შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივი თვალები (მეცხრე თავი)


26-05-2024, 21:20
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 3 925

ჩემთან გადავედით, ტანსაცმელი ნიკოსთანაც მქონდა, მაგრამ მაკიაჟის სრული კომფლექტი არა. ერთი საათი ვემზადებოდი. ნიკო იჯდა და მიყურებდა, თან ხან კატას ეფერებოდა, ხან ძაღლს. ისეთი მომთმენი იყო... ღმერთო, ალბათ არსებობ, რადგან გააჩინე. მოსწონდა, როცა ყველაზე არაორდინალური ვიყავი. ნიკოს ის მოსწონდა, რაც უმრავლესობას სძაგდა - პიტნისფერი გრძელი პარიკი, მომწვანო ტუჩსაცხი, დიდი წამწამები, შავი კაბა, ბადიანი რეიტუზი, მაღალი ქუსლები დიდ პლატფორმაზე.
ეს ყველაფერი მოსწონდა. პატარა ბავშვის გატაცებით კი არა, მართლა მოსწონდა. მუდამ ვმალავდი საკუთარ თავს. რატომ არ მოგწონს ხალხი? რატო ხარ მუდო? რატო გაცვია ასე უჩვეულოდ? უკვე დიდი ხარ, სერიოზულობა გმართებს! რატომ ხარ ასეთი სერიოზული? ყველას არ უღიმი?
ეს ბიჭი აღმიქვამდა.
ანიკოს ლამაზი სახლი ჰქონდა, შუშაბანდიანი. მე და ნიკოს ამ შუშაბანდების ფეტიში აღმოგვაჩნდა ერთდროულად. ვერაზე ცხოვრობდა ანიკო. მეზობლები ვერ იტანდნენ, რადგან ამისი სახლიდან სულ ცეკვა-თამაშის და ლოთობის ხმა გამოდიოდა. რეალურად, ქალები რომ ჰყავდა ალბათ მაგიტომ ეჯავრებოდათ. თან ბოლომდე ვერც იძულებდნენ, რადგან ეშინოდათ ამისი. თავზეხელაღებული გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა. რაღაცნაირად, უმაკიაჟო ჰარლი ქვინის ვაიბი მოჰქონდა.
ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები, რომ ყველა ლამაზ ქალს ნიკოს გვერდით წარმოვიდგენდი. ანიკოზეც ეგრე დამემართა. კარგი წყვილი იქნებოდნენ, რომ არა ორივეს მხრიდან ლტოლვა ქალების მიმართულებით.
ღმერთო, უკვე პათოლოგს ვემსგავსებოდი.
ბევრნი არ ყოფილან, მაგრამ ხუთ კაცზე მეტი ჩემთვის უკვე კატასტროფად ითვლებოდა თან თინანო ცუდად მომხვდა თვალში.
რამდენიმე მზერა, ჩემკენ მოპყრობილი უკვე გამოშვერილ ლულად აღვიქვი.
- ნიკოს კი იცნობთ და ეს ლიდიაა, ნიკოს.. ნიკოს. მოკლედ, ცივი თვალები, unrequied love, My poison, Her black lips და ა.შ. ყველას არ ჩამოვთვლი, ზოგი არაა ჯერ გამოსული და არ მინდა მათი დაშორების მიზეზი გავხდე. მოკლედ, ეს გოგოა ამ სიმღერების დაწერის მიზეზი - ანიკომ ისეთი რეკლამა გამიკეთა, გავოგნდი.
- ოსკარის წარმდგენებს რაღაც მარილი აკლდათ და მგონი ეგ მარილი შენ იყავი - გაეცინა ნიკოს.
დივანზე დავსხედით. ალკოჰოლის ისეთი სუნი ტრიალებდა, ცოტაც და გონებას დავკარგავდი. გეგიმ ჭიქა გადმომცა პიტნის ფოთლებით და ლაიმით.
- უალკოჰოლო მოჰიტოა. კარგს ვაკეთებ.
- მადლობა - გამეცინა - დღეს შემიძლია, გამონაკლისის სახით, ცოტა ალკოჰოლიც მოვწრუპო.
- არ შეგიძლია - გამომხედა ნიკომ.
- ვააუ, შეყვარებულს სმას უკრძალავს - გადაიხარხარა ნიკოს პირპირ მჯდომმა გოგომ, რომელსაც არ ვიცნობდი. უკვე არ მომწონდა. რა მითხრეს, რა ჰქვიაო? მგონი ნინიკო. ნიკომ დააიგნორა. ზოგჯერ სისულელეებს ან გულგრილად უყურებდა ან ისეთ პასუხს სცემდა, ჩემი სწერვობა მონაგონი იყო.
- არაა საჭირო, ჩემ გამო მსხვერპლი გაიღო და ის გააკეთო, რაც გეჯავრება - ჩამჩურჩულა ყურში.
- შენ ხო ჩემ გამო არ სვამ?
- იმის არგაკეთება რაც გეჯავრება, ადვილია, მაგრამ იმის გაკეთება, რაც შენ გეჯავრება, საკუთარი თავის მიმართ ძალადობაა ლიდია.
ვერ მოვითმინე, ყელში დავუწყე კოცნა. დედამიწაზე, ეს ბოლო ეგზემპლარი დარჩენილიყო და არ ვიცი, რითი დავიმსახურე, მაგრამ ჩემი გახდა.
- მაგრამ ერთხელ კლუბში საცეკვაოდ აუცილებლად უნდა წამოვიდე!
- ეგ არ იქნება რთული. ბევრი ხალხი კია, მაგრამ მარტო ჩემ ხელებს იგრძნობ, რომელიც ცეკვისას, ყველგან მოგეფათურება - ხელი გადამხვია და მიმიხუტა.
- ანიკო, რას ამბობდი ახალ სიმღერებზე, რომელიც ჯერ არ გამოსულა? - ვკითხე ანიკოს.
- არაფერს. საერთოდ არაფერს - თვალი ამარიდა.
- ანუ უცნაური სახელი აქვს? ჩემზეა - ძალების დემონსტრირებას შევუდექი იმ გოგოების დასანახად, რომლებიც ნიკოზე ოცნებობდნენ.მაგალითად, ეს თინანო, ნინიკო და კიდევ ერთი იდგა მოშორებით, რომლის სახელიც ასევე „კოზე“ მთავრდებოდა.
- ლიდია, არ გეტყვი!
- თქმა არც მჭირდება. მთავარია, რომ ახლა მთელი ძალისხმევით ცდილობ, მაგაზე არ იფიქრო, რადგან იცი, სხვების ფიქრებში შემიძლია შეჭრა.
- ჩვენს ცხოვრებაში დემონი შემოუშვი! - დაუბღვირა ნიკოს.
- არავის შემოვუშვივარ. ჩინეთის კედელი ავუშენე, მაგრამ თავით შემოანგრია და აქეთ შემოიჭრა ჩემს იდილიაში. სიმღერას რაც შეეხება, ინტიმურია ხო? რაღაც ინტიმური. მოიცა, სექსზე? - ვკითხე ნიკოს, რომელიც ჩემი საუბრის მოსმენის ფონზე, ჩუმად ხითხითებდა - ჩემთან სექსზე დაწერე?
- ჰო - აღიარა.
- მაგრამ ძალიან ლამაზი ტექსტია - მხარი აუბა გეგიმ. გეგის შეყვარებულიც იქვე იყო, მგონი დიტო ერქვა. სახელების დამახსოვრებაში ძალიან ვიკოჭლებდი და იქვე იყო მეოთხე გოგო, რომელსაც მადლობა ღმერთს, ნიკო არ იზიდავდა. ანიკო იზიდავდა. უცნაური გოგო იყო. ანიკოსგან რადიკალურად განსხვავებული. პროგრამისტი იყო მგონი თუ სწორად ვხვდებოდი და თან წიგნების კითხვა უყვარდა ძალიან. თეთრჩარჩოიანი სათვალე ეკეთა. აქ მყოფთა შორის, ყველაზე ჭკვიანი იყო, ყველაზე პატარაც, ასე 24 წლის იქნებოდა. ანიკოზე გაცილებით დაბალი იყო, მაგრამ კარგი აღნაგობის.
ისეთ გოგოებს არ ჰგავდა, რომელთანაც ანიკოს ჰქონდა ურთიერთობა. აშხვართულებს, მოდელის ტანზე. ცოტა გამაჟრიალა. ნიკოც ეგეთ გოგონებს მოსწონდათ. პრინციპში ნიკო შხვართსაც მოსწონდა და არაშხვართსაც. ყველას!
იმის თქმა მინდა, რომ განა რამით ჩამორჩებოდა შხვართებს. უბრალოდ, განსხვავებული იყო - ინდივიდუალური და მრავალფეროვანი შინაგანი სამყარო ჰქონდა. მისი ენერგია, ნიკოს შემდეგ, აქ მყოფთა შორის, ყველაზე მეტად ანათებდა. მომეწონა. მგონი ანიკოსაც მოსწონდა, მაგრამ თან რაღაც დისტანციას ინარჩუნებდა, რადგან ეს გოგო არ იყო ერთი ღამის ურთიერთობის ტიპაჟი. გრძნობები უნდოდა.
- შენი სახელი გამახსენე, ბოდიში, ძალიან ცუდად ვიმახსოვრებ - ცალკე, სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად, დრო ვიხელთე და ვკითხე.
- გვანცა - გამიღიმა. ისე, ძალიან თბილი და პოზიტიური ტიპი ჩანდა. ბაბის მახსენებდა. ბაბი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებდა ხალისს.
უცებ ძალიან მომენატრა.
- პარიზში არ მოდიხარ ხო? ნიკოსგან ვიცი - მითხრა ანიკომ.
- რამდენიმე დღით ადრე მითხრა და ვერ ვახერხებ. უკვე ყველა სეანსი ჩანიშნული მაქვს, ვეღარ გადავდებ. ორჯერ გადავუდე. ლამისაა გავგიჟდე. იმედია, ონლაინ მაინც ჩამრთავთ როგორმე და მოვუსმენ.
- ჩაგრთავთ. დიტოც მოდის, გეგის შეყვარებული და სცენასთან ახლოს იქნება, მაქედან დაგირეკავს. ჩვენც რამდენიმე დღით ადრე გავიგეთ. არ აპირებდენ ქართველი უცნობი ჯგუფის მიპატიჟებას. ძალიან ცნობილი მომღერლები გამოჰყავდათ და უეცრად, მაგათმა სოლისტმა სოციალურ ქსელში ჰომოფობიური განცხადება გააკეთა. დააქენსელეს. მერე ჩვენზე შეაჩერეს არჩევანი, რადგან ორი გეი ვართ სამკაციან ჯგუფში. მგონი, სიმღერებიც არ მოუსმენიათ, ისე მიგვიწვიეს. ზოგჯერ, გულდასაწყვეტია, როცა ჰომოსექსუალობის გამო უარს გეუბნებიან და ასევე ჰომოფობიურად ჩანს, მარტო მაგის გამო რო გთანხმდებიან გამოსვლაზე.
- არაუშავს. თავიდან, მაგის გამო დაგთანხმდებიან. გადაირევიან თქვენს მუსიკაზე. ეგ ზუსტად ვიცი. მთავარია, ერთი შანსი მოგცემოდათ.
- მაგას დასამშვიდებლად ამბობ თუ მომავალს ხედავ?
- მოიცა, რას ხედავს? - გაოგნდა გვანცა.
- მომავალს - გაუმეორა ანიკომ.
- ზუსტად ვხედავ - დავუდასტურე.
- რას ხედავს, მეღადავებით? - გვანცა მართლა შოკში იყო. თან ეზოტერიკაში ერკვეოდა, თუმცა ბოლომდე ვერ იჯერებდა ჩემნაირების არსებობას.
- ყველას ეგეთი რეაქცია გვქონდა, როცა ნიკო გამოგვიტყდა, ასეთ ქალზე გადავირიეო - ჩაუშვა ანიკომ.
- შენი კარტი სულელია - ვუთხარი გვანცას - ადრე ამოგივიდა ეგ კარტი, როცა მეგობრებთან ერთად, ტაროს საღამო მოაწყვე. დაგცინეს, სულელის კარტი რატომ ამოვიდაო. რეალურად, სულელი პირდაპირი მნიშვნელობით სულელს არ ნიშნავს. ისაა ადამიანი, რომელიც მოგზაურობას იწყებს, დიდი თავგადასავლებისთვის ემზადება, ძირს არ იყურება. შეიძლება კლდეზე გადაიჩეხოს, მაგრამ არ ადარდებს, რადგან ყველანაირი რთული სიტუაციიდან გამოძრომა შეუძლია. სულელი დასტის პირველი და ბოლო კარტია ერთდროულად. მასშია მოცემული დასაწყისიც და დასასრულიც. ამიტომ თუ ეგ გადარდებს, რომ ოდესმე ვინმე სულელს გიწოდებს, გაიხსენე, ეგ კარტი რისკიან ადამიანს ნიშნავს. რისკიანი ხალხი შამპანურს სვამს. თან შენ უსაფუძვლოდ არ რისკავ, ძალიან ჭკვიანი ხარ და გამარჯვება თითქმის გარდაუვალია შენს შემთხვევაში.
გვანცა დაჯდა.
ანიკომ ფანჯარა გამოაღო.
- ეს ქალი ჯადოქარია? - იკითხვა გვანცამ.
- ალქაჯსაც მეძახდნენ. კოცონზეც მწვავდნენ - სიტუაცია გავადრამატულე - ახლა ნიკოსთან გავალ. თხუთმეტი წუთია არ მინახავს და უკმარისობა დამემართა. იმედია, საფრანგეთიდან დაბრუნებულს, ცოცხალი დავხვდები.
- კარგი. ახლა ბევრი უნდა დავლიო. ამ გოგომ გამომაყ*ლევა - თვალები გაუფართოვდა ანიკოს.
ნიკოს მივუცუცქდი. დღეს, ჩემი კომუნიკაციის ხარისხით ვბრწყინავდი.
- ტეხავს რო კალთაში ჩაგიჯდე? - ვკითხე ჩუმად.
- კი, ძალიან - გაეცინა და კალთაში გადამისვა.
- გეგის შეახსენე, რომ პარიზში ელგებეტე ქორწინება დაშვებულია. დიტოსთვის ხელის თხოვნა უნდოდა - ჩავჩურჩულე.
- ვეტყვი - ყელში მაკოცა - დამპირდი, რომ თუ კიდევ წავალ სადმე, აუცილებლად გამომყვები!
- ჯოჯოხეთშიც გამოგყვები - არ ვიცი, რა დამემართა. მართლა ყველგან და ყველაფერზე წამსვლელი გავხდი მის გამო. ადრე, უგონოდ შეყვარებულ ქალებს დავცინოდი. მაშინაც ირონიული განწყობა მეუფლებოდა, როცა ვინმე კონკრეტულ ბიჭზე ოცნებით გაბრუებული გოგონები მოდიოდნენ ჩემთან და მეკითხებოდნენ, საპასუხო სიყვარულის შანსი თუ იყო. ჩემი პასუხის მოლოდინში, თვალებში იმხელა იმედი და ტკივილი ჰქონდათ...
მეცოდებოდნენ, მაგრამ თან მეცინებოდა.
ახლა მეც სასაცილო ვიყავი, როგორ შემეძლო პატარა თინანოსთვის კისერი მომეტეხა, რომელიც დროდადრო, ჩემს ნიკოს შესციცინებდა. ფაქტობრივად მასზე გავწექი და ლოყა ლოყაზე მივადე.
- შენ შეგიძლია, დალიო - ვუთხარი ყურში. დასამალი არაფერი იყო, უბრალოდ მის ყურთან ჩურჩულით შეხება მიყვარდა. ისიც მიყვარდა, ნიკოს კალთაზე მჯდომი რომ ვხვდებოდი, ჩემი სიახლოვე რა გრძნობებსაც იწვევდა მასში.
- არა, არ მინდა. შენ ხარ ჩემი სასმელიც, ნარკოტიკიც, კაიფიც, სიმთვრალეც.
- მინდიხარ - ვერ მოვითმინე.
სახლში მალე მივედით. სადარბაზოსთან, უკვე პერანგი გავხადე. ჩემი თავის მიკვირდა. ბოლო თვე, ყველაფრის მიკვირდა, რასაც ვაკეთებდი. ვეღარ ვიმორჩილებდი მოქმედებას. ზურგით შემომატრიალა, კისერში შეუჩერებლად მკოცნიდა. ხელი დაბლა ჩამიცურა. რამდენიმე წამიანი შეხებაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ორგ*ზმი განმეცადა. ერთმანეთის სხეულები ასე მოკლე დროში, ხუთი თითივით გავიცანით. მისკენ შევტრიალდი. სახლში შევედით. ვგიჟდებოდი ნიკოს სხეულზე. ერთხელ, ჩემმა კლიენტმა მითხრა, როცა ნამდვილი კაცი გყავს, როცა რეალურ მიზიდულობას გრძნობ, მისი ყოველი დანახვისას, მზად ხარ, ტანსაცმელი შემოიგლიჯოო. მჯეროდა. ვიცოდი, რომ სადღაც არსებობდა მსგავსი ვნება ან ვინმე ისეთ სიყვარულს განიცდიდა, ყველაფერზე წამსვლელი იყო. უბრალოდ, არ მეგონა თუ ოდესმე საკუთარ თავზე გამოვცდიდი.
ეს ბიჭი ყველაფერი იყო.
ყველაფერი. ოღონდ მასზე არასდროს მეოცნება. ყველაზე უცნაური ოცნება ალბათ ისაა, რომელიც გონებაში არ გაგივლია, შენგან დამოუკიდებლად აგიხდა.
სულ ამბობდა ნიკო, შენს ხმას ჭკუიდან გადავყავარო. მე ნიკოს ხმას გადავყავდი ჭკუიდან. ფაქტი, რომ შემეძლო არანორმალური სიამოვნება მიმენიჭებინა მისთვის, საოცარ ჟრუანტელს მგვრიდა.
ერთმანეთის სხეულის ყოველი უჯრედი გვიყვარდა. ჩემში მყოფს ვაღმერთებდი. ალბათ სიცოცხლის განმავლობაში, პირველად, ფეხებზე მეკიდა ყველა მეზობელი, გამვლელი, გამგონი. სიგიჟემდე ვკიოდი. ყველა გრძნობას ვათავისუფლებდი. საკუთარ თავს უფლებას ვაძლევდი, ჩემივე სიამოვნების ჰანგები მომესმინა.
ხმამაღლა ვსუნთქვდით, ოფლიანები, ერთმანეთის სხეულზე ვეყარეთ. უფრო სწორად, მე ვეგდე ნიკოზე. მკერდი მის მკერდზე მიმკვროდა და ალბათ, ამაზე ლამაზი ჯერ არაფერი მენახა სამყაროში. მომწონდა. პირველად მომწონდა ჩემი მკერდი, ოღონდ მის სხეულზე დაფენილი. აქამდე, სხვებში ჩემთვის ამორალურ ვნებას ვიწვევდი. მაკვირდებოდნენ სხეულზე და სიგიჟემდე უნდოდათ, საწოლში ჩავეთრიე. ზოგჯერ, საკუთარ თავს, სხეულს ვადანაშაულებდი. ხშირად მდომებია სხვაგვარი აღნაგობა, რომ კაცების მზერისგან გავქცეოდი. თავი დამეღწია ჯოჯოხეთისთვის.
მეზიზღებოდა კაცთა მოდგომა, რადგან მათ ყველანაირი არ მოვუნდებოდი. სხვაგვარი მკერდით. სხვაგვარი საჯდომით არ მოვუნდებოდი.
ახლა ზუსტად ვიცოდი.
ნიკოს ყველანაირი ვუნდოდი.
ჩემი თვალები მოეწონა? გამოხედვა? თმა? სტილი?
რაღაც სხვამ მოხიბლა, რაც ჩემში ძალიან შიგნიდან დაენახა, სულის დონეზე დაენახა.
ამის გამო, ჩემი სხეულის ყველა კუნჭული ითხოვდა. მისი იყო ყველაფერი, რაც მებადა. მის სიახლოვეს მთხოვდა ტანი.
- ვიცი, რომ მომდევნო რამდენიმე დღე ჯოჯოხეთი იქნება ჩემთვის - მითხრა ნიკომ - პარიზელ ქალებზე არასოდეს მიოცნებია. მნიშვნელობა არ აქვს მაგათ თუ გადავრევ - თვალებში შემომხედა - მართლა მინდა, რომ მუსიკით ძალიან პოპულარული, ცნობილი გავხდე, მინდა, მაფასებდნენ, მაღიარებდნენ. ალბათ მსურს, მაღმერთებდნენ კიდეც. რა ვქნა, მეც ადამიანი ვარ. აღიარება მინდა. თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქალი გადაირევა ჩემზე. მხოლოდ შენ მინდიხარ. ეგ მინდა იცოდე, რომ მსოფლიოს არც ერთ წერტილში არ არსებობს სხვა, ვის სხეულსაც დავეუფლებოდი მას მერე, რაც შენი გემო გავიგე.
ტირილი მომინდა.
თავი შევიკავე.
განა იმიტომ, რომ სისუსტედ ვთვლიდი. უბრალოდ, არ მსურდა, მისთვის უკან დახევის საბაბი მიმეცა.
- ვიცი ნიკო. წახვალ, ყველას გადარევ. ჭკუაიდან გადაიყვან და დაბრუნდები. მართლა გენდობი - მის სხეულზე წამოვჯექი. ისტერიულად გამეცინა - ასე არასდროს არავისი მჯეროდა ცხოვრებაში, მაგრამ შენი მჯერა. წადი და რადაც არ უნდა დაგიჯდეს, ყირაზე გადადექი. ზუსტად ვიცი, სხვა ქალის სხეულს არ გაიკარებ. უბრალოდ, იმას ვერ ვხვდები, მე რითი დაგიმსახურე.
- ნუ სულელობ რაღაცას, ჩემზე უკეთესსაც დაითრევდი რო მოგენდომებინა. მერე რა მეშველებოდა ამ ბალიშების გარეშე - ჩემს მკერდს დახედა.
ნიკო რამდენიმე დღეში წავიდა. დაახლოებით, ერთი კვირა მომიწევდა მის გარეშე. რა უცნაური, მთელი ცხოვრება მარტო ხარ, მერე შენს არსებობაში ვიღაც ძვირფასი იჭრება და უეცრად, აღარ გახსოვს, უიმისოდ როგორ არსებობდი.
ლაივში ვუყურებდი ვანგას (ჯგუფის სახელი, მაგასაც ცალკე ისტორია აქვს) კონცერტს. ვიღაცამ სცენაზე პირდაპირ ლიფი ესროლა. ამ სულელმა, თავზე ჩამოიმხო და ერთი-ორი წუთი ისე მღეროდა, მერე ანიკოს გაუკეთა.
სულელი. ისეთი სასაცილო და საყვარელი იყო. ლილიტსაც ვაყურებინე. მერე შემეცოდა. წკმუტუნი დაიწყო და ტელეფონის ეკრანში გასვლა მოუნდა. ბოლო დროს, მთლიანად სახლის ძაღლი გახდა. იჯდა, ჩემსავით ნიკოს ელოდა.
შუადღისას, ხუთი კლიენტი მყავდა. ეკონომუკური კრიზისის ფონზე, ხალხის რიცხვმა მოიმატა. როცა ადამიანი ღარიბდება, დარჩენილ პურის ფულს იმის გაგებაში იხდის, ოდესმე მდიდარი თუ იქნება. აქვე იმასაც დავამატებ, რომ უკიდურესად გაჭირვებულ ხალხს არ ვიღებ. ეგეთი ანგელოზიც არ ვარ, უსასყიდლოდ გავცე მთელი ჩემი ენერგია, სანაცვლოდ კი მხოლოდ თავის ტკივილი დამიტოვოს სამყარომ.
უბრალოდ არ ვიღებ და მორჩა. ლიდიას არ სცალია.
ნიკოს გაკეთებულ ჩაქაფულს მივადექი. ცოტა ლილიტსაც ამოვუღე. ეჰ, კი მინდა ამისი სახელის გაკეთილშობილება, მაგრამ შეხედავ და ზუსტად ბლუჩუნაა. მუცელში უცნაური სითბო ვიგრძენი, ცოტა უსიამოვნო. ტუალეტამდე ვერც მივასწრებდი, პირდაპირ ნაგვის ურნაში ამერია გული. ნაჭამი ბევრიუ არაფერი მქონდა და ცარიელი კუჭის წვენი ამოვიღე. ყველაზე საშინელი შეგრძნება იყო სამყაროში. ჩაქაფულს ჩავსუნე. არადა, მშვენიერი სურნელი ჰქონდა, ხორციც ახალი იყო.
ბორჯომი დავიდგი. საწოლზე წამოწოლილი ევას მოსვლას დაველოდე. ყველაფრის მოყოლა მინდოდა. მის გარდა, არავინ მყავდა დედამიწის ზურგზე და თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, ნიკოზე რომ არაფერი იცოდა.
- რა ფერი გადევს? - პირველი, ეგ შენიშნა.
- არ ვიცი. მგონი ჩაქაფულმა მაწყინა.
- ჩაქაფული საიდან გაქვს? არ თქვა, გავაკეთეო. ან ეს ძაღლი? - მერე ბლუჩუნას მოეფერა - ზოოპარკი გახსენი?
- ჩემი კაცის ძაღლია - არც ვაციე, არც ვაცხელე - ბიჭის - ცოტა დავაკორექტირე.
- ჰო, მივხვდი, დებილი არ ვარ. რამდენიც შენთან მოვედი, იმდენი, კაცის ნასკები ეყარა საწოლზე.
- ვერ გადავაჩვიე! - წავიბურტყუნე და საწოლს შევხედე. მენატრებოდა, მისი დაყრილი წინდები. ნეტა ბედნიერების და ვნების ჩაცხრომის შემდეგაც ასეა? ნეტა, სამ წელიწადშიც თუ მესაყვარლება?
მაგარი ვარ, ბიჭთან ერთი ღამის ურთიერთობას ვგეგმავდი და ახლა, სამ წელიწადში როგორ ვიქნებით, იმაზე ვღელავდი.
- არ გამაცნობ? - მკითხა და ჩაქაფულს ჩახედა - ცოლად უნდა გაჰყვე. ასე ბებიაჩვენიც ვერ აკეთებდა.
- აუ, ორი წუთით - ტუალეტში შევვარდი და ისევ გული ამერია. სახე მოვიბანე, კბილები გავიხეხე და ყანყალით გამოვედი - ან რაღაცამ მომწამლა ან ორსულად ვარ - ვუთხარი ევას და ხმამაღლა წარმოთქმულმა საკუთარმა სიტყვებმა ისე შემაშინა, გული ლამის გამისკდა.
- კარგი, დაჯექი, არაუშავს. არც ისე ცუდია. მშვენიერი ასაკია ბავშვისთვის.
- ის ბიჭი ოცდარვისაა და ერთხელ არ გვიხსენებია ბავშვი. საერთოდ, რატო გადავწყვიტე, რომ ორი ღებინება ორსულობაა? იქნებ, მოვიწამლე და მე კიდე ძიძას ვეძებ უკვე.
- ანუ აჩენდი - ეშმაკურად ასწია წარბი ევამ.
- ნიკო აბორტს არ დათანხმდებოდა.
- ნიკო?
- ხო, ბავშვის მამას რაც შეეხება, ნიკო ჰქვია... გიორგის ძმის შვილია. ოღონდ არ გაბრაზდე რა, საერთოდ არ ვგეგმავდი.
- მოიცა, ჩვენი ნიკო? მუსკოსი. კახეთში რომ აშკარად ერთად შემოხვედით სასტუმროში და ჩვენ ყველამ სულელებივით დავიჯერეთ დამთხვევების.
- კი. ზუსტად ეგ ნიკო.
დუმილი ჩამოწვა.
ფიქრობდა. არ ვიცი, რაზე.
- ბიბლიაში წერია, რომ „არ ბიძაშვილის ქმრის ძმიშვილტყ*ნა?“ - მკითხა სერიოზულად.
გადავიხარხარეთ.
- მხოლოდ ჩემი მხრიდან ტყ*ვნაზე ვერ დავდებ თავს.
- ვაა, ყოჩაღ პატარა ნიკო.
- აი პატარას კი ნამდვილად ვერ დავარქმევდი.
ისევ მაგრად ვიცინეთ.
- უყურე შენ. კვიცი გვარზე ხტის.
- მიხარია რო არ გეზიზღები.
- რის გამო უნდა მეზიზღებოდე, კაი რაა. კარტოფილს მოგიხარშავ, თორე მთელი ჩაქაფული უნიტაზში ჩააქციე უკვე - სამზარეულოში დაფაცურდა. სასაცილო იყო, საკუთარ სამზარეულოში მე არ ვიყავი ნამყოფი ამდენჯერ და სულ სხვებს ვაკეთებინებდი საჭმელს. - ამან იდუღოს და სანამ მიხარშება, ორსულობის ტესტსაც ამოვიტან.
ნიკომაც დამირეკა მერე. საძინებელში გავედი. ისე მიხაროდა, მისი დანახვა.კატამ და ძაღლმა არაფერი მაცადეს. ბასტეტიც ცნობდა.
- ვისი ლიფით იშრიალე სცენაზე? - ვკითხე სიცილით.
- წარმოდგენა არ მაქვს, ვინ ამოაგდო. ისე ვნერვიულობდი, მერე ვიდეოში აღვიქვი რამდენი ხალხი ყოფილა. ხო არ გეწყინა? იქ ვერ დავიწყებდი, ეს რა მაკადრე-თქო.
- არა, რა უნდა მწყენოდა - გამეცინა - მოგიხდა.
- ძალიან მომენატრე. ზოგჯერ მგონია, რომ დავაგდებ ყველაფერს და გამოვიქცევი.
- სულელო. ერთი კვირით ხარ მანდ! არც გაბედო ჩემმა მონატრებამ კარიერა დაგინგრიოს.
- გათხოვილი რო დამხვდე, რა ვქნა?
- ქმარი მომიკალი.
- არ მეგონა, ბრუტალური კაცები თუ მოგწონდა.
- ყველანაირი მომეწონები. მანდ ანიკო გიწევს? - საწოლზე, გვერდზე ვიღაცას ეძინა.
- არა, ფრანგი ნაშაა. - კამერა ანიკოსკენ გასწია. იქვე, ფეხებში, გეგიც იწვა - მთელი საფრანგეთის ქალები იხმარა. თან მეშინია რამე არ აიკიდოს. მაგარი დისკრიმინაციაა, ქალებისთვის პრეზერვატივი რო არ არსებობს.
- ქართველები არ ამოგვიწყვიტოს მერე.
- შენ არავინ ამოგწყვეტს, არ ინერვიულო - მანუგეშა. ლამის ვუთხარი, ამოწყვეტა კი არა, მგონი ვმრავლდები-თქო, მაგრამ თავი შევიკავე.
- უნდა წავიდე. ევა მოვიდა.
- გკოცნი პატარა. მოიცა, სანამ გათიშავ, ჩემს ბალიშებს გადაეცი, რომ მათ გარეშე ვერ ვიძინებ.
- სულელო ბავშვო!
საუბარი დავამთავრეთ. მკერდზე დავიხედე.
- ნიკოს ძალიან მოენატრეთ. ვიცი, თქვენც გენატრებათ. მალე მოვა.
ევა დაბრუნდა. ოთხი ტესტი გამაკეთებინა. ვიჯექი რამდენიმე წუთი და ოთხივეს ვაკვირდებოდი.
- ორი ხაზია ევა! - ვთქვი გაოგნებულმა.
- ერთია.
- მკრთალ ხაზებს ვერ ხედავ?
- ვერა საყვარელო - ისეთი ხმით მითხრა, თითქოს მანუგეშებდა. არ მჭირდებოდა ნუგეშისცემა. არ მინდოდა ბავშვი. არც არასოდეს მდომებია - რამდენიმე კვირაში, შეიძლება უკეთ გაჩვენოს თუ ორი ხაზია.შენ ვერ გრძნობ?
- რას უნდა ვგრძნობდე...
- რა ვიცი, ჩვენი მეზობელი ჯერ ორსულადაც არ იყო, როცა უთხარი გოგო გეყოლებაო.
- საკუთარ თავთან ვჩმორდები. ვერაფერს ვგრძნობ.
- გიყვარს ნიკო?
- მაგ კითხვის ძალიან მეშინია - ორივე დავდუმდით - მოდი, ოთხი ყველის პიცას გამოვიძახებ. ამდენი გულისრევისგან, კუჭი ცარიელი მაქვს.
- მიდი, დავუშვათ პიცები. ერთ კვირაში, განმეორებით გაიკეთე მაინც ტესტი.შეიძლება ხარ ორსულად, მაგრამ ახალ მოტ*ნულზე არ გიჩვენებს.
- შენც კაი გაფუჭებული ხარ!

ნიკო
ანიკოს ჩემს მხარზე ეძინა. დიტოს გეგისაზე. ხელში ბეჭედს ვათამაშებდი. როგორი უცნაური შეგრძნებაა. რა გინდა ნიკო? რად არ ისვენებ, გოგოს დაფრთხობა გადაწყვიტე? არც კი ვიცი.
ბეჭედი პატარა კოლოფში დავაბრუნე და დავხურე.
- სიყვარული სამ წელიწადს გრძელდებაო, რო ამბობენ, არ გეშინია? - მკითხა ანიკომ. ამას თურმე არ ეძინა და ჩუმად მითვალთვალებდა.
- მე ჩემი თავის მჯერა და არა იმის, რასაც სხვები ამბობენ. თუნდაც ჭკვიანურ წიგნებში. ეგენი ვერ მიხვდებიან, რამდენ წელიწადს შემიძლია სიყვარული.
- ღმერთო ეს მართლა როგორი შეყვარებულია - ამოიოხრა - არ ინერვიულო. ისიც. ეტყობა.
- ეგრე გგონია?
- კი. ისე გიყურებს... ვახ, ჩემთვის რომ ეგრე შემოეხედათ, ალბათ მეც გავთხოვდებოდი.
- გვანცას? - ვკითხე ეშმაკურად.
- მეგობარია. მაგ მეგობრობის გაფუჭება არ მინდა. ჭკვიან გოგონებთან არაფერი გამომდის ნიკო. შენც ხო იცი.
- ფიქრობ, რომ ჭკვიანი არ ხარ?
- არა. ჩათლ*ახი, ენამოსწრებული, მიმჩმორებელი და მაგარი ქალი ვარ, მაგრამ ჭკვიანი არა. სულ სამი წიგნი მაქვს ცხოვრებაში წაკითხული და როცა საყვარელ წიგნზე მეკითხებიან, შენგან გაგონილი რაც მაქ, იმას ვპასუხობ.
- გაფიცებ, რას? - ავყირავდი სიცილით.
- თომას მანის ჯადოსნურ მთას.
- ცოტა ადვილი აგერჩია გოგო, შინაარსი არ გკითხოს ვინმემ.
- მოვჩმახავ რამეს. არ ინერვიულო.
- მალე ჩავიდეთ რაა - ვეღარ ვისვენებდი.
- ცაში ვართ ნიკო უკვე. თან შენი წყალობით, დროზე ადრე წამოვედით. სიურპრიზი მოუნდა ბიჭს.
- საყვარელი რო დახვდეს - ჩაიქირქილა გეგიმ.
- რაებს ამბობ ჩემს გოგოზე - დავუბღვირე.
- დარწმუნებული ვარ, არაფერი მსგავსი, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის, იცოდე, რომ კაცის ტირილი სისუსტე არაა. არც ღნავილი. ოღონდ ჩემთან იღნავლე, შუა ქუჩაში არ დადგე. მაინც უხერხულია, ყველა ჩემნაირი გონებაგახსნილი არაა - მანუგეშა ანიკომ.
- ზატო ბეჭედს გაყიდის იმაზე ძვირად, ვიდრე იყიდა და მანქანა მოუვა - გეგი რატომღაც გესლის ნთხევის ხასიათზე იყო. უძილობა აბოროტებს ადამიანს.
ბეჭედი მართლა ლამაზი იყო. აუქციონზე ვიყიდეთ. ანიკოს გავყევი, სამკაულები ძალიან უყვარდა. მერე ეგ ბეჭედი დავინახე და მისი ყიდვის ჯერი რომ დადგა, თავი ვერ შევიკავე. დაწყევლილ ბეჭედს ეძახდნენ. თურმე ყველა სახლში, სადაც მიიტანეს, იმ დღესვე ხანძარი გაჩნდა. ჯერ ლიდიასთვის ჩუქებას არ ვაპირებდი. უფრო სწორად, ჩუქებით ყველა ვარიანტში ვაჩუქებდი. იმ შემთხვევაშიც თუ ცოლობაზე არ დამთანხმდებოდა, მაგრამ ცოტახანში. შესაფერის დროს ვეძებდი.
უბრალოდ, ცოტახანი, ფხიზელი ძილი მომიწევდა.
სახლში გვიან მივედი. ფრთხილად დავრეკე ზარი. ვიფიქრე, არ შეეშინდეს, შუაღამისას ვინ მიადგა.
- ნიკო! - დაიძახა კარის გაღებისთანავე. მაგრად ჩავეხუტე. როგორ მენატრებოდა მისი ტუჩები, კანი, თმა, თვალები. კიდევ სამი სიმღერა დავწერე იმის შესახებ თუ რა ძნელია საყვარელი ქალისგან სიშორე - გავაფრენ ნიკო. გავგიჟდები - წელზე შემომახტა.
- არ გააფრინო, შენთან ვარ! - ტანსაცმელი გაიხადა და მეც გამხადა - საყვარელო, დიდი ხანია, გზაში ვარ. იქნებ, ჯერ მებანავა.
- არა, ჯერ მომეფერე. მშვენიერი სუნი გაქვს.
გიჟებს ვგავდით. პირველად, ისე სწრაფად გავათავეთ ორივემ, მაგაზეც შეგვეტყო, რამდენად მონატრებულები ვიყავით. საშხაპეშიც ერთად შევედით. უფრო ნელი ფერებით ვიაზრებდით ერთმანეთის სიახლოვეს. ერთად ვიყავით. აღარსად გვეჩქარებოდა. წინ მთელი ცხოვრება გვქონდა.
საბოლოოდ, ისევ საწოლზე აღმოვჩნდით. მისი თეთრეული მიყვარდა. თან სარეცხის ფხვნილის სუნი ჰქონდა და თან ჩვენი, ორივესი ერთად. ყველაზე სუფთა სურნელი იყო სამყაროში, სახლში ვიყავი.
- ცუგო სადაა? - ახლა მოვკარი თვალი რომ ჩემი ბლუჩუ არ იყო.
- გარეთ გასვლა მოუნდა. თან მარტოს. ძალიან უცნაური ძაღლია.
- მარტო მინდაო, ასე გითხრა? - გამეცინა.
- როცა გავყევი, სნობურად შემომხედა.
- ვერელი ძაღლია, შენ ის კი ნუ გგონია...
- ცუდი ვქენი, მარტო რო გავუშვი?
- არა. მოვა თავისით. მეც ეგრე ვუშვებდი ხოლმე ადრე. მერე ჯიშიან ძაღლებთან ერთად მოსიარულე პატრონებს დაუწყო ყურება და ვიფიქრე, თავი ცუდად არ იგრძნოს-თქო, მეც ეგრე დამყავდა.
მთლიანად მკერდზე გადმომაწვა და შეუჩერებლად მკოცნიდა. ცოტა მომეღიტინა.
- ევას მოვუყევი ჩვენზე. არ გაბრაზდე რაა. ჯერ ნებარვთვა უნდა ამეღო შენგან, მაგრამ ვეღარ მოვითმინე. თან მეგონა, რომ ორსულად ვიყავი.
გიჟივით წამოვფრინდი.
- იყავი?
- არა. მეგონა-თქო. მოიცა... გაგეხარდა ხო? აპირებდი, რომ გაგხარებოდა, ღიმილით წამოფრინდი - თითოს ოხუნჯობაში წამასწრეს.
- ხო, რა ვიცი. ბავშვია, ის ხო არაა. რატო უნდა მწყენოდა - ცოტათი ავბლუყუნდი - ევამ რაო?
- არაფერი. გაეხარდა. გავაფრთხილე, ერთი-ორი დღე დაეცადა და გიორგის შენ ეტყოდი.
- ხო. ამ დღეებში, გავუაროთ ან ჩემთან დავპატიჟოთ.
- ან ჩემთან ან ჩვენთან - ენა გამომიყო. ისეთი მხიარული ჩანდა - აბა, რა სიმღერები დამიწერე?
- ჯერ მარტო ტექსტები მაქვს. მოვიფიქრებ მერე დანარჩენს. ერთია, განშორებაზე და იმაზე, შენში ყოფნა როგორ მომენატრა.
- ეს ბიჭი ჩემი ძ*ძუების და ტ*აკის თემას ვერ გავაცდინე - თვალები გადაატრიალა.
- ვაიმე პატარა, როგორ გაწუხებს ეგ ფაქტი. ჩემი შევიწროვებულო. რა დასანანია, რომ ბევრი თეთრეული ჩამოგიტანე სხეულის მაგ ნაწილებისთვის. გაჩუქება მოგვიწევს ალბათ.
- სად დევს?
- ლაშა ვეკუას დიდ ჩანთაში. ეგ ჩანთაც შენია. ანიკომ მითხრა, მოეწონება, თან მაღალია და დიდი ჩანთები მოუხდებაო. ცოტა დებილი ვარ ქალების საჩუქრებში, ამიტომ ჩანთებიც მაგას ავარჩევინე. შენ ყველაფერზე მეუბნებოდი, ფული შენთვის დახარჯეო.
- არადა, საუკეთესო ხარ საჩუქრებში, მაგრამ ლაშა ვეკუა ვინაა? ლუი ვიტონის ჩანთაა ეს.
- ლაშა ვეკუას ვეძახი. ლუი ვიტონი, თორე ეგეც არ მყავდეს დემნა გვასალია.
- ღმერთო, როგორ მომენატრე - თმა ამიმჩეჩა. მერე საღამურები ამოიღო - ნიკო, ყველა გამჭვირვალეა.
- ვიცი.
- ჩემი გარყვნილი ბიჭი - ტანზე გადმომაწვა - მომიყევი დაწვრილებით, როგორ ჩაიარა. ისე გეძგერე, არაფერი მიკითხავს.
- გახსოვს, რომ მეუბნებოდი, ჩემთან საქმეს თუ დაიჭერ, შენი მომავალი ბუნდოვანი გახდებაო?
- სამწუხაროდ, მახსოვს.
- პირიქით მოხდა. ჩემი თილისმა ხარ. ევროპის სხვა ქვეყნებშიც მიგვიწვევენ. ნატალია მაგარია ეგეთ რაღაცებში. ისეთი გაქექილია...შემოთავაზებებ გვაქვს. ანაზღაურებაც კარგი მექნება. ის სახლი თუ არა, შეგვეძლება, სხვა ვიყიდოთ, დიდი ეზოთი, სადაც ყველა ცხოველს დავატევთ და ბავშვსაც... შემთხვევით თუ გაგვეპარა.
- ნუ სულელობ! - თან ჩემი მოტანილი ღამის პერანგი ტანზე გადაიცვა და პანტერასავით გაწვა საწოლზე.
- იქნებ, უკვე გაგვეპარა. ან ცოტახანში გაგვეპარება - მისი მოფერება მინდოდა. მერე ერთიანად, მოფერებაც მომინდა და მუზაც შემეჯახა. კალთაში ჩავუდე თავი.
- ის ზურგჩანთა? - ერთ-ერთ საჩუქარზე მანიშნა.
- თინანოს ვუყიდე.
- სპორტული შორტი და ლიფიც? ნული ზომაა და ჩემი არ იქნება.
- ვარჯიშობს. - ვერ მივხვდი, თავი უნდა დამეცვა? გასაბრაზებელი ამბავი იყო? ანიკოსთვის ტანგაც რომ მეყიდა, წარბს არ შეიბერტყავდა. - ლიფი არაა, მაისურია.
- რა არის ნიკო მაისური? ცალი მკერდი არ ჩამეტევა მაგაში.
- ეგ იმიტომ, რომ შენი დიდია და თან ჩემია - შევეცადე, მეკოცნა, მაგრამ თავი გასწია. არ გაუღიმია.
- მეგობარს რომ საჩუქარს უყიდი, ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ ესენი?
- სავარჯიშო ფორმაა გოგო, რაზე ჭედავ? იმ დღეს ამბობდა, ოიშოში მომწონს რაღაცები, მაგრამ ორასი ლარი ღირს ერთი შარვალიო. ხო და წამოვუღე.
- კარგი - ამოიოხრა და თმაზე მომეფერა ისევ - ვიცი, როცა სისულელეზე ვჭედავ, მაგრამ მეჭედება და რა ვქნა.
- მე ვიცი, რაც უნდა ვქნათ. ვითომ მაგრად ვჩხუბობთ, ჭიქები დავლეწოთ, შენ ცოტა იყვირე, რადგან მე ვერ გიყვირებ, არ შემიძლია. მერე ასე გაბრაზებულს და ნაეჭვიანებს აგიყვან, მიგაგდებ საწოლზე და მაგრად გაკივლებ.
- ეს ის მომენტია, როცა გარყვნილი ხარ-თქო უნდა გითხრა, მაგრამ ადექი, ვითომ ვჩხუბობთ და მერე მიმაგდე საწოლზე. შეგიძლია, ხელებიც გამიკავო.
- ვგიჟდები შენზე!



№1  offline წევრი ფარვანა

აპლიკაციაზე შემთხვევით დამეჭირა თითი და… მეთქი ვუაათ?! გავბედნიერდი!!..
მენატრებოდნენ თანნ, ამათი აურა მიყვარს რა, ამ ამბის, შენი აურა და რა გავაკეთო?!
რანაირი კაცია ეს ნიკო, რას მერჩის? მოსიარულე სიყვარული და სითბო, უუუკარგესია და იმდენად გადმომდებია მისი განწყობა…
ჩემი ცივთვალება ქალი? დივაა!!
არ ვიცი რატომ, მაგრამ იმის აღწერის მომენტში თუ რამდენად ვერ უწევდა კონტროლს საკუთარ თავს, როგორ იჭერდა თავში რაღაც სხვას ცოტა უცნაური შეგრძნებები მომგვარა. არ ვიცი, ვერ ავხსნი… თითქოს რაღაც უნდა მოხდეს, მაგრამ
ვთახოთ… იქნებ მე ვუტევ ძალიან..
აუ, თან ბავშვზე როგორ უთხრა დივას?! როგორც ადამიანი, საყვარელი კაცი ხოა სიგიჟე, მაგრამ როგორც მამა?!
ს ი ს ა ყ ვ ა რ ლ ე და გული წამივააა!!
პლუს ნიკოს უშუალობის სიყვარულზე ხო სულ ვსაუბრობ, მაგრამ აი რავი რა, მე რო ისიც მიყვარს თინანოს როგორ აფასებს რა ვქნა? :დდდ მარა თან მიკვირს რანაირად ვერ ხვდება?..
ამასთან ერთადდდ, ანიკას და გვანცას ამბავი??! თითქმის იგივე სიტუაცია აქვთ როგორიც ნიკოს და თინოს, მაგრამ მჯერა რო ამათთან გამოვა რაღაც და ველოდები.. გიგიც უკარგესია, ფარაონი ფისოც და ჩემიი სიყვარული არსება ბლუჩუუუ!!! ვგიჟდები ისე მიყვარს და მომკალით. :დდდ

უზომოდ გამიხარდი!!
შემდეგამდე ოქროსთითება ენ! <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ფარვანა
აპლიკაციაზე შემთხვევით დამეჭირა თითი და… მეთქი ვუაათ?! გავბედნიერდი!!..
მენატრებოდნენ თანნ, ამათი აურა მიყვარს რა, ამ ამბის, შენი აურა და რა გავაკეთო?!
რანაირი კაცია ეს ნიკო, რას მერჩის? მოსიარულე სიყვარული და სითბო, უუუკარგესია და იმდენად გადმომდებია მისი განწყობა…
ჩემი ცივთვალება ქალი? დივაა!!
არ ვიცი რატომ, მაგრამ იმის აღწერის მომენტში თუ რამდენად ვერ უწევდა კონტროლს საკუთარ თავს, როგორ იჭერდა თავში რაღაც სხვას ცოტა უცნაური შეგრძნებები მომგვარა. არ ვიცი, ვერ ავხსნი… თითქოს რაღაც უნდა მოხდეს, მაგრამ
ვთახოთ… იქნებ მე ვუტევ ძალიან..
აუ, თან ბავშვზე როგორ უთხრა დივას?! როგორც ადამიანი, საყვარელი კაცი ხოა სიგიჟე, მაგრამ როგორც მამა?!
ს ი ს ა ყ ვ ა რ ლ ე და გული წამივააა!!
პლუს ნიკოს უშუალობის სიყვარულზე ხო სულ ვსაუბრობ, მაგრამ აი რავი რა, მე რო ისიც მიყვარს თინანოს როგორ აფასებს რა ვქნა? :დდდ მარა თან მიკვირს რანაირად ვერ ხვდება?..
ამასთან ერთადდდ, ანიკას და გვანცას ამბავი??! თითქმის იგივე სიტუაცია აქვთ როგორიც ნიკოს და თინოს, მაგრამ მჯერა რო ამათთან გამოვა რაღაც და ველოდები.. გიგიც უკარგესია, ფარაონი ფისოც და ჩემიი სიყვარული არსება ბლუჩუუუ!!! ვგიჟდები ისე მიყვარს და მომკალით. :დდდ

უზომოდ გამიხარდი!!
შემდეგამდე ოქროსთითება ენ! <3


დიდი მადლობა საყვარელო <3 მგონი, ერთ-ორ თავში უკვე ბოლოსკენაც წავიყვან და სრულად დავდებ. ცოტა დამაგვიანდა რამდენიმე კვირით :დდ

 


№3 სტუმარი კატ

აღარ გრძელდება ?

 


№4 სტუმარი სტუმარი თეკლა

ეს დამთავრდა ?

 


№5 სტუმარი სტუმარი ლელა

რა ჯანდაბამმ წამაკიითხააა ხო ვიცოდი რომ დასრულებული არ იყოოოოოო ????????

 


№6 სტუმარი nino

ოდესმე გააგრძელებ ????????????

 


№7 სტუმარი nino

პასუხი მაინც გაგვეცი როდის დადებ ან თუ დადებ საერთოდ პასუხის ღირსიც არ ვართ???

 


№8 სტუმარი სტუმარი სოფი

გაგრძელება არ იქნებაა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent