შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პითეკანთროპი(7)


21-05-2024, 01:11
ავტორი sati
ნანახია 1 302

-ეხლა ამას აღარ აპროტესტებ?-ცოტნემ გამომწვევად ჩახედა მარიამს თვალებში და სპეციალურად ახლოს მიიტანა სახე მასთან-კარგია ხომ პითეკანთროპი, რომელსაც ხელით დაყავხარ ყველგან?-მარიამი გაწითლდა და თვალი აარიდა-სიჩუმე უფრო გიხდება.
-შენ კიდე გიხდება, როდესაც ყოველ ორ წამში ერთხელ არ მეფლირტავები.
-შენ ამას ფლირტს ეძახი?-ცოტნემ გადაიხარხარა-შე საწყალო რამდენი წელია რაც გათხოვილი ხარ, რომ ეს ფლირტი გგონია?
-საწყალი თავი გაბია-პატარა ბავშვივით უპასუხა.
-ძალიან საყვარელი ხარ-ერთ წამს შეურაცხყოფას აყენებდა, მერე კი კომპლიმენტს ეუბნებოდა. ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი თუ ჯერ არ დაუსვამთ მისთვის, უკვე დრო იყო.
-მალე მივალთ?-მარიამმა წუწუნი დაიწყო, მაგრამ ცოტნემ სახეზე ხელი მოკიდა და თავი წინ მიატრიალებინა.
-მოვედით-სასტუმროზე მიანიშნა.
-უი-უხერხულად ამოილუღლუღა-კარგი დამსვი, არ მინდა ვინმემ დაგვინახოს.
-რატომ?
-რას ქვია რატომ?
-რატომ არ გინდა რომ დაგვინახონ? რა უნდა იფიქრონ?
-ის რასაც ყველა შენს თანამშრომელზე ფიქრობენ, რომ რამე გვაქვს.
-და რა არ გვაქვს?
-ბატონო ცოტნე, მოგიწოდებთ კორექტულობისკენ-მარიამმა ფართხალი დაიწყო და ცოტნეს ხელი გააშვებინა-მადლობა-უცბად გადაუხადა მადლობა და ჩქარა, მაგრამ ისევ კოჭლობით მივიდა სასტუმროს შესასვლელამდე.
-მარიამ-ის იყო ეგონა გადარჩა ვინმესთან შეხვედრას, რომ ლაშას ხმა მოესმა-რა დაგემართა?-ეგრევე შეამჩნია მისი ნატკენი ფეხი.
-ფეხი გადამიბრუნდა, ისეთი არაფერი. ყინულს დავიდებ და გამივლის. ვინ მოიგო?
-როგორც ჩანს ცოტნემ-მარიამის მხარზე საღებავი შეამჩნია-კარგი, მოდი დაგეხმარები ნომრამდე მისვლაში, ფეხს მიხედე და მერე ჩამოდი დიდ დარბაზში ვიქნებით.
-არა, იყოს ჩემით ავალ.
-რა სისულელეა, კოჭლობ-ლაშამ წელზე შემოხვია ხელი და ასვლაში დაეხმარა. ცოტნეს სახე ეცვალა ამის შემხედვარეს. ამ დროს გვერდით პეტრე ამოუდგა.
-ცოტნე-პეტრე მისკენ მიბრუნდა და ეჭვის თვალით შეხედა-მითხარი ეხლა, რომ მარიამი არ მოგწონს.
-რას ბოდავ-ცოტნემ ყალბად გაიცინა-ეგეთი მარიამი ასი მყავს სამსახურში.
-არა, აქამდე უკვე ეცდებოდი იგივეს რასაც ყველასთან ცდილობ. უბრალოდ მასთან არ გამოგივიდა და ეხლა აენთე.
-პეტრე, ეიჩარი ფსიქოლოგს არ ნიშნავს. ნაკლები ფროიდი იკითხე გთხოვ.
-შენთვის გეუბნები. ყოფილ მეუღლესთან აქვს პრობლემები, ჯერ არც გაშორებია ოფიციალურად. პლიუს ეს ბიჭი მოთამაშეა და ათას ვალებში აგდებს მარიამს. გინდა ეგეთი ადამიანი?
-პეტრე-ცოტნეც მიუტრიალდა და მკაცრად შეხედა თვალებში-ქმარი თუ სი*ი ყავს ეს მარიამის ადამიანობასთან არაფერ კავშირში არ არის. ეს ერთი, მეორეც კიდე ნუ ერევი ჩემს პირად ურთიერთობებში. ასჯერ და ათასჯერ გაგაფრთხილე.
-გავიწყდება რომ ეგ არის ჩემი საქმე ზუსტად. მერე მე მიწევს შენგან ატირებული და მიტოვებული ქალების დამშვიდება, რომ სამსახურიდან არ წავიდნენ.
-ჰოდა შეცვალე პროფესია თუ ესე ღიზიანდები.
-და შენ რომ შეცვალო შენი დამოკიდებულება არა?
-სერიოზულად მეტი საქმე არ გაქვს? წადი დარბაზი მოამზადე, ხალხი გელოდება სათამაშოდ-ცოტნემ უხეშად უთხრა, ზურგი აქცია და სასტუმროში შევიდა.
**
მარიამი ნომერში ავიდა, მაგრამ ქეთა იქ არ დახვდა. მუცელი ტკიოდა საშინლად, აბაზანაში შევიდა, იფიქრა მომეშალაო, მაგრამ სისხლი არ მოსდიოდა და დამშვიდდა. ტანსაცმელი გამოიცვალა, ფეხზე ყინული დაიდო და სავარძელზე ჩამოჯდა. მერე ტელეფონი აიღო და ქეთას მესიჯი ნახა.
,,ზღვაზე გავედი, მერე გავისეირნებ ალბათ ბულვარში და გვიან მოვალ. ჩემს კლასელს ვნახავ’’.
სასწრაფოდ ექიმთან უნდა წასულიყო, რომ ნორმალურად შეემოწმებინა მისი და ბავშვის ჯანმრთელობა. ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა და პასუხის გარეშე შემოვიდა შიგნით ევა.
-რა გჭირს?-კაი დაქალივით შევიდა შიგნით და გვერდით ჩამოუჯდა.
-ფეხი გადამიბრუნდა. დაიწყო პეტრემ უკვე შემდეგი თამაში?
-არა, შენ გელოდებით და ნანას. დანარჩენები ჩამოვიდნენ. ძაან გტკივა? გვყავს აქ ექიმი.
-არაა, გამიარა უკვე. ჩამოვალ-მარიამმა ამოიოხრა, არ ასვენებდა არავინ და ფაქტია დღეს ძილიც არ ეწერა. ფეხსაცმელი ჩაიცვა, თმა გადაივარცხნა და ევას ჩაყვა ქვევით.
-აბა მეგობრებო, ეხლა ტრადიციულად ჩვენი თამაში ნდობაზე. მოგეხსენებათ ჩვენი ფირმის მთავარი წარმატება გუნდურ მუშაობაშია. დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რამდენად ენდობიან ერთმანეთს გუნდის წევრები. ურთიერთგაგება, ნდობა და ერთობა..-პეტრე კარგახანი ბოდავდა იმაზე თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს გუნდურ მუშაობას ორგანიზაციის წარმატებაში და თუ როგორ უნდა ჰქონოდა თითოეულ გუნდის წევრს ერთმანეთთან კარგი და თბილი, მეგობრული ურთიერთობა. მერე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს მეგობრული ურთიერთობა სასურველია ზედმეტ არაფერში გადასულიყო, ისევ ორგანიზაციული და ინდივიდუალური კეთილდღეობის მიზნით. მოკლედ ერთი სიტყვით, ცოტაც და მარიამს ჩაეძინებოდა. და არა მხოლოდ მას- ახლა წყვილებში დაგყოფთ შემთხვევითობის პრინციპით. აი აქედან ამოიღეთ თქვენი მეწყვილის სახელი-პეტრეს ქილაში ჰქონდა ჩადებული პატარა ფურცლები. მარიამმა ამოიღო თუ არა ქილა, დაბრუნება დააპირა ქაღალდის, მაგრამ პეტრეს უკვე მეორე მოთამაშესთან ჰქონდა წაღებული.
-ვინ გყავს?-პეტრემ ჰკითხა.
-ევა-მარიამმა მოატყუა.
-არა, მე მყავს ევა-ლაშამ მოაბრუნა ფურცელი.
-აბა მაჩვენე-პეტრე ისევ მისკენ წავიდა.
-უი, შემეშალა-მარიამმა ფურცელი ჯიბეში ჩაიდო-ცოტნე-ხმადაბლა თქვა.
-ვინ?-ევას თვალები აენთო.
-ცოტნე-ოდნავ ხმამაღლა თქვა და ცოტნეს თვალები აარიდა. ისიც ამაყად მიუახლოვდა მარიამს.
-ახლა მინდა, რომ ერთმანეთის პირისპირ დადგეთ-პეტრე მიუბრუნდა მიკრაფონს-ალეკო მოდი, შენ დარჩი აქ მეწყვილის გარეშე-ალეკო პეტრესთან მივიდა და წინ დაუდგა. პეტრემ ზურგი აქცია ალეკოს-ყველაზე ადვილი სავარჯიშოთი დავიწყოთ. უნდა მიენდოთ თქვენს პარტნიორს, მოწყვეტით წაიქცეთ და მეწყვილემ უნდა დაგიჭიროთ. ოღონდ მეწყვილეებს გთხოვთ ეცადოთ ვარდნამდე სულ ცოტათი ადრე დაიჭიროთ, რომ ბოლომდე დავტესტოთ თქვენი ნდობა. ასევე ისიც ეცადეთ, რომ ერთმანეთი არ დააზიანოთ. მერე შეცვალეთ, ერთმა დაიჭიროს და ა.შ. აი ასე-პეტრე უცბად მოწყვეტით გადაიწია უკან, ალეკო არ უსმენდა და ხელები არც გამოუწევია წინ ისე დაენარცხა პეტრე ზურგით იატაკზე.
-ბიჭო, შენ შ*გ ხო არ გაქ!-პეტრე წყობიდან გამოვიდა და წამოდგა. მთელი დარბაზი ხარხარებდა, როგორც იქნა გამოფხიზლდნენ პეტრეს მოსაწყენი ბოდიალისგან-ჰო კარგი, გეღადავეთ! დაგეგმილი გვქონდა-არაფერიც არ ჰქონდათ დაგეგმილი-ასე არ უნდა მოხდეს თქვენთან! აბა წავიდა. დაიწყეთ. რამოდენიმეჯერ გავაკეთოთ ჯერ ეს სავარჯიშო.
-მიდი-მარიამმა ხელები გაწია წინ.
-რა გინდა ეხლა, რომ შენ გენდო?-ცოტნეს გაეცინა-2 კილო ხარ, ვინ უნდა დაიჭირო.
-შეიძლება რომ მთელი დღე შეურაცხყოფებს არ მაყენებდე? სხვათაშორის ძალიანაც ძლიერი ვარ.
-დამავიწყდა, ფემინისტი.
-რა შუაშია აქ ფემინისტი. მიდი და ნახე თუ ვერ დაგიჭერ.
-მოდი ჯერ მე დაგიჭერ.
-არა.
-რატომ არა?
-იმიტომ რომ მე არ გენდობი.
-და ამ სავარჯიშოს მთელი მუღამიც ეგ არის, რომ უნდა მენდო.
-არა.
-სულ ასეთი ჯიუტი ხარ? სავარჯიშოა. ერთხელ გავაკეთოთ და წახვალ დაისვენებ, რა გეტაკა? დაგავიწყდა ხომ რომ გამოსაცდელი ვადა გაქვს ჯერ კიდევ? თუ არ შეასრულებ აქ ყველაფერს რაც გევალება, დაკარგავ სამსახურს.
-კარგი, კარგი! პეტრეს ძალიან გავხარ. ეხლა შევამჩნიე. ორივე გაუჩერებლად ბუტბუტებთ-მარიამმა ზურგი აქცია ცოტნეს და უკან გაიხედა-კარგი, ვვარდები.
-მიდი-ცოტნე გაუნძრევლად იდგა.
-ხელები გამოწიე-მარიამმა ისევ უკან გაიხედა.
-ჯერ შენ გატრიალდი.
-არა, ასე ვერ გადავვარდები. მანახე, რომ ხელები გამოწეული გაქვს და არ მაგდებ.
-ჯერ გატრიალდი თქო, ეს რანაირი ნდობაა-ცოტნეს მოთმინების ფიალა ეწურებოდა.
-არა, ჯერ შენ გამოწიე ხელები!
-გოგო გატრიალდი!-მთელი დარბაზი ამათ მიჩერებოდა. პეტრე მივიდა და შუაში ჩადგა.
-გეყოფათ. სირცხვილია. მარიამ შენ ლაშასთან მიდი და ევა დადგება ცოტნესთან.
-არა, არ უნდა ლაშა. აი ეს ესეთი რთულია?-ცოტნემ მარიამი მიატრიალა, ფეხი დაუდო ქუსლთან, მეორე ხელით მისკენ გადმოწია და უცბად დაიჭირა-ვსო დაგაგდე?
-არანორმალური-მარიამი უცბად წამოდგა და ამოილუღლუღა-მოვრჩით?-პეტრეს ჰკითხა.
-არა, ეხლა ცოტნე შემობრუნდება და შენ დაიჭერ.
-ეხლა მე მინდა ლაშასთან-მთელი საღამო ასე აწყვიტავდნენ ნერვებს ერთმანეთს ცოტნე და მარიამი. ბოლოს დასალევად, რომ წავიდნენ ერთმანეთის დანახვა აღარ უნდოდათ. ერთ ბარში შევიდნენ, სადაც ცოცხალი მუსიკა იყო. ევამ ყველა დაპატიჟა კოქტეილებზე.
-ინებეთ. ერთად დავლიოთ და გავსთოროთ-ევამ ტელეფონი ამოიღო, ყველამ დალევა დაიწყო, მარიამმა კი უბრალოდ პირთან მიიტანა სასმელი და მერე დადო.
-არ გიყვარს? იცი რა გემრიელია? გასინჯე-ევამ მიაწოდა ჭიქა.
-იყოს, რაღაც თავი მტკივა და ვერ ვსვამ დღეს.
-არა, თავის ტკივილიც გაგივლის. დალიე, მართლა გემრიელია-ლაშაც აყვა ევას-ისე ვერ გაერთობი, მერე კლუბშიც მივდივართ-მარიამმა ცოტნეს გახედა მუდარით, მაგრამ ის ისე იყო დაღლილი მთელი დღე ასისტენტთან კამათში, რომ ზედაც არ უყურებდა და თავისთვის წრუპავდა კოქტეილს.
-უფროსო-ლაშა მიუბრუნდა ცოტნეს-იქნებ შენ რომ ეტყვი დალიოს?
-ბატონო?-ცოტნე ლაშას მიუბრუნდა-სამუშაო საათები დასრულებულია. ჩემი მონა კი არ არის, არ უნდა და ნუ დალევს.
-ღმერთო რა მოსაწყენი ხალხი ხართ-პეტრე უკვე მეორე კოქტეილს უკვეთავდა. ცოტახანში ევასთან ისე ცეკვავდა, რომ მგონი მთელი ბარი ეჭვიანობდა. მერე ევამ ცოტნეს ეჯაჯგურებოდა საცეკვაოდ წამომყევიო, მაგრამ ის ადგილიდან არ იძვროდა. უბრალოდ კოქტეილს სვამდა.
-ვიცეკვოთ?-ლაშამ ხელი გაუწოდა მარიამს.
-არ ვიცი კარგად ცეკვა-მარიამმა მოიტყუა. მშვენივრად ცეკვავდა-თან ფეხი მტკივა.
-ნელა ვიცეკვოთ-ლაშამ ხელი მოკიდა და გაიყვანა საცეკვაოდ-წელზე შემოგხვევ ხელს შენის ნებართვით-ლაშას აშკარად მოსწონდა მარიამი. ან უბრალოდ ერთი ღამისთვის ეჩალიჩებოდა. ყოველ შემთხვევაში მისი სიმპათიის მოპოვებას ცდილობდა. ცოტნეც ბავშვობიდან იცნობდა და ხვდებოდა რის გაკეთებასაც აპირებდა. სახეზე გაწითლდა, ყურებიდან ბოლს უშვებდა ეჭვიანობისგან. ნელა წამოდგა სკამიდან და ლაშასთან მივიდა.
-წაგართმევ ცოტახნით პარტნიორს-პასუხს არც დალოდებია ისე ჩაუდგა შუაში მარიამს და ლაშას და იძულებული გახადა ის დაეტოვებინა მარიამთან.
-რა ხდება?-მარიამმა გაკვირვებულმა ჰკითხა.
-რა უნდა ხდებოდეს?
-მთელი საღამოა ზედ არ მიყურებ, რაღაცაზე მებუტები და რა გეტაკა-მარიამი თავს ისულელებდა, ისე მშვენივრად ხვდებოდა რაც ეტაკა.
-ესე გსიამოვნებს ლაშასთან ცეკვა?-წარბები შეჭმუხნა და გაღიზიანებულმა ჰკითხა.
-ვერ ვხვდები რა გჭირს. ეჭვიანობ?-მარიამს შემთხვევით წამოცდა ბოლო სიტყვა და ტუჩზე ისე იკბინა, ლამის გაუკსდა.
-ჰო, აი ეგ კბილები იმიტომ გაქვს, რომ ენამ წინ არ გაგისწროს და მერე ტუჩი ეგრე არ მოიგლიჯო-ცოტნემ წელზე შემოხვია ხელი და მისკენ მიიზიდა-ეჭვიანობა ჩემი სტილი არ არის. თუ მოვინდომე, ნებისმიერი ქალი ჩემი გახდება.
-შენთითონ თუ გესმის ხოლმე რეებს ბოდავ? მოსიარულე...
-კლიშე ვარ. ნათქვამი გაქვს, განაახლე ლექსიკონი-ყურში ჩასჩურჩულა.
-კარგი, გავიგე, ნაწყენი არ ხარ.
-მეორედ, თანამშრომლების წინ ხმამაღალი ტონით ჩემთან აღარ გაბედო საუბარი-ოდნავ უკან წაიწია და თვალებში ჩახედა-სასიამოვნო საღამოს გისურვებ მარიამ-ხელი გაუშვა, გაეცალა და მარტო დატოვა. ევაც უკან გაეკიდა, თან ეკატერინეც მისდევდა. მოკლედ ჩვეულებრივი სელებრითი გეგონებოდათ ცოტნე უკან იმდენი გოგო მისდევდა. ამასობაში ლაშა დაბრუნდა მარიამთან კოქტეილით ხელში.
-ჩემი ხათრით დალიე რა გთხოვ, ეს უალკოჰოლოა.
-კარგი-მარიამმა გამოართვა და ოდნავ მოსვა.
-როგორც ჩანს ცოტნეს მორიგი მსხვერპლი ხარ. ჩვენს ფირმაში ასეთები აღარ უკვირთ.
-ბატონო?-მარიამს სძაგდა ფამილარული საუბარი და სახეზე ეგრევე შეეტყო გაღიზიანება.
-ჰო, უბრალოდ გაფრთხილებ, ყოველთვის 100-დან ერთი იქნები. ცოტნემ არ იცის ერთგულება.
-ლაშა-მარიამმა კოქტეილი გვერდით ბარის მაგიდაზე დადგა-პირადი გამოცდილებით გეუბნები, სამსახურში ახალ თანამშრომლებთან ჭორაობა შენს იმიჯზე ცუდად აისახება. სასიამოვნო საღამოს გისურვებ-ცოტნემ ჩაუშხამა ხასიათი და ისევ ნომერში ავიდა. თიმ ბილდინგი მეორე დღეს აღარ გრძელდებოდა, მარიამმა ტაქსი გამოიძახა, ბარგი ჩაალაგა და ქეთას დაელოდა.
-ესე ადრე რატომ მივდივართ?-ქეთა ნასვამი იყო, ისე ბარბაცებდა ძლივს დადიოდა.
-იმიტომ, ქეთა გეხვეწები დროზე ჩალაგდი.
-აუ კარგი რა, ხვალამდე გვაქვს ეს ნომერი. მოდი მე დავრჩები და წამოვყვები პეტრეს.
-სირცხვილია ქეთა, რას გავხარ?
-ხვალამდე უკეთ ვიქნები.
-არა, აქ მარტო როგორ დაგტოვო?
-მაშინ შენც დარჩი!
-არა. კარგი რაც გინდა ის ქენი, პეტრეს გამოყევი ხვალ ან ტაქსს გამოგიძახებ. წავედი-ჩანთა აიღო, მხარზე გადაიკიდა და ნომრიდან გავიდა. ამ დროს კისკისის ხმა მოესმა, მარცხნივ გაიხედა და დაინახა ცოტნე, ეკატერინე და ევა. ორივე კისერზე ყავდა ცოტნეს ჩამოკიდებული და ნომრის კარს აღებდნენ. მარიამის დანახვაზე ცოტნე გაშრა, მაგრამ მალევე მოვიდა გონს, ევას სახე მიიზიდა და ვნებიანად აკოცა. მარიამმა თვალი აარიდა და მარჯვნივ ლიფტისკენ წავიდა. ტაქსი მისდა საბედნიეროდ უკვე მოსული იყო. სახლში გამთენიისას დაბრუნდა. ონლაინ მეორე დღისთვის დაჯავშნა ექიმთან ვიზიტი და დასაძინებლად დაწვა.
მეორე დილას ადრე გაეღვიძა, პეტრეს დარეკილები დახვდა. უცბად წამოდგა ლოგინიდან, ექიმთან აგვიანდებოდა. ჩაცმა დაიწყო და თან პეტრეს დაურეკა.
-მარიამ, სპიკერზე ხარ. საჭესთან ვარ. სად გაიქეცი გუშინ ღამე?
-ცოტა ცუდად ვიყავი და ჩამოვედი, მინდოდა დღეს ექიმთან გასვლა მომესწრო სანამ სამსახურში მოვიდოდი.
-არა, დღეს არ ვმუშაობთ. ეხლა ჩამოვდივართ და ნახევარს კიდე სძინავს სასტუმროში. ხვალ მოდი. ხომ არ გჭირდება რამე?
-არა, არა მადლობა პეტრე. ჩემი და შენ მოგყავს?
-კი, მანქანაშია. საღამოს გასვლას ვაპირებთ ისე მე, ქეთა და ცოტნე და ხომ არ გამოხვიდოდი შენც?
-ვნახოთ პეტრე, მაგვიანდება ეხლა. შეხვედრამდე-მარიამმა გათიშა, გაემზადა და წავიდა. კლინიკაში მისვლისას ძალიან ნერვიულობდა. ეშინოდა, რომ უაზრო კითხვებს დაუსვამდა ექთანი. მაგალითად ბავშვის მამა სად არის, ან ვინმე ხომ არ ელოდებოდა გარეთ. თავბედს იწყევლიდა მარტო რომ წამოვიდა. და მაინც წამოეყოლებინა. ახლა ცალკე იმაზე ნერვიულობდა დედამისისთვის რომ უნად მოეყოლა ყველაფერი. სოფელში გაზრდილი ქალი იყო ნევა და ვერ გადაიტანდა შვილის მარტოხელა დედობას. მათთვის ქალი ქვრივი უნდა ყოფილიყო მარტოს რომ გაეზარდა შვილი, სხვანაირად ეს უწესობად ითვლებოდა. სოფელში მეზობლების ყბაში ჩავარდნას მისი მშობლები ვერ გადაიტანდნენ. როგორც იქნა გინეკოლოგი შემოვიდა ოთახში, ხელთათმანების კეთება დაიწყო და თან მარიამს ესაუბრებოდა.
-აბა მითხარი, პირველი ორსულობაა?
-დიახ-ხმა აკანკალებულმა უპასუხა.
-ნუ ნერვიულობ, არაფერი არ გეტკინება, ჩვეულებრივ უცბად გაგსინჯავ. ანალიზები აიღე?
-არა.
-აბა რა იცი რომ ფეხმძიმედ ხარ?
-ტესტი გავიკეთე.
-გასაგებია, მაგრამ რომ იცოდე ხშირად ტესტი ცდება. კარგი დაწექი-მარიამმა ტანსაცმელი გაიხადა და მაგიდაზე დაწვა-კი-რამდენიმე წუთის შემდეგ გინეკოლოგმა დაუდასტურა ფეხმძიმობა-ნამდვილად ფეხმძიმედ ხარ. ხვალვე გაიკეთე ანალიზები, დაგიწერ ეხლა რაც დაგჭირდება. ტოქსიკოზი გაწუხებს?
-კი, ცოტა.
-მაგაზეც მოგცემ დანიშნულებას. თავბრუსხვევები?
-ეგეც.
-გასაგებია, ეგ არაფერი. სისხლდენას თუ შეამჩნევ, ან ძლიერ ტკივილებს დამირეკე და აუცილებლად მოდი. იციან ხოლმე დაიგნორება ქალებმა, ფიქრობენ, რომ ფეხმძიმობის სიმპტომია ეგეც. ნაკლები ინერვიულე, ნაკლებად დაიტვირთე, უფრო ჯანსაღად ჭამე. სხვა მხრივ, საწოლში ნუ ჩაწვები ზოგიერთი ქალივით, ავად ხარ, ბავშვს ელოდები. წოლითი რეჟიმის საჭიროებას ვერ ვხედავ ამ ეტაპზე. 2 კვირაში მოდი ისევ ეხოზე. ახლა სადღაც ალბათ 5-6 კვირის ფეხმძიმე იქნები ჰომ?
-კი. ცოტა მეტი.
-7?
-კი.
-მშვენიერი.
მარიამმა შვებით ამოისუნთქა, რომ დარწმუნდა ბავშვს არაფერი ჭირდა. სახლამდე მაღაზიაში შეიარა პროდუქტები იყიდა და ძლივს ავიდა მესამე სართულზე უზარმაზარი პარკებით. სახლის გასაღების ძებნა დაიწყო და ის იყო უნდა გაეღო, რომ პეტრემ გაუღო კარი.
-რა არი გოგო ეს, რა სიმძიმეები ამოგიტანია-პეტრემ დაავლო ხელი პარკებს და შიგნით შეიტანა. მარიამი პირდაღებული უყურებდა პეტრეს
-ქეთა!-სახლში არ შესულა ისე დაუძახა დას.
-ჰო რა იყო?-ქეთა კართან მოვიდა-შემოდი.
-ცოტნე მანდ არის?
-ჰო-ქეთამ თავი დაუქნია.
-რატომ ამოიყვანე ყველა აქ?
-რას ქვია რატომ, მომიყვანეს და ყავაზე დავპატიჟე რომ დაისვენონ. ნუ სულელობ, შემოდი-ქეთამ ხელი ჩაავლო მკლავში და შიგნით შეიყვანა. ცოტნემ მარიამის დანახვაზე მზაკვრულად გაიღიმა. თითქოს ანიშნებდა, რომ მას ვერსად ვერ გაექცეოდა.
-ხილი ხომ არ გინდათ?-მარიამი სამზარეულოში შევიდა ისე რომ პასუხსაც არ დაელოდა და ხილის დაჭრა დაიწყო. უცბად იგრძნო უკნიდან როგორ უახლოვდებოდა ვიღაც, შემდეგ წელზე ხელი იგრძნო. ცოტნე იყო. მარიამი ეგრევე გატრიალდა მისკენ და პირისპირ შეეჯახა.
-გუშინ დამშვიდობება ვერ მოვასწარი.
-შენ მანიაკი ხარ?-ჩაიჩურჩულა და ქეთას და პეტრეს გადახედა-არა, მართლა. არასამუშაო დროს მაინც ხომ შეიძლება რომ თავი დამანებო?
-ექიმმა რა გითხრა?-მუცელზე დახედა-აბორტი გაიკეთე?-სახეზე გამომეტყველება შეეცვალა.
-ეგ შენი საქმე არ არის.
-მაგრამ იმდენი ხილი და საჭმელი იყიდე. ალბათ არა.
-ცოტნე, ეგ შენ არ გეხება-მარიამმა მკაცრად გაუმეორა.
-რატომ არ გინდა რომ ვიმეგობროთ?
-ბ...-რეალური პასუხი არ ჰქონდა.
-ჰო, მე შემიძლია მეგობრობაც. აი პეტრეს თუ ემეგობრები და უყვები ხან ექიმზე, ხან შენს ქმარზე, მე რა დავაშავე?
-პეტრე არ მეფლირტავება ყოველ 2 წუთში.
-გინდა ვთხოვო?-მარიამს გაეცინა-ვიმეგობროთ. შენი რა მიდის? თან მოდი აღიარე, რომ შენც მეფლირტავები ხოლმე.
-რ..მე?-მარიამმა შეიცხადა და სახეზე აწითლდა-იცი რა მაინტერესებს? ამ უაზრო ფლირტს ხომ უნდა ჰქონდეს რაღაც მიზანი?
-უაზროს ვერ ექნება აზრი და მიზანი.
-არა, ყველაფერს აქვს რაღაც მიზანი. რაში გჭირდება ჩემნაირი, განათხოვარი და ფეხმძიმე ქალი? აი სერიოზულად. ასი ქალია ფირმაში, თავისუფალი, არაფეხმძიმე, სიცოცხლით სავსე. ამიტომ გეყოს უაზრო ფლირტი და უკბილო ხუმრობები და პადხოდები.
-მარიამ-ცოტნე კიდევ უფრო ახლოს მივიდა, თუკი ეს შესაძლებელი იყო-ძალიან დაბალი თვითშეფასება გაქვს. მართლა.
-შენ კი ზედმეტად მაღალი.
-ხოდა იდეალური წყვილი ვართ-სახე მიუტანა ახლოს, როდესაც კარზე კაკუნი გაისმა. ქეთა შეცბა და სამზარეულოში გავარდა მარიამთან.
-დემეტრე იქნება-ქეთა შეშინებული უყურებდა მარიამ.ს
-მერე რისი გეშინია?
-იმ.. იმ დღეს ალეკოსთან იმიტომ ვიჩხუბე, რომ დემეტრე მთვრალი მოვარდა აქ და ღრიალებდა .. და იგინებოდა.
-რა.. რატო არ მითხარი? ან ვერ გამოიძახე პოლიცია?-მარიამი გაცხარდა-მაგას ვაჩვენებ როგორ უნდა ჩემს სახლში ღრიალი-კარი რომ არავინ გააღო დემეტრემ ბრახუნს მოუმატა. მარიამი თამამად მივიდა კართან და გააღო, დემეტრე ეგრევე შემოვარდა, ალკოჰოლის სუნად ყარდა.
-პეტრე მიდით თქვენ და საღამოს შევხმიანდეთ-მარიამმა თვალებით კარზე ანიშნა ძმებს, მაგრამ არც ერთი არ იძროდა ადგილიდან.
-ეს ვინ პიჟონები არიან?-დემეტრემ გაღიზიანებულმა გახედა ცოტნეს და პეტრეს.
-ბატონო?-ცოტნეს გაეცინა და მიუახლოვდა.
-ცოტნე, ხვალ გნახავთ სამსახურში. სალაპარაკო მაქვს დემეტრესთან, მე დავიბარე-მარიამმა იცრუა, რადგან არ უნდოდა კონფლიქტი მოსვლოდათ ერთმანეთში.
-კარგი წამოდი-პეტრემ ხელი ჩაავლო ცოტნეს და ს ულ ძალით წაიყვანა.
-გადი ქეთა საძინებელში-მარიამმა ქეთაც გაუშვა ოთახიდან და მარტო დარჩა დემეტრესთან. მაქსიმალურად ცდილობდა არ დატყობოდა, მაგრამ შიშისგან აკანკალებდა. დემეტრეს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა, თუ ბევრს სვამდა, ცხოველდებოდა.
-აი ამიტომ გამშორდი ჰო? რო გებოზა!-დემეტრეს ღრიალი მთელ კორპუსში ისმოდა.
ის იყო ცოტნე მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო, რომ ეზოდან გაიგო დემეტრეს ღრიალი.
-არა, როგორ დავტოვო ეხლა ეს ორი პატარა გოგო ამ სირთან-პეტრეს მიუბრუნდა გაცხარებული.
-ეგ , მარიამის ყოფილი მეუღლეა, თუ ახლანდელი. ეგეც არ ვიცით.
-ვერ დაინახე მთვრალი რო მოვიდა? ეს ხელის დამრტყმელიც არის-ამ დროს მსხვრევის ხმაც გაისმა მარიამის ბინიდან. ცოტნე სადარბაზოში სირბილით შევარდა და მეორე სართულზე ელვისებური სისწრაფით ავიდა. მარიამს და დემეტრეს ხელჩართული ბრძოლა ჰქონდათ. დემეტრე ყოფილ მეუღლესთან მიახლოვებას ცდილობდა, ის კი სხვადასხვა ნივთებს ესროდა. ცოტნე უკნიდან მივიდა და კისერზე ხელი შემოხვია და საძილე არტერიაზე მიაჭირა და გათიშა.
-დაგიშავა რამე?-ცოტნემ დემეტრე ძირს დააგდო და მარიამთან მივიდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ შოკში იყო და ვერ პასუხობდა-მარიამ-ოდნავ შეანჯღრია, რომ გონზე მოსულიყო.
-არა-ძლივს ამოღერღა-ჩადი ქვევით. მე მივხედავ.
-ქეთა სად არის?-მარიამმა საძინებელზემ იუთითა. ცოტნე ოთახში შევიდა და კუთხეში მიყუჟული მტირალი ქეთა დაინახა-ქეთა-მის წინ ჩაიმუხლა და დაათვალიერა, რამე ხომ არ დაუშავდა-მორჩა, გავათრევ ეხლა და ვერაფერს დაგიშავებთ. მიდი ადექი-იდაყვზე მოკიდა ხელი და წამოდგომაში დაეხმარა-დამშვიდდი. მიდი მარიამთან ორი წუთით ცუდად არ გახდეს და მანამდე ამ სირს გავიყვან-დემეტრე ნელა-ნელა გონზე მოდიოდა, ცოტნემ წამოაყენა და გარეთ გაათრია. პეტრემ და ცოტნემ მანქანაში ჩასვეს და სადღაც წაიყვანეს. მარიამი გასკდა რეკვით, მაგრამ არც ერთი არ პასუხობდა ტელეფონს.
-რაღაც დაუშავეს-მარიამი ოთახში ბოლთას სცემდა-არა, უეჭველი რაღაცა დაუშავეს. ან ცემეს, ან არ ვიცი. შენ ხო იცი ეგ რა გიჟიც არის? მაგათმა არ იციან დემეტრეს ხასიათი. ორივეს ციხეში ამოალპობს ან მოკლავს.
-ვის მოკლავს გოგო? ვერ დაინახე როგორ გაათრიეს?-ქეთა დამშვიდებას ცდილობდა-ალეკოს დავურეკე და ეძებს ისიც. იქნება მისი დარეკილი აიღონ და არ ვიცი რამენაირად გაერკვნენ.
-არა, ვინ თხოვდა ჩარევას?!-მარიამს შიშმა გადაუარა და ახლა ბრაზისგან ცეცხლი ეკიდა.
-გოგო, თავზე დაალეწეთ ერთმანეთს ყველაფერი, ცოტნე თუ არა ვინმე მეზობელი შემოვიდოდა. მარიამ, არ შეილება ამდენი ნერვიულობა შენთვის, მუცელი მოგეშლება.
-მომეშალოს-როგორც იქნა ჩამოჯდა სკამზე-მომეშალოს, მაგ ნაბი*ვართან საერთო არაფერი არ მინდა მქონდეს.
-ბავშვმა რა დააშავა? ორი დეგენერატი მშობელი რო ყავს? დამშვიდდი ეხლა-ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა. ქეთა ბედნიერი სახით გავიდა გასაღებად, ეგონა ალეკომ დემეტრე იპოვა, მაგრამ მის ნაცვლად დემეტრეს მეგობრები შერჩა ხელში - მაქსიმე და ვაკო.
-მარიამი აქ არის?-დაუკითხავად შემოვიდნენ-დემეტრემ დაგვირეკა, არ ინერვიულოსო-ორივემ გადაკოცნეს სათითაოდ-მოგვიყევი რა მოხდა საერთოდ?
-არაფერი, ჩემი უფროსი და მისი ძმა იყვნენ აქ, ქეთა ჩამოიყვანეს ბათუმიდან და ამან დაპატიჟა. დემეტრე მოვიდა ამ დროს მთვრალი და ხო იცი რა პათოლოგიური სიმთვრალე აქვს და გადაირია. იმათმაც ვერ მოითმინეს ესე რო იქცეოდა და გაიყვანეს. მეტი არაფერი ვიცი. ანუ კარგად არის?
-კი, კარგად არის-ვაკომ დაამშვიდა.
-და თქვენ მაგის სათქმელად მოხვედით? ალეკო სად არის?
მარიამი ადგა და საძინებელში შევიდა. არავისთან ლაპარაკი არ უნდოდა. თავს უცნაურად გრძნობდა. ვერ ხვდებოდა იმაზე უფრო დარდობდა დემეტრეს რა დაემართებოდა, თუ იმაზე რომ ამით ცოტნეს დაუშავდებოდა რამე. დემეტრეს კარგად ყოფნის ამბავმა არაფრით არ დაამშვიდა. ფიქრობდა დაერეკა თუ არა ცოტნესთვის. ან რომ დაერეკა რა უნდა ეთქვა? მადლობა გადაეხადა, თუ ეჩხუბა, რომ მის საქმეში ასე უხეშად ჩაერია? თავი ატკივდა ამდენი ფიქრისგან. ამ ფიქრებში გართული ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა. ცოტნე რეკავდა. ცოტახნით მიაჩერდა ეკრანს, ფიქრობდა აეღო თუ არა. და რომ აეღო რა უნდა ეთქვა?
-ცოტნე?
-ჩამოდი, შენს სადარბაზოსთან ვარ-თქვა თუ არა ეგრევე გათიშა. მარიამმა ჟაკეტი შემოიცვა და ისე წავიდა რომ ქეთასთვის და ბიჭებისთვის არაფერი უთქვამს. ქვევით ჩავიდა, საჩხუბრად გაემზადა, უკვე ტექსტა ალაგებდა თავში, მაგრამ ცოტნე დაინახა თუ არა ყველაფერი გადაავიწყდა. მანქანასთან იდგა, სიგარეტს ეწეოდა სისხლში გათხვრილი ხელით.
-ც..-ცოტნე-მარიამი ჩქარი ნაბიჯებით მიუახვლოდა და ხელი მოკიდა მაჯაზე რომ ახლოდან ენახა რა ჭირდა-რა ქენი?
-არაფერი, მაინტერესებდა როგორ იყავით შენ და ქეთა-ხელი გააშვებინა და სიგარეტი მეორე ხელში გადაიტანა.
-შენ ხომ არ ეწევი?-გაშტერებულმა გახედა. ცოტნე ჯანმრთელობას ჩინივით უფრთხილდებოდა. არც ეწეოდა და არც სვამდა. ეს მარიამისთვის არაერთხელ უთქვამს.
-კარგად ხარ თუ არა?-ახლა უფრო მკაცრად გაუმეორა, რომ მარიამის ყურადღება გადაეტანა.
-მე..-ახლა გაახსენდა რომ უნდა ეჩხუბა-მე გთხოვე რომ არ ჩარეულიყავი ჩემ საქმეში.
-აბა რა უნდა მექნა? ეცემე კარგად, შენ მუცელი მოგშლოდა, შენი და კარგად დატრავმირებულიყო და მე მშვიდად წავსულიყავი სახლში ჩაის დასალევად თუ რას მეუბნები? ესეთი სი*ი გგონივარ?-მარიამის აგრესიამ გააღიზიანა და თვითონაც აუწია ტონს.
-არ მჭირდება შენი დახმარება.
-ბატონო?
-ბატონო? ჰო რაც გაიგე. არ მჭირდება. მერე უნდა მითხრა, რომ ჩემი პრობლემებით გაწუხებ და რომ სამსახურში აღარ მოვიტანო ჩემი პირადი საქმეები. ან დამაყვედრო. შენ ჩემი უფროსი ხარ. ჩვენ არც მეგობრები ვართ, არც ახლობლები და არაფრით არ ხარ ვალდებული საერთოდ დამეხმარო. მხოლოდ პროფესიონალური ურთიერთობები გვექნება სამსახურში. სხვანაირად ვერ ვითანამშრომლებთ. შეიძლება შენ გჭირდება რომ შენმა ასისტენტმა კარგად გაგიცნოს, მაგრამ შენთვის არანაირი სარგებლის მომტანია ჩემ პირად ცხოვრებაში და პრობლემებში ჩახედვა-ცოტნე ბოლომდე მშვიდად უსმენდა მარიამის ლაპარაკს, მაგრამ სახეზე სევდანარევი გამომეტყველება ჰქონდა. თითქოს არ მოელოდა მისგან ასეთ რეაქციას.
-ყველაფერი გასაგებია-მანქანას მოცილდა, რამოდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა მარიამს, სიგარეტი გადააგდო, ბოლოჯერ კიდევ შეხედა რომ დარწმუნებულიყო არაფერი ჭირდა და წავიდა.
**
დილით მარიამი სამსახურში ჩვეულ დროს მივიდა. თავისთავად განიცდიდა ცოტნესთან მომხდარ გუშინდელ ამბავს, მაგრამ იმედი ჰქონდა რომ ცოტნე პროფეისონალივით მოიქცეოდა და არ აგრძნობინებდა მარიამს თავს უხერხულად. 9ს აკლდა 10 წუთი, რომ უკვე თავის კაბინეტში იჯდა და დღის განრიგს ადგენდა ცოტნესთვის. ამასობაში შუშიდან დაინახა როგორ შედიოდა ოფისში. ფურცლებს ხელი მოკიდა და მასთან შევიდა.
-დილა მშვიდობის ბატონო ცოტნე.
-დილა მშვიდობის.
-განრიგს წაგიკითხავთ-შორიდან რომ დაკვირვებოდით ცოტნეს და მარიამს გეგონებოდათ, რომ ადამიანების ნაცვლად ერთმანეთს ანდროიდები ესაუბრებოდნენ. იმის ნაცვლად, რომ თავი უხერხულად ეგრძნოთ და აერიდებინათ თვალით კონტაქტი, პირიქით ჯინიანი ბავშვებივით აჩერდებოდნენ ერთმანეთს ნაძალადევი ღიმილით. მარიამმა ჩაამთავრა განრიგის კითხვა და დაელოდა ცოტნეს მითითებას.
-დღეს ყველა ფილიალის დირექტორი ჩამოვიდა ჰომ მაგ შეხვედრაზე?
-კი, მინივენით ჩამოვიდნენ.
-კარგი, კონფერენციების დარბაზში შევიდნენ, მოვალ მეც 5 წუთში. განცხადებები გამიმზადე სამსახურიდან წასვლის თაობაზე.
-რამდენი?
-3. თავისუფალი ხარ-მარიამი გულგახეთქილი გავიდა ცოტნეს ოფისიდან. ეჭვი ჰქონდა რომ იმ სამიდან ერთ-ერთი თვითონ იქნებოდა გუშინდელის მერე. პეტრესთან მოუწია შესვლა, რადგანაც ეიჩართან ფორმდებოდა მსგავსი საკითხები. მანაც არაფერი ჰკითხა გუშინდელზე, პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
-3 განცხადება?-გაკვრივებულმა ჰკითხა-ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ სავარაუდოდ ჰო დირექტორებს ათავისუფლებს.
-რატო?
-რა რატო? ვერ ნახე შენით რა სიტუაცია იყო? თელავში შუქი რომ გაითიშა 1 საათი გენერატორი ვერ ჩართეს. საყინულეში უამრავი პროდუქტი გაფუჭდა, ზოგიერთმა სტუმარმა ნომერი ვეღარ დატოვა ელექტრონული კოდების სისტემის გამო. კიდევ იყო ბევრი ნიუანსი, რაც ასეთი დონის სასტუმროებს არ შეეფერება. ალბათ ახლა მეც მომთხოვს ახალი კადრების აყვანას და დროზე უნდა დავიწყო ვაკანსიების დადება. აჰა, ეს განცხადებები-ფურცლები მიაწოდა მარიამს.
-ჰო მაგრამ, იქნებ მიეცა შანსი გამოსწორების?
-ცოტნე მეორე შანსს არავის აძლევს. ერთ-ერთი მიზეზიც ჩვენი წარმატების ეგ არის.
-იქნებ მეც მიშვებს?
-შენ რატო?
-გუშინდელის გამო. არ მოგიყვა?-შემთხვევით წამოსცდა და ტუჩზე იკბინა.
-არა, მოხდა რამე?
-გუშინ რომ დაბრუ... კარგი, სამსახურში ამის ადგილი არ არის. მადლობა-გადაიფიქრა პეტრესთვის მოყოლა. ბოლო-ბოლო თვითონ მოითხოვა ცოტნესგან პროფესიონალური ურთიერთობები სამსახურში და ახლა მასთან მომხდარ ჩხუბზე ეიჩართან ჭორაობა მისი მხრიდან არც თუ ისე პროფესიონალური იქნებოდა. განცხადებები შეიტანა საკონფერენციო ოთახში, სადაც უკვე შეკრებილიყვნენ უფროსი მენეჯერები და დირექტორები. ცოტნეც მარიამის შემდეგ შემოვიდა ოთახში და მაგიდის სათავეში დაჯდა. მარიამი მის მარჯვნივ, მაგიდის კუთხეში დაჯდა.
-სალამი, დიდ დროს არ წაგართმევთ. მინდა ვისაუბრო იმ ხარვეზებზე, რაც გამოვლინდა ამ თიმ ბილდინგების პერიოდში. დავიწყებ თელავის ფილიალით. მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლობა ჯერჯერობით ამდენი წლის მანძილზე არც ერთ ფილიალში არ შემხვედრია, თამთა-ის თელავის ფილიალს ხელმძღვანელობდა. ცოტნესგან მსგავსი შეფასება არ გაკვირვებია, ყოველ წელს ასე კიცხავდა ყველას, რააც არ უნდა ნაყოფიერი სეზონი ყოფილიყო. შესაბამისად მშვიდი გამომეტყველებით უსმენდა ბოლომდე მის შენიშვნებს-გენერატორი ვერ ჩართეთ ერთი საათის მანძილზე.
-ელექტრიკი არ იყო ქალაქში ცოტნე- თამთამ თავის მართლება დაიწყო.
-რათ უნდა ელექტრიკი გენერატორის ჩართვას? შუქის ჩართვაზე არ მაქვს აქ საუბარი. ამით უდიდესი პრობლემა შეექმნათ სტუმრებს-ცოტნე კიდევ რაღაცის დამატებას აპირებდა, მაგრამ გაჩერდა. მარიამი მიუხვდა რის თქმასაც აპირებდა და ნერვიულად დაიწყო ისევ თითის წვალება, იქ, სადაც ადრე ნიშნობის ბეჭედი ეკეთა-კიდევ უამრავი ხარვეზია, რასაც უკვე მეორე წელია ვამჩნევ და სამწუხაროდ არ სწორდება. მოკლედ, ნინი და თამთა, ორივე გათავისუფლებული ხართ სამსახურიდან. მარიამ განცხადებები მიაწოდე-მარიამი უხერხულად წამოდგა და განცხადებები მიაწოდა თამთას და ნინის. თამთას არც ახლა დატყობია სახეზე რაიმე ემოცია, ცოტნესნაირ რობოტს გავდა. განცხადებას მოკიდა ხელი, ცოტნეს დაემშვიდობა და დატოვა დარბაზი. ნინის სახე წაეშალა და გაფითრდა.
-ხო მაგრამ..მე რა შუაში ვარ?
-შენ უფროსი მენეჯერი ხარ ნინი და მაგ კითხვას არ უნდა სვამდე. პეტრესთან შედი, კარგ სარეკომენდაციოს დაწერს. ამ და შემდეგი თვის ხელფასს ჩვეულებრივ მიიღებ. წარმატებები. რაც შეეხება ბათუმის ფილიალს-ნინი საკმარისად კარგად იცნობდა ცოტნეს, რომ მიმხვდარიყო აზრი არ ჰქონდა მასთან ხვეწნა მუდარას, უარესს გამოიწვევდა. ამიტომ უჩუმრად ადგა, დაემშვიდობა თანამშრომლებს და გავიდა.
-ეკატერინე-ცოტნემ წარმოთქვა თუ არა მისი სახელი, ეკატერინეს კანკალი აუტყდა. მიხვდა, რომ შემდეგი თავად იყო. მარიამსაც ერთი განცხადებაღა ეკავა ხელში-რამდენიმე ნომერი საერთოდ დაკეტილი იყო ჩვენს ფილიალში. ეს არ იყო იმიტომ რომ სტუმრები არ გვყავდა. როგორც გავარკვიე, ზოგან კონდიციონერი არ მუშაობდა, ზოგან სანტექნიკის პრობლემა იყო. ამ ეტაპზე დირექტორს არ ვთხოვ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ეს უფროსი მენეჯერის საქმეა და ჯერჯერობით მხოლოდ შენ გათავისუფლებ. ვაჟა, ეს თუ ასე გაგრძელდება, შემდეგ თვეში შენ დაკარგავ სამსახურს. ეკატერინე, გათავისუფლებული ხარ. ანალოგიურად შეგიძლია მიაკითხო პეტრეს სარეკომენდაციო წერილისთვის. მარიამ, მიაწოდე განცხადება-ცოტნე ისე უშვებდა ხალხს სამსახურიდან, თითქოს წლები არ ემუშავა მათთან ერთად. საერთოდ არ ანაღვლებდა ის ფაქტი, რომ მათ ნებისმიერი გაფრთხილების გარეშე ატოვებინებდა სამსახურს. უემოციოდ გასცემდა განკარგულებებს და ზედაც არ უყურებდა არც ერთ მათგანს. მარიამმა ეკატერინესაც მიაწოდა განცხადება, უნდოდა ენუგეშებინა, მაგრამ ცოტნემ ისეთი რამ დააყოლა, რომ აწი თითოეული ფილიალის დირექტორს თუ მენეჯერს შეაძულებდა მარიამს-ყოველთვიურად მარიამი ივლის მონიტორინგზე სასტუმროებში. 3-ვეგან. სამეგრელოშიც, თელავშიც და ბათუმშიც. ეს მოხდება დაუგეგმავდა, ისეთ დროს რომ არ ელოდებით. შემდეგ დეტალურ გეგმას ჩამაბარებს. ზოგჯერ შეიძლება მეც ვახლდე თან, როგორც მეცლება. სამეგრელოს ფილიალსაც ამ თვეში მოვინახულებთ ლილი-მარტყოფის ფილიალის დირექტორს მიუბრუნდა გაღიმებული სახით-იმედი მაქვს წესრიგში გექნება ყველაფერი. დღეს უბრალოდ ამისთვის მოგიწვიეთ დანარჩენი სტაფი, რომ იცოდეთ ამიერიდან უმკაცრესად გავაკონტროლებ თითოეული ფილიალის მუშაობას. კიდევ ერთი ფილიალის გახსნას ვაპირებ და იქამდე მინდა არსებული სასტუმროების მუშაობის ხარისხი გაუმჯობესდეს. წელს ბუქინგის რივიუებით 0.2 ქულა მოგვაკლდა რეიტინგში და 9.7-დან 9.5-ზე ჩამოვედით, რაც ყოვლად დაუშვებელია. კარგი, შესვენება 5 წუთი და შემდეგ მინდა გავაგრძელოთ სამეგრელოს ფილიალში მეორე კორპუსის განახლებაზე და კორტების აშენების გეგმაზე საუბარი-ცოტნემ შესვენება გამოაცხადა და დატოვა საკონფერენციო ოთახი. მარიამი გაოგნებული დარჩა მისი სიმკაცრით.
-თქვენ აშკარად ახალი თანამშრომელი ხართ-ლილი მარიამთან გასაცნობად მივიდა-ლილი, მარტყოფში მაქვს ჩაბარებული ჩვენი ფილიალი.
-მარიამი, სასიამოვნოა-გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.
-ისეთი გაოგნებული სახე გაქვთ უკვე ვხვდები, რომ თქვენთვის ჯერ კიდევ უცხოა ჩვენი უფროსის სიმკაცრე.
-სიმკაცრე-მარიამს გაეცინა-არასდროს მინახავს ასე ადამიანების სამსახურიდან გაშვება.
-შეცდომა დაუშვეს, ხდება ხოლმე. უკვე სამი წელია მაბარია მარტყოფი და ერთი შენიშვნა არ მოუცია ცოტნეს-მარიამი აკვირდებოდა ლილის და ფიქრობდა მასაც ჰქონდა თუ არა რაიმე რომანი ცოტნესთან. საკუთრი თავი უცბად გამოიჭირა ეჭვიანობაში და ეგრევე გადაიტანა ყურადღება ლილიზე-აუცილებლად გვესტუმრეთ არასამუშაო დროსაც მარტყოფში, ულამაზეს ადგილას გვაქვს სასტუმრო.
-აუცილებლად-მარიამი ძლივს უსმენდა ლილის, რადგან მთელი მისი გონება ცოტნეთი იყო შეპყრობილი. ასეთი მკაცრი და გულქვა აქამდე არ ენახა. პითეკანთროპებისთვის შეურაცხყოფადაც კი მიიჩნევდა ცოტნესთან გატოლებას. შეხვედრების შემდეგ შესვენებაზე შევიდა მასთან კაბინეტში დარჩენილი დღის განრიგის განსახილველად.
-ბატონო ცოტნე, ახლახანს დარეკა ბატონმა პავლე დადეშქელიანმა, სვანეთში ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით სურს ინვესტიციებზე დალაპარაკება. დღეს დავიბარო?
-თუ სვანეთიდან შეძლებს სამუშაო დღის ბოლომდე ჩამოსვლას დაიბარე.
-კარგი, დავურეკავ-ცოტნემ მყისიერად ახედა და ოდნავ გაეღიმა.
-სარკაზმი იყო-მარიამის გაკვირვებული სახით ხვდებოდა, რომ მაინც ვერ მიახვედრა სათქმელს-ხვალ დაიბარე-თავი ისევ დახარა და საბუთებში ჩაეფლო.
-შეიძლება რაღაც გკითხოთ?
-მკითხე-ისევ ცივად მიუგო.
-ჩემზე გაბრაზებული ხარ?-ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ცოტნე საბუთებში კითხულობდა რაღაცას, ხელი მოაწერა, კალამი გადადო, ხელები ერთმანეთს ჩაკიდა და იდაყვები მაგიდაზე დადო. მარიამისკენ გადაიხარა ოდნავ და ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალებით შეხედა.
-მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული კითხვებით მომმართე. სხვა კითხვა თუ არ გაქვს, თავისუფალი ხარ. ლანჩის საათი გაქვს და შეგიძლია კოლეგებს შეუერთდე კაფეტერიაში-ფაქტობრივად ზრდილობიანად გააგდო კაბინეტიდან.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

რა კარგია ტომ გამოჩნდით♥️

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

იმედია მალე ატვირთავთ შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი ნია

ასე მალე რატომ დადეთ? რა საჩქაროა

 


№4  offline წევრი Firefly

ძალიან მომწოონს ცოტნე და მარიამი
--------------------
M.T

 


№5  offline წევრი sati

Firefly
ძალიან მომწოონს ცოტნე და მარიამი

heart_eyes heart_eyes

ნია
ასე მალე რატომ დადეთ? რა საჩქაროა

დიდი ბოდიში, მაგრამ ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ცხოვრება. არასდროს დავწერ თავს მალე მხოლოდ იმიტომ რომ საჩქაროა. ასე სიჩქარეში დაწერილი შემდეგ თქვენც არ მოგეწონებათ, უემოციო, ნაჩქარევად შეთხზული და მიფუჩეჩებული. გავიწყდებათ რომ მწერლებიც ადამიანები ვართ. არ მოგწონთ ჩემი ტემპი? წაიკითხეთ იმ მწერლის ვინც ყოველდღე დებს ან სრულად და ერთიანად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent