შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პითეკანთროპი(4)


5-05-2024, 03:27
ავტორი sati
ნანახია 4 227

-გაეთრიე-ხელი ჩაავლო მკლავში და დემეტრე სახლიდან გააგდო. ისიც იმდენად შეშფოთებული იყო მარიამის მდგომარეობით, რომ წინააღმდეგობაც ვერ გაუწია. მარიამი პანიკაში ჩავარდა. საძინებელში შეუვარდა ქეთას და ალეკოს, ორივეს გადახდილს ეძინა, მაგრამ ისეთ დღეში იყო ვერც შეამჩნია.
-ქეთა!-შეანჯღრია ცალი ხელით და ორივე გააღვიძა შემთხვევით.
-ვახ... მარიამ-ალეკომ ეგრევე გადაიფარა საბანი-გარეკე სულ?-და წამოჯდა.
-რა ხდება?-ქეთამ ნამძინარევი ხმით ჰკითხა.
-გეხვეწები აფთიაქში ჩადი და ტესტი ამომიტანე.
-რა ტესტი? კოვიდი გაქ?-ქეთამ საბანი აიფარა სახეზე.
-რისი ტესტი ქეთა! ფეხმძიმობის-მარიამი ვერ ამჩნევდა რომ ყვიროდა.
-რაა?-ალეკოს ყბა ჩამოუვარდა-ემ...მე..მე ამოვიტან-ეგრევე ჩაიცვა შარვალი, ზედა გადაიცვა და გავარდა.
-რა ფეხმძიმობის ტესტი, შენ რა თავს არ იცავდი?-ქეთაც წამოდგა და ჩაცმა დაიწყო-გააფრინე მარიამ? რა დროს თქვენი ბავშვი იყო, ფული თქვენ არ გქონდათ, არც სახლი და არაფერი.
-ქეთა ეხლა ამ ყველაფერს რომ მეუბნები შენი აზრით რამე შეიცვლება? თუ რატო მიშლი ნერვებს-ოთახში დადიოდა აქეთ-იქით განერვიულებული და თან არათითს იწვალებდა, ავიწყდებოდა, რომ ბეჭედი არ ეკეთა.
-კარგი დამშვიდდი, ნაღდად გადაგიცდა ციკლი?-ქეთამ ოთახში გაკრულ კალენდარს შეხედა-აბა როდის მოგივიდა ბოლოს?
-თვენახევრის წინ, უეჭველი ფეხმძიმედ ვარ-სახეზე აიფარა ხელები, ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან და თავს იკავებდა რომ არ ატირებულიყო.
-კარგი დამშვიდდი, ესე იგი 2 კვირაზე მეტის ვერ იქნება ნაყოფი. აბორტს ადვილად გაიკეთებ მედიკამენტოზურს და დამთავრდა.
-უკვე ვაგვიანებ სამსახურში, ტესტს იქ გავიკეთებ-ჩაცმა დაიწყო და ამასობაში ალეკოც მოვიდა.
-აი 3 ტესტი ვიყიდე მაინც, რომ დარწმუნდე.
-სამსახურში გავიკეთებ. პასუხს შენ არ გაიგებ-ალეკოს მიუბრუნდა-იმიტომ რომ დემეტრეს ეტყვი.ს ულ რომ ფეხმძიმედ ვიყო ის არ წყვეტს რა მოხდება გაიგე? მინდა აბორტს გავიკეთებ, მინდა მარტო გავაჩენ, მინდა გავაშვილებ და მინდა საერთოდ გავქრები დედამიწის ზურგიდან. გაიგე?!
-კარგი მარიამ-ქეთა ალეკოს გადაეფარა-ალეკო რა შუაშია? მაგაზე ელაპარაკე დემეტრეს. ჩვენ აღარ ვერევით გუშინდელის მერე.
-ჰო, დაიცავი კარგად შენი მიჯნური-მარიამმა ტესტებს დაავლო ხელი-მადლობა-ალეკოს მადლობა გადაუხადა და სამსახურში მივიდა ზუსტად 9-ს რომ აკლდა 8 წთ. მისდა გასაკვირად ცოტნეც ადრე მოსულიყო. ჩქარი ნაბიჯებით ავიდა მარიამი კიბეებზე, რომ 8 წუთით მაინც აერიდებინა თავი მისი უაზრო ლაპარაკისგან, მაგრამ მძიმე ნაბიჯების ხმა მოესმა უკნიდან და მიხვდა, რომ თან მოყვებოდა.
-დილა მშვიდობის მერიემ.
-მარიამ-მარიამმა შეუსწორა.
-აბა მე რა ვთქვი?-ცოტნემ გაასწრო კიბეებზე, კარი გააღო და უკან მოუხედავად გააგრძელა გზა, ისე რომ მარიამს მოხვდა პირდაპირ ცხვირში.
-შენი დედა შევე*ი-მარიამი გამწარდა ისე ეტკინა, ეგონა კარს დაუჭერდა, მაგრამ მასში ხო ჯენტლმენობის ნატამალიც კი არ იყო. სულ გინება გინებით ავიდა ოფისში და დაიწყო გეგმის დაწერა. ამასობაში პეტრე შემოვიდა მასთან.
-აბა როგორ ხარ?
-კარგად, ახლა ვალაგებ ზუსტად გეგმას. შენ?
-მეც, მაგრამ ეგ არ მიკითხავს. იმ დღეს ჩემთან რომ მოხვედი, ძალიან ცუდად იყავი. ყველაფერი დალაგდა?
-პეტრე, დიდი მადლობა დახმარებისთვის მართლა, მაგრამ ჩემი პირადი ცხოვრების გარჩევა აქ არ მინდა, მით უმეტეს საკმარისად შეგაწუხე და დაგღალე. ვალში ვარ შენთან-შეხვედრების გეგმარი ხელში დაიკავა და წამოდგა.
-არა, რა შეწუხება-პეტრე დაბნეული წამოდგა-უბრალოდ მინდა იცოდე, რომ რაც არ უნდა მოხდეს შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს.
-მადლობა-ცოტნესთან შევიდა შეხვედრაზე-დილა მშვიდობის ბატონო ცოტნე, დღევანდელი დღის განრიგი შემდეგნაირია.
-დააქენსელე-ცოტნეს თავი არ აუწევია ისე უთხრა.
-ბ-ბატონო?
-დღეს მივლინებაში მივდივართ-ისე თქვა თითქოს ექსკურსიაზე მიყავდეს სკოლის ბავშვები.
-მაგრამ, ესე უცბად როგორ?
-შენი საქმე არის გააკეთო ის რასაც გეუბნებიან და არ დასვა ზედმეტი კითხვები. მე და შენ მივდივართ ჩვენი სასტუმროს ერთ-ერთ ქსელში. შენ იქნები ერთ-ერთ საუკეთესო ნომერში და მერე შეაფასებ მომსახურებას. პარალელურად უფროს მენეჯერს მინდა შევხვდე.
-რამდენი დღით მივდივართ?
-ხვალ უკან წამოვალთ. ახლავე უნდა წავიდეთ. რა თქმა უნდა მივლინებებში ჩვეულებრივი დღის ანაზღაურებაზე ორჯერ მეტი გექნება. ტანსაცმელს რაც შეეხება იქ მოგცემენ სასტუმროში, ეგ არ იქნება პრობლემა. წავედით-პიჯაკს ხელი დაავლო, კარი გააღო და ამჯერად მარიამი სირბილით გაყვა, რადგან შეეშინდა კარი ისევ სახეში მოხვდებოდა. ცოტნე ისე ჩქარა დადიოდა, მარიამი ძლივს ასწრებდა დაწევას. ამასობაში მანქანაც მოუყვანეს ცოტნეს და კახეთისკენ დაიძრნენ. მარიამს მთელი გზა გულის რევის შეგრძნება არ ასვენებდა.
-თეთრი ხარ სახეზე, მაკიაჟს ხომ ხმარობ?
-მანქანას ატარებთ თუ ჩემს სახეს აკვირდებით?
-ჩემი თანამშრომლები მუდმივად პრეზენტაბელურად უნდა გამოიყურებოდნენ. ეს მოთხოვნაა, კონტრაქტშიც წერია.
მარიამმა ჩანთიდან ამოიღო ტონალური და კიდევ ერთხელ გადაისვა, რომ მისი სიფერმკრთალე არ გამოჩენილიყო.
-ბატონო ცოტნე, ასეთი შეხვედრები ჩემთან არ უნდა შეათანხმონ მენეჯერებმა?
-მეთვითონ დავგეგმე-ცოტნემ გადაჭრით უპასუხა.
-შეგიძლიათ წინასწარ შემატყობინოთ ხოლმე?
-რატომ?-წამიერად გახედა და შემდეგ ისევ გზას და საჭეს მიაპყრო ყურადღება-შენ მაინც ვალდებული ხარ იყო იქ სადაც მე გეტყვი-ცოტნეს სიუხეშე მარიამს ყელში ამოუვიდა, ისედაც მთელი დღე სტრესში იყო სავარაუდო ორსულობის გამო. სიბრაზისგან ყელში ბურთი ჰქონდა გაჩხერილი და უკვე ტირილის პირას იყო მისული.
-გააჩერეთ მანქანა-მარიამმა ამოილუღლუღა, მაგრამ ცოტნემ წაიყრუა-გააჩერეთ მანქანა!-მარიამმა ხმას აუწია.
-რატომ?-ცოტნე არ აპირებდა მარიამის ბრძანებების შესრულებას.
-ცუდად ვარ და იმიტომ! თუ არ გინდათ თქვენი მანქანა ნარწყევში ამოვსვარო გააჩერეთ დედააფეთქებული მანქანა!-კარი ისე გააღო არც დალოდებია ცოტნეს, რომ გაეჩერებინა, რაზეც მან ეგრევე დაამუხრუჭა და მანქანა გადააყენა. მარიამი მანქანიდან გადავიდა, ჩანთიდან წყლის ბოთლი ამოიღო და ოდნავ მოსვა. სახეზე ფერი არ ედო. ცოტნეც უხმოდ გადმოვიდა, ოდნავ განერვიულებული ჩანდა.
-გული გერევა?-წინ დაუდგა და სახეზე დააკვირდა.
-არა.
-მათხოვე ბოთლი-ბოთლის გამორთმევა სცადა, უნდოდა საფეთქლები წყლით დაეზილა, მაგრამ მარიამმა არ მისცა-მომეცი-კიდევ სცადა გამორთმევა, მარიამი ოდნავ წაბორძიკდა და ჩანთა ძირს დაუვარდა. ცოტნე ასაღებად დაიხარა როცა გახსნილ ჩანთაში ფეხმძიმობის ტესტები დაინახა-ფეხმძიმედ ხარ?-მკაცრად ახედა ქვემოდან. მარიამი დაიბნა, არაფერი უპასუხა. ცოტნემაც აიღო ჩანთა, წამოდგა და დაუბრუნა.
-მადლობა-ჩანთა გამოართვა და უხმოდ ჩაჯდა მანქანაში.
-მარიამ-ცოტნემაც მოუარა მანქანას და შიგნით ჩაჯდა-თუ ფეხმძიმედ ხარ და თავს ცუდად გრძნობ ტაქს გამოვიძახებ და უკან დაგაბრუნებ. და ისე.. თავიდანვე უნდა გეთქვა სანამ სამსახურს დაიწყებდი, რომ ბავშვს ელოდებოდი.
-დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ ტვინი გიმუშავებთ? ტესტი ვერ დაინახეთ?-მარიამს მოთმინების ფიალა აევსო-არ ვიცი ჯერ ვარ თუა რა ეხმძიმედ. და რომც ვიყო, კანონით არ გაქვთ უფლება ამის გამო გამათავისუფლოთ. ამის თქმაზეც კი შემიძლია გიჩივლოთ. გესმით?! და ნუ დარდობთ ბატონო ცოტნე, თუ ფეხმძიმედ ვარ, ეს პრობლემა ადვილად მოგვარებადია და თქვენ ამით ხელი არანაირად არ შეგეშლებათ-ცოტნე ახლა უკვე გაოგნებული უყურებდა მარიამს.
-კი ბატონო-მაგრამ აღარაფერი უპასუხა. ღვედი გაიკეთა და გზა განაგრძო. მანქანაში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.მ არიამი მიხვდა რამდენის უფლებას აძლევდა თავს და თავი ცუდად იგრძნო.
-ბატონო ცოტნე-სახეზე ახლა წითელი ფერი ედო-დიდი ბოდიში, ვერ გავაკონტროლე თავი-ცოტნეს გაეცინა.
-მაოცებ პირდაპირ. არა ახლა ვხვდები, რომ თეონამ კიდე კარგად გამიძლო 7 წელი. ესე იგი მე შენ პირად ცხოვრებაში ვერევი, გაძლევ საყვედურს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით და იქით მიხდი ბოდიშებს?-თავი გააქნია და სიცილი განაგრძო-ნამდვილად საოცნებო ასისტენტი ხარ, მაგრამ მოდი ერთ რჩევას მოგცემ. ცხოვრებაში ასე ბევრგან წააგებ.
-არა, მართალი ხართ. ბოდიში კი არა..
-და ეს თ-ები ძალიან გთხოვ-ცოტნემ სიცილი შეწყვიტა და ღიმილით გახედა-არ არის საჭირო თქვენობით ლაპარაკი ჩემთან. ბატონო ცოტნე სამსახურში მხოლოდ. ბოლო-ბოლო არც ისე დიდი განსხვავებაა ჩვენს შორის ასაკობრივად. ჰა-ჰა 8-9 წელი.
-კარგი-მარიამმა შვებით ამოისუნთქა. ცოტნემ გომბორის უღელტეხილით წაიყვანა მარიამი თელავში და მალევე ჩავიდნენ. სასტუმრო საკმაოდ დიდ ტერიტორაიზე იყო გადაჭიმული. ტყეს ესაზღვრებოდა, ჰქონდა ველო ბილიკები, სამი გარე აუზი და ერთი შიდა, ბავშვებისთვის სათამაშო პარკი, კოტეჯები და კიდევ უამრავი რამ. მარიამი მგზავრობის მერე ისე ცუდად გრძნობდა თავს ვერაფერს ამჩნევდა ირგვლივ. წელში ნახევრად მოხრილი მივიდა რესეფშენში.
-სალამი ბატონო ცოტნე-უფროსი მენეჯერი კართან დახვდა.
-გამარჯობა ნინი-ცოტნემ აათვალიერა მისი უფროსი მენეჯერი, რომ დარწმუნებულიყო მის ,,რეპრეზენტაბელურობაში’’, ორ წამში შეუფასა ჩაცმულობა, თმის ვარცხნილობა, დგომი და კიდევ ათასი რამ. შემდეგ კმაყოფილი სახით წარუდგინა ასისტენტი-თეონამ დაგვტოვა. ეს ჩემი ახალი ასისტენტია მარიამი.
-გასაგებია, ანუ ერთი პენტჰაუსი ბოლო სართულზე-ცოტნეს უხერხულად გაეღიმა.
-ორი, ნინი-და მარიამის რეაქციას დააკვირდა.
-გასაგებია, ბოდიშს გიხდით-ნინიმ მარიამს მოუხადა ბოდიში და ოთახებისკენ გაუძღვა. ცოტნემ თავისით მიაგნო ნომერს.
-რატომ გეგონათ რომ მასთან ერთად ვრჩებოდი?-მარიამმა გაკვირვბეულმა ჰკითხა-ცოტნე და თეონა ერთად იყვნენ?
-ბატონ ცოტნეს არ უყვარს როდესაც მის პირად ცხოვრებაზე საუბრობენ მისი დაქირავებული თანამშრომლები-რობოტივით უპასუხა ნინიმ, ბარათით გაუღო ოთახის ნომერი და შიგნით შევიდა მარიამთან ერთად-ტელეფონთან დევს რესეფშენის ნომერი, თუ რამე დაგჭირდებათ დარეკეთ. ასევე გვაქვს ოთახში მომსახურებაც., ანუ რუმ-სერვისი. ჩვენი სპა და აუზი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. ასევე გექნებათ შესაძლებლობა გაისეირნოთ ველოსიპედით...-მარიამს შუა საუბრისას ისევ გულის რევა დაეწყო და სააბაზანოში შევარდა.
-გასაგებია ყველაფერი-ნინიმ ალმაცერად გახედა მარიამს, წამით ჩათვალა, რომ ცოტნესგან იყო ფეხმძიმედ-რამე ხომ არ გჭირდებათ?-ხმამაღლა დაიძახა, მაგრამ მარიამმა არ უპასუხა და ოთახი დატოვა. ნახევარ საათში ცოტნემ დააკაკუნა და პასუხის გარეშე შევიდა. მარიამი იატაკზე იჯდა სააბაზანოში, კარი კი ღია ჰქონდა.
-ტელეფონს რატომ არ იღებ?-ცოტნე სააბაზანოსთან მივიდა-ცუდად ხარ?-ონკანი მოუშვა, ხელები დაისველა და საფეთქლები დაუზილა. მარიამი ისე ცუდად იყო ახლა შეწინააღმდეგების თავიც კი არ ჰქონდა.
-შეგიძლია ჩანთა მომაწოდო-მარიამმა ჩანთაზე მიუთითა. ცოტნემაც ეგრევე მიაწოდა. ჩანთიდან ტესტი ამოიღო.
-ორი წუთი დამტოვე გთხოვ-ნელა წამოდგა და ცოტნეს გასვლის შემდგე კარი დაკეტა. ტესტი გაიკეთა და 15 წუთში დადებითი პასუხი უჩვენა. სახე მოიბანა, თმა აიწია და ცოტნესთან გავიდა.
-აბა?-ცოტნე პასუხს ელოდებოდა.
-რამე გინდოდათ ბატონო ცოტნე?
-ს..-ცოტნეს არ უნდოდა შეემჩნია, რომ აინტერესებდა პასუხი და ისევ საქმეს დაუბრუნდა-შუადღემდე თავისუფალი ხარ, დაისვენე. შეიძლება ხვალაც დაგვჭირდეს დარჩენა, თამთას არ ცალია.
-ნინი არ არის აქ უფროსი მენეჯერი?
-კი, მაგრამ ამ ფილიალის დირექტორია თამთა. მასთანაც მინდა შეხვედრა. რაღაც ნიუანსები არ მომწონს. შენც უნდა დაესწრო შეხვედრას, სამოქმედო გეგმას ჩავწერთ რის მონიტორინგსაც უკვე შენ გააკეთებ ერთ თვეში. მოკლედ, თვეში ერთხელ ივლი ჩვენ 3 ფილიალში, კახეთში, ბათუმში და სამეგრელოში. ანუ 3 დღე გექნება ამისთვის გამოყოფილი. 1 ღამე ყოველთვის დარჩები. რა თქმა უნდა ანაზღაურებადია. ვფიქრობ ხვალ საღამოს წავიდეთ სამეგრელოში, შემდეგ ბათუმში. თუ რა თქმა უნდა გაუძლებ გზას.
-გავუძლებ-მარიამმა მტკიცედ უპასუხა.
-კი ბატონო-შემდეგ სავარძელზე ჩამოჯდა.
-კიდევ რამის თქმა გსურდათ ბატონო ცოტნე?
-ახლა შეგიძლია ცოტნე დამიძახო. შესვენება გვაქვს-ცოტნეს მარიამი ჭკუიდან გადაყავდა.
-თუ შესვენება გვაქვს, გთხოვ დატოვე ჩემი ოთახი, რომ დავისვენო.
-ტექნიკურად ეს ჩემი სასტუმროა. შეგიძლია მითხრა რა გაწუხებს.
-სერიოზულად? ახლახანს არ ნახე რაც მაწუხებს?-მარიამმა გადაწყვიტა ცოტახნით დაევიწყებინა ცოტნეს ხეპრე ხასიათი და მის წინ ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო.
-ბეჭედი აღარ გიკეთია და ნუ იწვალებ მაგ თითს-მარიამი ნერვიულობდა და ისევ არათითს იწვალებდა.
-უკვე მიხვდი რო ქმარს გავშორდი, ფეხმძიმედ ვარ. მეტი უბედურება რა უნდა მაწუხებდეს?
-შენთითნო თქვი, რომ ეგ ადვილად მოგვარებადია.
-კი, აბორტი ვიგულისხმე-მარიამმა ცივად უპასუხა, ცდილობდა ემოციურად არ შეეხედა ამ ყველაფრისთვის-სანამ დროა.
-აჰა. მე მქონია ეგეთი შემთხვევა.
-აბორტი გაგიკეთებია?
-არა, ვიღაც დაფეხმძიმდა ადრე ჩემგან. ქალებისთვის აბორტი ძალიან ემოციური თემაა. იმედია იცი რასაც აკეთებ.
-ღმერთო ჩემო-მარიამმა ისევ სახეზე აიფარა ხელები-ვიღაც? ასე ეძახი იმ ქალს, რომელიც შენგან დაფეხმძიმდა?
-ახლა ჩემზე ვლაპარაკობთ?
-შენ გადაიტანე შენს თავზე თემა. დაუჯერებელია.
-იმის თქმა მინდოდა, რომ კარგად დაფიქრდი. იქნებ საერთოდ არ არის შენი ეს კარიერა, იქნებ მეოჯახე გინდა იყო? შეურიგდი ქმარს, გააჩინე ბევრი ბავშვები და იცხოვრე დიდხანს და ბედნიერად.
-მეღადავები ჰომ?-აი აქ გადაეკეტა საბოლოოდ-შენ ვინ გკითხავს მე რას და როგორ ვიზამ? მერამდენედ ერევი ჩემს ცხოვრებაში? მაგრამ მე რომ ვერევი, ოჰ! ბატონ ცოტნეს არ უყვარს როდესაც მის პირად ცხოვრებაში ერევიან.
-ძალიან ბევრს ლაპარაკობ-ცოტნე წამოდგა, დინჯად მივიდა მარიამთან და თვალებში ჩახედა.
-შესვენება გვაქვს?-მარიამიც კიდევ უფრო მიუახლოვდა, ლამის შუბლი შუბლზე მიადო.
-კი!
-ჰოდა ახლა ჩემი უფროსი არ ხარ და რასაც მინდა იმას გეტყვი.
-კი, მითხარი, მაგრამ მე არ მოგისმენ. არც თქმის საშუალებას არ მოგცემ-ცალი ხელი წელზე შემოხვია და მისკენ მიიზიდა, მეორე კი სახეზე მოკიდა და ის იყო უნდა ეკოცნა, რომ მარიამმა სახეში გაარტყა.
-შენ შ*გ ხო არ გაქვს?!-მარიამმა ახლა უკვე კივილი დაიწყო-აქ ამისთვის მომიყვანე?
-არა, აქ მონიტორინგისთვის მოგიყვანე. გაკოცე კიდე იმიტომ რომ ვერაფრით ვერ გაგაჩუმე და თავი ამტკივდა. მოკლედ, შენი პრობლემები შენით მოაგვარე-ცოტნე დაიბნა, კეფასთან მიიტანა ხელი და ოთახს გადახედა, თითქოს აფასებდა როგორ იყო მოწყობილი-და ეცადე ნაკლებად მოიტანო სამსახურში.
-იცი რა ხარ?-მარიამი ახლა თვითონ მიუახლოვდა.
-კი. პითეკანთროპი-ცოტნემ სახეზე ღიმილით უპასუხა.
...
ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის, გამოცდების პერიოდი მქონდა. იმედი მაქვს ძალიან არ გაგაწამეთ <3



№1 სტუმარი ნია

ცოტა აურიე, მარიამის დადეხმხიმება რაღა იყო?აღარ ვკითხულობ შემდეგს.გინდა დადე გინდა არა

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

კარგია ვკითხულობ სიამოვნებით და გელოდებით♥️♥️

 


№3  offline წევრი sati

ნია
ცოტა აურიე, მარიამის დადეხმხიმება რაღა იყო?აღარ ვკითხულობ შემდეგს.გინდა დადე გინდა არა

მადლობა ნებართვას რომ მაძლევთ გავაგრძელო თუ არა ჩემი ისტორია <3

 


№4 სტუმარი ნია

აუცილებლად გააგრძელეთ მწერალო ეს შედევრი, არაფერი გამოგრჩეთ

 


№5 სტუმარი სტუმარი ლილე

მომწონს <3 ველოდები შემდეგს <3

 


№6  offline წევრი sati

სტუმარი ლილე
მომწონს <3 ველოდები შემდეგს <3

გაგზავნილია რედაქტირებისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent