ზოგჯერ წინ გვყავს ის ვისაც მთელი ცხოვრებაა ველით (2)
თავი2 – მერე მოგიყვები, გთხოვ აქედან წავიდეთ ერეკლეს აღარაფერი უკითხავს მეტი, სამივე მანქანაში ჩავსხედით და სახლში წავედით. და მაინც რამდენი უბედურება ხდება ყოველდღიურად ქვეყანაზე, დღე არ გავა რაიმე საშინელება რომ არ მოხდეს, ნეტა სულ არ მივსულიყავი იქ, რა მინდოდა, ახლა ეს სურათი უნდა ჩამრჩეს გონებაში. – აღარ იტყვით რა მოხდა? - წამოიძახა მოთმინება დაკარგულმა. – გზატკეცილზე სამარშუტო ტაქსს პატარა მანქანა შეასკდა. - აუხსნა სესილიმ. – და თქვენ იქ რა გინდოდათ, სახლში ვერ წამოხვედით? -რატომ ხართ ჩუმად? ახლა არ მითხრათ იქ ვიყავითო. – ჰო… - ჩავიჩურჩულე. – გოგო, ნორმალური თუ ხარ, რა გინდოდა იქ, ხომ იცი, რომ ცუდად ხდები ასეთ რაღაცებზე. გზაში უკეთ ვგრძნობდი თავს, მაგრამ მაინც რაღაცნაირი შეგრძნება დამრჩა, იმდენად ხანმოკლეა ცხოვრება, სულაც არ არის ხანგრძლივი, არავინ იცის ვის რა მოგველის, ამ ყველაფერზე ვფიქრობდი და უცაბედად ტირილი წამსკდა, ვერ ვჩერდებოდი. ერეკლე და სესილი გაკვირვებული სახით მიყურებედნენ, ვერ მიხვდნენ, თუ რატომ ამიტყდა ტირილი, ნუ მიყურებთ გარეგნულად, როგორიც ვარ შინაგანად ასეთი ძლიერიც არ ვარ. – დეა, რა გჭირს?- მეკითხება ჩემი ძმა აღელვებული. – არაფერია, უბრალოდ ჩემზე ძალიან იმოქმედა მომხდარმა… – კარგი, ნუღარ იხსნებ მომხდარს, ამით ვერაფერს უშველი, არ უნდა მისულიყავი, ხომ იცი, რომ ცუდად ხდები ასეთ რაღაცებზე. - დამტუქსა ერეკლემ. -კარგი, ნუ მეჩუბები. - თავი დავხარე და ტუჩები წინ გამოვწიე, აი ისე ბავშვები როგორც იბუტებიან. სესილი სახლამდე მივაცილეთ, მერე კი შინ დავბრუნდით. კარების ხმაზე ჩემი გადარეული ჯინა შემომეგება ყეფით, ეს ჩემი ანტიდეპრესანტია, მის გვერდით ყველაფერი მავიწყდება ხოლმე, მისი შემოხტომა და ლოკვა ერთი იყო, ჩვენს შემყურე ერეკლე კვდებდა სიცილით. – კარგი, ჯინა, გეყოფა, აბა უყურე სულ დამასველე… - მაგრამ რას გააგებინებდი ამას, ესეც პატრონივით ჯიუტი და გადარეული იყო, თავი რომ იჯერა თამაშით დაწყნარდა და კუდის ქიცინით გაიქცა. – სახლში როგორც ჩანს არავინაა ჩვენს მეტი. –ჰო, დედა საქმეზე გავიდა, ალბათ მალე მოვა. - მითხრა ერეკლემ. – კარგი, მე ჩემს ოთხში ვიქნები. წყალი გადავივლე, მერე კი საღამურებით შევწექი საწოლში. ფიქრებმა შემიპყრო, მოსვენება დამეკარგა, თვალს ვხუჭავდი და თვალწინ სულ ის კადრი მიდგებოდა. ******* ოთხშაბათიც გათენდა, ძალიან მეზარებოდა დილაადრიან წამოდგომა და მომზადება, ლექცია მაინც 13:00 საათზე უნდა მქონოდა, ამიტომ გადავწყვიტე გამოუფხიზლებულს ძილი შემებრუნებინა, თუმცა მეორე ოთახში ჩემი ძმა ხმაურობდა და შემიცვალა გეგმები. ბუზღუნით წამოვდექი, საწოლი მივალაგე, ხალათი მოვიცვი და გავბაჯბაჯდი სამზარეულოში, სადაც ბატონი ერეკლე რაღაცის გაკეთებას ცდილობდა. – რას აკეთებ ერეკლე? - ვკითხე და ისიც ჩემსკენ შემობრუნდა. –ოჰ, ქალბატინო, გაიღვიძეთ? – გავიღვიძებდი, გენაცვალე, სამზარეულოში ომი გაქვს გაჩაღებული. – ვუპასუხე. იქაურობას გადავავლე თვალი, მთელი სამზარეულო არეული და დასვრილი იყო. –დედა რომ მოვა ინფარქტს მიიღებს. - მივუგე სიცილით. შემდეგ ჯინას პედიგრი ავიღე და საჭმელად დავუძახე. – ჯინა, ახლა ვერ გაგიყვან არ მცალია, თანაც გარეთ საშინლად წვიმს. უქმე დღეებში აუცილებლად გაგასეირნებ. - ვუთხარი, როდესაც მისი სახე დავინახე, როგორ მიძუნძულებდა კარებისკენ. სწრაფად ჩავირბინე მეხუთე სართულის კიბეები, ლიფტით მგზავრობა არ მიყვარდა. დერეფნიდან გავედი და გარეთ უკვე გამოფენილიყვნენ ჭორბიუროები, ღმერთო, როგორ ვერ ვიტანდი ასეთ რაღაცებს, ვეცადე შეუმჩნევლად წავსულიყავი, მაგრამ თალიკომ შემამჩნია და დამიძახა. –უი, დეა შვილო რამდენი ხანია, არ გვინახიხარ, მოდი ცოტახნით შემოგვიერთდი. - ვითომ ძალიან გაუხარდათ ახლა ჩემი ნახვა, უბრალოდ ახალი ამბების გაგება უნდოდათ ჩემგან. სხვა რა გზა მქონდა, მათ მივუახლოვდი, კორპუსის მოშორებით ხის დაწნული სკამები და მაგიდა იდგა ხის ძირში, მეც მათთან ჩამოვჯექი. – თალია დეიდა, რამე საქმე გაქვთ ჩემთან? - ვეკითხები მობეზრებით. – არა, შვილო, უბრალოდ დიდიხანია არ გვინახიხარ და დაგიძახეთ. - მომიგო დაბნეულმა. –აა. - უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე. - თურმე არ დავუნახივარ, არა რა როგორ არ მიყვარს ეს აფერისტობები. – ხო, შვილო, ისე რახდება შენკენ? – რა უნდა ხდებოდეს ლალი დეიდა? - სიცილით ვკითხე. – ისე მიკვირს შენი მშობლების რომ გაძლევენ მანქანის ტარების უფლებას. – მაი, არ თქვა ლალი რომ გევიგო ჩემი შვილი მანქანას ყიდულობს ჩემს შვილიშვილს რამფერ ამბებს დავატეხ იცი?აპ, აპაპ. – მართალი ხარ თალიკო, მანქანა რა ქალის საქმეა, ქალი უნდა იჯდეს სახლში და ოჯახს მიხედოს, ქმარს მოუაროს. უკვე ნერვები მეშლებოდა ამათ ლაპარაკზე, ასეც ვიცოდი, რომ რაღაც სისულელეს დააბრეხვებდნენ. – უკაცრავად, მაგრამ რას ნიშნავს ქალის საქმე არ არის მანქანის ტარება?! - წამოვენთე მე, ან რას ნიშნავს ქალი სახლში უნდა იჯდეს და სახლს მიხედოს მარტო?! – დედა, დეინახე რამფერ წაუგრძელებია ენა, ეტყობა კარგად ვერ აღზარდეს მისმა მშობლებმა. - შეიცხადა თალიამ. აი აქ საერთოდ გადამეკეტა, ეს უკვე ზედმეტი იყო. – იცით რას გეტყვით, როგორი ჩამორჩენილებიც ხართ თქვენ ისეთებიც გაზარდეთ თქვენი შვილები. სანამ სხვაზე გაიშვერდეთ თითს, ჯერ საკუთარ თავებს დახედეთ. ჩემს მშობლებს რომ აძაგებთ და რადგან შეგეპასუხეთ ესეიგი ცუდად აღზრდილი ვარ არა?! და თქვენს შვილზე რაღას იტყვით, საცაა 30 წლის უნდა გახდეს და არაფრის გაკეთება რომ არ უნდა, დღე და ღამ კაიფში რომ არის მაგას რატომ არ უყურებთ? ან თქვენ თალია დეიდა, თქვენ რას მეტყვით? საბრალო თქვენი რძალი ამდენი ხანია ამ უბნის რძალია და წესივრად არავის უნახავს საბრალო, დააბეჩავეთ თქვენ და თქვენმა ტირანმა შვილმა. დღესდღეობით კარზე 21 საუკუნეა და ახლა ქალიც და კაციც თანასწორია, ასევე ქალს შეუძლია თავის უფლელები მოითხოვოს. კიდევ ერთი, თქვენგან განსხვავებით ჩემმა მშობლებმა ღირსეული და ვაჟკაცი ბიჭი გაზარდეს, ასევე, მეც ღირსეულად ამღზარდეს. ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ, მაგვიანდება. - მივახალე მკვახედ, შევბრუნდი და გავეცალე იქაურობას. ტიპიური გონებაჩამორჩენილი ადამიანები არიან, საკუთარ თავებს ვერ უყურებენ ან ყველა თავისნაირი უარგისი გონიათ, როგორც იტყვიან ყველა ადამიანს ისეთი ჰგონია სხვები, როგორებიც თავად არიან. მართალიც არის, ცხოვრებაში უსამართლობას ვერ ვიტან, ყოველთვის სამართლიანი ვიყავი, ამიტომაც ჩვაბარე სამართალზე, დღეს უკვე მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. მანქანაში როგორც ყოველთვის ახლაც მუსიკა, მქონდა ჩართული, რადგან მუსიკა ყოველთვის მეხმარება ფიქრში და სტრესულ დღეებში. ასე მივაღწიე უნივერსიტეტში, შენობაში შევედი, ფეხით ავირბინე მეათე სართულზე, 291 აუდიტორიაში შევედი და იქ ნინია დამხვდა, მასთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ სესილი დასავით მყავს. – გამარჯობა, ნინია. - მივესალმე და მის გვერდით ადგილი დავიკავე. – რა გჭირს? - შემეკითხა, როდესაც ჩემი არეული სახე შეამჩნია. – არაფერი ისეთი, უბრალოდ დილით ჩემმა ჭორიკანა მეზობლებმა ნერვები მომიშალეს, ისეთი რაღაცები მითხრეს ჭკუიდან გადამიყვანეს. - ამოვილაპარაკე. –უიმე, კარგი და სესილი არ მოვა დღეს? – არა, ქალბატონი დღეს არ მობრძანდება. უკვე გითხარით, რომ სამართალზე ვსწავლობ. ჩემი ოცნება იყო სამართალზე ჩამებარებინა და მე ეს შევძელი, ავიხდინე ეს სურვილი. ახლა ვზივარ, ლექტორს ვუსმენ, რომელიც ადამიანების უფლებებზე, კერძოდ ქალთა მიმართ ძალადობაზე და მათ უფლელებზე საუბრობდა. დილანდელი გამახენდა, ის უვიცი ქალები, რომლებიც არაფრის აზრზე არ იყვნენ. ბატონმა გიორგიმ დღევანდელი თემა აგვიხსნა, შემდეგ კი, კითხვები დაგვისვა რას ვფიქრობდით ამ თემაზე. – ბავშვებო, თქვენი აზრით არის თუ არა დაცული ქალის უფლებები? მე ხელი ავიწიე. – შეიძლება მე ვთქვა? - წამოვიძახე. – გისმენთ, დეა. – პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ კარგია, რომ ამ თემას შევეხეთ, დღეს დილით მსგავი თემას წავაწყდი. მოკლედ, დილით სახლიდან გამოსვლისას ჩემს მეზობლებს წავაწყდი, ცოტახნით მათ სიახლოვეს მომოწია ყოფნა და აი რასაც ქვია ჭკუიდან გადამიყვანეს. მათი თქმით ქალს არაფრის უფლება აქვს, მხოლოდ სახლში უნდა იჯდეს და ქმარს უაროს. ჩემი გაკრიტიკება დაიწყეს იმის გამო, რომ მანქანა მყავს. ამის გარდა კიდევ იქიდან ერთ- ერთს რძალი ჰყავს და საბრალო გოგო დააბეჩავეს. არაფრის უფლებას არ აძლევენ. მონოლოგი ძალიან გამიგრძელლდა, მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ქალთა მიმართ უფლებები საქართველოში დაცული არ არის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.