შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რამდენიმე ნაბიჯში [სრულად]


4-07-2024, 11:06
ავტორი ფარვანა
ნანახია 14 622

***
... You run it over
Straight out the night
You come from nowhere and are caught in my life ...
(Wolf Gang - Pieces Of You)

მატარებელი გაჩერდა და გოგონაც ირგვლივ შემოჯარული ბრბოს გარკვეულ ნაწილთან ერთად გამოვიდა ფართოდ შეხსნილ კარში, მათი რაოდენობის ნაჩვევ მასაში გაიკვლია გზა და ესკალატორისკენ დაიძრა მოზომილი, თუმცა სხარტი ნაბიჯებით.
იდგა მეტროსადგურიდან რამოდენიმე მეტრის მოშორებით გაჩერებასთან და მუქ ლურჯ, უკვე ქუფრგადაკრულ ცას, საქმეში ჩართულ მოზუზუნე ბრბოს, ქალაქსა და ლამპიონების ბაც, მბჟუტავ ყვითელ სინათლეს აკვირდებოდა თხილისფერი დაღლილი თვალებით. თუმცა აღსანიშნავია, რომ თავზე ყურსასმენებმორგებულს ხსენებული ხმები თვითონ სულაც არ აწუხებდა, ვერც გრძნობდა არსებობას, მხოლოდ იცოდა მათ შესახებ იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცნობდა ამ სიჩუმის ხმაურს. მას ხომ სურდა ეს თუ არა, მაინც ნაწილი ერქვა ამ ყველაფრის.
ამგვარად, ისიც ასე აღიქმებოდა იმ მექანიზმის, დამღლელი ყოველდღიურობის შემადგენლად, რომელშიც გადაღლილი თავს ხშირად მოიაზრებდა ხოლმე დაკარგულად, და რომელიც არცთუ ისე იშვიათად ანდომებდა, რომ მისი სახით არათუ ამ ქალაქში, არამედ ამ სამყაროში არ ეარსება არაფერს მტვრის ნაწილაკის სახითაც კი. თუმცაღა კარგად მოეხსენებოდა ისიც, რომ არ იყო მარტო როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, რომ მიუხედავად მასში ფესვებგამჯდარი არსაიდან მოსული მელანქოლიისა აქვე, სულ ახლოს იყო მასთან ისიც, ვინც არ უხილავს მაგრამ სწამდა, არ უხილავს მაგრამ სჯეროდა მისი, არ უხილავს, მაგრამ იცოდა რომ გვერდით ედგა და რომ სწორედ რომ მისით ისევ აქ, ამავე ქაოსში არსებობდა ის ედემიც, რომელსაც თითოეული ჩვენგანისთვის სხვადასხვა სახე აქვს, მაგრამ საერთო ხიდზე გადის, ხიდზე სიყვარულისა, რომლის ძალაც განუზომელია ამ სამყაროში იმ პატარ-პატარა სამოთხეების სახით, ვინც თუ რაც შემოქმედს უბოძებია ჩვენთვის საჩუქრად.
ჰოდა ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო, უნდა ყოფილიყო... თვითონაც...
ამაზე ფიქრობდა როდესაც გადაწყვიტა, რომ ასე იყო თუ ისე ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ სევდა და მისეული ფიქრები ცოტა ხნით მაინც გვერდზე მიედო და ასეც მოიქცა. ნაცრისფერი ყურსასმენების სახით თავისი საყვარელი თანამგზავრი თავზე უკეთ მოირგო, იქიდან გამომავალ ჰანგებს ხმა კიდევ უფრო აუწია და აგერ უკვე თხუთმეტი წუთი იყო რაც არა და არ გამოჩენილი ავტობუსის ლოდინი მასში ჩაღვრილ მუსიკასთან ერთად მოთმინებით გააგრძელა. თან პარალელურად პერიოდულად შემოსულ მარიკოს ესემესებს პასუხობდა რომელიც იწერებოდა, რომ მასთან აუცილებლად უნდა შეეარა და რომ ელოდა.

... And in the middle of a dull-lit weightless street
Stands a shadow of a man shaped just like me
My curiousity keeps me confused
but still I stand here on my own ...
(Low Roar - Without You)

სექტემბრის თბილი საღამო იდგა მაშინ, მას კი ძალიან უყვარდა მსგავსი ამინდები მონაბერი თბილი სიო სახესა და გამხდარ მკლავებზე რომ ელამუნებოდა თეთრ ბრეტელებიან მაისურს, ამავე ფერის კედებსა და ფართო ჯინსებში გამოწყობილს დაუდევრად შეკრულ მოკლედ შეჭრილ წაბლისფერ თმაზე, შუბლზე უწესრიგოდ ისევ და ისევ მისი მიზეზით მიფენილ ჩოლკებზე რომ ეთამაშებოდა უდარდელად.
როგორც იქნა ავტობუსიც გამოჩნდა.
მხარზე მოგდებული ნაჭრის ჩანთა შეისწორა და ტრანსპორტიდან მგზავრების ჩამოლაგების შემდეგ სხვებთან ერთად შიგნით თვითონაც შეაბიჯა. მის დანახვაზე სულ უკან, გრძელ სკამზე მსხდარმა ორმა გოგონამ ფანჯრის მხარეს ჩაიწია, რის შედეგადაც ახლად ამოსულისთვის მათსა და მარჯვენა მხარეს, ფანჯარასთან მჯდარ ბიჭს შორის ადგილი უპრობლემოდ გამოინახა.
_მადლობა._ტუჩების მოძრაობითა და მკრთალი ღიმილით გადახედა გოგონამ მომღიმარ ბავშვებს და მათ გვერდით ადგილი დაიკავა. დაღლილმა ღრმად ჩაისუნთქა, ჩანთა მუხლებზე დაიდო, თავი უკან გადასწია, სავარძლის საზურგეს მხრებით კომფორტულად მიეყრდნო და თვალები დახუჭა რომ ყურსასმენების დახმარებით მასში მოლივლივე ჰანგებისთვის თავი უყოყმანოდ მიენდო.
ეძინებოდა საშინლად.
დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ მუხლებზე დადებულ ჩანთაზე დალაგებულ ხელებზე ფრთხილი შეხება იგრძნო. თვალები გაახილა და მარჯვნივ მჯდომი ბიჭი დალანდა, რაღაცას ეუბნებოდა.
_უკაცრავად, რა?_ყურსასმენები თმაზე გადაიცურა მან რომ უცნობის ხმის გაგონება უკეთ შესძლებოდა. დაუყოვნებლივ მისწვდა მის სმენას ღამის ქალაქის ხმაური გარედან, სურამელაშვილის ნინიკოსადმი მიძღვნილი მიტირილი კი შიგნიდან.
_ტელეფონი... ტელეფონი მიჯდება და ჩემი ყურსასმენებიც სადღაც გაქრა. შეგიძლიათ თქვენის გამოყენების უფლება მომცეთ?_ჯერ თავისივე ტელეფონის განათებულ ეკრანზე წითლად გამოსახულ პროცენტობის მაჩვენებელზე, შემდეგ კი მისავე ჩანთაზე ანიშნა გოგონას, თან მის თვალებს არ აშორებდა იმედიან მზერას.
თავადაც ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა, ზღვისფერი, მეტყველი, და უძირო. თუმცა კი სახეზე დაღლა და ის ფაქტი ეწერა, თუ როგორ ძალიან სჭირდებოდა მუსიკა და შესაბამისად თანხმობაც გოგონასგან.
ბიჭისთვის არაფერი უთქვამს. მხოლოდ თავი დაუკრა ოდნავ შესამჩნევად, მზერა შეაჩერა უცნობ ირისებზე წამით, მერე ჩანთას დახედა, რვეულებთან ერთადაც გარეთ მასში ჩადებული ვარდისფერი აირპოდსებიც გამოცურებულიყო.
ჩანთიდან გამოჩრილი რვეულები უკან ჩააბრუნა, ყურსასმენები კი ხელის მარტივი მოძრაობით გაუწოდა გვერდით მჯდომს. გაუღიმა თვალებით უცნობმა და ყურსასმენების დამაგრებას შეუდგა, გოგონამაც შეისწორა თავზე თავისები. მერე მობილურზე მოსულ შეტყობინებას იმასთან დაკავშირებით, თუ სურდა თუ არა, რომ ორი მოწყობილობა ტელეფონს ბლუთუსით ერთდროულად დაკავშირებოდა დაეთანხმა, ბიჭის მადლიერ მზერას თვალებით გაცემული ოდნავი ღიმილით უპასუხა და მხოლოდ ეს უთხრა:
_თუ რაიმე სხვის ჩართვა მოგინდებათ, შეგიძლიათ თავი თავისუფლად იგრძნოთ.
და სკამზე ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა.
ამის შემდეგ მოკლე-მოკლე ინტერაქციები მათ შორის რა თქმა უნდა ისევ შედგა, ბიჭმა გოგონას „დანაბარები“ გაითვალისწინა და პერიოდულად მის ჩანთაზე დადებული ტელეფონიდან მუსიკას ისე ცვლიდა, რომ მოწყობილობას მიჩენილ ადგილს ფაქტობრივად არც კი უცვლიდა რომ გვერდით მჯდომი ძალიან არ შეეწუხებინა, საკმაოდ ხშირ დამთხვევებზე კი რომელიც მათ საერთო მუსიკალურ გემოვნებაზე მიუთითებდა, თვალები კმაყოფილების ნიშნად გოგონასდაშეუმჩნევლად უელავდა, აფასებდა ადამიანებს, რომელთაც მუსიკა უყვარდათ.
ასე იყო გოგონასთვისაც.
საცობის გამო ავტომობილების ზღვაში წინ დუნედ მიიწევდნენ.

... Use me like an oar
And get yourself to shore
Bang at the door
Anyone home?...
(The Strokes - At The Door)

სიმღერა ორივე ადრესატამდე აღწევდა, მუხლებზე ერთმანეთის მსგავსად დასვენებული მტევნებით თითქმის ეხებოდნენ ერთმანეთს.
მარცხენა მხარეს ფანჯარაში მომზირალმა გოგონამ ქუჩაში მორბენალ არამჭიდროდ განლაგებულ შენობებსა და ღამის ცაზე მეჩხრად მიმობნეულ მოვერცხლილ მნათობებს თვალი მოსწყვიტა და ხელს რომელიც ტელეფონისკენ წაიღო, მზერა მოგვიანებით მიადევნა მაშინ, როდესაც იმავე მოქმედების განხორციელებისას ტელეფონის ასაღებად გაწეულ თლილ, ბეჭდებ მორგებულ თითებზე უმნიშვნელოდ შეეხო გვერდით მჯდომ უცნობს.
მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ ისევ. გოგონა ხელის გამოწევას აპირებდა როდესაც ბიჭმა თავისი უკან წაიღო, თითები ერთმანეთს გადააჭდო და ისევ მას გადმოხედა, თითქოს მზერით ეუბნებოდა მოიცადე, აქაოდა შენიაო შემდეგი სვლა.
მოწყობილება თითებში მოიქცია და წუთით ჩამოწოლილი ხმაური ისევ ამოქოლა გაჟღერებულმა ბგერებმა.
...I’ve been looking for a perfect stranger And I'm hoping that it could be you...
(John Mark Nelson - Perfect Stranger)

ავტობუსი საბურავების გაბმული წუილით გაჩერდა გაჩერებასთან, აქედან უკვე თხილისფერთვალებაც უნდა გაჰყოლოდა თავის გზას, თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ როგორ არ უყვარდა კარისკენ წახეტებულ ბრბოსთან ერთად რიგში დგომა იმ მომენტშიც თავის ადგილას მჯდარი აუღელვებლად ელოდა მათ შემცირებას.
გადახედა ბიჭს რომელიც საზურგეს მთელი ტანით მიყრდნობოდა არხეინად, თავი მასაც უკან გადაეგდო გვერდით მჯდომი უცნობივით და მზერა ფანჯრის მიღმა გაესწორებინა რაღაცისთვის ჩაფიქრებულს.
ისევ დააკვირდა ჩამსვლელთა მოგრძო რიგს და მერე ისევ უცნობს დაუბრუნდა რომელსაც უკვე მისკენ მოებრუნებინა ქერა თავი და შემოჰყურებდა თავისი ზღვისფერებით.
_რა?! ... _ჰკითხა ოდნავ აწკიპული წარბებით ისე, რომ ბიჭისთვის თვალი აღარც მას მოუშორებია. თან თითებში მოქცეული ტელეფონის საშუალებით მუსიკას ხმას ნელ-ნელა უწევდა.
_არაფერი, თქვენი ხალები სახეზე ძალიან ლამაზია._არხეინი გულწრფელობით მიაგება ბიჭმა სკამის საზურგეს მოუშორებლად და თავისი უძიროებით გოგონას თხილისფერები შთანთქა ლამის.
_დიდი მადლობა, მაგრამ აქ უნდა ჩავიდე და იქნებ..._დაიწყო გოგონამ.
_მართლა?! მეც._თვალებში გამკრთალ ოდნავ გაკვირვებასა და იქვე გამსხლტარ ამოუცნობ ემოციებს მოაყოლა ბიჭმა.
_თქვენც?_ახლა გოგონას გაუკრთა მზერასა და ხმაში იგივე ნიშნები.
_ჰე, რას ვშვრებით უკან?_დაიძახა მობაასე წყვილის გასაგონად სარკიდან მომზირალმა მძღოლმა.
კიდევ ერთხელ გადახედეს ერთმანეთს უცნობებმა.

წუთის შემდეგ ერთმანეთის გვერდით მიიკვლევდნენ გზას ღამის ქალაქში.

...I suspect whats running round's in your head
Almost embedded when your breath touch mine
Next, next, next, next to you
Lost and embarrassed, there's the clock ticking
Wait less then strength in time
Slow motion loops long for done wishes
as we realize them up before
Here you are mind
What is it good for, you are always on my mind
What is it good for, you are always on my mind
What is it good for, you are always on my mind, you're on my mind...
(Marbert Rocel - Always On My Mind)

გოგონას ყელზე გადანაცვლებული ყურსასმენები მაინც ისევ აგრძელებდნენ თავის საქმეს, რომ მსმენელთათვის ხმა კვლავინდებურად მიეწვდინათ, თუმცა უშედეგოდ.
_მადლობა, ძალიან საყვარელი ჟესტი იყო._სახეზე მოდებული ეშმაკური ღიმილით დაიწყო უცებ შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა ბიჭმა.
_დადებითი ჟესტი?_დაიბნა გოგონა.
_ის ხო ჩემთვის ჩართე?.. Perfect Stranger-ი.
_რა... აჰ! ჰო, რა თქმა უნდა!_ხმით გაეცინა გოგონას.
_არა?!_შეურაცხყოფილი და ვითომ ნაწყენი გამომეტყველება აიკრა უცნობმა.
_მომწონს შენი თვითშეფასება, მაგრამ შენთვის არაფერი მომიძღვნია. ის სიმღერა, უბრალოდ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ წიგნს მაგონებს და მომინდა რომ ჩამერთო, სულ ეგ იყო.
_კარგი ჰო, დაგიჯერებ._გოგონას სისაყვარლესა და იმაზე, თუ როგორ ცდილობდა მის სიტუაციაში გამორკვევას თავს ძლივს იკავებდა, რომ მიმიკები დაელაგებინა და არ გასცინებოდა.
ადგილზე შედგა უცებ, ბიჭმაც მიბაძა.
_კარგი, იცი, მე სკვერში უნდა ჩავიდე და...
_საიდან იცი ჩემი მარშრუტები?! აქ რაღაც ამბავია..._ისევ მსახიობობას მოჰყვა უცნობი ბიჭი და გოგონას ვითომდა დაეჭვებული მზერითა და აწკიპული წარბით დახედა.
_რაებს მაბრალებ?!_არ ჩამორჩა ახლა ის._სხვათა შორის, მე აქ ხშირად დავდივარ, აქამდე რატო არასდროს შევხვედრილვართ მაშინ?!_მოჭუტული თვალებით გამომცდელად ჰკითხა უეცრად და თავზე წამომდგარ უცნობს იჭვნეულად ახედა.
_აბა მე რა ვიცი, იქნებ სწორედ რომ დღეს უნდა გენახე? კარგი, რაღას ველოდებით?!_არ დაიბნა ისიც და თეატრალური გაკვირვებისა და დასკვნების გამოტანის შემდეგ მაშინვე სკვერისკენ აიღო გეზი. სამ საფეხურიანი კიბე ჩაიარა და შიგნითაც შეაბიჯა.
უცნობის ნაბიჯებს გაჰყვა წამის შემდეგ გოგონაც.
ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ ერთმანეთს, მაღალ ხეებს, ძელსკამებსა და მოლიცლიცე ლამპიონებს შორის ფილაქნებით მოკირწყლულ ბილიკზე, მათ ირგვლივ მოზუზუნე თბილი სიოს თანხლებით.
_ესეიგი აქვე ცხოვრობ._სიჩუმე ისევ ბიჭის მჟღერმა, სასიამოვნო ხმამ გაარღვია.
_ჰო, ცოტა მოშორებით, მაგრამ არც იმდენად, რომ ფეხით გასვლა გაჭირდეს. უბრალოდ, აქ ამ დროს ყოფნა მიყვარს, თითქმის არავინაა ხოლმე და სიმშვიდეა.
_ეგ ახლა, იმიტომ, რომ მობეზრდათ უკვე ბევრი ალტერნატივის გაჩენის გამო და აქაურობა შენს მსგავსად მხოლოდ მათ ახსენდებათ, ვისაც მშვიდი ადგილები მოსწონთ ან სავარჯიშოდ დილა-საღამოს...
_ჰო, ეგეც არის._კვერი დაუკრა გოგონამ და შუბლზე ჩამოფხატული ჩოლკები ყურს უკან გადაიწია.
_ნელ-ნელა ამყარებ და ამავდროულად აუმჯობესებ რეკორდებს, მომწონს._აღნიშნა ხმაში ღიმილისნოტებშეპარულმა ბიჭმა.
ორი თავით მაღალს ინტერესიანი თვალებით ახედა გოგონამ, რას გულისხმობო ეკითხებოდა მზერით.
_ესე იგი, ლაპარაკი დიდად არ უნდა გიყვარდეს, მაგრამ ახლა ინტერვალებს პროგრესულად ზრდი.
_ეგრეა, მე ადამიანების მოსმენა უფრო მომწონს და იცი რა?_ჯერ ჩაიღიმა, შემდეგ კი გააგრძელა გოგონამ.
_რა?_თავი ვეღარ შეიკავა და გაეღიმა ბიჭსაც.
_რატო იღიმი? ჯერ არაფერი მითქვამს._გამოხედა ალმაცერი მზერით და ისევ შედგა წამით.
_მაპატიე, გააგრძელე გთხოვ._ქვედა ტუჩი კბილებსშორის მოიქცია უცნობმა და შიგნით ჭინკებათამაშებული თვალები გოგონას წარბებშეყრილ სახეს აარიდა.
ერთობოდა მისი წვალებით.
გააგრძელეს სვლა.
_მოკლედ, მგონია რომ მხოლოდ ლაპარაკს მაინც არაფრის შეცვლა შეუძლია თუ მსმენელს მხოლოდ შენი სიტყვების აღქმა შეუძლია ან არც... ვგულისხმობ, რომ თეორიულად, ან პრაქტიკულადაც შეიძლება ამას მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ კომუნიკაციის დასამყარებლად და ერთმანეთის უკეთ გასაგებად სიტყვები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა, მაგრამ მე მაინც მგონია რომ...
_რა გგონია?
_ რომ მთლად მასეც არ არის. გარშემო ისეთი ადამიანები უნდა შემოიკრიბო, რომელთაც შენი მხოლოდ ვერბალურად არ ესმით... ზოგს ეგრეც კი არ, ვერ ესმის და რა ფასი აქვთ მაშინ შენ სიტყვებს? კი, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კომუნიკაცია ურთიერთობაში რა სახისაც არ უნდა იყოს, მაგრამ არა მხოლოდ სიტყვიერი... აი, ხო გვიდგება ხოლმე მომენტები როცა სიტყვები უტყვი ხდებიან, ჰოდა ზუსტად მაშინ უნდა შეეძლოთ ჩვენ ადამიანებს რომ...
_გაგვიგონ. მაგალითად როგორ?_აბრჭყვიალებულ თვალებს მის ვარსკვლავებმიმოფანტულ პატარა სახესა და თხილისფერ თვალებს არ აშორებდა ბიჭი, თან საუბარში მის პირდაპირ მოქცეულ გოგონას რომელიც გზას უკანსვლით მიუყვებოდა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებოდა უკან.
_არ ვიცი, მაგალითად... მაგალითად თვალებით._ ჯერ მის უძირო ზღვისფერებში ჩაიჭყიტა ნაუცბათევად, შემდეგ კი მზერა აარიდა და საჩქაროდ დაუბრუნდა საწყის პოზიციას ბიჭის გვერდით.
_მაგალითად თვალებით..._გაიმეორა უცნობმაც.
ცოტა ხანს ასე მიიკვლევდნენ გზას, გვერდიგვერდ.
მერე ორივეს ყურადღება იქვე ახლოს, ხეებს შორის აღმართულმა ჯიხურმა მიიქცია.
_ცხელი შოკოლადი არ გიყვარს?
_ხო გიყვარს ცხელი შოკოლადი?_ერთ ხმაში დაეკითხნენ ერთმანეთს, ორივესაში იგრძნობოდა რაღაც ბავშვური სიანცის, აღტაცებისმაგვარი.
_კიი, თან აქ ძალიან გემრიელს ამზადებენ, ხო იცი?_დაამატა მაინც სახეგაბრწყინებულმა გოგონამ.
_კი, ვიცი, მაგრამ ძირითადად აქ სულ ყავისთვის მოვდიოდი ხოლმე, რამე სხვა ნაკლებად. ამასაც აბიტურიენტობისას დავეჩვიე.
_მართლა? მე ვერც მაგან მიშველა, არ მიყვარს ყავა._ჩაეცინა უცნობ გოგონას.
_ჰოო?¬_გაეღიმა ბიჭსაც. ამასობაში ჯიხურსაც მიუახლოვდნენ და დახლთან მდგარი მოზარდების ჯგუფის გამოცლის შემდეგ ბიჭიც იქით დაიძრა სასურველი სითხის მოსატანად ორივესთვის.
შორიახლოს მომლოდინემ კი ამასობაში დრო იხელთა რომ კოტეჯთან მდგარ ბიჭს უკეთესად, უფრო თავისუფლად დაკვირვებოდა. ქარიზმა რომელიც თან დაჰქონდა უცნობს, მას სულ სხვანაირ ხიბლს სძენდა, თუმცა არანაკლებ საინტერესო და მომნუსხველი გახლდათ მისი გარეგნობაც. დახვეწილი აღნაგობა, და თითქოს მარტივი, თუმცა მაინც საინტერესო სტილი, რომელიც მას მართლაც რომ სძენდა ექსტრავაგანტურობას მაგნიტური ეფექტით, რომელიც მარტივად გასაძლებთა სიაში სულაც არ შედიოდა ოღონდ სიტყვაზე მენდეთ, რომ მართლაც დამსახურებულად.
_აი, გამომართვი. ოღონდ ფრთხილად, ცხელია, არ დაიწვა._მოზრდილი ქაღალდის ჭიქა ღიმილით გაუწოდა გოგონას და ქერა, ულამაზესი თმა, რომელიც ლამის მხრებამდე სწვდებოდა უკან გადაიწია.
_მადლობა!_გაუღიმა გოგონამ და ჭიქას თითები შემოხვია. ცხვირთან ახლოს მიიტანა და სითხის უგემრიელესი სურნეული თვალებდახუჭულმა შეიგრძნო. მერე გემოც გაუსინჯა რომელიც სურნელს სულაც არ ჩამოუვარდებოდა და ნეტარებისგან თვალები მილულა.
_აუ რა კარგია! ისევ ისეთი გემო აქვს!_წამოიძახა აღფრთოვანებულმა და სავსე ტუჩებზე შერჩენილი შოკოლადის კვალი როგორც ენის, ისე თითების დახმარებით მოიშორა. ბიჭმაც დააგემოვნა ოხშივარადენილი ცხელი შიგთავსი, თან გოგონას ბედნიერი, აჟიტირებული სახე ცალკე უმაღლებდა განწყობას.
_ესე იგი შოკოლადი გიყვარს და ყავა არა, ხო?!_ღიმილით დააზუსტა ბოლოს. კიდევ ცოტა იარეს, მერე სკვერის ბოლოსაც მიაღწიეს და მარცხნივ შეუხვიეს რომ აჰყოლოდნენ კიბეებს, რომლებიც ავტობუსების გაჩერებისგან ოდნავ მოშორებით, მთავარ გზაზე დააბრუნებდათ ისევ.
_ეგრე გამოდის._ღიმილით დაუდასტურა გოგონამ.
_და რომელ წიგნს გაგონებს აბა, ის სიმღერა?..._ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ.
¬¬_„ჩრდილოეთის ქარს უხდება“, იცი?_გახედა ახლა გოგონამ.
_არა._უარყოფის ნიშნად თავი გააქნია ბიჭმა.
_ძალიან კარგი იყო, თითქოს მარტივი და არც თუ ისე განსაკუთრებული, მაგრამ მაინც ძალიან კარგი.
_ჰოო?! და ის უცნობებიც ავტობუსში ხვდებიან ერთმანეთს?
_არა, იმათთან ცოტა სხვა რაღაც ხდება._გაეცინათ ორივეს.
_საინტერესოა!_ღიმილით თქვა უცნობმა ბიჭმა და თან თავი დააქნია თანხმობის ნიშნად.
_კარგი გასეირნება გამოგვივიდა, ძალიან დიდი მადლობა._ღიმილით ახედა გოგონამ და ცხელ შოკოლადიანი ჭიქა უცნობის მიმართულებით ოდნავ მაღლა შემართა. დაბრუნებოდნენ უკვე დანიშნულების ადგილს გაჩერებასთან ახლოს, ორივე მათგანის სმენასაც შესაბამისად ბევრად უფრო მარტივად ედებოდა ქუჩაში გაბმული ღამეული რუზრუზიც.
_შენც ძალიან დიდი მადლობა რომ თანამგზავრად მიმიღე და მთელი გზა „ნინიკოს“ მოსმენა არ მაიძულე. სასიამოვნო იყო!_ გულითადად გაუღიმა ბიჭმაც და ჯიბიდან გოგონას ვარდისფერი აირპოდსები ამოიცურა რომ დაებრუნებინა პატრონისთვის. ის იყო კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, რომ პარალელურად მანქანის სიგნალის გაბმულმა ხმამ გააწყვეტინა სიტყვა. მზერა მის წინ მდგარი გოგონას უკან გადაიტანა ბიჭმა და რა საკვირველია ამოიცნო კიდეც მაშინვე ახლომახლო მდგარი ფარებანთებული ჯიპიდან მომზირალი თავისი მეგობრები, რომელთაც სწორედ რომ მისი ამოცნობის გამო აეტეხათ ჩოჩქოლი. ამასობაში უსიტყვოდ შეუწყვიტა ბიჭის ყურსასმენებს თავის ტელეფონთან არსებული წვდომა გოგონამ, მოწყობილობა ჯიბეში ჩაიცურა და მერე ზურგშექცევით მდგარმა მანაც გაიხედა მანქანის მიმართულებით. თუმცა მალევე ისევ პირდაპირ მდგარს მოუბრუნდა რომელსაც უკვე ისევ მასზე გადმოეტანა მზერა.
_ყურსასმენები შეგიძლია დაიტოვო... ჩასადებზე ჩემი ინიციალებია, მერე მოაშორე თუ გენდომება. ხელში მოქცეულ აირპოდსებზე ანიშნა ბიჭს მან.
სიგნალის ხმა გაისმა ისევ.
მზერა გაცვალეს წამით. მერე გოგონამ ბიჭს გვერდი აუარა და ის იყო ქუჩის გადაკვეთას აპირებდა, რომ მისი ხმა კვლავ მოესმა ზურგს უკან.
_მოიცადე, რა გქვია?
_ნინია, შენ?
_მე დუდა._ უთხრა მისკენ შემობრუნებულმა ბიჭმა.
_ნახვამდის დუდა,_როგორც პირველ ჯერზე თავი ისევ ისე, ოდნავ დაუკრა გოგონამ. ბოლოჯერ გაუცვალეს ერთმანეთს ღიმილიანი მზერა და შემდეგ მანაც გადაირბინა ზებრაზე, თუმცა ვერ მოუთმინა გულმა და მეორე მხარეს გადასულს მზერა მაინც გამოექცა ჩამოქვეითებული მეგობრების მანქანასთან უკვე მიახლოვებული ბიჭისკენ, რომლის თვალებიც ისევ მას მიაცილებდნენ უსიტყვოდ, გზის მეორე მხარეს ტროტუარზე მიმავალს.
-*-

_კარგი ჰო, რა მექნა! რაღაც მოხდა და ვეღარ ამოვედი... თან ნახე რომელი საათია, რაღა დროს მოსვლა იყო. უი, მართლა? აბა სად არიან? დღეს იყო ქორწილი? დედაჩემიც მანდ იქნება მაშინ. კარგი-მეთქი ახლა! აუ, ტყუილად მთხოვ გრძელია ამბავია, გნახავ ხვალ და მოგიყვები მერე. კაი, კაი ამოვაღწიე უკვე და ჩუმად უნდა შევიდე, ეძინებათ ჩემებს და არ გაეღვიძოთ. გკოცნი!_ჩასძახა ბოლოს ხაზის მეორე ბოლოში მყოფ მარიკოს და ტელეფონი ქოქოლის ას მეერთე ნაწილის მასთან გამოშვებამდე საჩქაროდ გათიშა. ამოვლილ საფეხურებს ამრეზით დახედა და ჩანთიდან გასაღები ამოაძვრინა, სახელურს ფრთხილად დააწვა და ბინაში შეიპარა ქურდივით. მისაღებში დივნის ბოლოში მდგარი ანთებული ტორშერიდან მომავალ ოთახში გატყორცნილ სინათლეს თვალი შეავლო, სამზარეულოს მაგიდის პირდაპირ მდგარ კარადაზე მდგარი მინის დოქიდან ჭიქა წ-ლით შეივსო, ნაჩქარევად ჩაცალა და ახლა მისგან მარჯვნივ კედელზე, არსებული ორი კარიდან პირველს მიასო მზერა. ფეხაკრებით მიიპარა კართან და სახელური ფრთხილად გადაატრიალა მშვიდად მფშვინავ ბებიასა და ბაბუას წუთით თვალებში ჩამდგარი უსაზღვრო სითბოთი მოავლო მზერა, მერე ისევ ისე უჩუმრად მოშორდა ოთახს, სამზარეულოს მაგიდას გვერდი ჩაუარა და კარადის გვერდით გამოჭრილ კარში, თავის ოთახში გაუჩინარდა.
დაახლოებით თხუთმეტი წუთი მაინც იწრიალა საწოლში, და ის იყო როგორც იქნა თვალებიც მიეხუჭა, რომ იქვე, ბალიშთან მიგდებული ტელეფონის გაბმულმა ზუზუნმა ისევ დაუნდობლად შეაფხიზლა.
მარიკო იყო.
_გამიღე კარი, მოვედი!_ტელეფონის აღებისთანავე დაბალ ხმაზე ჩასძახა გოგონამ და ისევ გათიშა. წამსკდარი სიცილი ვერ შეიკავა და ფეხშიშველი ისევ მისაღებში გატანტალდა.
_ნორმალური ხარ გოგო?! ვინ მოგიყვანა?_ჩუმი ფხუკუნით შეეგება კართან ჩამომდგარ მეგობარს და ჩასახუტებლად გაიწია.
_შენი ხმა არ გავიგო შე ინტრიგანო გომბიო!_ჩურჩულითვე უპასუხა ჩახუტების შემდეგ გოგონამ და ამრეზით აათვალიერა დაქალის ფიგურა, თან მაინც ეპარებოდა ტუჩის კუთხეში მოღალატე ღიმილი.
-*-
_რაო, რაო?! შანსი არ არი! ნომრები ხო გაცვალეთ? _კისკისებდა პირზეხელაფარებული აღელვებული, თვალებგაფართოვებული მარიკო და საწოლზე მოკეცილი ნინიას აბრჭყვიალებული თვალებით შესციცინებდა.
_არა._ამოიბუტბუტა ძლივს გასაგონად.
_ვერ გავიგე?!_თვალები ჭყიტა გოგონამ და სახე დამანჭა.
_აუ, კარგი რა, მარიკო! ხო იცი შენც... თან ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი რომ...
_რა ვიცი ერთი, რა ვიცი, აბა?! გამაფრენინებს ეს გოგო რა, კარგად კი ჩაძმაკაცებულხართ გენაცვალე, და ერთი ნომრის გამორთმევა რაღა გახდა კი მაგრამ?! ჯერ ისიც ვერ მჯერა რომ ამ ყველაფერს შენგან ვისმენ, რას ვშვრებით ახლა?_ქოთქოთს არ წყვეტდა მარიკო.
_ოოოჰ, არ ვიცი და რა ვქნა!..._ამოიგმინა ისევ ნინიამ.
_ქართული ესტრადა როგორ არ იცი, შვილო! ოო, რისი ღირსები ხართ რა!_აგრძელებდა მარიკო. _რამ დაგაშტერათ ორივე?! მოიცა, მოვიფიქრე! ჩემი ზედა მეზობელი, ყოფილი პოლიციელი ოთარა ხო იცი? ჰოდა მაგის შვილი პაკოც პოლიციაშია ახლა, რომ ვთხოვო ოთოს საქმეს ჩაგვიწყობს, შევადგენინოთ ფოტორობოტი და გამოვაკრავ მთელს უბანში! ჰა, რას იტყვი?!_მხრებში ამაყად გამართულმა განაცხადა ბოლოს.
_რა ფოტორობოტი გოგო! კრიმინალი კი არ არის?! რას ერთობი ვერ გავიგე, ძალიან სასაცილოა?!_დაქალს უჯიკა გოგონამ და შეკრულ მუშტზე ნიკაპი ჩამოდო.
_აუ აბა რა ვიცი, მშვენიერი იდეა მოგაწოდე, რა არ მოგეწონა გამაგებინე?! კიდე აქეთ როა შარზე... კარგი, კარგი იქნებ შეხვდეთ კიდე? რას გადაიწურე იმედები, საქართველოა ბოლო-ბოლო ჩინეთი კი არა. თან თუ აქვე ცხოვრობს... რა ვიცი გენაცვალე, რა გითხრა, რით გაგახარო... _საწოლზე სიცილით გაწვა მარიკო. ნინია ჰორიზონტალურად გაწოლილიყო სანახევროდ საწოლზე ამიტომაც ფეხები ხალიჩაზე დასთრევდა, თავით კი მარიკოს ეყრდნობოდა.
_იმედია._ამოიჩურჩულა თავისთვის ბოლოს.
_ისე, რომ დავიძინოთ აწი კი არ იქნება ურიგო, დაგვათენდება სადაცაა და რო რამე იყოს, შენი გაწეწილი თმა ჩემი მკერდიდან რო მომაშორო არ გინდა?!_დაამატა ცოტა ხნით ჩამოწოლილი სიჩუმის შემდეგ მარიკომ.
_არა, რატო?! რბილად მიდევს თავი, ჩემთვის ვარ.
_დეგენერატო!_აფხუკუნებულ დაქალს აჰყვა მარიკო და გაშლილი ხელისგული პირდაპირ თავში უთავაზა.
_მეტკინა გოგო!_ამოიზმუვლა მოცინარმა გოგონამ და უკვე გასწორებული გადაეფსკვნა თავის საკუთარ სამოთხეს, პირად სასწაულს რომლისთვისაც ყოველ დღე მადლობას სწირავდა უფალს მისი არსებობისთვის ამ სამყაროში.
-*-
- ორი თვის შემდეგ -

ამჯერად მეტროში იჯდა, შავი ყელიანი სვიტერი, ამავე ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელები, და მუქი ლურჯი ჯინსები ეცვა. თუმცა იმხანად შეტყუპებულ მუხლებზე უკვე დუტის შავი ქურთუკი ედო და ნაცრისფერი ყურსასმენებიც რა თქმა უნდა თან ჰქონდა თავისივე ტელეფონთან ერთად, რომელიც ხელში ჩაებღუჯა და ერთ-ერთ სადგურზე გაჩერებულ მატარებელში ჩვეულებისამებრ ადევნებდა თვალს ახლად ამოსულებს. უეცრად მოპირდაპირე მხარეს ფანჯრის მინის წინ მოძრავი სხეულების დანახვისას შიგნით გახედვა თვითონაც მოუნდა და შეტრიალდა კიდეც ზურგს უკან ამოჭრილი მინისკენ.
_შემდეგი სადგური..._გაისმა იმავე წამს და კარმაც ნელ-ნელა დაიწყო დახურვა. მაგრამ გოგონას მაშინ არც დიქტორის ხმა ესმოდა, აღარც ყურსასმენებიდან გამომავალი მუსიკის, და არც არავის თავისი გაგიჟებული მფეთქავი არტერიის გამაყრუებელი ბრაგუნის გარდა თავისივე მკერდში რომელიც სადაც იყო გამოარღვევდა დაწესებულ ჯებირებს ალბათ.
იქ იყო! ბაქანზე იდგა და ტელეფონში თავჩარგულს ნინიას ნაჩუქარი ვარდისფერი ყურსასმენები ეკეთა როგორც მაშინ... ამოიხედა თვითონაც, მანაც შეამჩნია გოგონა და არც ერთს ერთმანეთისთვის იქამდე არ მოუშორებიათ თვალი, სანამ შეუძლებელი არ გახდა ისევ დაენახათ ერთმანეთი.
მკლავზე შეეხო გვერდით მჯდომი შუა ხნის ქალი რომელსაც მეორე ხელში გოგონას ქურთუკი ეჭირა რომელიც ძირს გადმოვარდნოდა მკვეთრი მოძრაობის გამო ნინიას.
ერთბაშად მოწოლილი ემოციებისა და განცდილი მოულოდნელობის გამო მისი სხეული მოზღვავებული ემოციების შემდეგ ძლივს დაუბრუნდა რეალობას და ხმა ჩაუწია მასთან დაბრუნებულ მუსიკას.
_მადლობა._ამოილუღლუღა ძლივს გასაგონად ქალის მიმართულებით და გაუღიმა შეძლებისდაგვარად.
_ხო ყველაფერი რიგზეა შვილო, ცუდად ხო არ ხარ? წყალი გინდა? მაქვს თუ რამე, მე არ შევხებივარ._მისთვის მზერის მოვლების შემდეგ უთხრა ქალმა.
_არა, არა ძალიან დიდი მადლობა, კარგად ვარ._მუხლებზე დადებული ქურთუკი შეისწორა მან და ქალს გაუღიმა ისევ. შემდეგ უკვე ყურსასმენები გაისწორა, კვლავინდებურად ბოლომდე აუწია ხმას და მისი სმენაც ისევ მოიცვა ამასობაში სულ სხვა სიმღერაზე გადანაცვლებულმა ბგერებმა.
... Laid awake, I tried to escape
Your love won't catch me
Locked you in my turning page
I'll always be free
I love you too, I'm not scared for you darling
I'll make you mine, all of my dirt
All I could do is dream of you darling
I'm in a dream cave
Our words and all of our words
I know you'll pull through
Here I am, I love it again
I'll always be true...
(Cloud Control - Dream Cave)
-*-
ამგვარად, ვერ შემდგარი შეხვედრის, უეცრად ნაწვევი სიხარულისა და თითქმის გადატანილი მიკრო ინფარქტის შემდეგ კიდევ ორი კვირა გავიდა.
ზამთრის იმ დილით გოგონები უკვე ნინიასავე ოთახში იყვნენ შეყუჟულები. საწოლზე ჰორიზონტალურად გადაწოლილიყო გოგონა მუცელზე დადებულ თავისივე ტელეფონთან ერთად, საიდანაც ჩართული მუსიკა ედებოდა მთელს ოთახს. თვალს ატყუებდა თვითონ, ლოდინმობეზრებული მარიკო კი კედელთან მდგარ შავ სარკეში უკვე მესამედ ისწორებდა მკრთალ მაკიაჟს და ასე ირთობდა თავს ტაქსის გამოჩენამდე რომელსაც ფაქტი იყო, რომ რატომღაც სულაც არ ეჩქარობდა არსად.
...I don't know how to walk
If you don’t walk with me
I don't know how to talk
If you don't look my way
I can’t feel it no more
I can't feel it no more ...
(Mantua - Void)

_უიმე მოვიდა! გავედით._ გაბმულ ზუზუნზე ტელეფონის ეკრანს დახედა ნინიამ.
_ოჰ! კერიას ნახშირი! აღარც მეგონა თუ მოაღწევდა ოდესმე. სარკეს მოშორდა მარიკო. ორივემ აიღეს საწოლთან მიწყობილი ტანსაცმლით გამოტენილი ჩანთები და მისაღებში გადაინაცვლეს.
_გამოხვედით ბე? ახლა ვაპირებდი დაძახებას, ხაჭაპურები ჭამეთ მოდით!_შეჰღიმა სამზარეულოს მაგიდასთან მდგარმა თეფშებმომარჯვებულმა ლამაზმა ქალმა გოგონებს.
_ნანუჩიი, ჩემო პრინცესა! კარგი იქნებოდა შენი ხაჭაპურები ახლა, მაგრამ მოვიდა უკვე ტაქსი და გავრბივართ. არ დავაგვიანოთ მატარებელზე._შეჰღიმა ქალს ნინიამ, თან პატარა შავი ჩანთა მოიგდო მხარზე.
_ხო ნანო ბებო, სხვა დროს შევჭამთ._მხარი აუბა დაქალს მარიკომ.
_რასშვრებით დე, არ წავიდეს ის ტაქსი._გაუცინა გოგონებს ელენემ.
_ვაიმე სადღა უნდა წავიდეს ელა დეიდა, ძლივს მობრუალდა ისედაც!
_ბაბუუ! სად ხარ გავდივართ!_გასძახა საყვარელ მოხუცს ნინიამ.
_აქ ვარ ბაბუკებო, თავისი ოთახიდან გამოვიდა ახოვანი ლამაზი პირისახის მოხუცი და გოგონებს გადაეხვია.
_გველოდება ტაქსი.
_ჰო ვიცი, აბა თქვენ იცით! გაიქეცით და იცოდეთ, მატარებელი კარგად რომ გაჩერდება, მერე ჩამოდით!_შვილიშვილებს თვალი ჩაუკრა ბაბუამ და უკვე მისი მიმართულებით წყრომით მომზირალი ცოლისკენ გააპარა ეშმაკური მზერა. ფხუკუნით გადახედეს ერთმანეთს ოთახში შეკრებილმა ქალებმა, ბოლოს შუბლზე ორივე შვილიშვილს აკოცა ბაბუამ, ელენესა და ბებოსაც გადაეხვივნენ გოგონები მერე კი კიბეები ჩქარ-ჩქარა ჩაიარეს და კორპუსთან მომლოდინე მანქანაშიც მოთავსდნენ. მარიკოსთან მიდიოდნენ საახალწლო არდადეგების გასატარებლად სოფელში.
ცრიდა ციდან. ნინია მეგობრისავე მხარზე იყო მიყრდნობილი და ფანჯარაში იყურებოდა თავზე ყურსასმენებმორგებული და ჩაფიქრებული, თუმცა შიგადაშიგ მაინც უბრუნდებოდა აწმყოსა და მანქანის ფანჯარაში მორბენალ საახალწლო დეკორაციებს ქალაქის ქუჩებში.

... What's on your mind? you already know
I'm curious what your true feelings are.
Baby, don't smile, I'm tired of waiting
Look at my eyes, ha, the time is now ...
(GroovyRoom - Yes or No (Feat. Huh Yunjin of LE SSERAFIM, Crush))

მანქანიდან გადმოვიდნენ და სადგურისკენ დაიძრნენ ხელკავგამოდებულები.
ახლა უკვე კარგად ბარდნიდა.
_აუ გთხოვ რა, უჩემოდ აიღე ბილეთები, მე მეორე სართულზე ავალ, ჩაი მინდა. ავიღებ ჩემთვის და რაღაცებსაც წამოვიღებ ორივესთვის სამგზავროდ, კაი? თან დროსაც მოვიგებთ._ გადახედა მასავით თმაგადათეთრებულმა მარიკომ ნინიას.
_ჩაი? ახლა? როგორი წინდახედული ხარ! მიდი, მიდი მე ვეცდები ჩვენი მატარებელი ვიპოვო მაშინ._ჩაეცინა გოგონას.
_გახლავარ! მალე მოვალ!_თავი სიცილითვე დაუკრა მარიკომ და მეგობარს მალევე გაეცალა.
_გოგონა, გოგონა! საით მიბრძანდებით? დახმარება ხომ არ გჭირდებათ? თუ გნებავთ ჩანთების წამოღებაში და დაბინავებაში დაგეხმარებით._შესვლისთანავე კეთილად გაუღიმა შუა ხნის შევერცხლილთმიანმა კაცმა მას და ფორმა შეისწორა.
_გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა მე..._დაიწყო ნინიამ როდესაც მეორე მხარეს გასასვლელად გამზადებული მატარებლის ბაქანზე ვიღაც თავზე ჰუდის კაპიუშონწამოფარებულთან მოსაუბრე უცნობი-ნაცნობი ამოიცნო ისევ.
_დიახ, გისმენთ._შეეშველა მამაკაცი, თუმცა გოგონამ ვერც კი გაიაზრა როგორ აუქცია მას მხარი და სირბილით გაექანა მოპირდაპირედ არსებული ბაქნისკენ სადაც არსებულის ბოლოში ჩასვლის, მარცხნივ გახვევისა და ცოტაოდენი სირბილის შემდეგ მიაღწევდა კიდეც თაღიან კარს, რომელიც მას ბაქანის მეორე მხარეს გაიყვანდა და ბიჭსაც აუცილებლად შეხვდებოდა. გამოხსნა კიდეც აქოშინებულმა რკინის მძიმე კარი, მაგრამ... მაგრამ მხოლოდ ლიანდაგებზე მისრიალე მატარებელი, მის ადგილას კი გაცარიელებული ადგილი და ირგვლივ გავრცელებული მიმავალი მატარებლისთვის მიძღვნილი გაბმული ზარების წკრიალი შერჩა ხელთ, შუალედებში გაჟღერებული ვიღაც ქალის გაავებულ ყვირილთან ერთად მხოლოდ.
კარში აღარ გასულა, იქვე ჩაიკეცა და აჩქარებული გულისა და სუნთქვის დარეგულირება სცადა მკერდზე ხელისგულმიჭერილმა. ტელეფონი ურეკავდა, ძლივსძლივობით გადაუსვა მწვანე ღილაკის მიმართულებით თითი და მოწყობილობა ყურთან მიიტანა.
_მიშველე ნი!_ჩასძახა ტელეფონში ტკივილისა და ტირილისგან ხმაშეცვლილმა მარიკომ.
_რა... რა მოხდა?_მეგობრის ასეთი ხმის გაგონებისას გულში თითქოს რაღაც ჩასწყდაო ნინიას.
_რა ვიცი, ჯანდაბა! ფეხი დამიცურდა და წონასწორობის შენარჩუნების მომენტში მგონი გადავიტეხე საერთოდ! მალე მოდი გთხოვ, ძალიან ცუდად დაიტკაცუნა!_ძლივს ლაპარაკობდა პანიკაში ჩავარდნილი მარიკო.
_მოვდივარ, მოვდივარ._ირგვლივ მიმოიხედა არანაკლებ დაბნეულმა გოგონამ როდესაც მის უკან კიბეების ქვემოთ უზარმაზარი მინის კარი აღიქვა. სასწრაფოდ წამოვარდა ფეხზე, კიბეები კისრისტეხით ჩაირბინა, კარში გავარდა და მეორე სართულის კიბეებისკენ სირბილით აიღო გეზი.
_არ ინერვიულო შვილო!_ამხნევებდნენ იატაკზე მოკეცილ ტკივილისგან დამანჭულ მარიკოს გარს შემოხვეული უცნობები.
_ნი!_მისკენ გამოქცეული დაქალისკენ გაიწია გოგონამ მაგრამ მერე გადადგმის მცდელობისას განცდილი მწველი ტკივილი მოაგონდა და ისევ საწყლად მოიკრუნჩხა.
_ძალიან გტკივა? სასწრაფო..._მეგობართან მივარდა ნინია.
_დავრეკეთ შვილო, გზაში არიან._უთხრა ერთ-ერთმა მათ გვერდით ჩამუხლულმა გოგონების მდგომარეობით შეწუხებულმა ქალმა.
_არ ინერვიულო მარ, გთხოვ კარგად იქნება ყველაფერი! _ცრემლებით დანამული ღაწვები შეუმშრალა ბოლოს. წავალ რამე ცივს ვიყიდი რომ კოჭზე დაგადო, გაუძელი ცოტა ხო? იქნებ მოაღწიონ ოდესმე._თმაზე მიეფერა გოგონას ნინია.
_კარგი იდეაა შვილო, მიდი, მიდი მისწრება იქნება ასეთ დროს. მეც რამ გამომაშტერა არ ვიცი, ვეღარ მოვიფიქრე!_კვერი დაუკრა ახლა ბრბოდან ვიღაც სხვამ.
ასეც მოიქცა ნინია, მაგრამ მისი მარიკოსთან ჩამუხვლა და დერეფანში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოჩენა ერთი იყო.
_დედა!
_ელა დეიდა!_ისე აღმოხდათ ორივეს თითქოს იმ წამს გაიგესო რას საქმიანობდა ერთისთვის დედა, მეორესთვის კი ასევე დედა, ოღონდ არაოფიციალურად.
_რა ამბავია?!_სინათლის სისწრაფით „რამხელები ხართ, მაგრამ მაინც არსად გაიშვებით მარტოები“ მზერა ორივეს ერთად და ცალ-ცალკე უწილადა და მარიკოს პირდაპირ ჩაიმუხლა თითოეული მედიკისთვის დამახასიათებელი გულცივი პროფესიონალიზმით გამსჭვალული მზერით.
მარიკოც ის იყო თხრობის დაწყებას აპირებდა იმისა, თუ როგორ მოახერხა აღნიშნულ სიტუაციაში აღმოჩენა, რომ სიტყვების ნაცვლად მისი ტუჩებიდან სიმწრის კივილმა გამოხეთქა დაუყოვნებლად.
-კაი, კაი ვსო._ზურგს უმაგრებდა თვითონაც ტირილამდე მისული ნინია და ცრემლებს აშორებდა შეწუხებულ მეგობარს.
_დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, შეიძლება არც გაქვს მოტეხილი და ნაღრძობია _დაასკვნა ელამ ბოლოს და ჯერ აცრემლებულ მარიკოს ახედა დამწუხრებულმა, შემდეგ კი გვერდით ჩამუხლულ კოლეგას ნიშნად იმისა, რომ გოგონა საკაცეზე მოეთავსებინა საავადმყოფოში გადასაყვანად.
მოკლედ, ელას სიტყვები გამართლდა და მარიკოც უკვე არასრულ ნაღრძობად კვალიფიცირებული თაბაშირში ჩასმული კოჭით იწვა საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში დედ-მამის, ელას, ნინიასა და ტრავმატოლოგი თინათინის თანხლებით რომელსაც ორივე გოგოს თავიანთი მშობლებიანად ძალიან კარგად იცნობდა.
ნინია მაინც ეჯდა გვერდით, საწოლის კუთხეში მარიკოს, მისი ხელი ჩაებღუჯა თავისაში და მასთან ერთად გმირულად იტანდა გარს შემოხვეული დანარჩენების განმსჯელ მზერას.
_აბა, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ ჩემო კარგო. დანიშნულებას ექთანს გამოვატან მოგვიანებით. რეაბილიტაციის ძირითად პროცესს კი გავივლით თაბაშირის მოხსნის შემდეგ, მაგრამ მანამდე მედიკამენტოზურ მკურნალობას მივყვებით როგორც წესია. ახლა დაგტოვებთ, მოგვიანებით გინახულებ ისევ._მონოლოგი დაასრულა თინათინმა, ოთახში მყოფთ ღიმილითა და მსუბუქი თავის დაკვრით გამოემშვიდობა და კარი გამოაღო.
_აი, აქ ყოფილან!_ქმარს გადახედა ნერვიულობისგან სახეწამხდარმა ნანუჩიმ, როგორც ამას გოგოები ეძახდნენ და ქმარს გადახედა.
_გამარჯობა, შემობრძანდით._მოხუცები ოთახში შემოატარა თინათინმა და კარი ზურგს უკან მიიხურა.
_დედა! რატო არ მოგიკვდება შენი ნანუჩი, ჰა?! რა მოგსვლია ბებიკო!_პალატაში შემოქოთქოთდა წამსვე ნირწამხდარი ბებია.
_რა მოუვიდოდა კარგი, სიარული ვერ ისწავლა ამხელა გოგომ!_გამოსცრა მირანდამ და თავი გადააქნია შვილის მდგომარეობით ნერვებმოშლილმა.
_დედა, ძალით კი არ დავეცი?! ამიცურდა ეს ფეხი და რა მექნა, ძალიან ბედნიერი ვარ ასე ყოფნით!_გაანჩხლდა მარიკო.
_ჰოდა თუ ხარ იწექი ახლა ეგრე!
_არ გინდა ახლა, შეწუხებულია მამას სულის სინათლე ისედაც და ნუღარ ემატები, აღარ უნდა ამდენი._გვერდით მდგარ მეუღლეს მკლავი მხარზე მოხვია მირიანმა და ხასიათზე მოსულ, თვალებანთებულ ქალიშვილს თვალი ჩაუკრა, თუმცა მირანდას მისკენ მიმართულ მკვლელ მზერაზე სახეზე ვითომ მკაცრი გამომეტყველება დიდი მონდომებით აიკრა და მხრებში სასაცილოდ გაიჯგიმა.
_შენ ხომ კარგად ხარ ბაბუს ცუგრუმელა?_მარიკოს შემდეგ ახლა მომღიმარ შვილიშვილს მიეფერა თმაზე მოხუცი ბაბუ, ბებოც მას უყურებდა პასუხის მომლოდინე თვალებით.
_კი, კი ყველაფერი რიგზე მაქვს. ჩემზე არ იდარდოთ._ორივეს გულმოდგინე ღიმილი უწილადა გოგონამ.
_დე, მე გავალ კაი? თუ რამე აქვე ვიქნები._ქალიშვილს შუბლზე ნაზად აკოცა ელენემ, მარიკოსაც მიეალერსა, გადაღლილ ლამაზ სახეზე ხელი ჩამოისვა და პალატიდან გააბიჯა. უკან მიჰყვნენ დაშავებული გოგონას მშობლებიც.
_შენ სადღა მიდიხარ ნანო, მოისვენე მაგ სკამზე რა იქნება?!_კარისკენ წასულ ცოლს გასძახა პალატაში მდგარ პატარა ნაცრისფერ დივანზე ჩამომჯდარმა კოტემ. წნევა ჰქონდა მეუღლეს იცოდა.
_რა გჭირს ჩემო კაცო?! წამოდი წ-ლის აპარატი მოვნახოთ, მომწყურდა რაღაც._ქმარს გადმოხედა მოხუცმა.
ჯერ ერთმანეთს, მერე მოკინკლავე წყვილს შეხედეს გოგონებმა, ძლივს იკავებდნენ სიცილს.
_დაჯექი ბე, მე მოგიტან._უთხრა ბოლოს ნინიამ და წამოდგომა დააპირა როცა ისევ ქალის ხმამ გააჩერა.
_იყავი ბებიკო შენ, მე წავალ და თან ფეხს გავშლი ცოტას, არაფერი მიჭირს. წავიდა მართლაც და უკან მიჰყვა თავისი კაცი მაინც, თან კარიც მიიხურა.
_როგორ ხარ?_ჰკითხა ისევ გოგონას მხარზე თავჩამოდებულმა. მარიკოსაც მისთვის ჩამოეყრდნო თავი ემოციებისგან გადაღლილს.
_კაჟივით._ სიცილით ჩაიფრუტუნა გოგონამ. ჩაეცინა ნინიასაც. წუთით ასე ისხდნენ ერთმანეთზე მიხუტებულები, მერე ჩამოწოლილი სიმშვიდე ფოიედან შემოვარდნილმა ბრბოს შეშფოთებულმა შეძახილმა გადაფარა.
ხმის მიმართულებით გაიქცა ნინია. სკამზე მისვენებული გულწასული ბებიის მოსულიერერებას ცდილობდნენ ბაბუ, იქ გაჩენილი დედა, და შემოკრებილი მრჩევლები ირგვლივ. მაგრამ ყველა მათ არა, უმრავლესი ნაწილი კედელზე ჩამოკიდებულ ტელევიზორსაც შესცქეროდა შეწუხებული, ინტერესიანი მზერით.
_გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა შესაბამის ინსპექციათა პირველადი დასკვნის მიხედვით, პირდაპირი პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რამ განაპირობა ამ მასშტაბის კატასტროფის გამოწვევა და სამგზავრო და სატვირთო მატარებლების ერთსა და იმავე დროს ერთ ლიანდაგზე აღმოჩენა, პირდაპირი პასუხისმგებლობა ენიჭება და ბრალი უკვე უსაფრთხოების წესების დარღვევისა და გაუფრთხილებლობით მოკვდინების სახით წაეყენა კიდეც რკინიგზის სადგურის უფროს დ.ა - ს რომელსაც მატარებლების მოძრაობის მართვა და კონტროლი ევალებოდა მხოლოდ.
შესაშური სიმშვიდით აგრძელებდა თხრობას ეკრანზე გამოსახული ჟურნალისტი, რომლის სიტყვებსაც აფეთქების ადგილზე მოპოვებული ფოტო თუ ვიდეო მასალა გასდევდა ფონად.
მზერა დაებინდა, თავსა და გულში გამჯდარმა გამაყრუებელმა ტკივილიანმა წუილმა უნდობლად გაუსერა რაღაც შიგნიდან, დაუბუჟა ხელ-ფეხი როდესაც ტელევიზორის ეკრანზე გამოსახულ ნახევრად დამწვარ, განადგურებულ სამგზავრო მატარებელში ამოიცნო ზუსტად ის, რომელსაც სადგურზე ისევ მისცა წასვლის უფლება. ზუსტად ის, რომელსაც კართან ჩამუხლული აქოშინებული გაჰყურებდა მისგან მიმავალს რომელიც თურმე აღარც არასდროს დაბრუნდებოდა შინ, და ვერ დაუბრუნებდა ვერც მას, ვინც ისევ გაუშვა მისგან ოღონდ ამჯერად სამუდამოდ.
დაუმძიმდა მთელი სხეული, თითქოს ახლაღა შეიგრძნო და იწვნიაო შინაგანი ორგანოების სიმძიმე მთელი ძალით. გუდავდა უმოწყალოდ ყელში გაჩხერილი ბურთი.
საკუთარმა ცხელმა ცრემლებმა მოაფხიზლა ისევ ბოლოს, ძლივს დაიმორჩილა გრძნობადაკარგული თითები მათ მოსაშორებლად და თავი მიატრიალა ზურგსუკან. გადაცემა გრძელდებოდა უკვე სხვა სიახლეებით და გონზე მოსულ ბებიასაც დაბრუნებოდა ისევ ადამიანური ფერი.
_დედა, კარგად ხარ?_ეკითხებოდა ხმა მაღლა ხელში წნევისაპარატ მომარჯვებული ელა.
_ქალო, ნუ გამოიტირე ეს საღსალამათი ბავშვები! ამ საწყალმა ხალხმა რაღა უნდა ქნას?!_ნერვებს ვეღარ იმორჩილებთა შეტყობილი ტრაგიკული სიახლითა და მეუღლის მსგავსი მდგომარეობით ღონმიხდილი მუდამ მშვიდი ბაბუა.
_ნი, დე... ნინია-მეთქი! რა გჭირს... ნუ გეშინია კარგადაა ბებიაშენი. ინერვიულა, იფიქრა, რომ იმ მატარებელს მიჰყვებოდით თქვენც, ფერი აღარ გადევს შენ მაინც რაღა გჭირს გოგო?! ნუ გამაგიჟეთ ყველამ ერთად!_ხმას აუწია ქალმა რომ გახევებული გოგონა აზრზე მოეყვანა.
_კარგად ვარ._ამოიხავლა ბოლოს. ძლივს იკავებდა თავს რომ არ მიეცა ცრემლებისთვის ჯებირებიდან დედამისის თვალწინ გადმოხეთქვის საშუალება.
_დაწყნარდი გთხოვ. შედი მარიკოსთან და მოვალ მეც მერე, ბებიას გავყვები._უთხრა და ეტლში მოთავსებულ უკვე დერეფნის ბოლოში გაყვანილ ქალს აედევნა ჩქარი ნაბიჯით.
ძლივს აითრია მოწყვეტილი სხეული მარიკოს პალატასთან დასაბრუნებლად.
_უი, მოდი, მოდი ბიძი._იმ წამს გამოხსნა კარი შვილთან შესულმა მირიანმაც, გოგონას უცებ აკოცა თმაზე და კორიდორში სწრაფადვე გაუჩინარდა.
_როგორ არის ნანუჩი? ეტყობა წნევის ბრალია მითხრა მამამ... ნახე, ჩვენი ჩანთებიც მოიტანა სასწრაფოს მანქანიდან._მიეგება გოგონა, ნინიამ უსიტყვოდ მიაჩოჩა მარიკოს საწოლისკენ მისთვის დადგმული გადასხმის სისტემასთან ახლოს მდგარი პატარა, დაბალი სკამი, ზედ მოთავსდა და ჩამოადო მუცელზე სახე ზედ მიფარებულ ზეწარზე დაქალს.
_ჰო._ამოილუღლუღა მხოლოდ ისე რომ არც გარყეულა.
_დაიღალე ხო? არაფერია საშიში, დაუწევენ წნევას. დამშვიდდი კაი? ხო იცი როგორი ფეთიანიცაა... ჩაწევა შემიძლია, თუ გინდა მოდი გვერდით მომიწექი, ორივე დავეტევით მარა მაგარი არაკომფორტული საწოლია კია._თმაზე მოეფერა მეგობარს მარიკო, ელაპარაკებოდა და თან ტელეფონს ჩაჰყურებდა პერიოდულად.
_ვაიმე!
„საპირისპირო მიმართულებებიდან მომავალი სამგზავრო და სატვირთო მატარებლები, რომლებიც ლიანდაგზე ერთმანეთს პირისპირ აღმოჩნდნენ რამაც ფართო მასშტაბის ტრაგედია განაპირობა, სამართალდამცავების განმარტებით უკვე გაპიროვნდა არასინდისიერად და უპასუხისმგებლოდ შესრულებული სამუშაოს უმძიმეს შედეგად, რომელმაც გამოიწვია კიდეც სამგზავრო მატარებელში მყოფი 355 მგზავრიდან სულ მცირე 50 ადამიანის გარდაცვალება. თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია, მატარებლიდან გარდაცვლილთა და დაშავებულთა ამოყვანის პროცესი ამ დრომდე გრძელდება.“ ღმერთო, რა საშინელებაა!_ერთ-ერთი სტატიის ჩამთავრების შემდეგ სიტყვებს ამოაყოლა დამწუხრებულმა მარიკომ, თუმცა მერე ტელეფონს თავი ანება იმიტომ, რომ მისი ყურადღება ზეწარში სახეჩამალული მეგობრის ათრთოლებულმა მხრებმა და ჩუმმა ქსუტუნმა მიიქცია.
მიხვდა რომ გოგონას განცდების უკან კიდევ რაღაც სხვა იმალებოდა, მაგრამ სანამ იგი ძალას მოიკრეფდა, რომ მისთვის თვითონვე დაეზუსტებინა რატომ, მის მხრებსა და თმაზე ხელებმოქცეულმა მარიკომ უსიტყვოდ იწილადა მეგობრის სახელდაურქმეველი ტკივილი და უფლება მისცა გული ეჯერებინა მანამ, სანამ მზად არ იქნებოდა საუბრისთვის.
_ის... ისიც იქ იყო._ამოიქსუტუნა ცოტა ხნის შემდეგ ძლივს და მხრებში გასწორება სცადა.
_სად... ვინ ის..._აირია მარიკო.
_დუდა... იმ მატარებელში._თითები თმაში შეიცურა ნინიამ. ნაწყვეტ-ნაწყვეტი სუნთქვა ამოაყოლა საწყალობელ ამოოხვრას.
_ეგ ვინ... ვაიმე! რაა?!... შენ რა იცი?!_შესძახა პირზეხელაფარებულმა გოგონამ და შეშფოთებული თვალებჩასისხლიანებულ მეგობარს მიაჩერდა დაჭყეტილი თვალებით.
_ვიცი. დავინახე... როგორ იდგა ბაქანის მეორე მხარეს მგზავრებთან ერთად და გავიქეცი რომ მენახა, მაგრამ დამაგვიანდა.
_ღმერთო ჩემო... იქნებ ის არც იყო და შეგეშალა?_არ ნებდებოდა მარიკო.
_არა...
_რას შვრებიან ჩემი გოგოშკები?_კარი შემოაღო მკრთალი ღიმილით ელამ რომელსაც უკან ლურჯფორმიანი ექთანი შემოჰყვა.
_ბებოს ვნახავ._დედას მზერა აარიდა ნინიამ და პალატიდან საჩქაროდ გავიდა. დერეფნის ბოლოში თეთრ კართან შეჩერდა და შეიცადა წამით, თან მისგან მარცხნივ, კედელში ამოჭრილ მოზრდილ ფანჯარაში შეავლო იქიდან მომზირალ შავ ღამეს მზერა, ქუხდა გარეთ.
_რა მინდა აქ, სახლში წამიყვანეთ, თუ სიკვდილია ჩემ სახლში მაინც მოვკვდები!_ჯიუტად განაცხადა ბებიამ.
_ვაიმე რას ამბობთ ნანუ... ნანო დეიდა! თუ მაინც და მაინც დილით მე წაგიყვანდით მანქანით, მაგრამ დარჩენილიყავით ამ ღამით დილით თვითონვე გაგიყვანდით მე._უთხრა ქალს მირიანმა.
_ჩემი გოგო მოსულა!_გაიბადრა კარში გამოჩენილი შვილიშვილის დანახვისას მოხუცი.
_როგორ ხარ ბე? შეგვაშინე ყველა, როგორ შეიძლება ასე?..._ჩაეხვია ქალს ნინია და ფუმფულა ლოყებზე მიეფერა.
_რა მექნა ბებოს სიცოცხლე, როგორ არ მენერვიულა, იქნებ შენ და ჩვენი მეორე გოგო მსხდარიყავით იმ მატარებელში... თან რაც არ უნდა იყოს, ამდენი ადამიანი დაიღუპა და როგორი საქმეა... ღმერთმა გაანათლოს მათი სულები!_თვალები ისევ აუცრემლიანდა ქალს. არც ნინიას აკლდა ბევრი.
_ჰო, ასეა..._ამოიბუტბუტა გოგონამ და ქალს მიეხუტა ისევ.
_არ შეგეშინდეს ბებიკო შენ! არ მოვკვდები ასე მარტივად, ჯერ ბაბუაშენი მყავს გასასტუმრებელი._ჩაიქირქილა ქალმა და მასზე მიკრულ შვილიშვილს ზურგზე ხელისგული დაუტყაპუნა.
_ღმერთო შენ გადმომხედე!_ჩაიფრუტუნა თავის ქნევით ცალყბად ბაბუამ და ოთახში გაჟღერებულ უჩუმარ სიცილს ტალღას თვითონაც აჰყვა.
-*-
_დედიკო შენ არ წახვალ?_გადმოხედა მშობლების მირიანის მანქანაში მოთავსების შემდეგ ქალიშვილს ელენემ.
_არა, აქ ვიქნები მარიკოსთან._თავი უარის ნიშნად გააქნია გოგონამ და გვერდით ამოუდგა დედამისს.
_კარგი მაშინ, მადლობა მირიან._გადახედა მირიანს ქალმა.
_რა სალაპარაკოა, არ გრცხვენია?!_დაუბრუნა პასუხად კაცმა.
_მართლაც, თან მოვალთ ისევ, რაღაცებს მოვიტანთ მარიკოსთვის რომ დასჭირდეს._დაამატა მირანდამ.
_რაღა საჭიროა კიდევ მოსვლა. დღეს კი გაძლებს როგორც იქნება და ხვალ მოხვალთ. თან თუ რამე გვაქვს ჩვენც ყველაფერი და... მოკლედ, დაისვენეთ თქვენ. მე აქ ვარ ისედაც და მივხედავ._იუარა ქალმა.
_მაგის თქმა არც მჭირდება. კი ვიცი საიმედო ხელში რომ არის, მაგრამ რა ვიცი მაინც...¬თქვა მირანდამ.
_აღარ უნდა „მაგრამ“ და “რა ვიცი“. აქ ყოფნით რას შეცვლით ისედაც, წადით და დაისვენეთ ჯობია._იმედიანად გაუღიმა გვერდით ჩამომდგარ მირანდას ელამ.
_აბა, შენ არ მომიყვები რა გჭირს?_მანქანის გაშვების შემდეგ შვილს გადმოხედა ელენამ.
_არ ვიცი...
_იცი, იცი. წამო, კაფეში ჩავიდეთ და თან ვისაუბროთ, მთელი დღეა მშიერი ხარ._ხელი წელზე შემოხვია ქალიშვილს ქალმა და მასთან ერთად შენობაში შებრუნდა.

ისხდნენ დედა-შვილი კაფეტერიაში ერთმანეთის პირისპირ და ლაპარაკის დაწყებას არც ერთი არ ჩქარობდა. მათ გარდა მხოლოდ აქა იქ თუ შეამჩნევდი ვინმეს მაგიდასთან მიმჯდარს, იმ დროს ყველა თავის პალატაში იმყოფებოდა და ეძინა ძირითადად.
_გემრიელია._თეფშზე დადებულ ტოსტზე ანიშნა დედამისს გოგონამ და ცხელი ჩაით სავსე ქაღალდის ჭიქა თითებში მოიქცია.
_მაგის გარკვევაში ზრდილობის გამო მოკბეჩილი ერთი ლუკმა დაგეხმარა?_ჩვეული სათნო, მკრთალი ღიმილი შეაგება და საზურგეს მიეყრდნო ბოლოს.
_დაახლოებით ორი თვის წინ ერთი ბიჭი გავიცანი._დაიწყო ნინიამ.
_ორი თვეა შეყვარებული გყავს და ამას ახლა მაგებინებ?!_გაფართოვებული თვალები აუციმციმდა აღტაცებულ ქალს და მაგიდისკენ გადმოიწია ისევ.
_დედა არა, არა რა შეყვარებული! სინამდვილეში ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შევხვდით...
_ხოო?! სად?_ჯერ იდაყვი მაგიდას დააყრდნო ქალმა, შემდეგ კი შეკრულ მუშტს ჩამოადო ნიკაპი და შეჰღიმა გოგონას.
_ავტობუსში.
_ავტობუსში? რა რომანტიკული ადგილი შეგირჩევიათ._ ღიმილს არ წყვეტდა ქალი, თან ცალი წარბი ოდნავშესამჩნევად აეწკიპა.
_ ცნობისთვის, რომანტიკას არც არავინ დაეძებდა სადმე, უბრალოდ, ასე გამოვიდა. და თუ შეიძლება მაგ სახით ნუ მიყურებ, მაინც არაფერი ხდება ეგეთი._გაეღიმა გოგონასაც, გაიხსენა როგორ მოხდა ყველაფერი. _მაგის შემდეგ მხოლოდ ერთხელ დავინახე მეტროს ფანჯრიდან, მეორედ დღეს...¬_ხმა ჩაუწყდა ბოლოს.
_დღეს?
_ჰო, დღეს. სადგურზე იყო, მაგრამ ვერ მოვასწარი მატარებლამდე მისვლა სანამ მეორე მხარეს გადავედი წავიდა.
_რას ამბობ, ესე იგი... ახლა გასაგებია... არც არაფერ შუაში იყო ბებიაშენი არა?!_უცნაურად ჩაეღიმა ელენეს, პასუხი იპოვაო თითქოს შვილის თვალებში რაღაცის. თვალს არ აშორებდა პირისპირ მჯდარს, მთელი მონდომებით რომ ცდილობდა არ შეეხედა დედისთვის.
_როგორ არ იყო, რას ამბობ... უბრალოდ... მეშინია დედა._მზერა მაინც გაუსწორა ბოლოს მან.
აცრემლებული თვალებისგან გადღაბნილ გამოსახულებას ებრძოდა ქვედა ტუჩზე ძლიერად დაჭერილი კბილებით.
_კიდევ?_ჩაეკითხა ქალი.
_კიდევ, კიდევ ის, რომ არ ვიცი... ნორმალურია ეს?! აი, რაც შემომრჩა... უბრალოდ, ერთადერთი რისი ცოდნაც ახლა ყველაზე მეტად მინდა ისაა, რომ კარგად არის და მორჩა, მეყოფა ეგეც._მხრები აიჩეჩა და ამოისუნთქა ძლივსძლივობით.
_მერე ჯერ არ დაფიქრებულხარ იმაზე, თუ რაზე მეტყველებს ის, რაც „შემოგრჩა“? რატომ გახსოვს ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ერთხელ შეხვდი? რატომ გაღელვებს ახლა ცოცხალია თუ არა? და ყველაზე საინტერესო, რატომ გინდა, რომ ცოცხალი იყოს?
_რაებს მეკითხები?! ადამიანია და...
_ დღის განმავლობაში ასობით უცნობს ვუვლით გვერდს რომლებიც არც კი გვამახსოვრდებიან ნინია._შეაწყვეტინა ქალმა და გამზადებულ არგუმენტს მიუხვდა ქალიშვილს, დაუხვედრა კიდეც წინ პასუხი.
_დედა, საერთოდ არ არის აუცილებელი ეგრე გაუტიო..._სულს უცნაურად უხუთავდა კავშირი, რომელსაც დედამისი ხედავდა ამ ყველაფრის უკან. თუმცა ყველაზე მეტად მაინც ის ფაქტი უჭერდა გულზე მტანჯველ მარწუხად, რომ შეიძლებოდა აღარც არსებობდნენ ის თვალები, ყოველ დღე რომ ახსენებდნენ ხოლმე თავს თავიანთი უძირო ელვარებით.
_ვითომ რატომ? თუ ის ფაქტი გეუბნება იმაზე მეტს, რომ ამდენი ხანი საერთოდ არ დაგავიწყდა„ბიჭი ავტობუსიდან?!".
_რა მოგზავნილივით მელაპარაკები, დედა ხარ თუ მტერი?! ასე ძალიან თუ გინდა ჩემი სახლიდან გაშვება მითხარი პირდაპირ. ან საერთოდაც, რა ხდება? იცი რომ არაფრისგან რაღაც ამბავს ქმნი?_გაცინების მცდელობას მოაყოლა ნინიამ.
_ ის ვიცი, რომ ახლა წინ დამფრთხალი ბავშვი მიზის რომელსაც ეჭვები და შიშები არ აძლევენ გასაქანს. ხო ასეა?!_გამოხედა შვილს ელენემ.
_კარგი რა, ათასი ფაქტორია... რისი მოსმენა გინდა?_ისევ გაციებული ჩაის ჭიქას წაეპოტინა თითებით.
_აი, ზუსტად მაგ ათას ფაქტორშია საქმე, მაგ ეჭვებს რო არ უნდა შეაჭმევინო თავი. ღმერთო, ძალიან მგავხარ...
_ანუ? და რა გინდა რომ ვქნა აბა?_თავი გვერდზე გადახარა ნინიამ.
_ თუ აღმოჩნდება, რომ ის ბიჭი გარდაცვლილთა შორისაა მოგიწევს ცხოვრება ჩვეულებრივ გაარძელო მის გარეშე, მაგრამ თუ არა, მაშინ რას იზამ? მიაკითხავ საავადმყოფოში, უსურვებ გამოჯანმრთელებას და უკან წამოხვალ ხო? შორიდან უყურებ და მიუხედავად იმისა, რომ შიგნიდან რაღაც გეძახის რომ ახლოს უნდა მიხვიდე, და რომ გულის სიღრმეში ეგ შენც გინდა ნაბიჯს მაინც არ გადადგამ შენივე შიშების გამო, არა?! არც იმაზე ფიქრს მოუშვებ ახლოს, თუ რა იქნება თუ არაფერს გააკეთებ. როგორ ვერასდროს ვერ მიხვდები სწორია თუ არა ის გზა, რომელსაც ადგახარ მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღრმეში ძალიან კარგად იცი... ბევრი რამ შეიძლება არ იყოს სწორი რასაც გავაკეთებთ მომავალში ან რაც გაგვიკეთებია აქამდე, მაგრამ ჩვენ მათზე ვსწავლობთ ნინია... უბრალოდ, სანამ რაიმე სხვის სწავლას მოსთხოვ საკუთარ თავს შეცდომების დაშვება ისწავლე დე, იმის მიღება ისწავლე, რომ ისე ვერ იარსებებ ადამიანი შეცდომების გარეშე როგორც რაღაცის უწყვეტი ანალიზის, ფიქრის გარეშე. „ათას ფაქტორს“ და შენივე შიშებს ნუ შესწირავ იმას, რაც შეიძლება რომ განიცადო, კარგი?! ისე გააკეთე, რომ ბოლოს საკუთარ თავთან გამოხვიდე მართალი და არ გეტკინოს უკან მოხედვისას ის ფაქტი, რომ რაღაც შეგეძლო გაგეკეთებინა და უკან დაიხიე._შვილის თავისივე ხელებში მოქცეულ მტევნებს მიეფერა ქალი და შემდეგ გააგრძელა.

_მიუხედავად იმისა, რომ მამაშენი იმ ავარიის გამო დავკარგე, ყველაფერი მიღირს იმ დღეებად, რომლებიც მისგან დამრჩა. რომელიც მასთან ერთად გამომივლია, და მისად ყოფნაში გავლევ სანამ ისევ შევხვდებით. ბებიაშენის სილა კი არ დამავიწყდა?! არც ბაბუაშენი რომელიც პროტესტის ნიშნად არ მელაპარაკებოდა მანამ, სანამ შენზე არ გაიგო... მწარე იყო მაშინ, რთულიც, მაგრამ ღირდა მამაშენის გვერდით გატარებულ დროდ.
რად უნდა თქმა, რომ შეიძლებოდა პირიქითაც მომხდარიყო, არავინ არაფრისგან არ ვართ დაზღვეული იმ ლაბირინთში ყველა რომ ჩვენ-ჩვენ გზას დავეძებთ და პროცესში ვეკვეთებით, მაგრამ თუ ამის გამო მიწაში თავჩარგული ყოფნას ამჯობინენ შენს შიშებთან ერთად რას მოიგებ? რა დაგრჩება? ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება როგორც მანამდე გრძელდებოდა, ოღონდ უშენოდ.
ცხოვრება სწორი და არასწორი ადამიანების, დაშვებული შეცდომების, და შემდეგ მიღებული პასუხების გარეშე ცხოვრება არ არის, მაგრამ როცა რაღაც გეძლევა უფლისგან საჩუქრად თუ მაგალითად, რომელიც საბოლოოდ მაინც საჩუქარია რომელიც რაღაც მნიშვნელოვანს გასწავლის, რაღაცას გახვედრებს შემჩნევა, მიღება სჭირდება შვილო. გაქცევა და დამალვა კი არა...
ილუზიაა იქნებ ეს შენი მარადისობა, ცხოვრება რომელიც სიკვდილის შემდეგ გრძელდება... არ ვგულისხმობ გადაკვეთო ის უფლებები, რომლებიც მაშინ მთავრდება შენთვის, როცა იწყება სხვისი, ან აირიო ამ ყველაფერში იმდენად, რომ საკუთარი თავი დაკარგო სადღაც, მაგრამ რატომ უნდა მისცე იმ კომპლექსებისა და შიშების ბუდეს საკუთარი თავის შეჭმის უფლება, რომელსაც საზოგადოება ქსოვს ნებსით თუ უნებლიედ და რომელშიც რაღაც დოგმების გამო თავს იხვევ?! ამ ადგილას ყოფნას საინტერესოს ზუსტად ის ხდის, რომ ინდივიდები გვქვია. რამდენად კარგი, ცუდი, უხასიათო, მეტად ან ნაკლებად საინტერესოებიც არ უნდა ვიყოთ ვიღაცისთვის ჩვენს არსებობას იმად, რაც ღირს სწორედ ეს ფაქტი აქცევს.
შეიძლება ერთმანეთს ვემსგავსებოდეთ, ვბაძავდეთ... მაგრამ ეგ ხო იმას არ ნიშნავს, რომ უნდობლობით უნდა განვიმსჭვალოთ და შეგვეშინდეს კრახის, რომელიც ვიღაცამ რაღაცის გამო განიცადა საკუთარ ომში?!... შენ შენ ხარ ნინია, შენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძალაც ეგაა, ენდე ხოლმე საკუთარ თავს.
მე არასდროს არაფერს გაიძულებ, არც იმას ვგულისხმობ, რომ ეგ ადამიანი მაინც და მაინც ისაა ვინც უნდა იყოს შენთვის, მაგრამ...
_იქნებ თვითონ არ შემორჩა არაფერი?!_ამოთქვა ნინიამ.
თავი ვერ შეიკავა და გაეღიმა ფართოდ ელენეს.
_თუ ახლოს არ მიხვალ ვერც გაიგებ ვერასდროს. მე ვერაფერს დაგპირდები, ვერც იმას გეტყვი იქ რა დაგხვდება, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად, მაგრამ ჯობია წახვიდე. გეშინია ვიცი, მაგრამ ასე აჯობებს. არ გამოგვდის ხოლმე ხშირ შემთხვევაში, მაგრამ მართლა ჯობია ზოგჯერ, რომ დღევანდელი დღით ვიცხოვროთ და მივცეთ უფლება ხვალინდელს, რომ ხვალისთვის იზრუნოს, ხომ ხვდები?!..._გაუღიმა ქალიშვილს ელენემ.
_და რა იგულისხმე, სად უნდა წავიდე?_ჰკითხა ჩამოწოლილი სიჩუმის შემდეგ ნინიამ დედას.
_სტატიები არ გინახავს? ორშაბათს იმავე ადგილას საიდანაც მატარებელი გავიდა მემორიალი მოეწყობა გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად. ყველა მსურველი მივა და თითო ცალ ყვავილს, რამეს მაინც დატოვებს მათთვის, თან გარდაცვლილთა ვინაობის გარკვევაც იქნება შესაძლებელი. თუ იცი რამე მასზე, რითაც იმის გარკვევას მოახერხებ გადარჩა თუ არა...
_ელა! გავედით, გავედით დროზე! გამოძახებაა მზადაა მძღოლიც._შემოირბინა ოთახში ერთ-ერთმა კოლეგამ და როცა დარწმუნდა, რომ ადრესატამდე ინფორმაციამ წარმატებით მიაღწია გაიქცა უკან ისევ.
_მარიკოსთან შედი, შეიძლება ისევ ეძინოს, მაგრამ იქნებ შენც დაგეძინა ცოტა, სცადე.
_მადლობა დე, მიყვარხარ._მხოლოდ ეს უთხრა და ტუჩები მიაწება მის ღაწვებზე ნაზად დაშვებულ ფეხზე წამომდგარი ქალის ხელის გულს.

ჩუმად შეიპარა სავსე მთვარის სინათლეშემოპარულ მეგობრის პალატაში, დაჰყურებდა ცოტა ხანს მის ლამაზ სახეს, ზედ მიმობნეულ საყვარელ ჭორფლებსა და დამშვიდებულ ნაკვთებს.
„უმძიმესი სარკინიგზო კატასტროფის ადგილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილთა საბოლოო რაოდენობა 65-მდე გაიზარდა. დაშავებულია 80 ადამიანზე მეტი, ისინი სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადანაწილებულები. ადგილზე, საიდანაც სამგზავრო მატარებელმა აიღო გეზი მსურველები ორშაბათს, შუა დღიდან უკვე შეძლებენ მისვლას თითოეული გარდაცვლილისთვის პატივის მისაგებად.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და...“
საიტი გამორთო და დივნის საზურგეს მთელი ტანით მიეყრდნო, ფეხსაცმელები მოიშორა და აიკეცა ფეხები, არ შეეძლო დაძინება.ცოტა ხანს დედამისის სიტყვებზე ფიქრობდა, მერე ღრმად ჩაისუნთქა, დივნის ბოლოში მიდებულ თავის ჩანთას გადასწვდა და ყურსასმენები ამოიღო.
...My tired schemes, and old routines
And everything that I have done before
Used to help to pass the time
But now they just don’t thrill me anymore...
(John Mark Nelson -Perfect Stranger)

ევსებოდა სმენა იმ კარგად ნაცნობი სიმღერის ნოტებით, ერთხელ რომ განუცხადა უცნობს არაფერიც არ მომიძღვნიაო შენთვის, მაგრამ ახლაც, და ყოველ ჯერზეც მის შემდეგ სწორედ რომ მის თავს ახსენებდა თითოეული სიტყვა იმ სიმღერიდან გათენებამდე, მზის ისევ გამოჩენამდე რომ იყო გოგონას გვერდით მისავე უჩუმარ ლოცვებთან ერთად უფლის მიმართ, რომ არ წაიყვანოო შენთან ჩემი უცნობი...

-*-
_კი, კი არ ინერვოულო. კარგადაა არაფერი უჭირს, ისე დაგირეკეთ, ვიფიქრე ვკითხავ როგორ ჰყავს თავისი გოგო-მეთქი._ელაპარაკებოდა ბაბუამისს და თან წყალი მიჰქონდა მარიკოსთვის. საუბარსაც მორჩა და პალატის კარიც შეაღო.
_ნელ-ნელა გიკლებს ტკივილიც, შეშუპებული არც გაქვს ახლა, რამე ხო არ გინდა კიდე?_გაუღიმა ექთანმა მარიკოს.
_არა, დიდი მადლობა._ღიმილითვე უპასუხა გოგონამ.
გავიდა მალევე.
_რაო ბაბუამ?_გამოხედა ახლა ნინიას.
_არაფერი, მშვენივრადააო ნანუჩი და დაფუსფუსებსო როგორც იცის. მოგიკითხა შენ._უთხრა და ჭიქა გაუწოდა, მიუჯდა თან გვერდით.
_არ გამიკეთეს ის ნემსი, აბა არ მიჩერდება ისე ეს ტკივილი და...
_მაგდენიც არ შეიძლება ხო იცი, უნდა გაუძლო ცოტა სხვა რა გზაა...
_ჰო აბა, ძაან ცოტა იქნება მთელი თვე ასე ყოფნა, კიც ავიჭრები ალბათ!
_ნუ დაიწყე ბუზღუნი, მთელი ეს დრო თუ ეგრე უნდა იყო ვაი საწყალი მირიან ბიძიას ბრალი მაშინ._ჩაეცინა ნინიას.
_სულ დამივიწყეს, სულ მტოვებენ აქ მგონი.
_მოვიდნენ სხვათა შორის, და ელაპარაკებიან ახლა თინათინს. დავინახე გარეთ იდგნენ, დერეფანში და ნუ ბუზღუნებ. _უთხრა ნინიამ სიცილით, თან თმაზე მიეფერა.
_საერთოდ არ გეძინა ხო წუხელ..._მზერა დაუნაღვლიანდა მარიკოს.
კარი გაიღო და შემოჰყვნენ კიდეც ელას მირანდა და მირიანი.
_რაზე ჭორაობენ ჩემი ქალები? შემოგიერთდებით მეც._თავზე ორივეს აკოცა კაცმა და სკამი მიიდგა საწოლთან ახლოს.
_მივდივართ ხო დღეს?_ხასიათზე მოვიდა გოგონა.
_ვინ გიშვებს რო მიდიხარ?_ჩაერია ელენე.
_რაა?!_წამოიძახა თვალებდაჭყეტილმა, ტირილამდე მივიდა კინაღამ.
_კარგი ჰო, წადი, წადი. მაგრამ სულ კი არ უნდა იწვე, გაგატანთ ამ ყავარჯნებს და უნდა იარო ხოლმე აქეთ-იქით წოლითი რეჟიმის გავლის შემდეგ._სახე დაუსერიოზულდა ელას.
_რას შვება ჩემი პაციენტი?_კარში გამოჩნდა თინათინი.

-*-

_გამაგებინე რა იქნება, კაი? დაგელოდები._გამოხედა უკვე მანქანის უკანა სავარძელზე მოკალათებულმა მარიკომ გამოღებულ კარში გაჩხერილ ნინიას, თავისაში მოექცია დაქალის ხელი.
_აჰამ._თავი თანხმობის ნიშნად დაუკრა მანაც და სული ამოაყოლა ამოსუნთქვას თითქმის.
_მაპატიე რომ შენს გვერდით არ ვარ, ვერ ვარ ნი... მაგრამ ისე რომ სულ ახლოს ვარ, ყოველთვის რაც არ უნდა მოხდეს, ხო იცი?!...
_არა, არ ვიცი, მადლობა საქმის კურსში ჩაყენებისთვის! შენ მე მგონი თავიც დარტყმული გაქვს სადღაც და არ გახსოვს შოკისგან, არა და დედამ მითხრა გადავუღეთ ყოველი შემთხვევისთვისო. გაეპარათ ეტყობა რაღაც..._თვალები მოჭუტა გოგონამ და მერე გაღიმებულ მარიკოს სასაცილოდ დაუბრიალა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალა იყო მისთვის მისი ყოფნა.
_დე, ჩვენ წაგიყვანთ, ელე ხო მაინც ვერ მოდის ჯერ.._ელენესთან დამშვიდობების შემდეგ მიუახლოვდა გოგონას მირანდა.
_ვიცი დეი, მაგრამ მაქეთ არ მოვდივარ, სადღაც უნდა წავიდე და შემოგივლით მოგვიანებით._მოეხვია ქალს ისიც.
_კარგი მაშინ, აბა შეხვედრამდე._გაუღიმა, მანქანას შემოუარა, ფანჯარაზე აკრულ ქალიშვილს გვერდით მიუჯდა და მალევე მიეფარნენ კიდეც თვალთახედვის არეალს.
სწორედ ამ დროს გააჩერა საავადმყოფოს შენობასთან ნინიას გამოძახებულმა ტაქსმაც. გახედა უკან რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით ჩამომდგარ დედას, გაუღიმა თვალებით შემოცმული ფორმის ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა ქალმა, შენთან ვარო აგრძნობინა მზერით.
_მიდი._ უთხრა მხოლოდ მისთვის აღსაქმელად ტუჩების მოძრაობით და მიადევნა თვალი შვილის ფიგურას სასწრაფოდ რომ მოთავსდა მანქანაში.
დაბუჟებოდა მთელი სხეული, მუცელი, თავი, ყველაფერი ერთდროულად სტკიოდა დაჭიმულს, მაგრამ აბა როდი აღიქვამდა ამას, მკერდში მფეთქავი არტერიის აჩქარებული ფრთხიალის ესმოდა მხოლოდ, ოღონდ ისიც ხანდახან.
სანამ ფაქტის წინაშე არ დადგა ფიქრობდა, რომ ძლიერი იყო, შეძლებდა ამას, მაგრამ რაც უფრო მეტად უახლოვდებოდნენ დანიშნულების ადგილს, მით უფრო მეტად ურთულდებოდა ჟანგბადის აღქმაც ორგანიზმში.
მძღოლმა მანქანა გააჩერა, მანაც გაუწოდა საჭირო რაოდენობის თანხა და გადაითრია სხეული მანქანიდან.
იანვრის ცივი ქარი მაშინვე შემოეფეთა სახეში და აუფრიალა ჰაერში გაშლილი თმა. გაუარესებულიყო ამინდი, მტკივნეულად ენარცხებოდა წვიმის წვეთები სახეზე. ტანზე შემოიხვია შეხსნილი შავი პალტო და ჩქარი ნაბიჯით დაიძრა შენობისკენ ამავე ფერის ფართო ტოტებიან შავ, შლაქსის სტილის ჯინსის შარვალს, მაღალყელიან ფეხსაცმელებსა, და შიგნით მორგებულ ნაცრისფერ სვიტერში გამოწყობილი ცალ მხარს რომ უშიშვლებდა მატერია, თუმცა ხსენებული პალტო და ნანუჩის სპეციალურად მისთვის მოქსოვილი კაშნე რომ უთბობდა მოშიშვლებულ გრძელ კისერსა და მხარსაც შეძლებისდაგვარად.
_აქ დავდოთ ესეც, არაფერი უჭირს._შესასვლელშივე დაუხვდა ორი კაცი უზარმაზარი თაიგულით ხელში რომ ბჭობდნენ სადღა დაედოთ გადავსებულ სივრცეში შემომატებული მოზრდილი კალათი.
გზად თვითონაც ეყიდა ვარდების დიდი შეკვრა. მატარებლის სადგურისკენ დაიძრა და ერთ-ერთ კედელზე ჩამოკიდებულ საათს მიაპყრო მზერა, პირველი ხდებოდა უკვე. უამრავი ადამიანი ირეოდა შიგნით, ჟურნალისტებსაც გაარჩევდით მიკროფონ მომარჯვებულებსა და კამერების წინ მოსაუბრეებს.
გული მოეწურა აქა იქ დალაგებულ გარდაცვლილთა სურათებს რომ მოავლო მზერა გაღიმებული სახეებით რომ იცქირებოდნენ ჩარჩოებიდან, მათთვის მორთმეულ ფერად-ფერადი ყვავილების კონებს შეჰღიმიანო თითქოს. ბარათებიც დაეტოვებინათ ვიღაცებს ზოგიერთის ჩარჩოში ჩასმულ სურათთან.
გაისმოდა ექოდ შეკრებილთა ჩუმი ზუზუნი, ტირილის ხმები შენობაში...
ნინია იმხანად უკვე ღიად დატოვებულ კარში იდგა ისე როგორც წინა დღით, თუმცა ამჯერად გადააბიჯა ზღურბლს და ნელ-ნელა გაუყვა ყვავილებით შემოჯარულ კედლებს ბაქანის მეორე მხარეს. ჩაიმუხლა კედელზე მიდგმულ ჩარჩოსთან, გაღიმებული პატარა გოგონა რომ იცქირებოდა ბედნიერი სახით... ექვსი წლის თუ იქნებოდა ალბათ, ყვავილები, ფუმფულა სათამაშოები, და საპნის ბუშტები ელაგა მისი სურათის წინ, თვითონაც ეჭირა ერთი ცალი პატარა ხელებში რომ მოექცია სურათიდან მომღიმარს.
დარჩენილი ვარდები ბავშვის სურათთან დატოვა ნინიამ.
კარში შემოვიდა სადგურის თანამშრომელი და თაიგულით ხელში ჩაუარა იქვე ჩამუხლულ გოგონას, იმავე მკვირცხლი მოძრაობა გაიმეორა ყველა დანარჩენთანაც ვინც ბაქნის მეორე მხარეს იდგა, ყვავილები კედლის ბოლოში, კუთხეში დახვავებულ თაიგულებს შეუერთა და უკან გამობრუნდა. წამოდგა ფეხზე გოგონაც.
_უკაცრავად._ამოთქვა ძლივს გასაგონად მასთან მოახლოებული თანამშრომლის მიმართულებით.
_გისმენთ... რომელიმე მათგანის ახლობელი ხომ არ ხართ? სურათი მოიტანეთ?_ადგილზე შედგა კაცი და ჩაეკითხა საქმიანად.
_მე... არა, მაინტერესებს სად შემიძლია გარდაცვლილთა სიის ნახვა._წარმოთქვა გოგონამ, უთრთოდა ხმა და უჭერდა ყელში გაჩხერილი ბურთი.
_ააა, დიახ, უნდა ჩამოგვეტანა კიდეც აქამდე, უბრალოდ, არ ველოდით ამდენ ადამიანს ასე უცებ და... თუ გნებავთ დაელოდეთ ცოტა ხანს, თუ არა და მეორე სართულზე შეგიძლიათ ახვიდეთ. კიბეებიდან ხელმარცხნივ, დერეფნის ბოლოში ბოლოს წინა კარია და იქ დევს ჩარჩოში გამოკრული, მაგიდაზე... აი, იმ კარის უკან კიბეებს ჩაივლით, კიდევ ერთ კარს გამოაღებთ და დაინახავთ მეორე სართულის კიბეებსაც._განუმარტა მან.
მხოლოდ თავის დაკვრა მოახერხა ნინიამ, კაცმაც იგივე გაიმეორა და გაეცალა ბოლოს.
აათავა მეორე სართულის კიბეები და ფართო დერეფანს მოატარა მზერა, განიხილავდნენ მომუშავე თანამშრომლები რა მტკივნეულიაო რაც ქვედა სართულზე ხდება, გაუხვია მარცხნივ და გაუყვა ლამაზ-ლამაზ ნივთებ შემოლაგებულ ვიტრინებს. დაიჭამა გზაში ტუჩები ლამის.
რა უნდა ექნა თუ მის სახელს ამოიკითხავდა ფურცელზე?...
შედგა ღრიჭოდ დატოვებულ კართან წამით, ელოდებოდა სადღაც გამქრალ ჟანგბადს მკერდში გაბმულ სპაზმურ ტკივილად რომ ახსენებდა მის საჭიროებაზე გულის ტკივილი. სახელურს წაეპოტინა და ფართოდ შეაღო კარი რომელსაც ჩქამი არ გაუღია ქმედებისგან გამოწვეული.
აეწია და შეეკრა დაბალ კოსად თავისი ქერა თმა, შავი პალტო ეცვა თვითონაც, იდგა ზურგით მხრებში გამართული და ჩაჰყურებდა წინ მდგარ მაგიდაზე დადებულ მოზრდილ ჩარჩოს.
რომ გააანალიზა ვინც იდგა მის წინ უკან წაბარბაცდა ერთბაშად შემონახეთქები ემოციებისგან და კარს შეეჯახა რომელიც არ მიხურულა მაინც, თუმცა შემოტრიალდა ჭრიალის ხმაზე მაგიდასთან მდგარი მაღალი სხეული.
მოასკდა გოგონას თვალებში ნაგროვები მარილიანი სითხეც დაწესებულ ჯებირებს.
_შენ... შენ..._ამოსუნთქვის მცდელობებს შორის ხმას ძლივს იმორჩილებდა ბიჭი, თან მოპირდაპირედ მდგარ გოგონას სწავლობდა არეული, ათას ემოცია არეკლილი ზღვისფერებით დარწმუნებას რომ ცდილობდა თითქოს ხომ რიგზე აქვს ყველაფერი, ხო ის არისო ნამდვილად.
გადაფარა მანძილი მასა და ბიჭს შორის, აესვეტა წინ თუმცა ვერ გაბედა ჩახუტებოდა მიუხედავად იმისა, რომ სხეულის ყველა ნერვი სთხოვდა ამის გაკეთებას, მაგრამ სამაგიეროდ დუდა მოსწყდა გოგონას თხილისფერ თვალებს და გადაფარა ის დარჩენილი ნაბიჯებიც მათ შორის.
მკლავში ჩაავლო მსუბუქად, მკერდზე აიკრა და შემოხვია ძლიერი ხელები სიფრიფანა, მონატრებულ სხეულზე სულ პირველად.
ისე ამოისუნთქა შვებით გოგონას თმაში თავჩარგულმა ახლიდან დაიბადაო თითქოს. ცრემლებით დაუნამა ბიჭს შავი სვიტერი ნინიამ, შემოეხვია წვრილი მკლავები მისთვის.
_ კარგად ხარ... კარგად ხარ! მეგონა შენც მათ შორის იყავი._ბუტბუტებდა ხმა ათრთოლებული.
_რას გულისხმობ? ვის შორის უნდა ვყოფილიყავი?_ჰკითხა ცოტა ხნის, გონზე მოსვლის შემდეგ ბიჭმა. თან ცერით მოაშორა მის დიდრონ ხელებში მოქცეულ გოგონას პატარა სახეს ზედ ჩამომდინარე ცრემლები. ზემოდან დაჰყურებდა ნინიას და ახლა უკვე გაკვირვება ეწერა შედარებით უფრო დაწყნარებულ ნაკვთებზე.
_რას მეკითხები?!... აქ... გარდაცვლილებს ან დაშავებულებს შორის შენი ახლობელი იყო ვინმე? ვის გამოც აქ ხარ._აღმოთქვა ძლივს ჯერ კიდევ სუნთქვა აჩქარებულმა ნინიამ.
_კი, შენ._უპასუხა მარტივად დუდამ.
_მე?!... მაგრამ, მაგრამ მე აქ შენ გამო ვარ, იმ მატარებელში არც ავსულვარ საერთოდ...
_ბაქანის მეორე მხრიდან დაგინახე. ჩემ დასთან ერთად ვიდექი და შენ სადღაც მირბოდი, არ ვიცი... გამოვიქეცი რომ დაგწეოდი, გადმოვედი კიდეც მეორე მხარეს, მაგრამ ვიღაც ქალს შევეჯახე და წვენის ჭიქები რომლებიც თან მოჰქონდა ზედ გადავავლე. ძალიან მეჩხუბა, მთელ შენობაში მისი კივილი ისმოდა და ამიტომ ვერ მოგისწარი. თავიდან ვიფიქრე აქ ამოხვედი, მეორე სართულზე, მაგრამ სანამ იქამდე მივაღწევდი სადგურის თანამშრომელმა გამაჩერა და მითხრა, რომ მას ესაუბრებოდი, მერე მატარებელი დაგინახავს და მისკენ გაქცეულხარ. ის მატარებელი რომელსაც ეს ამბავი შეემთხვა, ნინია..._მისი სახელი წარმოთქვა ბიჭმა და ჩააკვირდა თვალებში როგორც სჩვეოდა.
_რა სისულელეა, რა მატარებელი, მე შენთან მოვდიოდი! შენსკენ მოვრბოდი იმიტომ, რომ მეც დაგინახე მეორე მხარეს ვიღაცასთან მოსაუბრე, მაგრამ იმდენად ვიყავი სწრაფად გადმოსვლაზე კონცენტრირებული, რომ არც გვერდზე გამიხედავს და არც უკან. არც იმ კარში გამოვსულვარ, ეგ რომ მექნა შეგამჩნევდი კიდეც ალბათ, მაგრამ ჩემს მეგობარს რომელთან ერთადაც აქ გუშინ მოვედი რაღაც შეემთხვა და მასთან გავვარდი.
_ღმერთო ჩემო..._სიმწრის სიცილი ვერ შეიკავა ბიჭმა, მერე შუბლით შუბლზე დაეყრდნო გოგონას და ასე იყვნენ რამოდენიმე წუთი. ერთმანეთის სუნთქვას დარაჯობდნენო თითქოს...
_უკაცრავად, ბავშვებო, აქამდეც უნდა გაგვეტანა ეს... მაგრამ დაფანტულები ვართ მთელს შენობაში და..._კარში უხერხულად შემოაბიჯეს სადგურის თანამშრომლებმა. მალავდნენ აცრემლებულ თვალებს რომლებიც იმ ადამიანების ამბავს, გულში გაღვივებულ სიხარულს იზიარებდნენ, შემთხვევით რომ შეესწრნენ კართან მოსულები და იქვე შედგნენ რომ ნება მიეცათ მათთვის გასაქანი მიეცათ იმ ბედნიერებისთვის, იმ ადამიანების სუნთქვის შესახებ ცოდნა რომ ქვია და იმ ადამიანის სახელსავე ატარებს, ვისაც იმ წამს ის ბედნიერება მიემართება ძალიან რომ გვეძვირფასება ადამიანებს თუმცა ძირითადად მსგავს მომენტებში რომ ვიაზრებთ ხოლმე ყველაზე ნათლად, თუ რად ღირებულა თურმე მათი თითოეული მაჯისცემა ჩვენთვის.
თავდაპირველ პოზიციას დაუბრუნდნენ და არეული მზერით რომლითაც ჯერ ერთმანეთს, შემდეგ კი წამსვე მაგიდისკენ მიმავალ თანამშრომლებს გახედეს, ცოტა ხანს იდგნენ. მერე კი ისე, რომ ერთმანეთისთვის თვალებში კვლავაც არ შეუხედავთ იქ მყოფთ დაემშვიდობნენ და ოთახი დატოვეს.
უკანა გასასვლელით გავიდნენ ქუჩაში, გარეთ კი ისევ წვიმდა და ნელ-ნელა უმატებდა ინტენსივობას ციდან წამოსული სუსხნარევი გრილი წვეთები.
ისე მიუყვებოდნენ გზას როგორც დასჩვეოდათ. ერთმანეთის გვერდიგვერდ და აუჩქარებლად ბედნიერები იმით, რომ კვლავ იპოვეს ერთმანეთი, რომ არ გამართლდა არც ერთის შიში რომელიც შეხვედრამდე სჭამდა თითოეულს მთელი ეს დრო ცალ-ცალკე, თუმცა მაინც ერთად განათევ თეთრ ღამეებს შორის.
თქმა რად უნდა, რომ ცხადია განიცდიდნენ იმ ფაქტს, რომლის გამოც ამდენმა ადამიანმა ამდენად ტრაგიკულად და მძიმედ შეწყვიტა ამ ადგილას სავალი თავისი გზა, თუმცა ამავდროულად მადლობლებიც იყვნენ იმ ძალის, რომელმაც შეისმინა მათი ერთმანეთთან დაკავშირებული ლოცვები, და გადაეკვეთა ამ ორის გზები კვლავინდებურად მართალია მსგავსი ტკივილის ფონზე, მაგრამ მაინც...
მიდიოდნენ ერთმნეთის გვერდიგვერდ, მხოლოდ ჩუმ-ჩუმად, უჩუმრად თუ გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს და ამასობაში ყველაზე ახლომდებარე გაჩერებასაც მიაღწიეს რომელსაც რამოდენიმე მეტრი თუ აშორებდათ მხოლოდ.
_ჩემთან რომ დაგპატიჟო მოწვევას მიიღებ?_გამოხედა უცებ ბიჭმა.
_მივიღებ._გაუღიმა გოგონამ.
_მაშინ კარგი._ტუჩის კუთხეებზე შეპარული ღიმილითვე უპასუხა ბიჭმაც.
დუდამ გაჩერებას არც თუ ისე დიდი ხნის წინ მიმდგარ ავტობუსში, რომელსაც გასასვლელად უკვე აემუშავებინა ძრავა, ამოიცნო სასურველი ნომერი.
_ისე, შეგვეძლო გავყოლოდით ამას..._გადმოხედა ნინიას.
_მერე? რატომ არ გავრბივართ?!_ წვიმის გამო დაწვრილებული თვალებით ახედა და უპასუხა ახლა გოგონამ.
_ჰმ, სწორი შენიშვნაა!_იმავე მზერა დაუბრუნა ბიჭმაც, მისი ხელი თავისაში მოიქცია და
წამის შემდეგ ორივე მთელი სისწრაფით გარბოდნენ ავტობუსისკენ, მიასწრეს. შუაში სადაც ერთმანეთის პირისპირ იდგა ორ-ორი სკამი, და რომლის ორივე მხარესაც უკვე დაეკავებინათ თითო სკამი ვიღაცებს, ნინია და დუდაც მოთავსდნენ ერთმანეთის მოპირდაპირედ დარჩენილ ადგილებზე.
ვერ იკავებდნენ ურჩ ღიმილებს ერთმანეთის შემხედვარე ვერც ერთი.
გაჩერებასთან გააჩერა მძღოლმა მანქანა და წამოდგა ფეხზე დუდაც.
_აქ?_ბიჭს ახედა გაკვირვებულმა გოგონამ და ფანჯარაში გაიხედა ინტერესიანი მზერით.
_ჰო, აქ._მზერით გაუღიმა გოგონას და კარისკენ დაიძრა, უკან მიჰყვა ისიც. ქუჩა გადაკვეთეს, პირდაპირ იარეს და რამოდენიმე წუთში მიადგნენ კიდეც სტაფილოსფერი აგურით ნაგებ მაღალ კორპუსს შავი დეტალებით გაწყობილი აივნებითა და ფანჯრებით.
ამავე ფერის მინაგამოკრული რკინის კარი გამოხსნა დუდამ და შიგნით შეატარა გოგონა, ლიფტში შევიდნენ, მეოთხე სართულის ღილაკს დააჭირა ბიჭმა თითი.
_მახსოვს მითხარი, რომ შენც ახლოს ცხოვრობდი სკვერთან, ეს ადგილი კი იქაურობისგან ერთი საათის სავალზე მაინც იქნება._შეჰყურებდა პირდაპირ მდგომს ლიფტის კედელზე ზურგით მიყრდნობილი გოგონა ამავე პოზაში მდგარ ბიჭს.
_ასეც არის. იქ დედაჩემი, ჩემი და, და ბებია ცხოვრობენ. ეს ბინაც ბებიაჩემის იყო, დარინასი, მაგრამ მერე მე მაჩუქა და თვითონ იქით გადავიდა, რამოდენიმე წელია უკვე აქ ვარ._მხარი აიჩეჩა მან.
_ესე იგი დაამყარე ავტონომია._ჩაეღიმა ნინიას.
_ავტონომია ვინ დაამყარა ეგ კიდევ საკითხავია._ჯერ თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი სიცილში აჰყვა ბიჭიც. _იქ ხშირად ვარ ხოლმე მაინც, საღამოობითაც ვიკრიბებით ერთად ხან აქ, ხან იქით, მაგრამ მაშინ როცა ჩვენ შევხვდით ჩემებთან კარგა ხანი იყო არ ვყოფილვარ გარკვეული მიზეზებისდა გამო, და მაინც და მაინც იმ საღამოს გადავწყვიტე წავსულიყავი.
_ხო არა?_თავს მონოტონურად აქნევდა ნინია, თან ეღიმებოდა.
_ხო რა არი, არ შეიძლება? მომინდა და წამოვედი, სულ ეგ იყო!_გამოხედა თვალებში ჭინკებ ათამაშებულმა ბიჭმა.
_ეს რა იყო ახლა?!_ სიცილი ვერ შეიკავა თვალებაბრჭყვიალებულმა, გაახსენდა Perfect Stranger-ის შემდეგ ბიჭისთვის ნათქვამი თავისი სიტყვები.
ორად გაიყო ლიფტის კარი და მგზავრებიც ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდნენ იქიდან, მარცხენა კედელში ამოჭრილ მაღალ შავ რკინის კარს მიადგა ბიჭი და გასაღები ამოაძვრინა პალტოს ჯიბიდან. კარი შეაღო, ისე რომ შიგნით არ შესულა კედელში ჩამაგრებულ ჩამრთველს თითი მიაჭირა და შუქი აანთო, მერე გამოხედა ზურგს უკან მობუზულ გოგონას და თავით ანიშნა შესულიყო სახლში.
_მადლობა._ შიგნით შეაბიჯა ნინიამ, დუდაც მიჰყვა უკან და მიიხურა ზურგს უკან შეღებული კარი.
_კეთილი იყოს შენი ფეხი, აწი იცოდე სად შეძლებ ჩემ პოვნას თუ რა თქმა უნდა ნახვა მოგინდება._სითბოჩამდგარი მზერა მიაპყრო ბიჭმა სტუმრად მოსულს, პალტო მოიშორა და გოგონასაც გამოართვა თავისი.
ლამაზი და მყუდრო იყო იქაურობა, მაშინვე მოიხიბლა ნინია იმ სითბოთი სახლის სპილოს ძვლისფერ კედლებს რომ მოჰქონდათ და დაუყოვნებლივ რომ შემოერტყა გარს შიგნით აღმოჩენილ გოგონას მაშინვე.
ბინაში შესულს მარცხენა კედელის თავსა და ბოლოში ორი თეთრი კარი დაგხვდებოდათ რომელთაც ერთმანეთს მოზრდილი წიგნების კარადა აშორებდა. ეულად მდგარი ოთახის კარი გახლდათ ასევე უშუალოდ ბინაში შემოსასვლელი კარის მოპირდაპირედ, ამ სივრცეს კი ერთმანეთისგან გამოჰყოფდა ხსენებული წიგნების კარადის პირდაპირ კედელში გამოჭრილი ის ოთხკუთხედი თაღი, რომელში გასვლის შემდეგაც უკვე სასტუმრო ოთახში ამოჰყოფდით თავს.
მისაღებში მარცხენა კედელთან მდგარი გრძელი ნაცრისფერი დივნით, მის გვერდითა კედელზე ასევე მარცხნივ ამოჭრილი პატარა თეთრი სარკმელით, რომლის გვერდითაც გახლდათ აივანზე გასასვლელი თეთრივე კარი შიგნით გამოკრული მინებით.
ნაცრისფერი დივნის წინ კი იდგა მინის პატარა ჟურნალების მაგიდა, რომლისგან მარცხნივ, ოდნავ მოშორებითაც პატარა ფირსაკრავს დაეკავებინა ადგილი უშუალოდ დივნის მოპირდაპირედ კი ასევე განეთავსებინათ კედელთან მდგარი ბევრად უფრო მოზრდილი გრძელი ხის მაგიდა ირგვლივ შემოლაგებული სკამებით, რომლის უკანა კედელზეც აქა-იქ ჩამოკიდებული მინიმალისტური ნახატები იწონებდნენ თავს. ხოლო აღნიშნული მაგიდის გვერდით, შუა ნაწილშივე შეამჩნევდით სამზარეულოში შესასვლელ მოზრდილ თეთრსავე კარს, რომელის კედლებიც გმირულად იტანდნენ დუდას დის ექსპერიმენტებს რასაც სულაც ვერ ვიტყვით თვით დუდაზე, რომელსაც ბოლოს ხშირ შემთხვევაში ყველაფრის მილაგება მარტოს უწევდა ხოლმე.
_ხო არ გცივა? გინდა გათბობას ავუწიო?_ჰკითხა ნინიას.
_არა, არა თბილად ვარ. ხატავ? ხის მაგიდაზე დახვავებულ ფურცლებსა და ზედ დაყრილ ფერად-ფერად პასტელებზე მიანიშნა გოგონამ.
_არა, უმცროსი რინას ნამოქმედარია, აქ იყო წუხელ. ზოგადად თავს არ მანატრებს ხოლმე, სახლის „ხმაური“ როცა შეაწუხებს აქ მოდის მუზების გასათავისუფლებლად.
_საინტერესოა._გაეღიმა ნინიას.
_ძალიან!_წარბი სიცილით აზიდა ბიჭმა.
_ეი! სულ ეგრე აწვალებ?
_მე ვაწვალებ?! არ იცი როგორია თორე მაგას არ იტყოდი! ისე, რომ ხედავდეს ამ შენს სოლიდარობას უფრო მეტად მოიხიბლებოდა და დაინტერესდებოდა შენით._გოგონას ხსენებაზე თვალებში სითბო ჩაეღვარა დუდას.
_უფრო მეტად? ჩემზე იცის?!_თვალები აენთო გოგონას.
_ჰო, ხო დაგინახა იმ დღეს... ჩემთან ერთად ქუჩაში..._ენაზე იკბინა ბიჭმა და გოგონას დასანახად მხრები სასხვათაშორისოდ აიჩეჩა უდარდელად.
_უი, იმ ბავშვებთან ერთად იყო?!_გავსებული მანქანა მოაგონდა ნინიას.
_ხო აბა._თავი დაუქნია დუდამ. თან ჩაეღიმა „იმ ბავშვებზე“.
_გასაგებია._თბილი თხილისფერები მიაპყრო მას გოგონამ.
_კარგი. რისი შეგიძლია კომფორტულად მოთავსდე და თან მითხარი ჭამა გიყვარს? რამეს მოგიმზადებ, დაიღლებოდი და თან არამგონია აქამდე რამე გეჭამოს._იგივე მზერით გამოხედა ახლა დუდამ.
_არ ვიცი, შენ? რამე მარტივი მოვამზადოთ და მეც დაგეხმარები. შენც დაღლილი ხარ და არც მე მგონია, რომ ნაჭამი ხარ._ხელები გადააჯვარედინა გოგონამ.
_კარგი, დაფიქრდი აბა, რას შეჭამ._მაინც ჩაეკითხა ბიჭი. ჩაეცინა გოგონას, დუდასაც.
_კარგი, მოდი სპაგეტი გავაკეთოთ, რას იტყვი? ან... გამოვიძახოთ და...
_სპაგეტის ჭამა მართლა გინდა თუ იმიტომ, რომ მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება?
_არა, მაგიტომ არა. შენ არ ჭამ? არ გიყვარს?_დაეჭვდა ნინია.
_კი, როგორ არა.
_მაშინ კარგი, სად დავიბანო ხელები?_ხელისგულები სასაცილოდ აჩვენა გოგონამ და ბიჭს მზერა გაუსწორა.
_იქით არის სააბაზანო._გაეღიმა დუდას პირველივე კარზე მიუთითა შემოსასვლელიდან.
_კარგი._თავი დაუკრა მანაც და კარისკენ გაემართა.
რომ გამოვიდა სამზარეულოდან უკვე მოისმოდა სამზარეულოსთვის განკუთვნილი ატრიბუტიკის გაბმული რახუნი. ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია ღიმილის შესაკავებლად, თავისი ტელეფონი დუდას ტელეფონის გვერდით დადო გრძელ მაგიდაზე რადგან მარიკოსა და ელასთვის მიეწერა უკვე რომ ყველაფერი კარგად იყო, და რომ დანარჩენს მოგვიანებით მოუყვებოდათ. თვითონაც ეკითხებოდა რას შვრებოდენ. ის იყო მაგიდისთვის გვერდი უნდა აევლო, რომ ბიჭის ტელეფონმაც გამოსცა ხმა და დაიზუზუნა გაბმულად.
_ვინ არის?... ნინია, წამომიღე რა, გთხოვ._გამოსძახა სამზარეულოდან ბიჭმა რადგან კარის ხმა გაეგონა მანამდე და მიმხვდარიყო, რომ იქ იყო გოგონა.
_კარგი... დუდა._მისი სახელი ჩუმად წარმოთქვა, ბიჭის ტელეფონი აიღო და შეაბიჯა სამზარეულოშიც. გაზქურაზე შემოდგმულ ქვაბს თავი ანება ბიჭმა და გოგონას გამოხედა კითხვისნიშნიანი მზერით.
_რინაა, და... ზაურიკო არ ვიცი..._ტელეფონი გაუწოდა გოგონამ. დუდამაც გამოართვა და ტელეფონის ეკრანს მტრულად დახედა, მერე შეტყობინება გახსნა.

*_ზაურიკო!
იცოდე რახან არ გამოჩნდი უკვე დავასკვენი, რომ ყველაფერი კარგადაა და იპოვე შენი დარინა როგორც იქნა. ხო გთხოვე ერთი სიტყვა მაინც მომწერე-მეთქი? უზრდელო! თანამდებობისათვის შეუფერებელო!*_იწერებოდა უმცროსი რინა.
*_დარინა მაინც არ გერქვას შე საძაგელო ბავშვო!
*_დიდად გმადლობთ! :* <3 _არ დააყოვნა პასუხმაც.

_ზაურიკო ისეთი არავინ..._დაამატა ბოლოს ნინიას გასაგონად და ტელეფონი გვერდით გადადო.
_კარგი და, მე რა გავაკეთო?_თმა ყურს უკან გადაიწია ორივე მხარეს ნინინამ.
_სპაგეტი უკვე ჩავადგი მოსახარშად, მოდი შენ ყველი გახეხე და მე სოუსს მივხედავ კაი? თეფშზე ანიშნა ბიჭმა, თვითონ კი ლორის კუბიკებად დაჭრა გააგრძელა რომ შემდეგ ცალკე დადგმულ ტაფაზე მოეთავსებინა კარგად დასაბრაწად.
_აჰამ._ თავი დაუკრა გოგონამ და პარმეზანი აიღო თეფშიდან. ბიჭის მიწოდებული თასიც მიიწია ახლოს და სახეხიც მოიმარჯვა.
_მგონი თმა გაწუხებს, გინდა რეზინი მოგიტანო?_რამოდენიმე წუთი უყურებდა გვერდიდან საქმეში ჩართულს, შემდეგ ჰკითხა.
_მინდა._თავი დაუქნია გოგონამ და ისევ სცადა თმა გადაეწია როგორღაც. დაჭრილი ლორი ტაფაზე დაყარა ბიჭმა და თავისი ოთახისკენ გაემართა იმ წამსვე.
_ერთი წამით..._უკან მობრუნებულს, თაღთან მდგარს გახედა ნინიამ და თეფშსა და სახეხს დასწვდა ნიჟარაში ჩასადებად.
_მოიცა, მე შეგიკრავ._მისკენ გაიწია ბიჭი, მაგრამ მაინც დაელოდა ნებართვას, რომელსაც მზერით დაეკითხა გოგონას. თავი მსუბუქად დაუკრა ნინიამ, ისიც ზურგს უკან ამოუდგა ორი თავით დაბალს და ფრთხილად შეუცურა ფაფუკ თმაში თლილი თითები. კოსად შეუკრა თმა გოგონას, წამით შეეხო ვარდისფერ ღაწვებზე. შეავლო უჩუმარი მზერა ვარსკვლავებმიმობნეულ ფაქიზ ნაკვთებზე, ხშირი წამწამები რომ დაეხარა სუნთქვაშეკრულს.
_კარგად მაქვს?_ქვემოდან ახედა უკვე მისკენ შეტრიალებულმა.
_არც ისე ცუდად..._გაეცინა დუდას, ნინიასაც წასკდა სიცილი და მერე ორივე ისევ მზარეულობა განაგრძო.
თხუთმეტი წუთის შემდეგ უკვე გრძელ მაგიდასთან ისხდნენ თავიანთი თეფშებითა და მომარჯვებული ჩანგლებით ხელში ერთმანეთის პირისპირ.
_კარგი გამოვიდა._დაგემოვნების შემდეგ განაცხადა ნინიამ.
_კი, თან ძალიან! მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მომწონს იშვიათად ვამზადებ ხოლმე. მე და რინა ხშირ შემთხვევაში ვერაფერზე ვთანმხდებით, და როცა მეგობრები მოდიან მათაც მზა რაღაცები ამოაქვთ ძირითადად. მშვენიერი გამოვიდა ჩვენებური ვახშამი.
გაიკლაკნა მოიისფრო ელვა აივნის მხარეს ცაზე. არ დააყოვნა ყრუ ქუხილმა და წვიმის მომატებული ნაკადის შხაპუნის ხმამ აივნის კარს უკან.
_რომ გითხრა სამზარეულოში ტრიალი მომწონს-მეთქი მოგატყუებ, მაგრამ როცა ხასიათზე ვარ ვცდილობ „ახალი“ რეცეფტები ვცადო რომლებიც სხვადასხვა საიტებზე წლების წინ შევინახე გასაკეთებლად._ჩაეღიმა გოგონას და პირისკენ წაიღო ჩანგალზე მოთავსებული საჭმელი.
_მაშინ სხვა დროს ერთად ვცადოთ მაგ რეცეპტების მიხედვით მომზადება, რას იტყვი?_შესთავაზა ბიჭმა.
_ეგრე იყოს, თან თუ რამე ცეცხლმაქრიც გვექნება.
_შეამჩნიე?!_ხმით გაეცინა დუდას. მართლაც იდო სამზარეულოს კარადის ერთ-ერთ ღია სათავსოში ერთი ცალი.
_შევამჩნიე._სიცილითვე დაუდასტურა ნინიამ.
_ზაფხული იყო, ჩემ ოთახში ვიყავი და ველაპარაკებოდი მეგობრებს, რომლებიც უნდა ამოსულიყვნენ თვითონაც მალევე. რინაც აქ იყო, ოთახში შემომაკითხა ხო შეჭამ კრეპებსო, მეთქი კაი, რატო არა, ჰოდა დაიწყო მერე არ დავიწყებაც.
_ვაი, ცეცხლი გაუჩნდა?_თვალები გააცეცა გოგონამ.
_ჰო. ნუ, თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ გადაწყვეტდა, რომ შიგთავსი ტაფაზევე უნდა ამოეტრიალებინა ჰაერში. კარგა ხანს ვაწვალე მაგის გამო, ის რომ მივუტანე ხო საერთოდ აღარ მელაპარაკებოდა მთელი კვირა... ძლივს შემოვირიგე.
_კარგი რა!_თვალები მოჭუტა ნინიამ და ბიჭს გახედა ვითომ ამრეზილი მზერით, რომელსაც ფართე ღიმილიც მიადევნა უკან.
დახედა თეფშის გვერდით მიდებული ტელეფონის ეკრანს, შვიდი იწყებოდა და გვარიანადაც ჩამოქუფრულიყო ზამთრის ღამის ცა უკვე.
_წასვლა გინდა?_თბილი ზღვისფერები სახეზე მოატარა გოგონას.
_არა, უბრალოდ..._შეიშმუშნა ნინია და გაუღიმა მოღიმარი თვალებით მომზირალს.
_დარჩი დღეს. თუ გინდა რა თქმა უნდა, რინას ოთახი თავისუფალია მაინც და პრობლემაც არ იქნება, დილით მე გაგაცილებ.
_კარგი მაშინ..._უთხრა რამოდენიმეხნიანი დუმილის შემდეგ.
_კარგი მაშინ._გააჯავრა დუდამ, გაეღიმა ფართოდ მოპირდაპირედ მჯდარი გოგონას უშუალობასა და სისაყვარლეზე.
_ნუ შვრები!_ჩანგალი გაიშვირა მისკენ თვალებმოჭუტულმა.
_რას ნუ ვშვრები?_მაგიდისკენ გადაიწია თვალებში აკიაფებული ვარსკვლავებით ბიჭი, რომ ირეკლავდა მის მზერაში მოპირდაპირედ მჯდომის სახით.
_ავალაგოთ._თქვა ღიმილით.
_ავალაგოთ._ღიმილი ძლივს შეიკავა დუდამ და ფეხზე წამომდგარ გოგონას თვითონაც მიბაძა.
კარისკენ გაემართნენ ორივე, დააწყვეს ნიჟარის მხარეს სამზარეულოს კარადაზე თეფშები და გოგონაც დასწვდა ღრუბელსა და სარეცხ სითხეს ხელებდაკაპიწებული.
_მოეშვი შენ, მე მივხედავ._ონკანის მოშვების მომენტში უთხრა მან, ნიჟარაში მანამდე ჩადებული ტაფა აეღო ნინიას უკვე.
_რატო? ორ თეფშს და ამდენივე ტაფას გავუმკლავდები როგორმე._გადმოხედა გოგონამ.
_ვიცი.
_მაშინ ყველაფერი რიგზეა._უპასუხა მანაც და გაქაფიანებული ხელებით მეორე ტაფას დასწვდა.
_ ზურგით მიეყრდნო დუდა კარადას საქმეში ჩართული გოგონას გვერდით და უყურებდა მანამ, სანამ მისკენ არ მიმართა უკვე თეფშების გასუფთავებაზე გადასულმა ნინიამ თხილისფერებში აკიაფებული მოღიმარი მზერა.
_ხო მართლა, ხო კარგად არის შენი დაქალი? რა დაემართაო რას ამბობდი?_შეაგება შეკითხვა ბიჭმა.
_კოჭი იღრძო, მაგრამ ახლა კარგადაა, შეძლებისდაგვარად... სახლში გაწერეს უკვე და იქ გააგრძელებს მკურნალობას.
_მშვენიერია, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ._უთხრა დუდამ.
ფართო ღიმილი შეაგება გოგონამ, ონკანი გადაკეტა და ხელები შეიმშრალა იქვე მიდებული ქაღალდის ხელსახოცის დახმარებით. თვითონაც ბიჭის გვერდით, მის მსგავსად ჩამოეყრდნო სამზარეულოს მაგიდას და ახლა მან ახედა თვალებში არეკლილი ღიმილებით მასზე ორი თავით მაღალ უცნობ-ნაცნობს.
უყურებდა ისიც, რა თქმა უნდა.
_ხო არ დაიღალე?_ჰკითხა შემდეგ.
_არა._უარყოფის ნიშნად თავი გააქნია გოგონამ.
_დარწმუნებული ხარ?_ცალი წარბი ტუჩის კუთხეებში შეპარული ღიმილის თანხლებითა და მოჭუტული თვალებით აწკიპა ბიჭმა.
_დარწმუნებული ვარ._გაეცინა ნინიას.
_მაშინ კარგი, და ფილმის ყურებაზე რა აზრის ხარ?_მის ღიმილზე გაეღიმა დუდასაც.
_შეიძლება, რა ვარიანტები გაქვს?_ამოხედა გოგონამ.
_ერთად შევარჩიოთ რამე, ლეპტოპი იქ დევს პატარა მაგიდაზე._მისაღებისკენ ანიშნა დუდამ.
_ჩავრთავ მაშინ._თქვა ნინიამ და გაემართა კიდეც პატარა მინის მაგიდისკენ. მოიშორა ფეხსაცმელები, თუმცა დივანზე არ დამჯდარა. მაგიდის წინ ხალიჩაზე მოთავსდა, რომელიც ისე, რომ მოკეცილი ფეხები კომფორტულად დაელაგებინა ოდნავ უკან მარტივად გააჩოჩა, დივანს ზურგით მიეყრდნო და ლეპტოპს დააჭირა თითი ჩასართავად. ოდნავ მოშორებით მდგარ კარადას გადაატარა მზერა, უკვე განათებულ ლეპტოპს თავი ანება და კარადისკენ დაიძრა. სულ ბოლო თაროზე ჩამწკრივებულ ვინილის ფირფიტებსა და კასეტებს გადაავლო მზერა ჩამუხლულმა, ის იყო ერთ-ერთი მათგანი უნდა აეღო, რომ შეამჩნია თავისივე რეკომენდირებული „ჩრდილოეთის ქარს უხდება“ ერთ-ერთ თაროზე ჩამწკრივებულ კლასიკოს, სამეცნიერო თუ სხვა ჟანრის წარმომადგენელთა ქმნილებებს შორის როგორ იცქირებოდა. წიგნი ჩამოიღო, კარადის წინ ღიმილით ჩამოჯდა და გადაფურცლა, გადაიკითხა ემაილის სტილში დაწერილი რამოდენიმე საყვარელი სვეტი, თან დუდას მიერ აწეული თმა ჩამოიშალა და მაჯაზე გადაანაცვლა მისი რეზინი.
სამზარეულოდან გამოაბიჯა ბიჭმა, ფეხის ხმაზე მისკენ შებრუნდა კარადის წინ ფეხმორთხმით მჯდარი ნინია.
_წაიკითხე? როგორი იყო? მოგეწონა?_კითხვები მიაყარა და წიგნი მაღლა, მის დასანახად ასწია გოგონამ.
_მომეწონა._გაეღიმა მასზე დუდას.
_იცი, მეორე ნაწილიც აქვს, მაგრამ ქართულად არ არი და ვერც pdf ვნახე სადმე.
_ხო, ვერც მე._თავი დაუკრა ბიჭმა.
_საინტერესო კოლექცია გაქვს._წიგნებსა და ფირფიტებზე ანიშნა მერე გოგონამ.
_მადლობა._ამაყი მზერით გაიჯგიმა ბიჭი. გაეცინათ ორივეს.
_იცოდე რაღაცებს მოგპარავ ხოლმე პერიოდულად, კაი?_სიცილით გააფრთხილა ბოლოს.
_ეგრე ქენი. წამო, რამე ხო არ გადაგიწყვიტავს?_ღიმილით დაეთანხმა ბიჭი და გახსნილ ლეპტოპზე ანიშნა მერე, თან ხელი გაუწოდა რომ წამოეყენებინა.
_არა ჯერ. ერთად მოვიფიქროთ._უთხრა უკვე პატარა მაგიდის წინ გადანაცვლებულმა.
თავზე ადგა წამით დუდა, მერე თავის ოთახში გავიდა და დაბრუნდა კიდეც მალევე პლედით ხელში გოგონას წინ.
_არ მცივა._ამოხედა თავზე წამომდგარს.
_მოიხურე მაინც._მოკეცილ მუხლებზე დაუდო პლედი და გვერდით მიუჯდა თვითონაც.
გახსნეს ქრომი.
კატასტროფასთან დაკავშირებული წინა ღამეს განახსნილი ინფორმაციები გამოჩნდა მაშინვე კომპიუტერის ეკრანზე.
გაექცათ ერთმანეთისკენ მზერა.
თავისკენ დასწია ლეპტოპი ბიჭმა და უსიტყვოდ ჩახურა ჩამახსოვრებული გვერდები.
_კაი, მოდი რამე ისეთი ჩავრთოთ რო..._სიტყვა გაუწყდა დუდას იმიტომ, რომ პლედში გახვეულმა, ჩიტივით მობუზულმა და ჩავჩაღუნულმა ნინიამ მიიქცია მისი ყურადღება.
ჩუმად უყურა წამით.
_ახლა... ტირილის დაწყებას აპირებ?!_სახე მასთან ახლოს მისწია ხმა შეცვლილმა ბიჭმა.
_არა._ამოიბუტბუტა გოგონამ თავაუწევლად.
_დარწმუნებული ხარ?_ჩაეკითხა იგივე მშვიდი, ხმაში სითბოჩამდგარი ტონით და მიტრიალდა მისკენ მთელი სხეულით.
არ დააყოვნა არც ქსუტუნმა, და არც ღაწვებზე ჩამოგორებულმა მოღალატე, გამცემმა კურცხლებმა გოგონას ლოყაზე.
_ჩშშ ნინია, არა რა, გთხოვ... დამშვიდდი. არ იტირო, მორჩა... _ეჩურჩულებოდა პატარა ბავშვივით მკერდზე აკრულ ჩუმად მოქსუტუნე გოგონას რომელიც ცოცხალი თავით არ სწევდა ბიჭის მაისურში ჩამალულ სახეს მაღლა.
დააცადა დამშვიდებულიყო, მარცხენა ხელის მტევანს თმაზე ნაზად უსმევდა პერიოდულად, მარჯვენას ცერით კი შეძლებისდაგვარად უმშრალებდა ცრემლით ნანამ ღაწვებს გოგონას, რომლის მხრებიც უკლებდნენ თრთოლას ნელ-ნელა.
მტკივნეულად უჭერდა მკერდში რაღაც მწარე მის მსგავს მდგომარეობაში ყურებისას დუდას, არ შეეძლო ისედაც ქალის ცრემლები.
_უკეთესად ხარ? შემომხედე აბა, გთხოვ, აწიე თავი._დაიჩურჩულა ცოტა ხანში ისევ. შეირხა მის მკლავებში მომწყვდეული ნინია, მაგრამ არ აუწევია ბიჭის მაისურში ჩამალული სახე მაინც.
_ბოდიში. თავი ვერ შევიკავე._გაისმა ცოტა ხნის შემდეგ მისი დუდუნი.
_ნუ მებოდიშები._დაუბრუნა ბიჭმა საპასუხოდ. მაინც როგორ იყო ასეთი?!...
ეფერებოდა ახლა უკვე მარჯვენა ხელის ცერით, მონოტომულად სიფრიფანა კანზე. მარჯვენათი კი თმაზე, ნაზ ტალღებზე გადაუტარებდა ხოლმე გრძელ თითებს პერიოდულად.
_ძალიან შემეშინდა... წარმოდგენაც კი მიჭირს რას შეიძლება გადიოდნენ ახლა ადამიანები, რომლებმაც იქ ახლობლები დაკარგეს და...
_შემომხედე უკვე, ნინია._სუნთქვა გაუჭირდა მისი ჩამოშლილი ხმის გაგონებისას დუდას.
_მეგონა რომ ვეღარასდოს გნახავდი. შემთხვევითაც ვერა, და სულ დაგკარგე..._აგრძელებდა გოგონა ისევ გაუტოკებლად. _ვერც ვერაფერს გავიგებდი შენს შესახებ გარდა იმისა, რაც უკვე ვიცი რომ... რომ შენც მოგწონს ყურსასმენების თანხლებით სიარულის, ღამით იმ ჩვენ თითქმის მიტოვებულ სკვეში სეირნობის, და დეიდა დიანას სახლური ცხელი შოკოლადების იქით. ვიფიქრე, რომ ვეღარ შევძლებდი გამეგო როგორი ხარ. როგორია შენი სამყარო ამ ყველაფრის, მუსიკის მიღმა, ისე გამიხარდა რომ გახსოვდი და..._ამოისლუკუნა ნინიამ.
_საერთოდ როგორ, რატომ იფიქრე... როგორ არ უნდა მხსომებოდი? შემომხედე, რა მისმინე, ყველაფერს გავიგებთ ნელ-ნელა, კარგი?! აღარსად გიშვებ, ისედაც საკმარისზე მეტჯერ მოგეცი წასვლის უფლება. აღარ იტირო, გთხოვ._დაუყვავა წამის შემდეგ მკერდზე მიხუტებულს და მის ღაწვებზე მოქცეული მარჯვენა გოგონასავე ნიკაპიზე გადაიტანა ფრთხილად, გააწევინა ნელ-ნელა უკან თავი.
მხრებში გაიმართა ნინია ისევ, მაგრამ ახლა ხალიჩას არ აშორებდა დახრილ თვალებსა და შეფაკლულ ღაწვებს, რომლებიც იმ წამს მისთვის რომ გეკითხათ თუ მოახერხებდა ალბათ გეტყოდათ კიდეც აუცილებლად, რომ მხოლოდ და მხოლოდ ტირილის გამო ჰქონდა მსგავს მდგომარეობაში. მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ, იყო კი მიზეზი მხოლოდ ეგ?!
და თუ არა, იმ წამს რომ ბიჭის თვალები დაენახა იქნებ მიმხვდარიყო თვითონაც, რომ მოსმენილი სიტყვები, ჩაბარებული აღსარება არა მხოლოდ მისთვის გახდა აწრიალებული სულის მიზეზი, არამედ მის პირდაპირ მჯდარი მუხლმოყრილი უცნობი ნაცნობისთვისაც, რომ აღარ ეტეოდა მის სულის სარკეებში არეკლილი სიხარული და ვარსკვლავები, რომელსაც მისი გამოჩენის შემდეგ, იმ ღამით ჩაებუდებინათ მასში იმ უკანასკნელის სახით, იმ საღამოს რომ მიუჯდა გვერდით იმ ავტობუსში.
_შემომხედე გოგო, ნუ გამაგიჟე. დამანახე შენი თვალები._გაუღიმა ისევ ხმაში ღიმილებშეპარულმა ბიჭმა.
დაიქსუტუნა ბიჭის წინ მჯდარმა გოგონამ კიდევ ერთხელ და გაუსწორა არეული, დაბინდული მზერა მომლოდინე დუდას ისევ. ბიჭის თვალებშიც წამსვე აკიაფდნენ ვარსკვლავები კვლავინდებურად.
ნაზად შეახო თმაზე თითები და გადაუწია ყურს უკან ცალ მხარეს ცრემლების გამო სახეზე მიკრული მარილიანი სითხით ნანამი ჩამოშლილი თმა. თან ამოუშრო იმ წამს ჩამოგორებული თვალებიდან გადმოღვრილი გამოუთქმელ განცდათა ნაკადი საჩვენებელი და ცერა თითის ფრთხილი მოძრაობებით სათუთ ნაკვთებზე, არ აშორებდა გოგონას იმ ზღვისფერებს, მისი სახის თითოეულ ნაწილს რომ იკვლევდა იმ წამს უსაზღვრო სითბოთა და იმ აუხსნელი ემოციით აღვსილი, სუნთქვას რომ ავიწყებდა ბიჭის წინ ჩამომჯდარ ნინიას თუმცა იმას რომ მაინც განაცდევინებდა მთელი სიცხადით, თუ როგორ ებნეოდა მთელს კანზე მის სახესთან ახლოს დახრილი ბიჭის თბილი სუნთქვა და როგორ უნდობლად ედებოდა მისავე რეცეპტორებს ბიჭისვე სურნელი რომელიც სასიამოვნო ჟრუანტელად, მარყუჟად ეხვეოდა გარს მის მთელ არსებას.
_ნინია იცი? ერთ-ერთი რაღაც, რაც ძალიან მიყვარს ვარსკვლავებია._უთხრა ჯერ კიდევ მისი ცრემლების შეჩერებით გართულმა ბიჭმა და მის სახეზე ლამაზად მიმობნეულ ხალებს მოატარა მზერა. ნინიამაც გადაიტანა დაბნეული თვალები აივნის გამჭვირვალე მინებზე, საიდანაც მხოლოდ ნისლში გახვეული ლურჯი ცა გაარჩია იმ წამს მაგრამ მაინც დაეთანხმა დუდას, რომ
_ჰო, ლამაზები არიან ვარსკვლავები.
_ძალიან._ისე გაიზარდა არეკლილი ვარსკვლავები ბიჭის თვალებში, ღიმილები კი ტუჩებზე რომ მზერა წამითაც არ მოუშორებია გოგონასგან რომელმაც ასევე შეავლო მოპირდაპირედ მჯდარ, მასთან ახლოს დახრილ ბიჭს მზერა წამით, მაგრამ მერე...
_ დამწვრის სუნი დგას._წარმოთქვა უეცრად და ააჩერდა ქვემოდან ბიჭს რომელსაც რაღაცის სათქმელად შეხსნილი ტუჩები წუთიერად ისევ მოუდუნდა აზრ არეულს.
_ჯანდაბა, პოპკორნის აპარატი!_აღმოთქვა წუთის შემდეგ რეალობას დაბრუნებულმა._შენთვის მინდოდა შემეწვა და საერთოდ აღარ გამახსენდა რომ ჩართული მქონდა._უხსნიდა დუდა და თან წამოდგომას ცდილობდა დივანსა და ძალიან ახლოს მოწეულ პატარა მაგიდას შორის გაჭედილი. ნინიამაც უკან, დივანზე მოისროლა თავისი პლედი და სამზარეულოს კარისკენ დაძრულ დუდას აედევნა უკან ფეხდაფეხ. ბოლომდე გასწია ბიჭმა ოდნავ ღიად დატოვებული სამზარეულოს კარი და სახეშიც მაშინვე დაეტაკათ ოთახში ჩაბუდებული მონაცრისფრო კვამლის ჩაგუდული სუნი ორივეს.
_არ ახადო!_სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული ნინიას, რომ დუდას უკვე მოეშორებინა ბატიბუტის მოსამზადებელი აპარატისთვის თავსახური და ნახევრად დანახშირებულმა, უფრო სწორად დანახშირებულმა, თუმცა ზედა ნაწილში უფრო ფორმა შენარჩუნებულმა მაგრამ მოწყობილებაში ჩაპრესილმა შიგთავსმაც დაუყოვნებლივ იხეთქა ყრუდ და სამზარეულოშიც მაშინვე მიმოიბნა პოპკორნის შავ-თეთრი მარცვლები. აფეთქების გამო კივილით ორად მოკეცილი ნინია კი გასწორდა თუ არა მაშინვე ჩამრთველთა მიირბინა და მოწყობილობა დენის წყაროდან სასწრაფოდ გამოაერთა.
_კარგად ხარ?_ხველებ-ხველებით შეეკითხა კვამლისგან თვალებამღვრეული დუდა.
_კი... შენ? მე მგონი გადავრჩით..._ ამოილაპარაკა ნინიამ. დუდა კი ის იყო უნდა დასთანხმებოდა, რომ წამიერი მოგუდული ჩქამის შემდეგ მოულოდნელად ისევ ამოახველა შეჩენილი დანახშირებული მასა მოწყობილობამ და ცეცხლის ენებმაც დაუყოვნებლივ გამოყვეს თავები მისი სიღრმიდან. ერთ ადგილს მილურსმულმა ნინიამ კი წამოკივლებაც ვერ მოასწრო, რომ დუდა უკვე დასწვდომოდა თაროზე მოკალათებულ ცეცხლმაქრს რომელიც იქამდე ეჭირა ოხშივარადენილი აპარატისკენ მიმართული, სანამ არ დარწმუნდა, რომ აღარანაირი ამოფრქვევის საშიშროება აღარ არსებობდა უკვე.
წამიერი დუმილი ჩამოწვა წუთით რომელიც მალევე გაარღვია ოთახის ერთი ნაწილიდან მეორემდე დაშორებული ერთმანეთზე მიშტერებული წყვილის ისტერიულ ხარხარში გადაზრდილმა სიცილმა.
_რატომ არ მითხარი!_დაიწყო ბიჭისკენ დაძრულმა ნინიამ რომელსაც მოესწრო უკვე ფანჯრის გამოღება ოთახის გასანიავებლად.
_მე მინდოდა გამეკეთებინა შენთვის და იმიტო, თან რო გამხსენებოდა კი არ იდგებოდი ახლა გადაშავებულ სამზარეულოში!_სამზარეულოს თეთრ იატაკზე მიმობნეულ შავ მარცვლებს გადმოხედა დუდამ და მის წინ ჩამომდგარ გოგონას ნაჩქარევად მიაწება შუბლზე თბილი ტუჩები. მერე კი ვითომ აქაც არაფერ მაგიდაზე დადებილ ცეცხლმაქრს დასწვდა და სამზარეულოს მაგიდის იმ კუთხისკენ დაიძრა, სადაც შემოდებული აღნიშნული ნივთი იწონებდა ხოლმე თავს.
_ცოცხი და აქანდაზი სად დევს?_მიადევნა გოგონამ ზურგს უკნიდან.
_იქითაა._სიცილნარევი ტონით მიანიშნა ადგილმდებარეობიეკენ თაროსთან დახრილმა ბიჭმა.
_ნუ შვრები-მეთქი ეგრე._გახედა სულაწრიალებულმა აფორაჟებულმა გოგონამ.
_როგორ „ეგრე“? რაებს მაბრალებ?!_გამოხედა მოცინარმა დაწვრილებული თვალებითა და აწეული ცალი წარბით ისევე როგორც თვითონ უყურებდა ერთ დროს ერთ მშვენიერ საღამოს.

მოკლედ, სამზარეულო გაანიავეს, იქაურობა გამოგავეს და პოპკორნიც ისევ მოამზადეს ოღონდ ჩვეულებრივ ჯამში და „უმტკივნეულოდ“.
_რატო არ ჭამ?_მხარზე იდაყვი ოდნავ მიარტყა მინის მაგიდის წინ, დივანზე ისევ მოკალათებულმა ნინიამ გვერდით მჯდარ დუდას, ბატიბუტით გამოტენილ უზარმაზარ ჯამს რომ უწვდიდა ასაღებად.
რამოდენიმე წუთის დაწყებული იყო მათი შერჩეული ფილმიც.
_რავი, მარილიანი რაღაცები დიდად არ მიყვარს._მხარი აიჩეჩა დუდამ.
_რაა?! რანაირად?_გამოხედა თვალებგაფართოვებულმა გოგონამ.
_აი, შენ როგორც არ გიყვარს ყავა დაახლოებით ისე._გაუღიმა ბიჭმა და პლედი რომელიც მხრებზე ორთავეს მოეხვიათ შეისწორა.
_ კინაღამ სახლი გადავწვით!_თუ არ გიყვარდა ამდენი მაინც რატო გავაკეთეთ, სამი დღე მეყოფა!_თვალები დაექაჩა სიცილით ნინიას და მერე ჯამი აიქნია ჰაერში სულ ოდნავ.
ლეპტოპზე გადაანაცვლა თვალები ბიჭმა, მაგრამ წუთის შემდეგ მაინც მოუწია მისკენ დემონსტრაციულად სახემობრუნებული თვალებდაწვრილებული გოგონასთვის მოეხედა რომელიც მისთვის თვალმოუშორებლად მიირთმევდა მარილიან მარცვლებს მონოტონური თავის ქნევითა და ტუჩის კუთხეებზე მოთამაშე ძლივს შეკავებული ანცი ღიმილით.
სიცილის მომდევნო ტალღამ გადაუარათ ორივეს, მერე კი ნინიამ ლეპტოპიდან მომზირალი ნაცნობი ფიგურა შეამჩნია და აღფრთოვანებულმა ეკრანის მიმართულებით გაბზეკილი საჩვენებელი თითით აღტაცებულმა შესძახა.
_ვაიმე, ვოლდი!
_ვინ?_გოგონადან ლეპტოპზე გადაინაცვლა ისევ დუდამ.
_ვოლდი, ვოლდი, ვოლდემორტი! ჰარი პოტერი!_არ ცხრებოდა აღტაცებული ნინია რომელსაც რატომღაც პირველად ენახა თავისი ყველა დროის საყვარელი წიგნებისა თუ ფილმების სერიის ერთ-ერთი მთავარი გმირი განსხვავებულ ამპლუაში. მათ ხომ ანდერსონის უფერადესი, ულამაზესი ქმნილება, 'The Grand Budapest Hotel' - ი აერჩიათ ერთობლივად რადგან აღმოჩნდა, რომ მანამდე ამის სურვილისდა მიუხედავად არც ერთს ენახა თურმე ეს უკანაკსნელი.
ფიქრებაღზრული ზღვისფერებით ეკრანს შეჰყურებდა დუდა როდესაც მხარზე მსუბუქი შეხება იგრძნო. ჩასძინებოდა ნინიას. სუნთქავდა მშვიდად, თანაბრად ბიჭის მხარზე ჩამოვარდნილი თავითა და ზედ ჩამოყრილი თმებით მასზე მინდობილი. ფილმი ხელის მარტივი მოძრაობით დააპაუზა და დააჩერდა მშვიდად მფშვინავ გოგონას, ვერც კი სუნთქავდა ზედმეტად, არ უნდოდა მშვიდი ძილი დაეფრთხო მისთვის, თან მისი მთრთოლარე ქუთუთოებით თუ ვიმსჯელებდით რაღაცას ხედავდა მაგრამ მაინც რომ მოუწევდა? ჩაეღიმა თბილად მის შემხედვარეს.
_ნინია._დაიჩურჩულა მის სახესთან დახრილმა და უფრთხილესი მოძრაობით გადაუწია სახეზე მიმოყრილი ურჩი ტალღები.
_არ მძინავს._ძლივსგასაგონად ამოიბუტბუტა გოგონამ თვალებგაუხელლად.
_ხო, არ გძინავს, მაგრამ წამო მაინც კომფორტულად დაწექი, გეტკინება კისერი ეგრე._ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია ბიჭმა ღიმილის შესაკავებლად.
_აჰამ._„დაეთანხმა“ ნინია, თუმცა არც კი გატოკებულა რა თქმა უნდა.
ამიტომაც ფრთხილად აიტაცა მისი ნაზი, სიფრიფანა სხეული დუდამ და თავისი დის, რინას ოთახში გადაანაცვლა. მისავე საწოლში თბილ საბანში საგულდაგულოდ გაახვია და ისევ მისაღებში გაბრუნდა მისი მიზეზით ღიმილმორეული.
-*-
ღრმად ამოისუნთა ძილში და წარბები შეჭმუხნა წამიერად. მერე გვერდი იცვალა შეძლებისდაგვარად, თუმცა ხშირი წამწამები მაინც მალევე დააშორა ერთმანეთს და თვალები დააფახულა რამოდენიმეჯერ მარცხნივ გადაბრუნებულმა. ბალიშებში ჩაფლულმა ჯერ კიდევ ძილ-ღვიძილში მყოფმა, გაბრუებულმა მოატარა მზერა უცხო კედლებს და შემდეგ ცოტა ხნის წინანდელ პოზიციას დაუბრუნდა ისევ ზურგზე გაწოლილი. რამოდენიმე ხნის მერე კი მჭიდროდ შემოხვეული, გვერდებზე საგულდაგულოდ შემოკეცილი საბნის ტყვეობიდან ხელები დაიხსნა და სახეზე დაისვა სულ მთლად დაბუჟებულმა. ღმერთო, როგორ გათიშულიყო წუხელ, მაგრამ ალბათ არც უნდა ყოფილიყო გასაკვირი რადგან კატასტროფის შესახებ შეტყობის შემდეგ ყველანაირად გადაღლილმა თავს პირველად მისცა დაძინების უფლება...
მოათვალიერა ფერად-ფერადი პლაკატებით მორთული თბილი, ღია იასამნისფერით შეღებილი კედლები და შემდეგ მარჯვენა მხარეს, თეთრ ტუმბოზე დადებულ პატარა საათს გახედა რომელიც თორმეტის წუთებზე მიანიშნებდა ნამძინარევ გოგონას. იქვე იდო და-ძმის პატარა ყვითელ ჩარჩოში ჩასმული სანაპიროზე გადაღებული სურათიც, რომელშიც მოცინარ დუდას მისი მსგავსი ნაკვთების მქონე ქერა, მოკლეთმიანი გამხდარი გოგონა რომელსაც ხელში წყლის თოფი ჩაებღუჯა თავით დაეკიდებინა ჰაერში, მუცელზე შემოხვეული თავისი ხორბლისფერი, ძლიერი მკლავებით რომ იჭერდა სიცილისგან თვალებდახუჭულს.
მკრთალად გაეღიმა ნინიას, ფერად-ფერადი მატერიებით გაფორმებული საბანი გადასწია, წამოჯდა და კატასავით გაიზმორა, თუმცა ცოტა ხანს ისევ ისე იჯდა დიზორიენტირებული. მერე დუდას ხმა შემოესმა, ესე იგი გაიღვიძაო იფიქრა და თვითონაც გადაბობღდა საწოლიდან. არეული გადასაფარებლები კვლავინდებურად ლამაზად გაასწორა და კარისკენ დაიძრა. თან გზად მარცხმივ, კედელთან მიდგმულ თეთრ სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი და აბურდული თმა რომელიც ჩიტის ბუდეს დამსგავსებოდა თითებით ჩამოივარცხნა, გადაიწია ყურს უკან. შემდეგ თავისი ნაცრისფერი მარცხენა მხარეს დაშვებული, მხარმოშიშვლებული მაისურიც შეისწორა შარვალთან ერთად და კარისკენ დაიძრა. სახელური ჩამოსწია და...
_ფრთხილად._შეეფეთა თავისი ოთახიდან დერეფანში მომავალ ტელეფონმომარჯვებულ დუდას რომელსაც ცალი ხელით ყურთან მიდებული ტელეფონი ეჭირა, მეორე კი წაბარბაცებული ნინიასთვის შეეშველებინა მჭიდროდ რომ იჭერდა ახლა შეჯახებისგან ინერციით უკან წასულს წელზე შემოხვეული თლილი თითებით.
_ბოდიში, ვერ შეგამჩნიე._ახედა თავზე წამომდგარ მასზე ორი თავით მაღალ ბიჭს ნინიამ და ინსტინქტურად მის მაისურზე ჩავლებული თითები ქვევით დაუშვა.
დუდას ტელეფონიდან მანამდე გამომავალი ბგერებიც მიიყუჩა მაშინვე.
_არაფერია._გაუღიმა ბიჭმა და მერე მზერა გოგონადან ხელში გაშეშებული მოწყობილობაზე გადაიტანა.
_შევალ..._ცერით სააბაზანოზე ანიშნა არეულმა, დაბნეულმა ნინიამ ბიჭს. მანაც ოდნავ დაუკრა თავი, მის წელზე მოხვეული მკლავი მოადუნა და მობილურს მიუბრუნდა.
_აღარ მინდა უკვე ჩავრთე, მივხვდი როგორც უნდა მექნა. ნუ წუწუნებ, კაცმა რო გკითხოს ჯანსაღი ცხოვრების წესი და ვარჯიშის დაწყება გინდა, ჰოდა ხელს ვუწყობ ქეთუს და გაღვიძებ. წავედი ახლა_ზურგს უკნიდან ესმოდა მისი ლაპარაკი სანამ აბაზანის კარს მიაღწევდა.
ესიამოვნა ცივი სითხე კანზე.
_დილა მშვიდობისა._დაგვიანებული სალამი ფართე ღიმილით შეაგება უკან მობრუნებულმა ხის გრძელი მაგიდის კუთხეში მდგარ ბიჭს და წინ აესვეტა თეფშებმომარჯვებულს.
_დილა მშვიდობისა._გამოხედა იგივენაირი მიმიკით თვალებანთებულმა და თბილი მზერით შეათვალიერა ახლომახლოს ჩამომდგარი გოგონა.
_მეც დაგეხმარები, რას აკეთებ?_უკვე მაგიდაზე დადებულ თეფშებსა და დანა-ჩანგალზე მიანიშნა ნინიამ.
_არ არის საჭირო. რაღაც ტკბილს ვამზადებ._თვითკმაყოფილი, მზაკვრული ღიმილი მიაგება დუდამ.
_მართლა? და იქით ყველაფერი რიგზეა?!_ჯერ აზიდული წარბებითა და მომღიმარი თვალებით შეხედა ნინიამ, მერე კი იგივე თუმცა უკვე დაეჭვებული და ალმაცერი მზერა ბიჭის უკან, სამზარეულოს კარზე გადაიტანა, გაიჭყიტა შეღებულ კარში და მერე მოპირდაპირედ მდგარს დაუბრუნდა თვალებით ისევ.
ხმით გაეცინა მის ქმედებაზე დუდას.
_კი, კი ამჯერად ვაკონტროლებ სიტუაციას._უთხრა და თან თვალი ჩაუკრა გამხიარულებულმა. მერე სკამი გამოსწია ჩამოსაჯდომად, ნინიამაც მიბაძა.
_როგორ გეძინა?_ჰკითხა ახლა ბიჭმა. ზამთრის იმ დილით ნაცრისფერი სპორტული სტილის შარვალი და თეთრი მოკლემკლავიანი, დიდი ზომის მაისური ეცვა. თმა კი აეწია ნახევრად, თუმცა თავისი ლამაზი, ქერა თმის რაღაც ნაწილი მაინც ეყარა გრძელ კისერსა და შუბლზეც ოღონდ შუბლზე მხოლოდ ურჩი ღერები ჩამოშლოდა უტიფრად.
_მშვენივრად, მაგრამ რატომ არ გამაღვიძე? ასალაგებელი იყო რაღაცები, დაგეხმარებოდი.
_რაები იყო ასალაგებელი, ერთი უზარმაზარი თასი და პლედი? გავუმკლავდი, შეგიძლია მაგაზე არ ინერვიულო. რაც მთავარია კარგად დაისვენე, თან უკვე ისე საყვარლად ხვრინავდი შემეცოდე გასაღვიძებლად და...¬_აგრძელებდა სერიოზული ტონით.
_ჰო, მაგრამ მაინც... ეე, არ ვხვრინავ მე!_თვალები ჭყიტა ნინიამ როდესაც გააანალიზა რაც დასწამა ბიჭმა და მისკენ გაშვერილი საჩვენებელი თითი სასაცილოდ გაბზიკა შეურაცხყოფილმა. ეცინებოდა ამავე დროს თვითონაც ბიჭის გამხიარულებულ, მოცინარ სახეზე, ნაკეცებზე რომლებიც სიცილისას უჩნდებოდა ლოყებზე.
_კარგი, კარგი ვიხუმრე. ვცადე შემეფხიზლებინე, მაგრამ ისე ღრმად გეძინა მართლა შემეცოდე ბოლოს და უბრალოდ წაგიყვანე._სიცილს შორის ამოაყოლა დუდამ და სკამზე შესწორდა.
_კარგი, ნუ დამცინი! უბრალოდ ერთად მივხედავდით მაინც. თან ზოგადად ასე არ მჩვევია, ადამიანებთან კონტაქტში მარტივად ვერ შევდივარ, უცხო გარემოში ძილზე რომ აღარაფერი ვთქვათ თუ რა თქმა უნდა ძალიან კომფორტულად არ ვიგრძენი თავი და ზოგადადაც...
_ესე იგი გამონაკლისებში მოვყევი, თან თავი კომფორტულად იგრძენი, ძალიან კარგი._მსუბუქი თავის ქნევით ჰაერში აწკიპული წარბების ფონზე მზაკვრულად ჩაიღიმა თვალებში ჭინკებ ათამაშებულმა თუმცა მოსმენილით სასიამოვნოდ გახარებულმა და კმაყოფილმა დუდამ და გამომცდელი მზერით მიაჩერდა მოპირდაპირედ მჯდარ სკამზე ფეხებ აკეცილ ნინიას გამხიარულებული.
_ხო... არა, არა! დიდი ალბათობით, ეს იმიტომ მოხდა, რომ მაშინ ჩემ ტვინს შენზე ფიქრის ან შენი ისევ ნახვის იდეა არც კი დაუშვია და ასე მარტივად ალბათ მაგიტო...
_აჰ, ესე იგი ჩემზეც ფიქრობდი ხოლმე?!_ფართო ღიმილი და მზერაში აციმციმებული თავნება ვარსკვლავები ვეღარ დაიმორჩილა ბიჭმა.
_გეყოფა! მე..._აფორაჟდა ნინია და სკამზე ნერვიულად შესწორდა. ნელ-ნელა იაზრებდა რაებიც ილაპარაკა და პარალელურად არ დაშურებულ სართულ-სართულ ნაშენებ ლანძღვებსაც უგზავნიდა საკუთარ თავს. რა სჭირდა? რატომ ვერ აჩუმებდა ენას? ღმერთო ჩემო, ამიხსენი, რატომ არ შეიძლება რომ ახალგაღვიძებულ ადამიანებს ლაპარაკი არ შეეძლოთ?!_ფიქრობდა პარალელურად.
_მეც ძალიან, ძალიან ბევრს ვფიქრობდი შენზე, ნინია._ჩაესმა უეცრად საკუთარ თავთან ომში ჩაფლულს დუდას ხმა და წამიერად ყველაფერი შეჩერდა. ცხადია, გულის ცემის უპირობო თაოსნობით რა თქმა უნდა.
მანამდე ხის მაგიდაზე მიყინული მზერა ისევ მის პირდაპირ მყოფი ბიჭისკენ მიმართა და ხმებიც ისევ გამაყრუებელი ხათქუნითა და ზრიალით დაუბრუნდნენ მანამდელ პოზიციებს.
სადაც იყო გული ამოუვარდებოდა.
ყურები ისევ უწუოდა და დიდი იმედი ჰგონდა, რომ მსგავს მომენტებში სხეულში გამჯდარი არანორმალური სიმხურვალე რომელსაც იმ წამს ღაწვებზე განსაკუთრებით გრძნობდა ძალიან მკაფიო არ იყო, არა?!
_მაგრამ იცი რა? იმ შემთხვევისთვის, თუ ახლა ჩუმად იმიტომ ხარ, რომ ჯერ ისევ გძინავს და რაღაც ისეთებს მელაპარაკები, რასაც ჩვეულებრივ დიდი ალბათობობით არ მეტყოდი მინდა გითხრა, რომ ერთგვარი გამოსაფხიზლებელი რიტუალი მაქვს რომელსაც თითქმის ყოველი გაღვიძებისას ვატარებ. ახლა შენც გაგიზიარებ და შემდეგ უკვე მე ვილაპარაკებ, რას იტყვი?_გააგრძელა ცოტა ხნის შემდეგ ბიჭმა და თან ფეხზეც წამოდგა.
წამიერად შეხსნილი ტუჩები ისევ მოკუმა ნინიამ და არეული მზერა დუდას მაღალ სხეულს გააყოლა რომელმაც მაგიდას გვერდი აუარა და იმ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი კარადისკენ აიღო გეზი. მერე კი მის წინ ჩაიმუხლა და თავისავე ფირფიტების კოლექციაში მოჰყვა ქექვას, სასურველი ალბომის პოვნის შემდეგ კი დივნის ახლომახლო მდგარი ფირსაკრავისკენ გაემართა, მასზე Blur - ის Think Tank-ი მოათავსა, ფირზე ნემსსაც მიუჩინა მისთვის განკუთვნილი ადგილი და იქვე მოშორებით მჯდარი სკამზე უკან მობრუნებული გოგონასკენ მთელი ტანით შებრუნდა სერიოზული სახითა და მისკენ მიმართული მზერაში ჭინკებათამაშებული თვალებით.
წამიერი დუმილის შემდეგ სიჩუმე ხსენებული ალბუმის ერთ-ერთმა სიმღერამ კერძოდ, Jets-მა ამოავსო და დუდაც თავისი უჩვეულო თუმცა საინტერესო და თან სახალისო მოძრაობებით მუსიკის ფონზე გაემართა ნინიასკენ. მის შემხედვარეს სახეზე მოდებული ფართო ღიმილის ფონზე გაუწოდა თავისი ხელი თავზე წამომდგარი ბიჭის გამოწვდილს და სკამიდან თვითონაც წამოდგა რომ მასთან ერთად ახლა უკვე თვითონ მიეცა თავისივე ცეკვის უნარებისთვის გასაქანი.
_საინტერესოა!_ხმა მაღლა შეაქო მოცინარმა დუდამ რომ ოთახში არცთუ ისე ხმადაბლა გაბნეულ მუსიკაში ნინიასთვის ხმა მიეწვდინა.
საპასუხოდ გოგონამ თავისი მოკლე თმა ხელით თვითკმაყოფილი სახით სიცილით აიქნია და ბიჭთან ერთად სიმღერას აჰყვა.
...Jets are like comets at sunset
Jets are like comets at sunset
Jets are like comets at sunset
Jets are like comets at sunset
Jets are like comets at sunset...

ცოტა ხანში Jets-ი უკვე იმავე ალბომის We've Got a File On You - მ შეცვალა რომლის გიჟურ ბითებს აყოლილი წყვილიც დასრულების შემდეგ კიდევ უფრო აჩქარებული ტემპის, გულის ცემის, ხტუნაობის, მანჭვა-გრეხისა და სიცილის გამო სულს ვეღარ ითქვამდნენ რის გამოც უკვე ერთმანეთის გვერდით ხალიჩაზე ვერტიკალურად გაწოლილები ჯერ ისევ ამაოდ ცდილობდნენ მოჭარბებული ენერგიის, აჩქარებული გულის დაშოშმინებასა და სიცილის შეწყვეტას.
_აბა? რა ქენი, გამოფხიზლდი?_სახეზე ხელები გადაისვა დუდამ და თან გვერდით მყოფ გოგონას თვალებანთებულმა გადმოხედა ტუჩის კუთხეებში შეპარული ღიმილით. ახედა მომღიმარმა ნინიამაც და თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. ის იყო კიდევ აპირებდა რაღაც ეთქვა მისთვის, რომ მუსიკის ხმაში გაბმული წრიპინის ხმა გაარჩია და დაეჭვებული მზერა ისევ ბიჭს დაუბრუნა, ცერი კი ფეხზე წამოუდგომლად გაიშვირა იმ კედლისკენ რომელიც მისი ვარაუდით სამზარეულოს ეკუთვნოდა.
_გაიგონე?_ჰკითხა ტუჩების მოძრაობით.
_კი, კი და ჯობია ავდგე სანამ ისევ გიგრძნია დამწვრის სუნი, არა?_დაეთანხმა ფრუტუნით დუდა და ჯერ კიდევ სუნთქვა არეულმა სცადა იატაკიდან წამომდგარიყო, ნინიამაც მიბაძა მოკუმული ტუჩებით და ძლივს შეკავებული ფხუკუნით.


_რა გემრიელი სუნი აქვს!... და რა ლამაზები გამოსულან!_აღფრთოვანებას ვერ მალავდა სამზარეულოში დუდასთან ერთად ვაფლების საცხობი აპარატის შემყურე ნინია რომელიც თავმოხდილი მოწყობილობიდან მომზირალ ოხშივარადენილ ლამაზ ქმნილებებს აცმუკვებული შეჰყურებდა.
_იმედი მაქვს გემოც ისეთი აქვთ როგორიც ვიზუალი._ნინიასკენ მიმართული ღიმილიანი მზერა ისევ ვაფლებზე გადაანაცვლა დუდამ და თითებში მოქცეული თეფში მაგიდაზე ჩამოდო.
_რა თქმა უნდა ექნებათ, მაგრამ მოიცა, მარტო ჩემთვის გააკეთე? ერთადერთ თეფშზე რომელზეც იგი უკვე ვაფლებს აბინავებდა ყურადღება გაამახვილა ნინიამ და დუდას მობუზულმა ახედა.
_ჰო შენთვის. დილაობით არ ვჭამ ხოლმე მე, მაგრამ შემოგიერთდები... ყავით._მხრები აიჩეჩა მან და გოგონას ყავის აპარატზე მიანიშნა.
_არ მინდოდა რომ ამდენი გეწვალა, თან არც გამაღვიძე რომ რამეში მაინც დაგხმარებოდი.
_საერთოდ არ მიწვალია, ფაქტობრივად არაფერი გამიკეთებია ისეთი, არც შენი გაღვიძება იყო საჭირო.
_რა ვიცი... მაინც... ყოველი შემთხვევისთვის. შუალედებში იქვე მაგიდის კუთხეში ჯერ კიდევ მიდებული გადამწვარი პოპკორნის აპარატისკენ გააპარა მზერა ნინიამ და მისი მიმართულებით მაყურებელ მამის მკვლელი მზერით მომზირალ დუდას უდანაშაულოდ გაუღიმა.
_აჰა, ესე იგი „ყოველი შემთხვევისთვის“, ხო?! კარგი._ჯერ გადაიხარხარა, შემდეგ კი აწკიპული წარბების თანხლებით თავი რამოდენიმეჯერ დააქნია დუდამ. ბოლოს ვაფლებიან თეფშს და ცალკე გამზადებულ შოკოლადთან და დაჭრილ ბანანთან ერთად გაემართა მისაღებისკენ და ნინიაც თან გაიყოლა რომელსაც დუდასთვის განკუთვნილი ყავით სავსე სითხე მოექცია ხელებში.
_ერთი, ორი, სამი!_თქვა და ბიჭის მიერ დამზადებული ვაფლის პირველი ლუკმა თავის შოკოლადთან და ბანანთან ერთად წაიღო პირისკენ.
_მოგეწონა?_სიცილებს შორის ამოაყოლა დუდამ რადგან ნეტარებისგან თვალებდახუჭულ ნინიას კომეტარის გასაკეთებლად ჯერ არ ეცალა.
_აუ, ძალიან გემრიელია! რაები უქენი?_ბიჭის მისამართით ამოთქვა გოგონამ და ჩანგალი სასაცილოდ აიქნია.
_არ გეტყვი!_თვალი ჩაუკრა მაგიდის თავში მჯდომმა დუდამ და გვერდით მიდებულ ყავის ჭიქას თავისი ულამაზესი თლილი თითები შემოაჭდო.
_კარგი რა!_სახეზე მოჩვენებითი წყენა აიკრა ნინიამ და ისევ ვაფლს მიუბრუნდა.
_მართლა არ გინდა? უნდა გასინჯო!_მოუბრუნდა ბიჭს და გამზადებულ ლუკმაზე ბანანები დაალაგა.
_არა იყოს, მაგხელა ცოდვაში ფეხი როგორ ჩავდგა._იუარა დუდამ.
_ეე!! რა წესია, საერთოდ არ არი სასაცილო! თუ არ გინდა იყავი ეგრე!_ დავიწროვებული თვალებით გვერდულად გადმოხედა გამხიარულებულ ბიჭს გაბუსხულმა ნინიამ, მაგრამ რა თქმა უნდა, თვითონაც შეეპარა ღიმილები მაინც და ჭამაც გააგრძელა გემრიელად.
_მიხარია რომ მოგეწონა._უთხრა დუდამ როდესაც ჭამის დასრულების შემდეგ კმაყოფილმა გოგონამ წ-ლის ჭიქა მომარჯვებულმა გააპარა მისკენ მზერა ფართე ღიმილით.
_ჰო, ძალიან და თუ წინააღმდეგი არ იქნები ხანდახან დაგაჯარიმებ ხოლმე და გთხოვ რომ გამიკეთო, კაი?_ზრდილობის გამო ჩაეკითხა გოგონა და ჩაიცინა ეშმაკურად.
_ეგრე იყოს,_ჩაეღიმა დუდასაც._ მაგრამ, ახლა რადგან არც არაფერი იწვის, არც გეძინება, და უკვე გამოფხიზლებულიც ხარ მე ვილაპარაკებ, კარგი?_გამოხედა გოგონას რომელსაც ჭიქა ხელში გაშეშებოდა და ნაკლებ სავარაუდო იყო, რომ იმ მომენტში ჟანგბადის არსებობისა და მისი ჩასუნთქვის საჭიროების შესახებ საერთოდ რამე ახსოვდა.
_ავალაგოთ ჯერ._წინადადების ჩამთავრება არ აცადა ნინიამ.
_არსად არ გვეჩქარება.
_ჰო, არ გვეჩქარება._დაეთანხმა გოგონა.
_ნინია ძალიან გთხოვ, მუ მიყურებ ეგეთი შეშინებული თვალებით, ცუდად ვხდები და ვეღარ ვკონცერტრირდები. შეჭმას კი არ გიპირებ, დამშვიდდი და ნუ ნერვიულობ, კარგი?_მისგან მარცხნივ მჯდარი გოგონასკენ ოდნავ გადაიწია ბიჭი, უფრთხოდა თითოეულ ქმედებას თვითონაც.
_არა, რატომ უნდა ინერვიულო? რა არის სანერვიულო!_დაეთანხმა ერთმანეთში ხელებ გადახლართული ნინია.
_ზუსტად. ძალიან კარგი იქნება თუ მაგას შენს თავსაც გაუმეორებ ახლა იმიტომ რომ...
_ჰო, ახლა ზუსტად ეგ ვქენი._გამოხედა გოგონამ.
_კარგი._თავი დაუქნია დუდამ და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. ღრმად ჩაისუნთქა, ძკივს იკავებდა თავს რომ არ გაღიმებოდა და აზრებისთვისაც მოეხერხებინა მოკრება.
რამოდენიმეხნიანი სიჩუმის შემდეგ სკამიდან წამოდგა, ნინიაც შემოტრიალდა თავისი სკამით რომ მის მოპირდაპირედ გადმონაცვლებული ბიჭის მაღალი სხეული აღექვა წესიერად.
_მისმინე, სინამდვილეში ახლა მეც ძალიან ვნერვიულობ... და რაღა დაგიმალო და მინდა კიდეც ეგოისტურად რომ შენი ნერვიულობაც იქიდან იყოს გამოწვეული, საიდანაც ჩემია იმ გრძნობის უსახელობის გამო, რომელიც ახლა მეც ამდენად ძალიან მაბნევს შენ წინაშე. მაგრამ ვფიქრობ რომ ვხვდები რაც ქვია და ვერ აღგიწერ როგორ ძალიან მინდა, რომ შენც იმ მიზეზით არ გედოს ახლა ფერი, რა მიზეზითაც მე ვლაპარაკობ ამდენად არეულად. თუმცა ვეღარც გავჩუმდები იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვეღარ დავუშვებ რომ გიყურო როგორ მიდიხარ და უკვე საერთოდ აღარ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა ეს წასვლა რა მიზეზით იქნება გამოწვეული. უბრალოდ აღარ მინდა, რადგან უკვე საკმარისზე მეტიც კი აღმოჩნდა ჩემი სიჩუმე და ის, რომ ფაქტის დაშვებამაც კი, რომ შეიძლებოდა იმ ადამიანებს შორის ერთ-ერთი შენც ყოფილიყავი კინაღამ... _უჟანგბადობისგან ხმა ჩაუწყდა დუდას და მანამდე საუბრისას ნამოძრავები ხელები ყელში შეიცურა ღრმად სუნთქვის ფონზე.
_აღარასდროს იფიქრო რომ შესაძლებელია შენზე არ მეფიქრა ან აღარ მხსომებოდი, გესმის?
ქვემოდან ახედა რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით მჯდარ გოგონას, ჯებირებს რომ მოსდგომოდნენ მის თვალებში მოლივლივე ცრემლები რომლებშიც არეკლილი განცდები ერთმანეთის მიყოლებით უწყვეტად იცვლიდნენ ფერებს და რომელთაც თანამდევი სიხარული გასდევდათ მანათობელ წერტილად და ხაზად, რომლის სიღრმეც განუზომელი იყო იმ მიმენტში.
ისევ გაიმართა მხრებში დუდა და დაფარა მასა და ნინიას შორის არსებული მანძილი წამში. მის პირდაპირ ჩაიმუხლა უსიტყვოდ და თავისი უძირო ზღვისფერები მიაპყრო უკვე მისკენ მომზირალ საყვარელ თხილისფერებს.
ასე ისხდნენ რამოდენიმე წამით, უჩუმრად, ერთად...
„თუნდაც თვალებით.“ - ტრიალებდა ერთმანეთის შემყურე ორივე ადამიანის გონებაში.
შემდეგ გოგონას თვალებში ნაგროვებ ცრემლებსაც მობეზრდათ ამდენი ცდა და ნებართვას აღარც დალოდებიან ისე გაიკვლიეს გზა ნინიას ღაწვებზე იმ გამოუთქმელ სიტყვებად თუ უცხადეს, გააზრებულ რეალობად, რომელიც იმ ორ სულს შორის იდგა და ასე ახლოს ყოფილა, არსებობდა თურმე მთელი ეს დრო და რომელსაც ორივე მხარის ვერ შეკავებული ღიმილი და ნინიას ბიჭისკენ გაწვდენილი მკლავები, მისივე ჰაერში ფრთხილად ატაცებული, გულში ძლიერად ჩაკრული სიფრიფანა სხეული და ორივე მხარის მიერ ღრმად შესუნთქული ერთმანეთის სანატრელი სურნელი მიჰყვა თან.
ფრთხილად მიეფერა თმაზე და შუბლზე მიაწება თბილი ტუჩები, ჩააკვირდა ბედნიერების სხივებს მის მზერაში და საყვარელ ვარსკვლავებს სათუთ კანზე.
_კარგად ხარ?_უჩურჩულა მის სახესთან დახრილმა.
_კარგად ვარ._იგივენაირად უპასუხა გოგონამაც.
_მაშინ, გადარჩენას გილოცავ._თვალებში ათამაშებული ჭინკებითა და ხმადაბალი ფრუტუნით უთხრა დუდამ და შუბლზე ტუჩები ნაუცბათევად მიაწება.
ნინიასაც გაეცინა, მერე ბიჭის ხელებში მისვენებული სახე გაასწორა და მის თბილ თვალებს მზერა გაუსწორა.
_მადლობა._უთხრა ჩურჩულით, მერე ფეხის წვერებზე ოდნავ აიწია და სუნთქვაშეკრულმა ბიჭის ტუჩებს თავისები ფრთხილად შეუერთა, მერე კი ანთებული თვალები და ტუჩის კუთხეში მოთამაშე მოუსვენარი ღიმილი ისევ მას შეანათა და მის წინ საწყის პოზიციას დაუბრუნდა.
_არაფრის._ თბილი სუნთქვა დაუბრუნა საპასუხოდ მის სახესთან დახრილმა, ცერით ლოყაზე ნაზად მიეფერა წამით და ახლა თვითონ წაეტანა მის ვარდისფერ ტუჩებს.

ერთმანეთზე გადაწოლილებს სხეულზე მიფენილი ზეწარი მხოლოდ ქვედა ნაწილს უფარავდათ, ბიჭის მკერდზე მისვენებულ ნინიას თვალები დაეხუჭა და მშვიდად სუნთქავდა, დუდა კი მის მოშიშვლებულ ზურგსა და თმაზე თითებს მონაცვლეობით დაატარებდა და კატასავით გატრუნული გოგონას ყელში მონაფრქვევ თბილ სუნთქვას ჩუმად უსმენდა.
მერე მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით მის აკურატულად ჩამწკრივებულ, გამოკვეთილ მალებს თითი ნაზად ამოატარა და ხელი გოგონას ტალღოვან თმაში ფრთხილად ახლართა. მარცხენათი კი ზეწარი ზემოთ ამოსწია და ნინიას მოაფარა.
მის ამ ქმედებაზე გოგონამ თავი თავის აუწევლად მიაბრუნა ბიჭისკენ და ფართოდ გაუღიმა რის შემდეგაც მის გვერდით დუდასავე ბალიშზე გადაინაცვლა და კომფორტულად მოკალათებულმა თვალებით გაუღიმა.
_მეგონა გეძინა._გაეღიმა დუდას და გვერდით მოწოლილ ნინიას თითები სახეზე გადაატარა.
_არა._თავი მკრთალი ღიმილით გააქნია მან და თვითონაც შეეხო ბიჭს სახეზე, გამოკვეთილ ყვრიმალებსა და თმაზე.
არ აშორებდა მზერას დუდა და ვერც იკავებდა ტუჩებზე გამკრთლალ ღიმილს მისი შემყურე.
_რაზე ფიქრობ?_ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ ნინიამ.
_შენზე, და იმაზე რომ მენატრებოდი... გიჟივით._ხელის გულზე მიაკრა ტუჩები ბიჭმა.
_მეც მენატრებოდი, დუდა._გაუღიმა თვალებში სხივებჩამდგარმა ნინიამ.
_ იცი, პარკში რამოდენიმეჯერ ჩავედი რომ ისევ მენახე სადმე მაინც, მაგრამ შენ...
_მართლა?_სახეს დაუკოცნა მისი სიტყვებით გაბედნიერებულმა, უძირო ზღვისფერებ აციმციმებულმა დუდამ გოგონას.
_ჰო.
_ძალიან კარგი იქნებოდა იმ ღამით შანსი მომცემოდა შენთვის მეთქვა, რომ აქეთ ვცხოვრობ, მაგრამ თავიდან ჩვენი უეცარი საერთო მარშრუტების გამო ისედაც ალმაცერად მიყურებდი და შემეშინდა არ დამეფრთხე. მითუმეტეს რომ რომ არ შეგხვედროდი, ისინი ალბათ არც კი დაემთხვეოდნენ ამიტომაც, სიჩუმე და ახსნა-განმარტებების სხვა დროისთვის გადადება ვარჩიე რისი შანსიც სამწუხაროდ მერე აღარც მომეცა რადგან ჩემი ბავშვობის მეგობარი ავარიაში მოყვა და მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი... თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა, რაც მთავარია ისევ ჩვენთანაა და დანარჩენი მოგვარებადია. _აუხსნა ბიჭმა და მოსმენილით დასევდიანებულ ნინიას შუბლზე ფრთხილად აკოცა.
_ძალიან ვწუხვარ და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ყველაფერი კარგად იქნება. აუცილებლად.
_რა თქმა უნდა._მკრთალი ღიმილით დაეთანხმა გოგონას და თავისთან შედარებით პატარა ხელს რომელსაც დამშვიდების მიზნით ნინია დუდასას უჭერდა ტუჩები შეახო და მისი ნაზი სხეული მკლავენში კიდევ უფრო მჭიდროდ მოიქცია.
_ესე იგი არ შევმცდარვარ მაშინ, არა?_სახე სიცილით კიდევ უფრო ახლოს მიუტანა გოგონამ დუდას.
_არ შემცდარხარ._ცხვირზე აკოცა მანაც ღიმილით და ცერით ლოყაზე მიეფერა.
_ისე, ახლა რას აკეთებ?_ჰკითხა მერე მისთვის ყურადღების გადატანის მცდელობის მიზნით უეცრად.
_რასთან დაკავშირებით?_გამოხედა ღიმილმორეულმა.
_რავი, ზოგადად.
_აჰ, მაგისტრატურას მოვრჩი ცოტა ხნის წინ და ჯერჯერობით ვისვენებ.
_რა მაგარია, და რაზე სწავლობდი?
_არქიტექტურაზე._უპასუხა დუდამ და თან ფართე ღიმილს ვეღარ იკავებდა საწოლიდან წამოწეული გოგონას შემხედვარე რომელიც უკვე ზემოდან დაჰყურებდა თავისი მისთვის უზადო ნაკვთებითა და არეული თმით რომელიც ბიჭის აზრით კიდევ უფრო ალამაზებდა და ახალ-ახალ კითხვებსაც ნელ-ნელა იფიქრებდა.
_ახლა მე გკითხავ, შენ რა უნდა გამოხვიდე დიდი გოგო რომ გაიზრდები?_შეეკითხა ისევ მის მკერდზე დაყრდნობილსა და ლაპარაკში ჩართულს, თითებს რომ დაატარებდა ბიჭის სახეზე.
_მე ჯერ კიდევ ვსწავლობ._დახედა ტუჩის კუთხეში ღიმილ შეპარულმა.
_რას?_მის ქმედებაზე უკვე ღიმილი ეპარებოდა ტუჩებზე დუდას და პარალელურად სახეზე ჩამოშლილ თმას ყურს უკან უწევდა.
_ფსიქოლოგი ვარ... მომავალი.
_რა?_მოულოდნელობისგან ჯერ თვალები გაუფართოვდა, მერე კი გადაიხარხარა ბიჭმა.
_ნუ იცინი!_საწოლზე მიგდებული თავისუფალი ბალიში ბიჭისკენ გაიქნია მოცინარმა ნინიამ.
_არ ვიცი გახსოვს თუ არა, მაგრამ ცოტა ხნის წინ მაგიდასთან კინაღამ მომიკვდი, იცი?_სიცილებს შორის ამოთქვა ბიჭმა და ისევ მასზე გადამხობილი გოგონას სახე ხელებში მოიქცია.
_ეგ არ ითვლება, რაღაცებზე ჯერ კიდევ ვმუშაობ!_სიცილითვე აპროტესტებდა დუდას სახესთან დახრილი ნინია როდესაც მისი ყურადღება საწოლის გვერდით მდგარი ტუმბოს ერთ-ერთ სათავსოზე დადებულმა თავისმა ვარდისფერმა აირპოდსებმა მიიპყრო, ყოფილმა აირპოდსებმა რომლებიც იმ საღამოს დუდას უსახსოვრა.
_ისევ გაქვს? ინიციალები არ მოაშორე?_აირპოდსებს ხელით გადასწვდა ტუჩებზე გამკრთალი ბედნიერი ღიმილით გოგონა და ჯერ ისევ ბიჭზე დაყრდნობილმა ვარდისფერი ჩასადები ხელში შეატრიალა. ნეონის - N.A ჯერ კიდევ მასზე იყო დამაგრებული. ჩააკვირდა დუდას ცისფერებს, ის კი უკვე შეჰყურებდა თვალებში ჩამდგარი სინათლით, მისი ანარეკლით როცა ისევ მკლავებში მოიქცია, მაგრად ჩაიხუტა გოგონა და მის კისერში სახეჩამალულმა მისივე სასიამოვნო სურნელი ხარბად შეისუნთქა.


ცალი ხელით რკინის შავი მინაგამოკრული კარი გამოხსნა ბიჭმა და გოგონა გამოატარა, მეორეთი კი მისი ხელი ეჭირა ისევ და ქუჩასაც ასე გაუყვნენ ერთად. კვლავინდებურად გვერდიგვერდ, თუმცა უკვე ხელებჩაკიდებულები.
_რა თქმა უნდა მანქანაში იჯდა დანარჩენებთან ერთად. მსგავს შესაძლებლობებს არასდროს აკლდება._დაუდასტურა დუდამ.
_ესე იგი ჩემზე ყველამ იცოდა.
_ყველამ? შენ რა, „იმ ბავშვებში“ ეჭვი გეპარება? ფაქტობრივად ჩემსავით დაგეძებდნენ ყველგან ოღონდ რინას ხელმძღვანელობით._ხმით გაეცინა დუდას.
_არაა!_მხარი სიცილით გაჰკრა ნინიამ.
_კი, კი და სხვათა შორის, მართალია სიყვარულს დიდად ვერ გამოხატავს, მაგრამ ძალიან ვუყვარვარ და შეიძლება ცოტათი იეგოისტოს კიდეც.
_კარგი ერთი, შენი აზრით ახლა მაფრთხობ? ისედაც ვიცი რაც უნდა გამოვიყენო მთავარ იარაღად, ასე რომ ტყუილად ცდილობ._მხრები უდარდელი ღიმილით აიჩეჩა გოგონამ და გზას გახედა.
_ჰო არა, რა აბა?_გამოხედა დუდამ.
_რა და მოვუყვები გუშინ ხანძარი კინაღამ როგორ გააჩინე, მთელი სახლი გაახჩოლე და შენივე მისთვის ნაყიდი ცეცხლმაქრიც როგორ გამოიყენე. მგონი კმაყოფილი უნდა დარჩეს, რას იტყვი?!_თვალი ჩაუკრა გოგონამ და დუდას ხარხარის ხმაც არემარეს მალევე მოედო ექოდ ზამთრის შუა დღის ადამიანებისგან თითქმის დაცლილ ქუჩაში, რომელსაც მალევე შეერია ნინიას ხმაც რომ ვერ იკავებდა დუდასვე გადამდები სიცილის გამო მასზე მიკრული.

დასასრული.


მოგესალმებით მეგობრებო!
წლებია საიტს როგორც მკითხველი თვალს ისე ვადევნებ მაგრამ ახლა გადავწყვიტე რომ თქვენთვის ეს ამბავი გამეზიარებინა და იმედი მაქვს მოვახერხე კიდეც, რომ ის ემოციები მომეტანა თქვენთან ახლოს, რომლებიც მინდოდა რომ ამ პატარა ისტორიის დახმარებით თქვენამდე მოსულიყვნენ.
გამიხარდება თუ კომენტარებში შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ.
მადლობა ყურადღებისთვის! <3



№1  offline წევრი Basil II

Dzalian saintereso da sayvarloba iyo gulwrfelad rom vtqva martlaaa. Ai sasiamobnod da msubuqad wasakitxi.
Madloba da ulevi warmatebebi sheen❤️

 


№2  offline წევრი ფარვანა

Basil II
Dzalian saintereso da sayvarloba iyo gulwrfelad rom vtqva martlaaa. Ai sasiamobnod da msubuqad wasakitxi.
Madloba da ulevi warmatebebi sheen❤️

მიხარია თუ მოგეწონათ და ძალიან, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ასეთი სიტყვების და ზოგადად უკუკავშირისთვის. <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№3 სტუმარი სტუმარი Lika

დავტკბი, ძალიან კარგია???????? ვისიამოვნე???? ერთ ამოსუნთქვაში იკითხება???? ველოდებით ახალ ისტორიებს ????

 


№4  offline წევრი ფარვანა

სტუმარი Lika
დავტკბი, ძალიან კარგია???????? ვისიამოვნე???? ერთ ამოსუნთქვაში იკითხება???? ველოდებით ახალ ისტორიებს ????

ლიკა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ! <3 <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№5  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან ლამაზი და/საინტერესო ისტორიაა.

 


№6  offline წევრი ფარვანა

Daldoni Daldoni
ძალიან ძალიან ლამაზი და/საინტერესო ისტორიაა.

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია თუ ისიამოვნეთ. <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№7 სტუმარი გიული

ძალიან სასიამოვნო ისტორიაა,ემოციებს ისე კარგად გადმოსცემთ,არ გაჩერდეთ ახალი ისტორიით დაგვიბრუნდით

 


№8  offline წევრი ფარვანა

გიული
ძალიან სასიამოვნო ისტორიაა,ემოციებს ისე კარგად გადმოსცემთ,არ გაჩერდეთ ახალი ისტორიით დაგვიბრუნდით

ძალიან დიდი მადლობა! <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა პატარა საყვარელი საოცარი ნაწარმოებია ულამაზესი წყვილის სიყვარული ასახული ემოციებით და გძნობებით მადლობა წარმატებები ♥️

 


№10  offline წევრი ფარვანა

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა პატარა საყვარელი საოცარი ნაწარმოებია ულამაზესი წყვილის სიყვარული ასახული ემოციებით და გძნობებით მადლობა წარმატებები ♥️

მადლობა თქვენ მსგავსი სიტყვებისა და შეფასებისთვის. <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№11 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომეწონა. ყველა ემოცია იყო ამ ისტორიაში: სიყვარული,მეგობრობა,იყო სევდაც და იუმორიც. წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს ❤️

 


№12  offline წევრი ფარვანა

Ana-maria
ძალიან მომეწონა. ყველა ემოცია იყო ამ ისტორიაში: სიყვარული,მეგობრობა,იყო სევდაც და იუმორიც. წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს ❤️

უღრმესი მადლობა!! <3 <3 <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№13 სტუმარი სტუმარი მანანა

რა პოზიტიური და საყვარელი ისტორიაა ♥️♥️ ძალიან ვისიამოვნე ამ პატარა და გულისხმიერებით სავსე ამბით ❤️❤️

 


№14  offline წევრი ფარვანა

სტუმარი მანანა
რა პოზიტიური და საყვარელი ისტორიაა ♥️♥️ ძალიან ვისიამოვნე ამ პატარა და გულისხმიერებით სავსე ამბით ❤️❤️

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა თქვენ!! <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent