პითეკანთროპი(6)
*** -დიდი მადლობა-მარიამმა თავისთვის ჩაიბურტყუნა და გულდაწყვეტილი გაბრუნდა თავის ნომერში ჩანთის წამოსაღებად. თან ტაქსს ურეკავდა ისტერიულად. ვერ იჯერებდა რომ სამსახური დაკარგა. მუცლის არეში ამავდროულად საშინელ ტკივილს გრძნობდა. მისაღებში ჩავიდა და ტაქსს ელოდებოდა, რადგან გარეთ თავსხმა წვიმა იყო. ამასობაში ცოტნეც შემოვიდა და პირდაპირ მარიამს შეეჩეხა. მისი დანახვა არ უნდოდა და გარეთ გავიდა და პირდაპირ თქეშში დადგა. ცოტნეც გაუნძრევლად იდგა და გულდასმით აკვირდებოდა ჯიუტ, აწ უკვე ყოფილ თანამშრომელს. -რატო დგახარ ძეგლივით?-უკნიდან ნინი მიეპარა და კისერზე ჩამოეკიდა-ჩემი სამუშაო საათები დასრულებულია. ცოტნე?-ლოყაზე თითი მიადო-რას უყურებ?-ცოტნე რა მიმართულებითაც იყურებოდა იქითკენ გაიხედა და დაინახა წვიმაში მდგომი მარიამი. -გადი და უთხარი, რომ შემოვიდეს, სტუმრებს აშინებს-ცოტნემ არც ახლა მიაქციანინის ყურადღება, ისევ მარიამს აჩერდებოდა. -და შენ რო უთხრა არა? ეხლა შენი ნაშები მამართინე კიდე, მთელი სასტუმრო არ მყოფნის. -გადი და უთხარი მეთქი. -ჩემი სამუ... -ნინი-ცოტნემ სახე მისკენ მიატრიალა და კბილებს შორის გამოსცრა. ნინიმ ამოიოხრა და გავიდა მარიამთან სალაპარაკოდ. -უკაცრავად, მარიამი ჰომ? ბოდიშს გიხდით, მაგრამ შიგნით უნდა შემობრძანდეთ, სტუმრებთან უხერხულია, ისე გამოდის თითქოს გამოგაგდეთ სანამ ტაქსს ელოდებით. თან წუხდებიან, ეშინიათ. -მალე მოვა ტაქსი-მარიამს თავიც არ გაუტრიალებია მისკენ. - შემოდით, მშრალ ტანსაცმელს მოგცემთ და ისე დაელოდეთ ტაქსს. გომბორით თუ მოდის ტაქსი ამ წვიმაში სავარაუდოდ შეფერხდება, ნელა მოუწევს ძაან სიარული-ნინი არ დანებდა, იცოდა, რომ ცოტნე ძალიან ეჩხუბებოდა თუ ვერ შემოიყვანდა შიგნით. -თქვენ მენეჯერი ხართ თუ დაცვა? -ანუ დაცვას დავუძახო?-ნინის ტონი გაუმკაცრდა-თუ ასე გსურთ წვიმაში დალოდება მაშინ დატოვეთ სასტუმროს ტერიტორია. -ხოდა დავტოვებ-მარიამმა ჯიუტად დაიწყო მსვლელობა კარიბჭისკენ. ცოტნეც გარეთ გავიდა. -შენ გააფრინე?-გაცოფებულმა ჰკითხა ნინის. -ვაიმე, მე რა შუაში ვარ? შეუვალია ეს შენი მარიამი. არ გინდა ჩემთან დროის გატარება და ნუ გინდა-ნინი გაცხარებული შებრუნდა უკან სასტუმროში. ცოტნეს შინაგანი ბრძოლა ჰქონდა, ცდილობდა თავი შეეკავებინა, რომ მარიამს არ გაყოლოდა, მაგრამ ვეღარ მოითმინა მისი სიჯიუტე და დაუმორჩილებლობა და ჩქარი ნაბიჯებით მივიდა ჭიშკრამდე. -შეგიძლია ამიხსნა ბავშვმა რა დააშავა ამ წვიმაში და უბედურებაში რო ტანჯავ?-ცოტნემ მუცელზე მიუთითა, მაგრამ მარიამი არ პასუხობდა-ძალიან გაუმართლა ასეთ ჯიუტ და მედეგ დედაში. შემოდი შიგნით სანამ ფილტვების ანთება დაგმართნია და მერე ეგეც ჩემთვის დაგიბრალებია-ახლა მარიამი ძლივს იკავებდა თავს რომ გულიანად არ გამოელანძღა ეს ,,პითეკანთროპი’’-მარიამ-ცოტნემ ხან ერთი მხრიდან შეხედა, ხან მეორე, მაგრამ მარიამის გაყინული მზერა გზისკენ იყო მიმართული და ცოტნეს არსებობას არ აღიარებდა-მარიამ!-ტონს აუწია, იფიქრა წვიმის ხმაში არ ესმისო-ღმერთო რა ჯიუტი ხარ. კარგი, ვიდგეთ ასე წვიმაში-ცოტნემ მოსაცმელი გაიხადა და მარიამს მოახურა, მაგრამ ეგრევე მოიცილა და თავზე ჩამოაცვა-არა, შეუვალი ხარ! შეუვალი!-ცოტნემ ვეღარ მოითმინა და დაიყვირა-რაც გინდა ის ქენი-სულ ლანძღვა-გინებით ჩაიარა დაღმართი სასტუმროსკენ და მარიამი მარტო დატოვა გზაზე. ამასობაში ტაქსმა დაურეკა და უთხრა, რომ გომბორზე ასეთ ამინდში არ სურდა გადმოვლა. ეს სასტუმრო ისედაც მაღლა იყო და სხვაგანაც ვერ მიდიოდა მარიამი გასაჩერებლად. ფულიც არ ჰქონდა, რომ ღამე აქ დარჩენილიყო. მოკლედ საგონებელში ჩავარდა, ვერც ვერავის ურეკავდა. ქეთა და ალეკო გაღლეტილები იყვნენ. დემეტრესთან დარეკვას ყველაზე სასტიკი და მტკივნეული სიკვდილი ურჩევნოდა. უკან გაიხედა და ცოტნე დაინახა, რომელიც გადაფარებულში იდგა და მარიამს უყურებდა. ამასობაში ბავშვზეც დაფიქრდა, შეეშინდა მუცელი არ მოშლოდა და ქვევით გაუყვა გზას და გადაფარებულში დადგა ცოტნეს გვერდით. -ტაქსს ველოდები-მარიამმა ამოილუღლუღა. -ელოდე-ცოტნემაც მშვიდად მიუგო. -არ მოდის ტაქსი-მარიამი მისკენ მიბრუნდა-ტელეფონიც მიჯდება... რომ ცოტა გვიან გამოვიძახო. -დასანანია-ცოტნემ უემოციოდ უპასუხა ისევ. -იქნებ .. ცოტახნით დავრჩე სანამ წვიმა გადაიღებს, რომ ტაქსმა მოსვლა შეძლოს? -როგორ, წვიმაში ლპობას გირჩევნია ჩემნაირი ხეპრე ადამიანს თხოვო დახმარება? -ღმერთო, არაფერი არ მინდა შენგან, სულ რო აპოკალიფსი იწყებოდეს და შენი სასტუმრო იყოს ერთადერთი ადგილი, რომელსაც არაფერი არ მოუვა და ბუნკერი იქნება მთელი კაცობრიობის გადასარჩენად მომავალი 100 წლის მანძილზე, ჩემი ფეხით წავალ და ჩავხტები ვულკანში, უფსკრულში ან კომეტის წინ დავდგები ოღონდ შენ არ გთხოვო დახმარება-მარიამმა ნაბიჯი გადადგა, ასფალტზე უცბად ფეხი აუცურდა, უკვე მოემზადა დასაცემად, ხელები აიფარა სახეზე, რომ უცბად ცოტნემ შემოხვია წელზე ხელი და თავის დარტყმას გადაარჩინა. -რას ამბობდი?-ცოტნემ სპეციალურად მიუტანა სახე ახლოს, რომ კარგად დაენახა გამწარებული მარიამის სახე, როდესაც მართლა მოუწევდა ცოტნესთვის დასარჩენი ადგილის თხოვნა. -გ...გამიშვი! მომცილდი! დაცვა არ არის აქ?! დაცვა! -რა დაცვა? ვისგან უნდა დაგიცვან? მე ვარ მფლობელი ძვირფასო-ცოტნემ წამოაყენა. -ხელი გამიშვი-მარიამმა ხელი კრა უხეშად და თვითონაც უკან დაიხია-ჩვეულებრივი მოძალადე ხარ. -ღმერთო შენ დამეხმარე. შეხვალ ეხლა შიგნით თუ იქით უნდა გთხოვო დარჩენა? -შევალ, მაგრამ იმიტომ რომ არ მინდა ბავშვს რამე დაემართოს-მარიამმა თავი მაღლა აწია, კარის გაღება დაავიწყდა და ცხვირი მიარტყა. ცოტნე გადაბჟირდა-აუ!-ტკივილისგან წამოიყვირა-არა... რომელ სასტუმროს არ აქვს ავტომატური კარები!!!! -ეს უკანა გასასვლელია-ცოტნემ თავი იმართლა, მაგრამ კისკისს ვერ იკავებდა-ეგრე გინდა, ცოტა ქვევით დაწიე ეგ თავი და წინ იყურე-მარიამმა ვეღარაფერი უთხრა, კარი გამოაღო და გაბრაზებული ავიდა თავის ნომერში. წამითაც არ უნდოდა ცოტნესთან დარჩენა, ამიტომ გადაწყვიტა პეტრესთვის დაერეკა და თუნდაც გომბორამდე ეთხოვა წაყვანა. ისედაც ხვალ უნდა წამოსულიყო თიმ ბილდინგის მოსამზადებლად. -გისმენ მარიამ? -პეტრე, ძალიან მრცხვენია, რომ მერამდენედ გირეკავ დახმარების თხოვნით, მაგრამ ბოლოა გპირდები. სამსახურიდან წამოვედი და აქ ერთი წუთითაც გაჩერება არ მინდა, შეგიძლია უბრალოდ გომბორამდე გადმომიყვანო? მერე ტაქსს დავურეკავ , ყველა უარს მეუბნება ეხლა წამოსვლაზე და მანდ უკვე მომაკითხავენ. -მოიცადე, რას ქვია სამსახურიდან წამოხვედი? -ჰო, წამოვედი. -გზაში ვარ, მალე ვიქნები და დავილაპარაკოთ. -არა, არ მინდა ლაპარაკი გთხოვ. -კარგი მოვდივარ-მარიამმა გათიშა და ინანა რომ მოუყვა. ახლა ეცდებოდა რომ გაენეიტრალებინა სიტუაცია და შეერიგებინა ისინი. ამიტომ ახლა ალეკოს დაურეკა. -ალეკო, მანქანა შენ გყავს თუ ჩემს აწ უკვე ყოფილ მეუღლეს? -მე მყავს, რა იყო? -შეგიძლია მომაკითხო? თელავში ვარ. -რა..სად ხარ? -მერე მოგიყვები. -გოგო რანაირად მოგაკითხო, პახმელია მაქ საშინელი, გადაგჩეხავ მაგ გომბორზე. ტაქსს გამოგიძახებთ. -არა, არ მოდის ტაქსი. -რა გინდა თელავში? -თიმ ბილდინგი გვაქვს. კაი მიხედე ჩემ დას და დღეს ან ხვალ ჩამოვალ-იქიდან ალეკო კიდე რაღაცეებს ეკითხებოდა, მაგრამ არც მისი თავი არ ჰქონდა, გაუთიშა ტელეფონი და სასოწარკვეთილი ჩამოჯდა ლოგინზე. მიხვდა, რომ საშინლად სველი იყო და რუმ სერვისი გამოიძახა და სუფთა ტანსაცმელი მოითხოვა. შემდეგ დაიძინა, რადგან გაღიზიანებული იყო და უნდოდა პეტრეს მოსვლისთვის დამშვიდებული ყოფილიყო. საღამოს კარზე კაკუნმა გააღვიძა, პეტრე მოვიდა. -შემოდი-მარიამმა ჟაკეტი შემოიცვა, თმა უცბად აიწია და პეტრეს კარი გაუღო. -ეხლა დაწვრილებით მომიყევი რა მოხდა. -არანორმალურია პეტრე ეს, ამასთან ვერ ვიმუშავებ. -დამშვიდდი, მოდი დაჯექი ჯერ-სავარძელზე მიუთითა და თვითონაც წინ დაუჯდა-ცოტნეს თავისებური ხასიათი აქვს. თავიდან თეონასაც ესე აწვალებდა, ხან რა სულელურ დავალებას აძლევდა და ხან რას. ასე ცდის თანამშრომლებს რამდენად ემორჩილებიან და რამდენად კარგად ასრულებენ თუნდაც ყველაზე სულელურ თასქებსაც. 2 დღეც და შეგეშვება დამიჯერე. -არა, არანაირი სამსახური ამ ნერვებად არ მიღირს. ნორმალური მოპყრობა ვთხოვე და სამსახურიდან გამომიშვა. -ცოტნე სხვანაირად აღიქვამს ნორმალურ მოპყრობას. ახლოს რომ გაიცნობ მიხვდები, რომ ესეთი ურჩხულიც არ არის. -რა..რათ მინდა ამის ახლოს გაცნობა?-მარიამმა ხელები გადააჯვარედინა პროტესტის ნიშნად. -გინდა, სხვანაირად ვერ აეწყობით. დღეს მე დაველაპარაკები და ხვალ თიმ ბილდინგები იწყება. ჩემ გარეშე ვერ გაგიშვებს სამსახურიდან. -ეიჩარი რომ ხარ მაგიტო? -არა, მეწილე ვერ ამ ფირმის-პეტრემ გაუღიმა. -აბა, ეიჩარად რატო მუშაობ? -ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს. პლიუს, მარტო ეიჩარიც არ ვარ, ბათუმის ფილიალს მე ვაკონტროლებ. კარგი, არაფერზე არ ინერვიულო, დღეს გამოიძინე და ხვალ 8 საათზე საუზმეზე დავილაპარაკოთ მე, შენ და ცოტნემ. კარგი?-პეტრე წამოდგა და მარიამიც ინსტინქტურად ადგა. პეტრემ მხარზე მოუთათუნა ხელი და ოთახიდან გავიდა. ახლა გამწარებული გაემართა ცოტნეს ოთახისკენ, კარის მეორე გასაღები თან ჰქონდა და დაუკაკუნებლად შევიდა. ამ დროს ცოტნეს და ნინის შეუსწრო სექსის დროს. წარბიც არ შეუხრია, ისე აიღო ნინის ხალათი, საწოლთან მივიდა და გაუწოდა. -გადი ორი წუთით ნინი, ჩემს ძმასთან მაქვს სალაპარაკოდ. -სააბაზანოში დამელოდე-ცოტნემ ხალათი გადააწოდა და კარისკენ მიუთითა. ნინის არც შეუწუხებია იმ ფაქტს, რომ პეტრე შემოვიდა. პირველი შემთხვევა ნამდვილად არ იყო. დამჯერი ლეკვივით შევიდა აბაზანაში. -რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ მომსახურე პერსონალთან ინტიმური ურთიერთობები კარგად არ მთავრდება. ნახე თეონასთან როგორ დაამთავრე. -რა გინდა პეტრე?-ცოტნე ადგა საწოლიდან და შარვალი ამოიცვა. -რა მინდა? რა დღეში ჩააგდე მარიამი? -ასისტენტი?-ცოტნემ ალმაცერად გადახედა, თითქოს არც ახსოვდა ვიზე ესაუბრებოდა. -კი, ასისტენტი. -უარეს დღეში მყავდა თეონა, მაგრამ 7 წელი გაქაჩა. ეს 2 დღე თუ ვერ ძლებს, შეუძლია ეხლავე წავიდეს. კიდე რამის თქმა გინდოდა?-ცოტნემ აბაზანის კარი გააღო, მაგრამ პეტრემ დაუკეტა ცხვირწინ. -ბოდიშს მოუხდი, ხვალვე. -შენ მოგწონს ეს გოგო?-ცოტნემ ეჭვის თვალით შეხედა. -არა, შენგან განსხვავებით ადამიანების გრძნობებით არ ვთამაშობ უბრალოდ. ხვალვე მოუხდი ბოდიშს, ეტყვი, რომ გაინტერესებდა რამდენად კარგად შეასრულებდა თუნდაც ყველაზე სულელურ დავალებას. ცოტნე, მაოცებ. ერთია ის რომ თეონას აწვალებდი და მეორე ის რომ გათხოვილ ქალს ეჩალიჩები. მარიამი არც ნინია და არც თეონა. ცოტა სხვა გეგმები აქვს თავისი თავისთვის ცხოვრებაში და ნუ დაუნგრევ. -გაშორდა მეუღლეს, ცნობისთვის. როგორც ჩანს ძალიან გადარდებს მისი პირადი ცხოვრება. -მე ზუსტადაც რომ არ მადარდებს. ბოდიში მოუხადე. თორე გპირდები, შემდეგს ისეთ ასისტენტს მოგიყვან, რომ შენთითონ გაიქცევი. -როგორ მენატრება თეონა-ცოტნემ ამოიოხრა. -ბოლოჯერ გაფრთხილებ. რამე გადაკრულადაც აღარ უთხრა. როგორც სხვა თანამშრომლებს ექცევი სამსახურში, ისე მოექეცი მასაც. -კარგი, გავიგე! ნუ შემჭამე-ცოტნემ გააღო აბაზანის კარი და ნინის შეუერთდა. მეორე დილით მარიამი ადრე ჩავიდა საუზმეზე, ჯერ კიდევ არ იცოდა დარჩებოდა თუ არა ამ სამსახურში. ფიქრობდა, სანამ პეტრე და ცოტნე ადგებოდნენ იქამდე ესაუზმა და წასულიყო და პასუხი მერე ეთქვა. ამასობაში დემეტრემ დაურეკა. -გისმენ? -მარიამ, ალეკომ მითხრა თელავშია მივლინებაშიო. როდის ჩამოხვალ? -არ ვიცი ჯერ, ამ დღეებში. -ფეხმძიმედ ხარ? -ვარ-სიჩუმე. -რას აპირებ? -არ ვიცი ჯერ, რომ მეცოდინება გაგაგებინებ. მაგრამ შენ ნამდვილად არ შეგირიგდები-მარიამმა აღარ დააცადა პასუხის გაცემა და გაუთიშა. თვალები აუცრემლიანდა, უკვე სასოწარკვეთილი იყო. სამსახური დაკარგა, მარტოხელა დედად რჩებოდა და ირგვლივ არავინ ჰყავდა დამხმარე. ცოტნე მარიამის უკან იდგა სანამ დემეტრეს ელაპარაკებოდა ტელეფონზე და ყველაფერი გაიგო. ნელა მივიდა მაგიდასთან და დაუჯდა. -დილა მშვიდობის-საჭმელი და ყავაც მაგიდაზე დადო და საუზმე დაიწყო. მარიამმა ცრემლები მოიწმინდა და გვერდით გაიხედა, რომ ცოტნეს არ დაენახა აწითლებული თვალებით-ესე გეწყინა ჩემი ჩამოსვლა რომ ტირი?-მისი გამხიარულება სცადა-კარგი, ბოდიშს გიხდი გუშინდელისთვის. ზედმეტი მომივიდა. მეორე შანსს გაძლევ. -შენ შეგეშალა თუ მე ვეღარ მივხვდი? -მემგონი ორივეს არა?-ცოტნემ ამაზე უკან არ დაიხია და მკაცრი ხმით ჰკითხა. -კარგი, ბოდიში. -მშვენიერი. თუ გამოსაცდელ ვადას წარმატებით გაივლი, ხელფასსაც მოგიმატებ. ოღონდ ძალიან გთხოვ ცრემლები არ დამანახო. სერიოზულად, არ შემიძლია ქალი როცა ტირის. კარგი-ცოტნემ ყავა მოსვა-ნეტა ჩემი შრომისმოყვარე ძმა სად ბრძანდება. გელაპარაკა ალბათ გუშინ. -კი. მითხრა, რომ ასე ცდი შენ ყველა თანამშრომელს-მარიამს ხმა უწყდებოდა ნერვიულობისგან. -აგიხსნა რა იქნება დღეს თიმ ბილდინგზე? -არა. -მე გეტყვი. როგორც ყოველთვის მის მაგივრადაც მე მიწევს მუშაობა. რაღაც თამაშებს იფიქრებს ხოლმე პეტრე, რომ ახალმა თანამშრომელმა უკეთ გაიცნოს გუნდი. ამ შემთხვევაში მარტო შენ ხარ ახალი. სხვა ყველა აქ წლებია მუშაობს. ეს თამაშებია ნდობაზე, გუნდურ მუშაობაზე, პრობლემის სწრაფ გადაჭრაზე და ა.შ. -გასაგებია. ეს დღეები რა მევალება? შეხვედრები არ გვექნება სასტუმროს დირექტორებთან? -ცოტნეს გაეცინა, მარიამში ნაწილობრივ საკუთარ თავს ხედავდა. ისიც ისეთივე შრომისმოყვარე იყო და ნაკლებად ინტერესდებოდა თიმ ბილდინგებით. ცოტნე ამას დროის კარგვად მიიჩნევდა. -ეგ დირექტორებიც ჩართული იქნებიან დღეს თიმ ბილდინგებში და გაგაცნობ. ხვალ ბათუმში წავალთ და იქ მერე საღამოს გვექნება წვეულებასავით. ზეგ დავბრუნდებით. იმედია არ გაქვს პრობლემა. -არანაირი-მარიამმა წვენი მოსვა და საუზმეს შეექცა. -ოჰ-პეტრე ნახევრად ნამძინარევი სახით მიუჯდა მაგიდას-თქვენ რა არ ჭამთ ერთმანეთს? მართლა საუზმსითვის ჩამოხვედით? -პეტრე, იუმორზე იმუშავე გირჩევნია-ცოტნემ შეუღრინა-მე და ასისტენტი მოვგვარდით. -ასისტენტს სახელი აქვს-პეტრემ შეუსწორა. -არ აქვს თვითონ პრობლემა. ერთი სიტყვით, დროულად ისაუზმეთ, ნელ-ნელა გავიდეთ ბათუმისკენ-ცოტნემ ბოლომდე მოსვა ყავა და წავიდა. -მარიამ-პეტრემ შეამჩნია, რომ მარიამი ჩაფიქრებული იყო და დიდად არ საუბრობდა-ხო მშვიდობა გაქვს? -კი-არ უნდოდა პეტრესთან პირადზე საუბარი, არ მიაჩნდა სამსახურში პირადი პრობლემების განხილვა სწორად-პეტრე, ეს შენი თამაშები ფიზიკურ აქტივობას მოითხოვს? -კი, საკმაოდ ბევრს თან. რა იყო რო? ეხლა არ მითხრა რო გეზარება. ახალგაზრდა გოგო ხარ. მიდი მიდი, კარგად ჭამე და გაგიადვილდება ყველაფერი. მე ნინისთან მაქვს საქმე და ცოტახანში გამოვალ, ცოტნეს გაყევი ხო მანქანით. აბა შენ იცი-მანაც უცბად ყავა მოსვა, ნახევარი საუზმე მაგიდაზე დატოვა და გავარდა ნინისთან. ამაში ნამდვილად გავდა ორივე ძმა ერთმანეთს, საქმე პირველ ადგილზე იყო მათთვის. მარიამმა ამოიოხრა, არ უნდოდა ცოტნესთან ერთად გზაში 4 საათის გატარება. გარეთ გავიდა და ცოტნეს მანქანაში ჩაჯდა. -აუ აეროპორტიდან ვერ გადავფრინდებით?-მარიამმა მუდარით სავსე თვალებით გახედა ცოტნეს. -არა-მანაც მტკიცედ უპასუხა და დაქოქა მანქანა. -რატომ?-მარიამი არ მოეშვა-აუ თუ გინდა გამომიქვითე ხელფასიდან, მაგრამ ეხლა 4საათიან გზას უბრალოდ ვერ გადავიტან. -დაგავიწყდა მემგონი რომ ისედაც გამოსაცდელი ვადა გაქვს. მინდა ერთი რამ დაიმახსოვრო თუ ჩემთან ერთად აპირებ მუშაობას. რატომ და როგორ კითხვები დაივიწყე. კარგი? არ მაქვს არც ამდენი დრო და არც ნერვი. სხვა ყველა კითხვა პეტრესთან-ცოტნემ ბოლოსკენ შეარბილა ისევ ტონი, არ უნდოდა ჩხუბივით მოსვლოდა მარიამთან და წამით გახედა, რომ მისი რეაქცია ენახა. -კარგი-თვალი აარიდა და ფანჯრისკენ გატრიალდა გაბუტული ბავშვივით. მალევე იგრძნო გულის რევის შეგრძნება და თავბრუსხვევა. გზას ხომ ვერ და ვერ იტანდა, ფეხმძიმობისას კი ორჯერ უარესად გრძნობდა თავს. ცოტნემ მანქანა გააჩერა და მაღაზიაში გადავიდა. მარიამსაც უნდოდა გადასვლა და წყლის ყიდვა, მაგრამ თავი არ ჰქონდა. ცოტნეც 5 წუთში მობრუნდა, აფთიაქის პარკი ეკავა ხელში. -გამომართვი-მარიამს წამალი და წყლის ბოთლი მიაწოდა. -რა არის?-გაკვირვბეულმა დახედა. -დალიე, გიშველის და ცოტა მიგაძინებს-დრამინა მისცა, რომ გულის რევის შეგრძნება აღარ ჰქონოდა და მშვიდად ემგზავრა. -მ-მადლობა-პირდაღებული უყურებდა ცოტნეს. როგორ, რობოტი ადამიანად იქცა? წამლის დალევის შემდეგ მართლაც რომ მალევე ჩაეძინა და უკვე სასტუმროსთან გაეღვიძა, როცა ცოტნე მის ღვედს ხსნიდა. -ჩამოვედით, გადმოხვალ თუ გადმოგიყვანო?-მისი სახე მარიამთან იმდენად ახლოს იყო, რომ გოგო სულ გაწითლდა. -გადმოვალ-ღვედი თავისით მოიხსნა და მალევე გადმოვიდა მანქანიდან. სასტუმროსთან უკვე შეკრებულიყო ,,გრინის’’ მთელი გუნდი. ჟრიამული ისმოდა, ყველას სპორტული ტანსაცმელი ეცვა, უზარმაზარი ზურგჩანთები ჰქონდათ თან, რაშიც აშკარად სპეციალური ეკიპირება ედოთ. მარიამმა შეშინებული სახით გახედა ცოტნეს. -ცოტნე-მაგრამ ის ეგრევე მიუხვდა სადარდებელს. -ჩვენ ვაძლევთ თანამშრომლებს სპეც ტანსაცმელსაც და ეკიპირებას. უკან საკმაოდ დიდი სივრცე აქვს ჩვენ სასტუმროს. მაგ ჩანთებში ეარ სოფთის იარაღები უდევთ, მაგის თამაშს ვაპირებთ. გასწავლის პეტრე, წამოდი-ზურგზე დაადო ხელი და სასტუმროში შეიყვანა. -ცოტნე, როგორ ხარ?-ამ სასტუმროს მენეჯერიც, საკმაოდ ახალგაზრდა, გამხდარი და სასიამოვნო გარეგნობის დაახლოებით 26 წლის ქალი იქნებოდა. -კარგად ეკატერინე, მადლობა. თავად? -მეც მშვენივრად-ეკატერინემ ცოტნე გადაკოცნა და შემდეგ მარიამს მიუბუნდა ღიმილით. ცოტნემაც გააცნო- გაიცანი ჩვენი ახალი თანამშრომელი მარიამი. ჩემი ასისტენტი. ასმეერთე ნომერია მარიამის, გასაღები მიეცი, ტანსაცმელი და ყველაფერი იქ დევს. გუშინ გამოართვა პეტრემ შენ დას. -მოიცა, მისამართი რომ არ მიმიცია? რანაირად?-გაოცებულმა გახედა ცოტნეს. -სივიში გიწერია. დროზე გაემზადე არ არის ამდენი დრო-ცოტნემ მისაღებში ნომრის გასაღები აუღო, მისცა და გაუშვა. -ამ საღამოს რას აკეთებთ ბატონო ცოტნე?-ეკატერინემ ხელი ჩაავლო პერანგის საყელოში და მისკენ მიიზიდა. -თიმ ბილდინგი მაქვს. აქ, ასე ნუ იქცევი-ხელი გააშვებინა და ქვევით ჩააწევინა. -რა იყო, აღარ მოგწონვარ? -რა სისულელეა, უბრალოდ იცი არ მიყვარს სამუშაო დროს პირადი ურთიერთობებით დაკავება. მეტი პროფესიონალიზმი ეკატერინე, ნაკლები ფლირტი. შეუდექი შენ საქმეს-მისი ნომრის გასაღებიც აიღო და ეკატერინეს გულგრილად ჩაუარა. მარიამი ნომერში რომ შევიდა უცბად ქეთა დაინახა და კინაღამ გულმა დაარტყა. -შენ აქ რა გინდა? -პეტრემ წამომიყვანა. მე და ეგ ხო მაგრა ვახლობლობდით უნიში. -არა, არ მახსოვს. -თავიდან შენ მოგწონდა, მერე კიდე მე და ეგ დავმეგობრდით. კაკრას შენ რო გაცვლითით წახვედი ამერიკაში. ჰოდა მაგრა გამიხარდა გუშინ რომ მოვიდა, მე და ალეკომ ვიჩხუბეთ თან და საშინელ ხასიათზე ვიყავი-ქეთა ისე მალ-მალე საუბრობდა, მარიამს უჭირდა იმის გაგება თუ რას ეუბნებოდა-ჰოდა პეტრეს ვკითხე რათ უნდოდა შენი ტანსაცმელი და რომ მითხრა ბათუმში გვაქვს თიმ ბილდინგიო და იმანაც ნახა რომ საშინელ ხასიათზე ვიყავი შემომთავაზა წამოდიო. ხოდა მეც წამოვყევი. ხო მაგარია? -არა, არ არის მაგარი-მარიამმა წარბები შეჭმუხნა-ეს ჩემი სამსახურია ქეთა და არა საბავშვო ბაღი-ქეთას სახიდან ღიმილი გაუქრა და თვალები აუცრემლიანდა იმდენად უხეშად უთხრა მარიამმა. -მეგონა გაგიხარდებოდა, ეს დღეები სულ ცუდ ხასიათზე იყავი. -რა გამიხარდბეოდა, რომ ეხლა შენ უნდა გსდიო კუდში? ისედაც ათასი საფიქრალი მაქვს-მარიამმა სახეზე აიფარა ხელები და ამოიოხრა. ისედაც სულ სტრესში იყო და ახლა ქეთას სისულელეების მოსმენის ნერვი არ ჰქონდა-კარგი, ბოდიში. უბრალოდ გთხოვ არ შემარცხვინო. -ფეხმძიმედ ხარ ჰო?-ქეთა საწოლზე ჩამოჯდა და მარიამს მიაჩერდა. მანაც პასუხის ნიშნად უბრალოდ თავი დაუქნია და ქეთას პირდაპირ ჩამოჯდა-აბორტს აპირებ? -არ ვიცი. -თუ დააპირებ, მე გამოგყვები. თუ არ დააპირებ და ერთად გავზრდით. ორივე შემთხვევაში მე შენს გვერდით ვარ-მარიამმა აღარაფერი უპასუხა. ჩაფიქრებული იჯდა და ქეთას უყურებდა. -არ გავიკეთებ-გადაჭრით უთხრა-დედას და მამას როგორ უჭირდათ მთელი ცხოვრება, მაგრამ ერთხელ არ უფიქრიათ აბორტზე და ორივე გაგვაჩინეს. ბავშვმა რა დააშავა თუ მამა დეგენერატი ჰყავს. ოღონდ ქეთა, თუ ალეკო და დემეტრე გკითხავენ უთხარი რომ ვიყავი ექიმთან და მითხრა, რომ არ ჩანს სისხლში არაფერი და არც ეხოზე. ანუ სავარაუდოდ მომეშალა. ან არც ყოფილა ორსულობა. -მოიცა, დამალვას აპირებ? -კი და მერე რამეს მოვიფიქრებ. -რას მოიფიქრებ?-ქეთას თვალები გაუფართოვდა-მოატყუებ? ბავშვს რას ეტყვი? -ქეთა, გეხვეწები ნუ მძაბავ!-მარიამმა ჩანთა გახსნა და გამოცვლა დაიწყო-არ ვიცი. მაგრამ დემეტრესნაირი მამის ყოლას ყველაფერი ჯობია. არ შემიძლია მთელი ცხოვრება მისი ყურება. მეც და ბავშვსაც გაგვიმწარებს სიცოცხლეს. მოთამაშეა, არასდროს დაანებებს თავს. მოღალატე და ამაზრზენი კაცია. -ესე მალე როგორ შეგძულდა? -აი ეგრე. როცა ერთდროულად კაცი ას საზიზღრობას გაგიკეთებს, გიღალატებს და ნდობას დაგაკარგვინებს, სულ რომ 30 წელი ყოფილიყავით ერთად, მყისიერად გიქრება მის მიმართ სიყვარული. კარგი, არ მაქვს ამდენი დრო. უნდა გავიდე-იარაღიც აიღო აირსოფტისთვის და ქვევით მისაღებში ჩავიდა. -მარიამ-ევა მივიდა მარიამთან-წამოდი ჩვენ გუნდში იყავი. ცოტნე და პეტრე ჩვენს წინააღმდეგ არიან და მეტი ადამიანი გვჭირდება აქეთ. მაგრამ ლაშა ჩვენსკენ არის. -ლაშა? -ჩვენი მარკეტინგის დირექტორი. გაგაცნობთ მაგასაც-მარიამს გაუკვირდა ევასგან ასეთი თბილი მოპყრობა. ალბათ ჯერ არ იცოდა, რომ მეუღლეს გაშორდა, თორემ ეგრევე ნერვიულობას და ეჭვიანობას დაიწყებდა ცოტნეზე-ლაშაა!-ევა უკნიდან მიეპარა საწყალ მარკეტინგის დირექტორს, რომელიც თავისთვის მშვიდად ეწეოდა სიგარეტს ეზოში და გული კინაღამ გაუხეთქა. წელზე შემოხვია ხელები და ლოყაზე აკოცა. -ნახე ვინ მოგიყვანე, ეს არის ჩვენი ცოტნიკოს ახალი ასისტენტი. პეტრეს თამაშების მერვე სეზონის ახალი მონაწილე! -მარიამისკენ შემოატრიალა გულგახეთქილი კაცი. ლაშაც დაახლოებით ცოტნეს ასაკის იქნებოდა-ლაშა და ცოტნე სკოლის პერიოდიდან მოდიან ერთად. -სასიამოვნოა-მარიამმა ნაძალადევად გაუღიმა, საერთოდ არ ადარდებდა ეხლა არც ლაშა, არც ევა და არც ეს თიმბილდინგი. -ჩემთვისაც-ლაშამ ხელი ჩამოართვა-რაღაც არ შემხვედრიხართ ფირმაში. თეონაც ახალი წასულია. -ორი დღეა უკვე თელავში ვართ წამოსული. -ალბათ სასტუმროებს გათვალიერებინებს და სტაფს გაცნობს ცოტნე. -კი-თავი უხერხულად იგრძნო. ვეღარ ხვდებოდა რითი გაეგრძელებინა საუბარი. -ამ საღამოს დასალევად გავდივართ, ვიწრო წრე. მე, ევა, პეტრე და თავისთავად ცოტნეც. ხომ არ წამოხვიდოდი?-ფეხმძიმედ იყო და რა თქმა უნდა ვერ დალევდა, მაგრამ უარის თქმაც ეუხერხულებოდა. -ვნახოთ, თუ პეტრე არ გვაწამებს თავისი თამაშებით და მექნება ენერგია, აუცილებლად. -ზუსტადაც, რომ დაღლილზე უნდა დალიო-ლაშა არ მოეშვა-წამოდი აუცილებლად. თეონასთან დიდად ახლოს ვერ ვიყავით, უცხოდ იქცეოდა სულ. შენ მაინც არ გაგვიტეხო. -ვეცდები-მარიამმა ისევ ნაძალადევად გაუღიმა და პეტრეს ძებნა დაიწყო. ერთი სული ჰქონდა როდის დაიწყებდნენ თამაშს. გავიდნენ როგორც იქნა სასტუმროს უკანა ეზოში, მაგრამ ეზოს გარდა ყველაფერი იყო. უზარმაზარი ხეები იყო დარგული და ტყეს უფრო წააგავდა. ყველაფერი ულამაზესი იყო. თამაში დაიწყო და ყველამ სირბილი დაიწყო მოწინააღმდეგე გუნდის დასამალად და ზონების გაყოფას შეუდგნენ. მარიამი სირბილს ერიდებოდა და ჩქარა დადიოდა. ამ დროს უკნიდან ევა და ლაშა მოადგნენ. -რა არის ეს! პეტრეს თამაშების პირველი წაგებული გინდა გახდე?-ევამ მკლავში ჩაავლო ხელი-ცოტა გაიქეცი თორე მოგახვედრებენ-სირბილით წაიყვანეს და ხეებს ამოეფარნენ. მარიამს უკვე თავბრუ ესხმოდა. ამასობაში გასროლის ხმა გაიგო და შემდეგ პეტრეს და ცოტნეს ხარხარი. -წადი ნანა წადი! გავარდი! -ძაანაც კაი, ძალიან მეზარებოდა! -მოიცადე-მარიამი ლაშას მიუბრუნდა-ანუ თუ ეს ერთხელ მომხვდა გავვარდი? -ჰო, არ იცი წესები?-ევამ გაკვირვებულა ჰკითხა. -არა-მარიამი უცბად ხეს მოცილდა და პირდაპირ ცოტნე და პეტრესკენ გავიდა. -პატარა გოგო-ცოტნემ სიცილით დაუძახა-შენ წესებს არ უსმინე?-იარაღი დაუმიზნა. -რას შვები-ლაშამ უკნიდან ჩაავლო ხელი და ისევ ხეს ამოაფარა. -მ..მეგონა მოვასწრებდი სროლას. -იარაღი არც აგიწევია-ლაშამ სიცილი დაიწყო-მოდი ჩემს უკან იყავი და მე ვისვრი თუ რამე. მალე დაამუღამებ ამ თამაშსაც. -ლაშა!-ცოტნეს ხმა გაისმა-მიდი გამოუშვი ერთი რისი მსროლელია. მაინტერესებს. -ეხლავე რა! ნანა არ გეყოთ ეტყობა. ევას და მარიამს არ გაგაგდებინებთ!-უცბად ესროლა ცოტნეს, მაგრამ ააცილა და პეტრეს მოახვედრა. -ჰა-ჰა-ჰა!-ახლა ლაშას ხარხარი ისმოდა მთელს ეზოში. -კარგი, მოდი გავიფანტოთ ასე სჯობს-მარიამი უცბად დაუსხლტა ისევ ლაშას ხელიდან და საპირისპირო მიმართულებით გაიქცა. -მარიამ!-ისმოდა ყრუ შეძახილები ევას და ლაშასგან. ამასობაში იმდენი ირბინა მიხვდა, რომ დაიკარგა, მაგრამ ისე ეზარებოდა იმ თამაშში მონაწილეობა ხესთან ჩამოჯდა. -დაისვენა თავმა-ამოისუნთქა და ბუნებით ტკბობას შეუდგა-არა რა სისულელეებით ერთობიან ადამიანები-თავისთვის დაიწყო ლაპარაკი-როცა ასეთი ბუნებაა, ზღვა, სიმშვიდე, ჰაერი. რა დროს აირ სოფტი თუ ჯანდაბაა და რა დროს დალევა. მერე რა რომ დავიკარგე და ეზოს გავცდი. აგერ იქ ზღვას ვხედავ და ბათუმი პატარა ქალაქია. როგორმე მივბრუნდები უკან. თან რამდენს გავირბენდი მაინც და მაინც-მაგრამ უკვე ღამდებოდა და სასტუმროს ტერიტორიის იქით განათება არ იყო-მაგრამ ეხლა ისღა მაკლია ცოტნეს ახალი მიზეზი მივცე, რომ გამაგდოს სამსახურიდან. მომიწევს მიტრიალება-ამოიოხრა და წამოდგა. ამასობაში მოესმა ფეხის ხმა, უცბად მის წინ ცოტნე გაჩნდა, რომელმაც იარაღი მოიმარჯვა და მარიამს მხარში გაარტყა საღებავი. -აუ!-მარიამს კი ეცვა სპეციალური ტანსაცმელი, მაგრამ მაინც ეტკინა-აქ ხომ დამთავრდა ზონა! -მერე რა-ცოტნეს გაეცინა-შენ თუ არღვევ თამაშის წესებს იქაც მე. დაიკარგე?- -არა-მარიამმა თავი მოიკატუნა-არაფერიც. ზღვით ვტკბებოდი-ცოტნემ გაკვირვებულმა გახედა ზღვას, რადგან ძლივს მოჩანდა აქედან. -აჰა, ისე იცი ხო რომ შეგილია სანაპიროზე გასვლა აქედან რო არ იჭყიტებოდე. კარგი, გაგაგნებინებ გზას თორე მოკვდნენ ისინი შენი ძებნით-ისე იქცეოდა, თითქოს მარიამის საძებნელად კი არა და თამაშის მოსაგებად მოსულიყო. -შენ წადი-მარიამმა ამაყად და თავაწეულმა მიუგო-მე ცოტახანში მოვალ. მაინც წავაგე. -პეტრე გველოდება. კიდევ ერთი თამაში აქვს. წავედით. -კარგი ჰო-მარიამი ჩქარი ნაბიჯებით წავიდა წინ, თითქოს გზა იცოდა. ცოტნეც უსიტყვოდ გაყვა, აინტერესებდა სადამდე გასტანდა მისი სიჯიუტე. ესეც მოკლე აღმოჩნდა, რადგან მარიამმა ამ ჩქარ სიარულში ფეხი გადაიბრუნა და ზღართანი მოადინა პირდაპირ ტალახში. იხტიბარი არ გაიტეხა და ცოტნეს გაბადრული სახით შეხედა და სიცილი დაიწყო. -არა ხარ შენ ნორმალური-ცოტნემ ამოიოხრა-წინ ყურება არ გასწავლეს? ადექი. -შენ არ გასწავლეს ადამიანი რომ უნდა ააყენო თუ დაეცა? -შენ ისეთი დამოუკიდებელი პიროვნება ხარ, რომ დახმარებას ვერ გაკადრებ. ფემინისტიც იქნები, კი. -აი შენნაირი ავა...პითეკანთროპების ხელში, ფემინისტი კი არა...-აქ დაასტოპა, გაახსენდა, რომ ისევ მის უფროსს ესაუბრებოდა-ბატონო ცოტნე, თქვენ გააგრძელეთ გზა. მე ჩემით ავდგები. -აჰა, ახლა ბატონო ცოტნე. 2 წამის წინ პითეკანთროპი-ცოტნე ხეს მიეყუდა და ხელები გადააჯვარედინა. -რას აკეთებ? -გელოდები, როდის ადგები. -ვერ ვდგები!-მარიამმა დაიჩხავლა-ფეხი მტკივა-ცოტნემ ნიშნის მოგებით გაუღიმა, მასთან მივიდა, მკლავში ჩაავლო ხელი და უცბად წამოაყენა. -ივლი? -ხო აბა სხვა რა გზა მაქვს-კოჭლობით დაიწყო სიარული, მაგრამ იმდენად ნელა დადიოდა ცოტნეს ნერვები მოეშალა და უცბად აიყვანა ხელში. მარიამს არ გაუპროტესტებია იმდენად ტკიოდა ფეხი. მეორეს მხრივ უხაროდა, რომ პეტრეს თამაშებს აცდებოდა. -ეხლა ამას აღარ აპროტესტებ?-ცოტნემ გამომწვევად ჩახედა მარიამს თვალებში და სპეციალურად ახლოს მიიტანა სახე მასთან |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.