შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე 10 თავი


25-01-2024, 02:40
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 353

დასასრული არ უჩანდა გეგას გართობას, მოსაწევს, სმას და თამაშებს, ამიტომ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დავლაპარაკებოდი ოღონდ ამჯერად ზედმეტი ემოციების და ცრემლების გარეშე, რაც მთავარია უკანასკნელად!
-როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას?- ვკითხე ერთ საღამოს და დივანზე მის გვერდით ჩამოვჯექი
-რას გულისხმობ?-ინტერესით მკითხა და ტელევიზორს ხმა გაუთიშა
-შენს დაუსრულებელ გართობას- ნაწყენი ტონით ვუპასუხე და მთელი ძალით შევეწინააღმდეგე მოწოლილ სიმწრის ცრემლებს
-კაი რა ნინი-მომაბეზრებელი ტონით მიპასუხა და ფეხზე წამოდგა გაღიზიანებული
-ცხოვრების ასე გაგრძელება აღარ მინდა?! დავიღალე გესმის?- ვკითხე ჩამწყდარი ხმით
-ვიცი რაც გინდა-უეცრად წყობრიდან გამოვიდა, მაგრამ მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე და ლაპარაკი განვაგრძე
-თუ ამ ყველაფერს არ შეეშვები მაშინ...
-რას იზამ? გამშოდები?-აგდებული ტონით მკითხა და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა
-არასდროს შეიცვლები!- საპასუხოდ მხოლოდ ეს ვუთხრი და მთელი ძალით შევეწინააღმდეგე მოწოლილ სიმწრის ცრემლებს
-ჩემთან ყოფნა აღარ გინდა?!- ძლივს შეკავებული აგრესიით მკითხა და უეცრად თავზე წამომადგა, ნიკაპზე უხეშად მომკიდა ხელი და თავი ამაწევინა, მისი კითხვა ულასუხოდ დავტოვე ამიტომ ბოლო ხმაზე მიღრიალა-კითხვაზე მიპასუხე!- ამ დროს ჩვენი თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა.
-არა!- დაუფიქრებლად ვუპასუხე და სწრაფად მოვიშორე მისი ხელი სახიდან
-რატომ?-მაქსიმალურად მშვიდი ტონით მკითხა და რამენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. მისმა თავშეკავებულმა ქცევამ და ურეაქციობამ დამაბნია. ვერ მივხვდი რეალურად რას გრძნობდა და განიცდიდა, ამიტომ ხმის ამოღება ვეღარ გავბედე- ნინი!- დამიყვირა და მზერა გამოსწორა
-მე უბრალოდ... დავიღალე
-ვიცი- გულგრილად მიპასუხა და სიგარეტის მოწევა მშვიდად განაგრძო - და ისიც ვიცი განქორწინება რატომ გინდა!-უეცრად ხელები ციებიანივით აუკანკალდა. არაფერი ვუპასუხე. მივხვდი რომ მასთან ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა. ფეხზე წამოვდექი. აივანზე გასვლა დავაპირე, მარტო დარჩენა და ტირილი მინდოდა, მაგრამ გეგამ უფლება არ მომცა, მაშინვე წინ ამესვეტა და მუქარა ნარევი ხმით, ზედ ტუჩებთან დამიჩურჩულა-მოვკლავ იმ ნაბიჭვ*რს!-და სანამ რამეს ვეტყოდი წელზე ძლიერად მომხვია ხელი და თავისკენ მიმიზიდა.
-გამიშვი-ვუთხარი ზიზღნარევი ტონით და მისი ხელიდან გასხლტომა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. ძალა არ მეყო რომ შევწინააღმდეგებოდი.
-რატომ მაგიჟებ?- მკითხა როცა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა შევწყვიტე და ოდნავ დავმშვიდდი
-მტკივა-საპასუხოდ მხოლოდ ეს ვუხარი და უსიცოცხლე მზერა მის წაშლილ სახეს მივაყინე
-ამის დედაც, ამის დედასაც შევ*ცი-იღრიალა ბოლო ხმაზე და მოულოდნელად ხელი გამიშვა. ხმის ამოღებას ვეღარ ვბედავდი რადგან არ მინდოდა უარესად გამეღიზიანებინა. ერთ ადგილზე მიყინულივით ვიდექი და დაძაბული ვადევნებდი თვალს მის თითოეულ მოძრაობას. ადგილზე შევხტი შიშსგან როცა უმისამართო გონებით ჟურნალების მინის მაგიდას წიხლი დაარტყა, უარესი დამემართა როცა გაცურებული მაგიდა კედლის კუთხეს ხმაურით შეასკდა და ნამსხვრევებად იქცა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი უმოძრაოდ მინის ნამსხვრებეს შორის, გონს მხოლოდ მაშინ მოვედი როცა სახლიდან გასვლის წინ გეგამ მუქარით მითხრა -მოვკლავ- და კარი გამეტებით გაიჯახუნა. მომხდარის შემდეგ კარგა ხანს ვერ მოვდიოდი გონს, მაგრამ როგორც კი აზროვნები უნარი დამიბრუნდა მაშინვე ტაქსი გამოვიძახე და ჩემი და ნიცას ნივთების ჩალაგება დავიწყე. არაფერზე ვფიქრობდი, გარდა ერთისა, რომ დრო იყო საკუთარ ცხოვრებაზე და ნიცას მომავალზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო. როცა ტაქსის მძღოლმა დამირეკა მისამართის დასაზუსტებლად გული მტკივნეულად შემეკუმშა. იმაზე რთული აღმოჩნდა ეს ყველაფერი ვიდრე მე წარმომედგინა, მაგრამ როგორც კი ცეკვიდან დაბრუნებული ატირებული ნიცა გულზე მომეკრო და მითხრა რომ სადაც წავიდოდი ყველაგან წამოვიდოდა, თავი ამ ქვეყნად ყველაზე ძლიერ ქალად ვიგრძენი. ბარგის ჩალაგებაში ტაქსის მძღოლი დამეხმარა. სოფოს ჩემი არც შეჩერება უცდია და არც დარწმუნება. არვიცი მიხაროდა თუ მწყინდა ის ფაქტი რომ ურეაქციოდ იდგა და მშვიდა დადევნებდა თვალს ატირებულ ნიცას, რომელიც სლუკუნით ალაგებდა საყვარელ სათამაშობს მანქანაში. გზაში ნიცას დამშვიდება ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. გაუჩერებლად ტიროდა. შეწუხებულმა ტაქსის მძღოლმა გაუხსნელი წყლის ბოთლი და ხელსახოცი გამოგვიწოდა.
-მადლობა-ვუთხარი თავაზიანად და გამოვართვი.
-კიდევ რამე ხომ არ გჭირდებათ?-მზრუნველად მკითხა როცა დამშვიდების ნაცვლად ნიცამ ტირილს მოუმატა.
-არა მადლობა-ჩამწყდარი ხმით ვუპასუხე და ძლივს შევიკავე თავი რომ არ მეტირა
-ეჰ ძნელია ოჯახის დანგრევა შვილო- უფრო თავისთვის ვიდრე ჩემს გასაგონად თქვა დანანებით და სიჩქარეს უკლო.
-დედა მამას როდის ვნახავ-მკითხა ნიცამ როცა ოდნავ დამშვიდდა და ტირილი შეწყვიტა
-მოდი ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ- ძალდატანებით გავუღიმე და მზერა ავარიდე რადგან ცრემლები მახრჩობდა და არ ვიცოდი კიდევ რამდენ ხანს გავუძლებდი.
-უკან დავბრუნდეთ რა გთხოვ... არ მინდა სოფელში, მამა მომენატრა
-პირობას გაძლევ მამას ძალიან მალე ნახავ
-ბებოც მომენატრა
-ვიცი
-გთხოვ დავბრუნდეთ უკან-შემეხვეწა და ისევ ატირდა.
......
-რა მოხდა?- დაფეთებული წამოვა დედაჩემი დივნიდან, როცა მე და ნიცა დაგვინახა
-სახლიდან წამოვედით-ვუთხარი ხმა აკანკალებულმა და ძლივს შევიკავე თავი რომ არ მეტირა
-ისევ!-ბრაზნარევი ტონით, უმისამართოდ თქვა თინა ბებომ და დედას გახედა.
-რატომ წამოხვედით?-როგორც იქნა დაინტერესდა დედაჩემი
-განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს, უბრალოდ მასთან ყოფნა აღარ მინდა-გაბედულად ვუთხარი, თან ისე რომ წამით თვალი არ მომიშორებია მისი არეული სახისთვის.
-კარგი როგორც გინდა-გულგრილად მითხრა და საწყის პოზიციას მშვიდად დაუბრუნდა.
-ოჯახის დანგრევა შენ მარტივი გგონია!- ბრაზნარევი ტონით მითხრა თინა ბებომ და სათვალე გაიკეთა- რას ნიშნავს მასთან ყოფნა აღარ გინდა? ვინმემ დაგაძალა ცოლად რომ გაჰყოლოდი?
-კარგი ბებია- ჩაერია მია და მისკენ გაქცეულ ტირებული ნიცას ჩაეხუტა.
-ნიცაზე საერთოდ არ ფიქრობ? ვერ ხედავ რა მდგომარეობაშია ბავშვი შენს გამო?- ვერ წყნარდებოდა თინა ბებო
-ამას მარტივი ჰგონია ბავშვის მარტო გაზრდა- აღელდა დედაჩემი- თან ამ პირობებში!
-ხალხი რას იტყვის როცა ამ ამბავს გაიგებს გიფიქრია ამაზე? როგორ აუხსნი მათ ამ ყველაფერს? იცი რას იტყვიან? რომ ვიღაცის გამო დაანგრიე ოჯახი
-ბებია, ხალხი რას იტყვის საერთოდ არ მაინტერესებს- უეცრად წყობრიდან გამოვედი
-შენ ვიცი რომ არაფერი არ გაინტერესებს! სამაგიეროდ მე და დედაშენს გვაინტერესებს! თან გოგო გეზრდება!
-მერე?- ძლივს გავაკონტროლე ხმა
-მერე ის რომ -ჩაერია დედაჩემი- ოჯახის უმიზეზოდ დანგრევის გამო სახელს გაგიტეხავენ! აქ გეგა ყველას უყვარს! ყველა პატივს ცემს!
-ნუ გეშინიათ მე და ნიცა ტვირთად არ დაგაწვებით-საპასუხოდ მხოლოდ ეს ვუთხარი დედაჩემს და მიას ოთახში შევიკეტე.
-ნინი რა მოხდა?-მკითხა აფორიაქებულმა მიამ როცა ნიცას ტირილში ჩაეძინა
-ისეთი არაფერი
-რას ნიშნავს არაფერი?
-უბრალოდ ვიჩხუბეთ და წამოვედი
-უკან დაბრუნებას აღარ აპირებ?-უნდობლად მკითხა
-არა!
-დარწმუნებული ხარ?
-კი
-ხომ იცი რომ გეგა ასე მარტივად თქვენზე უარს არ იტყვის?!
-ფიქრობს რომ ჩემს ცხოვრებაში ვიღაც სხვა არსებობს
-ამის გამო წამოხვედი?
-ჩვენს ერთად ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდებოდა
-ჰო მაგრამ...
-მოდი რა დავიძინოთ ძალიან დაღლილი და განერვიულებული ვარ
-გგონია შეძლებ ნიცას ცრემლებთან გამკლავებას?- არ მეშვებოდა მია თან ნიცას თმაზე ეფერებოდა
-ჯერ არ ვიცი
-შეესწრო თქვენს ჩხუბს?
-არა! ცეკვაზე ჰყავდა ბებიამისს
-იმას არ დაურეკია?
-არა!
-გინდა რომ დაგირეკოს?
-ძილი ნებისა!- სევდიანად გავუღიმე და საუბრის დასრულების ნიშნად ნიცას გვერდით მივუწექი და თვალები დავხუჭე



№1  offline წევრი შარზენ

მგონი რამდენიმე აბზაცის გამო არც ღირს ისტორიის გახსნა,წარმატებები

 


№2  offline მოდერი ნეაკო

შარზენ
მგონი რამდენიმე აბზაცის გამო არც ღირს ისტორიის გახსნა,წარმატებები

გასაგებია, მალდობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent