შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იბრძოლე ან მოკვდი (I თავი)


26-06-2024, 08:20
ავტორი Tuta Moon
ნანახია 895

მაჯის საათს უკვე მეათასეჯერ დავხედე და აი ისიც როგორც იქნა, ცვლის დამთავრებამდე დარჩენილია ოცი წუთი. საათის გაცვეთილ შესაკრავებს თითს ვუსვამ უამრავი მოგონება მოიწევს წინ და სახეში მეხლება. უდედოდ დარჩენილი ბავშვების დაუსრულებელი ტირილი ეხლაც ცხადად ჩამესმის ყურებში. ჩაბნელებულ დერეფანში პირველი ჩხუბი მახსენდება, შენიშვნები მომვლელისგან, რომელსაც მედდას ვეძახდით. დალილავებული სხეული და სახე დასისხლიანებული ანარეკლის ჩურჩული სარკიდან ,,ან იბრძვი, ან კვდები,,

- გრეტა! გრეტაა!
თვალებს ვისრეს, ვდგები და ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ არ მეშვება. პასუხი რომ არ გავცე შეუძლია მთელი ღამე განუწყვეტლივ იმეოროს ჩემი სახელი. წინსაფარს ვიხსნი და ხმის მიმართულებით მივდივარ. კაფის დამაარსებელი, უფროსი და ამავე დროს არაფრისმაქნისი შეფ-მზარეული ჯონი თავის სიგარეტის სუნად აქოთებულ ოთახში, კვამლში გახვეული ზის მაგიდასთან და მიცდის. ჯონი მართლაც რომ დიდი გაიძვერა ვინმეა, იერით მულტფილმიდან გადმოსულ გაბოროტებულ ღორს გავს. იმიტომ კი არა რომ ზედმეტი წონა აქვს, იმიტომ რომ თვალებში სული არ უჩანს, დარწმუნებული ვარ არც გული გააჩნია ამ არსებას.

ამ მხოლოდ ფასად შელამაზებულ კაფეში მის მერე ვმუშაობ რაც იმ დაწყევლილ ბავშვთა სახლს დავაღწიე თავი. იქ ყოფნის ლიმიტის ამოწურვისთანავე გარეთ გამომსვეს, ერთ ოთახიანი პატარა სორო გამომიყვეს თავშესაფრად და დამემშვიდობნენ. გული თუ დამწყდა? არა! იმდენად ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი რამდენადაც შემეძლო და გზა გავაგრძელე. ძალიან ბევრი ვიწვალე იქიდან გამოსაღწევად და ბოლოს რა გამოვიდა?! ძალიან ბევრი მხოლოდ იმისთვის ვიწვალე და ვიბრძოლე, რომ ერთი დაწყევლილი ადგილიდან მეორეში მოვსულიყავი? ესეიგი ადამიანური ცხოვრებისთვის, სულ ცოტა უნდა მოვკვდე?

- სად ხარ აქამდე? - სიგარეტს საფერფლეში ასრისავს და უკმაყოფილოდ მიყურებს.
- ხომ მოვედი? - ვპასუხობ და კარის ჩარჩოს ვეყრდნობი.
რამოდენიმე წამი უიმედოდ მომჩერებია. შემდეგ თავს იქნევს უკმაყოფილოდ. უკვე ვხვდები საითაც წავა საუბარი, მაგრამ ჯერ მის სიტყვასაც მოვისმენ.
- გრეეეტა. - ჩემს სახელს წელავს წარმოთქმისას და ხმა ისე მზრუნველად ურბილდება, რომ არ ვიცოდე რა გაიძვერაცაა ალბათ გული მომილბებოდა. - კლიენტები და შენ, შენ და კლიენტები. ხომ ვილაპარაკეთ იმაზე, რომ აქ შემოსული თითოეული ადამიანი ყოველთვის მართალია? ხომ ვილაპარაკეთ, რომ მათთან უტაქტოდ მოქცევა გვაახლოვებს სამსახურის დაკარგვასთან? მაგრამ შენ? რას აკეთებ? კარგი, უნიფორმა, რომ არ ჩაიცვი ამაზე თვალი დავხუჭე, მაგრამ კლიენტების შეშინებაა? - თვალებს მიბრიალებს.
- მისთვის არაფერი დამიშავებია. - ვპასუხობ მშვიდად და დილანდელს გონებაში ვატრიალებ. მაინც ვერ ვხვდები ჩემს დანაშაულს, მე ხომ საკუთარი ინტერესები დავიცავი და იმ ვითომ მაგარ ბიჭს ზედმეტის უფლება არ მივეცი. აბა რა ეგონა უკანალზე ხელს რომ მირტყამდა? ამიტომ ცოტა შევაშინე როცა მაგიდაზე დადებული ხელიდან მილიმეტრების დაშორებით ხორცის საჭრელი დანა ჩავარჭე.
- მისთვის არაფერი დაგიშავებია? საიდან გაქვს ამხელა გამბედაობა? - თვალები უფართოვდება ჯონის, უფრო სწორად ის ცარიელი ადგილები საიდანაც სული უნდა იმზირებოდეს.
- მისმინე ჯონი - ვუახლოვდები და ხელებით მის მაგიდას ვეყრდნობი. მოთმინება უსაზღვრო მაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ფრჩხილის ოდენას არ დავუთმობ, ამ სარეველასავით წამოზრდილ წარმონაქმნს. - არ ვაპირებ ბოდიში მოვიხადო, არც შენთან და მითუმეტეს არც იმ ნაბიჭვრებთან. კიდევ რომ მქონდეს შანსი, ამჯერად არ ავაცელდი.
ნერწყვს ხმაურიანად ყლაპავს, პერანგის ღილებს იხსნის ყელთან და თვალს მარიდებს. - კარგი, ბოდიში არცაა საჭირო, უბრალოოდ... კარგიი. - მომხდარით უკმაყოფილო სჩანს, მაგრამ არ იმჩნევს, თუმცა ვიცი მომენტს ელოდება, რომ ,,დამარტყას,,.

ოთახიდან გამოვდივარ და მის ტყვისავით მზერას ჩემს ბეჭებზე ყურადღებას არ ვაქცევ. დარწმუნებული ვარ სამსახურიდან არ გამიშვებს, პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ ერთ თვეზე დიდხანს არავინ ჩერდება, მე კი უკვე სამი წელია აქ ვარ. მეორეც იმიტომ, რომ მშიშარაა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ვძულვარ. ვძულვარ, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემთან მოახლოების საშუალება არ მივეცი. სამი წლის წინ, როცა სამსახურში ამიყვანა რა თქმა უნდა წარმოდგენა არ ჰქონდა თუ გავუმკლავდებოდი. მისი მოკლე ჭკუით უმოწყალოდ სუსტი ვეგონე, მაგრამ როგორც კი პირველი შეწინააღმდეგება იხილა, თავის ბინძური ხელების ფათურის საპასუხოდ, ხელებიც დაიმოკლა და მცდელობებიც. ასევე ამაზრზენ კლიენტებზე გადახდილი სამაგიეროებიც, მაგალითი გამოდგა მისთვის. უკან დაიხია და ისევ იმ ნაჭუჭში შეძვარა საიდანაც ასე მონდომებით ცდილობდა გამოსვლას.

მუხლებზე ვითომდა მოდურად გადახეული ჩემი საცოდავი გამოსასვლელი ჯინსი ჩამოვიბერტყე, ერთადერთი მეგობრის პეტრეს, ნაჩუქარი მისივე შავი ფერის მაისური შევისწორე, კაპიუშონიანი ქურთუკი შემოვიცვი, თითქმის წელამდე ჩამოზრდილი მუქი შინდისფერი თმა ქუდში შევმალე და გადაღლილი, კისრის სრესვით გამოვედი ბარიდან. ღამის ორი საათი ხდება, იმდენხანს მელაპარაკა იმ შეჩვენებულმა, რომ ცვლა მთელი ორმოცი წუთის გადაცილებით დავტოვე.

მთავარი ქუჩა ლამპიონებითაა განათებული. მხოლოდ აქა-იქ შეყუჟულან ქუჩის ჩაბნელებული შესახვევები. სასიამოვნოდ გრილა და მეც ნელა მივუყვები გზას. გარეშამო კაციშვილი არ სჩანს, მხოლოდ კანტიკუნტად თუ ჩამიქროლებს ავტომობილი. ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობ. რთული და მტკივნეული ბავშვობა, თავშესაფრიდან წამოსვლის შემდგომი ორი წელი და ახლა ეს ჯონი, ჩემი ბოლო სამი წლის კოშმარი. ერთი სული მაქვს თავი დავაღწიო მის საღორეს, თუმცა არც ისე ადვილია ახალი სამსახურის შოვნა. აქედან ასე უბრალოდ წამოსვლა კი, არაა მთლად საღი აზრი.
რაში გაილია ჩემი კუთვნილი სიცოცხლის ოცდასამი წელი?..

მოჩვენებასავით მოვლასლასებ ჩაფიქრებული, ერთი სული მაქვს იმ სოროდ წოდებულ ,,სასახლეში,, შევძვრე და დავიძინო მინიმუმ, რამოდენიმე წლით. არარეალურ ფიქრებში ჩაძირულს შეშინებული კივილი ჩამესმის და ადგილზე ფეთიანივით ვხტები. ვჩერდები და ქუჩას ვაკვირდები აქეთ-იქით, კივილი მეორდება და მეც სრულიად მიფრთხება ძილის ყველანაირი სურვილი. ხმის მიმართულებას ვხვდები და დაუფიქრებლად მივრბივარ იქით, სწორედ იქ, იმ არასასურველ ჩაბნელებულ მოსახვევში. მალვით და ნელ-ნელა მივყვები ხმას, თვალი სიბნელეს ეჩვევა, ქალს ვხედავ რომელიც შუა გზაზეა წაქცეული. არ მოძრაობს, არ ვიცი ცოცხალია თუ მკვდარი, სანაგვე ურნების გვერდით ვიმალები, რადგან ის მარტო არაა. თავზე ვიღაც წამოსდგომია, აღნაგობით თუ ვიმსჯელებ კაცი უნდა იყოს. რა როგორ მოხდა არ დამინახავს, მაგრამ იმას კი ვხვდები, რომ დანამნაშავე ეს კაცია, რადგან წაქცეულ ქალზე რეაქცია საერთოდ არ აქვს. ეკრან ჩამსხვრეულ საცოდავ ტელეფონს გაჭირვებით ვაძვრენ ჯიბიდან დახმარების გამოსაძახებლად, დამნაშავეზე თვალ მოუცილებლად ვკრეფ ნომერს, თუმცა დარეკვის ღილაკზე დადებული თითი მიშეშდება, დანახული სუნთქვას მიკრავს და მოძრაობის უნარს მიკარგავს, ნათლად ვხედავ თუ როგორ იხრება დამნაშავე მსხვერპლისკენ, სახე თითქმის მის სახესთან მიაქვს და ქალისგან გამომავალ ოქროსფერ ნათებას ისრუტავს. მშიშარა უკვე დიდი ხანია აღარ ვარ მაგრამ... ,,ჯანდაბა, ჯანდაბა ეს რა არის?,, ვკრთები და პირზე ხელებს ვიფარებ, წამოკივლების შესაკავებლად, ის კი თითქოს გრძნობს ჩემს შიშს, პროცესს წყვეტს და პირდაპირ ჩემი მიმართულებით იყურება, ვიმალები. არ ვიცი დამინახა თუ არა, მხოლოდ ის ვიცი, რომ აქედან საჩქაროდ უნდა გავქრე. სამალავიდან თავს ვყოფ, სიტუაციას ვზვერავ. ქალი ისევ იქაა, მაგრამ კაცი აღარ სჩანს. ვდგები და ნელ-ნელა ვცილდები ამ ადგილს, როცა ქალის ჩუმი კვნესა სწვდება ჩემს ყურს, უკან ვიხედები. ვაკვირდები ვხვდები რომ ცოცხალია ,,ასე ვერ დავტოვებ,, ბოლო მისუსტებულ გამბედაობას ვიკრებ და მისკენ მივრბივარ.

- ქალბატონო, ქალბატონო.. - ვიმუხლები და სახიდან თმას ვუწევ, ჩემი ვარაუდით ორმოც წელს გადაცილებული არ იქნება, ლამაზი ქალია. საკმაოდ სოლიდურად ჩაცმული. თვალებს ახელს სუსტად და აჩქარებულად სუნთქავს - კარგად ხართ? შეგიძლიათ ლაპარაკი?

- რა მოხდა? - კითხულობს ჩუმად.

- არ ვიცი, შეგიძლიათ მოძრაობა? - თავს მიქნევს და წამოდგომაში ვეხმარები, ცოტა რეტ-დასხმულივითაა, ბარბაცებს. მხრის ქვეშ საყრდენივით ვუდგები და განათებული ადგილისკენ მიმყავს.

მთავარ ქუჩაზე გამოვდივართ და იქვე სკამზე ვსხდებით.

- უკეთ ხართ? გინდათ სასწრაფოში დავრეკო? - წარმოდგენა არ მაქვს როგორაა ის, აი მე კი აღელვებისგან ლამისაა შევიშალო.

- კარგად ვარ, არა, არ არის საჭირო, მხოლოდ ტაქსის გაჩერება თუ შეგიძლია?

საბედნიეროდ დიდი ლოდინი არ დამჭირვებია გამვლელ ტაქსს ვაჩერებ და ორივენი ვსხდებით. მის სახლთან მალევე მივდივართ, როგორც სჩანს ახლოსვე ცხოვრობს.
- მადლობა როგორ გადაგიხადო? - მეკითხება ჩასვლამდე.

- რა არის სამადლობელი, ყველაფერი კარგადაა - ვუღიმი და ვაკვირდები ნუთუ საერთოდ არაფერი ახსოვს.

- ხურდა დაიტოვეთ და გოგონა იქ მიიყვანათ სადაც მოისურვებს. - ეუბნება მძღოლს და მსხვილ კუპიურას აწვდის. - დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ეს აიღე და თუ როდისმე გამოუვალ სიტუაციში აღმოჩნდები დამირეკე, იქნებ მერე შევძლო სათანადო მადლობის გადახდა. - პატრა თეთრი ფერის სავიზიტო ბარათს მაწვდის, ერთმანეთს ღიმილით ვემშვიდობები.
ვხედავ როგორ შედის სადარბაზოში, შემდეგ მძღოლს ჩემს მისამართს ვკარნახობ. ისევ საათს დავყურებ ღამის ოთხის ნახევარია. მისგან დატოვებულ ბარათს ვამოწმებ, არც მისამართი აწერია, არც რაიმე ოფისის სახელწოდება, მხოლოდ ტელეფონის ნომერი და ოქროსფრად ლამაზად ამოტვიფრული დახრილი ასოებით სახელი და გვარი ,,მირანდა არაბული,, რატომღაც ძალიან უცნაურია.

სახლში შესვლისთანავე კარს ვკეტავ, ყველა იმ საკეტით რაც საკუთარი ხელით მივამაგრე. ტანსაცმელს ვიძრობ და უწესრიგოდ ვყრი, ახლა ნამდვილად არ მაქვს არაფრის თავი. შხაპის ქვეშ შევდივარ. მომხდარზე ვფიქრობ, რა დავინახე? იყო კი რეალური, თუ ჩემმა არეულმა, უძილობისგან გადაღლილმა გონებამ მიმტყუნა?

ძილბურანში მესმის კარზე ისეთი ბრაგაბრუგის ხმა, რომ ცოტაც და ამოვარდება ანჯამებიდან.
- მოვდივარ... მოვდიივააარ! - ვბლუყუნებ ჯერ ისე ხმადაბლა, მეც ძლივს მესმის ჩემი ხმა, მერე კი უფრო ხმამაღლა ვიძახი, რომ შეწყვიტოს ბრახუნი ვინცაა. საკეტებს ერთი-მეორეს მიყოლებით ვხსნი ჩემს წინ პეტრე დგას ისეთი აღელვებულია ძლივს სუნთქავს. - რა ჯანდაბა მოხდა?
- კიდევ აქეთ კითხულობ რა მოხდაო?! სად ხარ საად? საათზე მეტია კართან ვდგავარ, ტელეფონი ავაფეთქე. - სახლში შემოპატიჟების გარეშე შემოდის. - მეგონა ცუდად გახდი ან უარესი, მოკვდი.
- მეძინა, გათენებას მაინც დალოდებოდი, ჯერ ხომ მხოლოდ ეხლა მოვედი სახლში. - თვალებს ვიფშვნეტ და ისევ იმ ეტაპზე ვარ ძილს რომ თავისუფლად შევიბრუნებ.
- გათენდა კი არა საღამოს ექვსი საათია გრეტა. - მშვიდად და დამრიგებლურად მეუბნება პეტრე, მე კი მაშინვე მოვდივარ გონს.
- ექვსია? ამ ღამით ისევ ცვლა ვარ. აქ დამელოდე, რაც გინდა ის გააკეთე, მაგალითად ყავა გამიკეთე, სანამ მე მოვწესრიგდები. - ვუბარებ და სააბაზანოში ვუჩინარდები ერთ ხელ ტანსაცმელთან ერთად.
..........

- გრეტა არ გინდა მაგ საზიზღრობიდან წამოვხვიდე? მაგასაც თუ სამსახური ქვია- სამზარეულოდან მეხმიანება პეტრე. მის სიტყვებს ძლივს ვარჩევ შხაპის ქვეშ.
- და სად წავიდე? - პასუხს აბაზანიდან გამოსული, თავზე პირასახოც შემოხვეული ვუბრუნებ.
- გითხარი, რომ შენთვის სამუშაო ადგილს გამოვნახავდით. - ყავით ნახევრამდე სავსე ჭიქებს მაგიდაზე დგამს და ჩემ წინ ჯდება.
- დედაშენის კომპანიაში ხომ?
- რატომაც არა. - მხრებს იჩეჩავს ვითომც არაფერი.
- იცი მისი ჩემდამი დამოკიდებულება და არ მინდა გული გაუსკდეს. - მეუხერხულება მის ერთადერთ მშობელზე ასე ირონიულად ლაპარაკი, მაგრამ რელობაა ესაა. ქალბატონ ლილიანას ანუ ლიანას გულზე არ ვეხატები, ვფიქრობ უმიზეზოდ ვერ მიტანს, უფრო სწორი იქნება თუ მიზეზს გულწრფელად დავასახელებ და ვიტყვი, რომ იმიტომ ვერ მიტანს რადგან დაბალ და უკანასკნელ ფენას მივეკუთნები. ბევრი მცდელობის მიუხედავად, რომ პეტრე ჩემგან ჩამოეშორებინა არ გამოუვიდა, მცდელობები შეწყვიტა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ გულიდან ამოიგდო.
- გაუსკდება და მოურჩება. - იცინის უდარდელად.
- პეტო არ მგონია გულგახეთქილი ადამიანები ინკურნებოდნენ. - თვალს ვუკრავ და ყავას ვწრუპავ, როგორც ყოველთვის ეხლაც საოცარ და არომატულს. სულ ტყუილად აიძულებს დედამისი საბანკოს თუ რაღაც ჯანდაბის სწავლას. მართალია ეს ბიჭი, რა დროს ფინანსები და ბანკებია, როცა ასეთი საოცარი ხელი გაქვს სამზარეულოში.

ჩემს სამსახურამდე მისი მანქანით მივდივართ. პირდაპირ შესასვლელთან აჩერებს. გარეთ ცივა და არ მეთმობა გემრიელად თბილი მანქანის სალონი, მაგრამ ღვედს ვიხსნი და გადასასვლელად ვემზადები.
- იცოდე თუ რამე მოხდება დამირეკავ. - მარიგებს თითის აწევით, ეტყობა ჩემი მობილურად წოდებული რელიქვია ახსენდება, უეცრად სახე ეცვლება და იჯღანება. - ვერ ვიტან მაგ შენს ტელეფონს, ამის ნება მაინც მომეცი.
- მაისურის ჩუქების ნება ხომ მოგეცი. - ვიკრიჭები სასაცილოდ.
- გრეტააა...
- გეყოფა ეხლა თავდადებულობა, წავედი. - ავტომობილის კარს ვაღებ.
- იცოდე თუ რამე გაგიჭირდეს დარეკე. - მის სიტყვებზე ის უცნაური ღამე მახსენდება და სახე მეცვლება, პეტრეც მაშინვე ეჭვობს რაღაცას. - რა მოხდა? გრეტა რა მოხდა?
- კარგი არაფერი, მერე ვილაპარაკოთ. - სწრაფად გადავდივარ, აწეული მინის მიღმა ხელს ვუქნევ სანამ ბარში გავუჩინარდებოდე.

- სად ხარ აქმდე? - ჯონი არსაიდან ჩნდება ჩემს ზურგსუკან, თავის საფირმო ფრაზით. ალბათ სანამ თმას ვიკრავდი და წინსაფარს ვირგებდი, მანამ ამაზრზენად მაკვირდებოდა.
- ჯანდაბაში ჯონი, ჯანდაბაში! - ვპასუხობ უკან მიუხედავად. ის კი უკმაყოფილოდ ხვნეშის.
- თხუთმეტი წუთია აგვიანებ!..
- გუშინ, რომ მთელი ორმოცი წუთით მაყურყუტე აქ ზედმეტ საათებს გადამიხდი? - ვუბღვერ და შეკვეთის მისაღებად მივდივარ.

ბარში მუშაობა რთული არაა, რთული აქ შემოსული ხალხია ცარიელ მაგიდებს, რომ ავსებენ. რატომ იზიდავს აქაურობა ასეთ გაუზრდელ ადამიანებს არ ვიცი, თუმცა არა, ვიცი! აქ ვითომ სისუფთავე დაცულ შეთითხნილ ბარში ნორმალური არ შემოვა. თანამშრომლები მხოლოდ გოგონები არიან, მათთან ურთიერთობა ყოველთვის ისეთი ხანმოკლეა, ნორმალურად ვერცერთი გავიცანი. მოდიან და მალევე მიდიან. ცვლაში ყოველთვის ორ-ორი ვართ, მაგრამ ამ საღამოს რაღაც ვერ ვამჩნევ, ამ ბოლოს ახალმოსულ გოგონას. რამდენიმე შეკვეთა მიმაქვს მაგიდებთან, მერე ბარის მაგიდის წმენდას ვიწყებ. სასმელების დახლთან რუსის გენების გოგო ჰყავს ჯონის გამწესებული, ქერა-მოყვითალო ფერის, კოსად აწეული თმით, სქელი ტუჩებით და სავსე მკერდით. მაგარი გათვლა აქვს კლიენტების სასმელთან დასაბმელად, აბა მაგალითად მე რომ დავეყენებინე სასმელებში, ყოველდღე თუ არა დღეგამოშვებით მაინც მოუწევდა თავზე ბოთლ გადამტვრეული კლიენტების კლინიკაში გაცილება, მერე კი ხალხსაც დაკარგავდა და სასმელებსაც. - ,,ყოჩაღ! ჯონი შქებას იმსახურებ.,,
- ოლ?! - ბარმენს ჩემთან ვიხმობ. - სად არის ლიკუნა ხომ არ იცი?
- გრეტიუშაა.. - ბარის ამ წამს გაპრიალებულ მაგიდას ეყრდნობა იდაყვებით და საქვეყნოდ ჰფენს დეკოლტედან მთელ ავლადიდებას. - ჯონიმ ლიკუნა წაიყვანა.
- სად წაიყვანა გოგო? - მომღიმარი სახე მაშინვე მეცვლება.
ოლია ჩემსკენ იხრება და ხმადაბლა მეუბნება:
- ნატუკას საათებში. - ამ გოგოს მიმართ რაღაცნაირი გამოუმჟღავნებელი სიმპათია მაქვს, ერთი მიზეზი ისაა, რომ სულ ასე დამტვრეულ-დანგრეული ქართულით ლაპარაკობს და არასდროს არ იყენებს რუსულ სიტყვებს, შეიძლება რომ დასჭირდეს თავის საკეთილდღეოდ, კი არ გაგყიდოს სულ უფასოდ გაგაჩუქოს, მაგრამ მაინც იცის ამ ჯიშძაღლმა კარგის და ცუდის გარჩევა, უსაზღვროდ სამართლიანია თუ საქმე მას არ ეხება.
- ვითომ რატომ? - ვეკითხები ისე ვითომც არაფერი. ის კი თვალებს აცეცებს აქეთ-იქით სანამ მიპასუხებდეს.
- ლიკუნას გრეტა აგიჟებს და გონებას ურევს. - თავს მიქნევს და თითით ფარულად ჯონის კაბინეტისკენ მითითებს.
- ახლა მაცადოს მაგან. - ვბურტყუნებ მტრულად.
- გეფიცებიი, ჩემზე არ უტხარი რამე რააა.. - მეუბნება მუდარით თავდასაცავად როგორც კი ხვდება საით მივდივარ.
- შენ არაფერ შუაში არ ხარ ოლი. - წამიერად ვუღიმი, მერე ისევ წარბშეკრული ჯონისკენ მივდივარ.

კარზე ერთხელ ვაკაკუნებ და სანამ ნების დასართავ თანხმობის ღმუილს დაასრულებდეს მის ოთახში ვიჭრები.
- სად არის ლიკუნა? - ჯონის მაგიდის წინ ვდგავარ დოინჯშემორტყმული და დავჩერებივარ ზემოდან ძერასავით.
- ლიკუნა ნატალიას ცვლაშია. მისგან ბევრს ისწავლის! - მპასუხობს მშვიდად, თან ზედაც არ მიყურებს. რა უნდა ისწავლოს თითქმის თვრამეტი წლის ბავშვმა ნატალიასგან? რომელმაც ჯერ ისედაც მოდღლეზილი უნიფორმა უფრო დაამოკლა, მეტი ჩაის ფულის მისაღებად. რეალურად კი რა მიხვედრა უნდა რამის სასწავლად კი არა ჩემგან ჩამოსაშორებლად გადაიყვანა. ჯერ ტკბილად მოექცევა როგორც სჩვევია, მიიჩვევს იმ დონეზე, რომ თავი აქეთ აგრძნობინოს უხერხულად და მერე ჩართავს ხელების ფათურის რეჟიმს, იმ ხელების ბოლოს ჩემი წერა რომ გახდებიან და თითოს ორად, რომ გადავუმტვრევ.
- ის ჩემი მეწყვილე იყო, უმეტეს შემთხვევაში აქ ღამე მოვდივარ და გინდა, რომ მარტომ ვიმუშაო? - ჩემივე ნათქვამზე ვაანალიზებ, რომ ამ ღამეც მხოლოდ მე, ოლია და ჯონი ვართ, რომელიც თორმეტ საათამდე ორჯერ გამოიძინებს და არც გვიან ღამით დაიკლებს ხვრინვას.
- შემცვლელს მოგიყვან გრეტა, ასე რატომ ცხარობ? - იკადრა და მომაჩერდა უკმაყოფილო და უარაფრო თვალებით.
- ზეგ შუადღის თორმეტ საათზე აქ ვარ და ლიკუნა ჩემს ცვლაში დამხვდეს..
- თორემ რაა? - სკამს ხმაურით სწევს უკან და ფეხზე დგება.
- წინასწარ ვერ გეტყვი, მოულოდნელობებით ვარ სავსე. - ღიმილნარევი სახით წარბებს ზევით-ქვევით ვწევ.
- საზიზღარი და კრიმინალი ხარ. - ისევ სკამს უბრუნდება დაბოღმილი. - ხო და კიდევ უზრდელი.
საპასუხოდ მხოლოდ უცოდველად ვუღიმი.
- წადი ეხლა და დაუბრუნდი შენ საქმეს. - ხელით კარისკენ მანიშნებს, თუმცა ადგილიდან არ ვიძვრი. - რაღას მიყურებ? მოვა ეგ შენი ლიკუნა ზეგ. მაგრამ ერთ შეცდომას თუ მაინც ვუპოვნი, აქედან მივაბრძანებ.
- იქნებ მანამდე თვითონაც კი წავიდეს. - მხრებს ვიჩეჩავ და ვტოვებ ოთახში გაბოროტებულს.
ალბათ ვინმე ამ საქციელისთვის გამკიცხავს, თუ საქმე ეგრეა, რატომ არ ეუბნები ამ პატარა გოგოს აქაურობას მოშორდეს სანამ დროა, მაგრამ მე ვერაფერს მსგავს ვერ ვეტყვი, რადგან მას სამსახური სჭირდება, აქედან თუ წავა სხვა ასეთ სამსახურს იპოვნის, იქ კი შესაძლოა ამის მსგავსი ან უფრო უარესი სიტუაცია დახვდეს, ცხოვრება რთულია, ბრძოლა ყოველდღიურად გიწევს, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ გიდგას გვერდით.
ოთახიდან კმაყოფილი გამოვდივარ, ბართან მდგომ ოლიას თვალს ვუკრავ, ისიც მაშინვე ხვდება სიტუაციას და მაღლა აწეულ ცერა თითს მაჩვენებს წამიერად. ორივე ჩვენ საქმეს ვუბრუნდებით. ორ ცარიელ მაგიდას ვალაგებ, თან ბრძოლა მოგებული, სიამოვნება განცდილი სიამაყით თავაწეული დავატარებ ლანგრებს. თავისუფალ დროს ბართან ვჯდები და ოლის ვაკვირდები კეკლუცურად, რომ უსხამს სასმელებს თვალებგადმოცვენილ მოლაყბე კლიენტებს.
დაახლოებით პირველი-ორი საათის შემდეგ, იშვიათად, რომ ვინმე შემოვიდეს, ამ დროისთვის მორიგეობითაც შეგვიძლია დასვენება, ძილი, კითხვა ან საერთოდაც სახლში წასვლაც კი. ეხლაც უკვე გვიანია და მხოლოდ ორი მაგიდაა დაკავებული, ბართან სამი კაცი ზის, ერთს თავი ჩაუხრია და ტელეფონს ჩასჩერებია, მე თუ მკითხავთ სძინავს გაბრუებულს, რადგან არც თითებს უსვამს ეკრანს და არც სასმელს წრუპავს. მეორე მხოლოდ ლუდს სვამს და დროდადრო ოლიასკენ აპარებს თვალს, რომელიც მესამესთან ლაპარაკით ისეა გართული მგონი სულ აღარ ახსოვს სამსახურში რომ არის და არა პაემანზე. მზერა მაგიდებთან მსხდომებზე გადამაქვს ერთ მაგიდასთან წყვილია, წინ ცოტა წასახემსებელი და კოლა უდევთ, გოგო ეწევა და იცინის ბიჭის მოყოლილ ამბებზე, რომელიც ლაპარაკისას გაუთავებლად იქნევს ხელებს. მეორე, კართან ახლოს მდგომ მაგიდასთან, მხოლოდ ერთი ბიჭია, რომელიც ფანჯრიდან ქუჩას თვალმოუცილებლად გაჰყურებს, ცოტახნის წინ მიტანილი შეკვეთა, წყალი და ნახევრად უმი სტეიკი, ისევ ხელ დაუკარებლად უდევს წინ. იმედი მაქვს შეკვეთასთან არ აქვს რაიმე პრობლემა, თორემ ჯონის მეტი კი არ უნდა, მე მომდგება მაშინვე სალანძღავად. ამ ფიქრებში ვარ, რომ ბიჭი უეცრად თავს აბრუნებს ჩემსკენ და თვალების ცეცების გარეშე მისწორებს მზერას, ისე დაჟინებით მომჩერებია აშკარაა საჭმელზე თუ არა ჩემთან ნამდვილად აქვს პრობლემა, მეც პირდაპირ მას ვუყურებ და ვხედავ, რაღაცას როგორ ამბობს, ჯერ ეჭვით ვაკვირდები მისი მხოლოდ ტუჩების მოძრაობას, რაღაც მომენტში მგონია იგუდება და შველას ითხოვს, მაგრამ მომაკვდავს ნამდვილად არ გავს. ფეხზე ვდგები, რომ მივიდე და გავიგო რა უნდა. ერთი ნაბიჯიც არ მაქვს გადადგმული და უეცრად ისე მკაფიოდ მესმის მისი მხოლოდ ტუჩების მოძრაობისგან უხმოდ წარმოთქმული სიტყვა გაოცებისგან ვშეშდები.
,,- გრეტა, გრეტაა, გრეტაა..,, რამოდენიმეჯერ ისე იმეორებს ჩემს სახელს თითქოს მეძახდეს, უკან ოლიასკენ ვიხედები მაინტერესებს მანაც გაიგო თუ მე დამეწყო მოლანდებები, ოლი ისევ ლაქლაქშია გართული, კვლავ უცნაური ბიჭისკენ ვაპარებ თვალს, თუმცა ჰოი საოცრებავ! მაგიდა ცარიელია, ბიჭი არსად სჩანს. სწრაფი ნაბიჯით მივდივარ მაგიდასთან, შეკვეთა ისევ ისე დევს როგორც დავდე, ჭიქის ქვეშ კი გადაკეცილი კუპიურაა, პატარა ქაღალდის ნაგლეჯთან ერთად, წარწერით ,,ვიცი ვინც ხარ!,,
გამთენიისას ჯონი ოთახში გვიბარებს. ღამიდან მოყოლებული თავი მისკდება ფიქრით იმაზე თუ ვინ ოხერი იყო ქაღალდის ნაგლეჯზე წარწერის ავტორი, ან საიდან უნდა იცოდეს ვინ ვარ, როცა მე თვითონ არვიცი ჩემზე, განვლილ საცოდავ ცხოვრებაზე და საკუთარ სახელზე მეტი. ნუ გვარზეც, თუმცა არა ნამდვილზე. ახლანდელი გვარი საბუთებისთვის თავშესაფარში მომანიჭეს და თანაც დაუჯერებლად ირონიული ,,ობოლაძე,,. ჯონი კუთვნილ ხელფასს გვირიგებს. ბონუსზე ან პრემიაზე აქ ვერც კი იოცნებებ, ისიც მიკვირს რამოდენიმე დღით ადრე, რომ გვირიგებს ჯამაგირს. როგორც კი მეორე ცვლის გოგოები მოდიან, მაშინვე ვტოვებ სამუშაო ადგილს. გზის მოპირდაპირე სურსათის მაღაზიას ვსტუმრობ, დაცარიელებული მაცივრის შესავსებად, რამდენიმე სახის პროდუქტს ვყიდულობ. მერე გადაღლილი და ძალაგამოცლილი სახლამდე ტაქსით წასვლის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს.
ყოველგვარი პროცედურების გარეშე საწოლში მივძვრები, სანამ ჩამეძინებოდეს ტელეფონს ვიღებ მაღვიძარის დასაყენებლად, პეტრეს შეტყობინება მხვდება, ცალი თვალით ვკითხულობ, აინტერესებს როგორ ვარ და საღამოს თუ მცალია. ზუსტად ვიცი პასუხი, რომ არ მივწერო, ცოტახანში ან ტელეფონს ააფეთქებს ან ამ ისედაც ხათრით ჩამოკიდულ კარს ძირს ჩამოაგდებს. ამიტომ საპასუხოდ მხოლოდ იმას ვწერ, რომ ჯერ ძილს ვაპირებ საღამოს თავად დავუკავშირდები. ამის მერე არ მახსოვს ჩემი არცერთი მოქმედება ისე მეთიშება გონება.
ვფიქრობ პირველი შემთხვევაა, როცა მშვიდ და უსიზმროდ გამოძინებულს ჩემი ნებით მეღვიძება და არ მიფრთხობს ძილს ტელეფონის ხმა, ან კარზე გაცხარებულ კაკუნი. თვალებმილულული ჯერ საწოლში ვნებივრობ, მართლაც დასვენებულად ვგრძნობ თავს. მერე ვდგები თავს ვიწესრიგებ, შუადღე გადასულია ამიტომ საუზმის ნაცვლად, ვვახშმობ. როცა უკვე სრულიად აღარაფერი მრჩება გასაკეთებელი პეტრეს ნომერს ვკრეფ და მის პასუხს ვუცდი.
- მადლობა შენს გამოჩენას. - დინამიკის შრიალთან ერთად ძნელად ისმის მისი ხმა. - მუშაობ თუ თავისუფალი ხაარ?
- სად ხარ? რა ხმაურიაა? - მობილურს ძლიერ ვიჭერ ყურზე.
- ხომ იცნობ ჩემს კურსელებს? ხოდა კლუბში ვართ, მისამართს მოგწერ. მოდი არ გადაგვაგდოო.
- პეტრე თიშავს და მტოვებს პირდაღებულს.
მობილურს გაოცებული დავყურებ. ეს რა იყო? საერთოდ არ გავდა ეს საქციელი პეტრეს. კურსელებთან ერთადაც ყოფილა და რა თქმა უნდა კლუბშიც, მაგრამ მაინც მომეჩვენა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. შეტყობინების მოსვლისთანავე ქურთუკს ვიღებ და სახლიდან გავდივარ.
მისამართთან ერთად ისე აქვს ახსნილი ზუსტი ადგილსამყოფელი, რომ რთულია შეგეშალოს. რკინის მოაჯირიან კიბეზე ავდივარ, კარს პირში კბილის საჩიჩქნ გარჭობილი დავცა მიღებს. წითელი განათებით გაფორმებული დერეფნის ბოლოს, ლამაზად გადაწეული ფარდების მიღმა ისევ კიბეა, რომელსაც ხვეულად ქვემოთ ჩავყავარ. აი ამ კლუბის ავლადიდებაც, კიბის ბოლოდან იწყება, ხმამაღალი მუსიკა, ნახევრად ჩაბნელებული გარემო და აცაბაცად მოელვარე განათება, რომელიც ზუსტად ვიცი ათ წუთში ბოლოს მომიღებს და წყობიდან გამომიყვანს. თითქოს ბევრი ხალხია არაა, მაგრამ ვერც ნაცნობს სახეებს ვხედავ და თან უცნაურად მოცაკვავეებს შორის გავლაც ჭირს. მოულოდნელად ვიღაც ხელს მხვევ, სრულიად უცხოა, მიცინის და თან თვალებით ცდილოს ფოკუზში მომაქციოს.
- ვიცეკვოთ? - დამყვირის უაზროდ.
მის ხელს უხეშად ვიშორებ და გზას ვაგრძელებ. პეტრეს კურსელებს ვხედავ და მიხარია, რახან არ დავიკარგე. კლუბის კუთხეში პუფებზე სხედანთქო ვერ ვიტყვი ამ სიტუაციას ყრიან უფრო შეესაბამება, უკვე ისეთ დღეში არიან ალკოჰოლისგან, რომ მე კი არა პატრონი მაინც იცნონ ღმერთს ვთხოვ. თვალით შედარებით ფხიზელს ვეძებ და ვპოულობ კიდევაც.
- ლედიი, ლედიიი. - ყვირილი მიწევს, რომ მისი ყურადღება მივიქციო.
ქერა ლამაზი ლურჯთვალება გოგო ჩემკენ იხედება, ჩემდაგასაკვირად ხვდება ვინც ვარ და ღიმილით მიახლოვდება.
- როგორ ხარ გტერა? - ისე თბილად მკითხულობს და მეხვევა. მგონი ადრე იყო მისთვის სიფხიზლის დიაგნოზის დასმა.
- სად არის პეტრე? - ვკითხულობ როგორც კი მისი მკლავებისგან ვთავისუფლდები.
- პეტრე თავის გოგოსთან ერთად წავიდა. - ლედი თვალებს მიფახულებს პრანჭვით.
- თქვენს ჯგუფელთან ერთად? - ვცდილობ უფრო დავაზუსტო.
- არა შეყვარებულთან ერთად. შოკი გოგოა - მეუბნება თან ხმამაღლა იცინის, მერე სასმლიან ჭიქას ერთი მოყუდებით ცლის და საცეკვაოდ მირბის ხელების სასაცილოდ ქნევით.
- ვინ შეყვარებული? - ლედის ვეძახი, ის კი ყურადღებას აღარ მაქცევს. - ამხელა გზა ამისთვის გამოვიარე რომ ლედისთან წამეჭორავა? ამის დედაც... - გულმოსული ვიკურთხები და ისევ გასასვლელისკენ მივდივარ. მოცეკვავეების ბრბოს მივარღვევ და წინ მივიწევ, უეცრად ისეთი განცდა მეუფლება თითქოს ვიღაც მომყვება და სადაცაა ხელს ჩამავლებს მხარში, ამდენ ხალხში ეს გასაკვირი არაა, მაგრამ ცოტა შემაძრწუნებელი გრძნობაა, უკან ვიხედები საეჭვო არაფერია. იქაურობას თვალს ვავლებ და ისევ გზას ვაგრძელებ.
გარეთ საგრძნობლად ცივა. ჯერ აქეთ-იქით ვიყურები ვერ ვწყვეტ საით წავიდე, თან ბრაზს ვგრძნობ პეტრეს სულელური საქციელისგამო. ბოლობოლო გზას ვირჩევ და მივყვები. მალევე პატარა კაფეს ვამჩნევ და შვდივარ. მაგიდას ოთახის ბოლოში ფანჯარასთან ვარჩევ, მშვიდი კუთხე ჩანს. ჩაის და ერთ ნაჭერ ნამცხვარს ვუკვეთავ. ჩემი ეგრეთწოდებული კოლეგები სანამ შეკვეთას მომიტანენ ფანჯრის იქით, ქუჩაში მოსიარულე ხალხით და მანქანების თვალიერებით ვირთობ თავს. ცა ისე იქუფრება დიდი ალბათობით აქედან გასული კარგად გამოვლბები, მაგრამ არაუშავს ერთხელ და ორჯერ რა აღარ ხდება ცხოვრებაში, ყველაფერზე ხომ არ ვინერვიულებ. თავაზიან მიმტანს ღიმილით მოაქვს ჩემი ჩაი და ნამცხვარი.
- მადლობა. - მეც ვუღიმი საპასუხოდ
- გემრიელად მიირთვით. - გოგონა ჩემსთავს მახსენებს, მაშინ როცა მუშაობა ახლად დაწყებული მქონდა, მაშინ როცა ვცადე ასეთი საყვარელი ვყოფილიყავი, მერე კი კლანჭები, ეკლები, ეშვები და რქები ნელ-ნელა გამოვაჩინე. ტკბილ-მწარე ფიქრებში გართული ვიღაცის ხმა მაფხიზლებს.
- ჟღალთმიანო!
ხმის პატრონისკენ ვიხედები, რომელიც ჩემს წინა მაგიდასთან ზის და მე მიყურებს, მანამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მე მომმართავს, სანამ მის თვალისჩაკვრის ჟესტს არ ვაჩნევ. ის კი დაუკითხავად გადმოდის ჩემს მაგიდასთან. წამიერდ თვალს ვავლებ. სკამის საზურგეზე გადაწოლილს ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაუწყვიაა. ისე თავისუფლად გრძნობს თავს ჩემს წინ მჯდარი, რომ მგონია დიდი ხანია ვიცნობ.
- ჟღალთმიანო! - ხმადაბლა მიმეორებს თავისმიერ შერქმეულ სახელს. თვალს ვუსწორებ თავმობეზრებული. ნამდვილად არ ვარ ვიღაც შარიანის ხასიათზე.
- ვერ მიცანი? - მეკითხება. მე ვცდილობ სრულიად დავაიგნორო, მაგრამ მის ამ კითხვაზე გონებას ვძაბავ, ნუთუ ისაა ქაღალდის ნაგლეჯზე წარწერის ავტორი, არა დაზუსტებით ვერ ვიტყვი, შესაძლოა, გავს.
- არაუშავს, თუ ვერ მიცანი. მაგრამ მაინც შეგვიძლია კარგად გავერთოთ, - ტუჩებს საზიზღრად ილოკავს, თუმცა ჩემს ყურადღებას მისი მაისურის შერხევა იქცევს მკერდთან, გეგონება გული სხეულს გარეთ უფეთქავსო ისე, ოდნავ შესამჩნევია ეს მოძრაობა. - აბა რას იტყვი? - საზურგეს შორდება და ჩემსკენ იხრება, ხელებს მაგიდაზე აწყობს გაშლილი ხელისგულებით. შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ აქედან უნდა ავორთქლდე, თუმცა კაცობრიობა ხომ ინტერესმა დაღუპა, მისი მლიქვნელი ჭაობისფერი თვალებიდან მზერა მის ხელებზე გადამაქვს, ნათლად ვხედავ როგორ მოძრაობს მისი ქურთუკის მკლავებიც. ინტერესი შიშში გადამდის და საბოლოო გადაწყვეტილებას მაშინ ვიღებ გაქცევაზე, როცა მაჯებიდან ორი წყვილი წითელი თვალი მიწყებს ყურებას.
- მე.. მე მეჩქარება.. - ვამბობს ენის ბორძიკით და ვდგები.
- ვერ გაიქცევი გრეტა, ვერსად გაიქცევიი..... გრეტააა... - მთელი ხმით ყვირილი აღწევს ჩემამდე, მაგრამ ვიცი რომ ეს მხოლოდ გონების ძახილია. ჩაბნელებულ ქუჩაზე გავრბივარ უკან მოხედვის გარეშე, შეუჩერებლად, გული ლამისაა ამომვარდეს.
ქუჩის ბოლოს ერთერთი შენობის კუთხეს ზურგით ვეყრდნობი სულისმოსათქმელად. ტელეფონს ვიღებ და პეტრესთან ვრეკავ გამალებით, სულ ტყუილად ვდილობ, რადგან ,,ვარსკვლავივით,, მიუწვდომელია, გული ცუდს მიგრძნობს, არც ეს სიტუაციაა ნორმალური სადაც აღმოვჩნდი და არც ჩემი ერთადერთი მეგობრის ქცევა. იქვე ჩაჯდომას და ცოტა დამშვიდებას ვაპირებ, როცა ჩემსკენ მომავალ სილუეტს ვამჩნევ, იმის მიუხედავად რომ ინტერესი მკლავს გავიგო ვინაა, წამითაც არ ვაპირებ გაჩერებას და მასთან ლაპარაკს, ამიტომ საპირისპირო მხარეს ვბრუნდები და ვცდილობ გაქცევით ვუშველო თავს. შორიახლოს სკვერს ვხედავ ვფოქრობ იქ ხალხი იქნება და მდევარიც შემეშვება, მაგრამ ვცდები, რატომღაც სკვერში არავინაა, ალბათ ცივი ამინდის გამო. სირბილსაც აღარ არქვს აზრი, ნაბიჯს ვუნელებ თავდასაცავად რაიმე ნივთს ვეძებ და მიმართლებს კიდეც იქვე მიგდებულ მოგრძო ტოტს ვამჩნევ და სასწრაფოდ ვიარაღდები. მთლად ბრიუს ლი ვერ ვარ, მაგრამ გამოუვალ სიტუაცებში ნამდვილად ვიცი თავი როგორ დავიცვა. ტოტს ბეისბოლის ბიტასავით ვიმარჯვებ და ისეთ პოზაში ვდგები, რომ მოახლოებულ თავდამსხმელზე წაქცევისგარეშე შევძლო დარტყმა. ბიჭი-კაფიდან ნელი ნაბიჯით მიახლოვდება, აუჩქარებლად და ფრთხილად. მაკვირდება თავის ჭაობისფერი თვალებით, ვცდილობ ამოვიცნო რა უტრიალებს თავში, რაზე ფიქრობს, ზუსტად რისი გამკეთებელია.
- გეშინია? - მეკითხება სერიოზული სახით.
- არა! - ვპასუხობ და გაოფლილ ხელისგულებს უფრო მჭიდროდ ვუჭერ ნესტიან ტოტს.
- კარგი, კარგი.. მაშინ ასე მოვიქცეთ.. - სიტყვის დაუსრულებლად იწყებს ქურთუკის გახდას. ჩემს დაძაბულობას გაკვირვება ცვლის, ის კი აგრძელებს ქურთუკის შემდეგ მაისურის გახდაზე გადადის, იმედი მაქვს შარვალსაც არ გაიძრობს ეს ავადმყოფი მანიკი. გახდილ მაისურს გვერდით ისვრის, ცოტა დაძაბულ სიტუაციაში რომ არ ვიყოთ კომპლიმენტსაც ვეტყოდი მისი პრესის გამო, მკლავებზე უცნაურ იეროგლიფებთან ერთად გველების ტატუები აქვს, რომლებიც თითქოსდა გულიდან მოუძვრებიან, მხრების გავლით და მკლავებზე ეშვებიან წრიულად.
- არც ეხლა გეშინია? - მიმეორებს კითხვას.
- ტატუებით ვერ შემაშინებ მეგობარო. - ჯოხს უფრო მოხერხებულად ვუღერებ და ველოდები მისგან შემდეგ ნაბიჯს, ის ცალყბად იღიმის, ღია ფერის, შუბლზე ოდნავ გვერდულად ჩამოყრილი თმა თვალებს ნახევრად უფარავს, ჩემსკენ გამოწევას აპირებს, თუმცა მაშინვე ჩერდება და ღიმილიც შორდება სახიდან.
- მოხვედი ძაამიკო? - ვიღაცას მიმართავს ჩემს უკან, მეც ნელა ვბრუნდები. მისი აღნაგობის და ასევე მისი მგავსი ბიჭი გვიახლოვდება, შედარებით მუქი თმით და ღია ფერის თვალებით. აი ეს მეორე კი ნამდვილად ნაცნობია ჩემთვის. სწორედ ისაა, ,,ვიცი ვინც ხარ,,-ო რომ დამიწერა უტიფრად და მიიმალა.
ნახევრად ჩაბნელებულ სკვერში მათ შორის ვდგავარ, ხმელი, ნესტიანი ჯოხით შეიარაღებული და გადარჩენის ბოლო ნამცეცებს ვეპოტინები.
- რატომ ხარ სულსწრაფი? - ამბობს მუქთმიანი.
- მაპატიე მეგონა აღარ მოხვიდოდი. - მხრებს იჩეჩავს პირველი.
- ვინ ჯანდაბა ხართ? - ჩემი ხმა ძლივს ისმის.
- არამგონია მკვდარს მაგის ცოდნა რამეში დაგეხმაროს. - მიღიმის ნაცნობ სახიანი. - თანაც ჩემთვის ის უფრო საინტერესოა შენ ვინც ხარ.
- რას გულისხმობ?
- თავს ნუ ისულელებ! - ხმამაღლა და აგრესიულად მომმართავს ჭაობისფერთვალებიანი. - შენ მკვლელი ხარ.
- ვფიქრობ ვიღაცაში გეშლებით და...
- ჩუუ.. - ორივეს გვაჩუმებს ახლად მოსული. - ზედმეტს ნუ ილაპარაკებ ძმაო, ჯობია სწრაფად დავასრულოთ ეს საქმე და აქედან წავიდეთ. - მზერა ორივეს ჩემზე გადმოაქვს.
- არ მომეკაროთ! - ვყვირი და უკან ვიხევ.
ვხედავ ტანს ზემოთ გახდილის სხეულზე ტატუ როგორ ირხევა. გველები ცოცხლდებიან თითქოს, მოძრაობას იწყებენ. ორი წითლად მოელვარე თვალიანი გველი მისი გულიდან მოძვრება და მკლავებს მოყვებიან, ორივე ძმა ზომბებივით ხელებგამოშვერილები მოიწევენ ჩემსკენ. უეცრად ვიღაც ქურთუკის კაპიუშონში მავლებს ხელს და ცოტა უხეშად მწევს გვერდზე. წონასწორობას ვკარგავ, ვიქცევი და უკვე გვერდიდან გაფართოებული თვალებით შევუყურებ იმას რაც მხოლოდ წიგნებში წამიკითხავს ანდაც ფილმებში მინახავს. ჩემსა და ორ ძმას შორის გრძელ მოსასხამში გამოწყობილი, თავზე კაპიუშონ ჩამოფხატული ვიღაც ჩამდგარა და აშკარაა მათთან ბრძოლას აპირებს, ხელში ლურჯად მოლივლივე ხმლით შეიარაღებული. ტანსზემოთ შიშველი ძმა ერთ ხელს მაღლა სწევს და მისი მაჯიდან გამოსტყორფნილი ცოტახნისწინ ტატუდ გამოსახული გველი პირდაპირ ჩემი გადამრჩენელისკენ მიფრინავს ისარივით, ის კი ხმილის ერთი მოქნევით აცლის თავს, პირდაღებულ არსებას, რასაც მისი პატრონის ტკივილნარევი ღმუილი მოსდევს. ეხლა ხმლის პატრონი გადადის შეტევაზე, ჯერ ქერათმიანს უსწორდება და ადვილად ამარცხებს, მახვილს ზუსტად გველების ბუდეში ანუ გულში უყრის. უსულოდ ეცემა მისი სხეული ქვაფენილზე, მერე კი ათას ბრჭყვიალა მტვრად იფანტება, სრულად ვკარგავ მოძრაობის უნარს, ასეთი მანიაკები აკლდა ჩვენს ქალაქს. ამასობაში მეორე ძმა ხვდება, რომ უპირატესობას კარგავს უკან იხევს და ელვისებურად უჩინარდება. მზერა ლაბადიანზე გადამაქვს, რომელიც ჩემსკენ ბრუნდება, მის სახეს ვერ ვარჩევ და იმასაც ვხვდები, რომ გადამარჩინა, მაგრამ ინსტიქტურად ჩემს ხის ჯოხს ვებღაუჭები და ჯერ ისევ მიწაზე გაშხლართული ვუმიზნებ, იმისმიუხედავად რომ მის ხმალთან შედარებით ჩემი შანსები ნულია, მაინც ვცდილობ თავის დაცვას. ის კაპიუშონს იძრობს თავიდან. შუბლზე ჩამოყრილი შავი თმა აქვს, ასევე შავი თვალები, სწორი ცხვირი და მოგრძო ლამაზად გამოხატული პირ-სახე. თავისუფალ ხელს მიწვდის წამოდგომაში დასახმარებლად:
- დიდი ხანი გეძებდით გრეტა. - მიღიმის ჩემი გმირი.

,,გაგრძელება იქნება,,



№1 სტუმარი Ra ve

აქ მაინც წავიკითხო არ მაღირსე ისე და

 


№2  offline წევრი Tuta Moon

Ra ve
აქ მაინც წავიკითხო არ მაღირსე ისე და

სანამ სახელი წავიკითხე ავხტი და გავიკვანძე joy

 


№3  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Tuta Moon
Ra ve
აქ მაინც წავიკითხო არ მაღირსე ისე და

სანამ სახელი წავიკითხე ავხტი და გავიკვანძე joy

გამო პიცა გაჭამო დაგამშვიდო )))))

 


№4  offline წევრი Tuta Moon

ვე რა
Tuta Moon
Ra ve
აქ მაინც წავიკითხო არ მაღირსე ისე და

სანამ სახელი წავიკითხე ავხტი და გავიკვანძე joy

გამო პიცა გაჭამო დაგამშვიდო )))))

ახლა პიცას ჭაამ? joy არა ხარ შენ ნორმალური.

 


№5  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Tuta Moon
ვე რა
Tuta Moon
Ra ve
აქ მაინც წავიკითხო არ მაღირსე ისე და

სანამ სახელი წავიკითხე ავხტი და გავიკვანძე joy

გამო პიცა გაჭამო დაგამშვიდო )))))

ახლა პიცას ჭაამ? joy არა ხარ შენ ნორმალური.

ფეხბურთს უხდებოდა გოგოო)))

 


№6 სტუმარი მკითხველი

როდის დადებთ ახალ თავს?

 


№7  offline წევრი Tuta Moon

მკითხველი
როდის დადებთ ახალ თავს?

უკვე ატვირთულია და მალე დადასტურდება blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent