შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი წარსულიდან (4თავი)


21-06-2024, 02:40
ავტორი Ucxo gogo
ნანახია 677

წავიდა და დამტოვა, მე კი კაფის კარებს ვუყურებდი მიჭირა ისევ მისი დაკარგა. არ მინდოდა წასული , მინდოდა ისევ ჩემს გვერდით ყოფილიყო. საშინელი გრძონა როდესაც საყვარელ ადამიანს უშვებ, ტოვებ და ხვდები რომ შენთვის ეს ადამიანი ყველაფერია მაგრამ სხვა გზა არ გაქ უნდა გაუშვა.
გავფანტე ჩემუ ფიქრები და მუშაობს მივუბრუნდი, საღამოს ისევ ლექცია მქონდა. ლექციების დროს შეტყობინება მომდის:
-"როგორ ხარ მარია?"-თვალები ავატრიალე უკვე დამღალა ამ ადამიანმა.
-"ნორმალურად ვარ, შენ როგორ ხარ უცნობო?"- დავფიქრდი და ცოტა გვახალისდებითქო ამიტომააც საუბარი გავუგრძელე.
-"კარგად ვარ მადლობა. ვარდები მოგწონს?"-ჰმ ანუ ეს მიდებს ყოველ დილას ვარდებს გამომძახა მეორე "მემ"
-"მადლობა ვარდებისთქვის მაგრამ არ არის საჭირო ყოველ დილით ვარდების დატოვება".-დავიმორცხვე მართლა ეგრე ვფიქრობდი უცნობი ადამიანი ყოველ დილით წუხდება და ვარდებს ტოვებს.
-"მე ვფიქრობ რომ საჭიროა მარია, ახლა ლექციაზე ხარ ხო?"-ამან საიდან იცის მაგრამ აღარ მიკვირს, ნომერი იცის , სახლის მისამართი და ასევე ჩემი სახელი და გვარი.
-"კი ლექციაზე ვარ მაგრამ ეს ყველაფერი საიდან იცი?ჩემზე თითქმის ყველაფერი იცი."-უკვე ვწუხდებოდი მისი იდუმალობით.
-"მე ყველაფერი ვიცი, საინტერესო არა საიდან. სახლში მალე მიდი მარია."-აღარ გამიგრძლეებია საუბარი ლექციას მივუბრუნდი.
ლექციები რომ დასრულდა სახლში არ წავსულვარ, სანაპიროზე წავედი იქ დავჯექი და ფიქრი დავიწყე.
რა ძნელი იყო ჩემთვის მაქსიმესგაან წარმოთქმული "მიყვარხარ" რომელიც ყველაა მეგობულად იყო და რა ძნელად ვპასუხობდი "მეცთქო". უკვე მენატრებოდა მიკვირს როგორ გავძელი მის გარეშე 4 წელი. ჩემი ფიქრები ტელეფონის ზარმა გაფანტა.
-გისმენ ნინ?-ჩემი ნინა ყოფილა მაქსიმე მეგონა და ბედნიერი ვიყავი.
-რასშვები ჩემო ლამაზო?-მხიარული ხმა ქონდა ცოტა ნასვამი იქნოდება.
-არაფერს სანაპიროზე ვარ შენ რასშვები? ნასვამი ხარ?- ხმაურიც ისმოდა.
-არაფერს კლუბში ვარ გაამო რაააა.-ხმაა გაიგრძელაა და ამაზე ვღიზიანდებოდი.
-მოვალ მაგრამ არ გავჩერდებით სახლში წამოხვალ იცოდე.- გავაფრთხილე რამე სისულელე რომ არ ჩაედინა უნდა წამომეყვანა.
-კარგი ხოო, ჯანდაბას-დამთანხმდა და გათიშა.
ტაქსი გამოვიძახე ვიცოდი რომელ კლუბშიც იქნებოდა და მისკენ წავედი, გარეთ მიცდიდა თურმე ჩემი გოგო, გადმოვედი და მანქანაში ჩავსვი.
ჩემთაან წავიყვანე სახლში ძალიან მთვრალი იყო , რომ მივედით დავაწვინე საწოლში და მალევე ჩაეძინა. მე კი აივანზე გავედი სიგარეტი ავიღე და მოწევა დავიწყე, ვნერვიულობდი რატომ არ მწერდა მაქსიმე და გადავწყვიტე დამერეკა, მალევე მიპასუხაა.
-გისმენ მარია, ბოდიში ვეღარ მოვახერხე დარეკვა საქმები მქონდა.-მისი თბილი ხმა გავიგე და დავმშვიდი ცოტა.
-რას შვები მაქს?- ყველაფერი ამ სიტყვებში ვთქვი თუ როგორ ვნერვიულობდი, მენატრებოდა, მის გარეშე აღარ შემეძლო ყოფნა, მიყვარდა , როგორ იყო ყველაფერი იყო ამ 2 სიტყვაში "რას შვები".
-არაფერს ჩემო ლამაზო ამწამს მივედი სახლში, შენ რას შვები?-ამდროს გამომძახა მეორე "მემ" მასაც თუ ენატრები საკითავია.
-არაფერს ნინა მოვიყვანე სახლში, და აივანზე ვარ მე.-მალევე მიხვდა რასაც ვშვებოდი აივანზე და მკითხა კიდეც.
-ეწევი ხო?-ნაწყენი ხმით მითხრა.-ანამარია უნდა გადაეჩვიო მოწევას არ შეიძლება ეგრე.
-რავქნა მაქს ვერ ვეჩვევი, შენ თავს ვფიცავარ 3თვე არ ვეწეოდი და საშინლად ვიყავი.-სიმართლე ვუთხარი მართლააც რომ 3 თვე არ ვეწეოდი და "ლომკები" მქონდა.
-დავბრუნდები და გადაგაჩვევ პატარავ.-ისეთი ხმით მითხრა რომ მართლა მის გამო ყველაფერს ვიზამდი.
-კარგი დაბრუნდი და გადამაჩვიე.
-კარგი მარია უნდა გავიდე ახლა და ხვალ დაგირეკავ.-ნეტა არასდროს დასრულებულიყო ეს საუბარი.
-მიდი მაქს. ტკბილიძილი.
-ტკბილიძილი ფერია. - და გათიშა.
მართლააც რომ ტკბილად მეძინა. დილას ადრე გავიღვიძე წვნიანი გავუკეთე ნინას, კარები გავაღე და ისევ ვარდი დამხვდა, უკვე ჩვევად მექცა ყოველ დილას ვარდი.
ჩემა ნინამაც გაიღვიძა და წვიანის მირთმევა დაიწყო.
-აუუუ ანამარიაა სულ შენ გამიკეთე ხოლმე საჭმელები, რა გემრიელია გოგო.- ჭამის დროს ამბობდა .
- კი აბა რა , სახლში დაგიჯდები და ყოველ დღე საჭმელებს გიკეთებ.-ღადავი დავიწყე.
-ჩუ რა თავი მისკდება, ვარდი კიდე დაგხვდა?- ვარდი შეამჩია დამითხრა.
-კი დამხვდა და ისევ ჭიქაში ჩავდე.
- და შენმა სატრფომ დაგირეკა.-მაქსიმე მოიკითხა.
-დღეს არა და გუშინ მე დავურეკე ვერ მოვითმინე, არმომკლა რამექნა ვნერვიულობდი ნინ.-უკვე მეშინოდა არ მოვეკალი ისეთი სახით მიყურებდა.
-კაი ჯანდაბას ხო ადე ახლა ჩაიცვი და წავედით სამსახურში.
სამსახურში წავედით,მუშაობას შევუდექით. საღამოს ლექციაზე ვიყავით, ვსეირნობდით ლექციების შემდეგ და ძველ დროს ვიხსენებდით. შემდეგ შეგვცივდა ჯერ კიდევ ნოემბერი იყო და საშინელი სიცივე იყო, სახლებში წავედით.
გვიან შეტყობინება მომივიდა მაქსი მეგონა მაგრამ შევცდი ისევ ის უცნობი იყო.
"-რას შვები ანამარია?როგორ ხარ?"-რატომღაც ამ ადამიანის მიმართ ნდობა გამაჩნდა.
"-არაფრს სახლში მოვედი და ვისვენებ შენ?"
"-მეც ახლა მოვედი სახლში სამსახურში ვიყავი."
"-კარგია უცნობო. სახელს არ გამიმხელ?"- ძალიან მაინტერესებდა მისი სახელი, მასზე ყველაფერი მაინტერესებდა.
"-ჯერ ადრეა პატარა ქალბატონო"-ცოტა გამიკვირდა ანუ ჩემზე უფროსია ასე ძალიან?ჰმმ..
"-რამდენი წლის ხარ პატარა ქალბატონოს რო მიძახი?"- ეს მაინც მითხრას..
"-კარგი გეტყვი 21-ის. დაიღალე დღეს?"-ყურადღებას იჩენს .
"-არც ისე დიდი ხარჩემზე. კი დავიღალე სამსახურში ვიყავიშემდეგ ლექციებზე ბოლოს კი ვისსეირნეთ მე და ჩემა დაქალმა."-ყველაფერი მოვუყევი რამჭირს??!
"-ძალიან კარგი."- მეორე "მემ" გამომძახა სიტყვა ძუნწიაო.
"-ჰოო."- ეს მივწერე მარტო და ტელეფონი გადავდე. უკვე ძილს ვაპირებდი მაგრამ საერთოდ არ მეკარებოდა ისევ მაქსიმეზე ვერვიულობდი ხომ მითხრა გუშინ დაგირეკავო და არც კი დაურეკია.
დღები გადიოდა და მაქსიმე არ ჩანდა საშინლად ვნერვიულობდი რამდენჯერააც დავურეკე ტელეფონი ქონდა გათიშული . საშინელი პანიკა დამეწყო, გადავიწყვიტე რომ ამდენი წლის შემდეგ თბილისში წავსულიყავი.
უკვე გზაში ვიყავი და პირდაპირ მაქსიმეს სახლთაან მივედი, ტაქსიდან რასაც ქვია გადავხტი.
სახლის კარებზე ვაკაკუნებდი არავინ მიღებდა ბოლოს ვიღაც უცნობმა კაცმა გამიღო კარები.
-მაქსიმე სახლშია?-შევეკითხე არმაინტერესებდა ვინ იყო.
-შენთვის არ ცალია ცუნცულ.-ალბათ რომელიმე მისი ნაშ,, ვეგონე.
-წესერად ისაუბრე და გამეცალე.-გაღიზიანებულმა ვუთხარი და სახლში შევაბიჯე, რამდენიმე მამაკაცი იყო მათ შორის მაქსიმეს ძმაკაცები ამოვიცანი თვითონ მაქსიმე კი არ ჩანდა, თვითონაც მიცნეს და ჩემთან მოვიდნენ.
-როგორ ხარ ანამარია?-ლუკამ და სანდრომ ერთდროულად მითხრეს გამცინა და მეც თბილად მოვიკითხე.
-კარგად ბიჭებო თქვენ როგორ ხართ?- ორივეს გადავეხიე.
-ოხ, დაკარგული გოგოც გამოჩნდა.-სამზარეულოდან ბექა გამოვიდა, ძალიან მიყრდა ეს ბიჭი ძმასავით მყავდა.
-ჩემოო სიყვარულო-მართლა ძალიან გამიხარდა მისი დანახვა და შევახტი. მაგრამ თვითონ არც განძრეულა, როგორც იცით არავისთან არმქონდა კონტაქტი და მათ შორის ბექაც იყო, ჩემზე გაბრაზებული იყო როგორც ჩანს.
-ახლა გავხდი შენი სიყვარული?!ამდენი ხანი ყველაა დაიკიდე და მათ შორის მეც, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ და სხვებზე არა ანამარია და ახლა რამ გაგახსენა ჩვენი თავი.-ვდუმდი ვერაფერს ვპაუსხობი ნეტა სცოდნოდა რის გამოც წავედი.- ამოიღე ხმა!!
-რა გაღრიალებს ბიჭო რაიყო?-მაქსიმე გამოვიდა.-მარია?!
-რა მაღრიალებს ნახე ვინ დაბრუნდა..-ჩემსკენ გამოიშვირა ხელი.
-აქ რას აკეთებ?ბიჭო ში,, ხომ არ გაქ რა გაღრიალებს მერე.-ჩემთან მოვიდა ჩამეხუტა და დამშვიდება დამიწყო,უკვე ვტიროდი.-ჩშუუ არ იტირო ამ ყ,,, გამო.
-ბექუ კაი რაა ეგრე ძანააც ნუ მიბრაზდები რა- თან ვტიროდი და თან ვცდილობდი დამემშიდებინა ბექა და შემომერიგებინა.
-ხმა არ გავიგო შენი ახლა.-გაბრაზებულმა მითხრა და ჩემთვის უცნობთ მამაკეცებთაან დაჯდა.
- კაიი პრინცეს ნუ უსმენ შენ ამას მოდი დაჯექი.-ლუკამ მითხრა და მათთან დაჯინა გვერდით კი მაქსიმე მომიჯდა.
-რატო დაბრუნდი თბილისში?-ჩუმად მკითხა.
-რამდენიმე დღე არ გამოჩნდი ტელეფონი გათიშული გქონდა და ვნერვიულობდი.-სიმართლე ვუპასუხე.
-საქმები მქონდა და ვეღარ მოვახერხე დარეკვაა.-ცოტა ხანი გამჩუმდა არც მე არ გამიცია პასუხი.-გაიცანი ლაშა ჩემი ბიძაშვილი , თემო ჩემი მენეჯერი და ძმაკაცი და ტატო ჩემი მამიდაშვილი.- ტატო ის იყო შენთვის არ ცალია ცუნცულო რომ მიპასუხა.
-აუუ იზვინი რა ანამარია, არვიცოდი ვინ იყავი თორე ასე არ გიპასუხებდი.-ცოტა ხანი ვუყურე შემდეგ კი მივიღე მისი ბოდიში .
-არაუშავს, შემდეგში გაითვალისწინე ხოლმე.-მე აღარ ჩავრეულვარ მათ საუბარიში რაღაც თემაზე ლაპარაკობდნენ არც ვუსმენდი ბექას ვუყურებდი რომელიც გამომხედავდა ხოლმე შოგადაშიგ და მებღვირებოდა ბოლოს მომბეზრდა და ვუთხარი.
-ბექა ასე ძალიან თუ არ გიხარია და უნდა მიბღვირო წავალ გინდა?-ნერვები მომიშალა.
-ღირსი ხარ რომ წესიერად გიყურო ანამარია?-კბილებს შორის გამოსცარა ეს სიტყვები.
-კაი მიბღვირე და იყავი მე რავქნა როცა საჭირო გახდება მოგიყვები რატო და რისთვის წავედი. აუცილებად გამიგებ.-თვალებზე ცრემლები მომადგა უცებ მოვიწმინდე აივანზე გავედი სიგარეტი ამოვიღე და მოწევა დავიწყე. არავინ გამომყოლია უკან როდესაც დავბრუნდი დალევას იწყებდნენ.
-მარია დალევ?-შემომთავაზა ლუკამ.
-არაყი ჩემგან შორს ხოიცი არა?-ვუთხარი მე , მართლაც ვერ ვსვამდი არაყსს.
-მაშინ ქალბატონო ლუდი დალიე.-მითხრა სანდრომ და ლუდი გამომიტანა.
-მოდიი რაიმე ვითამაშოთ და დაავლიოთ მაგალითად მე არასდროს.-შემოგვთავაზა ლაშამ, მხიარული ბიჭი ჩანდა.
-ბაზარი არა-თქვენ ბიჭეებმა მეც სხვა გზა არ მქონდა.
-მე არასდროს მიკოცნია ბიჭისთვის.-თქვა ლაშამ, მარტო მე დავლიე.-შენი ჯერია ანამარია.
-მე არასდროს დავუწრივარ ვინმეს.-და მაქსიმეს გადავხედე რამდენიმე წლის წინ ჩხუბის დროს დაჭრეს, ყველამ დალია ტატოს გარდა.
-მე არასდროს გავქცევივარ სიყვარულს-ეს თქვა თუ არა ბექამ ფერი დავკარგე თან თვალებში მიყურებდა. რათქმაუნდა დავლიე სხვა გზა არც მქონდა.
მოკლედ ასე გაგრძელდა ჩვენი თამაში, ბოლოს ბიჭებიც წავიდნენ უკვე მეც ვაპირებდი წასვალას მაქსიმე არა არ გაგიშვებ სახლშიც ვერ გაგიყვან ნასვამი ვარო და ოთახში დამაბინავა.
დილას გვიან გამეღვიძა , სამზარეულოდან ხმები ისმოდა და გავედი, კარებში ვიდექი და ვუყურებდი ჩემთვის საყვარელი ადამიანი როგორ ცდილობდა გაეკეთებინა საუზმე. ვუყურებდი და ვფიქრობდი როგორ გამიმართლა ამ ადამიანში , ეს ის ბიჭია რომელიც ცხოვრებას მილამაზებს.
-დიდხანს იდგები მანდ და მიყურებ ჩუმად?-გამომხედა და გამიცინა, ჩემსკენ დაიძრა და შუბლზე მაკოცა-დილამშვიდობის პრინცესა.
-დილამშვიდობისა მაქს.-გამეღიმა მის ქცევაზე.-რასშვები?
-შენთვის საუზმეს ვაკეთებ.-ისევ გაკეთებას მიუბრუნდა.-მერე გავდივარ სამსახურში დარჩი თუ გინდა შენ, საღამოს დავბრუნდები.
მრცხვენოდა მასთან დარჩენა მაგრამ მაინც დავრჩი, ერთად ვისაუზმეთ ის სამსახურში წავიდა მე კი მის სახლში დავრჩი. ნინას დავურეკე და გავაფრთხილე რამდენიმე დღე არ ვიქნებითქო და ყველაფერი მოვუყუევი გოგო გავაგიჟე, ხან მეჩუხუბებოდა ხანაც მაქებდა.
უკვე 7 საათი იყო , ცოტა სახლი დალაგებული მქონდა და მაქსიმეს პასტას ვუკეთებდი, მალევე გავიგე კარების ხმა მაქსი იყო.
სამზარეულში შემოვიდა და უკნიდად მომეხვია.
-ძალიან მომენატრე მარია, იცოდე სულ დაგიტოვებ სახლში- ორივეს ჩაგვეცინა.
-მე დაგთანხმდი და არმახსოვს?
-რაში მჭირდება შენი დათანხმება?!
-კითხვაზე კითხვით პასუხი სულ გიყვარდა.
-როდის მეტყვი ანამარია?-ისევ ის თემა დაა ბრუნა რომელიც უკვე ძალიან მეზიზღება.
-როცა საჭიროდ ჩავთვლი.
-რისი თქმა გინდა რომ ახლა საჭირო არ არის მოვისმინო ამბავი? რომელიც არავინ არ იცის ნინას გარდა ?მიპასუხე საკმარისი დრო არ გავიდაა!!არაა???!!-ცხოვრებაში პირველად მიყვიროდა. თუ ვაბრაზებდი ტონს იცვლიდა ყოველთვის ახლა კი მიყვიროდა.
გაბრაზებულზე ჭიქა მიანარცხა კედელს და წავიდა , აი ასე წავიდა და კარები გაიჯახუნა მე კი ჩავიკეცე უკვე აღარ შემეძლო.
1 საათის შემდეგ გამოვფხიზლდი მაგრამ ისევ ვტიროდი ჩემი ნივთები ავიღე და ისევ გავექეცი ყველაფერს, ბათუმში დავბრუნდი.
სახლში არ მივსულვარ ნინასთაან მივედი ყველაფერი მოვუყევი და ისიც გამინაწყენდა.
-ახლა დამშვიდი და მომისმინე, უნდა მოუყვე ანამარია სხვა გზა არ გაქვს, მისი ქცევებიდან გამომდინარე მიხვდი მაინც რომ უყვარხარ თან ძალიან. უნდა გარისკო და მოუყვე ის ყველაფერი რაც გამოიარე და რის გამოც დატოვე ყველაფერი.
-არშემიძლია ნინ არა, არვარ ეგეთი ძლიერი.-ვტიროდი და თან ვსაუბრობდი.
-შეგიძლია ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ ვინც კი მინახავს , უნდა შეძლო.
დღები გადიოდა მაქსი კი არ ჩანდა არც მწერდა არც მირეკავდა, მეც არ დამირეკავს.
ერთ საღამოს კი მომდის შეტყობინება მაქსი მეგონა მაგრამ შევცდი ის უცნობი ბიჭი იყო.
"-რას შვები მარია?"
"-არაფერს უცნობო, შენ რას შვები?"
"-აივანზე ვზივარ და ვეწევი."
"-კარგია, მე კი ერთ ბიჭზე ვფიქრობ როგორ შემოვირიგო."
"-რატომ? რა მოხდა?"
"-ჩემთვის ძვირფასი ადამიანი გავანაწყენე ძალიან."
"-სამწუხაროა, შეცადა მალე შემოირიგო."
"-მადლობა ვარდებისთვის, ყველა დღეს მილამაზებს."
"არაფრის."
ეს მომწერა და ჩვენი დიალოგიც მორჩა, ყველაზე მაგარჯ ვისკი ავიღე სიგარეტს დავავლე ხელი და აივანზე გავედი.
ვსვამდი, ვეწეოდი და ჩემს ერთადერთ სიყვარულზე ვფიქრობდი, ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო ჩემთვის. მხოლოდ მისთვის გავაკეთე ეს ყველაფერი, მისგამო დავტოვე ყველა და ყველაფერი. ის კი ვერ მიგებს, უნდა ვუთხრა ყველაფერი უნდა მოვუყვე სხვა გზა არ მაქვს.


ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის. იმედია მოგეწონებათ 4 თავი..



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

თავი მომწონს მაგრამ ასე დაგვიანება არა. მითუმეტეს გაუფრთხილებლად. აღარ დააგვიანო შემდეგი. თორემ მკითხველებს წაკითხვის სურვილი გვიქრება. წარმატებები.

 


№2  offline წევრი Ucxo gogo

სტუმარი ხატია
თავი მომწონს მაგრამ ასე დაგვიანება არა. მითუმეტეს გაუფრთხილებლად. აღარ დააგვიანო შემდეგი. თორემ მკითხველებს წაკითხვის სურვილი გვიქრება. წარმატებები.

მადლობაა, უბრალოდდ დრო არ მრჩებოდა.

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

ანუ ჯერ თბილისში ჩასვლას რა აზრი ქონდა ან იქიდან ჩამოსვლას ისევ ბათუმში. მერე საერთოდ რა პანიკებში ვარდება 4 წელი რო ქრები არავინ არ შეგხვდება ისევ ისე როგორც ადრე იყვნენ შენთან. ან მაქსიმე რა ლოგიკით უყვარს ,ან საერთოდ იმ ვიღაცას რას ემესიჯება თუ ვერ გაუგია ვინ არის დაბლოკოს და მოისვენებს ყველა. და კიდევ რას ქვია ვერ უგებს მაქსიმე? ანუ გოგო ეუბნება საჭირო არაა იცოდე რატო წავედი და გადავიკარგეო და კიდე ის ვერ უგებს,ლოგიკურია რო პასუხები სჭირდება მითუმეტეს თუ წყვილი იყვნენ და არა situationship. მოკლედ ძალიან არეული და წადებილო გოგოა.

 


№4  offline წევრი Ucxo gogo

სტუმარი მარი
ანუ ჯერ თბილისში ჩასვლას რა აზრი ქონდა ან იქიდან ჩამოსვლას ისევ ბათუმში. მერე საერთოდ რა პანიკებში ვარდება 4 წელი რო ქრები არავინ არ შეგხვდება ისევ ისე როგორც ადრე იყვნენ შენთან. ან მაქსიმე რა ლოგიკით უყვარს ,ან საერთოდ იმ ვიღაცას რას ემესიჯება თუ ვერ გაუგია ვინ არის დაბლოკოს და მოისვენებს ყველა. და კიდევ რას ქვია ვერ უგებს მაქსიმე? ანუ გოგო ეუბნება საჭირო არაა იცოდე რატო წავედი და გადავიკარგეო და კიდე ის ვერ უგებს,ლოგიკურია რო პასუხები სჭირდება მითუმეტეს თუ წყვილი იყვნენ და არა situationship. მოკლედ ძალიან არეული და წადებილო გოგოა.

კი წადდბილო გოგოა მაგრამ იქნებ რა ხდება მეხუთე თავში... არ ყოფილაან წყვილი, მეგობრები იყვნენნ და დანარჩენს მეხუთე თავში გაიგებთ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent