შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი იყავი! (თავი7)


26-06-2024, 20:36
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 101

საღამოს თორმეტი საათი იყო მანქანა რომ სადარბაზოსთან გაჩერდა, ისეთ დაღლილობას ვგრძნობდი თითქოს ომიდან დავბრუნდი. მინდოდა ყველაფერი დამევიწყებინა და ცხოვრება გამეგრძელებინა, იმის მიუხედავად რომ იმ მომენტში მაგის ძალა ნამდვილად არ შემწევდა.
საბარგულიდან ნივთები ავიღეთ და კიბეს გავუყევით ის იყო სახლის კარი უნდა გამეღო რომ ლილლეს ხმა გავიგონე
-შენ დაბრუნდი -მაშინვე გამოიქცა და მაგრად მომეხვია-ხომ მართლა დაბრუნდი?
-კი ჩემო ლამაზო. სხვა დროს გპირდები დაუმშვიდობებლად არ წავალ, არ მინდოდა შენი შეშინება
-სხვა დროს ვერსად ვერ წახვალ -ორივეს მკაცრად გადმოგვხედა და ჩემი ნივთები სახლში შეიტანა-აჯობებს დაისვენო ჭორაობა ხვალისთვის გადადეთ- სანამ რამეს ვიტყოდი ლილეს ხელი დაავლო და კარს უკან გაუინარდნენ. ჩანთების ამოლაგების თავი არ მქონდა ამიტომ პირდაპირ საწოლს მივაშურე. შუაღამე იყო ყვირილით რომ გამომეღვიძა, ჩემი კოშმარები ისევ დაბრუნდა. საწოლიდან წამოვდექი სუნთქვა მიჭირდა და მთლიანად ვკანკალებდი. ტელეფონი მოვძებნე და ლილეს დავურეკე
-ელე რა ხდება ?
-ლილე შეგიძლია ჩემთან მოხვიდე
-კი მოხდა რამე?
-უბრალოდ მოდი გთხოვ - რამდენიმე წამში კარი გაიღო და ლილე ნამძინარევი სახით შემოვიდა ოთახში, ისეთი საყვარელი იყო ახალ გაღვიძებული. თუმცა სახე ერთ წამში შეეცვალა ჩემს დანახვაზე
-ელე რა დაგემართა საშინლად გამოიყურები
-გთხოვ უბრალოდ ჩემთან დარჩი და არაფერი მკითხო- ლილე ჩემს გვერდით უხმოდ დაწვა და მალევე ორივეს ჩაგვეძინა, თუმცა ერთ საათში ჩემი ყვირილის ხმამ გააღვიძა. შეშლის ვგავდი, ლილე კი ვერ ხვდებოდა რით დამხმარებოდა. ვერ ვიტანდი ჩემს ამ მდგომარეობას, ისევ უძლური და დაუცველი ვიყავი.
-ელე კარგად არ ხარ არ ვიცი რითი დაგეხმარო სულ კანკალებ
-უბრალოდ კოშმარი ვნახე, არ ინერვიულო
-შენ მე სულელი გგონივარ?! სახეზე ფერი არ გადაევს, სულ ოფლიანი ხარ და გაკანკალებს. თუ არ მეტყვიბ რა გჭირს სასწრაფოს გამოვიძახებ
-გთხოვ არ გინდა ისინი ვერ დამეხმარებიან
-მაშინ რა გავაკეთო? რით დაგეხმარო?-ლილე სადაც იყო ტირილს დაიწყებდა
-მართლა კარგად ვარ, მალე გაივლის უბრალოდ დავიძინოთ
-კარგი მაგრამ ეს თუ ისევ განმეორდება ასე უმოქმედოდ არ ვიქნები
-კარგი ... -ლილესთან კამათის თავი არ მქონდა ამიტომ ზურგი ვაქციე და ისევ დაძინება ვცადე. როგორც კი ჩამეძინა ლილე ჩუმად წავიდა.
-ლევან გაიღვიძე
-გოგო სულ გაგიჟდი რას დამადექი შუა ღამისას თავზე მოჩვენებასავით
-ელენეს რა სჭირს?
-მე რა ვიცი რა სჭირს ხომ ხედავ მძინავს
-იმედია ლევან დევდარიანო შენ გამო არაა ცუდად თორემ ჩემი ხელით მოგკლავ -ამ წინადადებამ უცებ გამოაფხიზლა დევდარიანი
-რას ნიშნავს ცუდად არის ?
-კოშმარები ესიზმრება, შეშლილივით ყვიროდა ცოტა ხნის წინ არ ვიცი რა გავაკეთო ძმაო
-აქ დარჩი -სწრაფად გადაიცვა სკამზე მიგდებული მაისური და სახლიდან გავიდა
-გძინავს? -ჩამესმა მისი ხმა?
-აქ რა გინდა? -დენდარტყმულივით წამოვხტი საწოლიდან
-ლილემ მითხრა რომ ცუდად ხარ. მას დაურეკე და არა მე
-გთხოვ ლევან ახლა არა კარგი, შენთან ჩხუბის ძალა არ შემწევს
-არ გეჩხუბები უბრალოდ ვნერვიულობ, მინდა ვიცოდე რა გჭირს
-ერთი დღისთვის საკმარისი გაიგე ასე რომ უბრალოოდ დავიძინოთ კარგი
-კარგი, მაგრამ ხომ იცი ამაზე საუბარი მოგვიწევს
-ალბათ ოდესმე ხომ გახსოვს - საწოლში მივიწიე რომ მისთვის ადგილი გამეთავისუფლებინა, ისიც მაშინვე გვერდით მომიწვა და მაგრად მომხვია მკლავები და იმ წამს სულ დამავიწყდა კოშმარები, გურიაში მომხდარი და გარე სამყარო. რადგან ვიცოდი მასთან საფრთხე არ მემუქრებოდა.მეორე დღეს მის გვერდით გაღვიძება თითქოს ყველააფერი დაალაგა და ამდენი ხნის შემდეგ თავს პირველოდ არ ვგრძნობდი მარტო. მაგრამ ჯერ კიდევ იყო ბევრი უთქმელი სიტყვა და სწორედ ეს არ თქმული სიტყვები მაშინებდა.


ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდა, სტაბილურობის შეგრძნება ის იყო რაც მეხმარებოდა. მაგრამ ერთ დილას ჩემი რუტინა ჰაერში გაუჩინარდა. კარზე განწირულმა კაკაუნმა გამაღვიძა
-გოგო სად ხარ ამდენი ხანი ჩამოვიღე კარი-სახლში აღელვებული დათა შემომივარდა
-შეიშალე? რა მოხდა?
-დაჯექი გული არ წაგივიდეს ბომბი ამბავი მაქ
-ჰე თქვი ახლა, ნუ მღლი
-როგორც იქნა დამთანხმდნენ ცოლი მომყავს ჩემო შეშლილო -ხელები მომხვია და ჰაერში ფოტოლივით ამაფრიალა
-ხო ეგ ვიცი მეგონა ლიზამ გაადაიფიქარ-სიცილს ძვლივს ვიკავებდი დათას სახის დანახვაზე
-სამყაროში ყველაზე მწარე ქალი ხარ, მორჩა მე და შენ მეგობრები აღარ ვართ-ხელები ცერემონიულად ამიფრიალა ცხვირწინ
-კარგი ხო მოდი ჩამეხუტე- ეს ამბავი მართალც ძალიან მახარებდა, ჩემთვის ძვირფასი ადამიანების ბედნიერება ყველაზე კარგი რამ იყო
-ასე აღარ მითხრა კარგი
-დამშვიდდი ნაკაშიძე ლიზა თუ გადაიფიქრებს მის მოტაცებაში დაგეხმარები
-იცი ცოტა ხანში ენა გველივით გაგეყოფა
-კარგი სიტყვას გაძლევ არაფერ მზგავს არ ვიტყვი მანამ სანამ იუსტიციაში არ იკითხავენ ვინმე წინააღმდეგი ხომ არააო
-და მაშინ რის გაკეთებას აპირებ შეშლილო?-გამომცდელად ამათვალიერა
-მთელს დამსწრე საზოგადოებას ვეტყვი თუ როგორი ჭეშმარიტი სიყვარულით მიყვარხარ და მინდა სულ შეთან ვიყო
-გოგო შენ ტვინი სულ არ გაქ გინდა დევდარიანმა ცოცხლად დამმარხოს
-მაგას ვინ კითხავს ნეტავ მე ვის შევიყვარებ
-მაგაზე ჩემი ქორწილის მერე ვილაპარაკოთ
-შევთანხმდით. ახლა მე უნდა ვიბანაო შენ კი დელეგაცია იხმე დროა დავიწყოთ
-რა უნდა დავიწყოთ?
-დაგეგმვა, ჩემი ორი საუკეთესო მეგობრის ქორწილია, შესანიშნავი უნდა იყოს. აქედანვე გაფრთხილებ ქორწილის ორგანიზებას მე მივხედავ.
ერთ საათში ყველა ჩემს სახლში იყო. მხოლოდ დათა არ ჩანდა
-ლიზა სადაა ბედნიერი სასიძო?
-ლევანთან შევიდა, მალე მოვლენ
-მე მოთმინება არ მაქვს-სწრაფად გამოვედი სახლიდან. დევდარიანის სახლის კარი რომ გავაღე ბიჭების ხმა სამზარეულოდან შემომესმა
-რაც უკან დაბრუნდი არ გვისაუბრია, რა ხდება შენს თავში ლევან?
-ამას როგორ მეკითხები როცა ყველაფერი იცი
-ესე იგი მოგიყვა
-კი მომიყვა, იმ ნაბიჭვარსაც კი შევხვდი უბრლოდ მაშინ არ ვიცოდი ვინ იყო
-რომ გცოდნოდა რას იზამდი?-დათამ ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი
-თავს ძვლივს ვიკავებ დათა, მინდა ახლავე მანქანაში ჩავჯდე ვიპოვო და ნაწილებად დავგლიჯო
-შენ ვინ მოგცა მაგის გაკეთების უფლება?!- სიჩუმის შენარჩუნება ვეღარ შევძელი-შენ ვინ ხარ ჩემს საქმეში რომ ერევი?! ეგ რომ გამოსავალი ყოფილიყო შენი აზრით მე ვერ გავაკეთებდი?
-ელენა მომისმინე ის შენზე ღელავს
-დათა შენ არ ჩაერიო, მარტო დაგვტოვე გთხოვ
-ჩემგან რას ითხოვ ელენა?-დათას გასვლის შემდეგ სიჩუმე ლევანმა დაარღვია- სისხლი მიდუღს იმის გაფიქრებაზე როგორც მოგექცა და რას ელი ჩემგან
-დავიწყებას, შეგუებას, სიმშვიდეს. თუ შენ ვერ დაივიწყებ ნიშნავს არც მე მომცემ დავიწყების უფლებას, მე კი ძალა აღარ შემრჩა დევდარიანო. ისევ ამ ბრძოლაში ვერ ჩავებმები. მინდა რომ ცხოვრების გაგრძელება შევძლო, ახლა მხოლოდ ერთი საკითხია გადასაწყვეტი ამ გზაზე ჩემთან ერთად გინდა სიარული თუ არა
-ამას როგორ ამბობ
-არ გინდა ახლა არ მიპასუხო. მე ყოველი წუთი მახსოვს შენთან გატარებული, ყოველი ჩხუბი და გვერდში დგომა მახსოვს ამიტომ გთხოვ კარგად დაფიქრდი და ისე გადაწყვიტე. მე კიდევ ერთ დანაკარგს ვერ გადავიტან
-დაფიქრება არ მჭირდება მე ისედაც ...
-გაჩერდი. -ჩვენს შორის მანძილი შევამცირე- 30 დღეში ჩემი მეგობრების ქორწილი იქნება, ეს დღეები მთელი ყურადღება მათ ეკუთვნის, რადგან ეს დაიმსახურეს. ამიტომ ეს დრო გამოიყენე იმაზე დასაფიქრებლად რა იქნება შემდეგ, პასუხს დათას და ლიზას ქორწილში მოვისმენ არც ერთი წუთით ადრე
-იცი რომ კონტროლზე ხარ გაგიჟებული მახარაძის ქალო-კიდევ უფრო მომიახლოვდა
-კი ადრეც უთქვამთ
-შენს თხოვნას შევასრულებ ეს 30 დღე იმ ორი გიჟის არის. ქორწილის შემდეგ კი დავსხდებით დავილაპარაკებთ რა იქნება შემდეგ.

ჩემს მისაღებში იჯდა ჩემთვის საყვარელი ყველა ადამიანი, დათა მოთმინებას ძვლისვ ინარჩუნებდა მე კი მკაცრი პედაგოგივით განკარგულებებს გავცემდი
-ხომ არ გადაიფიქრე სიძე?- ცალყბად ჩაეღიმა დევდარიანს
-ძმაო დაგიშავე რამე?-ეს თვქა და ჩემკენ გამოაპარა მზერა-გინდა ამ გიჟმა ფანჯრიდან გადამაგდოს
-შენი ბრალია- ცერემონიულად გაშალა ხელები ლევანმა-რას დაუმეგობრდი, მაშინ სხვა გადაწყვეტილება რომ მიგეღო ახლა ორივეს ცხოვრება მშვიდი იქნებოდა
-ახლა ორივემ კარგად მომისმინეთ-ყალბი გაბრაზება ავიკარი სახეზე- თუ რამე არ მოგწონს გასასვლელი პირდაპი არის. დათა ბატონო შენ რა გონია ამ ანგელოზივით გოგოს სხვა ბიჭს ვერ მოვუძებნი
-ენა ამოგაგლიჯო ახლა თუ რა ვქნა-თვალებ დაწვრილებულმა ამომხედა დათამ
-ფრთხილად ნაკაშიძე საშიშ ტერიტორიაზე ხარ-ღმილით ანიშნა ლილემ დაბღვერილი ძმისკენ
-ამის დამცველების არმიას ხომ ვერ ავარიდე თავი-ხელი გადახვია დათამ გვერდით მჯდომ ლევანს
-ეგ არმია არც ისე დიდია -ხმა გამებზარა- მოდით საქმეს დავუბრუნდეთ
-ბრძანეთ ქალბატონო მედუზა შენს განკარგულებაში ვართ
-ლიზა დარწმუნებული ხარ რომ ამ კლოუნს მართლა გინდა ცოლად გაყვე
-მოგკლავ მახარაძე, გეფიცები შიშველი ხელებით დაგახრჩობ
-მერე რას იზამ უჩემოდ ნაკაშიძე, მოწყენილობა მოგკლავს
-დროს ვკარგავთ მოდი საქმე გავინაწილოთ-დასერიოზულდა დევდარიანი
-კარგი რესტორნით დავიწყოთ - ის იყო ლეფტოპი მოვიმარჯვე კარზე ზარის ხმა რომ გაისმა
-მე გავაღებ -ლილე კარისკენ წავიდა და უკან სტუმართან ერთად დაბრუნდა
-უჩემოდ ვერ დაქორწინდები ნაკაშიძე- ბიჭმა ცერემონიულად გაშალა ხელები და დათას მოეხვია
-მეგობრებო გაიცანით მეჯვარე დიმიტრი იგივე დიტო ბერიძე
-სასიამოვნოა -ლევანმა ხელი გაუწოდა
-ჩემთვისაც -სწრაფად შეაგება ხელი დიტომ, შემდეგ კი მზერა ჩემზე გადმოიტანა-მახარაძე რას მომშტერებიხარ, მოდი და ჩამეხუტე
-წესები დაგვიწყებია დიმიტრი ბატონო დედოფლის წინ ქედს იხრიან
-შენ არასდროს შეიცვლები-მაგრად მომეხვია -მომენატრე გოგო, შენი თმის სურნელი აი რა მაგრძნობინებს თავს სახლში-ლილემ ძმას მკვლელი მზერა ესრლოა, ლევანმაც ცერემონიულად დატოვა ოთახი -რა მოხდა?რამე არასწორი ვთქვი? -გაკვირვებული მზერა მოავლო ოთახში მყოფთ
-თხელ ყინულზე დადიხარ ჩემო მეჯვარევ -დათამ მეგობარი გვერდით დაისვა და საღამომ მხიარულად ჩაიარა. ლევანი უკან არ დაბრუნებულა.
-დროა წავიდეთ გვიანია უკვე-ლიზამ თვალები მოიფშვნიტა და დათას გადახედა
-მართალი ხარ ჩემო სიცოცხლე, ხვალ ბევრი საქმე გვაქვს. ასე არაა ჩემო გენერალო? -გულში მაგრად ჩამიკრა და სახლი დატოვა.
-მეც წავალ ელე, ვნახავ რას შვება ჩემი უჟმური
-ლილე მოდი შენ აქ დარჩი შენი საწოლი გაშლილია, მე წავალ სვანურ ჯიხვს დაველაპარაკები და მალე დავბრუნდები
-ძილინებისა ელე-ღმილს ვერ მალავდა ლილე
-რას მემშვიდობები მალე მოვალ
-კი როგორ არა. ჩემი გასაღები აიღე ვაი და კარი არ გაგიღოს იმ ხისთავიანმა
-სწორი შენიშვნა იყო პატარა ქალო -ლილეს ლოყაზე ხმაურით ვაკოცე და დევდარიანს სახლს მივაშურე. საკეტში გასაღები ფრთხილად გადავატრიალე და სახლში შევედი. გარშემო სამარისებური სიჩუმე იყო და ლევანი არსად ჩანდა
-სად ხარ დევდარიანო?
-ოჰ მოიცალე ჩემთვის?-აივნიდან შემომესმა მისი ხმა
-ძვირფასო სვანო ამ სიბნელეში მარტო რათ ზიხარ
-თითქოს გაინტერესებდეს -ზედაც არ შემოუხედავს. მის გვერდით სკამზე მოვკალათდი
-რამ გამოიწვია თქვენი მღელვარება ბატონო ლევან?-მახალისებდა მისი დაბღვერილი სახე
-აჯობებს წახვიდე ელენა სტუმრებს ნუ ალოდინებ- ისე მითხრა არც კი შემოუხედავს
-ღამის თვევით კი არ იყვნენ უკვე წავიდნენ
-ახლა გასაგებია რატომ გაგახსენდი
-ეს მომწონს იცი
-რაზე ამბობ ?
-შენს ეჭვიანობაზე
-მიხარია თუ გახალისებთ თვენო უდიდებულესობავ
-კარგი რა ლევან შემომხედე გთხოვ
-იმან შემოგხედოს ვისთვისაც შენი თმის სურნელი სახლში დაბრუნებას ჰგავს -ირონიული მზერით დამაჯილდოვა დევდარიანმა
-ახლა ამას სერიოზულად ამბობ?-უკვე აღარ მეღიმებოდა
-მაპატიე თუ სიხარულით ვერ შევხდი იმ ფაქტს სხვა კაცი რომ ეხუტებოდა ჩემს ადამიანს
-ლევან შემომხედე, სერიოზულად ბრაზობ?-თვალებზე ცრემლები მომადგა
-ვერ გიყურებ ელენა, როგორც კი შემოგხედავ ის სცენა მახსენდება და მინდა ორივე ხელი მოვამტვრიო რომლითაც გეხვეოდა
-ლევან ...-წინადადება ვერ დავასრულე
-შენ რა ტირი ?- გაოცებულმა გადმომხედა
-მე ... მე უბრალოდ... ასე აღარ დამელაპარაკო დევადრიანო
-წეღან ხომ მხიარულობდი -ისეთი ცივი ხმა ჰქონდა სული გამეყინა
-მე წავალ - ეს ვთქვი და კარისკენ წავედი
-მად გაჩერდი მახარაძის ქალო, ჩემგან ვერ წახვალ-სკამიდან წამოდგა და ნელა მომიახლოვდა
-ახლოს არ მოხვიდე დევდარიანო
-რა ?-უეცრად დაბეულობა დაეტყო სახეზე
-უბრალოდ არ მოხვიდე
-ჩემი გეშინია ელენა? -გაოცება მის თვალებში გაორმაგდა
-შენი არა ეჭვიანობის მეშინია დევდარიანო
-ჯანდაბა -სწრფად მომიახლოვდა და მაგრად მომეხვია-არ მინდოდა შენი შეშინება
-დიტო უბრალოდ კარგი მეგობარია -მის ჩახუტებას მეც იმავეთი ვუპასუხე
-მჯერა, ხომ გახსოვს ეს თვალები მე ვერ მომატყუებს. უბრალოდ... -ერთი წუთით შეყოყმანდა თითქოს სწორი სიტყვების შერჩევას ცდილობდა
-უბრალოდ რაც შენია შენია და მორჩა -გამეღიმა მის სახეზე
-ზუსტადაც, ვერავინ შეეხება იმას რაც ჩემია
-ერთი წუთით -ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და თვალებში ჩავხედე- ვინ თქვა რომ შენი ვარ?
-ნუ მიწვევ მახარაძის ქალო, შედეგები არ მოგეწონება
-დარწმუნებული ხარ?
-როგორც ყოველთვის ბოლო სიტყვა სულ შენი უნდა იყოს არა?-შუბლზე ნაზად მაკოცა
-მორჩა?
-რა?
-აღარ მიბრაზდები?
-მე შენ არც აქამდე გიბრაზდებოდი ელენა
-მშვენიერია. მაშინ მე წავალ ლილე ჩემთან რჩება და დავპირდი დაძინებამდე დავბრუნდები თქო
-როგორი საყვარელი ხარ როცა გგონია რომ სადმე გაგიშვებ
-ღამე მშვიდობისა ლევან -ხელი დამშვიდობების ნიშნად ნაზად დავუქნიე და კარისკენ წავედი
-იოცნებე -ხელი დამავლო და საზინებელში შემიყვანა- ვერსად ვერ წახვალ, უშენოდ ძილი არ მომწონს
-აქამდე როგორ იძინებდი უჩემოდ
-მაშინ არ ვიცოდი რა კარგი იყო შენს გვერდით ძილი
-როგორი დამაჯერებელი არგუმენტი იყო ბატონო ლევან
-ანუ გადაწყვეტილია ამიერიდან სულ ჩემს გვერდით დაიძინებ
-მოვლენებს ნუ უსწრებ ბატონო ლევან და თუ არ შეწუხდებით მაისური მათხოვეთ, ჯინსებით ძილი არც ისე კარგი აზრია
-შეგიძლია მაისურიც არ ჩაიცვა მე არ შევწუხდები-ღმილით ამათვალიერა თავიდან ბოლომდე
-თურმე არ შეწუხდება ბიჭი -იმ ღამეს ისე მეძინა როგორც პატარა ბავშს, რადგან ვიცოდი დევდარიანი დარაჯობდა ჩემს მშვიდ ძილს.

-ასეთი საყვარლები რომ არ იყოთ ორივეს მოგკლავდით- დილით ლილე წამოგვადგა თავზე
-გოგო შენთვის დაკაკუნება არ უსწავლებიათ?-შეუღრინა დას დევდარიანმა
-აქ ვინც უნდა ბრაზობდეს მე ვარ, ამდენი ხანია გელოდებით დღეს რესტორნები ხომ უნდა გვენახა
-ჯანდაბა რესტორანი, ქორწილი, ლიზა -გიჟივით წამოვხტი საწოლიდან
-რა დროს რესტორანია დამაძინეთ ცოტა
-ახლავე ადექი ბატონო ლევან, თორემ დათას მეჯვარეს ვთხოვ მე და ელეს გამოგვყვეს-ირონიულად გაუღიმა ძმას
-შარს ეძებ პატარა ქალო ამ დილა უთენია თუ რა გინდა?
-ადექი ვაგვიანებთ.

მთელი დღე რესტორნებში ვიბდოიალეთ და გადაქანცულები დავბრუნდით სახლში სადაც დათა, ლიზა და დიტო დაგვხდნენ
-აბა რა ქენით აარჩიეთ რამე?-მოუთმენლობა დაეტყო ლიზას
-დამცინი რძალო? ამას მგონი ახალი რესტორანი უნდა ავუშენო
-რატომ რა მოხდა?
-ერთი რესტორნის შესასვლელი არ მოეწონა, მეორეს ინტერიერი, მესამეს პატარა სივრცე აქვს თურმე, მეოთხეს ცუდი აურა და დაღამდა ამასობაში
-კარგი რა მედუზა ქორწილი ერთ თვეშია რამე უნდა აარჩიო
-ზუსტად თუ გაინტერებს 29 დღეში, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ იმ საშინელ ადგილას მოგცემ ქორწილის გადახდის უფლებას
-ასე თუ გააგრძელებ დავრჩები უცოლო -თავში ხელი შემოირტყა დათამ
-ყველანი გაჩუმდით, დრო მიეცით დიად გონებას დაფიქრდეს
-გთხოვთ მოაზროვნევ ღრმად დაფიქრდით -ფხუკუნებდა დათა. რამდენიმე წუთი ოთახში წინ და უკან დავდიოდი. მერე ერთი წამით მზერა ლევანზე გადავიტანე და წამებში მის გვერდით ჩამოვჯექი-შარში ხარ დევდარიანო ვიცი მე ეს გამოხედვა-სიცილს განაგრძობდა დათა
-ბატონო ლევან გთხოვთ მთელი ყურადღება ჩემზე გადმოიტანოთ და არა ამ სამეგობროს მასხარაზე
-ახლა რა მოიფიქრე მახარაძის ქალო
-ბატონო ლევან გთხოვთ კარგად დაფიქრდეთ და ისე მიპასუხოთ, შეძლებს თუ არა 30ივნისს დევდარიანების სასტუმრო უმასპინძლოს ამ ორ ბატს და მათ ძვირფას ადამიანებს?
-რა ?-ერთდროულად წამოიყვირა ლიზამ და დათამ
-გინდა მესტიაში გადავიხადო ქორწილი?-ლიზა ეჭვნარევი მზერით მიყურებდა
-ნუ ერევით როცა საქმიან საუბარს ვაწარმოებ ჩემს ... მოკლედ რას იტყვით ბატონო ლევან შესაძლებელია ჩემი სურვილის განხორციელება?
-შენთვის ყველაფერი შესაძლებელია თქვენო უმარლესობავ -ლევანი ჩემკენ გადმოიხარა და ყურში ჩამჩურჩულა-რატომ არ თქვი ბოლომდე?
-მაშინ ვიტყვი როცა იქ მესტიაში შენს პასუხს მოვისმენ ქორწილში-მეც ჩურცულით ვუპასუხე
-ანუ გადაწყვეტილია -დათა ჯერ მე მიყურებდა მერე ლევანს
-დიახ გადაწყდა. ხელის მოწერის ცერემონიას სასტუმროს ეზოში გავმართავთ
-ადგილი გვეყოფა?-ლიზა ჩაფიქრდა ერთი წამით
-რძალო იქ საკმაოდ დიდი სივრცეა
-არც იმდენად... შენგან გასაქცევად არ მეყო ადგილი -ერთი წამით ორივე გავჩერდით, ჩვენი შეხვედრა და გაცნობა გაგვახსენდა.
-ელენა შეიძლება ერთი წუთით დავილაპარაკოთ-ფიქრებიდან დიტოს ხმამ დამაბრუნა
-მიდი გისმენ
-აქ არა, აივანზე გავიდეთ
-კარგია -წამოვდექი, თუმცა დევდარიანისთვის არ შემიხედავს, გულში სადღაც ღრმად მეშინოდა რასაც დავინახავდი
-ვინარის ის?-დიტო ჰორიზონტს გასცქეროდა
-ვერ მიგხვდი დიმიტრი, უფრო კონკრეტული იყავი
-მინდა ვიცოდე რა გაკავშირებს ლევან დევდარიანთან.საკმარისად კონკრეტული ვარ?- მის სახეზე ერთი წამით სიბრაზე გაკრთა
-საიდან მოიტანე რომ ვალდებული ვარ რომ აგიხსნა?
-შენ მე უარი მითხარი. „ახლა მზად არ ვარ ახალი ურთიერთობისთვის“ შენს სიტყვებს ვციტირებ, ეს მითხარი და სამი თვის შემდეგ უკან დაბრუნებულს შენს გვერდით უცხო კაცი მხვდება
-დიტო არაფერი მაქვს შენთვის ასახსნელი, ასე რომ აჯობებს დამშვიდდე
-აქედან ვერ წახვალ თუ შეკითხვებზე არ მიპასუხებ-ხელი ძლიერად მომიჭირა მკლავზე და განძრევის საშუალება არ მომცა
-კარგი. ეს შენ თავად მთხოვე. ლევანი ის კაცია რომელსაც ჩემს მომავალში ვხედავ
-რატო ის ელენა? რა აქვს მას ისეთი რაც მე არ მაქ?
-ამაზე ვერ გიპასუხებ უბრალოდ გულს ვერ უბრძანებ
-ნუ თუ ასეთი ბრმა ხარ?! ის ისეთივეა როგორიც ის ბიჭი რომელმაც გული გაგიტეხა
-არ გაბედო..-მთელი ძალით დავარტყი სახეში-მასზე ასე საუბარს გიკრძალავ.
-ხომ იცი ჩემთვის როგორი ძვირფასი ხარ, არ მივცემ უფლებას გული გატკინოს
-მინდა რომ ჩემს საქმეში არ ჩაერიო დიმიტრი, ის რაც ჩემსა და ლევანს შორის არის შენ არ გეხება. ახლა კი კარგად მომისმინე ქორწილამდე თავს ისე დავიჭერთ თითქოს არაფერი ხდება, ჩვენი მეგობრების ხათრით, ქორწილის შემდეგ ჩემს სიახლოვეს არ დაგინახო
-ეს შენი ბოლო სიტყვაა?
-კი. -ზურგი ვაქციე და ოთახში დავბრუნდი
-კარგად ხარ?-ლილე მოვიდა ჩემთან
-არა არ ვარ, შეგიძლია შენი სახლის გასაღები მომცე?
-რა თქმა უნდა მაგრამ უნდა მითხრა რა მოხდა
-საღამოს მოგიყვები, ახლა კი აქედან გაპარვაში დამეხმარე
-გამომყევი -ლილემ სახლიდან გამომიყვანა და ხელში გასაღები ჩამიდო. არ ვიცი უკან დაბრუნებულმა რა მიზეზი უთხრა მეგობრებს ჩემი არ ყოფნის თაობაზე.
-ძმაო სამზარეულოში გამომყევი ყავის მომზადებაში დამეხმარე
-უჩემოდ ვერააფერს აკეთებ რა -მობეზრებიით გადაატრიალა თვალები დევდარიანმა
-მალე დავბრუნდებით -ძმას ხელი კრა და სამზარეულოს კარს მიღმა გაუჩინარდნენ-ლევან ახლა რაღაცას გეტყვი მაგრამ უნდა დამპირდე რომ არ გაგიჟდები
-უკვე არ მომწონს ასეთი შესავალი
-ლევან -ლილეს თვალებში სიბრაზის ნაპერწკლები გამოჩნდა
-კარგი. მიდი გისმენ.
-მოგატყუე ელე საქმეზე არ გასულა
-აბა სად არის?-დევდარიანს დაძაბულობა დაეტყო
-ჩვენთან არის, გასაღები მთხოვა განერვიულებული იყო
-იმ ტიპის გამო არა?
-ახლა კარგად მომისმინე სვანურო ჯიხვო -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია პატარა დამ- იმიტომ გითხარი რომ ვიცი ჩემი ელე ძალიან გიყვარს, მინდა რომ მისგვერდით იყო და დაუბრუნდე შენს თავს, მაგრამ მის გვერდით ვერ იქნები თუ ყველა კაცს სცემ ვინც მის სიახლოვეს ჩაივლის
-რატომ გადაწყვიტე რომ ის მიყვარს?
-კარგი ერთი, მე შენზე ადრე მივხვდი რომ მთელს ცხოვრებას მის გვერდით გაატარებდი. იცი ეს როდის მოხდა?
-როდის?
-როცა პირველად მასზე გაბრაზებული მოხვედი ჩემთან. კედლებს აზანზარებდა შენი სიბრაზე, თუმცა მასზე კი არა საკუთარ თავზე ბრაზობდი წასვლის უფლება რომ მიეცი. შემდეგ თითქოს ყველაფერი მორჩა, ისე იქცეოდი თითქოს არ არსებობდა, მაგრამ ერთვი თვის შემდეგ მე ჩვენს კარის მეზობელზე მოგიყევი და მისი სახელის გაგონებაზე ფერი დაკარგე. მერე იდიოტივით მოიქეცი და ის ისევ წავიდა, იმ ღამით სახლიდან რომ გიჟივით გაიქეცი ბოლო წვეთი იყო, მაშინ დავრწმუნდი რომ შენი სამყარო მის გარეშე ვერ იარსებებდა
-რა გინდა რომ გავაკეთო დაო?- ლევანმა დანებების ნიშნად ხელები ასწია
-მის გვერდით იყავი და დაიცავი ის
-ასე როდის გაიზარდე პატარა ქალო?-ლევანი დას მოეხვია და შუბლზე აკოცა
-აქ ნუ დგახარ წადი მასთან -ლილემ თბილად გაუღიმა ძმას.

ჩაბნელებულ აივანზე ვიჯექი და დიტოს სიტყვებზე ვფიქრობდი. მისი სიტყვები ნემსებივით მერჭობოდა გულში. ჩემი თავი მძულდა იმის გამო რომ მის სიტყვებს ჩემს გულში ეჭვის გაჩენის უფლებას ვაძლევდი
-სიბნელეში რატომ ზიხარ მახარაძის ქალო?
-სიმშვიდეს ვეძებ დევდარიანო -მისთვის შეხედვას ვერ ვბედავდი
-მომწონს ის ფაქტი რომ სიმშვიდეს ჩემს სახლში ეძებ
-რატომ მოხვედი ლევან?
-მინდა აქ ვიყო. შენს გვერდით მავიწყდება შენი მეგობრის ძვლების დამტვრევის სურვილი
-ისევ არ დაიწყო გთხოვ
-მომიყევი რას ემალები სიბნელეში
-ამის მოსმენა არ გენდომება
-მე შენ ყოველთვის მოგისმენ ეს დაიმახსოვრე. როცა პრობლემა გაქ მინდა რომ ჩემთან მოგიწევდეს გული და არაა მარტობასა და სიბნელეში
-შეცდომა დავუშვი ლევან
-გისმენ -გვერდით მომიჯდა და თმაზე ნაზად ჩამომისვა ხელი
-როცა დათამ დიტო გამაცნო, მე ის მეგობრად მივიღე. ჩვენ ოთხნი სულ ერთდ ვატარებდით დროს. ჩემი ცხოვრება ნელ-ნელა სწორ გზას უბრუნდებოდა, თუმცა სამი თვის წინ დიტო გრძნობებში გამომიტყდა, მაშინ მე მას უარი ვუთხარი, მარგამ ახლა მივხვდი რომ სწორი სიტყვები ვერ შევარჩიე რადგან მას კვლავ აქვს იმედი
-ამაზე სურდა ლაპარაკი?- საშინლად მშვიდი იყო დევდარიანი
-დიახ.
-გასაგებია. -სიგრაეტს მოუკიდა და ჰორიზონტს გაუშტერა მზერა
-მიბრაზდები დევდარიანო?
-კი გიბრაზდები ელენა, შენ გინდოდა მოცდა დათას და ლიზას ქორწილამდე. ახლა კი მე იმის უფლება არ მაქ რომ ტიპს თავისი ადგილი მივუჩინო, რადგან არ ვიცი ვინ ვართ ერთმანეთისთვის.
-მხოლოდ ამიტომ ბრაზობ?-ღიმილი ვერ შევიკავე
-კარგია თუ ერთ-ერთ ჩვენგანს მაინც ართობს ეს სიტუაცია-მკაცრი იყო მისი ხმა, მკაცრი თუმცა არა ბოროტი და მე ვიცოდი ის არასდროს გააკეთებდა ისეთ რამეს რაც მავნებდა. ამას მის თვალებში ვხედავდი.
-იცი რაც არ უნდა თქვა ერთ თვეში, ჩემთვის არაფერი შეიცვლება
-რას გულისხმობ?-დაბნეულმა გამომხედა
-ზუსტად ვიცი რა მინდა მოხდეს მომავალში
-მეც განმანათლე პატარა ქალბატონო
-მინდა რომ სულ შენს გვერდით ვიყო. მინდა ვიცოდე რომ სადაც არ უნდა წავიდე შენც იქ იქნები, მხარს დამიჭერ და გამამხნევებ რომ სირთულეებმა არ შემაშინოს.
-ახლა ბეჭედს თუ ამოიღებ ჯიბიდან გაფრთხილებ თანახმა არ ვარ-მთელი ხმით იცინოდა ლევანი
-საშინელი ხარ, რაზე ვფიქრობდი შენნაირი ჯიუტი სვანი რომ შემოვუშვი გლში. კარგად უნდა დავფიქრდე და ვარიანტები განვიხილო
-ვარიანტებს გაჩვენებ მე შენ. ხომ გახსოვს რაც ჩემია იმას ვერავინ შეეხება, ვერავინ ვერაფერს დაუშავებს ჩემს საყვარელ ადამიანებს-მოულოდნელად ხმა გაუმკაცრდა ლევანს-ახლა კი როცა ეს სიტყვები მითხარი, შენ ჩემი ხარ და ჩემგან ვეღარსად წახვალ.
-ლევან მე ... -ფეხზე წამოვდექი და ჩვენს შორის მანძილი გავზარდე
-რა შენ
-მეშინია დევდარიანო. მეშინია რომ არ გიცნობ, მეშინია რომ წარსული ერთ დღეს დაგვეწევა და ჩვენს ბედნიერებას ცეცხლი შთანთქავს
-შენი წარსული ვიცი მახარაძის ქალო და თუ ოდესმე ის ისევ გამოჩნდება მისი ბოლო ამოსუნთქვა იქნება. რაც შეეხება ჩემს წარსულს შეგიძლია ყველაფერი მკითხო
-ჩემთვის გადაშლილი წიგნი იქნები?- სახეზე ღიმილი შემეპარა
-დაიწყე მახარაძის ქალო
-მოდი იმით დავიწყოთ რაც ვიცი, შენი წარმომავლობა შევისწავლე შენი საგვარეულოს ხალხი ამაყი და სამართლიანი იყო მთელი ისტორიის მანძილზე. შენი ოჯახი ყოველთვის ეხმარებოდა გაჭირვებულებს და არასდროს უქცევიათ ზურგი არც მტრისთვის და არც მოყვარისთვის
-ჩემს ოჯახზე ინფორმაცია მოგიძიება პატარა დეტექტივო
-კი ბევრი ინფორმაცია მოვიძიე თუმცა არავინ საუბრობს შენზე, მხოლოდ ის გავიგე რომ ოჯახის ერთადერთი ვაჟი ხარ და საგვარელოს ტვირთი მხრებზე დაბადებიდან გაწევს. შენი და კი ამბობს რომ იყო დრო როცა ბენიერი და მხიარული იყავი, მაგრამ რაღაც მოხდა რისი მოყოლაც ლილემ ვერ გაბედა
-ვერ მოგიყვება რადგან არ იცის -სახე გაუმკაცრდა მზერა კი სადღაც შორს სივრცეში მიეყინა - დაახლოებით ათი წლის წინ ტყის ნაპირას ცხენით ვსეირნობდი, ის არსაიდან გამოჩნდა, გოგონა რომელიც გაზაფხულს ჰგავდა და მისი ღიმილი სიცოცხლის სურვილს აღძრავდა გარშემომყოფებში. მოჯადოებული ვიყავი მისით, ჩემი ერთადერთი მიზანი მის გვერდით დიდხანს დარჩენა იყო. მკაცრი იყო, თუმცა ძალიან კეთილი გული ჰქონდა, თვეები დამჭირდა რომ მის გულამდე გზა გამეკვლია და შემდეგ შემიყვარა თავდავიწყებით -ერთი წუთით შემომხედა, ღრმად ამოისუნთქა და მოყოლა განაგრძო- ის იყო ჩემი სამყარო, სიცოცხლის აზრი და მე ვაპირებდი მთელი ცხოვრება მასთაან გამეტარებინა მაგრამ მისმა ოჯახმა ამის უფლება არ მოგვცა. მზად ვიყავი მის გამო სამყარო დამეწვა თუმცა ოჯახს წინ ვერ აღვუდექი, ოჯახის წინააღმდეგ წასვლას ვერ მოვთხოვდი რადგან ვიცოდი ეს მის თვალებში ბედნიერების სხივს ჩააქრობდა ...
-შემდეგ რა მოხდა ?- ძვლის გასაგონად ამოვილაპარაკე
-მამამისმა სახლში გამოკეტა ის კი ... კოშიდან გადმოხტა და თავი მოიკლა, ის აღარ იყო და მეგონა ჩემი სამყაროც გაჩერდა. ყველაფერი შავ-თეთრი გახდა. მე არ ვცხოვრობდი უბრალოდ ვცოცხლობდი ამ ბნელ სამყაროში მაგრამ წლების შემდეგ შენ დაგინახე როგორ უყურებდი მყინვარებს, შენს თვალებში დიდი ტკივილი ჩანდა თუმცა ეს შენი სულის სიმტკიცეს ვერაფერს აკლებდა. იმ მომენტში პირველად ამდენი ხნის შემდეგ მინდოდა გამეცანი, მინდოდა გამეგო ვინ იყო ეს უცხო ქალი რომლის თვალებიც ჩემს გაყინულ სულს აფორიაქებდა და გაქვავებულ გულს აჩქარებას აიძულებდა.
-ისევ გიყვარს? -ხმა გამებზარა, მისმა სიტყვებმა გული მომიკლა, მტკიოდა მისი ტკივილი ისე როგორც საკუთარი და მეშინდოა რომ იმ გრძნობას კონკურენციას ვერ გავუწევდი
-ის ჩემი პირველი სიყვარული იყო, ბავშური ოცნებები, თუმცა ეს ყველაფერი წლების წინ იყო, ახლა ის უბრალოდ წარსულის ლამაზი მოგონებაა
-ეს ყველაფერს ცვლის
-მაინც რას ცვლის მახარაძის ქალო?
-მე სწორი ვიყავი როცა მეშინოდა. ჩემი და შენი წარსული ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. შენ ნამდვილი სიყვარული იპოვე და მე როგორ გავუწევ ამ ყველაფერს კონკურენციას. მე ის ადამიანი ვარ რომელიც დედამაც კი მიატოვა, ადამიანი ვარ რომელსაც ცხოვრება დაუმახინჯეს. ამ ყველაფრის მერე რაც მომიყევი მე რა უნდა შემოგთავაზო რომ მისი თანასწორი ვიყო
-შენ ყველაფერი ის ხარ რაც მას არ შეეძლო ყოფილიყო.
-ხო მე სიბნელე ვარ ის კი სინათლე იყო შენს ცხოვრებაში
-არა მას შეეძლო სინათლე ყოფილიყო ჩემი და კიდევ ბევრსი ცხოვრებაში მაგრამ არ მოისურვა, ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა და განაჩენიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის გამოიტანა. მას ყველაფერი ქონდა მაგრამ დანებდა, შენ კი არაფერი გაქონდა გარდა ბიძის მხარდაჭერისა და მაინც ფეხზე მყარად დგახარ, წარსულის სიმახინჯეს არ მიეცი უფლება შენთვის სული მოეპარა. ბრძოლა აირჩიე და მეც სწორედ ეგ დავიანხე პირველად შენში ომ გამოვლილი მებრძოლი სული. შენ ხარ ადამიანი რომელიც ყველაფრის მიუხედავად ცხოვრებას აგრძელებს და მე სწორედ ასეთი ადამიანის გვერდით მინდა დარჩენილი ცხოვრების გატარება, ადამიანის გვერდით რომელიც იბრძოლებს საკუთარი ბედნიერებისთვის
-ლამაზად საუბრობ დევდარიანო, მაგრამ ყოველთვის ბრძოლას ვერ ავირჩევ ეს ხომ იცი
-როცა მიხვდები რომ ბრძოლის გაგრძელების ძალა არ გაქვს, მაშინ მე ვიბრძოლებ შენს მაგივრად და როცა მე დავნებდები შენ დამეხმარები ფეხზე მყარად დადგომაში. ეს არის ჭეშმარიტი ურთიერთობა
-შენი აზრით გამოვა?
-გამოვა რადგან მე შენ გიპოოვე და არსად აღარ გაგიშვებ -გათენებამდე ვისუბრეთ მე და მან. მისი გადაწყვეტილების სიმტკიცემ გულიდან ყველა შიში განდევნა, თუმცა მისი წარსულის ვიანობის დადგენა მაინც მსურდა, მაგრამ ვერ გავბედე მეკითხა.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

კარგად წერთ,საინტერესოა თითოეული პერსონაჟი.წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent