მთვარის ბზარები
თავი პირველი - ჩემი საოცნებო გოგონა როდესაც მე სკოლაში ვსწავლობდი, ჩვენს სკოლაში გადმოვიდა ერთი გოგონა, რომელსაც ულამაზესი ღია ყავისფერი თმა ჰქონდა. მე ძალიან მომეწონა მისი შავი თვალები. მან პირველივე დღეს ძალიან ჭკვიანის შთაბეჭდილება დატოვა. ძალიან მინდოდა მისი გაცნობა, მაგრამ არ შემეძლო. რაღაც დროის შემდეგ მივხვდი, რომ კარგად თვალში არ მოვხვდი. ალბათ იმიტომ, რომ ერთადერთი ვიყავი, ვინც დაიგნორა. სინამდვილეში კი, მისმა სილამაზემ დამადუმა და უბრალოდ არ შემეძლო. როდესაც გათამამდა, მის გაცნობა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ჩემმა მცდელობებმა მასზე კარგი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. რაღაც დროის შემდეგ მივხვდი, რომ მე ვიყავი ერთადერთი, ვისთანაც კონტაქტს ერიდებოდა. მე უბრალოდ ვიყავი იმისთვის, რომ მისი სილამაზით დავმტკბარიყავი. დროთა განმავლობაში მისი ინტერესი გრძნობაში გადაიზარდა. იმდენად მიხაროდა მისი დანახვა, რომ ვერაფერს ვამბობდი, თითქოს მადუმებდა. შეცდომების ჯაჭვი დღეები გადიოდა და ჩემი გრძნობები უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მე უკვე აღარ შემეძლო გრძნობების კონტროლი. ინსტინქტები თავისას შვებოდა. კერძოდ ვეხუმრებოდი, რაზეც ნამდვილად არ ჰქონდა კარგი რეაგირება. დაახლოებით ექვს თვეში ჩემმა გრძნობებმა დამიმონა. არასწორ გარემოში და არასწორ სიტუაციაში ვაუწყე ჩემი გრძნობები. შემდეგ მივხვდი, თუ რა შეცდომა დავუშვი რეალურად. გრძნობების გამხელის შემდეგ ცდილობდა, რომ თვალში არ მოვხვედროდი. თითქოს მანიშნებდა, რომ მოვშორებოდი. ჩემმა შეცდომამ ჩემი კლასელები მიზიდა და სალაპარაკო თემა გაუჩინა. ახლა უკვე ჩემი კლასელები დამცინოდნენ სხვადასხვა ფორმით. სურდათ, რომ ჩემი სიყვარულში გამოტყდომა ხუმრობად გაესაღებინათ. თავიდან ეს არ გამოსდიოდათ, ხოლო შემდგომ ეს მოახერხეს. როდესაც იგი შინ მიდიოდა, მე მსურდა გავყოლოდი და ბოდიში მომეხადა. უბრალოდ მსურდა, რომ ყველაფერი ძველებურად ყოფილიყო, იქამდე სანამ მე თავს გამოვიჩენდი. თუმცა შიშმა უკან დამახევინა. სპორტით გადარჩენა ამ პროცესის გამო მე გადავწყვიტე, რომ რაღაცით საკუთარი გრძნობები ჩამეკლა. ამიტომ სპორტში ვცადე ბედი. თითქმის ყველა სპორტს გავუგე გემო, მაგრამ რეალურად ვერცერთს დავუდე გული, რადგანაც ჩემი გული უკვე ვიღაცას ეკუთვნოდა. როდესაც სკოლაში მივდიოდი, მახსოვდა ის ბავშვები, რომლებმაც ჩემი გრძნობები აბუჩად აიგდეს და ხელი შეუწყეს მასთან არშემდგარ სიყვარულობანას. მე თითქმის ყველა მეგობარს ვიშორებდი, ვინც კი რაიმე ფორმით ხელი შეუწყო ჩემს გარიყვას. ვხვდებოდი, რომ მიყენებდნენ და სხვა არაფერში ვჭირდებოდი. რაღაც დროის შემდეგ ჩემმა გრძნობებმა კვლავ გაიღვიძა. მე ახლა უკვე ინტერნეტით დავინტერესდი და დავიწყე მისი მოძებნა. თუმცა აქაც არ შემიწყვეტია შეცდომების დაშვება. უბრალოდ ვერაფრის დიდებით ვერ ვეგუებოდი მის დაკარგვას. დროთა განმავლობაში ყველაფერი ჩაწყნარდა და მე როგორც თავიდან, კვლავ გამოვუტყდი გრძნობებში, კვლავ არასწორ ადგილას და არასწორ სიტუაციაში. გულგატეხილი გრძნობა უბრალოდ, რატომ ვერაფრის დიდებით ვერ ვჩერდებოდი, ჩემი თავის არ მესმის. ან ძველ შეცდომებზე რატომ არ ვისწავლე. როგორც უწინ, ახლაც იგივე ნაირად განვითარდა პროცესები, ოღონდ შედარებით უმტკივნეულოდ. მე საბოლოოდ დავნებდი მაშინ, როდესაც მუსიკის გაკვეთილზე ჩემმა კლასელმა იმ გოგოს დაუჩოქა და სიყვარულში გამოუტყდა. მე სხვა რაღაცით ვიყავი გართული და კარგად ვერ შევამჩნიე, როგორ ატირა! ვნანობდი, რომ ახლოს არ მივედი და კარგად არ ვცემე ჩემი კლასელი. იქნებ რამენაირად ქულა დამეწერა მის თვალში. მისი ბედნიერება საინტერესო ისა, რომ ტირილის დასრულების შემდეგ დათანხმდა! აშკარა იყო, რომ ეს ბედნიერების ცრემლები იყო. და კიდევ კარგი, რომ არ ვიაქტიურე, თორემ ალბათ დიდ შარს ავიკიდებდი. ვის ანაღვლებდა, რომ მე მას ორჯერ ავუხსენი სიყვარული, ალბათ ჩემმა საწყისმა ყველაფერს ჩაკლა. მე, რომ სხვანაირად ამეშენებინა მასთან ურთიერთობა, შესაძლოა პირველივე გრძნობების გამხელაზე დამთანხმებოდა. ახალი გზა ახლა უკვე სკოლაში, როდესაც მივდიოდი, ვხედავდი ჩემს უსაყვარლეს გოგონას ჩემს კლასელთან ხელჩაკიდებულს. მიხაროდა, რომ ბედნიერება იპოვა, მაგრამ ჩემი გული თითქოს გატყდა. ვხვდებოდი, რომ ტკივილი მჭამდა. მე უბრალოდ არ შემეძლო მათი ბედნიერებით დატკბობა. ახლა უკვე მსურდა სკოლას მოვშორებოდი და ვცდილობდი, რომ სხვა ადგილი მეპოვა, სადაც მათ ვერ ვნახავდი. როდესაც ღრმა დეპრესიაში ვარდებოდი, სწორედ მაშინ გამოჩნდა კოლეჯი, რომელმაც გადამარჩინა. წლები გადიოდა და ჩვენ ვიზრდებოდით. მე ვარჯიშმა გადამარჩინა. დროთა განმავლობაში ჩემმა გატეხილმა გულმა პრობლემები შემიქმნა, მომიწია ექიმებთან სიარული. სწორედ მაგ მომენტში ჩემმა ყოფილმა კლასელებმა გამომიგზავნეს მოსაწვევი ბანკეტზე, რამაც ცოტათი გამომაფხიზლა და ლექსი დამაწერინა: შენ რომ გხედავ ვცოცხლდები, შენ რომ გხედავ ვდუღდები, შენი სიყვარული მკლავს! გევედრები, იყავი ჩემს გვერდით, იყავი უბრალოდ, არაფერს ვითხოვ სხვას. შენს თვალებს გაცოცხლება ძალუძს! შენს გულს შენება! შენს სულს გალამაზება! შენ რომ გხედავ ვცოცხლდები, შენ რომ გხედავ ვდუღდები. საბოლოო დასკვნა ველოდებოდი მის ნახვას! ჩემმა გატეხილმა გულმა გამთელება დაიწყო, თითქოს სიცოცხლის უნარი დამიბრუნდა. დადგა დღე, როდესაც მე მის ნახვას ველოდი! თავიდან მეშინოდა, რომ ვერ ვნახავდი. თუმცა გამიმართლა, ის მოვიდა და მე სიხარულისგან ავივსე. ალბათ ამ ბედნიერებას ათასი წელი ვიკმარებდი. მერე დავლიე და მასთან საცეკვაოდ გავიწი. ვიცეკვე. ჩემი გული გაცოცხლდა. მისმა სიყვარულმა გული გამითბო. ასე დამთავრდა ჩემი ბავშვობა. და საბოლოოდ რა მოხდა? ის გათხოვდა! და ვიღაცის ცოლი გახდა. მე კი დავრჩი გულგატეხილი, უიმედობის ჩაძირულ წყვდიადში... თავი მეორე - საბედისწერო სიყვარული ეს ისტორია ჩემს ერთ-ერთ მეგობარზეა, რომელსაც ბედისწერამ განსაკუთრებული სიყვარული არგუნა. იყო ერთი პატარა ბიჭი, რომელიც ძალიან ცელქი იყო და ამის გამო ხშირად ისჯებოდა. თუმცა, ის ვერ ხვდებოდა, რომ არასწორად იქცეოდა. ერთ მშვენიერ დღეს, მან გოგო შენიშნა მის სახლთან. ამ მომენტში მას გონება გაუნათდა. ის შეიცვალა და ცელქობა მოიშალა. მას სურდა გოგო სულ ენახა. ახალი მეგობრობის დასაწყისი ერთ მშვენიერ დღეს, გონება მოიკრიბა და გაცნობა სცადა. მოგვიანებით, მისმა მეზობლებმა აუხსნეს ბიჭს, რომ გოგონა მუნჯი გახლდათ. ასევე უთხრეს, რომ გოგონას მუნჯობის გამო კომპლექსები ჰქონდა და ამიტომ სახლიდან ხშირად არ გამოდიოდა. ამის გაგების შემდეგ, ბიჭმა უფრო დიდი მონდომებით სცადა გოგონას გაცნობა. მისი სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ჟესტური ენის სწავლა დაიწყო. ბიჭი პარალელურად ცდილობდა, გოგონასთან კონტაქტი დაეწყო, თუმცა უშედეგოდ. ის ბევრ რამეს ვერ ხვდებოდა და დიდ გაუგებრობაში ვარდებოდა. ბიჭი არ ნებდებოდა და ბოლოს მაინც შეძლო მისი გაცნობა. მეგობრობის გამყარება როდესაც გოგომ ბიჭი დაინახა, სიხარულისგან გულში ჩაიკრა. მისმა აღმზრდელმა აუხსნა, რომ გოგონას მეგობარი არ ჰყავდა. ერთ მშვენიერ დღეს, ბიჭი გახარებული დაიარებდა გოგოსთან ერთად პარკში და ჟესტებით ესაუბრებოდა. გოგონა ტირილს ვერ იკავებდა და უხაროდა, რომ ვიღაცამ იგი იპოვა და გადაარჩინა. ტირილის პროცესში, გოგონა სახლისკენ გაიქცა. ბიჭმა ეს არასწორად აღიქვა და დაღონებული სახლისკენ წავიდა. სიყვარულის გამოკვეთა მეორე დღეს, გოგონა მის სახლთან მივიდა. ბიჭს გაუხარდა და გულში ჩაიკრა. შემდეგ დაწყვილდნენ და დაქორწინდნენ. გოგონა ერთ მარტოხელა ქალთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც შეცოდა და უვლიდა. მისმა მშობლებმა ვერ აიტანეს, რომ იგი მუნჯი იყო და უბრალოდ მიაგდეს. ჩემი მეგობარი მათი შვილი გახლდათ. სიყვარულის ძალა მათ ურთიერთობას მრავალი გამოწვევა შეხვდა, მაგრამ სიყვარული ყველაფერს მოერია. ბიჭმა და გოგონამ ერთმანეთისთვის ყველაფერი გააკეთეს. გოგონასთვის, ბიჭის მონდომება და მზრუნველობა აღმოჩნდა ის, რაც სჭირდებოდა. ბიჭისთვის კი გოგონას სიყვარულმა მისი ცხოვრება სრულად შეცვალა და იგი მეტად პასუხისმგებელი და გულწრფელი გახდა. ახალი სიცოცხლე მათ ოჯახი შექმნეს და ბედნიერად იცხოვრეს. ბიჭის მონდომებამ და სიყვარულმა გოგონა გადაარჩინა, და ისიც თავის მხრივ, ბიჭის ცხოვრების წყაროდ იქცა. მათი სიყვარულის ისტორია მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ნამდვილი სიყვარულს გადალახოს ყველა ბარიერი და შექმნას ახალი ცხოვრება. თავი მესამე - სიზმარი ძალიან მსურდა, რომ რეალობისგან გავქცეულიყავი. სიმართლე რომ გითხრათ, ეს დიდად არ გამომდიოდა ჩემი დაძაბული გრაფიკის გამო. მე ხომ სკოლაში მანდატური ვიყავი. ერთ ღამით, სასწავლო საათების დასრულების შემდეგ, სკოლის დარბაზში ჩამეძინა. უცნაური გამოფხიზლება თვალებს ვახელ და რაღაც ხმაურია. ყვირიან: „სასიძომ გაიღვიძა! სასიძომ გაიღვიძა!“ მეგონა, რომ ვიღაცაში ავერიე. თუმცა, როცა წამოვდექი, მივხვდი, რომ შარვალ-კოსტუმი მეცვა და ოქროს ბეჭედიც მეკეთა. ერთი წუთით თითქოს დავდუმდი. არ მჯეროდა, რომ მე ვიყავი სასიძო! მაგრამ ვის ოჯახში? იქნებ მოვკვდი და სხვა ადამიანი ვიქეცი. სარკესთან მივირბინე და საკუთარ თავს კარგად დავაკვირდი. სარკეში არაფრით განსხვავებული არ ვჩანდი. უბრალოდ მანდატურის ფორმის ნაცვლად შარვალ-კოსტუმი მეცვა. მაინტერესებდა, რა დრო იყო, და ტელეფონი მოვიმარჯვე. სანამ კარგად დავაკვირდებოდი, ვიღაც ასაკოვანი ქალი შემოვარდა და რაღაცებს მიყვებოდა. ალბათ უხაროდა. როგორც აღმოჩნდა, როდესაც სკოლის სამუშაოს მოვრჩი, დავიღალე მარტობისგან და სასმელში დავიხრჩე თავი. მთვრალმა ერთი გოგო გავიცანი და ხელიც ვთხოვე. ის არაფრის დიდებით არ თანხმდებოდა! უცნობი საქორწილო ისტორია მე მცდელობას არ ვწყვეტდი. მეორე დღეს წესით უნდა მახსოვდეს! ვესტუმე და დავკერე! სიყვარულიც ამიხსნა, უკვე მესამედ. შემდეგ კვლავ მითხოვია ხელი და ისიც დამთანხმებულა! არ ვიჯერებდი ამ ამბავს, მეგონა, რაღაც სიცრუე იყო. თავში ისიც მომივიდა, რომ რაღაც შოუში აღმოვჩნდი. ამიტომ, კამერებს ვეძებდი. მაშინ შევწყვიტე თვალის ცეცება კედლებზე, როდესაც სიდედრმა ბავშვი მომაჩეჩა ხელებში: „შენი შვილიაო და მიხედეო!“ მე ვიუარე, რა შვილი თქო! თუმცა ისეთი საყვარელი იყო. ასე ამბავი არ დამთავრებულა! „და შენ პირველ ღამის შედეგიაო.“ არ მჯეროდა. ზღაპარი! ამიტომ ვცდილობდი, რომ როგორმე მეპოვა რეალური პასუხები. ტელეფონი გავხსენი და ჩემს ფოტოებს დავხედე! დამაბნეველი აღმოჩენები ვერ ვიჯერებდი ჩემს თვალებს, რასაც ვხედავდი! როგორც ფოტოებიდან ჩანდა, სიდედრი სიმართლეს ამბობდა! მეშინოდა სოციალური ქსელების ნახვა, ვინ იცის, რა დავდე! შიში უკან გადავდე და შევამოწმე. უი, საოცრება! იმ გოგოს ფოტოც კი ვნახე, რომელიც სკოლაში მიყვარდა! კოცნის სცენა. რა უნდა ვთქვა? აშკარა იყო, რომ ეს რეალობა არ იყო! არ იმიტომ, რომ რეალობას არ გავდა, არამედ თავისი სიყალბით. თუმცა ძალიანაც მომეწონა. გავიფიქრე, ალბათ სკოლის შესასვლელთან მძინავს მეთქი. მაინტერესებდა, რეალურად როგორ გამოიყურებოდა ჩემი მეუღლე! საოცარი ცოლი თუ მე შევძელი იმ გოგოსთვის მეკოცნა და სოციალურ ქსელში დამედო, მართლა ვერ ვხვდებოდი, როგორი იქნებოდა ჩემი მეუღლე! და ისიც გამოჩნდა. ულამაზესი! რომ დავინახე, პირი დამრჩა ღია! არ მჯეროდა, რომ ის იყო ჩემი მეუღლე. მოვიდა და ჩემი შვილი წაიყვანა. ხმა არ ამოუღია. ცოტახანში ერთი ნაკლებად ლამაზი ქალი მოვიდა, ხელი ჩამკიდა და აუზისკენ გამიყვანა. წყალში ჩამაგდო. ვერაფერი გავიგე! რატომ ჩაიდინა ეგ! აუზში ინციდენტი ხმა არ ამომიღია, ვიხჩობოდი! როგორ ამოვიღებდი. ცოტაღა მაკლდა და საიქიოში წავიდოდი. მალევე ვიღაც კაცი ჩამოვარდა და აუზიდან ამომიყვანა. ძლივს გადავრჩი. ეგ კაცი ჩემი სიმამრი აღმოჩნდა, ხოლო ის ქალი, ვინც აუზში ჩამაგდო, ჩემი მეუღლე! უბრალოდ ვერ გავიგე, ის ქალი ვინა იყო, ვინც შვილი გამომართვა, აშკარად უცხო არ იყო, რადგანაც სიდედრს არაფერი უთქვამს. ხმას არავინ იღებდა! ვისაც კი ვკითხე, თავი ისე მოიკატუნა, თითქოს არც კი გაეგოს. სიზმრის გახსნა სიზმარი უკვე იძაბებოდა. როგორკი მოვწესრიგდი, მაშინვე იმ ქალის ძებნა დავიწყე, რომელმაც ჩემი შვილი წაიყვანა. მთელი ოთახები დავიარე, არსად ჩანდა! ბოლოს ჩემს საძინებელთან მივაგენი. ბავშვს აძინებდა. იქვე, ჩემს საძინებელში, კარადებზე ჩარჩოში ჩემი ცოლების ფოტოები იყო ჩასმული. ფოტოზე მე შუაში შარვალ-კოსტუმში ვიყავი გამოწყობილი, ხოლო ჩემს მარცხნივ და მარჯვნივ ჩემი ცოლები იყვნენ. აშკარად, ის, ვინც აუზში გადამაგდო, გახარებული არ ჩანდა, ხოლო მეორე ძალიანაც გახარებული. მრავალმნიშვნელოვანი სიყვარული ეს რა სამყაროა? ჯერ ერთი ცოლიც არ მყავდა, აქ კი ორი მყავს და როგორც ჩანს, ერთმანეთს დიდად ვერ ეწყობიან. მივედი ჩემს მეუღლესთან და მოვეხვიე. აშკარა იყო, რომ შვილი მაგისგან მყავდა. და სანამ სიზმარი დასრულდებოდა, მეორეზეც უარს არ ვიტყოდი. • გესმით? გესმით? • რა ხმაურია? • არაფერი განსაკუთრებული, ეტყობა ბავშვებმა ფეიერვერკები გაისროლეს. გავიხედე, გამოვიხედე და მივხვდი, რომ სიზმარი დასრულდა. თავი მეოთხე - განთიადი შორიდან ტელევიზორის წინ ტელევიზორთან ვზივარ და რაღაც უცნაურ ფილმს მივშტერებივარ. თავიდან გადავწყვიტე, ტელევიზორს მოვშორებოდი, თუმცა მან მიმიზიდა. ფილმი 19-ე საუკუნეში ადამიანების მიერ კოსმოსში გაგზავნილ წერილზე მოგვითხრობდა, რომელიც უცხო პლანეტელებს აცნობდა ჩვენს თავს. დროთა განმავლობაში პასუხი არავის დაუბრუნებია. დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ, უცხო ცივილიზაციამ მიიღო წერილი და შედეგმაც არ დააყოვნა! მათ ინფორმაციის გადასამოწმებლად ერთი დამკვირვებელი გამოუშვეს. კოსმოსური თავგადასავალი როდესაც იგი მზის სისტემაში შემოვიდა, მეტეორიდების წვიმაში მოხვდა, რამაც ხომალდის კავშირის სისტემა და ხომალდის 70% დააზიანა. დამკვირვებელს ძალიან გაუჭირდა ხომალდის დასმა, რის გამოც მისი ხომალდი ოკეანეში ჩაიძირა. ის სადღაც ჰავაიზე გამოირიყა. ადგილობრივებმა, როდესაც შეამჩნიეს, გაიცინეს და წავიდნენ. ახალი ცხოვრება დედამიწაზე როგორც კი გონს მოვიდა, დამკვირვებელმა მაშინვე გარემოს შესწავლა დაიწყო. იმის გამო, რომ დედამიწაზე მეტი ინფორმაცია მიეღო, სცადა ადგილობრივებთან კონტაქტი. ადგილობრივებს ეჭვიც კი არ გასჩენიათ, რომ იგი ნამდვილი უცხოპლანეტელი იყო. ვინც კი რამეს ეკითხებოდა, ყველა აქებდა მის "მაგარი" ფორმის გამო და ეკითხებოდნენ, თუ სად შეიძინა იგი. ახალი მეგობარი დაახლოებით ორ წელიწადში დამკვირვებელმა ამერიკაში ამოყო თავი, კერძოდ ლოს-ანჯელესში. როდესაც ქუჩაში მიდიოდა, გამოჩნდა შავგვრემანი გოგონა, რომელიც ძალიან მოეწონა. ასეთი ძლიერი მოწონება არასდროს განუცდია. როდესაც იგი გოგონას დასცქეროდა, აღმოაჩინა, რომ გოგონას ნიჭი ჰქონდა, საგნების გადადგილება შეეძლო. • უკაცრავად! ლამაზო ქალბატონო! • რა სასაცილო კოსტუმი გაცვია, შენ შეკერე? • ნუთუ ასე ეტყობა? • საკმაოდ! • თქვენმა ნიჭმა ცოტათი შემაშინა! როდიდან ფლობთ ასეთ ძალას? • საფუძვლიანია, რომ ჩემი ნიჭის გეშინია! ნიჭი ბავშვობიდანვე გამაჩნდა! უცხოპლანეტელის საიდუმლო სწორედ ამ მომენტში უცხოპლანეტელმა გაუმხილა თავისი საიდუმლო. • მე ის ვარ, ვისაც ხედავ! • რას ნიშნავს შენი სიტყვები? ვერ გავიგე. და რატომ მელაპარაკები ისე, თითქოს თანასწორები ვიყოთ? • მე სხვა პლანეტიდან ვარ და იქ ყველანი ერთმანეთს ისე ვეპყრობით, როგორც ყველას, არ ვმიჯნავთ უფროსს უმცროსისგან! • მართლა! ასიდან ხარ? • შორეული გალაქტიკიდან! • აქ რატომ მოხვედი? ან ჩვენი ენა საიდან იცი? • თქვენი შეტყობინება მივიღეთ და მე გამომიშვეს მკვლევარი! ხოლო თქვენი ენა მალევე ვისწავლე. • გეტყობა, რომ უკვე გაქვს ინფორმაცია! რატომ არ ბრუნდები შინ? • როდესაც თქვენს სისტემაში შემოვედი, მეტეორიდების წვიმაში მოვყევი, რამაც კავშირის სისტემა დამიზიანა, ხოლო ჩემი ხომალდი ოკეანეში ჩაიძირა. • ერთი რამ მაინც არ გცოდნია! • რა მაინც? • დედამიწაზე ფული თუ გაქვს, ღმერთი ხარ! • ღმერთი რა არის? • ის, რამაც ყველაფერი შექმნა და კვლავ განაგრძობს შექმნას! • ფული რა არის? • მწვანე ქაღალდი, რომელსაც ადამიანები ვანიჭებთ მნიშვნელობას და მისით ყველაფრის მიღება შეგვიძლია! • ფული არ მაქვს! • რა გავაკეთოთ? • არაფერი! მაშინ ბანკი გავძარცვოთ! • გაძარცვა რა არის? • რა აზრი აქვს! ის გააკეთე, რასაც გეტყვი და სახლში დაბრუნდები! • რისი უნარი გაქვს? • როდესაც წყალს ვეხები, ბლანტი ვხდები. • გამოდგება. ბანკის ძარცვა როდესაც ბანკში შევედით, პოლიცია წამებში გაჩნდა და სროლა ატეხა. გოგონამ თავისი ნიჭი გამოიყენა და გაიქცა, თუმცა ფული ვერ გამოიტანა. როდესაც უცხოპლანეტელი მიხვდა, რომ უნდა დამალულიყო, მწვანე ხვლიკად გადაიქცა და ბალახებში ჩაიმალა. დასასრული საკმაოდ მოვიწყინე და დავიძინე... ________________________________________ ეპილოგი გამეღვიძა და მივხვდი, რომ ყველაფერი სიზმარი იყო. რეალობაში დაბრუნებისას, ჩემს ოთახში ვიყავი, ტელევიზორი კვლავ ჩართული მქონდა, თუმცა ახლა ვიცოდი, რომ რაც არ უნდა საინტერესო იყოს ჩვენი ფანტაზია, რეალობა ყოველთვის თავის გზაზე დაგვაბრუნებს. ამ ამბავმა მაჩვენა, რომ სიზმრები ხშირად გამოხატავენ ჩვენს ღრმა სურვილებსა და შიშებს. ამჯერად, ამ სიზმარმა დამაფიქრა იმაზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში და როგორ შეიძლება ჩვენი ფანტაზიები და სიზმრები გვასწავლიდნენ ახალ ხედვებსა და გზებს. ყველაფერი ალბათ უფრო ცხადი გახდებოდა, თუ უბრალოდ ცხოვრებას, მის სირთულეებსა და სიხარულს უფრო ღრმად ჩავუღრმავდებით, რათა ვიპოვოთ ჩვენი საკუთარი "განთიადი შორიდან". თავი მეხუთე - ღალატი ეს ისტორია ჩემს ერთ ნაცნობზეა. ხანდახან მისი ემოციებით მოყოლისი ისტორია მახსენდება. იგი მოყოლის დროს როგორ საუცხოდ ტიროდა. კინაღამ მეც ამატირა. ________________________________________ • გამარჯობა გუგა! რატომ ხარ ასეთი გაბრაზებული, ნუთუ სამუშაოზე რაღაც მოხდა? • არა საყვარელო, უბრალოდ ძალიან ბევრი ვიშრომე, რათ ჩვენი პატარასთვის ელემენტარული მოთხოვნილებები მაინც დამეკმაყოფილებინა! • კი მაგრამ ის ხომ ჯერ მუცელშია! • მესმის საყვარელო მაგრამ მსურს ის მივცე, რაც მას ჭირდება. ხომ იცი, რომ ჩემა ოჯახმა გამრიყა, და ვერ დავუშვებ, რომ მან ის გამოსცადოს, რისი გემოც მე გავიგე ! • ამიტომ სვამ ამდენს? • სწორადაც! ვერ ვეგუები ჩემს ოჯახის დაკარგვას! რა არ ვცადე, რომ მათთან ვყოფილიყავი! მაგრამ არ უნდივარ და ვსო! • დამშვიდი საყვარელო, ჩვენი ვიქნებით შენი ოჯახი. თითქმის სამი თვე გავიდა იმ დღიდან, როდესაც ჩემი მეუღლის სახე პირველად ვიხილე. ვხედავდი მშრომელ, პატიოსან კაცს, რომელსაც ჩემი შვილებისთვის კარგის გარდა არაფერი არ სურდა. ________________________________________ • რატომ დაგაგვიანდა საყვარელო, ხომ მშვიდობაა? • გვიანობამდე ვიმუშავე! მსურს ჩემს პატარა ქალიშვილს ის მივცე, რაც მას სჭირდება! • მიხარია, რომ ამდენს შრომობ! შენს ხელში არასდროს არ გაუჭირდება ჩვენს ოჯახს. დაახლოებით ერთი თვე გავიდა და ის არ ჩანს. ნეტავ რა მოხდა? რატომ არ ბრუნდება სახლში? • დედა, მამა სად არის? რატომ აღარ მოდის სახლში? სად წავიდა? ჩემი შვილი თითქმის ყოველ დღე ამ კითხვებს მისვამს! თუმცა ცუდზე მაინც არ ვფიქრობ. აი როგორც იქნა გამოჩნდა! ________________________________________ • რაიყო შეკაცო, ამდენი ხნის შემდეგ მთვრალი უნდა გამოჩენილიყავი, თანაც რა სუნი აგდი! სად იყავი ამდენი ხანი, რომ არაფრის დიდებით არ გამოჩნდი? მე მომიწია ვალი დამედო, რათ ჩვენი შვილი გამომეკვება! შემო იბანავე! • იცი, რას გეტყვი საყვარელო, შენ უკვე თავი მომაბეზრე შენი კითხვებით! მე ვარ უფროსი და როცა მინდა, როგორც მინდა, რასაც მინდა იმას ვიზამ! გაიგე ქალო! მისმა სიტყვებმა ცოტა დამაფიქრა! თუმცა ყურადღება არ მიმიქცევი. უბრალოდ ჩამეხუტა და მეორე შვილიც გაგვიჩნდა! დროდადრო ვატყობდი, რომ მშორდებოდა, თითქოს აღარ უნდოდი. და მხოლოდ მისი ნაშიერების გასაზრდელი ინსტრუმენტი ვიყავი მის თვალში. სახეზე თითქოს აღარც მიყურებდა. ერთად კი გვეძინა, მაგრამ თავს ისე იჭირავდა, თითქოს ბალიშთან ერთად ეძინა. მე თავიდან ამას ვერ ვამჩნევდი. მერე ვიღაც ქალმა გამიცინა და რაღაც ჩაიბუტბუტა. თავიდან ვერ მივხვდი, მაგრამ, როდესაც ჩემმა ნაცნობმა ყურში ჩამჩურჩულა, მივხვდი თუ რა მითხრა რეალურად. ეს იყო სიტყვა საცოდავი. ________________________________________ აღმოჩნდა, რომ ჩემი ქმარი მღალატობდა და როგორც ქალი აღარაფერში ვჭირდებოდი, მე უბრალოდ მიყენებდა. როდესაც ეს გავიგე, მაშინვე ჩაუსაფრდი და გავყევი. მალევე ის შეხვდა მის საყვარელს, ჩემი თავი წარუდგინე. მეგონა, გაიგო, რომ ყველაფერს ძველებურად ვერ გაგრძელებდა. თუმცა ნურას უკაცრავად, არაფრად არ ჩამაგდო! ჩემი მცდელობებმა ვერაფერი გააწყო, უბრალოდ წლები გაიწელა. მე კი რა შემრჩა ხელში? და მისი შვილები. იმედი მქონდა, რომ კვლავ ყველაფერი ძველ გზას დაუბრუნდებოდა. ჩემი მოთმინებამ პიკს მიაღწია და იგი სახლიდან გავაგდე! ცოტა კი გვიჭირდა, ბევრი მუშაობა მომიწია, მაგრამ ჩვენ ოჯახში სიმშვიდემ დაისადგურა! ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან მოვიდა და პატიება მთხოვა. მეც ვაპატიე! უბრალოდ რაც კი შეცდომა დამიშვია, ასეთი მხოლოდ მეორე იყო. პირველი, რომ ის ავირჩიე და მეორე, რომ ვაპატიე. ________________________________________ დაახლოებით ექვსი წელი გავიდა. მე შევეგუე მისი მრუშობას, რადგანაც ჩემმა მცდელობებმა ვერაფერი გააწყო. ვერ შევცვალე. იმედი მქონდა, რომ ჩემი გოგოები, რომ მოიზრდებოდნენ, მამამისს შეცვლიდნენ. ჩემი მოლოდინები არ გამართლდა! უარესი დადგა! ერთ მშვენიერ დღეს ჩემი მეუღლემ გადაწყვიტა, რომ თავად დამშორებოდა. მე დავთანხმდი. დათანხმებამ ორი ბინა ორ ნაწილად გაყო და მას ერთი შეხვდა. არადა ორივე ბინა ჩვენი გოგოებისთვის მჭირდებოდა მათი მომავლისთვის, როგორც იგი თავად ამბობდა. საბოლოოდ, იგი ისეთ ქალს შეხვდა, რომელმაც ოჯახს დაშორა! მიხაროდა, რომ დამშორდა, მაგრამ ორივე ბინა მოითხოვა, რაზეც უარი განვაცხადე. მერე გოგოებმა იგი მას დაშორეს და ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ________________________________________ მე მარტო დავრჩი ნაკლები სადარდებლით. მიხაროდა, რომ ვიყავი მარტო და ბედნიერი. დაახლოებით სამი წლის შემდეგ, იგი დათვრა და სახლში მოვარდა. ბოდიშები მიხადა, მთხოვდა პატიებას. მე უარზე ვიყავი, მაგრამ ბოლოს ვაპატიე. თავიდან ისე მომეჩვენა, თითქოს თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდა ყველაფერი! უფრო ბედნიერიც ვიყავი. იქამდე, სანამ იგი მრუშობას არ გააგრძელებდა. შედეგი რა იყო? ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვერ აიტანა და სახლიდან წავიდა, ხოლო მეორე საერთოდ გასცილდა. საბოლოოდ, ჩვენი ოჯახი დაიმსხვრა... ________________________________________ ახლა მე ვზივარ ბარში და ჩემს ისტორიას ვუყვები ჩემს ძველ მეგობარს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.