შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცი?


12-10-2023, 19:28
ავტორი duchi_duchi
ნანახია 1 884

იცი? დავიღალე აღარ შემიძლია,
ცხოვრებამ გამხადა ასეთი,
ზოგჯერ ატირებულს ზოგჯერ გამწარებულს,
არავინ გამოჩნდება მაშველი.
იცი?ყოველ დილით
მოჟამულს მეღვიძება,
დაღლილი,გატეხილი დარდებით.
იცი? ყოველ ღამით ბალიში მისველდება ,ცრემლებით ფიქრებით გადაღლილი.
იცი?არაფერი არ მახარებს,
მგონი ნაადრევად დავბერდი,
გუშინ სარკეში დავინახე,როგორ შემპარვია ჭაღარები.
იცი?მეგონა სხვანაირად იქნებოდა, ცხოვრებამ სულ სხვა გზით წამიღო,
ქარმა საითაც დაუბერა მეც იქით წავიქეცი რაიყო?
იცი? ყოველ დილით არ მახარებს კარგი ამინდი ან წვიმა.
იცი?შენს მოლოდინში დაღლილს
გული დამიმძიმდა.
იცი?აღარ მიყვარს გაზაფხული
აღარც სიფერადე მავსებს,
იცი?აღარც ის დღეები მიყვარს
ყოველ გაზაფხულზე რომ მიკრეფდი ვარდებს.
იცი?კალენდრის ყველა ის დღე მახსოვს
ყოველი წუთი და წამი.
ყველა ის დღე შევიზიზღე, ყველა მოგონება დავწვი.
იქნებ ამის მერე გავიხარო,
სხეულთან ერთად ნორჩი გახდეს სული.
იქნებ ისევ ვინმე შევიყვარო,
იქნებ გახალისდეს გული.
იქნებ მეც გამიღოს კარი
სიყვარულმა და სითბომ,
ხოდა ამ ყველაფრის მერე ვიქნები ბედნიერი ვითომ?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent