ჩემი იყავი! (თავი5)
ის წავიდა, მე კი დავრჩი ჩემს ცარიელ სახლში არეული გრძნობებით. არ ვიცოდი რა იქნებოდა შემდეგ, მისმა ასე უსიტყვოდ წასვლამ ძველი იარები გამიღვიძა რომელიც უკვე მოშუშებული და მივიწყებული მეგონა. გარშემო ყველაფერი სულს მიხუთავდა. მის კიდევ ერთ ასეთ საქციელ ვერ გადავიტანდი. აქ მასთან ასე ახლოს და თან ასე შორს ყოფნას ვერ გავუძლებდი. სწრაფად შევედი საძინებელში, ჩემი ნივთები შევაგროვე და სახლს გავეცალე. საანამ მანქანას დავძრავდი ლილეს შეტყობინება მივწერე „მაპატიე ჩემო ლამაზო, ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი. მე სახლში ვბრუნდები“. ტელეფონი გამოვრთე და ერთ საათში უკან მოვიტოვე თბილისი და დავადექი ყველაზე დამღლელ და ამავდროულად საუკეთესო გზას. სახლის გზას. ვიცოდი ჩემი მშობლიური სახლი დამეხმარებოდა გონების გაწმენდაში და ცხოვრების კალაპოტში ჩაყენებაში -ლევან გაიღვიძე-ლილემ ჩემი შეტყობინება გამთენიისას ნახა და შოკირებული იყო -რა გეტაკა გოგო ამ შუა ღამისას? -ელენა წავიდა-ხმა გაებზარა და ხმით ატირდა -სიზმარი ნახე? სად წავიდა საღამოს სახლში იყო -შეტყობინება მომწერა რომ წავიდა-ლილემ ტელეფონი აჩვენა-რა ჩაიდინე ძმაო? -მორჩი მოთქმას და ამისხსენი სად სახლში წავიდა? -უკან გურიაში დაბრუნდა, იმიტომ რომ შენ აწყენინე. ახლა როგორ დაიცავ ძმაო ოთხასი კილომეტრია თქვენს შორის, აქედან რას იზამ თუ იქ ვინმე აწყენინებს ან გულს ატკენს -უკან დავაბრუნებ-საწოლიდან წამოდგა და ჩაცმა დაიწყო -მართლა? -ვიპოვნი და უკან დავაბრუნებ. ჯიუტი თხა როგორ გაბედა ჩემგან მეორედ გაქცევა-ლილე უყურებდა აფორიაქებულ ძმას და ეღიმებოდა -ძმაო ეგ ჯიუტი თხა შეგიყვარდა არა? -მორჩი ახლა ფანტაზიებს, უბრალოოდ არ მინდა რამე დაუშავდეს -კარგია-ძმა კარამდე მიაცილა და სადარბაზოში გასულს მიაძახა-ჩემი რძალი სახლში დააბრუნე ძმაო. ნოდარ დუმბაძის სიტყვებმა „სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია“ თავი მართლაც სახლში მაგრძნობინა. ნახევარ საათში უკვე სახლში ვიყავი. ხელის კანკალით გადავატრიალე გასაღები და კარი გავაღე. ვიგრძენი ჩემი მონატრებული სახლის სურნელი, თვალ წინ ჩამიარა აქ გატარებულმა ყოველმა ბედნიერმა მომენტამ. უკვე თითქმის ორი წელი იყო გასული რაც ამ სახლის ზღურბლს გადავაბიჯე, ეს კედლები ინახავდა ჩემი ცხოვრების ნახევარს, ყველაფერს კარგსა და ცუდს. თუმცა დაცარიელებული სახლი და ჩუმი კედლები სევდას მგვრიდა, მაგრამ ეს სევდა იყო რაღაც ტკბილისა და დავიწყებულის ნაზავი. ტკბილი სურნელი წარსულისა და იყო კიდევ ძალიან მწარე ის ვინც წამართვა სიცოცხლის სილამაზე და მაიძულა წავსულიყავი ჩემი სახლიდან, თანაც ისე რომ უკან აღარ გამომეხედა. ვგრძნობდი ყელში ბურთად როგორ მეჩხირებოდა მწარე წარსული, თუმცა აქ მაგისთვის არ ვიყავი, აქ ჩამოვედი რათა დამებრუნებინა ის თავისუფლების შეგრძნება რომლის მონიჭებაც მხოლოდ მშობლიურ კუთხესა და სახლს შეუძლია. მთელი დღე ეზოში გავატარე, მოვიარე ყოველი მონატრებული კუთხე, საღამოს კი ცეცხლი დავანთე შეშის ღუმელში და მოგონებებს მივეცი გასაქანი. ვუყურებდი როგორ იწვოდა შეშა და მისი საამური ტკაცუნის ხმა სასიამოვნო მელოდიასავით ჩამესმოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ტელეფონი ჩამერთო, ერთზე გაბრაზებულს არ მქონდა უფლება მენერვიულებინა სხვა საყვარელი ხალხი. ჩავრთე თუ არა მაშინვე მომივიდა გამოტოვებული ზარები და მას მოყვა დათას ზარიც -გოგო სად ჯანდაბაში ხარ გამისკდა გული -დამშვიდდი დათა ყველაფერი რიგზეა, სახლში წამოვედი -რა გინდა გოგო მანდ მარტოს? -არის რაღაცეები რაზე დაფიქრებაც მხოლოდ აქ შემიძლია -კარგი რა ელენა არ მითხრა რომ ისევ იმის გამო გაიქეცი-ლიზას ხმა შეეცვალა -თქვენ სულ ერთად როგორ ხართ?!-ვეცადე მეხუმრა თუმცა უშედეგოდ -ძვირფასო ქალბატონო შემთხვევით ლევანიმ ხომ არ მოგანატრა გურიის მთები -ის რა შუაშია დათა ნუ ბოდავ რაღაცას -თუ არაფერი დაუშავებია მაშინ გიჟივით რატომ გეძებს -მეძებს? -კი ყველა შაწუხა ვინც კი შესაძლებელი იყო შენი ადგილსამყოფელის დასადგენად -იმედია არ უთხარი სად ვარ -ლილემ უთხრა მე უბრალოდ დავუდასტურე -კარგი რა ესაა შენი მეგობრობა აბაშიძე?! -დამშვიდდი რა, ჩამოვა დაილაპარაკებთ და მოაგვარებთ ყველაფერს -არაფერი მაქ სალაპარაკო მაგასთან -თუ არ დაელაპარაკები მოგიტაცებს და ეგ იქნება -არ არის სასაცილო ამხანაგო თქვენი საქციელი. მოკლედ ტელეფონს ისევ ვთიშავ არ ინერვიულოთ და მაცადეთ მშვიდად ყოფნა. მეგობრებს დავემშვიდობე. ადგილს ვერ ვპოულობდი იმის გააზრების შემდეგ რომ დევდარიანი მეძებდა და შეიძლებოდა აქ გამომცხადებოდა. თავში სულ ის ჩვენი ავბედითი კოცნა მიტრიალებდა რომელმაც გონება ამირია, ყოველ ხმაურზე მეგონა რომ ის იყო თუმცა სულ ტყუილად. ერთი საათის გასვლის შემდეგ ცოტა დავმშვიდდი და დასაძინებლად წავედი. დილის 4 საათი იყო, ფანჯარაზე არეკლილმა მანქანის შუქებმა რომ გამომაღვიძა, ყურადღება არ მივაქციე მანამ სანამ კიბეებზე ფეხის ხმა არ გავიგონე. საწოლიდან წამოვხტი ფანარი და ბეისბოლის ჯოხი მოვიმარჯვე და აივანზე გავედი. სიბნელის გამო კარგად დანახვა მიჭირდა, თუმცა ვგრძნობდი რომ მარტო არ ვიყავი -შენ არ გასწავლეს სტუმარი ღვთისააო-ღამის სიმშვიდე მისმა მჭექარე ხმამ განკვეთა -აქ რას აკეთებ?- ჩამრთველი ვიპოვნე და აივანაი გავანათე -მეც იგივეს კითხვას ვაპირებდი შენთვის-ოდნავ გაეღიმა, საშინლად დაღლილი სახე ჰქონდა -ეს ჩემი სახლია და აქ ყოფნის უფლება მაქვს, რასაც შენზე ვერ ვიტყვი -შეშლილო მესტიიდან რომ გამექეცი და არაფერი გავაკეთე მაგან გაგათამამა? ნუთუ მართლა გეგონა რომ მეორეჯერაც მოგცემდი ჩემგან გაქცევის უფლებას -შენგან არ გავქცეულვარ უბრალოდ სახლში დავბრუნდი -აქ ცივა შიგნით შევიდეთ-ოდნავ მიბიძგა შესასვლელისკენ -ლევან უნდა წახვიდე -არსად წასვლას არ ვაპირებ მითუმეტეს უშენოდ -არ არის სასაცილო, მე არ დამვიწყები შენი არც ერთი მწარე სიტყვა, ახლაც ვგრძნობ მათით გამოწვეულ ტკივილს -მოდი დავიძინოთ რა და დანარჩენზე ხვალ ვილაპარაკოთ-წინადადება დასრულებული არ ქონდა ისე მოკალათდა ჩემს საწოლში -შენი ჭკუით რას აკეთებ? -დაძინება მინდა, ამიტომ სწრაფად დაწექი და შუქი ჩააქრე -შენთან ერთად არ დავიძინებ -ჭირვეული პატარძალივით ნუ იქცევი, არაფერს გავაკეთებ ისეთი დაღლილი ვარ მაგის თავი სად მაქ-ფრთხილად შემოვუარე საწოლს და მეორე მხარეს საბანში შევძვერი-მომწონს შენი საწოლი შენი სურნელი აქ -ლევან რა გინდა ჩემგან?-სიტყვებს თავს ძვლივს ვუყრიდი მისი სიახლოვე ისე მაბნევდა -საუბარი ხვალ ახლა ძილი-მკლავზე ძლიერად დამქაჩა და გულლზე მიმიხუტა, ვიცოდი ამის უფლება არ უნდა მიმეცა მაგრამ ისეთი თბილი, საიმედო და უსაფრთხო იყო მის მკლავებში ყოფნა წინააღმდეგობა არ გამიწევია დილით მისმა სურნელმა გამაღვიძა.იმდენად სასამოვნო იყო მის მკლავებში გაღვიძება მომინდა ჩემი ყოველი დილა ასე დაწყებულიყო, თუმცა როდის იყო გული და გონება ერთ სიმღერას მღეროდა. სწრაფად გამოვფხიზლდი მისი სურნელისგან თავბრუდახვეული და ადგომა ვცადე -შეგიძლია ფართხალი შეწყვიტო დიდი ხანია ასე კარგად არ მძინებია -ხელები მომაშორე უნდა ავდგე -მე კი მინდა რომ სამუდამოდ აქ დარჩე ჩემთან-კიდევ უფრო ძლიერად ჩამიკრა გულში -ეს შეუძლებელია ლევან, ასე რომ ახლავე გამიშვი -ღმერთო რატომ ხარ ასეთი ჯიუტი- ხელი გამიშვა, ბალიში შეისწორა და საწოლზე წამოჯდა -აქ რატომ ხარ ლევან? -პასუხის მოლოდინიში ვიგრძენი სუნთქვა როგორ შემეკრა -არ ვიცი -რა?- გაოცებისგან თალები გამიფართოვდა -არ ვიცი აქ რატომ ვარ, უბრალოდ მინდა ... -რა გინდა ლევან? რატომ მაგიჟებ? ჯერ მეჩხუბე სასტიკი სიტყვები მითხარი, მერე გამომეცხადე ისევ მეჩხუბე და მაკოცე. ახლა კი აქ ხარ ჩემს საწოლში წევხარ და მეუბნები არ ვიცი შენგან რა მინდაო. რამე დაგიშავე ასე რატომ მექცევი?-სიბრაზისგან თავს ვეღარ ვაკონტროლებდი -მეც მინდა ვიცოდე შენგან რა მინდა. იმ დღეს მესტიაშ რომ დაგინახე იქედან მოყოლებული გამუდმებით ჩემს თავში ხარ, ყველგან შენ გხედავ. სანამ გავერკვეოდი რა ხდებოდა მესტიიდან გამოიქეცი. იცი მეორე დღეს სასტუმროში მოვედი და რომ მითხრეს წავიდაო ყველაზე მეტად მეზიზღებოდი რადგან მეგონა რომ ვეღარასდროს გნახავდი. ერთი თვის შემდეგ კი ჩემს კართან იდექი და ისევ ისეთი ამაყი მზერით მიყურებდი როგორც პირველად -მესტიიდან წამოსვლის მიზეზები მქონდა -ერთადერთი მიზეზი მაშინ რატომაც გაიქეცი შიში იყო -შენ მე არ მიცნობ ასე რომ წინასწარ დასკვნებს ნუ გააკეთებ -იმაზე უკეთ გიცნობ ვიდრე შენ გგონია. იცოდი იმ დღეს თუ დარჩებოდი წასვლას ვეღარ შეძლებდი. ახლაც მაგიტომ გამოიქეცი. მე კიდევ უშიშარი მეგონი -იყო დრო როდესაც უშიშარი ვიყავი, თუმცა ცხოვრებამ შიში მასწავლა -მე კი მინდა რომ ჩემს გვერდით დარჩე, მე კი ყველა შიშს გაგიქარწ....ბ -არ შემიძლია ლევან, ჩემს ცხოვრებაში უკვე დიდი ხანი სხვა ადამიანის ადგილი არაა -ხომ ხვდები რაც არ უნდა თქვა უკან არ დავიხევ -მინდა რომ ჩემი ცხოვრებიდან ახლავე წახვიდე-ამ სიტყვების წარმოთქმას მთელი გული ამოვაყოლე -არსად წასვლას არ ვაპირებ. ლილემ რომ მითხრა წავიდაო იცი რა დამემართა?! გიჟივით გეძებდი ყველგან. იმის გაცნობიერებამ რომ შეიძლებოდა ვეღარ მენახე კინაღამ გამაგიჟა. ასე რომ ჩემო ქალბატონო დღეიდან ცხოვრების ბოლომდე მოგიწევს ჩემს გვერდით იყო -შენ ყრუ ხარ? არ მინდა შენთან რაიმე საერთოს ქონა -მაგაზე მაშინ გეფიქრა როცა ჩემი გული მოიპარე და გაიქეცი -მე არაფერი გამიკეთებია და ეგ ყველაფერი შენი ფანტაზიაა -მართლა?-გამომცდელად ამათვალიერა-ანუ ჩემი სიახლოვე გულს არ გიჩქარებს, ჩემი შეხებისას სუნთქვა არ გეკვრის და არ გტკივა იმის გაფიქრებაზე რომ ვეღარ მნახავ -ეგ ყველაფერი მხოლოდ შენს თავშია, ჩემთვის არაფერს ნიშნავს შენი აქ ყოფნა. შენგან სიშორე რომ მტკენდეს ოთხასი კილომეტრით შორს ხომ არ გამოვიქცეეოდი -ახლა რაც არ უნდა თქვა არაფერს არ ნიშნავს, რადგან შენი თვალები სიმართლეს ამბობს მახარაძის ქალო. ვიცი რომ შიგნიდან იწვი ყველა მაგ მწარე სიტყვის წარმოთქმისას -მინდა რომ წახვიდე დევდარიანო-საწოლიად წამოვხტი, მისი სიახლოვე მაგიჟებდა, თვალებში მიყურებდა და თითქოს ჩემს სულს ხედავდა. მინდოდა დარჩენილიყო ხელი ჩაეიკდა და არასდროს მივეტოვებინე, მაგრამ წარსული თავს არ მანებებდა თავისი ბნელი კლანჭებით უკან მექაჩებოდა -ისტერიკას მორჩი რა. აქედან უშენოდ არსად არ წავალ, ასე რომ შეეგუე -მინდა რომ წახვიდე, ამაში გაუგებარი რა არის -ან შენს თვალებს ტყუილის თქმა ასეწავლე, ან ნუ იხარჯები ამ არაფრის მთქმელი სიტყვების თქმით -ლევან ეს უკვე სასაცილო არაა -საწოლიდან წამოდგა, სწრაფად მომიახლოვდა და ისევ მაკოცა, მისი ტუჩების შეხებამ გონება დამიბინდა. დამავიწყდა ყველაფერი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. თითქოს იმ წამს სამყაროში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით -ხომ ხედავ, შენც ისევე გინდა ეს როგორც მე-წელზე ხელები ძლიერად მომხვია, თავისკენ მიმიზიდა და ყელზე მაკოცა -ლევან გაჩერდი გთხოვ -ლოყაზე უნებართვოდ ცრემლი ჩამომიგორდა -ელენა რა გჭირს რატომ ტირი?-თვალებ გაფართოებული მომშტერებოდა, მე კი სათქმელს თავს ვერ ვუყრიდი -არ შემიძლია დევდარიანო, აქ ისევ მტკივა წარსულის იარა-ხელი გუზე დავადებინე-ორი წელი გავიდა მაგრამ ტკივილმა არ გაიარა, ჩემს გულს არ შეუძლია უყვარდეს შიშის გარეშე და სადაც შიშია იქ სიყვარულის ადგილი არაა -მომიყევი-ყურში ჩამჩურჩულა და გულში ძლიერად ჩამიკრა-რაც არ უნდა ყოფილიყო მე მოგისმენ. არ მისცე წარსულს უფლება მომავალი მოგვპაროს -არ შემიძლია, ახლა არა -მაშინ როდის? -ალბათ ოდესმე.-თვალებში ვუყურებდი და ვხედავდი, უნდოდა ჩემთვის დარდი შეემსუბუქებინა, მაგრამ მე არ შემეძლო მისთვის ჩემი წარსულის გაზიარება. გაფიქრებაც საკამარისი იყო რომ წარსულის მტკივნეული კლანჭები მტკივნეულად მიჭერდა ყელში. -მე ქვევით ჩავალ-საუბრის თემის შეცვლა ვცადე-წასვლამდე საუზმეს მოგიმზადებ -კარგი მცდელობაა ქალბატონო მაგრამ არსად წასვლას არ ვაპირებ -დევდარიანო სხვის სახლში შეჭრა და იქ დასახლება ჩვევაად გაქ თუ მე მერგო ეს პატივი -მე იქ ვარ სადაც ჩემთვის ძვირფასი ადამიანებია. -ვხედავ კამათს აზრი არ აქვს, მალე ჩამოდი. ხალათი ჩავიცვი და კიბეზე დავეშვი, მაბრაზებდა მისი სიჯიუტე, თუმცა გულში სადღაც ღრმად ბედნიერი ვიყავი რომ არ ნებდებოდა. კიბეზე ჩამოსულმა დავინახე ვიღაცამ როგორ გადმოჭრა ეზო და ცხვირწინ ამესვეტა. ვერ ვიჯერებდი მეგონა რომ ჩემი არეული გონება მეთამაშებოდა. წარსულმა ერთ ადგილას მიმალურსმნა, თვალ წინ ჩამიარა მომხდარამა და მე კვლავ ისეთი უსუსური ვიყავი როგორიც მაშინ. -ესე იგი დაბრუნდი -მისი ხმის გაგონებაზე გამაჟრჟოლა-მეგონა დედაჩემს რაღაც შეეშალა -აქ რას აკეთებ-ძვლივს გასაგონად დავიჩურჩულე -ჩემი თვალით უნდა მენახა, რომ აქ იყავი -ხელი ჩემი თმისკენ წაიღო, მე მაშინვე უკან დავიხიე-ჩემი ისევ გეშინია?-ისეთი ცინიკური ხმა ქონდა -ახლავე წადი ჩემი სახლიდან -კარგი რა ელე ნუ თუ არ მოგენატრე? -გაეთრიე ჩემი სახლიდან-ბოლო ხმაზე ვუღრიალე-როგორ ბედავ და თვალებში როგორ მიყურებ, იმის შემდეგ რაც გამიკეთე -მე როგორ ვბედავ?! შენ არ მიმატოვე -მკლავში მტკივნეულად ჩამავლო ხელი-თავი მომჭერი ყველას წინაშე, რა აღარ დამაბრალე. -მტკივა გამიშვი მე არაფერი დამიშავებია, მე... -ელენა აქ რა ხდება?-დევდარიანს მკაცრი ხმა გაისმა და მე მხოლოდ მაშინ გამახსენდა რომ ის ზევით დავტოვე ჩემს საწოლში კომფორტულად მოკალათებული-ახლავე გაუშვი ხელი-სწრაფად ჩადგა ჩემსა და მას შორის -ეს კაცი ვინა ელენა? -მე ლევან დევდარიანი ვარ, ელენას საქმრო-ეს სიტყვები მეხის გავარდნასავით იყო -მაგარაია, ერთ კაცურ რჩევას მოგცემ ჯერ კარგად გაიცანი და მერე დაქორწინდი, მისი ანგელოზის თვალებმა არ მოგატყუოს -კაცურ რჩევებს არ ვიღებ იმისგან ვინც არ იცის ქალს როგორ უნდა მოექცეს -ოჰო უკვე კარგად დაუმუშავები ხარ, ჯერ მისი წარსული გამოიკვლიე და მერე მელაპარაკე ასე თავდაჯერებულმა- შეტრიალდა და წავიდა. მე კი ვიგრძენი როგორ დაბნელდა გარშემო ყველაფერი. -ელენა კარგად ხარ?-თვალები გავახილე და დავინახე შეშინებული როგორ მიყურებდა. ერთიანად გამახსენდა ცოტა ხნის წინ მომხდარი და ცრემლებმაც არ დააყოვნა-რატომ ტირი? გთხოვ დამელაპაარაკე -ლევან უნდა წახვიდე-მისი მცხვენოდა თვალს ვერ ვუსწორებდი -არსად არ წავალ, ვინ იყო ის კაცი და რა ჯანდაბა უნდოდა -ის წარსულია ლევან, წარსული რომელიც მეგონა წარსულშივე დარჩებოდაა -არ ვიცი რის თქმას არიდებ თავს მაგრამ სახეზე ფერი არ გადევს.წყალს მოგიტან -ლევან -ხელზე მაგრად ჩავებღაუჭე- არ დაუჯერო რაც თქვა ყველაფერი სიცრუეა-ხმაში მუდარის ნოტები შემეპარა -ჩემო სულელო გოგო-საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და გულში მაგრად ჩამიკრა-ვერვაინ შეძლებს შენზე აზრი შემიცვალოს -როგორ მინდა შენთვის ყველაფრის მოყოლის ძალა მქონდეს -დამშვიდდი მახარაძის ქალო ალბათ ოდესმე შეძლებ -მე ... -საუბარი ტელეფონის ზარმა შეგვაწყვეტინა -სად ხარ?- გაისმა ყურმილში კიდევ ერთი ხმა წარსულიდან -მე ... -ჩემს მოტყუებას არ ეცადო, ერთ საათში მანდ ვიქნები -ლევან ახლავე უნდა წახვიდე-გიჟივით წამოვხტი საწოლიდან, იმის გაფიქრებამაც კი რომ მას შეხვდებოდა კინაღამ გამაგიჟა -ისევ ამ თემას დაუბრუნდი? ხომ გითხარი რომ... -არა შენ არ გესმის მას აქ ვერ დახვდები უნდა წახვიდე -ვის ? წესიერად ამიხსენი -აქ არ უნდა დავბრუნებულიყავი ამას თავიდან ვეღარ გადავიტან. შენ უნდა წახვიდე დევდარიანო ისედაც რთული ცხოვრება გაქ და ჩემს პრობლემებში ვერ ჩაგითრევ -რას ბოდავ გოგო, ასეთ მდგომარეობაში როგორ დაგტოვო -ლევან გთხოვ -თვალზე მომდგარ ცრემლებს ძვლივს ვიკავებდი -ასე რისი გეშინია, ვისგან ცდილობ ჩემს დამალვას? -იმ უკანსაკნელისგან ვინც ოჯახისგან დამრჩა -შეწყვიტე ეს ქარაგმებით საუბარი და ნორმალურად ამიხსენი -უბრალოდ წადი -უკვე ისტერიკა დამეწყო -დამშვიდდი ელენა წავალ თუ ეს თავს უკეთ გაგრძნობინებს-წამოდგა და კარისკენ გაემართა, ის გააკეთა რაც ვთხოვე მაგრამ შვების ნაცვლად აუტანელ ტკივლის ვგრძნობდი. ვხედავდი როგორ მიდიოდა მანქანისკენ და ნელ-ნელა ვკვდებოდი. თითქოს იმ წამს გავაცნობიერე რომ სულ მარტო ვიყავი სამყაროში. მაქანის კარი გამოაღო, ერთხელაც შემომხედა და საჭეს მიუჯდა, მაქანის ძრავი ჩართო თუმცა უკვე გვიანი იყო. ეზოსთან დიდი სიჩქარით მომავალი მაქანა გაჩერდა, ღმერთო როგორი მკაცრი ნაბიჯებით მოაბიჯებდა, თითქოს დრო არ გასულა, ის კვლავ ძველებურად უდრეკი და მკაცრი მზერით მომჩერებოდა. მის წინ ვიდექი თავჩახრილი თითქოს განაჩენს ველოდებოდა. ერთხან მიყურა, შემდეგ კი მზერა ჩემს უკან მდგომ დევდარიანზე გადაიტანა -ეს ვინ არის? -ბიძია ეს .... -გამარჯობა მე ლევან დევდარიანი ვარ, ელენას მეგობარი. და თქვენ? -მე თორნიკე მახარაძე ვარ ელენას ბიძა -სასიამოვნოა -ხელი ისე ჩამოართვეს ერთმანეთისთვის თვალი არ მოუშორებიათ -ელენა სახლში შევიდეთ-ბრძანება გასცა და სახლისკენ გაემართა, ჩვენც უკან გავყევით -შვილო შენ უნდა წახვიდე, ეს მხოლოდ ოჯახს ეხება -დიდი პატივისცემის მიუხედავად არსად წასვლას არ ვაპირებ-მკაცრი იყო დევდარიანის ხმა, ისევე როგორც მისი გამოხედვა. მისაღებში ვიჯექი, უკევ არაფრის ძალა აღარ მქონდა. ვუყურებდი როგორ დადიოდა ოთახში უმისამართოდ ბიძაჩემი და მაშინებდა იმაზე ფიქრი თუ რის თქმას აპირებდა -რატომ დაბრუნდი? -ეს ჩემი სახლია აქ ყოფნის უფლება მაქ. -შვილო გინდა რომ მომკლა?! ასე ადვილად დაგავიწყდა მაშინ რა გამოიარე? -არა ბიძია ყველაფერი ისე მახსოვს თითქოს გუშინ მოხდა -მაშინ აქ რატომ ხარ? რამე რომ დაეშავებინათ შეთვსი სანამ მე რაიმეს გავიგებდი -ხო მაგრამ ბიძია მთელი ცხოვრება შიშით ვერ ვიცხოვრებ, ეს ჩემი სახლია მე აქ გავიზარდე -შვილო ეს სახლი აღარაა ეს მხოლოდ კედლებია ჩემი ძმის სიკვდილის შემდეგ -კი მაგრამ ბიძია... -განხილვას არ ექვემდებრება. ლევან შვილო მე შენ არ გიცნობ მაგრამ შენს თვალებში ვხედავ პატიოსანი ადამიანი ხარ. მოკიდე ამ ჩემს ჯიუტ ძმიშვილს ხელი და უკან წაიყვანე სანამ ისეთი რამ მოხდა რასაც ვეღარ გამოვასწორებ -როგორც თქვენ მეტყვით ისე მოვიქცევი ბატონო თორნიკე -გადაწყვეტილია, ჩემი ხალხი ქუთაისამდე გამოგყვებათ, უნდა დავრწმუნდე რომ აქედან მშვიდობით წახვალთ.-კიდევ ერთხელ დასვა ბიძაჩემმა წერტილი ისე რომ არ უკითხავს მე რა მინდოდა. ვიცოდი ამას ჩემთვის აკეთებდა მაგრამ ეს ისევ გაქცევა იყო. თუ ამან ერთხელ არ გაამართლა მეორედაც არ იმუშავებდა, თუმცა თორნიკე მახარაძე ის კაცი არ იყო ვისთანაც ასე ადვილად გავიმარჯვებდი, ახლა წასვლა ყველაზე არასწორი საქციელი იყო სწორი საქმისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.