შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პითეკანთროპი(5)


6-05-2024, 22:50
ავტორი sati
ნანახია 1 213

-კი, პითეკანთროპი. კარგია რომ დაიმახსოვრე-მარიამმა ხელები გადააჯვარედინა და ზურგი აქცია ცოტნეს-შეგილია დატოვო ჩემი ოთახი სანამ შესვენება გვაქვს და მეორედ არ გაბედო ჩემი კოცნა.
-იოცნებე. სხვათაშორის ბევრი ქალი ოცნებობს ჩემთან რომანზე-ცოტნემ ყურში ჩასჩურჩულა, მარიამს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, ოღონდ არა იმიტომ რომ მასთან მართლა სურდა ურთიერთობა.
-ფუ რა კლიშე ხარ-მხრები აიჩეჩა, ოდნავ წინ წაიწია და ისევ ზურგით დადგა.
-კარგი, გავალ-ცოტნე კართან მივიდა, გაღება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა-ბარათი მომეცი.
-არ არის ჩაკეტილი კარი-მარიამმა ბარათი მაინც წამოიღო მიადო კარს, მაგრამ არ გაიღო-მაგარი გამართული სასტუმრო გაქვს.
-ალბათ შუქი წავიდა-შუქის ანთება სცადა, მაგრამ არ აინთო-გენერატორი ჩაირთვება ცოტახანში.
-კარგი, დაველოდოთ-ორი წუთი უხერხულ სიჩუმეში იდგნენ, მაგრამ კარი არ იღებოდა, ვერც რესეფშენში რეკავდნენ-შენი ტელეფონით დარეკე.
-ნომერში დავტოვე. შენით დავრეკოთ.
-ჩემი ... იტენება-მარიამმა ამოილუღლუღა.
-კარგი, ცოტახანში მოვა შუქი ან გენერატორი ჩაირთვება. თუ არადა რამდენიმე ადამიანი დღეს სამსახურს დაკარგავს-ცოტნე მშვიდად გაბრუნდა და სავარძელზე დაჯდა.
-რას ქვია ცოტახანში? მე არ მინდა შენთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა ამდენი ხანი-კარს დაუწყო ისტერიულად ჯაჯგური.
-რა იყო, ჩემი გეშინია?-ცოტნემ თავი მარიამისკენ გაატრიალა და აათვალიერა სიფრიფანა ციდა მარიამი, რომელიც კარს გამალებით ეჯაჯგურებოდა. თითქოს თუ არ გააღებდა მოკვდებოდა.
-კი, ჩვეულებრივი მანიაკი ხარ. ყველა შენი თანამშრომელი შენთვის სექს სათამაშოს ტოლფასია-მარიამი თან ცოტნეს ეჩხუბებოდა და თან კარს არ ეშვებოდა.
-გატეხავ და საერთოდ ვეღარ გააღებენ-ცოტნემ მშვიდი ხმით უთხრა.
-არაუშავს-იმდენად არ უნდოდა მასთან ერთად ოთახში მარტო დარჩენა, რომ მზად იყო მხრით გაემტვრია კარი და ისე გასულიყო აქედან. ცოტნე მიხვდა, რომ ასე ადვილად არ გაჩერდებოდა, ერთი მძიმედ ამოიოხრა, წამოდგა და მარიამს მკლავში ჩაავლო ხელი და მისკენ მიაბრუნა.
-კარს გააფუჭებ და ამას ხელფასიდან დაგიქვითავ-მკაცრად გააფრთხილა და თვალი თვალში გაუყარა-გასაგებია?-მარიამმა ინსტინქტურად დაუქნია თავი, მის უცბად შეცვლილ ტონზე შეცბა-სიტყვიერად მიპასუხე.
-კი, გასაგებია-ისევ ავტომატურად უპასუხა. ცოტნე ცალი ხელით კარს ეყრდნობოდა, მეორე კი მარიამის წელთან, სახელურზე ედო.
-სანამ რამე იტკინე წადი დაჯექი და დაველოდოთ გენერატორის ჩართვას-განზე გადგა და მარიამს სავარძლისკენ მიუთითა. ისიც დამჯერი ბავშვივით მივიდა სავარძელთან და დაჯდა. ცოტნემ მაცივარი გამოაღო, წყალი დაუსხა მარიამს ჭიქაში და წინ დაუდგა მაგიდასთან. მერე მის პირდაპირ დაჯდა. მარიამს უცნაურად უყურებდა მთელი ეს დრო, თითქოს ელოდებოდა როდის ეტყოდა სიმართლეს იმის შესახებ რაც მის თავს ხდებოდა. მაგრამ მარიამი არ თვლიდა, რომ მისი პირადი ცხოვრება ცოტნეს გასარჩევი იყო. ალბათ პეტრემ მოუყვა ყველაფერი.
-ფეხმძიმედ რომ ვიყო, სამსახურიდან გამაგდებ?-მარიამს თვალები აუცრემლიანდა-ოღონდ ამას იმიტომ არ გეკითხები, რომ თავს გაცოდებ.
-არა-ცოტნემ გაუღიმა-დეკრეტშიც გაგიშვებ და შემცვლელსაც დროებით გიპოვი. უბრალოდ მირჩევნოდა ასეთი რამ წინასწარ მცოდნოდა სანამ თანამშრომელს ავიყვანდი-ცოტნემ შეამჩნია, რომ მარიამს ცოტა აკლდა ტირილის დაწყებამდე-უკვე ვიცი კრეატიული სახელი, რაც შეგიძლია ბავშვს დაარქვა. პითეკანთროპი? არის სხვა ვარიანტებიც, საჰელანთროპი? ავსტრალოპითეკი?-მარიამს როგორც იქნა გაეცინა მის უკბილო ხუმრობებზე.
-არ მეგონა თუ ამდენი გეცოდინებოდა ადამიანის წარმოშობის ისტორიაზე.
-ბევრი ადამიანისთვის გიწოდებია პითეკანთროპი?-ცოტნემ გულწრფელი ცნობისმოყვარეობით ჰკითხა.
-არა-მარიამს გაეღიმა-შენ წარმოიდგინე და აქამდე არავის ისე არ გამოვუყვანივარ წყობიდან, რომ მისთვის პითეკნათროპი მეწოდებინა.
-ამ დროს მე ამას შეურაცხყოფადაც კი არ აღვიქვამ, აი ისტორია რო იცოდე, არც შენ აღიქვამდი-მარიამმა წყალი მოსვა ჭიქიდან და ცოტა დამშვიდდა.
-ბოდიში. ამდენს რომელი უფროსი ამიტანდა არც ვიცი.
-არც მე-ცოტნემ სრული სერიოზულობით უპასუხა-აქამდე დამიჯერე ჩემი ნებისმიერი თანამშრომელი გაგდებული მეყოლებოდა.
-აბა მე რატო არ მაგდებ?-მარიამი შეცბა.
-ფეხმძიმე თანამშრომელი რომ სამსახურიდან გავუშვა, არ გამოჩნდება კარგად. მერე რა ვიცი, იქნებ მართლა მიჩივლო. დაშნიანი პითეკანთროპის წინააღმდეგ, საოცარი სასამართლო გვექნება. ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი მონაგონი იქნება-მარიამმა შვებით ამოისუნთქა-და მართლა, რას აპირებ?
-იცი რას გეძახიან სამსახურში თანამშრომლები?
-კი-ცოტნე უკან გადაიწია და სავარძლის საზურგეს მიაყრდნო, ხელები კი საზურგეზე დადო-რობოტს.
-კი. და ეგოისტს. ამ დროს, პითეკანთროპი, ხეპრე, უხეში, მაგრამ ეგოისტი ნამდვილად არ ხარ.
-ვარ-ცოტნემ ისევ ცინიკურად გაუღიმა-თან ძალიან ეგოისტი ვარ.
-და ესე ამაყად ამბობ ამას?-მარიამს პირი დარჩა ღია.
-რაც ვარ, ის ვარ. ამ ასაკში ნამდვილად ვეღარ შევიცვლები.
-ვაუ-სიცილი დაიწყო-ასეთი გულწრფელი ეგოისტი იშვიათია. ზოგადად არ აღიარებენ ხოლმე. და მერე არ გინდა, რომ შენს თანამშრომლებს ცოტა სხვანაირი ეგონო?
-არა, მერე თავზე დამაჯდებიან. აი როგორც ახლა შენ-ბოლო წინადადება სრული სერიოზულობით უთხრა, მაგრამ მარიამს გულზე არ მოხვედრია, პირიქით ისევ გაეღიმა.
-ბოდიში-სიცილი ძლივს შეიკავა.
-მაგრამ გეპატიება, ჩემი ძმის მეგობარი ხარ და ალბათ ამიტომ აძლევ თავს ამდენის უფლებას.
-არა, ვერ ვიტყოდი, რომ ახლო მეგობრები ვართ.
-რავი, ღამის 11 ზე ხშირად ადგები შენს კურსელებს სახლში?
-მაგას.. რა მნიშვნელობა აქვს ახლა? ჰო არ ვართ ახლო მეგობრები, მაგრამ იმ მომენტში მხოლოდ პეტრეს შეეძლო ჩემი დახმარება.
-გასაგებია-ცოტნეს გამომეტყველება შეეცვალა, წარბები შეკრა და მარიამს თვალი აარიდა. მარის ეუცნაურა მისი ხასიათის ცვლილება, მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა ამ ყველაფერს.
-მე და შენი ძმა უბრალოდ კურსელები ვართ, ვაღიარებ მომწონდა ადრე. მაგრამ ზედ არ მიყურებდა, არ მამჩნევდა. მაშინ დიდად გარეგნობით არც გამოვირჩეოდი და ცოტა სხვა ტიპის გოგოები მოსწონდა.
-და რატომ აღარ მოგწონდა მერე?
-კაცი ყურადღებას რომ არ გაქცევს, იქით ნამდვილად აღარ უნდა სდიო.
-ნწ, ჯერ პატარა ყოფილხარ-ცოტნე მისკენ გადაიხარა-კაცები თავიდან ყურადღებას არანაირად არ მოგაქცევენ.
-აჰა, შენ გამოცდილი ყოფილხარ ანუ. მომიყევი რამდენ კაცთან გქონია ურთიერთობა?-ცოტნე გაწითლდა სახეზე, მიხვდა, რომ სხვანაირად გამოუვიდა. მარიამისთვის ჭკუის დარიგება უნდოდა და ახლა მისი დასაცინი გახდა-არა მართლა მაინტერესებს, ჩემთან რამდენს მარიაჟობ.
-გინდა ჩამოგითვალო ოფისში რამდენ ქალს მოვწონვარ? ზოგს ვუყვარვარ.
-არ მჭირდება, ვხედავ. მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვის მოწონხარ? ან უყვარხარ?-მარიამმა ჯინიანად გაუღიმა მოგების ნიშნად-შენს საწყალ მდივნებს, რომლებიც წლებს ატარებენ ამ ოფისში, გვიანობამდე მუშაობენ და დრო არ აქვთ ვინმე ახალი გაიცნონ. ეს იგივეა საავადმყოფოებში ექთნები 18საათს რომ მუშაობენ და ერთმანეთის გარდა სამეგობრო წრე სხვა არ ყავთ და იქ ეძებენ შეყვარებულებს.
-და შენ რა იცი რომ სამსახურის გარეთ არ მყავს ქალი?-ცოტნე ახლა უკვე გაღიზიანებული იყო, არ მოსწონდა როდესაც ქალი ეღადავებოდა.
-არ ვიცი. რომ გყავდეს მაშინ მე რატომ მაკოცებდი?
-გითხარი უკვე.
-ხო, რომ გაგეჩუმებინე. ანუ შენ ქალებს სხვანაირად ვერ აჩუმებ?
-მარიამ, არავის უთქვამს შენთვის რომ ქალს გრძელი ენა არ უხდება?-ცოტნე პირდაპირ შეტევაზე გადავიდა, არ მოსწონდა მარიამის თვაგასულობა.
-კი, მაგრამ სხვისი აზრი ჩემი ენის შესახებ ნაკლებად მაწუხებს-მარიამიც არ ნებდებოდა-ისიც ვიცი, რომ იმ ნინის მოწონხარ. შემოვედი თუ არა ეგრევე დაინტერესდა შენი თანამშრომელი ვიყავი თუ შეყვარებული. განა იმიტომ აპირებდა ჩვენს ოთახში მოთავსებას რომ თეონასთან გქონდა ხოლმე სექსი, პირიქით ნინისთან გქონდა ხოლმე. ან ორივესთან, არ ვიცი. მაგრამ ფაქტია რომ მასთანაც გქონია ურთიერთობა. და ასე გადახლართული სექსუალური ურთიერთობები სამუშაო ადგილას დაგინგრევს ბიზნესს. ერთხელაც ვინმე გიჩივლებს სამსახურში სექსუალური შევიწროებისთვის.
-სექსუალური შევიწროება-ცოტნემ გადაიხარხარა-ისე გამოგყავს თითქოს ვინმეს რამეს ვაძალებდე. ნინი ოთახში მელოდება და ერთი სული აქვს როდის შევალ.
-შედი მერე-მარიამმა მხრები აიჩეჩა-რას მაშინებ?
-შევალ, როგორც კი შუქი მოვა.
-ჩემი აზრით, ნინის იმდენად ყელში ყავს შენნაირი კაცები, თვითონ გათიშა სასტუმროში შუქი, რომ საღამომდე შენი სახე ვერ დაინახოს-მარიამი უკვე სიცილს ვეღარ იკავებდა, ბოლო ხმაზე კისკისებდა, რადგან ცოტნე სახეზე უკვე ძალიან გაწითლებული იყო. რომ შეატყო მას არ ეცინებოდა და უკვე მართლა ბრაზდებოდა, შეეშინდა სამსახურის დაკარგვის და ეგრევე გაჩერდა-კარგი მაპატიე, მოდი ჰორმონებს დავაბრალოთ გთხოვ-მარიამის შიში რომ შეამჩნია, ახლა თვითონ დაიწყო სიცილი-ბოროტი ხარ.
-ნწ-ცოტნემ წარბები აათამაშა-პითეკანთროპი მომწონს მე-მარიამი სულ წითლდებოდა ამ ეპითეტზე, რადგან ახსენდებოდა როგორ შეუსწრო ოფისში როცა პეტრესთან ლანძღავდა და თავს ისევ უხერხულად გრძნობდა.
-ღმერთო როდის გაიღება ეს კარი-ზუსტად იმწამსვე გაისმა წრიპინის ხმა, გენერატორი ამუშავდა და კარიც გაიღო-მადლობა ღმერთს-სწრაფად წამოდგა სავარძლიდან და ოთახის კარი გააღო და ცოტნეს მიუთითა გასასვლელისკენ-აბა.
-15 წუთში იწყებ მუშაობას. ვერანდაზე მინდა გაესაუბრო რამდენიმე ჩვენს სტუმარს, ვითომ შენც აქაური დამსვენებელი ხარ. კითხე რა სად არის, რა როგორ მუშაობს, როგორ მოსწონთ აუზების სისუფთავე და ა.შ. 2 საათის მერე შეგიძლია დაისვენო და შენი სამუშაო დღეც დასრულდება.
-მაშინ რატომ არ შეიძლება რომ მალევე დავბრუნდეთ უკან?
-იმიტომ რომ თიმ ბილდინგს გეგმავს პეტრე და შეილება ზეგ ბათუმში ჩამოვიდეს მთელი გუნდი.
-კარგი. აბა-ისევ გასასვლელისკენ მიუთითა.
-მერე მე მიპოვე და გამაგებინე ყველაფერი-ცოტნე მარიამის ჯინაზე ნელა წამოდგა და კუს ნაბიჯებით, საათნახევრის მერე გავიდა ოთახიდან. მარიამი მოწესრიგდა და ქვევით ჩავიდა დამსვენებლებთან გასასაუბრებლად. ვერანდაზე ბევრი ადამიანი იყო, რადგან მაისში იმატებდა სტუმრების ნაკადი. ერთ მაგიდასთან დაჯდა, ახალგაზრდა წყვილის წინ. მათ საუბარს უსმენდა და ეძებდა შესაფერის დროს რომ ჩაჭრილიყო მათ დიალოგში. ტონის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით რაღაცაზე კამათობდნენ.
-ამდენი ფული გადავიხადე ამ სასტუმროში და ეხლა გინდა, რომ ბებიაშენის გამო დავბრუნდეთ უკან?
-ნიკა, რატომ არ გესმის? ნერვიულობს, გაიგო რო ერთად ვართ და წნევიანს მარტო ვერ დავტოვებ.
-ვინმე ჩვენი მეგობარი მივიდეს, ნახოს როგორ არის და წამოვიდეს.
-შენ გააფრინე? შენ დატოვებდი ბებიაშენს ასე?
-ბებიაჩემს არ მივცემდი უფლებას 25 წლის ასაკში კიდე ეკონტროლებინა ვისთან და სად დავრჩებოდი.
-შენ ბიჭი ხარ და ამიტომ აზროვნებ ასე. აი მოდი სხვას ვკითხოთ-გოგონა უკან გაბრუნდა და ცოტნე დაინახა-უკაცრავად, თქვენ როგორ ფიქრობთ?
-ბატონო?-ცოტნემ გაკვირვბეულმა გახედა.
-იმხელაზე ვყვიროდით დარწმუნებული ვარ გაიგეთ. თქვნეი აზრი მაინტერესებს.
-ყვირილით ნამდვილად ყვიროდით, ამის გამო შენიშვნასაც იმსახურებთ მომსახურე პერსონალისგან, ხალხი აქ დასასვენებლად მოდის და არა თქვენი ჩხუბის მოსასმენად.
-უკაცრავად-მარიამი წამოხტა სკამიდან და მათთან მივიდა-ბოდიშის მოხდით მე გავიგე თქვენი ჩხუბის შესახებ, ვფიქრობ აუცილებლად უნდა წახვიდეთ ბებიასთან.
-იცით რამდენი გადავიხადე ამ სასტუმროში?
-მაინც რამდენი?-მარიამმა ჰკითხა და კალამი მოიმარჯვა.
-საკმაოდ ბევრი!
-და კმაყოფილი ხართ?-მარიამმა შესაძლებლობა არ გამოტოვა.
-ბატონო?-ნიკას თვალები გაუფართოვდა და გაგიჟებულმა შეხედა მარიამს.
-სასტუმროს მომსახურებით.
-რ..კი-ნიკას მარიამი გიჟი ეგონა-ეს სად მოვხვდი. სადაც გინდა იქ წადი-ნიკა წამოხტა მაგიდიდან და შიგნით შევარდა. ცოტნე სიცილს ძლივს იკავებდა, მარიამი კი პამიდორივით წითელი იყო სახეზე.
-ბოდიშს გიხდით-გოგონას გაეცალა და ცოტნესთან მივიდა-რა გაცინებს?! ეს უნდა ვაკეთო მთელი დღე?-ცოტნე უკვე კისკისებდა.
-არა-ძლივს ამოისუნთქა-ამისთვის რივიუები არსებობს, რასაც ბუქინგზეც მიტოვებენ.
-აბა რა ჯანდაბისთვის მომიყვანე აქ?
-მინდოდა რომ სასტუმროები გენახა. ხშირად მოგვიწევს აქ ჩამოსვლა და შენი აზრი მაინტერესებდა, როგორც ჩვეულებრივი დამსვენებლის.
-შენ.. შენ არანორმალური ხარ-მარიამმა მაგიდაზე დააგდო ბლოკნოტი და პასტა გაცხარებულმა.
-თეონაც თავიდან ასე ჩამოვიყვანე. იმას უარესი რამ გავუკეთე. მაგრამ მაგას მერე მოგიყვები. თან მინდოდა გამომეცადა, რამდენად დაემორჩილებოდი ჩემს მითითებებს. ახალი ასისტენტი ხარ. თან ზეგ ისედაც მოგვიწევდა ბათუმში წამოსვლა, თიმ ბილდინგს ვაწყობ ჩვენს ერთ-ერთ ფილიალში.
-მე.. მე ვერ ვიმუშავებ ასეთი გრაფიკით ცოტნე.
-რას ქვია ვერ იმუშავებ?
-წინასწარ უნდა ვიცოდე სად და როდის ვარ წასასვლელი. არც ტანსაცმელი მაქვს, არც არაფერი.
-პეტრე მივა შენს სახლში, შენს მეუღლეს თხოვე ჩაგილაგოს რამე და წამოიღებს-ცოტნემ სპეციალურად უხსენა მეუღლე, მარიამის პირადი ცხოვრება მისთვის საინტერესო იყო. ოღონდ თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ, უბრალოდ ერთობოდა მის ნერვებზე თამაშით თუ გულწრფელი ცნობისმოყვარეობა კლავდა.
-არ მყავს მეუღლე და კარგად იცი.
-მაშინ ვინმე სხვას, უპატრონო ხარ?
-არა. ვეტყვი ჩემ დას, მაგრამ საქმე ამაში არ არის. ყველა შენს ჭკუაზე ვერ ივლის.
-ვითომ რატომ?-ცოტნე წამოდგა და მარიამს წინ გადაეღობა-საკმარის ფულს ვიხდი იმაში, რომ ჩემმა თანამშრომლებმა ზუსტადაც რომ ჩემს ჭკუაზე იარონ.
-ვერანაირი ფულის რაოდენობა ვერ მაიძულებს, რომ შენი მონა გავხდე და შენს დაძახებაზე ხან ბათუმში გამოვიქცე და ხან ჯანდაბაში.
-კარგი, ხელფასს გაგიზრდი.
-არ მჭირდება.
-აბა სამსახურიდან მიდიხარ?
-არა. უბრალოდ გაფრთხილებ.
-აჰა იქით შენ მაფრთხილებ-ცოტნე ისევ მისკენ მიიწია.
-ვერ ვხვდები რას აკეთებ-მარიამმა უკან დაიხია-სერიოზულად მეფლირტავები ახლა? მეუღლეს ახლახანს გავშორდი, ფეხმძიმედ ვარ და მართლა მეფლირტავები?
-როგორც ახსენე, მეუღლეს გაშორდი-ცოტნემ თმა ყურზე გადაუწია და ლოყაზე მოუთათუნა ხელი.
-მომისმინე, მე სამსახურში მსგავსი ტიპის მოპყრობას არ ავიტან, რამდენიც არ უნდა გადამიხადო. ეს შენი ბანძი ღადაობები, ფლირტი და ჩემი სასტუმროში წამოყვანა ასე არ გაგივა. სულ რომ თავისუფალი ქალი ვიყო, არ გაქვს უფლება ბოროტად გამოიყენო შენი ძალაუფლება. არ ვიცი თეონა და სხვა ასისტენტები როგორ გიძლებდნენ და რეებს გიტარებდნენ, მაგრამ მე ამას არ ავიტან. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძალიან მჭირდება სამსახური, ფაქტობრივად წყალივით, თუ შენ დამოკიდებულებას არ შეცვლი ჩემს მიმართ, მე სამსახურიდან მივდივარ-ცოტნე ცოტახანი იდგა და უემოციოდ უყურებდა მარიამს.
-იცი, კარგი ვქენი, რომ აქ წამოგიყვანე გამოსაცდელად. დათხოვილი ხარ სამსახურიდან და რომ არ მომედავო რომ ფეხმძიმობის გამო, გეტყვი, რომ უფროსთან ფამილარული დამოკიდებულების და დაუმორჩილებლობის გამო-მარიამს ყბა ჩამოუვარდა.



№1 სტუმარი სტუმარი ელენე

ახლა მე მჭირდება წყალივით ახალი თავიი:))

 


№2  offline წევრი sati

სტუმარი ელენე
ახლა მე მჭირდება წყალივით ახალი თავიი:))

laughing heart_eyes ვეცდები მალე დავდოო

 


№3 სტუმარი ნესტან

ეჰ ეს რა იყო არადა ეს წყვილი მომწონდა იმედი მქონდა ვითომ რაღაცის,მაგრამ შოკში ჩაავარდი ეხლა მარიამის ფეღმძიმობა იქნებოდა და კიდევ დათხოვილი ხარო სამსახურიდან რა იყო ეს საცოდავ გოგოს ეთამაშება ..ველოდები ახალ თავს მოუთმენლად მადლობა წარმატებები ♥️♥️♥️

 


№4 სტუმარი elene

velodebiiii????

 


№5 სტუმარი ნია

აუჰ ეს რა ხდება

 


№6 სტუმარი სტუმარი ელენე

დღეს დაიდება?❤️❤️

 


№7 სტუმარი ნია

რა ხდება 7 დღეა მხოლოდ ამ ისტორიას კი არა არცერთს ისტორიას არ დებენ იქნებ გვიპასუხოთ ძალიან მომწონსსაოცარი წყვილია მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent