შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოგჯერ წინ გვყავს ის ვისაც მთელი ცხოვრებაა ველით (8)


29-05-2024, 23:24
ავტორი La dolce vita
ნანახია 1 764

ეს რა იყო, ვინ უნდა იყოს მოსვენება დავკარგე ღმერთო დამეხმარე! აზრი არ აქვს მაშინ ტელეფინის გამოცვლას მაინც მომაგნო, გამოდის მითვალთვალთვალებს.მშვიდად დეა ყველაფერი კარგად იქნება! არ ვიცი შეტყობინების მერე როგორ ჩემეძინა,
თუმცა მალევე გამომეღვიძა ვერაფრით ვეღარ შევიბრუნე ძილი და უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა თავიც საშინლად ამტკივდა მოჭმუხნული სახით წამოვდექი ხალათი მოვიცვი, სამზარეულოში გავედი, ყავა გავიკეთე შემდეგ კი ,აივანზე გავედი. სახეზე მაშინვე მომხვდა ჰაერის ცივი ნაკადი იქვე სავარძელზე ჩამოვჯექი და ხედს გადავხედე ღამის სიბნელეში ჩაკარგულიყო მთელი თბილისი, მაგრამ ლამპიონების შუქზე ძალიან ლამაზი ხედი გადაშლილიყო.
ნაზი სიო თმებს ოდნავ მირხევდა. ვუყურებდი ყველაფერს და ვფიქრობდი ცხოვრებაზე გონებაში ყოველთვის მქონდა ეჭვები სამყაროზე ამ ქვეყნიერებაზე, თუ დავუჯერებდით ისტორიას ადამიანი შეიქმნა მაიმუნისგან ანუ იგივე ჰომოსაპიენსისგან და ეს სამყაროც ერთი დიდი აფეთქებისგან წარმოიქმნა მეორე მხარეს დგას რელიგა და ეკლესია, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს ეკლესიის გადმოცემით ეს სამყაროც და ყოველი მისი ბინადარნი მამა ზეციერმა შეგვქმნა. მე რა თქმა უნდა ,მწამს უფლის და მისი შემოქმედების ჩვენ ადამიანები ისე უბრალოდ ვერ გავჩნდებოდით ამ ქვეყნად. სრული აბსურდია ეს პირველ ყოფილი ადამიანი და ის რომ არანაირი მარადიული სიცოცხლე არ არსებობს უფალმა ხომ ადამიანი მის ხატად შექნა. მჯერა ამის,მაგრამ ზოგჯერ ეჭვები შემიბყრობს. ტელეფონს დავხედე უკვე საკმაოდ გვიან ყოფილა, თუმცა არ ვაპირებდი აქედან გასვლას.
მინდა ჩემი ცხოვრება შევცვალო და სიახლე შევიტანო უნივესრიტეტში მიბრუნებას აღარ ვაპირებდი.
დილით თურმე აივანზე ჩამძინებია და ჩემმა ძმამ გამაღვიძა
ტელეფონში შეტყობინება მომდის, ფეისბუქ გვერდიდან, რომელიც მატყობინებს, რომ დღეს სესილის დაბადების დღეა, ღმერთო ჩემი პრობლემების გადამკიდე სულ ამომვარდნია თავიდან. გადავწყვიტე სიურპრიზი მოვუწყო პირველ რიგში უნდა წავიდე და ონისეს დაველაპარაკო დარწმუნებული ვარ რაღაც ექნება მოფიქრებული დავურეკო ერთი.
– გისმენთ. - გაისმა მისი ხმა
– გამარჯობა, ბატონო ონისე ასე უნდა მეგობრის დავიწყება?- შევჩივლე მე.
– უკაცრავად რომელი ხართ?- დაბნეული ხმით მომიგო ახლა გამახსენდა მე ხომ ნომერი გამოვცვალე.
– დეა ვარ დეა ხმაზე მაინც ვერ მიცანი.- გამეცინა.
– შენ რა გითხარი, გოგო მე კი არა შენ დაგვივიწყე ქალბატონო.
– ხო, ეგეც მართალია. მოკლედ რაზე გირეკავ ხომ იცი დღეს რა დღეა?
– რა თქმა უნდა, ვიცი დღეს სესილის დაბადების დღეა.
– ხოდა გადავწყვიტე სურპრიზი მოვუწყო და დარწმუნებული ვარ შენც გექნება რაღაც მოფიქრებული.
– კი,მაქვს.
– ხოდა შევხვდეთ და ერთად მოვიფიქროთ რამე.
– კარგი.
– მაშინ ერთ საათში კაფე არტში შევხვდეთ.- შევუთანმხდი და გავუთიშე და საქმეს შევუდექი.
თავი მოვიწესრიგე, თმები კუდად შევიკარი,ჯინსის შარვალი, თეთრი ტოპი და ღია ცისფერი პერანგი ჩავიცვი
ფეხზე კედები მოვირგე ,პატარა ხელჩანთა,კეპი მანქანის გასაღები ავიღე და გასასვლელად მოვემზადე.
–საით?- გამომძახა ერეკლემ.
– შეყვარებულს ვხვდები - ენა გამოვუყავი და დავეჯღანე.
– ნეტა, მართლა ეგრე იყოს, მაგრამ შენ ვინ გაგიჩერდება.- სიცილით მომიგო.
– თუ ვეყვარები ისეთი უნდა მიმიღოს, როგორიც ვარ.
– ოჰ,კარგი არ იტყვი სად მიდიხარ?- კითხვა განმიმეორა.
– ვაიმე, რა ცნობის მოყვარე ბრძანდებით ბატონო ერეკლე. დღეს სესილის იუბილიეა,ხოდა მე და ონისემ სიურპრიზი უნდა მოვუწყოთ.
– ეგ ის ონისეა, უიმედოდ, რომ არის სესილიზე შეყვარებული?
– კი. კარგი აბა წავედი და გნახავთ.- ვუთხარი ბინიდან გავედი და ექვსი სართული სულ ფეხით ჩავირბინე ღიღინით მივედი მანქანით დღეს რაღაც არ ჩანან თალიკო და ლალი ძალიან კარგი მაგათი ლაყბობის დრო ნამდვილად არ მქონდა. საჭეს მივუჯექი ძრავი ჩავრთე და თან რადიოც ჩავრთე მოგნიტოფონში ქართული სიმღერების ჰანგები გაისმა. ერთი რაღაც უცხო სიმღერა მომხვდა ყურში სოლისტის ხმა საიდანღაც მეცნობოდა, მაგრამ ვერ გავიხსენე. სიმღერა ძალიან მომეწონა. კაფეში მივედი მანქნა გავაჩერე და შენობაში შევედი კაფე ძალიან მყუდრო იყო ყავის სასიამოვნო სურნელი ყველგან ტრიალებდა ინტერიერიც ძალიან კარგად იყო მოწყობილი დაბალ ხმაზე მუსიკები ჰქონდათ ჩართული ,როდესაც ნაცნობი ხმა და სიმღერა მომხვდა გავგიჟდი აქაც ეს სიმღერა იყო ჩართული რა სიგიჟეა. გავიფიქრე და იქვე ჩამოვჯექი ოფივიანტი მოვიდა.
– რას მიირთმევთ?
– ლატე მომიტანეთ და კრუასანები.- მივუგე მე.
– კარგი, თქვენი შეკვეთა მალე მზად იქნება.- მომიგო გოგონამ და წავიდა
როგორც ჩანს ადრე მოვსულვარ ,რადგან ჯერ არ ჩანს ვაჟბატონი ჩაფიქრებული ვიჯექი, როდესაც ვიღაც მომიახლოვდა.
– უკაცრავად შეიძლება ცოტახნით ჩამოვჯდე?- მკითხა საშვალო ასაკის კაცმა.
– დიახ,მაგრამ დაკავებულია ეს ადგილი.- მივუგე დაბნეულმა.
– არაუშავს, ორი წუთის საქმე მაქვს და წავალ. მოკლედ რისთვის მოვედი ახლა უკვე დიდიხანია გაკვირდებით, რაც ამ კაფეში შემოხვედით და მინდა გითხრათ, რომ ამ გარეგნობით თავისუფლად შეგიძლიათ ფოტო მოდელი გახდეთ.
– რა? მე და ფოტო მედელი…?- გამეცინა
– დიახ, რატომ გიკვირთ?
– არა,უბრალოდ ჩემი თავი ამ სფეროში ვერ წარმომიდგენია.
– შეუძლებელი არაფერია თანაც თქვენ ისეთი კარგი აღნაგობა და ვიზუალი გაქვთ დამიჯერეთ ბევრს შეძლებთ. კარგი აი ეს ფოტოები გამომართვით და ჩემი სავიზიტო ბარათი იფიქრეთ, რაც გითხარით და თუ გადაიფიქრებთ შემეხმიანეთ.- მითხრა და წამოდგა.
– კარგი.
სურათები დავათვალიერე და ძალიან მომეწონა. ცოტახანში ონისეც მოვიდა.
– როგორც იქნა მოაღწიე აქამდე.
– ზუსტ დროს მოვედი ეს შენ ხარ, ადრეული ფრინველივი.- მომიგო და ჩამოჯდა.
– კარგი, მოკლედ აბა რას ვგეგმავთ.
– მე გადავწყვიტე დღეს დაველაპარაკო და გამოვუტყდე გრძნობებში, თორემ ასე გაგრძელება აღარ შემიძლია. - ამოიოხრა.
– როგორც იქნა დაადგი საშველი რა მოკლედ ახლა საქმეს შევუდგეთ გავინაწილოთ ვის რა ევალება.
– შენ სესილის მიხედე მე კიდევ რესტორნის ამბავს მოვაგვარებ და როცა მზად იქნება ყველაფერი შეგატყობინებ.- საუბრის დასარულს ფეხზე წამოდგა და წავიდა.
მე სესილის მივაკითხე დღეს არავინ ვიმჩმევთ დაბადების დღე რომ აქვს.
ფული გადავიხადე და სესილისთან გავემართე, სახლში ავაკათხე, მაგრამ უხასიათო მეჩვენა.
– შემოდი.- კარები გააღო შემდეგ გზა, დამითმო რომ შემოვსულიყავი.
– რა გჭირს გოგო, რა სახე ჩამოგტირის მოხდა რამე ?- შევეკითხე.
– არ ვიცი, დღეს თითქოს ყველა გაიფიცნენ სადღაც გარბიან და არაფერს მეუბნებიან ისიც კი დაავიწყდათ დღეს რა დღეა.- წუწუნებდა.
– და რა დღეა? როგორც მახსოვს ორშაბათია, დღეს.- დავეკრიჭე.
– კარგი რა მართლა რა გჭირთ მე მასულელბთ თუ დაავიწყდათ ყველას. - ტუჩები მოამზადა სატირლად.
– აბა, ახლა პატარა ბავშვივით ნუ იქცევი ამხელა გოგო, ადექი მიდი მოემზადე მივდივართ.
– სად?
– სავაჭრო ცენტრში შენი დახმარება მჭირდება მინდა გარდერობი განვაახლო და შენი რჩევა მჭირდება.
– ჩემი დახმარება? შენ ჩემი არჩეული არაფერი მოგწონს კაბებს არ იცვამ.
– ხოდა ახლა, გადავწყვიტე მე და შენ წავალთ და კარგად გამოვეწყობით.
– დეა, რა ხდება? რაღაც უცნაურად იქცევი რამეს ხომ არ მიმალავ შემთხვევით?
– კარგი, მიდი ადექი მოემზადე და წავიდეთ.
– კარგი, ხო.- ოთახში გავიდა გამოიცვალა და გამოვიდა.
– მზად ვარ.
– კარგი, წავედით.
სწრაფად ჩავირბინეთ კიბეები სადარბაზოდან გავედით მანქანაში ჩავსხედით და წავედით.
სავაჭრო ცენტრში სესილი კაბებს ეცა მაშინვე სხვა და სხვა სახის კაბებს მაჩვენებდა, რომლებიც საერთოდ არ მომწონდა ზოგი ძალიან მოკლე იყო, ზოგიც ძალიან გრძელი ბევრი არჩევის, შემდეგ როგორც იქნა ნორმალური კაბა, ამირჩია ვარდისფერი კაბა, იყო მუხლამდე ფართე და წვრილი ბრეტელებით. კაბების შერჩევის შემდეგ სალონში გავიარეთ სესილი ,რა თქმა უნდა, დაეჭვებით მიყურებდა. ყველაფერს რომ მოვრჩით ონისესგან შეტყობინებაც მომივიდა უკვე ყველაფეერი მზად არის და შეგიძლია მოხვიდეთო.
კმაყოფილი ვუჯდები საჭეს და დანიშნულების ადგილას მივდივარ.
– ბოლო ბოლო არ იტყვი რა ხდება?
– ცოტაც მოითმინე და ყველაფერს გაიგებ.- ვეუბნები მე. რესტორნის შესასვლელთან ვაპარკინგებ შემდეგ გადავდივართ.
– აქ რა გვინდა?- დაბნეულმა მოავლო თვალი ტერიტორიას.
– მოდი შევიდეთ და გაიგებ.- ვეუბნები ხელ კავს ვუყრი შენობაში შევდივართ უეცრად დარბაზი ნათდება და ყველა დაბადების დღის მილოცვას იწყებს. სესილი კი გაოგნებული იყურებოდა.
– ეს თქვენი მოწყობილია არა?- გვითხრა საყვედურით. - მე კი მეგონა დაგავიწყდათ.
– რას ამბობ, ეგ როგორ დაგვავიწყდებოდა. გილოცავ მუდამ ბედნიერი და გახარებული მენახე.- ვეუბნები თან ონისეს ვუკრავ თვალს ძალიან კარგი დრო გავატარეთ მაგიდასთან ვისხედით, როცა საცეკვავო სიმღერები ჩაირთო, ყველამ წყვილებში დაიწყო ცეკვა,მე კი ვიჯექი და მათ ვუცქერდი ცოტახანში ჩემთან კომისარი მოვიდა.
– მეცეკვებით ლედი.- მკითხა და ჯენტლმელურად ხელი გამომიწოდა, დავთანხმდი და გავედი საცეკვავოდ. ისე ხდება,რომ კომისარი ხელს მიშვებს მე კი ვიღაცას მკლავებში ავღმოვჩნდი. ვიღაცის კი არა ეს ის ვაჟბატონია სადაც მე ვარ იქ რომ ჩნდება.
– შენ?!- წამოვიძახე.
– ხო, მე ვარ.
– აქ რა გინდა? ან რას ნიშნავს ეს ყოველივე?!
– რას უნდა ნიშნავდეს?- გაეცინა.
– ყველგან შენ როგორ უნდა იყო? წამოვიძახე მობეზრებით. - და საერთოდაც ეს შენი ჩაწყობილია არა?- ეჭვნარევი სახით გავხედე
– ღმერთო მოთმინება მომეცი, რატომ ხარ ასეთი უჟმური უბრალოდ იცეკვე, ჩემთან ერთად და დატკბი ამ წუთებით, რადგან ეს მეტი აღარ განმეორდება.- მომიგო მან უეცრად ჩემი საყვარელი სიმღერა ირთვება ,, david bisbal cuidar nuestro amor” მან ხელი გამომიწოდა რათა ცეკვა, დაგვეწყო ჩემი პატარა თითები მის დიდ მტევნებში ჩაიკარგა. ჩვენს შორის არსებულ მანძილს ვკვეთთ და ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვდგებით. კისერძე შემოვხვიე ხელები მან კი ჩემს მოშიშვლებულ წელზე მომხვია ხელი მის შეხებისას ტანში ჟრუანტრლმა დამიარა,მუსიკის რითმს ავყევით და ვალსის ცეკვა დავიწყეთ ის თან მეცეკვებოდა და თან მელაპარაკებოდა მე კი ერთი სული მქონდა როდის დასრულდებოდა ეს ცეკვა, რომ გავცლოდი.
– ისეთი სახით იყურები თითქოს რაღაცას გიპირებდე.- მომიგო მან.
– რავიცი,რომ ეგრეც არ არის.- მობეზრებით ვეუბნები.
– ამით რისი თქმა გინდა? გგონია, ვიღაც ფსიქოპატი ვარ, რომელსაც უნდა რამე დაგიშავოს?- წყრომით მითხრა.
– არ ვიცი, რაც შენ გამოჩნდი ვიღაც ანონიმურად მემუქრება და კიდევ საეჭვოდ ჩნდები იქ სადაც მე ვარ.- მივახალე. უეცრად ჩერდება და ხელს მიშვებს.
– იცი რა, შენ თავს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებ და ფოქრობ,რომ ეს სამყარო მხოლოდ შენს გარშემო ბრუნავს ჩემ ინტერსებში ნამდვილად არ შედიხარ და არც მანიაკი ვარ არ ვიცი ვინ გემუქრება, მაგრამ მე სხვაში არ აგერიო. უბრალოლოდ ერთი გათამამებული გოგო ხარ. მისი სიტყვები გულზე მხვდება და თვალები ცრემლებით მევსება ხელი შევუშვი და გარეთ გავვარდი. გარეთ გასულს იმ წამსვე ცრემლები წამსკდა დამსახურებულად მივიღე ეს სიტყვები. უხეშად მოვიწმიდე თვალებიდან წამოსული ცრემლები და მანქანაში ვაპირებდი ჩაჯდომას,როდესაც დანიელი გამოვარდა გარეთ.
– დეა, მოიცადე!- დაიყვირა, როდესაც ნახა წასვლას ვაპირებდი და ჩემკენ წამოვიდა ჩქარი ნაბიჯებით.
–რა გინდა?! ამჯერად რით აპირებ ჩემს გულის ტკენას.- გაბზარული ხმით მივუგე. იგი დამწუხრებილი სახით მომიახლოვდა.
– შენ რა ტირი?- დამწუხრებულმა მომიგო. შემდეგ ცერა თითი ჩემი სახისკენ წამოიღო, თუმცა ჩემკენ წამოღებული ხელი ჰაერში უჩერდება.ვერ ბედავდა შეხებას მის თვალებში სინანული ამოვიკითხე.
– მაპატიე, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი ძალიან ვწუხვარ… გთხოვ აღარ იტირო მეტი არავის გამო და მითუმეტეს ჩემ გამო, ვერ ვიტან ქალის თვალზე ცრემლს მითუმეტეს, თუ ეს ჩემ გამოა.
– თუ გინდა, რომ გაპატიო მაშინ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან. -მივაძახე მანქანაში ჩავჯექი და მთელი სისწრაფით მოვწყდი ადგილს მეგონა თავიდან მოვიშორე, მაგრამ უკან ამედევნა რა უნდა ვერ გავიგე რატომ არ მანებებდა თავს? ძალიან მალე მეწევა კიდეც. ნერვები მეშლება და უფრო ვუმატებ სიჩქარეს მეგონა ჩამოვიტოვე, თუმცა მოულოდნელად გზას, მიჭრის მერე კი მანქანიდან გადმოდის. გაბრაზებული გადავდივარ.
– რა გინდა, რატომ არ მანებებ თავს გამაგებინე?- დავუყვირე.
– ჩვენ საუბარი არ დაგვისრულებია…- მანაც იგივე ნაირად მიპასუხა.
– რა საუბარი? მემგონი უკვე გავარვიეთ ყველაფერი.
– არა, არ გაგვირკვევია უნდა მითხრა რატომ გინდა, რომ გავქრე შენი ცხოვრებიდან, თუ ერთ მიზეზს მაინც დამისახელებ გპირდები ვეღარ მნახავ.- მტკიცედ მომიგო.
– იმიტომ, რომ..- ვერ მოვიფიქრე სათქმელი რა უნდა დამესახელებინა, როდესაც არანაირი მიზეზი არ მქონდა.
–იმიტომ ,რომ რა?
– ვაიმე, რა გინდა ვერ გავიგე უბრალოდ არ მინდა გხედავდე ჩემ სიახლოეს.- მოთმინება დაკარგულმა წამოვიძახე.
– უბრალოდ არ გინდა?..
-ხო!- წამოვიძახე.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ვიდექით ორი ზრდასრული ადამიანი შუა ღამეს გზაზე და პატარა ბავშვებივით ვჩხუბობდით ისე რომ ისიც კი არ ვიცოდით რა გვაჩხუბებდა, უეცრად გაწვიმდა და თავიდან ფეხებამდე ამოვიგანგლეთ. მანქანის კარი გამოვაღე და ჩაჯდომას ვაპირებდი, როდესაც ჩაჩავამ ხელი დამავლო.
– რას აკეთებ გაგიჟდი ხელი გამიშვი?- შევიცხადე
– ნახე რა კარგი წვიმაა.- მომიგო მან
– რა არის კარგი?! სულ ამოვიგანგლეთ უნდა წავიდეთ თორემ გავცივდებით.- ვუხსნიდი მე, მაგრამ ის არც კი მისმენდა ,ხელი მომხვია და ცეკვა დაიწყო.
– გაგიჟდი?!
– კარგი რა გეუბნები ნუ ხარ უჟმური- თქო და დატკბი თითოეული წამით.
– შენთან ერთად არა?- გამეცინა
– ხო, ჩემთან ერთად.- წამოიძახა არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ ამ სიგიჟეს მეც ავყევი ვცეკვავდით თავსხმა წვიმაში და გიჟივით ვიცინოდით უფრო ახლოს მოიწია,ჩემთან და თვალებში დამიწყო ცქერა, თითქოს რაღაცის ამოკითხვა უნდოდა. რამოდენიმე წამი ასე ვიდექით ,შემდეგ ჩემს ბაგეებს მისი ცხელი ტუჩები შეეხო და ცხელ ჰაერს სახეზე ვგტძნობდი ისეთი მოულოდნელი იყო,რომ დენდარტყმულივით შევხტი და თვალები ვჭყიტე. ყველაზე უცნაური კი ის იყო რომ ვერ შევეწინაღმდეგე თითქოს გავითიშე და ამ სამყაროში აღარ ვიყავი.
– ახლაც გინდა,რომ გავქრე?- მკითხა მოულოდნელად.
– რა?- ვკითხე დაბნეულმა.
– როგორც ჩანს შენზე ძალიან იმოქმედა კოცნამ.- ჩაეცინა.
როდესაც მივხვდი, რასაც გულისხმობდა ხელი ვკარი და მივაძახე.
– იდიოტი ხარ. მეც კარგი სულელი ვარ ავყევი ამ მასხარას,რაც შეეხება შენს კითხვას აზრი არ შემიცვლია.- მივახალე გაბრაზებულმა.
– კარგი.- ჩაილაპარაკა აღარ მიმიქევია ყურადღება ნერვებ მოშლილი ვჯდები მანქანაში და მივდივარ.
სახლში მისულს ჩუმად შევიპარე ოთახში ცხელი შხაპი მივიღე და ლოგინში შევწექი.
დაძინებას ვაპირებდი, როდესაც ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა.


“ კარებთან პაკეტით წამლები და ტკბილეული დაგიტოვე და წადი აიღე. ;⁠),,

“ რომელი ხარ?,,

“ ის ვარ, რომლის გამოც ხვალ სიცხიანი გაიღვიძებ. :⁠-⁠D ,,

“ საიდან მომაგენი?! }⁠:⁠‑⁠),,

“ ამას არ აქვს ახლა,არსებითი მნიშვნელობა, ჩათვალე ამით გამოვისყიდე ჩემი დანაშაული.:⁠-⁠D,,- ამის შემდეგ აღარაფერი მოუწერია.
გარეთ გავიხედე და მართლა დაუტოვებია, ერთი პაკეტი წამლები და ტკბილეული.
– გიჟია.- გავიფიქრე და ოთახში შევედი. უცნაური იყო ეს ყოველივე და ის ყველაფერი, რაც ჩემ თავს ხდებოდა, ბოლო დროს ჩემი ცხოვრება უცნაურიბებით აღსავსეა.








*****


მეორე დღეს საშინელი თავის ტკივილით გავიღვიძე და თან ყოველ წუთში მაცემინებდა. აბა, რა გეგონა ჩემო თავო თავსხმა წვიმაში, რომელი ნორმალური ადამიანი იცეკვებდა, მაგრამ გუშინ არ ვიცი რა დამემართა პირველად ვიყავი ასე თავისუფლად იმ წუთას ჩემთვის აღარაფერი არსებობდა აღარ მახსოვდა პრობლემები ჩემს ირგვლივ. შუბლზე დავიდე ხელი და სიცხე ისევ მქონდა. - მეტის ღირსი ხარ დავტუქსე ჩემი თავი,წუხანდელი ამბები მახსენდება, რამდენი რამ გადამხდა თავს ერთ ღამეში.
ოთახში დედაჩემი შემოდის.
– რა გჭირს შვილო?
– არაფერია დედა, ეტყობა გუშინ შემცივდა, გრილი ამინდი იყო მე კი ერთი სიფრიფანა კაბით ვიყავი წასული და ამიტომ გავცივდი.
– თბილად ჩაიცვი შვილო, ცუდი ვირუსები დადის.- მზრუნველი ხმით მომიგო.
– კარგი.
– კარგი, დაისვენე წავალ ბულიონს გაგიკეთებ გაციებულზე გესიამოვნება.- თავზე ხელი გადამისვა და გავიდა დედაჩემი იშვიათად,თუ გამოავლენდა თავის სიყვარულს ჩვენს მიმართ, თუმცა ვიცი, რომ მას ძალიან ვუყვარვარ უბრალოდ გრძნობების გამოხატვა უჭირს.
ტელეფონი ჩავრთე და სესილისგან უამრავი შეტყობინება დამხვდა გუშინ ისე წამოვედი არ გამიფრთხილებია არადა რა მომენტი გამოვტოვე იმ ვაჟბატონის გამო.
მივწერე,რომ ცუდად ვიყავი და მერე ვნახავდი. საწოლიდან ძლივს წამოვდექი გაბურძგნული თმებით, თმები კი არა ლომის ფაფარს უფრო წააგავდა, ისეთ დღეში მქონდა. ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში გავედი.
– რატომ გამოხვედი შვილო, შემოგიტანდი ოთახში.
– ცოტახნით გამოვედი… ერეკლე და მამა სად არიან?- ვკითხე როდესაც ჩვენს გარდა არავინ იყო.
– საქმეზე არიან გასულები.
– ჰო… - ვუთხარი და დავაცემინე.
– მიდი,მიდი ჩაწექი ნუ დადიხარ უარესად არ გახდე.-მეც დავემორჩილე და გავედი საწოლში ჩაწოლილი არ ვიყავი, რომ ჩემი გადარეული ამოხტა.
– ჯინაა,ჩემო ცანცარავ.- წამოვოძახე და მოფერება დავიწყე. ეს ძაღლი კი არა ძაღლზე მეტი იყო.ჩემი სიცოცლეა, არ ვიცი უზომოდ თბილი და მოსიყვარულეა. მას რბილ და ფუმფულა სხეულზე ვეფერებოდი. ისიც გაინაბა და თავი ფეხებზე დამადო თავისი ღრმა ლურჯი თვალებით გამომხედა, თითქოს მისი თვალები მრავლის მთემელი იყო და მთელი სამყარო იყო ჩატეული. დავიხარე მისკენ და დავუკოცნე მისი ლამაზი სახე.
– აი, წვნიანიც მზად არის.- ოთახში დედა შემოვიდა.
– ამას აქ რა უნდა?- წამოიძახა.- აბა, ჩქარა ჩადი დაბლა.- დატუქსა ჯინა და ისიც გაიქცა.
– კარგი, რა დედა რატომ გააგდე.- განაწყენებული ვეუბნები
– შვილო, ლოგინში ვის გაუგია, ძაღლის აყვანა თანაც წვნიანი მოგიტანე და ხელს შეგიშლიდა.- მითხრა დედამ.
– კარგი, ხო. დედა რაღაც მინდა გითხრა და შენი აზრი მაინტერესებს.
– გისმენ…
– მოკლედ გუშინ დილით ჩემთან ერთი ფოტოგრაფი მოვიდა და მოდელობა, შემომთავაზა.
– მართლა?- გაოცება ვერ დამალა დედამ.
–ჰო, დრო მომცა მოსაფიქრებლად და თავის სავიზიტო ბარათი დამიტოვა და რა ვქნა?
– არ ვიცი, შვილო შენ როგორც გინდა, ისე მოიქეცი ხომ იცი რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო მე შენს გვერდით ვარ.
– მადლობა, დედა.- ვუთხარი და მოვეხვიე.


ცოტა, რომ გამოვკეთდი სესილის დავურეკე შეხვედრაზე შევუთანხმდი თავი მოვწესრიგე ჯინაც გავამზადე, როდესაც რემენით ხელში დამინახა სიხარულისგან აღარ იყო საყელურს მოვარგე რემენი და გარეთ გავედით. საღამოს გასეირნებასაც თავისი ხიბლი ქონდა ლამპიონებით განათებულ ქუჩებში დავსეირნობდით.
ცოტა ვიარეთ შემდეგ სტადიონზე მივიყვანე და გავუშვი სარბენად სესილიც მალე მოვიდა და იქვვე ჩამოვჯექით.

– მოსაკლავი ხარ დეა!- მუქარით გადმომხედა.- რატომ წახვედი?
– ხო, ვიცი ცუდად მოვიქეცი გაუფრთხილებლად,რომ წავედი, მაგრამ ერთმა იდოტმა ნერვები მომიშალა.- ამოვთქვი.
– ვინ ის ხომ არ იყო რომ გეცეკვებოდა?- ინტერესიანი თვალებით მკითხა.
– ხო, ზუსტად მაგან.
– ახლა რაღაცას გეტყვი, მაგრამ არ გაბრაზდე..
– რა?
– ძალიან უხდებით ერთმანეთს და სხვათა შოროს თქვენგან კარგი წყვილი შედგებოდა.

– მწყევლი. ღმერთმა დამიფაროს.- პირჯვარი გადავისახე.
– ვერა ხარ შენ.- აფხუკუნდა სესილი.
– კარგი არ გვინდა მითხარი, როგორ ჩაიარა იმ დღეს საღამომ.
– შენ რომ წახვედი მალევე ონისემ სიყავრული ამიხსნა ვარდებით ხელში.
– აუუ,მართლა.- გავიკვირვე ვითომ არ ვიცოდი - და მერე შენ რა უპასუხე? იმედია ბიჭს გული არ ატკინე.
– დავთანხმდი, ვუთხარი რომ მეც მქონდა მის მიმართ გრძნობები.
– რა მაგარია, გილოცავ აბა თქვენი ქორწილიც მალე მომელოცოს.
– ჯერ ქორწილზე საუბარი ძალიან ადრეა.
– ვითომ რატომ?- მოჭუტული თვალებით გავხედე.
– ადრეა და იმიტომ ჯერ ახლა დავიწყეთ სანამ კარგად არ გავიცნობთ ერთმანეთის ხაისათს არაფერი იქნება.
– არამგონია, ჩემმა სასიძომ ამდენი ხანი გაძლოს, მაგრამ კარგი.





რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ის ვაჟბატონი არსად არ ჩანს წირვებზეც არ გამოჩენილა და არსად აღარ ჩანდა ნუთუ დამიჯერა და მართლა წავიდა.ვიფიქრე ალბათ ცუდად გრძნობს თავს- თქო მაგრამ როცა ორ კვირას გადააცილა უკვე ძალიან ავფორიაქდი ინტეტესის გამო მივწერე,მაგრამ პასუხი არ გაუცია ახლაც მისი ჩათი მქონდა ჩართული და არ ვიცოდი რა მექნა დამერეკა თუ არა,
– ჯანდაბას შენი თავი ჩაჩავა,რისი მიღწევას გცდილობ არ მესმის?! ამას სპეციალურად მიკეთებ არა, რადგან გითხარი გაუჩინარდი მეთქი შენც ადექი და გადაიკარგე. ზარებზე მაინც მიპასუხე ნუ მაფიქრებინებ იმას, რომ რაღაც შეგემთხვა. - ჩემ თავს ვესაუბრებოდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent