ცხოვრება აჭარაში (მე-2 თავი)
სოფელში მცხოვრებ ქალებს რომ ჰკითხო, წელიწადის ოთხი დროიდან რომელი უფრო დამღლელი და რთულიაო, ოთხივეო, გაგცემენ პასუხს. სინამდვილეში, მართლაც თითოეულ სეზონს განსხვავებული დატვირთვა აქვს , განსხვავებულად მძიმეცაა. გაზაფხულზე ეზო-კარი მოსაწერიგებელია, ნაზამთრალს ყველაფერი დალეწილი გვხდება. ამ საქმეების მოგვარების შემდეგ, ყანის ქვისგან გასუფთავება, მოხვნა, დარგვა და ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს თვალყურის დევნება უნდა. ვაიდა, რამემ ამოთხაროს. ზაფხულში უკვე მოსული მოსავლის უფრო აყვავება ხდება. კიტრის მორწყვა, ბალახისგან გასუფთავება, მწვანილების გამარგვლვა, დილა-საღამოს მორწყვა, კონსერვობისთვის მზადება და შემდგეგ უკვე უშვუალოდ მათი მომზადება. შემოდგომაზე მოსული მოსავლის აღება, დახარისხება, თივისა და შეშის მოტანა ცივი ზამთისთვის, ყანიდან თუ ბაღჩიდან იმ ნაგვის გამოტანა, რომელიც უკვე აღებული მოსავლის შემდეგ ხდება. ზამთარი თითქოს ყველაზე მსუბუქი წელიწადის დროა, მაგრამ მუშაობას შეჩვეული ადამიანი უფრო და უფრო იღლება. მაგრამ ვერც მაშინ ვერ ისვენებს ბოლომდე, რადგან შემოდგომაზე გადანახული კაკლის ლობიო უნდა გაათავისუფლო გარე ფასადისგან, სახურავზე დაგროვებული თოვლი ჭერს რომ არ მოაწვეს და არ ჩამოტეხოს, უნდა გადმოყაროს. აბა, რომელი დროა უფრო მსუბუქი სოფლელი ხალხისთვის? განა რომელიმე სეზონზე დასვენება შეიძლება? ნურას უკაცრავად. ახლა ზაფხულია. ზურა გაბაიძე ზაფხულის არდადეგებს სოფელში ატარებს, თავის ბებიასთან. ეხმარება, განა არ ეხმარება? მაგრამ დილის 6 საათზე რომელი ბებია გააღვიძებს დასასვენებლად ამოსულ შვილიშვილს საქმისთვის? ასეა გულიკო ბებოც. დილით დგება, ეზოს საქმეებს მოითავებს, მერე სახლშიც მიალაგებს და უკვე ამდგარ ზურიკოს გადაღლილი ხვდება. ************ მთელი დღეა გადაუღებლად წვიმს. ისე კოკისპირულად, გახმობისკენ წასულ მოსავალს რომ მოაბრუნებს და ააყვავებს კარტოფილის ყვავილებს, ლობიოს მტევნებს, კიტრს შემოახვევს იქვე აკინძულ თოკს და არე-მარეს ისეთ მომხიბვლელს გახდის, ისეთ საამოს, ამომსვლელს წასვლა არ მოუნდება, აქ არ მყოფს გაჩენის სურვილი. საღამოპირს, ახალმოთიბული, ნაწვიმარი ბალახის სუნი რომ აბრუებდა გარემოს, ზურიკომ ფეჩისთის შეშა, ბებიამ კი ჩაიდნით წყალი შემოიტანა. -ბები, ამ დაღამებულზე კიდე რაღას საქმიანობ, დაჯექი, დაისვენე ცოტახანს -ზურიკო, ნუ ხარ ატეხილი, რამდენი საქმე მაქ, ისეც დავბერდი ვეღარ ვსაქმობ ისე ზოვლი, შენი დაცივნა მინდა ახლა მე? - გაგულისებულმა შეხედა ბებიამ შვილიშვილს, ცხოვრებისგან გადაღლილმა იფიქრა, დამცინის ახლა ეს მეო - არ დაგცინი, ბე, რატომ უნდა დაგცინო? რომ დაიღალე, დილის მერე არ გაჩერებულხარ და არ დაგისვენია, იმიტომ გეუბნები - ჰო კაი, პაწახან დავჯდები, მემრე რომ დაწვები, მაშინ დავამთავრებ აგენის მილაგებას - იქვე, ფეჩის ძირში, დაბალ სკამზე ჩამოჯდა, თან შეშა შეუკეთა, თან ბიჭს უსმენდა - ბებია, გახსოვს პატარები რომ ვიყავით, ზამთარში მატყლს რომ ჩეჩავდი, თან ამბებს გვიყვებოდი. გეხვეწები, ახლა კიდე მომიყევი რა - ანიი, რაებ ებლაყუნები, ჭო! ჰაღა მახსოვს ამბები და ბაღნობა, აწყალამის ჭერზე გამევეკიდო ქალმა - მასე ნუ ამბობ! ვიცი გახსოვს, გთხოვ!… განა არ ახსოვდა, განა ყველა დეტალი ისე არ ჰქონდა გონებაში ჩაბეაჭდილი, როგორც გუშინ მომხდარი ფაქტი? მაგრამ ადვილი არ არის შენს გამოვლილ ცხოვრებას ხმამაღლა ჰყვებოდე ისე, თითქოს ერთ საინტერესო და სევდიან ისტორიას კითხულობდე - ჰო კაი, რა განაიტერესებს? - აი, სულ, სულ თავიდან, ბები, შენი ბავშვობიდან - მეოთხე კლასის მერე სკოლაში არ მივლია - სევდაჩამდგარი გაუხდა მზერა, თვალი მოარიდა წინ მოკალათებულს და კედელს გაუშტერა თვალი - იმ მეოთხე კლასშიც ზოგჯერ დავდიოდი, ზოგჯერ ვერა. დედაჩემი ორსულად რომ იყო, სახლის საქმეები ჩემზე გადმოდიოდა. აბა, ყველაზე დიდი მე ვიყავ და სხვას ვისნა ეკეთებია? ერთი კვირა რომ ვივლიდი სკოლაში, მერე 40 დღე ვეღარ მივდიოდი, ხან ანას მშობიარობა იქნებოდა, ხან ძროხა მეიყვანდა - უკვე თვალები აწყლიანებოდა, დანაოჭებულ სახეზე ის აუხდენელი ნატვრა ეტყობოდა, უსწავლელობას რომ მოჰყვებოდა - ჰამა, რაკაი მოსწავლე ვიყავ, ბებიავ, იცი? როიცხა წევდოდი სკოლაში, ორი კიკინაი მეკეთა, კაბა სულ სუფთანა მქონოდა და მერხზე რომ დავჯდებოდი, უწიგნომ, ურვეულომ მაინც ვიცოდი ის ლექსი, დიდი ხნის წინ რომ მასწავლა ჩემმა მასწავლებელმა - თვალები გაუნათდა, თითქოს სწორედ ის მასწავლებელი იყო ნათელი სხივი, ასე ძლიერ რომ ანატრება თავს - სკოლიმემრე სახლში მოვდოდი, პირველ რიგში გამომეცვალანა, საქმე მერე. მასობაში ხბიები დასამწყრევი, ძროხები დასაბმელი, მაშინ 9 ძროხა გვყავდა, ჩვენი ახორი პაწაი იყო და მეზობლისაში ვაბავდით. ჩემ მემრე რომ ძმა მოდის, იოსკაი, ი ჩემზე 1 წლით პაწაი იყო და მოზრებ ი აბავდა, მერე დედაჩემი მოწველიდა, მეც ვეხმარებოდი. თითები ისე მეწვოდა. პაწაი, მეოთხე კლასელი გოგო ვიყავ და 4 ძროხას ვწველიდი, მეტი არ შემეძლო. მთელი ღამე ხელებში მეჭედებოდა, მარა ანაიც მეცოდებოდა. - ბები, მამაშენი სად იყო? ის არ გეხმარებოდათ? - მამიკოი მუშაობდა, ხან ყანას ხნავდა, ხან შეშას ჭრიდა. ჩვენი თუ არ იყო საკეთებელი, მეზობელთან გადადიოდა, იმა ეხმარებოდა. - ბებია, შენი ბავშვობიდან ყველაზე მეტად გული რაზე გწყდება? - რომ ვერ ვისწავლე და 13 წლისა გამათხუეს - რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ ამოსთქვა და ჯებირებიდან გადმოცვივდნენ ცრემლებმაც - კაი, ბე, აღარ იტირო. შენ იცი რა მაგარი ვინმე ხარ, ბებო?! ჯერ ბავშვობაში რაები აკეთე, მერე დიდობაში ამდენი შვილი გააჩინე, ოჯახი მართე, შვილიშვილებს გვივლი. ბებია, შენ ყველაზე ბებია ხარ ამ ქვეყნად, ბე! - მხრებაკანკალებულ ქალს ეხვეოდა, ეფერებოდა და ცდილობდა მისი ტკივილის ნაწილი მაინც შეგრძნო, იქნებ მერე აღარ სტკიებოდა მოხუცს - ამ ქვეყნად ყველა დაკარგული წამის ყველაზე დიდი გამართლება თქვენ, ჩემი ბადიშები ხართ, ბებია! თქვენ რომ გიყურებთ, მე ყველაფერი მავიწყდება, ბებიკო. ამაიქით თუნდაც მოვკტე, იმქვეყნად ღმერთისთვინ მადლობის მეტი სათქმელი ჰეიჩ აფერი არ მექნება, ბებიკო! - ხელებაკანკალებული აფერებოდა ტავზე ზურიკოს, მის ახდენილ ოცნებას, ასე რომ ელოდებოდა გამოდმებით. ზურა იმ 8 შვილიდან ერთდაერთი მკვდარი შვილის შვილი იყო და მისი შემხედვარე, სულ თავისი გიგლა ახსენდებოდა. მასსავით ხვეული თმა, სწორი ცხვირი, გრძელი თითები და სუფთა გული ჰქონდა. ალბათ, ასეთი წმინდა სულის პატრონი რომ იყო, იმიტომ წაიყვანა ღმერთმა. მას ხომ ყოველთვის კარგები უნდა თავისთვის. ************************ მეორე დღეს აღარ წვიმდა, ბალახს ისევ შემორჩენოდა ნაწვიმარი. დილას ამდგარს 3 ძროხა უკვე გაერეკა, სახლში დაბრუნებისას და მოსეირნე შვილიშვილი შეეფეთა - ბე, წამო გავისეირნოთ, ცოტას ვილაპარაკეთ და შენც დაისვენებ, დაიღალე, დილას ამდგარხარ - მე სულ ამ დროს ვდგები, დედი. დავდბერდი, ხელები აღარ მომყვება, ზოგჯერ ძალა მეკარგება და დილასდა ავდგე, რომ ძროხებიც მოვწველო და გადენვაც მოვასწრო, სანამ ყველაი ადგება და დიმიფრთხობს ამ ნუსუბეთებ - ისე, ბებია, ადრეც შენ უშებდი საძოვრებზე ძროხებს? - მარტო ვუშვები კი არა, მე ვაძუებდი. აბა, სხვას ვისნა ექნა? ბაღანა ვიყავ და ჩემი და-ძმა პაწვანი იყვენ, გეიზარდენ კი მეხმარებოდენ, მარა იგენზე თქმას და ჯინიანობას, კიდე მე მექნა, მერჩია. მერე გავთხოვდი და ბაბუაშენი სულ მუშაობდა, მასწავლებელი იყო და ხომ იცი, საჯარო სამსახურში რომ ხარ, სახლი თითქმის აღარც გახსოვს. ბაღნები კი მყავდა, დედი, მარა მე რომ ვერ ვისწავლე და სული მშპებოდა ამდენ მშაობაში, მათთვინ რაფერ მეთქვა, გააგდეთ წიგნი, წამოი ძროხები აძუეთ-მეთქი? ამიტომავ, მე ვაძოვდი, ისინი კიდე სწავლობდენ, სახლში საჭმელს ალაგებდე და ერთმანეთ უვლიდენ. - ბებია, ახლა რომ გისმენ, ისე ვბრაზობ მამაშენზე და მერე ბაბუაზე, ვერც კი გადმოვცემ სიტყვებით! - ნუ ბრაზობ, ბები, განა მათი რა ბრალია, სახლში საკმარისი თუ არ ქონდეს და სხვაზე მოჯამაგირედ დადგომა უწევდენ? მამაჩემი არ იყო ზარმაცი კაცი, მარა მისებმა რომ რამე არ დუუტიეს, წვალობდა. დედაჩემი ბაღნობიდან უყვარდა, იმასაც რომ ქონდა გრძნობა, იმიზე წამოყვა, თორემ ჩემ ბაბას არც სახლი ედგა დვარეცი და არც ყანა ქონია დიდი. მარა უყვარდენ ერთმანეთი და სულ წვალობდენ. სხვებ რომ პურის ფქვილი ქონდენ, ჩვენ ჭადის ფქვილზე და ჭვავის პურზე ვიზრდებოდით. რამდენჯერ ისე ყოფილა, საჭმლის გარეშე დუუძინიან ჩემ ანა-ბაბას, ჩვენ რომ არ მოგვკლებოდა, მარა მაინც გვიჭირდა. - ბაბუა? ბაბუამ რომ ცოლად მოგიყვანა, არ იცოდა რომ უნდა დაგხმარებოდა? სახლი შენ, ბავშვები შენ, ბოსელი შენ. თვითონ რას აკეთებდა? - მე რომ ბაბუაშენმა მომიყვანა ხოლად, მე 13 წლისა, ის კი 18-ისა იყო. მომიყვანა რა, მუაყვანიეს, თორემ იმას იქითა სოფლელი გულნაზი უყვარდა. მარა მისმა დედიკომ და მამიკომ არ ქნეს, ადრე ბაბუებს რაცსხა დავა ქონიან მიწის გულობაი და მე მაგ გოგოს გენილად არ მივღებ, შენც გაგრიყავ შილობიდანო, უთქვამს მამამთილს. რა ექნა? დაჯდა და უსმინა ანა-ბაბას. 12 წლისა ვიყავ რომ დიმინიშნეს, 13 წლისა რომ გავხდი, დიდი ქორწილი გედეიხადეს, ერთი ბიჭი ყავდენ და სხვა ვერც იქმდენ. მე მეოთხე კლასის მერე სკოლაში არ მივლია, მარა 16 წლისა რომ გავხდებოდი, გამოცდების ჩაბარება მინდოდა, რომ პედაგოგიური მესწავლა, მარა ე, ჩემთვინ, ჩემ გულში, ვინმეზე არ გიმიმჟღავნებია. სკოლაში რომ გეიგეს, გავთხოვდი, გამომრიცხეს. არ იზამდა თან გათხოვება, თან სწავლა. ჯერ ხომ სირცხვილი იყო, ქალი არ გაბოზებულიყო, მერე მეორეც, რომ გათხოვდებოდი, ჰაღანა გცლოდა სწავლიზა? ჯერ დედამთილ-მამამთილიდა მოგევლო და მერე ბაღანა რომ გეყოლებოდა, იმადა ვლებოდი თავზე. - ოხ, ოხ, როგორ ვბრაზდები ყველაზე, ვინც შენდა საერთოდ, ქალებს მასე გექცევათ! - შენ ნუ ფხუკიანობ, ერთი! შენ რომ ქალი-ბაღვი გეყოლება, იმა მიექეც კაცურად, რაფერც ნამდვილ, განათლებულ, ოჯახის კაცს შეეფერება - თავზე ხელი შემოავლო გაგულისებულ ბიჭს და ცას ახედა, ნაცრისფერი რომ დაჰკრავდა და აქა-იქ იქნევდა წვიმის წვეთებს - საქონელ რომ საძოვარზე წამევყვანდით და წვიმა დაასხავდა, ამ ფოთლებ მოვწყვეტდით, თავზე დევხურავდით, ვითომ ზონტიკი იყო ისე ვაგრძელებდით გზას სახლისკენ მიმავალ გზას დასდგომოდნენ გადახვეული ბებია და შვილიშვილი, ერთს თავისი გავლილი ცხოვრება სტკიოდა, მეორეს ის უსამართლობა კაცები და ზოგადად, ცხოვრება რომ ქმნიდა. უამრავჯერ შევკითხებივარ საკუთარ თავს, რა იქნებოდა ბებიაჩემი ის აკცი რომ ყოფილიყო, ყველაფერს თავის ადგილას რომ დააყენებდა და იმ ბალანსის დაცვას შეძლებდა. ახლა ხომ ამაყი ვარ მისი შვილიშვილობით და მერე ორმაგად წელშ გამართული ვივლიდი, ქვეყნად ერთი კაცი მოვლენილა ყველაფრის შემცვლელი და ზუსტად იმის შვილიშვილი ვარ-მეთქი. მაგრამ ახლა ხომ უფრო, უფრო, უკიდეგანოდ ამაყი უნდა ვიყო, რადგან ამ სამაყროში ერთადერთი ქალია, რომელმაც შეძლო და ის ბალანსი შეექმნა, რომელიც ვერცერთ კაცს ვერ გამოუვიდა. მაინც, რა უმადურები ვართ ადამიანები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.