შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განთიადი (მეოთხე თავი)


19-05-2024, 22:04
ავტორი დეკა
ნანახია 2 186

შემოდგომის სუსხმა დაიწყო შემოპარვა, თბილისის ქუჩებში.
იმოსებოდნენ ხეები ყავისფრით. იმოსებოდნენ რათა მალევე მოეძარცვა ქარს მისთვის, ხმელი ფოთლები.
წვიმები შემოეჩვია, სიცხისგან დაღლილს, მზისგან გამთბარ ლამაზ თბილისს.

გამოვიდა სამსახურის კარიდან დეკა.
თხელი ჟაკეტის ჯიბეში ჩაიწყო ნაზი ხელები. მიდიოდა შვილთან, ბაღში რომ უცდიდა დედას გამალებით.

-დეკა…
დაუძახა ზურგს უკან გოგონამ.
-ლილე? ჩამოხვედი?! რაკარგია რომ გნახე.
მიბრუნებული, ღიმილით გადაეხვია, ახლად შეძენილ მეგობარს.
-დეკა როგორ ხარ? ნიკო როგორაა? მომენატრა ძალიან.
ნაზად გაუღიმა გოგონამ და ამბების გამოკიფხვას შეუდგა.
მიდიოდნენ ნელი ნაბიჯით გაჩერებისკენ, ცვლიდნენ ამბებს, უყვებოდა ლილე სოფელში მომხდარს.
-მე ვაპირებდი ამ დღეებში გამოსვლას. ისე ენატრებით დოდოს და ნუგზარის. ამბობენ ჩამოსვლა გვინდაო, ნიკოს ახსენებდა ყოველწუთს ბიძია. ყველაფერი გამომკითხა და ფულიც გამომატანა.

შეცბა დეკა. ფულის გაგონებაზე სირცხვილის ტალღამ დაუარა სხეულში.
-რასამბობ ლილე?! ჯერ რაც მასესხეს ის არ დამიბრუნებია. გავუგზავნოთ უკან. დავურეკავ მე დოდო დეიდას.
დაბნეული ბუტბუტებდა სიტყვებს. გული უთბებოდა, იმის გამო კიარა, ფული რომ მისცეს, იმის გამო, რომ მშობლებივით ზრუნავდნენ მასზე. ესიამოვნა, რომ უყვარდათ უანგაროდ და ახარებდა მასზეც რომ ფიქრობდა ვინმე.
-ოხ დეკა
ჩაიცინა ლილემ
-ბევრი არაა, საჩუქრად გამომატანეს, ისიც მითხრეს არ გამოგართმევსო და დამავალეს ნიკოსთვის მეყიდა რაღაცეები. ვიცი გერიდება, მაგრამ აცადე, თაიას მონატრება მოიკლან შენით . აცადე ბიძაჩემს ღირსეულად მივიდეს მამაშენის საფლავზე და ახაროს, რომ ზრუნავს შენზე. მათთვის ესაა სიხარული დეკა, ხომიცი როგორ უყვარხართ?! ადროვე იცხოვრონ თქვენს სიყვარულში.
გაჩუმდა დეკა, მიხვდა მართალი იყო ლილე. მიხვდა შვილობა ეკუთვნოდა მათი, ვინც მშობლის ხელი გამოუწოდა. გაახარებდა დოდოს იცოდა, თუ გაიგებდა, რომ მისი ფულით ნიკოს საოცნებო ინტერნეტი შეუყვანა სახლში. სულ წუწუნებდა პატარა ბიჭი, მეგობრის სახლში ნანახი ანიმაციის გამო. უნდოდა მასაც შეძლებოდა, ეყურებინა მსგავსად.
ფული გამოართვა ლილეს, გამოჩნდა კიდეც ავტობუსი, ლაღად დაემშვიდობა და წავიდა კიდეც. დატოვა ბედთან მომღიმარი, გაჩერებაზე.

-ნიკოლა, ორი წინადადება მაქვს, მოდი შემოთავაზება დავარქვათ. შენ გირჩევნია დავაყენოთ ინტერნეტი, თუ ვიყიდოთ ახალი ბოტასები და ქურთუკი შემოდგომისთვის?
ნიკოლას ჭინკები აუთამაშდნენ თვალებში, ანცად წამოიწყო საუბარი.
-დედა, არ მცივა მე, აი ხომ მაცვია ბოტასები? ინტერნეტი უფრო გვჭირდება ხო?
სასაცილოდ გაეკრიჭა ქვემოდან მომზირალი.
გაეცინა დეკას, ისედაც იცოდა წინასწარ პასუხი, დასმულ კითხვაზე. შვილს ლოყები დაუკოცნა და მხიარულად ავიდნენ ავტობუსის კიბეზე. ფიქრობდა როგორ ეყიდა საშემოდგომო ტანისამოსი შვილისთვის. მოუწევდა ხელფასიდან ფულის დახარჯვა, ფულის რომელსაც ვალის გადასახდელად ინახავდა ყოველ თვე.

არ ეყოფიდა ის სამსახური, სადაც მუშაობდა. ახალი საფიქრალი გაუჩნდა, უნდა ენახა რამე უკეთესი, ან დამატებითი მაინც.

ბედნიერი იყო პატარა ნიკო. იჯდა ტელევიზორის წინ და უყურებდა მისთვის სასურველ ანიმაციებს.
-მხოლოდ ერთი ნიკო, ხომიცი მთელი დღე არ გაქვს უფლება. თვალები გეტკინება დე, არ მაწყენინო კარგი?
-დე ამას ვუყურებ და ვსო.
ნაზად გაუღიმა შვილს და გაემართა კარისკენ, საიდანაც ნელი კაკუნი მოესმა.

-გამარჯობა დეკა.
-ლუკა? გამარჯობა.
-არ შემომიშვებ?
-კი მოდი, კიკი შემოდი.
თვალების ფახუნით შემოატარა კართან მდგომი, მისი დაბნეულობა და გაოცება უფრო გამძაფრდა, როცა გადმოიხარა და ნაზად აკოცა ლოყაზე მამაკაცმა.

-ნიკო როგორხარ?
მხიარულად დაუჯდა გვერდით პატარა ნიკოლას.
-კარგად ვარ, შენ? ნახე ჩვენ ინტერნეტი გვაქვს და ჩემს ტელევიზორშიცაა მულტფილმები.
-რა მაგარია?! შეიძლება ერთად ვუყუროთ?
-ვუყუროთ კი. ნახე “ნადირობის სეზონი”ქვია.
-ვიცი ეს, ძალიან მიყვარს მეც.

გაოცებული უყურებდა დეკა, დიალოგში გართულებს. ისე იქცეოდა ლუკა, თითქოს ტელევიზორის საყურებლად მოვიდაო. არ იმჩნევდა იქვე მდგომ ქალს.

-ლუკა, მოხდა რამე?
-მოიცა დეკა, ვერ ხედავ? ვუყურებთ.
ეშმაკური ღიმილით მიმართა ქალს.
-კარგი, მაგრამ გამიკვირდა შენი სტუმრობა.
-დედა კარგი რა, დამთავრდება და მერე ილაპარაკეთ.
აბუზღუნდა პატარა ნიკოც.

მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა ქალმა. სამზარეულოში გავიდა ფრატუნით და ვახშმისთვის წვნიანის მზადებას შეუდგა. გამოხედავდა ხოლმე ლაღად მოცინარ ლუკას და ნიკოს. კაცის მხარზე მიედო თავი პატარა ბიჭს და გულიანად იცინოდნენ, ცალრქიან ირემზე.

გაეღიმა მსუბუქად დეკას.

უყურებდა, ცხოვრებაში ყველაზე ლამაზ სურათს.

უყურებდა ბევრჯერ ნანატრს, თავისი შვილისთვის.

უყურებდა და ღელავდა.
რატომ ღელავდა?!
იცოდა თვითონ?!
არა.
ასე, უბრალოდ ვერ აწყნარებდა სულის ფორიაქს.

დამთავრდა ანიმაცია. სიცილით შემოლაგდნენ სამზარეულოში.

-დე მშია.
-გაგახსენდა დედა და საჭმელი?
მოჩვენებით გაბუტვით მიუბრუნდა შვილს.
-დედა კარგი რა, ხოიცი არ დამავიწყდი. შენ ყველაზე ძალიან მიყვარხარ.
-ჩემო პატარა, ჩემო სიყვარულო.
მიეჭრა შვილს და დაუკოცნა ლოყები.
-აუ დაიწყო ისევ.
თვალები მობეზრებულად გადაატრიალა ბიჭუნამ.
იქვე კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი ლუკა, სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა, დედაშვილის შემყურე.

-ლუკა, ხომ შეჭამ შენც?
გამოარკვია ფიქრებიდან დეკას ხმამ.
-რავი, თუ მაჭმევთ მეც?!
მაცდურად გაეღიმა კაცს.
-მოდი ლუკა, დედა აკეთებს ყველაზე გემრიელ სუპს.
-ვაიმე ნიკოლა, ბოსტნეულის წვნიანითქო ხომ გითხარი? სუპი არ თქვა, ნუ ამბობ რუსულ სიტყვებს.
ხარხარი აუვარდა ლუკას. ხმით იცინოდა ქალის სიტყვებზე.
-რაიყო?
გაეცინა ქალსაც
-დემეტრე მიიბარო არ გინდა? ჩვეულებრივი გრუზინია, “პროსტას”და “კაროჩეს” გარეშე ვერ სუნთქავს, ვერ არსებობს.
-მივხედავ მაგასაც მე.
კვლავ გაეცინა და მიუბრუნდა ქვაბს, საიდანაც ჯამებში გადაანაწილა ცხელი წვნიანი.

გემრიელად შეექცეოდა პატარა ნიკო საჭმელს, თან უყვებოდა ლუკას, როგორ არ დაუჯდა გვერდით მისი ბაღელი, მართა.

-კიმაგრამ რატომ არ დაჯდაო რათქვი?
ჩაერია საუბარში დეკა, რომელიც აქამდე ონკანთან იდგა წყლის ჭიქით ხელში.
-დედა კაცების საუბარში რატომ ერევი? შენ იმ გოგოს გაამართლებ და არმინდა ეგრე, ლუკას ვუყვები მე.
სასაცილოდ შეჭმუხნა წარბები პატარა ბიჭმა.
-მოუყევი ლუკას, გყავდეს ლუკა, წავედი მე სამეცადინო მაქვს.

სიბრაზე შეერია ქალს ხმაში, აგრძნობინა შვილს რომ ეწყინა მისი სიტყვები, თუმცა მაინც აკოცა სამზარეულოდან გასვლამდე და შეიკეტა თავის ოთახში.

ასე როდის მოასწრო ლუკას შეყვარებაო, ფიქრობდა. თან სიამოვნებდა, თავისი შვილი რომ სწავლობდა ხალხთან კონტაქტს.

ნახევარი საათიც არ იყო გასული, კარზე მსუბუქად დაუკაკუნეს.
-დეკა, ვილაპარაკოთ რა.

ამოყო თავი ლექსიკონიდან და ნელი ნაბიჯებით გავიდა მისაღებში, სადაც ნიკოლაა ნოხზე იჯდა და ფაზლებს ეწვალებოდა.

-რას კითხულობ?
ინტერესით შეხედა კაცმა.
-იტალიურ სიტყვებს, ლექსიკონი ვიყიდე, ჯერ სიტყვებს ვისწავლი და შემდეგ წინადადებებზეც ვივარჯიშებ.
-ოჰო?!
წარბები გაკვირვებულად აზრიდა მაღლა, მოსმენილკსგან გაოცებულმა.
-შენით აპირებ იტალიურის სწავლას?
-ესპანური თუ ვისწავლე, არც ეგ მგონია შეუძლებელი, უფრო მარტივია.
თავმომწონედ ამოილაპარაკა ქალმა.
-ანუ ესპანური იცი?
-ინგლისურიც.
-და იტალიურს სწავლობ?
-კი.
ნაზად დააქნია თავი თანხმობის ნიშნად.
-სანტექნიკიც ხარ.
გაეცინა კაცს.
-მასე გამოვიდა.
-თან რა კონდიტერი? იმ კენკრის ტორტს მივტირი დღემდე.
სიცილით განაგრძო საუბარი ლუკამ.
-კარგი ლუკა, ჩემს შესაძლებლობებს ვერ გავწვდებით დღეს, რომ ჩამოვთვალოთ.
-იამპარტავნე ახლა?!
-სიმართლე ვთქვი.
-სადაა ქალური სიმორცხვე და თავმდაბლობა?
-არ ვარ მორცხვი, არც თავმდაბალი, თუ შემიძლია ვაკეთებ. რა პრობლემაა?!
-არანაირი, არავითარი. პირიქით, ყველაზე მაგარია იცი?
-რა არის მაგარი?
-როცა გვერდით გყავს ძლიერი.

გაჩუმდა დეკა. დახარა თავი…
-რატომ მოხვედი ლუკა?
-რაღაც უნდა იცოდე.
-ხოდა ვიციდე, გისმენ.
-ასე არა, ნიკოსთან არა.
-აბა როგირ? აბა სად?
-აივანზე ვისაუბროთ.
გამოაღო აივნის კარი, გაატარა კარში გოგონა, მიჰყვა თვითონაც ფეხდაფეხ.

-გისმენ.
-დეკა, არვიცი როგორ უნდა აგიხსნა ეს. ძალიან ბევრი დღეა ვფიქრობ და ვერ გამიგია, არ ხარ შენ ჩვეულებრივი, ვისაც ჩვეულებრივად ვეტყვი.

მიხვდა ქალი, ისედაც ნათელს, აღარ სჭირდებოდა სიტყვები. ადრევე მიხვდა, როცა მზერაში გაკრთა რაღაც, განსხვავებული.

-ლუკა, ნუ იტყვი გთხოვ. არ გინდა ის რასაც არ მივიღებ. ნუ დამიკარგავ ჩემს თავზე წარმოდგენას.
-რა შუაშია დეკა? შენ რატომ უნდა დაგეკარგოს წარმოდგენა?
-ლუკა, მე ღირსებით ვცხოვრობ. ჩემი და მერე ჩემი შვილის ღირსებით. დედაჩემს არ ჰქონდა ეს ერთიბეწო რამ ხასითში. მე კიდევ ღირსება გავიხადე ხასითად. არ მივიღებ იმას რაც არ მინდა ჩემს ცხოვრებაში, მე რომ მოგისმინო, მე რომ გათქმევინო, შეიძლება აწყობილი ყველა აგური, რომელითაც ნიკოლას ცხოვრებას ვაშენებ, ერთად ჩამოიშალოს. დამეკარგება წარმოდგენა ჩემს თავზე, არ ვიქნები დედა, ვინ ღირსია ყავდეს ნიკოლა. გთხოვ დაამთავრე. არ გამიბედო, არ მაკადრო.

სიტყვები გაეყინა კაცს. მზერა მორიდა წინ მჯდომს.
კვლავ ქალის მკაცრმა ხმამ დარრვია სიჩუმის ყვირილი.

-იცი? როდესაც თორნიკემ მომიტაცა, როდესაც ის გააკეთა რამაც დამანგრია, რამაც შემს ქალობას, ადამიანობას ტალახი ესროლა, მას შემდეგ გავხდი ის ვინც ვიყავი ექვსი წელი.

თვალები დაეხუჭა სიმწრით ლუკას. უნდიდა ყურებზე აეფარებინა ხელი და არ გაეგო არცერთი სიტყვა.

-მთელი 24 წელი, მამის სიტყვებით ვცხოვრიბ. დაბადებიდან მასწავლიდა ვყოფილიყავი მე. დაბადებიდან ჩამძახოდა, არ ადვმგვანებოდი სხვას. სიკვდილის წინ მითხრა, უმამო გოგოებს თვითონ უწევთ თავისი ღირსება დაიცვანო. უმამო გოგოებს ღმერთი სხვანაირად აძლიერებთ, იმხელა ტვირთს არ დაგადებს მხრებზე რასაც ვერ გასწვდებიო.

სევდიანად შეხედა წინ მჯდომ მამაკაცს. სმენად ქცეულს, სულატკიებულს.

-მაშინ ვერ მივხვდი რატომ მითხრა ასე. დედამ რომ ის კაცი მოიყვანა, გამიხარდა, ვიფიქრე სხვებივით მეც მიტარებდა სკოლის მძიმე ჩანთას, გრძელ გზაზე მამინაცვალი. არ ვიქნებოდი უმამო. მეგონა მომეხმარებოდა როგორც, სხვებს ეხმარებოდნენ მამები. შევცდი. ერთ კვირაში მივხვდი, მაშინ როცა ძროხების მოსაყვანად მგზავნიდა, მძიმე სათლებს მათრევინებდა, რძით სავსეს. ყანის გზაზე ხშირად გავუშვივარ მარტო სამუშაოდ. სკოლიდან დაღლილს, ძლივს მოთრეული ჩანთას ვიხსნიდი ზურგიდან და ვუსრულებდი იმ სურვილებს, რომლის გაკეთებაც თვითონ ეზარებოდა.
შემძულდა დედაჩემი. ჩემს გვერდით რომ შრომობდა მაშინ. შემძულდა. მარტო იმიტომ შემძულდა, რომ მამაჩემს ვერ უერთგულა. ვერ დაიცვა ჩემი ტკივილი და ვერც სიხარულისთვის გახდა საკმარისი.

ცრემლი გადმოუგორდა ქალს.

-დეკა, შენი ქმარი იყო ერთგულების ღირსი? მე ვარ, ის ვინც უნდა დააყენო იმ კაცის გვერდით, ვინც ბავშვობა არ დაგაცადა?

-დამასრულებინე ლუკა.
მორჩილად დაუქნია მამაკაცმა თავი და საშუალება მისცა, გაეგრძელებინა თხრობა.

-ჩემი ქმარი, ყველაზე ბინძური ნაწილი იყო ჩემი ცხოვრების. არ გავიხადე ქმრად. ხითჯერ მხოლოდ იმისთვის მცემა, არ დავანებე ჯვრისწერა. რომც მოვეკალი, მე არ დავდგებოდი საკურთხევლის წინ, მის გვერდით. ბოლოს დანებდა.
მე ტკივილი ვარ ლუკა. ჩემს სულს არ განუცდია არაფერი სხვა. მე რომ მოგისმინო. მე რომ გათქმევინო, რა ქალი ვიქნები? ძლივს წამოვდექი, ძლივს ვდგავარ მყარად. ჩემს შვილს ვაჩვენე, რომ არ დანებებაა ცხოვრება. დავანახე, რომ ფერებს მივცემდი მის არსებობას. მან ჩემთან ერთად გაიარა ეს გზა. არ მაქვს უფლება გადავიდე გზიდან. არ მაქვს უფლება გავუშვა ხელი, რათა ჩავკიდო სხვას. და შენ ლუკა? შენ ახლა იწყებ ცხოვრების გრძელ საფეხურზე ასვლას. მე რათ გინდივარ, მე ათასჯერ ამ კიბეზე დაგორებული?!

-დეკა, მორჩი ხო?

მსუბუქად დაუქნია ქალმა თავი.

-მე დაგანახებ რომ არ მოგიწევს გზიდან გადმოსვლა, მაგ გზაზე მინდა მეც სიარული, არის ადგილი? არც შენს შვილზე გაშვებული ხელი მჭირდება, თავისუფალი ხელი რომ გაქვს მეორე მხარეს, ეგეც მეყოფა. შენი წარსული, მხოლოდ ადრე იყო. შენ ძლიერი ქალი ხარ დეკა. შემეშინდებოდა მე ამის, რომ არ გავეზარდე შენსავით ძლიერს. მაგრამ მასწავლეს, როგორ ვიცხოვრო, იქ სადაც ყველას არ შეუძლია არსებობა.

ღრმად ამოისუნთქა, თვალებში ჩააშტერდა მასზე ორი თავით დაბალს. საფეთქელზე მიაკრო ცხელი ტუჩები.

-არ გამოგივა უჩემობა, არ გამიბედო მეორეთ შემადარო, შენს წარსულში მყოფ კაცებს. ნუ შეეხები ჩემს კაცობას ასე. მე შენი შვილი ისე დავინახე, როგორც ჩემსას შევხედავდი. არ იჩქარო დეკა, არ გაჩქარებ მე. მარტო ის გახსოვდეს რომ ვარ. შენს შიშებს, გაგებით ვეკიდები. ვიცი მართალი ხარ, ვიცი არ მაქვს უფლება რამე მოგთხოვო, არც ვაპირებ. უბრალოდ გთხოვ მომეცი უფლება შენს გვერდით ვიყო, თქვენს გვერდით ვიყო. როცა დაგინახე, პირველად რომ შეგხედე, ვიცოდი შენს იქით ვერ დავინახავდი სხვას, თან მაშინ არ ვიცოდი რომ ქმარი არ გყავდა. მაინც იმას ვფიქრობდი, შენს სიყვარულში ამოვისუნთქებდი ბოლოჯერ. ვერც გაიგებდი ისე გავიყოლებდი ამ გრძნობას. ისე ვუერთგულებდი სხვისი ცოლის სიყვარულს, არ გავცდებოდი ჩემს ღირსებას, არ ვაკადრებდი ჩემს თავს და სიყვარულს, შენს შეწუხებას. დაგანახებ შენც, ამხელა გზა ჩემამდე მოსასვლელად რომ გატარა ღმერთმა.

ლოყაზე ჩამოუსვა ხელის ზურგი. დატოვა ცრემლებთან მარტო. თავზე აკოცა ნოხზე მჯდომ ნიკოლას. გაიხურა ის კარი, საიდანაც შემოვიდა.

მიდიოდა ფიქრებით დამძიმებული, თითქოს ზურგზე მოჰკიდეს, მისი საყვარელი ქალის განვლილი წლები. მანქანის საჭეს ჩამოადო ატკიებული თავი და ძლიერად დახუჭა თვალები. ისევ დეკას ხმა ჩაესმოდა, მის შიშნარევს მზერას ხედავდა, დახუჭული თვალებით.
ძვლების ატკიებამდე მოუჭირა საჭეს ხელები. ამოისუნთქა ღრმად, თითქოს ამოაყოლა ყველა ფიქრი ამ ერთს. დაძრა მანქანა და წავიდა იმ ერთადერთ ქალთან, ვისთანაც ყოველთვის, უპირობოდ მიესვლელებოდა. ყოველთვის ერთნაირად მიიღებდა, სუსტსა და ძლიერს.

-ლალი, შეგიძლია ყავა გამიკეთო? თავი მისკდება.
სახლში შესულმა მიმართა დედას.
-მიდი დე, წყალი გადაივლე და დაგახვედრებ.არ გშია? წამალი მოგცე?
-არა ვჭამე გარეთ. არ მინდა, წამალი, ისეთი არაფერია.
-გარეთ?!
ეშმაკურად აწკიპა წარბები ქალმა.
ჩაეღიმა ლუკას.
უხმოდ აუყვა კიბეებს, შეიკეტა აბაზანის კარი. წყლის ჭავლის ქვეშ მყოფმა კვლავ დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს, დაიწყო ღრმად სუნთქვა და საკუთარ თავს მატებდა მხნეობას. არ აპირებდა აქ გაჩერებას. განა თავისი თავისთვის?!
არ გაჩერდებოდა იმ ერთის გამო, ვისაც მივიწყებულ ოცნებებზე მტვრის დიდი ფენა დადებოდა.

-დე შენი მარწყვის სმუზი გავაკეთე.
-აუ დედა, ყველაზე დედა ხარ ლალიკო რა.
-ისე იმ გოგომ იცის?
-რაა?!
-რა და ამხელა კაცი, მარწყვის სმუზში რომ გაცვლი დედასამშობლოს?
-დედა, ჩემი მეგონე, გრძნობები განდე, შენ რას მიკეთებ ლალი? ასე ურტყამენ შვილს დანას ზურგში?!
-შენ რომ მარწყვის სმუზში გამცვლიდი უპირობოდ?!
-შენ ხარ მარწყვის სმუზზე მეტი, ამ სამყაროში.ვსო მეტჯერ არ გავიმეორებ, გრძნობს ჩემი სმუზი, არმინდა ეტკინოს.

მათ სიცილს მოეცვა მთელი სახლი.
არსად ასეთი სიმშვიდე არ დახვედრია ლუკა დემეტრაძეს, სიმსუბუქე რომელსაც დედა ახვედრებდა შინ მისულს.

აივნიდან სხეული ძლივს შემოათრია დეკამ. უღონოდ ჩაეშვა სავარძელში.
-დე, ისევ იტირე?!
მიუახლოვდა პატარა ნიკო.

-არა დე, თვალში მოვირტყი თითი და გამიწითლდა.
-ხომ მითხარი ტყუილი ცუდი საქციელიაო?!
-არაფერია ნიკო, ცოტა ვიტირე, ცოტს ხომ ყველა ტირის?
-ლუკამ გაატირა? იცი არმინდა ვინმე რომ გვყავდეს, მარტო მე და შენ წავიდეთ რა. არავინ იყოს ახლოს. ყველა შენ გატირებს. არ მინდა მე ასე, მე ხომ არ გატირებ დედა? ჩემსგამო ხოარ ტირიხარ?
-არა ნიკო, ლუკამაც არ მატირა, უბრალოდ დავიღალე, არ მოიწყინო კარგი?!
-თუ გატირებს ხომ მეტყვი? ვინმემ რომ გატიროს მითხარი და მე ვცემ იმას.
-დე, ცემა არის ყველაზე ცუდი რაც ადამიანმა შეიძლება თავის თავს აკადროს. შენ რომ ვინმეს სცემ, ის კიარაა ცუდი, შენ მასზე უარესი ხარ. იმდენად დიდი უნდა იყო, შენს მოქნეულ ხელზე მეტად შენმა სიტყვამ გამოიღოს შედეგი, კარგი?
-ყველაფერი ვერ გავიგე, მაგრამ ცემა არ შეიძლება, ეს გავიგე.
-შენ ხარ ყველაფერი ნიკო, ჩემთვის ყველაფერი ხარ იცოდე.
-მეც ყველაზე ძალიან მიყვარხარ, მართაზე ძალიანაც.
-მართაზე არ მომიყევი, მეწყინა იცი?
-ვიცი, ლუკამ მითხრა შენ რომ წახვედი.
-რაო ლუკამ?
-არ აწყენინო მას ვისაც ყველაზე ძალიან უყვარხარო, გერჩივნოს ის გეჩხუბოს, ვიდრე სხვა მოგეფეროსო.
ატიტინდა დედის კალთაში მჯდომი ნიკოლა. უყვებოდა დედას იმ დარიგებას, რაც მისცა იმ ერთადერთმა, ცხოვრება ოჯახის წევრად გახდომას რომ უპირებდა.

-კიდევ რა გითხრა?
-კიდევ შენზე მითხრა, საიდუმლო.
-ჩვენ საიდუმლოებს ხომ ვუყვებით ერთმანეთს?
-ჩემი და ლუკას საიდუმლოა.
-ჩემიც რომ იყოს შეიძლება?
-არავის ეტყვი? არც ლუკას?
-არავის ვეტყვი, გპირდები.
-ასე მითხრა, არავინ იღიმის დეკაზე ლამაზადო, ჩვენ კიდევ ვიყოთ ის კაცები, ვინც სულ გააღიმებსო.

აღარაფერი უთქვამს დეკას. მიიხუტა შვილი და ღრმად შეისუნთქა, მისთვის ასე საყვარელი სურნელი, რომ ავიწყებდა ყველაფერს.
დააწვინა შვილი დასაძინებლად. ახლად გახსნილ სოციალურ ქსელს ეწვია, უნდოდა ვაკანსია ენახა.
ნახა კიდეც, ეძებდნენ სახლისთვის დამლაგებელს, კვირაში სამჯერ, საღამოობით.
მოინიშნა ნომერი და კვლავ მიუბრუნდა მომლოდინედ მყოფ ლექსიკონს.
გადაფურცლა და შეუდგა საყვარელ საქმეს.

გულით სასურველ სულ სხვანაირად სწავლობს გონება, ყველაზე მეტად უყვარდა ეს საქმე, ენების ცოდნა იყო მისი ოცნება, ბავშვობიდან.
მამა პირდებოდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისწავლო შენთვის სასურველი, ოღონდ მოინდომეო.
ვერ გააკეთა.
არ აცადა ცხოვრებამ.
ვერ შეუსრულა, შვილს ის რაც დაჰპირდა, პირველად რომ აიყვანა ხელში.
უთხრა, ვიქნები შენი დღეების გამფერადებელიო, ვიქნები შენი მიზნებისთვის იმ ეტლისთვის მეეტლე,რომელსაც შენ მისცემ მიმართულებასო.უთხრა ვიქნები ის ფარი, მტკივნეულ ისარს რომ ააცილებს შენს გულსო.
ვერ შეასრულა, არ დააცალა მოკლე დღეებმა, სიცოცხლისამ.

ოცნებად დარჩა ის რასაც, მამას უმხელდა საუბრისას.
არასდროს ყოფილა დეკა მორცხვი. ყოველთვის ამაყობდა, თავისი მიღწევებით. ძალიან მონდომებული მოსწავლე იყო. იმდენს ახერხებდა რომ, მამინაცვლის მსახურების გარდა ესწავლა კიდეც.
ეროვნულ გამოცდებზე გავიდა მალულად. მის მეზობელს, ჩუმად ნაგროვები ყველი გაატანა გასაყიდად, ბაზარში, რომ ეშოვნა ფული რეგისტრაციისთვის.
მიზნისკენ მუდამ შემართებით მიიწევდა.
დაწერა გამოცდები.
ელოდა შედეგებს.
მაგრამ მოხდა ის, რამაც გატეხა, მტკიცე გოგონა.

მოიტაცეს.
თავისივე სრულწლოვანების დღეს.
სადღაც მიკარგულ სახლში მიიყვანა, ქმრობას რომ იჩემებდა იმან.
ძლიერი აღმოჩნდა თორნიკე, ვერ გაუწია წინააღმდეგობა,მოუხდა ცოლობა შეესრულებინა.
ასე გათელილი მიიყვანა დედამთილთან, უთხრა რძალიაო შენი.

გატყდა გოგონა.
გატეხა ცხოვრებამ.
როცა მამინაცვალმა, “ვიღაცის ნათრევის, უკან მიბრუნებაზე” ცივი უარი განაცხადა.
არადა როგორ თხოვდა?
მთელი ცხოვრება შენ მოგემსახურებიო.
ყველა საქმეს მე გავაკეთებო.
მოგივლი როგორც მშობელ მამასო.
არ დამტოვოო, ევედრებოდა.
მაინც არ წაიყვანა. დატოვა მასთან, ქმარი რომ დაირქვა უნებართვოდ.

მობილურის წკრიალმა გააღვიძა, უქმე დღის ძილში მყოფი გოგონა.
-გისმენთ
-დეკა, გაგაღვიძე დედი? დოდო ვარ.
-დოდო დეიდა, გისმენთ, არაუშავს დრო იყო ისედაც.
-დედი, ქალაქში მოვდივართ მე და ნუგზარი, საქმე გვაქვს რამდენიმე დღით. მიგვიღებ?
-რასამბობთ, თქვენს სახლში ნებართვა რათგინდათ? თანაც თქვენ როგორ არ უნდა მიგიღოთ? ასე ბოლოს რა გამიხარდა არ მახსოვს.
მხიარულად ლაპარაკობდა მობილურზე, საწოლზე წამომჯდარი.

ნიკოლას უთხრა სიურპრიზი მაქვსო.
არ გაუმხილა სტუმრების ამბავი.
მოამზადა ნუგზარის საყვარელი ოსტრი.
მშობელი მამისთვის მომზადებულს გავდა, ისეთ სითბოს აქსოვდა შიგნით.
გამოაცხო დოდოს საყვარელი კექსი. იცოდა ქალის სუსტი წერტილი, ყავა და ალუბლის კექსი რომ იყო.

ელოდა სტუმრებს.
გახარებული.
გაღიმებული.
ნიკოს კითხვებს არიდებდა თავს. უნდოდა გახარებოდა სტუმრების ხილვა.

კარზე კაკუნი არ წყდებოდა.
-დედა, კაკუნია კარზე.
ოთახში, ნივთების მილაგებაში გართულს შეაკითხა შვილმა.
-უი, ვერც კი გავიგე.
ნარნარით გაემართა კარისკენ, გაისმა კიდეც დემეტრეს ხმა.
-რომ ჩამომაყუდეთ დედაშვილმა, აღმაშენებლის ძეგლივით, კი მაგრამ კარს ვერ გააღებ? კაცი მოვედი, პიროვნებად წოდებული, ვერ მაჩერებს ტყვია და თქვენმა კარმა არ ჩამომაყუდა?!
-გამატარე ერთი, ნუ ცანცარებ ამხელა კაცი.

სიცილით გამოსწია ლილემ ძმა და თბილად გადაეხვია მასპინძელს.

-მეც მინდა ჩახუტება, მეც მჭირდება სითბო. ბოლოს და ბოლოს კართან ვიდექი გმირულად. თაფლი და მზე არ მქონდა, თორემ ცოტნე მაჯობებდა?!
-ლილე რა ჭირს ამას?
-ვიღაც გოგომ სცემა, ორი დღის წინ. იმის მერე უკონტროლოა, რა შემოარტყა ასეთი, რომ დაუმშვიდებლად აატკრიაცა არ ვიცი.
სიცილით გაუმხილა ძმის მდგომარეობა მომღიმარ დეკას.
-ჩემო ვაჟკაცო, ჩემო ძმაკაცო. შენ მაინც ჩამეხუტე ნიკოლა.
დაიძრა იქვე მდგომი ბიჭისკენ, რომელმაც მხიარუდალ შემოხვია მკლავები, მის საყვარელ დემე ბიძიას.

-შენც გცემეს დემე? მეც ჩამარტყა მართამ ბალიში. მაგრამ ხელი არ შევუბრუნე, შენც ხომ არ შეუბრუნე ხელი დემე?!
-ვინ აცადა თორე?!
ისევ აკისკისდა ლილე.
წარბებით ანიშნა დეკამ რახდებაო. სიცილ სიცილით, შეაკოწიწა ისტორია ლილემ და დაიწყო დემეტრეს წვალებაც.
-ესეიგი, დარბაზიდან მოდიოდა ეს ვაჟბატონი…
ჩამოჯდა ხივნის სახელურზე და მხიარულად გადახედა დაბღვერილ ძმას.
-ჯიმი შე გოიმო.
შეუსწორა ამრეზით დემეტრემ.
-ჯიმი და ჰაჯა ვიცი მე ინდოეთში, დარბაზითქო რომ ვამბობ ესეიგი დარბაზიდან მოდიოდი. საღამო იყო, ბნელოდა უკვე.ხოდა, ერთ გოგონას დავარდნია ბარათი, ამ ჯენტლმემებში ყველაზე უთვისტომომ, აიღო ეს ბარათი და გაყვა უკან, ამ გოგომაც აუჩქარა ნაბიჯებს, ესეც მისდევს. უკვე გარბოდა გოგონა, ესეც უხმოდ მისდევდა, მოფიქრება ხომ უნდოდა დაეძახებინა? ეთქვა ბარათი დაგივარდაო? არა, მანიაკივით მისდევდა. ხოდა იმ გოგომ ჩიხში შეიტყუა, შემოუბრუნდა და, წიწაკის სპრეი შეასხა თვალებში, მერე კუჭისთავში ჩაურტყამს და ძირს წაქცწეულს, ამ ცოდოს, ხრიალით რომ უთქვამს ბარათი დაგივარდა, ამიტომ მოგსდევდიო, იმან კიდევ დააყოლა ერთი წიხლიც, ვერ დამიძახე რო მარბენინე ამდენიო?! მერე უნანია, წამოაყენა ჩვენი რაინდი და წაიყვანა სახლში. იქვე ცხოვრობდა თურმე.

ცრემლებამდე მისულები, ორ ხმაში იცინოდნენ გოგონები. დეკას სულ გასწითლებოდა ლამაზი სახე. ხმით კისკისებდა.

-მერე?!
-მერე, ფიზიოლოგიურით ამომირეცხა თვალები და წამოვედი სახლში.
-ნუ ცრუობთ ახალგაზრდავ!
შესძახა ლილემ.
-მერეე, რა წამს მოჰფინა ნათელი, ვაჟის მზერას ფიზიოლოგიურმა, თვალი მოსჭრა წითური გოგონას სილამაზის სხივებმა და იმის მერე დადის ასე, ხან იცინის, ხან მოთქვამს. ოღონდ არ ჩუმდება, სულ ლაპარაკობს.
-ლილე, შენ ჩემი და ხარ თუ დათვის?!
-დათვის ჩემო დათუნია, დათვის.
ლოყაზე უჩქმიტა ფეხისწვერებზე აწეულმა გოგონამ, ორი თავით მაღალ ძმას და საყვარლად დაბრიცა ტუჩები.
იყო მხიარულება, ლაღად შემოსული, დეკას სახლის ფანჯრიდან.

სტუმრების დანახვაზე, ნიკოლას გაბრწყინებული სახე ღირდა სანახავად.

კისერზე შემოხვია პატარა ხელები, მისთვის ყველაზე საყვარელ პაპას.
ნუგზარის ჩახუტებით რომ იჯერა გული, დოდომ დაუკოცნა, სიხარულისგან აჭარხლებული ლოყები.

შემდეგ დეკა ჩაიკრეს გულში, შვილივით მიეკრო მამის მეგობარს, სუსტ მკერდზე. მანაც გადაუსვა ხელი თავზე, ქალიშვილივით საყვარელს.
დოდომ ქოთქოთით ჩაკოცნა მოცინარი მასპინძელი.

სოფლის პროდუქტებით გატენილი ჩანთები, ძლივს შეიტანა დემეტრემ სამზარეულოში.
-ბიძაჩემო და დოდოშკა, სოფელში დატოვეთ რამე? ქვემოთ ჭრელა ხომარაა გამობმული?! ამოვიყვანოთ უხერხულია მეზობლებთან.
-ვინ ჭრელა, დედი?!
სიცილით ჰკითხა დოდომ.
-ძროხა მამიდაჩემო, ჭრელა არ ქვია?
-მამიდა ხოიცი ამისთვის ყველა ძროხა ჭრელაა და ყველა ძაღლი ჯეკა. ნუ აყვები, დაანებე.
ლილე სიცილით მიუსკუბდა საყვარელ მამიდას.

მოილხინეს კარგად.
დეკას გაშლილი სუფრა იუხერხულეს სტუმრებმა, როგორ უწვალიაო.
საღამო იყო ბედნიერი. ისხდნენ ოთახში და იცინოდნენ ყველაფერზე და არაფერზეც. უხაროდათ ერთმანეთი და გამოხატავდნენ ამგვარად.

ნიკოს ჩაეძინა და ფრთხილად მოათავსა დედამ საწოლში.
გამობრუნებულს სიმშვიდე დახვდა.
ნიკოლა არ გავაღვიძოთო და ჟრიამული შეეწყვიტათ სტუმრებს.
სიჩუმე ნუგზარის ხმამ გაფანტა.
-დეკა, თედო ჩამოვიდა.
შეცბა გოგონა. ეხამუშა მოსმენილი.
-როდის?
ძლივს დასვა კითხვა.
-3 დღე იქნება, ჩვენც ჩამოვედით სალაპარაკოდ შენთან. თან რაღაცეები ჩამოგიტანეთ. თან რაც ხდება უნდა იცოდე. ნანიმ დაურეკა თედოს, უთქვამს, შვილიშვილი მოგვტაცაო. ცუდი საქმისთვის წავიდა ქალაქში და ჩვენ კი შევნატრით თორნიკეს დანატოვარსო.
გაბრაზებულია თედო, დაჰპირდა ნიკოს დავაბრუნებო. თავს იწონებდა ნანი, იმდღეს თამილას დაბადებისდღეზე. ჩემს შვილიშვილს ვის დავანებებო. წამოვიყვან და მის დედას რაც უნდა ის უქნიაო.

ცრემლები ჩაუდგა გოგონას თვალებში. მოსმენილისგან გახევებული, სიტყვებს ვერ უყრიდა თავს.

ძლივს მიღწეული მსუბუქი სუნთქვა, შეუწყვიტესო თითქოს.

იჯდა დივანზე, უყურებდა ირგვლივ მყოფთ და შიშის მარწუხებს უხრიდა თავს.

ისევ ჭაობში ექაჩებოდა, რაღაც ძლიერად.

ისევ დაუცდა ფეხი, იმ კიბეზე რომელზეც, ასვლა დაიწყო ახლად.

დაგორდებოდა ისევ?!
ვინ იცის.
რას გვიმზადებს განგება, წინასწარ რომ ვიცოდეთ, ალბათ ცოდვილი არ იარსებებდა, არც იქნებოდა ცოდვა.

ბურუსიდან გამოსულს, სინათლის შემდეგ, კვლავ ნისლი დახვდა.

რა იცოდა გოგონამ, რას იფიქრებდა, რა მოხდებოდა?!

თედო ნანის დის შვილი იყო, ბელგიაში ცხოვრობდა წლები. მხოლოდ ერთხელ ნახა გოგონამ, სტუმრად დეიდასთან ჩამოსული და მაშინაც ეუცნაურა მისი ქცევა.
მხოლოდ ერთხელ შეხედა თედომ და არ დავიწყებია მისი თვალები.
ფიქრობდა დეკა, რას გახდებოდა იმ ძლიერ კაცთან? ცრემლით დაასრულა მაინც, მაინც სცვიოდა წვეთები მის ლამაზ თვალებს. ბედნიერებას არ აცდიდა, თითქოს განგება. ან იქმებ ამზადებდა ყველაზე დიდისთვის? ყველაზე კარგისთვის?!
არავინ იცის.
ბედის მწერალი, როგორ დაგვიწერს ჩვენს ისტორიას.
არავინ იცის, ვის როდის მოახრევინებს ქედს, უზენაესის წინაშე.
არავის სცოდნია აქამდე, არც ამის შემდეგ ეცოდინებათ, მომავლის დღეების შესახებ.



კვირა დღე იყო.
დოდოს დაუტოვა ნიკოლა და მეორე სამსახურის სანახავად წავიდა, გასაუბრებაზე.

-გამარჯობა, დეკა აფციაური ვარ. გუშინ გესაუბრეთ.
-კი შვილო, შემოდი.
სანდომიანად გაუღიმა კარში მდგომმა.
-ესეიგი ეს სახლია. გევალება მტვერსასრუტით მტვის აღება, იატაკის მოწმენდა, ფანჯრების დაწმენდა და ყვაბილების მორწყვა, ხო კიდევ, ავეჯიდან მტვრის მოშორებაც. 2-3 საათის საქმეა, ორშაბათს ხუთშაბათს და შაბათს მოხვალ. თითო დღეში 85 ლარს გადაგიხდით, წინა დამხმარესაც ესე ვუხდიდით. არაფერი რთული არაა, უბრალოდ არ უნდა გააცდინო, სამშაბათს პარასკევს და კვირას, წვეულებებს აწყობს ხოლმე ნინო. დალაგებული უნდა დახვდეს ყველაფერი.
-ძალიან კარგია, ვფიქრობ თავს გავართმევ. ოღონდ თხოვნა მექნება თუ შევთანხმდებით.

ღრმად ამოისუნთა და განაგრძო.
-შვილი მყავს, 5 წლისაა. ამ დროს ვერავისთან დავტოვებ. არადა სამსახური ძალიან მჭირდება. თუ შესაძლებელი იქნება მოვიყვან ხოლმე. ხელს არ ახლებს არაფერს, ძალიან ჭკვიანი ბავშვია, პრობლემას არ შექმნის.
უხერხულად დაამთავრა სიტყვა დეკამ. მის წინ მომღიმარი იდგა, მასპინძელი.

-მთავარია არაფერი გააფუჭოს შვილო. სუფთად მოარულს ცხოვრების გზაზე, ადამიანებმა უნდა გავუღიმოთ ერთმანეთს, უნდა გავიტანოთ ერთმანეთი. ესაა უფლისგან საცხონებელი. ამაზე როგორ გითხრა უარი? შვილის ლუკმისთვის, ღირსეულად ნაშრომს როგორ დაგიკარგვინებ?!

გული გუთბო თანამოსაუბრემ გოგონას.

შეთანხმდნენ.
ბედნიერი გამოვიდა დეკა ახალი სამსახურიდან.
თავს გაართმევდა ყველაფერს. გადალახავდა ამ სირთულეებს და მიაღწევდა მიზნებს, რომლის გზაზე მიმავალ ეტლსაც ნიკოლა მართავდა, თვითონ კი იყო მეეტლე.

ავტობისში ავიდა თუარა, მობილურის ზარი მისწვდა მის სმენას.
-დეკა გამარჯობა.
-ლუკა? გაგიმარჯოს.
-გცალია? მინდა რომ გნახო.
-ლუკა, ხომ ვისაუბრეთ?
-დეკა, მერე და რაზე ვისაუბრეთ?
-და თუ არ მინდა შენი ნახვა?
ბუტბუტებდა ჩუმად, ავტობუსის უკანა სავარძელზე მოთავსებული გოგონა.
-დეკა, არ გინდა ჩემი ნახვა?
-მე არ მინდა, იმედს ვებღაუჭებოდეთ, არარსებულს.
-დრომ გადაწყვიტოს, არსებულია თუ არარსებული, კარგი?
-ძალიან ცოტა ხნით გნახავ, დოდო დეიდასთანაა ნიკო, მომიკითხავს და არმინდა განერვიულდეს.
-სად ხარ?

15 წუთში გაჩერდა ავტობუსი, თავისუფლების მოედანზე. აქ უკვე იდგა შავი როლს როისი, მომლოდინედ.
მანქანიდან გადმოვიდა მამაკაცი, მსუბუქად გადაკოცნა ავტობუსიდან ჩამოსული და გაუღო კარი.

-სად მივდივართ?
-რამე ვჭამოთ, ან ყავა დავლიოთ არ გინდა?
-არ მშია, უბრალოდ ვისაუბროთ, როგორც გითხარი მეჩქარება.
-დეკა, თუ გინდა მიგიყვან სახლში, არ მინდა გაიძულებდე რამეს. არ ვისაუბროთ, თუ ეს არ გინდა.
-არა ლუკა, ეგ არ მიგულისხმია. არ მინდა ნიკომ ინერვიულოს.
-ნიკო გაგიგებს ნახევარი საათით დაგვიანებას. არ გშია? რა გიყვარს ისიც არ ვიცი.
-არ ვიცი, ეს კითხვა არასდროს დაუსვამთ ჩემთვის. არც დავფიქრებულვარ რა მიყვარს.
-ეხლა რას შეჭამდი? მაშინ ესე გკითხავ.
-სოკოს.
-სოკოს?
-კი.

მყუდრო რესტორნის წინ გააჩერა მანქანა. გადავიდნენ, მოთავსდნენ მაგიდასთან.

-ინებეთ მენიუ, მოიფიქრეთ რას მიირთმევთ და დავბრუნდები.
-არა, არ გვინდა მოფიქრება. სოკო მოგვიტანეთ, სულგუნით და რას დალევ დეკა?
-წყალს.
-ორი წყალიც, ხო კიდევ, პიცაც, ეგეც სოკოთი.
-კარგი.
მსუბუქად დაუკრა თავი მიმტანმა და დატოვა წყვილი მარტო.
-აბა? რაზე გინდოდა საუბარი?!
-შენი ნახვა მინდოდა ძალიან.
-მეგონა საქმე გქონდა.
-საქმეა ეგეც, რომ მინდა გნახო.
-ლუკა, უხერხულად ვარ. რა ქვია ჩვენს შეხვედრას? ისიც კი არ ვიცი რა უნდა ვუწოდო ამას.
-თუ გინდა პაემანი იყოს.
-ასე ბანალურად?
-ასე ჩვეულებრივად.
-და თუ არ მინდა?
-მაშინ, უბრალოდ მეგობრების შეხვედრა იყოს, შიმშილთან საბრძოლველად.
გაეცინა ლუკას და გაეღიმა დეკასაც.
მამაკაცის თვალებში იკითხებოდა, წინ რომ უჯდა ის ერთადერთი, ვინც არ იქნებოდა სულ ერთი. ვინც ვერ იქნებოდა, უბრალოდ მეგობარი.

-ისე, პაემანზე არ ვყოფილვარ არასდროს.
მხიარულად ამოთქვა დეკამ.
-არც მე ვყოფილვარ, საყვარელ ქალთან პაემანზე არასდროს.
-რაოო? მართლა?!
-კი მართლა, საყვარელ ქალთან პაემანი ჯერ არ მქონია. იმედია მალე დამთანხმდები.
-ლუკაა…
შესძახა გაბუსხულმა.
-კარგი ხო.
გაიცინა და დანებების ნიშნად ასწია ხელები.
დააკვირდა დეკა, არც მას უნახავს აქამდე, ასეთი სუფთა ღიმილი. შეამჩნია, აქამდე ვერშემჩნეული თვალები, როლებიც ყველაზე ლამაზად იყურებოდნენ, იქით სადაც ეგულებოდათ საყვარელი.

დასევდიანდა, რა მოხდებოდა მენახა ადრეო, რა იქნებოდა არ გადავყროდი ყოფილ ქმარსო.
უცებ გაკიცხა თავი.
გაუჯავრდა მის ფიქრებს.
არ გეყოლებოდა ნიკოლაო, ჩასძახა უცხო ხმამ.
შეწყვიტა ფიქრი.

-მომიყევი რამე.
-რისი გაგება გინდა ლუკა?
-ყველაფრის, სულ ყველაფრის, ოღონდ ილაპარაკე, თუგინდა ქუჩის კატაზე მომიყევი, ოღონდ გისმენდე.
-მე მოსაყოლი რა უნდა მქონდეს?! ღირს მოსასმენად?!
-გააჩნია მსმენელს, უღირს თუ არა.
-ჩემს მსმენელს ვკითხავ? ღირს მოსაყოლად ჩემი ცხოვრება?!
-მაშინ გავხადოთ მოსაყოლი, ის რაც მოხდება შემდეგ.

მოუტანეს შეკვეთა. მორიდებით შეექცეოდა დეკა, მის წინ მყოფ საჭმელს. ყელში არ გადასდისო თითქოს ლუკმა.
მალევე მორჩნენ ჭამას. წავიდეთო გამოთქვა სურვილი. დაჰყვა მის ნებას მამაკაცი.

მანქანის სალონში გამეფებული ქალის სურნელი, თავბრუს ახვევდა საჭესთან მჯდომს. გული უხტოდა მღელვარებით.
გააჩერა მანქანა მყუდრო ადგილას.
-იცი? თუ მეტყვი გაგიგებ. თუ მთხოვ აღარ გნახავ დეკა. არ დამიმალავს მე შენთვის ჩემი სიყვარული. არც დავმალავ არასდროს. მეყვარები სულ. ჩემს მთელ ცხოვრებას შენს სიყვარულს მივუძღვნი, მაგრამ შენ თუ ცუდად იქნები, თუ დაგიმატებ კიდევ ჭრილობებს, არ მინდა. შორიდან დანახულიც მეყოფი, ბედნიერი.

თავჩახრილი საუბრობდა კცი.
ვერ უსწორებდა მზერას იმ ერთადერთს.

-მე არ შემიძლია დეკა, არ შემიძლია ასე. რამდენი თვეა არ გიახლოვდები. დიდი დროა რაც გაცდი ფიქრს.უბრალოდ მითხარი, მაქვს უფლება მოგიახლოვდე? არ გთხოვ გიყვარდე, არაფერს გთხოვ საერთოდ, ერთის გარდა, მე დაგანახო ჩემი თავი. მხოლოდ ის მითხარი, თუ მაქვსს უფლება მოგიახლოვდე?!
-ლუკა, არ ვიცი რა ვთქვა. იცი მე რისთვის ვცხოვრობ. ხომიცი ნიკოლა არის ჩემი ცხოვრება მხოლოდ. მას რომ გავუცრუო იმედი? როგორც მე მძულდა დედაჩემი ბავშვური გრძნობით, მასე რომ შემომხედოს, ვერ გადავიტან. ვერ გავუძლებ ხვდები?
-მე არ გპირდები დეკა, არ ვაპირებ ფიცზე და პირობებზე დავაყრდნო ჩემი მომავალი, ჩემი სიყვარული და ცხოვრების დღეები. მე გთავაზობ დამინახო, მაცადო დაგენახო. თუ ვიქნები საკმარისი, თუ გეყოფით შენ და ნიკოს.
სწორად გამიგე, არ ვარ მე თინეიჯერი, არც იმდენად პატარა რომ შენთან ბავშვური გრძნობით მოვიდე. ვიცი რომ გიჭირს, ვაფასებ მაგ ფიქრებს. ერთი მხრივ ეგაა მიზეზი რომ მიყვარხარ ასე ძალიან. შენ არ ხარ სხვების მსგავსი, შენს ღირსებაზე, შვილზე და მის კაცობაზე ფიქრობ უპირველესად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის და იცოდე, არ იარსებებს არაფერი, რაც არ გენდომება. ნიკოლა კიდევ, მიხვდება, დღეს თუ არა ხვალ მაინც, რომ არ მოიქცეოდი არასწორად.

ცრემლებს გასაქანი მისცა, მოსმენილისგან გულატკიებულმა. ვერ გაეგო რას გრძნობდა. არ ეთმობოდა მის გვერდით მმჯდომი. ვერ ემშვიდობებოდა და ვერც ესალმებოდა. გაურკვევლობაში გახვეულს სიტყვები დაკარგვოდა გონებაში.

-ჩემთვის ტკივილი არაფერია, ვფიქრობ რა უნდა გადავიტანო რომ ვერ გავუძლო, მაგრამ ნიკოლას იმედგაცრუებას, მის ტკივილს ვერ ვაპატიებ ჩემს თავს, ხვდები?!

არაფერი უპსუხია ლუკას. მანქანის საჭეზე დაწყობილ მკლავებს, დაეყრდნო სახით და გამოხედა გვერდითმყოფს.

-მაინცდამაინც, ნიკოლა რატომ?

ვერ გაიგო კითხვა ქალმა, მიუხვდა მამაკაცი.

-ნიკოლა რომ დაარქვი შენს შვილს, რატომ?
-მინდა ნიკოლასნაირი იყოს.
-ვინაა ნიკოლა?
-წიგნი წავიკითხე, არ მავიწყდება ამ წიგნის პერსონაჟი. ასეთი ადამიანები თითქმის არ არსებობენ. იცი როგორია კოლა? აი რომ ვისურვებდი ჩემი შვილი იყის ეგეთითქო, ხოდა ბიჭი რომ შემეძინა, ვიცოდი ნიკოლა იქნებოდა მისი სახელი. მე, როგირც დედა, ვეცდები ჩემი შვილი იყოს მისი პიროვნებისნაირი, მინდა იმ უფლის წამდეს, რომლისაც წამდა ნიკოლას, იმ წიგნში მე რომ წავიკითხე.
-და როგორია იმ წიგნში ნიკოლა?
-უფლის გზაზე დადის.
-უფლის გზაზე დავდივართ ყველანი, გინახავს სხვა გზა? არსებობს კი?
-ყველანი იმ გზას გავივლით რომელსაც ავირჩევთ, უფლის გზაზე მიმავალს, არ უნდა გვავიწყდებოდეს, ის ჯვარი რომელიც უფალმა ატარა, იმისთვის რომ ჩვენ წელში გამართულს გაგვევლო ეს გზა. უნდა დავიმსახუროთ აქ სიარული. ბოლოში გასულები, გზის დასასრულს მყოფები, უკან რომ მოვიხედავთ არ უნდა შეგვრცხვეს ჩვენი ნაბიჯების. იქ მისულს ღმერთი რომ დაგვხვდება, მადლობა უნდა ვუთხრათ ბოდიშის ნაცვლად, მადლობა თითოეული წაშველებული ხელისთვის და მადლობა გზისთვის, დამძიმებულმა და ნაწამებმა რომ გაირა, რათა ჩვენ გვევლო მსუბუქად. ასეთია კოლა იმ წიგნში, მას არ დავიწყებია, რომ სისუფთავე არაა მარტივი, მაგრამ არ შეშინებია რთულის. მინდა ჩემი ნიკოც ასეთი იყოს. არ მინდა იცხოვრო მარტივ კაცად. გაუჭირდება, თუმცა არც უფალს გაუადვილდა მხრებზე დადებული, მძიმე სიწმინდით გაევლო გოლგოთა.
-შენ საოცრება ხარ დეკა. მიკვირს იცი? შენმა ცხოვრებამ რომ ვერ გაგაბოროტა, გულწრფელად მიკვირს.
აღმოხდა მოსმენილით მონუსხულ მამაკაცს, რომელიც თვალს ვერ წყვეტდა, ერთ წერტილს მიშტერებულ, ჩაფიქრებულ გოგონას. ვერ წარმოედგინა ვერასდროს, ქალი რომელსაც ასე შეხედავდა. უყურებდა და ფიქრობდა, თუ ცხობრებაში უნდა დასჯილიყო, იმის გამო რომ უხაროდა, მის წინ მჯდომის ქვრივობა. მზად იყო ამ სასჯელისთვის, მზად იყო ყველაფრისთვის, მაგრამ მაინც მადლობელი, რომ ჰქონდა უფლება ამ ქალისთვის შეეხედა ისე, როგორც უყურებენ მომავალს.

გაუღიმა თბილად მამაკაცმა. შეავლო სიყვარულით სავსე მზერა.

-იცოდე დეკა, არ იქნება არაფერი, რასაც შენ არ მოისურვებ. მაგრამ იმ ერთი ბეწო იმედის გამო, შენს თვალებში რომ ვხედავ, მაგ იმედის გამო მიღირს ცხოვრება. მიღირს საკუთარი თავი.

აღარ უპასუხია ქალს. ფანჯარას მიადო თავი და დახუჭა თვალები.

დაიძრა მანქანა. კორპუსის ეზოში შესული როლს როისიდან გადმოვიდა დეკა. ნაზი ღიმილით დაემშვიდობა მამაკაცს და სადარბაზოსკენ აიღო გეზი.
შედგა თუარა კიბეზე ფეხი. მოესმა ხმა, რომელმაც მოიცვა მისი სხეული შიშის კანკალმა.

-რძალო? როგორ ხარ?!
-თედო?! აქ რა გინდა?
ძლივს ამოილაპარაკა შეშინებულმა.
-მაზლს როგორ ხვდები? არ გრცხვენია?! სადაა სიხარული?
-თედო, რატომ მოხვედი?!
-რატომ?! შვილიშვილი უნდა წავუყვანო დეიდაჩემს. თან ვატყობ არ გცალია შენც, თავისუფლად შეხვდები მამაკაცებს. ხომ ხედავ ხელი გეშლება ბავშვით?!
ირონიულად უყურებდა მამაკაცი, შიშისგან აწურულს. ცრემლი გადმოუვარდა დეკაც თვალებიდან.
-რა უფლებით მელაპარაკები ასე?! ვინ მოგცა მაგის უფლება?
-და ვის უნდა ვთხოვო უფლება?! რომელიმე საყვარელს, შენ თუ ჩემს ძმისშვილს, მაღლა რომ გიცდის ბავშვური სისუფთავით?! არ დავუჯერე ნანის, რომ მითხრა ვუპასუხე, გადავამოწმებ, არ გააკეთებდა იმას რასაც აბრალებენთქო. ჩემი თვალებით რაც დავინახე, არც იმას დავუჯერო დეკა?! ხომ მოგაცილა საყვარელმა, თან მდიდარი ჩანს. კარგია მარტივად ნაშოვნი ფული?! ერგება შენს შვილს ადამიანო?!

მუხლები მოეკეცა გოგონას. ატირდა მწარედ,რომ გაიაზრა როგორ აკადრეს და რა აკადრეს. სული შეუხუთა მოსმენილმა. თავს ძალა დაატანა, შეიშრო ცრემლები.

-მისმინე თედო, შენ კი არა, თვით ღმერთიც რომ ჩამოვიდეს, ჩემს შვილს ვერავინ წაიყვანს, ვერსად.
მიჩივლებთ?! ხოდა მიჩივლეთ. დაინახავ ვინაა საჩივლელი და დასასჯელი ამ ისტორიაში. ამ ცხოვრებაში, რაც თავი დავუხარე, იმ ოჯახს, იმ კაცს, ვის ღირსებასაც ასე იცავ. მეტად დამჩაგრა ბედმა. ხოდა იცოდე, არ გამიბედო, ის მითხრა რაც არ იცი. წაიყვანე ნიკოლა, მიდი წაიყვანე, თუ მოიპოვებ უფლებას. თუ მაჯობებთ ღირსებაში, თუ გადამიდგებით.

ხარხარი აუვარდა კაცს.
-რაიყო, სამართლის სფეროშიც გყავს საყვარლები?! “კრიშა” გქონია გილოცავ.
ირონიული სიცილით ელაპარაკებოდა წინ მდგომს და აიგნორებდა მის სახეზე გამოხატულ ბრაზს.

-დაარქვი “კრიშა” თუგინდა. ჩემთან ღმერთია, რითი მაშინებთ?! სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე ვიკმარებ იმ ექვს წელს. მე არ გეუბნები არაფერს, ღმერთის სამართალს სად მიუდიხარ?! გაგერკვია ჯერ, შენი არაკაცი დეიდაშვილის, კაცობა.
გაგერკვია და მერე მომდგომოდი ქალს, საქმის გასარჩევად. მიმიფურთხებია შენი ღირსებისთვის, ასე გამალებით რომ იცავ ჩემგან. შენ რომ ღირსება გქონოდა, დეიდაშენის ნაბოდვარს, არც კი გადაამოწმებდი.
-ღმერთის ხსენებაც არ გრცხვენია ქლო?! იმის მერე რასაც აკეთებ, კიდევ ახსნებ?!
-და რას ვაკეთებ, რა დაინახე?
-არ ვაპირებ გავაგრძელო შენთან ლაპარაკი. დაიმახსოვრე, თორნიკეს ხსოვნას, ასე უღირსად რომ ადგამ ფეხს, ასე უმოწყალოდ რომ თელავ ყოველდღე, არ შეგარჩენ. წავიყვან ნიკოს. შენ მაინც არ დაგიტოვებ, ბინძურ ცხოვრებაში.
-ჯერ გაიკითხე, შენი დეიდაშვილის საფლავიდან, რა უნამუსობა ყვირის. გაიკითხე არაკაცის ნამუსის დამცველად, ღმერთის მოყვარეს რომ მოაკითხე და მერე მედავე ღირსებაზე.

ყვიროდა უკვე, ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა. კედელთან ჩაკეცილი მუშტებს კრავდა, ისე რომ საკუთარი ფრჩხილები უსერავდა ხელის გულებს.

ისევ წამოდგა.
ისევ გაიმართა მხრებში.
ისევ შეიმშრალა ცრემლები.
ისევ აწია თავი ამაყად.
ისევ შეაღო სახლის კარი და გაუღიმა შვილს. იმ ღიმილით, რომელიც მალავდა ტკივილებს, დარდებს.



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

უბრალოდ ძალიან ძალიან მაგარი ისტორიაა.სუნთქვისშემკვრელი ზღვა ემოციით სავსე..

 


№2 წევრი დარინა

იცი როგორ მიხარია შენი აღმოჩენა საოცარი გრძნობები მეუფლება, შემიყვარდა ლუკა საოცრად როგორი განსაკუთრებული სიფაქიზით ექცევა დეკას და როგორ უყვარს, ყველაზე მეტად იმსახურებს დეკა ასეთ ლუკას იმდენი ტანჯვა წამების შემდეგ ლუკა რომ იქნება მისი ბედნიერება ნიკოლასთან ერთად ალბათ ყველაფრად ეღირება დეკასთვის და აი თურმე განსაკუთრებული ნიკოლას სახელი რქმევია პატარა საოცრებას, ვგრძნობ რომ წინ საოცრად თბილი და ტკბილი მომენტები გველოდება დეკასი და ლუკასი, რომელსაც მე სულმოუთქმელად ველოდები, აუ დემრტრეს წითუროს გაცნობაც საინტერესო იქნებაა.

 


№3  offline წევრი დეკა

დარინა
იცი როგორ მიხარია შენი აღმოჩენა საოცარი გრძნობები მეუფლება, შემიყვარდა ლუკა საოცრად როგორი განსაკუთრებული სიფაქიზით ექცევა დეკას და როგორ უყვარს, ყველაზე მეტად იმსახურებს დეკა ასეთ ლუკას იმდენი ტანჯვა წამების შემდეგ ლუკა რომ იქნება მისი ბედნიერება ნიკოლასთან ერთად ალბათ ყველაფრად ეღირება დეკასთვის და აი თურმე განსაკუთრებული ნიკოლას სახელი რქმევია პატარა საოცრებას, ვგრძნობ რომ წინ საოცრად თბილი და ტკბილი მომენტები გველოდება დეკასი და ლუკასი, რომელსაც მე სულმოუთქმელად ველოდები, აუ დემრტრეს წითუროს გაცნობაც საინტერესო იქნებაა.


როგორ მიხარია, რომ ჩემთან ხართ. უღრმესი მადლობა????????

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა

დეკა შვილისთვის თავგანწირული დედაა,მისნაირი დედისთვის შვილის წართმევა ძაან დიდი უსამართლობა იქნება. იმედია დადგება განთიადი დეკას ცხოვრებაშიც.წარმატებები

 


№5  offline წევრი დეკა

სტუმარი ანა
დეკა შვილისთვის თავგანწირული დედაა,მისნაირი დედისთვის შვილის წართმევა ძაან დიდი უსამართლობა იქნება. იმედია დადგება განთიადი დეკას ცხოვრებაშიც.წარმატებები


საერთოდ დეკას ცხოვრებაა განთიადი, ჩანაფიქრია ეს, რომ მის მდგომარეობაში მყოფი ქალები, ვისაც ცხოვრების ეშინიათ, ცოტათი მაინც გაძლიერდნენ ჩემი მონათხრობით. თუ არის იმის მცირე შანსი მაინც, რომ ჩემი ისტორია იოტისოდენა სტიმულს მისცემთ გადადგან მყარი ნაბიჯები, რატომ არ უნდა გავაკეთო ეს? ???? უღრმესი მადლობა, რომ კითხულობთ და არ გეზარებათ შეფასება????

 


№6 სტუმარი Елка

Шемикварда ес историа. Гаихарет да мадлоба. Уничиереси харт.

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგად წერ. თან პირველი ისტორიისთვის ზედმეტად კარგია. გამართული , ემოციები თავისით მოდის და ცვლის ერთმანეთს. წარმატებები❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ნანა

საოცრებაა პირდაპირ, ველოდებით ახალს

 


№9 სტუმარი ციცინო დეიდა

ძალიან, ძალიან კარგია.აი რომ კითხულობ და რაღაცას გაძლევს, ძალიან დიდს, რაც ცხოვრებაში გამოგადგება...
ძალიან ნიჭიერი ხართ, არაჩვეულებრივად გადმოსცემთ სათქმელს.
გელოდებით დიდი ინტერესით.

 


№10  offline წევრი დეკა

ციცინო დეიდა
ძალიან, ძალიან კარგია.აი რომ კითხულობ და რაღაცას გაძლევს, ძალიან დიდს, რაც ცხოვრებაში გამოგადგება...
ძალიან ნიჭიერი ხართ, არაჩვეულებრივად გადმოსცემთ სათქმელს.
გელოდებით დიდი ინტერესით.



მადლობა რომ ამხელა მოტივაციას მაძლებთ. ყველა სიტყვა უდიდესი ძალაა, ვაკეთო ის, რაც მთელი გულით მიყვარს❣️

 


№11 სტუმარი სტუმარი ლაილა

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა თავი. ძალიან კარგი ისტორიაა და კოლა რომაა ნახსენები რა კარგია ❤️ მომწონს როგორც წერ და მიყვარს ასეთი ღირსებით სავსე ისტორიები.. ველოდები მოვლენების განვითარებას დადებითად. მალე დადე კაი

 


№12  offline წევრი დეკა

სტუმარი ლაილა
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა თავი. ძალიან კარგი ისტორიაა და კოლა რომაა ნახსენები რა კარგია ❤️ მომწონს როგორც წერ და მიყვარს ასეთი ღირსებით სავსე ისტორიები.. ველოდები მოვლენების განვითარებას დადებითად. მალე დადე კაი


უდიდესი მადლობა თქვენ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent