შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომკიდე ხელი - თავი მეცამეტე


6-07-2024, 17:11
ნანახია 308

რამდენიმე წუთში მეც დავტოვე კლასი და გასაღებით ხელში სამასწავლებლოსაკენ გავემართე.
კლასიდან გამოსულს საკმაოდ არასასიამოვნო სპექტაკლი დამხვდა დერეფანში.
-ვაიმე!- შევძახე, ზურგჩანთა სწრაფად მოვისროლე დერეფ- ნის კუთხეში და ძირს მწოლიარე კლასელისაკენ გავიქეცი.
-ჯანდაბა!- ამოწეულ ფიცარს ფეხი წამოვკარი. -ეე, ეს რა არის?!
დიაგონალურად განლაგებული მართკუთხედის ფორმის ფიცრები ერთ ზოლზე ერთმანეთის მიყოლებით, თვალისათვის ნაკლებად შესამჩნევად, ოდნავ იყო წამოწეული ისე, რომ დაკ- ვირვების გარეშე კაცი კისერს მოიტეხდა.
-გაბრიელ!..-სახელის ხსენებაზე ოდნავ გამაჟრჟოლა,- დამე- ლოდე! დაიცა... ადგომა არ სცადო!
პასუხად მორჩილება მივიღე.
სცენა იმდენად დიდ საშინელებას არ წარმოადგენდა, რამდენადაც მისი ასეთი მდგომარეობა, რადგან თავად ამ წამს არაფრის გაკეთება არ ძალუძდა და უმწეოდ ცდილობდა, და-მოუკიდებლად წამომდგარიყო და იძულებული ხდებოდა, ჩემი დახმარება მიეღო.
-ცხვირი მეწვის...
-სისხლდენა გაქვს. დაიცადე, ბამბას მოვიტან.
ზურგჩანთიდან ბამბა ამოვაძვრინე და გავუწოდე.
-მისმინე...
-დანახვით ვერ გხედავ. შენ რა, პირველადი დახმარების ჩანთა გაქვს თან?
-კარგი ახლა! წამოჯექი...
-სად ხარ... მერი!..
-აქ ვარ,- ხელი მოვკიდე.
დამშვიდდა.
მუხლებზე დაჩოქილმა წამოვაყენე და გულზე მომეშვა.
-რამე გტკივა?
-აღარაფერი.
-რა დაგემართა?..
-იატაკზე მგონი რაღაც იყო წამოწეული და ფეხი წამოვკარი. აქამდე ასე არ დამმართნია...
-გაჩერდი!-ვიკივლე.-კიდევ იგივე მეორდება! ვიღაცის ნამოქმედარია! იატაკის გაყოლებაზე მთლიანად ამოწეულია ხის ფიცრები! კისერი მოვიტეხე კინაღამ! ფრთხილად გადააბიჯე.
ბოლო სირთულეც მშვიდობით გადავლახეთ და კიბესთან დავსხედით.
-დედას ელოდები?
-ჰო.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ყურებში სიჩუმის წუილიღა მესმოდა.
ღრმა, ლურჯი ზღვა...
-მადლობა.
-არაფრის.
-ვფიქრობ, რომ ამას არ იმსახურებ.
-რას?
-ასეთ ცხოვრებას.
-და შენ რა იცი ცხოვრებაზე?!
-ის, რომ დავკარგე ის ცხოვრება, რომელიც მქონდა... მეც მქონდა ოცნება, მიზანი, თუმცა ყველაფერი გაცამტვერდა, ქარმა წაიღო. და ისიც იმიტომ,რომ ეს დაწყევლილი თვალები არ ფუნქციონირებენ და ვეღარც შეძლებენ ფუნქციონირებას. ვეგდები ისე, როგორც ბებერი ძაღლი.
-ზედმეტია...
სინდისმა შემაწუხა.
მე ვხედავდი.
-და მაინც...
-ვაიმე, რა დაგემართა!- სისხლიანი ბამბის დანახვაზე კიბეზე ამომავალმა დედამისმა შეჰკივლა.-ბოდიში, დამაგვიანდა! ეს რა დამემართა! საცობი იყო!
შვილს მივარდა და აქვითინდა.
-დაწყნარდი, დამშვიდდი, კარგადაა ყველაფერი.- ბოხი, მშვიდი, ნაღველით სავსე ხმაგამკივანი ხმის შემდეგ ყურს სასიამოვნოდ მოხვდა.
ქვითინი რომ დაასრულა, მომმართა:
-გამარჯობა! რა გქვია?
-მერი.
-მე ნინო ვარ. ლამაზი სახელი გაქვს... დიდი მადლობა... აწი აღარ შეგაწუხებთ.
მრავლობითმა რიცხვმა აშკარად გააღიზიანა.
-ისე, საიდანღაც მეცნობი...
-უი, მართლა?
-ჰო. ახლა გვეჩქარება.
კიდევ!
-მადლობა და ნახვამდის!
კიბეზე მიმავალი უცებ მობრუნდა, თითქოს რაღაც გაახსენდა.
-„ოჰ, ნეტავ საავადმყოფოს ამბავი არა!..“- გამიელვა.
მერე გრძელ ხავერდის პალტოში გამოწყობილი უხმოდ მიტრიალდა და გზა განაგრძო.
-„ოჰ! რა იყო ეს!..“- გავიფიქრე, მიტოვებული ზურგჩანთა ავიღე, მტვერი ჩამოვფერთხე და კიბეს დავუყევი, გასაღები სამასწავლებლოში რომ დამეტოვებინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent