შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოგჯერ წინ გვყავს ის ვისაც მთელი ცხოვრებაა ველით (10)


8-06-2024, 22:29
ავტორი La dolce vita
ნანახია 1 485

10 თავი



ამ ყველაფრის შემდეგ ვაცნობიერებ, რომ ჭაობში ვიფლობოდი თავიდან ფეხებამდე აუტანელი გახდა ყველაფერი ირგვლივ ჩემ თავს ვეღარ ვცნობდი თითქოს ჩემში მონსტრი ჩასახლებულიყო და უწინდელი დანიელისგან აღარაფერი დარჩენილიყო. ყვირილი მინდოდა, მაგრამ ვერ ვყვიროდი ჩემი შინაგანი მე ცდილობდა ამოეღრიალა და მთელი ნეგატივი გადმოემთხვია გარეთ. ვიდექი და ადგილს ვერ ვპოულობდი ვბორგავდი და ბოლთას ვცემდი მთელი სხეული მიცახცახებდა ნერვებისგან ასეთი უძლური არასდროს ვყოფილვარ. ვეღარ ვჩერდები და ვეცლები აქაურობას უკან ლაშა ამედევნა ჩემს შეჩერებას შეეცადა,თუმცა ყურადღება აღარ მიმიქცევია მისთვის საშინელი სისწრაფით ვწყდები ადგილიდან. მივდივარ შორს რაც შეიძლება შორს მინდა გავექცე ამ ყველაფერს გვირაბში შევედივარ და გადატენილ სივრცეში საშინლად ვიწყებ მანქნის ტარებას. ყოველ მეორეს გვერდს ვუვლიდი და მით უფრო ვაწვებოდი გაზის პედალს და სიჩქარეს ვუმატენდი. როგორ სასაცილოდ ჟღერს არა? გავრბოდი და გავურბოდი პრობლემებს ჩემს ცხოვრებას, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ თავის მოტყუებაა, სხვა თუ არაფერი ჩვენ ადამიანებს გვგონია, რომ გაქცევით თავს ვუშველით ჩვენ და სამწუხაროდ ეს ასე არ არის ეს ილუზიაა.
– უკვე სულ ერთი იყო ჩემთვის ყველაფერი მზად ვიყავი აქვე დამესრულებინა ყველაფერი. არანორმალური სიჩქარით დამყავდა მანქანა, რისგამოც საჭე კონტროლს კარგავს შემდეგ მანქნა მოცურდა და ბოძს შეასკდა შეჯახების შედეგად მატორი დაზიანდა, ფარებმა ციმციმი დაჯწყეს და სიგნალიზაცია ჩაირთო მოტორიდან კი ბოლო ამოდიოდა. კარები გავაღე და ძლივს გადმოვბობღვდი იქიდან. შემდეგ კი არა ამ ქვეყნიურად ამოვიღრიალე და მუხლებზე დავეცი. რატომ დამატყდა ყველაფერი თავს ცეცხლოს ალი მეკიდა შიგნიდან და მწავავდა, ვეღარ ვხვდებოდი რა იყო სწორი და რა არა გზას ავცდი დავიკარგე დედას სიკვდილის შემდეგ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად ქცეულიყო ერთ მხარეს დედას სიკვდილი დგას მეორე მხარეს დეაა. რატომ მაინც და მაინც ახლა, რატომ უნდა დამმართნოდა მე ეს. ჯერ არ ვიცი მის მიმართ რას ვგრძნობ, მაგრამ მისდამი გულგრილი არ ვიავი ახლა კი ყველაფერს ხაზი გადაესვა და მის სიახლოვეს ვეღარ ვიქნები. გამწარებულმაამქანას მუშტები დავუშინე ვიღრიალე ბოლო ხმაზე. არ ვიცი,როგორ მაგრამ როგორღაც მოვახერხე უკან დაბრუნება.
– ღმერთო, დანიელ სად იყავი? - წამოიძახა ლაშამ.
– ნუ ღელავ უკვე აქ ვარ.- ურეაქციოდ მივუგე.
– რა გჭირს? რა სახე გაქვს ან შუბლზე რა დაგემართა ავარიაში მოყევი?
– კი.-მოკლედ ვპასუხობ.



*****


დედას დაკრძალვის,შემდეგ თბილისში აღარ გავჩერებულვარ და დაკრძალვიდან პირფაპირ ქალაქიდან შორს წავედი იქ სადაც ვერავინ მომაგნებდა. ტელეფონიც გამოვრთე. ლაშამ თავის აგარაკის გასაღები მომცა მისი სახლი შუა გულ ტყეში იყო.
ასე იყო საჭირო, რომ მისგან შორს ვყოფილიყავი.
რწმენაც სადღაც გაქრა, ყველაფერზე ბრაზი მომდიოდა, რაც ყველაფერს ჩამოვშორდი ვცდილობდი დამევიწყებინა მისი არსებობა, მაგრამ ყოველ ღამით სიზმარში მისი სახეს ვხედავდი, რომელიც გაღიმებული სახით იდგა და ხელს მაწვდიდა. ამის გამო ღამეს ძილი არ მეკარებოდა, აღარ მინდოდა მასზე მეფიქრა მინდა დავივიწყო და ამოვიგდო გონებიდან ერთხელ და სამუდამოდ.
ჩემგან შორს უნდა იყოს ორი მიზეზის გამო პირველი იმიტომ, რომ ვიღაც უთვალთვალებს და მეორე მიზეზი მე ვარ, მე მას გულს ვატკენ და ზიანს მივაყენებ.
მთელს დღეებს სახლში ვატარებდი და დღის სინათლესაც კი არ ვუშვებდი ოთახში. ხან და ხან უაზროდ ვიწექი საწოლზე და ჭერს მივშტერებოდი. ძალიან რთულ მდგომარეობაში ავღმოვჩნდი. ნერვების მოსაკლავად ეზოში კრივის სავარჯიშო ჩამოვკიდე და მთელი ბრაზი მაგაზე გადმოქონდა იქამდე ვურტყავდი სანამ თუთები არ ამტკივდებოდა. ჩემთვის ყოველი დღე ერთფეროვანი და უღიმღამო გახდა აღარც თავს ვუვლიდი მოუწესრიგებელი თმითა და წვერით მოჩვენებასავით დავიარებოდი. დღისით გარეთ არ გავდიოდი,მხოლოდ გვიან ღამით, თუ დავარტყავდი მინდვრებს კრუგებს.
ჩემში ორი ძალა იბრძოდა ნათელი და ბნელი, მაგრამ რომელი გაიმარჯვებდა არ ვიცი.

დილით ადრე მომიწია მაღაზიაში ჩასვლა და სურსათისთვის ლაშას ძველ ჯიპში ჩავჯექი და მინდვრებს შორის ვიყავი, როდესაც უეცრად არ საიდან გვერდით ცხენოსანმა გოგონამ ჩამიარა, მინიდან გადავიხედე და შოკში ჩავვარდი ეს გოგო, ძალიან გავდა დეას ნუთუ ის იყო? ამღვრეული და ნაღვლიანი სახით გავყურებდი. იმდენად ლამაზი სანახავი იყო თვალს ვერ ვწყვეტდი შავ ცხენზე იყო ამხედრებული და მის შავ ფაფარზე იყო ჩაბღაუჭებული და უნაგირის გარეშე ჯირითობდა. ეს რას ნიშნავს, რაც უფრო ვცდილობდი მისგან თავი შორს დავიჭირო ისე ხდება, რომ კი არ ვშორდები უფრო ვუახლოვდებოდი მას. ვცდილობ გონებიდან მის ამოგდებას, მაგრამ დავიწყების საშვალებას არ მაძლევდა. უეცრად ცუდად ვხდები მანქანას ვამუხრუჭებ გულზე ვიდებ ხელს და თვალებს ვხუჭავ, რათა დამშვიდდე, როდესაც თვალებს ვახელ ის უკვე აღარ ჩანდა. ყველა ადგილი დავათვალიერე, თუმცა ვერსად ვიპოვე, მგონო ჭკუიდან გადავდივარ
და უკვე მოჩვენებები დამეწყო. სახლში დაბნეული ვბრუნდები იქ მისულს კი ლაშა მხვდება.
– ლაშა..- წამოვიძახე და მოვეხვიე.
– როგორ გამიხარდა შენი აქ ნახვა, ახლა ყველაზე მეტად მჭირდები.
– ხო, რა თქმა უნდა, მე თუ არ ჩამოვედი ისე არ გინდა დამირეკო.
– ხომ იცი, რომ ყველაფდრზე უარი ვთქვი.
– დანიელ, უკვე ერთი თვე გავიდა, რაც წამოხვედი ნუთუ ამ დრომდე ვერ გაერკვიე შენ თავში.
– მემგონი ჭკუიდან გადავდივარ…- ამოვიოხრე.
– რას ამბობ?
– ცოტახნის წინ დეა, დავინახე ცხენზე ამხედრებული, როგორ მიაჭენებდა ორი წამით დავხუჭე თვალები და რომ გავახილე აღარ იყო, სად აღარ ვეძებე ვერსად ვერ მივაგენი და მემგონი მაგრად დამერხა.- ამოვიოხრე და სავარძელში ჩავეშვი.

– დაგერხა?- გაიკვირვა.
– ჰო, დამერხა, რადგან შეყვარებული ვარ.- ნერვიულად მოვისრისე შუბლი.
– შეგიყვარდა? ვინ დეა?
– ჰო, დეა, შენი აზრით აქ რატომ ჩამოვედი, მინდოდა მისგან შორს ვყოფილიყავი და მისთვის ზიანი არ მიმეყენებინა. მე მისთვის საფრთხეს წარმოვადგენ და კიდევ დედაჩემის ამბავს ვერ ვივიწყებ. ორ გზას შუა ვარ გაჭედილი და აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე მინდოდა დამევიწყებინა, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ უფრო მეფიქრება მასზე ღამით სიზმრად მეცხადება ამის გამო ძილი არ მეკარება ახლა კი ცხვირწინ ჩამიქროლა თავისი შავი ცხენით.
– ხომ გეუბნეოდი, შეყვარებული ხარ თქო, მაგრამ ვერ ხვდებოდი ამას ახლა კი მისდამი გრძნობები უფრო გაგიმძაფრდა.
– რა დროს ეგ არის, ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება მე მას გულს ვატკენ მე ის დანიელი აღარ ვარ თანაც არამგონია, მას მოუნდეს ჩემს სიახლოვეს ყოფნა, იმის, შემდეგ რაც ვუთხარი ალბათ ვერ მიტანს.
– შენი პრობლემაც ეგ არის, რომ წარსულში ხარ ჩარჩენილი. დედაშენს არ მოეწონებოდა ასეთი ენახე ძმაო, გთხოვ გონს მოდი იფიქრე ყველაფერზე მე მჯერა, რომ მალე დაბრუნდება ის მხიარული და კეთილი ბიჭი, რომელიც იმალება და კიდეც თუ მართლა გიყვარს ის გოგო, იბრძოლე მისთვის ნუ იფიქრებ იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას, გულს უსმინე. - ესღა თქვა და წამოდგა.
– მიდიხარ?
– ხო, უნდა დავბრუნდე ხვალ მორიგე ვარ. აბა,შენ იცი იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ დამემშვიდობა და წავიდა.

ისევ ჩემ თავთან დავრჩი მარტო, სარკეში ჩემს გამოსახულებას თვალი გავუსწორე და ძველი დანიელისგან აღარაფერი დარჩენილიყო თმები ჩამოზრდილი, გაწეწილი წვერიც მოუწესრიგებელი,თვალებზე შავი უპები და ჩაწითლებული კაპილარები მოჩანდა.თითქოს იქიდან სულ სხვა პიროვნება მიმზერდა. ვეღარ ავიტანე ჩემი თავი და მთელი ძალით დავარტყი მუშტი სარკეს ისიც გასკდა და სულ ნამსხვრევებათ იქცა, თუმცა ტკივილი ვერ ვიგრძენი თითებიდან სისხლმა დაიწყო დენა. ონკანი გამოვაღე და ხელი ცივ წყალს შევუშვირე, შემდეგ ბინტი გადავიხვიე და გარეთ გავედი.

დამძიმებული სულით და გულით ვიდექი ეზოში და წარბ შეკრული გავყურებდი არე მარეს.
იქვე ჩავიმუხლე ნერვიულად ვისმევდი თავზე ხელებს. შინაგანად მღრნიდა ჩემი ეს უძლურება და უსუსურობა.
– რატომ ჩამოვედი საერთოდ თბილისში ბათუმში, რომ დავრჩენილიყავი ახლა ყველაფერი სხვა გვარად იქნებოდა, მაგრამ აი ეს არის რა ეშმაკი, რომ შეგიჯდება და რაღაც სისულელებს გაკეთებინებს.იმ ფრინველს ვგავდი, რომელსაც ფრთები დაამტვრიეს და ახლა ვეღარ დაფრინავს.
გამაკში ჩავწექი და თვალები დავხუჭე ყველაფერზე დავიწყე ფიქრი. მომაგნოდა ყველა ის მომენტები დედასთან გატარებული ახლაც ყურში ჩამესმდა მისი თბილი და მშვიდი ხმა. თვალებს ვახელ ფეხზე ვიჭრები და მთელი სისწრაფით ვიწყებ სიარულს ჯიუტად მივიწწვი წინ მიუხედვად იმისა, რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ბოლომდე გავედი სოფლის შუა გულში სანამ თავი არ ამოვყავი ტაძრის ეზოში. დაღლილი სახით გავყურებდი განათებულ ტაძარს, რომელიც თითქოს მედიდურად მიმზერდა იქიდან გაგულისებულმა შევაღე ეზოს კარები და შიგნით შევედი. ერთ ხანს თვალს არ ვაშორებდი ჩემს წინ მდგომ ეკლესიას, შემდეგ კი ღონე მიხდილი ვეშვები მუხლებზე და ბრაზ მორეული ხმით ამოვიღრიალე.
– რატოოომ?! რატომ მტანჯავ ასე, რატომ გამიმეტე სატანჯველად.- ვღრიალებ ბოლო ხმაზე და მუშტებს მთელი ძალით ვურტყამდი მიწას და ვტირი დიახ, ეს სიმწრის ცრემლებია.
– ხედავ რა დღეში ჩამაგდე? ადამიანად აღარ ვვარგივარ, ფიტულად ვიქეცი, რომელიც აჩრდილივით დაიარება. რატომ მცდი ასე? - ვყვიროდი. ტაძრის კედელს მივეყრდენი თავი მუხლებში ჩავრგე და ვღნაოდი.
დილით შეხებამ გამაღვიძა, თვალებს ვახელ და ჩემს წინ დეას ვხედავ. ისევ იგივე მეორდება, მემგონი მოჩვენებები დამეწყო. გაშტერებული შევყურებდი, რადგან ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემ თავს. თვალებს ვხუჭავ, ვცდილობ გონება მოვიკრიბო მეგონა, რომ გავახელდი გაქრებოდა, მაგრამ ის ჩემ გვერდით იყო.
– ნამდვილი ხარ, არ მეჩვენები?- ჩავილაპარაკე.
– დანიელ, რა გჭირს ნამდვილი ვარ აბა, მოჩვენება კი არ ვარ.
– ანუ, მართლა აქ ხარ და არ მომჩვენებიხარ?
– აქ რას აკეთებ?- მკითხა გეოცებით.
– არაა,ეგ შენი საქმე.- ცივად მივუგე და ფეხზე წამოვდექი. - ჩემგან თავი შორს დაიჭირე.- ვაფრთხილებ და წასვლა დავაპირე.
– რატომ?
– უბრალოდ, რაც გითხარი ის გააკეთე.- სწარფად ვპასუხობ და ვეცლები იქაურობას.
მონდოდა გავცლოდი იქაურობას, თუმცა ცოტაცანში ისიც მეწევა.
– მოიცადე.- ამედევნა უკან.
– რა გინდა, რატომ არ მანებებ თავს დეა, ნუთუ თავმოყვარეობა საერთოდ არ გაქვს დაგავიწყდა, რაც გითხარი, თუ ასეა
შეგახსენებ.- მკაცრი ხმით მივუგე.

– არაფერიც არ დამვიწყებია, მაგრამ მაშინ გრძნობებს იყავი აყოლილი და დარწმუნებული ვარ რაც თქვი ასე არ ფიქრობ.
– რა მეამიტი ხარ დეა, ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ნუ უყურებ და ნუ ენდობი და მათ შორის მეც მე ის ადამიანი არ ვარ ვინც შენ გგონივარ. რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, რომ თავი დამანებო.
– რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ გაიმეორე, მე მაინც ჩემ აზრზე დავრჩები.
– დეა, მე ცუდი ადამიანი ვარ.
– ეგეც ტყუილია.
– ესეიგი ტყუილია, ხომ?- წამოვიძახე და მკლავში მტკივნეულად ჩავავლე ხელი.
– კი.
– რა გინდა დეა, ხომ ხედავ შენს სიახლოვეს აღარ ვარ აღარ ვიჭრები შენს ცხოვრებაში და ახლა შენ შემოიჭერი იქ სადაც არ არის შენი ადგილი.- მივუგე უხეშად და მტკივნეულად მოვუჭირე ხელი.
–დანიელ…გამიშვი მტკივა.- ამოკნავლა და თვალები აუწყლიანდა.
– კიდევ ფიქრობ, რომ მე კარგი ადამიანი ვარ?
–კი…რადგან შენი თვალები სხვა რამეს მიამბობენ.
– ნუ, გადამრიე დეა, რა თვალები ვერ გხედავ, რომ გტკენ.
– არაუშავს, გამივლის.
– დასწყევლოს ეშმაკმა, ახლა მართლა გავგიჟდები, რა გაგივლის გოგო? მე შენ გულს გტკენ და გატკენ კიდევ ბევრჯერ.
– მერე შენ რატომ გადარდებს ეგ პირიქით უნდა გიხაროდეს, რომ გული მეტკინება, რადგან ასე სამაგიეროს გადამიხდი ხომ ასეა?

უკვე აღარ ვიცოდი ეს გოგო, როგორ ჩამომეცილებინა. რა ღონე მეხმარა. გადავწყვიტე ცოტა შემეშინებინა, ამიტომ უფრო მტკივნეულად ვუჭერ ხელს მკლავში და იქვე მდებარე დანგრეულ შენობასთან ვამწყვდევ კუთხეში და არა ადამიანურად ვიწყებ ყრებას.ლ შევნიშნე, რომ ტკივილისგან სახე შეეცვალა.
_ და..ნი..ელ… - ამოიკნავლა და მის სახეზე ცრემლებმა გაიკვლიეს გზა.
– ახლა მე გავიმეორებ შენს სიტყვებს ნუ ცდილობ ჩემს სიახლოვეს ყოფნას და ეცადე ჩემგან თავი შორს დაიჭირო. ჩვენ ერთმანეთისთვის არაფერი ვართ ის რომ ერთხელ ჩემთან იყავი იმ დღეს ეგ არაფერს ნიშნავს. უხეშად შევუშვი ხელი და წამოვედი.
სახლში მისულს ყველაფერი ძირს მოვისროლე.
– მძულს ჩემი თავი, ასეთი არ ვიყავი, მაგრამ რად მაქცია, ამ ცხოვრებამ ცხოვრება სასტიკია და თავის დროზე არავის ინდობს ამ ქვეყნად გამანადგურა ამ ცხოვრებამ დაღი დაასვა ყველაფერს,რაც კი კარგი იყო. დარდის მოსაკლავად მაცივრიდან ლუდს ვიღებ იქვე ვჯდები და სმას ვიწყებ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent