შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულიდან მომავლამდე (ნაწილი მეექვსე)


1-07-2024, 02:25
ავტორი Ninne
ნანახია 1 474

დილის მზის სხივებმა დაუფრთხეს ძილი ქეთას. დაუკითხავად შემოიპარნენ ოთახში და ანცი კოცნები დაუტოვეს მთელს სახეზე. უკმაყოფილომ გაახილა თვალი. გარემო ეუცხოვა. უცებ ვერ აღიდგინა, სად იყო. საწოლიდან წამოიწია. ეს რა აცვია? ხელი იტაცა. საშინლად სტკიოდა კერტები. ძლივს აღიდგინა მომხდარი. არ იცოდა, უნდა ენანა თუ არა. ალბათ არა! მაგრამ ერთი პრობლემა იყო: დათას მექალთანეობა. კი უთხრა, შენს საეჭვიანებლად ვაკეთებდიო, მაგრამ ვინ იცის? ისეთი გოგოები ახვევია დათას გარშემო, გაუჭირდება მათთან კონკურენცია. არაა დარწმუნებული დათას გრძნობებში. ან რა გრძნობებში? სიყვარული აუხსნა თუ რა? ერთი უთხრა, შენს მიტოვებას არ ვაპირებო და ამანაც დაიჯერა.
- ღმერთო რა სულელი ვარ! - ჩაილაპარაკა თავისთვის.
- ვის ელაპარაკები? - ღიმილით შემოვიდა ოთახში დათა, წელზე პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული. - მე ვივარჯიშე, გადავივლე და შენ ისევ გძინავს. ადექი, ვჭამოთ!
- გადი შენ, ჩავიცვამ და გამოვალ.
დათას ჩაეღიმა.
- შენი ტანსაცმელი მისაღებშია. ჩემი მაისურით მოგიწევს გამოსვლა სამზაეულოში. მინდა გითხრა, რომ ასეთ ფორმაში უფრო მომწონხარ. - მიუახლოვდა.
ქეთა შეიშმუშნა. დათა საწოლზე ჩამოუჯდა, თავი ააწევინა და ჯერ ნაზად შეეხო ტუჩებზე, მერე უფრო მომთხოვნი და ვნებიანი გახდა მისი კოცნა. იდილია ტელეფონის ზარმა დაარღვია. დათას ურეკავდნენ.
- ალო! რა გაყვირებს? დამშვიდდი... კი აქაა! - ნაწყვეტ-ნაწყვეტ სცემდა პასუხს ვიღაცას. მერე ქეთას მიაწოდა ტელეფონი. - მანჩოა...
ქეთამ მობილური ყურთან მიიტანა და იქიდან მანჩოს კივილი ისმოდა:
- სად ხარ, სად? ლალისთან ათასი ტყუილი მოვიგონე, გაგეფრთხილებინე მაინც! ან ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული?
- ყველაფერს აგიხსნი, დამშვიდდი, გთხოვ! - ძლივს დაამშვიდა გაგიჟებული მანჩო.
დათა ოთახში აღარ იყო. ქეთა ადგა და სამზარეულოს მიაშურა.
- მანჩოსთან უნდა გავიდე. ძალიან უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი.
- ვისაუზმოთ და მე გაგიყვან. ნუ ნერვიულობ, ოღონდ! - ჩაეხუტა დათა. ქეთამ საოცარი სიმშვიდე იგრძნო. თითქოს დათას სხეულიდან იღვრებოდა ეს სიმშვიდე და ქეთას ავსებდა. ამ წამს ისე სჯეროდა დათასი, როგორც არავისი. თითქოს ძველი დრო იყო, ოღონდ დათას როლი შეცვლილიყო.

- კარგი, ლალისთან არ დარეკე და მე მაინც რატომ არაფერი მითხარი? - ვერ მშვიდდებოდა მანჩო.
- ხომ გითხარი, რაც მოხდა? მეც არ ვიცი, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. და გთხოვ, ნუ მეჩხუბები. ისედაც მეშინია, რომ დათას დავკარგავ და ძალიან გამიჭირდება. თავში ყველაფერი არეული მაქვს. ინსტინქტურად სულ მისკენ მივიწევ. თითქოს მიზეზი არ მაქვს, რომ ეს ვიფიქრო, მაგრამ მაინც მეშინია, რომ მიმატოვებს.
- ასე როგორ შეიცვალე? - შეჰყურებდა მანჩო. - აქამდე რომ არ მცნობოდი, ვიფიქრებდი, რომ სულელი და იმპულსური ხარ. მაგ ვირს, აშკარაა, რომ წლების განმავლობაში უყვარხარ.
- კაი რა. ეგ არაა სიყვარული. უბრალოდ, ყველა ქალისგან განებივრებული იყო ყურადღებით, მხოლოდ მე ვიყავი, ვისაც არ აინტერესებდა, როგორც კაცი. მე კი, სულელივით ავცანცარდი და მგონი მიყვარს.
- მგონი? - გადაიხარხარა მანჩომ. - ერთადერთი კაცია, ვინც მიიკარე, თორემ სიკვდილამდე ქალიშვილი ივლიდი. ისე, - ხმა იდუმალი გაუხდა- მომიყვები?
- კაი რა! რა უნდა მოგიყვე? - გაწითლდა ქეთა.

ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. კვირა დღე სახლში გაატარა ქეთამ. არაფერი ხდებოდა. სულ არ ჰქონდა სამსახურში წასვლის განწყობა. ვერ იტანდა ორშაბათს. სამსახურში მისულს ნიკა გადაეკიდა, შესვენებაზე ერთად ვისადილოთო. ვერაფრით მოიშორა თავიდან. იცოდა, დათას არ მოეწონებოდა, ნიკასთან ერთად რომ დაენახა, თუმცა, ეს ბიჭი არ ნებდებოდა. ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო:
- კარგი, ახლა წამოვალ, მაგრამ სხვა დროს აღარ მთხოვო!
თანამშრომლებისთვის სპეციალური სასადილო იყო, მაგრამ ქეთა ძირითადად იქვე ახლომდებარე კაფეში სადილობდა მანჩოსთან ერთად. ნიკას სხვა კაფე უნდოდა, მაგრამ ქეთამ თვალები დაუბრიალა. ნამდვილი ფსიქოლოგიური მოძალადე იყო ეს ბიჭი.

- ქეთა, სალაპარაკო მაქვს... - დაიწყო ნიკამ - მინდა, რომ ვცადოთ...
- ვერაფერს ვერ ვცდით! - მოკლედ მოუჭრა ქეთამ - აქ სწორედ ამიტომ გამოგყევი, რომ მეთქვა: ჩემთან შანსი არ გაქვს. ამიტომაც, სჯობს, რომ აღარ შემაწუხო. - წამოდგომა დააპირა.
ნიკამ მაჯაში ჩაავლო ხელი:
- ადრეც გითხარი, რომ თავს არ დაგანებებ! მაგისი იმედი არ გქონდეს. ან ჩემი გახდები, ან - არავისი!
- ხელი გამიშვი! - ქეთა ცდილობდა კონტოლი არ დაეკარგა.
- რა ხდება აქ? - უცებ ნაცნობი ხმა გაიგო. დათა თითქოს მშვიდი სახით იდგა, თუმცა თვალებში მრისხანება უდუღდა. - ახლავე გაუშვი ხელი, თორემ მოგტეხავ!
- შენ ვინ ხარ საერთოდ? - აგდებულად მიმართა ნიკამ. ამასობაში ქეთამ ხელი გაითავისუფლა.
- თავი წარგიდგინო? დათა მეტრეველი და ქეთას შეყვარებული. - ჩვეული ირონია ჩააქსოვა სიტყვებში.
- არ მჯერა! - თვალებით გაბურღა ნიკამ.
- ძაან , შენ რა გჯერა! ქეთას შეაწუხებ კიდევ და შენს თავს დაბრალე! - მოუჭრა დათამ. ქეთას ხელი ჩაჰკიდა და გარეთ გაიყვანა. მანქანაში ჩასხდნენ.
- ხელი გტკივა? - მზრუნველად შეეკითხა.
- არა, ისეთი არაფერია. - მსუბუქად გაუღიმა ქეთამ.- მალე შესვენება დამიმთავრდება და უნდა შევიდე.
- კარგი. საღამოს გნახავ, არაფერი დაგეგმო. - ლოყაზე აკოცა დათამ.

მოუსვენრად იყო სამსახურში. დრო თითქოს გაიწელა. თან ხვდებოდა, რომ დათასთან სერიოზული საუბარი ელოდა და ნერვიულოვდა. ცალკე მანჩომ ეჩხუბა, რატომ არ დამელოდე, მარტო რატომ გაჰყევი იმ შტერ ნიკასო. არადა, ეგონა, თავიდან მოიშორებდა და ის რა თავხედი ყოფილა. რომ არა დათა, რა მოხდებოდა ნეტა? გაუჭირდებოდა ნიკას მოშორება.
სულ ასე იყო დათა. აბეზარ თაყვანისმცემლებს უცებ მოაშორებდახოლმე. სულ იცავდა, სულ გვერდში ედგა.
როგორც იქნა, 6 საათი გახდა. მანჩო და ქეთა შენობიდან გამოვიდნენ. დათას "ლექსუსის" ჯიპი დალანდა ქეთამ და იქით წავიდა. ჩუმად ჩაჯდა.
დათა მანქანას არ ძრავდა.
- ქეთა, მისმინე, - მძიმედ დაიწყო საუბარი - შენ ხომ გინდა, რომ ჩვენ ერთად ვიყოთ?
ქეთამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ დათამ გააწყვეტინა:
- კი ან არა!
ქეთამ უხმოდ დაუქნია თავი.
- მე შენ გენდობი. - გააგრძელა დათამ - მაგრამ შენ როცა ჩემი ქალი გქვია, ვიღაც სირს მიპატიჟებაზე არ უნდა დათანხმდე, მითუმეტეს იცი, რომ გულგრილი არ არის. შენ რომ დამინახო კაფეში ვიღაც გოგოსთან ერთად, ვისაც ვევასები, გაგისწორდება?
ქეთამ თავი დახარა.
- არ გაგისწორდება, ისევე, როგორც მე. ეს უკვე ჩემს თავმოყვარეობას ეხება. შემიძლია ყველაფერში გაგიგო, მაგრამ ჩემს თავმოყვარეობას არ უნდა შეეხო. იმედია, სწორად გაიგებ რაც გითხარი. ჩემს ქალს ვერავინ შეეხება და არც შენ მოგცემ ეჭვიანობის მიზეზს. ახლა სახლში გაგიყვან. მამაჩემს ვეხმარები რაღაც საქმეებზე. მოვიცლი და გნახავ.

ქეთა ცუდად გრძნობდა თავს. უნდოდა გაბრაზებულიყო დათაზე, მაგრამ გულის სიღრმეში იცოდა, რომ მართალი უთხრა. მთელი საღამო დათას ზარს ელოდა. მხოლოდ ძილის წინ მოწერა და მშვიდობიანი ღამე უსურვა.
მომდევნო 2 დღეც მხოლოდ რამდებიმე მესიჯით შემოიფარგლა. ქეთა ადგილს ვეღარ პოულობდა., თუმცა, არ უნდოდა, ინიციატივა თავად გამოეჩინა. გაბრაზებული მანჩოსთან იოხებდა გულს.
და აი, რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ გამოჩნდა მისი უდიდებულესობა.
უკვე ღამდებოდა, რომ დათას ზარი შემოვიდა.
- დაბლა გელოდები, ჩამოდი. - როგორც იცოდახოლმე, მოკლედ მოუჭრა



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

გაგრძელება როდის იქნება

 


№2 სტუმარი gogona

მომეტსონააააა დზქაააან

 


№3 სტუმარი ნია

გააგრძელეთ გთხოოვთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent