შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ აგირჩიე! (ნაწილი 10)


5-07-2024, 00:11
ავტორი llella
ნანახია 1 822

დილა უცნაურად ბედნიერად და კარგად დაიწყო, გამოძინებულიც ვიყავი, არც საწოლიდან გადმოვვარდნილვარ და არც ცუდი სიზმარი მინახავს. ოთახიდან გამოსულს ჩემი და შემეგება და ექვსკურსიის თანხა გამომძალა, დედიკომ და მამიკომ მომცეს და შენ დამრჩიო, 100 ლარი ჩაიჯიბა და ბედნიერი წავიდა სასეირნოდ.
-ხალხო, ქურდი ჩაგვინათესავდა, თუ მე მეჩვენება-სიცილით გავედი მისაღებში.
-რა გინდა, 300 ლარი გააკეთა უცებ-დედაც ამყვა და მოდუღებული ყავა მაგიდაზე დადგა.
-მისმინე მამა, მე გეტყვი და შენ მერე როგორც გინდა, ისე მიუდექი ამ სიტუაციას.
-რა ხდება?-დავიძაბე და ავნერვიულდი, ისევ რამე ხომარ მოხდა თქო.
-ჭარნალში რომ ვიყავით, ხომ გახსოვს?
-კი, როგორ არა.
-მამიკო, უჩას უნდა რომ თავისი მშობლები და ოჯახი გაგაცნოს, ჯერ ჩემთან გაიარა ეს სიტუაცია, დღეს ალბათ გნახავს და გეტყვის.
-გამაცნოს ოჯახი?
-ჰო, უბრალოდ მე მაინც გითხარი იმიტომ, რომ არ დაიძაბო და იცოდე, რომ მე წინააღმდეგი არ ვარ.
-მილა, შენი ხასიათის ჩვენება არ უნდა პირველივე დღეს, მშვიდად იყავი და ნუ აყვები ყველაფერზე მათ-დამარიგა ინგამ და შუბლზე მაკოცა.
ყავის ჭიქა გავიტანე აივანზე და ფიქრს მივეცი თავი, დიდი ხანია მარტო არ დავრჩენილვარ საკუთარ თავთან, ალბათ ნახევარ საათზე მეტი იქნებოდა გასული, ევამ რომ დამირეკა.
-მილა, ეს ბიჭი ან მომაშორე, ან აღარ შემიძლია, ეს რა ყანის მატლია, რაარი გოგო.
-ჯერ გამარკვიე ვისზე და რაზე საუბრობ-გამეცინა მის წუწუნზე.
-ვისზე და გუშინდელ ალენ დელონზე.
-ლევანს გულისხმობ?-სიცილი დავიწყე.
-მილა, დედას გეფიცები, გუშინ ღამის მერე, ტელეფონი გამისკდეს უნდა, ძლივს მოვასწარი და მის შემოსულ ზარებს შორის დაგირეკე შენ, უთხარი მომშორდეს რა.
-ევა, მე რა ვუთხრა, ვერ ხედავ რანაერები არიან?
-რანაერები იქნება, წვერებზე ცეცხლს რომ გავუჩენ, ასეთი არაფერი მინახავს ქალო, ჯერ მწერდა, მირეკა მირეკა, მერე ეზოში იდგა, მერე კიდე მწერდა, კიდე მირეკა, კითხე გეხვეწები საქმე არააქ?-წუწუნებდა გაუჩერებლივ.
-ევა, იქნება არაა ცუდი ბიჭი.
-გოგოო, რას მკერავ ახლა ვერ გავიგე, მე რომ მაგასთან არაფერს არ ვაპირებ, ჩემმა შერყეულმა მეორე მემაც იცის, შენ რაიყო, არ მიცნობ?
-გული მიგრძნობს, საინტერესო ლავ სთორები დაიწყება.
-დაგიწყებ და დაგასრულებ მანდ თუ მოვედი, ვაიმე შენ თუ გიდნა გენაცვალე რელაშიონშიპები, მე ფრი ლაიფი მინდა, რავქნა-სიცილი აუტყდა მის უაზრო ინგლისურ საუბარზე და ბოლოს, სიჩუმე ჩამოვარდა.
-ევა, გარდაიცვალე? სად გაქრი.
-მილა, ეს ან გიჟია ან მე არ ვიცი, მწერს გაუჩერებლივ.
-ლევანი ცუდი ბიჭი არაა მართლა.
-ჰო, ვიცი...
-რაო, რაო რათქვი?-ინტრიგა შემემჩნა ხმაში.
-რა და ჯანდაბა, წავედი ვუპასუხო.
ევაზე გათიშვა და ზარის შემოსვლა ერთი იყო.
-ჩემი ოცნების ქალი როგორაა?
-უჩა, კარგი რა...-წინა ღამის ინციდენტი ამომიტივტივდა და გავწითლდი.
-როგორ ხარ?-ხმა შეეცვალა.
-ძალიან კარგად, შენ?
-მე საშინლად მეძინება.
-რატომ ვერ გამოიძინე?
-ახლა რომ გითხრა უნდა გამითიშო, დამბლოკო, ბუნკერში დაიმალო და არ მინდა.
-მეტყვი, თუ ვილოცო?
-სიზმარში გაგრძელებას ვნახულობდი და ყველა ჯერზე მეღვიძებოდა-სიცილი აუვარდა.
-ფუ რა დებილი ხარ!
-აი, ხომ ვთქვი-გაიცინა-მიდი ეხლა გაემზადე პატარა ქალბატონო, მოვალ ნახევარ საათში.
-სად მივდივართ?
-ჯერ ერთ ადგილას და მერე კოტეჯი ვიქირავეთ ბიჭებმა, ვიმწვადაოთო და მიმყავხარ, ნინოც იქნება და ლევანმა, ევაც მოდისო.
-ევა? არ მჯერა.
-არც ლევანს სიმართლე რომ გითხრა, მაგრამ მოდის.
-და პირველად სად მივდივართ?
-გამოეწყვე ლამაზად და გამოსაცვლელი წამოიღე, იქ გამოიცვლი, კომფორტულად რომ იყო.
-ვრჩებით?
-სავარაუდოდ კი.
-კარგი, გელოდები.
გავუთიშე და მოსამზადებლად წავედი, ისიც მალევე მოვიდა და ეზოში ჩასულს, როგორც ყოველთის, სიგარეტით ხელში, მანქანაზე მიყრდნობილი დამხვდა.
ნაზად მაკოცა, თმაზე მომეფერა და კარები გამიხსნა, რომ დავმჯდარიყავი.
-აბა, მზად ხარ?
-რისთვის?-გავხედე, მანქანა ჯერ ადგილიდან დაძრული არ ყავდა.
-ჩემები მინდა გაგაცნო, მაინტერესებს რა აზრის ხარ ამაზე.
-რატომაც არა, კარგი აზრია-ვუპასუხე რამოდენიმე წამიანი დუმილის მერე.
-დარწმუნებული ხარ? არ იფიქრო რომ გაძალებ, თუ კი ჯერ არ გინდა, შემდეგისთვის გადავდოთ.
-აღარ გიყვარვარ ხო?-უსუსური ბავშვივით გავხედე და ქვედა ტუჩი გადმოვატრიალე, ჩემში მსახიობმა გაიღვიძა.
-ეგ საიდანღა მოიტანე ჩემს თავს გაფიცებ, რა არ მიყვარხარ მილა, ყველაზე მეტად მიყვარხარ.
-აბა რატომ გადაიფიქრე ახლა უცებ-გამეცინა.
-არ მინდა გამოვიდეს, რომ გაძალებ.
-არა, მინდა რომ გავიცნო შენები, თანაც ახლა თუ არა, მერე მაინც ხომ მომიწევს მათი გაცნობა და რაც მალე, მით უკეთესი.
უჩამ გამიღიმა და ტელეფონი აიღო, ვიღაც მოძებნა კონტაქტებში, მერე კი დარეკა.
-ჰო დედა, რას შვრებით? ჩვენ წამოვალთ ახლა და მაგიტომ დაგირეკე, ჰო კარგი, ახლოს რომ ვიქნები მოგწერ.
დაძაბულობას და შიშს ვერ ვიმორჩილებდი, მინდოდა მალე დასრულებულიყო ყველაფერი, ის ფიქრები, რომ შეიძლებოდა არ მოვწონებოდი მისებს, არ მანებებდნენ თავს. დიდი ხანი არ გვივლია, უჩამ დედამისს მიწერა სადაცაა მოვედითო და ჩემმა გულმაც როგორ დაიწყო სალსას ცეკვა ვიგრძენი, შეშინებულმა და პანიკაში მყოფმა, უჩას ხელს ჩავაფრინდი და კერძო სახლს რომ მივუახლოვდი და უჩას ტუჩების შეხება ვიგრძენი ხელზე, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს.
-ნუ ნერვიულობ ამ დონეზე, ყველაფერი რიგზე იქნება.
-ადვილი სათქმელია.
ეზოში შევედით თუ არა, შუა ხნის, ლამაზ ყვავილებიან კაბაში გამოწყობილი ქალი გამოემართა ჩემკენ ღიმილით, მას უკან მამაკაცი მოყვებოდა, რომლის ასლიც უჩა იყო.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება შვილო, მე მაკა ვარ, უჩას დედა-თბილად მომესალმა და გადამეხვია.
-გამარჯობა-მეც ჩუმად ვუპასუხე.
-მე კიდევ მანუჩარი, უჩას მამა.
-სასიამოვნოა-მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე და ჩამოვართვი.
-სახლში შევიდეთ, აქ რატომ ვდგავართ-გამოაცხადა მამამისმა და სახლში შეგვიპატიჟა.
საყვარლად მორთულ მისაღებს გადავხედე და გული სითბოთი ამევსო, „მელოდებოდნენ“ გამიელვა გულში და თითქოს სიმშვიდემ მომიცვა, მალევე მაგიდას მივუსხედით უჩა, მე, მისი მშობლები, ბებია, ბაბუა, ბიძამისი და თავისი და მეუღლესთან ერთად.
უამრავ რამეს მეკითხებოდნენ, მართალია თავი გასაცნობ საღამოზე კიარა, დაკითხვაზე მეგონა, მაგრამ ისიც გასაგები იყო, რომ ამ ხალხს აინტერესებდა ყველაფერი და მეც მათი ინტერესი უნდა ჩამეხშო.
-რა გვინახა მამაშენმა დასაწუნი?-მეხის გავარდნასავეთ გავიგე ქალის ხმა, გავიხედე კითხვის ავტორისკენ და უჩას ბებია შემრჩა ხელში.
-უკაცრავად?-დაბნეულობისგან მხოლოდ ეს აღმომხდა.
-რა არ მოეწონა მამაშენს ვითომ თავიდან, რომ ატყდა ამხელა ამბავი, რომ ჩემი შვილიშვილი ჩვენ გადაგვემტერა და გვეჩხუბა.
-მამა...-უჩა სიბრაზის განსახიერებად იყო ქცეული, მამამისს მიმართა, რომ ბებიამისი გაეჩერებინა.
-დედა, საკმარისია-მიმართა ბატონმა მანუჩარმა ბებიას-ხომ ვისაუბრეთ ამაზე.
-რატომ მაჩუმებ? თუ კი მოდის ჩვენს ოჯახში და თვლის, რომ ჩვენი რძალი უნდა იყოს, მომისმინოს, ვალდებულია, ის ხომ არაფერს წარმოადგენს.
-ხმა...-უჩა აპირებდა ყირილს, რომ მოვქაჩე ხელზე და გავაჩერე.
-არ ვიცი, ალბათ თქვენ, თქვენს საქმეში მართალი ხართ, იმიტომ რომ იმის იქეთ, რაც გაწყობთ არ იხედებით, მაგრამ ეგ უკვე თქვენი შეგნების პრობლემაა, რაც შეეხება მამაჩემის დასაწუნსა და მოსაწონს, გქონდათ ეტყობა ნიუანსი, რომლის მოგვარებას თქვენ კიარა, თქვენი შვილიშვილი ცდილობდა, რაც უკვე ამტკიცებს, რომ ოჯახი მისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე თქვენთვის, ჩემი რძლად შემოსვლა და ვალდებულებები ახსენეთ, სამწუხაროდ მე თქვენს რძლობას არ ვაპირებ, მე თუ კი რაიმე დავაპირე თქვენს შვილიშვილთან, ეს მისი ცოლობა იქნება და არა ვინმეს დაპატარავებული ეგოს მოსმენის აპარატი, ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ თქვენ კიარა, მამაჩემს არ ვაპატიებ მსგავს საუბარს, თუ კი ცუდად გამომივიდა, მომიტევეთ, მაგრამ აქვე ვიტყვი, ქალბატონო ფატი, ნუ ცდილობთ ის კატა გაგლიჯოთ, რომელიც, მე ხელში საერთოდ არ მიკავია, მე აქ წესებისა და კანონების სასწავლად ან შესაცვლელად არ მოვსულვარ, მოვედი, რომ ჩემი საყვარელი მამაკაცის ოჯახი გამეცნო და მათთვის გამეცნო საკუთაი თავი, გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს-გავუღიმე და ვიგრძენი, როგორ ჩამკიდა უჩამ ხელი და მაკოცა თავზე.
-შენი ხმა არ გავიგო-მიუბრუნდა ბებიამისს-აუცილებლად ვილაპარაკებთ.
-მე მაპატიე მილა-მომიბრუნდა ბატონი მანუჩარი.
-არა რას ბრძანებთ, მე მაპატიეთ რაიმე ზედმეტი თუ მომივიდა-გადავხედე მაგიდას და მივხდი, რომ ყველა ნასიამოვნები იყო მომხდარით, ბებიამისის გარდა, რომელიც მთელი ჩვენი იქ ყოფნის პერიოდი, ხმას არ იღებდა.
6 იყო დაწყებული, რომ წამოვედით ქობულეთიდან, უჩას ოჯახი ქობულეთში ცხოვრობს.
იმდენად თბილად და სიყვარულით მიმიღო მისმა ოჯახმა, რომ არა სირცხილის არ ჭამისა და თავის არ მოჭრის შიში, აუცილებლად ვიტირებდი ბედნიერებისგან.
-ბოდიშს გიხდი ბებიაჩემის სიტყვების გამო-მანქანაში ჩავჯექით თუ არა და გამოვცდით ეზოს, მითხრა უჩამ.
-პირიქით, მე მაპატიე, რომ ესე ველაპარაკე, მაგრამ არ მესიამოვნა, რომ ეცადა ჩემთვის გული ეტკინა.
-დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი რიგზეა?
-კი.
-ყველაზე მეტად მიყვარხარ ჩემო პატარა, ისეთი ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ესე მოეწონე ყველას და ესე დაგიახლოვდნენ, შენ ვერც კი წარმოიდგენ.
-დამიჯერებ თუ არა არ ვიცი, მაგრამ ისე მესიამოვნა ეს სიტუაცია და შენი ოჯახის თითეული წევრი ისე შემიყვარდა, ლამის ვიტირე.
-მილა..
-ჰო.
-რა აზრის ხარ, რომ ჩვენი აჭარული ტრადიციით დავვოჯახდეთ?
-ჩვენ დაოჯახებას ვაპირებთ?-გავიცინე და გავხედე.
-გულზე გინდა დამარტყას, თუ რა გინდა?
-მე არ მახსოვს ჩემთვის ვინმეს რამე ეკითხა-გავიცინე.
-აბა ახლა რა ვქენი?-ჩემი ხელი მისაში მოიქცია და მაკოცა-რას ფიქრობ ამ ყველაფერზე?
-პირიქით, მომწონს ეს აზრი, მუდამ მინდოდა ყველაფერი მიყოლებით და ლამაზად მომხდარიყო.
-მაშინ ამ დღეებში სახლში მოვილაპარაკებთ და მოვალთ სიტყვის ბეჭდის დასატოვებლად. დანარჩენი განვიხილოთ მერე.
-კარგი-გავუღიმე და გზას მივუბრუნდი.
საათ-ნახევარში ჩემთვის ნაცნობი სახეებით სავსე 2 კოტეჯს მივუახლოვდით.
-ყველაფერმა კარგად ჩაიარა?-ლევანი მიუახლოვდა უჩას.
-კი ღმერთს მადლობა, ცოტა ბებიაჩემმა იბოდიალა, მაგრამ ეგეც მიწყნარდა და მთლიანობაში ყველაფერი იდეალურად იყო საბედნიეროდ.
-ეგაა მთავარი, შენ რძალო ვსო, ამიერიდან მართლა ოფიციალურად რძალი ხარ.
-აქამდე პატენტი იყო აბა?-თორნიკე მიუბრუნდა ლევანს.
-ნინო, გეხვეწები, ეცადე ბავშვები შენ დაგემსგავსნონ, თორემ თავს ჩამოვიხრჩობ და გავქრები-გამოაცხადა წუწუნით ლევანმა.
-და ეგ ყველაფერი მანამდე რომ ქნა, არ შეიძლება?-საუბარში ევა ჩაერთო, რომელსაც ლევანი არ შორდებოდა.
-ვიცი, რომ შენს გულს სინამდვილეში ეგ არ უნდა და რატომ ამბობ?
-ლევან, მომშორდი რა, დამღალე.
-მე შენმა მომშორდის ძახილმა დამღალა, მაგრამ არსად მივდივარ, ხომ ხედავ.
-წაიყვანეთ რა, ხალხი არა ხართ?-წუწუნით გადმოგვხედა ევამ.
გარემოსა და სიმშვიდეს, ჩვენი გულიანი სიცილი ახმაურებდა და არღვევდა, ბიჭებმა მწვადების კეთებას შეუდგნენ, ჩვენ კი საჭმელებს ვაკეთებდით.
სასიამოვნო და დასამახსოვრებელი საღამო იყო, უამრავი ფოტო და ვიდეო გადავიღეთ, ჩემებმაც დარეკეს და ყველა ვალაპარაკე, ბიჭებმა გამომგლიჯეს ხელიდან ტელეფონი და ლამის ტელეფონში გაუძვრნენ მამაჩემს შეძახილებით „კოტე ძია, კოტე ძია, კიდე როდის ვიქეიფოთ ერთადო“ რაზეც ყველას ხმამაღლა გვეცინებოდა, ბიჭებმა დალიეს, მაგრამ არა ბევრი, სულ სამი ჭიქა დალია უჩამ და მეტს დღეს არ დავლევო გამოაცხადა, ხვალაც ხომ მაინც აქ ვართო, ამის გაგონებაზე ევამ ლამის გულის შეტევა მიიღო, მე ამ კრეტინთან ერთად არ გავჩერდები ორი დღე აქო, ლევანიმაც შენ ახლა რას ლაპარაკობ, ილოცე და მადლობები უხადე ღმერთს, მე რომ გამოვჩნდი შენს ცხოვრებაშიო.
ჩვენი დანაწილების დრო რომ მოვიდა, გავიგე, რომ უჩას ცალკე კოტეჯი აუღია ჩემთვის და მისთვის, ნიშნობის ამბები უნდა გავიაროთ და სიმშვიდე და მარტოობა გვინდაო მოიმიზეზა, დანარჩენები მეორე დიდ კოტეჯში დარჩნენ, მანძილი ამ ორ კოტეჯს შორის 15 წუთს შეადგენდა ფეხით.
მივედით თუ არა, პატარა და კოხტა ხის სახლის დანახვა მესიამოვნა. სახლში შევედით და დათვალიერებას შევუდექი, მისაღებში გასული ვიყავი ფანჯარასთან მივედი.
-მოგწონს?-ზურგს უკან, მისი ბოხი ხმა გაისმა.
-ძალიან! ძალიან ლამაზია, საოცარია!-აღტაცებას ვერ ვმალავდი.
-მართალი ხარ, ნამდვილად, რომ ლამაზი და საოცარია-მომიახლოვდა და მხარზე მაკოცა-ყავა არ გინდა?
-მინდა, გავაკეთო?-გამეცინა.
-არა, მე გავაკეთებ, შენ დაისვენე.
ყავის ფინჯნებით წამოვიდა დივნისაკენ და ჩემს გვერდით დაჯდა, ჭიქა გამომიწოდა.
-1 კვირაში რომ მოვიდეთ, რა აზრის ხარ?
-რაღაც მაინტერესებს.
-გისმენ აბა.
-რატომ ასე მალე? ანუ რატომ ჩქარობ ისე, თითქოს ვიღაც მოგსდევს.
-დრო მომსდევს მილა, დრო რომელიც უშენოდ გავატარე, უბრალოდ ახლოს მინდა მყავდე, არ მინდა გირეკავდე და გაკითხავდე, მინდა ჩემს სახლში იყო, ჩემს გაკეთებულ ყავას სვამდე, ჩემს მკლავებში მოქცეულს ჩაგეძინოს და დილით თმაარეულს მე გხედავდე, არ ვჩქარობ მე პირადად, მაგრამ თუ კი შენთვის ეს პერიოდი ძალიან მალეა, მე შემიძლია მოგიცადო.
-ამის მოსმენა ჩემთვის სამყოფისია.
-ანუ?-ღიმილით წამოიწია.
-ანუ ის, რომ მამაჩემს ვეტყვი 1 კვირაში მოვლენ თქო, რაოდენობა მითხარი უბრალოდ მერე, რომ ვიცოდეთ.
-კი ეგ რათქმაუნდა, ცოტა დაბნეული ვარ სიმართლე რომ გითხრა.
-შენ მე მკითხე, შენ ამ ყველაფერზე ფიქრობდი მაინც, გქონდა გეგმები, ახდებოდა თუ არა, ეგ სხვა თემაა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ხომ იყავი მზად, ჩემთვის საერთოდ შოკია ეს ყველაფერი და იმდენად დაუჯერებელია, რამდენადაც შენი არსებობა ჩემს ცხოვრებაში.
აღარაფერი უთქვამს ამ თემაზე, მე კიდევ უეცრად გამიელვა თავში აზრებმა და მარჯვენა ხელს დავხედე და გავიფიქრე, რომ ამ ხელზე, მალე ბეჭედი დაიდებდა ბინას.
ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ბოლოს მე ავედი საძინებელში დასაძინებლად, უჩა დივანზე დაწვა, ძილის წინ მაკოცა და დამემშვიდობა. მე კი ავედი ოთახში, მაგრამ უცნაურმა შიშმა ამიტანა მარტო დარჩენილს და დრო მივეცი თავს, იქნებ გამიაროს მეთქი, მაგრამ არაფერმა შედეგი არ გამოიღო, ტელეფონს დავწვდი და უჩას დავურეკე.
-ჰო ჩემო ცხოვრება, სიზმარში მნახე ასე მალე და მაგიტომ მირეკავ?
-ამოხვალ?
-მშვიდობაა?
-ცოტა არ იყოს, მეშინია.
-რა გაშინებს მილა, აქ ვარ მე.
-აუ ამოხვალ, თუ არა?-კნავილით ამოვთქვი.
ტელეფონი გამითიშა თუ არა, კიბეებე ფეხის ხმა გავიგე და მივხვდი, რომ ამოდიოდა.
საძინებელში სანამ შემოვიდოდა დააკაკუნა, მეც ვუთხარი შემოდი თქო, ატლასის მოკლე პიჟამაზე, მასზე მოკლე ატლასისვე ხალათი მქონდა მოცმული და ეს ფაქტი მხოლოდ მაშინ გამახსენდა, როცა უჩას მზერას ვკიდე თვალი, საწოლის გვერდით ვიდექი გაუნძრევლად.
-რაიმე ხმა გაიგე?-ეცადა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და ჩემი ბალოტისფერი პიჟამოს 30%იანი ჩაცმულობა და 70%იანი სიშიშვლე არ შეემჩნია.
-არა, უბრალოდ მეშინია-ჩუმად ვთქვი და უჩას გავხედე. გახელებული მიყურებდა, ლამის იყო ემოციებს გადავეწვი, ყველა მონაკვეთი მეწვოდა სხეულის, ლამის ლაზერით მიყურებსო. ფანჯარას გახედა უცებ,მერე ისევ მე, მერე ისევ ფანჯარას.
-არ უნდა შეგეშინდეს, მე ხომ აქ ვარ-ამ წინადადებას, ჩემი მიმართულებით, 3 გადმოდგმული ნაბიჯი მოყვა.
-მაგრამ მეშინია-თვალს არ ვაშორებდი.
-ნუ გეშინია, მე ხომ აქ ვარ-ამ წინადადებას 2 ნაბიჯი მოყვა.
-მეშინია უჩა...
-რისი მილა?-ისე მკითხა არც კი გაქანებულა.
უკვე ჩემს წინ გაჯგიმულ, თვალებ ამღვრეულ მამაკაცს ვუყურებდი, რომელიც ვნებითა და ცოტაოდენი სიმთვრალით მაკვირდებოდა.
-რომ რაღაც ისე ვერ იქნება.
-რა ვერ უნდა იყოს?-დარწმუნებული ვიყავი ვერც იაზრებდა რას მეპასუხებოდა და მისი ტვინი იმ მომენტში, სულ არ იყო ადგილზე.
-უჩა, აქ ხარ?-თვალებთან ავუფრიალე ხელი, თითქოსდა გონზე მოსასვლელად.
-ჰა, კი კი, სად უნდა ვიყო აბა-გაიკვირვა.
-არ ვიცი, ხმაც კი შეგეცვალა, ვიფიქრე დაიკარგა თქო.
-ძალით აკეთებ ამას?-2 წუთიანი დუმილი დაარღვია და მე კიდევ ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მისი თითების შეხება რომ ვიგრძენი თმაზე.
-რას გულისხმობ?
-იმას, რასაც ვხედავ.
-მე შემეშინდა უჩა და დაგირეკე.
უკვე, ლამის 10 წუთი იყო გასული, რაც ერთმანეთს ვუყურებდით, ხმას არ ვიღებდით არცერთი და მხოლოდ თვალების მოძრაობა იცვლებოდა ინტერესის მიხედვით.
ჩახველებას უჩას ნათქვამი მოყვა...
-უნდა გაკოცო!



№1 სტუმარი Gvanca gvalia

მშვენიერი წასაკითხია ცოტა თავების გაზრდა თუ შეგიძლია კარგია გელიიით

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

როგორ მომწონს ❤️ იმედია დღეს იქნებ ახალი თავი ????

 


№3 სტუმარი Gvanca gvalia

რატომ დაგვეკარგე,??

 


№4  offline წევრი llella

Gvanca gvalia
რატომ დაგვეკარგე,??

ცოტა რთული ორსულობა მაქვს და დამაწვინეს ???????? როგორც კი მექნება საშუალება დაგიდებთ ახალ თავებს

 


№5 სტუმარი Gvanca gvalia

ჯანმრთელობა შენ და შენს პატარას.....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent