შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოგჯერ წინ გვყავს(16)


13-07-2024, 17:38
ავტორი La dolce vita
ნანახია 1 662

თავი16


– გისმენთ, რომელი ხარ?- კვლავ გაიმეორა შეკითხვა. მე კი ხმას ვერ ვიღებდი ვერ ვბედავდი მეთქვა, რომ მე ვიყავი.
– დიდხანს აპირებთ, ასე ჩუმად ყოფნას.- გაღიზანდა. სწრაფად მოვიშორე ტელეფონი ყურიდან და გავუთიშე.
ლოგინზე პირქვე დავემხე და ამდენი ხნის დაგროვილმა ცრემლებმა ერთიანად იხეთქა.
როგორ მინდა თუმდაც შორიდან მოვკრა თვალი ნეტავ, როგორ არის? ალბათ როგორ გაუჭირდა ამის გადატანა ერთი წელია, რაც ჩვენ დავქორწინდით და რაც წამოვედი მისგან.
დევიდს გაეღვიძა მეც ამოვიყვანე საწოლიდან და ხელში ავიყვანე.
– რაო, მოგშივდა..- ვუთხარი და ლოყები ჩავუკოცნე. საჭმელი გავუკეთე შემდეგ ვაჭამე.
ძალიან მშვიდი და ჭკვიანი ბავშვია, ჩემი ბიჭი ჯერ ხომ ასეთი მოცუცქნულია, მაგრამ მამის ასლია, ზუსტად ისეთი პირ- სახე აქვს, როგორც დანიელს. როგორ მინდოდა ყველა მოსწრებოდა დევიდის დაბადებას ენახა ბებია-ბაბუას ბიძას და მამას, მაგრამ ვერ ხედავენ არ იციან მისი არსებობის შესახებ რა საშინელი ადამიანი ვარ ღმერთო ალბათ,როგორი გაბრაზებულები არიან ჩემზე.
ბავშვთან ერთად მისაღებ ოთახში გავედი იქ ბატონი რობერტი დამხვდა.

– ოჰ, პატარა პრინცს გაუღვიძია.- გაეცინა კაცს.
– კარგია, რომ გნახეთ ბატონო რობერტ, თქვენთან საქმე მქონდა.- დავსძინე და იქვე ჩამოვჯექი.
– გისმენ შვილო?
– იცით მინდა პაუზა ავიღო, ძალიან გადავიღალე და თან ბავშვს მინდა დრო დავუთმო.
– ანუ წაავლა გინდა?
– არა, წასვლას ჯერ არ ვაპირებ უბრალოდ დასვენება მჭირდება.- ამოვთქვი.
– კარგი, შეგიძლია აიღო შვებულება, მაგრამ ჯერ დავასრულოთ ეს ფოტო სესია. მერე კი შეგიძლია დაისვენო.
– კარგი.- ამოვთქვი.
– არ გეწყინოს შვილო უბრაკოდ ხელშეკრულება გვაქვს დადებული და ვერ გავაუქმებთ ცოტაც მოითმინე კარგი?
– კარგი, რა გაეწყობა. წავალ ბავშვს დავაწვენ.
ოთახში ავედი და ბავშვი საწოლში ჩავაწვინე. დავიღალე ძალიან დავიღალე სულაც არ მსიამოვნებს კამერებთან დგომა საათობით და პოზიორობა, მაგრამ ამით ვირჩენ თავს.





****

ამ უცხო ქვეყანაში არავის ვიცნობდი წელიწადია აქ ვარ და მაქსისა და ბატონი რობერტის გარდა არავის ვიცნობდი. მაქსი ძალიან კარგი ადამიანია მხიარილი და მეგობრული. რაღან დღეს დასვენება მქონდა გადავწყვიტე ბავშვთან ერთად გამესეირნა. თავის ბორბლებიან სავარძელში ჩავსვი და გარეთ გავედი სხვა დღეებთან შედარებით დღეს გრილი ამინდი იყო, ხალხში გავერიე და ვსეირნობდი.
ერთ-ერთ რესტორანთან შევჩერდი, როგორც გავიგე ქართულ კერძებსაც ამზადებდნენ ძალიან მომენატრა ქართული კერძები შიგნით შევედი და ჩემთან ოფიციანტი მოვიდა.
– რას მიირთმევთ?-ძალიან მესიამოვნა, როდესაც ქართული ბგერები მომხვდა ყურში.
– რისი შემოთავაზება შეგიძლიათ?
– აქ ყველანაირი ქართული კერძები გვაქვს ასევე ხინკალიც.
– მაშინ ხინკალს შევუკვეთავ.
– კარგი.

ძალიან სადა და მყუდრო გარემო იყო. მომეწონა აქაურობა.
ტელეფონზე მაქსმა დამირეკა. ჩემი ადგილმდებარეობა ვუთხარი და დაველოდე მის მოსვლას.
მალე მაქსიც მოვიდა.
– სეირნობთ დედა შვილი?
– ჰო..
– ეს რა რესტორანია?- იკითხა და თვალი მოავლო აქაურობას.
– ქართულ- ესპანური რესტორანია დღეს ხინკალი უნდა გაგასინჯო.
– რა კინკალი…? რა არის?
– კინკალი არა, ხინ..კა..ლი..- გამეცინა.- ხინკალი ხორციანი საჭმელია.
– ხო, მეც მაგას არ ვამბობ კინკალი..
– ვაიმე, ხინკალი მაქს, ხინ…კა…ლი…
– ხინ…კა…ლი…- ძლივს დაიმახსოვრა.
– რა სასაცილო ხარ.- გულიანად გამეცინა
მალევე მოიტანეს და მაქსს ავუხსსნი, როგორც უნდა ეჭამა.
– მაქს, ეს ხელით იჭმევა.- ვუთხარი და ვაჩვენე.
– ასე?- მაჩვენა.
– ხო, ეგრე..გემრიელად მიირთვი.
ძალიან მოეწონა მაქსს ქართული ხინკალი.
– პერფექტო.- წამოიძახა კმაყოფილმა.

ცოტა კიდევ ვისეირნეთ და შინ დავბრუნდით, რადგან დევიდის ძილის დრო იყო. საწოლში ჩავაწვინე.



– არა, როგორც კი ამ კონტრაქტს დავასრულებ აქედან წავალ სადმე მშვიდ ადგილას. დავიღალე ამ ხმაურიანი ქუჩებით და ყველაფრით.



არავინ ვიცით ეს ცხოვრება რას გვიმზადეს და როდის რას გადავაწყდებით. ვფიქრობთ თუ დედამიწის სხვა კონტინენტზე გადავიკარგებით ვერავინ ვეღარ მოგვაგნებს თითქოს ამით ვცდილობთ გავექცეთ ჩვენს ცხოვრებას და წარსულს, თუმცა წარსულს ვერ გავექცევით ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია. სულ რომ გადაიკარგო მაინც მოგძებნის ის რაც ჩვენი ცხოვრების ნაწილია, მთელი ეს დრო ვცდილობდი აღარ მეფიქრა, მაგრამ არაფერი გამომივიდა პირიქით უფრო მახსენებდა თავს დღე არ გავიდოდა, რომ წარსულზე არ მეფიქრა.
მანძილმა კი არ დაგვაშორა უფრო გააძლიერა მის დამი სიყვარული საინტერესოა, ისევ აქვს თუ არა ჩემს მიმართ გრძნობები თუ შემიძულა, თუმცა არც ამაზე მაქვს პრეტენზია, თუ გადამიყვარა.

ბავშვი ძიძას დავუტოვე და გადავწყვიტე მადრიდის ბნელ ქუჩებს შევრეოდი.
ყოველთვის, როდესაც საკუთარ თავთან ვრჩები იმ წამსვე სადღაც იკარგება ძლიერი დეა და რჩება უსუსური და მშიშარა, რომელიც თავს მარტოდ გრძნობს. ეს ის მდგომარეობაა, როცა სხეულს ვეღარ აკონტროლებ არ გინდა იტირო, მაგრამ სული დომინირებს და შინაგანად ვეღარ უძლებ და თავისით გეტირება, რადგან უძლური ხარ საკუთარ თავთან უბრალოდ ძალა აღარ მყოფნის და იქვე ხიდის კიდესთან ჩავიკეცე და უფლება მივეცი საკუთარ თავს ყველაფერი გარეთ გამოეშვა. მეტირა მეყვიტა იქამდე სანამ არ დავიღლებოდი. მენატრება ის მეამბოხე გოგო, რომელიც ადრე იყო, რომელიც უშიშარი და სიცოცხლით სავსე იყო ადრე ახლა იმ გოგოსგან აღარაფერი დარჩენილიყო.


მალე დეფილე უნდა იყოს ამით ვამთავრებთ კონტრაქტს.
გავიგე, რომ ხვალ რბოლები იმართებოდა და გადავწყვიტა ისევ გამომეცადა მივიწყებული შეგრძნებები.


მანქანით სტარტის ხაზთან დავდექი და ისე მიხაროდა კვლავ, რომ მომეცა ეს შანსი მიმეღო მონაწილეობა რბოლებში საოცარია, ძალიან აღელვებული და აჟიტირებული ვიყავი სპორტული ტანის სამოსი მეცვა , კედები და ჩაფხუტი მქონდა მოეგებული. ღვედი შევამოწმე შემდეგ კი ნერვიულად ვათამაშებდი საჭეზე თითებს. ამ დროს გვერდით შავი bmw ამომიდგა. ფანჯრიდან გადავხედე მანაც გამომხედა
თითებით თოფის იმიტაცია გააკეთა, შუბლზე მიიდო და შემდეგ მე დამიმიზნა გაოცებული შევყურებდი, ამას მემგონი ჰგონია, რომ გაიმარჯვებს თვალები მოვჭუტე,შემდეგ გავსწორდი თვალებით პერიმეტრი მოვზომე და მოვემზადე. გაზის პედალს მივაჭირე მოტორი აგუგუნდა სამ თვლაზე გვანიშნეს მეც იმ წამსვე ვწყდები ადგილიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მანამ სანამ იმ შავმა bmw არ გადამისწტო საკმაოდ მოხერხებულად გადამიჭრა გზა და წინ გაიჭრა. ნერვები მომეშალა და უფრო სწრაფად ვიწყებ გადაადგილებას ამჯერად მე ვუსწრებ და სიხარულისგან ვკივი. ფინიშის ხაზთან თითქმის უკვე მისული ვიყავი, როდესაც ისევ გამითანაბრდა შემდეგ კი გადამისწრო და ფინიშის ხაზიც გადაკვეთა. ბოლოს კი დრიფტით დააბოლოვა. ნერვებ მოშლილმა გავაჩერე მანქანა სიბრაზისგან მთლიანად ავხურდი სწრაფად გადმოვედი და იმ მხარეს გავიხედე სადაც ის უცნობი იყო, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ის ჩემკენ წამოვიდა დინჯი და მტკიცე ნაბიჯებით აუღელვებლად მომიახლოვდა. გაოგნებული ვუყურებდი ასეთი სიარულის მანერა მხოლოდ დანიელს ქონდა. ღმერთო რა ხდება ჩემ თავს? რატომ ვგრძნობ მის სიახლოვეს სადღაც აქვე მოუსვენრობა დამეწყო. იგი ჩემ პირისპირ შეჩერდა ჯერ მე მომხსნა თავიდან ჩაფხუტი და შემდეგ თვითონაც იხსნის ნანხმა კი შოკში ჩამაგდო, რომელმაც სრულიად მომწყვიტა რეალობას. აღქმის უნარი დავკარგე გახევებული ვიდექი გული საშინლად მიცემდა და სუნთქვა მიჭირდა. ჩემ წინ ის ადამიანი იდგა, რომელსაც გავურბოდი.
– შენ?!- აღმომხვდა.
– ხო, მე ვარ არ მელოდი არა?- ცალყბად ჩაეცინა. - ვეღარ ვუძლებ მის სიუხეშეს მანქანისკენ შევბრუნდი ის იყო, კარები უნდა გამეღო, რომ ხელი შემიშალა და არ მომცა გაღების უფლება. მივხვდი მისგან თავს ვეღარ დავიხსნიდი.
– რა იყო?გამბედაობა არ გყოფნის არა, გეშინია შემოხედვის და თვალს ვერ მისწორებ, როგორც იქნა მოგაგენი, როგორ გგონია თავს დაიძვრენ ჩემგან.- მტკივნეულად ჩამავლო ხელი მაჯაში მანქანის მეორე მხარეს მიმიყვანა ძალით ჩამსვა მანქანაში თვითონ კი საჭეს მიუჯდა და მთელი სისწრაფით მოწყდა ადგილს.
სადღაც უკაცრიელ ადგილას გააჩერა მანქანა.
– კარგად დაიმახსოვრე სანამ ყველა კითხვაზე პასუხს არ გამცემ აქედან არსად წავალთ. ახლა კი გისმენ?- ისე მითხრა ჩემთვის არც კი შემოუხედავს. არაფერს ვამბობ და გზას, გავყურებ ფანჯრიდან.
– დიდხანს აპირებ ასე ჯდომას? ხმა ამოიღე და გამეცი პასუხი რატომ მომექეცი ასე უმოწყალოდ.
– სათქმელი არაფერი მაქვს.
– გაქვს და თანაც ძალიან ბევრი.
– წერილში მემგონი გასაგებად აგიხსენი ყველაფერი.
– ამის...დე**ც წყობილებიდან ნუ გამომიყვან დეა, გესმის კარგად დამაკვირდი, შემომხედე რად მაქციე, ის რაც ადრე მეჯავრებოდა ახლა ჩემს ყოველღიურობად იქცა, მოგწონს კმაყოფილი ხარ შედეგით?!- დაიღრიალა.
– ნუ ყვირიი!- დავუყვირე მეც გულმოსულმა.
– თუ არ გინდა, რომ ვიყვირო მაშინ ამიხსენი რატომ მომექეცი ასე რით დავიმსახურე შენგან ასეთი მოპყრობა?
– დანიელ, გთხოვ...- ამოვიტირე უკვე ცუდად ვიყავი.
– ნუ, მთხოვ!
– გთხოვ კარები გამიღე უნდა გადავიდე..- ამოვილაპარაკე. ფანჯრის მინა ჩავწიე და ჰაერი ხარბად შევისუნთქე. - არ გესმის გააღე ეს წყეული კარები გააღე!- წამოვიხახე სასოწარკვეთილმა. რომ ნახა ჩემი მდგომარეობა, კარების საკეტი გახსნა და მეც იმ წამსვე გადავედი მანქანიდან აქვე ახლოს სანაპირო იყო, ზღვის ნაპირთან მივედი და ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი ჰაერი შემეშვა ფილტვებში, მაგრამ ვერ ვწყნარდებოდი ვიგრძენი, როგორ დამიმძიმდა სუნთქვა და თვალთ დამიბნელდა ძალას ვკარგავდი სადაცაა წავიქცეოდი, რომ დანიელმა ხელი შემაშველა.
– დეა, მე შემომხედე მიდი და ღრმად ისუნთქე მიდი!- მითხრა და სახეზე ცივი ხელები მომისვა. სახეზე გრილი წყალი მესიამოვნა და ცოტა მომეშვა.
– რა გჭირს რა დაგემართა?- წარბებშეჭმუხნულმა მომიგო.
– არ მინდა ამაზე ლაპარაკი.- მძიმედ ამოვთქვი. - თან შენთვის სულ ერთი უნდა იყოს, რაც მე მეხება.
– არ არის სულ ერთი ეგ შენთვის შეიძლება იყოს, მაგრამ შენ ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ , გესმის? ჩემი ცოლი ხარ აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ყველა გაუგებრობას ბოლო მოვუღო და უკან დაგაბრუნო შენი ადგილი ჩემ გვერდით არის.
– მე არსად წამოსვლას არ ვაპირებ.- წამოვიძახე და ფეხზე წამოვდექი.
– წამოხვალ, რადგან გინდა თუ არ გინდა ჩემი ცოლი ხარ.
– არ ვარ შენი ცოლი.
– დეა, ნუ მეთამაშები! საერთოდ ვინ ხარ და რა გინდა?! ასე როგორ დაეცი, რომ შენი მიზნებისთვის წმინდა ადგილი გამოიყენე.
ამაზე ნერვები მეშლება და სახეში სილას ვაწნი.
– რა თქვი?! შენ მართლა ფიქრობ, რომ მე ასეთი ვარ?!- სიმწრისგან ჩამეცინა.- ვაპირებდი ყველაფრის თქმას, მაგრამ გადავიფიქრე. არაფერს არ გეტყვი, საერთოდ არაფერს,რაც გინდა ის იფიქრე ჩემზე. ერთ რამეში მართალი ხარ, მოგატყუე ვაღიარებ ამას და არც პატიებას გთხოვ, რადგან არ ვიმსახურებ, მაგრამ ერთ რამეში შეცდი, როგორც ჩანს საკმარისად არ მიცნობ. - ფეხზე წამოვდექი და წასვლა დავაპირე, რომ მკლავში ჩამავლო და უკან მიმაბრუნა.
– რას აკეთებ გამიშვი!- ის თავის ყორანივით მუქი ყავისფერი თვალებით ზემოდან დამყურებდა.
– არ გესმის, გამიშვი მეთქი!- გავიბრძოლე და ვეცადე მისი ტორებიდან გამეთავისუფლებინა ხელები.
ვყვიროდი,ვწიოდი ,თავის დახსნა მინდოდა მისგან. ამ დროს კი მოულოდნელად მაკოცა სწრაფად გამოვერკვიე მთელი ძალით ვკარი ხელი და თავიდან მოვიშორე.
- სულ გაგიჟდი, ხო. ვერ გავიგე რა გინდა ჩემგან?!
– უბრალოდ გაგაჩუმე, შენ რა იფიქრე, გეგონა იმიტომ გაკოცე,რომ ისევ მაქვს შენ მიმართ გრძნობები.- მომიგო.
– ვერ გიტან! მეზიზღები გადაწყვიტე ასე გადამიხადო სამაგიერო არა?!
– რა მიხვედრილი ხართ ქალბატონო დეა.
– ტყუილად ნუ გაირჯები ჩაჩავავ, მე არსად არ წამოვალ. ასე, რომ უკან დაბრუნდი.
– რატომ სხვა გყავს უკვე, ვინ იყო იმ დღეს კაფეში, რომ იჯდა შენთან ერთად?!
– ძალიან ბევრის უფლებას აძლევ შენ თავს ბოლოს ისე არ მოხდეს, რომ სანანებელი გაგიხდეს. შენი სიტყვები.- ვუთხარი და მანქანისკენ წავედი.
– ისე, ვერ წახვალ სანამ არ ამიხსნი ყველაფერს.- დამიყვირა
– არაფერი გამოვა დანიელ, თუ გინდა მთელი ღამე აქ დავრჩეთ, მაგრამ არ გეტყვი. - მანქანაში ჩავჯექი და მოვწყდი ადგილს.

საშინლად მატკინა გული, მისმა სიტყვებმა თუმცა ყველაფრის ღირსი ვარ, აბა რა მეგონა მოვიდოდა თავზე ხელს გადამისმევდა და მეტყოდა, თუ როგორ მოვენატრე. გზაში ბავშვის ძიძამ დამირეკა და მითხრა, რომ ბავშვი გაუჩერებლად ტირის და მაღალი სიცხეები აქვს. სახლში გიჟივით შევვარდი.
– რა ჭირს??- განერვიულებულმა წამოვიძახე.
– არ ვიცი, ქალბატონი რაც გაიღვიძა გაუთავებლად ტირის და წუხს.
– კარგი, მიდი მოემზადე ექიმთან მივდივართ.
საავამდმყოფოში მორიგე ექიმი დამხვდა და ბავავშვი გასინჯა.
_ რა ჭირს ექიმო...?
_ დამშვიდდით სერიოზული არაფერია, მის ასაკში ასე იცის. კბილები ამოსდის და ღრძილები აქვს გაღიზიანებული სიცხეც მაგიტომ აქვს. როგორც ჩანს თქვენთვის ეს პირველია?- გაეცინა ექიმს.
– დიახ...
– ცოტახანი შეაწუხებს და სიცხეც ექნება, წამლებს გამოვუწერ, როდესაც შეამჩნევთ, რომ ბავშვი წუხს. სიცხის დამწევს მისცემთ და დამშვიდდება. რა ხნის არის?
– ხუთი თვის...- მივუგე მე.
ძიძა სახლში გავისტუმრე და ბავშვს მივუწექი გვერდით ისეთი პაწაწინაა და მოდრუნჩული პატარა გოჭივით. კიდევ ერთხელ ვაცნობიერებ, თუ რამხელა საჩუქარი გამიკეთა უფალმა მისი სახით ის რისგამოც ვვარსებობ სწორედ მისი დამსახურებაა. თავის პატარა თითებით ვყავდი ჩაბღაუჭებული.
– როგორ მინდა, ყველა გიცნობდეს დე... ბებია ,ბაბუა, ბიძა და რა თქმა უნდა მამაშენი.
საერთოდ როგორ იფიქრა, მსგავსი რამ როგორ დაუშვა თავის გონებაში ასეთი რამ ჩემზე, საერთოდ ვერაფერს მიხვდა, ეკლესიია ნაწილი იყო, წირვებზე დადიოდა და ისიც კი ვერ გაარჩია, ჩვენს ჯვრისწერაზე მამაო რა ლოცვებს კითხულობდა.
მეორე დღეს სახლში გაგვწერეს ტაქსი გამოვიძახე და ისე წავედი, რადგან მანქანის ტარების თავი არ მქონდა.
ოთახში ავედი ბავშვი საწოლში ჩავაწვინე, შემდეგ აბაზანაში შხაპი მივიღე.
– ექიმთან მომიწევს მისვლა, დიდი ხანია შეტევა აღარ მქონია და ახლა ისევ განმიმეორდა. - სარკეში ჩემ ანარეკლს ვაკვირდებოდი, სადაც მოჩანდა სველი გაბურძგნული თმები, ჩაშავებული თვალის უპები და გადაფითრებული სახე. აი რა იმალება გრიმების უკან. ცრემლები მომაწვა, თუმცა ვცდილობდი არ მეტირა, ასე გაგრძელება აღარ შემიძლია.
ტელეფონს დავწვდი ერეკლეს ნომერი ხელის კანკალით ავკრიფე და ზარიც გავიდა.
– გისმენთ?- როგორ მომნატრებია.
– ერეკლე... ძმაო....მე ვარ...- ამოვიტირე.
– დეა, შენ ხარ?- განაწყენებული ხმა მომესმა.
– ჰო…

– ახლა, გაგახსენდი ხომ აქამდე სად იყავი.- ტელეფონში მისი ბრაზმორეული ხმა მომესმა. გული მომეკუმშა, მას ჩემთვის არასოდეს დაუყვირია ახლა კი განრისხებული მელაპარაკებოდა. დავიმსახურე ყველაფრის ღირსი ვიყავი წამოვედი და სულ დავივიწყე ყველა.
– შენ გელაპარაკები, სად იყავი მთელი ეს დრო? რატომ ერთხელ არ დარეკე. იცი მაინც რა გამოვიარეთ მას შემდეგ რაც წახვედი.
– ძმაო....- ამოვისლუკუნე.
– რა დეა რა, იმედები გამიცრუე შენგან ამას ვერ წარმოვიდგენდი ასე უნამუსოდ, როგორ მოიქეცი.- იმდენად გაღიზიანებული ხმით საუბრობდა ვეღარ გავუძელი და გავუთიშე. თავი ცუდად ვიგრძენი გულზე მივიდე ხელი, რადგან ვიგრძენი როგორ მომიჭირა. სუნთქვა დამიმძიმდა მერე კი...მერე კი სიბნელეში ჩავიკარგე.
როდესაც გონს მოვედი თეთრმა ფონმა თვალი მომჭრა ხელის მტევანი მქონდა დამძიმებული გვერდით გავიხედე და წვეთოვანი მქონდა ჩადგმული. ოთახში ექიმთან ერთად ბატონი რობერტი შემოვიდა.
– რა მომივიდა?
_ გრძნობა დაკარგე, ძიძამ გიპოვა ოთახში უგონოდ მყოფი ბავშვის ტირილზე შემოვიდა და.. აქ წამოგიყვანეთ.
– რა მჭირს ექიმო?- ჩამწყდარი ხმით ამოვთქვი.
– ჯერ არ ვიცით, თქვენს გონზე მოსვლას ვეკოდებოდით, რომ გამოკვლევები ჩაგიტაროთ. ახლა ექთანი შემოვა და კარდიოლოგთან გაგიყვანთ.

კარდიოლოგთან გამიყვანეს და გამოკვლევები ჩამიტარეს. ცოტახანში უკან დავბრუნდი.
_ აქ დაიცადეთ ექიმი შემოვა და დეტალურად აგიხსნით ყველაფერს.- მეშინოდა ვაი თუ ცუდი პასუხი მოვიდოდა, არა ამას ვერ გადავიტანდი არ მინდოდა, ჩემს შვილთან განშორება, დანიელთან, მშობლებთან, ძმასთან და მეგობრებთან მართალია მათ ჩამოვშორდი, მაგრამ მაინც არ მინდოდა.
პალატაში ექიმი სერიოზული სახით შემოვიდა და საუბარი დაიწყო.
– მოდი სანამ ცუდად გახდომის მიზეზს გეტყოდეთ, რაღაცას გკითხავ და გულახდიად მიპასუხე კარგი?
– კარგი, ექიმო.- დაბნეულმა მივუგე.
– მითხარი, აქამდე თუ გქონია, მსგავსი შეტევები?- ჩაფიქრებულმა მოზრდილ წვერზე ხელი ჩამოისვა.
– იცით... ადრე ძლიერი სტრესი გადავიტანე ამის გამო სპაზმური შეტევები დამეშყო.
– და როდის გქონდათ შეტევები რა სიტუაციაში?
– როდესაც ძალიან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი.
– გასაგებია და იმის შემდეგ გქონდათ თუ არა კიდევ შეტევა.
– ბოლოს ერთი წლის წინ მქონდა მის შემდეგ აღარ განმეორებულა და კიდევ ახალახანს დამეწყო ორი დღისწინ და დღეს. რა მჭირს ექიმო? რაიმე სერიოზულია?
– საგანგაშო არაფერია, თუმცა არც კარგი შედეგია. თქვენმა კარდიოგრამის შედეგმა აჩვენა, რომ თქვენ სუსტი გული გაქვთ და ძლიერი ნერვიულობა თქვენზე ცუდად მოქმედებს. ამიტომ თავი უნდა შეიკავოთ სტრესულ სიტუაციებისგან და დაძაბულობებისგან. ამას დამატებული ანალიზებმა აჩვენეს, რომ თქვენი ორგანიზმი საკმაოდ გამოიფიტა და დასვენება გჭირდებათ.
– როგორ მოვიქცე ექიმო?
– ეცადეთ, როდესაც უსიამოვნებები გექნებათ მათ გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ეცადეთ გაანეიტრალოთ და ცივი გონებით იმოქმედოთ წინაღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დროთა მანძილზე გართულდეს თქვენი დგომარეობა წამლებს გამოგიწერთ და მას მიიღებთ ყოველ დილით.

წამლები და მკურნალობა დამინიშნა შემდეგ კი სახლში წამოვედი. გზაში ყველაფერი გადავწყვიტე გადავწყვიტე სამსახურიდან წამოვიდე შემდეგ კი ბავშვთან ერთად სადმე წავალ წყნარ ადგილას.
სახლში მისულს, ბატონი რობერტი მისაღებ ოთახში დამხვდა. საკმაოდ შეწუხებილი მეჩვენა.
– ბატონო, რობერტ ..- ჩუმი ხმით დავუძახე.
– მოხვედი შვილო..- მზრუნველი ხმით მომიგო. - მოდი დაჯექი.- მითხრა და სავარძდლზე ხელი მოუთათუნა. მეც მივედი და ჩამოვჯექი
– იცით მინდა რაღაც გთხოვოთ...
– ვიცი, შვილო რისი თქმაც გინდა სანამ წამოვიდოდი ექიმს ვესაუბრე და ყველაფერი მიამგო. ისიც ვიცი, რომ წასვლა გინდა. ბევრი ვიფიქრე და შეგიძლია წახვიდე და დაისვენო.
– მერე დეფილე..?- ამოვიტირე.
– ჯანდაბაშიც წასუკა ეგ დეფილე მთავარია შენ იყო კარგად. შეიძლება ხან და ხან მკაცრი ვარ ხოლმე, მაგრამ შენ კარგად იცი, რომ საკუთარი შვილივით მიყვარხარ მე ამ ქვეყნად არავინ გამაჩნია. შენ კი ის დანაკლისი შემივსე, რომელიც მაკლდა.
მის სიტყვებზე გული ამიჩუყდა.
– თქვენი ძალიან მადლიერი ვარ თქვენ, რომ არა არ ვიცი ახლა ჩემი ცხოვრება, როგორ წარიმართებოდა უფალმა თქვენი თავი საჭირო დროს გამომიგზავნა.
_ ასევე მეც შვილის სახით მომევლინე.- გამიღიმა. - აქ ერთი პატარა კუნძულია იქ სახლი მაქვს იმ სახლს შენ გჩუქნი შეგიძლია წახვიდე და რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს დარჩე. არაფერზე იდარდო.
– ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ამას ვერ დავთანხმდები.
– უარი არ მიიღება. იქ ჩემი მძღოლი წაგიყვანს.

ოთახში ავედი და მზადება დავიწყე ყველაფერი ჩავალეგე შემდეგ ბავშვიც მოვამზადე და ქვემოთ ჩავედი მღოლმა ჩემი ბარგი გაიტანა და მანქანის საბარგულში მოაქცია.
– აბა, ბედნიერად შვილო.- დამემშვიდობა მანქანის უკანა სავარძელზე მოვთავსდი და მანქანაც დაიძრა.
საღამოს პირს უკვე იმ კუნძულზე ვიყავით მძღოლი დამეხმარა ბარგის შეტანაში და ოთახში შეიტანა. მადლობა გადავუხადე მერე კი ოთახში შევედი ბავშვი საწოლზე მოვათავსე და მეც გვერდით მივუწექი მასთან ერთად მეც დამეძინა სადღაც ერთ საათში მისმა ღიღინმა გამაღვიძა. თვალები გავახილე და მას დავხედე ეს უკანასკვნელი იღიმოდა საყვარლად და თავის ენაზე რაღაცას ტიტინებდა. თან ნერწყვით ბუშტებს ბერავდა.
– დედას ტკბილო..- ვუთხარი და ცხვირზე ვაკოცე.- აგღუ დე.. - რა საოცრებები არიან ეს პატარები თავის სამყაროში იყო და ვიღაცას ან რაღაცას ელაპარაკებოდა გაბადრული სახით ამბობენ ჩვილებთან ანგელოზები მიდიანო და მათ ართობენო ალბათ ახლაც ანგელოზს ეტიტინებოდა. მთელი სახე ჩავუკოცნე. საწოლიდან წამოვდექი და ირგვლლივ ბალიშები შემოვუწყვე, რომ არ გადმოვარდნილიყო ჩანთიდან საღამურები ამოვიღე და სააბაზანოში წყლის გადასავლებად გავედი.
შემდეგ ბავშვის კალიასკა გავშალე ბავშვი ჩავაწვინე და სამზარეულოში გავედი. სიმართლე გითხრათ ვერაფრით ვერ მივეჩვიე იტალიურ კერძებს. მაცივარი გამოვაღე იქიდან რამდენიმე კვერცხი გადმოვიღე, ტაფა გაზქურაზე შემოვდგი და ყიყლიყოები შევწვი. შემდეგ ჩაისთან ერთად მივირთვი.
უნებურად დანიელი მომაგონდა ალბათ ახლა ყველგან დამეძებს, როგორ მინდა ყველაფერი დასრულდეს.

ცხოვრება მარტივი სულაც არ არის და ეკალვარდებით არის მოფენილი ადვილად მისაღწევი არაფერია, ამ ცხოვრებაში კიდევ რამდენ გამოცდას და განსაცდელს უნდა გაუძლოს ადამიანმა. ყოველთვის, როდესაც ჩემთავთან მარტო ვრჩები უფალს ამ კითხვებს ვუსმევ. მამაოს სიტყვები მახსენდება, რომელიც მარიგებდა ხოლმე სულ ალას ჩამჩიჩინებდა.,, უფალი მარტივი გზებით თავის რჩეულებს არ წაიყვანსო, მარტივი გზებით, მხოლოდ მისგან განდეგილნი დადიანო. ჩვენ კი ვიცდებით ცხოვრების ბოლომდე ბრძოლაში უნდა იყოს ადამიანიო. ალბათ ასეც არის ვინ იცის კიდევ რამდენი რამ უნდა გავიარო რომ ბოლო გაჩერება კარგად დასრულდეს, თუმცა არც ამაში ვართ გარანტირებულები ყველა ამბავს კარგი დასასრული ვერ ექნება.

*****


ბავშვთან ერთად პატარა ქალაქში ვსეირნობდი და იქვე ახლოს ტაძარი ვნახე ძალიან მომინდა შესვლა.მართალია კათოლიკური იყო, მაგრამ უფლისთვის ყველა ერთნაირია და იგი არ არჩევს რელიგიის წესების მიხედვით მისი სახლის კარი ყველასთვის ღია. იქვე იყიდებოდა თაფშლები და მეც სადა ფერის თავსაბურავი ავიღე.

ტაძარში შევედი და ძალიან ლამაზად იყო მოწყობილი. ჩვენგან განსხვავებით კათოლიკებმა ხატები არ იციან.
სანთელი დავანთე უფალს ვთხოვე შენდობა და შეწევნა. ძალიან დამამშვიდა ტაძარში ყოფნამ. ცოტახანში.
საღამოს პირს სანაპიროზე გავედი და თეთრ ქვიშაზე ჩამოვჯექი. ვუყურებდი ზღვას, რომელიც ბობოქრობდა. ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ჩემს ყუთასმენას ნაცნობი ხმა მოხვდა
– ლამაზი პეიზაჟია არა.- მომესმა ნაცნობი ხმა. თავიდან მეგონა, რომ მომეჩვენა, მაგრამ როდესაც ისევ განმორდა ხმა დენდარტყმულივით წამოვხტი გვერდით გავიხედე და ყურებამდე გაღიმებულ დანიელს წავაწყდი.
– შენ... შენ... - შეშფოთებულმა წამოვიკივლე.
– ხო, მე ვარ...
– რა გინდა,დანიელ რატომ არ მანებებ თავს .- აღმომხდა დაღლილი ხმა.
_ უკვე გითხარი, რომ ჩემგან თავს ვერ დააღწევ ძვირფასო. თუმდაც ქვეყნის დასალიერში გადაიხვეწო იქაც ჩამოგაკითხავ.
– კარგი, მეც მეტი აღარ შემიძლია, ამდენი დაძაბულობა და გაურკვევლობა.
– ძალიან კარგი, დღეს ყველაფერი გაირკვევა.
– ყველაფერს აგიხსნი და დანრჩენი შენი გადასაწყვეტია ან დამიჯერებ ან არა.
– გისმენ.
_ დავიწყებ იმით, რომ მე არ მინდოდა შენი მოტყუება.
– მაგრამ მომატყუე.
– ნუ მაწყვეტინებ. მე არ მინდოდა ამის გაკეთება,მაგრამ გარემოებებმა მაიძულა, ასე მოვქვცეულიყვავი. ვაღიარებ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ როგორ დაუშვით ისეთი რამ რომ მე წმინდა ადგილს ასე შევურაცყოფდი დანიელ! ერთხელ უკვე გითხარი, რომ მე შენი ცოლი არ ვარ თქო.
– რა ასე არ არის??!
– არა, ჩვენი ქორწინება ნამდვილი არ ყოფილა.
– რაა?
– გახსოვს ჯვრის მონასტერში, რომ ვიყავი
– კი,მერე..
_ მერე ის, რომ იქ სასოწარკვეთილი მივედი შენ არ იცი მაგრამ იქ მისვლამდე იმ ნაძკრლებმა ისევ შანტაჟი დამიწყეს ტაძარში იმ იმ იმედით მივედი, რომ უფალი დამეხმარებოდა გამოსავლის მოძებნაში იქ მისვლამდე კომისარს დავურეკე მაგრამ ვერაფერი მითხრა. ტაძარში ერთი მამაო გამომელაპარაკა სწორ დროს გამოგზავნა უფალმა ის ჩემთან. მას ვუამბე ყველაფერი და ვთხოვე დამხმარებოდა ამ თამაშში. ეს უბოროტო ტყული იყო, ყველა დავაჯერე, რომ ეს ნამდვილი ქორწინება იყო, როდესაც იმ ხალხმა ეს შეიტყო მოქმედებაზე გადავიდნენ და მაიძულეს ქორწილის მეორე დღეს შენი მიტოვება მაგრამ მაგათმა ის ვერ გათვალეს რომ მე მათზე ჭკვიანი ავღმოვჩნდი და აქეთ ჩემს მახეში გაებნენ.
– რას ამბობ?
– შენი აზრით ვინ დაიჭირა ის ხალხი? პოლიციამ ვერაფერი დაადგინა, მე ისე გავაკეთე, რომ მათ კვალზე გავსულიყავი და ასეც მოხდა მათ მივაგენი შემდეგ კი პოლიციას გადავეცი.
_ და ჩვენი სიყვარული?
– ჩვენი სიყვარული... ვაღიარებ თავიდან უბრალოდ ლტოლვა მქონდა , ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ...
– რომ რა?- ეშმაკურად ჩაეღიმა.
– რომ... მეც მიყვრდი.- ამოვიტირე.
– და რატომ არ მითხარი ეს დეა, როდესაც ყველაფერი დასრულდა რატომ არ დაბრუნდი?
_ იმიტომ, რომ დრო მჭირდებოდა ყველაფრის გასანალიზებლად. კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ბავშვის ტირილმა გამაწყვეტინა.მასთან მივედი და ხელში ავიყვანე.
დანიელმა, როდესაც ბავშვი ნახა გაოგნებული სახით მომიახლოვდა.
– ეს...ეს ჩემი შვილია?- აცრემლებული თვალებით მომიგო.
_ კი...
– რატომ არ მითხარი ეს როგორ დამიმალე..
– დავაპირე თქმა, დარეკვაც დავაპირე, მაგრამ გამბედაობა არ მეყო..
– შეიძლება.- მითხრა და ბავშვი აიყვანა. საოცარი სანახავი იყო გაოცებული სახით დაცქეროდა ბავშვს. დევიდი კი, ხმას არ იღებდა თითქოს იგრძნო, რომ მამამისი იყო.
– რა ქვია?
– დევიდი.. მაპატიე, თუ შეგიძლია მაპატიე ყველაფერი მართლა არ მინდოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ ალბათ ასე უნდა მომხდარიყო.- თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი. მან ბავშვი უკან ჩასვა და მე მომიახლოვდა მუხლი მოიდრიკა და თვალებში ჩამხედა.
– გთხოვ ბავშვს ნუ წამართმევ.- აღმომხცდა სასოწარკვეთილს.
– გგონია, იმდენად უგულო ვარ, რომ დედა შვილს დავაშორო, მართლა ასე ფიქრობ?!- ვიგრძენი რომ ეწყინა.
– მაპატიე,მე უბრალოდ...
– უბრალოდ, იფიქრე რომ აქ იმისთვის ჩამოვიდა, ჩემზე შური იძიოსო ასეა?
– არ ვიცი.
– აბა რა იცი დეა, გამაგებინე?
– მაპატიე... ცუდად გამომივიდა.
- დავფიქრდები ამაზე ღირს თუ არა შენი პატიება.- გამომწვევად გამომხედა და შემდეგ ჩემს ბაგეებს დაეწაფა

......
ველი თქვენს კომენტარებს და რეაქციებს.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კიდევ კარგი მგონი ეშველათ და გაარკვუეს რაც მოხდა და ეტყობა შერიგდებიან კარგი თავი იყო მომეწონა

 


№2 სტუმარი სტუმარი ლილე

კარგი თავია, მომეწონა. ველოდები შემდეგს <3 <3

 


№3 სტუმარი სტუმარი უცნობი

შემდეგი როდის იქნება? ????

 


№4  offline წევრი La dolce vita

სტუმარი უცნობი
შემდეგი როდის იქნება? ????

არ ვიცი, ზუსტად.

 


№5 სტუმარი ნანამია

ვემზადები ლამაზი დასასრულისთვის.მადლობა და წარმატებები... სასიამოვნოდ საკითხავი ისტორიაა...

 


№6  offline წევრი La dolce vita

ნანამია
ვემზადები ლამაზი დასასრულისთვის.მადლობა და წარმატებები... სასიამოვნოდ საკითხავი ისტორიაა...

დიდი მადლობა????❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი Star

დღეს იქნება? ????

 


№8  offline წევრი La dolce vita

სტუმარი Star
დღეს იქნება? ????

ვეცდები.❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent