შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება აჭარაში (მე-3 თავი)


9-07-2024, 20:09
ავტორი Ana Gabaidze
ნანახია 550

თავი მესამე
დაგვიანებული პროლოგი
სოფელში გატარებული დრო ყველასთვის იმ მნიშვნელოვან მოგონებებთან ასოცირდება, ასე ძვირფასი და მრავალფეროვანი რომაა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, ამ სანუკვარი იდილიის უკან რამდენი ადამიანის უბედურება, ტკივილი, სიმძიმე და დაკარგული ცხოვრება იმალება.
რასაკვირველია, უამრავი ჩვენგანი თვალს ვხუჭავთ, ნებით თუ უნებლიეთ, ან ჩვენს გონებას არ ვაძლევთ საშუალებას, გაიაზროს ეს ყველაფერი. სინამდვილეში, არც მე ვიცი, რა მინდა, რატომ მინდა თქვენ გაგიზიაროთ ის მძიმე მოგონებები, რომლებიც გამოცდილი თუ არა, გადმოცემით მოსმენილი მაქვს ჩემი ბებია-ბაბუებისგან. ალბათ, მინდა იცოდეთ, რომ ცხოვრებაში ყველა ადამიანს გამოუვლია ის მტკივნეული დრო, რომელსაც დაკარგული მომენტები ჰქვია და მინდა გითხრათ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. თქვენ ჩვენ გყავართ, ხალხი, ვისაც თქვენი მოსმენა, გამხნევება და გვერდში დგომა შეუძლია. თქვენ ჩვენ, მძიმეცხოვრებაგამოვლილი ხალხი გყავართ, ვინც არ ჰყოლიათ მათ, ვისაც ეს ყველაფერი გადახდათ.
თქვენ მარტო არ ხართ!
**************
მთელი ბავშვობა ბებიისგან ის მესმოდა, რომ უნდა მესწავლა, რათა მომავალი ნათელი და რაც მთავარია, დამოუკიდებელი მქონოდა. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რატომ მიწყალებდნენ სწავლით გულს, მაგრამ როცა გავიზარდე, უფრო მეტ დეტალზე დაკვირვება დავიწყე და ბებიას ისტორია მოვისმინე, მივხვდი რომ მას შიში ალაპარაკებდა. შიში საკუთარი გამოვლილი ცხოვრებისა.
ამ საღამოს, როცა გარეთ საზაფხულო საქმეები მოვითავეთ, ბებიამ კი ბოსელიც მოილაგა, ფეჩის ძირში ვსხედვართ, დილით მოკრეფილ ცაცხვის ჩაის ვარჩევთ და მეზობლად ამოსულ გვანცას ვესაუბრებით
- ისე, ადრე როგორი დატვირთული ცხოვრება გექნებოდათ, ახლა ყველაფერი გაადვილებულია. რატომ არ ისვენებთ? - ინტერესით სავსე მზერით მიაჩერდა ბებიას და თან ფეჩზე მოდუღებულ ყავას აციებდა
- გვანცი, ადრე დატვირთული კი არა, ვირული ცხოვრება გვქონდა. რა დროს ვდგებოდით, ვწვებოდით ან ვმუშაობდით, ვერ ვიგებდით.
- მართლა? ჩვენ ქალაქში გავიზარდეთ, სოფელიც იქვე გვქონდა, ამიტომაც, არ ვიცი რას გუსლიხმობთ. რომ მოგვიყვეთ? რაიმე ისეთი, რაც გაგვაოცებს - თვალებში ჭინკები უხტოდა გვანცას. არ გამოცდილის ეიფორია აწვებოდა გონებაში.
- არ მინდა დაგღალოთ, ბები, არ მქონია ადვილი ცხოვრება, მაგრამ ალაჰაშუქურ, დღეს კარგად და ბედნიერად ვცხოვრობ
- არ დაგვღლით! პირიქით, ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა. ზურამ მომიყვა - ღიმილით გახედა იქვე ჩამომჯდარ, საქმეში გართულ ბიჭს - ის რაც თქვენს ბავშვობაზე უამბეთ, მინდა მეტი მოვისმინო. ჯერ ხომ ასეთი ემოციური და საინტერესო ცხოვრება გქონდათ, მერე ეს თქვენი მეტყველება, ძალიან დამახასიათებელია, უტყვი და ზოგჯერ ისეთი ღრმა, მიჭირს ბოლომდე გააზრება
- ნენევ, თქვენ როის მოასწარით ჭორიკნობა, დილა მემრეა მეხმარება აი ვირისთავი
- ჩვენ ყველაფერს ვასწრებთ, გულოჯან - თვალი ჩაუკრა სიცილით მეზობლის ქალს
- ანი, რაფერ მოცლილები ხართ. ახლა რადგანაც ცაცხვის ჩაის ვფცქნით, ამაზე გამახსენდა ერთი ამბავი. მე ანაბაბას კუთხეს კი ბევრ ვმუშაობდი, მარა არ ვიცოდი ცაცხვი, მაყვალი და ამფერი რაცხაები რაფერ გემეხმო და ჩაები საზამთროთ რაფერ მომემზადებია. ჰოდა, რომ გამოვთხოვდი, ე ჩემი დედამთილი თაზე წევდა, მე აქ ბარში ვიყავ. მართალია საქონელი არ მყავდა, მარა იმდენი საქმე იყო, თავზე საყრელად. რომ მოვდა ჩამობარგვის დრო და თიდან ჩამოვდენ, ჩემმა დედამთილმა პირველი ის იკითხა, ჩაები რა ქენო. მე ვერ მივხდი, რა ჩაებზე ლაპარაკობდა, რომ ვკითხე, არ ვიცი, რაზე ამბობ-მეთქი, ასე წამომაძახა, ანაბაბამ მარტო კაცთან დაწოლა რომ გასწავლა, სახლის საქმიებიც ესწავლებიაო.
- ვაიმე! - ზურასა და გვანცას ერთდროულად აღმოხდათ - ეს რა სისულელე უთქვამს!
- სისულელე და რომელი. მთელი ღამე ვტიროდი, ვერც ჩემ კაცს ვუთხარ ვეფერი, ანაი იყო მისი და ემეტანადა, ისიც იგივეს მეტყოდა. ჰოდა, ასე გულში ვიკლავდი ყველა მის წამოძახებას, რაცხას მთელი სიცოცხლე იმეტებდა ჩემზა.
- ბებია, მაგ დროს დაახლოებით რამდენი წლის იყავი?
- ასე 16-17 წლის ვიქნებოდი,ზუსტად არ მახსოვს, დედი, იმდენმა წყალმა ჩეიარა - ნაქღვლიანი ღიმილი დაჰკრავდა ნატანჯ სახეზე და თან დაბეჩავებული ხელებით ცაცხვის ჩაის ასფუფთავებდა
- მერედა, ასე პატარა გოგოს რომ რაღაც არ გცოდნოდა, რა მოხდებოდა, ვითომ? - უსამართლობისგან გაწითლებულიყო ზურა - ჯერ ხომ 13 წლისა მოგიყვანეს, სულ პატარა ბავშვი, მერე კიდე ასე ბრტყელ-ბრტყელ, მძიმე სიტყვებს გეუბნებოდნენ!
- ნუ წამობიბინდი ჰამან! მაშინ ი დრო იყო, ახლა ე დროა!
- დროს რა მნიშნელობა აქვს, ბებია?! მანაც ქალი იყო! ქალმა თუ ქალს ვერ გაუგო და მხარში არ ამოუდგა, აბა ვინ იზამს ამას?! - გაცხარებული უყურებდა ბებიის აცრემლებულ თვალებს
- შვილო, მე ეს იმიტომ კი არ მოგიყე, ასე გტკენოდა გული. ეს უკვე ჩავლილი ამბავია, დერდ გულში ნუ ჩეიდებ.
- ბებია, შენ ხომ იცი, ჩემთვის მზეც და ცაც შენ ხარ!
- ვიცი, ბები, ვიცი. აბა არ ვიცი? შენ თუ იცი, მე რომ შენით წელში ისე ვიმართება, სხვა ვერავინ რომ ვერ იქნება, დედი - კალთაში ჩადებულ თავზე ეფერებოდა თითქოს ისევ პატარა ზურიკოს, ასე რომ ეიმედებოდა და გულის გამხმარ მიწაზე ის იები ამოჰყავდა, ბავშვობის მერე რომ, არ უგრძვნია და გახარებულა.



№1 სტუმარი One

როგორი ტკბილია ბებოს კალთა❤️
ძალიან ემოციურია, წარმატებები))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent