შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიდი აღმოჩენა(ნაწილი ცხრა)


28-04-2024, 00:07
ავტორი Olivia255
ნანახია 619

გაკვირვებული ირაკლი შემოვიდა პალატაში და მკითხა რა მოხდა. მეც მოკლედ ავუხსენი და განერვიულებული მივწექი საწოლზე.
-გინდა სახლში წავიდეთ?-მკითხა და მორცხვად ჩამოჯდა საწოლზე,მაშინვე წამოვდექი
-წავიდეთ გთხოვ. უკვე ცუდად მხდის აქ ყოფნა.-მაშინვე წამოდგა და ჯიბეები მოიჩხრიკა გასაღების ძიებაში.
-მაგათ რომ დაველოდოთ ხვალ დილამდე შეიძლება მოგვიწიოს აქ ყოფნა,ჯობია წავიდეთ და დაისვენო.-დავეთანხმე და უკან გავყევი. გარეთ გასვლისას მანქანის კარი გამიღო და კომფორტულად მოვთავსდი ირაკლის ლამაზ ჯიპში. სავარაუდოდ ნახევარი გზა გავლილი გვქონდა,საშინლად ვღელავდი და გეგა და ნიკა მიტრიალებდა თავში,ირაკლიმ ეს იგრძნო და შეეცადა ჩემი ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.
-დიდი ხანია სამხატვრო აკადემიაში ხარ?-მკითხა,თან გზას თვალს არ აშორებდა
-კი,საკმაოდ,ხატვა ძალიან მიყვარს,-მოკლედ ვუპასუხე. ირაკლიც მიხვდა რომ ლაპარაკის ხასიათზე არ ვიყავი და არაფერი აღარ უკითხავს. ამდენი ნერვიულობისგან უკვე თავი მტკიოდა და ამჯერად მე გადავწყვიტე ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა.
-შენ რას საქმიანობ?-ვკითხე და ოდნავ მისკენ შევტრიალდი
-მამაჩემს ვეხმარებოდი კომპანიის მართვაში,მაგრამ სიმართლე რომ გითხრა ეს საერთოდ არ მაინტერესებს...-მოღუშულმა მიპასუხა
-და რა გაინტერესებს?
-მედიცინა,მაგრამ ჩემს მშობლებს სასაცილოდ არ ეყოთ ჩემი ორჯერ ჩაჭრა გამოცდებში და ყოველთვის ცდილობენ ეს ყველას გააგებინონ.-ნაწყენმა თქვა და თავი გაიქნია.
-იცი, ყველაფერი შესაძლებელია. როდესაც რაღაც ძალიან გიყვარს აუცილებლად გამოგივა,ეჭვიც არ მეპარება რომ გამოცდებს ჩააბარებ, ყველანაირად მოგეხმარები მართლა,ერთად ვიმეცადინებთ,მეც ძალიან ჩამოვრჩი პროგრამას ამდენი გაცდენებით,მაგრამ ერთ თვეში თუ მოვასწრებთ მომზადებას და გამოცდებსაც ჩავაბარებთ,ერთ ჯგუფში მოვხვდებით და თუ იყოჩაღებ ერთადაც დავამთავრებთ უნივერსიტეტს.-აჟიტირებულმა ვუთხარი,რაზეც ირაკლიც მოხალისდა და გაიცინა
-მეეჭვება ერთ თვეში გამოცდებისთვის მოვასწრო მომზადება...-იმდენად ჰქონდა თავი ნეგატიური აზრებით სავსე,რომ ცუდის გარდა ვერაფერზე ვერ ფიქრობდა,ამას აუცილებლად შევცვლი...
-მოვკენებს წინ ნუ გაუსწრებ,ჯერ დრო გვაქვს და ყველაფერს ვიზამ იმისთვის რომ გამოცდებისთვის ყველანაირად მზად იყო.-წითელზე გააჩერა მანქანა და გაღიმებულმა გამომხედა.
-ახლა ვხვდები გეგას ასე ძალიან რატომ უყვარხარ.-თავი გვერძე გადავხარე და ვკითხე
-რატომ?-საყვარლად ჩაიცინა და მიპასუხა
-მოსიარულე პოზიტივი ხარ ლილე,ისეთი რამ დაგემართა, ზოგს ალბათ წლები და ყოველდღიური ვიზიტი დასჭირდებოდა ფსიქოლოგებთან რომ ასეთი ტრამვიდან არ შეშლილიყვნენ,შენ კი ისე მშვიდად უყურებ ამ ყველაფერს და ისე იქცევი თითქოს მე დამჭრეს.-მწარედ გავიცინე და ფანჯრიდან გავიხედე
-ეს ყველაფერი უკვე ჩემი ყოველდღიურობაა და დიდად რეაქცია აღარ მაქვს,ნუ რაც არ უნდა იყოს,ასეთ ცუდ დღეებს არ უნდა მისცე უფლება შენს ხასიათზე და ფსიქიკაზე იმოქმედოს,ძლიერი უნდა იყო და ბოლომდე იბრძოლო შენი ბედნიერებისთვის.
-კარგია რომ ასე ფიქრობ,მაგრამ ძლიერ ადამიანებსაც სჭირდებათ დასვენება და რამე გემრიელის ჭამა.-გამეკრიჭა და მანქანა საშაურმესთან გააჩერა,სწორედ ამ დროს ჩემმა კუჭმა უცნაური ხმა გამოსცა და ორივეს სიცილი აგვიტყდა...
*****
ვაღიარებ რომ ირაკლი ძალიან პოზიტიური ადამიანი იყო, იმდენი მაცინა ყველა კუნთი მტკიოდა. შაურმები გემრიელად მივირთვით და სახლისკენ გზა გავაგრძელეთ.
-რომ გამოკეთდები აუცილებლად წავიდეთ ბარში,უნდა მოვუსმინო შენს სიმღერას და როგორც ნამდვილ პროფესიონალს შეეფერება ისე შევაფასო.-გამეცინა
-აუცილებლად წავალთ.ოღონდ იმ პირობით თუ შენც იმღერებ ჩემთან ერთად.-ირაკლი გაიკრიჭა და უცებ დასჭექა
-ფარშევანგიიიიი,აბა რას იტყვი? არ მაქვს მგელივით ხმა?-გადავიხარხარე და მუცელი ისე ამტკივდა ამდენი სიცილისგან ცოტაც და ალბათ გული წამივიდოდა. ამასობაში სახლშიც მივედით, ირაკლიმ ჯენტლმენივით კარი გამიღო და გადმოსვლაში მომეხმარა.
-დღეისთვის გვეყოფა ამდენი სიცილი, ჯანმრთელობისთვის საზიანოა-ჩავიფხუკუნე და ოდნავმა ტკივილმა რომ გამკრა ჭრილობაზე წავისისინე
-ჯანდაბა...-მოკლედ სახლში შესვლისას პირდაპირ გეგას საძინებლისკენ წავედი,შხაპის მიღების თავი ნამდვილად არ მქონდა მაგრამ დღევანდელი ამბების მერე ნამდვილად მჭირდებოდა...საძინებელში სულ სხვა ადამიანი გამოვედი შხაპმა გამომაფხიზლა,პირსახოცშემოხვეული ვფიქრობდი რამე კომფორტული ჩამეცვა როცა გეგას მაისური დავინახე. მაშინვე დავწვდი და გადავიცვი,მისი სურნელი ჰქონდა...უკვე ძალიან ვნერვიულობდი და ოთახში ბოლთას ვცემდი როცა ტელეფონის ზარის ხმა გავიგე,გიჟივით ვეცი და არც კი დამიხედავს ისე ვუპასუხე
-გისმენ,
-ლილე სად ხარ?-გაისმა ნიკას აღელვებული ხმა
-მე და ირაკლი სახლში წამოვედით,თქვენ არ აპირებთ სახლში მოსვლას? გეგა სადაა?
-ჯერ კიდევ განყოფილებაში ვართ ლილე,შევყოვნდებით,არ დაველოდო,-ამოვიოხრე და გავიბუტე
-კარგი,-ვუპასუხე და ტელეფონი გავუთიშე. ისევ დამირეკა
-რა გინდა,-გაღიზიანებულმა ვუპასუხე
-რატომ გამითიშე!-მისაყვედურა ძმამ და გაბრაზებულმა მივახალე
-ამხელა სტრესი გადავიტანე,კინაღამ მომკლეს და თქვენ ორნი ხუთი წლის ბავშვებივით განყოფილებაში გაიქეცით ლევანის და იმ ვიღაც გამოშტერებულის საცემრად,ჩემზე თუ ფიქრობთ? იცოთ როგორ ვინერვიულე? გინდათ ინფაქტი დამემართოს?-ვუყვირე და შევიკურთხე როცა ყელი ისევ ამტკივდა
-ლილე დამშვიდდი,შენთვის ასე ნერვიულობა არ შეიძლება-ისე მშვიდად მითხრა რომ ამაზე უარესად გავმწარდი და რადგან ყვირილი და ლაპარაკი აღარ შემეძლო ტკივილისგან გამწარებულმა ჩავირბინე კიბეები და ტელეფონი გაკვირვებულ ირაკლის მივაჩეჩე ხელში.
-ლილე ხომ მშვიდობაა,-მკითხა ირაკლიმ და ტელეფონს დახედა.
-უყვირე,-ვუჩურჩულე და მოუთმენლად ველოდებოდი ირაკლის პასუხს
-ვის ვუყვირო რას ამბობ?-მკითხა და ტელეფონი ყურზე მიიდო
-ალო? ვახ ნიკას სალამი...-პაუზა
-აქ არის და მთხოვს რომ გიყვირო,-ტელეფონს ხელი მიაფარა და ჩურჩულით მკითხა რა გინდა რომ ვუთხრაო
-უთხარი რომ პასუხს ვაგებინებ ჩემი განერვიულებისთვის და ურჩევნიათ რომ დღეს საერთოდ არ დამენახონ თვალით,-ნაწყვეტ ნაწყვეტ ძლივს მოვაბი სათქმელს თავი და ხელი ყელზე მქონდა მიდებული.
-ეგ ვუყვირო თუ უბრალოდ გადავცე?-უყვირე მეთქი წავიჩურჩულე.
-ბოდიში ძმა,მანდილოსანს ვერ ვაწყენინებ,-წინასწარ გააფრთხილა ირაკლიმ და ბოლო ხმაზე უღრიალა ნიკას
-სახლში არ მოეთრიოთ თქვე გარეწრებო,თორემ გაზღვევინებთ ჩემს განერვიულებას!!!-მეცხრე ცას ვეწვიე სიხარულით და ცრემლები მდიოდა სიცილისგან, რომელსაც ვცდილობდი შემეკავებინა ტკივილი რომ გამყუჩებოდა მაგრამ თავი ვერ შევიკავე და გადავიხარხარე ირაკლიმ ნიკას რომ უღრიალა გათახსირებული ხარო და ყურმილი დაუკიდა. ჩავიცუცქე და მუცელზე და ყელზე ხელს ვიჭერდი, სიმწრისგან და სიცილისგან კი ცრემლები მდიოდა,ვატყობ მე და ირაკლი ერთმანეთს კარგად გავუგებთ...
*******
საწოლმა რომ დაიწია შევიშმუშნე და თვალები ვჭყიტე როცა ძლიერი ხელები შემომხვიეს წელზე და მიმიხუტეს. თუმცა მაშინვე დავმშვიდდი გეგა რომ შემრჩა ხელში.
-რომელი საათია?-გაჭირვებით ვკითხე და საშინლად გავბრაზდი როცა გავიგე რომ შუაღამე იყო და მხოლოდ ახლა დაბრუნდა სახლში. მისი ხელების მოშორებას ვცდილობდი წელიდან როცა სისველე ვიგრძენი,დავხედე და დავინახე რომ ორივე ხელი გაწითლებული ჰქონდა....
-რა მოგივიდა?-ვკითხე აღელვებულმა და წამოვჯექი მისთვის რომ შემეხედა. გეგაც წამოჯდა,ჩამიხუტა და თავზე მაკოცა
-არაფერია პატარა,უარესები მომსვლია.-ხელებით უკან გავწიე და დაღლილ თვალებში რომ ჩავხედე არაფერი აღარ ვუთხარი. წამოვდექი და გეზი ჩემი ოთახისკენ ავიღე გაბრაზებულმა.
-ლილე! ახლავე მობრუნდი უკან!-მკაცრი ტონით მითხრა და ადგილზე გავშეშდი, გაღიზიანებულმა გავხედე
-დღეს მარტო დაიძინებ,-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვუთხარი და ის იყო ოთახიდან უნდა გავსულიყავი,ცხვირწინ კარები რომ დამიკეტა,მეორე ხელი კი წელზე მომხვია მისკენ შემაბრუნა და გაბრაზებულმა დამხედა.
-ხო იცი როგორ ვერ ვიტან როცა ჩემთან არ ხარ,-თვალებში მომაჩერდა პასუხის მოლოდინში. მე კი ჩუმად ვიდექი დაბნეული,არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,ტუჩზე ვიკბინე და გეგამაც არ დააყოვნა
-ტუჩს ნუ იწვალებ,-გაღიმებული მიყურებდა,ერთი ხელი ისევ კარებზე ჰქონდა მიდებული,მეორე კი ჩემს წელზე შემოხვეული და ეჭვი მეპარებოდა სადმე გავეშვი. ამიტომ ისევ საწოლისკენ დავაპირე წასვლა,როცა ხელში ამიტაცა,მხარზე გადამიკიდა და ფრთხილად დამაწვინა საწოლზე, თვითონაც გვერდით მომიწვა და ძლიერად შემომხვია ხელები ჩემს პატარა წელზე.
-ძალიან კარგი გოგო ხარ,-თავზე მაკოცა და ჩემს კისერში ჩამალა თავი. გაბრაზებულმა მაინც ვუთხარი
-შენ მე მთელი დღით დამტოვე, საავადმყოფოში ორივემ მიმატოვეთ,-ამოიოხრა
-ლილე საქმეები გვქონდა...-გავიბუტე და მივხვდი როგორ წამსკდა ცრემლები,პასუხი რომ არ დავუბრუნე თავისკენ შემატრიალა და რომ დაინახა ვტიროდი აღელვებულმა მკითხა
-რამე გტკივა? გინდა ექიმს დავურეკავ,-წამოდგომას აპირებდა ხელით რომ მოვქაჩე და წავიდუდღუნე უბრალოდ ნაწყენი ვარ მეთქი
-კარგი რა პატარავ,ხომ იცი როგორი სამსახური მაქვს,ხან გვიან მოვალ ხან ადრე,-თვალი ავარიდე და გვერდი ვიცვალე,მაინც ვერ ხვდებოდა რას ვგულისხმობდი და ახსნაც აღარ დავუწყე.
-ლილე მასე ნუ იქცევი რა,-ისევ თავისკენ გადამაბრუნა და დამხედა
-თავი დამანებე,-წავიბურტყუნე და თვალები დავხუჭე რომ მისთვის არ შემეხედა. მე თვითონაც ვერ ვხვდებოდი რატომ ვტიროდი. თვალებზე მაკოცა და ჩამიხუტა
-ნუ მებუტები,-ჩამჩურჩულა და სახე დამიკოცნა,თვალები გავახილე და შევხედე,
-რამე ხომ არ მოხდა სანამ მე არ ვიყავი?-საეჭვოდ მკითხა,მივხვდი ირაკლი იგულისხმა და თავი გავიქნიე არა მეთქი.
-აბა რა გატირებს?-მკითხა დაბნეულმა
-არ ვიცი,-ამოვთქვი და უარესად წამსკდა ტირილი. გეგას გაეცინა და მისი სიცილი რომ გავიგე ამაზე უარესად გავბრაზდი,რა მჭირდა ვერ ვხვდებოდი მაგრამ უაზროდ დიდხანს ვიტირე,ცრემლები რომ გამომელია მხოლოდ მაშინ ვიგრძენი დაღლა,გეგა მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობდა ჩემს დაწყნარებას და მეც როგორც იქნა დაღლილს ჩამეძინა....
*******
თავის ტკივილით გავიღვიძე,თავბრუ საშინლად მეხვეოდა და საწოლიდან წამოდგომაც კი არ შემეძლო. გეგას მძიმე ხელი ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული და არაფრით არ მიშვებდა. როგორც იქნა დავაღწიე თავი და შორტებში და გეგას მაისურში გამოწყობილი ქვემოთ გავეშურე. სამზარეულოში ირაკლი დამხვდა,მაგიდასთან იჯდა,წინ წიგნი ედო და გაფაციცებით კითხულობდა რაღაცას. მივუახლოვდი და მივესალმე
-დილა მშვიდობის,-თავი არც კი აუწევია ისე მიპასუხა
-დილა მშვიდობის ლილე.-თვალები ჩაშავებული ჰქონდა,აშკარა იყო რომ კარგად არ ეძინა,ამიტომ ყავა შევთავაზე და ორივესთვის რომ გავაკეთე მეც გვერდით მივუჯექი,მერეღა მივხვდი რას კითხულობდა...გამოცდებისთვის ემზადებოდა, გამეღიმა,ისე რომ არაფერი მითქვამს ჩემს ძველ ოთახში ავედი და კონსპექტები მოვძებნე,წიგნებთან ერთად ყველაფერი ქვემოთ ჩავიტანე და ირაკლის შევუერთდი. არ ვიცი რამდენ ხანს ვისხედით ასე და ვმეცადინეობდით,ირაკლის რაღაცას ვუხსნიდი ოთახში გეგა რომ შემოვიდა და ჩვენი ერთად დანახვისას წარბები შეკრა.
-რას აკეთებთ,-გვკითხა და მოგვიახლოვდა
-ლილე გამოცდებისთვის მამზადებს,-მოკლედ უთხრა ირაკლიმ და ყავა მოსვა,გეგა უკნიდან ჩამეხუტა და ფრთხილად მაკოცა ჭრილობაზე
-დილა მშვიდობის პატარავ,-ყურში ჩამჩურჩულა და მეც საპასუხოდ გავუღიმე. ყავა შევთავაზე თუმცა ჩემი მოცდენა არ უნდოდა, თვითონვე გაიკეთა,მერე ხელი მომხვია და კალთაში ჩამისვა,
-გეგა!-გავაპროტესტე და ირაკლიზე ვანიშნე
-არ შეიმჩნიოთ რომ აქ ვარ,-ჩაიხითხითა ირაკლიმ და ჩემს ერთ-ერთ კონსპექტში ჩაიჭყიტა პასუხის ძიებაში. ვითომც არაფერიო ისე სვავდა გეგა ყავას და ტელეფონში ვიღაცას წერდა. მე კი უკვე დაბნეული ვცდილობდი მეცადინეობა გამეგრძელებინა მაგრამ რომ ვერ შევძელი ამოვიოხრე და წიგნი დავხურე.
-დღეს ბიჭები მოვლენ სტუმრად,-გამოაცხადა გეგამ და მისკენ შემაბრუნა ჩემთვის რომ შემოეხედა. ცერა თითი ტუჩზე დამისვა და ისე მკითხა
-დასვენება თუ გინდა შემიძლია ვუთხრა რომ სხვა გეგმები გვაქვს,-თავი გავიქნიე უარის ნიშნად.
-მე მაინც გოგოებთან მინდოდა გასვლა,
-შენი ნახვა უნდათ და დღეს მეც სახლში ვარ,ნიკაც გამოვა,-მითხრა და მომაჩერდა,არ უნდოდა რომ წავსულიყავი მაგრამ რატომღაც გაღიზიანებული ვიყავი და არ ვთმობდი
-დიდი ხანია გოგოები არ მინახავს და ბიჭებს სხვა დროსაც ვნახავ-ცივად ვუთხარი,მე თვითონვე დავიბენი ჩემს საქციელზე,გეგაზე გაბრაზებული არ ვიყავი მაგრამ რაღაც მაწუხებდა და ვერ ვხვდებოდი რა. მაინც არ ნებდებოდა
-კარგი,მაშინ დაურეკე და გოგოებიც აქ მოვიდნენ.-ირაკლიც ჩაერთო საუბარში და ჩემი მხარე დაიჭირა
-მართალს ამბობს,ბიჭებს ყოველთვის ნახავს,განტვირთვა ლილესაც სჭირდება,-გეგამ ისეთი ცივი მზერა სტყორცნა ძმას ირაკლიმ მაშინვე ხელები აწია დანებების ნიშნად.
-რა გჭირს შეგიძლია ამიხსნა?-მკაცრად მკითხა გეგამ,თუმცა სანამ რამის თქმას მოვასწრებდი თავბრუ დამეხვა და გულის რევის შეგრძნება რომ დამეუფლა მაშინვე აბაზანისკენ გავიქეცი პირზე ხელაფარებული....
*******
სწრაფად შევვარდი აბაზანაში და კარი ჩავკეტე თუ არა მაშინვე უნიტაზს ჩავეხუტე. თავბრუ საშინლად მესხმოდა და თვალების გახელაც კი არ მინდოდა,გეგა კარზე აბრახუნებდა და მთხოვდა კარი გამეღო,მაგრამ ადგომა და კარებამდე მისვლა ნამდვილად არ შემეძლო. არ გამკვირვებია კარი რომ ბრახუნით გაიღო და გეგა ჩემს გვერდით გაჩნდა,დარცხვენილმა ვთხოვე გასულიყო მაგრამ გვერდიდან არ მცილდებოდა. ცოტა უკეთ რომ გავხდი წამოვდექი რაშიც გეგა მომეხმარა და ნიჟარასთან მიმიყვანა. ცივი წყალი შევისხი სახეზე და ცოტა აზრზე მოვედი. სარკეში ჩახედვა არ მინდოდა,არ მინდოდა ჩემი თავის ასეთ მდგომარეობაში დანახვა. გეგასკენ შევბრუნდი,ცალი ხელით ნიჟარას ჩამოვეყრდნე მეორე კი სახეზე მივიფარე და ამოვიოხრე.
-ლილე უკეთ ხარ? გინდა რამე მოგიტანო?-მკითხა აღელვებულმა,წელზე ხელები მომხვია და მისკენ მიმიზიდა.
-უკეთესად ვარ,გმადლობ-ხელი სახიდან მოვიშორე და გავუღიმე.
ცხვირზე თითი ჩამომკრა ხუმრობით და დამაკვირდა.
-მასე რატომ მიყურებ?-ვკითხე,როცა ზედმეტად დიდხანს მომაჩერდა ისე რომ ხმას არ იღებდა.
-იმიტო რო ძალიან ლამაზი ხარ,-დაიხარა და შუბლზე მაკოცა.
-ჰო მართლა,გოგოებს უნდა დავურეკო.-სამზარეულოში ვაპირებდი წასვლას მაგრამ გეგამ ხელი მომკიდა და ისევ მისკენ მიმიზიდა ისე,რომ მისთვის პირდაპირ თვალებში შემეხედა.
-მარტო ვერ გაგიშვებ,-გამომიცხადა და წარბები შევკარი
-რას ნიშნავს მარტო ვერ გამიშვებ? მე რა,შენი ტყვე ვარ?-ვხვდებოდი როგორ ვბრაზდებოდი,აი გეგას კი ნერვიც არ უტოკავდა ისე მიპასუხა
-იმას,რომ გოგოების სანახავად მარტო ვერ წახვალ,შეგიძლია დაურეკო და უთხრა რომ აქ მოვიდნენ.-ხელი გავაშვებინე და უკან იქამდე დავიხიე სანამ ზურგით ნიჟარას არ შევეხე,სიბრაზისგან ერთიანად გავწითლდი და ყვირილი რომ შემძლებოდა იმ მომენტში ალბათ ბოლო ხმაზე ვუღრიალებდი.
-შენ ვერ გადამიწყვიტავ მე სად წავალ,ვისთან ერთად წავალ და როდის დავბრუნდები სახლში. თავს ზედმეტის უფლებას ხომ არ აძლევ?-კბილებში გამოვცარი. თვალები ისე ჩაუბნელდა, დარწმუნებული ვარ შესაძლებელი რომ ყოფილიყო მზერით ადამიანის მოკვლა გეგა პირველ ადგილს აიღებდა.
-ლილე ერთხელ უკვე გითხარი და მეორედ აღარ გავიმეორებ!-ცივად მითხრა,თან თვალს არ მაშორებდა
-მართლა? იქნებ უნივერსიტეტში წასვლაც ამიკრძალო ახლა? ან იქნებ ჩადრიც ჩამაცვა, ყველანაირი უფლება ჩამომართვა და სახლში გამომკეტო.-ხმას ავუწიე და ტკივილი რომელიც საშინლად მიწვავდა ყელს დავაიგნორე
-ლილე,შეიძლება ფიქრობ რომ ყველაფერი დამთავრდა და უსაფრთხოდ ხარ,რახან ის ნაბოზ*არიც დავიჭირეთ. მაგრამ მანდ იმაზე მეტი რამ ხდება ვიდრე წარმოგიდგენია. ასე რომ,თუ გინდა შეგიძლია დაურეკო მაგ შენ დაქალებს და აქ მოიყვანო,თუარადა მოგიწევს მოითმინო იქამდე,სანამ მე და ნიკა ამ ამბის ბოლოში არ გავალთ.-რაღაც მხრივ მართალი იყო,არ უნდა მოვდუნებულიყავით,მაგრამ მისი ასეთი ტონი და საქციელი მაინც ძალიან მეწყინა და თან საშინლად გავბრაზდი. ცრემლები წამსკდა და გულმოსულმა თითიდან ბეჭედი მოვიძრე და ფეხებთან დავუგდე. სანამ აბაზანიდან გავიდოდი კი ხმამაღლა ვუთხარი
-ეგ იმას გაუკეთე,ვინც დათანხმდება მისი ყოველი ნაბიჯის კონტროლს და ვისაც პრობლემა არ ექნება ყოველ დღე სახლში იჯდეს გამოკეტილი მხოლოდ იმიტომ,რომ შენ გადაწყვიტე ასე.-მის ძახილს ყურადღება არ მივაქციე ჩემს ძველ საძინებელში ჩავიკეტე და 1 საათიანი გლოვის შემდეგ დაღლილს ჩამეძინა...
*******
კარზე კაკუნის ხმამ გამაღვიძა. გაბრაზებულმა წავიბურდღუნე და საბანი თავზე დავიფარე.
-ლილე გამიღე რა,-ირაკლი იყო. საბანი გადავიძრე და კარისკენ წავედი,სხარტად გამოვაღე და წარბშეკრულმა შევხედე ირაკლის რომელიც გაკრეჭილი იდგა ზღურბლზე და ხელში ორი ჭიქა ეჭირა. გვერდით გამოვიწიე რომ ოთახში შემოსულიყო და შემდეგ კარი ისევ ჩავკეტე. საწოლზე ჩამოვჯექი გაბუტული და ირაკლიც გვერდით მომიჯდა. ერთი ჭიქა მე გამომიწოდა რომელიც სიამოვნებით გამოვართვი,მერეღა დავაკვირდი ჭიქაში რაც იყო,მარწყვის წვენი ბობასთან ერთად. კმაყოფილი გავიკრიჭე და მადლობა მოვუხადე.
-ლილე მე...-სანამ რამეს იტყოდა გავაწყვეტინე
-გეგაზე სალაპარაკოდ თუ მოხვედი ტყუილად დრო არ დახარჯო,-წვენი მოვსვი და კმაყოფილებისგან გამეღიმა.
-არა სხვა რამის თქმა მინდოდა.-ინტერესით გავხედე მან კი გააგრძელა.
-მოკლედ გამოცდებისთვის ხომ ვემზადებოდი? ხოდა სანამ თქვენ კინკლაობდით მანამდე დავრეგისტრირდი და ზუსტად ერთ თვეში მოგვიწევს გამოცდების ჩაბარება.-წვენი გადამცდა და თვალებგაფართოებულმა შევხედე
-რას ნიშნავს მოგვიწევს?-ფრთხილად შემომხედა და მითხრა
-შენც დაგარეგისტრირე...- სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა ოთახში,არ ვიცოდი რა მეთქვა,გეგასავით მანაც უჩემოდ გადაწყვიტა რომ უნდა დავერეგისტრირებინე. მაგრამ ისედაც ვაპირებდი გამოცდებზე გასვლას,უბრალოდ ამის ნერვები არ მქონდა და ვერ დავრეგისტრირდი. თანაც ირაკლის დავპირდი რომ ყველანაირად მივეხმარებოდი გამოცდების ჩაბარებაში და მისი მიზნის მიღწევაში. გავუღიმე
-მაშ ხვალიდან საქმეს შევუდქეთ,დასაკარგი დრო არ გვაქვს.-სახე გაუბრწყინდა და ჭიქა მომიჭახუნა. ცოტა ხნით ისევ სიჩუმეში ვისხედით,ფიქრებმა წამიღო მაგრამ ირაკლის ხმამ დამაბრუნა უკან
-იჩხუბეთ?-მკითხა სრული სერიოზულობით
-ხო...-მოკლედ ვუპასუხე.
-არ ვიცი რაზე იჩხუბეთ,თქვენი პირადი ცხოვრება ჩემი საქმე არაა მაგრამ ის კი ვიცი,რომ ძალიან უყვარხარ და ყველანაირად ცდილობს რომ უსაფრთხოდ იყო, სხვა შემთხვევაში განყოფილებაში ასე გვიანობამდე არ დარჩებოდა,არც პრაქტიკებს გააცდენდა,შეიძლება შენთვის ეს რთული ასატანია,მაგრამ ყველაფერს შენთვის აკეთებს.-წვენი მოსვა და გააგრძელა
-ჩემს ძმას ვეღარ ვცნობ მართლა,რაც შენ გამოჩნდი მის ცხოვრებაში რადიკალურად შეიცვალა. გოგოებს მარტო გასართობად ხვდებოდა,სერიოზულად არავის უყურებდა,მერე მშობლებმა გადაწყვიტეს მისთვის ევა გაერიგებინათ,რაღაც პერიოდი ხვდებოდნენ ერთმანეთს,გეგას ეგონა რომ შეუყვარდა,სულ ევაზე ლაპარაკობდა,მშობლებიც კმაყოფილები იყვნენ ეგონათ თავისი გაიტანეს,მაგრამ მერე აღმოჩნდა რომ ევა გეგასთან მარტო ფულის გამო იყო,მამამისი გაკოტრდა და ცდილობდა გეგას გაყოლოდა რომ მამამისის კომპანია ამოექაჩა,-ირაკლიმ ამოიოხრა,გამომხედა და გამიღიმა-მერე შენ გაგიცნო,მაშინ უკვე წასული იყო ჩვენგან და ყველას აკრძალული გვქონდა მასთან სტუმრად მისვლაც კი,მითუმეტეს მშობლებს,მათთან კარგი ურთიერთობა არასდროს არ გვქონია,ჩემთანაც რაღაც გაუგებრობა მოხდა და ვცდილობდი მის შემორიგებას თუმცა ამაოდ,შენი დამსახურებაა რომ მე და გეგას დღეს ისევ გვაქვს ურთიერთობა. ვიცი რომ გწყინს მისი ასეთი ქცევა,მაგრამ მერწმუნე ამით შენზე ზრუნავს,ასე ევასთანაც კი არ ყოფილა,მისთვის მართლა განსაკუთრებული ხარ.-ირაკლი წამოდგა და კარისკენ წავიდა
-თავს აღარ მოგაწყენ დასვენება გჭირდება,ის შეიძლება თავქარიანი და ჯიუტია მაგრამ მისი სიყვარული შენდამი ურყევია,მიეცი შანსი რომ ყველაფერი გამოასწოროს.-გავუღიმე და წვენის ჭიქას დავხედე. ფიქრებმა წამიღო და ალბათ დიდხანს ვიჯექი ასე,ისიც კი ვერ გავიგე ოთახში ვიღაც რომ შემოვიდა,აზრზე რომ მოვედი ჩემს წინ გეგა დავინახე,ჩემს წინ იყო ჩაცუცქული ფერადი ყვავილებით ხელში,მისი თვალევი,ჩვეულებრივ ემოციებისგან ანთებული ახლა სავსე იყო დაუცველობით,რამაც სუნთქვა შემიკრა.
-პატარავ,-წაიჩურჩულა,მისი ხმა ტკივილისა და სინანულის უხეში ნაზავი იყო
-არასწორი ვიყავი,შენთვის არ უნდა მეყვირა,უბრალოდ სიბრაზე დამეუფლა და ამისთვის ბოდიშს გიხდი,ვიცი რომ მესაკუთრე ვარ და ძალიან მკაცრი,მაგრამ ისიც ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ და შენთვის ყველაფერს გავაკეთებ?-თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. ყვავილები საწოლზე დადო და მომიჯდა,ჩემი ხელი თავის ძლიერ ხელებში მოიქცია და ბეჭედი ისევ თავის ადგილას დააბრუნა. ნაზად მაკოცა ხელზე და თვალებით რომელზეც მე ასე ძალიან ვგიჟდებოდი შემომხედა
-იცოდე აღარასდროს მოიხსნა ხელიდან.-მისი ხმა მტკიცე მაგრამ სიყვარულით სავსე იყო. ჩავეხუტე და წავიჩურჩულე
-ძალიან მიყვარხარ,-მისი ძლიერი ხელები შემომხვია და თავზე მაკოცა.
-მეც ძალიან მიყვარხარ პატარავ,-დიდხანს მეფერა და მკოცნა მერე კი ორივე ერთად სამზარეულოში ჩავედით სადილის მოსამზადებლად...
********
რამოდენიმე კვირა გავიდა,თავს უკეთ ვგრძნობდი,ყელიც თითქმის მომიშუშდა,შრამი დიდად აღარ მეტყობოდა, ადვილი იყო ტონალურით ან თუნდაც კორექტორით მისი დაფარვა,გეგა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა,განყოფილებაშიც დადიოდა და პრაქტიკებზეც,მე და ირაკლი კი ყოველ დღე თავდაუზოგავად ვმეცადინეობდით,ყველაფერს განვიხილავდით,თუ ვერ ჩავაბარებდით მერე რა უნდა გვექნა და ასე შემდეგ. ნიკა ყოველ დილას მოდიოდა ჩემს სანახავად,მერე კი მთელ დღეს გეგასთან ერთად ატარებდა. გოგოებს ხშირად ვურეკავდი და ყოველ ჯერზე მსაყვედურობდნენ რომ საერთოდ დავიკარგე და ჩემი დანიშვნის ამბავი ტელეფონით არ უნდა გაეგოთ. მოკლედ ყველაფერი კარგად იყო მაგრამ მაინც რაღაც მაკლდა. გეგასთან ერთად დიდ დროს ვეღარ ვატარებდი და ხან სულაც მთელი დღე ვერ ვხედავდი,რაიმე მჭირდებოდა განტვირთვისთვის, გამოცდებამდე დიდი დრო იყო,მე კი ასე უსაქმურად დიდხანს ვერ ვიქნებოდი,ამიტომ ერთ დღესაც ირაკლის ხელი დავავლე და ვთხოვე ჩემს ძველ მწვრთნელთან წავეყვანე.
-ფრენბურთი? ოჰოო,შენ აღარ ხუმრობ,-გაკვირვებულმა წარმოთქვა მანქანაში რომ მოვთავსდით და ძველი შენობისკენ ავიღეთ გეზი. მე და ირაკლი ძალიან დავახლოვდით,ყოველ დღეს ერთად ვატარებდით,თითქმის ყველაფერს ერთად ვაკეთებდით,იმაზეც კი მიყვებოდა და მეკითხებოდა რჩევებს როგორ მოეწონებინა ერთი გოგოსთვის თავი და მოკლედ მეც თავს არ ვზოგავდი და ვეხმარებოდი,ისიც კი მითხრა რომ პირველი ნატას მე გამაცნობდა.
-ბავშვობაში ვთამაშობდი,ახლა კი სანამ გამოცდების დრო მოვა მინდა ცოტა განტვირთვა მოვიწყო.-ვუპასუხე და ღვედი შევიკარი.
-ხო მართლა,ნატასთან რა ხდება?-ვკითხე და გაკრეჭილმა რომ გამომხედა მივხვდი ყველაფერი კარგად მიდიოდა
-კარგად,ძალიან ენერგიული და ჭკვიანი გოგოა შენსავით,ეჭვი არ მეპარება რომ გაუგებთ ერთმანეთს.-თვალი ჩამიკრა და ჩავიხითხითე
-როდის უნდა ნახო?-ვკითხე ისევ
-სავარაუდოდ რამოდენიმე დღეში,ქალაქგარეთაა გასული დასასვენებლად,შენი დახმარება დამჭირდება რომ მასზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვო.-წითელზე გააჩერა მანქანა და აღელვებულმა გამომხედა
-მართლა ძალიან მომწონს და მინდა რომ მასაც მოვეწონო.
-არ არის აუცილებელი რაიმე შეცვალო შენს თავში,იმისთვის რომ გოგოს მოეწონო,-სრული სერიოზულობით ვუთხარი
-შენებური იყავი,უბრალოდ მასზე პატარა დეტალები დაიმახსოვრე, ყურადღება და სითბო არ მოაკლო და დამიჯერე შენგან არსად წასვლას არ მოინდომებს.-გაიღიმა და მანქანა ისევ დაძრა,აციმციმებული თვალებით.
-მამენტ მართალი ხარ,უბრალოდ აქამდე გოგო ასე ძალიან არ მომწონებია,ნატასნაირი პრინციპში არცერთი არ იყო და ჩემი თავქარიანობის ამბავი კი იცი,სულ ჩვენი პირველი შეხვედრა მიდგება თვალწინ და დღემდე მიკვირს ეგ როგორ მაპატიე,შენ ადგილას ალბათ ყველას ადგილზე ავკუწავდი ვინც ეგრე მომექცეოდა,-თვალი გამოაპარა ჩემსკენ,მე კი გავუღიმე
-ძალადობით შორს ვერ წახვალ,უნდა შეგეძლოს პატიება,წყენას თუ გულში ჩაიდებ ის მთელი ცხოვრება თან გაგყვება და ნელ-ნელა გამოგფიტავს. ასე რომ ჯობია მიუტევო და ბედნიერმა გააგრძელო ცხოვრება.-თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად
-მართალი ხარ,-პაუზა, შემდეგ კი სრული სერიოზულობით მითხრა
-იცი შენგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ და ვხედავ რომ უკეთესობისკენ ვიცვლები,ის გულუბრყვილო და თავქარიანი ბიჭი აღარ ვარ რომელიც ძალიან დიდხანს ვიყავი. მართალია რომ ამბობენ, ისეთივე კარგი ხარ, როგორიც შენი გარშემომყოფებიო.
-ისეთს არაფერს არ ვაკეთებ,უბრალოდ მიყვარს როცა სხვას ვეხმარები,ჩემში არაფერი განსაკუთრებული არაა,-ალალად ვუთხარი და ფანჯრიდან გავიხედე
-ძალიან ცდები,შენს გარშემო ყველა უკეთესი ხდება,არ ვიცი ამას როგორ აკეთებ,მაგრამ ცხადია რომ ყველაზე ნეგატიური ადამიანიც კი შენთან ყველაზე ოპტიმისტური ხდება.-მანქანა ნაცნობ შენობასთან გააჩერა და ღიმილით მითხრა
-ადამიანი სხვანაირად ანათებს როცა ცხოვრებაში კარგი ადამიანი ყავს გვერდით კარგი ზრახვებით და გმადლობ რომ ჩემი და ჩემი ძმის ცხოვრებაში ხარ,ახლა კი წავიდეთ შენი მწვრთნელი მოვძებნოთ,-მანქანიდან გადავიდა,მე კი სითბოთი და სიამაყით სავსე ვიჯექი და მიხაროდა რომ ირაკლი ასე იყო ჩემს მიმართ განწყობილი...
*******
ძველ დარბაზში შესვლისას ჩემი ბავშვობის პერიოდი დამიდგა თვალწინ, საერთოდ არაფერი არ შეცვლილა,კედლებიც კი ისევ ისეთივე ფერი იყო, ერთადერთი რაც შეიცვალა ჭაღარაშერეული მაგრამ ისევ ისეთივე მკაცრი მწვრთნელი იყო.
-გამარჯობა ბატონო სანდრო,-მივესალმე როცა მე და ირაკლი მივუახლოვდით. შემომხედა,უცებ ვერ მიცნო მაგრამ რომ დამაკვირდა გაღიმებული წამოდგა და მომიახლოვდა
-ლილეს გაუმარჯოს ლილეს,-ჩამიხუტა,მხრებზე ხელი დამადო და დამაკვირდა
-ამხელა გაზრდილხარ გოგო,აი ამხელა მახსოვხარ,-ცერა და საჩვენებელი თითი მიიტანა ერთმანეთთან ახლოს და მაჩვენა ამხელა იყავიო. გულიანად გავიცინე
-ხო დიდი დრო გავიდა ძალიან,მაგრამ როგორც ხედავთ ისევ მოვედი.-გავუღიმე მეც,გვერდით ამომიდგა,თან მოვარჯიშე გოგოებს გახედა და ისე მიპასუხა
-და არც შენი ბებერი მწვრთნელი არ დაგივიწყებია,-გოგოებს გავხედე და ღიმილით ვუპასუხე
-თქვენ როგორ დაგივიწყებდით,თქვენზე უკეთესი მთელ საქართველოში არავინ არაა,-ხელი ჩაიქნია და ჩაიხითხითა
-კარგი ახლა,ქებამ არ მაწყინოს.-გავიცინე და ირაკლის გავხედე,ტელეფონში იყო ჩამძვრალი და მისი ღიმილიდან გამომდინარე ნატას წერდა.
-შენ ის მითხარი აქ რამ მოგიყვანა ამდენი წლის მერე,-მკითხა სანდრომ და ცალი თვალით გამომხედა
-რა და გუნდში დაბრუნება მინდა,-თვალები გაუნათდა ამის გაგებისას და გოგოებს დაუძახა,ყველანი წინ დადგნენ და ინტერესით შემათვალიერეს სანდრომ კი ისეთი რამე თქვა,პირი დამრჩა ღია
-აბა გოგოებო, კაპიტანი დაბრუნდა,აწი სულ წინ და წინ წავიწევთ.-ზოგს გაუხარდა,ზოგმაც ეჭვით შემათვალიერა,მე კი სანდროს მივუბრუნდი.
-კი მაგრამ,ბატონო სანდრო,გუნდს კაპიტანი არ ჰყავს? თანაც წლებია ფრენბურთი არ მითამაშია იქნებ კიდევ დაფიქრდეთ?-გოგოების უმეტესობა დაეთანხმა,მაგრამ მან ჯიუტად გაიქნია თავი
-გუნდის კაპიტანი ყოველთვის შენ იყავი და მითუმეტეს ეს სპორტი შენია,ვიცი რომ ამ გადაწყვეტილებას არ ვინანებ,ასე რომ,ხვალ დილით ცხრა საათზე გელოდებით.-სიხარულისგან წამოვიყვირე და სანდროს ჩავეხუტე.
-დიდი მადლობა,ამას ნამდვილად არ ინანებთ,-ზურგზე ხელი დამიტყაპუნა და ჩაიცინა.
-ვიცი ვიცი,აბა შენ იცი,ხვალ არ დაიგვიანო.-კიდევ ერთხელ მოვუხადე მადლობა, გოგოებს შევუბრუნდი და დავპირდი რომ ყველანაირად ვეცდებოდი მათი ნდობა დამემსახურებინა. ეჭვით მიყურებდნენ,მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია,ყველას დავემშვიდობე და ირაკლისკენ გავქანდი,გახარებული ჩავაფრინდი და ჩავეხუტე.
-ამიყვანეს,გუნდში ამიყვანეს,-ირაკლიმ დამაბზრიალა და მერე ხუმრობით თმები ამიჩეჩა
-ვა ვა,გილოცავ ლილუსკ,აბა ახლა შენ იცი არ შეგვარცხვინო.-გაბადრული და თბალებგაბრწყინებული გავყევი მანქანასთან,შემდეგ კი ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და გეგას ნომერი ავკრიფე...



№1 სტუმარი Nino

Erti amosuntqvit wavikitxè super vzobas gilocavt imedia vvian atvirtavt axal tavs❤????❤

 


№2  offline წევრი Olivia255

Nino
Erti amosuntqvit wavikitxè super vzobas gilocavt imedia vvian atvirtavt axal tavs❤????❤

Didi madloba mec gilocavt da diax aucileblad avtvirtav ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent