შენ აგირჩიე! (ნაწილი 6)
-ჰო მამა-შემოსულ ზარს ვუპასუხე. -სად ხარ მამიკო?-თბილად მკითხა. -სამსახურში სად ვიქნები-ყურმილი კისერსა და მხარს შორის მოვიქციე და საბუთებში ბოდიალი გავაგრძელე. -გაქვს დრო? -სადღაც 15 წუთში ვასრულებ მა, ძაან საჩქაროა? საბუთები უნდა ავტვირთო. -კი კი, დედაშენმა ყავა დავლიოთო და მეთქი დავურეკავ იქნება ეცალოს თქო, მოგაკითხავ მაშინ. ეზოში ჩასულს მამა და დედა დამხვდნენ, ყავის დასალევად წავედით. -ირმა გადაირევა მის გარეშე რომ ვართ-გაიცინე და ცხელი კაპუჩინო მოვსვი. -ფული გამომძალა და სასეირნოდ წავიდა კლასელთან ერთად-გაიცინა მამამ. -რა ხდებოდა, რატომ დამირეკე?-გავახსენე ცოტაწნის წინანდელი ზარი. -შვებულება რომ აიღო და სოფელში წახვიდე 2 დღით შეგიძლია? -რა ხდება რო? -ჩხაკაურაში მიდიან ყველა და ბებია და ბაბუ იქნებიან მარტო, ბაბუს წნევების ამბავი ხომ იცი და იქნებ გაუჩერდე. -მე სკოლას ვერ დავტოვებ დე და მამიკო კიდე სამსახურის გამო ვერ წავა, ხომ იცი. -დარწმუნებული ხართ, რომ ეგაა მიზეზი და არ გინდათ, რომ ბათუმს მომაშოროთ ცოტახანს?-გამეცინა. -კი დარწმუნებული ვართ-გაიცინა ინგამ და სკამს გემრიელად მიეყრდნო. რომ მივედით სახლში, სოფოს დავურეკე და ვუთხარი რომ 1 კვირით ვიღებდი შებულებას და ცხრილში მიეთითებინა. დილით სოფელში მივდიოდი, თითქოს კარგიც იყო ეს ყველაფერი. შემოსული შეტყობინება და ისეც არეული ჩემი ხასიათი. -როგორ ხარ?-ბანალურობის ღმერთი ხარ უჩა. -ჩემი საუბრიდან რომელი წინანდადება იყო გაუგებარი? -ყველა გასაგები იყო მილა, მაგრამ მე ჩემი სიტყვა დაგიტოვე და გითხარი, რომ მოვაგვარებ. -რატომ ხარ ეგრე დარწმუნებული? -იმიტომ რომ ღმერთი ხედავს, რომ ცუდ საქმეს არ ვადგავარ და მჯერა, რომ მოგვარდება ეგ ამბავი. -ეჭვი მაქვს. -შენ? -რა მე? -შენ არაფერს განიცდი? -რას გულისხმობ უჩა? -საერთოდ არ ხარ კარგად ჩემთან, საერთოდ არ გაქვს სურვილი, რომ ვიყოთ ერთად მილა? -პატარა ბიჭივით მეკითხები. -წრფელი ინტერესია. -ცუდად არ ვარ, როცა ახლოს ხარ-თავს უფლება მივეცი მართალი ვყოფილიყავი და არ დამემალა მისთვის. -აი ეგ სრულიად საკმარისია, მართლა საკმარისია მილა. -მართლა არაფერი ვიცი. -გაქვს დრო რომ მნახო? -კორპორატიულზე მივდივარ დღეს ყმაწვილო-მილა, შენ იკლავდი თავს მომშორდიო და ახლა კაი შეყვარებულივით ემესიჯები, საკუთარ თავს გავუწყრი-რა ხდება რო? -რაღაც მომენტები მინდოდა გამევლო და რა ხდება? -კომპანია 10 წლის გახდა და აღვნიშნოთ უნდა. -მიგიყვან. -ხომ იცი ჩემი პასუხი. -მაშინ მოგაკითხავ, მინდა რაღაც მომენტი გავიარო თქო, გთხოვ. -კარგი, წამოსვლამდე 15 წუთით ადრე მოგწერ. -კარგი, შენს შეტყობინებას ველოდები მაშინ. -ნუ დადგები რესტორნის წინ ახლა და ნუ დაიწყებ ლოდინს, ვიცი შენი ამბავი. -იმდენად ლამაზი არ იყო, რომ დამავიწყდეს რის თქმას ვაპირებდი. -ისევ შენი ფლირტი. -არ ინერვიულო, დავიხვეწები. ავდექი, აბაზანაში შევედი და მომზადება დავიწყე, მისი ნათქვამი გამახსენდა და ამიტომაც მაქსიმალურად გამომწვევი კაბა ჩავიცვი, წელამდე თმა დავიხვიე, საკმაოდ მკვეთრი მაკიაჟი გავიკეთე, მაღლები მოვირგე და პირველად ჩემებს დავენახე. -დედიკო მოგიპარავს ვინმე-გაიცინა და დამატრიალა. -მამა, რაღაცას მალავ? რა დღეა დღეს ასეთი? -კარგით რაიყო ხალხო-გამეცინა-კარგად გამოვიყურები? -კარგად მსუბუქად ნათქვამია-გამოაცხადა დედამ. -ახლა უჩამ დაგინახოს, ნიშადური დაჭირდება-ეს ხუმრობა მეუცნაურა და თითქოს იმედი გამიჩნდა. -ნელა იყოს, ყბა არ ჩამოუვარდეს-გავიცინე და საბოლოოდ გავედი სახლიდან. ტაქსი გამოვიძახე და მისულს ყველას ჩემს ჩაცმულობაზე და ვიზუალზე ჰქონდა აქცენტი გაკეთებული. -არა, გავვოცდი თქო რომ გითხრა, მსუბუქად ნათქვამია-წამოიძახა სოფომ. -გაფიცებ, სად მალავდი შენში ამ ქალღმერთს-მარიკას ნათქვამზე ყველას გაგვეცინა. დავიწყეთ მოლხენა, ალკოჰოლის დალევა გეგმაში არ მქონდა, მაგრამ მოჰიტო მაინც დავლიე. -როგორ მიდის საქმეები?-შეტყობინების ხმა გავიგე. -ძალიან კარგად. -მიხარია, რომელზე მოვიდე? -10ზე მომაკითხე. -2 საათი როგორ გავძლო ახლა? -რომ გნახავ უარესს გეტყვი. -რა ხდება? -გნახავ და გაიგებ. 2 საათიც მალევე მიიწურა, უკვე ვიშლებოდით და აივანზე გამოვედი სანამ წავიდოდით, სოფოს ფოტოს გადაღება უნდნოდა. ისევ მანქანას მიყრდნობოდა ბატონი უჩა და სიგარეტს ეწეოდა, ამჯერად, მხოლოდ ერთ ღერს, ამის დანახვისას წინა დღის ინციდენტი გამახსენდა და გამეცინა. -უჩა..-მხარზე ხელით შევეხე, რომ მეცნობებინა მოვედი თქო. -ბოდიში, ვერ შეგამ...-გაშრა, ნერწყვი ძნელად გადაყლაპა და კარგად შემათვალიერა. მისი სახის გამომეტყველება, სამწუხარიდ არვიცი რისი მომასწავლებელი იყო, მაგრამ იმ მომენტში ვიფიქრე, რომ ბოლო დღე იყო ჩემი სიცოცხლის. -ეს რაარი?-საჩვენებელი თითის მოძრაობით მანიშნა ჩემივე თავზე. -არ მოგწონს?-მეც თითქოს ვერ გავიგე რა ხდებოდა. -მილა, ეს რაარი თქო? გაფიცებ ყველაფერს, კაბის ჩაცმა დაგავიწყდა? -ოოფ კარგი რა, ეგ რა ნათქვამია. -რა კარგი გოგო, რა ვიდზე ხარ. -მერე და შენ რა? რა გაწუხებს. -გული მიგრძნობს, არ დაამთავრებ შენ კარგად-ამოიოხრა და კარები გამიღო. -ოფ, არ მოგწონს და კარგად რა, წუწუნა ადამიანო-ჩავიბურდღუნე. გული დამწყდა, სინამდვილეში, ხომ მისთვის გამოვიპრანჭე, მინდოდა მოვწონებოდი და ლამაზი ვყოფილიყავი, არა ისეთი როგორიც ზოგადად ვარ, სხვანაერი, განსხვავებული. -დაჯექი ახლა. -არ მოგყვები საერთოდ, რას მოდიოდი, რომ მოდიოდი. -მილა დაჯექი მეთქი, რას მებავშვები. -აი, გარეგნობა არ მოგწონს, ჩაცმულობა არ მოგწონს, ახლა თურმე ხასიათიც არ მოგწონს. -გთხოვ, დაჯექი მანქანაში. -ცუდი ადამიანი ხარ და იცოდე-გამოვაცხადე და დავჯექი. მიახლოებით 20 წუთი ვიარეთ, უცნაური იყო, რომ ხმა არცერთს არ ამოგვიღია. -მოვედით-რაღაც ახალი რესტორნის წინ გააჩერა და გადმოვიდა, მანქანას მოუარა და კარები გამიღო. -მეგონა მარტო ღრიალი და მუქარა შეგეძლო, ყოფილა შენში რაღაც ადამიანური-გავიცინე და მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე, რომ გადმოვსულიყავი. -როგორ მინდა ხოლმე ეგ ენა ამოგაძრო, შენ აზრზე არ ხარ. რესტორანძი კლასიკურ-რეტრო დიზაინზე იყო აწყობილი და საკმოად მყუდრო გარემოს ქმნიდა, დავსხედით ფანჯარასთან, როგორც მივხვდი, მაგიდა წინასწარ ჰქონდა დაჯავშნილი, შეკვეთა მივეცით და ერთმანეთს ვუყურებდით. სასწაულად უხდებოდა ბეჟი ფერის ტილოს პერანგი, კლასიკური, ისევ ტილოს შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი, ისევ საათი ხელზე და სუნამო, რომელიც სიგარეტის სუნში საკმაოდ გემრიელად შერეულიყო. -მინდა საუბარი დავიწყო, მაგრამ იმდენად ლამაზი ხარ, იმდენად სასწაული ხარ, აზრი რომელიც თავში მომდის, ვერც ვიჭერ ისე გარბის სადღაც. -თუ გინდა დაგელოდები და დატკბი ჩემით-გავიცინე და მაცდურად მოვჭუტე თვალები. -ეგრე აღარ ქნა. -ძალიან უჟმური ხარ. -მოკლედ, მე დავიწყებ და თუ რამე კითხვები გექნებ,ა მკითხე და გავიაროთ, რაღაც საკითხები. -გისმენ. -1. მე რომ შენს დათმობას არ ვაპირებ, ეგ უკვე ვთქვი და მგონია, გასაგებად ვთქი, ამ დღეებში ყველაფერს ისე დავალაგებ და მოვაგვარებ, როგორც საჭიროა და როგორც უნდა იყოს. 2. ჩვენ ვიქნებით ერთად, გინდა ეს შენ თუ არა, დარწმუნებული ვარ, რომ შენ ეს გინდა, მაგრამ გჭირდება დრო და მომენტების გავლა გინდა, მანამ სანამ მეტყვი პასუხს, ამისთვის მზად ვარ და დაველოდები შენს პასუხს მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. 3. მე დებილი არ ვარ, ალბათ ბევრისთვის სამწუხაროდ და ვიცი უმთავრესი მიზეზი რა არის შენების, ეს ჩემი ოჯახია, ის სიტუაცია, რაც იქ არის და ასე ვთქვათ საცხოვრებელი წესები, ერთს გეტყვი, თვალებში ვერ ჩაგხედავს ვერავინ, დანარჩენს ამ თემაზე იქ ვისაუბრებ, სადაც საჭიროა. 4. სიგიჟემდე მიყვარხარ, იმდენად ბევრს ნიშნავ ჩემთვის, რომ მზად ვარ ყველას, ვინც წინააღმდეგია. სახე მივუშვირო და სილა გამაწნან, ოღონდ არ მითხრან უარი შენთან ყოფნაზე, იმედია აქამდე არ მიაწევს, მაგრამ რომც იყოს საჭირო, მზად ვარ ეს გავაკეთო. და ბოლო 5. პირველი გოგო მინდა. სიმშვიდე ისადგურებდა ჩემს სულში და ისე ვუსმენდი, როგორც პირველად ნამღერ დედის იავნანას უსმენს პატარა ბავშვი, ისე მესიამონა მისგან მსგავსის მოსმენა, მივხვდი, რომ ის ჩემი საუბარი, ყვირილი, მისთვის არ ყოფილა ცუდად დასამახსოვრებელი და ზუსტად ისე გაიგო ჩემი საუბარი, როგორც უნდა გაეგო და ეს ბედნიერს მხდიდა. -მეც გოგო მინდა პირველი-3 წუთიანი სიჩუმის მერე ვუპასუხე. გაშეშებული მისმენდა და არ მაცილებდა თვალს, თვალების მოძრაობით ვხვდებოდი სად მიყურებდა, მზერა ხან თვალებზე ჰქონდა შეჩერებული, ხან ცხვირზე, ხან თმაზე, ხან ლოყებზე და ბოლოს ტუჩებზე რომ დამაკვირდა, მეც ინსტინქტურად გავილოკე ტუჩები. -ანუ რა გამოდის?-ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი და ისევ ტუჩებზე დამაკვირდა. -რამოდენიმე დღეზე ისე ვგრძნობ შენთან თავს, როგორც არასდროს არავისთან, არ მანანო ის, რასაც ახლა ვიტყვი. -ყურადღებით გისმენ მილა-ნერვიულობისგან ხელები შეკრა და ერთმანეთშ ძლიერად გაუსვა. -ვცადოთ ერთმანეთზე შეგუება და ურთიერთობის დაწყება,მაგრამ მინდა ის პრობლემა, რომელიც წამოჭრილია მოგვარდეს. -მე ვერ დაგპირდები ხვალ დილისთვის აღარ იქნება ეს პრობლემა თქო, ეს ინფორმაციის გაგება არაა სამწუხაროდ, მაგრამ გპირდები, რომ მაქსიმუმ 3 დღეში, ყველაფერს დავალაგებ. -კი ბატონო, რაც შეეხება შენს ჩამონათვალს, ოჯახს ვერ და არ დაგაკარგინებ, მე ჯერ არ ვიცი ვინ არიან და როგორები, იქნებ მათ ისე მოვეწონო, რომ საკმაოდ კარგ ურთიერთობაში ვიყოთ და თუ კი ეს არ გამოვიდა, სიტუაციიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ, ის, რომ ჩვენ ერთად ვიქნებით ამას ვიაზრებ, მაგრამ ვერ ვიგებ ესეთს რას შვრები, რომ ჯერ 1 კვირაც კი არ გასულა და თავდაყირა დააყენე ჩემი ცხოვრებაც და ჩემი ემოციებიც, მე არ გეტყვი მიყვარხარ თქო, არ მინდა ეს ტყუილად ჩამეთვალოს ახლა, მაგრამ ის რომ მაქვს სიმპატიები და როგორც მამაკაცი მომწონხარ უჩა, შენთან დაცულად და მშვიდად ვგრძნობ თავს ფაქტია, ამ მდგომარეობაში ჩემი თავი დიდი ხანი არ მინახავს. -ეს სიტყვები საკმარისია. მილა, ხომარ გცივა? -არა რა სიცივე, იწვის ქვეყანა. -იქნებ გცივა და ვერ ხვდები? პლედს მოვატანინებ. -უჩა ამ გაგანია სიცხეში რა პლედი მოგინდა? -ღმერთო საბრი მომეცი ამის ხელში-ხელები სასაცილოდ აწია მაღლა, თითქოს ღმერთს ელაპარაკებოდა. -ეხლა რაღა გინდა, ისევ ჩემს კაბას ერჩი. -არ ვერჩი, ულამაზესი ხარ, იმდენად ლამაზი ხარ, შენ აზრზეც არ ხარ, ეგ შავი კაბა სასწაულად გშვენის, ეგ მაღლებიც, ჩანთაც, ნაზად დახვეული თმები შენს სინაზეს და ქალურობას უფრო უსვამს ხაზს და მაკიაჟიც უდაოდ შენი ნაკვთების გამოსაკვეთად არის მოგონილი. -კომპლიმენტისთვის მადლობა, მაგრამ, თუ კი ეგრეა, რა გინდა? -ის, რომ თუ კი მიმოიხედავ, მიხდები, რომ ამას მხოლოდ მე არ ვამჩნევ-გამეცინა. -ადრეა ჯერ ეჭვიანობისთვის, არ ფიქრობ?-მაცდურად ვუყურებდი. -დამიჯერე არაა და მოვერიდოთ ეგეთ სიტუაციებს, სადაც ჩემთან ერთად იქნები, შიშველმა იარე თუ გინდა, შენ როგორც გაგიხარდება და გესიამოვნება, მაგრამ, მარტომ მოერიდე, მაინც ყოველი შემთხვევისთვის. -აი ეგეთი საუბარი უკვე მომწონს-გავიცინე-ისე უცნაური რა არის იცი? -რა აბა?-მკითხა და თან სალათა გააქანა პირისკენ-გემრიელია-აღმოხდა გაკვირვებულს. -ის, რომ შენ ჩემზე ყველაფერი, მე კი შენზე არაფერი არ ვიცი.-წარბები ზემოთ ავწიე და დავაკვირდი. -ეგ აღარ მიფიქრია ამ ამბებში-გაიცინა და ჩანგალი დააბრუნა თეფშზე. -გისმენ აბა, სისხლის ჯგუფი არ მინდა. -უჩა ვარ ვარშანიძე, 28 წლის, ვიზუალურად კი მხედავ, ვმუშაობ სამშენებლო კომპანიაში, მყავს 3 და-აქ გაიცინა-სამივე გათხოვილია, მე ვარ მხოლოდ ბიჭი, ნუ გეშინია სტანდარტული სიტუაცია არ გვექნება-ისევ გაიცინა-ვარ მუსლიმანი, როგორც შენ, ვლოცულობ, ვკითხულობ, დავდივარ ჯამეში, ვეწევი სიგარეტს, მოსაწევს და მსგავსს არ ვეკარები, ვსვამ ხოლმე, სიტუაციას გააჩნია, მაგრამ ცუდი სიმთვრალე ნამდვილად არ მაქვს, მოღალატე და მოძალადე არ ვარ-ისევ სიცილი-მაგრამ ცოტა რთული ხასიათი მაქვს, რომ იცოდე მაგიტომ ვამბობ, ვარ ეჭვიანი და უკიდეგანოდ მესაკუთრე. და არის ერთი რაღაც. -რა აბა? -3 თვით ვიჯექი-ამის თქმისას შეყოვნდა და დამაკვირდა. -მიზეზი?-არც კი გამკვირვებია, უბრალოდ დავვინტერესდი. -არავინ არ მომიკლას ნუ გეშინია, საბუთების ამბავი იყო. -საინტერესოა ყმაწვილო, ეგ არ წარმოადგენს პრობლემას, ფაქტია, რომ გვირილებით მორთულ ბაღში არ დარბოდი თავზე მორთული ყვავილების გვირგვინით, რაღაც მსგავსს ველოდი, რომ არ დაგიმალო-გავუღიმე და ვანიშნე, რომ ყველაფერი რიგზე იყო-ისე რაღაც მაინტერესებს, როგორც სტანდარტულ გოგოს. -მკითხე. -ბოლო ურთიერთობა როდის გქონდა? -5 წლის წინ-ეგრევე მიპასუხა. -და ამდენ ხანს არ გქონია ურთიერთობა? -ცოტა ცუდად მოხდა რაღაცეები და მაგიტომაც არ მიფიქრია ოჯახზე მაგის მერე. -ბოდიში, არ მინდოდა გამეხსენებინა. -არა, პირიქით, მინდა იცოდე ყველაფერი, ზუსტად იმ პერიოდში, როცა ჩამსვეს, ნუ ეგ გამოძიების პერიოდი მომიწია ყოფნა, როგორც კი ჩამსვეს მამხნევებდა და ამბები, ფაქტი იყო რომ გაცივდა და მესმოდა მისი, მაგრამ რომ გამოვედი არ ეცალა, ხან რა მიზეზს ნახულობდა რომ არ ვენახე და ხან რა, ბოლოს ეჭვი რომ გამიჩნდა, ქალაქიდან გავდივარ 2 დღით თქო ვუთხარი, რეალურად არსად არ წავსულვარ, მთელი დღე კუდში ვყავდი და ბოლოს თურქთან ერთად რომ ვნახე სასტუმროში, დავამთავრე ყველაფერი. -უსიამოვნო სიტუაციაა. -ჭკუის სასწაულებელია თქო ვამბობ და როგორც ლევანი ამბობს, ლევანი ჩემი ბავშვობის ძმაკაცია, ჩემი სული და გულია. -მეგონა მე ვიყავი სული და გული-გავიცინე. -ძმაკაცებზე ეჭიანობას არ ვართ-ხმამაღლა გადაიხარხარა-ლევანმა მითხრა იმ დღეს, რომ დარწმუნებული ვარ, მაღალი ღმერთი უკეთეს ადამიანს გიმზადებს და მაგიტომაც მოგაშორა ესო და საკმაო დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად რაც მითხრა და მართალი რომ იყო, ზუსტად 2 წლის და 6 თვის წინ დავრწმუნდი. -ვფიქრობ, ლევანი რაღაცაში მართალია-სევდა ჩამაწვა წარსულის გახსენებისას. -ვიცი ჩემი საქმე არაა, მაგრამ რა მოხდა შეგიძლია მითხრა? როცა მე ჩავედი და ვესაუბრე შეშინებული იყო თითქოს. -ოოო რთული ამბავია ეგ-სიმწრის ღიმილი იყო ალბათ. -თუ კი არ თვლი საჭიროდ არ მითხრა. -წელიწადზე მეტი ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე სამუშაოდ თბილისში გადავიდა და უაზრო ბავშური საქციელები დაეწყო, გაიბუტებოდა რაღაცაზე და უნდა გაგერკვია და გემათხოვრა ყურადღებისთვის, რაც მე არ მახასიათებს, მეთქი რომ გადაგივლის შემეხმიანე, საბოლოოდ კონფლიქტი ერთად ღამის გატარებას მოყვა-ამის თქმის დროს უჩას რომ სახე დაეძაბა მივხვდი. -რას გულისხმობ?-გამოსცრა კბილებს შორის. -შეპარვით, თუ პირდაპირ უნდოდა, რომ ღამე გაგვეტარებინა ერთად, თითქოს და დიდი ხანია ვიყავით ერთად და რატომ ვიკავებდი თავს და მსგავსი სისულელეები, მაგრამ მე არ ვქენი, ამ საუბრიდან 1 კვირაში გავიგე, რომ ისევ ბათუმელ გოგოსთან მღალატონდა 2 თვის განმავლობაში და როცა დავსვი კითხვა პასუხად სასაცილო რამ მოვისმინე. -რაო აბა?-დაძაბულობა ემჩნეოდა. -შენ მოგეცა და არ წავიდოდი სხვასთანო. -! არაკაცი! ძვლებში დავამტრევ მაგას. -რაც იყო იყო, არ მინდა არც მაგ დროის გახსენება და არც მაგ ადამიანის. -ახლა ნამდვილად მჯერა, რომ ლევანი მართალი იყო-გაიღიმა და თვალებში გამალებით ჩამხედა-რაღაც რომ გთხოვო, შეიძლება? -კი. -შეიძლება ხელი ჩაგკიდო?-მისი ეს კითხვა, იმდენად ლაღი, ბავშვური და მორიდებული იყო, გამეღიმა და თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. მისი დიდი ტორი ნაზად და ფრთხილად შეეხო ჩემს ხელს და იმდენად დიდი სითბო ვიგრძენი მისი შეხებისას, სხეულში თითქოს დენმა გაიარაო. -ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადის ახლა. ცოტახანს კიდევ გავჩერდით და მანქანაში ჩავსხედით ისე, უეცრად რომ აღმომხდა. ----- ესეც შემდეგი თავი, არ ვიცი რამდედად დიდ თავებს ვწერ,მაგრამ ვცდილობ მაქსიმაურად, მოგწონთ იმედია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.