შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი უღელი (1...5 თავი)


8-05-2024, 11:55
ავტორი Firefly
ნანახია 1 657

იტორია ასე დაიწყო: სამ მეგობარს პატარა ბიზნესი არც ისე დიდი ხნის წამოწყებული ჰქონდა, შეკვეთებს და არც კარგ გამოხმაურებას არ უჩიოდნენ. ნელ-ნელა შეძლეს და ბაზარზე თავიც დაიმკვიდრეს. კერძოდ,  ისინი გეგმავდნენ წვეულებებს , კორპორატიულ საღამოებს,  დაბადების დღეებს და ა.შ
   მათ ეს იდეა დაებადათ პანდემიის პერიოდში, როცა ყველა შინ ჩაიკეტა და უამრავი დრო დაუგროვდათ საფიქრალად.
თინათე პასუხსიმგებელი იყო ღონისძიების გასამრავალფეროვნებელ საკითხებზე, აქტივობებზე და გასართობ შტრიხებზე. დადუნა უზრუნველყოფდა დეკორაციასა და  ესთეთიკურ საკითხებს , ასევე უძღვებოდა კვების და მენიუს შესახებ ყველა დეტალს. ბოლოს კი საბუღალტრო მხარე და ფინანსები ანანოს ეხებოდა. გოგონები დიდ შრომას დებდნენ საქმეში რაც, რა თქმა უნდა უფასდებოდათ და ბაზარზეც ეტაპობრივად მკვიდრდებოდნენ.

    მათ საკმაოდ დიდი ტერიტორია ეჭირათ ქალაქგარეთ, სადაც გაშენებული იყო მათი  რეზიდენცია. მას ერქვა "ლილატ", რაც სიყვარულს,სიხარულს ნიშნავდა.(სვანურად)
მათი მისიაც ხომ სწორედ ეს იყო. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი თარიღები გაელამაზებინათ და მეტი დატვირთვა მიეცათ.
"ლილატ" თბილისიდან მოშორებით მდებარეობდა, ეს ლოკაცია სპეციალურად შეარჩიეს, დამღლელი და ხმაურიანი ქალაქისგან შორს. მათთან მოსული სტუმრები  გაოცებას ვერ მალავდნენ, ულამაზესი ბაღებისა და მცენარეების დანახვისას. დარბაზთან მისვლამდე გოგონებს ულამაზესი ყვავილების ხეივანი საკუთარი ხელებით ჰქონდათ გაშენებული,  ეზოს შუაგულში ლამაზი შადრევანი ხმაურობდა. გოგონებს მთელი სული და გული ეტყობოდა ყველა კუთხე კუნჭულს. ალბათ ეს იყო მიზეზი რომ ხალხს უყვარდა აქ ყოფნა.


    ***
    ანანო დილიდან ელოდებოდა დადუნას და თინათეს გამოჩენას, ისინი კი როგორც ყოველთვის აგვიანებდნენ.  მოუთმენლად აკაკუნებდა თითებს კლავიატურაზე და მეასედ კითხულობდა ელ. ფოსტაზე მოსულ   შეტყობინებას. კიდევ ერთი მსხვილი დამკვეთი ემატებოდა მათ განრიგს , ვერ ხვდებოდა ეს სასიხარულო იყო თუ არა. ფიქრებში გართულმა გვიან გაანალიზა რომ გარედან გოგოების ხმა ნელ ნელა უახლოვდებოდა.
-ანანო სასწრაფოდ გვჭირდება ახალი მებაღე, ზურა ბიძია დროებით საქმეს გამოეთიშა-ლაპარაკით შემოიჭრა თინათე. გოგონას ლამაზი  შავი თმა კარედ შეეჭრა და წამდაუწუმ ყურზე იწევდა. ლამაზი, დიდი ღია ფერის თვალები ჰქონდა და  ბლოკნოტში ყურადღებით იცქირებოდა.
-მაგაზე მნიშვნელოვანი საფიქრალი გამოგვიჩნდა, დემურ გვასალიას ქალიშვილი ქორწინდება ორ კვირაში და გადაწყვიტეს ქორწილის წვეულება ჩვენ შეგვკვეთონ, "ლილატ"-ში.
-დემური? დარწმუნებული ხარ?ჩვენ მაქსიმუმ 70 ადამიანის დატევა შეგვიძლია, მეეჭვება მაგათთან თანამშრომლობა შევძლოთ.-ჩაფიქრებული იყო დადუნა.
-დარწმუნებული ვარ დად, დღეს მივიღე შეტყობინება და შუა დღეს მოვლენ მოსალაპარეკბლად. ამ თვეში უკვე გვაქვს სამი ჯავშანი, არ ვიცი რა როგორ უნდა მოვასწროთ...
-ნუ გეშინიათ გოგოებო ,ყველაფერი გამოვა.მართალია არ ვიცი ვინაა ეს კაცი მაგრამ დიდი მნიშვნელობა არც აქვს, ეს ჩვენი საქმეა უბრალოდ შეუძლებელია არ გამოვიდეს.-როგორც ყოველთვის ფორმაში იყო თინათე.
   -მართალი ხარ თინ, უბრალოდ მოგვიწევს ხარჯებს გადავხედოთ, რადგან პერსონალის დამატება მოგვიწევს.
-შეხვრდრის შემდეგ ვისაუბროთ მაგაზე, არამგონია ხარჯებს შეუშინდნენ გვასალიები-თმა თითზე დაიხვია თინომ.
გოგონებმა შუადღემდე წვრილმანებზე დალაპარაკებაც და ყავის დალევაც მოასწრეს , შემდეგ კი სამივე გაემზადა საქმიანი მოლაპარაკებისთვის. თინათე როგორც ყოველთვის აბსოლუტური მზადყოფნით იყო, ყველა საჭირო დეტალი ჩანიშნული ჰქონდა და ყურადღებით ელოდა მათ მოსვლას. ქალბატონი ფანჯარასთან იდგა , წესით წუთი წუთზე უნდა მოსულიყვნენ. გოგონა უცნაურ შეგრძნებას აეტანა ,თითქოს ცქმუტავდა.ეს უჩვეულო მდგომარეობა საიდან მოდიოდა გოგონამ არ იცოდა ,საქმიანი ბევრი შეხვედრა ბევრი ჰქონია თუმცა ღელვა არ სჩვეოდა.
   ლილატის შესასვლელთან შავი ბზინვარე  ასტონ მარტინი
გაჩერდა. თინათემ წარბი ასწია, ეს მანქანა ნამეტანი დიდი ფუფუნების საგანი იყო, რომელსაც მხოლოდ ფოტოდან იცნობდა აქამდე. მანქანიდან  ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი ერთდროულად გადმოვიდნენ. ქალი  ქერა და გამხდარი იყო, საკმაოდ ლამაზი როგორც ატყობდა შორიდან თინათე, ალბათ პატარძალი ესაა გაიფიქრა მან და ავტომატურად დაიძრა გასასვლელისკენ შესაგებებლად .
კარებში ანანო და დადუნა უკვე ესალმებოდნენ ახლად მოსულებს , კეთილგანწყობილები ჩანდნენ ყველა მამაკაცის გარდა. მზის სავათლე არც მოეხსნა, თუმცა მომაბეზრებელი გამომეტყველება ძნელი შესამჩნევი არ იყო.
-აქაურობა იმაზე ლამაზი ყოფილა ვიდრე ველოდი, საოცრებაა!- თვალებს აცეცებდა პატარძალი.
-ძალიან გვიხარია ამის მოსმენა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება-ზრდილობად დაიღვარა დადუნა და კაბინეტისენ შეუძღვა მათ.
თინათემ  ღრმად ამოისუნთქა და მათ მიყვა.
შემდეგ კი დაიწყო:
  პატარძლის დაუმთავრებელი მოთხოვნები რომელსაც თინათე  შეუჩერებლად ინიშნავდა , ანანო და დადუნა კი ყველაფერს დეტალურად უხსნიდნენ დამკვეთებს, უფრო სწორად დამკვეთს რადგან მამაკაცი არაფერს აქცევდა ყურადღებას,არც ერეოდა რამეში პირიქით ურეაქციოდ იჯდა და ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა.
-ქორწილი სამ კვირაშია  , ვიცი მცირე დროა მანამდე მაგრამ დარწმუნებული ვარ გაართმევთ თავს თანაც ეს ადგილი ნამდვილი სამოთხეა! დარწმუნებული ვარ ჩემს მეუღლესაც ძალიან მოეწონება არა დავით?
-შენს ქმარს ყველაფერი მოეწონება რაც შენ ჩათვლი საჭიროდ, თუნდაც ეს-ხელი უცნაურად აღმართა როგორც წოდებულმა "დავითმა". თინათემ ცალი წარბი ასწია, რაღაც არ მოეწონა ამ კაცის ეს გაზოგადებული დამოკიდებულება. მაგარი უჟმური და უტაქტო ვინმეა გაიფიქრა მან და დახურა ბლოკნოტი.
-სალომე ყველა დეტალი ჩავინიშნეთ, ყველაფერს დეტალურად გავივლით და უახლოეს დღებში შევხვდეთ მონახაზის გასაზიარებლად, მანამდე კი შეგვიძლია ტერიტორია დაგათვალიერებინოთ-ფეხზე წამოდგა თინათე. დავითმა დაკვირვებული მზერა მიმართა მისკენ და ისიც წამოდგა, ალბათ მისთვის მომაბეზრებელი დიალოგის შემდეგ გარეთ გასვლა შვება იყო.
  
***

    გარეთ გასვლა ნამდვილად კარგი იდეა იყო, დადუნამ სალომეს ყველა ლამაზი ადგილი აჩვენა სადაც ფოტოს გადაღება შეიძლებოდა.საბოლოოდ ვერ შეჯერდნენ , შიდა სივრცეში გადაეხადათ წვეულება თუ გარე სივრცეში რადგან ორივე შთამბეჭდავი იყო.
   -შეგვიძლია გარე სივრცე მეტად დავტვირთოთ , მომავალ შეხვედრაზე ესკიზებს მოვიტან შედარებისთვის- საქმიანი იყო დადუნა, ბოლოსდაბოლოს დეკორაცია დიზაინი მისი საქმე იყო.
თინათე შადრევანთან იჯდა და მოლიცლიცე წყალში თითებს ათამაშებდა, უკვე მოგვარებული თემა იყო და არ ღელავდა დეტალებზე. უბრალოდ უცნაურ შეგრძნებას ვერაფერს უხერხებდა, ცოტა აფორიაქებული გახლდათ და ვერ იგებდა ეს ახალი საქმის დაწყების გამო იყო თუ იმის რომ ნახევარი საათი ისეთ სიმპატიურ მამაკაცთან გაატარა რომელზეც ალბათ ოდესღაც ოცნებობდა.
მამაკაცი მანქანზე იყო მიყუდებული, ცოტა მობეზრებული გამომეტყველება ჰქონდა და საათს ამოწმებდა ხშირად.
   ჰო, ალბათ ცოტა წარმოუდგენელი რამ იყო, მაგრამ თინათემ წარმოდგენაში უკვე შეაბა ...
უღელში რა თქმა უნდა.


გოგონებმა სამ დღეში ყველაფერს მოაბეს თავი, პარალელურად სატელეფონო ზარით პატარძალთან ყველაფერს ათანხმებდნენ რომ რამე არ გამოპარვოდათ თვალთახედვიდან.
სამივე ძალიან ღელავდა, პატარა საქმე ნამდვილად არ იყო მინისტრის ქალიშვილისთვის ბრწყინვალე ქორწილის გადახდა. თავიანთ სტანდარტებზე ოცჯერ მაღალი დონის ნამუშევარი უნდა დაედოთ, თან შეზღუდულ დროში.



***
თინათე დილიდან მუშაობის პროცესში იყო. ხან სად დარეკა ხან სად პარალელურად მის ბლოკნოტში ინიშნავდა პატარა დეტალებს.  ცოტა გონება გაფანტული იყო შემდეგი დღეები, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ღრუბლის ქულებზე დადიოდა. გონებაში არ აღიარებდა რომ მოხიბლული იყო  მამაკაცით რომელიც მის თვალში მიუწვდომელი ყვავილი იყო. ფიქრებში მის სიახლოვეს ყოფნას ვერ უშვებდა თუმცა გამორკვეული ჰქონდა დაბადების დღიდან დაწყებული ამჟამინდელი ყოფით დასრულებული ყველაფერი.
   დავითი 30 წლის შემდგარი მამაკაცი იყო, რომელსაც მშვენიერი  ცხოვრება და მშვენიერი ქალები ერტყა გარს.
ბავშვობიდან დაობლებულს შრომის ფასი ადრეულ ასაკში გაეგო.  თინათემ მთელი მისი ინსტაგრამ პოსტები ერთ დღეში შეისწავლა . პატარა გოგო აღარ იყო მისი ასეთი საქციელი აცუნდრუკებად რომ ჩაეთვალა , ალბათ არსებობდა ერთი ნახვით სიმპატია, ან ერთი ნახვით აკვიატება სხვა გამართლებას უბრალოდ ვერ პოულობდა საკუთარ თავში.
   სპეცილაურად მისთვის გამოეწყო დილას საგულდაგულოდ  რომ ამ შეხვედრაზე განსაკუთრებულად ლამაზი გამოჩენილიყო.
  დილას შეიარა  ფლორისტებთან რათა ყვავილებზე გადაეღო ფოტოები რომ პატარძალს შეერჩია რომელი ყვავილი სურდა მაგიდებზე .
შუქნიშანზე იდგა როცა ნაცნობი მანქანა ამოუდგა გვერდით, ჯერ ცოტა გაოცდა შემთხვევითობების არასოდეს არ სჯეროდა.   ვერ მიხვდა უნდა მისალმებოდა თუ არა , თუმცა  ბევრი არ უფიქრია ნაზად მიატრიალა თავი მამაკაცისკენ ,თვალისმომჭრელად გაუღიმა თუმცა დავითს მისი მზერისთვის ნამდვილად არ  ეცალა, ხმამაღალი ბღუილით გაიჭრა გზადკეცილზე.  თინათეს მდგომარეობა, ხელიდან გავარდნილ ლარნაკს ჰგავდა-დაფშვნილი, ამას სირცხვილის გრძნობაც ემატებოდა.კაცი იმდენად არ თვლიდა არაფრად რომ მისალმების ღირსადაც კი არ ჩათვალა. სასწრაფოდ შეცვალა მისი სიმპათია ანტიპათიამ, გოგონა ძალიან გულჩვილი იყო და შეზარა მამაკაცის გულგრილობამ ალბათ ასე სჯობს გაიფიქრა და ლილატის გზას დაადგა. როცა ეზოში შევიდა  ავად გასახსენებელი მანქანა შადრევანთან იდგა როგორც ადრე. თინათე შეეცადა არანაირად არ შემჩნეოდა განცდილი იმედგაცრუება და მოხდენილი ნაბიჯებით შეუერთდა მეგობრებს.
დადუნა სალომეს აჩვენებდა მაგიდების განლაგებებს ეზოში, დავითი ჩრდილში იჯდა , როგორც ყოველთვის სათვალით  და  ჩვეული უდარდელი გამომეტყველებით.
-გამარჯობა , სწორედ ახლა მოვიტანე ყვავილების ესკიზები. მგონი დროულია-გაიღიმა თინათემ
-ვაიმე როგორ გამახარეთ! -სალომემ ვერ დამალა სიხარული. -რაც უფრო ცოტა დრო რჩება მით უფრო ვნერვიულობ თან ბექა აქ არაა, ერთი სული მაქვს ჩამოვიდეს .
-იმედია ქორწილის წინა დღეს არ ჩამოვა -ამოიბუზღუნა შორიდან დავითმა.- მომბეზრდა აქეთ იქეთ სირბილი .
-მგონი არც ისე ცუდი მასპინძლები ვართ პატრძალს რომ უთქვენოდ ვერ გავუმკლავდეთ-ნაზად გაიღიმა თინათემ და  ოსტატურად ჩამოასხა ჭიქებში შამპანიური. ერთი ჭირა სალომეს გაუწოდა ერთიდან კი თვითონ მოსვა. დადუნა და ანანო ცოტა გაოცებული სახით მიშტერებოდნენ , ეს რაღაც ახალი იყო და აუცილებლად მოუწევდა თინათეს დაკითხვის გადატანა.     დავითს  გულწრფელად გაეღიმა გოგონას წინადადებაზე და საპასუხოდ არაფერი უთქვამს, მხოლოდ ყურს უგდებდა მათ დიალოგებს.
მოლაპარაკებამ  იდეალურად ჩაიარა ,სალომემ და ბექამ რომელიც საფრანგეთიდან ონლაინ ადევნებდა თვალყურს ყველაფერს  ყველაფერი დაწვრილებით გამოკითხეს გოგონებს. დამშვიდობების დროს თინათემ ფეხს შეუნელა არ აპირებდა კარამდე გაკიდებოდა ხეპრე კაცს ამიტომ შეუმჩნევლად ჩამოშორდა მათ და აივნისკენ აიღო გეზი.
    -მგონი დილიდან შამპანიურის წრუპვა ბევრ რამეზე მეტყველებს-ზურგს უკან მოესმა თინათეს დავითის ხმა.
-მაგალითად რაზე?-მამაკაცისკენ შებრუნდა ოდნავი ინტერესით.
-იმაზე რომ ნაწყწნი ხარ ვინმზე.
-არასერიოზული არგუმენტია და სასაცილო დაინტერესება ამ საკითხის მიმართ!-ფართოდ გაეღიმა თინათეს, დანებებას არ აპირებდა.
-ზოგჯერ სიცილის უკან სხვა რამ იმალება-არ ეშვებოდა მამაკაციც.
-სიცილის უკან ლამაზი კბილები იმალება მხოლოდ-მიუახლოვდა გოგონა -ხოლო ეს შუშხუნა სითხე , არც ისე ძლიერია ჩემი წყენა გაანეიტრალოს, რომელიც შენ მოგეჩვენა.
-შემიძლია ბოდიში მოგიხადო და  დანაშაულიც გამოვისყიდო.
-რამე დააშავეთ და ვერ შევამჩნიე?-გაინაზა თინათე
-ბევრი რამის ნიჭი გქონია თინათე, თუმცა მსახიობობის-არა.
წასასვლელად გაემზადა მამაკაცი.არც დავითის სტილი იყო ორი დღის გაცნობილ გოგოსთან გამოხატული უხეშობა და კუკუ-დამალობანას თამაში. და ეს იყო ალბათ მიზეზი რატომაც ჩამორჩა სალომეს და დანარჩენებს იმისთვის რომ თინათეს გამოლაპარაკებოდა მისი საქციელის შესამსუბუქებლად.
-სამაგიეროდ თქვენ გამოგდით არაჩვეულებრივად !-გაღიზიანდა თინათე. მამაკაცმა სწრაფად დაითრია მისი მარცხენა ხელი, ნელა გადმოატრიალა და აკოცა : -მაპატიე დაგვიანებული მისალმება, მგონი ამად არც ღირდა.-დაბალ ხმაზე დაილაპარაკა კაცმა და გამჭოლი მზერით შეათვალიერა შეცბუნებული გოგონა. თინათეს მოულოგნელობისგან გულისცემა ყურში ჩაესმოდა, ვერ ხვდებოდა რა სიტუაციაში ჩავარდა .რაციონალური აზროვნების უნარი სადღაც გაფრენილიყო და მხოლოდ მამაკაცის ირგვლივ ტრიალებდა მისი აზრები. თინათემ გაორებული თვალებით შეხედა კაცს, ფრთხილად გაითავისუფლა ხელი და უკანმოუხედავად გავარდა გარეთ. სახეზე ცეცხლი ეკიდა, როგორ უბედავდა ეს თავხედი კაცი ასეთ საქციელს.ყველაზე მეტად მისთავზე ბრაზობდა, როგორ შეეძლო უცხო ადამიანზე გაბრაზებულიყო მხოლოდ იმის გამო რომ არ მიესალმა შუქნიშანზე. ან როგორ გაბედა მისმა გონებამ იმის დაშვება რომ შეეძლო ამ კაცზე მთელი ისტორია გაეგო და შეესწავლა .
-თინათე გამოდიი!_მოსესმა ანანოს ხმა გარედან. ჰო , ალბათ მეგობრებთან მოუწევდა ყველაფრის დაფქვა.
-რა სახე გაქ გოგო!-იცინოდა დადუნა , როცა კარი გააღო.
-მგონი ვიღაცას გულისფანცქვალი  მომესმა-კვლავ იცინოდა დადუნა და ხალისობა მეგობრის აწითლებულ სახეზე.
-ისტორიული დღეა, თინათეს ვიღაც ევასა- ხმა ამოიღო ანანომაც.
-მოკეტეთ რა, მაგ ხეპრის რა უნდა მომწონებოდა .ერთი თავხედი ტიპია-ხელი აიქნია თინათემ.
-ყველა სიყვარულის ისტორია ჩხუბით იწყება.
-სიყვარულის ისტორია არა კვატი-უარესად გაწითლდა თინათე. -არ მიხსენოთ.
-არ ხსენების რა გითხრა-მხრები აიჩეჩა ანანომ.-რამდენიმე დღეში ვახშამზე დაგვპატიჟა სალომემ ,სიძე ჩამოდის და უნდა გაგვაცნოს.ცოტას საქმეზეც ვისაუბრებთ ალბათ.

თინათე საღამომდე თავაუღებლად მუშაობდა, ჯერ აუცილებელი გეგმები შეასრულა საღამოსკენ კი ბაღში ყვავილების მოვლა დაიწყო. ეს საქმე ბავშვობიდან უყვარდა, გიჟდებოდა მცენარეებზე და მათ მოვლაზე. ლილატის ბაღის მოწყობაც მისი იდეა იყო, რომელსაც  ზრუნვას არ აკლებდა , ერთი შეხედვითაც კი ეტყობოდა რადგან ირგვლივ ყველაფერი ყვაოდა.
ფიქრებით შორს დაფრინავდა, საღამოს აპირებდა მეგობრებთან  ერთად გასართობად წასვლას, იქნებ დაევიწყებინა ბოლო დროს აკვიატებული აზრები.
-თინათე სულაც არ არის კატასტროფა თუ ვინმე მოგეწონა-გაოცებული იყო დადუნა მისი უეცარი მოწყენით.
-არ მომწონებია  ერთი პროცენტითაც კი-გაიბუტა თინათე. -უბრალოდ სიმპატიურია და მაღალი. მასეთი ხეც კია-ბაღში გაიხედა გოგონამ.
-საერთოდ არ იცნობ ჯერ ჯაცს და   ნუ იმსჯელებ ორი სიტყვით.-ხმა ამოიღო ანანომაც.რომელიც ყველაზე გამოცდილი იყო ამ ორში. მას ორი წლის წინ შეექმნა ოჯახი და ბედნიერად ცხოვრობდა თავის მეუღლესთან ერთად.  დადუნა კი გაურკვეველ ურთიერთობაში იყო. წლებია შეყვარებული ყავდა   რომელზეც გიჟდებოდა ისე უყვარდა თუმცა მისი ცივგულა შეყვარებული დიდი სითბოთი ვერ გამოირჩეოდა რის გამოც ხშირად მოსდიოდათ ჩხუბი. დადუნას გულისწყვეტა ამით არ მთავრდებოდა, მათი ურთიერთობა ერთ ფაზაში იყო გაყინული  .არც წინ მიდიოდა და არც უკან, მას ძალიან უნდოდა ოჯახის შექმნა საყვარელ მამაკაცთან თუმცა ის თავს იკავებდა. ახლაც ნაჩხუბრები იყვნენ და დადუნა მის ზარებს წარბაწეული აიგნორებდა.
-საღამოს სადმე გავიდეთ და ძველებურად გავერთოთ-მეგობრების გამხნევება სცადა ანანომ.-ჩემი დედამთილი ისვენებს დღეს  და მითხრა ბავშვს დავიტოვებ სადმე  გავიყვანო , ასე რომ მოვიფიქროთ სად წავიდეთ.
-დედამთილი შენ გყოლია-აიმრიზა დადუნა, ბექას დედა სულ ორჯერ ყავდა ნანახი და ვერ გამოიდებდა თავს მისი სიკარგით.
-გოგონებო, ყველა კარგი ურთიერთობა გაცნობის წამიდანვე არ იწყება ბრწყინვალედ. დრო აყალიბებს ურთიერთობებს ადამიანებში. მე და მაიკომაც ასე დავიწყეთ, ის ახლა ჩემთვის მეორე დედაა, სულ მხარში მიდგას და არ მიყურებს ისე როგორც რძალს რაც მე მახარებს, მისთვის მეორე შვილი ვარ.-გაინაზა ანანო.
-ეს გათხოვილი ქალის საუბრები-ხელი აიქნია თინათემ.-სადმე გემრიელობების ჩასასუსნად წავიდეთ, მოვძებნი რამეს. ცოტას კი დალევდა კაცი...
  საღამოს გოგოებს თინათემ გაუარა მანქანით სახლებთან და მცხეთისკენ გაუყვნენ გზას. სამივე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. რატომღაც სამივეს შავი სამოსი ჩაეცვა რაც ჯამში უელეგანტურეს შთაბეჭდილებას დაუტოვებდა ნებისმიერს. დადუნას მთელი მონდომება ჩაედო სამზადისში  და ნამდვილად ულამაზესი იყო, ბექასთვის უნდა ეჩვენებინა ვის კარგავდა. თინათეს შავ მინი ქვედაბოლოსთან თეთრი კლასიკური პერანგი ჩაეცვა, მოკლე თმაზე კი თავისი საყვარელი აქსესუარი, ლამაზი ბაფთა დაემაგრებინა. გოგონამ იცოდა როგორ უხდებოდა მის ლამაზ სახეს, წითელი ტუჩსაცხი სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ დღეებში ისვამდა.
-დღეს შესანიშნავი დღეა, ნამდვილად აღსანიშნი-სიმწრით იცინიოდა დადუნა
-მგონი ბექას ცოტა დაუმსახურებლად მოექეცი, ასე არ უნდა დაგესრულებინა.-გამოეპასუხა ანანო.
-კიდევ კარგად დავასრულე. ყველანაირი კომფორტი შევუქმენი ირგვლივ, რა მაგარიაა არა? შენზე უგონოდ შეყვარებული ქალი , არანაირი წუწუნი ,არანაირი ჩხუბი და უაზრო გამოხტომები ,თავისუფალი ურთიერთობა, სექსი და მორჩა. იდეალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა .წინ არ წავიდა ურთიერთობა უკვე რამდენი ხანია ერთ ადგილს ვტკეპნით. მე მინდა ოჯახი, შვილები მას ამის გაგონება არ სურს ხოდა მორჩეს რა... ეს სიყვარული არ არის.
-შენი კარგად ყოფნისთვის ეს  თუ არის საჭირო, მაშინ ბედნიერი იყავი დად-სარკიდან გადმოხედა თინათემ.
- დავივიწყებ მაგ თავ გასიებულს და მერე ვინმეზე რომ დავქორწინდები,ქორწილში მოვიწვევ-  სასაცილოდ იმუქრებოდა გოგონა. კარგად ნიღბავდა თორემ გულში ცეცხლი ეკიდა , ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს იხრჩობოდა. პატარა ამბავი ხომ არ იყო 5 წლის ურთიერთობის გაწყვეტა. თუმცა, იქნებ ბევრად ადრე გაწყდა?  იფრებში გადართულმა გვიან შეამჩბია რომ თინათე უკვე რესტორანთან აპარკინგებდა მანქანას .
  თინათეს ძალიან უყვარდა ლამაზ ადგილებში დროს გატარება და გოგონებს ხშირად თუ არა იშვიათად მაინც იყოლიებდა და ერთად დადიოდნენ სხვადასხვა ლოკაციებზე. ახლა არჩევანი რესტორან წისქვილზე შეეჩერებინა, მცხეთაში , სადაც გემრიელ საჭმელებთან ერთად არაჩვეულებრივი ღვინო და ხედები დახვდებოდათ.
რესტორანი სავსე იყო და რომ არა გოგონას წინასწარი ჯავშანი ადგილი ალბათ არც შეხვდებოდათ. ქალბატონებმა ტერასაზე დასხდომა გადაწყვიტეს საიდანაც შთამბეჭდავი სანახაობა იშლებოდა .
-ძალიან მშია და პირის გასველებაზეც არ ვიტყოდი უარს.-მენიუს ყურადღებით ჩახედა დადუნამ.
-კაი ღვინოს კი მოვწრუპავდი -ტუჩები გაისველა თინათემ.- რატომღაც გოგონა გიჟდებოდა ტკბილ წითელ ღვინოსა და შუშხუნა შამპანიურებზე ამიტომაც როცა შესაძლებლობა ჰქონდა ცოტ-ცოტას გადაკრავდა ხოლმე.

***
მეგობრები გულიანად საუბრობდნენ და მიირთმევდნენ წითელ ღვინოს. ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ თინათემ მას არ მოჰკრა თვალი.დამთხვევების არც ახლა სჯეროდა მაგრამ თვალი ნამდვილად არ ატყუებდა .დავითი ნამდვილად იჯდა მათგან სამი მაგიდით დაშორებით, რამდენიმე მამაკაცთან ერთად. თინათემ გულზე ხელი მიიჭირა  , გული საგრძნობლად აჩქარებოდა და სახეზეც ეტყობოდა წამოწითლება.დავითს თეთრი პერანგი ეცვა, შავი კლასიკური შარვალი და საათი ხელზე. არხეინად იჯდა და კონიაკს მიირთმევდა. " ვერც შემამჩნია" გაიფიქრა თინათემ და ნაწყენმა მოაცილა თვალი . არ აპირებდა მის გამო ხასიათი გაეფუჭებინა. არცერთი წამით მისკენ არ გაუხედავს მას შემდეგ, საუბრობდა ანანოსა და დადუნასთან მიირთმევდა ღვინოს და  ყველაფერს ათვალიერებდა აკრძალული ადამიანის გარდა სანამ მიმტანი არ გამოჩნდა მათ მაგიდასთან.
-უკაცრავად ქალბატონებო, თქვენი მანქანა ცოტა უხერხულად არის გაჩერებული-მორიდებით ჩაილაპარაკა გოგონამ რასაც ანანოსა და დადუნას ჩუმი კისკისი მოყვა  ხოლო თინათემ წარბი მაღლა ასწია ვინ კადრებდა ამას? -ჩვენი სტუმარი გასვლას აპირებს და თქვენი მანქანა აფერხებს, იქნებ გასაღები გვათხოვოთ და ორიოდე წუთში უკან მოგიტანთ.
-ახლავე ჩამოვალ და თავად მივხედავ- ამაყად წამოდგა თინათე. იდეალურად ჰქონდა მანქანა დაყენებული ვიღაც იდიოტი კი ვერ ახერხებდა გავლას. გოგონა მოხდელინად ჩავიდა კიბეზე და ქუსლების კაკუნით გავიდა პარკინგზე. საღამო იყო და გარე განათება ლამაზად ლიცლიცებდა მანქანების სახურავებზე. გოგონამ თავის შავ ფისუნიას გახედა და ადგილზე შედგა გაოცებული . ფეხს ძვრა ვერ უყო, დავითი მის, საკუთარ მანქანას მიყრდნობოდა ფეხებ გადაჯვარედინებული და ტელეფონს ჩაჰყურებდა ინტერესით.
-დიდი დრო დაგჭირდა აქამდე ჩამოსასვლელად-უკმაყოფილო ჩანდა კაცი. თინათე ჯერ კიდევ გაოცებული იდგა ერთ ადგილას სანამ მამაკაცმა ხელი არ დაავლო და მასთან ახლოს არ მისწია.
-რაღაც არ ჰგვხართ პაკრინგზე გაჭედილს!-ხმა ამოიღო გოგონამ და დისტანცია დაიცვა კაცთან . გოგონა ვერ ხვდებოდა რატომ ეხვეოდა თავბრუ, ეს ღვინის ბრალი იყო თუ დავითთან ახლოს ყოფნის გამო.
-მაინტერესებდა რატომ ერთხელაც ვერ დავიმსახურე შენი ყურადღება?-ინტერესით უყურებდა კაცი თვალებში.
-რატომ უნდა მომექცია ყურადღება თქვენთვის? არ გიცნობთ ფაქტიურად!- გაკაპასდა თინათე, განა თავად არ ცდილობდა მთელი მონდომებით მისკენ არ გაქცეოდა თვალები.
-მე კი მგონია რომ დიდი ხნის ნაცნობობა არ არის საჭირო  იმისვის რომ შემომხედო ხოლმე, თუნდაც ისე როგორც დანახვის დღიდან მიყურებ ხოლმე-ცალყბად გაუცინა დავითმა.
-როგორ მიბედავ?
-დამშვიდდი პატარავ-ხელი  მხარზე ჩამოუსვა მამაკაცმა-ვხუმრობ.
-მგონი ძალიან შემაჩვიეთ ხელი და ენა- გაბრაზდა თინათე ვერ მიხვდა რა ხდებოდა მის თავს.
-ხელი შეიძლება, თუმცა ენა ჯერ არ შემიჩვევია-ხმადაბლა უპასუხა. თინათეს თვალები ლამის ბუდიდან გამოსცვივდა და გაგიჟებული მიეჭრა მანქანის კარებს სწრაფად გამოაღო და ჩაჯდებოდა რომ არა მუცელზე მოხვეული ხელი .
-შენი ნახვა მინდოდა მხოლოდ,ახლოდან -თითქმის ყურთან უჩურჩულა დავითმა. თინათეს თითქოს დენმა დაარტყაო ისე გაუარა მისმა შეხებამ მთელ სხეულში. და სიტყვებმა ტვინამდე რომ მიაღწიეს მანამდე მამაკაცს მისი სახე ხელებში მოექცია -იმედია წინააღმდეგი არ იქნები რომ ერთმანეთს შევხვდეთ უახლოს დღეებში.
გოგონას თვალებში ყოყმანი როცა შეამჩნია ხელები უშვა -ნუ მახვეწნიებ, ვიცი შენც მოგწონვარ .
-მგონი ცოტა ვერ ხარ საღ ჭკუაზე- გაიცინა თინათემ.
-შესაძლოა-გაიცინა თავითონაც
-არ ვარ თანახმა!-მოჩვენებითი სიმკაცრე  გამოიჩინა თინათემ ,საპასუხოდ კი ხანგრძლივი კოცნა მიიღო ლოყაზე.
-დაგირეკავ პატარავ...სხვათაშორის არაჩვეულებრივად გამოიყურები.-ამ სიტყვებით მოშორდა მამაკაცი და საკუთარ მანქანაში ჩაჯდა.
თინათეს არ შეუმჩნევია როდის წავიდა ის, ან როგორ აბრუნდა თვითონ  მეგობრებთან ერთად. ვერც ის გაიგო როგორ მოახერხა დავითმა  მათი ანგარიშის გადახდა.  ვერც ანანოსა და დადუნას შეკითხვებს ვერ უპასუხა. სადღაც შორს დაფრინავდა და აზრებს ვერ უყრიდა თავს.
  
  საბამ როცა ნახა თავისი შეყვარებულის სთორები და ლოკაცია სადაც ბრძანდებოდა ქალბატონი გადაწყვიტა მისულიყო. ძალიან კარგად იცოდა სამივეს ხასიათი და ისიც ახლა რომ ცოტა ნასვამები იქნებოდნენ. თან გაერთობოდა დადუნას სახზეზე როცა მის ყოფილს დაინახავდა.სინამდვლეში საბა სულაც არ აპირებდა დადუნას ყოფილი გამხდარიყო ოდესმე, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ყველაფერი პირიქით გამოსდიოდა.
-შენ აქ რას აკეთებ-ფეხზე წამოვარდნას აპირებდა დადუნა  თუმცა წონასწორობის დაცვა გაუჭირდა.
-მოგაკითხე-გაუცინა საბამ.
-რა უფლებით?
-ყოფილი შეყვარებულის უფლებით-გაიცინა საბამ და მის გვერდით ჩამომჯდარმა შუბლზე აკოცა.


***
  თინათე დილას თავის ტკივილმა და ზარის ხმამ ერთად გააღვიძა. დილის 10 ხდებოდა და ამ დროს არავის ელოდა, თუმცა ზარის ღილაკს თითს არ უშვებდა ბიღაც. ბუზღუნით წამოდგა და ხალათი მჭიდროდ შემოიჭრა ტანზე. კარი გააღო თუ არა ჯერ უზარმაზარი წითელი ვარდების გროვა დაინახა.
-ამანათია ქალბატონი თინათეს სახელზე,სწორად მოვედი?
-მე ვარ-გაბრუებულმა უპასუხა და ძლივს გამოართვა მართლაც უზარმაზარი თაიგული.
ალბათ ასე იწყება ყველა გოგოს საოცნებო სიყვარულის ისტორია ფიქრობდა გოგონა და ყვავილებს ლარნაკში ალაგებდა.თავში ჯერ კიდევ ის სიტყვები უტრიალებდა რაც ვარდებთან,ჩადებულ ბარათზე წაიკითხა.
"ზოგჯერ ისეთი რაღაცები რაც ბანალური გეჩვენება შეიძლება სულ არ იყოს ასე. სხვა დროს გავიგებ რომელი ყვავილი გიყვარს თავად ყვავილს...
საღამოს 7 ზე მოგაკითხავ"


თინათე დილიდან კარგ ხასიათზე იყო და საქმესაც ხალისიანად მიუდგა. მართალია მისმა ძმამ მოშხამა ალბათ კარგად არ გიცნობს ის ვინც ეს ყვავილები გამოგიგზავნა, თორემ აუცილებლად კაქტუსს გამოგიგზავნიდაო. 
ქორწილამდე ერთი კვირა რჩებოდა და გოგონები მაქსიმალურად ცდილობდნენ არაფერი გამორჩენოდათ. ლილატში მისვლამდე, თინათემ თავიანთ პარტნიორ ყვავილების მაღაზიაში შეიარა რათა შეკვეთა მიეცა რომ  ერთ კვირაში ადრიანად მოეტანათ , რომ დადუნას მოესწრო დიზაინის გაკეთება.
თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო თუმცა თავს ვერაფერს უხერხებდა, წასულიყო საღამოს თუ არა? საკუთარ თავში დარწმუნებული არ იყო. დიახ, ნამდვილად უნდოდა დავითის ახლოდან გაცნობა მაგრამ უხილავი ძალა და სიამაყე არ აძლევდა უფლებას რომ გულს დაჰყოლოდა. გონება ამბობდა არა, როგორ უნდა გაყოლოდა კაცს რომელზეც თითქმის არაფერი იცოდა გარდა სახელისა. იქნებ სერიული მკვლელი იყო, ან მოძალადე ან ვინმე საძაგელი. როგორ უნდა გამოეცხადებინა არსაიდან დამსახურებული ნდობა და მიჰყოლოდა ურთიერთობის განვითარებას.
ალბათ საკმარისი იყო ის ფაქტი რომ ცხოვრებაში პირველად მოეწონა იმდენად რომ ყველა აზრმა რაც გონება კარნახობდა  დატოვა და ფიქრი იმაზე დაიწყო რა ჩაეცვა...


***
   საღამომდე თინათემ რასაც შეიძლებოდა ყველაფერს მოედო. გავიდა ბაღში უამრავ ყვავილს მოეფერა და წყალი დაალევინა.მერე სალომეს დაურეკა და დეტალები შეუთანხმა, ქორწილი კარს იყო მომდგარი და გოგონებიც შესაბამისად ღელავდნენ. დემურ გვასალია ცნობილი პერსონა იყო და მათ კარგად იცოდნენ რამდენად ცნობილი სტუმრები ეყოლებოდათ 29 აპრილს.
-ასეთი სისწრაფით იმიტომ აკეთებ ყველაფერს რომ რომეოსთან მიგეჩქარება?-იკრიჭებოდა ანუკი.
-არ ვიცი ჯერ წავალ თუ არა-მოწყენილი იყო თინათე.
-რატომ? რამე სხვა გეგმა გაქვს?
-არა, უბრალოდ არ ვიცი სწორია თუ არა რომ უცნობ ადამიანს გავყვე პაემანზე.
-გოგო მაინც და მაინც მთელი შთამომავლობა და ოჯახის ხე უნდა იცოდე რომ უბრალოდ ივახშმოთ ერთად?-გაოცებული იყო დადუნა.
-არა არ გესმის. აზრზე არ ვარ რა ვილაპარაკო როგორ მოვიქცე არ ვიცნობ ვახ!
-რავიცი რომ უყურებ ნაყინივით კი დნები და იშაქრები.
-აუუუ გაჩუმდით რაა-სულ აილეწა გოგონა.
-მოკლედ ასე ვქნათ, შენ გამოეწყვე კოხტად, გაყევი ჩვენს დავითას-ხელები გაატკაცუნა ანუკიმ-არამგონია ქალებთან საერთოს გამონახვა გაუჭირდეს, ისაუბრეთ  , მიირთვით . შემდეგ, შენს სიმპათიას თუ კიდევ დაამატა ამ საღამომ სიმპათია მაშინ ბედი გაგეხსნა და ეგაა!
-ანუ წავიდე?-მაინც ორჭოფობდა თინათე. სწორად იმ წამს აზუზუნდა მისი ტელეფონი .
უცხო ნომერი იყო.
-დიახ?
-როგორ ხარ პატარა?-თინათე ყურებს ვერ უჯერებდა, სახეზე წამოახურა და გამწარებული მიეჭრა ფანჯარას.
-რომელი ხარ?-ეცადა ხმაზე აღელვება არ დატყობოდა.
-ისევ მსახიობობას ცდილობ თინათე?-გაეცინა დავითს.
-არაფერსაც არ ვცდილობ -ხელით დაინიავა გოგონამ, გვერდზე ანანო და დადუნა სიცილით იგუდებოდნენ მის გაწითლებულ სახეზე.
-იმისთვის გირეკავ რომ გამოგივლი საღამოს და არ დაიწყო პრანჭვები, დაგვიანებაც მეზიზღება.
-ჯერ გეკითხა მოვდივარ თუ არა!
-ვიცი რომ მოდიხარ-თავდაჯერებული ხმა ჰქონდა კაცს.-შეხვედრამდე.
საუბარი შეწყდა და თინათე მოწყვეტით დაეცა დივანზე. ვერ ხვდებოდა ეს მართლა მის თავს ხდებოდა თუ არა. სულ წარმოედგინა რომ როცა ვინმე შეუყვარდებოდა ან მოეწონებოდა როგორც სმენოდა ხოლმე ისე, დრამებში და ცალმხრივი გულისტკენებით იქნეობოდა  დაკავებული. ახლა კი რაღაც უცხო შეგრძნებას ჰყავდა ატანილი, ცახცახებდა და უაზროდ ნერვიულობდა რასაც მისი მეგობრები თვალებგაფართოვრბული უყურებდნენ.
-ცოცხალი ხარ გოგო? ა კაცი ლაპარაკით ამას უშვება და ცოტა იქეთ რომ წავა საქმე მაშინ არ ვიცი რა ეშველება.
-სად უნდა წავიდეს საქმეე რეებს ბოდიალოობ-უარესად გაწითლდა თინათე.
-ვაიმე ცუდად ვარ -სიცილით იგუდებოდა დადუნა.
-რატომ მექცევით დაუნდობლად ? პირველად ვარ ასეთ მდგომარეობაში და არ ვიცი როგორ მოვიქცე.-ამოიწუწუნა საცოდავად.
-კარგი პატარა-ხმა დაიბოხა ანუკიმ რასაც თინათეს გაბრაზებული სახე მოყვა.-ახლა წადი სახლში მოემზადე და დამშვიდდი, პამანს კაცი არ მოუკლავს, ნუ თუ მანიაკთან არ გვაქვს საქმე.
-ანუკი საკმარისია, ისედაც ღელავს. თინ , ჩემო ლამაზო არ იდარდო ყველაფერი კარგად იქნება ასე თუ უნდა ინერვიულო სულ არ წახვიდე!
-არაა-წამოიყვირა გოგონამ-რაზეც სამივეს გაეცინა.
მართლა სასაცილო იყო შეყვარებული თინათე.

***
გოგონა ძალიან ეცადა გრანდიოზულად არ მოსვლოდა გაპრანჭვა. მერე თავს უხერხულად იგრძნობდა და ამიტომ არჩია უბრალოდ ჩაეცვა როგორც ყოველთვის. დათქმულად, შვიდს ათი აკლდა როცა სახლიდან გავიდა, არ უნდოდა მთელ ოჯახს  დაენახა როგორ მოაკითხავდა ვიღაც მამაკაცი ძვირადღირებული მანქანით.
  გოგონამ შორიდანვე დაინახა მამაკაცის შავი ავტომობილი და სვლას შეუნელა. კი აინტერესებდა საიდან იცოდა მისი ნომერი და სახლის მისამართი მაგრამ კითხვას ვერ გაუბედავდა. ალბათ არ იყო მისთვის ამ ინფორმაციის გაგება რთული დავალება.
დავითმა მანქანა გააჩერა და მოხდენილი  მოძრაობით გამოვიდა, ნელა მიუახლოვდა შუაგზაში გაყინულ თინათეს ნაზად მიიზიდა მისკენ და საფეთქელზე აკოცა.
-ტუჩები მგონი ნამეტანი გაგირბის-გაუბრაზდა გოგონა.
-ცოტა ფრთხილად პატარა, ესენი რომ გარბოდნენ მერე შენი დაჭერა დამჭირდებოდა-გაუცინა კაცმა და მანქანისკენ წაიყვანა.
-ვაუ, რა თამამი ხართ.
-რა არის ამაში ცუდი?-კარი გამოუღო და ჩაჯდომისკენ უბიძგა.
-უხერხულია ცოტა.
-საერთოდ არა, აქ იმიტომ ვართ რომ ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ -გვერდით მოუჯდა დავითი და მანქანა დაძრა.
-აქ იმიტომ ვარ რომ ჩემი კლიენტის ნათესავი ხარ და არ მინდა ურთიერთობა გავაფუჭო.-სისულელე მოჩმახა გოგონამ. დავითმა ხმამამღლა გადაიხარხრა და თბილი მზერა შეავლო ლოყებ შეფერადებულ გოგონას.
-ეჭვი არ მეპარება, აქ ჩემი შარმი და სიმპატიურობა არაფერ შუაშია.
-დიახ, რა შუაში უნდა იყოს აქ შენი სიმპატიურობა და ლამაზი თვალები.
-არ მეგონა თვალებიც თუ მოგეწონდა.- ვითომ გაიოცა  კაცმა.
-ნამდვილი ნარცისი ხარ!
-შენ კი ულამაზესი, მართლა და ნუ გაბრაზდები თუ ჩემი სიმპათია შენდამი,  ზედმეტად გამოვხატე.
-კარგი-სითბო ჩაეღვარა გულში თინათეს, დავითს ის მოსწონდა.


***
საღამო იმაზე კარგად მიდიოდა ვიდერე თინათე ფიქრობდა. დავითი ძალიან მზრუნველი და კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. თითქმის ყველაფერი გამოკითხა გოგონას თავის შესახებ, პრალელურად ეცინებოდა მის ბავშვურ საქციელზე.
-მე დაკითხვა მომიწყვე , შენ კი არაფერს მიყვები შენზე-გაიბუტა თინათე.
-რა მკითხე და არ გითხარი?-გაეღიმა დავითს, გოგონა ძალიან მორცხვი იყო და ცდილობდა მისთვის კომფორტი შეექმნა.
-მაგალითად რა გიყვარს რა არა?
-სეირნობა მიყვარს და თუ გინდა ერთად გავისეირნოთ.
-ოოო ნუ ცდილობ ყველა სიტყვაში გამეპრანჭო-გაეკეკლუცა გოგონა თუმცა ფეხზე წამოდგა რესტორანში ყოფნას ნამდვილად ერჩივნა სადმე გაესეირნათ.
გარეთ სითბო იყო და სასიამოვნო იყო ფეხით სიარული, დავითი თავის ბავშვობაზე უყვებოდა და გოგონა გაოცდა როცა უთხრა რომ სალომე მისი ბიძაშვილი იყო ,ანუ დემური მისი ბიძა გამოდიოდა.
-თინათე იმედია მიხვდი რომ ერთჯერადი არ არის ჩვენი შეხვედრა და მე მინდა კიდევ გნახო ხოლმე.
-ვიცი ხო, ისეთი ლამაზი ვარ პირველსავე შეხვედრაზე სათვალე იმიტომ გაიკეთე რომ ჩემმა სილამაზემ მოგჭრა თვალი და მერე ჩუმ-ჩუმად მითვალთვალებდი ხოლმე-გაეპრანჭა გოგონა, ორ ჭიქა თეთრ ღვინოს სითამამე მოემატებინა და აღარ მორცხვობდა.
-პატარა მსახიობი ხარ, მოგვიანებით ოსკარს გადმოგცემ-გაუცინა კაცმა და ხელი ჩაჰკიდა.
-არ მინდა ოსკარი ბანალურიაა უკეთეს დაჯილდოვებას ვიმსახურებ!
-ნამდვილად უკეთესს იმსახურებ-თბილად გაუღიმა კაცმა და ნაზად მოეფერა სახეზე. თინათეს ჟრუანტელმა დაუარა მის შეზხებაზე , ძალიან უნდოდა თვითონაც თუნდაც ხელი ჩაეკიდა ან მოხვეოდა მაგრამ ვერ ბედავდა. მოულოდნელად დავითმა ლოყზე მიაწება ტუჩები, შემდეგ შუბლზე, ტუჩის კუთხეში და ისე თითქოს არაფერიაო ჰაეროვანი და მსუბუქი კოცნა დაუტოვა ტუჩებზე.
თინათეს უნდოდა ეთქვა გაჩერდი რას აკეთებო მაგრამ ხმა არ გაუღია მორცხვად მიატრიალა თავი მის მხარს იქეთ და ოდნავ მიეხუტა.


***
მეორე დღეს დადუნა ცოტა უცნაურ სტატიას წააწყდა ფეისბუქზე ,ბმულზე გადასვლის შემდეგ კი წამოიყვირა.
"დემურ გვასალიას ძმისშვილი  კვალვ არ კარგავს აქტუალობას .ბოლო დროს აგორებული სკანდალის შემდეგ ის მეგობარ გოგონასთან ერთად რესტორნიდან გამომავალი დააფიქსირეს" წერდა ერთერთი ყვითელი ჟურნალი და თან თინათესა და დავითის ფოტოს აზიარებდა.  გოგონამ ეგრევე გაუგზავნა სტატიის ლინკი მეგობარს და ტელეფონზე გადაურეკა.
-თინათე შენ და რომეო პატარა გაუგებრობაში გახვეულხართ და წინასწარ გაფრთხილებ ცივი გონება მოიკრიბე.

***
(5)
დავითი მთელი დღე  უცნაურ ხასიათზე იყო. მას დიდი ხანია არ აოცებდა არაფერი და ჭორებზეც რეაქცია არ ჰქონდა.მაგრამ არ იცოდა მზად იყო თუ არა თინათე , ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩასაფრებული ხალხი დაეიგნორებინა.
არადა დავითი არ იყო დიდად ცნობადი პირი, ბიძამისის დამსახურება გახლდათ რომ ჟურნალისტები ზოგჯერ ნერვებს უშლიდნენ.
   ახლა კი როცა მოუნდა რომ დაუგეგმავად, უბრალოდ ლამაზი ქალი დაეპატიჟებინა პაემანზე მთელმა თბილისმა შეიტყო.
გოგონა მთელი დღე არ პასუხობდა ტელეფონზე, არც შეტყობინებზე.  კაცი სულაც არ იყო მიჩვეული ქალებს კუდში ადევნებოდა მაგრამ ამ პატარა გოგოს მიმართ სპორტული ინტერესი გაუჩნდა, თან არ უნდოდა ამ უაზრო სტატიის გამო გაბრაზებული ყოფილიყო მასზე.
სალომეს დაურეკა და ჰკითხა რამეში დახმარება ხომ არ სჭირდებოდა , იქნებ ასე მაინც ენახა თინათე. საკმაოდ ამაყი იყო იმისთვის რომ მარტო დასდგომოდა თავზე მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცნაირად დამნაშავედ გრძნობდა თავს.
სალომემ საღამოს დაპატიჟა ახალ სახლში ბიძაშვილი და დაპირდა საქმეს მოიმიზეზებდა და თინათესაც მოიყვანდა როგორმე.


***
დადუნას გამოგზავნილი ბმული თინათემ ასჯერ მაინც ნახა. ჩვეულებრივი ფოტო იყო, გვერდიგვერდ იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ. ერთი შეხედვით განსაკუთრებული არ იყო არაფერი. მაგრამ სტატია მეტისმეტად ორაზროვანი იყო, თან თინათეს პრობლემები შეექმნებოდა ეს ამბავი მამამისის ყურამდე თუ მივიდოდა. გოგონამ ყველა ინფორმაცია წაიკითხა რაც იყო მამაკაცზე ცნობილი, ბოლოს გამოქვეყნებული ვრცელი სტატია რაც თინათემ გახსნა იყო ყველაზე დიდი შოკი რაც მან მიიღო.
დავითის ყოფილ ცოლს ექვსი თვის წინ სასამართლოში შეეტანა სარჩელი მის მიმართ, ძალადობის ბრალდებით.  თინათეს გულმა ისეთი სიჩქარით დაიწყო ფეთქვა რომ  შეგრძნება გაუჩნდა თითქოს სადაც იყო გაუსკდებოდა. საცოდავმა მოისროლა ტელეფონი და ისტერიკული ტირილი აუვარდა. ვერ ხვდებოდა რატომ ჰქონდა ასეთი მძაფრი რეაქცია, ის დავითის დიდი ხნის ნაცნობი არ ყოფილა ასე რომ განეცადა ეს ამბავი.  თავს  ვერაფერს უხერხებდა , ვერანაირად ვერ წყნარდებოდა , შეუძლებელი იყო ასე მალე შეყვარებოდა, თან კაცი რომელიც  მოძალადე იყო.  მაგრამ დავითი არ ჰგავდა იმ კაცს რომელსაც შეძლებოდა ქალზე ეძალადა. "შენ რა იცი საცოდავო?" გონების ერთი ნაწილი კარნახობდა გოგონას. მარგრამ დაჯერება მაინც უჭირდა.
   გოგონა მთელი დილა გათიშული იჯდა სავარძელში, არ პასუხობდა არავის ზარს და გამუდმებით ფიქრობდა. იქნებ მიეცა საშუალება ესაუბრათ და შემდეგ გამოეტანა დასკვნა? მაგრამ რომ მოეტყუებინა?  თინათეს სადაცაა თავი გაუსკდებოდა ამდენი ფიქრით, ახლა არც მუშაობა უნდოდა მაგრამ ძალიან ბევრი საქმე ჰქონდათ და სჯობდა წასულიყო , იქნებ გულიც გადაეყოლებინა.  ნამდვილად არ აპირებდა ვინმეს ქმარზე ყოფილიყო შეყვარებული, მთელ ძალებს მოიკრებდა და ყველა გრძნობას დაუფიქრებლად გააქრობდა  მამაკაცისადმი თუ ამის საჭიროების წინაშე დადგებოდა.  
თინათემ ძალები მოიკრიბა და  სახლიდან გავიდა. ჯერ სათბურში ყვავილების სანახავად შეიარა, შემდეგ ქართული ცეკვის სტუდიაში წავიდა. წყვილს ძალიან უნდოდა  რამდენიმე ქართული ცეკვა შესრულებულიყო წვეულების მანძილზე, რადგან ბევრი სტუმარი იქნებოდა მოწვეული საზღვარგარეთიდან.
გოგონა იმდენად ჩაეფლო საქმეში რომ გადაავიწყდა თავისი დარდი და ნელ-ნელა ხასიათზეც მოვიდა. დალაგებულ გონებაზე ისიც გადაწყვიტა რომ დიდი მნიშვნელობა არ მიენიჭებინა იმ პერიოდზე როცა დავითი გამოჩნდა მის ცხოვრებაში, უბრალოდ დაეიგნორებინა და მორჩა.
საღამომდე თინათემ ყველაფერი მოაგვარა და  გოგონებს გაუარა სახლებში, სალომეს უნდოდა სახლში სწვეოდნენ და იქ განეხილათ პატარა დეტალები, თან მეუღლესაც გაიცნობდნენ.
-თინათე ადამიანს უნდა აახსნევინო რომ გაერკვე სიტუაციაში.
-ანანო არაფრის გაგონება  არ მინდა ცოლიანია და მორჩა  ,თან საქმეა აღძრული მასზე.
-რა იცი? სანდო წყარომ გითხრა?-არ ნებდებოდა ანანო
-ასეთ რამეს ვინ მოიგონებდა?-გაღიზიანდა თინათე -ეთქვა თავიდანვე თუ ასე იყო საქმე. რაც არ უნდა იყოს აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი.


***
საღამოს გოგონები მივიდნენ სალომეს და ბექას სახლში. კართან გაღიმებული სალომე დახვდათ.
-მობრძანდით გოგოებო, ძალიან გამიხარდა რომ დამთანხმდით აქ მოსვლაზე!
-რას ამბობ სალო, სიამოვნებით მოვედით.-გაუცინა ანანომ.-ძალიან ლამაზი სახლია, ბედნიერებაში მოგეხმაროთ.
ქალბატონები ნელ-ნელა დაიძრნენ ეზოს შუაგულისკენ სადაც მაგიდა იყო გაშლილი და ორი მამაკაცი ცივ სასმელს მიირთმევდა. თინათეს არ გასჭირვებია ერთერთ მამაკაცში დავითის ამოცნობა. სინამდვილეში ეჭვი ჰქონდა რომ შეიძლებოდა აქ დახვედროდა მაგრამ რატომღაც უკან არ დაუხევია და თამამად გამოყვა გოგონებს, როცა შეეძლო რამე მეომიზეზებინა და შინ წასულიყო.
თინათე ელოდებოდა როდის მიესალმებოდა დავითი მას მაგრამ ის ზედაც არ უყურებდა. ყველას მიესალმა მის გარდა.დადუნას ეღიმებოდა მეგობრის აპლილპილებულ სახეზე.
-ჩვენ გადავწყვიტეთ გარე სივრცე ფოტოებისთვის გამოვიყენოთ ხოლო შიდა სივრცეში იყოს წვეულება.-საუბარი წამოიწყო სალომემ.
- ჩვენც მასე ვიფიქრეთ-უპასუხა დადუნამ. -მაქსიმალურად გამოვიყენებთ ფართს და მაქსიმუმ შევძლებთ 80 ადამიანის მასპინძლობას.
-მეტი ადამიანი მაინც არ გვინდა -გამოეხმაურა ბექა-ესეც ბევრია თუმცა ვიწრო წრე მეტად ვერ შევავიწროვეთ.
-ჩემი მხრიდან რაც მე მეხება, ტექნიკური საკითხები ყველაფერი მოგვარებული მაქვს-სიჩუმე დაარღვია თინათემ. -მოცეკვავეები , ფოტოგრაფები და ვიდეოგრაფი ყველას შევუთანხმდი. ერთი სიტყვით მზად არის ყველაფერი.
-ნამდვილი პროფესიონალები ხართ -გაიცინა სალომემ.-სწორედ ეს მინდოდა!
გოგოებმა ბევრი პატარ-პატარა დეტალები განიხილეს და დროც ცოტა გაეპარათ. მამაკაცები სადღაც გამქრალიყვნენ და გოგოებიც უფრო თამამად ჭორაობდნენ. თინათე ცდილობდა გულისწყვეტა არ შემჩნეოდა , რადგან დავითისგან ერთი სიტყვაც არ გაუგია.
-ხვალ სასმელის ასარჩევად მივდივართ, მამაჩემის მეგობრის მარანში, ხომ არ წამოხვიდოდით ?-სალომე ძალიან მეგობრული იყო მათ მიმართ.
-სიმართლე გითხრა ხვალ ბევრი სარბენი გვაქვს, თინათე წამოგყვებათ ალბათ-წარბები აათამაშა ანანომ.
-გპირდები კარგად გავერთობით-გაუღიმა სალომემ. თინათეს გამზადებული სიტყვები პირზე შეაშრა როცა მისი ტელეფონის ხმა მოესმა.ეკრანს დახედა, მისი ძმა იყო გიო. ბოდიშის მოხდით მოშორდა გოგოებს და ბაღისკენ წავიდა.
-ხო გიო.-უპასუხა ტელეფონს.
-ქალბატონო რაღაც ფოტოები ვნახე.
-აუუ, გიო არც ღირს დარეკვად სახლში მოგიყვები.არაფერია ისეთი.-თინათეს გაეცინა ძმის ხმაზე. მასზე 4 წლით იყო უმცროსი და ყოველთვის ცდილობდა უფროსის როლი მოერგო.
-მალე მოხვალ?
-ერთ საათში.
თინათემ ტელეფონი გათიშა და ის იყო გადაწყვიტა გოგოებთან დაბრუნებულიყო რომ თვალი მოკრა,მისგან ორ ნაბიჯში დავითი იყო კედელს მიყრდნობილი და შუბლშეკრული მისჩერებოდა.
-გამარჯობა-ჩაახველა გოგონამ. არ ელოდებოდა მის აქ ყოფნას ამ წუთას და ნამდვილად არ იყო მზად მასთან სალაპარაკოდ.
-გირეკავდი და გწერდი-სახიფათოდ მიუახლოვდა კაცი.
-ააამ-ირგვლივ მიმოიხედა გოგონამ გასაქცევს ეძებდა უკვე.თუმცა სანამ რამეს მოიფიქრებდა დავითმა ორივე ხელი დაუჭირა.
-პატარა გოგო ხარ!- ცივად გაუღიმა კაცმა.
-სულაც არ ვარ პატარა-გაიბრძოლა თინათემ.
-მაშ რატომ იქცევი ბავშვივით ? ერთი უაზრო სტატია წაიკითხე და ეგრევე თავის შორს დაჭერა გადაწყვიტე, არა?
-არა!-ხმა მერყევი გაუხდა გოგოს.
-კი ,კი ... გეკითხა იქნებ რას გეუბნებოდი?
-რატომ გახდა საჭირო მეკითხა? ხომ შეგეძლო თავიდანვე გეთქვა ცოლი მყავსო?-გაიჭიმა თინათე.
-ჯერ ერთი ცოლი არ მყოლია არასოდეს და ჟურნალისტებზე უარესს დასკვნებს ნუ აკეთებ-გაეღიმა კაცს.
-მე ასე გავიგე.
-ხოდა ჩემგან უნდა გაგეგო და სოციალურ ქსელში არ გექექა.
-ზედმეტი ხომ არ მოგდის?-ხელი გამოგლიჯა თინათემ. -დიახაც უნდა გეთქვა რომ მერე ასეთ მდგომარეობაში არ ჩავვარდნილიყავი!
-რა საჭირო იყო განცობისდღეს მომეყოლა ჩემი პირადი ცხოვრება?გეტყოდი მოგივიამებით.
-სწორედაც საჭირო იყო-არ ნებდებოდა გოგონა.
- თინათე ეს არ არის მარტივი მოსაყოლი, მე დრო მჭირდებოდა რომ ეს ისტორია ისე მომეყოლა რომ შენ არ დაგჭირვებოდა დიდი ფიქრი იმაში დასაწმუნებლად რომ მართალი ვარ.
-ეს რას ნიშნავს?ანუ ელოდებოდი როდის გამიჩნდებოდა შენს მიმართ ნდობა?-წარბი ასწია თინათემ , მზად იყო თმებში ჩაჰფრენოდა კაცს იმდენად გაბრაზებული იყპ მასზე.
-გოგო მართლა ბავშვივით ნუ აზროვნებ-გაგიჟდა დავითი. -ველდოებოდი რომ ცოტათი მაინც გაგეცანი და ოდნავ მნიშვნელოვანი გავმხდარიყავი შენთვის რომ ადვილად მიგეღო ეს ამბავი, შედარებით.
-მაგას ვერ ეღირსები-გაიპრანჭა თინათე, არ აღიარებდა თუმცა ცოტა გული მოულბო კაცის ნათქვამმა.
-მოდი აქ -მისკენ მიიზიდა დავითმა და გააზრების საშუალებაც არ მისცა ისე აკოცა.თინათემ მაგრად მოხვია კისერზე ხელი და დიდი ბრძლის შემდეგ კოცნაში აყვა.
-ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ დღეს არა- უთხრა კაცმა და კიდევ ერთი კოცნა დაუტოვა ტუჩებზე.




***
მეგობრებო ბოდიშს გიხდით რომ დავაგვიანე მაგრამ მქონდა ამის მიზეზი. ხვალაც დავდებ ახალ თავს, ეს შედარებით პატარაა და რადგანაც საკმაოდ დავაგვიანე ძველი ეპიზოდებიც ხელახლა ავტვირთე .



№1 სტუმარი ნია

სულმოუთმენლად ველით გსგრძელებას

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

გააგრძელეთ გთხოვთ, იმედია ისევ არ დაიგვიანებთ

დღეს უნდა ატვირთოთ ახალი თავი?კარგი იქნება თუ არ დააგვიანებთ, ასე ისტორია ხიბლს კარგავს. გვავიწყდება

აღარ აგრძელეებთ

 


№3 სტუმარი სტუმარი გვანცა

დადეთ გაგრძელება

ისევ დაიკარგეთ, ეს მკითხველის უპატივცემულობაა, ხომ სიკეთე გაქვთ

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

როდის თქვენ თქვით დავდებ გაგრხელებასო, აბა სად არის.

ეხლა ესე უნდა გვეთამაშოოთ, კარგით რაა ,პატივი ეცით მკითხველს, ხომ კარგად ხართთ.

 


№5  offline წევრი Firefly

სტუმარი მარი
როდის თქვენ თქვით დავდებ გაგრხელებასო, აბა სად არის.

ეხლა ესე უნდა გვეთამაშოოთ, კარგით რაა ,პატივი ეცით მკითხველს, ხომ კარგად ხართთ.

ეგეთი დამოკიდებულებით საერთოდ არმაქვს სურვილი დავწერო რამე. ) დიახ მე კარგად ვარ ,თავად?♡

დადე დადეს მეტს არაფერს წერთ. ჯობია იმაზე გაამახვილოთ ყურადღება რა მოგწონთ რა არა, რომელი პერსონაჟი მოგწონთ და ა.შ
--------------------
M.T

 


№6 სტუმარი სტუმარი მარი

ხოდა ნუღარ დადებთ, რატომ ნერვიულობთ, არ არის პრობლემა, ამ საიტზე იმდენი ვინმე იწყებს ისტორიებს და მერე შუა გზაში წყვეტენ და ქრებიან, რომ თქვენ არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი. ისე დავითი მომწონს. ჩაო

 


Ძან საინტერესოდ წერთ გააგრძელეთ რა ისტორიაა❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინო

გთხოვთ გააგრძელეთ ისტორია, მკითხველმა რა დაგიშავათ, ნუ ჩერდებით ასე გზადაგზა და ისე წერთ, მაშინ ერთნაირად დადეთ

 


№9 სტუმარი სტუმარი გვანცა

გადაიფიქრეთ გაგრძელება? რატომ ხდება რომ ამ საიტზე დაიწყებენ ისტორიას და მეტე შუა გზაში თვივთონვე სწყინდებათ და მიატოვებენ და მასთან ერთად ქრებიან. სამწუხაროა უპრინციპობა და მკითხველის უპატივცემულობა. მეტი არაფერი

 


№10  offline წევრი Firefly

არ შევწყვეტ მეგობრებო, ეს ისტორია დასრულდება. მალე დავდებ ახალ თავს
--------------------
M.T

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინა

ასე გზადაგზა დაწერილ ისტორიას უნდა ველოდოთ როდის გადმოგვიგდეებთ? ჩამოყალიბდით ან ერთიანად დაწერეთ ან კიდევ შეწყვიტეთ და გაქრით ისტორიასთან ერთად

 


№12  offline წევრი Firefly

სტუმარი ნინა
ასე გზადაგზა დაწერილ ისტორიას უნდა ველოდოთ როდის გადმოგვიგდეებთ? ჩამოყალიბდით ან ერთიანად დაწერეთ ან კიდევ შეწყვიტეთ და გაქრით ისტორიასთან ერთად

შეგიძლია თავად გაქრე, იმდენი ავტორია და ისინი წაიკითხე. შენი საქმე არ არის როდის ავტვირთავ ახალ თავს და შენს თავას თუ აყენებ შეურცყოფას მიაყენე, ჩემს მკითხველებს ვინც მართლა მელოდება არ შეეხო
--------------------
M.T

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინა

ყოჩაღ მწერალო, შენ უკვე აღარ ხუმრობ. ეტყობა
ნაშრომს მზადებ დასაბეჭდად დს არ გცალია. წერე და იკითხე. არ გაქრე იყავი

 


№14 სტუმარი ნია

გთხოვთ გააგრძელეთ, მკითხველს ეცით პატივი

 


№15 სტუმარი სტუმარი ნინა

რატომ გაქრით თქვენი ისტორიანად. ასეა ბატონო წყალნი წავლენ და წმოვლენ

 


№16 სტუმარი სტუმარი გვანცა

აღარ აგრძელეებთ?

 


№17 სტუმარი სტუმარი ლია

რატომ აღარ აგრძელებთ? არადა რა კარგად დაიწყეთ. სამწუხაროა თუ თქვენც შუა გზაზე შეაჩერეთ წერა სხვებივით

 


№18 სტუმარი სტუმარი მარი

რატომ აღარ აგრძელებთ

 


№19  offline წევრი Firefly

დავდებ მეგობრებბო, უბრალოდ მიჭირს წერა აბდაუბდის დაწერას მირჩევნია გალოდინოთ ცოტა. მაპატიეთ
--------------------
M.T

 


№20 სტუმარი სტუმარი მარი

აღარ აგრძელეებთ? იმედია თქვენც არ შეწყვეტთ და არ დაგვაღალატებთ არადა რა სასიამოვნოდ წერდით

 


№21 სტუმარი სტუმარი გვანცა

აღარ აგრძელეებთ?გელოდებით, ხომ შეგვპირდით გაგრძელებად

 


№22 სტუმარი სტუმარი ნინა

რატომ აღარ აგრძელებთ?

ამდენი მკითხველი რომ ელოდება და ამდენი კომენტარებია ცოტა უხერხულია თქბენი იგნორი 1 თვეა რაც აღარ გაგიგრძელებიათ ისტორია, მაშ რისთვის დაიწყეთ თუ 5 თავის მეტე უნდა შეგეწყვიტათ და საერთოდავც წერა გაგიჭირდებოდათ. უხერხულია

 


№23 სტუმარი სტუმარი ნანა

1 თვე გავიდა აღარ აგრძელებთ?

 


№24 სტუმარი სტუმარი ნინა

მართლა აღარ წეეთ?სამწუხაროა ასეთი უპრინციპობა

 


№25 სტუმარი სტუმარი ლია

აი ეს არის სრული იგნორი და უპატივცემულობა თქვენი მკითხველის, ასე როგორ შეიძლება, აფერუმ თქვენ ქცევას, მართლა არ გაქრიით?

 


№26 სტუმარი სტუმარი გვანცა

თქვენც კარგი უპრინციპო და აბდალი ჩანხართ მწერალო

 


№27  offline წევრი Firefly

სტუმარი გვანცა
თქვენც კარგი უპრინციპო და აბდალი ჩანხართ მწერალო

წადი შენი პრინციპებიანა აქ შემოსული არ დაგინახო
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent