შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ აგირჩიე (3 ნაწილი)


28-06-2024, 12:10
ავტორი llella
ნანახია 1 462

ალბათ მანიაკია თქო ვიფიქრე და ფოტოს ძებნას შევუდექი, ვნახე და ვაჩვენე კიდევაც ბიჭებს.
მშვიდი მოკითხვიდან, ანერვიულებულ შეტყობინებებზე გადადიოდა უჩას მოწერილები.
-აქ ვარ ყმაწვილო.
-კარგად ხარ?
-ცუდად რატომ უნდა ვიყო?
-არვიცი, უბრალოდ გაქრი და... თან ვსვამთო და რავიცი მე მანდ შენ, დაქალი და მისი შეყვარებული ხართ, თუ დაგემატათ ვინმე.
შუა მიმოწერაში ზვიადის ხმა გავიგე.
-როგორი ლამაზიც იყავი, ისევ ისეთი ხარ, მეტი თუ არა-არც კი გამოუხედავს ჩემკენ ზვიადს, ისე მითხრა.
-არა, რაც მართალია მართალია, ლამაზები იყავით და ხართ-თქვა და თან თმაზე მოეფერა ლევანი ნაზის
-შენ რა გინდა გენაცვალე, განაღდებული გყავს, მე ვიკითხო თორემ, ომი რომ მიწევს-გაიცინა ზვიადმა და გამომხედა.
-ომი? რომელ ომს გულისხმობ?-სიბრაზე მაწვებოდა, თან ტელეფონზე გაუჩერებელ შეტყობინებებს ვადევნებდი თვალს სადაც ყოველი მეორე „მილა, მშვიდობა ხომ გაქვს?“ იყო.
-რომელს და რომ არ მიკარებ.
-ამ დებილობას როდის უნდა დაანებო თავი? როგორც ზრდასრულ ადამიანს ისე გეკითხები და არა იმას, რა ადამიანადაც მე მიმაჩნიხარ.
-შენ თუ იცი, რომ ლანძღვითაც ძალიან სასიამოვნოდ მლანძღავ? როგორც ზრდასრული გეუბნები, რომ მომწონხარ და მინდა ის შანსი, რომელიც არ ვიცი რატომ, მაგრამ შენგან ვერა და ვერ მივიღე.
-უამრავჯერ გითხარი და ისევ გეუბნები, არც ცუდად გახასიათებ და არც არგად, უბრალოდ ჩემთვის როგორც მამაკაცი არ ხარ საინტერესო, შენს ადგილას ამას შევუშვებდი ტვინში და გადავხარშავდი, რადგანაც ამ სიტუაციაში, მხოლოდ მე და შენ არ ვართ, მეტი თავშეკავება გმართებს.
-და რას მიწუნებ შეგიძლია მითხრა? რა არ მაქვს რაც შენ გინდა?-ხმას უმატებდა და კრესლოდან წამოდგომას აპირებდა, ლევანმა მხარზე ხელი რომ დაადო და გააჩერა.
-ადგეს, ადგეს და მითხრას კიდე რა საშინელი აზრები უტრიალებს თავში, არ ხარ მეთქი ის მამაკაცი, რომელიც მაინტერესებს და მორჩა, რა მიზეზები გინდა კიდევ იმისთვის, რომ თავი დამანებო და ადეკვატურად მოიქცე?
-მე ჯერ კიდევ ადეკვატურად ვიქცევი მილა, შენს თავს გეფიცები მაქსიმალურად ადეკვატურად ვიქცევი, თორემ...
-თორემ რა, აი რა, გგონია შენი ხმამაღალი და გაბერილი სიტყვები შემაშინებს, მშიშარა და სულელი ხარ, ეს იცოდე.
ბრაზისაგან სადაც იყო უნდა გავმსკდარიყავი, ნაზის და ლევანს გადავხედე, ნაზი ჩუმად იჯდა და დაძაბული აკვირდებოდა სიტუაციას. ტელეფონზე, რომელზეც უკვე ალბათ მეოცედ შემოვიდა უჩას ზარი, ოცდამეერთეჯერ გავთიშე და ნაზის მივუბრუნდი.
-უნდა წავიდე, ჩათვალე, რომ დღეს მე აქ არც მოვსულვარ და ჩვენ ლევან, ამ სიტუაციაზე კიდევ დავილაპარაკებთ.
-გაგაცილებ რა-დასჯილი ბავშვივით მითხრა ლევანმა.
-არა, არ მინდა, ფეხით მინდა გავიარო ცოტა, მადლობა მაინც კარგი ბიჭი ხარ.
მეც მივდივარო თქვა ზვიადიმ და უკან გამომყვა, ქუჩის მეორე მხარეს მოდიოდა ჩუმად.
კიდევ ერთხელ შემოსულ ზარს დავხედე და ვუპასუხე.
-ხო უჩა, გისმენ.
-რახდება?-ისეთი დაძაბული ხმა ჰქონდა, ცოტაარიყოს გამიკვირდა.
-სახლში მივდივარ, არც არაფერი.
-ამ დროს რატომ გადაწყვიტე წასვლა? ლუდის დალევის მერე სულ სახლში მიდიხარ?
-რას შვრები შენ?-დავუიგნორე ნათქვამი და გავიხედე გვერდით მომყვებოდა თუ არა ისევ ზვიადი.
-არაფერი დამიმალო, გესმის? რაღაც მოხდა დარწმუნებული ვარ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ დაქალზე არ ხარ გაბრაზებული.
-მგონი ზედმეტი ყურადღების გამოხატვა მოგდის.
-მემგონი შენ მიდიხარ ძალიან ჩქარა და ის უკან უფრო ჩქარა მოგყვება და გული მიგრძნობს ბოლო ნაბიჯებია რომელსაც გადის, დამიჯერე სიარულს ვეღარ შეძლებს-გაისმა ზარივით მისი ხმა, გაოცებისგან გავტრიალდი და მისი ძებნა დავიწყე-ტყუილად მეძებ, უბრალოდ ნელა და მშვიდად მიდი სახლში, ნუ გეშინია არავინ მოგეკარება.
-სად ხარ?
-მე იქ ვარ სადაც უნდა ვიყო, არ დაგიმალავ და მართლა ძალიან ვინერვიულე.
-რატომ?
-ჯერ იმიტომ, რომ უნდა დაგელია და აღარ მიპასუხე, მერე იმიტომ რომ შუა მიმოწერის დროს დამტოვე.
-და რატომ არ ჩნდები?
-გგონია ჩვენს პირველ შეხვედრას გავაფუჭებ? არავითარ შემთხვევაში.
-ჯერ ვინ აპირებს რომ გნახოს.
-მილა, როგორც მიხვდი, სულაც არაა საჭირო შენი სურვილი, ყველაფერს მე მივხედავ, უბრალოდ ერთი ნიუანსია, ესეთივე ლამაზი თუ იქნები ჩვენი შეხვედრის დროს, შეიძლება სადმე გადაგმალო.
-ისევ შენი ფლირტი.
ამ საუბარში სახლამდეც მივედით, ისევ გავბრუნდი იმის იმედით რომ სადმე დავინახავდი, ან უფრო იმის გადამოწმება მინდოდა, მართლა იყო თუ არა ის აქ.
-მიდი ახლა ადი სახლში, ტყუილად მეძებ თქო-გაიცინა-თავს აღარ მოგაწყენ, დაისვენე დაიძინე, ეგრე აჯობებს.
-უჩა...-არვიცი რატომ მაგრამ იმ წამს ისეთი უსუსური ვიყავი, ხომ არც დამინახავს, მაგრამ მაინც სიმშვიდე მოჰქონდა ჩემთვის.
-ბატონო, გისმენ მილა-თითქოს დაბნეულობა და დაძაბვა ერთად ჰქონდა ხმაში.
-კარგი ბიჭი ხარ შენ, მადლობა.
-ძილინებისა ქალბატონო-პაუხის შემდეგ მიპასუხა და გამითიშა.
სახლში ისეთი გადათიშული და დაღლილი შევედი, სარკეშიც აღარ გამიხედია, ვიცოდი ისევ საკუთარი თავი შემეცოდებოდა. საწოლზე ჩამოვჯექი და უცებ გადავხარშე ყველაფერი, გამეღიმა და ისევ დავიწყე ფიქრი.
ნეტავ, მართლა როგორია უჩა ვარშანიძის სამყარო.


------------
გამარჯობააა.
ჩემი ცხოვრების მონაკვეთს გიზიარებთ ამ ისტორიით, პირველად ისტორიის წერისას არ მჭირდება ფანტაზია :დ პირდაპირ რაც გადამხდა იმას გიყვებით, ასე რომ... იმედია მოგწონთ



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

ძალიან ჩამითრია. ერთი სული მაქვს გაგრძელება ვიხილო. წარმატებები...

 


№2  offline წევრი llella

სტუმარი ხატია
ძალიან ჩამითრია. ერთი სული მაქვს გაგრძელება ვიხილო. წარმატებები...

უზომოდ ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს კომენტარი. მადლობა ❣️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

სულმოუთქმელად წავიკითხე, ველოდები გაგრძელებას. წარმატებას გისურვებ!!!

 


№4  offline წევრი llella

სტუმარი ნინო
სულმოუთქმელად წავიკითხე, ველოდები გაგრძელებას. წარმატებას გისურვებ!!!

მადლობა ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent