შენ აგირჩიე! (5 ნაწილი)
-რას გულისხმობ უჩა?-გაოცებისაგან ხმა ჩამივარდა. ემოციური შოკი განვიცადე და ვხვდებოდი, რომ მართლა რაღაც კატასტროფა დამატყდა თავს ამ ადამიანის სახით, რამოდენიმე დღეა რაც ვიცნობ, პირველად ვნახე და ესე მგონია ამ რეალური სამყაროდან სადღაც არარსებულ სამყაროში გადამაგდეს მას მერე, რაც მისი მონაყოლი მოვისმინე. -ნუ გეშინია, არ იფიქრო, რომ მანიაკი ვარ. -სათქმელად ადვილია, არ დაგიმალავ და მას მერე რაც მოვისმინე საერთოდ აქ რომ ვზივარ, ეგეც მაშინებს. -მხოლოდ შანსი მინდა შენგან, მხოლოდ ის მინდა, რომ არ მომიშორო და არ მკრა ხელი, დანარჩენს გპირდები, რომ მოვაგვარებ, მართალია ამ ყველაფერს დრო დასჭირდება, უბრალოდ შენ არ უარმყო გთხოვ. -უჩა, ასე მგონია, რომ თავად არ მოგისმენია რაც ისაუბრე. -მილა, გიმეორებ, ყველას გადავიმტერებ, ოღონდ შენ იყავი ჩემს ცხოვრებაში, მოვაგვარებ ყველასთან ამ ამბავს. -არ ვიცი შენ რა გეგმები გქონდა დღეს, მაგრამ მე სახლში მინდა წასვლა. -მესმის შენი, სახლში მიგიყვან. არ შემწინააღმდეგებია, სახლში მისული ეგრევე აბაზანაში შევედი და საწოლისკენ მივაშურე, ტელეფონის ზარმა მომიყვანა გონს, ევა იყო. -არ გინდა სადმე გავიდეთ? ახლა გამოვედი სამსახურიდან და ცოტა განიავება მინდა. -10 წუთში მზად ვიქნები და დაგხვდები ბანკთან. -მაგ დროში მოვალ ზუსტად. გადავიცვი სარაფანა და გავედი გარეთ, მალე ევაც მოვიდა, პარკში ჩვენს ადგილას გავედით, ყავები სკამზე დავდგით და მე მოყოლა დავიწყე, ყველაფერი მოვუყევი, ერთხელაც კი არ გავუჩერებივარ. -არ ჯობია რომ დრო მისცე საკუთარ თავს? ანუ არ მიწერო, არ უპასუხო მის ზარებს, არ ნახო. -ევა, ნაზიდან სახლში მიმავალს მომყვებოდა უკან და გგონია, რომ დავიმალები და გაქრობა გამოსავალია? -მილაჩკა, არ გეუბნები არ გაიკარო თქო, ის ვიგულისხმე რომ არ ღირს ამ ყველაფერზე ესე ცხელი გულითა და გონებით ფიქრი, ხომ იცი, რომ ჯობია გადახარშო ყველაფერი, მესმის რომ კარგი ტიპია და ა.შ. მაგრამ მაინც, ჩვენ არ ვიცით ამას რა მოყვება. დიდიხანი აღარ გავჩერებულვართ, ის სახლში წავიდა, მე კიდე ცოტა გავიარე და 1 საათში მივედი სახლში, ეგრევე საწოლისკენ წავედი, ხვალ სამსახურში უნდა გავსულიყავი, საბუთები უნდა ამეღო. იმ დღეს არ მოუწერია და აღარც დაურეკავს. კარებთან პუფზე ვიჯექი დილით, ფეხსაცმელს ვიცვამდი, მამაჩემს ტელეფონმა რომ დაურეკა. -ჰო მიხა-ბიძაჩემი იყო მივხვდი- რავქნა ახლა ავდექით, თქვენ როგორ ხართ, მამიკო როგორაა? რა ხდება აბა? არაფერი არ ვიცი, წინა დღით მითხრა რომ მომწერა და გამომეცნაურაო, მაგრამ რომ თხოვდებოდა ეგ არ გამიგია. შოკი გინახავთ? ლამის ნევრებისგან ისტერიული სიცილი ავტეხე, როცა გავიაზრე, რომ ჩემზე იყო საუბარი, თურმე ვთხოვდებოდი. -მამა რაო?-ვკითხე როცა გაუთიშა და თავს ვიკავებდი არ გამცინებოდა შოკისგან. -ბიძაშენმა დამირეკა, მოგილოცოთო მილა თხოვდებაო და ამბები და რამე არ ვიცი? -ვისზეო არ გითხრა? მეც მაინტერესებს ისე-გაბრაზებულმა დოინჯი შემოვირტყი და დივანზე დაწოლილ მამას დავხედე. -უჩა ვარშანიძესო-გამომხედა და მკითხა-მამა, რამე არ ვიცი? -მეოთხე დღეა რაც ვიცნობ მამა, რომელ ქორწილზე მელაპარაკები? -მისებს დაურეკავთ ბაბუასთვის და მოუკითხიათ შენზე, უჩას მოწონსო და მისვლა გვინდა კოტესთან ხელის სათხოვნელადო. -რა აბსურდია-გამეცინა გაოცებისგან. -უმჯობესია აბსურდი იყოს. -სამსახურში უნდა გავიდე და 15 წუთში მოვბრუნდები უკან, მერე ვილაპარაკოთ. -ეგრე აჯობებს. გზაში მივწერე, რომ მოიცლი დამირეკე თქო, რასაც ეგრევე ზარი მოყვა. -დილამშვიდობისა მილა, გამახარა შენმა მონაწერმა, მშვიდობაა? -მაინტერესებს დალაგებული ხარ თუ არა? -რა? ვერ გავიგე-ფაქტი იყო, რომ არ ელოდა. -რა ვერ გაიგე? რაღაც არ მახსოვს, ხელი გეთხოვა წინა დღეს და მე თანხმობა მეთქვა. -ახლა საერთოდ ვერაფერი გავიგე. -შენ მე მკითხე როგორ გაუგებრობაში ვარ, მამაჩემს დაურეკა ამდილით ბიძაჩემმა, შენი ოჯახიდან დაურეკიათ ბაბუაჩემთან, მილას და უჩას ერთმანეთი უყვართ და დასანიშნად გვინდა მოსვლაო. -ღადაობ?-ხმაში მართლაც რომ გაოცება ემჩნეოდა. -სამწუხაროდ არა უჩა და ველოდები ახსნას და საერთოდ, რა ჯანდაბა ხდება? -რა სისულელეს მეუბნები ახლა ხვდები? მსგავსი არაფერი ყოფილა. -აბა მოიგონეს?-ბრაზისგან ხმას ვუწევდი. -გავარკვევ. -მართლა ჯობია გაარკვიო ყველაფერი და დალაგდე, არ მომწონს ის ყველაფერი რაც უკვე ხდება და არ მინდა, რომ უარესი რამე მოყვეს ამას. -გავარკვევ თქო!- ესღა მითხრა და გამითიშა. ხმა არც დაძაბული და არც არეული ჰქონდა და ზუსტად ეგ მისი ეს სიმშვიდე მაშინებდა. სამსახურში ყველაფერს მოვრჩი და წავედი სახლში, თითქოს ფეხები უკან მრჩებოდა და არ მინდოდა მისვლა სახლში, ლიფტიც საეჭვოდ აგვიანებდა იმ დღეს. -მა სახლში ვარ. -ასე მალე მოხვედი? დედაშენი გარადოკშია. -ბებოსთან წავიდა? -ჰო-გამომხედა და მანიშნა დავმჯდარიყავი. -გისმენ აბა, რაზე უნდა გველაპარაკა. -კი იცი, რომ არასოდეს გერევი ურთიერთობაში და არ მინდა, რომ რაიმე ისეთი ნაბიჯი გადადგა ცხოვრებისეულად, რომელსაც ინანებ და უბედური იქნები. -ვიცი-ვუპასუხე მშვიდად-მაგრამ ეგ რაშუაშია? -ისინი რომ ტყუილად არ დარეკავდნენ, ხომ იცი შენ? არ ვამბობ, რომ უჩამ მართლაც ილაპარაკა რაიმე სახლში ცოლად მოყვანაზე და მსგავსი, მაგრამ მათ გააბუქეს და ეს სალაპარაკო გახდა უკვე და ის რაც ჩვენი ოჯახის გარეთ ილაპარაკება, ხომ იცი მე ეს არ მსიამოვნებს. -ამით რისი თქმა გინდა? -მე როგორც მამა, როგორც მშობელი, იმ თვალით ვუყურებ სიტუაციას, როგორც არის და სიმართლე გითხრა არ ვარ მომხრე ამ ურთიერთობის. -და მიზეზი? -მიზეზი მისი ოჯახია. -როგორც ვიცი, შენ მეგობრობ მათთან. -ჩემი პირადი სამეგობრო სივრცე და ის ადგილი, სადაც მინდა იყოს ჩემი შვილი, სხვადასხვაა და ეს შენ იდეალურად იცი. -თუ ასეთი პრობლემა იყო, რატომ არ მითხარი, როცა გაცოდინე ,რომ მომწერა თქო. -არ მეგონა, თუ ის ოჯახი ასეთ ნაბიჯებს გადადგამდა. -აბა რა გეგონა მამა? ისე გამოდის რომ მე ვარ დამნაშაე რომ გავეცი პასუხი და საერთოდ გამოჩნდა. -მათი ზარი არ იყო უბრალოდ ზარი, მაგრამ ამას შენ ახლა უბრალოდ ვერ მიხვდები. -არ მომწონს ეს ყველაფერი. -მე სიტუაცია არ მომწონს და ეს აგიხსენი რატომაც, პირადად მაგ ბიჭზე ზედაპირულად ვიცი, ვინაა, რაა და რას წარმოადგენს, ასე რომ ვერაფერს გეტყვი, მაგრამ დიდად გული არ მიმდის ამ სიტუაციისკენ. -მაინც საეჭვოა გეფიცები ეს სიტუაცია-შევიცხადე და სამზარეულოში გავედი. რაც თავი მახსოვს, მამასთან ძმაკაცური და მეგობრული ურთიერთობა მაქვს და მერე უკვე მამა-შვილური, ჩვენ შეგვიძლია, რომ ყველაფერზე ღიად და გახსნილად ვისაუბროთ და ოჯახის ყველა წევრს უკვე ეს ჩამოყალიბებული გვაქვს და ვფიქრობ, რომ ეს ბევრი პრობლემის და შეცდომის აღმოფხვრას უწყობს ხელს. აღარაფერი უთქვამს, მაგრამ ცხადი იყო, რომ მამა არ იყო მომხრე ამ ურთიერთობის, თუმცა არც წინააღმდეგი, დისონანსში ვიყავი და არ მეჯერა, რომ იმ გამოვლილი მწარე ურთიერთობის მერე, ასეთი რამ გადამხდებოდა თავს, რომ ძლივს ნაპოვნი ადამიანი რომელთანაც ამ რამოდენიმე დღეში თავს იმდენად კარგად ვგრძნობდი, რომ მეც კი გამკვირვებოდა საკუთარი თავის, უნდა დამეტოვებინა და დამეთმო და ... უეცრად თავში გაიელვა მისმა წინადადებამ „ყველას გადავიმტერებო“. მართლა არ მახსოვს როდის დავაფრინდი ტელეფონს და როდის მივწერე, საპასუხო შეტყობინება რომ მომივიდა, მხოლოდ მაშინ მოვედი აზრს. -იცოდი არა? -რას გულისხმობ? -უარს. -კი, მზად ვიყავი-გამცრა თქო რომ ვთქვა, არაფერია იმასთან შედარებით, რაც განვიცადე. -ასე არ დამთავრდება ხომ? -არა. -გაჩერება სჯობს-დარწმუნებული ვიყავი, რომ მიმიხვდა რაც ვიგულისხმე. -ცოლად რომ მოგიყვან და გოგონა გვეყოლება პირველი, აი მაშინ შეიძლება, მანამდე არავის მივცემ უფლებას, რომ ხელებიდან გამომგლიჯოს შენი თავი, ვინც არ უნდა იყოს-დამაბნია მისმა მონაწერმა. -იქნებ მე არ მინდა შენთან ერთად ის ყველაფერი რაც შენ გეგმებში გაქ უჩა. -გინდა. გამოფიტულობისგან უკვე აღარ მქონდა რაიმეს მიწერის ძალა, ამ 4 დღეზე განცდილმა, მეგონა 3 თვის სტრესი გადაფარა თქო, საღამოს ნაზისთან ვიყავი გადასული, რომ მომწერა დედაჩემმა სახლში მოდი საქმე გვაქვსო. -ახლა რაღა მოხდა-აღმომხდა. -რა ხდება?-მკითხა ნაზიმ. -საქმე გვაქ მოდიო, ახლა ალბათ ბეჭდით მიაკითხეს ჩემებს და ავტომატებით-თან გამეცინა სიმწრით. სახლისკენ გზა მალევე მიილია,სახლში ასულს კი არც თუ ისე სახარბიელო სიტუაცია დამხვდა. ანერვიულებულ დედაჩემს რომ გავხედე. -რა ხდება?-მაგიდის წინ მდგარ სკამზე დავჯექი. -ბებიამისმა დარეკა მანანასთან, სახლიდან წავიდაო-არც კი გამოუხედავს ჩემკენ, ისე მითხრა მამამ. -მერე? მე რა შუაში ვარ. -მე მელაპარაკა-დედაჩემის ხმა გავიგე-სახლში ერთი ამბავი აუტეხავს, ლამის მთელი სახლი დაამხო მისებს თავზეო, როგორ გადამახტით და უჩემოდ როგორ გაბედეთ ამის გაკეთებაო, ის გოგოც როგორ შეაწუხეთო, მისი ოჯახიო და მე როგორ გამიბედეთ ეგო. შეეშვას შენი შვილი უჩასო, ნუღარ ჩნდება მის ცხოვრებაშიო, შვილს ვკარგავთო. -უკაცრავად?-შოკი... -არ გაეკარო იმ ბიჭს-მამას ხმა შეცვლოდა. -მე არავის არ ვეკარები, თავის შვილს თვითონ მიხედონ. -მე გითხარი არ გაეკარო მეთქი!-ყვირილზე გადადიოდა მამა და მაგიდაზე მსუბუქად დარტყმულმა მუშტმა გამაშრო. -რატომ მიყვირიხარ გამაგებინე?-არ ველოდი-ვის, ან რის გამო მიყვირიხარ? -როგორ გაბედე და როგორ შექმენი ისეთი სიტუაცია, სადაც ის ხალხი რეკავს და ამბობს შენი შვილი შეეშვასო, ჩვენი მეგობრობა უკვე ამის უფლებას გაძლევს? მოვკლა გინდა ისინი თუ შენ მოგკლა, როგორ გაბედე, რომ ეს სიტუაცია დადგა? -კოტე გაჩერდი-დედა ჩაერია საუბარში. -რა გავჩერდე, რა? წინა ურთიერთობებმა ჭკუა ვერ გასწავლა?-თვალს არ მაშორებდა ისე მეუბნებოდა-დამიტოვე ტელეფონი-გასცა ბრძანება. -ხუმრობ? -შენ წარმოიდგინე და არა. -შენი იყოს, ეგ თუ გამოსავალია, ტყეში დამმალე. გული გახლეჩვას მქონდა და ლამის ნერვიულობისგან გავთიშულიყავი, თავზარდაცემული ვფილტრავდი ყველაფერს რაც ხდებოდა და მენანებოდა საკუთარი თავი, მენანებოდა ისე, როგორც არასდროს არავინ დამნანებია. ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა თვალებიდან და ვერ ვპატიობდი საკუთარ თავს იმას, რომ ძველი ურთერთობის მერე, საკუთარი თავი ამ დღეში ჩავაგდე. არასოდეს ჩემს გააზრებულ ცხოვრებაში არ მქონია შემთხვევა, რომ ვინმეს რამე აეკრძალოს , ტელეფონის ჩამორთმევა ჩემთვის საერთოდ უცნაური და დაუჯერებელი იყო, ყვირილი და გაურკვევლობა ცალკე. მაინც მამაჩემის მხარი დავიჭირე და ვიფიქრე, რომ სხვა რამის თქმას, რასაც მერე ინანებდა, ისეც ეს სულელური ტელეფონის ჩამორთმევა არჩია თქო. საწოლთან იატაკზე მიგდებულმა გავათენე ლამის, არ მახსოვს რომელზე ჩამეძინა. როგორ გათენდა არ მახსოვს, სამსახურში ვერ გავედი, მოძრაობის თავიც არ მქონდა, უცნაური იყო, რომ ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდებოდა, ისე თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყო, დილითვე მომცა ტელეფონი მამამ, ბოდიშიც მომიხადა და საღამოს ლუდზე გავიდეთ და ვილაპარაკოთ მე და შენო. ტელეფონი მაინც არ ჩამირთავს იმ დღეს. -ხვიჩა გირეკავს-დედამ თავისი ტელეფონი მომაწოდა. -ჰო ხვიჩა. -რას შვრები ბიძაშვილო? -ვწევარ მულტფილმს ვუყურებ, შენ? -ტელეფონი სად გაქ? -რაიყო მეძებდი? -მე არა-გავშრი. -აბა? -უჩამ დამირეკა, გუშინს მერე ვწერ ვურეკავ და ტელეფონი აქვს გათიშულიო, ამოსვლას აპირებდა შენთან და ძლივს გადავაფიქრებინე. -ჩემგან რაგინდა? -არაფერი, გითხარი. -გაქრეს გადაეცი. -მოხდა რამე? -შენ გადაეცი. -კარგი, კარი, გამოგივლით მე და გოჩა მოვდვივართ დღეს. -კარგი, გელოდებით მაშინ. -რა უნდოდა?-მკითხა ინგამ (დედაჩემმა) -ირმაკო ყავა დაადგი რა-გავძახე ჩემს დას-უჩამ დამირეკაო, გუშინ გეძებდაო რომ ვერ გამოვიდა მოსვლას აპირებდა და ძლივს დავიყოლიე რომ არ ამოსულიყოო. -აქ აპირებდა მოსვლას?-გაკვირვება ემჩნეოდა კოტეს. -ჰო. მამას სახეზე უსიამოვნება შეემჩნა. ყავაც დავლიეთ, ვჭამეთ და ცოტახნით დაძინება გადავწყვიტე, გაღვიძებულს მამაჩემი აკაზმული დამხვდა, წამო დავლიოთო. -ზედმეტი მომივიდა-პირდაპირ დაიწყო მამამ და მიმტანს შეკვეთა მისცა. -ყველაფერი რიგზეა. -ფაქტი ისაა, რომ მე მთელი ჩემი ახალაზრდობა სხვანაერად გავატარე, ვიცი როგორი რთული იქნება ის ნაბიჯი რომელსაც ფიქრობ, რომ უნდა გადადგა. -მთლიანობაში რისი თქმა გინდა? ასე მგონია, არც გინდა რომ მაწყენინო, მაგრამ რაც ხდება, ეგეც არ მოგწონს. -არ მომწონს ის რომ სხვები არკვევენ რა როგორ უნდა იყოს, არავის წინააღმდეგი არ ვარ, უჩას როგორც ადამიანს, არ ვერჩი, მაგრამ არ მინდა ეგ ოჯახი, არ მინდა რომ იქ იყო. -აბა? -შენ იქ გაგიჭირდება, თანაც ძალიან გაგიჭირდება, როგორაც არ უნდა ეცადოს უჩა... -რა გამიჭირდება?-გავაწყვეტინე. -იმ ოჯახის ტრადიციებზე ცხოვრება მამა. -ეგაა პრობლემა შენთვის? -შენ ახლა უყურებ ამ სიტუაციას ეგრე მილა, დამიჯერე ცხოვრებაში ეგ ძალიან რთული პერიოდია. -მე უკვე აღარაფერი ვიცი. -თუ კი მისკენ გადაიხრები და გადაწყვეტ, რომ მასთან იყო იცოდე, რომ ის ოჯახი, სადაც შენ გათხოვდები, ჩემთვის სასურველი არაა, მაგრამ გიმეორებ, ეს შენი გადასაწყვეტია. სახლში მისულებს დედამ დაგვცინა, რომელმა რომელს ეპატრონეთ გზაშიო, ეგრევე დაგვეძინა ორივეს. ღამის ფიქრებს შეყოლილი ვისზე ვიყავი გაბრაზებული ვერ გამერკვია, საკუთრ თვზე, უჩაზე, მის ოჯახზე, მანანა ბიცოლაზე, რომელმაც დარეკა თუ ჩემებზე. დილით ავდექი სამსახურში მაგვიანდებოდა, ტელეფონი ჩართე და შეტყობინებების და გამოტოვებული ზარების კორიანტელი ეგრევე დადგა. ეზოდან გასული არ ვიყავი, უჩას მანქანა რომ დავლანდე, არ მინდოდა არც მისი ნახვა და არც მისი ხმის გაგონება. -მილა მოიცადე-გამომყვა როგორც კი დამინახა. -შემეშვი რა. -მოიცადე მადროვე-ხელი დამავლო და მანქანაში ჩამსვა-აქ არ ვაპირებ საუბარს. წყნარ ადგილას გააჩერა და სანამ საუბარს დაიწყებდა ღრმად ჩაისუნთქა. -ჯობია დამშვიდდე. -შემეშვი თქო, გაუგებრად ვსაუბრობ?-მისკენ შევბრუნდი-იცი რას ვფიქრობ? ცოტა მეტი სიტყვები და საქციელები სხვაგან რომ გამოგეჩინა, მაგალითად შენებთან, დამიჯერე ეს სიტაუცია არ შეიქმნებოდა, არც არავინ დარეკავდა და მსგავსი. ბიძაშვილობაში და ნათესაობაში გეტყვი, რომ ესეთი ბანძი სიტუაცია, კაცთან დაკავშირებული 24 წლის განმავლობაში პირველად მაქვს, სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით არარომანტიული და არა სახარბიელო, გარდა შოკის, ნერვიულობის, სტრესის, ტირილისა და გათენებული ღამის მეტი, ვერაფერი დავინახე და ეს უკვე არ მომწონს. -დაასრულე? -არა, არ დამისრულებია, ან რა ჩხუბი გამართე, რატომ ეუბნებიან მამაჩემს, რომ მე შეგეშვა, რომ ოჯახს ვრევ? მე უნდა შეგეშვა? გაგახსენებ, რომ მე არც გამოვჩენილვარ, როგორც ამბობ თავად გამომაჩინე შენს ცხოვრებაში და თუ ვერ უნდა აგეტანა ჩემი არსებობა და ის ცვლილებელი ცხოვრებაში რაც ჩემს ყოფნას მოყვება, არ უნდა გამოჩენილიყავი. მართლა არ მესმის რა გეგონა, 16 წლის პატარა გოგოსავეთ ავყვებოდი ემოციებს ახლა, გადაგეხვეოდი და გეტყოდი დამმალე შენს მკლავებში არ მიმატოვო თქო? -მილა დასრულე! -არა მეთქი, ეს ფანტაციები მოიშორე თავიდან, რომ ყველაფერში შენ ხარ ღმერთი და ისე იტრიალებს სამყარო როგორც შენ გინდა გესმის? -მილა მეთქი!-ისე დაიყვირა ადგილზე შევხტი. -კიდევ შენ მიყვირიხარ?-ლამის ტირილი დავიწყე, ხმაში შემემჩნა შიში და ცრემლების მოახლოვება-მთელი ღამი თეთრად გავათენე, იმის გამო, რომ შენ გამოჩნდი და არიე ძლივს დალაგებული ფიქრები და ცხოვრება, რაგინდა ადამიანო, რა? რატომ არ გესმის რომ უნდა შემეშვა, რომ ამ ყველაფერს, არც დასაწყისი აქვს და არც ბოლო, ეს არასოდეს მორჩება. ნუ მოდიხარ ისე ახლოს რომ მერე მართლა ვეღარ შევძლო შენი გაშვება და მთელი ცხორება ვინანო, რომ შენ არ აგირჩიე! ტირილს ვაპირებდი, არ მინდოდა დავენახე და ამიტომაც გადავედი მანქანიდან, არც კი გადმომყოლია, დაძრა მანქანა და წავიდა. -იქნებ ზედმეტი მომივიდა...-ჩავიჩურჩულე და სამსახურში წავედი. ------ იმედია მოგწონთ და კითხულობთ, გიზიარებთ ამ ისტორიას ჩემი ცხოვრებიდან. ველოდები თქვენს კომენტარებს და შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.