შენ აგირჩიე! (ნაწილი 9)
გაღვიძებულს მამაჩემის მოდუღებული ყავა დამხვდა, რომელსაც ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. -რაო მამა, იყავი გუშინ რესლინგზე?-გაიცინა და დივანზე ჩამოჯდა. -დაგირეკა უჩამ?-მთქნარებით ვუთხარი და მის გვერდით მეც ჩამოვჯექი. -კი, დამირეკა და მელაპარაკა. -გიჟია ერთი, ლამის გული გამისკდა. -გენაცვალე, მოგწონებოდა სხვა და ივლიდით მარტო თეატრებში და დედიკოს გამომცხვარი ბულკები იქნებოდა თქვენი გასართობი-გამიღიმა-ძალიან სწორად მოიქცა, სიმართლე გითხრა, მეც ეგრე ვიქცეოდი. -ეგ პერიოდი არ გამახსენო-დედაჩემის ხმა გავიგონე, რომელიც აბაზანიდან გამოდიოდა-მე არ მინდოდა ყავა?-წუწუნით შეხედა მამას. -დავაშავე, გავაკეთებ-გაიცინა და წამოდგა-ჰო მეც ეგრე ვშვრებოდი, ასე რომ სრულიად სწორი და ლოგიკურია მისი საქციელი. -ეგღა მაკლდა მამა, რომ გაგემართლებინა მისი ჩხუბი. -გიმეორებ, ეგ ეგეთია. -სამსახურში ვარ ხვალ გასასვლელი, სასწაულად მეზარება. -ეგ სამსახურიც შენ აიჩემე, გითხარი აღარ დაიწყო, დაისვენე თქო, ღმერთს მადლობა საერთოდ არ გვიჭირს ახლა და შეგიძლია, ცოტა მოეშვა-გამომიცხადა მამამ. -სადღაც მაგ აზრზე ვარ. ზარის ხმა იყო და მეც ღიმილით ვუპასუხე უმალვე. -ჰო უჩა. -დილამშვიდობისა, ხომარ გაგაღვიძე? -არა, 15 წუთის წინ გავიღვიძე. -მამაშენს ვურეკავდი წეღან და გათიშული აქ, თუ დამბლოკა აღარ მევასებიო?-გაიცინა და ისე მკითხა. -არ ვიცი, მაცა ვკითხავ-ვუთხარი და მამაჩემს მივუბრუნდი-მამა, უჩამ გათიშული აქ ტელეფონი, თუ დამბლოკა და აღარ ვევასებიო? -გოგო, მართლა ეგრე კი არ უნდა უთხრა, სირცხვილია-იქედან უჩას ჯუჯღუნი მომესმა. -დამჯდომია მამა, რა უნდოდა კითხე, ანდაც მომეცი აგერ რაღა აზრი აქვს-ტელეფონზე მანიშნა და გამომართვა. -ჰო უჩა-ძმაკაცურად უთხრა, რაზეც გამეცინა. -ბატონო კოტე, თქვენი ნახვა მინდოდა, რაღაც მინდა გითხრათ, გთხოვოთ რავიცი, იქნებ გეცალოთ დღეს. -მე გეტყვი ახლა შენ კაი აზრს, ჭარნალში წავიდეთ, თან ვილაპარაკოთ, თან თევზი ვჭამოთ და თან ლუდსაც დავლევთ, მწვადები ამბაბი, თან ამ სიცხეში მაგაზე კარგი იდეა არვიცი, ბიჭებსაც უთხარი თუ გინდა და წავიდეთ, თან გავიცნობ-გაიცინა კოტემ. -თუ კი არ ხართ წინააღმდეგი, პირიქით, ბიჭებს წამოვიყვან, თქვენც უთხარით ვისაც გინდათ და წავიდეთ. -შევთანხმდით მაშინ, ასე 1 საათში, ჩემს სახლთან იყავით. მამამ ტელეფონი მე მომაწოდა და მეც შოკისგან ხმაჩავარდნილი აივანზე გავედი. -თქვენ კარგად ხართ? -გგონია მე არ ვარ შოკში?-სიცილით მითხრა უჩამ. -მე სახლში უნდა ვიყო?-გამეცინა. -დღეს ნასვამი ვიქნები, გული მიგრძნობს ლუდით არ დასრულდება დღევანდელი დღე და ამიტომ, მოღალატედ არ ჩავითვალო-გამიცინა. -თქვენ დამეგობრდით ერთი და მე არ მინდა არაფერი, მე ინგასთან ერთად დეიდაჩემთან გავალ. -ჭკუით იყავი, ეგაა მთავარი. -მე კი არა, თქვენ იყავით ჭკუით თუ კაია-გავიცინე. -სიყვარულო, მე წავედი და თავს მიხედე, ბიჭებთანაც დავრეკავ და გამოვალთ, მოვაკითხავ კოტეს. -დროებით. სახლში შევბრუნდი, მე და დედამ მომზადება დავიწყეთ, რომ გავსულიყავით დეიდაჩემთან და მერე საყიდლებზე, მამა კი სახლში დავტოვეთ. უჩას ნაამბობი: -ბიჭო, ლევან, სად ხართ?-ლამის დავიყვირე ისე ვიკითე. -რა გაღრიალებს გაფიცებ, სახლში ვარ მე, დათუნა დედამისთანაა მგონი. -ბიჭო კოტეს ველაპარაკე. -მერე? -ჭარნალში წავიდეთო, მწვადები, თევზები, ლუდი, დასვენება. -ბიჭო კოტეს ელაპარაკე, თუ ძმაკაცს? -კოტეს მეთქი, რა აიჩემე. -გაფიცებ როგორ ახერხებ? ლამის მოგკლავდა გვეგონა რამოდენიმე დღის წინ, დღეს კიდე სასიმამრო მდინარეზე ეპატიჟება. -ჰოდა მოიხოდეთ ორივემ და გავიდეთ, მე კოტეს გავუვლი, ირაკლიმ მეც წამოვალო და ცოტას დავლევთ, არ მგონია ლუდზე გაჩერდეს ამბები-გავიცინე. -მძღოლები გვინდა? -კი დაურეკე ბიჭებს და 1-2 გააფრთხილე, რომ რამე და ჩამოგვაკითხონ, იქ რესტორანშიც დარეკე, სუფრა, ყველაფერი მოაწყონ და დაგვახვედრონ, კი იცი ახლა რა თემაზეც მინდა საუბარი და სირცხვილი არ მაჭამოთ ახლა კაცთან, გეხვეწები. -არა, ხომ არ ღადაობ, ყველაფერს 5იანზე მოვაწყობთ, შენ მაგაზე არ იდარდო, შენ მიდი ახლა სამწვადე დაითრიე, დანარჩენს მე მივხედავ, დათუნასაც მე დავურეკავ. საათი არ იყო ათავებული, მილას სახლის წინ რომ ვიყავი, ბატონ კოტესაც დავურეკე და ისიც მალევე ჩამოვიდა, ხელი ჩამოვართვი და გზას გავუყევი. -როგორ ჩამთავრდა გუშინდელი ამბავი, რამე პრობლემები ხომარ დაიტოვა? -არა, დავალაგეთ ყველაფერი. მისულებს, უკვე გაწყობილი დაგვხვდა მაგიდა, მე, ლევანი, დათუნა, ირაკლი, კოტე და დიმა ვიყავით, ერთი სიტყვით, იმას მისი სამეგობრო ჰყადა, მე კიდე ჩემი და ეს, ის სიტუაცია იყო, რომელიც მჭირდებოდა და მინდოდა. სადღეგრძელოებზე სანამ გადავიდოდნენ და სანამ სიმთვრალე თავისას იზამდა, მე კოტეს ვთხოვე რამოდენიმე წუთი და ისიც გამომყვა. -გისმენ უჩა, მშვიდობაა? -კი, როგორ არა, ჩვენთან მშვიდობა რომ არ იყოს, არ შეიძლება. -აბა, რა ხდება? -მოკლედ, მილა მინდა გავაცნო ჩემი ოჯახის წევრებს, მინდა ნახონ ერთმანეთი. -არ არის ცუდი აზრი სიმართლე რომ გითხრა, პირიქით, მომხრე ვარ, იქნებ ამან უკეთესი შედეგი გამოიღოს. -მეც ეგრე ვფიქრობ და არის კიდევ ერთი რამ. -რა ხდება აბა? -მოკლედ, ბატონო კოტე, თქვენი ოჯახი, ისევე როგორც ჩემი, ორივე მუსლიმნები ვართ. -კიბატონო-გამომხედა და გაეღიმა. -მოკლედ, მინდა ისევე ლამაზად წავიდეს ყველაფერი, როგორც მსურს და გულს უნდა, წესის და ტრადიციის მიხედვით მინდა მოხდეს ჩვენი დაოჯახება, ეს სურვილი აქვს ბაბუაჩემს და არ მინდა ვაწყენინო, თუ კი თქვენ არ იქნებით წინააღმდეგი, საჭირო დროს, მინდა სიტყვის ბეჭდის დასატოვებლად მოვიდეთ მე და ჩემი ოჯახი, თუ კი ამის საშუალებას მომცემთ. -სიტყვის ბეჭედი?-გაოცებულმა მკითხა. -კი, მინდა ტრადიციებს გავყვეთ, მერე ნიშნობა, მერე ხელს მოვაწერთ, მერე აღდის გაკეთება მინდა და მერე ქორწილი, თუ კი ამაზე ხართ თანახმა-ჩემი წინადადების დასრულება და გადახვევა ერთი იყო. -გამახარე და ნასიამოვნები ვარ ნამდვილად, როგორც მინდოდა, ზუსტად ისეა ეს ყველაფერი. -ანუ შემიძლია ეს საკითხები მილასთან დავგეგმო და გავიარო? -კი, როგორ არა, ჩემგან დადებითი პასუხი გაქვს. მაგიდასთან დაბრუნებულებმა უამრავი სადღეგრძელო დავლიეთ და საკმაოდ შევთვერით კიდევაც, სიმღერას ცეკვა მოყვა, სიცილი, ხარხარი და ძალიან კარგი მოგონებები. მილას ნაამბობი: მამა გვიან ღამე მოვიდა სახლში, დილით კი მე წავედი სამსახურში. ადამიანი დაიცდი რაც არ გინდა თქო, რომ ვამბობ, ეგრეა ხოლმე, ჩაშლილი კონტრაქტისა და მეზღვაურთან შელაპარაკების გამო, სხვა ქალაქის ფილიალში მიწევდა გადასვლა, რაზეც უარი ვთქვი და უსამართლობის გამო, წამოვედი სამსახურიდან. გზაში უჩას დავურეკე. -ხო მილა. -სად ხარ? -სახლში, შენ? -მე სამსახურიდან წამოვედი. -მშვიდობაა? მოვიდე? რამოხდა? -არაფერი, რაღაც უთანხმოება იყო და ეგრე გადავწყვიტე, თანაც დიდი ხანია მინდა დასვენება. -არაფერია მაგაში სანერვიულო, ანუ გცალია, ხომ ასეა? -კი, რა იყო რო? -რაღაც საქმე მაქვს, დამელოდები 15 წუთს სანამ მოვალ? -კი, ყავას ვიყიდი და დონასთან ვიქნები. -კარგი ბატონო. გამითიშა, მეც ავედი დონაში, ყავა შევუკვეთე და გოგოების მონაწერებს ვცემდი პასუხს, რომ არ მენერვიულა და მსგავსი, მათ რა იცოდნენ მე ეს დასვენება და თავისუფლება როგორ მჭირდებოდა, ამ დროში უჩას მანქანაც დავლანდე და დავჯექი. -ხომ არ დავაგვიანე? -არა, დროულად მოხვედი, ყავა ჯერ კიდევ ცხელია. -ვიფიქრე სადმე ჩამოვჯდებოდით. -არ მშია მეთქი, ხომ არ მითქვამს-გავიცინე და ყავა მოვსვი. -მისმინე, ავიღოთ მაშინ რამე საჭმელი და დენდროლოგიურ პარკში წავიდეთ, თან ვიცი, რომ ნამყოფი არ ხარ. -შორია? -40 წუთის გზაა, მაკში გავიაროთ, ავიღოთ საჭმელი და გზაში კი ჭამ. მეც დავთანხმდი და გზას გავუყევით, მართლაც რომ იმ დღეს ხალხის ნაკლებობა იყო და სიმშვიდეში სასიამოვნო იყო სეირნობა, უამრავი ფოტო და ვიდეო გადავიღეთ ერთად, უკან გზაზე კი ბიჭებმა დაურეკეს, დათუნასთან ამოდით სვანი და ნინოც არიან და ნინო იხვეწება მილა წამოიყვანოსო, ჩვენც დავთანხმდით. -ჩემთან უნდა შევიაროთ ოღონდ. -შენთან სად?-გავიოცე და მისი ნათესავები გამახსენდა. -ბინაში, ნუ გეშინია, მე ცალკე ვცხოვრობ-გაიცინა და გადმომხედა-დათუნას ნივთებია ჩემთან და წამომიღეო დამიბარა და ბარემ წავუღოთ, თუ არ ხარ წინააღმდეგი. -კარგი, გავიაროთ. ბინა საკმაოდ მყუდრო იყო, ველოდი პატარა დაუსუფთავებელ და არეულ ბინას, მარტოხელა მამაკაცს როგორც ჩვევია ხოლმე, თუმცა საკმაოდ მილაგებული და მოწესრიგებული ბინა იყო. სამზარეულოსკენ წავედი, წყალი მინდოდა საშინლად, ამ დროს კი უჩა სარდაფის მსგავს ოთახში ეძებდა ნივთებს. -რას შვრები?-უჩას უეცარმა ნათქვამმა შემაშინა და ლამის წყლის ჭიქა გამივარდა ხელიდან, რამაც ჩემი მაისურის დასველება გამოიწვია. -უჩა კარგი რა-გამეცინა. -მაპატიე, მე რა ვიცოდი შეგეშინდებოდა. -ყველაფერი მე უნდა დამემართოს მოკლედ. -ჩემს მაისურს მოგცემ, რა პრობლემაა. ოთახში შევიდა და მაისურის ძებნა დაიწყო, ყველაზე პატარა რაც ჰქონდა, ის მოძებნა და საწოლზე დამიტოვა, თვითონ კი გავიდა. ოთახს თვალი მოვავლე და გამეღიმა, როცა გავიაზრე სად ვიყავი. ჩემი სველი მაისური გავიხადე, ზედა საცვლის ამარა ვიდექი ოთახში და მისი მაისურის ასაღებად რომ დავიხარე, უეცრად შემოაღო კარები. -მილა, თუ არ მოგწონს სხვას მოგც...-სიტყვა გაუწყდა შუაზე, რომ შემავლო თვალი. დრო დამჭირდა, რომ მეც მივმხდარიყავი, თუ როგორ მდგომარეობაში ვიყავი მის წინ. დარცხვენილი გავიდა ოთახიდან საჩქაროთ, ბოდიშების ძახილით, მე კიდე შოკში მყოფი გავსწორდი წელში და მაისურისკენ აღარც გამიხედავს, გონზე მოსვლისთვის დრო მჭირდებოდა და ლამის ჭარხლის ფერზე დავმდგარიყავი სირცხვილით, ისეთ დღეში შევედი. უგონოობა... შიში... გაურკვევლობა... სურვილი... სიყვარული... ალბათ 15 წამი იყო გასული მისი ოთახის დატოვების შემდეგ, უცებ გავიგე როგორ სწრაფად და ძლიერად გაეღო კარი და დავლანდე, როგორ შემოვარდა უჩა ოთახში, ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია და იმდენად ძლიერად მაკოცა, მეგონა მთელი ძალა გამომაცალა მისმა ამ კოცნამ თქო, მეც გაუაზრებლად, ვნებას აყოლილმა, ხელები კისერხე შევუცურე და ცოტათი წამოვიწიე კიდევაც, დაბნეულობის მიუხედავად ავყევი კოცნაში, ვგრძნობდი მის სუნთქვას სახეზე და მისი ხელების ბოდიალს ჩემს სხეულზე, ვგრძნობდი, როგორ გამომეცალა მიწა ფეხებიდან, როცა მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი ჩემს მოშიშვლებულ ლავიწზე, მეც ინსტინქტურად მხრებში ჩავაჭირე თითები, ძლივს ამოვიკნავლე, ისევ ტუჩებს მოუბრუნდა, ცალი ხელი წელზე მომხვია და ისე მომიქცია, რომ მან საწოლზე იჯდა, მე კიდევ მასზე, ეს ისე მოახერხა, რომ წამით არ მოუშორებია ჩემი ტუჩებისთვის თავისი. -უჩა გთხოვ...-მხოლოდ მაშინ შევძელი რაიმეს თქმა, როცა კისერთან ჩაასრიალა თავისი ტუჩები. -მილა... -უჩა გაჩ... გაჩერდი...-სიტყვებს ვერ ვაბამდი ერთმანეთს და გონზე მოსვლა, სულ არ მინდოდა. -რა ნაზი ხარ... რა გემრიელი...-ხმა ჩამწყდარი ლუღლუღებდა გაუგებრად. -უჩა, ეს არაა სწორი. ცოტათი მოვშორდი და ისე ვუთხარი, რაზეც უმალვე გაჩერდა, ამომხედა გონსგადასული თვალებით და ისევ მაკოცა, ოღონდ ახლა ნაზად. -ნუ გეშინია. -ეს შიში არაა, მართლა, უბრალოდ არ მინდა ესე... -ვიცი, მაპატიე-ხელი მიშვა და მომცა საშუალება ავმდგარიყავი. მაისური მომაწოდა და მეც საჩქაროდ გადავიცვი, შერცხვენილი ავიტუზე კედლის კუთხეში და თავს მაღლა ვერ ვწევდი, უცებ მოვიდა და თავზე მაკოცა. -მილა... მილა... ყველაზე ტკბილი და გემრიელი მყავხარ. -გეყოს რა...-ამოვთქვი გულმისულმა. -შენ რა-ნიკაპზე თითის მოკიდებით თავი მაღლა წამომაწევინა-მოიცა, გცხვენია? ჩემი გცხვენია? -გეყოს მეთქი. -ჩემი რა გარცხვენს გოგო, ცუდი არაფერი მომხდარა. -არ ვნერვიულობ, უბრალოდ... არ ვარ მიჩვეული ესეთებს... -ოჰ, გული მეტკინე ახლა ხომ იცი-გაიცინა-ჩემი ხარ შენ მარტო-გამიღიმა და მივხვდი, ჩემს ნათქვამში ის ამოიკითხა, რაც საჭირო იყო. როგორც იქნა გავლაგდით ბინიდან და დათუნას ბინამდეც მივაღწიეთ. -შე ლაყე კვერცხო, რაიყო ბიჭო, კუზე იჯექი და ისე მოდიოდით?-ლევანის კომენტარი შეგვეგება. -მიჩუმდი ახლა-დაუღრინა. -ისე, მიდი დაურეკე ევას, იქნებ ეცალოს და გამოვიდეს. -ევა ვინაა?-ჩაერია საუბარში ლევანი. -შენ მიჩუმდი მეთქი ბიჭო-წამოარტყა თავზე უჩამ-მილას საუკეთესო დაქალია. -მიდი დაურეკე, თან რაც მეტნი ვიქნებით, მით უკეთესი-მითხრა ნინომ. მეც დავურეკე ევას და ძლივს დავითანხმე რომ მოსულიყო, ლევანმა მე მივაკითხავ და მოვიყვანაო, ამაზე ცალკე ომი ქნა ქალბატონმა, უცხოს მოკითხული რად მინდა, მოვალ ჩემით მერიდებაო, მაგრამ ამაზე არაფერმა გაჭრა და მაინც წავიდა. -იმედია იმ გოგოს ჭკუიდან არ გამოიყვანს და ისე მოვლენ-დათუნამ თავი გააქანა და კარებში გასულ ლევანს გააყოლა თვალი. -შენ მეორე თუ დალაგებული გგონია, ძალიან ცდები, მე იმის იმედი მაქვს, რომ ის არ შეშლის ამას. საბოლოოდ ყველანი ერთად ვისხედით, ვსაუბრობდით და გემრიელად მივირთმევდით დათუნას დედის გაკეთებულ საჭმელს. მე და ევა უჩამ დაგვტოვა. სახლში ასვლა და საწოლზე ჩახუტება ერთი იყო, უჩამ დამიბარა, ხვალ 11ზე მზად იყავი გამოგივლი საქმე მაქვს მიმყავხარ სადღაცო. -ეს მგონი, რაც უსაქმურად იყო ბოლო 5 წელია ურთიერთობების გარეშე, ახლა უნდა ანაზღაურება-გამეცინა ჩემს ნათქვამზე და ბალიშს ძლიერად ჩავეხუტე. ------ ველოდები შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.