შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი იყავი! (თავი3)


22-06-2024, 19:27
ავტორი MmariiamM))
ნანახია 953

ერთი შეხედვით დავუბრუნდი ძველ ცხოვრებას, თუმცა სვანეთმა თავის კვალი მაინც დატოვა ჩემში. სვანეთიდან დაბრუნებული კიდევ დიდხანს ვაკვირდებოდი ქუჩაში ხალხს, მეგონა ნებისმიერ წამს გამოჩნდებოდა და ისტერიკას მომიწყობდა ჩუმად წამოსვლისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა, ჩემი ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, ხოლო ის სვანი ჩემი გონების ბნელ კუნჭულებში გაუჩინარდა.

დილით დათამ დამირეკა უნივერსიტეში მხოლოდ იმ პირობით წამიყვანდა თუ ყავას მოვუმზადებდი. მეც სიხარულით მივაშურე სამზარეულოს, რადგან წვიმიან ამინდში ნამდვილად არ მინდოდა მეტროთი ჯაღჯაღი. რამდენიმე წუთში სახლის კარი ცერემონიულად შემოაღო და თავის ყავის ფინჯანს დასწვდა, რამდენიმე ყლუპი მოსვა და მხოლოდ ამის შემდეგ შემამჩნია
-ლექცია რომელზე გეწყება?
-2 საათი კიდევ მაქვს დრო. ასე რომ დაჯექი აბაშიძე და მომოყევი როგორ ჩაიარა სასიდედროს და სასიმამროს გაცნობამ
-ეუფ არ მკითხო გოგო, ისე ვინერვიულე კინაღამ ინფაქტმა მგლიჯა
-რა იყო აბაშიძე დაგცა გურულებმა მუხლებზე?-სიცილს ძვლივს ვიკავებდი
-აუ რა სტრანი კაცია ლიზას მამა ისე მიყურებდა ლამის მზერით მომკლა გეფიცები
-რა გეგონა გენაცვალე მათი ერთადერთი ქალიშვილი რომ შეიყვარე
-მერე სიყვარულისთვის ხალხს კლავთ გურიაში?-სრული სერიოზულობით მკითხა
-მგონი ჯერ არ ყოფილა მზგავსი პრეცედენტი, ვშიშობ პირველი იქნები
-გოგო გამამხნევე რამე კარგი მითხარი, ხომ ხედავ ისედაც არ ვარ სრულ ჭკუაზე
-ხო კრგი დაწყნარდი, არავინ მოგკლავს, ცოტას გაწვალებენ და მოგათხოვებენ გოგოს
-აფსუს ჩემი ბედის დედა რო ვატირე, რამდენი გოგო მეძლეოდა და მაინც და მაინც ის ავარჩიე რომლის მშობლებიც ზედაც არ მიყურებენ
-რას იზამ ჩემო დათა სიყვარული ომს გავს, პირველივე ბრძოლაში არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი
-შენ მაგიტომაც გამოიქეცი სვანეთიდან თავქუდმოგლეჯილი?
-ეგ რა შუაშია ეხლა
-შუაშია კი არა თავშია გოგო, ანგელოზივით ბიჭათნ დაგტოვე, შენ კიდე მოუშხამე ნერვები და ეგრევე დატყდი სვანეთიდა
-ეგ შენი ანგელოზივით ბიჭი ნამდვილი ხეპრე და ხისთავიანია
-კაი ახლა არც შენ მყავხარ ღვთის საჩუქარი
-დათა შარს ეძებ მე მგონი შენ
-კაი დამშვიდდი ახლა-ოდნავ ჩაეღიმა-ხო მართლა ახალი მეზობელი გყავს?
-არ ვიცი, საიდან მოიტანე?
-რომ ამოვდიოდი დავინახე ავეჯი როგორ შექონდათ გვერდზე ბინაში
-მე არაფერი გამიგია დღეს შენი ქოთქოთის გარდა
-ენას ნუ ასავსავებ გველივით მიდი ჩაიცვი თორე დაგტოვებ ესე.
-ხუთ წუთში მზად ვიქნები.

ვიდექი უნივერსიტეტის შესასვლელთან და ნაბიჯს ვერ ვდგამდი. დათას სიტყვებმა ისევ სვანეთში დამაბრუნა, ერთი თვე გავიდა, მეგონა უკვე ყველაფერი უკან მქონდა მოტოვებული თუმცა შევცდი. მასზე ფიქრს თავიდან ვერ ვიგდებდი.კაცი რომლის შესახებ სახელისა და გვარის გარდა არაფერი ვიცოდი დაუკითხავად დაეპატრონა ჩემს გონებას.
უნივერსიტეტში შესვლა ვერ ვაიძულე თავს, რადგან გონებით ისევ მყინვარების ხედით ვტკბებოდი. ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი.
სახლის კარი ზურგს უკან ხმაურით მიიხურა და თავი საშინლად მარტო ვიგრძენი. საკუთარი სახლის კედლები სულს მიხუთავდა. ყურადღების გადასატანად გადავწყვიტე ახალი მეზობელი გამეცნო, კარისკენ წავედი, უეცრად დედაჩემის სიტყვები ამომიტივტივდა თავში რომ არ შეიძლება ხელცარილეი მიხვიდე სტუმრად.
ერთ საათში ვიდექი უცხო ადამიანის კართან, ჩემს მიერ გამომცხვარი კექსით ხელში და ჩემს თავზე მეცინებოდა. ზარი დავრეკე და მოთმინებით დაველოდე
-გამარჯობა-კარი ახალგაზრდა გოგომ გამიღო დაახლოებით ჩემი ასაკის იქნებოდა. საშუალო სიმაღლის, წელამდე მუქი ყავისფერი თმითა და სასიამოვნო ღიმილით
-გამარჯობა. მე ელენა ვარ შენი მეზობელი
-სასიამოვნოა მე ლილე ვარ
-არ მინდოდა შენი შეწუხება უბრალოდ ვიფიქრე თავს უცხოდ იგრძნობდი და მოსასალმებლად მოვედი
-ძალიან გამიხარდა ელენა, ეს...-მოულოდნელად მზერა ლანგრისკენ გაექვცა
-რა სულელი ვარ, ეს ჩემგან იმედია მოგეწონება-ლანგარი გავუწოდე
-შემოდი ყავა დავლიოთ ელე და შენი ნახელავი დავაგემოვნოთ-არასდროს მყვარებია ჩემი სახელის შემოკლებული ვარიანტები, თუმცა მისგან ეს ისე თბილად ჟღერდა არ შევეწინააღმდეგე.-შაქარი რამდენი ჩაგიყარო?
-შაქრის გარეშე თუ შეიძლება
-კარგი ელე შენზე მომიყევი ცოტა-ყავის ფინჯნები დაალაგა და ჩემს წინ კომფორტულად მოთავსდა.
-კარგი მაგრამ თუ მოიწყენ გამაჩერე-ჩემს ხუმრობაზე ჩაეღიმა-მოკლედ მე ელენა მახარაძე ვარ, დავიბადე და გავიზარდე გურიაში. თბილისში ორი წელია რაც ვცხოვრობ.ვსწავლობ ტურიზმს.
-გურია ძალიან ლამაზია-ერთი წამით სახე მოეღრუბლა-სახლი გენატრება ელე?
-კი ყოველთვის, მას შემდეგ უფრო რაც ჩემი მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ და მარტო დამტოვეს. შენზე რას მეტყვი, გენატრება სახლი?
-როცა თვალს ვხუჭავ ყოველთვის თვალწინ მიდგას ჩემი მშობლიური სახლი-შევატყე ხმა როგორ გაებზარა
-ლილე შეგვიძლია სხვა რამეზე ვისაუბროთ-თავი უხერხულად ვიგრძენი
-არაუშავს მიყვარს სვანეთზე საუბარი, სახლის გახსენება
-სვანი ხარ?- ამ კითხვას მთელი გული ამოვაყოლე
-კი -ისეთი სიამაყით მითხრა
-სახლიდან რატომ წამოხვედი? ვიცი როგორი რთულია რომ სულ გენატრებოდეს
-გრძელი ისტორია და არც ისე სახალისო
-კარგი, მაგაზე სხვა დროს ვისაუბროთ. მარტო გადმოხვედი?
-არა მე და ჩემი ძმა. მარტო აქ ძალიან გამიჭირდებოდა
-ნამდვილად რთულია ლილე ცარიელ სახლში დაბრუნების შეგრძნება
-იცი ვფიქრობ...-ცოტა ხნით შეჩერდა და კარგად დამაკვირდა-შენ ძალიან კარგი გოგო ხარ
-ასე უცებ მაგას როგორ მიხვდი?-გამეღიმა მის ბავშვურ დასკვნაზე
-ადამიანის თვალებში ბევრი რამის დანახვა შეიძლება ჩემო ელე
-შენ ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ ჩემო კარგო-მისმა სიტყვებმა რაღაც აუხსნელი სიახლოვე მაგრძნობინა მასთან. ერთი შეხედვით სუსტი და სიფრიფანა ჩანდა ლილე, თუმცა მის თვალებში ვხედავდი რომ საკმარისი ჰქონდა გამოვლილი.-ახლა წავალ ლილე და ნებისმიერ დროს შეგიძლია მესტუმრო
-გამიხარდა შენი გაცნობა ელე-კარამდე გამაცილა-ხო მართლა ნომრები გავცვალოთ რა
-სიამოვნებით-მისი ტელეფონი ავიღე, ჩემი ნომერი ჩავუწერე და სახლში დავბრუნდი. დივანზე მოვკალათდი ტელევიზორთა, ტელეფონზე უცხო ნომრიდან მესიჯი მომივიდა „მინდა რომ კარგი მეგობრები გავხდეთ. ლილე“ გამეღიმა. არ ვიცოდი რა უნდა მიმეწერა ამიტომ მხოლოდ გულის სმაილები გავუგზავნე.

-ლილე სახლში ვარ-გაისმა შემოსასვლელში მკაცრი ხმა
-მოხვედი ძმაო?!-მოსულმა სამზარეულოს გამომცდელად მოავლო მზერა და მაგიდაზე დადგმულ ორ ფინჯანს დააცქერდა
-სტუმარი გყავდა?
-ხო, ჩვენი მეზობელი გავიცანი იცი რა საყვარელია-ლილეს ბავშურად აუციმციმდა თვალები
-გოგო შენ სულ ასეთი შტერი უნდა დარჩე? უცხო ადამიანი სახლში რატომ შემოუშვი
-ელე უცხო არაა, ის ჩემი მეგობარია
-ვინ? -დაიბნა ბიჭი
-ელენა ჩვენი კარის მეზობელი
-რა ქვია? -თითქოს თავისთვის იკითხა ბიჭმა, ერთი წამით გონებამ სხვაგან გადაიყვანა ნაცნობი სახელის გაგონებაზე
-ძმაო ყურს დაგაკლდა?! ორჯერ გითხარი მისი სახელი, ელენა მახარაძე-როგორცკი მის სმენას მისწვდა დის ნათქვამი მოწყვეტით დაეშვა სკამზე
-კარგად ხარ ძმაო? სახეზე ფერი არ გადევს
-კი კარგად ვარ. წავალ წყალს გადავივლებ.-არ უნდოდა მისი დაბნეულობა შეემჩნია პატარა დას.

მთელი დღე სახლში გავატარე. მარტოობა უკვე აუტანელ მოწყენილობაში გადაიზარდა, კედლებზე ლამის დავიწყე სიარულია და მოულოდნელად ბრწყინვალე იდეა გამიჩნდა. პულტი სავარძელზე მივაგდე და სამზარეულოს მივაშურე. კარადებში პოპკორნი დავძებდნე და მზადებას შევუდექი. პატარა მაგიდა გავშალე ტელევიზორთან და სადარბაზოში გავედი. კარზე ფრთხილად დავაკაკუნე და დაველოდე როდის გამოჩნდებოდა მშვენიერი ლილე კარებში. საკეტმა გაიჩხაკუნა და დანახულმა თავზარი დამცა
-საღამო მშვიდობისა -ბიჭს ღიმილმა გადაურბინა სახეზე
-დევდარიანო შენ აქ რა გინდა?-სიტყვებს ძვლის მოვუყარე თავი, ერთწამში ჩამიარა თვალწინ ჩვენმა ყველა ჩხუბმა
-აქ ვცხოვრობ. შენ რა გინდა აქ?
-ლევან ვინ არის?-სამზარეულოდან ლილეს ხმა გაისმა
-კარის მეზობელია შაქრის სათხოვნელად მოვიდა
-რას ბოდავ? ლილეს დაუძახე ახლავე
-დამშვიდდი ენა მწარე ქალბატონო. ლილე შენთან არიან
-ელე -სიხარულით მოირბინა კართან-ძმაო რა მანერებია სტუმარი კართან უნდა დააყენო-უსაყვედურა უფროს ძმას
-ვერ გადავწყვიტე ღირდა თუ არა მისი შემოშვება
-არც ვაპირებდი შემოსვლას-ლევანს მკვლელი მზერა მივაპყარი-ლილე შენს წასაყვანად მოვედი
-სად აპირებ ჩემი დის წაყვანას-მკაცრი გაუხდა ხმა
-ლილე ჩემთან გავიდეთ რა ფილმს ვუყუროთ-მისი უდიდებულესობის კითხვა უპასუხოდ დავტოვე
-აუ რა მაგარია-სიხარულისგან ადგილზე შეხტა-ძმაო ჩვენ მივდივართ, საჭმელი მაცივარშია დესერტი კარადაში
-დესერტთან ფრთხილად ჩემი გამომცხვარია-მივაძახე და სწრაფად შევედი სახლში.
-აბა ლილე კომფორტულად მოთავსდი და აარჩიე რას ვუყუროთ
-იცი ელე -დაბნეულად ამომხედა-ფილმის ყურებას შენთან საუბარი მირჩევნია
-კარგი-მის გვერდით მოვკალათდი- გისმენ დაიწყე
-შენ და ჩემი ძმა ერთმანეთს საიდან იცნობთ?-კითხვა დამისვა და კარგად დამაკვირდა სახეზე, თითქოს პასუხის ამოკითხვას იქ ცდილობდა
-ერთმანეთს მესტიაში შევხვდით, მეგობრებთან ერთად მის სასტუმროში ვრჩებოდი
-მოიცა შენ ხარ ის გიჟი გურული მესტიიდან რომ გამოექცა-ლილეს ხარხარი აუტყდა
-რა?
-შენზე ისეთი გაბრაზებული იყო, ერთი კვირა გაუჩერებლად ამაზე წუწუნებდა
-ჩემზე მოგიყვა?
-მე და ლევანი ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან, ყველაფერს ვუყვებით ერთმანეთს. აუ ეხლა იცი რას მივხვდი
-რას მიხვდით პატარა ქალბატონო
-იმას რომ მალე ჩემი რძალი გახდები
-ლილე ნუ სუსლელობ ეგ შეუძლებელია-უნებურად გავრბზადი
-ჩემი ძმის ცხოვრებაში არც ერთ გოგოს არ მოუხედენია მასზე ისეთი შთაბეჭდილება როგორიც შენ
-გეშლება ჩემო ლილე, ჩვენ სამი დღე ვიყავით ერთად მესტიაში და მხოლოდ ვჩხუბობდით
-მე ვიცნობ ჩემს ძმას და ზუსტად ვიცი რაც იქნება მომავალში
-არა ლილე ეგ შეუძლებელია, მე მასთან საერთო არაფერი მაქ
-ელე როცა დრო მოვა და ჩემი ძმა გრძნობებში გამოგიტყდება აჯობებს დათანხმდე
-თუ არ დავთანხმდები?-გამომცდელად შევხედე ლილეს
-მოგიტაცებს და სვანეთში წაგიყვანს-გოგოს სიცილი აუტყდა
-ნუ დამცინე-ბავშვივით გავიბუტე
-კარგი არ გამიბრაზდე მეტს არ ვიზამ-სახე მოეღრუბლა სადაცაა ტირილს დაიწყებდა
-კარგი დაივიწყე. ლილე შეიძლება რაღაც გკითხო?
-გისმენ
-სვანეთიდან რატომ წამოხვედით? მართალია მას კარგად არ ვიცნობ მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ ყველაზე მეტად თავისი კუთხე უყვარს
-ჩემს გამო წამოვედით-ლილე ერთ წამში დანაღვლიანდა-პრობლემები მქონდა და ჩემს ძმას ჩემი თბილისში წამოყვანა მოუწია ...
-თუ ზედმეტად პირადულია შეგიძლია არ მომიყვე-დავიძაბე ლილეს დარდის დანახვით
-არა მინდა რომ მოგიყვე, ვინმეს მინდა რომ გავუზიარო თორემ შეიძლება გავგიჟდე. იმედია არ შეგაწუხებ
-ლილე ჩემო ლამაზო ყოველთვის შეგიძლია გული გადამიშალო. შენს საიდუმლოებს საკუთარივით შევინახავ
-მე სვანეთში დავიბადე და გავიზარდე. სხვა ბევრი არც არაფერი მინახავს.ბედნიერად ვცხოვრობდი ჩემი მშობლების ძმისა და მეგობრების გარემოცვაში.მერე გამოჩნდა ის მათე ავალიანი, გამომიცხადა რომ ვუყვარდი
-მათე? -თითქოს ჩემთვის ვთქვი
-ხო მათე შენ მას მესტიაში შეხვდი. მოკლედ მითხრა რომ ვუყვარდი და ჩემი ცოლად მოყვანა უნდოდა
-შენ არ გიყვარდა?-დავსვი სრულიად უადგილო კითხვა
-არა. მე თვრამეტი წლის ვარ წარმოდგენა არ მაქ რას ნიშნავს სიყვარული და მითუმეტეს დაოჯახებისთვის არ ვარ მზად-ღრმად ამოისუნთქა, ისე თითქოს მთელი დარდის ამოყოლება სურდა ამ ერთი ამოსუნთქვისთვის
-მერე? მერე რა მოხდა?-მოუთმენლობა დამეუფლა. საშინელი მოუთმენლობა
-სახლში მოგვადგა, მშობლებს და ლევანს უთხრა რომ ვუყვარდი და ჩემი ცოლად შერთვა უდოდა. ლევანი გაგიჟდა, სახლიდან გამოაგდო და ალბათ ცემითაც მოკლავდა მამაჩემს რომ არ შეეჩერებინა. მეგონა რომ ამით ყველაფერი დამთავრდა და უარს მიიღებდა მათე თუმცა შევცდი. მეგობრებთან ერთად დამხვდა გზაზე მანქანაში ძალით ჩამსვა და გამომიცხადა რომ უკვე მისი საკუთრება ვიყავი, რომ მისგან ვერავინ წამიყვანდა. ერთი კვირა ვიჯექი სადღაც ტყეში ბნელ ოთახში გამოკეტილი და ნელ-ნელა ჭკუიდან გადავდიოდი-თვალები ცრემლებით ქონდა სავსე, თითქოს გონებით ისევ იმ ოთახში იჯდა. ნაზად მოვხვიე ხელი და გულზე მივიხუტე. ცოტა ხანს ასე ვისხედით, შემდეგ კი მოყოლა განაგრძო-მერე ლევანი მოვიდა, დაჭრილ ცხოველს ჰგავდა ჩემი საბრალო ძმა, ისე ღრიალებდა როგორც მხეცი და წამომიყვანა იმ საშნელი ადგილიდან.რამდენიმე დღეში კი მამაჩემმა გამომიცხადა რომ თბილიში გადავდიოდი ძმასთან ერთად და უკან კიდევ დიდხანს ვერ დავბრუნდებოდი.ასე აღმოვჩნდი აქ და გაგიცანი შენ
-ლილე არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა. მივხვდი იმ ღამეს შენს ძმას რომ არ მოსწონდა ის ბიჭი მაგრამ ამ ყველაფერ ვერც წარმოვიდგენდი
-შენი წამოსვლიდან რამდენიმე დღეში მომაკითხა მათემ. ნეტავ მაშინ მესტიაში ყოფილიყავი ჩემი ძმა ასე არ გამწარდებოა, მარტოს არ მოუწევდა იმ ტკივილთან გამკლავება
-ნუ სულელობ ლილე არა მგონია მაგ სვანს ახლოს მივეშვი, რომ კვდებოდეს ჩემგან დახმარებას არ მიიღებს
-ელე შეიძლება ცოტა ხანს კიდე დავრჩე არ მინდა ძმამ ნახოს რომ ვიტირე
-უკეთეს გეტყვი ჩემო ლამაზო შეგიძლია ამაღამ აქ დარჩე
-არ შემიძლია ლევანი არ მომცემს მაგის უფლებას
-მოკლედ ასე მოვიქცეთ, მე სტუმრების საძინებელს გაჩვენებ, ყველა საჭირო ნივთს მოგცემ და დაისვენე, მე კი წავალ და იმ სვანურ ჯიხვს დაველაპარაკები
-ჩემთვის მართლა იზამ ამას ?
-კიი.-ლილეს საწოლი გავუმზადე და მასთან შესახვედრად წავედი,ვიცოდი რომ ეს საშინელი აზრი იყო, მაგრამ ამ პატარა გოგოს ტანჯვას რომ ვხედავდი მინდოდა რამით დავხმარებოდი. კარზე დავაკაკუნე და დაველოდე
-აქ რა გინდა?-ყინულივით ცივი ხმა ჰქონდა დევდარიანს
-არ შემომიშვებ სალაპარაკო მაქვს
-მე არა და საერთოდ ჩემი და სადაა?
-სძინავს ლილეს. არასად არ წავალ სანამ არ დავილაპარაკებთ დევდარიანო
-მიდი მალე თქვი, იმით დაიწყე რატომ ძინავს ლილეს შენს სახლში
-ყველაფერი ვიცი-ძვლივს გასაგონად ამოვილაპარაკე, თვალებში ვერ ვუყურებდი
-კარგად ამიხსენი ერთი რა იცი-ეჭვნარევ მზერას არ მაშორებდა
-ლილემ ყველაფერი მომიყვა რაც მესტიაში მოხდა
-მაგის უფლება არ ქონდა, ახლავე დაუძახე უნდა გავიგო რაზე ფიქრობდა შენ რომ მოგიყვა ყველაფერი
-ლევან დაწყნარდი-გაუცნობიერებლად შევეხე ხელზე ჩემს წინ მჯდომს, არ განძრეულა თითქოს ელოდა ჩემგან ამ ჟესტს-ის ბავშვია ლევან, ბავშვი რომელსაც ძალიან ტკივა და უნდა ვინმემ მოუსმინოს, მისი ამბავი გულთან მიიტანოს და ანუგეშოს
-და მაინდამაინც შენ რატომ ხარ ეგ ადამიანი, შეეძლო ჩემთან ესაუბრა
-ხუმრობ ხომ-სიცილი ვერ შევიკავე
-რა გაცინებს გოგო?
-შენთან როგორ უნდა ესაუბრა მზგავს თემაზე როცა წამზომიან ნაღმს გავხარ. მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ დღეს ჩემთან დარჩება და მასზე მე ვიზრუნებ-წამოვდექი და წასასვლელად მოვემზადე, თუმცა ნაბიჯის გადადგმას ვერ ვახერხებდი
-ჩემი დის ბედი ხომ გადაწყვიტე კიდევ გაქ რამეე სათქმელი?
-ლევან მე ...-ისე მიჭირდა მისთვის ამის თქმა-ბოდიშს გიხდი, იმ ღამით მესტიაში მართალი არ ვიყავი, არ დაგიმსახურებია ის სიტყვები რაც გითხარი. ამას ახლა მივხვდი როცა ლილემ ყველაფერი მიამბო
-არც ისეთი მწარე ყოფილხარ მახარაძის ქალო-ოდნავ გაეღიმა
-ლილეზე არ ინერვიულო, ისე მიხვედავ როგორც საკუთარ დას.
-რა დღე დაგვიდგა დევდარიანებს რომ გიჟი გურულის მოვლა და დახმარება გვჭირდება-მისთვის პასუხის დაბრუნებას ვაპირებდი თუმცა მივხვდი რომ ეს ჩხუბის დასაწყისი იქნებოდა ამიტომ სწრაფად დავტოვე იქაურობა.
ლილეს მშვიდად ეძინა მე კი ფიქრისგან თავი მისკდებოდა. როგორ გაიმეტა ასეთი პატარა უცოდველი არსება ღმერთმა ამხელა ტკივილისთვის. მართალია თბილისი პატარა ქალაქია, თუმცა არც ისე პატარა. რატომ მოიიყვანა დევდარიანები ბედმა ჩემს კართან. ფიქრები ესემესის ხმამ დამირღვია „გავიგე მეზობლები გაგიცნია“. დათა იყო. ისედაც ვეჭვობდი რომ იცოდა მათი გადმოსვლის ამბავი მაგრამ ჩხუბის თავი არ მქონდა ამიტომ ტელეფონი გამოვრთე და დაძინებას შევეცადე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent