შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომკიდე ხელი - თავი მეცხრე


2-07-2024, 16:11
ნანახია 435

გავქვავდი. ხმის ამოღება და სიტყვის ამოთქმა ჩემს შე- საძლებლობებს აღემატებოდა. ენაჩავარდნილმა მხოლოდ ერთმანეთზე დაწებებული წამწამების თითო ოროლა ცრემლით დასველება და თვალების დახამხამება მოვახერხე.
ახლა ცრემლები ღაწვებზე თვალის კუთხეებიდან ნიკაპის მიმართულებით სწრაფად მოგორავდნენ და საბოლოოდ ნი- კაპთან ახლოს ერთდებოდნენ.
ჩემიცა და ნუცასიც.
თუმცა ნუცას ცრემლები უფრო სწრაფად მიიწევდნენ დანიშნულების ადგილისაკენ. იმისგამო, რომ ისინი ასჯერ და ათასჯერ მეტად დამძიმებულიყვნენ, ვიდრე ჩემი ორი წვეთი, წამიერითანაგრძნობით გამოწვეული პატარა ცრემლები. სიმძიმე ისეთივე გამაგიჟებელი ტკივილით იყო გამოწვეული, როგორსაც ღია ჭრილობაზე მარილის მოყრა განაპირობებს. ნუცა დუღდა. გულ-მუცელი ერთიანად ამოღადროდა და სისხლს შეუმჩნევლად ანთხევდა ცრემლის სახით.
აქ ნებისმიერი სიტყვა უადგილო და ზედმეტი იქნებოდა. ყველაზე მეტად კი ხელოვნურად ამოთქმული: „მესმის...“

არც ნუცას სჭირდებოდა აეხსნა ჩემთვის რამე. მხოლოდ წუ- თიერად წარმოვიდგენდი და მერემორჩა შენი თანაგრძნობა!..
რა გესმის, რა! ისიც კი არ იცი, სიტყვა „ძმა“ რას ნიშნავს! აბა კი! ზუსტად გაიგებ! აფრქვევ აქ მაღალფარდოვან აზრებს! ვინ ხარ შენ, სხვისი ტკივილი რომ გაიგო, ჰა?! შე უემოციო ვირო! ჰო, განიცდი შენც, მაგრამ ვინ ხარ, რომ პირიდან ამოუშვა სიტყვა: „ვიზიარებ“! რას იზიარებ, ტკივილს? ტკივილს როგორ გაიზიარებ ისე, თუკი არ გამოცდი! შე მატყუარა ადამიანო!
ვიცოდი, რაცუნდა მეთქვა, ნუცაზე გამაღიზიანებლად იმოქმედებდა და უბრალოდ იძულებულს გახდიდა, ეპასუხა ჩემთვის, ამიტომაც გადავწყვიტე არაფერი მეკითხა;თუმცა ამითაც ვაიძულებდი პასუხი გაეცა კითხვაზე: „რა მოხდა?“. რომ დამეტოვებინა და კლასისაკენ გავვარდნილიყავი, იძულებულს ვხდიდი ეთქვა:„სად მიდიხარ, დარჩი!“, თუმცა ბოლო ვარიანტს თუ განვიხილავდი, შესაძლებელი იყო, არც კი დაეძახნა ჩემთვის. ყველაზე ოპტიმალურად მაინც ბოლო მათგანი მივიჩნიე და ნელი მოძრაობით წამოვდექი. ნუცას თვალები ძირს დაეხარა და ხელი პირზე მიეფარებინა. აღარც კი შემოუხედავს ჩემთვის. უკვე თავისუფლად განვაგრძე სვლა.
-„ფუჰ! რა მხდალი, ხეპრე და საზიზღარი ხარ! მეგობარი ისე მიაგდე, არც კი გიკითხავს! შე გაიძვერა მატყუარა!“- საკუთარ თავს გულში ვუღრიალე და ზღურბლთან შევჩერდი. სარკმლიდან შევნიშნე, ბოლო გაკვეთილის ზარს ერთი საცოდავი წუთიღა აკლდა.
-„მივბრუნდე თუ არა... ოჰ!“-ამოვიკვნესე და მხარი ვიცვალე. კვლავ ფართო დერეფანს მივაშურე. იმავე ფანჯარას. არაფერი შეცვლიყო.
-ბოდიში... არ ვიცი, რა გითხრა, რადგან ვერც ვერასოდეს გეტყვი სიტყვას „მესმის“, უბრალოდ ვერ გავიგებ და მორჩა. არ მყავს ძმა, რომ მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ვიგრძნო,- პირდაპირ ვუთხარი.
-მართალი ხარ... იცი, არავინაა ბედნიერი. ცხოვრება მშვენიერი იქნებოდა, რომ არა სიყალბე, სიკვდილი და კიბო...
-ასეა... თუმცა ამასაც ვერ გავიგებ.
-ესეც ვიცი.
-დღეს 29 ნოემბერია.
-გუშინ 28 იყო.
-„ანუ გუშინ...“-გამიელვა თავში.
აღარაფერი მიკითხავს. რვა წამში ზარმა დაასრულა ყოველ- გვარი უხერხულობა.
ოჰ, ეს უმწეობა... ყველა როგორი უსუსურია სიკვდილის წინაშე...
ნეტავ ვინმეს დაუმარცხებია სიკვდილი?
არა. განა ღმერთის დამარცხება შესაძლებელია?!.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent