შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განთიადი (პირველი თავი)


15-05-2024, 00:04
ავტორი დეკა
ნანახია 6 668

სანამ კითხვას დაიწყებთ, მინდა იცოდეთ, რომ პირველი ისტორიაა რასაც ვტვირთავ. ვისურვებდი ის ემოცია, რაც გულიდან მომაქვს, თქვენამდე მოვიდეს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს????


✨ ✨ ✨
უჩვეულოდ ნაზი იყო დეკა, მისი სახელისთვის დამახასიათებელი, სილამაზით და ხასიათით გამოირჩეოდა მუდამ.

ერთხელ თუ ნახავდით, აუცილებლად გაიხსენებდით მეორედ ნახვისას. არ ავიწყდებოდა თვალსა და გულს.

გამოირჩეოდა ყოველთვის, თანატოლებისგან. მისთვის პრიორიტეტები, განსაზღვრავდა ქალის ბუნებას და მისი პრიორიტეტიც თავისივე ქალობა, ღირსეულობა იყო.

ღირსეულად ეცვა შავი ძაძები, ღირსეულად უჭირისუფლა ნაძირალა ქმარს, ნაძირლურად მოკლულსა და გათელილს.

-დეკააა
ისმოდა ეზოდან ყურის წამღები ყვირილი.
-გისმენთ დოდო დეიდა, მოდით.
-არა შვილო, გამოდი უნდა მიშველო, ნუგზარს ისევ წნევამ აუწია და მომეშველე.
-ნიკოს ჩავაცმევ და გამოვალ

შინ შემობრუნებულმა, თავის პატარა ნიკოლას თბილი ჟაკეტი მოაცვა, ფეხზე მეზობლის ბავშვის, გამონაცვალი, უკვე კარგად გაცრეცილი ვალინკები ჩააცვა, ნაზად დაუკოცნა ფუმფულა
ლოყები და გაუყვა მეზობელი დოდოს სახლის გზას.

-ნუგზარი ბიძია, მოდი წნევას გაგიზომავ და მოგცემ წამლებს.
-ეჰ ჩემო დოდო, იმ უდღეურმა ეს გოგო რითი დაიმსახურა, თუ მეტყვის ვინმე და დღესვე მოვუკლივარ მაღალ ღმერთს.
-მასე ნუ ამბობთ, ქმარი იყო თორნიკე ჩემი.
-ქმარი კიარა და შვილო, არაკაცი იყო ეგ და გეყოფა, როდემდე უნდა შეაკლა თავი ამ სოფელს და შენი უღირსი ქმრის სასაფლაოს?
-ნუგზარი ბიძია ნიკოლას ესმის. მამა იყო მისი და უნდა უყვარდეს, პტივს სცემდეს.
-დოდო გამოდი, გამოდი გოგო უფრო ამიწია წნევამ, უთხარი რაზეც დაიბარე, არმინდა ეს აპარატი, გამოდიმეთქი.
მსუბუქად შესძახა კაცმა, რომელსაც ზღვისფერ თვალებში, ნაღველი და სიამაყე ერთად ჩასდგომოდა. განა რაარის ადამიანი? პატარა მეზობლის გოგო იამაყა, ეამაყა დედა, რომელიც იცოდა ღირსეულს გაზრდიდა ნიკოლას.

-დეკა შვილო, ჩვენ იცი შვილი არ გვყავს, რაც შენ მოგიყვანა იმ უდღეურმა მას შემდეგ ვიგრძენით სითბო.
-დოდო დეიდა, მადლობა ყველაფრისთვის რაც ჩემთვის გაგიკეთებიათ…
გააწყვეტინა დოდომ სიტყვა, ლამაზად მომღიმარ მეზობლის რძალს.
-სამადლობლად არაფერს გეუბნებით და ვაკეთებთ ჩემო კარგო, ხომ იცი თბილისში სახლი გვაქვს, ჩვენ არ ვართ იქ ჩამსვლელები. დემეტრეც არ ჩამოდის ჯერ, ან რათუნდა ჩემს ძმიშვილს ის სახლი, როცა სხვაც აქვს. წადი დედიკო, ქალაქში სამუშაოს რა დალევს, იმუშავე, ნიკოს განათლება მიეცი, ცხოვრებაში შენც გაიხარე ჩემო გოგო.
-დოდო დეიდა რასამბობთ, ნანი და გელა არ დამანებებენ, თან თორნიკეს საფლავს ვინ მიხედავს?
-ნანი და გელა შენ სუნთქვასაც აგიკრძალავდნენ რომ შეეძლოთ. გელას რომ აკლავ თავს, თითქოს მშობელი მამა იყოს, როდემდე უნდა ემსახურო?
-თქვენ ხომ მაინც იცით, სხვა გზა რომ არმაქვს?
-აგერ სხვა გზა, დანაზოგიც გვაქვს, ვიცით არ იჩუქებ, და არ აიღებ თუ ამას არ ვიზამთ, ამიტომ გპირდები როცა გექნება დავიბრუნებ უკან, ოღონდ ეს აიღე და გაეცალე ამ უბედურ ადგილს.
-ვიცი რომ ჩემთვის გინდათ სიკეთე, თუმცა მე მარტო თბილისში რავქნა?
-დემეტრეს ხომ იცნობ? მისი დაა იქ ლილე, ვეტყვით თავიდან ცოტას დაგეხმარება
-არა დოდო დეიდა, უცხოს ხომვერ შევაწუხებ?
უხერხულად შეიძმუშნა დეკა, ყურს უკან გადაიტანა თმა და უცებ გაახსენდა სილურჯე, უცებ დაიფარა ისევ სახე, ნერვიულად ახლართა თითები ერთმანეთში.
-ისევ დაგარტყა?
ყბა დაეჭიმა ნუგზარს ნერვებისგან.
-არა რასამბობთ…
აზრი არ ქონდა ამაზე გაგრძელებას, იცოდნენ ისევ დაარტყა მამამთილმა, ისევ გაჩუმდა ქვრივად დარჩენილი ქალი, ებღაუჭებოდა მომავლის იმედს და იტანდა ყველაფერს, ვერ იმეტებდა შვილს ულუკმაპურობისთვის.

-დეკა, შვილო, ისე გეუბნები როგორც ჩემს თაიას ვეტყოდი, მის საფლავზე ასვლისას სულ ვეუბნები, რომ შენ მყავხარ მის ადგილას. გთხოვ როგორც მამამ შვილს, და როგორც მშობელმა საკუთარს, ისე მომეცი უფლება გვერდით დაგიდგე. წადი აქედან. შენს შვილს ნუ გაზრდი ამათთან, ნიკოლას მომავალზე იფიქრე
-არვიცი რავთქვა
-ნურაფერს იტყვი დედი, იფიქრე სად გვეჩქარება?!
ჩაერია დოდო, ქოთქოთით.
-მადლობა, არვიცი ეს სიტყვა თუ ეყოფა თქვენს ამაგს ჩემს მიმართ.
-მადლობა ის იქნება ბედნიერს თუ გნახავთ…


მიდიოდა სახლში, რომელიც მისი არ იყო. მიდიოდა სახლიდან რომელიც უნდოდა, მისი ყოფილიყო, მთელი გულით.
მიდიოდა დედამთილთან და მამამთილთან, რომლებიც გაემწარებინა ცხოვრებას, შვილის სიკვდილით, თუმცა მანამდეც არ ყოფილან ტკბილად მოაზროვნენი.
მიდიოდა შვილის სიკვდილით გამწარებული მშობლებისგან, რომლებიც ყოველთვის იყვნენ ადამიანები, უნდოდა მისი ყოფილიყო ეს სითბო, რქმეოდა მათი შვილი და ეგრძნო რას ნიშნავს, როცა ეყრდნობი, დაღლილი მხრებით მშობელს.

ნუგზარი და დოდო ყოველთვის იყვნენ მისი პატრონები, რამდენჯერ სიცივეში გარეთ გამოგდებული, ნაცემი და მშიერი, ორსულად მყოფი დეკა თბილ ხალათში გაუხვევია დოდოს და მიუხედავს, როგირც მიხედავდა საკუთარ ქალიშვილს.
რამდენჯერ დააპირა ნუგზარმა, დეკას გამო ჩხუბი, თუმცა კვლავ გოგონამ შეუშალა ხელი, არუნდოდა ზედმეტად გაერთულებინა, ისედაც რთული ცხოვრება.


გადაწყვიტა.
იცოდა გაუჭირდებოდა, იცოდა, მოუწევდა ბევრი წვალება, თუმცა უღირდა.

-მისმინე შვილო, იქ ლილე დაგხვდება, აი სურათი. ის გიცნობს, რომ ჩახვალ დამირეკეთ.
არიგებდა დოდო და არ წყვეტდა ლაპრაკს, თვალებში ცრემლჩამდგარი.
-შვილო, იცოდე როცა დაგჭირდები დამირეკავ და იცოდე,დამირეკავ როგორც დაურეკავდი გიორგის.
ხმა შეეცვალა დეკას მამის ხსენებაზე ნუგზარს, ტკიოდა მეგობარი, ყოველთვის ღირსეული და ამაყი. ტკიოდა რომ ვერ გაუფრთხილდა მის დატოვებულს და ვერ მოუარა ისე, როგორც მოუვლიდა თავისას, ვერ მიუსწრო და ვერ გადაარჩინა.

დიდხანს ეფერებოდნენ პატარა ნიკოლას, იცოდნენ ვეღარ ნახავდნენ მალე, ბიჭუნაც მონდომებით ხვევდა ჩასუქებულ ხელებს კიზერზე, მის საყვარელ ნუგზარი ბაბუას.

წავიდა.
უშველა თავს.
უშველა მომავალს.
უშველა, ჯერ არაკაცი მამისთვის და შემდეგ უმამობისთვის განწირულ შვილს.


დაბინავდა დოდოს და ნუგზარის ბინაში, თავისი ხელი დაატყო ყველაფერს, დააკრიალა და სიმყუდროვის ნოტები შეიტანა, ისედაც პატარა და ლამაზ სახლში.
-დე მოდი ეხლა დაიძინე შენ, მე აქ ვიჯდები და ამას წავიკითხავ კარგი?
საწოლში მოათავსა და რამდენჯერმე აკოცა აბრაწულ ლოყებზე.
-დედაა, ხოიცი არ მიყვარს ბევრს რომ მკოცნი?
-მე მიყვარს ნიკო, არ მაქვს უფლება?
-შენ გაქვს ყველაფრის უფლება.
სასაცილოდ დაიჭყანა ბიჭუნა.
-არა დე, არავის აქვს უფლება ის გააკეთონ რაც უნდათ, მაშინ როდესაც სხვებს უქმნიან დისკომფორტს, კარგი?
დამყოლი მზერით დააქნია თავი, პატარა ნიკომ.
-დე, ხვალ ბაღში წამიყვან?
-ხვალ არა, ორშაბათს მივხედავთ ამ საქმეს, ხვალ ახალ ტანსაცმელს ვიყიდით და იმ ნივთებს რაც გვჭირდება.7
-მიხარია აქ რომ ვართ.
-იქ ხომ გიყვარდა ცხოვრება, ბებო და ბაბუ ხომ გიყვარს? ხომიცი ნიკო, მამა არ უნდა დაივიწყო, ყოველთვის როცა შევძლებთ მივალთ მასთან საფლავზე.
-აქ კარგია, აქ მარტო ვართ, მე არ გატირებ შენ, ისინი კიდევ ყველა გატირებდნენ. მე შენ არ დაგარტყავ დედა, ისინი გირტყავდნენ და არ მინდოდა იქ, არასდროს მინდოდა.
ტირილი აუვარდა ნიკალას, ხმით ტიროდა და ამდენი წლის ნაგროვებ ემოციას გარეთ უშვებდა.

როდის გაიზარდა ასეო, დაფიქრდა დეკა.
როდის გახდა შესამჩნევი მისთვისო?!
თუკი ეჭვობდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეს, ახლა დარწმუნებული იყო, იცოდა რომ სწორად მოიქცა.
5 წლის ხდებოდა ნიკოლოზი და პირველად მოხდა, როცა ამდენი ემოცია ერთად გამოხატა, ყოველთვის ჩუმად მყოფმა და გულჩათხრობილმა.

-დე, დამშვიდდი, რატომ არ მითხარი, რომ არ გინდოდა იქ?
-თუ გეტყოდი, თუ რამეს ვიტყოდი, შენ ისევ იტირებდი.
-შენ ხარ ჩემი საჩუქარი დე, შენ ხარ ყველაფერი რაც მაძლიერებს, იცოდე არასდროს გაჩუმდე იმაზე რაც არ მოგეწონება, ყოველთვის მითხარი, კარგი?
-ყოველთვის?
-კიდევ გინდა რამე მითხრა ხო?
მსუბუქად ჩაეღიმა ქალს, რომელსაც ყველაზე მეტად უხდებოდა, შეუჩვეველი წრფელი ღიმილი.გაუღიმა მის ერთადერთს.
-არ მომწონს როგორც გაცვია, სხვა დედებს ლამაზად აცვიათ, შენ ყველაზე ლამაზი ხარ, მაგრამ არ გაცვია ლამაზად.
-გპირდები ჩავიცვამ ისე, შენ როგირც შემარჩევინებ კარგი?
-დავიძინებ მალე რომ გამეღვიძოს და ვიყიდოთ ხო?
-დავიძინოთ.
მოიქცია მკლავებში შვილი და მასთან ერთად მიეძინა დაღლილს, გადაშლილი წიგნის ფურცლები უმზერდნენ გვერდიდან, თუმცა მოუწევდათ მოცდა, აღარ ეცლებოდა დეკას მისთვის, ახლა უნდა აეწყო ცხოვრება შვილისთვის, რომელიც იმედის თვალებით შეჰყურებდა დედას, როგირც ერთადერთ საყრდენს.

მზიანი დილა გათენდა თბილისში. თითქოს ბუნებაც გრძნობდა ახალი ცხოვრების დასაწყისს. მაღაზიის კარი მხიარულად შეაღო პატარა ნიკალამ და შეატარა დედა, როგორც ქალი და როგირც წინ, კარში პირველად შესატარებელი. ასწავლა დედამ როგორი იყოს ქალთან, 5 წლის ნიკოლოზს ასწავლა კარის გაღება ქალისთვის. არაკაცებში გაზრდილს, მთელს კაცობას უნერგავდა დაბადებიდან.

მაღაზიაშივე დაიჟინა ნიკომ, დედას ახალი კაბის ჩაცმა. მორცხვად გაიხადა შავი სამოსი ქალმა, იისფერი, მუხლამდე სარაფანი მოირგო დეკამ, წვრილი ყვავილები ამშვენებდა ლამაზ ქსოვილს. თავზე გაკრული შავი თავშალიც ძველი ტანსაცმლის გზას გაუყენა და ჩალისფერი გრძელი ნაწნავი მხრებზე დაეფინა.
-დედაა
აღმოხდა, დედის მშვენიერებით გაოცებულ ბიჭუნას.
-არ მოგეწონა? სხვას ჩავიცვამ.
შეშფოთდა ქალი.
-დედა არა, ასე გეცვას, სულ ასე ლამაზად გეცვას ხო?
მხიარული გაუხდა ნიკოს ხმა.

ძალიან ბევრი იცინეს ნიკოლოზის ტანსაცმლის არჩევისას, პირველად შეძლო ბიჭუნამ შეერჩია ტანისამოსი და არ ჩაეცვა მეზობელი ცოტნეს გამონაცვალი.
საკმაოდ ბევრი რაღაც იყიდეს, ნუგზარისა და დოდოს გამოტანებული ფული საკმარისზე მეტი იყო მათი საჭიროებებისთვის. უბრალო მობილური იყიდა დეკამ, სახლში მისულმა,პირველი რაც გააკეთა დოდოსთან საუბარი იყო. ნიკოც არ ჩუმდებოდა და აჟიტირებული უყვებოდა მოხუცებს, თუ რა ბედნიერად გაატარეს დღე.

თვალცრემლიანმა ნუგზარმა, მიაკითხა მეგობრის საფლავს, რომელიც გვერდით სოფელში იყო.
-ვერ დავიცავი გიო, ვიცი შენ ასე არ გაწირავდი ჩემსას. მაგრამ არ მეყო ძალა. დღეს პირველად ვარ მოსული, თითქოს მომესვლელებაო იმის მერე რაც მოხდა. შენი დეკა თავისუფლად სუნთქავდა დღეს და მეყო გამბედაობა შემეხედა შენი საფლავისთვის. ვიცი ზემოდან მფარველობ მას, ვიცი არ ვარ იმდენად მართალი კაცი ეს გითხრა და არც გჭირდება ჩემგან, ისედაც იცი, მაგრამ დაიფარე ჩვენი გოგონა. ზეციდან შენ და სანამ ვიცოცხლებ მე ვიქნები მისი პატრონი. გპირდები, მაშინ შეშინებული ტყვიას, ახლა აღარ შევუშინდები, რომც დამიმიზნონ. დეკა იქნება ბოლო საზრუნავი, ბოლო ამოსუნთქვამდე.

პირობა მისცა ძველ მეგობარს, დაუმშვიდა სულიო თითქოს, თვითონაც შეძლო ამოსუნთქვა, მშვიდად ამდენი წლის შემდეგ და გზად, ბედნიერად მოტეხა რამდენიმე იასამნის ტოტი, თავის დოდოს უყვარდა იასამნები, გაახარებდა, შინ მომლოდინედ მყოფს.

ორი დღე ისე გავიდა, სახლიდან არ გასულან დეკა და ნიკოლა. თამაშობდნენ, წიგნებს კითხულობდნენ, ერთობოდნენ და ტკბებოდნენ, აქამდე არარსებული სილაღით და თავისუფალი დროით.
დეკას არასდროს ეცალა, ნანის და გელას მომსახურებას მოანდომა, მთელი ძვირფასი დრო. ნანი მარად წნევიანი და რეალურად ყველაზე ჯანმრთელი ადამიანი იყო. რომელსაც არ შეეძლო ფიზიკური შრომა, თუნდაც სახლის გამოგვა. საბჭოში ნაცნობობით მოეწყო და, მთელი დღე იჯდა ენაზე ტყავგადამძვრალი და ყვებოდა სოფლის ამბებს, ყვებოდა რა უვარგისი რძალი ყავდა და შინ მისულს, დაღლილ დაქანცულს უნდა მოევლო ყველაფრისთვის. ამდროს კი დეკა დადიოდა ეზოდან სახლში, საქათმიდან-საბძელში, საღორეში და უვლიდა ყველაფერს, შინ მოსულ ნანის, მაინც არაფერი მოსწონდა ამ სამყაროში.
გელა კიდევ საერთოდ სხვა ფენომენი იყო, სოფელში ყველაზე მშრომელი კაციც ეთქმოდა. რომ შეხედავდით, იფიქრებდით, ეს რომ ოჯახშია ის ოჯახი ბედნიერიო, თუმცა დეკასთვის არც მამამთილს გაუმართლებია. გაბრაზებულ გულზე, რძალზე ჯავრის ამოყრა სჩვეოდა, სოფელში ღირსეულად მოარულს.

არ იღებდა ხმას ობოლი გოგონა, არასდროს უთქვამს არსად თავისი გაჭირვება. იცოდა აზრი არქონდა მცდელობას. ითმენდა და იტანდა თავისი შვილისთვის. უკან ვერ მიაკითხავდა ლოთ მამინაცვალს, საკუთარი მამის სახლში გაბატონებულს.

მზიანი გაზაფხული იყო, ორშაბათი დღე. ავტობუსის გაჩერებაზე იდგა დეკა, ძლიერად ჩაჭიდებოდა მოუსვენარი შვილის მაჯას და ცდილობდა არ გამოპარვოდა 21 ნომერი ავტობისი. ლამაზად უფრიალებდა ატმისფერი კაბის ბოლოები, მხრებზე ჩამოშლოდა ჩალისფერი თმა და ნაზი ნიავი, ისე ლამაზად ურხევდა თმას, იფიქრებდით სიო ეფერება მის მშვენებასო.

-რასაკეთებ ბიჭო?!
გაოცებულმა შეყვირა მგზავრის სავარძელზე მჯდომმა დემეტრემ.
-დემე შენც ხედავ?
-რას ვხედავ ლუკა, რასაკეთებ კინაღამ მომკალი.
-შეხედე იქ გაჩერებაზე, იმ გოგოს შენც ხედავ?
-ვხედავ ხო მერე?
-არა, რასაც მე ვხედავ იმას ვერ დაინახავდი, მარტო მე უნდა დამენახა.
-შენ მაგარი გაგიფრენია ჩემს არყოფნაში! რა დაინახე უსეთი რომ კინაღამ ავარიაში მომაყოლე, ასე ვინ აჩერებს მანქანას?
-კაი ნუ წუწუნებ ლალიკოსავით, წავედით.
-მოიცა ეს გოგო მეცნობა, სადღაც მინახავს. არა ზუსტად ვიცი მინახავს!
-რაა, ის ბავშვთან ერთად რომ დგას?
-არა მაგის გვერდით.
-რა მაგის გვერდით ქალი დგას 80 წლის
-გამარჯობა, კი ეგ გოგო მეცნობა.
-არაა?
-კიი
-წამო გადავიდეთ ახლოდან შეხედე.
-რა ახლოდან ბიჭო, ვერ ხედავ შვილი ყავს, ქმრიანი ქალის დევნა გვინდა ახლა?
-კარგი, მართალია, ეგ ჩემი ცოლი ვერ გახდება. ანუ მე ცოლი არ მეყოლება.
გაოცებულმა ჩაუშვტვინა დემეტრემ.
-შენ ჩემო ძმაო სამკურნალო ხარ, გიშველოთ იქნებ, სანამ მედიცინა უძლური არ გამხდარა.
-დემეტრე, იქ რომ გოგო იდგა, ის იქნებოდა ჩემი ცოლი, ის არაა, არ იქნება სხვა.
-ვახ! დაქოქე რა, რას ჩამოდექი ტაქსივით.
-დავქოქოთ მანქანა, არ ჩამოვდგეთ ტაქსივით. ფრენისგან დაღლილ ძმაკაცს არ დავუმატოთ ტვირთთი.
-მაგრად გარეკე, მაგრად უბერავ.
როგორი სისწრაფითაც გაჩერდა, იმავე სისწრაფით მოწყდა ადგილიდან, შავი როლს როისი.

-ლილეე, ლილე, ლილე გოგო შე არ დასაყრუებელო. გამოდი გარეთ, მონატრებული და მოსასიყვარულებელი, ტკბილად სახსენებელი ძმა მოგიყვანე.
ყვიროდა ლუკა ეზოდან და მიდიოდა კარისკენ ჩქარი ნაბიჯით.
-ბიჭო სიურპრიზიათქო და შენ სამეზობლო კრებას მიწყობ პირდაპირ?
-კაი რა შე ბანძო, ევროპაში არ გასწავლეს? სიურპრიზები არის გოიმობა, ჩუმად თავზე დადგომები არის ბანალურობა, უნდა გელოდნენ, უნდა ფორიაქობდნენ გესმის?
-ვაიმე ჩემს არ ყოფნაში, ეწეოდი რამეს? რას გავხარ ბიჭო, რა ხასიათი აგიკიდებია?!
-შენ რომ მიყყვარხარ, შენ რომ პატივს გცემ და ახლა ჩემთან მყოფი მიხარიხარ, გამოვხატო მაცადე კაი?
-კარგი ლუკა გამოხატე, ოღონდ სახლში გამოხატე, დაჯექი და ისე გამოხატე ხო?
-აუ ეს კიდე უჟმურია, ბიჭო ევროპამ ვერ გიშველა, ამერიკა ჩემი არააო და რუსეთისკენ ხოარ იხრები? გრუზინი ხარ ბიჭო? ჭკუაზე არ ამარყიო!
-შენს ჭკუას მხოლოდ არყევა აკლდა და გილოცავ.
-ლილე გოგო გამოხვალ დღეს?
-რა აყვირებს ამ არანორმალურს?!
-ძმა მოგიყვანე და მადლობას ასე მიხდი? მადლი ვქენი ქვაზე დავდე და სულ თავში მირტყი ის ქვა? ესაა ადამიანმა სიკეთე არ უნდა დათესო, ამას არ ჯობდა კარტოფილი დამეთესა?! რა ფასიაქვს თან?
აჟიტირებული იყო ლუკა დემეტრაძე, წლების უნახავი მეგობარი დაუბრუნდა, უხაროდა კვლავ დაბრუნებული ოჯახი. მისთვის მხოლოდ ლალიკო და დემეტრე წარმოადგენდნენ ოჯახს. დედისა და ერთადერთი ძმაკაცის, როგორც თვითონ იტყოდა, ჩინური ძმის გარდა არ ყავდა არავინ. რეალურად ბევრი ნათესავი იყო მის გარშემო, თუმცა ოჯახი მხოლოდ ეს ორი.



№1 სტუმარი kati

საინტერესო დასაწყისია.ველოდები გაგრძელებას,წარმატებები...

 


№2 სტუმარი ნია

მართლაც საინტერესოდ დაიწყო, ვნახოთ როგორ გაგრძელდება. წარმატებები

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

საინტერესო დასაწყისია ველი შემდეგ თავს????

 


№4 სტუმარი სტუმარი ლიკა

კეთილი იყოს თქვენი ფეხი!????

 


№5  offline წევრი დეკა

მადლობა, ვინც წაიკითხეთ და არ დაგენანათ, ორი სიტყვით სტიმული მოგეცათ ჩემთვის????????

 


№6 სტუმარი Mari

ველოდებით შემდეგს????ფა უფრო დიდს

 


№7 სტუმარი daldonidaldoni

ძალიან ძალიან საინტერესო ისტორია გველოდება წინ...

 


№8 სტუმარი სტუმარი მანანა

Ძალიან მომეწონა , ველოდები გაგრᲫელებას????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent