ბიზნეს გარიგება : W (თავი 1)
თავი 1 ოთახში ჩამოლწოლილ სიჩუმეს, ერთადერთი მამაკაცის, მარცხენა ხელის მაჯაზე დამაგრებული, საათის ისრების ხმა არღვევდა. მის პირისპირ მდგომი ქალი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე მისი ყოფილი საქმროს, ბავშვობის მეგობრის კაბინეტში ამ წინადადების შესათავაზებლად მოუწევდა შესვლა. ნერვიულობისგან გულისცემა გაათასმაგებოდა, მაგრამ საკუთარ თავს ძალას ატანდა, რომ იმ წამს არასასურველი ემოცია სახეზე არ გამოსახოდა. -უკაცრავად, გამიმეორე გთხოვ, რა მითხარი? -თუ გგონია, მე ძალიან მინდა ის რასაც გთავაზობ, ცდები,- თავის გამართლება იწყო ქალმა. -არა,- თითის აწევით გააჩერა, მართლა გთხოვ გამიმეორო, ვფიქრობ რაღაც მომეჩვენა,- სავარძლის საზურგეს მოშორდა და აქამდე ხელში გაშეშებული კალამი მაგიდაზე დადო. -სემ...,- ახსნა სცადა, მაგრამ მამაკაცის დაჟინებულმა მზერამ თავიდან ათქმევინა ის, რაც კაბინეტში შესვლისთანავე წარმოთქვა,- გთავაზობ, რომ ვიქორწინოთ. -ანუ არ მომჩვენებია?- ნერვიულად გადაისვა კუდად შეკრულ თმაზე ხელი,- სულ გაგიჟდი, ხო? დაგავიწყდა ვინ ვარ? -ძალიან კარგად ვიცი ვინც ხარ, სემ ბარტონ და გარწმუნებ, ისეთს არაფერს გთავაზობ, რაც შენს ინტერესებშიც არ არის. -რა, შენზე დაქორწინება? -ეს ის ქორწინება არ იქნება, რასაც შენ ფიქრობ. ეს... -შეგიძლია უბრალოდ დაჯდე და წესიერად ამიხსნა, რა ხდება?!,- ხელით სავარძელზე მიუთითა,- მგონია, რომ რაღაც ბავშვური თამაში გაქვს წამოწყებული და გინდა, რომ მეც ჩამითრიო. მოდიხარ ჩემ კაბინეტში და მეუბნები, რომ ცოლად უნდა მოგიყვანო, მაშინ როცა ჯოელის საცოლე ხარ?! -ვიყავი,- თითის აწევით ჩაუსწორა,- იქამდე, სანამ ჩემს ძვირფას ბიძაშვილთან არ შევუსწარი, საკუთარი ოთახის საწოლში,- კაცმა წარბები შეყარა. -ანუ შურისძიებისთვის მოხვედი ჩემთან?- თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ფეხზე წამოდგა,- რომელი ფიგურა უნდა ვიყო, პაიკი? -გითხარი არ ვთამაშობ მეთქი. რაღაც მაქვს, რამაც შეიძლება დაგაინტერესოს და აზრიც შეგაცვლევინოს. -შენ უკვე შემომთავაზე საკუთარი თავი,- ცინიკური ჩაცინებით გამოხედა ქალს. -ეგ არა,- თავადაც წამოდგა ფეხზე და ფართო ვიტრაჟს, სადაც მამაკაცი იდგა, მიუახლოვდა. მიხვდა მის დაუფარავ ფიქრებს. -კარგი, კარგი,- სათვალე მოიხსნა და ორი თითით თვალის კუთხეები მოისრისა,- ერთი, კარგი, მიზეზი მითხარი რატომ არ უნდა გთხოვო აქაურობის დატოვება. -არ გადარდებს ის ფაქტი, რომ შენ საყვარელ კომპანიას ძალიან დიდი საფრთხე შეექმნება თუ ჩემი ყოფილი საქმრო და ჩემი ბიძაშვილი დაქორწინდებიან?! ლილიასაც და დედამისსაც არაჩვეულებრივი გეგმა აქვთ სხვისი ქონების ხელში ჩასაგდებად და ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, ბიძაჩემის კომპანიის მართველობაც ასე გადაიბარეს. არც ცოდნა აკლიათ და არც გონება მახვილობა, საკმაოდ განსწავლულები არიან ამ საქმის საკეთებლად. ბიძაჩემის კომპანიას, რომლის აშენებაშიც მამაჩემს დიდი წვლილი მიუძღვის, ისინი განაგებენ და ახლა აქციების ფასი ნელ- ნელა უფრო მეტად ეცემა, მათ შორის ჩემიც. მალე ალბათ ნოლზე დავჯდებით და მაგით დასრულდება ვესტვუდების საგვარეულო ბიზნესი,- კაცს თვალი აარიდა და მაღალი სართულიდან გადაშლილ ხედს დაუწყო ცქერა, ცრემლი ახრჩობდა. -ბიძაშენის კომპანიის გადარჩენა გინდა. -საკუთარი ქონების დაბრუნება მინდა. -და მე რა ხეირი ამით?- მის კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო. უმძიმდა ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა სხვა გამოსავალიც არ ჰქონდა. -ჩემ აქციებს მოგცემ,- ყოყმანით ამოთქვა. -რაში მჭირდება ჩაძირული კომპანიის აქციები? -ჩაძირული არ არის... ჯერ. ამიტომ გთხოვ, რომ დამეხმარო, მე კი შენ დაგეხმარები. შენ ჯერ ვერ ხვდები, რა საფრთხის ქვეშ ხართ შენც და შენი კომპანიაც. ჩემი არ გჯერა, რადგან გგონია ჯოელზე შურის საძიებლად ვაკეთებ ამას. ნუ რაღაც კუთხით მასეც არის, მაგრამ კომპანიების გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანი მიზეზია. -თეორიულად დავუშვათ, რომ დაგიჯერე, დავიჯერე ის, რასაც მეუბნები. მტკიცებულება რომ გთხოვო, წარმომიდგენ?- ინტერესი სულ უფრო და უფრო მეტად უღვივდებოდა. -რა თქმა უნდა, სულელი კი არ ვარ შენი ნდობა მოვითხოვო მხოლოდ ჩემ სიტყვებზე,- ზუგი შეაქცია და მაგიდისკენ წავიდა. -რაც მოხვედი მას შემდეგ მხოლოდ ლაპარაკობ,- მხრები აიჩეჩა და ქალს უკან მიჰყვა,- მაჩვენე მტკიცებულება და იქნებ მერე მართლა დაგიჯერო. ვივიენმა ჩანთიდან ამოღებული ტელეფონი მამაკაცს ხელში ჩაუდო და ანიშნა ჩანაწერი ჩაერთო. დამორჩილდა. სენსორს თითი შეახო თუ არა მაშინვე გაისმა ქალის ხმა, რომელიც მისთვის საკმაოდ ნაცნობი იყო. ,, - ჯოელი ყველაფერს გააკეთებს, რასაც შენ ეტყვი, ლილია. არაფერზე გეტყვის უარს, რადგან ყურებამდე არის შეყვარებული შენზე. შენ ის დაანახე, რაც შენმა სულელმა ბიძაშვილმა ვერ აჩვენა, ამიტომაც არის ახლა შენთან და არა მასთან. ბავშვს თუ გააჩენ მისგან, მის აქციებსაც გამოკრავ ხელს. შემდეგ კი სემსაც მოვიშორებთ თავიდან და მთელი კომპანიის მფლობელობას ჩავიგდებთ ხელში, მერე ვეღარავინ გაბედავს წინ გადაგვეღობოს. -მთავარია ვივიენმა ხელი არ შეგვიშალოს, შენც იცი, რომ არ გაჩერდება სანამ სამაგიეროს არ გადამიხდის საქმროს წართმევისთვის. ბოლოს და ბოლოს ქორწილი ერთ თვეში უნდა ყოფილიყო, მისი ღირსება ხომ ფეხ ქვეშ გაითელა, საქმრომ მიატოვა, ეს კი დიდი დარტყმა იყო მისთვის. -ეგ გოგო მე მომანდე, შენ იმ ბიჭს მიხედე და გვერდიდან არ მოიშორო. მალე ყველაფერი ჩვენ ხელთ იქნება და ვერც ვივიენი და ვერც სხვა ვინმე შეძლებს ჩვენ წინააღმდეგ წავიდეს. -დამიჯერე, დედა, ჯოელიც თანახმა იქნება სემის მართველობა მის ხელში რომ გადავიდეს, ამას ძალიან კარგად ვხვდები.“ რამდენიმე წამით წარბშეკრული უყურებდა ტელეფონის გაშავებულ ეკრანს. ფიქრობდა იმაზე რაც მოისმინა, არ იცოდა რა რეაქცია უნდა ჰქონოდა. ბოლოს როგორც იქნა თვალებში შეხედა ქალს, რომელიც მომლოდინედ აკვირდებოდა მის სახეს, ცდილობდა, მაგრამ ვერაფრით ამოეკითხა მისი ემოციებისგან არეული ნაკვთები. თავად მამაკაციც არეულიყო ამ ფიქრებში, ქალს უყურებდა და სურვილი ჰქონდა მისი დაეჯერებინა, მაგრამ ასე უნდა ეღიარებინა, რომ საკუთარმა მეგობარმა და ბიზნეს პარტნიორმა, რომელთან ერთადაც გაიზარდა, უღალატა და ეს სტკიოდა. -რა ვიცი, რომ ეს ჩანაწერი გაყალბებული არ არ არის?- უკანასკნელად ჩაეჭიდა ხავსს. -ღმერთო, სემ,- სახეზე აიფარა ხელები ვივიენმა,- გონს მოდი გთხოვ, თვალები გაახილე, ბოლოს ფირმის ხარჯთაღრიცხვა როდის შეამოწმე? -ხარჯთაღრიცხვაზე პასუხისმგებელი ჯოელი არის,- ყოყმანით წარმოთქვა. -შეგიძლია დაურეკო თქვენს ფინანსურ მენეჯერს და ბოლო რამდენიმე თვის ამონაწერი მოითხოვო? რადგან ეს არ ეხება რამდენიმე ათას დოლარს, ეს მილიონებს ეხება,- ნაბიჯი წადგა მისკენ და ქვევიდან ახედა მავედრებელი თვალებით,- გთხოვ, სემ, დამიჯერე. თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, ქალმა შვებით ამოისუნთქა და თვალი გააყოლა მაგიდის მეორე მხრისკენ მიმავალ მამაკაცს. ტელეფონის ყურმილი აიღო და ფინანსური სამსახურის შიდა ნომერი აკრიფა. რამდენიმე წამიანი ლოდინის შემდეგ მეორე მხარეს ვიღაცას ბოლო რამდენიმე თვის ამონაწერები მოსთხოვა და გათიშა. რამდენიმე გაწელილი წუთის შემდეგ, კაბინეტში ორმოც წლამდე, გამხდარი, მამაკაცი შემოვიდა, მომლლოდინეებს ღიმილით მიესალმა და ფურცლებით სავსე ფოლდერი სემს გადასცა. დაელოდა სანამ კიდევ რამეს ეტყოდნენ. ფოლდერი ხელში აიღო თუ არა, მაშინვე გადაფურცლა და გამალებით დაუწყო ძებნა იმ მტკიცებულებას, რომელზეც ქალი საუბრობდა. ვივიენი დაძაბული აკვირდებოდა მის ქმედებას, ფურცლების გამალებულ შრიალს, მამაკაცის შეუცვლელ ემოციას. არ შეიძლებოდა შემცდარიყო, საკუთარი ყურით მოისმინა თავად ჯოელისგან, კომპანიიდან ფულის გამოთხოვის შესახებ. ბოლოს სემის ჩაღიმებამ და ფოლდერის მაგიკდაზე დანარცხებამ, საბოლოოდ მოწყვიტა წელსქვევით და სავარზელში მოწყვეტით ჩაეშვა. -აქ არაფერია,- კმაყოფილმა გახედა განერვიულებულ ქალს,- შენ ტყუი. -არა,- თავი გააქნია ქალმა და გადმოსცვივდა კიდეც ცრემლები თვალის კუთხეებიდან,- შეუძლებელია, მანდ უნდა იყოს, აუცილებლად უნდა იყოს. ჩემი ყურით მოვისმინე, ჯოელი... -გაჩუმდი,- მკაცრად წარმოთქვა,- ეს მხოლოდ შენი ფანტაზიებია. -არა,- კიდევ ერთხელ გააქნია ვივიენმა თავი და თმაზე გადაისვა ხელის გულები,- არა... -ბოდიშს ვიხდი, მისტერ ბარტონ,- მორიდებით დაიწყო ფინანსების მენეჯერმა,- იქნებ შემიძლია რამეში დაგეხმაროთ? -არა,- ფოლდერი გაუწოდა მამაკაცმა,- შეგიძლია წახვიდე, მადლობა თანამშრომლობისთვის. -მაგრამ, მის ვივიენი ამბობს, რომ ამ ფურცლებში კიდევ რაღაც უნდა იყოს და ასევე მომესმა, რომ მისტერ ადამსიც ახსენა, თქვენი მეგობარი,- ვივიენმა ამოიხედა. -რა გაქვს სათქმელი. -მის ვივიენი მართალს ამბობს, არის რაღაც, რაც ხარჯთაღრიცხვაში არ არის გატარებული და... -თქვი,- მოთმინება დაეკარგა მამაკაცს. -დაახლოებით ერთი თვის წინ, მისტერ ჯოელ ადამსი იყო ჩემთან მოსული და მთხოვა კომპანიიდან თანხის ისე გამოტანა, რომ ხარჯთაღრიცხვაში არ გატარებულიყო.მისი თქმით, მისი საცოლესთვის, ანუ მის ვივიენისთვის საქორწინო საჩუქრების საყიდლად სჭირდებოდა ფული და მაშინვე დააბრუნებდა, როგორც კი ქორწილს გადაიხდიდნე. -ჩემთვის არაფერი უყიდია,- წყენანარევი ღიმილით ახედა მაგიდის კიდეზე ჩამომჯდარ მამაკაცს. -მთხოვა, რომ არც თქვენთვის მეთქვა, რადგან ამ შემთხვევაში თქვენ დაფარავდით მის ვალს და არ უნდოდა შეეწუხებინეთ. კომპანიის ვალში არ შემიტანია, როგორც თავად მთხოვა, მაგრამ არც გონებიდან ამომიშლია აღნიშნული. -რამდენი აიღო? -7 მილიონი, მისტერ ბარტონ,- სემი ქალს უყურებდა, მის შვებით სავსე თვალებს. არ იტყუებოდა და ამით კმაყოფილი იყო, მაგრამ თან უკმაყოფილოც. მან მოიტანა ამბავი მისი ბავშვობის მეგობრის ღალატისა. მისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე დაითხოვა მენეჯერი და თავადაც წამოდგა ფეხზე. ისე, რომ ქალისთვის სიტყვა არ უთქვამს, თითები შემოხვია მის მკლავს და წამოაყენა. ოთახიდან გასულმა ხელი იქამდე არ გაუშვა, სანამ, დერეფნის ბოლოს, კარს არ მიადგნენ. იცნო ჯოელის კაბინეტი ვივიენმა და უკმაყოფილოდ წადგა ნაბიჯი უკან, მამაკაცს ანიშნა, რომ იქ შესვლას არ აპირებდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. შიგნით შესულებს ადრესატი არ დაუხვდათ, გაბრაზებული ღია კართან დადგა და დერეფანში მთელი ხმით იყვირა, თუ სად იყო ჯოელი. ყველამ გაოცებით შეხედა უფროსს, რომელიც მანამდე არასდროს ენახათ ასეთი მძვინვარე. ბოლოს გაისმა მისთვის ნაცნობი ხმა და გამოჩნდა კიდეც ნაცნობი სახე. -აქ ვარ, რა გაყვირებს,- უკმაყოფილოდ შეხედა მეგობარს და მისი გვერდის ავლით თავის კაბინეტში შევიდა. ვივიენის დანახვაზე, რომელიც ოთახის ცენტრში იდგა, ადგილზე შედგა და მის უკან მდგომ მამაკაცს გახედა,- ამას აქ რა უნდა? -ვის, შენს საცოლეს?- კარი მთელი ძალით მიხურა, ქალი ადგილზე შეხტა. -უკვე აღარ არის ჩემი საცოლე,- მაგიდას შემოუარა და სავარძელში ჩაჯდა,- გეტყოდა ალბათ. -მითხრა,- მაგიდას მუშტებით დაეყრდნო. -და ახლა რა?! მოხვედი, რომ შეგვარიგო? -წყვილების ფსიქოლოგს ვგავარ?- სიბრაზეს ძლივს აკავებდა სხეულში. -მაშ რას ემსახურება თქვენი ეს ერთობლივი ვიზიტი?-საკუთარ თავსში დარწმუნებული, რომ მის თავს საავდრო ღრუბლები არ ტრიალებდნენ, ნოუთბუქი გადახსნა და განათებულ ეკრანს დააკვირდა. -შენ ვალს,- კბილებში გამოსცრა სიტყვები. -რა ვალს,- წამისწინანდელი სიმშვიდე აღელვებამ შეცვალა. -რაც კომპანიასთან გაკისრია! -ვერ ვხვდები,- ყოყმანით წარმოთქვა. -მე ვხვდები,- წელში გასწორდა,- ვივიენიც ხვდება, ჩვენი ფინანსთა მენეჯერიც ხვდება, შენ რატომ ვერ ხვდები? -ნაბიჭ*ვარი,- კბილებში გამოსცრა და ფეხზე წამოხტა,- პასუხს ვაგებინებ. -და შენ ვინ გაგებინებს პასუხს, ჯოელ?- გაშლილი ხელი დაარტყა მაგიდას, სიბრაზეს ვეღარ მალავდა. -მე...,- დაიწყო და გაჩერდა. -ხო შენ. ვივიენი რომ არ მოსულიყო ჩემთან, ამის შესახებ არაფერი მეცოდინებოდა. კომპანიის ფინანსური მხარე შენ მოგანდე, რადგან გენდობოდი და შენ რას აკეთებ? -დამჭირდა,- დაიწყო ხმა ჩავარდნიილმა, - მაგრამ აუცილებლად დავაბრუნებდი. -როდის? -არ ვიცი, მალე. -შენი და ვივიენის ქორწინების შემდეგ, რომელიც არასდროს იქნება?- კაცი დუმდა,- რისთვის დაგჭირდა ამდენი თანხა, ამიხსენი. -ვერ გეტყვი. -ვერ მეტყვის,- მაგიდას მოშორდა და ქალს შეხედა, რომელიც ნერვიულობისგან ფრჩხილს აწვალებდა, მაშინ, როცა მისი ბრალეულობა ერთი პროცენტითაც არ იკვეთებოდა,- მენეჯერმა მითხრა, რომ შენი საცოლესთვის საქორწინო საჩუქრები გინდოდა რომ გეყიდა, ვივიენის თქმით კი, შენგან არაფერი მიუღია. -ის არ არის ჩემი საცოლე,- მანაც გახედა ქალს. -მაშინ ვინ? -არ აქვს მნიშვნელობა. -რატომ არ აქვს, ხომ უნდა ვიცოდე, ვის ახარჯავ ჩემს ფულს. -ჩვენს ფულს,- სიტყვა ჩაუსწორა მეგობარს. -ჩვენი ფული მაშინ იყო, როცა ვთანამშრომლობდით და ერთად ვმუშაობდით. მაგრამ ახლა ჩემი ფულია, რადგან შენ ჩემი ღალატი გადაწყვიტე,- ვივიენს ხელი გაუწოდა, მანაც თავისი თხელი თითები შეაგება,- მეტყვი თუ არა შენ მის ვინაობას, მნიშვნელობა არ აქვს, მე უკვე ვიცი ვინც არის შენი ახალი რჩეული. ერთადერთი რასაც ახლა გეტყვი არის იის, რომ თუ შენ ვალს ორ თვეში სრულად არ დაფარავ, კომპანიიდან ძირფესვიანად ამოგძირკვავ. ჯოელმა სიტყვა ვერ დაძრა. ამით კმაყოფილმა მამაკაცმა, ისე რომ ქალის თითებისთვის ხელი არ გაუშვია, ფართოდ გაღებულ კარში ჯერ ქალი გაატარა, შემდეგ თავადაც გაყვა. მისაღებში მჯდარ მდივანს იმ დღის ყველა შეხვედრის გაუქმება სთხოვა და ლიფტში ვივიენთან ერთად შევიდა. -გაქცევას არ ვაპირებ, ცოტა მოეშვი,- თავის გათავისუფლება სცადა ქალმა. -თითქოს შეძლებდი ჩემგან გაქცევას,- კმაყოფილმა გახედა. კომპანიიდან გასულებს ათობით მომლოდინე ჟურნალისტი დახვდათ ეზოში, კამერებითა და ფოტოაპარატებით ხელში. დაინახეს თუ არა წყვილი, მაშინვე მისცვივდნენ და ფოტოების გადაღება დაიწყეს, კითხვას კითხვაზე უსვავდნენ, პასუხის გაცემას არ აცდიდნენ. ყველა კითხვა, რაც მათ მიერ იყო დასმული ჯოელისა და ვივიენის ჩაშლილი ქორწილის შესახებ იყო, ზოგიერთს ის აინტერესებდა აპირებდა თუ არა მისი აქციების გაყიდვას ამჟამად ბიძამისის კომპანიაში, ზოგის იჯნტერესს კი ისიც წარმოადგენდა თუ რა საქმე ჰქონდა მისი ყოფილი საქმროს მეგობართ, ან რატომ გამოვიდნენ ისინი ფირმიდან ხელჩაკიდებულნი. ქალი სახეზე ხელს იფარებდა, რომ ჟურნალისტებს ფოტობის გადაღება ვერ შესძლებოდათ, სემი კი ცდილობდა მისი სხეულით ქალის დაფარვას. იცოდა ახლა რა გრძნობაც ტრიალებდა მის გონებაში, მისი ღირსება და რეპუტაცია, რომელიც მდიდარი ხალხისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო, ამ ხალხს ფეხ ქვეშ ჰქონდათ გათელილი და მასზე გადავლას არ წყვეტდნენ. ეს ყველაფერი კი ჯოელის დამსახურება იყო. -აქედან წამიყვანე, გთხოვ,- ამოიტირა და მამაკაცის პიჯაკს თითებით ჩაეჭიდა. სემმა უსიტყვოდ შეუსრულა თხოვნა და დაცვას, რომელიც ჟურნალისტების გაკავებას ცდილობდნენ, ანიშნა, რომ გზა გაეთავისუფლებინათ. მანქანამდე გაჭირვებით მივიდნენ, ვივიენს წინა სავარძელზე დაჯდომაში მიეხმარა, მძღოლს გასაღები გამოართვა და საჭეს თავად მიუჯდა. მანქანა ადგილს ბორბლების ღრჭიალით მოსწყდა და გზაზე გავიდა. დროთა განმავლობაში ქალის სევდიან სახეს გახედავდა ხოლმე, რომელიც ცრემლების შეკავებას გამალებით ცდილობდა. გაახსენდა ახალგაზრდობის წლები, როცა ის, ვივიენი და ჯოელი ერთად სწავლობდნენ ბიზნესს, გაახსენდა მისი გრძნობები ამ ქალის მიმართ, რომელიც მაშინ ჩაახშო, როცა ჯოელის შეყვარებული გახდა და ქალის შეთავაზებაზე, ცოლად მოეყვანა, პასუხი გასცა. -გინდა ჩემი პასუხი გაიგო შენ შემოთავაზებაზე?- გამომცდელად გახედა. -ისედაც ვიცი, პრობლემა არ არის, უკვე დიდი გოგო ვარ და გადავიტან როგორმე დამარცხებას. -თანახმა ვარ,- მტკიცედ წარმოთქვა. -ხომ გითხარი, უკვე... რა?- თვალები გაუფართოვდა. -თანახმა ვარ შენზე ვიქორწინო, მაგრამ ერთი პირობით. -რა პირობით,- მომლოდინედ გახედა. -ჯოელს ახლოსაც კი არ გაეკარები, თორემ თუ ჩემ ღირსებას საფრთხე შეექმნა...,- და აღარ გააგრძელა, ქალი მიხვდა რა იქნებოდა ამ წინადადების დასასრული და მორჩილად თავი დაუქნია. და დაიწყო თამაში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.