ჩაკეტილი სივრცე 22 თავი
კარგა ხანს უხმოდ ვიარეთ ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მუდარანარევი ტონით ვთხოვე სახლში წავეყვანე. -ნიცამ ასეთ მდგომარეობაში არ უნდა გნახოს!- გადაჭრით მითხრა და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა. ვერ შეწინააღმდეგე.რაღაც განსაკუთრებულ პატივისცემას ვგრძნობდი მის მიმართ და ალბათ ამიტომ. -ტელეფონი მაღაზიაში დამრჩა შეიძლება რომ... -რა თქმა უნდა- წინადადების დამთავრება არ მაცადა ისე გამომიწოდა თავისი მობილური ტელეფონი. -დაბლოკილია-რიცხვების ჩასაწერად უკან გავუწოდე. -27 17- ისე მითხრა ჩემსკენ არ მოუხედია. განვბლოკე თუ არა ტელეფონი მაშინვე მიას დავურეკე და ნიცას სკოლიდან გამოეყვანა ვთხოვე. -რა ხდება ნინი?-აღელდა- უცხო ნომრიდან რატომ მირეკავ? -სამსახურში მომივარდა გეგა და ვიჩხუბეთ, გთხოვ ნიცა სკოლიდან გამოიყვანე და თინა ბებოსთან ერთად ნინა ბებოსთან წადით. იქ დარჩაით სანამ მე არ მოვალ თქვენს წამოსაყვანად კარგი? -მანიაკი. შენ კარგად ხარ? რამე ხომ არ დაგიშავა იმ ავადმყოფმა? -ნუ ღელავ უსაფრთხოდ ვარ- ლევანს გავხედე. გაეღიმა -ანუ? -რომ გნახავ ყველაფერს აგიხსნი -ნინიიი -დედა სამსახურშია ხო? -კი -კაი მიდი გაკოცე-სწრაფად დავემშვიდობე და გავუთიშე. ლევანმა თავისი მეგობრის სახლში მიმიყვანა. -სახლში არავინაა-დამამშვიდა, როცა კარი გააღო და შიგნით შემიყვანა- რას დალევ?- მოულოდნელად მკითხა, როცა მისაღებ ოთახში ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით -წყალს-დაუფიქრებლად ვუპასუხე და მზერა ავარიდე. მაშინვე ზურგი მაქცია და ჰოლში გაუჩინარდა. მალევე დაბრუნდა უკან წყლის ჭიქებით ხელში. მის დანახვაზე გამეღიმა -მადლობა- ირონია გამერია ხმაში როცა პირამდე სავსე ჭიქა გამომიწოდა. -თუ წყალი არ გინდა... შემიძლია სხვა ნებისმიერი სასმელი შემოგთავაზო- გამომწვევი ტონით მითხრა და მზერა გამისწორა -საჭირო არაა -კარგი როგორც გინდა- უცნაური ტონით მითხრა და ცოტაოდენი წყალი მოსვა. ძალიან დაძაბული ვიყავი მასთან, ამიტომ ვთხოვე სახლში წავეყვანე. -დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ?- ინტერესით მკითხა და ნელა მომიახლოვდა -ვფიქრობ რომ კი- ვუთხარი ხმა აკანკალებულმა როცა ზედმეტად მომიახლოვდა -კარგი მაშინ წავიდეთ-ზედ ტუჩებთან დამიჩურჩულა და ცხვირის წვერით ოდნავ სულ ოდნავ შემეხო გაყინულ შუბლზე. მღელვარებისგა სუნთქვა შემეკრა და გულისცემა გამიჩერდა, მაგრამ მაშინვე დაკარგა აზრი ყველაფერმა როგორც კი ცივი თითები ხელზე შემეხო და უემოციო ტონით მითხრა-ამას გამოგართმევ-და მზერით წყლით სავსე ჭიქაზე მიმითითა. მისმა ქცევამ გამაღიზიანა, მაგრამ სახეზე არაფერი შევიმჩნი და ისე რომ წამით თვალი არ მომიშორებია მისი არეული სახისათვის ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დავდე. ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა. მის ღიმილზე, მეც გამეღიმა იმის მიუხედავად რომ ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვიყავი მასზე. -ნინი -გთხოვ არაფერი თქვა- ჩამწყდარი ხმით ვუთხარი და მაშინვე ზურგი ვაქციე რადგან ვერღა ვუმკლავდობოდი მისგან გამოწვეულ, ჩემთვის უცხო ემოციებს. ძალიან დაბნეული ვიყავი ამიტომ ეზოში გავედი სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად და აზრზე მოსასვლელად. ლევანიც მალევე გამოვიდა და სახლის კარი დაკეტა და მაშინვე მანქანისაკენ წავიდა სიტყვის უთქმელად. დაბნეული გავყევი უკან მანქანაში პირველი ჩავჯექი. როცა ჩემი სოფლისკენ გადაუხვია, ვთხოვე მანქანა გაეჩერებინა. -აქედან შენი სახლი ძალიან შორსაა -ხო მაგრამ ასე მირჩევნია, არ მინდა ვინმემ რამე არასწორას გაიგოს -ნინი...!- ხმა დაეძაბა -ლევან გთხოვ-შევეხვეწე და სიტყვა გავაწყვეტინე -ნინი შანსი არაა! აქ არ დაგტოვებ!-მკაცრი ტონით მითხრა და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა. სახლში შესვლისთანავე საჩხუბრად გამზადებული დედაჩემი მომვარდა და აგრესიული ტონით მკითხა -იმ ბიჭმა მოგიყვანა სახლში ვისაც ჩხუბის დროს ჩაუხტი მანქანაში თუ ეს კიდევ ვინმე სხვაა? -სახლში რატომ ხარ? ახლა სამსახურში არ უნდა იყო?-მომაბეზრებლად ვკითხე და დაძაბული მზერა მოვატარე არეულ ოთახს -მეზობლებმა დამირეკეს მითხრეს შენი სიძე გაგიჟებულია და იქნება სახლში მოხვიდეო, სულ სირბილით მოვედი სახლში, მეგონა ჩხუბობდით. გირეკავდი და არ მპასუხობდი, რა აღარ ვიფიქრე- მითხრა ხმა აკანკალებულმა და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა- რომ დავრწმუნდი სახლში არ იყავი შვებით ამოვისუნთქე -ავადმყოფი-ზიზღით ჩავილაპარაკე -ისე იყო გაგიჟებული ვერაფრით დავაწყნარე, ათასი სიბინძურე დაგაბრალა! რატომ ჩაუჯექი მანქანაში უცხო კაცს? ხომ იცოდი რაც მოყვებოდა ამ ამბავს? -აბა რა უნდა მექნა? -იქ უნდა დავრჩენილიყავი! -რომ მისი შეურაცხყოფა მომესმინა?! -გეუბნებოდი ჯერ არ შეიტანო სასამართლოში განქორწინებაზე განცხადება-მეთქი! მტრად არ მოიკიდო ეგ არანორმალური-მეთქი მაგრამ არ დამიჯერე! იცი ახლა რას იზამს? სახელს გაგიტეხავს! -ვერაფერს გააკეთებს -ნიცასაც წაგართმევს -მისი არ მეშინია! -არადა უნდა გეშინოდეს! ვერ ხედავ რა ხდება ქვეყანაზე? -ვხედავ! -მერე? რა გარანტია გაქვს რა შენც იმ ქალების ბედს არ გაიზიარებ? რა გგონია დაგინდობს ეგ გავზეხელაღებული? არ დაგინდობს! -სიკვდილის შიშით ცხოვრებას არ ვაპირებ! -მასე ფიქრობდნენ ის ქალებიც იცი?-დანანებით მითხრა- ყოფილმა ქმრებმა რომ მოკლეს -იმის მაგივრად რომ მხარი დამიჭირო ცდილობ დამაშინო!-ავფეთქდი- რა გინდა? გინდა რომ ბარგი ჩავალაგო და მასთან დავბრუნდე? -მინდა!-ბოლო ხმაზე მიღრიალა- რადგან არ მინდა რომ იმ ქალების ბედი გაიზიარო ვინც განქორწინების შემდეგ საკუთარი შვილების მამებმა ცივ სამარეში ჩააწვინეს. -მასთან ყოფნას სიკვდილი მირჩევნია! დაე მოხდეს ის რაც მოსახდენია -არ ხარ შენ ნორმალური! -შენი აზრით პოტენციურ მკვლელთან ცხოვრება ქალისთვის უსაფრთხოების გარანტიაა? -არა მაგრამ... -მაგრამ რა? -არაფერს დაგიშავებს გეგა მასთან თუ დაბრუნდები -რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული? -იმიტომ რომ უყვარხარ -ეგ სიყვარული კი არა ავადმყოფობაა -შენ მარტო შენს თავზე ფიქრობ! ვერ ხედავ ბავშვი რა დღეშია? -გეგასთან არ დავბრუნდები!-გადაჭრით ვითხარი და ზურგი ვაქციე. ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა მაგრამ მაინც ვერ შევიკავე თავი და როგორც კი მიას ოთახში შევედი მაშინვე ავტირდი. საღამოს ნიცა, მია და ბებო დედამ მოიყვანა ნინა ბებოსგან. სავახშმოდ ყველა ერთად დავსხედით სუფრასთან მაგრამ ყელში ლუკმა არავის გადაგვდიოდა. თინა ბებოს ხვეწნით მხოლოდ რამდენიმე ლუკმა პური შეჭამა ნიცამ და მაშინვე დასაძინებლად დაწვა. ახლოს არ გამიკარა. ისევ მიამ დააძინა. მე კი ბებოსთვის ნწევის გაზომვის ბედნიერება მხვდა წილად. როგორც ყოველთვის ახლაც 180/110 ჰქონდა. შესაბამისი წამლები დავალევინე, მაგრამ დედას ნერვიულობის ფონზე ძნელად დაუწია. მაშინვე დასაძინებლად დაწვა როგორც კი თავი უკეთ იგრძნო. დაიძინა თუ არა ბებომ მაშინვე მისაღებ ოთახში გამოვიდა დედა და ინტერესით მკითხა -ის ბიჭი ვინ იყო სახლში ვინც მოგიყვანა მანქანით? იცნობ? -ლევან დადიანი, ჩვენს სკოლაში სწავლობდა 5 წლით ჩემზე უფროსია -მახსოვს ეგ ბიჭი -მართლა?-გულწრფელად გამიკვირდა -ცოლი ჰყაავს? შვილები? -განქორწინებულია, ორი შვილი ყავს ლუკა და იოანე -შენ საიდან იცი? -სოც ქსელებიდან -მეგობრებში გყავს? -არა -აბა საიდან იცი მასზე ამდენი? -რავიცი შემთხვევით მის გვერდზე გადავედი და დავათვალიერე -კარგი ბიჭია? -კარგად არ ვიცნობ წლებია არ მინახავს. -მიდი და ახლა ეგ ყველაფერი შენს ქმარს აუხსენი -ვალდებული არ ვარ ვინმეს რამე ავუხსნა -გეგა ვინმე არაა! შენი ქმარია! ცოტა მეტი პატივისცემა გამოიჩინე საკუთარი თავის მიმართ -კარგი-მასთან ჩხუბის თავი აღარ მქონდა. -ხომ იცი განათხოვარ ქალს ყველა სხვანაირად უყურებს, ყველა ყველაფერს უბედავს -რის თქმას ცდილობ?-დავიძაბე -არ მინდა რომ სახელი გაგიტყდეს!- დაუფიქრებლად მომახალა -რატომ უნდა გამიტყდეს?-ავფეთქდი -გოგო ჯერ განქორწინებულიც არ ხარ და უკვე ვიღაც უცხო კაცს უჯდები მანქანაში რომელსაც სახლში მოყავხარ... ეს ნორმალური გგონია შენ? იმიტომ გაშორდი გეგას რომ... -რომ არ მიყვარს, რომ მასთან ყოფნა არ მინდა, რომ მის გვერდით თავს არარაობად ვგრძნობდი, რომ მის გვერდით თავი ამ ქვეყნად ყველაზე უსარგებლო ადამიანი მეგონა, რომ დავიღალე მისი დაუსრულებელი გართობით და ვალებით, რომ თავისუფლება და მშვიდი ცხოვრება მინდა -ილუზიებში ცხოვრობ. გგონია შენი 750 ლარიანი ხელფასით ნიცასთვის მომავლის შექმნას შეძლებ მაგრამ სულ ტყუილად. ნახავ როგორ გაგიჭირდება გეგას გარეშე!- აგრესიული ტონით მითხრა და ოთახში შეიკეტა. სამსახურიდან ჩემი ტელეფონი და პირადი ნივთები მომიტანეს. გამიკვირდა თიკასგან ასეთ მზრუნველობას არ ველოდი.გვიან ღამით ისევ შევკამათდით მე და დედა. იმდენად გამაღიზიანა მისმა სიტყვებმა რომ თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი, ხმაურში ბებოს და მიასაც გაეღვიძათ. სახლში ვეღარ გავძელი თხელი, ძველი, გაცრეცილი ჟაკეტი შემოვიცვი და ქუჩაში გავედი. თოვდა. იმის მიუხედავად რომ გარეთ -1 გრადუსი ყინვა იყო მაგრამ საერთოდ ვერ ვგრძნობდი სიცივეს. ტელეფონის ზარის ხმამ შემაკრთო. მეგონა გეგა მირეკავდა ამიტომ საჩხუბრად გამზადებულმა პირველივე ზარზე ვუპასუხე -ნინი? -ლევან?-ისე დავიბენი ხმის ამოღება ძლივს გავბედე -როგორც ჩანს ჩემს ზარს არ ელოდი-გაეცინა -ასეა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.