შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე - ორი [ თავი VIII ]


31-05-2024, 00:10
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 990

#8
ათიოდე წამის შემდეგ კიდევ ერთი შეტყობინება მივიღე, ამჯერად ტელეგრამზე.
ანგარიში, რომელიც “ჩემი” შიშველი ფოტოს წყარო იყო გააქტიურდა და ლოკაცია გამომიგზავნა.
სუნთქვაშეკრული ვუმზერდი და უეცრად მოვარდნილმა წნევამ მზერა დამიბინდა. სარკეს თვალი შევავლე და სახეზე ლურჯად შეღებილმა კანმა მაიძულა ჩამესუნთქა. ჟანგბადის ატომებთან ერთად სიხარული, სასოწარკვეთა და რისხვა შევუშვი სხეულში, რომელნიც ფილტვების დახეთქვას მიქადნენ, თუმცა არ დასცალდათ.
- ანა, ლოკაციას გადმოგიგზავნი და იქ მოდი. - ქოშინით ვჯებოდი ტაქსიში.
- რა ხდება?
- ახსნის დრო არ მაქვს, რაც შეიძლება სწრაფად მოდი. - მოკლედ მოვუჭერი და გავუთიშე. ვიცოდი, რომ ამ ადამიანთან ახსნა-განმარტება არ მჭირდებოდა, ჩემი ხმის ტემბრითა და მუხტით გრძნობდა ყველაფერს და აუცილებლად მოვიდოდა.
თხუთმეტი წუთი მჭირდებოდა გზაში. ლოკაცია მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმითითებდა, მე კი, ლამის, გადმოვმხტარიყავი მანქანიდან და ფეხით დამეფარა ეს დისტანცია. ადგილზე ვცქმუტავდი, ყველა და ყველაფერი დამავიწყდა. ამქვეყნად ვარსებობდით მხოლოდ ორი “მე” და მეორეს ახლა უნდა შევხვედროდი. რატომ ახლა? რატომ თავიდანვე არ გამოჩნდა? რა სჭირდებოდა? რა თამაშს თამაშობდა? რა ჯანდაბა ხდებოდა ჩემს თავს?
ვერაფერს ვხვდებოდი და ამ ყველაფერზე ფიქრი ბორკილებს მადებდა და არსებობას მიზღუდავდა. ყბებს ერთმანეთს ძლიერად ვაჭერდი და კბილების ღრჭიალი მესმოდა. ნიკე, რომელიც მივიღე ისეთად, როგორიც იყო, ამოანთხევდა ყველა გრძნობას ერთიანად და შეაზავებდა ცინიზმის დიდი დოზით ამ კერძს, რომელიც ბოროტების პიკანტური სურნელით გააჯერებდა არემარეს.
- ეს გზები, ხომ, ვერა და ვერ გააკეთეს. - დაიწყო მძღოლმა.
- ამ მთავრობის ხელში, არ მიკვირს. - ჩემდა გასაკვირად ავყევი. მას კი მეტი რა უნდოდა…
- არ თქვა მოკლედ, რა. ამ მერმა მარტო თავისიანების დაზარალება იცის.
- დახელოვნებულია უკვე!
თხუთმეტი წუთი სახელმწიფოს, ამჟამინდელი და წინა მთავრობის, პოლიტიკისა და პოლიტიკოსების ძაგებაში გავატარეთ.
გავერთე და ვეცადე ყურადღება გადამეტანა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გაქაფებული ვმსჯელობდი ილია და დავითი რომ წამოვაყენოთ საფლავიდან, ახლა თავს მოი’კლავდნენ, საქართველოს მდგომარეობა რომ ენახათ-მეთქი, მაინც ვგრძნობდი გავარვარებული ლავასავით როგორ დუღდა ჩემში მოუთმენლობისა და ბრაზის უფორმო ნარევი.
რომელიღაც სადარბაზოსთან შემიჩერა და მანქანიდან დამფრთხალი შველივით გადმოვხტი.
ვუმზერდი ცხრასართულიან, ძველ აშენებულ კორპუსს და ტკივილამდე მეცნობოდა, თუმცა ვერ ვიხსენებდი - საიდან?
ლოკაციას დავხედე და ვცდილობდი გამეგო, ახლა საით უნდა წავსულიყავი. ყველა ბინაში ვერ დავაკაკუნებდი და ვერ ვკითხავდი - ჩემნაირი გოგო აქ ხომ არ არის-მეთქი…
ტუჩების კვნეტით ვიყავი დაკავებული, რომ, მოულოდნელად, გონებაში სიზმარი ამომიტივტივდა.
“ნიკე, მოდი, გთხოვ…”
შევკრთი და ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა.
“- სად ცხოვრობ?
- მარჯანიშვილზე, შენ?”

- ბინგო! შენ თუ ლექსოს მიადექი, ნიკასაც შეწვდებოდი, დაიკო. - ვთქვი და სადარბაზოში შევვარდი.
ორ-ორი საფეხურის გამოტოვებით, ავირბინე კიბეები და ნიკას ბინას მივადექი.
ჩემდა გასაკვირად, კარი ღია იყო. ნიკა, წესით, საფრანგეთში უნდა ყოფილიყო დედასთან და დასთან ერთად, ამიტომ ეს ლოკაცია და ნიკას ბინის ღია კარი მეტისმეტად საეჭვო მეჩვენა. მომენტალურად აღვიდგინე გონებაში ჩვენი პირველი შეხვედრა, რომელიც ძალიან უცნაურად დაემთხვა შიშველი ფოტოს გამოგზავნას და თითოეულ ატომს ჩემს ორგანიზმში ნიკას მიმართ ბრაზის ლიანები ოსტატურად შემოეხვია.
ყოყმანის გარეშე შევაღე კარი და უხმაუროდ, კატის მოქნილობით შევედი.
ორიოდე ნაბიჯის გადადგმა დამჭირდა, რომ საინტერესო სურათი დამენახა.
ნიკა ფოტოაპარატით ხელში, ირგვლივ, კედლებზე კი უამრავი ფოტო.
ყველა მათგანზე მე ვიყავი აღბეჭდილი, ძირითადად მძინარე მდგომარეობაში… ზოგი უჩუმრად იყო გადაღებული, თუმცაღა მე არ შემიმჩნევია, რომ ნიკას ოდესმე გადაეღოს ჩემთვის. თვალები შუბლზე ამივიდა და გაოცებამ ყბა კლდის უზარმაზარი ნაპრალივით დააღო.
ის-ის იყო ნაბიჯი უნდა გადამედგა, რომ ქალის ხმამ შემაჩერა.
- ნიკუ, ასე, ხომ, არ ჯობია? - ძალიან ნაცნობი, მაგრამ, ამასთანავე, სრულიად უცხო ხმა იყო. მე კი ინტერესმა შემიპყრო. კედლის გვერდიდან შევიხედე ოთახში, რათა დამენახა ამ ხმის პატრონი და გავხევდი. მოზრდილი ნერწყვი საყლაპავში ძლივს გადავაგორე და ხორხი ყელში მომებჯინა.
ჩემი და იდგა მის წინ, ქვედა საცვლებისამარა და პოზირებდა.
- ცოტა გვერდზე გაიწიე და დაიხარე. არა, ეგრე არა, მაგიდას დაეყრდენი იდაყვებით და ობიექტივში არ შემოიხედო. - უპასუხა ნიკამ და ფოტოაპარატის ჩხაკუნმა გამაყრუა. “ნუთუ…”
ამ საზარელი აზრის გონებაში გაელვებისთანავე დარდი მხრებზე სუდარასავით შემომეხვია, ვით თოვლის ქათქათა საფარი კავკასიონის ბუმბერაზ მთებს.
“ნუთუ, ნიკა და ჩემი და… ეს ყველაფერი დადგმულია? ნიკაც გეგმის ნაწილია?”
ჩემს სამყაროში შფოთვის ფიფქებით ბარდნა დაიწყო, მე კი დედიშობილა ვიდექი ცხოვრების გზაჯვარედინზე.
მზერა ქალზე გადავიტანე და მისი შესწავლა დავიწყე. ნავარჯიშები სხეული ჰქონდა, მაგრამ ამავდროულად, ფაიფურის თოჯინას მოგაგონებდათ, აქაოდა, რომ შევეხო გატყდებაო. გრძელი, წაბლისფერი თმა წელამდე ჩამოშლოდა და უფორმო ვარცხნილობა ძალიან ბუნებრივ შარმს სძენდა. ბროწეულის ფერი ტუჩსაცხი მწიფე ნაყოფს მოგაგონებდათ, რომელსაც თავადვე სურდა იგი დაეგემოვნებინათ.
ნიკას მითითება შეასრულა, მაგიდას დაეყრდნო და საჯდომი მადისაღმძვრელად გასწია უკან.
- ახლა კედელთან დადექი. - მითითებებს არ წყვეტდა კაცი. - აი, ასე, კარგია. - თქვა და გადაღება შეწყვიტა.
- კარგი, მაჩვენე აბა. - ფეხის წვერებზე მიირბინა მასთან. მკლავზე მოშიშვლებული მკერდით მიეკრო და ჩაიჭყიტა.
- ხომ იცი, რომ ჯერ მზად არაა. - თავი გააქნია.
- საწყისი ვარიანტებიც მაინტერესებს. - ქვედა ტუჩი ააკანკალა.
- კარგი, ნახე.
- ვაუ… იდეალურია!
- სხვანაირებს მე არ ვიღებ. - გაიკრიჭა ნიკა.
- ნიკუ… - ხელი ლოყაზე მიადო. - მხოლოდ იდეალურს აღიარებ, არა? - თქვა და ტუჩი მოიკვნიტა.
- ნამდვილად. - მისი ხმა ყინულივით ცივი იყო, ან მეჩვენებოდა.
- მაშინ… - ხელები მის კისერზე დააწყო. - მეც იდეალური ვარ, არა?
- არა, შენ იდეალური არ ხარ. შენ სრულყოფილი ხარ. - ეს გააჟღერა თუ არა, გულის სალ კლდეს აქაფებული ტკივილის ტალღა დაეჯახა.
- უუ, ე.ი. სრულყოფილი? - მაცდურად გაიღიმა და საკოცნელად გაიწია. გული შემეკუმშა და თვალები დავხუჭე. არ მინდოდა ამ სანახაობისთვის მეცქირა. სუნთქვასა და კანკალს ვერაფერს ვუხერხებდი.
- გეყოფა. - მოულოდნელად გააპო ნიკას ხმამ სივრცე და კედლები ააზანზარა.
- რა მოხდა? - შეშფოთებულმა ფსევდო “მემ” გულზე ხელები დაიდო შეშინების გამოსახატად.
- არ მოგბეზრდა ეს ცირკი? - უხეშად მოიშორა და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა.
- რა ცირკი, რას ამბობ? - ნიკამ მომუშტული ხელი ცხვირიწინ აუფრიალა.
- პირველი - ნიკე არასოდეს მთხოვდა ფოტოს გადაღებას, მეორე - ნიუ სტილის ფოტოს მითუმეტეს, მესამე - ნიკე ნიკუს არ მეძახის, მეოთხე - ნიკე ფოტოსთვის პოზირების გარტყმაში არაა, გავაგრძელო? - პუნქტების შესაბამისად მუშტი იხსნებოდა და თითებს შლიდა.
- ჰო, მაგრამ ვისწავლე, ხედავ? - გაეკეკლუცა ქალი.
- მეხუთე - ნიკე კისერზე არ ჩამომეკიდებოდა. არა, უარს კი არ ვიტყოდი, სიამოვნებით დავუკოცნიდი მარწყვივით ტუჩებს და ვისიამოვნებდი ავიტამინოზით დატეხილი ფრჩხილების კვალით ჩემს ზურგზე, მოვეფერებოდი დასათვლელ ნეკნებზე, მაგრამ…
- აქ ვარ, ჰოდა. - ტონს აუწია ქალმა.
- ვინ ხარ? - ხმა ბასრი ხმალივით გაუხდა ნიკას.
- ნიკე ვარ, რა სულელური შეკითხვაა. - გულზე ხელი დაიკრიფა.
- შენ ნიკე არ ხარ. რატომ ემალები შენს დას ? - ხელი მაჯაში ჩაავლო და ახლოს მიიწია.
- ნიკუ, ვერ გცნობ! - ხმა აუკანკალდა. დიდი სიამოვნებით დავუკრავდი ტაშს ამ მსახიობურ ნიჭს, რომელიც ვიხილე, თუმცა არ მინდოდა ჩემი ადგილსამყოფელი შეემჩნიათ.
- შენ იდეალური არ ხარ, შენ სრულყოფილი ხარ. სრულყოფილება კი უკიდურესად მოსაწყენია, ქალბატონო!
- ლექსთან ბევრად მარტივი იყო ყველაფერი. - ტუჩები გააწკლაპუნა ქალმა, როცა მიხვდა, რომ თამაშის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.
- მე ლექსო არ ვარ. - ამოიღრინა ნიკამ.
- ეს, ჯობია, ჩემს დას უთხრა. - თქვა და პუფში მოხერხებულად მოკალათდა. - არა, დაიკო? - დამცინავი ხმით გვერდულად გამოიხედა ჩემი მიმართულებით და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მართლაც იდეალურად დადგმული სპექტაკლი იყო.
- ჯერ შენ თქვი - ვინ ხარ, რატომ ცდილობ ჩემი ცხოვრების დანგრევას და ეს უნიჭო მსახიობური ნიჭი ვისგან გერგო? - ქედმაღლურად ვუპასუხე და ნელი ნაბიჯით გამოვედი სამალავიდან. ვერ ვაღიარებდი, რომ ცოტაც და გამაცურებდა.
- ნიკე… - ნიკა გაოცებული მიმზერდა და ალბათ, გონებაში ათასი ფიქრი ერეოდა, ვერ მიმხვდარიყო - რა ხდებოდა.
- ჩუ, შენ მერე მოგივლი. - ზედაც არ შემიხედავს მისთვის. ჩემი დის წინ დავდექი. ზემოდან ქვემოთ შევხედე და თვალი თვალში გავუყარე.
- ჰაჰა, მოგივლიო, უკვე აქციე შენს სათამაშოდ? - თავი გვერდზე გადასწია და ტუჩის კუთხეში ამაზრზენი ღიმილი “გაეპარა”.
- აქ ფსევდო-მოთამაშე მხოლოდ შენ ხარ. დანარჩენები რეალობით ვტკბებით. - წარბი არ შემტოკებია. თუმცა გულის სიღრმეში ფოიერვერკები ათას ფერად ნაწილაკად იშლებოდნენ და სხვადასხვა ემოციებს ასხივებდნენ.
- ოჰ, რა სიტყვებია, რა სიტყვები… ხომ გაინტერესებდა, ვინ ვიყავი, რა ვიყავი, ხოდა, აი, ვდგავარ შენ წინ. მოდი, ჩამეხუტე და ვიცხოვროთ ბედნიერი ცხოვრებით, როგორც სხვა დები ცხოვრობენ. - თქვა და ხელები გაშალა.
- შენ მართლა გგონია, რომ იმის მერე, რაც გააკეთე, ასე მარტივად მოაგვარებ ყველაფერს? - სიცილი ამიტყდა.
- იმის მერე, რაც გავაკეთე? - მრისხანების მჭახე ნოტებმა ჰაერი დაძაბულობით დამუხტა. - შენ გგონია, ეს საკმარისია? იმასთან შედარებით, რაც შენ გააკეთე, ეს უღიმღამო ყვავილებია, ნიკე! - წამოხტა და წინ ამესვეტა. მის სუნთქვას ვგრძნობდი, რომელშიც აშკარად იკითხებოდა, რომ ხარის წინ წითელი ნაჭერი ავაფრიალე და მწყობრიდან გამოვიყვანე.
- ჰო, არა? - დავცინე. - მიდი, მომიყევი - ასეთი რა გავაკეთე? ძალიან მაინტერესებს!
- გეცინება, არა? კაიფობ, არა? მთელი ცხოვრებაა კაიფობ, სხვები იტანჯებიან და შენ შოკოლადში ცხოვრობ! - სიმწარემ, რომელიც იგრძნობოდა თითოეულ სიტყვაში, მთელი სხეული შემიმოსა ეკლიანი ბადით. რატომღაც ვიგრძენი მისი ტკივილი, რომელიც დაუკითხავად, უცხო სხეულივით შემოიჭრა ჩემს სულში და არ მესიამოვნა. ის-ის იყო პირი გავაღე პასუხის, დასაბრუნებლად, რომ შემაწყვეტინა. - იცი, რა? როგორც შენ მოიპარე ჩემი ცხოვრება, ისე ვიზამ მეც. დედაშენთან მივალ და შენს ადგილს დავიკავებ. - თქვა, იქვე იატაკზე დაგდებული მოსაცმელი აიღო და კარში შურდულივით გავარდა.
- ამის უფლებას ნამდვილად არ მოგცემ. - ამოვიღრინე და დავედევნე. ნიკაც დაუფიქრებლად გამომყვა უკან და სამივენი მივქროდით კიბეებზე. - გაჩერდი! - ვუყვიროდი, მაგრამ პასუხად მხოლოდ გულისამაწვრილებელი ხარხარი მესმოდა.
დრო შენელდა და მე ფიქრი უმანკო შველივით გამექცა და უსაზღვრო ფანტაზიის უკიდეგანო ოკეანეში ისკუპა. წარმოვიდგენდი - როგორ ვაცნობდი ელზას თავისივე შვილს, როგორ მიმქონდა კისრისტეხით მასთან ნიშადური და ვუნიავებდი, რომ გონს მოსულიყო.
სანამ კიბეზე ჩავრბოდი, სანუკვარმა სიუჟეტმა ჩამირბინა თვალწინ შენელებული კადრივით, თუმცა… ნახევარი წუთში გარეთ ვიყავით და ჩემი და შეყოვნდა. ჩემკენ გამოიხედა და მეც დრო ვიხელთე. მხრებში ჩავაფრინდი და სახეში შევაფურთხე სიტყვები.
- იმის ნაცვლად, რომ ასე კუდამოძუებული დატყდე, გირჩევნია დამელაპარაკო! - იმედი მქონდა, ძალიან მინდოდა…
- შენ ვინ უნდა გელაპარაკოს? სიტყვის თქმის ღირსი არ ხარ! - იკივლა და შუბლი მძლავრად მომიქნია. დარტყმას თან ცხვირის არეში მწვავე ტკივილი მოჰყვა და სისხლი თქრიალით წამომივიდა. რატომღაც არ გამკვირვებია, მისი მსგავსი ქცევა. რაღაც დოზით, თითქოს, მზად ვიყავი კიდეც.
- ჯანდაბა! - არც ვაციე, არც ვაცხელე, მუშტი მუცელში ვუთავაზე და ჩაიკეცა. გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ ჩვენი პირველი შეხვედრა ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. კოდალას რიტმული კაკუნივით პულსირებდა სისხლძარღვებში ადრენალინი, ხოლო აზარტის უჩვეულო შეგრძნება ცვრიან ბალახზე ფეხშიშველ სიარულს მოგაგონებდათ.
- აბა, ახლა გაჩერდით ორივე! - ნიკა ჩადგა ჩვენ შორის და გაშველება დაიწყო.
- მოშორდი! - ორივემ ერთხმად შევყვირეთ და ხელი ვკარით. ნიკა ცოტა არ იყოს დაბნეული გვიყურებდა და ვერ გაეგო, რა იქნებოდა სწორი. ხელს ჩვენზე ვერ ასწევდა, გაშველების უფლებას არ ვაძლევდით, ამიტომ გადაწყვიტა ორიოდე წუთი მაინც მოეცა ჩვენთვის.
- ან წესიერად ამოთქვამ იმას, რასაც ამბობ, ან…
- ან რა? ან რა? შენ გგონია, ასეთი გაძვალტყავებული სხეულით მომერევი? - თვალები ჩამუქებოდა, თეთრი გარსი კი ჩასისხლიანებოდა. წამით, ანარეკლი გამახსენდა, რომელიც ცოტაოდენი ხნის წინ სარკეში ვნახე.
- ღმერთებო! - თვალები ავატრიალე.
- ვერც ერთი ღმერთი ვერ გიშველის, მთელ ცხოვრებას გაგიმწარებ! - თქვა და ელვის სისწრაფით დამეძგერა. მუშტი ყბაში მითავაზა და როცა წავიქეცი ზემოდან მომექცა. რამდენიმე დარტყმა და მზერა დამებინდა. ვცდილობდი წინააღმდეგობა გამეწია, თუმცა მართალი იყო - ამ სხეულით ნამდვილად ვერ მოვერეოდი ნავარჯიშებ ადამიანს, თუნდაც მეორე მეს. თითო დარტყმა თითო გამოხატულ ღიმილის ჯარისკაცს უდრიდა, ცინიზმის პერანგში გამოწყობილს.
- ქალურად მაინც იჩხუბეთ, ტოო! - თქვა ნიკამ, იღლიაში ხელი ამოსდო და გვერდით გაათრია. ერთი-ორი ყბაში მასაც მოხვდა. - პი*დეც, დეი, ეს რა თხა და გყოლია! - შემომჩივლა და ბრაზით სავსე მზერა ვტყორცნე. რის ვაი-ვაგლახით წამოვდექი და ამჯერად ტუჩიდან წამოსული სისხლი ხელის ზურგით მოვიწმინდე. მიკვირდა ამხელა დავიდარაბის ატეხვის შემდეგ, ჩვენ ირგვლივ ხალხი რატომ არ შეიკრიბა, თუმცა მივხვდი, რომ მაცხოვრებლებს ფანჯრები ჩაერაზათ, ყურებში თითები დაეცოთ და თვალზე სახვევი აეფარებინათ. ჩვენ სამის გარდა კორპუსის ეზოში არავინ იყო. რა თქმა უნდა, ვის რაში ადარდებს ორი ქალის ჩხუბი მაშინ, როცა მათ გვერდით კაცია, არა? ეს ამაზრზენი საზოგადოება და მასზე ხავსივით მოდებული დოგმები, რომელნიც ენასა და კბილებს ილესავენ, რათა იკვებონ და უფრო მეტად გაიზარდონ…
- გამიშვი! - ფართხალებდა მოძრაობაშეზღუდული. ნიკა ფრთხილობდა, არ სურდა გადაეჭარბებინა და ტკივილი მიეყენებინა ჩემი დისთვის.
- გაუშვი!
- ბარემ, ის მითხარი - ეს მხოლოდ ჩემი ბრძოლაა, ასეთია ჩემი ნინძობის გზაო!
- ნიკა! - უკმაყოფილოდ, მაგრამ მაინც გაუშვა, ჩემი და კი ისევ ჩემკენ წამოვიდა.
- იცი, რა? - საზარელი ღიმილით მოდიოდა. - იდეალური ვარიანტი მაქვს, როგორ შეიძლება მოვგვარდეთ. - ორი ნაბიჯის მოშორებით დადგა ჩემგან.
- ვაჰ, საუბარზე გადავედით, ეს უკვე მიღწევაა. - ჩამეცინა. - აბა, მიდი, დაფქვი.
- შენ უნდა მოკვდე. - თვალის გუგები გაფართოებული ჰქონდა, სუნთქვა ქშენაში გადაეზარდა და სახეზე სიგიჟე დაუხტოდა ერთი ნაკვთიდან მეორეზე.
- არა, აბა, სხვა ვარიანტი შემოაგდე. - არ შევიმჩნიე, მაგრამ მისი ნათქვამი მაინც სერიოზულად აღვიქვი.
- ეს ერთადერთი სწორი გზაა.
- ლეოპოლდი იცი ვინაა?
- რა შუაშია ახლა ვიღაც ლეოპოლდი?
- კატა იყო ერთი, მოდი ყველამ ერთად ბედნიერად ვიცხოვროთო ამბობდა, ჰოდა…
- და ამ კატის როლი უნდა მოირგო და მითხრა “მოდი ერთად ბედნიერად ვიცხოვროთო”? - სიცილი აუტყდა იმდენად, რომ მუცელზე ხელი შემოიჭდო. სულს ვერ ითქვამდა.
- არ გაჭრა, ხო? - გამეცინა.
- არა. იმისთვის, რომ ერთი მაინც იყოს ბედნიერი, მეორე უნდა მოკვდეს და ეს მეორე შენ იქნები!
- რატომ ასეთი რადიკალური დასკვნა. - ტუჩები გავაწკლაპუნე.
- ასეა ბედი დაწერილი! - თქვა და წამის მეასედში ყელზე ხელები შემომაჭდო.
- ჯან-და-ბა! - ვცდილობდი მისი კიდურები მომეშორებინა, მაგრამ არ დამანება.
თვალებით ნიკას ძებნა დავიწყე, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მისი უგონო სხეული დავლანდე მიწაზე გართხმული. რამდენიმე წამის წინ შეუშვა ხელი ჩემს დას, ახლა რა სჭირს?!
- ნი-კა… - მას ზემოდან შავებში ჩაცმული პირბადიანი მამაკაცი დაჰყურებდა, რომელიც ჩვენი მიმართულებით მოდიოდა.
- მოკვდი! - მიკიოდა ჩემი და, მე კი ვცდილობდი მიმენიშნებინა, რომ საფრთხეში იყო.
- როგორც იქნა გიპოვე! - რუსულად თქვა მამაკაცმა და ბეისბოლის ბიტა ჩემს დას მოუქნია. იქვე მოწყვეტით დაეცა და ხელები შემიშვა. ხროტინი ხველამ ჩაანაცვლა და ვცდილობდი დისტანცია დამეჭირა ამ მასთან.
- მოიცა, ნუთუ, შემეშალა? - მე შემომხედა და ბიტა ხელში შეათამაშა. - ბეა შენ ხარ? - მკითხა. როცა პასუხი არ დავუბრუნე სახით მიწისკენ შებრუნებულ ჩემს დას თმაში დასწვდა და თავი ააწევინა. - არა, ესაა ბეა ნამდვილად. შენ ვინ ხარ?
- მე… - ჯერ კიდევ ვახველებდი. - თავი დაანებე… - ჰაერს ხარბად ვყლაპავდი. - გაუშვი…
- აზრი არ აქვს, ორს თუ მივუყვან, პრემიას გამომიწერს. - ჩაიცინა და ჩემკენ წამოვიდა.
რამდენად სწრაფადაც შემეძლო მისი საპირისპირო მიმართულებით გავიქეცი. ვერ ვყვიროდი, დახმარებას ვერავის ვთხოვდი. მბგერი იოგები დამორჩილებაზე უარს ამბობდნენ. ცხვირიდან და ტუჩიდან ჯერ კიდევ სისხლი მდიოდა, მუხლები მეკვეთებოდა და თავ-ბედს ვიწყევლიდი, რომ არ ვჭამდი და ამდენად დავაუძლურე ჩემი სხეული.
ნელი ნაბიჯით მომყვებოდა, თითქოს, მხეცი იყო, რომელმაც ერთი მსხვერპლი უკვე მოკლა და მეორეზე გასართობად ნადირობდა იმ ფიქრით, რომ მაინც ვერსად გამექცევაო.
ჩემი ტელეფონი აწკრიალდა და სწრაფად დავწვდი. ანა იყო…
- ანა…
- რა ხმა გაქვს, რა ხდება?
- მიშ…
- სად ხარ?
- ნიკას კორპ…
- გხედავ! - თქვა და კორპუსის მეორე ბოლოდან გამომავალი ავტომობილი დავინახე. ხელი ავწიე თუ არა, თავში ყრუ ტკივილი ვიგრძენი და ბუნდოვნად გავიგონე ანას ყვირილი, რომელიც ჩემს სახელს იძახდა.

თვალი გავახილე თუ არა უკუნით სიბნელეს შევეჩეხე. უმთვარო ღამეც კი ბევრად ნათელი იქნებოდა იმ ადგილთან შედარებით, სადაც მე ვიყავი. ბუნებრივი რეაქცია ამ დროს იქნებოდა შიშის ლაშქრის შეტევა, მაგრამ უჩვეულო სიმშვიდეს ვგრძნობდი. თითქოს, იმ ადგილას მოვხვდი, სადაც ვბუდობდი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ არ ვუტყდებოდი საკუთარ თავს.
რის ვაი-ვაგლახით წამოვჯექი. ხელი თავისკენ წავიღე, მაგრამ ვერ დავძარი, რაღაც მიშლიდა. თავის ტკივილმა, რომელიც ჩაქუჩის რიტმულ ჩარტყმებს ჰგავდა, გამომაფხიზლა. ნელ-ნელა ვეჩვეოდი სიბნელეს და გარემოს შესწავლა დავიწყე.
ძალიან პატარა ოთახი იყო. როგორც მივხვდი, ხელებით გამათბობელზე მიმაბეს, ამიტომ ვერ მივწვდი თავს. თავის ქალა სველი მქონდა. ალბათ, დარტყმისგან სისხლი წამომივიდა. ტუჩებსა და ცხვირის ქვეშ ასევე შემხმარი სისხლის სუნს ვგრძნობდი.
- ესღა მაკლდა. - ამოვიოხრე და სიტყვები მოვაყოლე.
- შენ ცოცხალი ხარ? - “ჩემი” ხმა გაისმა ოთახში.
- ვა, შენც, ბეაჩკა? - გამეცინა და თავი გამათბობელს მივადე.
- საიდან იცი რა მქვია? - შეცბა.
- იმ *ლემ მითხრა.
- დაივიწყე.
- ჰა?
- დაივიწყე რა მქვია, მაინც აქ მოკვდები.
- ძალიანაც არ მაინტერესებდა, სანამ შენ არ გამოჩნდი და არ დაიწყე ჩემი ცხოვრების ნგრევა. - ტუჩები გავაწკლაპუნე და ავწრიალდი. ვცდილობდი როგორმე ხელები დამეხსნა, მაგრამ არ გამომდიოდა. მხოლოდ ენერგიას ვკარგავდი, რომელიც უჭმელობის გადამკიდე, ისედაც მიზერული რაოდენობით მქონდა.
- მართალს ამბობენ, ყველას თავისი სიმართლე აქვსო. - ჩაიფრუტუნა. - მაგრამ ჭეშმარიტება მაინც ერთია!
- ჭეშმარიტება და სხვა ზღაპრები ბაღის ბავშვებს მოუყევი. სამყაროში, სადაც ადამიანების მოგონილი ცნებებით ვცხოვრობთ, ჭეშმარიტება არ იარსებებს. - ვაგრძელებდი მცდელობას, მაგრამ ფრჩხილსაც ვერაფერს გამოვდებდი, არ მქონდა.
- შენ აღიარება არ გინდა, უბრალოდ. - ნიშნისმოგების ისარი მესროლა, თუმცაღა ამაცილა.
- შენ ის მითხარი, ამ ს*რებს შენი დაჭერა რატომ უნდათ? - თემა გადავიტანე.
- არაა ეგ შენი საქმე.
- ვიცი, რომ ჩემი საქმე არაა, მაგრამ კი გამრიე და კეთილი ინებე, ამოღერღე. - გაღიზიანება შემეტყო ხმაში.
- მაინც მოვკვდებით და რად გინდა?
- სიკვდილის წინ ერთი სურვილი ყველას აქვს. - თვალები მივლულე და გამეღიმა. მისი ხმა ისე მესმოდა, დიდი ალბათობით, პირისპირ ვისხედით.
- მე არ ვარ კეთილი ფერია.
- ჰო, შენ დედას არ ჰგავხარ.
- დედაჩემი კეთილი ფერია ნამდვილად არაა. - ტუჩები გააწკლაპუნა უკმაყოფილომ.
- საიდან იცი?
- როგორ თუ საიდან ვიცი?
- დედაშენს არ იცნობ და საიდან იცი?
- მე… - დაიბნა. - მე…
- რა მე-მე, მართლა თხა ყოფილხარ. - თვალები ავატრიალე და ნიკას სიტყვები გამახსენდა.
- მომიყევი… - სევდის ნისლში გაეხვა ბეა.
- რა?
- როგორია დედაჩემი? - ხმა დაუწვრილდა და პატარა, დატუქსულ ბავშვს ჰგავდა.
- ჯერ მე დავსვი კითხვა, ამიტომ სანამ არ მიპასუხებ, არც მე გეტყვი. - გავიკრიჭე ისე, თითქოს შეეძლო ჩემი დანახვა.
- ფული.
- ჰა?
- ფული უნდათ ჩემგან.
- რა იყო, კანადიდან აქ მოგაგნეს მიკროსაფინანსოებმა? - სიცილი წამსკდა.
- მოვიპარე. - მასაც გაეცინა.
- ვის მოპარე ამისთანას?
- ერთ გავლენიან ტიპს. - ლამის, დავინახე როგორ შეიშმუშნა.
- რა იყო, საყვარელი გაქურდე, დაია? - ჩავიხითხითე.
- ახლა ჩემი ჯერია!
- კაი, ხო. დედა… დედას ელზა ჰქვია. ულამაზესი ზღვისფერი თვალები აქვს, პატარა კოხტა ცხვირი, ულამაზესი გრძელი თითები... მე და შენ მამად წოდებულის გენები გვერგო.
- მამად წოდებულის? - ეჭვნარევი ხმით მკითხა.
- ჰო. ელზა არის უსპეტაკესი, უნაზესი არსება, რომელსაც სული სალი კლდესავით მყარი აქვს. რამდენიც არ უნდა დააშავო, სულ გაპატიებს. სულ შენთვის კარგი უნდა, მაგრამ თავისი მეთოდებით. - მეღიმებოდა მასზე საუბრისას. - პატარა რომ ვიყავი, ცეცხლის ფეჩზე თითები დავიწვი, ელზამ ჯერ ქოქოლა დამაყარა, მაზი წამისვა და მერე ატირდა - ვაი, ეს რა დაემართა ჩემს შვილს, ალბათ, როგორ სტკივაო. ასეა ქუჩის კატებთანაც. შანსი არაა, როცა სამსახურში მიდის საჭმელი არ დაუყაროს და თან ეჩხუბება ხოლმე, რა არის ამდენს რომ მრავლდებით, თავის დაცვა არ იცითო?
- თუ ასეთი კარგია, მაშინ რატომ დატოვა თავისი შვილი? - ცინიზმის ცელი მოიქნია, მაგრამ ჩემმა ბრაზის მუზარადმა მედგრად გაუძლო.
- არ იცის! ახლაც კი არ იცის შენი არსებობის შესახებ! ისიც არ იცოდა, რომ ორზე იყო ორსულად! მამაშენს უთხრეს, რომ მოკვდი და იქვე დაგასაფლავეს!
- არ მჯერა! - აკივლდა.
- არ გჯერა და ნუ გჯერა, ასეთი შვილის ყოლას, ალბათ, ჯობია საერთოდ არ ყავდეს მესამე! ელზა ამას ვერ გაუძლებს, მე კი მიყვარს დედაჩემი. შენ, ალბათ, შენი გეზიზღება, რადგან ასეთი ხარ! - ავყვირდი.
- ხო! მეზიზღება! მძაგს! მძულს! მთელი ცხოვრებაა ის მესმის, რომ საუკეთესო უნდა ვიყო, რომ იდეალური უნდა ვიყო. სამი წუთით დააგვიანებ და ქამრით გცემენ, უმაღლეს ქულას არ მიიღებ და წიწიბურაზე დგახარ მუხლებით სამი საათი, არც მეგობრები, არც ახლო ადამიანები, არც არავინ! გესმის? იმდენი რამ გადავიტანე, რომ შენ არც დაგსიზმრებია და ყველაფერი შენი ბრალია, შენ რომ წაეყვანეთ! შენ რომ ყოფილიყავი ჩემ ადგილას! შენ წამართვი მე უფლება ვყოფილიყავი ელზასთან, მეყურებინა მის ზღვისფერ თვალებში და დამეწვა ხელი ცეცხლის ფეჩზე! შენ ხარ ამ ყველაფრის მიზეზი, შენ რომ არა, მე ახლა ჩემს ოჯახთან ბედნიერი ვიქნებოდი! შენ უნდა მოკვდე! მოკვდე! მოკვდე! - ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. სიბნელეშიც კი გავარჩიე მათი გულწრფელი ბრწყინვალება. ხმა არ ემორჩილებოდა და ხაოდა. მე კი ვერაფერს ვგრძნობდი. სიცარიელემ შეავსო ყველა ჩემი ატომი.
- მართლა გგონია, რომ ბედნიერი იქნებოდი? - ზანტად დავუსვი კითხვა და ვცადე ცივი, ბეტონის იატაკზე მოხერხებულად მოკალათებულიყავი.
- დარწმუნებული ვარ! ამ ცხოვრებას მაინც არ ვიცხოვრებდი! - შემომიღრინა.
- ოჰ, როგორ ცდები. - დანანებით გავაქნიე თავი.
- არაა საჭირო ეს სპექტაკლი! ცხოვრების ქურდი ხარ შენ! უსაზიზღრესი არსება, რომელიც არაა ღირსი იყოს ელზას გვერდით!
- შენ თუ გგონია, რომ ბედნიერი იქნებოდი, მაშ, მომისმინე. - ვთქვი და მოყოლა დავიწყე.
მოვუყევი, რომ ექვს წლამდე ბედნიერი ბავშვობა მქონდა, თუმცა ეს ბედნიერება გამოწვეული იყო სიბრმავით, რომელიც ახასიათებთ პატარა ბავშვებს და სიფრთხილით, რომელიც აქვთ ხოლმე მშობლებს. ვერ ვხედავდი იმ პრობლემებს, რაც რეალურად იყო ჩვენს ცხოვრებაში და პირველი თვალის ახელა ჩემთვის შოკი იყო. ექვსი წლის ასაკში პირველად მოვკარი თვალი, რომ მამამ დედას სილა გააწნა და დაუფიქრებლად ჩავდექი მათ შორის, დედის დასაცავად. ადამიანებს ინსტინქტები არ აქვთო ამბობენ, მაგრამ არ ვიცი - რა ძალამ მაიძულა პატარა ღლაპი ორ მოზვინულ უფროსს შორის ჩავმდგარიყავი.
ზრდიან ბავშვებს, ჯერ აჩვენებენ და აჩვევენ იდეალური ნახატის ყურებას, შემდეგ კი უმოწყალოდ ასხამენ საზიზღარ, აყროლებულ საღებავს ამ სრულყოფილ სურათს და უნგრევენ შვილებს იდეალურ ილუზიას, რასაც თან მათი ფსიქიკის მსხვრევა მოჰყვება…
იმ დღეს ჩხუბი არ გაუგრძელებიათ.
შემდეგ იყო სმა-ჭამა-წივილ-კივილი და ცემა-ტყეპა. ერთი ჰემატომა ვერ ასწრებდა ფრონტის დატოვებას ელზას სხეულზე, რომ მეორე ჩნდებოდა და ამას ყოველთვის ჰქონდა “მიზეზი”.
დაქალებთან ყავის სმა, ბავშვთან ზედმეტად დიდხანს სეირნობა, ბავშვის გაციება, უგემური ხარჩო, ფულის ხარჯვა, არსაიდან მოტანილი ფლირტი, ძმაკაცებში “მაპაზორებ” და სხვა მსგავსი…
არასოდეს ელეოდა კახას მიზეზი, რომ დაელია და დედაჩემი ეცემა. ყოველთვის მთვრალ მდგომარეობაში კარგავდა საკუთარ თავს, ან პოულობდა… ვინ იცის?
ასეთაც იგი თავისმა მშობელმა შექმნა, ის კი თავისმა, თუმცა ყველაფრის თავი და თავი საზოგადოების აზრია, რომელზე დამოკიდებულებაც ნარკ’ოტიკისაზე უარესია, რადგან საზოგადოების აზრი უფასოა. ისინი ანთხევენ ისე, რომ არ კითხულობენ საჭიროა თუ არა.
მეზობელი ნანიკო შევიდა და გააკრიტიკა “რა ცუდად გარეცხე, ნონა, ტრუსიკი! სირცხვილია, ჩამოხსენი!” და ნონა რას აკეთებს? უკმაყოფილოდ ხსნის საცვალს, ხელახლა რეცხავს და ნანიკოს წყევლა-კრულვაშია, აქაოდა რა მისი საქმეაო, მაგრამ განა, ნონა არ იყო - სამი დღის წინ რომ ნანიკოს უშვილობაზე ჭორაობდა მეზობლებში?
“მე იდეალური ვარ, სხვა უვარგისი!” - ესაა ამჟამინდელი საზოგადოების დევიზი.
მოვუყევი ჩემს დას თორნიკეს შესახებ, იმ საბედისწერო საღამოს შესახებ, როცა კახამ შეწყვიტა დედას ცემა, მაქსიმესთან ურთიერთობაზეც არ დამვიწყებია თქმა და შეუიარაღებელი თვალითაც ვხედავდი ამ კუნაპეტ სიშავეში, რომ გაოგნების, სევდისა და ბრაზის ძაფებით შეკერილი კაბა ჩაიცვა მისმა სულმა.
- შენ ტყუი… - ჩურჩულებდა იგი.
- ჰო, სხვანაირ პასუხს არც ველოდი. - მხრები ავიჩეჩე და ამოვიოხრე.
- მე… - სლუკუნებდა. - მე…
- არა, რა. ნიკა მართალი იყო, თხა რომ დაგიძახა.
- თოთხმეტ წლამდე ვცხოვრობდი იმ ფიქრით, რომ დედაჩემი დედაჩემია და მამაჩემი მამაჩემი. მერე საბუთები ვიპოვე, ჩანაწერები და დღიური, სადაც დედაჩემს თავისი ხელით ჰქონდა ჩაწერილი ყველაფერი, ჩემი შვილად აყვანის შესახებ. - ამოხეთქა და სვენებ-სვენებით დაიწყო გახსენება. მის ხმაში დაძაბულობას ვგრძნობდი და ცხვირის ნესტოებს მოელამუნა მწკლარტე არომატი, რომელიც ტკივილს მოგაგონებდათ სასოწარკვეთილებასთან შებჟნილს. - თოთხმეტ წლამდე ვიყავი საუკეთესო მოსწავლე, საუკეთესო შვილი, ნათესავი… თუ არ ვიქნებოდი, კარადის ზედა უჯრაში მამას ყოველთვის ჰქონდა გამზადებული ქამარი სპეციალურად ჩემთვის. წარმოგიდგენია? ქამარი სპეციალურად შვილის საცემრად. სამნი ვცხოვრობდით და არც ერთი ვატარებდით ქამარს, ის მხოლოდ ერთ ფუნქციას ასრულებდა - დამსჯელს. - ცრემლებს მის სახეზე მდინარე გაეჭრათ და კალაპოტიდან გამოდიოდნენ კიდეც. სიმწრით ეცინებოდა კიდეც მოყოლისას. - მეც ასე მეგონა წესი. თან ვიცოდი, რომ ცხრა წელი მელოდებოდნენ და იმედს ვერ გავუცრუებ-მეთქი ვფიქრობდი. ეჰ, როგორ ვცდებოდი. ძალიან შემთხვევით ვიპოვე საბუთები და ჩანაწერები. ვალაგებდი, როგორც ყოველთვის და ღმერთი გამიწყრა, დედას კარადის თავზე მტვრის გადაწმენდა მომინდა. აქამდე ამას არასოდეს ვაკეთებდი, მაგრამ იმ დღეს თავის გამოდება მომინდა, რომ შევექე, რომ ეთქვათ რა კარგი გოგო ვიყავი და ტკბილეული, რომელიც კვირაში ერთხელ შემეძლო მეჭამა, თამამად მომეთხოვა. - ამოუხსნელი შფოთვა შემიძვრა კანქვეშ, მეტისმეტად ნათლად ვგრძნობდი მის სიტყვებს,. რომელნიც ხატავდნენ ამ ამაზრზენ სურათს. მე კი ამ სურათზე ვმოგზაურობდი ჩემს დასთან ერთად. - ცნობისმოყვარეობამ მძლია და შემთხვევით აღმოჩენილ საბუთებში ჩავიხედე. იმწამსვე მივხვდი სიტუაციას. სულელი ბავშვი არ ვყოფილვარ, იმდენი კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა მიწევდა, რომ სხვა არაფრისთვის მქონდა დრო. არც მეგობრები მყავდა, არც კლასელებს ვიცნობდი წესიერად, არც, არც და არც… როგორც კი ჩემი ტვინის ნაოჭებს მისწვდა ინფორმაცია, რომ ნაშვილები ვარ, რომ ეს ადამიანები ჩემი ღვიძლი მშობლები არ არიან, შემძულდნენ ისინი. მცემდნენ, მსჯიდნენ, სუნთქვასაც კი მიკონტროლებდნენ - აქაოდა, ზედმეტი ჟანგბადი არ ჩაისუნთქოო. მივხვდი, რომ ცხოვრებას მიმწარებდნენ ის ადამიანები, ვინც ჩემი სისხლი და ხორციც კი არ ყოფილა. განა, არც სისხლს და ხორცს ეპატიება, მაგრამ… იმ დღესვე წამოვედი სახლიდან. ერთი-ორი მომხვდა, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა, ხვეწნაზე გადმოვიდნენ. დედაჩემი ფეხებში ჩამივარდა, მამაჩემი მუხლებზე დადგა. არც ამან გაჭრა. მერე სცადეს ძალით დავეჭირე, დაბმას ცდილობდნენ, მაგრამ არ დავანებე. ცოფიანი ძაღლივით ვიკბინებოდი და როგორც იქნა წამოვედი. რამდენიმე დღე ისე გავიდა, სად ვათენებდი, რას ვჭამდი და პოლიციას როგორ ვემალებოდი არ მახსოვს. - ხმა ცოტათი დაუშვიდდა. - იმ დღეს, ტალახში ამოგვანგლული, მშიერ-მწყურვალი და დაღლილი ფასთ-ფუდთან მივედი იმ იმედით, რომ ერთ ჰოთ-დოგს მაინც გადმომიგდებდნენ. მაგრამ კინწისკვრით გამომაგდეს. ამ სცენას ერთი კაცი შეესწრო. მოკლედ რომ ვთქვა, თავისი ჰოთ-დოგი მომცა, მაჭამა და შემპირდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. გული გადავუშალე და შემომთავაზა რუსეთში წასვლა მასთან ერთად. ჭკვიანი ბავშვი ვიყავი, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი - რაში ვყოფდი თავს. არ ვიცი როგორ, მაგრამ საზღვრის გადაკვეთისას არასრულწლოვნის გადაყვანაზე პრობლემა არ შეგვქმნია და რუსეთში ამოვყავი თავი. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე… მერე პაშამ ჩემით მანიპულირება დაიწყო, რომ უფასოდ არაფერი ხდება ამქვეყნად, რომ უნდა გადამეხადა და თუ არ გადავიხდიდი, უკან დამაბრუნებდა. ასე მოვხვდი პროსტი’ტუციის ბიზნესში, რომელსაც პაშა ხელმძღვანელობდა.
- ნაბი’ჭვარი! - ყბები ამიმჟავდა ამის მოსმენისას და კბილები ამიკაწკაწდა.
- ძირითადი ნაბი’ჭვრობა იმაში მდგომარეობდა, რომ სისტემატიურად ძალადობდა ჩემზე და კლიენტებისგან აღებული შემოსავლიდან მხოლოდ გროშებს მაძლევდა. ამას იმით აპრავებდა, რომ გადასახდელი კიდევ ბევრი იყო. - ამოიოხრა. - ვეღარ გავუძელი. ვიცოდი სად ინახავდა ფულს, ვიცოდი სეიფის პაროლი, რომელიც მთვრალმა თქვა ნახევრადხუმრობით. კაცი ამხელა ბიზნესს ფლობდა და ეს შეცდომა გაეპარა, წარმოგიდგენია? მოვიპარე და გამოვიქეცი. მაშინ, როცა შენ, ლამის, სიკვდილამდე ცემე მაქსიმე, მე პირველად ჩამოვედი თბილისში.
- ასე ზუსტად როგორ გახსოვს დრო? - ეჭვის თვალით შევხედე სიბნელეს, სადაც წესით ჩემი და უნდა მჯდარიყო.
- ფულიანი ტიპი კი ვიყავი, მაგრამ მართლა გგონია, რომ ოცი წლის გოგო, რომელმაც ქართული არ იცის, ბორდელის და გრეჩიხაზე დგომის გარდა ცხოვრებაში არაფერი უნახავს, თვითონ გიპოვიდა? - გაეცინა.
- იმის თქმა გინდა, რომ ვიღაც დაგეხმარა? - წარბი შევკარი.
- თბილისის ქუჩებში დავბოდიალებდი და ერთ ბარში შევედი. იქ კი ერთი ტიპი ამიშარდა, იმიტომ რომ შენი ასლი ვარ. როგორ გაბედე და მცემეო.
- მაქსიმე? - სიცილი ამიტყდა.
- ჰო, როგორც აღმოჩნდა, შენი ყოფილი იყო. ხოდა, მთვრალს დავცინცლე ინფორმაცია. მერე მოპარული ფულით, დეტექტივი დავიქირავე და შენი ყველა ფეხის ნაბიჯი ვიცოდი. რა უინტერესო ცხოვრება გაქვს ისე, სახლიდან თითქმის არ გადიოდი. - უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა პირი.
- ინტროვერტი ვარ, არ მომწონს ხალხის გარემოცვაში ყოფნა. - მხრები ავიჩეჩე.
- მე რომ შენს ადგილას ვყოფილიყავი, სახლში მხოლოდ დასაძინებლად მოვიდოდი. - ამოიხვნეშა.
- ტყუილია ე.ი. რომ ტყუპებს მსგავსი ხასიათი აქვთ. - არსაიდან მოსულმა სინდისის ქენჯნამ შემიპყრო. დავფიქრდი… მე რომ აღმოვჩენილიყავი მის ადგილას, მე რომ მეცხოვრა იმ ცხოვრებით, რა ცხოვრებითაც ის ცხოვრობდა, ისევე გავბოროტდებოდი და შურისძიების სურვილი შემიპყრობდა, როგორც მას? თუმცა ამაზე ფიქრს აზრი არ ჰქონდა… ვერასოდეს შევამოწმებდი ჩემს ვარაუდს.
- როცა მაქსიმე მომიყვა, როგორ სცემე, შენი შემეშინდა და ვარჯიში დავიწყე. - გულუბრყვილოდ მითხრა.
- შეგეშინდა, რომ გაგლახავდი? - გამეღიმა.
- რა ვიცი, შეყვარებული, თან კაცის გალახვა თუ შეძელი, მე ერთ ლუკმად არ გეყოფოდი. ნუ, ასე მეგონა.
- ჰოდა, შეგრჩა ძვალი და ტყავი ხელში.
- ჰო…
- აბა, დავატოლეთ ჭუჭუები, ვინ უფრო მეტად იტანჯებოდა? - წინ წამოვიწიე და ნორმალურად დაჯდომა ვცადე.
- ვის აქვს უფრო დიდი? - ხმაზე ეტყობოდა ღიმილი.
- ხო გაგიგია, ზომას მნიშვნელობა არ აქვს, როგორ იყენებ ეგაა მთავარიო. - სინქრონში ავხარხარდით. - აქედან როგორმე უნდა დავტყდეთ.
- პაშა ჭკვიანია, გათვლილი ექნება ყველაფერი. - დანანება და ბრაზი იგრძნობოდა მის ხმაში.
- მერე, რა. ასე მარტივად ნებდები? ჩემი და ხარ თუ აპენდიქსი?!
- იმის მერე, რაც გავაკეთე, კიდევ გიტრიალდება ენა და დამიძახო? - სახტად დარჩა.
- რა გააკეთე? შეყვარებულის რეალური სახე მაჩვენე და ზედმეტი კილოგრამები დამაკლებინე?
- ნიკე…
- არ უნდა მაგას ნიკე, აწიე და ვქნათ რამე.


პ.ს. მოკლედ, ზომაზე დიდი თავი გამომივიდა, ამიტომ არ ვიცი მომდევნო როდის იქნება. დავიქანცე წერისას. :დ გამიზიარეთ შთაბეჭდილებები, გაიხსნა კარტები თან ^-^



№1 სტუმარი Ana-maria

საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. ვფიქრობდი ნიკეს გაორება აქვსთქო,მაგრამ მართლა ყოლია ტყუპისცალი. იმედია თავს დაიხსნიან გოგოები და ნიკასაც არაფერი ჭირს. წარმატებები და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი ეთო

ძალიან კარგად წერთ და ისტორიაც საინტერესო და კარგი წასაკითხია. დაიძაბა ვითარება,
იმედია, გოგოები გამოსავალს იპოვიან.წარმატებები ❤️

 


№3  offline მოდერი Catherine Di Perso

Ana-maria
საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. ვფიქრობდი ნიკეს გაორება აქვსთქო,მაგრამ მართლა ყოლია ტყუპისცალი. იმედია თავს დაიხსნიან გოგოები და ნიკასაც არაფერი ჭირს. წარმატებები და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ❤️❤️❤️

ტვინში აქვს ამ გოგოს გაორება :დდდ ხასიათის ამგვარი ცვლილება, რაც ნიკემ მაჩვენა ბოლო თავებია... არ ვიცი, არ ვიცი.
მადლობა შეფასებისთვის ❤️

ეთო
ძალიან კარგად წერთ და ისტორიაც საინტერესო და კარგი წასაკითხია. დაიძაბა ვითარება,
იმედია, გოგოები გამოსავალს იპოვიან.წარმატებები ❤️

ცხრა მთას იქით იპოვეს ერთმანეთი და გამოსავალსაც ნახავენ :დ
მადლობა ❤️

 


№4 სტუმარი suga and me

#დავბრუნდი #მომენატრე
ეს ბოლო კვირები ასკეტურ ცხოვრებას ვეწეოდი ჰიმალაის მთებში, მართლა საოცარი ადგილია უნდა ნახო. გარე სამყაროსგან მოწყვეტილი მხოლოდ სიმშვიდესა და ნიკაზე ვფიქრობდი.
რამოდენიმე თავი ერთად წავიკითხე და სრული შოკი მაქვს, მაგრამ ამ უკანასკნელს განვიხილავ.
ლამის გული მე გადამიტრიალდა ნიკას ბინამდე რომ მივიდა. იქ განვითარებული მოვლენების გამო ნიკაში ეჭვიც კი შევიტანე, ისე მალე ამიცრუვდა ნიკაზე გული მივხვდი ჩემი მისდამი სიყვარული არიყო ნამდვილი, ვისაც ნამდვილად უყვართ ეჭვი არ ეპარებათ #დრამაქვინიმე
"ეს არის ჩემი ნინძის გზა"-ამან ნარუტო გამახსენე #არასოდესდანებდე მიყვარს ნარუტო ვგიჟდები მე მგონი საერთოდ ყველა ანიმე მიყვარს და იაპონიაც მიყვარს მომავალ წელს მანდ წავალ ყველაფერს მოვივლი.
საინტერესოა ნიკა რატომ ეხმარებოდა ბეას მაგრამ გავიგებ. უზრდელი ტუტუცი ბავშვი. თურმე დაუკოცნიდა ტუჩებს გაუყვებოდა ყვრიმალებს ჩააღწევდა მკერდამდე... მეც შევყევი ხოიცი #ავხუნტრუცდი
მიხარია რომ ყინული დაიძრა დებს შორის, იმედია ყველაფერს გაარკვევენ, მიყვარს ქალებისს ჩხუბის ყურება, ისე კარგად გქონდა მათი ჩხუბი აღწერილი წარმოვიდგინე და გული დამწყდა პოპკორნი რომ არ მქონდა თან
#ისტერიჩკამზე ფინია ძაღლად იქცა ნწ ნწ მოფუფლოვებული კაცი ეგ. დამაყარა უცებ მაგის გახსენებაზე
ეს რუსი ოკუპანტი ვინ გამოჩნდა კიდევ მოკლედ, ახალი თავი მინდა სასწრაფოდ, ერთი მაიკლ სკოფილდის გაქცევას ველოდებოდი ასე ძალიან და ახლა ამ დების #გაქცევა
რაღაც სასწაული იქნება. უენტორთ მილერი ეჰ მთელი ბავშვობა მაგას ვქრაშავდი, მერე გავიგე რომ გეი იყო.
ველი ახალ თავს. დღეს ძალიან დაღლილი ვარ ახლად ჩამოსული უნდა ამოვბარგდე. ჰეშთეგებით შემდეგ თავში გაგანებივრებ რომელიც იმედი მაქვს მალე იქნება...
"ჩემი და ხარ თუ აპენდიქსი?"-#ქულიიყო რომ არ დამეწერა არ შემეძლო

 


№5  offline მოდერი Catherine Di Perso

suga and me
#დავბრუნდი #მომენატრე
ეს ბოლო კვირები ასკეტურ ცხოვრებას ვეწეოდი ჰიმალაის მთებში, მართლა საოცარი ადგილია უნდა ნახო. გარე სამყაროსგან მოწყვეტილი მხოლოდ სიმშვიდესა და ნიკაზე ვფიქრობდი.
რამოდენიმე თავი ერთად წავიკითხე და სრული შოკი მაქვს, მაგრამ ამ უკანასკნელს განვიხილავ.
ლამის გული მე გადამიტრიალდა ნიკას ბინამდე რომ მივიდა. იქ განვითარებული მოვლენების გამო ნიკაში ეჭვიც კი შევიტანე, ისე მალე ამიცრუვდა ნიკაზე გული მივხვდი ჩემი მისდამი სიყვარული არიყო ნამდვილი, ვისაც ნამდვილად უყვართ ეჭვი არ ეპარებათ #დრამაქვინიმე
"ეს არის ჩემი ნინძის გზა"-ამან ნარუტო გამახსენე #არასოდესდანებდე მიყვარს ნარუტო ვგიჟდები მე მგონი საერთოდ ყველა ანიმე მიყვარს და იაპონიაც მიყვარს მომავალ წელს მანდ წავალ ყველაფერს მოვივლი.
საინტერესოა ნიკა რატომ ეხმარებოდა ბეას მაგრამ გავიგებ. უზრდელი ტუტუცი ბავშვი. თურმე დაუკოცნიდა ტუჩებს გაუყვებოდა ყვრიმალებს ჩააღწევდა მკერდამდე... მეც შევყევი ხოიცი #ავხუნტრუცდი
მიხარია რომ ყინული დაიძრა დებს შორის, იმედია ყველაფერს გაარკვევენ, მიყვარს ქალებისს ჩხუბის ყურება, ისე კარგად გქონდა მათი ჩხუბი აღწერილი წარმოვიდგინე და გული დამწყდა პოპკორნი რომ არ მქონდა თან
#ისტერიჩკამზე ფინია ძაღლად იქცა ნწ ნწ მოფუფლოვებული კაცი ეგ. დამაყარა უცებ მაგის გახსენებაზე
ეს რუსი ოკუპანტი ვინ გამოჩნდა კიდევ მოკლედ, ახალი თავი მინდა სასწრაფოდ, ერთი მაიკლ სკოფილდის გაქცევას ველოდებოდი ასე ძალიან და ახლა ამ დების #გაქცევა
რაღაც სასწაული იქნება. უენტორთ მილერი ეჰ მთელი ბავშვობა მაგას ვქრაშავდი, მერე გავიგე რომ გეი იყო.
ველი ახალ თავს. დღეს ძალიან დაღლილი ვარ ახლად ჩამოსული უნდა ამოვბარგდე. ჰეშთეგებით შემდეგ თავში გაგანებივრებ რომელიც იმედი მაქვს მალე იქნება...
"ჩემი და ხარ თუ აპენდიქსი?"-#ქულიიყო რომ არ დამეწერა არ შემეძლო

#მეცმომენატრე
ჰიმალაის მთებში ნიკაზე ფიქრი თუ გაგყვა, ყოჩაღ მე ამ პერსონაჟისთვის :დდ
კიბატონო, ნარუტოზე იყო მინიშნება მანდ და მეც მიყვარს ანიმე მთელი სულით და გულით.
ამათმა ჩხუბმა შემიწირა მე, წერისას ხან მეცინებოდა, ხან მეტირებოდა.
უენთვორტი ყველა ქალის ტკივილია. (ისე დაგვწყდა გული, გეგონება, ყველა ცოლად მოჰყავდა:დ)
მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent