შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სული მსურს (თავი 2)


22-05-2024, 05:11
ავტორი miiaakv
ნანახია 590

ადამიანები მრავალ ტკივილსა და ტანჯვას აწყდებიან სიცოცხლეში, მაგრამ ყველაზე მტკივნეული იმის დაკარგვაა, ვისი სიყვარულიც შენი ბედისწერის ნაწილია. რას ჰგავს გარდაცვალება, რა ხდება სიცოცხლის ამოწურვის შემდგომ? ნეტავ მართლა თუა იმ ქვეყნიური ცხოვრება რეალური ? ღმერთმა უწყის.. დალახროს კიდეც, რაღა აზრი აქვს ამის ცოდნას რო.
მთელს დედამიწაზე ყველაზე დიდი სიმძიმე რა არისო რომ ეკითხა ვინმეს , მარინა თვალცრემლიანი მხრებს ჩამოყრიდა,ყელში გაჩხერილ მტკივნეულ ბურთს ტანჯვით გადაყლაპავდა და იტყოდა “ ის სასახლე, რომელიც ცივია მაგრამ დაატარებს სამუდამოდ მიძინებულ ანგელოზსო” მაგრამ ვაი , ვაი რომ არც ეს შეეძლო, არავინ რომ არ ეკითხებოდა რას განიცდიდა ..

საწოლზე მჯდარმა კარგად იგრძნო ძარღვებში მიმავალი სისხლის პულსირება, ტანში სცრიდა და წამებულად სწიწკნიდა რაღაც, თითქოს ეკლებში იყო გახვეული მჭიდროდ და სამუდამოდ .
ენა გადაყლაპულს მხოლოდ ღრიალი,ტირილი,გოდება უნდოდა, გრძნობდა ტვინში მოწოლილ ბრაზს და სიბოროტეს, ერთი მხრივ ნიკოლოზის სიკვდილი სურდა, მეორე მხრივ თავად უნდოდა რომ გარდაცვლილიყო. მუჭები შეკრა, ღრმად ჩაისუნთქა დამძიმებული ჰაერი და სანათი აანთო, მის გვერდით მწოლიარე ნიკოლოზს უკეთ დააჩერდა, თვალი გაუყარა თვალში და გაიღიმა . იმედგაცრუებულს უნდოდა ეთქვა ბევრი რამ, მაგრამ იცოდა რომ არც აზრი ჰქონდა, არც საამისო ნებისყოფა
- ნუთუ ძლიერად თვლი საკუთარ თავს - ძლივს აღმოხდა ბაგეებიდან, კარგად ამჩნევდა მამაკაცი ქალის სახეზე აღბეჭდილ უბედურებას, მრისხანებასა და ზიზღს , იცოდა რომ კიდევ ერთხელ შეაჯავრა თავი და ალბათ სამუდამოთ კიდეც.
- ადამიანის გარდაცვალება თუ გეხმარება გაზრდაში, მაშინ გეტყვი რომ ყველაზე პატარა ხარ .. უბედური, უსუსური - მარინამ ვეღარ შესძლო ცრემლების შეკავება - შენ ის არარაობა ხარ, რომელიც ყოველ წამს ეძებს დასტურს სხვებში რომ ძლიერია, მაგრამ არა … არავინ ხარ ნიკოლოზ, ფერფლი ხარ , ლევანის მიცვალებული და ცივი სხეული შენზე ფასეული, ძვირფასი და საყვარელია .. შენ ვის უყვარხარ ? ვის ? ჰა ? - აუწია ტონს-არავის , მიიხედ-მოიხედე ვინაა აქ ? ა რ ა ვ ი ნ , რადგან ცარიელ ფიტულს არც სიყვარული შეუძლია და არც საყვარელი შეუძლია რომ იყოს , შენი სხეული, ხელები - დახედა ხელებზე, სწრაფად ჩასჭიდა თავისი გამხდარი, უსუსური ხელები და რაც ძალი და ღონე ჰქონდა შერჩენი მოუჭირა - ამ ხელებით მოკალი? - ირონიულად ჩაიცინა ქალმა - ამ ხელებმა მომიკლეს ლევანი ? - ტუჩების კანკალით ამოიხვნეშა .. თითქოს ახლა იაზრებდა მომხდარს , მოყოლილს, ამ წამს ხვდებოდა რომ მორჩა და გათავდა ..
აღარა ჰყავდა ლევანი ..
აღარც იმედი ჰქონდა ..
მარტო დარჩა ბედის ანაბარად .
და მაშინ, როცა მარინას სული იფერფლებოდა მისი საყვარელის მკვლელის თვალწინ, თავად მკვლელი უდრეკად იჯდა , სახეზე ეწერა თუ როგორ არ ედარდებოდა, როგორ არ ნანობდა ჩადენილს .
რაც აწუხებსა მის წინ ასჯერ მეტად დაპატარავებული მარინა იყო , რომელიც ცრემლებს მწარედ ყლაპავდა , დახედა თითევზე და მიხვდა, გაანალიზა რომ ამ პატარა ხელებს შეეძლოთ მისი მოკვლა , ზუსტად ისევე როგორც თავად ქნა , მიხვდა რომ იმ ათრთოლებულ ტუჩებს შეეძლოთ მისი დამიწება საბოლოოდ.
-საკმარისია - დინჯი ხმით გასცა პასუხი მეუღლეს და ცივად მოიშორა მისი ხელები.
მარინა საწოლიდან წამოდგა , გახევდა , თითქოს სიცარიელეში რაღაცას მიაჩერდა , მერე საწოლთან მდგარ მაგიდას მიეყრდნო.
-ტანჯვას იმსახურებ - ხმადაბლა უთხრა და მოწყვეტით გაერიდა ნიკოლოზსაც და ოთახს ..


გულის ტკივილი მეტად გაუმძაფრთა , მუჭებს ირტყამდა მკერდზე და კიბეებზე ისე მირბოდა, თითქოდ ლევანის პოვნა შეეძლო, ცარიელ და ბნელ მისახებ ოთახში დაემხო მუხლებზე და მხოლოდ მაშინღა მისცა თავის თავს უფლება რომ ეგლოვა ..
ფრჩხილებს ძლიერად ისობდა კანში რომ ეგრძნო ტკივილი რომელსაც მისი სიყვარული განიცდიდა, რომ მიმხვდარიყო დაახლოებით რას გრძნობდა ბოლო წუთებში ლევანი.
ტირილი ?
არა .. ეს რაღაცა სხვას ჰგავდა , გავდა ცუნამს რომელიც ვერ ტოვებდა ნაპირს და თან ვერც ადგილზე ჩერდებოდა , სიმწრისაგან ხვნეშოდა, ხან მუხლებზე , ხანაც თავში იშენდა მუჭებს “ არ შეიძლება რომ მართალი იყოს “ “ არ არის რეალობა” იმეორებდა, იმეორებდა და ხვდებოდა რომ იმ წამს უფალმა მიატოვა :
- სად ხარ ? სად - წამოიყვირა და ჭერს მიაჭერდა - რატომ მართმევ იმას რაც მე მიყვარს ? რატომ მიმეტებ ასეთი ტკივილისთვის ? რატომ მაიძულებ სულ ტირილს ? - გაბრაზდა კიდეც - მიშველე გევედრები - მერე ისევ დიდებულად მოეჩვენა - გეხვეწები გამიქრე ეს ტკივილი , გეხვეწები , გეხვეწები… გეხვეწები… გეხვეწები.. - დაკაწრულ მკერდიდან წამოსულ თბილ სითხეს გრძნობდა , ხელებს ისვამდა და უყურებდა - გეხვეწები..

ნიკოლოზი საწოლში იწვა , კარგად ესმოდა მარინას ტანჯვის ხმა , დაჭრილი შველივით ღრიალებდა , ისე თითქოს უკანასკნელი ამოსუნთქვაღა ჰქონდა დარჩენილი ქალს .. რას გრძნობდა ? სიცარიელეს მხოლოდ. საწოლიდან წამოდგა, ნელი ნაბიჯებით მივიდა კარებებამდე და
გაჩერდა, შეხსნა და ყური უკეთ დაუგდო
- ღმერთო მომკალი …
იმეორებდა ყრუდ მარინა, ხმა კი ნელ-ნეკა პატარავდებოდა და წყდებოდა.
კიბეებზე ფრთხილად დაეშვა მამაკაცი, შუა გზად გაჩერდა და მიაჯირიდან გადაიხედა
იატაკზე ჩვილი ბავდვივით მოკუნტული მარინა დაინახა, უსუსური, ყველამ იცოდა რომ ვერაფერს იზამდა, ვერ გადაიხდიდა სამაგიეროს სისხლით სისხლის გამო, ვერ გაიქცეოდა ნიკოლოზისგან.. გლოვაც კი არ შეეძლო ისე როგორც მარინას სულსა და გულს სწყუროდა.
მუხლებზე შემოჭდობილ გამხდარ ხელებს სიცივისაგან აკანკალებდა, დაღლილი თითქოს კიდევ იკრებდა ძალებს სატირლად მაგრამ გეგონება ცრემლებმაც დატივესო , რაც დრო გადიოდა მით მეტად მუნჯდებოდა და უერთდებოდა ყრუ მდუმარებას მისაღებას ოთახში, სიბნელესა და სიმარტოვეში.
ნიკოლოზმა კიბეებზე სვლა განაგრძო, მარინას სახის წინ ჩამოდგა და მუხლები მოეკეცა
- მარინა - ხელი შეახო თმაზე მაგრამ ქალი მაშინვე წამოფრინდა , ტირილისაგან დასიებულ თვალებს ძლივსღა ახელდა
- ხელი არ შემახო - ზიზღით მიუგო ქმარს და უკან გაიწია - სისხლში ხარ მთლიანად ამოსვრილი
ცხოვრებაში პირველად დადუმდა ნიკოლოზიც
- რამდენი გააუბედურე ჩემსავით .. ვინ იცის .. ალბათ რიცხვები არ გახსოვს ..
ისევ ვერ გასცა პასუხი ნიკოლოზმა .. წამოდგა ფეხზე და მკვდარ მარტოობაში დატოვა ცოლი

——————————
- და რა უყავი ლევანს ? - ინტერესით იკითხა გელამ, სავარძელზე მჯდარმა ფეხი გადაიდო ფეხზე და გაუმაძღრად მოიყურა ღვინო
- რა უნდა მექნა - ბუხართან მდგარმა ნიკოლოზმა თვალი გაუშტერა ცეცხლს -აეროპორტამდე მიაცილეს და წავიდა - ცალყბად გახედა ბიძიას
- სად გააგზავნე ? - ჩაეძია კაცი
-აღარ მინდა ამაზე საუბარი - თავიდან აირიდა შეკითხვა ნიკამ - მარინასგან ხომ არ გაგიგია რამე ?
- შენი ცოლის ამბებს მე მეკითხები ? არა , უკვე სამი დღეა ოთახიდან რაც არ გამოდის , არ ჭამს , არც სვამს, დაიმართავს რამეს - მართლა
შეწუხდა ბიძია
- გადაუვლის
- შენ როდისღა აპირებ სახლში დაბრუნებას ?
- დღეს ღამით ვგეგმავ - ამოიხვნეშა - მაგრამ არ მინდა რომ გადავეყარო მარინას
- რა იყო გერიდება ?
- არა , მებრალება .. ვიფიქრე ძალიან სასტიკად ხომ არ მოვიქეცი თქო ?
- სასტიკი მაშინ იყავი როცა უსიყვარულოდ შეირთე - გულწრფელად გაუმხილა გელამ და ფეხზე წამოდგა .
ხმა აღარ ამოიღო ნიკოლოზმა , მოიყუდა ჭიქა და ბოლომდე ჩაცალა სასმელი.

საღამო ხანი იდგა როცა სახლის კარს მიადგა ნიკოლოზი, მარინამ ფანჯრიდან შენიშნა ქმრის მანქანა და ფარდებს ბავშვივით ამოეფარა . შავებში გამოწყობილს საერთოდ არ უნდოდა საძაგელი ქმრის დანახვა ახლოდან , სამი დღე და ღამე გლოვაში დალია , ხანაც იმ ქვეყნად წასვლა სცადა მაგრამ უბედო ქალს არც სიცოცხლე ეკუთვნოდა თავისი და არც სიკვდილი.
გადაწყვეტილი ქონდა შირისძიება .. სწყუროდა ..

ნიკოლოზის ნაბიჯების ხმას სანამ გაიგონებდა, იქამდე გაიძრო შავები, ჩვეულ ფერად ტანსაცმელს მიადგა და ის ჩაიცვა რაც პირველად მოჰყვა ხელთ, მერე თმა ჩამოივარცხნა სწრაფად და საწოლზე დაემხო
ოთახის კარები ფრთხილად შეიხსნა და ოთახში ნიკოლოზი შევიდა , მარინას გადახედა და პალტო გაიძრო
- კარგათ ხარ ? - ცივად იკითხა. ქალი საწოლზე წამოჯდა
- რამდენიმე შეკითხვა მაქვს - მშვიდად დაიწყო . ნიკოლოზს გაუკვირდა კიდეც
- შეკითხვა ?
- ხო
- გისმენ - მარინას წინ დაჯდა თვითონაც.
- როგორ მოხდა ? - წარბები აზიდა ქალმა , ნიკოლოზს სახეზე
გაურკვევლობა დაემჩნია , ასეთ შეკითხვას არ მოელოდა
- რას გულისხმობ ?
- მშვენივრად ხვდები რასაც
- მსგავსი ინფორმაციები საშენოდ არაა
- არც საშენოდ იყო ლევანის სიცოცხლე
- სხვა და სხვაა
- მალე მორჩა ? - საკუთარი შეკითხვა თავად მარინას სტკენდა გულს
- კი
- ტკიოდა ?
- არა
- სად არის ?
- ოჯახთან ერთად… ვგონებ - თვალები აარიდა ნიკოლოზმა
- ნახვა მინდა მისი , მერე … როცა დრო იქნება და მზად ვიქნები მეც
- მარინა… - მეტად დაეჭვდა კაცი ასეთი სიმშვიდით
- ჰ ? - პირდაუღებლად იკითხა ქალმა
- და რას გრძნობენ ადამიანები როცა საყვარელ ადამიანს კარგავენ ? - იკითხა კაცმა
- დედაშენის ამბავი გაიხსენე .. გრძნობებიც გაგახსენდება - ეშმაკურად უპასუხა მარინამ და საწოლიდან წამოდგა .

მეორე დილით გეგმად ჰქონდა სახლიდან გასვლა მარინას, იქამდე სანამ ნიკოლოზს ეძინა გაერიდა ჯერ ოთახს, მერე შენობას , მაგრამ ფინია ძაღლები ვერაფრით მოიწყვიტა.
ქალაქის კუთხეში საყვარელ ბარს მიადგა სადაც ერთგული მეგობარი ელოდა, მრგვალ მაგიდებს შორის მოხერხებულად ჩაიარა და ნინომდე მიაღწია ,
უკან ჩამოიტოვა ნიკოლოზია ძაღლები, რომლებიც შორიდან თვალს არ აცილებდნენ
- ეს რა დაგმართნია - მაშინვე მიახალა ნინომ - არაა კარგი ამბავი მარინა , კი მაგრამ რანაირად ? - შეწუხებულმა იკითხა
- შენ რას ფიქრობ - მაგიდებს მოავლო თვალი
- ნიკოლოზმა ?
- აჰა
- ღმერთო ჩემო.. საზღვარი არ გააჩნია
- ყველაფერს გააჩნია საზღვარი
- რას გულისხმობ ? - მარინა ჩაჩუმდა.. თვალი მოავლო კიდევ ერთხელ ბარს , ნესტოებში ტკბილი სურნელი ეცა და თვალები მილულა
- მენატრებოდა ეს სუნი
- არ უნდა იჯდე ხოლმე სულ სახლში
- ამათთან ერთად შენ იარე - თავით ანიშნა უკან ნინოს
, ნანაც გაიხედა და მაშინვე შენიშნა ორი ახმახი მამაკაცი, მრგვალ მაგიდასთან ისხდნენ უცოდველი სახეებით და ყავას უკვეთავდნენ
- ლევანიზე რა გაიგე ? - დაუბრუნდა თემას ნინო
- არაფერი გამიგია , პირში წყალი ჩაიგუბა !
- არც კი ვიცი რით გაგამხნევო მარინა
- აწი მე რა გამამხნევებს - დარდიანად ჩაეცინა , იქვე მიმავალ ოფიციანტს მოჰკრა თვალი და თავი დაუკრა, აუცილებლად უნდა ეჭამა ბლინები , თორემ ის ტკბილი სურნელი აღარ მოასვენებდა .
ყველანაირად არიდებდა ნინოს შეკითხვებს თავს , მერე მიხვდა რომ აზრი არ ქონდა , ხან მოატყუა ხან სიმართლე მოუყვა იმ ღამის შესახებ . ერთი სული ჰქონდა თავიდან მკეშორებინა მეგობარი რომ დაერეკა , მაგრამ ცოცხალი თავით არ ტოვებდა ადგილს ნინო.
დიდ ხნიანი ჯდომის შემდეგ კი მიხვდა რომ დაიღალა
- უნდა წავიდე - უცბად წამოიძახა და დაუმშვიდობებლად მოწყდა ადგილს.
უკან გაჰყვნენ მამაკაცებიც , შავ მანქანაში უკანა მხარეს ჩაჯდა , მხოლოდ მაშინღა გაახსენდა რომ თავია ბლინების არ გადაუხდია თუმცა დიდად ა
არ შეწუხებულა .
- თუ შეიძლება ჩემს ძმასთან წამიყვანეთ - უბრძალა საჭესთაბ მჯდარ დავითს , რომელიც წლების მანძილზე ემსახურებოდა ნიკოლოზის ოჯახს .
ქალაქის ქუჩება სევდიანად ადევნებდა თვალყურს მარინა , ხეები ხეებს მისდევდნენ , ზოლები კი ზოლებს , ერთ წამს ყველაფერი ისე უბრალო მოეჩვენა, უმნიშვნელო და უფერული, თავი მანქანის მინას მიაჭდო , თვალები დახუჭა და მხოლოდ მაშინ გაახილა როცა საკუთარ სახლის ჭიშკართან გაჩერდა მანქანა
- მოვედით - მშვიდი ხმით თქვა მამაკაცმა
- მადლობა - ცივად მიუგო ქალმაც.


- ან შენ იზამ ამას , ან მე ! - ნიკოლოზის ხმა ექოდ ვრცელდებოდა დერეფანში
- კი მაგრამ რა ვუთხრა მერე იმ ქალს ? - წუწუნებდა გელა
- ფეხებზე მაგ ბ***ს რას ეტყვი- ცხვირზე მოისვა ხელი- ჩემი ფული დააბრუნოს ! - მრისხანებისგან თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა
- ე ბიჭო დაოკდი - მხარზე დაადო ხელი ლაშამ
- ჯერ ისიც გასარკვევია ეს ჩემი ცოლი ასე მშვიდი რატოა - ხელები ჩაიწყო ჯიბეებში და ადგილზე დაიწყო ცქმუტვა
- წლებია ვმეგობრობთ , ხომ ასეა
- ასეა
- ხოდა რატომ გხედავ დღეს პირველად ასე შეწუხებულს ქალის გამო ?
- ქალი ეშმაკივითაა ლაშა ! -ხმადაბლა თქვანიკამ
- ატრაკებ
- აგერ მე და აგერ კიდევ შენ !
- ხო.. მეც მეეჭვება რაღაც მაგ ქალის სიჩუმე - გელა ჩაერთო საუბარში
- ან რას მოიყვანე კიდე ცოლად რა , გამოგერთვა ის ფული და მორჩებოდა საქმე ! ან რას მიადექი იმ ქალის საყვარელს ? დაიმატე პრობლემები - შეწუხდა ლაშა
- ფულით ვერ გავსწორდებით - კისერი დაიტკაცუნა ნიკამ
- აბა მარინაც უნდა გაისტუმრო ?
- რეებს იძახი - თავში წამოარტყა ხელი მეგობარს ნიკოლოზმა
- აბა ვერ გავიგე რეებს აკეთებ ? მამაშენი აქამდე ასჯერ გაასწორებდა პასუხს , მტერს მიუჩენდა ადგილს , შენ იარე და იარე, მიადექი ამ ქალის ოჯახს , შეირთე ცოლად , სადღაც ტ*****ში გააგზავნე ლევანი, მოიტყუე რო მოკალი … სადაა მორალი? - დაინტერესდა გელა
- არ გვენდობი ხო ? - ნიკოლოზს მიაჩერდნენ მამაკაცები
- რეებს იძახით .. აბა რა
მექნა ? ქალი უნდა მომეკლა ? თუ ის უბედური მარინას ძმა ? - სახე მოეღუშა ზიზღისგან ნიკას - თანაც.. მხოლოდ მარინას ძმამ იცის სადაა ჩემი ჩიტი
- ხო მაგაზე ფამახსენდა - გააწყვეტინა გელამ - სხვათაშორის ქალაქშია რომ იცოდე
- ხო?
- კი , გუშინ ვალერმა დამირეკა , აეროპორტიდან რომ გამოდიოდა დაუნახავს ვოვა
- არხეინად დადის არა ?
- აბა - გაეცინა ლაშას - რას ვაპირებთ ?
- ეგ მასე არ გამოიჩენს თავს , ვერც ჩვენ მუვადგებით კარებთან ასე - წვერი მოიფხანა ნიკოლოზმა .
ნელი სვლით დაიწყეს დერეფანში სიარული სამივემ, ერთმანეთის სიმაღლის მიხედვით იდგნენ , თითქოს შეთანხმებულები იყვნენ თანწყობაზე, ნაბიჯებსაც კი ერთნაირად ადგამდნენ ..
მხოლოდ ორი სანდო ადანიანი ჰყავდა ნიკას
გელა და ლაშა .
ლაშა და გელა .
- მაგის ბოლო ჩემი თვალების დანახვაა - კბილებიდან გასცრა ნიკოლოზს

—————————-
- მე საიდან უნდა ვიცოდე სად მამაჩემთანაა ლევანი?
- გაიგე, გაიგე მევთქვი გეუბნები მე შენ ! სად დამარხა , როდის და როგორ
- ვგავარ ძაღლს ? - გიორგი განაწყენდა - რას შემაწუხეთ შენ და შენმა ქმარმა ?
- გიორგი ერთხელ მაინც გამომადექი რამეში- მკაცრად ითხოვა მარინამ და ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი
- კარგი ხო… ისე , მაგ მანიაკს რანაირად უძლებ ჰა ?
- მეხუმრები ხო?
- არა მართლა , ჯერ მარტო ყურებაა კოშმარი და წარმომიდგენია შენ რომ მაგასთან ცხოვრობ რას გრძნობ
- აი ამ წამს , მხოლოდ სიძულვილს - მოსვა ყავა ქალმა
- კარგი … და ისე , რას აპირებ მერე ? აი რომ გაიგებ ამ ლევანის ამბავს ..
- გვერდზე მივუწვენ !
- რამხელა განცხადებაა- გაეცინა გიორგის - აქეთ არ მიგვაწვინოს ყველა
- ვოვაზე რას იძახდი ? - თემა გადაიტანა მარინამ
- წუხელ ჩამოფრინდა , თავის ცოლ-შვილთან ერთად
- ნეტა ნოკოლოზმა თუ გაიგო ახლა ეგ ამბავი?
- რა ამბავი? - გაისმა მამაკაცის ხმა
- ვოვა - სავარძნილად წამოფრინდა ჯერ მარინა, მერე
გიორგი .
ხელებ გაშლილი ვოვასკენ გაეშურნენ და გადაეხვივნენ
- ვერც გაიგეთ როდის მოვედი? - გაიცინა და მარინას აკოცა თავზე
- შენზე ვსაუბრობდით ამ წამს - უპასუხა ქალმა - შენ რატომ ჩამოხვედი ასე მალე ?
- ლევანის ამბავი გასკდა
- ამბები მალე ვრცელდება - გიორგიმ გაუწოდა სკამი კაცს
- საკმაოდ , რა ამბავია ? - დაინტერესდა ვოვა
- ეს შენი ლევანი მიაკლა ნიკოლოზმა
- მიზეზი?
- მიზეზი გვერდზე გიდგას აგე - მარინას გადახედა გიორგიმ
- ვა - თავი მოიფხანა კაცმა , მერე ქალს აქედ-ჩახედა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს დაუჯერებელი რამ მოისმინაო
- რა ვა
- ქალის გამო არ იზამდა მაგას , ჭკვიანი კაცია
- აშკარაა რომ ქნა - ჩაერთო მარინა
- ეგეც საკითხავია
- და რა მოხდა ბოლო- ბოლო? - ჩაეძია სტუმარი ქალს
- მეც არ ვიცი რა მოხდა , ხმას არ იღებს ნიკოლოზი
- პატოლოგი გვაკლდა ოჯახში და … - ხელები ასწია ვოვამ - აგერ მოგვიყვანა მამაშენმა
- მაგარი საქმეები აკეთა რა მაგანაც - დღემდე უბრაზდებოდა გიორგი მამამისს.
- კაი კაი…. გაირკვევა ყველაფერი - დაამშვიდა კაცმა .

—————————

ყველაზე ცარიელი იმ ადამიანის გულია, რომლისაშიც სიყვარული არაა , მაგრამ იცოდით რომ, სიყვარულს ზოგჯერ სიცარიელე რომ სჯობს ?
ზოგჯერ სიყვარული ისეთი ნაზი და უებარია რომ გინდა ბედნიერებისგან გაქრე
ზოგჯერ კი ისეთი შხამიანი რომ გაიძულებს სხვები გააქრო.

მისაღებში მჯდარი მარინა დიდ ტელევიზორს მიჩერებოდა როცა ნიკოლოზიც შეიჭრა , ნიკოლოზს უკან გელა მოჰყვა .
დიდებული და მძიმე ნაბიჯებით ჩაუარა მარინას ნიკამ , ცოტა ხანს გაჩერდა , გახედა , მერე
ისევ განაგრძი სვლა .
ოთახში შესვლისთანავე საწოლზე დაჯდა და წელში მოიხარა
- ნიკოლოზს - ფეხ და ფეხ მოჰყვა მარინაც
- რა იყო?
- არაფერი .. მინდოდა მეკითხა ხომ არ გშია თქო- გაუღიმა ქალმა და კარს მიეყრდნო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent