ოიზისი (II თავი)
სასტუმროს ნომრებში რომ გადანაწილდნენ შეთანხმდნენ დავისვენოთ და საღამოს გავიდეთო. ცოტახნით მარიტამ მიიძინა, მაგრამ მერე კარზე ძლიერმა ბრახუნმა და კარის გაღების შემდეგ ბესოს გაოგნებულმა ყვირილმა მოიყვანა გონს. -აქ რა გინდა? მათე შავგრემან , გამხდარ ბიჭს მონუსხული უყურებდა და თან ცდილობდა არაფერი შესტყობოდა. მხრები აიჩეჩა და ბესოს ზურგს უკან კარი მიხურა -მარიტამ შენც წამოო. -იუ და შენ უჟმურ სახეს უნდა ვუყურო მთელი 4 დღე? -რატო მეჩხუბები ნახე ვიღიმი. მათემ გაიცინა და ბესომაც მისგან ამ მოულოდნელ ქმედებაზე ჩაიფხუკურა. არა და გულში ფიქრობდა როგორ უხდებოდა წუთებით უფროს წითურს ღიმილი. მათე რომ იღიმოდა ყველა ფიქრობდა მარიტასგან არ განსხვავდებაო, თუმცა არა ბესო. ყოველთვის ამჩნევდა დისგან როგორ განსხვავებულად ეპრიხებოდა ტუჩის კუთხეები და სწორი თეთრი კბილები მოუჩანდა, უბრალო გაღიმებისასაც კი. -მოდი ბესიკა აქეთ ვარ. -ჩემი მძინარე მზეთუნახავი. მარიტა საწოლიდნა წამოდგა. ბესომ მეგობარი აათვალიერ ჩაათვალიერა და ჰკითხა. -როგორ უძლებ? -ჯერ კარგად. -გუშინ კარგად გაერთე? -უშენოდ არა. ბესო რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა მარიტას და დაეჭვებულმა ჰკითხა. -რა მოხდა? -არაფერი უბრალოდ მაგათთან ერთად დალევა და მოწევა ჩემი არაა, თან არც ისე კარგად ვგრძნობ თავს, როცა ვუყურებ ჩემს თვალწინ როგორ ესიყვარულებიან ერთმანეთს. -არაუშავს პატარავ. -არ მოგშივდათ? მათემ ჩაახველა რომ ყურადღება მისთვისაც მიექციათ. -აუ კი, რაღაცაში გამოდგები ხოლმე მათე. -ენა დაიმოკლე ლაწირაკო. -ტოლები ვართ. ბესო ბიჭს დაეტლატა და ხელები გულზე დაიკრიფა. მათეს გულში სითბო ეღვრებოდა ასეთი ბესოს დანახვაზე და უნდოდა ჩასახუტებლად მივარდნოდა, თუმცა უცნაური იქნებოდა. -ხო არ დაველოდოთ იმათ? -ნწ, წამო და მერე შენი ცხოვრების სიყვარულიც შემოგვიერთდება, თუ გინდა მე მივწერ- თქვა და იმწამსვე ენაზე იკბინა ბიჭმა. მარიტას შეცბუნებული უყურებდა-ჯანდაბა .. თვალები მოჭუტა და სახე დამანჭა როცა გაიაზრა რომ მათესაც ესმოდა. -დაიკიდე იცის. წინაზე გაიგო ჩვენი საუბარი. -და ასე წყნარად- საჩვენებელი თითი მათეს მიმართულებით ჰორიზონტალურად გაიქნ გამოიქნია-ასე წყნარად არის? -უჰჰჰმ. -შეგახსენებ რომ მონსტრი არ ვარ. -როგორ არა, შენ მათუს-ბესო ახლა ბიჭისკენ მიტრიალდა და მისკენ ნელა წავიდა- კურუპირა ხარ. მარიტას ისტერიული სიცილი აუტყდა, გაოგნებული მათე კი ისე უყურებდა ზედ სახეზე ეწერა სულ შეიშალეო. ვერ გაეგო დას რა აცინებდა და ბესო რას ბოდავდა, შავგრემანი ბიჭი კი თვალებში მომნუსხველად უყურებდა და წამით არ გასცინებია საკუთარ ნათქვამზე. ბოლოს მათემ ვეღარ მოითმინა და ჰკითხა. -რეებს ბოდიალობ? -აჰ ვაიმე, ვსო დავწყნარდი- ჯერ ისევ ღიმილიანი სახით თქვა მარიტამ- განგიმარტავ კურუპირა ბრაზილუირი მითოლოგიიდან არის , ტყის დემონია.-ძმამ შეხედა და მიხვდა ახლა რაზეც ფიქრობდა.-იმიტომ შეგადარა რომ წითურია. მათემ წარბები მაღლა აზიდა. -გასაგებია. -აჰა წავედით ანუ მარიტა და კურუპირა საჭმელად? ორივე ტყუპს ერთდროულად გადაჰხვია ხელი და ჯერ ერთს შეხედა მერე კი მეორეს, მათემ იდაყვი გვერდში ჩაარტყა რაზეც ბესომ ამოიგმინა და გაოგნებულმა შეხედა ბიჭს. -რატო ქენი? -ეგ რაღაც აღარ დამიძახო. -კაი კურუპირა. მაინც არ ისვენებდა და ბიჭს ლოყებს უწელავდა. -ოოო წამო ბესიკა. მაისურის საყელოში უკნიდან ჩააფრინდა მარიტა და კარისკენ გაჭირვებით წაათირა აწუწუნებული ბიჭი რომელსაც ისევ და ისევ უნდოდა მისი ძმის გამწარება და ნერვებზე აშლა. ........... წითური და ბესო აივანზე პლედებში გახვეულები ისხდნენ. წითურს ფეხები სკამზე ჰქონდა აკეცილი და ხელში ცხელი ყავის ჭიქა ეჭირა, ბესო კი უბრალოდ იჯდა და პლედს იხურავდა,რადგან ძალიან სციოდა. ბნელი ღამე იყო, უმთვარო და ხელოვნური განათებებით ძლივს განათებული. -ირაკლი ვნახე. ბესოს რამდენიმე წუთი დასჭირდა იმის გასააზრებლად, რაც მეგობარმა უთხრა. მარიტა კი დამნაშავე მზერით უყურებდა მეგობარს, მერე ბესომ ამოიოხრა, მხრები აუთრთოლდა და მაინც მშვიდი ხმით იკითხა. -მერე? -არ გაბრაზდი? -მარიტა უკვე მომხდარ ფაქტებს ვერ შეცვლი მხოლოდ გავოგნდი და ახლაც შოკი მაქვს მაგრამ აზრი? რაო რა მინდაო? -მე ვთხოვე შეხვედრა, უფრო სწორად ნიკუშას დავეკონტაქტე და მერე მისი შუამდგომლობით კაფეში შევხვდი. ახლა კი ბესომ ვეღარ მოითმინა და მთელ ხმაზე იყვირა. -რააა? -ხო გახსოვს ვინდოუსი რომ მქონდა გადასაყენებელი? ირაკლიმ გამიკეთა და მერე მთხოვა კონცერტზე მისი ყოფილის საეჭვიანოდ წავყოლოდი. -გთხოვ მითხარი რომ არ გაგიკეთებია, გთხოოოვ მარიტა. არ გიქნია ხომ ასეა? -რა არ უქნია? აივანზე მათე გამოვიდა ჩაის ჭიქით ხელში და ქრაშისა და ტყუპისცლის წინ აივნის მოაჯირს საჯდომითა და წელით მიეყრდნო, თან ჩაის სვავდა თან ბესოს მზერას არ აცილებდა. -ქალბატონმა ირაკლი ნახა და არა მხოლოდ ნახა არამედ კონცერტზეც გაჰყვა. მათეს სითხე გადასცდა და ხველება აუტყდა, ბესო გიჟივით წამოფრიდა სავარძლიდან და ზურგში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი ,რაზეც ბიჭმა ხელი აუქნია და ხველებ-ხველებით უხთხრა. -მომშორდი. ნუ დამილეწე ყველა მალა. -მე შენთვის ვცდილობდი. მხრები აიჩეჩა და თავის ადგილს დაუბრუნდა. -სულ გაგიჟდი შენ?-მათეს ირაკლი დიდად გულზე არ ეხატებოდა,თავადაც არ იცოდა რატომ მაგრამ უბრალოდ არ მოსწონდა და მორჩა. სანამ მარიტა საბოლოოდ დაშორდებოდა ბიჭს ყოველჯერზე, როცა მას შეხვდებოდა უნდებოდა რომ ეცემა, რადგან ისეთი გრძნობა უჩნდებოდა თითქოს მარიტას ართმევდნენ, მისგან შორს მიჰყავდათ და რომელსაც ანტიკური ღმერთებივით ეტრფოდა. უცბად გონს მოეგო, ის ღამე გაახსენდა მარიტამ რომ მისწერა ქეთისთან ვრჩებიო- არ მითხრა რომ მასთან იწექი! ბესომ დენდარტყმულივით გახედა მეგობარს, მათე კი გაყუჩდა, ისე გაჩუმდა როგორც შეეძლო და სუნთქვაც კი შეწყვიტა დის პასუხის მოლოდინში. ბიჭებს ისეთი გრძნობა გაუჩნდათ თითქოს იმ რამდენიმე წამის მაგივრად რომელიც მარიტას საპასუხოდ დასჭირდა, წლები გავიდა. -კი. -ღმერთო... მათემ თმა ნერვულად გადაიყარა უკან. -მეგონა რომ შენ... -სწორადაც გეგონა, უბრალოდ მინდიდა. -რაღა ყოფილთან მარიტა! -ირაკლი ჯერ ისევ მომწონს. -ახლა გეფიცები გცემ. -ოოო შემეშვით ორივე! გოგო ფეხზე წამოფრინდა და ნომერში შებრუნდა. რა უნდოდა, ხომ იყო თავისთვის მშვიდად და წყნარად? რატომ წამოაყრანტალა ძმასა და მეგობართან ირაკლისთან მომხდარი ... საწოლზე თავის თავზე გაბრაზებული ჩამოჯდა და ხელებით დაეყრდნო. მალევე აივნის კარში მათე და ბესო გამოჩნდნენ. -რომ გამოიქეცი ვერ გამოგყვებოდით თუ რა გეგონა?! - შემეშვით ორივე. -სერიოზულად მაინტერესებს, რის მიღწევას ცდილობ მაგ მამრთან. ბესომ ცხვირი აიბზუა და ხელები გულზე დაიკრიფა, მოკაშკაშე ცისფერი თვალებით უყურებდა მარიტას. მერე მის, წუთებით უფროს ძმას გახედა და რაღაცნაირად გული გაუთბა მათეს სახეზე. -არაფრის, უბრალოდ მინდოდა და მორჩა. -დამღალე უკვე წითურო. -კაი ვსო ვიძინებ შემეშვით. -მარიტა საუბარს მაინც ვერასად ვერ გაექცევი ხომ იცი არა?! -არ მინდა და შემეშვი. -თუ გაგრძელება არ გინდოდა საერთოდ რას ამბობდი ირაკლი ვნახეო, თუთქოს მსოფლიოში საუკეთესო ამბავის მოყოლა გქონოდა განზრახული. -უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა. დამნაშავესავით შეხედა მეგობარს და მერე მზერა ძმისკენ გააპარა, რომელიც ჩუმად გილხელდაკრეფილი იდგა და არც კი ცდილობდა დისა და ქრაშის საუბარში ჩარეულიყო. -რატომ მაინც და მაინც ის? -ვერ ვხვდები რას ერჩით მაგ ადამიანს, საყვარელია და ჩემიც სულ ესმის თან სწავლითაც კარგად სწავლობს მეტი რა უნდა ქნას 21 წლის ბიჭმა? -არ ვიცი იქნებ სხვებს არ უნდა ეფლირტავებოდეს როცა შეყვარებული ჰყავს! -ეგ ჯერ ისევ არ ვიცით მართალი იყო თუ არა! მათემ და ბესომ ერთმანეთს გადახედეს. წითურ ბიჭს თავში მხოლოდ ის უტრიალებდა როგორი სექსუალური იყო გაბრაზებული ბესო, როგორ ეჭიმებოდა კისერზე ძარღვები. მისი ნერვული წიკიც კი, ცერა თითის სხვა თითებზე მიკვრა და მუსიკალური მელოდიის მსგავსად რიტმის აწყობა, იმდენად საყვარელს ხდიდა ბიჭს, ისე მოსწონდა მათეს როცა ბესო ენის წვერით ტუჩებს ისველებდა რომ ლამის იყო წაბლისფერთმიანისთვის ეყვირა დამიჭირე თორემ შენი ყურებით მუხლები მეკვეთებაო. მათემ თავი ოდნავ გადააქნია და საწოლზე დის გვერდით ჩამოჯდა. ბესო მათეს საწყლად უყურებდა, არგუმენტებს ვერ იფიქრებდა და დახმარება უნდოდა. -მისი არ ვიცი , მაგრამ მე უბრალოდ იმიტომ არ მომწონს რომ მგონია შენს თავს მართმევს. -შენ ხო არ გაკლია ადამიანო?! ანუ შეყვარებული არასდროს უნდა მყავდეს ვინმემ ტყუპისცალი რომ არ წაგართვას! ნაკლოვანი ხარ. მაშინ შენც შეწყვიტე იმის მოწონება ასე ძალიან რომ გიჩქარებს გულს!!! ლამის კივილით წამოიძახა მარიტამ. ხელები გულზე დაიკრიფა, კოპები შეკრა, მერე კი ზუსტად ასე, ზედა ტანით საწოლზე გადაემხო. სიგიჟემდე უნდოდა ხელ-ფეხი აებაკუნებინა და პატარა გოგოგსავით ეტირა. უნდოდა ტანტრუმი მოეწყო იმსი გამო რომ ორი ადამიანი ერთდროულად თითქმის ერთნაირად უყვარდა და ვერცერთთან იყო. ერთს შეყავრებული ჰყავდა , მეორე კი მეგობრებს არ მოსწონდათ. ლამის ჭკუიდან იშლებოდა ტირილსი სურვილისგან, ამის ნაცვლად დასამშვიდებლად ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა და ძალიან ხმამაღლა თქვა. -სიყვარულის დედაც... -ხო სიყვარულის დედაც ალუბალო.. მათემ დას მიბაძა, თავი მის მხარეს გადაატრიალა და დას ცისფერ თვალებში ჩახედა. -სიყვარულის დედაც კურუპირავ და ალუბალო. ბესო რამდენიმე ნაბიჯით გამოიქცა, საწოლზე მარიტასა და მათეს შორის ჩახტა და ხელები თავს ზემოთ გაასწორა. მათემ ფერდზე უბრწკინა, მარიტა აკისკისდა, ბესომ კი სუსტად ამოიკნავლა. სუსტმა ტკივილმა რომ გაუარა მათეს თავი დაუჭირა და სახე დაუკოცნა, მარიტა პირზე ხელაფარებული ხარხარებდა და ცალ ხელს მუცელზე იჭერდა. მათე კი ხელებზე ეჯაჯგურებოდა დის მეგობარს,რომ მოეშორებინა. ბესოს ასე ახლოს ყოფნას, მისი ტუჩების საკუთარ ლოყებზე, შუბლსა და ცხვირზე , მომენტში ყელში, გრძნობას ვერ გაუძლებდა.. -მომშორდი ქაჯო. -მმმმ, ნუ მიბრაზდები კურუპირავ, თორე უფრო მეტ კოცნას მიიღებ. -მომაშორე მარიტა ეს შენი ბიჭი. -ვინ გითხრა რომ იმისი ვარ? წამიერად მოშორდა ბესო და მათეს თვალებში ჩააშტერდა. -მე მხოლოდ შენი ვარ წითურო დემონო. -ვაიმე აღარ შემიძლია .ჰაჰაჰაჰჰაჰაჰაჰ მათეს დის სიტყვები აღარ ესმოდა, აღარც კოპებს უკრავდა წაბლისფერთმიან ღიმილაკ ბიჭს რომელიც მუდამ პოზიტიურობას აფრქვევდა. მის უსასრულო მოცისფრო მომწვანო თვალებში იკარგებოდა და იქიდან გამოღწევა თავადაც არ სურდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.