ზოგჯერ წინ გვყავს (13)
თავი 13 _ აპ,აპ. ჩემი იმედი არ გქონდეთ, როგორც დაგეგმედ უჩემოდ ისე ოპოვეთ.- კატეგორილი უარი განვუცხადე და სახლში შევედი. – სად მიდიხარ?- მკითხა სესილიმ – ოთახში ავალ, ცოტას დავიძინებ, დღეს საერთოდ არ მეძინა. – კარგი.- მოკლედ მომიგო მან და მეც ოთახში ავედი საწოლზე წამოვწექი თვალები დავხუჭე და ვეცადე დამეძინა, მაგრამ მოულოდნელად. ტელეფონის ხმა გაისმა. მაშინვე დავწვდი და გავხსენი. “ რას შვრები?- დანიელისგან შეტყობინება მომოვიდა.,, “ არაფერს ვწევარ, შენ რას შვრები?:),, “ საჭმელს ვაკეთებ. :D,, “მართლა?,, “კი,რა იყო?,, “ არაფერი, გამიკვირდა უბრალოდ არ მეგონა კულინარია, თუ გეხერხებოდა,, “ შენ ჩემზე ბევრი რამ არ იცი, მაგრამ არაუშავს გაიგებ ნელ-ნელა.,, “ჰო, კარგი ახლა უნდა წავიდე და დავიძინო ხო კიდევ ჩემები რაღაც პიკნიკს აწყობენ და ფრთხილად იყავი.,, “ კარგი,მაგრამ მე რა შუაში ვარ?,, “ შენც გპატიჟებენ,,- ესღა მივწერე და ის იყო უნდა დამეძინა, ისევ შეტყობინება, რომ მომივიდა. მეგონა, ისევ დანიელი იყო და ღიმილით ვხსნი შეტყობინებას, თუმცა ღიმილი სახეზე მეყინება. “ როგორც ჩანს ჩემი არსებობა სულ დაგავიწყდა?,, ისევ ეს ანონიური შეტყობინება, უკვე აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ძალა მოვიკრიბე და ვუპასუხე. ,, ტყუილად ცდილობ ჩემს შეშინებას მე შენი არ მეშინია, თუ ასეთი მაგარი ვინმე გგონია თავი რატომ იმალები და რატომ არ ჩნდები მხოლოდ მუქარები შეგიძლია ტელეფონით. ზიანის მიყენება და მერე მიმალვა.,, “ დამიჯერე, რომ გაიგო ვინ ვარ შენი ცხოვრება აზრს დაკარგავს.,, ,, რას ბოდავ?!,, “ სიმართლეს, გპირდები ძალიან მალე გაიგებ ჩემს ვინაობას.,, ძალიან ცუდად ვიყავი უკვე ამდენი მუქარებით სიმშვიდეს ვკარგავდი ამ ოთახში ვეღარ ვჩერდებოდი სული მეხუთებოდა მანქანის გასაღებს დავავლე ხელი ეზოში გავედი ჭიშკარი გავხსენი მანქნა გავიყვანე და მთელი სისწრაფით მოვწყდი ადგილს ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს ნერვიულობამ ამიტანა და მთელი არსებით ვცახვახებდი ჩემი თავი ამ წუთას სულ არ მადარდებსა მე ჩემ საყვარელ ადამიანებზე ვდარდობდი, რომლებსაც შეიძლება ჩემ გამო დაშავებულიყვნენ ამას კი ვერ ვაპატიებდი ჩემ თავს. მანქანა შევაჩერე და კომისარს დავურეკე. – გისმენთ?- გაისმა მამაკაცის ბოხი ხმა. – გამარჯობა, კომისარო მე ვარ დეა,საჩივარი,რომ შემოვიტანე თქვენთან. – დიახ, გისმენ? – რამე, ხომ არ გაგიგიათ იმ ადამიანზე?- იმედი მქონდა, რომ მეტყოდა რამე კარგს. – სამწუხაროდ ჯერ კვალს ვერ მივაგენით, მაგრამ გამოძიება გრძელდება. – კარგი, მადლობა.- ვუთხარი და გავუთიშე უკვე მივხვდი, რომ პოლიცია ვერ დამეხმარებოდა ისეთი ვინმე მჭირდებოდა ვინც მის კვლაზე გავიდოდა, მოკლედ რომ ვთქვა ჰაკერი მჭირდება, რომ მისი ტელეფონი გავტეხო და მის მონაცემებში შევიდე. ბევრი ფიქრის შემდეგ მახსენდება, რომ ჩემი კურსელის ძმა ჰაკერი იყო მისი ნომერი ავკრიფე და ზარიც გავიდა ცოტახანში გოგოს ხმაც გაისმა. – გისმენთ? – გამარჯობა, ანა, დეა ანჩიბაია ვარ. – დეა, სად გაიკარგე გოგო…- წამოიძახა – ხო, ალბათ იცი, რაც დამემართა, მაგრამ ახლა შენი დახმარება მჭირდება. – რაში? – მისმინე შენი ძმა ხომ ჰაკერია? – კი.- დაბნეულად მიპასუხა. – ხოდა მისი დახმარება მჭირდება მინდა ერთ ადამიანზე ინფორმაცია მოიპოვოს. – და ვინ არის ეს ადამიანი? – საქმეც ეგ არის, რომ არ ვიცი ვიღაც ანონიმურად მემუქრება და მინდა გავიგო ვინ დგას ამის უკან. – კარგი დაველაპარაკები და შეგეხმიანები. – მადლობა, შენი იმედი მაქვს. ვესაუბრე და გავუთიშე ამის მერე ჯვრის მონასტერში ავედი ტაძრის შესასვლელთან ვიდექი თავდახრილი იქიდან კი მედიდურად დამყურებდა ტაძარი მიუხედავად იმისა, რომ მან საუკუნეებს გაუძლო მაინც არ კარგავდა იერ სახეს და დიდებულად გამოიყურებოდა. ზემოდან დამყურებდა თითქოს მიხმობდა თავისთან. ღრმად ამოვისუნთქე , შემდეგ ეზოს კარები შევაღე და ნელი ნაბიჯებით დავიწყე სიარული, რაც უფრო ვუახლოვდებოდი ტაძარს მით უფრო გაჰქონდა ჩემ გულს ბაგა-ბუგი.მარილიანმა სითხემ თვალები დამიწვა, შემდეგ კი ერთი მეორის მიყოლებით მოგორავდნენ ჩემ სახეზე ცრემლები. პირჯვარი გადავისახე და ტაძარში შევედი იქვე სანთელები იყიდებოდა რამდენიმე ავიღე და ყველა ხატთან დავანთე ტაძრის შუა მუხლი მოვიდრიკე მერე კი, ცხარედ ავტირდი. – ისევ, შენთან მოვედი უფალო, ხედავ რა უმადური შვილი ვარ, მხოლოდ მაშინ გამახსენდი, როდესაც გამიჭირდა და შენი დახმარება მჭირდება, მაგრამ მე სულ მახსოსოვხარ მოვედი, რომ გული გადაგიშალო. იცი, მე ვიპოვე ჩემი ადამიანი, მაგრამ მეშინია, ჩემ გამო რამე არ დაემართოს არა მარტო მაგას არამედ სხვებსაც შენი დახმარება მჭირდება, მინდა გზის, გაკვლევაში დამეხმარო და მომცე ძალა ამ ყველაფრის გადასატანად. ლოცვა დავასრულე ფეხზე წამოვდექი იქვე ჩამოვჯექი თვალები დავხუჭე გონების მოსაკრებად უცაბედად უკნიდან ვიღაცის შეხება ვიგრძენი თვალებს ვახელ ჩემ წინ კი მომღიმარი სახით მამაო იდგა. – კარგად ხარ შვილო? – დიახ.- დაურწმუნებლად მივუგე. – დავინახე როგორ გულმხურვალედ ევედრებოდი უფალს,რაიმე პრობლემა გაქვს? – დიახ. უფალს ვთხოვე რომ შემეწიოს და გზა, მიჩვენოს, როგორ მოვიქცე. – რაც არ უნდა გაწუხებდეს იცოდე, რომ გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება გწამდეს,მისი და ის აუცილებლად შეგეწევა.- თბილად გამიღიმა თავზე ხელი გადამისვა და წავიდა. ცოტახანში მეც წამოვედი მანქანაში ჩავჯექი და ტელეფონი შევამოწმე უამრავი დარეკილი დამხვდა დანიელისგან. მეც გადავურეკე, როგორც კი ზარი გავიდა მაშინვე გაისმა მისი ანერვიულებული ხმა ყურმილში. – გოგო, შენ ნორმალური ხარ გული გამისკდა ლამის ნერვიულობისგან რატომ არ მპასუხობდი?!- ამ დროს კი მე ვუსმენდი და ვსლუკუნებდი. – რა გჭირს შენ რა ტირი ხარ?!- ხმა შეეცვალა. – მადლობა, რომ არსებობ ჩემ ცხოვრებაში. მიყვარხარ. – მეც მიყვარხარ, სად ხარ? – ჯვრის მონასტერში..- ამოვთქვი. – კარგი, დამელოდე ამოვალ მეც. – არ არის საჭირო მანქანით ვარ და უკვე გამოვდივარ მომენატრე…- დავამატე ბოლოს. – მეც ძალიან მომენტრე… – შენთან მოვდივარ.- ესღა ვთქვი და მანქანა დავძარი არ მაინტერესებდა არავინ ახლა მხლოდ მის გვერდით მინდოდა ყოფნა მისი ჩახუტება მისი განიერი მკლავები, რომლებიც მეხვევიან და არ უნდათ ჩემი გაშვება. სადღაც საათ ნახევარში უკვე მის კარებთან ვიყავი მანქანიდან გადავედი კარები ხმაურით შევაღე დანიელი კი უკვე ეზოში იდგა, როგორც კი დამინახა ხელები გაშალა მეც გავექანე და მთელი არსებით მოვეხვიე, მან მჭიდროდ მომხვია მკვლავები გულში ჩამიკრა და მხურვალედ მაკოცა შუბლზე. ეს ის იყო რაც მე მჭირდებოდა, ელექვით მისი ჩახუტება მისი ალერსი, ზრუნვა და მისი არომატი, რომელიც მაბდრუებდა. – მომენატრე.- ამოვიტირე. – მეც ჩემო პატარავ, მაგრამ რა მოხდა?- მკითხა ნიკაპზე ხელი დამადო და სახე ზევით ამაწევინა. –რატომ ტიროდი?- თვალებში ჩამაშტერდა. – გთხოვ ახლა ნურაფერს მკითხავ, მინდა ასე ვიყოთ უსასურლობამდე და იქამდე სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს. – ჩვენ სიკვდილიც შემდეგაც ერთად ვიქნებით ხომ გჯერა?? – უჰუმ… ამის შემდეგ მან ხელში ამიყვანა,შემდეგ ოთახში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა. ორივე მძიმედ ვსუნთქავდით და ჩვენ გულებს ბაგა- ბუგი გაუდიოდათ ერთმანეთს ვუყურებდით და ჩვენში ცეცხლი გიზგიზებდა ცეცხლი,რომელიც გვწვავდა ძალიან ძნელი იყო თავის შეკავება მაშინ, როდესაც ორივე ასე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. – დანიელ…- დავიჩურჩულე. – ჰო. – იცი, რა ვიფიქრე… – რა ჩემო სიხარულო? – მოდი აღარ გვინდა ამდენი დროის კარგვა და პაემნებზე სიარული. – ამით რისი თქმა გინდა? – იმის,რომ მე უშენოდ ერთი წუთიც კი ვერ ვძლებ მინდა სულ შენ გვერდით ვიყო და იცი რა მოვიფიქრე. – რა? – ხვალვე ავიდეთ მონასტერში და ჯვარი დავიწეროთ. – სერიოზულად? – სერიოზულად ვამბობ, ხვალვე წავიდეთ და ჯვარი დავიწეროთ რას ველოდოთ. – გიჟი ხარ დეა, მხოლოდ შენ თუ შეგეძლო ამის მოფიქრება - გაეცინა მას შემდეგ კი მთელი სახე დამიკოცნა. ნელ-ნელა ყელზე გადმოინაცვლა, მაგრამ შეჩერდა. – რა მოხდა? – არა ასე არ შეიძლება, სანამ ჩემი ცოლი არ გერქმევა და უფლის წინაშე არ დავიწერთ ჯვარს იქამდე თითს არ დაგაკარებ - გამიღიმა და გულში ჩამიკრა. – მიყვარხარ. – მეც.- ბოლოს კი ორივე ძილს მივეცით *** როდესაც გავიღვიძე არავინ დამხვდა, საწოლზე კი დიდი ყუთი იდო ყუთი გავხსენი და შიგნით თეთრი სადა საქორწინო კაბა, იდო. თვალები ამიწყლიანდა უეცრად უკნიდან დანიელი მომეხვია კისერზე მაკოცა და მკითხა. – მოგეწონა?- ჩამჩურჩულა – ძალიან, ძალიან მომწონს.. შენ ამაზეც კი იზრუნე. – გეგონა,თეთრი კაბის გარეშე მოგიყანდი ცოლად. ეს არაფერია, ქალაქში, რომ ჩავალთ იქ ქორწილი გადავიხადოთ მერე დიდი. – ჩემთვის ისიც საკმარისია ჯვარს, რომ დავიწერთ. ჩემებს ვერ გადავურჩები. – ნუ ღელავ მე ყველაფერზე ვიზრუნე უკვე. – რაა?!- წამოვიძახე. – ხო, შენს ძმას უკვე ვუთხარი და გველოდებიან. – არ მჯერა, დანიელ თავი სიზმარში მგონია, თან მიხარია თან კი მეშენია. – ნუ გეშინია, ჩვენ ვერაფერი ვერ დაგვაშორებს თვით სიკვდილიც კი. კარგი,მოდი ვისაუზმოთ და მერე გავემზადოთ, რადგან ორ საათში ჯვრისწერა გვაქვს დანიშნული. თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩავედი დანიელი სამზარეუკოში ტრიალებდა და მეც იქ შევედი მაცივარი გამოვაღე და იქ მხოლოდ კვერცხი იყო დარჩენილი გადმოვიღე პატარა ქვაბი წყლით ავავსე გაზქურაზე შემოვდგი კვერცხი წყალში ჩავწყვე და მოცდა დავიწყე, თურმე ისე გავერთე ფიქრებში,რომ წყალი გადამიდიღდა უცვად დანიელი ამომოდგა გვერდით და გაზქურა გამორთო მე კი დაბნეულმა მოვიხედე და მის მაცდურ მზერას გადავაწყდი. – ფრთხილად!- მითხრა მზრუნველი ტონით. – ჰო…- ამოვთქვი. მაგიდას მივუჯექით და ვისაუზმეთ დანიელმა მითხრა, რომ რაღაც საქმე აქვს და მალე მოვიდოდა მეც ოთახაში ავედი და ნელ-ნელა მზადება დავიწყე გული გამალებით მიცემდა და საგულედან ამოვარნას ლამობდა ვერ ვისვენებდი მღელვარებისაგან ეს ფიქრები უკუ ვაგდე და იმას მივაწერე, რომ ვთხოვდები. მალე ჩემი გოგოებიც მოვიდნენ და კაბის ჩაცმაში და მაკიაჟის გაკეთებაში დამეხმარნენ. – ამას გვიმალავდი გოგო! - ბუზღუნებდა სესილი. – მოულონელად მოხდა ყველაფერი სესო, არ დაიჯერებ,მაგრამ ჯერ კიდევ გუშინ გამომიტყდა გრძნობებში ახლა კი ცოლად მივყვები. ვიცი სიგიჟეა, მაგრამ მე მის გარეშე ერთი წამიც კი ვეღარ ვძლებ.- ამოვთქვი. – ოხ,დეა დეა.- გაეცინა. –კარგი, ჩვენ წავალთ მოვემზადებით და იქ დაგხვდებით აბა შენ იცი.- თვალი ჩამიკრა და წავიდნენ. ოთახში ვიჯექი და დანიელს ველოდი, როდესაც ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა მეგონა ის იყო, მაგრამ როდესაც გავხსენი ღიმილი სახეზე მეყინება. “ ვატყობ ჩემი გაცნობა ძალიან გინდა, მაგრამ არ გამოგივა ვხედავ დროს არ კარგავ და დანიელს მიყვები ცოლად. ,, ვეცადე ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ ისევ მომივიდა შეტყობინება. ,, თუ არ გინდა შენი სატრფო სიცოცხლეს გამოვასალმო იმას გააკეთებ რასაც გეტყვი.,, “ რა გინდა, რატომ არ მანებებ თავს? ჩემგან რას ითხოვ?!,, “რას და ორი ვარიანტი გაქვს ან იმას გააკეთებ რასაც გეტყვი და მას ქორწილის მერე მიატოვებ ან არა და სიცოცხლეს გამოვასალმებ.,, გული ჩამეწვა ამის წაკითხვისას როგორ უნდა მივატოვო, როგორ მაგრამ არც ის მინდა ჩემი ეგოიზმის გამო რამე მოუვიდეს ამას მირჩევნია ვძულდე და ცოცხალი იყოს. ის მაინც მეცოდინება, რომ ცოცხალია. – მაპატიე…- ამოვიტირე. დადგა ჯვრისწერის დროც მონასტრის წინ ვიდექი კვლავ ამ ჯერად თეთრ კაბაში გამოწყობილი და ისევ სევდიანი გულ მოკლული. დაჟინებით ვუყურებდი ტაძარს დანიელმა ხელი ჩამკიდა და შიგნით შევედით ცეცხლი მქონდა წაკიდებული იმას ვაკეთებდი რისი გაკეთებაც არ მინდოდა, არ მესმის რატომ ხდება ეს ჩემ ცხოვრებაში. მამაომ ჯვარი დაგვწერა და ბედნიერება გვისურვა ბედნიერება, რომელიც ჯოჯოხეთად იქცა. ვცდილობდი არ შემემჩნია, ჩემი მწუხარება. მოსაღამოვდა და ჩვენც დავბრუმდით გული გამალებით მიცემდა არ მინდოდა ეს დღე დასრულებულიყო არ მინდოდა ამის გაკეთება. სახლში მივედით მე აბაზანაში გავედი თავის მოსაწესრიგებლად. ცოტახანში ოთახში დავბრუნდი და საწოლზე მის გვერდით ჩამოვჯექი. ამის შემდეგ იგი ნელ- ნელა მომიახლოვდა და დაეწაფა ჩემს ბაგეებს და თან ამავდროულად კაბის ღილები შემიხსნა, შემდეგ საწოზე გადამაწვინა და მეალერაებოდა იგი მკოცნიდა სახეზე ,ყელზე და ყველგან. შემდეგ გულში ჩამიკრა და ასე ჩაგვეძინა. სანამ მას ეძინა მე მისი მკლავებიდან ფრთხილად გავითავისუფლე თავი და ავდექი. ტელეფონზე ისევ შეტყობინება მომივიდა. “ კარგია, ის გააკეთე რაც გითხარი ახლა აიღე კალმის ტარი და ფურცელი და დაწერე ასეთი რამ , რომ შენ ის არასოდეს გიყვარდა და რომ შენ მის გრძნობებზე ითამაშე შემდეგ კი ამ მისამართზე გელოდები.,, ხელის კანკალით ავიღე კალმის ტარი და ფურცელი და წერილი დავუტოვე ჩუმად გამოვედი ოთახიდან მანქაა გარეთ გავიყვანე და წავედი. – მაპატიე, იმედია შეძლებ ოდესმე ჩემს პატებას, ასე მხოლოდ შენს გადასარჩენად მოვიქეცი მხოლოდ ღმერთმა უწყის რის ფასად დამიჯდა ამის გაკეთება. იმ მისამართზე მივედი, რაც მითხრა. ქამრის უკან იარაღი მქონდა დმალული ყოველშემთხვევისთვის ძველი მიტოვებული შენობა იყო კარები შევაღე და შევედი. – სად ხარ,დამენახე!მოვედი! - დავიყვირე და მალე ტაშის რტყმით შემოდის ნიღბიანი მამაკაცი და მას უკან მოყვა ქალიც. – ბრავო, შენი დავალება პირნათლად შეასრულე ალბათ ახლა ბატონი დანიელი სიმწრისგან ადგილს ვერ პოულობს.- დამცინავი და ზიზღნარევი ხმა გაისმა. – ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან შენ მე მერჩი და არა მას ხომ არ დაგავიწყდა. – არა საყვარელო, კი არ გერჩის გერჩით. – ხო, ასეა მე შენ გერჩი და ეს დანიელს.- ცინიზმით წარმოთქვა. – ავამდმყოფები ხართ ასეთი ადამიანების კი არ უნდა გეშინოდეს, არამედ გეცოდებოდეს. ვინაიდან თქვენ არ იცით რას ჩადიხართ.ნებით თუ უნებლიეთ ეშმაკის წილი გაიხადეთ თავი. – ნუ ბოდიალობ ერთი რაღაცებს. - დამიყვირა ერთერთმა.- არ მეგონა ასეთი სულელი, თუ იყავი.- მითხრა და იარაღი დამიმიზნა. მე მწარედ ჩამეცინა,თვალები დავხუჭე და თვლა დავიწყე გულში. ერთი,ორი, სამი. ოთახში პოლიციის ბიჭები შემოცვივდნენ და ორივე ალყაში მოაქციეს. კმაყოფილებისგან მეცინება, შემდეგ თვალებს ვხუჭავ და ვიხსენებ აქამდე, როგორ მოვედი. რამდენიმე საათის წინ ხელის კანკალით ვიღებ კალმის ტარს და ფურცელს მიმძიმს ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა, არ ქვს მხოლოდ ასე შევძლებ მათ კვალზე გასვლას. წერილის წერას ვიწყებ. ,, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა ყველაფერი, რაც გადაგვხდა ერთი დიდი ილუზია იყო, ეს ქორწინება ყველაფერი ერთი დიდი თამაშის ნაწილი იყო მივდივარ და არ მეძებო. - ვწერდი ამას და თან ვტიროდი. წერილი ტუმბოზე დავუტოვე და წამოვედი. სოფლიდან პირდაპირ განყოფილებაში მივედი და კომისარს ვუამბე ყველაფერი. – საკმაოდ ჭკვიანირი გეგმაა, დეა ეტყობა დიდხანს ფიქრობდი ამაზე, მაგრამ დანიელი მეცოდება. – ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვა გზა,არ მქონდა მხოლოდ ასე თუ შევძლებდი მათ კვალზე გასვლას, როგორც კი გაიგო, ვთხოვდებოდი მაშინვე მოქმედებაზე გადავიდა და მაიძულა ქორწილის შემდეგ დანიელი მიმეტოვებინა მერე კი აი ამ მისამართზე მივსულიყავი. – სწორად მოიქევი აქ, რომ მოხვედი და გამაგებინე. არაფერზე იდარდო მშვიდად წადი იმ ადგილზე ჩვენც უკან გამოგყვებით ჩუმად. – თვალები გავახილე და კმაყოფილი მზერით გავხედე მათ. – გეგონათ, ასე ადვილი იყო ჩემი მახეში გაბმა და მუქარა. თქვენ არ იცნობთ დეა ანჩიბაიას - ირონილიულად ჩავიცინე. – შენ, შენ ამას არ შეგარჩენ.- მემუქრებოდა მამაკაცი – თქვენ არ იცით ვისთან გაქვთ საქმე თქვენს წინ ყოფილი გამომძიებლის შვილი დგას და მე კი იურისტი ვარ კარგად დაიმახსოვრეთ იმდენს მივაღწევ, რომ ორივეს ციხეში ამოგალპობთ. - მკაცრი და შეუვალი ვიყავი. - საკმაოდ ჭკვიანურად დავგეგმე ყველაფერი ისე გავაკეთე, რომ თქვენ კი არ გამამბით მახეში, არამედ მე ჩემმა გეგმამ გაამართლა და აი ახლა აქ ვდგავარ თქვენს წინ. – წაიყვანეთ და ციხეში ამოალპეთ!- წამოვიძახე. პოლიციამ ბორკილებით გაათრია ორივე და მანქანაში ჩატენეს. მორჩა დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ გული მაქვს დამძიმებული, იმის გამო რომ ამ გეგმის გამო მისი სიყვარული გამოვიყენე. იმედია მაპატიებ, ოდესმე გავიფიქრე და მამაოს გავუარე. როგორც კი დამინახა მაშინვე ჩემკენ გამოემართა. – დამლოცეთ მამაო.- ამოვთქვი. – უფალი გფარავდეს, სად დაიკარგე? – სოფელში ვიყავი, მამაო, მაგრამ ახლა მოვედი, რომ დაგემშვიდობოთ და რჩევა მომცეთ. _ რა მოხდა?- მკითხა მღელვარედ.- სად მიდიხარ?! – აქედან შორს, მამაო მე ცუდად მოვიქეცი. – რატომ შვილო, რა დააშავე? – იმისთვის, რომ შანტაჟისტის კვალზე გავსულიყავი, დანიელის გრძნობებზე ვითამაშე. – ვერ გავიგე? – ერთი დიდი გეგმა შევიმუშავე მას შემდეგ, რაც სიყვარული ამიხსნა. მეორე დღეს კი შევთავაზე დავქორწინებულიყავით გუშინ ჯვარი დავიწერეთ დღეს კი ყველაფერს ბოლო მოვუღე. ის ნაძირლები პოლიციას გადავეცი. – ყურებს ვერ ვუჯერებ ანუ იმის თქმა გინდა, რომ მისდამი არაფერს გრძნობ? – არ ვიცი, მამაო, რაღაც მიზიდავს მისკენ მაგრამ ეს რა გრძნობაა, არ ვიცი. უბრალოდ მის გვერდით თავს რაღაცნაირად მშვიდად ვგრძნობ. – დაუჯერებელია, შენგან ამას ვერ წარმოვიდგენდი. – მომიტევეთ მამაო… – მთავარია ნანობ ამას და ეს უკვე რაღაცას ნიშნავს,უფალი კი მოგიტევებს, მაგრამ მთავარია დანიელმა შეძლოს შენი პატიება. შენ მართალი ხარ ცოტახნით უნდა წახვიდე, რომ გაანალიზო და იფიქრო ყველაფერზე. უფალი იყოს შენი მფარველი. სახლში შევიარე ბარგის ჩასალაგებლად. ჩანთა გავხსენი და ნივთების შეგროვება დავიწყე. დედაჩემი ქოთქოთებდა და ვერ გაეგო რა ხდებოდა. – შვილო, იქნებ გამაგებინო რა ხდება? სად მიდიხარ?! – ქვეყნიდან მივდივარ დედა, გთხოვ ნურაფერს მკითხავ მივდივარ, რადგან ასეა საჭირო, შემდეგ მას მოვეხვიე და სახლიდან გავედი. მანქანის საბარგულში მოვათავსე ბარგი და აეროპორტისკენ წავედი. ..... ესეც ახალი თავი აბა თქვენ იცით ველი თქვენს შეფასებებს და კომენტარებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.