შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ აგირჩიე (ნაწილი 8)


3-07-2024, 00:08
ავტორი llella
ნანახია 1 591

ახლოს სანამ მივიდოდი ისეთი თვალებით მიყურებდა, ლამის გული შემიქანდა, ცოტა შემრცხვა კიდევაც ასე რომ მეცვა და ამ მზერას ვერ ვეგუებოდი.
-ულამაზესი ხარ მილა-ძლივს ამოთქვა წინადადება და დაბინდული თვალებით დამხედა.
-მადლობა-გავუღიმე.
ხელი ჩამკიდა და ცოტა ახლოს მიმწია მისკენ, კისერთან დაიხარა და ჩემი სხეულის სურნელი შეისუნთქა, ტანში უეცრად დამიარა ჟრუანტელმა და რომ არა იმის შიში რომ სირცხვილს ვჭამდი, აუცილებლად მომეკვეთებოდა ფეხები და დავეჟღვერთებოდი ძირს.
-შენი სურნელი მსოფლიოს ყველა არმონატს მირჩევნია ჩემო პატარა, ყველაზე ნაზი და სათუთი ხარ, თანაც ასეთი მკაცრი, ქალური და ვნებიანი, რა დღეში მაგდებ გოგო?-გამოიწია და თვალებში ჩამხედა.
-დალიე?
-არა, გეფიცები-გაიცინა და თავზე მაკოცა-წავიდეთ, თორემ გველოდებიან.
-სად მივდივართ მართლა?
-ქორწილში-მანქანას ქოქავდა, რომ მითხრა.
-რას ქვია ქორწილში? ვის ქორწილში?
-ჩემი ძმაკაცის ქორწილია.
-და მე რა მინდა იქ?
-სადაც მე ვარ, იქ უნდა იყო შენაც, ოცნებად მქონდა ქალბატონო შენს სიახლოვეს ყოფნა და ფიქრობ, რომ რაიმე მომენტს გავმაზავ, რომ არ დაგიყენო გვერდით?
-მერიდება უჩა.
-ნუ გერიდება, არაფერია მანდ მოსარიდებელი, პირიქით, ყველა გელოდება, ყველას აინტერესებხარ ცოცხლად-გაიცინა.
-ცოცხლად რატომ?-გამიკვირდა.
-შენზე წუწუნში მათი სული ყელში მყავდა ამოყვანილი და როგორ ფიქრობ, ამ 2 წელიწადსა და 6 თვეზე არაფერი სმენიათ შენზე?
-ეგ სულ არ მიფიქრია.
-ყველაფერი იდეალურად იქნება, უბრალოდ არ მომშორდე.
-რატომ?-გამიკვირდა.
-ხოლმე მგონია, რომ სახლიდან გამოსვლის წინ, სარკეში არ იყურებ.
-ეგ რა შუაშია ადამიანო, ის რომ შენთვის ვარ ლამაზი, არ ნიშნავს იმას, რომ სხისთვისაც შეიძლება ვიყო ლამაზი.
-ეგ შეუძლებელია, უბრალოდ გვერდით იყავი.
-ეგ კი არა, რეები გიკეთებია ჩემს აქ არ ყოფნაში?-გავხედე და დაველოდე მის პასუხს.
-რას გულისხმობ?-გაიკვირვა.
-მამაჩემთან დარეკვას და ამბებს ვგულისხმობ-გავუღიმე.
-ეგ შენ არ გეხება მილა, მე ის გავაკეთე, რაც საჭირო იყო, რასაც დაგპირდი და რაც მე მჭირდებოდა ცხოვრებაში, შენ მჭირდები მე და კი გითხარი, რომ ყველაფერზე წავალ თქო.
-განა შენი ნათქვამი მახსოვს, მაგრამ არ ველოდი შენგან მთლად ამისთანა მიქარვებს-გავუღიმე.
-ეგ ჩემი საქმეა, ეხლა კიდევ წავედით.
მგზავრობის დროს ხელი არ გაუშვია ჩემთვის, სიმშვიდეში ვიმგზავრეთ და საბოლოოდ დარბაზამდეც მივაწიეთ, გადმოსვლამდე დავლანდე როგორ შეამჩნია რამოდენიმე ბიჭმა უჩას მანქანის მიახლოება და შესასვლელისკენ ორნი დაიძრა.
-მოვედით-გამომხედა და გამიღიმა.
-ვნერვიულობ-ტუჩები მოვკუმე და გავხედე.
-ჯერ არაა ჩვენი ქორწილი, რა განერვიულებს.
-ფუ რა სულელი ხარ.
-სად ხარ ძმობას გაფიცებ ამდენ ხანს? ჩავხამდით ხალხი-ხმამაღლა უყვიროდა მაღალი, ყავისფერთმიანი და სუსტი ბიჭი.
-რას წუწუნებ, მოვალ თქო ხომ გითხარი.
-სიმამრის ნახვის მერე სტრესში იყო და ალბათ ოთახში ჩაიკეტა, ადროვე რა, კაცი დეპრესიაშია-გაიცინა მეორემ და გამიმხედა-გამარჯობა, მე დათუნა ვარ, ეს მეორე ლევანია.
-გამარჯობა-მათ გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე.
-ბევრს ლაპარაკობ მეთქი, რამდენჯერ გითხარი, ენას ამოგაცლი და ხელის გულზე დაგიდებ.
-აუუ, ამის მუქარებმა, ხომ ჩემი ნერვები შეიწირა.
-გაიცანი მილა, სამწუხაროდ ეს ორი ანომალია, ჩემი ძმაკაცია-გამომხედა უჩამ და ხელი ჩამკიდა.
-მესამეს ცოლი მოყავს, ცხოვრების წინაშე სამსჯავროზეა და განწირულებს აღარ ვახსენებთ უბრალოდ-ჩამომირაკრაკა ლევანმა და გადაიხარხარა.
-ლამარას დავურეკავ ახლა და ცხოვრების სამსჯავროს განახებს შენ.
-გამწიწკნის ბიჭო დედაჩემი, ცოლი მოიყვანეო-გამომხედა მე-რძალო, არა რა არ მესმის იცი? რატომ უნდათ, რომ დალაგებული ცხოვრება ავირიო.
-იქნებ ოჯახშიც არის თავისი სითბო და სიკარგე-ვუპასუხე და ვიგრძენბი, როგორ ძლიერად ჩამკიდა უჩამ ხელი, გამეღიმა.
-ნუ მკერავ ახლა რომ ვინმე ვნახო, სითბოს კარმასთანაც ვნახულობ-გაიცინა და შემათვალიერა-ისე, რა ლამაზი ხარ შე ოხერო.
-ლევან მეთქი-დაუღრინა უჩამ.
-აუუ ამ მჟავე კიტრმა ხომ, ბიჭო, როგორ გგონია, 2 წელწად ნახევარი შენი ცრემლები და ჟღვინტლები იმისთვის ვითმინე რომ გამიჭედო?
-ლევან, ამას შეეშვი, ხომ ხედავ ძლივს ნერვები დაიმშვიდა და ახლა ნუღარ უფითილებ თუ ძმა ხარ-დათუნამ მოქაჩა მხარზე.
-ხომ ხვდები რა ფსიქოლოგიური წნეხის გადატანა მიწევდა ამათთან-უჩას ხმა გავიგე.
-მჯერა-გავიცინე მეც.
-არ შევიდეთ?-წამოიძახა დათუნამ-ლამისაა ტელეფონი გახეთქოს სვანიმ.
-სიძეა თუ მაჩალკა-ისევ წუწუნი დაიწყო ლევანმა-მოკლედ მართლა სვანია რა, იმედია დღეს ცოლთან შემყევითო არ იტყვის, თორემ დავუსტეპლერებ ერთ ადგილს.
-წესიერად ბიჭო-წამოარტა უჩამ.
-აუუ იზვინიაუის რძალი-გამომხედა და ხელები აწია, მერე უჩას მიუბრუნდა-ახლა კულტურული და ბურჟუა საუბარი უნდა ვისწავლო ბიჭო?
-ზუსტადაც.
-წნევა მიწევს მემგონი-მსახიობივით კიბის მოაჯირს დაეყრდნო, თითქოს იქცეოდა.
-ამას დღეს ჩავაბეტონებ და პასუხი არ მომთხოვოთ-გაიცინა უჩამ.
-წამოდით რა მართლა, მშია თან და სვანი საერთოდ ეკლებზე ზის და ისეა, ლამის ნინო დატოვოს და წამოვიდეს ჩვენს საძებნელად.
-კიდევ კაი, მისით მოაბა თავი პირად ცხოვრებას-გაიცინა ლევანმა და უკვე დარბაზის შესასვლელთან მივედით.
-დაგაკვირდებიან და არ შეგეშინდეს-თავზე მაკოცა უჩამ და ხელი ძლიერად ჩამკიდა.
ქორწილის ხალხს ისე ჩავუარეთ, თითქმის ყველა მეორე აჩერებდა და ეკითხებოდნენ ბიჭებს, როგორ ხართო, ლამის 15 წუთი დაგვჭირდა ბოლოდან თავში მისასვლელად, თავში მყოფ მაგიდასთან მივედით და დავსხედით.
-ყველაფერი რიგზეა?-ჩამჩურჩულა გვერდით მჯდარმა უჩამ და ლევანს დაუღრინა წესიერადო, რომელიც მწვადის შამფურს მთლიანად ჭამდა.
-კი, უბრალოდ უცხო გარემოა და მერიდება, გადამივლის.
-ყველაზე ლამაზი ხარ ამ დარბაზში-მხარზე მაკოცა და ჩუმად მითხრა, ტანში ჟრუანტელების მარშმა გაირბინა.
-მადლობა.
უეცრად ჩვენკენ მომავალი სიძე რომ შევნიშნე გამეცინა.
-აუუ, სად ხართ ამდენ ხანს რა, თქვენ ხომ ხალხი არ ხართ, ნერვიულობაში მესამედ დავსველდი და გავშრი.
-თორნიკე, ნორმალური ხარ ძმობას გაფიცებ?-დათუნამ ახედა-1 კვირაა ლამის შენს უთავმოყვარეო ნაშებად ვიქეცით ბიჭო, ლამის ლოგინშიც ჩვენთან ერთად წვებოდი, შეირგე ქორწილი რა.
-სვანი, გატყუებს, ნინოს უთხარი, დღეს მე ლევანისთან უნდა დავკარგო ვაჟიშვილობა, შენ ვერ დაგნებდები თქო.
-ფუ რა დებილები ხართ-ჩაიბუზღუნა და უცებ მე მომკრა თვალი-არ არსებოოობს-შეიცხადა.
-წყნარად და მშვიდად სვანი-გაიცინა უჩამ და ჩემთან ერთად ფეხზე წამოდგა.
-გილოცავ გაბედნიერებას, მინდა საუკეთესო ოჯახი იყოთ.
-ჩემს ქორწილს ჩივი გოგო?-შეიცხადა-ამის მოწყვეტილ სახეს აწი დალაგებულს რომ დავინახავ, არ მჯერა-უჩას მხარზე ხელი დაკრა-მაგრამ მოლოცვისთვის მადლობა.
საუბარში დედოფალიც მოგვიახლოვდა.
-უჩა, არ თქვა, რომ ეს ულამაზესი გოგო მილაა-თბილად გამიღიმა და გადამეხვია-გამარჯობა, მე ამ გიჟის ცოლი ვარ დღეიდან.
-სასიამოვნოა, მილა-გავუღიმე გოგონას.
-კიი ნინაჩკა, აგია ჩვენი მწნილის სიყვარული.
-გამიხარდა თქვენი ამბავი, მართლაც კარგი ბიჭია უჩა და რომ არ ვიცოდე რა დღეები გამოარა შენს გამო, არ გეტყოდი ამ ყველაფერს.
-მადლობა, მჯერა, რომ მართლაც ეგეთია და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გვექნება.
-დამერწმუნე, ბედნიერი იქნები-ისევ გადამეხვია.
-წავედით ნინი, სადღეგრძელოზე გველოდებიან.
წავიდნენ და უჩამ გადმომხედა.
-მეც მინდა ქორწილი, ეს ნერვიულობა და ემოციები მეც მინდა.
-მერე და მოიყვანე ცოლი, მე რას მეუბნები-ისე გავიკვირვე, თითქო მე არ მეუბნებოდა ამას.
-ხომ ხარ ღირსი ახლა დაგანახო რატომ გეუბნები შენ-თავი გააქნია და გაიცინა.
საკმაოდ კარგი ქორწილი იყო, დავიღალე კიდევაც, მე და უჩამ ვალსიც ვიცეკვეთ, მაგიდიდან მდგარი ლევანი და დათუნა კი გვასწავლიდნენ როგორ უნდა გვეცეკვა. „ახლოს მიდი ბიჭო“ „წელზე მოხვიე ხელი, წელზე“ „ახლა ალერსიანად დაატრიალე“ „მამაკაცური ნაბიჯები უჩა, მამაკაცური“ და სხვა მრავალი, უჩას თან ბრაზისგან და თან სიხარულისგან ეღიმებოდა, ქორწილიდან ნეფე-დედოფალი რომ გავაცილეთ, მერე წავედით ჩვენაც.
-ახლა ყველა მივდივართ რესტორანში, ახლა მე კიდე თუ არ დავლიე, გული გამიჩერდება-წამოიძახა დათუნამ.
-სახლში წაეთრიე ცხოველო, რა დროს დალევაა-გამოუცხადა ლევანმა და უჩას უკან დაიკავა მანქანაში ადგილი.
-შენი ვითომ პატიოსანი-დასრულებას აპირებდა, ჩემი არსებობა რომ გაახსენდა მანქანაში.
-აუ, უჩიკო, გთხოვ რა, დავლიოთ-მუდარით გახედა-ბიჭებს დავურეკავ მოგვაკითხავენ, მძღოლის პრობლემა არ გვექნება, თანაც შენ არ დაგილევია და ცოტას მომწრუპავ.
-რას იტყვი?-მე გამომხედა.
-დედააა, რა დღე დამიდგა, ამდენი წელია მე ვიზიარებდი შენთან ერთად ერთ საწოლსა და ერთ ოთახს და ახლა გოგოში მცვლი ბიჭო? ჩვენი ოჯახი არ გენანება?
-მიწყნარდი აბულაძე, თორემ კბილებს დაგაჭერინებ ხელში.
-წავიდეთ, მე არ მაქვს პრობლემა.
თავი დამიქნია და ტელეფონზე ვიღაცას დაურეკა.
-ბატონო კოტე, გამარჯობა როგორ ხართ?-წარბები მაღლა დავქაჩე და გაოცებულმა გავხედე-მეც არამიშავს, რამინდა, მოკლედ რაზე გირეკავთ, ქორწილი კი მორჩა, მაგრამ ახალგაზრდებს ცოტა ჩვენებური გაგრძელება გვინდა და იმედია მილას გამატანთ-გული დამითბა და უზომოდ მესიამოვნა მისი ეს ჟესტი-მადლობა ბატონო კოტე, ღამემშვიდობისა.
-შენ ბიჭო ძაან ხოარ გაბლატავდი-გაეცინა დათუნას.
-შე შურიანო პალმის ხევ-წამოარტყა ლევანმა-ძლივს კაცს სიმამრი გაუჩნდა, ყველა დღე დაურეკავს ახლა.
-მოკეტეთ ბიჭო რა დღეში ხართ.
გზაში რათქმაუნდა ის ორი არ გაჩერებულან, მეც ნელ-ნელა მოვეშვი და შევეჩვიე მათ, ბევრი ვისაუბრეთ და საბოლოოდ მივაღწიეთ. მანქანიდან გადმოსვლაში უჩა მომეხმარა, დათუნამ კი მე ფეხს არ გადმოვადგამ სანამ ლევანი არ გამიღებს კარსო, უჩამ გემოზე შეუკურთხა და მანქანაში მყოფი დათუნა დაკეტა, რასაც მისი შიგნიდან ხვეწნა და მუდარა მოყვა გეფიცები კარგად მოვიქცევი, ოღონდ კარები გამიღე, აი უკვე მწვადის და ღვინის სუნი მცემსო.
საკმაო სიმყუდროვე იგრძნობოდა, შევედით და დავსხედით, ბიჭები ისევ ლაზღანდარობდნენ, უჩა კი შეკვეთის მისაცემად იყო გასული.
-მე ორი წუთით გავალ კარგით? დავრეკავ და მოვალ-ვუთხარი ბიჭებს და ვერანდაზე გავედი.
რამოდენიმე ზარის მერე მიპასუხა.
-ჰო მამა-მომესმა თბილი და ნაცნობი ხმა.
-რას შვრები მამიკო?
-მეძინა მა, დედაშენმა დაიძინა და მეც ჩამთვლიმა.
-ხალხო, იქნებ მიტაცებს ვინმე, გადამრევთ, რა დროს ძილია.
-ჩემო ძმაო-გამეხუმრა კოტე-ბულდოზერი თუ დაგეჯახება, თორემ მაგასთან არ მოგიპარავენ.
-მან რომ მომიპაროს?-ინტრიგა ჩავაგდე-გამთენიოს რომ მოვიდე?
-მაგის შიში არ მაქ, ოჰ დააგვიანებ და წახვალ ნაზისთან ან ევასთან და დარჩები, მე ძმაო მოვიხსენი პასუხისმგებლობა, რაც გინდა ქენი-გადაიხარხარა-როგორი დრო გაატარეთ მართლა?
-ძალიან კარგი, უბრალოდ ყველა მაკვირდებოდა და დამძაბა ცოტა მაგან.
-ეგ ჩვეულებრივი ამბავია გენაცვალე-გაიცინა-გასაღები ხომ გაქ მართლა, არ გააღვიძო ის ბავშვები მართლა, სახლში წამოდი.
-კი მა.
-ჰოდა მე წავედი დავიძინო, სახლის გზა კი იცით-გაიცინა.
-კაი მიდი, მოღალატე მშობლების სიაში, პირველ ადგილას ხართ.
სიცილით გამოვუცხადე და გავუთიშე.
არეულობის და ქარბორბალას მერე, სიმშვიდე რომ მოვა, ეგეთ დღეში იყო ჩემი სული.
უეცრად დავფიქრდი, თუ რა უცნაური და საინტერესოა ცხოვრება და რა შეიძლება მოხდეს ყოველ წამს, გგონია რომ სტრესია, ცუდად ხარ და ეს დაუსრულებელი მომენტები ცხოვრებაში გაგრძელდება სამუდამოდ, მაგრამ უეცრად გამოანათებს სადღაციდან პატარა, მკრთალად მბჟუტავი ნათურა, დაფიქრდები და მიხვდები, რომ ყველაფერი მთლად ისე ცუდად არ ყოფილა, როგორც გეგონა, ის სინათლე, რომელიც გამოჩნდება შენს ცხოვრებაში, ძალიან მჭიდროდ ჩაგკიდებს ხელს და გაგრძნობინებს, რომ შენთანაა და ის რაც იყო წარსულში, წარსულშივე დარჩა.
-გამარჯობა.
უცხო ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან, ხმა ზურგს უკან მომესმა. გავბრუნდი და დავიბენი, ჩემთვის უცხო ადამიანი იყო ჩემს წინ, თვალებით კარებისკენ გავიხედე, უჩას და ბიჭებს ვეძებდი. დავაპირე გაცლა უპასუხოდ, როცა გადამეღობა.
-სად მიდიხარ? მისალმება არ იცი?
-გამატარეთ.
-კაი რაიყო, კი არ ვიკბინები, შეგნიშნე ლამაზი გოგო და გაცნობა მინდა, ცუდს ხომ არაფერს გთავაზობ.
-გამატარეთ-ისევ გავლა დავაპირე, როცა მაჯაზე მისი ხელის შეხება ვიგრძენი.
-ცუდი საქციელია გოგონა, რაიყო რას იფასებ თავს, მოვედი, გამოგელაპარაკე, შენ კიდევ მიშორებ და გარბიხარ.
-ძალიან დაბალი დონეა-გავხედე-ასე რომ გამატარე.
-რა თქვი?-ვიგრძენი მაჯახე ხელი როგორ მომიჭირა.
-რაც გაიგე, შენი ეს უაზრო გამოხტომები, ძალიან დაბალი დონეა, რომელი საუკუნეა, ან რომელი წელია, 90იანებში ჩარჩი? გამატარე მეთქი.
-ენა დასამოკლებელი გაქვს-ვცადე ხელი გაეშვა, მაგრამ ამან არაფერი გამოიღო.
-აქ რა ხდება?-ლევანის ხმა გავიგე.
-ვა, ვა, ლევან ძმაო, როგორ ხარ?-ისე დადგა, თითქოს არაფერი მომხდარა.
-ვახო, რა ხდება აქ?-კბილებში გამოსცრა და მიუახლოვდა.
-არაფერი, მანდილოსანს ვესაუბრები.
-ეგ მანდილოსანი ჩვენთან ერთადაა და აჯობებს დროულად გაუშვა ხელი, სანამ უჩამ დაგლანდა.
-შენ რა გქვია?-გამომხედა გაკვირვებულმა და ელდაწამხდარმა.
-მილა ქვია ვახო, მილა-ამ ვახომაც დაფეთებულივით მიშვა ხელი.
-ცხოველი-ჩავიდუდღუნე და ხელის სრესა დავიწყე, რომელიც საკმაოდ ამტკიებოდა.
-მოშორდი-უჩას ხმა გავიგე, რომელიც ჩვენკენ მოდიოდა.
-მილას გამოვაკითხე, ყავა მოიტანეს შენი თქო და ვახო შემხვდა აქვე, ვლაპარაკობდით-სიტუაციის განეიტრალება სცადა ლევანმა.
-როგორ ხარ უჩა?-მიუბრუნდა ვახო უჩას.
-დარწმუნებული ხართ რომ მხოლოდ ეგ მოხდა?-გადახედა ბიჭებს და მერე მე-ხომ იცი, რომ ძვლებში დაგშლი ვახტანგ-მიუახლოვდა და ყურში უჩურჩულა.
-გითხრა რა როგორც იყო, რად უნდა ამხელა ამბავი, ყავა გაცივდა ხალხო, მე კიდევ ცივი კაპუჩინო არ მიყვარს-გამოვდე ხელი უჩას, რომელიც ჩემს მაჯებს დაწვდა.
-მანახე.
-არაფერია უჩა, შევიდეთ რა-ტირილის პირას ვიყავი შიშისგან.
-მანახე მეთქი-დამიყვირა და მაჯების დათვალიერება დაიწყო, როცა გადაწითლებულ მარცხენა მაჯას კრა თვალი, წამის მეასედში მიშვა ხელი და იმ ბიჭისკენ წავიდა.
-ჩემს თავს გაფიცებ, უჩა!-დაყვირება ვერ მოვასწარი ისე ეცა კისერში.
-ხელებს დაგატეხავ შე ახვარო-უჩას ხმა მთელს არემარეს მოედო, სახეში დარტყმულ ხელს, რომელიც მეორეჯერ აპირებდა შეტევაზე წასვლას, ლევანი ჩააფრინდა, რომ შეეჩერებინა.
-აქ არა, კარგი?
-სახეს ავაცლი-დაიღრინა და გაბრუნებას აპირებდა.
-ხომ გითხარი არაფერი სერიოზული თქო, ანუ არაფერი სერიოზული და დამშვიდდი-ჩუმად ვდუდღუნებდი.
-რა გაა*რაკე საქმე მაგ გოგოთი ბიჭო შენ, მივედი და გამოველაპარაკე, დაჯავშნილი გყავს თუ რაარი შე*ემა-მოაძახა ვახომ, რომელიც გახეთქილი წარბიდან სისხლს იწმენდდა-გოგოა რა, რა გამიხადე შენაც.
-უჩა ბიჭო...
საერთოდ აღარ რეაგირებდა ვარშანიძეზე ლევანის ხმა, არც ჩემს მუდარას ჰქონდა აზრი, თითქოს ბინდი მოსდებოდა თვალებზე, ისე გაცხოველებული ურტყამდა უკვე ცემისაგან გადამწვარ და გადაღლილს ვახო.
-გაჩერდი ბიჭო-როგორც იქნა ერთად მოაძვრეს დათუნამ და ლევანმა უჩა ვახოს.
-ხელი გამიშვით, ხელი გამიშვით მეთქი, არ გესმით ბიჭო, ამის ჯიში მოვ**ან მე, სულს ამოგხდი ბიჭო, როგორ გაბედე ამ სიტყვების დახარჯვა, შე არაკაცო.
-უჩა, გთხოვ!-მაჯაზე დავეკიდე და უკვე ტირილისგან სახეწაშლილი და უსულოდ დარჩენილი თვალებით ვუყურებდი.
-მილა, მილა...-ჩემი სახე ხელებში მოიყოლა-ჩემო პატარა, გტკივა? მაჯა ძალიან გტკივა? მაჩვენე როგორ გაქვს.
-არა, გთხოვ წავიდეთ რა, გემუდარები, აღარ შეეხო, არ ავნო რამე, მე არაფერი არ მჭირს გეფიცები, არაფერი მტკივა, წამიყვანე აქედან რა-კანკალს ვეღარ ვიმორჩილებდი და ვიგრძენბი, როგორ დამიგორდა ახურებული ცრემლი ღაწვზე.
-მილა, ჩემო ლამაზო, არაფერს ვშვრები, წავალთ, ახლავე წავალთ სახლში, შენ არ ინერვიულო, მაჯა გტკივა?-ისევ მეკითხებოდა.
-გთხოვ წავიდეთ რა-ერთსა და იმავეს ვიმეორებდი ჩახვეულივით.
-უჩა წავიდეთ-დათუნა ჩაერია საუბარში.
-წავიდეთ-ხელები სახიდან მომაშორა და ძლიერად ჩამკიდა ხელი.
-ხომ იცი, რომ ეს ასე არ დამთავრდება?-უჩა მიშტერებოდა ვახოს, როცა ლევანმა მას კითხა
-მე თვითონ არ დავტოვებ ამ ამბავს ასე.
-ახლა წავიდეთ-დაასრულა დათუნამ და გავედით.
საჭესთან ლევანი დაჯდა, მე და უჩა უკან ვიჯექით, ხელი არ გაუშვია ჩემთვის, მეორე ხელით მეფერებოდა და ხოლმე იმეორებდა „ხომ არ გტკივა ხელიო?“
სადარბაზომდე მიმაცილა, უკანა შესასვლელთან მივედით, თან ეწეოდა, სანამ წავიდოდი, მანამდე ვკითხე.
-ხომ ყველაფერი კარგად იქნება?
-კი, რატომ მეკითხები ამას?
-შემეშინდა სიმართლე რომ ვთქვა.
-არაა, აი ეგ არა, ჩემი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგეშინდეს, მე ყველასთვის შეიძლება ვიყო ცუდი, მაგრამ შენთვის არა.
-რამე ცუდი რომ მოყვეს ამ ყველაფერს? არაფერი სერიოზულიც არ მომხდარა უჩა.
-არ უნდა მიექარა ეგ, არ უნდა გაებედა, მე ჩემი პრინციპები მაქვს ჩემო პატარა, არის ის რასაც ადამიანი არ უნდა გადავიდეს ჩემთან მიმართებაში და ამ მომენტში, შენ ხარ ეს ზღვარი. დავამიწებ მაგას, მივატეხარ ორივე ხელს.
-ადამიანო, დამშვიდდები, თუ რას იზამ ახლა? რას ლაპარაკობ? ხომარ მოვუკვლივარ, ან ხომარ უძალადია?
-სიტყვები აკონტროლე მილა, სიტყვები აკონტროლე და ეგეთი რამ, მეორედ არც კი წამოგცდეს, თმის ღერიც რომ შეგიქანდეს სხვის გამო, სიკვდილს ჩავახედებ თვალებით, ვერავინ გაბედავს, რომ მოგიახლოვდეს ზედმეტად და შეგეხოს, მეც კი, თუ კი ეს შენ არ გენდომება-იმდენად გაქვავებული ხმით საუბრობდა, შიშსა და დაძაბულობას ერთიანად ვყავდი აყვანილი.
ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, რომ ოდესმე მსგავს გადაწყვეტილებას ესე უეცრად და დაფიქრების გარეშე გავაკეთებდი, დაუჯერებელი იქნებოდა.
საკმაოდ დიდხანს ვუყურებდი მის თვალებს, ფეხის წვერებზე ავიწიე უეცრად, ცალი ხელი მხარზე შემოვხვიე, მეორე კი კისერზე დავკლაკნე, სახით მივუახლოვდი და ჩემი ათრთოლებული და ძალაგამოცლილი ბაგეები, მის ახურებულ და კვამლით მოცულ ბაგეებს შევახე, რაზეც მომენტალური რეაქცია ჰქონდა და წელზე უმალვე ძლიერად მომხვია ხელი.
პირველი კოცნა... თანაც სად, თანაც რა მდგომარეობაში, თანაც როგორ ჭკუაზე და რა სიტუაციის მერე, უკეთესს ადამიანი ვერ მოიგონებს.
-მილა...-აღმოხდა წამიერად, როცა ტუჩები მოვაშორე მისას.
-მაპატიე...-დაბნეულობისგან რა ვუთხარი მეც არ ვიცი.
ჩემი ნათქვამი დააიგნორა, თითქოს არაფერიც არ მომხდარაო, ახლა თვითონ დაეწაფა ჩემს ტუჩებს და გამალებით მიკოცნიდა ხან ზედა, ხან კიდევ ქვედა ტუჩს, მისი ახურებული ტუჩები სასწაულ შეგრძნებებს მიტოვებდნენ მოგონებების ყულაბაში და რომ არა მისი მძიმე და მყარად ჩაჭედილი ხელი ჩემს წელზე, დარწმუნებული ვიყავი, აუცილებლად წავიქცეოდი.
-მადლობა, რომ მენდე-მისმა სიტყებმა გამომიყვანა ბურუსიდან.
-ძალიან მცხვენია...-თავი დავხარე და პატარა ბავშვივით გავიბზუე.
-ჩემო პატარა, შენ რა გემრიელი ხარ-ცხვირზე დამკრა ნაზად საჩვენებელი თითი.
-გეყოს, გთხოვ-სირცხვილისგან და მომხდარის გააზრებისგან, ლამის მიწის გახეთქვა მენატრა, ნელა დავხარე თავი.
-რა უნდა მეყოს, ჩემი ხარ! შენ ხარ ჩემი, მე შენ აგირჩიე და დღეს, ამ ნასვამზე, სიგარეტისა და ალკოჰოლის სუნში არეულს, შენ მიდგახარ წინ, ქალი, რომელიც ოცნებად მყავდა ბოლო 2 წელიწად-ნახევარია, შენ მე მენდე, შენ მე მაკოცე ჩემო ანგელოზო და გინდა მითხრა, რომ მშვიდად ვიყო? ლამის გული გამისკდეს მილა.
-კარგი რა-მიხვდა, რომ უკვე სირცხვილისგან ვიწვოდი, დაიხარა, მხარზე მაკოცა და ჩუმად ყურთან მიჩურჩულა-მიყვარხარ!
ავხედე და გავუღიმე, ვიცოდი, რომ იმ მომენტში, ჩემგან არ ელოდებოდა იგივეს პასუხს, რადგანაც გაფრთხილებული მყავდა, სანამ არ ვიქნებოდი საკუთარ თავში დარწმუნებული, არ ვეტყოდი ტყუილად, რომ მეც მიყვარდა.
-მიდი ეხლა, ადი სახლში, დაგვიანებისთვის მე თვითონ მოვუხდი კოტეს ხვალ ბოდიშს, დავურეკავ-მეც თაი დავუქნიე და წავედი.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მეც, როგორც იქნა ავაღწიე სახლამდე, კატასტროფა იყო, დღე კი არა.


------

ესეც ახალი თავი, რა გამოდის არ ვიცი, მაგრამ რაღაც გამოდის, ვერც კომენტარს ვხედავ და ვერც ვერაფერს... რაც სამწუხაროა.
მთლიანობაში, იმედია მოგწონთ



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან მომწონს, საინტერესო ისტორიაა. ცოტა დავიძაბე როგორ დამთავრდება უჩას და ვახოს ამბავი. მილას გამო უჩა შეურაცხადი ხდება...

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

საინტერესო ისტორიაა, ველოდები ახალ თავს ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent