შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოგჯერ წინ გვყავს (13)


26-06-2024, 20:44
ავტორი La dolce vita
ნანახია 1 354

თავი13



– ვნახოთ, როდემდე შეძლებ თავის არიდებას.


სახლში შევედი და ვეცადე არაფერი შემემჩნია. სიცილის და ძამამაღალი საუბრის ხმა გამოდიოდა გარეთ. მეც შევედი და ერეკლეს მივუჯექი გვერდით.
– როგორ მომენატრე ეკო..- ამოვთქვი.
– მეც ჩემო, ბაჭიავ.- ლოყაზე მიფჩვნიტა.
– აუ, კარგით რა ნუ იცით ხოლმე ეს ლოყაზე ჩქვნეტა პატარა კი აღარ ვარ ეს ამბავი, რომ არა ახლა იურისტი დაა გეყოლებოდა.- ნერვებ მოშლილმა მივუგე და დავსევდიანდი. ამ დროს ჩაჩავაც შემოვიდა.
– ისე, მართლა მიკვირს შენი ამდენი წლის ოცნება, როგორ გადადე გვერდზე.- ნაღვლიანი ხმით მომიგო, სესილიმ.
– იმ დროს ეს მიმაჩმდა სწორედ, რადგან არ მქონდა სწავლის სურვილი ეგ კი არა, არაფერი აღარ მაინტერესებდა.
– და ახლა?- მკითხა ნინიამ.
– ახლა, არ ვიცი სამომავლოდ მაქვს რაღაც გეგმები,მაგრამ უფალს მივანდობ ყველაფერს, როგორც ის ჩათვლის ჩემთვის საჭიროდ ისე მოვიქცევი.
– იმ ამბის, შემდეგ უფრო მეტად შეხვედი რწმენაში?- მკითხა ონისემ.
– კი, იმ ამბის შემდეგ, ერთმა ახლობელმა მიმიყვანა და სწორედ იქ მოვიპოვე სულიერი სიმშვიდე დიდი ძალისხმევის, შემდეგ დავძლიე დეპრესია და შევიძინე მამაც და მეგობარიც. მამა გიორგი ის ჩემი სულიერი მოძღვარი და მეგობარი გახდა, რისთვისაც მადლობელი ვარ უფლის.
– მიხარია, შენი ეს ცვლილება, შენ იმსახურებ ბედნიერებას და დარწმუნებული ვარ სამყაროს კიდევ აქვს შენთვის უფრო დიდი საჩუქარი.- ღიმილით მომიგო სესილიმ შემდეგ კი გამოექანა და მომეხვია.
– მადლობა. - თვალები ამიწყლიანდა.
ამ დროის მანძილზე დანიელი ჩუმად გვადევნებდა თვალს.
– დანიელ, შენ რა ჩუმად ზიხარ?- სიცილით კითხა ონისემ. - კარგი, მოდით ნუღარ გავიხსენებთ ცუდ დღეებს. დეა, მე და სესილის შენთვის რაღაც გვაქვს სათქმელი.
– მართლა?
– კი..- თქვა და სესილის ჩაკიდა ხელი.
–გისმენთ?- მოუთმენლად ვკითხე.
– გუშინ ამ ქალბატონს ხელი ვთხოვე და მინდა გითხრა, რომ დღეიდან არა მარტო შენი მეგობარი ვარ,არამედ შენი სასიძოც. - გამეკრიჭა ონისე.
– რაა? მართლა?- წამოვიძახე შემდეგ კი ორივეს ერთად მოვეხვიე.- რომ იცოდეთ, როგორ გამახარეთ. - გული ამიჩუყდა.
– მადლობა.
– როგორ დაითანხმე?- გაკვირვებით ვკითხე.
– სხვა რა გზა, ქონდა.- თვალი ჩამიკრა და გაიცინა.
– შენც მალე გეწვიოს ეს ბედნიერება.- მითხრა სესილიმ.
– აბა, აბა ჩემს დას ასე მარტივად არავის დავუთმობ.- ვითომ მკაცრი ხმით თქვა.
– არა, მე არ ვთხოვდები ჩემს ძმას არ დავტოვებ. - მოვეხვიე ეკოს.
– მაშინ დარჩენილხარ შინაბერა და ეგ არის.- გაიცინა ნინიამ.
– ასე, წინასწარ ვერაფერს დავგეგმავთ, რადგან არავინ ვიცით რას გვიმზადებს ეს სამყარო.- ჩაერთო დანიელიც.
– ეგეც მართალია, ოღონდ ეს გათხოვდეს და მომშორდეს მეტი არაფერი მინდა.
– რაა?! ანუ გინდა, რომ მოგშორდე?!- დოინჯ შემორტყულმა მივუგე
– კარგი, კარგი ვიხუმრე პატარა ბავშვივით ნუ იცი, ხოლმე გაბუტვა.- გაეცინა
– გაგაპატარა ბავშვებ მე შენ.- ვუთხარი და თავში წამოვარტყი.
– დანიელ, არ გინდა შენს შესახებ გვიამბო.- მოულოდნელად წამოიძახა ონისემ.- ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ დეა, შენ გადაარჩინე და როგორც დეასგან ვიცით სტიქაროსანიც ხარ.
– კარგი, მოდით გაგეცნობით მაშინ, როგორც უკვე იცით დანიელი ვარ ჩაჩავა 30 წლის ვცხოვრობდი დედასთან ერთად ბათუმში იქ რაც თავი მახსოვს ბავშვობიდან დღემდე ვმოღვაწეობდი ეკლესიაში და სტიქაროსანი ვიყავი დედაჩემმა, ბავშვობიდან ჩამინერგა უფლის სიყვარული და რწმენა თავადაც მორწმუნე იყო. ამის გარდა პროფესიით მუსიკოსი ვარ ვქმნი მუსიკას და სიმღერებს და ჩემი ბენდი მყავს რითაც გავდიოდით ტურნირებზე და კონცერტებს ვატარებდით.
– რა საინტერესოა, თურმე როგორი შემოქმედებითი ყოფილხარ.- გაეცინა სესილის და თან შეუმჩნევლად თვალი ჩამიკრა. ამას მართლა მოხვდება.
–კიდევ რით გაგვაოცებთ ბატონო, დანიელ? - იკითხა ინტერესით.
–ჰმ, კიდევ ექსტრიმის მოყვარულიც ვარ ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი საქმეა, თუმცა ჰობად მაქვს და როცა მინდა ადრენალინი შევივრძნო ვიღებ მონაწიელობას, რბოლებში.
– ვაუ, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით.
– რას?- გაიკვირვა დანიელმა.
– რას და შენც თუ გიყვარდა ეს სპორტი.
– და კიდევ ვის უყვარს?
– ვის? აგერ გენაცვალე წინ გიზის ორი გადარეული და-ძმა, რომლებიც გიჟდებიან ამ სპორტზე.- გაეცინა სესილის.- ერეკლე ყოფილი მრბოლელია, შემდეგ კი თავის დას ასწავლა შუმახერობა.
– მართლა?
– კი,სანამ ავარიაში მოყვებოდა, რბოლაშიც კი მიიღო მონაწილეობა და მოიგო კიდეც.
– ხო, მოვიგე და მერე ერთმა დეგენერატმა ნერვები მომიშალა.
– შანსი არ არის?- წამოიძახა.
– რა ხდება?- იკითხა გაკვირვებით ერეკლემ.
– რა და იმ დღეს მეც ვმონაწილეობდი და შემდეგ ერთმა ქაჯმა ნიღბიანმა მომიგო.- ნიშნის მოგებით დასძინა.
– არ მითხრა, რომ შენ იყავი ის ადამიანი, რომელმაც ჩაფხუტის მოხსნა მომთხოვა.- წარბები შევყარე და ისე მივუგე.
– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს მე ვიყავი.- ცალყბად ჩაეცინა
– არა, რა ხო ვიძახი ეს ადამიანი მოგზავნილია.
– მოგზავნილი ვარ კი,ოღონდ არა ადამიანის მიერ, არამედ… - დასრულების საშვალებას არ ვაძლევ და ვაწყვეტინებ.
– აბა ვისგან ხარ მოგზავნილი? - მან საჩვენებელი თითი ჰაერში აღმართა და დაამატა.
– უზენაისის მიერ მან ისურვა ასე.- მშვიდად და აუღელვებლად მომიგო.
– ოჰ, კაი ერთი.- ამის მეტი აღარაფერი მითქვია ჩუმად ვიჯექი, შემდეგ კი სიჩუმე ისევ მე დავარღვიე.
– მომენატრა.- ამოვთქვი.
– რა?- მკითხა ერეკლემ.
– ძველი დეა, რომელიც უდარდელად ცხოვრობდა და რბოლებში იღებდა მონაწილეობას მშობლებისგან მალულად. - მივუგე ჩემს გვერდით მჯომებს.
– ხო, იმ დღის შემდეგ აღარ მიგიღია, მონაწილეობა იმდენი რამ მოხდა. - მომიგო ერეკლემ.
– იცი, უკვე დიდი ხანია ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ მინდა მთლიანად დავიხარჯო და შევიგრძნო ადრენალინი ძალიან მენატრება ძველი დეა.
– რას აპირებ? - მკითხა ყველამ
– არ ვიცი, მაგრამ როგორც კი შანსი მომეცემა აუცილებლად გამოვალთ მე და ჩემი ბიჭი.- ვთქვი ეშმაკური სახით.
– გინდა ერთმანეთს შევეჯიბროდ?- მკითხა დანიელმა. - ოღონდ სურვილებზე ვინც წააგებს მოგებულს ერთ სურვილს შეუსრულებს.
– ასეთი დარწმუნებული ნუ იქნები ხომ არ დაგავიწყდა, რომ წინაზე მე მოგიგე.- ეშმაკური მზერა, ვტყორცნე სახეში.
– ვნახოთ, ვინ მოიგებს.- მანაც ეშმაკური გამომეტყველება მიიღო, ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა.- დავნიძლავდეთ თუ მე მოგიგებ მე დამითმობ ერთ დღეს.
– რაა?! გგონია ამაზე დაგთანხმდები?
– დეა, რატომ ართულებ ბიჭს უბრალოდ უნდა, რომ შენთან ერთად გაატაროს დრო.- ეშმაკური ღიმილით მომიგო სესილიმ.
– სესილი! შენ ჩემი მეგობარი ხარ თუ იმის?
– არაფერი დაშავდება, თუ ერთ დღეს მასთან ერთად გაატრებ ისედაც სულ ხედავთ ერთმანეთს.- თვალი ჩამიკრა.
– ოფ, კარგი იყოს ასე, მაგრამ მაინც მე მოგიგებ ჩემს სურვილს, რაც შეეხება მერე მოვიფიქრებ. - ვთქვი და ხელი ჩამოვართვი შემდეგ კი სესილიმ ჩვენი შეერთებული ხელები შუაზე გაყო.
– კარგი, ჩემი წასვლის დროა, უკვე გვიან არის.- დაემშვიდობა ყველას შემდეგ კი გამჭოლი მზერით გამომხედა და წავიდა.

ამის შემდეგ ყველა დავიშალეთ გოგოები ერთ ოთახში ვიწექით ბიჭები კი ცალკე,
როგორც კი დავწექით სესილის ვეჩხუბე.
– სესილი, რას ნიშნავდა შენი საქციელები, ვერ გავიგე იმას უჭერ მხარს, თუ მე.- წყრომით მივუგე.
– რა თქმა უნდა, შენ გიჭერ, მაგრამ დავიჯერო ვერ ამჩნევ, რომ ეს ბიჭი იწვის შენი სიყვარულით?- მკითხა სესილიმ
– რა სისულელეა, იმის თქმა გინდა, რომ დანიელს მე ვუყვარვარ?- სიცილით მივუგე.
– დიახ, აშკარად იგრძნობა ეს მის ქცევაში მის მზერაში და საერთოდ ყველაფერში დაფიქრდი აბა, მას რომ შენს მიმართ გრძნობები არ გააჩნდეს მოინდომებდა შენთან ერთად დროის გატარებას?
– კაი, რა.- ხელი ჩავიქნიე.
– ძალიან გთხოვ, დაფიქრდი, შენც ჩემსავით არ მოგივიდეს და გვიან არ მიხვდე. შენთვის კარგი, მინდა მშვენიერი ბიჭია, დანიელი ძალიან მომწონს სასიძოდ.- მითხრა და გადაბრუნდა.
ამის შემდეგ, აღარ გვისაუბრია, მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე სულ სესილის სიტყვებზე მეფიქრებოდა. ნუთუ მართალი იყო რასაც ამბობდა. სულ რაღაც ორი სამი საათი მეძინა გამთენიისას კი მეღვიძება საწოლში ვეღარ ვჩერდები სპორტულებს ვიცმევ და ჩუმად ვიპარები ოთახიან. საჯინიბოდან ქარიშხალა გამომყავს და მდინარისკენ ვიღებ გეზსს ჯერ კიდევ არ იყო კაი გათენებული დილის სუსხი და კრიალა ჰაერი მხვდებებოდა სახეზე ბალახები კი ჯერ კიდევ მოცვარული იყო ირგვლივ ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. მდინარის ნაპირს მივუახლოვდი ცხენიდან ჩამოვხტი და იქვე ჩამოვჯექი. იგრვლივ სიმშვიდე სუფევდა. გავყურებდი ჰორიზოტს და აი მალე გამოანათა ჰორიზონტზე მზის, სხივებმა და წითლად განათდა ისე ვიყავი გართული ამ სანახაობით ვერც გავიგე ისე მომიჯდა გვერდით ჩაჩავა.
– ლამაზია, არა?- გაისმა მისი ხმა და მეც მოულოდნელობისგან შევხტი.
– გაგიჟდი?! ლამის გული გამისკდა.- წამოვიძახე და გულზე ხელი მივიდე.
– მაპატიე, შენი შეშინება არ მინდოდა,მაგრამ აქ რას აკეთებ ამ დილა ადრიანად?
– თავად რას აკეთებ აქ?- შევუღრინე.
– მზის, ამოსვლას მინდოდა დავსწრებოდი.
– გამაგებინე, სულ იქ რატომ ჩნდები სადაც მე ვარ რა გინდა რა მიზანი გაქვს?- გულ მოსულა დავუყვირე,რადგან მართლა მაეჭვებდა მისი ეს სიახლოვე.
– უკვე გითხარი, რომ ეს უფლის განგებულებაა, მას სურს რომ ჩვენი გზები გადაიკვეთოს. - დამიყვირა.
– არ მჯერა, შენ რაღაცას მალავ რაღაც გაქვს ჩაფიქრებული მაგიტომაც ხარ სულ ჩემს სიახლოვეს.
– მართლა გაინტერესებს რატომ ვარ დღემდე შენს სიახლოვეს დავიჯერო ვერ ხვდები ვერაფერს?- დამიყვირა.
– ქარაგმებით ნუ მელაპარაკები და პირდაპირ მითხარი რა გინდა ჩემგან, რადგან მე მართლა ვერაფერს ვხვდები.
– როგორ, ვერ ხვდები როგორ, რომ მე შენ…- სიტყვა შუაზე გაუწყდა.
– დანიელ, მე შენ რა?
– ჯანდაბა, ახლა მართლა გავგიჟდები ან მართლა ვერ ხვდები ან თავს იტყუებ დეა!
– ხოდა, გამაგებინე მიმახვედრე, რადგან მე არ მესმის რისი თქმა გინდა ჩემთვის.
– ჯანდაბას, რაც იქნება, იქნება, რადგან მე მართლა აღარ შემიძლია, როგორ ვერ ხვდები დეა, რომ მე შენ მიყვარ ხარ გესმის? მი…ყვარ...ხარ…- სათითაოდ დამიმარცვლა და ისე მითხრა. ადგილზე გავშრი და ადგილიდან არ ვიძვროდი, ვერ ვიჯერებდი მოსმენილს ანუ რა გამოდის, რომ სესილის მართალი უთქვამს. თვალებიდან ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით მომდიოდა.
– რა?- ამოვთქვი.
– რაც გესმის დეა, ახლა ხომ გაიგე, რატომ მინდოდა, სულ შენს სიახლოვეს მეტრიალა გვიან მივხვდი ამას, რომ პირველივე დანახვის თანავე მოვიხიბლე შენით, გაინტერესებს, როდის მივხვდი ამას?
– როდის?
– როდესაც ყველას განვერიდე და მათ შორის შენც მაშინ, როცა მოულოდნელად ჩაიქროლე ჩემს წინ ცხენით სწორედ მაშინ ვიგრძენი გულის ფორიაქი ამის შემდეგ გავერკვიე ჩემს გრძნობებში.
– თუ ასეა, რატომ გინდოდა ჩემი გაგდება იმ დღეს?
_ იმიტომ, რომ არ მინდოდა, შენთვის ტკივილი მომეყენებინა, მიუხედავად ჩემი მცდელობებისა შენ არ მანებებდი თავს.- მითხრა და სახეზე მომხვია თავისი მსხვილი თითები.- მაშინ მე ჩემს თავს არ ვგავდი. - ამოილაპარაკა.
– მე არაფერს ველი და მოვითხოვ შენგან, მე გაგიგებ, თუ შენც იგივეს არ გრძნობ ჩემს მიმართ არ ხარ ვალდებული შენც გიყვარდე.- თქვა სევდა მორეული ხმით და წასასვლელად გაემზადა ვერაფერს ვამბობდი, ხმას ვერ ვიღებდი. უკვე საკმაო მანძილი ჰქონდა გავლილი, როდესაც დავიყვირე.
– დანიელლ!- დავუყვირე და ისიც შეჩერდა.
– არ წახვიდე!- დავუყვირე ის ჩემკენ შემობრუნდა და მომიახლოვდა.
– დამისახელე თუნდაც ერთი მიზეზი, რომ დავრჩე და მეც დავრჩები.
– ჯანდაბა შენ თავს ჩაჩავა, მეც მიყვარხარ! გესმის?- დავუყვირე.- მას კი ჩაეცინა და თვალები სიხარულით აენთო.
– გაიმეორე რა თქვი? რაღაც ვერ გავიგე?
– ამას სპეციალურად მიკეთებ ხო? მიყვარხარ მეთქი ჩაჩავა.- დავუყვირე ამის თქმა და ჩვენი ბაგეები ერთმანეთში გადაიხლართა ვნებინად დამიკოცნა ტუჩები და შემდეგ გულში ჩამიკრა.

ბალახზე ვიყავით წამოწოლილები და დანიელს ვყავდი ჩახუტებული, ვიწექით მდუმარედ და ერთმანეთს ვუყურებდით იგი, სახეზე მეალერსებოდა.
– ახლა რა იქნება?- დავსი კითხვა.
– რა უნდა იყოს, დღეიდან მე და შენ შეყვარებულები ვართ. - გამიღიმა.
– ჰო, მაგრამ მოდი ჯერ არავის ვუთხრათ ეს ამბავი.
– რატომ?
– ახლა,ეს რომ ჩემებს ვუთხრა განსაკუთრებით სესილის არ მომასვენებს თან ის შანტაჟისტიც არ დაგვავიწყდეს.
– კარგი, როგორც შენ გინდა ისე იყოს თუ ასე მშვიდად გრძნობ თავს მაშინ არავის ვუთხრათ.
– მადლობა, რომ გესმის ჩემი ასე აჯობებს იქამსე სანამ არ გაირკვევა ყველაფერი. მხოლოდ ჩემ ძმას და მამაოს ვეტყვი სხვას არავის.
– მშობლებს არ ეტყვი?
– არა, შესაფერის დროს დაველოდები და მერე ვეტყვი, რომ შეყვარებული მყავს.
–კარგი.- გამიღიმა და გულში ჩამიკრა. ისეთი სასიამოვნო იყო მისი სურნელისა და გულის მოსმენა მის მკლავებში თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი უცნარია, ძალიან უცნარი ვინ იფიქრებდა, რომ ასე შემოტრიალდებოდა ყველაფერი.
– ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ ერთად ვართ..- ამოილაპარაკა.
– ვერც მე, მემგინი სიზმარში ვარ და ეს ყველაფერი მესიზმრება, მეშენია, რომ გამომეღვიძდბა და ეს ყველაფერი გაქრება.
– სიზმარში ხარ,- მითხრა და მხარზე მიმჩქვნიტა.
– აუჩ, მეტკინა არანორმალურო.- ვუთხარი და ხელი ვკარი.
– ხო, თქვი თქვი სიზმარში მგონიაო.აბა ახლაც სიზმარში ხარ.
– არა ხარ შენ ნორმალური.- ჩავიდუდღუნე. - კარგი რომელი საათია?
– თერთმეტის ნახევარია.- საათს დახედა და ისე მითხრა.
– რაა? რამხელა დრო გასულა, ჩემი წასვლის დროა. - ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.
– უკვე მიდიხარ?
– ჰო, გვიანია უკვე ადგებოდნენ ჩემები.
– კარგი, ისევ როდის ვნახავთ ერთმანეთს?
– არ ვიცი, აქ შევხვდეთ ერთმანეთს.
– კარგი, გამომართვი.- მითხრა და მობილური გამომიწოდა.
– ეს რად მინდა?
– ტელეფონი აღარ გაქვს და ასე, როდესაც მომენატრები მოგწერ ხოლმე.
– და შენ არ გინდა?
– სახლში კიდევ მაქვს ტელეფონი ამას შენ დაგიტოვებ და მეორეს ვიხმარ მარტო.- თბილი ღიმილი შემომაგება.
– კარგი, ჩემი წასვლის დროა.- გავუღიმე.და ქარიშხალას დავუძახე.
– რაღაც ხომ არ გავიწყდება?- ეშმაკურად გადმომხედა.
– რა?- დავიბენი. მან კი თითი ლოყაზე მიიდო მიმანიშნა, რომ მეკოცნა მისთვის.
– სერილზულად?- გამეცინა. მას მივუახლოვდი სწრაფად ვკოცნი ცხენს ვაჯდები და მივდივარ.
სახლში შევიპარე ოთახში ავედი კარადიდან ტანის სამოსი გადმოვიღე და აბაზანაში შევედი შემდეგ კი, წყალი გადავივლე. უჩვეულოდ ვგრძნობდი თავს ამდენი ემოცია მომაწვა და ახლა თავის შეკავება მიჭირდა. ამდენი სტრესის და შიშის შემდეგ ეს რაღაც ახალი შეგრძნებები გამიჩნდა ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს და ეს მაშინებდა მეშინოდა, ამ ბედნიერების უკან კვლავ განსაცდელი და ტკივილი არ მოსულიყო ხო ნათქვამია დიდ ბედნიერებას დიდი ტკივილი მოსდევსო. ყველაფერს, რომ მოვრჩი ოთახში გავედი რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს დღეს პირველად ჩავიცვი კაბა, არა კი მეცვა ხოლმე როდესაც ეკლესიაში მივდიოდი,მაგრამ ყოველ დღიურად არ ვიცმევდი ხოლმე. თმები გავიშრე და გაშლილი დავიტოვე სარკეში ჩემს გამოსახულებას ვაკვირდები სულ სხვა ადამიანი მიმზეტდა, იქიდან სევდიანი თვალების ნაცვლად ახლა ბედნიერებისგან ანთებული თვალები იყურებოდა. უკანა ეზოში გავედი და ყველას იქ მოეყარა თავი.
– დღე მშვიდობისა.- მივესალმე და სესილ მივუჯექი გამაკში.
– სად დადიხარ ქალბატონო?- ეჭვ ნარევი სახით გადმომხედა.
– სად უნდა დავდიოდე დილით ვეღარ დავიძინე და ცოტა სუფთა ჰაერზე გავისერნე.
– ხო, მოიცადე ეს რა არის?
– რა?
– ნუთუ ეს შენ ხარ? ხომ არ მეჩვენება. შენ და კაბა?- გაოცდა სესილი.
– ხო რა იყო, არ შეიძლება კაბა, მეცვას?
– არა, როგორ არ შეიძლება, მაგრამ დღეს რაღაც სხვანაირი მეჩვენები.
– ნუ იგონებ ახლა რაღაცეებს ვთქვი წვენი ჩამოვისხი და ის იყო მოვსი, რომ ახალი ამბავი მახარეს.
– დღეს საღამოს პიკნოკზე მივდივართ და გადავწყვიტეთ დანიელიც დავპატოჟოთ თან უკეთ გავიცნობთ. - ამის გაგონებისას წვენი გადამცდა და ხველება ამიტყდა.
– რა გჭირს?
– არაფერი, უბრალოდ ისე მოულოდნელი იყო, რომ გადამცდა.
– იმედია, წინაღმდეგი არ იქნები.
– რომც ვიყო, რა აზრი აქვს უკვე ყველაფერი გადაგიწყვეტიათ. საინტერესოა, რით აპირებთ მის დაპატიჟებას არც ტელეფონი იცით და არც მისამართი?
– შენ ხომ აქ ხარ.- გამეკრიჭა ონისე.
_ აპ,აპ. ჩემი იმედი არ გქონდეთ, როგორც დაგეგმედ უჩემოდ ისე ოპოვეთ.- მხრები ავიჩეჩე.

.......

იმედია მოგეწონებათ და ველი თქვენს კომენტარებს.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კი კარგი იყო მომეწონა ძალიანაგრამ იმ შანტაჟისტს ამდენი ხანი ვერ მიაგნეს ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????

 


№2  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ნესტანი
კი კარგი იყო მომეწონა ძალიანაგრამ იმ შანტაჟისტს ამდენი ხანი ვერ მიაგნეს ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????


მადლობა, აზრის დაფიქსირებისთვის. შანტაჟისტს,რაც შეეხება ნელ-ნელა, გაირკვევა ყველაფერი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent