ბიზნეს გარიგება : W (თავი 2)
მამაკაცმა სახლის კარი რომ შეაღო და შიგნით შეუძღვა, მიხვდა რომ იქაური სიმყუდროვე და ძველი, ბედნიერი, დრო მონატრებოდა. გაახსენდა როგორ მეცადინეობდნენ და ემზადებოდნენ საბოლოო გამოცდებისთვის ის, სემი და ჯოელი და როგორ ეხმარებოდნენ ერთმანეთს საკითხების სწავლაში. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა მისთვის, შენ და ჯოელს მომავალი არ გაქვთ და ის ადრე თუ გვიან გიღალატებსო, ხმამაღლა გაიცინებდა და მთქმელს თავის ადგილას მოსვავდა. ახლა კი თავადაც ხვდებოდა რამდენი ძვირფასი დრო დაკარგა იმ ბიჭის გვერდით ყოფნისას, რამდენი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, მამამისის კომპანია მისი ყოფილიყო და არა ბიძამისის. - რამეს დალევ?- ფიქრებში გართული ზურგს უკნიდან მოესმა მამაკაცის ხმა. - ყავა შეიძლება?- სემმა თავი დაუქნია და სამზარეულოს კარში გაუჩინარდა, ქალიც უკან მიჰყვა,- ყველაფერი ისევ ისეა, როგორც წლების წინ, არაფერი შეგიცვლია. - ზედმეტად მომწონს აქაური სიმყუდროვე, არ ვაპირებ რამის შეცვლას, ჯერ,- ჩაიღიმა და ვივიენს ცხელი სასმელი გაუწოდა,- შენ შეცვალე შენი ჩვევები? - რომელი ჩვევები?- დაღლილი თვალებით გახედა. - მაგალითად ნერვიულობისას ფრჩხილის წვალება, სიცილისას თვალების დახუჭვა, სიბრაზისგან მუშტების შეკვრა, უცნაური ძილის მანერა. - ძილის მანერა უცნაური არ მაქვს, ან შენ რა იცი მე რა სტილში მძინავს?! - ძალიან კარგად ვიცი და ბევრჯერაც მინახავხარ, მაგას ვერ უარყოფ,- ნიშნის მოგებით ჩაუკრა ქალს თვალი. - და შენ ადამიანების ნდობა მაინც ვერ ისწავლე?!- არ დანებდა. - ვისაც ვენდობოდი, სწორედ იმან მიღალატა. ან შენი ნდობა ჯოელის მიმართ, გამართლდა?- ქალმა თავი გააქნია,- ახლა შენ მითხარი, ღიირს კია ვინმეს ნდობა? - არ ვიცი,- მხრები აიჩეჩა,- ძალიან ცუდი გრძნობაა,- თვალები აუცრემლიანდა. - ვიცი,- მიუახლოვდა და მხრებზე ხელი მოხვია,- თუმცა კარგია ყველაფერი ახლა რომ გამჟღავნდა და არა მერე, როცა აზრი აღარაფერს ექნებოდა. - რას გულისხმობ? - თქვენ ქორწინებას! - არ გინდა გთხოვ,- ჭიქას დააშტერდა. - კარგი, როგორც გინდა,- თმაზე ხელი დაუსვა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ოთახში ჩამოწოლილ სიჩუმეს მხოლოდ მათი სუნთქვის ხმა არღვევდა. ჩუმად ისხდნენ და განვლილ საათებზე ფიქრობდნენ. ჰორიზონტზე ჩამავალმა მზემ იქაურობას უკანასკნელი სხივები მოჰფინა და უნებლიედ აირეკლა ქალის ნაცრისფერ თვალებში ლამაზი ფორთოხლისფერი. ამ ქალის თვალები ადრეც ენახა, მაგრამ არა ასეთი ნაღვლიანი, ასეთი უმწეო. როცა კაცს უყურებდა, მისი მზერა გატეხილი შუშის ნამსხვრევებს აგონებდა, რომელთანაც ფრთხილად თუ არ იქნებოდი, სავალალო მდგომარეობამდე მიგიყვანდა. მისი მეხსიერების ღრმად ჩამალულ კუთხეებში ჯერ კიდევ ტრიალებდა გრძნობა, რომელსაც ვივიენის სიყვარული ერქვა, გრძნოობა, რომელიც სიტყვით არასოდეს გამოუთქვამს. და ინანა, რომ ეს ქალი დათმო, დაუთმო იმ კაცს, რომელმაც ვერ დააფასა, ვერ გაიგო, რამდენად ძვირფასი სამკაული იყო მის გვერდით, ამ ქალის სახით. ისინი წლების განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს, მათი ცხოვრება ერთმანეთთან იყო დაკავშირებული მეგობრობით, რომელიც მისთვის ყველაფერს ნიშნავდა, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მიაღწია იმას, რაც მას ნამდვილად სურდა და დანებდა. მეგობარს, რომელიც ნამდვილი ძმასავით უყვარდა, წინ ვერ გადაუდგა. კიდევ ერთხელ გახედა, ხელის გულებზე თავდაყრდნობილ ქალს, რომელსაც თვალები მინაბვოდა ემოციებისგან დაცლილს და უნებლიედ გაეღიმა. მისი თვალები, რომელიც ჩვეულებრივ სავსე იყო შუქითა და ფერებით, ახლა უაზროდ იყურებოდა შორს, სიღრმეში. სურვილი ჰქონდა მოეხვია ხელი მისთვის და დაებრუნებინა იმ ბნელი ადგილიდან, სადაც შეიძლებოდა ჩაკარგულიყო მისი გონება, მაგრამ იცოდა, სიყვარული, რომლის გამოთქმისაც ასე შეეშინდა წარსულში, ახლა უფლებას არ მისცემდა. მიუხედავად ამისა, მან მაინც ვერ შეძლო შეეკავებინა ღიმილი, რომელიც მწარე გამოხატულება იყო მისი უთქმელი სიყვარულისა, თუმცა მაინც მუდმივი იმედისა, რომ დადგებოდა ის დღე, როცა მისთვის აინთებოდნენ ეს თვალები ბედნიერებისგან. - თუ გინდა, შეგიძლია ჩემს საძინებელში დაიძინო, სანამ სარა შენთვის მოაწყობს სხვას,- თითქმის ჩაძინებულმა, ქუთუთოები გაჭირვებით დააშორა ერთმანეთს და მოსაუბრეს გახედა. - მადლობა, არ მინდა შეგაწუხო,- ხელისგულებში ჩამალული თავი გააქნია. - არ მაწუხებ,- თბილად გაუღიმა, - მიდი, ზევით ადი, ხომ გახსოვს რომელია ჩემი ოთახი?! - კი,- ძლივსგასაგონად ამოილაპარაკა. - თუ გინდა, შემიძლია დაგეხმარო,- ფეხზე წამოდგა. - რას მიპირებ?- ხუმრობამ გაიჟღერა მიძინებულ ხმაში. - შენ საწოლში შეთრევას,- მანაც იგივე ტონით უპასუხა და ქალს მიუახლოვდა,- მენდობი?- თავი დაუქნია და მამაკაცის მკლავებს მიენდო, რომლისთვისაც ეს სხეული ნაწილობრივ ნაცნობი იყო. საწოლზე ფრთხილად მიაწვინა მძინარე და თხელი პლედი მიაფარა სხეულზე. ახლად შემოსულ შემოდგომას უკვე მოეტანა თავისებური სიგრილე ჰაერში. ჩასული მზის უკანასკნელი სხივებიც კი გაქრა ცაზე და უკან დატოვა ბინდი, რომელიც თანდათან გაქრებოდა მოახლოებულ ღამეში. სამყაროს თითქოს სუნთქვა შეჰკვროდა, დღე- ღამეს შორის ასეთი ნაზი გადასვლით წარმოშობილი სილამაზის ხილვისას, რომელიც ჯერ ნარინჯისფრად ელავდა, ახლა კი გარეოდა მუქი ლურჯის ელფერი. მამაკაცის საწოლში ქალს მშვიდად ეძინა. მისი გრძელი, ქერად შეღებილი თმა, ბალიშზე ფენებად იყო ჩამოყრილი და ოთახში არსებულ სინათლეს ოქროსავით ირეკლავდა. თვალს ვერ აშორებდა მის ლამაზ მძინარე სახეს, სიმშვიდეს, რომელიც თითქოს რომელიღაც მოქანდაკეს დელიკატურად შეექმნა. მისი გრძელი წამწამების დაშვება და ერთმანეთისგან ოდნავ დაშორებული ბაგეები, მშვიდ სიზმარზე მიანიშნებდა. იმ წყნარ მომენტში ყველაფერი გაქრა, მხოლოდ ამ ქალის სილამაზე და სიყვარული ტრიალებდა მის გონებაში, რომელიც, მიუხედავად ამდენი განვლილი წლისა, ერთი წამითაც არ მოშორებია. ფრთხილად წამოდგა საწოლიდან და წარსულზე ჩაფიქრებული ფანჯარას მიუახლოვდა. როგორც კი დარწმუნდა, რომ მის მოძრაობას ქალის მშვიდი ძილი არ დაურღვევია, ფართოდ გაშლილი, უკვე ჩაბნელებული, ჰორიზონტისკენ შებრუნდა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, ფიქრებისთვის თავის ერთად მოლსაყრელად. მამაკაცის გონება წარსულ მოგონებებში აიხლართა, ყოველი დღე ახსოვდა ამ ქალთან გატარებული, ყოველი წამი. მაგრამ მაინც, ადანაშაულებდა საკუთარ თავს, რომ დიდი ხნის წინ ვერ გაბედა საკუთარი გრძნობები გამოეტანა დღის სინათლეზე. კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა ღრმად, სქელი ფარდა ჩუმად გადააფარა განიერ ფანჯარას და ისევ მიუახლოვდა საწოლს. უჭირდა, მაგრამ დაუძლეველმა სურვილმა შეიპყრო, აკანკალებული ხელი მისკენ გაიწოდა და თითები ნაზად გადაუსვა აბრეშუმივით რბილ, ოქროსფრად შეღებილ თმის ღერებს. ცალ მუხლზე დაეშვა და თმა, რომელიც მამაკაცის თითებს შემოხვეოდა, ცხვირთან მიიტანა, ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი, იასამნის ბაღების სურნელი. როდესაც ის სუნთქავდა, მოგონებები ერთმანეთში აირია და თითქოს რაღაც უხილავი ხიდით დაუკავშირდა აწყმოს, სიახლოვისა და სიყვარულის ღრმა გრძნობით აავსო. საკუთარი საქციელით შეშინებული, უცებ წამოდგა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, საწოლს მოშორდა. მისი გული სწრაფად ცემდა, თითქოს მკერდიდან ამოხტომას ცდილობდა. დაბნეულობისგან გაფართოებული თვალები მოავლო ოთახს, ცდილობდა გაეგო, რა ხდებოდა მის თავს და ბოლოს ისევ ქალს მიაშტერდა. ეს ქალი ან მოკლავდა ან ღვთაებრივ სიცოცხლეს აჩუქებდა. ბოლოს გამობრუნდა, ოთახის კარი ფრთხილად გამოიხურა და კიბეზე ნელი ნაბიჯით დაეშვა. მარჯვენა ხელის გული მკერდზე ჰქონდა აფარებულია და გულისცემის დამშვიდებას ცდილობდა. ფიქრებში საკუთარ თავს სწყევლიდა, რომ ემოციების მოთოკვა არ შეეძლო მის სიახლოვეს, საკუთარი თავის გამოააშკარავება ყველაზე ნაკლებად უნდოდა. სარა მეორე დილამდე არ მივიდოდა, ამიტომ დივანზე მიწვა, თავქვეშ ბალიშივით ამოილაგა ხელები და გაინაბა. ღამეს უსმენდა, რომლის სიჩუმესაც შორეული ქუჩიდან მომავალი ოდნავი ხმა არღვევდა. ფიქრებში ჩაიძირა. რამდენადაც მტკივნეული იყო მისთვის წარსულის გახსენება, იმდენადვე ბედნიერებას გვრიდა. მშვენიერი იყო ბავშვობა, როცა ერთადერთი სადარდებელი უნივერსიტეტის გამოცდები იყო. *** როცა მზის პირველი სხივები, ფანჯარაზე ჩამოფარებული ფარდის ნაპირებიდან შემოიპარა ოთახში და საწოლს მოეფინა, მაშინვე გაახილა თვალები ვივიენმა და წამით შეშინებული მზერა მოავლო ოთახს. შემდეგ იცნო სემის ოთახი, რომელშიც აქამდეც გაუთენებია ღამე. ოთახი უფრო მეტად დახვეწილად იყო, ვიდრე თუმცა მისი ბოლო ვიზიტისას, თუმცა მაინც იგრზნობოდა სემის ენერგეტიკა. ცალ კედელზე ისევ იყო მუქი ხის, მაღალი, თარო, სხვადასხვა ჟანრის წიგნებით. ზოგიერთი მათგანი ისე გახუნებულიყო სიძველისგან და ხშირი კითხვისგან, რომ ბუნებრივი ელფერი მთლიანად დაკარგვოდა. იქვე იყო ჩარჩოში ჩასმული სურათები, რამდენიმე მათგანში საკუთარი თავიც კი ამოიცნო. სამი მეგობარი, წითელი მანტიებით, არაჩვეულებრივი დღე იყო. საწოლის მარცხენა მხარეს განიერი განიერი ტანსაცმლის კარადა იდგა, ორფრთად გაშლილ კარებზე ჩამაგრებული სარკეები, ოთახს უფრო მეტ სივრცეს სძენდა. მარჯვენა კედელს აივანზე გასასვლელი კარი და ორიცალი, ფართო, ფანჯარა ავსებდა, იქიდან მომავალ მზის სხივებს კი სქელი ფარდები ახშობდა. იქვე იყო კარი, რომელსაც აბაზანაში გაჰყავდი. ერთდროულად ნაცნობ და თან უცნობ ოთახს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი და მაღალი საწოლიდან ჩამოცოცდა. ძილისგან აბურდული თმა თითებით გაისწორა და სახეზე ხელისგულები გადაისვა, მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა ოთახიდან. მეორე სართულიდან მოაჯირზე დაყრდნობით გადმოიხედა და მისაღებში, დივანზე, მწოლიარე სემი დაინახა. ფეხები ჰაერში ჰქონდა გადმოკიდებული, ორად მოკეცილს. ფრთხილი ნაბიჯებით ჩაიარა კიბეები, რომ შემთხვევით მძინარი არ გაეღვიძებინა და კიბის გვერდით, ღია კარის გავლით, სამზარეულოში შევიდა. სარა უკვე ამზადებდა საუზმეს თავისი ახალგაზრდა ბატონივით, რომლიც შვილივით უყვარდა. დაინახა თუ არა ვივიენი, მაშინვე ფართო ღიმილი გამოესახა სახეზე და ხელებგაშლილი გაემართა მისკენ. კარგად ახსოვდა როგორ უმზადებდა სწავლისგან დაღლილ ახალგაზდებს საკვებსა და ტკბილეულობას, ზუსტად იცოდა, რომელ მათგანს რომელი ნამცხვარი უყვარდა და ცდილობდა ყოველთვის ესიამოვნებინა მათთვის. ვივიენი მის ფართოდ გაშლილ მკლავებს შეხვდა და ძლიერად ჩაეხუტა გულში ქალს, რომელიც დედის შემდეგ ყველაზე ძვირფასი იყო მისთვის. - ძალიან მომენატრე,- მაშინვე ამოთქვა, როგორც კი ერთმანეთს მოშორდნენ და მოადგა კიდეც თვალზე ცრემლი. - მეც ძალიან მომენატრე, ჩემო გოგო,- თმაზე ხელი გადაუსვა და კიდევ ერთხელ მიიზიდა თავისკენ,- დიდი ხანია აქ არ მოსულხარ. - ხოო, ბოლო რამდენიმე თვეა ჩემ პირადი ცხოვრების დალაგებას ვცდილობ,- ნაღვლიანად გაიღიმა. - მერე დაალაგე?- პასუხად უარი მიიღო,- გავიგე შენსა და ჯეიმიზე, ვწუხვარ. - მე არ ვწუხვარ,- გულნატკენმა, მაგრამ მაინც ამაყმა აიჩეჩა მხრები,- ასეც უნდა მომხდარიყო, უფრო ადრე უნდა დავშორებულიყავი, მაგრამ არა ამ მიზეზით. - ჩემო ძვირფასო, რაღაცას გეტყვი და არ მიწყინო. ამას იმიტომ გეუბნები, რომ შვილივით მიყვარხარ და როგორც დედის თანადგომა და დარიგება ისე მიიღე შემგან,- ვივიენმა თავი დაუქნია,- ვიცი, რომ მტკივნეულია შენთვის ეს განშორება და ძალიან ვწუხვარ, რომ ამის განცდა მოგიწია. დაშორება არასოდეს არის ადვილი, მაგრამ ნება არ მისცე საკუთარ თავს შიგნით ჩაახშოს ყველაფერი, რასაც განიცდი, იტირე, იყვირე, ვინმეს ესაუბრე ამის შესახებ, მაგრამ არ ჩაიკეტო საკუთარ თავში. არ დაჯდე სახლში და არ იგლოვო საკუთარი თავი, როცა სხვა შენ გარშემო იბედნიერებს იმით რაც გააკეთეს. - ჯეიმიზე ამბობ? - კი,- დაეთანხმა,- გყავს შენ მეგობრები და ოჯახის წევრები, რომლებსაც უყვარხარ და მხარს დაგიჭერენ ნებისმიერ დროს. ისინი დაგეხმარებიან შეგახსენონ შენი ღირებულებების შესახებ და დაგიბრუნონ სიხარული ცხოვრებაში. - ოჯახი?- ცინიკურად ჩაიცინა,- თქვენ არ იცით სინამდვილეში რა მოხდა. - არ ვიცი, მაგრამ შენ რეაქციიდან გამომდინარე მივხვდი, რომ კარგი არაფერი. - ასეა. - მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რაც თავს გადაგხდა, არასოდეს დაივიწყო ვინ ხარ. შენ საოცარი, ძლიერი და ლამაზი ადამიანი ხარ და ეს დაშორება არ განგსაზღვრავს შენ. შენი ბედნიერება და თვითშეფასება არ არის დაკავშირებული სხვაზე. საკუთარი თავის გჯეროდეს და იპოვე ისეთი რამ, რფაც დაგიბრუნებს სიხარულს, თუნდაც ადამიანი. არ იფიქრო, რომ ამას ვერ გადალახავ, ჩემო ძვირფასო. გულის ტკენა რთულია, მაგრამ ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია, რომელიც გვაიძულებს უფრო ზლიერები გავხდეთ. დამიჯერე, რომ უკეთესი დღეები წინ გელის და ბედნიერებას ისევ იპოვი. - მადლობა,- თვალზე ომდგარი ცრემლები თითის ბალიშებით შეიმშრალა,-მადლობა ასეთი სიტყვებისთვის. - მიხარია, თუ დარჩები გვიანობამდე, შენს ბუზღუნა მეგობარს უფრო ადვილად გავუძლებ. - ვინ არის ბუზღუნა,- სამზარეულოში მამაკაცის ნამძინარევი, გაბუტული ხმა გაისმა, ორივე კარისკენ მიტრიალდა,- და სხვათაშორის ვივიენი არ წავა. - შენ დაუშლი თუ?!- ფეხზე წამოდგა და გასქურას მიუახლოვდა. - არა, თავისი ნებით რჩება,- იმ სკამზე ჩამოჯდა, სადაც მანამდე სარა იჯდა და მაგიდის ზედაპირზე დალაგებულ ვივიანის ხელებს შუბლი ჩამოაყრდნო,- ხერხემალი მაქვს დაშლილი. - ხომ გითხარი, ავეჯი გაქვს გამოსაცვლელი მეთქი,- მხრის უკნიდან გამოსძახა ქალმა. - რას მოვიფიქრებდი თუ ჩემი საცოლე ოთახიდან გამომაგდებდა,- ვივიენის თითებში ამოილაპარაკა. - რა?- სარას ლამის თეფში გაუვარდა ხელიდან, ვივიენმა დაიმორცხვა. - ხოო,- თავი მძიმედ ასწია,- არ გითქვამს?- ქალმა თავი გააქნია. - რამე ახალი ხუმრობა მოიგონე, სემ?- წარბები შეკრა. - არა, მართალს ამბობს,- მამაკაცის სიტყვები დაადასტურა,- მაგრამ ეს არ იქნება ის ქორწინება, რაც შენ გგონია, სარა. - რა შარში გაყავით თავი? - ხედავ როგორ კარგად გვიცნობს?- მხიარულად ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა,- შენს სარძლოს ყავა არ გაუკეთე? - მასე ნუ მეძახი,- იწყინა ვივიენმა. - აბა როგორ ვთქვა? - ხომ ვთქვი უკვე, ეს ნამდვილი ქორწინება არ იქნება. - მერე რაა? - არანაირი რძალი, არანაირი სიძე. - იცი, რომ ჩემ მშობლებს ვერ ვეტყვი, ცოლი ფორმალურად მომყავს მეთქი? - რატომ ვითომ? - თავს წამაცლიან. - რომ ეტყვი ბიზნესის გადასარჩენად ვაკეთებთ ამასო, არ წაგაცლიან თავს. - და რა ვუთხრა ჯოელმა მიღალატა მეთქი? - ხო რა იყო? - და შენი აზრით დაიჯერებენ? ჯოელი ორივეს შვილივით უყვარს, ორ წამში აპატიებენ რაც გააკეთეს და მე დამადანაშაულებენ, რომ ასეთ სისულელეზე ვიჩხუბეთ. - რა სისულელეა?! - საერთოდ არ არის სისულელე, ჩემს მშობლებს იმაზე კარგად ვიცნობ, ვიდრე წარმოგიდგენია. - მეც ვიცნობ... - მოიცადეთ, ერთი წამით, ბავშვებო, გაჩუმდით,- თვალის კუთხეებს ისრესდა სარა, მათ კინკლაობას მიჩვეული იყო,- წესივრად ამიხსენით რა ხდება და რა ჩაიდინა ჯოელმა? - ისეთი არაფერი, სარა, რაზეც უნდა იდარდო,- კითხვა უპასუხოდ დატოვა და წყლის მადუღარის ღილაკს თითი დააჭირა. - აღარ მენდობი?- ხმაში გაბუტვა გაერია. - რა სისულელეა?- შეშფოთებულმა გამოხედა,- უბრალოდ არ მინდა პრობლემები თავს მოგახვიო. - ჯოელმა ჩემს ბიძაშვილთან მიღალატა, ბიცოლაჩემმა ყველაფერი იცოდა. მეტიც, მისი იდეა იყო, ლილიენს ჩვენი ურთიერთობა ჩაეშალა. - და ამის გამო გადაწყვითეთ თქვენ ქორწინება. - ასე გამოდის. - არ მჯერა,- თავი გაიქნია ქალმა,- არ მჯერა, რომ მხოლოდ ეს მიზეზია. - ამასთანავე ლილიენს და ბიცოლაჩემს ჩემი აქციების ხელში ჩაგდება აქვთ გადაწყვეტილი, მე კი სემის დახმარების გარეშე ვერ შევძლებ საკუთარი ქონების დაცვას. - ახლა გასაგებია,- თითქოს მოეშვა ქალი და დაბღვერილ სემს გახედა, რომელიც თვალს არ აშორებდა ვივიენს,- რას შეგიკრავს ეგ წარბები, სიმართლე არ უნდა მცოდნოდა? - როცა საჭირო იქნებოდა მაშინ გეტყოდი,- ბუზღუნით ამოილაპარა. - კარგი ერთი, შენ არასდროს მეტყოდი ამას,- თავი გაიქნია ქალმა და გაზქურა გათიშა,- საუზმე მზად არის, დასხედით. საუზმემ მშვიდად ჩაიარა. ახლად ამოსული მზის სხივები ნაზად ეფინებოდა სამზარეულოს ფანჯრიდან და ოთახს ნათელ შუქში ახვევდა. მაგიდასთან სარა, სემი და ვივიენი ისხდნენ, გულღიად საუბრობდნენ და წარსულის სასიამოვნო მოგონებებს იხსენებდნენ. საუზმე ნელ- ნელა გრძელდებოდა, მათი გულწრფელი საუბრები და სიცილი უფრო მეტად ქმრიდა მყუდრო ატმოსფეროს, რომელიც ამ დილას განსაკუთრებულს ხდიდა. საუზმის დასასრულს, სემი ჩუმად იჯდა და მათ მხიარულ საუბარს უსმენდა, მაგრამ მისი გონება სხვაგან იყო. ის მიხვდა, რომ ეს დილა იყო ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდა. ყავას ნელა სვავდა და მათი ბედნიერი ღიმილით ტკბებოდა, გული სავსე ჰქონდა სითბოთი. -„ ეს ნამდვილად დაუვიწყარი დილა იყო, “ - ფიქრობდა ის, როცა სარას და ვივიენის მხიარულ ხმებს უსმენდა. ის გრძნობდა, რომ ამ მომენტში იყო ზუსტად იქ, სადაც ყოველთვის სურდა ყოფნა. მისი გონება დახტოდა წარსულიდან მომავალში. ის ფიქრობდა ყველა იმ წამზე, რომელმაც აქამდე მოიყვანა. რამდენი სირთულე გადალახა, რამდენი გრძნობა გაატარა, და ახლა, აქ, ამ დილას, იგი იყო ბედნიერი. მაგრამ, როგორც ყოველთვის, მომავალის გაურკვევლობა თავს ახსენებდა. საღამოსთვის რესტორანში ვახშმობაზე დაპატიჟა სემმა ვივიენი. - დღეს საღამოს, 7 საათზე, რესტორანში ვივახშმოთ, ვივი,- მისი მოფერებითი სახელის გაგონებაზე, რომელიც დიდი ხანი იყო, რაც აღარ სმენოდა სემისგან, ჯერ გაოცდა, შემდეგ კი მორიდებული ღიმილი აეკრა სახეზე,- მაგრამ იქამდე უნდა წავიდე ოფისში, რაღაც საქმეები მაქვს,- თქვა სემმა, ქალს ლოყაზე აკოცა და სახლიდან გასასვლელი კარი გამოაღო. - მე სახლში გავივლი, ჩემი ტანსაცმლის აღება მინდა,- კარში გაყვა მამაკაცს და კიბის თავში დადგა. - მარტო არა,- მიმავალი შედგა და შემობრუნდა. - აბა რა ვქნა?- სემი შეყოვნდა. - ვფიქრობ უკეთესი იქნება, თუ შენთან ერთად წამოვალ,- ვივიენის ოჯახთან დაკავშირებით გარკვეული შიშები ჰქონდა და თან საფუძვლიანადაც, და ამაში გუშინაც დარწმუნდა,- შენმა ოჯახმა... უბრალოდ, არ მინდა, რომ მარტო წახვიდე, არ ვენდობი მათ. - კარგი, სემ, - უთხრა ღიმილით, - თუ ასე უფრო მშვიდად იქნები, შენც წამოდი, მაგრამ კომპანიაში საქმეებს რას უზამ? - დამელოდებიან,- მტკიცედ წარმოთქვა და ქალს ხელი გაუწოდა, კიბეზე ჩასვლაში დაეხმარა. სარა გაკვირვებული იყო, მაგრამ ჩუმად უყურებდა მათ, რადგან კარგად იცოდა სემისა და ვივიენის ურთიერთობა და მათი ჩუმი გრძნობების ერთმანეთის მიმართ. გულის სიღრმეში არასოდეს მოსწონდა ის აზრი, რომ ვივიენი ჯოელთან იყო. მთელი გზა სემი ყურადღებით ათვალიერებდა გარემოს, არც ვივიენის სახლში მოუდუნებია ყურადღება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ოჯახის ყოველი წევრი შინ იმყოფებოდა, ცდილობდა არცერთი დეტალი გამოპარვოდა. ვივიენის ბიძაც, ბიცოლასთან და ბიძაშვილთან ერთად, გაოგნებული უყურებდა სემის მკაცრ გამომეტყველებას. უსიტყვოდ გააყოლეს თვალი მეორე სართულისკენ მიმავალ წყვილს, რომელიც ვივიენის ოთახში გაუჩინარდა და ასევე უსიტყვოდა გამოაცილეს კარებამდე, თუმცა იქ ვეღარ შეძლეს სიჩუმე. - ვივიენ,- წარმოთქვა მისი სახელი ბიძამისმა და წყვილს მიუახლოვდა. - დიახ, ბიძია,- ნაძალადევი ღიმილით მიბრუნდა მისკენ. - ისე წახვალ, რომ არც კი მოგვესალმები მე და ბიცოლაშენს? - გამარჯობა,- იმავე ღიმილით დაუქნია თავი და სემის ჩაჭიდებულ ხელს გაყვა, მაგრამ ისევ მოუწია გაჩერება. - ასე მშრალად?- გაოცდა კაცი. - გამარჯობა ყველას,- მის ბიცოლას და ბიძაშვილს გადაავლო თვალი, რომელიც ამრეზით უყურებდა მოსულთ. - ვხედავ ახალი კაცი გიპოვია, ჯოელი სად არის? - სხვათაშორის მე სახელი მაქვს და ვფიქრობ ძალიან კარგადაც იცით, რაც მქვია,- საუბარში ჩაერთო სემი და ორი ნაბიჯით წინ გამოვიდა,- თუ რაიმე გაინტერესებთ ჩემსა და ვივიენს შორის ურთიერთობაზე, შეგიძლია მე მკითხოთ. - რატო, თავად ენა არ აქვს,- სიბრაზე შეერია ხმაში,- ერთიკაცი არ გყოფნიდა, მეორე რომ გაიჩინე, ოჯახის სირცხვილო? - მეე?- გულწრფელად გაიკვირვა ვივიენმა და ლილიასკენ გაიშვირა თითი,- შენმა სვილმა მე ცხოვრება წამართვა და კიდევ მე ვარ ოჯახის სირცხვილი? - რას ამბობ, ვივიე? ჩემი შვილი იდეალური ახალგაზრდაა, შენ ყოველთვის პრობლემებს ქმნი! - შენმა ე.წ იდეალურმა შვილმა გადაწყვიტა ჩემთვის საქმრო წაერთვა და მასთან დაწოლა გამოსავლად იპოვა. - როგორ ბედავ,- მისაღებიდან ლილიას კივილი გაისმა და სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა გასასვლელში მყოფთ,- როგორ ბედავ ბრალი დამდო შენს დანაშაულში. - ჩემ დანაშაულში? ჩემი საწოლი შენთვის და შენი ახალი საყვარლისთვის მოსახერხებელი იყო, თუ გინდათ უფრო კომფორტული. - გაჩუმდი,- გაშლილი ხელი დასარტყმელად ასწია ბიძამისმა, მაგრამ სემმა ჰაერშივე გაუკავა. - არ გაბედოთ და ჩემს საცოლეს არ შეეხოთ,- კბილებში გამოსცრა მამაკაცს. - ვის?- მთელს ოჯახს ერთდროულად აღმოხდა - ჩემს საცოლეს,- კიდევ ერთთხელ გაიმეორა და ვივიენის ჩანთა, რომელიც კართან, იატაკზე იდო, ხელში აიღო,- ახლა კი უკაცრავად, მე და ვივიენს ქორწილი გვაქვს დასაგეგმი. შურისძიების სურვილმა იფეთქა ლილიას გულში. მისი თვალები სიბრაზისგან ელავდა, გული აუჩქარდა და სახეზე ნერვიული ღიმილი გამოესახა. თითოეული სიტყვა, რომელიც მამაკაცმა წარმოთქვა, მისთვის ავისმომასწავებლად ჟღერდა. როგორ გაბედა ვივიენმა, ახალი საქმრო მოეძებნა და მასთან ქორწინება დაეგეგმა?! მისი გული სავსე იყო მძაფრი ემოციებით, შურით, ბოღმითა და ვივიენის დამარცხების სურვილით. სახლიდან გავიდნენ თუ არა, ჩანთა მძღოლს მისცა, თავად კი საცოლესთან ერთად უკანა სავარძელი დაიკავა. ორივე დუმდა, მათ შორის უხილავი ძაფივით იჭიმებოდა დაძაბულობა და ფიქრები. სემს თავში უამრავი ფიქრები ტრიალებდა. ის ფიქრობდა, როგორ აეწყობოდა მათი ცხოვრება ახლა, როცა ორივემ ახალი ნაბიჯი გადადგა. ვივიენის მზერა ფანჯრიდან იყო მიმართული, სადაც ქალაქის ქუჩები ნელ- ნელა ერთმანეთს ცვლიდა, მაგრამ მისი გონება შორს იყო. მასაც იგივე ფიქრები აწუხებდა - რა იქნებოდა შემდეგ, როგორ შეიცვლებოდა მათი ურთიერთობა და რა გამოწვევების წინაშე დადგებოდნენ მომავალში. მიუხედავად იმისა, რომ ჩუმად ისხდნენ, მათი ფიქრები და გრძნობები თითქოს ერთმანეთს ეხმიანებოდნენ. მანქანის უკანა სავარძელში მჯდომი ორი ადამიანი, რომელთა წინაშეც ახალი და უცნობი გზა იშლებოდა, მზად იყო, რომ ამ გზაზე ერთად ევლო. სემს კომპანიაში აუცილებლად მოსაგვარებელი საქმეები ჰქონდა, მაგრამ არც ვივიენის მარტო დატოვება სურდა. ბოლოს ფანჯრიდან მოცქირალ ქალს მიუბრუნდა. - წამომყევი კომპანიაში, ყველაფერს უცებ მოვრჩები და მერე ერთად წავიდეთ სახლში,- ვივიენმა ნელა მოაშორა მზერა ფანჯარას და სემს შეხედა. - მართლა გინდა რომ წამოვიდე?- ჰკითხა მან, სევდიანი ღიმილი ირეკლებოდა მის სახეზე. სემი მისკენ გადაიხარა და ნაზად ჩასჭიდა ხელი. - რა თქმა უნდა, ვივი, არ მინდა, რომ მარტო დარჩე. თანაც, შენი გვერდით ყოფნა ყველაფერს უფრო ადვილს ხდის. - კარგი, მაშინ წავიდეთ,- ვივიენმა თავი დაუქნია და სემს გაუღიმა. მათი მგზავრობა კომპანიამდე სიჩუმეში გაგრძელდა, მაგრამ ამ სიჩუმეში სიმშვიდე და ურთიერთგაგება იგრძნობოდა. სემი ფიქრობდა, რომ მიუხედავად თავისი საქმეების სიმძიმისა, ვივიენი მისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იქნებოდა. კომპანიის შუშებიან შენობაში ხელიხელჩაკიდებულები შევიდნენ. მომუშავეები, რომლებიც ოდნავ მაინც იცნობდნენ თავის უფროსს, გაკვირვებით უყურებდნენ ამაყად მიმავალ წყვილს. ზოგიერთი მათგანი ჩურჩულით ერთმანეთს რაღაცას ეუბნებოდა, ზოგი კი ღიმილით ხვდებოდა სემის ახალ მდგომარეობას. ვივიენისთვის ეს სიტუაცია ცოტა მოუხერხებელი იყო, მაგრამ მამაკაცის გვერდით მტკიცედ იდგა. მანამდე ჯოელთან ასეთი ძალა არასოდეს უგრძვნია, ჯოელთან ხელიხელჩაკიდებული არასოდეს უვლია ყველას თვალწინ. ლიფტთან მიახლოვებისას, მათ ის ადამიანი შეხვდათ, რომლის გამოც დაიწყო ეს ყველაფერი. მისი მზერა უცბად შეიცვალა სიხარულიდან მრისხანებამდე, როცა წყვილი ერთად დაინახა. მისმა დაჭიმულმა სხეულმა და შეკრულმა მუშტებმა აჩვენეს, რომ მზად იყო კონფლიქტისთვის. - მოგესალმებით,- სემმა ზრდილობიანად დაუკრა თავი, თითქოს ვერ ამჩნევდა ჯოელის მრისხანებას. ვივიენმაც ოდნავ გაუღიმა, მაგრამ მისი მზერა ხანმოკლე იყო და უცბად გადაიტანა სემზე. ლიფტის კარი გაიღო და წყვილი შიგნით შევიდა. სემმა ვივიენს ხელი უფრო მაგრად ჩასჭიდა, თითქოს მისი მტკიცე მხარდაჭერა სურდა ეჩვენებინა. - რა ხდება აქ? - მკაცრი ტონით იკითხა ჯოელმა და ლიფტის კარი ხელით დაიჭირა. თვალები ნელ-ნელა ნაპერწკლებად აენთო,- რატომ ხართ ერთად? - არ ვფიქრობთ, რომ შენ ეს რამით გეხება,- არცერთი არ იგრძნო, რომ რაიმე ახსნის ვალდებულება ჰქონდათ. ჯოელმა კიდევ უფრო მეტად შეკრა მუშტი, სახე შეეჭმუხნა. - ვფიქრობ, ძალიან კარგად მეხება,- ხელი კიდევ ერთხელ გაიწოდა და დასახურად დაძრული ლიფტის კარი კიდევ ერთხელ გააჩერა,- ვივიენ, მითხარი, რა ხდება. - ჯოელ, ჩვენ ორივე ზრდასრულები ვართ. არ მგონია, შენთვის რაიმეს ახსნა არის ჩვენგან საჭირო,- ამაყად გასწორდა და მამაკაცს გვერდულად გახედა, სემის ხელი წელზე შემოეხვა მჭიდროდ. ჯოელი წამიერად შეჩერდა, შემდეგ სწრაფად დაიძრა ვივიენის ყელისკენ, თუმცა სემმა სწრაფად შეაჩერა მისი ხელი. - მის სიახლოვეს აღარ დაგინახო, თორე ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს,- მკაცრი ხმით თქვა. ჯოელი გააფთრებული იყო. - შენ ვინ გგონივარ, სემ? ვივიენი ჯერ კიდევ ჩემი ცხოვრების ნაწილია! - მან არჩევანი გააკეთა. - ასე არ დამთავრდება,- სემს თვალებში მრისხანედ შეხედა და აქამდე გაკავებული ხელი მთელი ძალით გამოგლიჯა. - გეყოფა, ჯოელ,- იყვირა ვივიენმა,- ჩვენ ერთმანეთთან დავასრულეთ უკვე. შენ არ გეხება მე ვისთან ვიქნები და ვისთან არა. მორჩა შენი მმართველობა,- ჯოელმა ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ ისევ გაბრაზებული იყო. - მე ამას ასე არ დავტოვებ,- წამოიძახა და კბილებში გამსკდარი ხმით დაამატა,- თქვენ ეს ძალიან ძვირად დაგიჯდებათ. - თუ ასე ფიქრობ, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილება შენს გავლენაზე არ არის დამოკიდებული. ჯოელმა კვლავ გააფთრებული მზერა მიაპყრო წყვილს, შემდეგ სწრაფად მოტრიალდა და წასვლა გადაწყვიტა. სემმა და ვივიენმა ერთმანეთს გადახედეს, შეშფოთებითა და მზადყოფნით, მაგრამ მაინც მტკიცედ იდგნენ. ლიფტის კარი დაიხურა თუ არა, ვივიენის სხეული მოეშვა და სემის მკლავებს დაეკიდა, მისი დაძაბულობა ნელ- ნელა გაქრა, მამაკაცის ხელი მის თმას რომ შეეხო და მისი სითბო იგრზნო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.