალთაში ჩაიდო. მთელი სხეული უცახცახებდა ელენეს. ცრემლები სცვიოდა.
სასწრაფო დახმარების და საპატრულო ეკიპაჟი შემოვიდა ავტოსადგომზე და ორი დაჭრილი საკაცეზე გადაიყვანეს, ერთერთი ადგილზე გარდაიცვალა.

საავადმყოფოს დერეფანში იჯდა ელენე და სისხლიანიხელებს დაჰყურებდა, აღარ ტიროდა, უფერული, უემოციო დაჰყურებდა სისხლს და მისი სუნი და გემო ყელში ქონდა გაჩხერილი.
გაბუნია დაიჭირეს მკვლელობის გამო!
იგორი აღარ არსებობს!
გველესიანი?


-ელენე- ზუკა მიუჯდა დას.
-გთხოვ მომაცილე! მოაცილეთ..-ბუტბუტებდა ელენე და ხელებს უშვერდა ძმას. საპირპარეშოში მიაცილა და ხელები დაბანა დას. მერე სახეზე მოისვა სველი ხელები.
-კარგად იქნება!-გაუღიმა ნაღვლიანად და გულზე მიიკრა.
ისევ დერეფანში გამოიყვანა და სკამზე ჩამოსვა. ექიმი მოუახლოვდათ.
-გველესიანთან თქვენ ხართ?- ფეხზე წამოიჭრა ელენე.
-დიახ! როგორ არის??- ზუკაც დას დაუდგა გვერდით.
-სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, სტაბილურად არის დილამდე დაველოდოთ, ჯერ ბევრს ვერაფერს გეტყვით!- სკამზე ჩამოსვა და.
-ნახვას ვერ შევძლებთ?- ჰკითხა ჩუმად ზუკამ.
-დღეს ვერ შეგიშვებთ, ხვალამდე უნდა დაველოდოთ!- დაემშვიდობა ექიმ და დას მიუბრუნდა.
-სახლში წავიდეთ ელე!- არ მინდაო ერთი ამოიჩურჩულა და თავი ხელებში ჩარგო.
დილამდე ასე იჯდა ორივე და ელოდნენ გათენებას, ზუკამ რამდენჯერმე დარეკა კატოსთან მოიკითხა და ლაშას მდგომარეობა გააგებინა, დილით ჩვენც მოვალთო და გაუთიშა.


იგორი მკვდარია, ლევანი დაიჭირეს. მერაბი და ზვიადიც, ყველაფერი დამთავრდა, ახლა მხოლოდ ლაშა იყო ყველაფერი, ლაშას უნდა ეცოცხლა უნდა გაეღვიძა და მიეცა უფლება ყველასთვის სუფთა სინდისით გაეგრძელებინათ სიცოცხლე.

2კვირის შემდეგ.
შუშიანი კედელი ყოფდა ელენეს და ლევანს.
-მაპატიე, ვერ მოვასწარი!- შუშის მეორე მხრიდან უთხრა ქალს და სინანულით გაუღიმა.
-ლაშა კარგად არის. შენ კი ციხეში, იგორი მკვდარია.- უემოციოდ ამოიჩირჩულა.
-ელენე მე..
-რატომ მოკალი? შენს თავზე რატომ აიღე?- თვალებაში შეხედა.
-ელე, მე ისედაც აღარ დამრჩა ბევრი დრო, ჩემო ფერია- ცრემლი ჩამოუგორდა ლევანს მარჯვენა ლოყაზე.
-ლევან შენ..-ხმა გაუტყდა ელენეს.
-ფერიავ, მაპატიე! კარგი? ვიცი ბედნიერი იქნები, ლაშა კარგი კაცია! მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე!- ოთახიდან გავიდა. ელენემაც დატოვა ციხის ტერიტორია და საავადმყოფოს კენ დაიძრა.
გაუღვიძია ლაშას, გაუღვიძია!

პალატაში შესულს ყველა იქ დახვდა.
-რახდევბა აქ? ქორწილია? ზუკა ნელ ნელა შემოდით!- ერეკლე დაერია სუყველას და გაყარა პალატიდან, ზუკა ელენე და კატო შეუშვა ჯერ.
-როგორ ხარ?- ზუკა მიუახლოვდა ლაშას.
-რაგითხრა აბა?- რაღაცნაირად გაიცინა და ელენეს მიაშტერდა.
ზუკამ კატოს ამიშნა რაღაც დ აოთახიდან გავიდნენ.
-მიხარია რომ კარგად ხარ..- დიდხნიანი პაუზის მერე უთხრა კაცს და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
-სანამ მეძინა რამე მოხდა?- თვალი არ მოუშირებია ელენესთვის ისე კითხა.
-არაფერი, იგორი მკვდარია გაბუნია ციხეში, მერაბი და ზვიადი კი წინასწარ საპატინროში, შენ გელოდება ყველა, რასაც იტყვი ისე იქნება, ჯეკოც წინასწარ დაკავების იზოლატორშია..-თითებს ერთამენთში ხლართადა ელენე და თვალს ვერ უსწორებდა.
-გასაგებია, ჯეკი გამოვა, დანარჩენებს ისე მოექცევიან როგორც იმსახურებენ.. მაგრამ- შეყივნდა, ელენემ ამოხედა და მათი თვალები ერთამენთს შეხვდა.
-მაგრამ რა ?
-გაბუნიას რა ვუყო?-ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-რას მეკითხები! რაც საჭიროა ის! -გაბრაზდა ელენე.
-გინდა რომ სიცოცხლის ბოლო წლები ციხეში გაატაროს შენმა საყვარელმა კაცმა?- ვითომ დანანებით ამოიხვნეშა ლაშამ.
-ლაშაა ზედმეტი მოგდის!-ფეხზე წამოიჭრა ელენე.
-ვახ...-სახე დამანჭა ლაშამ
-რა იყო? რამე გეტკინა?- დაიბნა ელენნე.
-მოდი რა ბალიში გამისწორე-ამოიწუწუნა საწყლად, ელენეც მივიდა დაიხარა ბალიში გაუსწორა და გასწორებას როცა აპირებდა ლაშამ ხელზე ხელი დაავლო და მისკენ დაქაჩა, მის ტუჩებთან ძალია ახლოს.
-ისევ გიყვარს?- ელენეს ყურები დაუბრუნდა და გული აუჩქარდა.
-მე..- ამოიბიტბუტა
-მითხარი!- ტუჩებისკენ კიდე უფრო დაქაჩა.
-არ-ა!- ორი წამი აცადა და ტუჩები ტუჩებზე შეახო.
კიდევ უფრო დარწმუნდა ორივე მათგანი რომ ელენეს გაბუნია აღარ უყვარდა.



№1 სტუმარი ნესტან

კარგი თავი იყო მომეწონა საინტერესოა იყო

 


№2  offline წევრი TuToo

ნესტან
კარგი თავი იყო მომეწონა საინტერესოა იყო

მიხარიაა

 


№3 სტუმარი ოლი

არ აგრძელებთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent