შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოგჯერ წინ გვყავს ის ვისაც მთელი ცხოვრებაა ველით(11)


10-06-2024, 22:38
ავტორი La dolce vita
ნანახია 1 649

11 თავი.


– მძულს ჩემი თავი, ასეთი არ ვიყავი, მაგრამ რად მაქცია, ამ ცხოვრებამ ცხოვრება სასტიკია და თავის დროზე არავის ინდობს ამ ქვეყნად გამანადგურა ამ ცხოვრებამ დაღი დაასვა ყველაფერს,რაც კი კარგი იყო. დარდის მოსაკლავად მაცივრიდან ლუდს ვიღებ იქვე ვჯდები და სმას ვიწყებ.

ჩემში ორი პიროვნება იყო ჩასახლებული და აღარ ვიცოდი ვისთვის დამეჯერებინა. ჩემთვის, რომ ეთქვათ ერთი წლისწინ შენ ყველაფერზე უარს იტყვი და ზურგს აქცევ შენს ცხოვრებას და რწმენას ალბათ სასაცილოდ არ მეყოფოდა, მაგრამ როგორც ჩანს საკმარისად ძლიერი არ ავღმოვჩნდი იმისთვის, რომ არ დავცემულიყავი. ყველა გრძნობა გულის ერთ პატარა კუნჭულში გამოვკეტე და უგრძნობის როლი მოვირგე, თუმცა არც ეს გამომდის. სიცარიელეს ვგრძნობდი, რომელიც მტანჯავდა.
ლუდის ბოთლს ჰაერში ვისვრი გამწარებული და ისიც მიწას ენარცხება.
ჩემთავზე ვბრაზდებოდი, რადგან მე დღეს მის თვალებში შიში დავინახე ყველაზე მეტად ამის გაკეთება არ მინდოდა, მაგრამ ახვა გზა, არ დამიტოვა, ჩემგან შორს უნდა იყოს.
უკვე დასაძინებლად ვაპირებდი შესვლას, კარებზე ბრახუნი რომ ატყდა. გამიკვირდა ამ შუა ღამეს ვინ შეიძლება ყოფილიყო. ჭიშკარი გავაღე და კარის ზღურბლზე დეა იდგა თავის ცხენთან ერთად.
– აქ რას აკეთებ?- წარბებ შეყრილი ვეუბნები.
– შენთან მოვედი…
– ნორმალური ხარ შენ? ამ შუა ღამეს აქ რას აკეთებ? ან იმ ყველაფრის, შემდეგ რაც დილით მოხდა მაინც არ მანებებ თავს?
– დილით ცუდად გამოიყურებოდი ამიტომ გამოგყევი უკან, რომ გამეგო როგორ იყავი…
– დეა, წადი!
– არა, არ წავალ.- თქვა და ეზოში შემოვიდა.
მეც უკან ავედევნე და მხარში ჩავალე ხელი.
– გამაგებინე, რას აკეთებ აქ? - ბრაზ მორეული ვეუბნები.
– უბრალოდ ცოტახნით გავჩერდები და წავალ.- თქვა და არე- მარეს მავლო თვალი.
– ღმერთო, რა დღეში ჩაგიგდია, აქაურობა.- წაოიძახა. მას მივუახლოვდი და მინდოდა გამომეყვანა, თუმცა ისე ხდება, რომ ფეხი მიცდება და ორივე გამაკში ვეცემით ჯერ დეა წაიქცა მერე მე გამიყოლა და მის ზემოდან ვექცევი. დაცემისგან სახე დაემანჭა. მინდოდა რაღაც მეთქვა, თუმცა როცა მის ფირუზისფერ თვალებს ვაწყდები ვეღარაფერს ვეღარ ვამბობ. ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და ჩვენი ცხვირები ერთმანეთს ეხებოდნენ. ისეთი უმანკო სახით მიყურებდა ქვემოდან. ჩემი და მისი გულის ცემა ჩამესმოდა ყურში. სუნთქვა გამიხშირდა და თავის შეკავება მიჭირდა ვეღარ ვუძლებდი მის სიახლოვეს,მაგრამ ცდუნებამ მძლია და მე ისევ შევეხე მის მარწყვისფერ და ფაფუკ ტუჩებს მოწყურებული დავეწაფე და ვუკოცნიდი ბაგეებს. ამის მიუხედავად მას რეაქცია არ ქონია, არ შემეწინაღმდეგა ისიც ამყვა კოცნაში, თუმცა ბოლოს ისევ ძველ სახეს ვუბრუნდები და ფეხზე ვიჭრები გაბრაზებული შემდეგ მას ჩავავლე ხელი და წამოვაყენე.
– წადი!- დავუყვირე.
– რა, დანიელ…?
– დეა, წადი გთხოვ.- წამოვიძახე.
–კი,მაგრამ რატომ?
– იმიტომ, რომ მე მინდა ასე, იმიტომ რომ მე ასე არ შემიძლია, ნუხარ ასეთი მეამიტი და გულუბრყვილო და ნუ მენდობი მე არ ვარ ის ვინც შენ გგონია. - ჩაწითლებული თვალებით ვეუბნები, მაგრამ ის მომიახლოვდა სახეზე ხელი დამადო და თვალებში ჩამხედა.
– მე ვიცი, შენ როგორიც ხარ და რაც არ უნდა ამტკიცო, რომ ცუდი ხარ მაინც არ დაგიჯერებ.
– ესეიგი არ გჯერა ხო.ლ?!- ბრაზით მივუგე მისი ხელი უხეშად მოვიშორე და შემდეგ ყველაფერი, რაც ხელში მომხვდა დავამტვრიე.- იცი, ახლა რისი გაკეთება შემიძლია ამ დამსხვრეული შუშით.- ცივი მზერით გავხედე ადა პირ და პირ მისკენ ავიღე გეზი.
– დანიელ, რას აკეთებ?ნუ მაშინებ გთხოვ.- ხმა უთრთოდა და ერთიანად ცახცახებდა.
– მე გაგაფრთხილე. - შეშლილი მზერით გავხედე და უკვე ვუახლოვდებოდი, როდესაც უკან მოუხედავად გაიქცა და კარები მიიჯახუნა. ბოთლის ნამსხვრევს ხელი მოვუჭირე და ხელში ჩამატყდა მისი პატარა ნაწილები კი ხელში შემერსო გამწარებულმა ვისროლე და შევვარდი სახლში.

– საცოდავი ხარ დანიელ, არარაობა ხარ აი რად იქეცი. ყველაზე მეტად ქალის თვალზე ცრემლს ვერ ვიტანდი მე კიდევ დღეს გოგო, ორჯერ ავატირე. დარწმუნებული ვარ ამის, შემდეგ ჩემსკენ აღარც გამოიხედება. ეჭვიც არ შეგეპაროს.

ამ ბოლო დროს სარკე ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა სარკეში ვუყურებ ჩემს ანარეკლს რომელიც ჩამქრალი თვალებით მიმზერდა სახე სიბრაზისგან ალეწილი,შეშილი სახით ,ამღვრეული თვალებით, თითქოს იქიდან სრულიად უცხო პიროვნება მომზერდა. თვალს არ ვაშორებ ჩემ გამოსახულებას, რაც უფრო ვაკვირდებოდი მით უფრო მეშლება ნერვები.

მე დავიკარგე და დავკარგე საკუთარი თავი
გზას ავცდი ვერც წინ მივდივარ და ვერც უკან ვბრუნდები ძალა არ შემწევს შევებრძოლო ჩემს უძლურებას. ნიჟარას ხელი მოვუჭირე სიმწრისგან. ისევ იგივე უკვე მერამდენედ ვამტვრევ სარკეს. მთელი ძალით დავარტყი მუშტი სარკის მინას და ხელში ჩამატყდა მთელი სარკე სისხლით შეიღება. ამით ტკივილს ვაყენებ ჩემ თავს, დიახ, ვტკენ ვსჯი იმის გამო, რომ ასეთი სუსური აღმოჩნდა. იქამდე გავაგრძელებ სანამ გონს არ მოვალ.

საძინებელში გავედი ტანსაცმლიანა გავწექი საწოლზე და ვეცადა დამეძინა ვერ ვისვენებდი შინაგანად მასზე ფიქრები მტანჯავდა. ის ასე ახლოს და ამავ დროულად ისე შორს იყო ჩემგან მიმდა შევეხო, მოვეხვიო, მაგრამ ვერ ვეხები.


სიზმრად დედა მესიზმრა ისეთი დარდიანი და შეწუხწბული ჩანდა აქეთ- იქით იყურებოდა და მე ჩემს სახელს იმეორებდა.
– დანიელ, სად ხარ შვილო?
_ აქ ვარ დედა, ვერ მხედავ ვუყვური გამწარებულო.
– დანიელ, ნუ მანერვიულებ გთხოვ.
– დედა, რა გჭირს ვერ მხედავ?- სასოწარკვეთილმა მივუგე მან კი ბრაზით გამომხედა და მითხრა.
– შენ დანიელი არ ხარ და არც ჩემი შვილი.- წყენით მომიგო.
– რას ამბობ დედა,როგორ თუ არ ვარ ?არ გახსოვარ მე ხომ შენი შვილი ვარ?
– არ ხარ, რადგან ჩემი შვილი ასეთი არ არის მე მისთვის გულცივობა არ მისწავლებია ჩემ წინ ახლა უცხო ადამიანი დგას ჩემი შვილი კი არა.
– დედა, ასე ნუ ლაპარაკობ გთხოვ.
– შენ ყველაფერი დაივიწყე და მეც დამივიწყე რითაც ძალიან მატკინე გული შვილო. შენ ასეთი არ იყავი მაშ რა დაგემართა?
– მე… არ ვიცი გთხოვ მაპატიე დედა.
– მაშინ გაპატიებ, თუ გონს მოხვალ წარსულს აღარ ჩამებღაუჭები და ცხოვრებას გააგრძელებ.
ეს მითხრა და სადღავ გაქრა.
– არა, დედა გთხოვ ისევ არ დამტოვო.. ვყვიროდი.
– დედა! წამოვიძახე და გიჟივით წამოვხტი ოფლიანი და გულ აჩქარებული.
– დედა… მაპატიე, რომ გულს გტკენდი.- ჩავილაპარაკე შემდეგ საწოლიდან წამოვდექი გარეთ გავედი და გამაკში ჩავჯექი.

ეს სიზმარი ამდენი ხნის შემდეგ დედა პირველად მესიზმრა და ისიც ნაწყენი, ახლა ვაცნობიერებ, რომ თურმე რამდენ სისულელეს ჩავდიოდი გპირდები დედი ყველაფერს გამოვასწორებ და აღარ გაწყენინებ. მორჩა დასრულდა გლოვა დროა, ძველი დანიელი დაბრუნდეს. - წარმოვთქვი დამაჯერებლად და ფეხზე წამოვდექი.
პირველ რიგში, რაც უნდა გამეკეთებინა ის იყო, რომ თბილისში უნდა ჩავსულიყავი და დედის საფლავი მომენახულებინა.
კარები გამოვაღე მანქანა გარეთ გავიყვანე და ქალაქისკენ ავიღე გეზი. უკვე გათენებულს ჩავედი ქალაქში გზად ყვავილების დიდი თაიგული ვუყიდე და საფლავზე ავედი. შორიდანაც კი მოჩანდა ქვაზე ამოტვიფრული მისი მომღიმარი სახე.
–მოვედი,დედა.- ჩავილაპარაკე და ყვავილების თაიგული ქვასთან ახლოს დავუდე.- მაპატიე, რომ ამდენი განერვიულე გთხოვ აპატიე შენს უგნურ შვილს ეს ურჩობა, გპირდები ყველაფერს გამოვასწორებ დედი ვიცი ზევიდან მიყურებ და ბედნიერი ხარ, იმით რომ აქ ვარ და გესაუბრები. გპირდები დედა შემდეგ ჯერზე დეასთან ერთად მოვალ ამჯერად უკვე მართლა ერთად ვიქნებით. ცოტახანი გავჩერდი და მერე ლაშასთან ავედი. მათ სიხარულს ცალაკე საზღვარი არ ქონდათ.
– დანიელ, ძმაო, შენ დაბრუნდი?- წამოიძახა გახარებულმა და მომეხვია.
– დავბრუნდი და დავაბრუნე ის დანიელი, რომელიც ყველას ენატრებოდა.
– მართლა? როგორც იქნა გონს მოხვედი..
– ხო.
– და რამ შეგიცვალა აზრი?
– დედაჩემი გამომეცხადა სიზმარში ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული იყო. სწორედ ამის შემდეგ მივხვდი, რომ დრო იყო. იქიდან პირდაპირ აქ წამოვედი და საფლავზე ავედი.
– ძალიან კარგად მოქცეულხარ. ვამაყობ შენით. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან დაბრუნდებოდი. ახლა რას აპირებ?
– ყველაფერს.
– ყველაფერს?
– ჰო, ყველაფერს დავუბრუნდები ჩემს ჩვეულ ცხოვრებას და… - ამაზე ჩავფიქრდი.
– და?
– და ვიბრძოლებ ჩემი სიყვარულის მოსაპოვებლად.
– აი ეს უკვე მომწონს. შემიძლია, ამაყად წარმოვთქვა ის რომ დანიელი დაბრუნდა.

ოთახში ავედი შხაპი მივიღე გამოვიცვალე შემდეგ სალონში წავედი და თმა და წვერი მოვიწესრიგე. მერე კი ტაძარში გავიარე. მივდიოდი, მაგრამ ფეხი უკან მრჩებოდა ვერ ვბედავდი იქ შესვლას ძალა მოვიკრიბე და შევედი სანთელი დავანთე და მუხლებზე დავეცი.
– მაპატიე..მაპატიე, რომ ზურგი გაქციე აპატიე შენს უძღებ შვილს. ვიმეორებდი გულში, ამ დროს კი ტაძარში მამა გიორგი შემოვიდა.
– დანიელ, ნუთუ ეს შენ ხარ შვილო?
– მე ვარ მამო.- მივუგე დარცხვენილმა.
– ღმერთო, როგორ გამახარე.
– მამაო, მე შევცოდე უფლის წინაშე.
– უცოდველი არავინ არის შვილო.
– მაგრამ მე გავუჯავრდი უფალს იმის მაგივრად, რომ მემოქმედა და მებრძოლა მხდალივით გავექეცი პრობლემებს და იმის მაგივრად მომეგვარებინა ჩავიკეტე ჩემს ნაჭუჭში და ზურგი ვაქციე ყველას და ყველაფერს. მათ შორის უფალსაც.
_ ის რომ ნანობ და აღიარებ შენს შეცდომებს ეს უკვე დიდ სულოვნება და წინ გადადგმული ნაბიჯია.- გამიღიმა.- თუ გახსოვს რატომ განურისხდა უფალი ადამს და ევას?
– იმიტომ, რომ არ შეინანეს მამაო.
– ზუსტად შენ რომ არ შეგენანა და არ გამოსწორწბულიყავი მაშინ არ მოგიტევდა უგალი. უფალმა ყველაფერი წინასწარ იცის. ეს განსაცდელიც მისი დაშვებით დაგატყდა თავს შვილო ეს შენც კარგად იცი. ამით შენი რწმენა და ნებისყოფა გამოსცადა.
– მაგრამ მე ვერ მივიღე.
– განსაცდელის მოსვლა არავის უხარია, მაგრამ მთვარი ის არის, რომ ამ სირთულებიიდან გამოსავალი იპოვო, თან ისე რომ არ დაეცე და თუ დაეცი ფეხზე წამოდგე. შენ სწორედ ასე მოიქევი დაეცი, მაგრამ წამოდექი ფეხზე უფრო გაძლიერებული.
– მომეტევება?
– უკვე, მოგიტევა, ასე რომ მშვიდად იყავი ყველაფერი უფლის ნებაა შვილო და უფალი არ დაივიწყო არც დარდში და არც სიხარულში. - დამლოცა მამაომ.

დამშვიდებული გულით წამოვედი იქიდან ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რას მოველი და რისი გაკეთება მინდა, ამ ცხოვრებაში.


– აქ აპირებ დარჩენას?- მკითხა ლაშამ.
_ პატარა საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და როგორც კი მოვაგვარებ სოფელში დავბრუმდები.
– სოფელში რისთვის?- გაიკვირვა ლაშამ.
– დეას გამო.. - ამოვთქვი
– დეა, იქ არის?
_ კი, ძმაო არ მომჩვენებია, იმ დღეს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩემთან იყო მოსული ოღონდ არ ვიცი რატომ? საშინლად მოვექეცი და მინდა ეს გამოვასწორო.
– უხ, აი მესმის შემართება აი ეს უკვე ჩემი ძმაა.- ომახიანად წამოიძახა.- იმედია მალე გავიგებ კარგ ამბავს შენგან.- თვალი ჩამიკრა.
– იმედია. ჩემი შავი პანტერა მომენატრა სად არის?- ვკითხე ლაშას.
_ ავტო ფარეღშია. მას შემდეგ რაც პროფილაქტიკიდან გამოვიყვანე იქ დგას და პატრონის დაბრუნებას ელოდება.
რაც საჭირო იყო ჩავალაგე ჩანთაში და მანქანის გამოსაყვანად წავედი.
იქ მისულს თავისი მკაცრი მზერით შემეგება.
კარები გამოვაღე ჩანთა უკანა სავარძელზე მოვათავსე ძრავი ავამუშავე გარეთ გამოვიყვანე გაზს მივაჭირე რისგამოც მოტორმა იჭექა და მთელი სისწრაფით ვწყდები ადგილს.


ცხოვრებაში რაც არ უნდა გამოიარო რა სირთულე და განსაცდელიც არ უნდა შეგვხდეს მთავარია, იქიდან გამოსვლა შეძლო. მე ეს შევძელი. შავი სათვალეები მოვირგე და სოფლისკენ გავემართე რადიოში მუსიკები მქონდა ჩართული დროის გასაყვანად საუკეთესო საშვალება იყო.
როდესაც მიზნად რაღაცას დაისახავ უკან არაფრის დიდებით არ დაიხიო. იბრძოლე და მიზანს აუცილებლად მიაღწევ. გვიან ღამით ჩავედი სოფელში მანქანა იქვე ხისძირში გავაჩერე და ეზოში შევედი ამ ჯერად ამ სახლში სხვა განწყობით მოვედი. მთელი ღამე არ დამიძინია, რადგან ოთახები მივალაგე. არ გაგიკვირდეთ მე საოჯახო საქმეებიც მეხერხება ჰაჰა. ყველაფერს, რომ მოვრჩი ყავა გავიკეთე და გამაკში ჩავეშვი რა უცნაურია არა? სულ რაღაც ორი დღისწინ ამ სახლში საშინლად ვიქცეოდი ახლა კი, უკვე სხვა დანიელია აქ.
მე გადავწყვიტე დღევანდელობით მეცხოვრა, როგორც უფალი ამბობს: ნუ იფიქრებთ იმაზე თუ ხვალ რა ვჭამოთ ან რა ჩავიცვათ ნურც მომავალზე იფიქრებთ ბევრს. რადგან ხვალინელი დღე თავად იზრუნებს თქვენზე.

საღამო ხანს გადავწყვიტე მინდორში გამესეირნა, როგორც ვიცი აქვე პატარა მდინარეა და ვიფიქრე წავალ ვიბანავებ- თქო სადღაც ოც წუთში უკვე ადგილზე ვიყავი, მაგრამ ხმაური შემომესმა ცოტა ახლოს მივედი და თურმე დეა ბანაობდა თავის ცხენთან ერთად ტბაში. უფრო სწორად, რომ ვთქვა ცხენზე იყო შემომჯდარი შუა გულ ტბაში იყო შესული და ცხენს აგრილებდა. გამეღიმა საოცრად ლამაზი სანახავი იყო.
ვიფიქრე ხელს არ შევუშლი- თქო და ის იყო წასვლა დავაპირე, როდესაც კივილის ხმა შემომესმა. დაუფიქრებლად მივირბინე და ადგილზე გავშრი, როდესაც დავინახე გველილი, როგორ მიცოცავდა მათკენ ერთი წამით მივბრუნდი, რამე რომ ამეღო მოსაკლავად, მაგრამ ვერ მოვასწარი გველმა ცხენს უკბინა და წავიდა ცხენმა კი გამწარებული ამოიჭიხვინა და უღონოდ დაეცა.
– ქარიშხალაა!- დაიყვირა დეამ და ჩაიმუხლა ცხენს თავზე ეფერებოდა.
– როგორ არის?- ვკითხე, როცა მივუახლოვდი.
– ცუდად არის, სასწრაფოდ ვეტერინართან უნდა გადავიყვანოთ.- სლუკუნებდა ცხენი დრო და დრო თავს წამოწევდა და ფრუტუნებდა.
–გთხოვ, სასწრაფოდ ამ მისამართზე წადი და რეზო ჩხაიძე იკითხე ის არის ამ სოფლის ვეტერინარი.
– კარგი, ახლავე წავალ და მოვიყვან ექიმს არ ინერვიულო ყველაფერიკარგად იქნება.
სწრაფად წამოვედი და ვეტ ექიმი მოვძევბნე ყველაფერი ვუამბე და წავიყვანე მდინარეზე სპეციალური მანქანით მივედით.
– აქ არიან.- მივუგე მე.
–დეა,შვილო როგორ არის?
– რეზო, ბიძია ,გთხოვთ რამე იღონეთ გველმა უკბინა.
–დამშვიდდი, კარგად იქნება.
სახლში გადავიყვანეთ და თავლაში დავაწვინეთ
ექიმმა გასინჯვა დაიწყო. პირველ რიგში დააძინა და მერე საქმეს შეუდგა.
– დეა, გარეთ მოიცადე შენ აქ ნუ გაჩერდებით.
– კარგი.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

მომწონს დამიანეს გამოფხიზლება❤️❤️
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი La dolce vita

La-Na
მომწონს დამიანეს გამოფხიზლება❤️❤️

მიხარია, თუ მოგეწონათ.❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent