ვერ დაგთმობ (თავი 2)
სახლში დავბრუნდი, ადგილი სადაც ვრჩებოდი ჩემთვის სასტუმრო აღარ იყო მან სახლის სტატუსი მიიღო მასში მცხოვრები ადამიანების გამო. მნიშვნელობა არ აქვს რაოდენ დიდი სახლი გაქვს, ან რაოდენ ძვირი გადაიხადე მასში, არც იმას აქვს მნიშვნელობა რამდენ შრომას ჩადებ მის მშენებლობაში, შეიძლება სასიამოვნოა საკუთარი შრომით აშენებული სახლი, მაგრამ მასში თუ არავინ გელოდება დროთა განმავლობაში ეს სიამოვნებაც ქრება. რატომ იწყებენ ადამიანები სახლის ძიებას თუნდაც აშენებას? მასში რომ იცხოვროს? რა თქმა უნდა მასში რომ იცხოვროს მან და მასთან ერთად მისთვის ძვირფასმა ადამიანებმა. ამიტომ ჩემთვის სახლი იქაა სადაც თბილი სადილი და ძვირფასი ადამიანები გელოდებიან. ბებიაჩემი ამბობდა ხშირდ, ყველა შენობა სახლი არ არის, ყველა ვინც გიღიმის მეგობარი არ არის. ერთობ გამაკვირვა ფაქტმა რომ სახლში მისულს არავინ არაფერი მკთხა მათ შორის არც თეჯუნმა, რომლის ცემის სურვილიც მქონდა, რადგან უყურადღებოდ დამტოვა სადღაც ბარში ვიღაც კაცის ანაბარა, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი. მშვიდად ჩავესვენე ჩემს საწოლში და სამუდამო ძილს მივეცი თავი, რომელიც მხოლოდ რამოდენიმე საათი გაგრძელდა. საღამოს თეჯუნთან ერთად ტაიკვანდოს ვარჯიშზე ვიყავი და იქ გადავწყვიტე შურისძიება. -ლიზა დღეს რა გჭირს? -მეკითხები კიდევაც ? -გეკითხები იმიტომ რომ არვიცი -გაბრაზებული ვარ, რადგან ორმა იდიოტმა სრულიად მთვრალი ბარში დამტოვეთ. ეგ კი არა ტელეფონის ჩართვის შემდეგ თქვენგან ვერცერთი ზარი ვერ დავინახე, სახლში დაბრუნებულსაც არაფერი მკითხეთ. -გვაპატიე ბარიდან ადრე მოგვიხდა წასვლა, გადაუდებელი საქმე გამოგვიჩნდა. დილამდე ვმუშაობდით. არ გკითხეთ არაფერი, რადგან ვთვლი რომ ზრდასრული ქალი ხარ და არავისთვის არაფრის ახსნა არ გჭირდება. თუ საჭიროდ ჩათვლი მოგვიყვები რა მოხდა. -ტაეკვანდოს როდიდან სწავლობ?-თემის შეცვლა ვცადე რასაც თეჯუნის მხრიდან წარბების აწევა მოყვა -კარგი ასე იყოს, ექვსი წლიდან ვსწავლობდი, 23 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული -დაუჯერებელია, მსოფლიო ჩემპიონატზე არ გიცდია გასვლა? -პოპულარობა და ვინმესთვის ჩემი სიძლიერის დამტკიცება ჩემი სტილი არაა -ანუ აპირებ მთელი ცხოვრება ტაეკვანდოს მასწავლებლად დარჩე -ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, არ მჭირდება სტატუსი, რომლის შესანარჩუნევლადაც ყოველთვის ბრძოლა მომიწევს. არც ფანების ზღვა არ მჭირდება, რომლებიც მოსვენებას არ მომცემენ -მე ვიტყოდი რომ წაგების გეშინია -მეშინია? შეიძლება, მაგრამ წაგების შიში ხელს ვერასდროს შემიშლიდა თუ სურვილი მექნებოდა -საოცარია პირველად ვხედავ ასეთ უამბიციო ადამიანს -ნაჩქარევად დასკვნების გამოტანას არ გიჩევ-მეუბნება და თვალს მიკრავს. -ლიზა ვიღაც გკითხულობს-დარბაზში შემოდის იუნჯე -მე?-გაოცებისგან ლამის ქვედა ყბა იატაკს დაენარცხა -არა ბლექფინქის ლიზას ავტოგრაფი უნდათ -შენი ხუმრობები კლავს არსად არ იხუმრო მოხუცო- ვეუბნები და გარეთ გავდივარ სადაც სრულიად უცნობი პატარა გოგონა მხვდება -მითხრეს ეს თქვენთვის გადმომეცა-ამბობს და ქახალდის პატარა შეფუთვას მაწვდის -ვინ გითხრა? -თქვა რომ ამის ნახვა ძალიან გაგახარებდათ-მეუბნება და გარბის. შეფუთვას ვხსნი და მასში ჩემს საყურეს ვხედავ, თვალები მიფართოვდება, შეფუთვაში ბარათიც იდო, ნეტავ არ წამეკითხა. „ჩემიი ნახვის შანს ხელიდან არ უშვებ ხომ. მსგავსი იონების მოწყობა არაა საჭირო, ერთი სიტყვაც საკმარისია ‘’მომენატრე’’ “. -ააააააააააააააააააააა. იდიოტი ხეპრე, ვინ გითხრა რომ შენი ნახვა მინდა? შენ საერთოდ ვინმეს როგორ უნდა მოენატრო, ყეყეჩი, თურმე შანს არ ვუშვებ ხელიდან-ვყვირი ხმამაღლა გაბრაზებულიი ბარათს ვხევ და სანაგვეში ვისვრი. მარკეტში შევდივარ, და ცივ წყალს ვყიდულობ. ისეთ ხასიათზე ვარ ახლა ვინმემ რამე რომ მითხრას ალბათ ძვლებში დავამტვრევ. -ეგრე ყვირილს თუ გააგრძელებ გვიჩივლებენ-მეორე სართულიდან გადმომყურებს იუნჯე -როგორ გაიგო სად ვიყავი? -ზოგისთვის შეუძლებელი არაფერია, წამოდი ვარჯიში გავაგრძელოთ-მაკვირვებს იუნჯეს ასეთი სიმშვიდე. მის ნებას ვყვები და სავარჯიშოდ ვბრუნდები. -აღარ შემიძლია დღეისთვის მოვრჩეთ რა-წუწუნზე გადავედი ერთსაათიანი ვარჯიშის შემდეგ -ცოტაც გაუძელი -თქვენ მე თოჯინა ხომ არ გგონივართ ელემენტებზე-ბრაზი მეპარება ხმაში -კარგი კარგი დღეისთვის საკმარისია ხვალ გავაგრძელოთ-ამბობს თეჯუნი და იუნჯეს რაღაცას ანიშნებს. ეს ორი ამბოლო დროს საეჭვოდ იქცევიან ასე მგონია რაღაცას მალავენ და ბოლომდე სიმართლეს არ მეუბნებიან, -შენ წადი და ჩვენც მალე დავბრუნდებით-მამცნობს იუნჯე -კარგი არ ვაპირებდი არაფრის კითხვას. მეც ვთვლი რომ საჭირო თუ იქნება დროთა განმავლობაში თავად მეტყვიან ყველაფერს, ტანსაცმელი გამოვიცვალე შხაპი მივიღე და სახლისაკენ გავეშურე. სახლიდან დარბაზამდე არც თუ ისე შორი მანძილია, ამიტომ ფეხით წასვლა გადავწყვიტე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ იმდენი ფილმი და სერიალი მაქვს ნანახი რომ ბნელ ჩიხებში შესვლისას ინსტიქტურად მეშინია ხოლმე. მემგონი ტყუილადაც არა. ნაბიჯების ხმა მესმოდა, რომელიც ნელ-ნელა მიახლოვდებოდა, უკან გახედვა არ მინდოდა ჩქარი ნაბიჯებით ვაგრძელებდი გზას. ნაბიჯების ხმა ახლოვდება და მე უკვე სირბილზე ვაპირებდი გადასვლას ვიღაცამ ხელი რომ ჩამავლო და თავისკენ მიმიზიდა, მის სხეულს ავეკარი, ნაცნობმა სურნელმა ცხვირი ამწვა, მაგრამ იმ მომენტში შიში უფრო ძლიერი იყო ჩემში ამიტომ სურნელისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ყვირილი მინდოდა, მაგრამ პირზე ხელი მქომდა აფარებული, თავს მაღლა ვწევ და ჰოი საოცრებაც იმ იდიოტს ვხედავ, რომელმაც ბარიდან წამომიყვანა, საჩვენებელი თითი ტუჩებთან აქვს მიტანილი და მანიშნებს ჩუმად ვიყო, მის ნებას ვყვები. -ისევ გაგვექცა, დაუჯერებელია, უფროსი ყველას გაგვატყავებს-ახლოდან მესმის ხმები. -დამეხმარე-ვგრძნობ როგორ მიშვებს პირიდან ხელს, ვხედავ როგორ ექცევა ჩემს წინ მე კი კედელს მიყრდნობილი ვრჩენი. ვერ ვხვდები დახმარებაში რას გულიხმობს. სახე ჩემს სახესთან ახლოს მოაქვს, მისი სუნთქვა მეფრქვევა სახეზე, უკვე ვხვდები რის გაკეთებას ცდილობს, მაგრამ არ ვეწინააღმდეგები, ეს ფაქტი მაოცებს. მისი ტუჩემი ჩემს ბაგეებს ეხედა და პირველ კოცნას მპარავს ასე ურცხავდ, მარცხენა ხელს თმაში მიცურებს, მარჯვენას კი ჩემი მაისურუს ქვეშ დაატარებს, სიამოვნების ტალღა ერთიანად ვრცელდება მთელს სხეულში, კოცნაში ვყვები, ვგრძნობ როგორ მიუყვება მისი ხელი სხეულს მკერდისკენ და მასზე ჩერდება. ლიზა ახლა ის დროა განგაშის სიგნალი რომ უნდა ჩართო -ეს ახალგაზრდობა სულ გათახსირდა, რამის გაკეთება თუ გინდათ სასტუმროში წადით, დღეისთვის მოვრჩეთ კიდევ გვექნება შანსი მისი დაჭერის-ჩემამდე აღწევს ხმა და კანკალი მეწყება. ჩემს ბაგეებს შორდება და კოცნით მიუყვება ლოყას შემდეგ ყურთან ინაცვლებს -დამშვიდდი აქ ვარ-მესმის მისი თბილი ჩურჩული და ერთიანად ვმშვიდდები. ახლა მე ვათავსებ ხელებს მის მხრებზე და კოცნას ვპარავ. არ მინდა იმაზე ფიქრი რასაც ვაკეთებ, არც იმის გააზრება არ მინდა რომ მისი კოცნა მომწონს, მისი ხმა მამაშვიდებს და მის მკლავებში საოცარ სითბოს ვგრძნობ. -წავიდნენ?-ვეკითხები შიშნარევი ხმით -უკვე დიდი ხანია-ამბობს და სახეზე ღიმილი ესახება -აქამდე რატომ არ მითხარი-ხელებს ვიღებ მისი მხრებიდან -მინდოდა ეს სასიამოვნო მომენტი დიდხანს გაგრძელებულიყო-ამბობს უსირცხვილობ და ჩემს გაბრაზებასაც ახერხებს -გამომიყენე, პირველი კოცნა მომპარე, ჩემს სხეულზე უნებართოდ დაატარებდი ხელებს უსირცხვილო თავხედი იდიოტი ხარ, ის ხალხი რომ არა რომელიც კაცმა არ იცის რატომ მოგსდევდა დამიჯერე ვერ ეღირსებოდი როგორც შენ ამბობ ჩემთან შეხების სიამოვნებას -ხელებს ვაჯვარედინებ და თავს გვერდით ვატრიალებ -არ გეტყობოდა რომ წინააღმდეგი იყავი, შენი ტუჩები ისეთი მომთხოვნი იყო.... -იდიოტო საერთოდ რატომ გელაპარაკები რატომ ვკარგავ შენთან საუბარში დროს-ვამბობ და გზას ვაგრძელებ -არ გეშინია ისინი ისევ რომ გამოჩნდნენ- წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა უკვე მის ზურგს უკან ვიდექი -იარე და არაფერი თქვა-მესმის მისი სიცილის ხმა რის გამოც ჩემგან ხვდება -ისეთი დარტყმა გაქვს შეგიძლია კაცი მოკლა-დამცინის -ჩემს გაღიზიანებას თუ არ შეწყვეტ პირველი შენ იქნები. -მიყვარს ყველაფერში პირველი რომ ვარ-ამბობს და ტუჩზე ისვამს ცერა თითს ჯანდაბა ლიზა შენი ბრალია -რომ იცოდე საყურე შენთან განძრახ არ დამიტოვებია, არც შენი ნახვის სურვილით ვიწვი და მონატრებაზე ხომ საუბარი ზედმეტია -გულში მომხვდა შენი სიტყვები -დაგაიტან როგორმე -სხვათაშორის ყველა ეგრე ამბობდა, საბოლოოდ კი ირკვეოდა რომ განზრახ ტოვრბდნენ ნივთებს, რადგან ჩემი მეორედ ნახვის შანსი ჰქონოდათ, ჩემი მონატრება სწვავდათ -შენი ნარცისიზმთან შეზავებული იდიოტიზმი გულს მირევს -არ აღიარებ მაგრამ გულის სიღრმეში მოგწონვარ - მადლობა რომ მომაცილე-ვეუბნები უკვე სასტუმროს კარებთან მყოფი -მადლობა რომ დამეხმარე-მეუბნება თავისკენ მიზიდავს და შუბლზე კოცნას მიტოვებს -რას აკეთებ -კიდევ გნახავ, მანამდე კი ეს იმყოფინე-ამბობს და ჩქარი ნაბიჯებით მიდის სიბნელისკენ -რატომ უნდა მნახო, ან საერთოდ ვის სჭირდება შენი კოცნა, რატომ არ შევეწინააღმდეგე, რატომ ვიდექი სფინქსივით ერთ ადგილს მიყუნელი, სულელი ვარ, ისევ მივეცი ჩემი გამასხარავების უფლება- ვილანძღები მშობლიურ ენაზე სახლში ავედი და პირდაპირ საძინებლისაკენ გავემართე, პიჟამოში გამოვეწყე და ყველაფრის დასავიწყებლად სერიალის ყურება გადავწყვიტე ამჯერად „კალმარის თამაშები“ შევარჩიე, რომელიც ძალიან გაპოპულარუნდა, ისინიც კი უყურებდნენ ვისაც კორეა და კორეელები არ მოსწონდათ. ეს კიდევ ცალკე თემაა. არ ვიცი რა ფენომენია, მაგრამ ხალხთა უმეტესობას კორეელები არ მოსწონს, მათთვის კორეა იაპონია ტაილანდი არ არსებობს. ყველა აზიელს ერთ ქვაბში ათავსებენ და ჩინელებად რაცხავენ, არ მოსწონთ ისინი მათი ვიწრო თვალის ჭრილის გამო და პარალელურად იძახიან რომ რასისტები არ არიან, ეგეც რომ არ იყოს ვიცნობდი საზოგადოებას რომლებიც მათ „პედარასტებად“ მოიხსენიებდნენ. ბევრი მეგობარი არასდროს მყოლია და ვინც მყავდა მათთან ერთად კორეულ სერიალებს ვერასდროს ვუყურებდი. ამბობდნე რომ არ მოსწონდათ მაშინ როცა ერთი სერიალიც კი არ ჰქონდათ ნანახი. ბევრჯერ მქონია საუბარი იმაზე თუ რაოდენ კარგია კორეა მათი კულტურა ფილმები, მაგრამ უშედეგოდ საბოლოოდ დავნებდი. მათთვის მაინც სულერთ იყო რას ვიტყოდი. უცებ ის ფრაზა ამომიტივტივდა გონებაში. „ელაპარაკე რეგვენსა, ცერცვი აყარე კედელსა“ სერიალის ყურებას შევყევი. იმდენად ჩამითრია რომ ყველა სერია ვნახე. დასასრულმა ცოტა გული დამწყვიტა, მაგრამ მეორე სეზონის გამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია რომ ვნახე დავმშვიდიი და ასე მშვიდად დავიძინე დილის შვიდ საათზე. ასეთ ყოფაში ერთი კვირა გავიდა, ერთფეროვანი რუტინა მოსაწყენი გახდა ჩემთვის, სახლი სერიალები სეირნობა და ისევ სახლი. იუნჯე და თეჯუნი სადღაც გადაიკარგნენ ერთი კვირაა თვალით არცერთი მინახავს. არც ის იდიოტი გამოჩენილა. „კიდევ გნახავ“ გონებაში მილიონჯერ მაინც ამომიტივტივდა ეს სიტყვები. არ მინდა ამის აღიარება მაგრამ ჩემდა უნებურად ველოდები რომ გამოჩნდება. სადაც არ უნდა წავიდე სულ მეფიქრება მასზე, სახელიც კი არ ვიცი, ვფიქრობ იდიოტი უხდება. ამ ერთი კვირის განმავლობაში ბევრი რამე გავაკეთე: დეიდა იუნას სახლის საქმეებში ვეხმარებოდი, ვისწავლე კიმჩის და სხვა მრავალი კერძის მომზადება. სილამაზის სალონს ვეწვიე თმა წარბები და ფრჩხილები მოვიწესრიგე. არ დამვიწყებია სხეულის მოვლაც, კორეში ჩამოსვლის დღიდან მინდოდა ქალაქ ბუსანის ნახვ,ა მაგრამ რატომღაც წასვლას ვერ ვბედავდი. საკუთარ თავზე მეცინება გოგომ საქართველოდან კორეაში მარტო ჩამოვედი და ბუსანში ვერ მივდივარ. საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე წასვლა. ბარგი შევკარი და მთელი ორი დღით გავეშურე ბუსანისკენ, მატარებლით მომიწია მგზავრობა მაგრამ საოცრად კომფორტული აღმოჩნდა. თუ არ ჩავთვლით ჩემს გვერდიტ მჯდომ მოხუც ქალს რომელიც მთელი ხმით ელაპარაკებოდა თავის შვილს ტელეფონზე და სიმშვიდეს მირღვევდა. ბუსანში როგორც კი ჩავედი პირდაპირ სანაპიროს მივაშურე. ზღვის ქალაქში გაზრდილმა გოგომ, როგორც ჩანს მის გარეშე ვერ გავძელი. ფეხსაცმელი გავიხადე და ქვიშიან სანაპიროს გავუყევი მანამ სანამ წყლის შეხება არ ვიგრძენი. ტალღების ხმა იავნანასავით ჩამესმოდა ყურებში. წუთიღ თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში ვიყავი, ქვიან სანაპიროზე. აი რა მაკლდა ამდენი ხნის განმავლობაში სიმშიდე რომელიც ზღვას მოაქვს. ორ საათიანი სიმშვიდის შემდეგ სასტუმროსკენ გავემართე. ზებრაზე გადავდიოდი არსაიდან მანქანა რომ გამოჩნდა და პირდაპირ ჩემს ფეხებთან დაამუხრუჭა. შიშისგან ფეხებში ძალა წამერთვა და ჩავიკეცე. ვხედავდი როგორ გადმოდია გაბრაზებული მამაკაცი და ჩემსკენ მოდიოდა მაგრამ ადგომა არ შემეძლო. -არ დაგჯახებივარ და საჭირო არაა სცენის მოწყობა-ამ სიყვებმა შოკიდან გამომიყვანა -სცენის მოწყობა? რა სცენის? ჩემთვის მშვიდად გადავდიოდი ზებრაზე, შუქნიშანზე წითელი იყო ანთებული არსაიდან გამოჩნდით ლამის დამეჯახეთ და აქით ხართ უკმაყოფილო? საგზაო მოძრაობის წესები საერთოდ არ იცით? -თუ კარგად დააკვირდები მწვანე და მოძრაობის წესები თვითონ არ იცი -ყველაფერთან ერთად დალტონიკიც ყოფილხართ, უზრდელი ხეპრე , რომელიც გოგოსთვის აპირებს ყველაფრის გადაბრალებას, რადგან თვითონ მშრალად გამოვიდეს. -საკმარისია უკვე ყელში ამომიხვედი მოშორიდი გზიდან -შეგეძლო ბოდიში მოგეხადა და ეს ყველაფერი ამით დამთავრდებოდა, მაგრამ ახლა ამას ასე არ გავატარებ პოლიციას გამოვიძახებ-ტელეფონს ჩანთიდან ვიღებ და დარეკვას ვაპირებდი მოულიდნელად მაცლის ხელიდან მას -როგორც ჩანს მშვიდი საუბრით არ ჭრის შენთან მაშინ სხვანაირად გაგესაუბრები-ამბობს და მკლავში ძლერად მიჭერს ხელს ძალიღ მიმათრევს ტროტუარისკენ -ხელი გაუში-მესმიდ ბოხი ბარიტონი -შენ ვინღა ხარ-გაღიზიანებული ტრიალდება უკან მანქანის მძღოლი მეც ინტიქტურად ვტრიალდები და ჩემს უცნობს ვხედავ.. ჩემი როდის გახდა ნეტა გამაგებინა. ხელს ვითავისუფლებ და მისკენ გავრბივარ მის ზურგს უკან ვდგები -ახლავე ბოდიში მოუხადე! -აავითარ შემთხვევაში! მაგ უსირცხვილომ...-წინადადება დამთავრებული არ ქონდა რომ ყელში წვდა მანქანის მძღოლს -კიდევ ერთხელ დაუძახებ უსირცხვილოს და ენის გარეშე დარჩები, ახლა კი ბოდიში მოუხადე და დაიკარგე აქედან-გამოსცრა კბილებს შორის -ბოდიში -ვალის მოხდას რატომ გავს შენი ბოდიში? -ბოდიში რომ კინაღამ დაგეჯახეთ, მერე გიყვირეთ და ძალით ვცადე თქვენი გაყვანა გზიდან -მოშორდი აქედან!-ხელს უშვებს ისიც მაშინვე უჩინარდება -მადლობა- ვეუბნები მის ზურგს ამოფარებული -მოგწონს ჩემს ზურგს უკან ყოფნა არა -აქ არაფრის მეშინია-ვამბობ ხმამაღლა და ახლაღა ვიაზრებ რა ვთქვი -ანუ არაფრის გეშინია?-ტრიალდება ჩემსკენ -ჩემი ტელეფონი სადაა?-ვცდილობ თავის დაძვრენას -აიღე, ასე მარტივად ვერ გამექცევი -იმდენად მოგენატრე რომ არ გინდა გამიშვა?-ვეუბნები და სახეზე ირონიულ ღიმილს ვიკრავ -უჩემოდ ვეღარ გაძელი და აქ ჩამომაკითხე მგონი საკმარისი არიყო ის კოცნა რაც დაგიტოვე-არც ის მრჩება ვალში იცის როგორ უნდა გამაბრაზოს -სულაც არა -მითვალთვალებ-მოულოდნელად ტრიალდება და ჩერდება მე კი მის მკერდს ვეჯახები სახით-ჩახუტება თუ გინდოდა უნდა გეთქვა-ამბობს და ხელებს მხვევს -იდიოტი ხეპრე ხარ-ვეუბნები და მეც ინსტიქტურად ვხვევ ხელებს. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ რასაც ისნტიქტს ვაბრალებ, ალბათ ასე მირჩევნია, ან აღიარებას ვერ ვბედავ -შეგიძლია იუჯინი დამიძახო -არ მიკითხავს -მინდოდა გცოდნოდა-ამბობს და ჩუმად მიუყვება გზას სასტუმრომდე -წავედი-ვამბობ უკვე სასტუმროსთან მყოფი და კარისკენ მივდივარ -ლიზა-მესმის მის მიერ წარმოთქმული ჩემი სახელი და გულმა სხვანაირად დაიწტო ფეთქვა -ჩემი სახელი საიდან იცი -ლამაზი სახელია-ამბობს თვალს მიკრავს და მიდის. სასტუმროში დავბინავდი, ცოტა დავისვენე საჭმელი შევუკვეთე ბარგი დავალაგე და საღამოს ისევ ქალაქის დასათვალიერებლად გავედი. უამრავი ფოტო გადავიღე, უამრავი გამვლელიც შევაწუზე ფოტოს გადასაღებად. ერთი დღე არაა საკმარისი ბუსანის დასათვალიერებლად ეს მივხვდი, მაგრამ ხვალ საღამოს ისევ სეულში უნდა დავბრუნებულიყავი. ცოტა ხნით კლუბში შევიარე ამჯერად ბევრი არ დამილევია. იქედან მალევე დავბრუნდი ქუჩის კერძები ეგრეთწოდებული ფასთ ფუდი გავსინჯე ძალიან გემრიელი აღმოჩნდა, საბოლოოდ ძალა გამოცლილი დავბრუნდი სასტუმროში და სიზმრების სამყაროში გადავეშვი. ისევ დედაჩემი დამესიზმრა, ისევ რაღაცას მეუბნებოდა, ისეც სევდით ჰქონდა თვალები სავსე. ისევ იკარგებოდა მისი სახე, ისევ მივსდევდი, მაგრამ უშედეგოდ. „გაიქეცი“ იყო ერთადერთი სიტყვა, რომელიც ჩამესმოდა ყურებში. გაღვიძების შემდეგაც ეს ფრაზა ჩამრჩა გონებაში. არ ვიცი რას ნიშნავს ეს სიზმარი, რომელსაც ვხედავ. რისი თქმა სურს დედაჩემს. საათს დავხედე უკვე დილის ათი საათი იყო. ქვევით ჩავედი ვისადილე ცოტახნით ისევ ზღვას მივაშურე. სევდიან განწყობაზე ვიყავი. დღეს როგორც არასდროს ისე შემომიტია მარტოობამ. საღამოსთვის ბარგი ჩავალაგე და სადგურისკენ წასვლა გადავწვიტე. სასტუმროდან გამოსულმა იუჯინი რომ დავინახე არც კი დავფიქრებულვარ ისე გავიქეცი მისკენ და ჩავეხუტე. მთელი დღის ნაგროვები ცრემლები ერთიანად მოაწვა ჯებირებს და საბოლოოდ გაარღვია ისინი. მის მკლავებში მყოფი გულამოსკვნილი ვტიროდი ის კი ნაზად მეფერებოდა თმაზე და ტირილის საშუალებას მაძლევდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ სამყაროში ის ყველაზე ახლობლად მივიჩნიე. როგორც იქნა ცოტა დავმშვიდდი და გონს მოვედი. -ბოდიში პერანგი დაგისვარე-ვამბობ დარცხვენილი -არაუშავს-ბარგს მართმევს და მანქანის საბარგულში ათავსებს -რას აკეთებ-ვეკითხები გაოცებული -გიტაცებ-მეუბნება ეშმაკური ღიმილით და მანქანის კარს მიღებს -უკვე მეორედ-ვამბობ და მანქანაში ვჯდები -მესამედ მართლა მოგიტაცებ-ამბობს და ისევ თვალს მიკრავს -არ მკითხავ რატომ ვტიროდი? -საჭიროდ თუ ჩათვლი მომიყვები-ამბობს და მანქანას წყვეტს ადგილიდან -დედაჩემი დამესიზმრა, არვიცი რის თქმას ცდილობდა რას მაფრთხილებდა. არ ვიცი რისგან უნდა ჩემი დაცვა -იუჯინისკენ ვტრიალდები, რომელსაც კოპებიშეკრული ქონდა, თვალებში სევდა ჩასწოლოდა. -უბრალოდ სიზმარია, ალბათ დედა გენატრება და მაგიტომ გესიზმრება, ბევრს ნუ იფიქრებ მასზე -ალბათ მართალი ხარ, აბა სად მივდივართ -ხო გითხარი გიტაცებ-ამბობს და სიჩქარეს უმატებს -იმედია ხუმრობ-ვამბობ და ახლაღა ვამჩნევ მის ძარღვებ დაჭიმულ ხელებს -სეულში გაბრუნებ -ასე გეჩქარება ჩემი დაბრუნება-ვამბობ და სპიდომეტრზე მივანიშნებ -სიჩქარე მიყვარს არ ინერვიულო კარგი მძღოლი ვარ სავარძელში ლამაზად მოვკალათდი და ფანჯრიდან ზღვის თვალისმომჭრელ ხედს გავცქეროდი. საბოლოოდ ჩამეძინა კიდეც. ისევ მანქანაში გამომეღვიძა ამჯერად მარტო ვიყავი. გარეთ გავიხედე და დავინახე კიდეც მარკეტში სალაროსთან მყოფი იუჯინი. მოლარეს თანხას აწვდის და პარკებით ხელში ბრუნდება. -მოგშივდებოდა-წვენს და სენდვიჩს მაწვდის -მადლობა -შეგიძლია მადლობა კოცნით გადამიხადო ხოლმე -კარგი- ვამბობ და ლოყაზე ვკოცნი, მოულოდნელობისაგან თვალები უფართოვდება -ძალიან გათამამდი, უკვე კოცნასაც ბედავ-ამბობს და სენვიჩს მიაქანებს პირისკენ -ძალიან გემრიელია-ვამბობ ორაზროვნად და ტუჩებს ვაწკაპუნებ -რაზე ამბობ?-ცალ წარბს ზევით სწევს -სენდვიჩზე რა თქმა უნდა-ვამბობ და დიდ ლუკმას ვკბეჩ -სენდვიჩზე არა? კარგი ეგრე იყოს. სეულამდე ნახევარი საათის გზა გვქონდა დარჩენილ,ი მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია. თითქოს სასაუბრო არაფერი გვქონდა, არადა მე მის შესახებ ყველაფერი მაინტერესებდა. ერთადერთი რაც მასზე ვიცოდი მხოლოდ მისი სახელი იყო. მანქანა სახლთან გააჩერა ღვედი შემიხსნა და მზერა ჩემს ტუჩებზე შეაჩერა,რამოდენიმე წამიანი ყოყმანის შემდეგ დააგემოვნა კიდეც. - გემრიელია-ამბობს როგორც კი მშორდება -ვიცი -რას მიკეთებ-წარბებს კრავს, თვალებს მარიდებს -გაჯადოვებ -გაიქეცი ლიზა, ჩემგან გაიქეცი-ამბობს მოულოდნელად სევდანარევი ხმით. სიზმარი მახსენდება, ისევ ის ხმა ,ისევ ის ყვირილი რომ გავქცეულიყავი -ამას რატომ ამბობ-ყურადღებას არ მაქცევს მანქანიდან გადმოდის და მერე მე მიღებს მანქანის კარებს მეც გადმოვდივარ. -სანამ შეგიძლია გაიქეცი-ისევ შუბლზე მიტოვებს კოცნას და მანქანას ადგილიდან წყვეტს -იდიოტო ჩემი ბარგი მანქანაშია-გავყვირი ხმამაღლა, მაგრამ უკვე გვიანია, მანქანა უკვე მიეფარა ჩემი მზერის არეალს ********************************* ესეც მეორე თავი, იმედია მოგეწონებათ. ველი თქვენს შეფასებებს <3 <3 ვიცი ვაგვიანებ თავების ატვირთვას მაგრამ სხვანაირად ვერ ვახერხებ <3 <3 შევეცდები უფრო მალე ავტვირთო ახალი თავები <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.